Jump to content

გათი

VIP
  • Posts

    2239
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by გათი

  1. CryEngine-ის დონის დღეს-დღეობით შეიძლება მხოლოდ Frostbite იყოს. Unreal-ის შედარება მთლად რელევანტური არაა, Unreal-ს საკმაოდ ბევრი უკლია ultra-high-end რომ იყოს (თორე ისე ერთ-ერთ ოქროს სტანდარტია), დიდი ტექსტურებით ქაჩავს და ეგაა. Crysis ფრენჩაიზი არის იმისათვის, რომ გაიგოთ რამდენად კარგი კომპი გაქვთ, ნუ შუთერადაც ვარგა, მაგრამ ვიდეოთამაშის სხვა მომხიბვლელობა მგონია რომ არა აქვს. მაგრამ უკვე ყველა თამაშის ძრავა მძულს, რომელიც DirectX-ზეა მხოლოდ, მეზიზღება მაიკროსოფტის მონოპოლია თავისი ლამაზი დოკუმენტაციის გამო. დარწმუნებული ვარ ძირითადად ყველას მიაჩნია, რომ DirectX OpenGL-ზე რაღაცით მაინც არის უკეთესი, რაც მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგია. მე მინდა გეიმინგი ლინუქსზეც და მაკზეც, ნუ კაი Valve და Blizzard გვყავს, მაგრამ დანარჩენი? Source ენჯინი რომ OpenGL-ზეც გადაიტანეს და TF2 დატესტეს დაახლოებით 320 fps მიიღეს ტესტ მანქანაზე, როდესაც იმავე მანქანაზე ვინდში 290 იყო დაახლოებით. რა თქმა უნდა ეს პლიუსი ყოველთვის არ იარსებებს, მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ პლატფორმაზე დამოკიდებული, როდესაც შეგვიძლია რომ არ ვიყოთ. იმედია თამაშები მალე პლატფორმაზე არ იქნებიან დამოკიდებულნი.
  2. Man Of Steel-ს ვუყურე, საერთო ჯამში მომეწონა და 8-ს დავუწერდი 10-დან რამდენიმე უსიამოვნების გამო. ვისაც არ უნახავს არ წაიკითხო შემდეგი წინადადებები. 1. არ მომეწონა რომ "სუპერმენი" დაუძახეს, მართალია მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ბოლოსკენ, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა, მაგრად გამისწორდებოდა მე პირადად, რომ უბრალოდ Kal ყოფილიყო, მაგრამ ალბათ შეუძლებელს ვითხოვ. 2. სუპერმენის სათვალე, ეგ ცალკე ფენომენია 3. ლუისი ძალიან ზედმეტად "მომამაცო" პერსონაჟია, ჯერ ყინულის კიდეზე გაიარა (seriously.. wut?), მერე საიდანღაც იმ უბედურ მუზეუმში გაიჩითა სადაც კალი ზოდს კლავს და ა.შ. 4. მამიკო კენტის სიკვდილი, come on dude... ძალიან ლეიმი იყო 5. წინებზე თვალს დავხუჭავ, მაგრამ ეს იყო რის გამოც 2 ქულა დავაკელი - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სუპერმენს ერთი ნახევარი მილიონი კაცი შემოაკვდა :| ხომ შეეძლო ზოდი "სხვაგან" გაეტყუებინა ან უბრალოდ საბრძოლო არეალი შეეცვალა (თან რამდენჯერ ჰა? ჯერ იქვე პატარა ქალაქში, მთელი ქუჩა ააცამტვერა, სადაც ხალხი იყო, მერე კიდე მთავარი ქალაქი). ჰო კიდე, ჰენრი კევილი "იყო-რა", ეს ზედმეტად ვერბალურად გააზრებული "ideal to strive towards" გმირი გამოვიდა (იდეალური თმა, მოპარსული პოლიგონის ფორმის ყბა სუპერ-თეთრი კბილებით), Jor-El-ისა და Zod-ის ფანი ვარ
  3. სრული 100%-ით დავხურე, დებილი ხალხის ენციკლოპედიაც კი გავაკეთე (OCD), რაღაცებით ვისიამოვნე და ეჭვგარეშეა რომ შემდეგ ნაწილსაც ვითამაშებ, მაგრამ მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა თამაშს რაც არ ეკადრებოდათ: 1. დასასრულში, საერთოდ ასასინების კრედოს მიაფურთხეს, რომ სავარაუდო სეკველი "ბედესები ვს. იუნონა" გააკეთონ... 2. გარემო ძალიან ჩამკვდარი იყო, ნიუ ორკიც და ბოსტონიც ერტი ჩორტი იყო, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვაფასებ რომ ამხელა შრომაა ჩადებული ამხელა რუკის გასაკეთებლად. აი სად ფლორენცია და ვენეციის დინამიკა და სად ამისი. 3. ფონური მუსიკა ფაქტობრივად არ ჰქონდა ფრიპლეის დროს რაც ატმოსფეროს კიდე უფრო ამკვდარებდა, ყოველ წინა ნაწილში იყო ფონური ambient მუსიკები და ძალიან მაგარ განწყობას ქმნიდა. 4. პერსონაჟების დეველოპმენტიც, meh, კონორის ასე მიგდება და ბაბუაზე გადასვლა არ მიმაჩნია სწორად, ჯობდა კონორზე გაგრძელებულიყო და კიდე ბოლოში შეეძლოთ Heytham-ისთვის ასეთი ბანალური დასასრული არ მოეფიქრებინათ, არადა მაგარი classy როჟა იყო ბოლოსკენ. 5. ასე მომეჩვენა, რომ იმდენად მოუნდათ ისტორიისა და ისტორიული პერსონაჟების პარალელურად ყოფილიყო მოქმედება, რომ თამაშის სამყაროს უფრო მოშორდნენ. 6. ცხოველებზე ნადირობა, ზედმეტად ბევრი იყო რა DLC-ით ბევრად ვისიამოვნე, კაჰიძიომ, ვაშინგტონმა და animal spirit-ებმა ძალიან გაასწორეს.
  4. ubisoft-ის მიმართ მთელი პატივისცემა დამეკარგა. Assassin's Creed III-ის დასასრული ნიშნავს მხოლდო ერთს, რომ AC Ubisoft-ის Call of Duty გახდა.
  5. ფანტასტიკური თამაში იყო, 2 დღეში დავხურე იმდენად უსაქმურად ვიჯექი, აიზეკს ძალიან მივეჯაჭვე. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო სპეკულაცია ბოლოში, ტიტრების მერე აიზეკის ხმა არის "Ellie... Ellie?" ვისიამოვნე რა...
  6. გიო როგორ ხარ, რამდენიმე კვირის წინ დავხურე მესამე ჩემი მოუცლელობის გამო, რა თქმა უნდა ომეგიან ლევიათანიანად. ფაქტობრივად perfect gameplay მქონდა (ყველა გადავარჩინე და ა.შ., დეტალებშ არ შევალ). მინდა ვთქვა რომ ძალიან მომეწონა დასასრული, სინთეზი ავირჩიე. ალბათ ჩემნაირებისთვის შექმნეს ეს თამაში.
  7. ვინმეს თუ უნდა Dota 2 საჩუქრად PM
  8. გაუმარჯოს ყველას, ვინმემ ხომ არ იცით ახალ iPod Touch 5G-ს ისეთივე ვიდეო სტაბილიზაცია აქვს როგორც 5-ს? სადღაც თვალი მოვკარი, რომ ბევრად უარესი არისო ვიდე სტაბილიზაციის მხრივო. ასევე, ვიბრაცია არ აქვს მგონი ჰო?
  9. მე გირჩევ next gen Surface RT-ს დაელოდო, ARM A15-ზე იქნება (Tegra 4-ის პლატფორმაზე სავარაუდოდ, ლოგიკურია) და ეგ გადაწყვეტილება ბევრად ჯობია. არამარტო, next Gen Surface Pro-ს ყიდვა ჯობია ამას, იმიტომ რომ Haswell-ზე იქნება და ენერგომოხმარება ზუსტად ისაა რაშიც პრო ვერსია ისვრის
  10. თავისთავად, ყველაფერი Windows CE-დან Windows NT_ზე გადაჰყავთ :)
  11. Dark Knight Rises ძალიან მაგარი იყო :S ძალიან ძალიან ძალიან
  12. ძირითადი მიზეზი თუ რატომ მირჩევნია ქენონი, ეს არის ვიდეოგადაღების სრული კონტროლი. ოღონდ არ დაიწყოთ ახლა ფოტოკამერა ფოტოებს უნდა იღებდესო და ა.შ. მაშინ ტელეფონი მარტო უნდა რეკავდეს :P
  13. რატომღაც ახლა ვნახე ეს თემა, მაგარი სურათებია ბიჭებო :)
  14. ყველა აიფონი, სადაც არ უნდა იყიდო იწყობა ჩინეთში და განსხვავება არაა ნაწილებში. E EDGE არის და არამგონია მაგისი ბრალი იყოს გათიშვა :)
  15. Cloud Atlas-ის ტრეილერი გამოვიდა, მთელი 2 წელია ველოდებოდი :s http://trailers.apple.com/trailers/wb/cloudatlas/
  16. ეს ნეკრომორფია? :///// ჩონხია ეს :(
  17. ვა გილოცავ მაგარი ქულაა მე 71 ავიღე უნარებში, 1 შეცდომა მქონდა ვერბალურში, იმდენი ვინერვიულე რომ მათემატიკაში დავუშვი შეცდომები 32 ადგილი ანუ მაკსი ხო? (მგონი უკვე მითხარი, აღარ მახსოვს). 76-ს ისე ვიღებდი როგორც არაფერი, მთხლე ვარ ინგლისურში 95 მივიღე, რეალურად 97 უდნა დაეწერათ მარა თემის გამსწორებელი იყო წამპალი კაროჩე, აგვისტოს დასაწყისსში ქართულის პასუხები იქნება და ეგ მაინტერესებს რა ლოლ, სულ 4მა კაცმა აიღო 78/79 თითოეულ ვარიანტში (80 არ დაფიქსირებულა) და აქედან 2ს ვიცნობ მეგობარმა I ვარიანტში 77 აიღო და 2 ჰქონდა გაფერადებული და ის 2 იყო სწორი, თორე პირველი იქნებოდა ვარიანტში :D
  18. შენს მხარეს პრობლემა არ არის.
  19. მესმის შენი მაგრამ ეგ იშვიათი ბაგია, მხოლოდ ერთხელ მქონდა მე როდესაც 3.დან 4 ვერსიაზე გადავედი. მაგ შემთხვევაში FF Sync-ს ვხმარობ ხოლმე რომ აღვადგინო.
  20. დიზაინი მცირედით შეცვლილია. ვისაც არ შეეცვალა ეგ FF-ის პრობლემაა, მთლიანად უნდა წაიშალოს (delete preferences) და ახლიდან დაყენდეს.
  21. არც მე ვარ მთლად დარწმუნებული, პირველი რო მაკსი არ მეწეროს ახლა არხეინად ვიქნებოდი, რადგან რა ქულებიც მექნება ნებისმიერ სხვა უნივს ეყოფა :s
  22. მასეთ ჰარდს 900-ად არავინ მოგცემს, მითუმეტეს რომ თაჩ ქავერიც მოყვება.
  23. Robin Hood, recommended ერთ-ერთი კარგი კინო, კარგი მსახიობებით, კარგი ბატალიებითა და დინამიკით, ზომიერი ემოციებითაც და დაბალი შეფასებით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.