Jump to content

გათი

VIP
  • Posts

    2239
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by გათი

  1. ატანა არ მაქვს კონსოლის ბიზნესის+მარკეტინგის+იდეოლოგისს+უსინდისობის მაგრამ, hands down, definitely ps4!
  2. გაითვალისწინე, რომ VirtualBox ალტერნატიულ ვირტუალურ მანქანებთან სამუშაო პროგრამებთან შედარებით ბევრად ნელია. VMWare გამოიყენე.
  3. ვალვმა უკვე ბევრჯერ თქვა რომ სთიმ მაშინები არ იქნებიან არანაირი "ექსკლუზივობები", არამედ იმიტომ გააკეთეს, რომ გაუმარტივონ მოწყობილობების შეძენა იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს გამოცდილება ტექნიკურ მონაცემებთან, ამ შემთხვევაში კი თითქმის ჩვეულებრივი კონსოლის ყიდვის დონეზე იქნება გამარტივებული. არაფერი ბევრის ცოდნა არ დაგჭირდება. ამის გარდა გაგრილებაზე ნამდვილად ვერაფერს იტყვი, რადგან ტონობით სტიმ მაშინი იქნება, სხვადასხვა კონფიგურაციებით, ზოგს თხევადი გაგრილებაც ექნება (მეინგეარს უეჭველი). მეორე ისაა, რომ მთელი მუღამი ზუსტად ლინუქსს აქვს, უკვე ძალიან ძალიან (ბევრი ძალიან) სერიოზული მუშაობა მიდის ლინუქსის გეიმინგზე, რადგან უამრავი მიზეზით ჯობია ვინდოზავრს (მინიმუმ ის რომ open gl cross-platform არის). nvidia, amd, valve ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ ყველაფერზე, დრაივერებისა და User Experience-ის პონტში, ამასთან ვალვი ბევრ კომპანიას რთავს ამ პროცესში. რამდენიმე in-house თამაშის ძრავა უკვე გადავიდა ლინუქსზე. სტრიმინგი დროებითი პონტია სანამ მეტი თამაშის გადაპორტირება მოხდება, ჯერ ცხადია მხოლოდ აქტიური ბეტა სტადიაა. ამასთან სტიმი რეალურად ყველაზე დიდი გეიმინგ პლატფორმაა და უფრო დიდი პრასვეტი ექნება ვიდრე ჩვეულებრივ კონსოლებს. და ვინდოუზს რა ხდის გეიმინგ ოს-ად? გეტყვი: directx-ის მარკეტინგი. ps4-იც ლინუქსზე მუშაობს რეალურად (FreeBSD) და არავინ თქვას რომ directx ჯობია რამეთი opengl-ს, ორივე ნახეთ და რაიმე განსხვავებას თუ იპოვით დადეთ. ძალიან ბევრი გეიმერი (პირადი საუბრები, ფორუმები და youtube, თუნდაც მაშინიმა) ამბობს, რომ SteamOS-ის დასრულების შემდეგ მათთვის Windows-ის ხმარებას დიდი აზრი აღარ ექნება. ძალიან დიდი ამბები მიდის რეალურად ამ საქმეში და არ მინდოდა უპასუხოდ დამეტოვებინა ეს თემა
  4. ჩიპებზე გადასვლა არასდროს მოხდება. მთელი მომავალი ციფრულ გადმოწერაზეა აგებული.
  5. მერვე ვერსიაში ფუნქციონალური პარადიგმა ემატება, ვნახოთ თუ იქნება გამოყენებადი
  6. R-Studio სცადე, მაგრამ მანამდე იმ დისკზე არაფერი ჩაწერი საერთოდ რომელზედაც წაგეშალა, ზევიდან თუ გადაეწერა ვეღარაფერი აღადგენს.
  7. რამდენი ხანი დაელოდე? ზოგჯერ ნორმალურია ასე 15 წუთიც (ზოგჯერ 20-იც კი, პირადი გამოცდილებაა) დასჭირდეს. თემას რაც შეეხება, თუ 4GB რამი გაქვს არ არის მიზეზი თუ რატომ არ უნდა დააყენო 64 ბიტიანი სისტემა. 1. არანაირი პრობლემა არ აქვს 64 ბიტიანს. 2. 64 ბიტიანი სისტემა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 2^64 რაოდენობის მეხსიერების აღქმა შეგიძლია. აქ უკვე ბევრი ნიუანსია რომელშიც დეტალურად ჩასვლას ცალკე თემა უნდა, საქმე ეხება 64 ბიტიან რეგისტრებს, რომელიც ბევრად ბევრად ბევრად ბევრად უკეთესია თუნდაც ენკოდერებისთვის, თვითონ სისტემის memory mapping-ისათვის და მრავალი სხვა.
  8. ნორმალურია, როგორც გითხარი სავარაუდოდ დრაივერის ბრალია.
  9. ძალიან მაგარი თამაშია, ბევრი ღადაობაც შეიძლება
  10. რაღა ახლა მოვიდა ჯერ ფული არ მაქვს
  11. შეიძლება უთვალავი მიზეზებიდან ერთ-ერთის ბრალი იყოს. უნდა ერორ კოდის მიხედვით დაგუგლო. ანუ REFERENCE_BY_POINTER 0x000000018 ... პირველი დაგუგვლისას როგორც ჩანს დრაივერის ბრალია.
  12. უბრალოდ თემის სათაურს ვუპასუხებ: Indie თამაშები!
  13. უფასო Microsoft პროდუქტები სტუდენტებისათვის (საჭირო იქნება თქვენი სტუდენტობის დადასტურება, რაც რთული პროცედურა არ არის) DreamSpark (მაგალითად, უფასოდ Visual Studio Professional) შეკითხვები დასვით აქ (და თქვენ თვითონაც თუ უპასუხებთ მით უკეთესი ): StackOverflow@SE თქვენი ვებ სივრცე: GitHub სავარჯიშოები და შეჯიბრებები: SPOJ HackerRank CodeForces POJ ACM TIMUS CodeJam GeOlymp USACO "Reference" და სასწავლო მატერიალები: C++ Reference W3 Schools ბონუს მატერიალები : Fabien Sanglard's Blog - Deep Magic Explained GameDev MIT OpenCourseWare Stanford Engineering Everywhere! იმედია რომელიმე მაინც გამოგადგებათ. Community-ის მოწოდებული მასალები: Microsoft Virtual Academy (OgaiB) Nehe.GameDev (ზუბა) Lighthouse3D (ზუბა)
  14. AAA თამაშებიდან ჯერ ცოტაა, ძირითადად სტრატეგიები. AAA თამაშების პორტირების პრობლემა მხოლოდ თამაშის ძრავს ეხება, ამიტომ თუ დეველოპერებს უღირთ ძრავის პორტირება რატომაც არა, გრაფიკულად და მასშტაბურად სერიოზული თამაშები როგორც წესი 2-3 წლის წინანდელ ძრავებზე მუშაობს ხოლმე და ეგეც დიდი პრობლემაა. DICE უკვე ძალიან დაინტერესებულია და ამბობენ Battlefield 4-საც გამოუშვებსო.
  15. როგორც სტიმ პლატფორმის დიდი ხნის მომხმარებელი, შემიძლია გითხრათ რომ ლინუქსისთვის თამაშები უკვე დიდი ხანია გამოდის.
  16. სულაც არა, არაფერი დიდი შრომა არაა მაგისთვის საჭირო, უბრალოდ აქამდე მოთხოვნა არ იყო. OpenGL-ზე არ აქვს მეტი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ მაგ ორს შორის განსხვავებასაც ვერ მონახავ. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაა პოპულარული DirectX ისაა რომ კარგი დოკუმენტაცია აქვს, რადგან ღორი მონოპოლი კომპანია უშვებს ალბათ მალე მუღამიც აღარ ექნება directx-ს...
  17. დიდი მნიშვნელობა არაა რითი დაიწყებ, mit-ში პითონით იწყებენ კურსს, სტენფორდში კიდე ჯავათი, ზოგან C*ენით. სინტაქსის სწავლა დიდი არაფერი ოხერია.
  18. ვექტორიდან ამოღება o(n) არის და ცუდია ეგ თუ ბევრი სტრინგი ექნება. მაგას ისევ მეორე bool-ის მასივი ჯობია.
  19. ალბათ 1GB რამი ექნება. ამბობენ 64 ბიტიან ინსტრუქციებზე გადადისო, ხზ.
  20. ერთი სადებეტო ბარათია და მეორე საკრედიტო, განსხვავება შეგიძლია თუნდაც საქართველოს ბანკის საიტზე ნახო.
  21. ჩემი დიდი რჩევაა, რომ პროგრამულ ენას შეეშვათ და პროგრამირება ისწავლოთ, რომლითაც გაგიხარდებათ იმ ენით. მე გარკვეული მარტივი რაღაცები ვისწავლე Java-თი (მაგრამ თვითონ ჯავა არ მისწავლია), შემდეგ ფარდის მიღმა რა ხდებოდა მონაცემთა სტრუქტურებსა თუ მიმთითებლებში C++-ით გავიარე (თუმცა თვითონ C++ არ მისწავლია), მაგრამ ორივე მათგანი, რომ ენა ჯონდიში გამეარა, სასწაული განსხვავება არ იქნებოდა, სანამ ნოტაციებს (ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, რეკურსია იტაგდალე) სწავლობთ ენას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ეგენი რომ გეცოდინებათ და და შემდეგ უკვე "ტეხნიკის" ამბავია ენა, რომლის სწავლას (ანუ სინტაქსის) 1-2 კვირა სჭირდება, თუ პარადიგმები გესმით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.