Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. კარგი თამაშია, მე ძალიან მომწონს. თავის დროზე პირველს გული ვერ დავუდე, რაიანი რომ მოვკალი იმის შემდეგ თავი მივანებე, მაგრამ მეორეს დახურვის შემდეგ ისევ გადმოვწერე და მივხურე პირველიც. იმედია ინფინიტი გაამართლებს მოლოდინს, მაგრამ წყალქვეშ მაინც სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა :)
  2. ეტყობა წაშალა სერვერმა. ბორჯომიდან ვერაფერს ვიზამ :(
  3. გაგიმარჯოს P510 არ არის სარკიანი ფოტოაპარატი და ბევრი მინუსი აქვს. ფაქტობრივად "დიდი ზუმის" გარდა არანაირი ღირსება არა აქვს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდე გინდა თუ არა ე.წ, "პროფესიონალი" (ანუ სარკიანი) 5100, თუ აბსოლუტურად ყველაფრით სამოყვარულო 510. მანდ არჩევანი უკვე შენზეა, თუმცა მე როგორც ყოველთვის სარკიანისკენ ვიხრები (5100 )
  4. არამიშავს გიო. თავად? არკენის თამაშებში მაინც Dark Messiah of M&M-ია ყველაზე კარგი თუმცა ის სულ სხვა რამეა.
  5. დღეს დავხურე. გეიმპლეის გარდა არაფერი ვარგოდა ფაქტობრივად. ენდინგზე მაინც წაემუშავათ ცოტა.
  6. იაგო ალბათ იმავეს გეტყვის, რაც NvidiaFan-მა გითხრა და მართალიც იქნება, მაგრამ შენი საქმისა შენ იცი :)
  7. ყველაფერი ძალიან მაგარი დონისაა! პირდაპირ გეტყვი, რომ რევოლუციურ სისწრაფეს მაინც არ უნდა ელოდო, მაქსველი ყოველთვის ყველა "მანქანაზე" ძალიან ნელი მუშაობით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი რაღაცის აწყობას აპირებ! კარგი კვება გაქვს იმედია :)
  8. სიკვდილს რას ეძახი? რენდერის დროს რომ ვერაფერს გააკეთებ? 3Ds Max-ზე არაა ხოლმე მასე, მაქსველთან არ მქონია შეხება და ვერაფერს გეტყვი. ყველა ბირთვის გამოყენება იმდენად არ ტვირთავს სისტემას, რამდენადაც "High priority"-ს მიცემა. მაგ დროს ერხევა ხოლმე როგორც წესი თუმცა ისევ ვიმეორებ, მაქსველთან არასდროს მქონია შეხება. სცადე, თუ ძალიან დაგრუზა, შეგიძლია ძველ მაჩვენებლებზე დააბრუნო.
  9. 8. ფიზიკური ბირთვი 4 არის, მაგრამ ნაკადი არის 8 და მანდ ზუსტად ნაკადების გაწერას მოგთხოვს.
  10. 13000-ად მგონი 4 ცალს ააწყობ 12-ნაკადიან i7-ზე კომპს. რაოდენობას რაც შეეხება, მაღალი პრიორიტეტი მიეცი და ყველა ბირთვი მოუნიშნე. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ავტომატურადაც ყველა ბირთვს იყენებს.
  11. i7-960-ს 8 ნაკადი აქვს და მაგას ნამდვილად ვერაფერს უშველი. არსებობს 12 ნაკადიანი i7-ები, მაგრამ ნამდვილად ვერ მოგცემს იმხელა შედეგს, რომ იმ პროცესორში ქვეყნის ფული გადაყარო.
  12. 3x2GB მეხსიერების მოდული თუ გაქვს, კიდევ 3 ცალი მასეთივე ჩაუმატე და გაგიორმაგდება. თუ 6x1GB გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ მოგიწევს ეგ გაყიდო და 6x2GB იყიდო იმიტომ, რომ შენ მაზერს მხოლოდ 6 სლოტი აქვს მეხსიერებისათვის. თუმცა Maxwell-ის რენდერის სიჩქარის რეალურად გაზრდა მხოლოდ Render Node-ით შეიძლება, ანუ რამდენიმე კომპიუტერის ერთმანეთზე დაერთებით და ჯგუფური რენდერით. სამწუხაროდ "Render Node" აუცილებლად ლიცენზირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იმუშავებს.
  13. ვერ გავიგე უბრალოდ მაქსი გაინტერესებს, თუ საკუთრივ მაქსველის რენდერ-ძრავი. მაქსში ოპერატიულზე დამოკიდებულია რენდერის წინა ფაზები (არაპირდაპირი განათების ანგარიში და მისთ.), ხოლო თვითონ რენდერინგის პროცესი უკვე პროცესორის ნაკადების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ოპერატიულის გაზრდა რადიკალურ ცვლილებას ვერ მოგცემს. მაქსველს რაც შეეხება, ამას გადახედე, ზოგად წარმოდგენას მოგცემს http://forums.cgarch...instream-6.html ძალიან ბევრ ფაქტორზეა რენდერის სიჩქარე დამოკიდებული... ეს კაცი სიმართლეს ამბობს ჩემი აზრით:
  14. 10 ლარი ღირს მგონი Key ამჟამად, სინგლის თამაშს აზრიც არა აქვს და არ გატეხეს.
  15. გამორიცხე ეგ. ოცდაათიანი-ორმოციანი წლები რომ იყოს, კიდევ ხო, რუსები "გადაშუშავდნენ", მაგრამ ახლა არავინ იზამს მაგას თუნდაც იმიტომ, რომ კლონის თვითღირებულებაც საკმაოდ სოლიდური იქნება.
  16. ომეგას დაბრუნების DLC დაანონსდა! რაც მთავარია სინგლი იქნება. გამოდის 27 ნოემბერს http://blog.bioware.com/2012/10/12/the-war-for-omega-begins/
  17. ეგ კიდევ იმდენად არა ჩანს, აი ვარდისფერი აბერაცია მართლა კატაკლიზმაა:
  18. ეჭვი მაქვს "IS" შეცდომით აქვთ. უმაგისო ლინზა კი ღირს 1300 ლარამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში 1300 ლარი კიარა, 1300 დოლარი არ ყოფნის მაგ ლინზის აქ ჩამოტანას.
  19. მეც ზუსტად ისევე ვფიქრობ, როგორც შენ. ორჯერ მქონდა Olymps PEN-ის დათრევის საკმაოდ სარფიანი შანსი და შეგნებულად არ ავიღე, სარკე მერჩივნა და იმიტომ. საზღვარგარეთ ალბათ ცოტა სხვა სიტუაცაა.
  20. საერთოდ 3x-ზე მეტი გადიდების მქონე ლინზები მეტწილად ცუდია ოპტიკური ხარისხით. თვით მართლა მაღალი დონის 18-135მმ ლინზების ჩათვლით (როგორც ნიკონის, ასევე ქენონის)... 125:18=6.9, ასე რომ სასწაულს არ უნდა ელოდოთ მაგ ლინზისგან. ფართო კუთხეზე "ბოჩკა" ექნება, ტელეფოტოზე - ვინიეტირება. და თუ მაგ ორ პრობლემას იოლად გამოასწორებთ ფოტოშოპით, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ეგეთ ლინზებს ქრომატული აბერაციებიც უხვად აქვთ, რასაც ფოტოშოპით მასე იოლად ვერ ამოიყვანთ...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.