Jump to content

LEON

VIP
  • Posts

    2634
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by LEON

  1. ყველაზე კარგი AMD თავის ფასში: http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819103846 ამ ფასად იგივე სიმძლავრის ინტელს ვერ იყიდით ვერანაირად :)
  2. სანამ ამ სტატიის თუ რევიუს(რაც გინდათ ის დაარქვით) კითხვას დაიწყებდეთ, სასურველია გულმოდგინედ გადაიკითხოთ მიშას მიერ დაწერილი ეს სტატია. თქვენის ნებართვით, მცირე შესავალს გავაკეთებ ზოგადად ATI-ს Fire სერიაზე. დღეისთვის მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობით და ზოგადად წარმოების მოცულობითაც ლიდერობენ საოფისე და ე.წ. გეიმერული დანიშნულების ვიდეობარათები. ძირითად მწარმოებლებად გვევლინებიან რაღათქმაუნდა NVIDIA და ATI. მათ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეტოქეობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ეს ტექნოლოგიური დაპირისპირება სცდება უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად ვიდეობარათთა სფეროს. გარდა გეიმერებისა და ტექნოლოგიური საოცრებების ნაკლებად მომთხოვნი საზოგადოებისა, ამქვეყნად არსებობენ ისეთი პროფესიის ხალხი, როგორებიცაა: არქიტექტორები, ინჟინრები, დიზაინერები და სხვ. მათი საქმიანობისთვის ჩვეულებრივი ვიდეობარათები მარტივად რომ ვთქვათ მიუღებელია. სწორედ ამიტომ ორივე კომპანია თავის დროზე ქმნის წარმოების სეგმენტებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი გამოთვლითი შესაძლებლობების მქონე მოწყობილობების შექმნაზე. კორპორაცია NVIDIA-ს მიერ შემუშავებული სერია Quadro სწორედაც რომ ამ ტიპის გამოთვლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. კანადურ კომპანია ATI-ს რასაკვირველია გააჩნია მისთვის ღირსეული პასუხი: სერია Fire. ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც მსოფლიოში კარგად ცნობილმა კომპანია Diamond Multimedia-მ შეიმუშავა პირველი FireGL ვიდეობარათი, რომელიც კომპანია 3Dlabs-ის მიერ გამოშვებულ GLINT 3D პროცესორის ჩიპს იყენებდა. აღნიშნული სერია შეიქმნა CAD (Computer Aided Design) და DCC (Digital Content Creation) ტიპის პროგრამების შესასრულებლად, გამომდინარე მათი სპეციფიკურად რთული და აპარატული რესურსებისადმი მომთხოვნი ხასიათიდან. პირველი FireGL ბარათს სახელად FireGL 1000 ეწოდა. იგი 4/8 MB მოცულობის მეხსიერებით იყო აღჭურვილი და ასე გამოიყურებოდა: 1997 წელს იმავე კომპანია Diamond Multimedia-მ გააუმჯობესა FireGL 1000 და გამოუშვა Fire GL 1000 Pro. იგი წინამორბედისგან განსხვავებით დაფუძნებული იყო 3DLabs-ის Permedia 2 ჩიპზე. ვიდეობარათზე დამონტაჟებული გახლდათ 8 MB მოცულობის SGRAM ტიპის მეხსიერება. მოწყობილობა ასე გამოიყურებოდა: ეს კი მის მიერ დარენდერებული გამოსახულებაა: FireGL 2000 უკვე 3Dlabs-ის GLINT 300SX + S3 86C968/86c868 ჩიპზე გამოვიდა, მეხსიერება კი შემდეგნაირად იყო განაწილებული: 8 MB VRAM + 8-12 MB DRAM. სამწუხაროდ ამ ვიდეობარათის სურათი არ მომეპოვება, ამიტომ მხოლოდ მის ნახაზს დავდებ. დაინტერსებულ პირებს ეს უფრო გამოადგებათ FireGL 3000 უკანასკნელი ბარათი იყო FireGL სერიიდან, რომელიც 3Dlabs-ის ჩიპით გამოვიდა. ბოლო ჩიპს სახელად Glint 500TX + Glint Delta ერქვა. მეხსიერების სტრუქტურა კი ასეთი გახლდათ: 8 MB VRAM+ 8/16/32 MB. გამოსახულების გაშლა მაქსიმუმ 1600 x 1200 რეზოლუციაზე ხდებოდა და დედაპლატასთან 32 ბიტიანი PCI ინტერფეისით გახლდათ დაკავშირებული. FireGL 4000 უკვე კომპანია მიცუბიშის 3Dpro/2MP ჩიპით იყო აღჭურვილი და მეხსიერების ტიპი კი 15 3D RAM/ 4-16 CDRAM გახლდათ. ინტერფეისი კვლავინდებურად PCI. FireGL 5000, რომელიც iMPAC-GE ჩიპზე გამოვიდა. სურათები და სპეციფიკაციები დიდი მცდელობისდა მიუხედავად ვერ მოვიძიე. FireGL სერია გაგრძელდა FireGL 1-ით, რომელიც IBM Oasis Rasterizer ჩიპზე იყო აწყობილი და მეხსიერება 32 MB ჰქონდა. ინტერფეისი გახლდათ როგორც AGP, ისე PCI. სურათზე თქვენ ხედავთ კომპანია Diamond Multimedia-ს მიერ გამოშვებულ მოდელს: FireGL 2, იგი IBM RC1000(120 MHz)+ GT1000(190 MHz) ჩიპზე გახლდათ დაფუძნებული. მეხსიერება 64 MB DDR (120 MHz). ინტერფეისი: AGP 4x ეს კი მისი გამოყენების კონკრეტული მაგალითი: FireGL 3, წინამორბედის მსგავსად IBM RC1000(120 MHz)+GT1000(190 MHz)ჩიპით იყო აღჭურვილი და გაუმჯობესებულ 128 MB DDR (120 MHz) მეხსიერებას იყენებდა. ინტერფეისი: AGP 4x Pro FireGL 4, რომელსაც IBM RC1000(150 MHz)+GT1000(205 MHz) ჩიპი და 128 MB DDR (150 MHz) მეხსიერება ჰქონდა. FireGL V3600 რომელიც RV630 Pro ბირთვზეა აგებული და დესკტოპ ვიდეობარათებიდან Radeon HD 2600 Pro-ს შეესაბამება. მას DirectX® 10 და OpenGL 2.1-ის მხარდაჭერა ჰქონდა. 256MB GDDR4 ტიპის ვიდეო მეხსიერების მეშვეობით იგი წარმატებით ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ ამოცანებს. FireGL V5600, რომელიც RV630 XT GPU-თი იყო აღჭურვილი და 512 MB GDDR4 ტიპის ვიდეო მეხსიერება ჰქონდა. მხარდაჭერილი იყო როგორც DirectX® 10, ისე OpenGL 2.1; იგი Radeon HD 2600 XT (512 MB GDDR4 version)-ს შეესაბამებოდა. FireGL V7600. დაფუძნებულია R600 GT GPU-ზე და შეესაბამება Radeon HD 2900 GT-ს. FireGL V7700. მას გამოსახულების გაშლა მაქსიმუმ 2560 x 1600 რეზოლუციაზე შეეძლო და GDDR4 ტიპის 512 MB ვიდეო მეხსიერება გააჩნდა. FireGL V8600. იგი R600 XT ბირთვს იყენებდა და Radeon HD 2900 XT (1 GB GDDR4 version)-ს შეესაბამებოდა. 2008 წელს კომპანია ATI-მ სერია FireGL-ს სახელი გადაარქვა და FirePro უწოდა. ამ სერიის ქვეშ გამოვიდა ყველაზე ძლიერი "ცეცხლოვანი" ვიდეობარათები. FirePro V3700. DirectX® 10.1 და OpenGL 3.0-ის მხარდაჭერით. 40 ნაკადოვანი პროცესორი. PCI Express X16 ინტერფეისი. 256MB GDDR3 ტიპის ვიდეო მეხსიერება. FirePro V3750. მას PCI Express® 2.0 x16 ინტერფეისი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩამონტაჟებული GDDR3 ტიპის მეხსიერების მოცულობა 256 MB გახლდათ. FirePro V3800. მას 400 ნაკადოვანი პროცესორი გააჩნდა. მეხსიერების ინტერფეისი 64 ბიტი იყო. DirectX®: 11 და OpenGL®: 3.2 რათქმაუნდა მხარდაჭერილია. დესკტოპ ვიდეობარათებიდან შეესაბამება Radeon HD 5570. FirePro V4800. Redwood XT ბირთვი. მხარდაჭერილია ტესელაცია. ბარათს გააჩნია 400 ნაკადოვანი პროცესორი და 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება. შეესაბამება HD5670-ს FirePro V5700. მას 320 ნაკადოვანი პროცესორი და 512MB GDDR3 ტიპის მეხსიერება ჰქონდა. FirePro V5800. 800 ნაკადოვანი პროცესორი, 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება და 64.0GB/S გამტარობა. DirectX® : 11.0-ის მხარდაჭერა. ბირთვი Juniper XT გახლავთ. ეს ვიდეობარათი HD5770-ს შეესაბამება. FirePro V7750. 320 ნაკადოვანი პროცესორი და 1 გიგაბაიტი GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერება გააჩნია. ასევე გათვალისწინებულია DirectX® 10.1-ის მხარდაჭერა. FirePro V7800. მისი GPU აგებულია Cypress Pro ბირთვზე. გააჩნია 1440 ნაკადოვანი პროცესორი და 2GB GDDR5 ვიდეო მეხსიერება. გამტარობა 128GB/s-ია. შეესაბამება HD5850-ს. FirePro V8700. 800 ნაკადოვანი პროცესორი. 1GB GDDR5 მეხსიერება. მხარდაჭერილია DirectX® 10.1. GPU-ს სიხშირე 750MHz-ს შეადგენს. გამტარობა 108 GB/s-ია. FirePro V8750. 800 ნაკადოვანი პროცესორი. GPU 750MHz-ზე მუშაობს. 2GB GDDR5 მეხსიერება. გამტარობა 115 GB/s. დაბოლოს ყველაზე მძლავრი FirePro V8800 (ამ მოდელზე რევიუს ცალკე შემოგთავაზებთ). მას 1600 ნაკადოვანი პროცესორი გააჩნია. მეხსიერება 2GB GDDR5-ია შეესაბამება HD5870-ს. FirePro Mobility სერია შეიქმნა სპეციალურად ნოუთბუქებისთვის და მასში წარმოდგენილია ძირითადად FireGL და FirePro სერიის ვიდეოდაფები. შესაბამისად ამ სერიაზე არ შევჩერდები და გადავალ გაცილებით საინტერესო ტექნოლოგიაზე: CrossFire Pro. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ ერთმანეთთან FirePro სერიის ორი იდენტური GPU-ს მქონე ვიდეობარათი და ერთიორად გავზარდოთ წარმადობა, რომელიც ისედაც მაღალია. ტექნოლოგია FirePro Multi-View საშუალებას გვაძლევს ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე იქნეს გამოტანილი გამოსახულება. ამ სერიაში 7 ვიდეობარათია წარმოდგენილი. მე ყველა მათგანს წარმოგიდგენთ. FireMV 2250 FireMV 2260 FireMV 2400 FirePro 2400 PCIe Multi-View FirePro 2450 PCIe Multi-View FirePro 2460 Multi-View Professional ამ ყველაფრის გარდა სერია FirePro-ს ფარგლებში შემუშავებულ იქნა მოწყობილობა FirePro S400 Synchronization Module. მისი მთავარი დანიშნულება ორ ტექნოლოგიაში გამოიხატება. პირველი მათგანი სახელად Genlock უზრუნველყოფს GPU-ს სინქრონიზაციას გარე წყაროებთან, მაგ: ვიდეოკამერასთან. მეორე ტექნოლოგია Framelock უკვე დამუშავებული მონაცემების დარენდერებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემებზე, რის დროსაც იგი იყენებს multi-GPU სისტემას, ანუ ერთდროულად რამდენიმე ვიდეობარათს. FirePro RG220 Remote Workstation Graphics. დასახელებიდანვე ჩანს, რომ იგი შექმნილია მძიმე გამოთვლების შემსრულებელი რამდენიმე ვიდეობარათის დისტანციური მართვისთვის. მონაცემთა გადაცემისთვის იგი იყენებს IP პროტოკოლს. FireStream. ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს GPU-ს გამოყენებას პარალელური გამოთვლებისთვის, რომლებიც ესოდენ ესაჭიროებათ მეცნიერებს, ინჟინრებს და ა.შ. FireStream 9170 GPU Compute Accelerator -ს გააჩნია 320 ნაკადოვანი პროცესორი და 2GB GDDR3 ტიპის მეხსიერება. FireStream 9250 GPU Compute Accelerator FireStream 9270 GPU Compute Accelerator 800 ნაკადოვანი პროცესორი. 2GB მოცულობის GDDR5 ტიპის მეხსიერება. FireStream 9370. ამ მოწყობილობაზე ცალკე შემოგთავაზებთ ინფოს. P.S. ამ თემაში მაქსიმალურად ვეცადე თქვენთვის გამეცნო ATI-ს Fire სერიის ყველა მოწყობილობა, იმედია გამოგადგებათ. overclockers.ge-ზე არსებული ATI-ს ფანებისთვის თემაზე ტვინი დაასხა LEON-მა
  3. ეგრე არ მაწყობს. ვინმემ გადმოწერეთ?
  4. ეს მუშაა? http://www.file.ge/?p=20111
  5. კი. მაგრამ ოპტერონი ჰქვია, გენიოსო რით, ფეინთით? რაც გაქვს ჯერ მაგას მიხედე და ოპტერონებზე მერე იჩალიჩე :chojinfc:
  6. LC Power 600W 29A on +12V. (14+15) Active PFC From Germany ძალიან ჩუმი ფენი უყენია და E7500 + XFX GTS 250 ამუშავებს უპრობლემოდ. მომავალში კი ალბათ XFX 850W Black Edition-ს დავითრევ. ერთ რეილიანია, ვერცხლის სერთიფიკატით. +12V-ზე 70 ამპერს იძლევა. ძალიან ჩუმი და გრილი კვებაა
  7. ამ ბოლო დროს ჭკუა მეკეტება AMD-ზე და რავიცი, რავიცი :D
  8. კომპანია NZXT-მა გამოუშვა კვების ბლოკების ახალი სერია HALE90. მოდელთა ახალი რიგი გამოირჩევა ძალზედ მაღალი ეფექტურობით და საკმაოდ კარგი დიზაინით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ყოველთვის გამოირჩეოდა სიმძლავრის, ხარისხის და დიზაინის საუკეთესო შეხამების უნარით. კვების ბლოკების სეგმენტში კი ეს თვისება ყველაზე უკეთ იგრძნობა. ამას ადასტურებს სოსოს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ წარდგენილი კვების ბლოკების სერია HALE Power. დღეს კი მსურს წარმოგიდგინოთ სერია HALE90-ის ყველა წარმომადგენელი. აღნიშნული სერიის სახელწოდებაში რიცხვი 90 მიუთითებს კვების ბლოკების ეფექტურობის მაჩვენებელზე. სერიას მინიჭებული აქვს 80+ Gold სერთიფიკატი, რითაც უკვე ყველაფერი ნათქვამია. 1. HALE90-550-S 550 ვატიანი კვების ბლოკი, რომელიც ძნელია მივაკუთვნოთ ე.წ. Low-End სტანდარტს, რადგან შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს. მე თავს არ შეგაწყენთ ჩემი კომენტარებით და წარმოგიდგენთ მაჩვენებელთა ტაბულებს: როგორც ხედავთ, მას მხოლოდ ერთი +12 ვოლტიანი არხი აქვს, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას. იგი, ისევე როგორც სერიის ყველა სხვა მოდელი, აღჭურვილია 140 მილიმეტრიანი ფენით, რომელიც ჩუმად და ეფექტურად ასრულებს სამუშაოს. ფენი თავისი ფერით სრულიად ჯდება კვების ბლოკის დიზაინში და არ აუარესებს მას თვალი შევავლოთ კონდენსატორებსაც და დავრწმუნდეთ, რომ უბრალო ფუტლიარი არაა როგორც ვხედავთ, ეს მოდელი მოდულარი არაა, განსხვავებით მისი უფროსი ძმებისგან ეფექტურობის შესაფასებლად გამოგვადგება ქვემოთმოყვანილი დიაგრამა ხმაურის დონე კი ამ დიაგრამაზეა ასახული ზოგადად უნდა ითქვას, რომ 550 ვატიანი მოდელი არის შესანიშნავი გადაწყვეტილება PSU-ების კონკურენტულ ბაზარზე. მას ხომ +12V-ზე 45A-ის მოწოდება შეუძლია. 2. HALE90-650-M HALE90 სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელიც ასევე 80+ GOLD სერტიფიკატით იწონებს თავს, სრულ 54A-ს გამოიმუშავებს ერთ +12V-იან არხზე. სტაბილურად მუშაობა გარანტირებულია. ეს მოდელი, როგორც ვხედავთ მოდულარია. მის კონექტორთა ნაკრებში მოიძებნება საკმარისი რაოდენობა PCIe შესაერთებლებისა, რომ ჩავრთოთ როგორც SLI, ისე Crossfire. შევაფასოთ ეფექტურობა და ხმაურის დონე როგორც ვხედავთ, საკმაოდ კარგი მოდელია 650 ვატიანი 3. HALE90-750-M მოდელი რასაკვირველია არის 80+ GOLD სერტიფიკატით მონიშნული. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი სრულ 62A-ს გვაძლევს, რაც სრულიად საკმარისია ყველაზე მომთხოვნი სისტემის ასამუშავებლად. კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია ეფექტურობა ხმაური 4. HALE90-850-M თუ თქვენ გაქვთ მძლავრი ვიდეობარათი ან მათი კომბინაცია, მაშინ ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა. მას +12V-ზე სრული 70A აქვს. ეს მოდელი მოდულარია და ამასთან გააჩნია 80+ GOLD სერტიფიკატი. დატვირთვის დროს ეფექტურობის ცვლილება ხმაურის დონე 5. HALE90-1000-M ყველაზე მძლავრი მოდელი HALE90 სერიაში. მისი ერთადერთი +12V-იანი არხი 82A-ს გვაწვდის, რაც თავზე გადაუვა გახევამდე დარაზგონებულ 480-ების წყვილს. აღნიშნული კვების ბლოკი რასაკვირველია მოდულარია ჩავიხედოთ მის გულში ( ) 80+ GOLD სერტიფიკატი რომ აქვს, ამას ჩემი შეხსენება არ სჭირდება. ეფექტურობა ხმაურის დონე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ეხლა კი ყველაზე მთავარი: ფასები 550W - $119.99 650W - $139.99 750W - $159.99 850W - $179.99 1000W - $209.99 ამ თემის გადმოტანა გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ბრენდისადმი და კონკრეტულად ამ სერიისადმი
  9. დღეისათვის გაგრილების სისტემათა მომხმარებლები შეიძლება დავყოთ ჯგუფებათ მათი იმ მოთხოვნილებებისდა მიხედვით, რომლებსაც ისინი უყენებენ თავიანთ ქულერებს. პირველი ჯგუფი არის ხალხი, რომლებსაც უბრალო BOX ქულერები აქვთ და სულ არ აინტერესებთ გაგრილედება თუ არა მათი პროცესორი. მეორე ჯგუფი აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც უმთავრესია რაც შეიძლება დაბალი ტემპერატურა იქნეს შენარჩუნებული. ამ ჯგუფში ძირითადად ოვერქლოქერები შედიან და მესამე ჯგუფი უკვე მოდინგზე და ზოგადად დიზაინზე შეყვარებული ხალხით კომპლექტდება. მათ შორის ბევრია გეიმერი. ცალკეა წყლის გაგრილების სისტემათა მომხმარებლების ჯგუფი. ალბათ დაგაინტერესებთ რატომ დავწერე ზემოთმოყვანილი კლასიფიკაცია. ამის პასუხი კი არის AMATech. ეს არის კომპანია, რომელიც გაგრილების სისტემებს აწარმოებს (თუმცა კვების ბლოკებიც აქვს გამოშვებული). ის ორივე სეგმენტზეა ორიენტირებული: ჰაერის და წყლის გაგრილების სისტემებზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ზღვარსგადასული ექსტრავაგანტულობით. შეიძლებოდა მეთქვა თამამი დიზაინით მეთქი მაგრამ ეს სიტყვა უფრო შეეფერება. ალბათ მიხვდით, რომ AMATech-ის პროდუქცია გეიმერებზე და მოდინგზე შეყვარებული ხალხისთვისაა განკუთვნილი. სახელებიც ისეთი აქვს შერჩეული გეგონება მათ ნათლიას მარტო ბეჭდების მბრძანებელი აქვს ნაყურები და warcraft ნათამაშებიო. დავიწყოთ ჰაერის გაგრილების სისტემებით. მოდელი ნომერი 1, სახელად Assassin ეწოდება. დიზაინი რას ნიშნავს თუ არ იცით, მაშინ ამის ნახვის შემდეგ გაიგებთ. ქულერი მთლიანად წითელ ფერშია გაწყობილი და სავარაუდოდ ეფექტურიც იქნება რადგან სპილენძითაა ნაშენი. იგი თავსებადია როგორც Intel-ის, ისე AMD-ს ყველა ბოლო და ამჟამად გამოყენებად სოკეტებთან. 750 გრამს იწონის, 6 სპილენძის სითბური მილაკი აქვს და მისი ფენი საშუალოდ 18 dBA ხმას გამოსცემს. შემდეგი მოდელი Phantom შედარებით უფრო თავშეკავებული დიზაინის გახლავთ. მონიკელებული 6 სპილენძის სითბური მილაკი აქვს და 679 გრამს იწონის. რათქმაუნდა ორივე მტრული ბანაკის ბოლო თაობის ყველა სოკეტის მხარდაჭერა გარანტირებულია. დავტკბეთ მისი შესახედაობით. როგორც ხედავთ, ეს მოდელი ლურჯ ფერზე აკეთებს აქცენტს. Orc - შექმნილია WOW-ის თამაშის შემდეგ თავისუფალ დროს. დიზაინი აშკარად ამ სუპერპოპულარული ონლაინ თამაშის გავლენითაა შემუშავებული, სახელიც. სპილენძის 6 სითბური მილაკი და სარკესავით გაპრიალებული ძირი აქვს. სულ რაღაც 660 გრამს იწონის. Elf - დიზაინერი ალბათ კაიფში იყო ამას რომ ამზადებდა, მაგრამ ექსტრავაგანტული კი გამოუვიდა. მას რასაკვირველია აქვს 6 სპილენძის სითბური მილაკი. 670 გრამს იწონის, ყველა თანამედროვე სოკეტი მხარდაჭერილია. 20 დეციბალ ხმაურს კი აიტანს კაცი. ფენი 92 მილიმეტრიანი უყენია და მეეჭვება სერიზულად გააგრილოს. Stormblazer - საშიში დასახელების ქულერი. მასაც 6 სპილენძისგან დამზადებული სითბური მილაკი აქვს, რომლებსაც 120 მილიმეტრიანი ჩუმი ფენი აგრილებს. 890 გრამს იწონის სულ. მხარდაჭერილია დღეს გავრცელებული ყველა სოკეტი. მოგვიანებით აქ წარმოდგენილი ქულერების ტესტირებასაც შემოგთავაზებთ. ვნახოთ რამდენად ძლიერები არიან საქმეში.
  10. სისწრაფე, ხარისხი, საინჟინრო სერვისები, მოქნილობა და სიიაფე - ამ დევიზით მუშაობს ელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში კომპანია Foxconn (ჩინურად: 富士康科技集團). ბრენდის ისტორია 1974 წელს იწყება, როცა ტერი გოუმ დაარსა მულტინაციონალური კომპანია Hon Hai. პირველი საწარმო ჩინეთის ქალაქ Shenzhen-ში გაიხსნა 1988 წელს. დღეს იქ 420 000 ადამიანი მუშაობს, სულ კი Foxconn-ს 800 000-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტი ემსახურება. დღესდღეობით კომპანია იმართება ტაივანის ქალაქ ტუჩენგში მდებარე კომპანია Hai Precision Industry Co., Ltd.-ის სათაო ოფისიდან და საკმაოდ ეფექტურადაც. რას აწარმოებს Foxconn? პასუხი საკმაოდ ვრცელია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოში კარგად ცნობილ და აღიარებულ ბრენდებთან და მათთვის ამზადებს აპარატულ გადაწყვეტილებებს. თუ რამდენად სერიოზული კავშირები აქვს ამ კომპანიას, ნათელი ხდება მისი პარტნიორი კომპანიების დასახელებით: Apple Inc; Intel Corp; Microsoft; Sony; Motorola; Nokia; Cisco და ა.შ. Foxconn-ს თავისი წარმომადგენლობები აქვს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი და ვიეტნამი. კომპანიის წარმატებულობას ხაზს უსვამს მისი ფინანსური აქტივებიც. მარტო 2009 წელს კომპანიის ბრუნვამ 61.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. საკმაოდ სერიოზული განაცხადია. მაგრამ კომპანიის ისტორიაში არის შავი ლაქებიც. კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობიდან ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 13 ადამიანი გადმოხტა თვითმკვლელობის მიზნით, მიზეზი კი არანორმალური დატვირთვა გახლდათ. ახლა კი დროა გავეცნოთ Foxconn-ის მიერ გამოშვებულ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე საინტერესოდ მიგვაჩნია. ყველაზე აქტიური კომპანია დედაპლატების წარმოების სფეროში გახლავთ. აქ იგი თანამშრომლობს როგორც Intel-თან, ისე AMD-სთან. ორივე ბრენდის მოყვარულთ შეუძლიათ დატკბნენ Foxconn-ის მიერ გამოშვებული მობოებით. კომპანიას ათვისებული აქვს თითქმის ყველა სოკეტი ორივე პლატფორმაზე. თქვენის ნებართვით AMD-თი დავიწყებ. ყველაზე სუსტი დედაპლატა, რაც კი კომპანიას აქვს გამოშვებული AMD-ს პროცესორებისთვის არის Socket 754-ზე დაფუძნებული საკმაოდ "ჩინური" სახელის მქონე NF3250K8AA-RS Socket 939-ზე Foxconn-მა ორი დედაპლატა გამოუშვა. ერთი NVIDIA-ს ჩიპსეტზე გახლდათ, მეორე კი SiS-ის. ორივეს აბდაუბდა დასახელებები გააჩნდათ და ამიტომ თავს არ შეგაწყენთ მათი მოხმობით, მხოლოდ ფოტოებს დავდებ Socket AM2-ზე უკვე აშკარად იგრძნობა კომპანიის მისწრაფება, აითვისოს რაც შეიძლება მეტი ჩიპსეტი. აქ ჩვენ ვხვდებით როგორც NVIDIA-ს, VIA-ს და SIS-ის, ისე AMD-ს ჩიპსეტებზე დაფუძნებულ დედაპლატებს. ამ ფოტოზე NF570 Ultra არის წარმოდგენილი, რომელიც NVIDIA-ს ჩიპსეტზეა აწყობილი ეს კი AMD-ს ჩიპსეტის მფლობელი დედაპლატა A690GM2MA-8EKRS2H, რომელსაც ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი აქვს Socket AM2+/AM2-თან თავსებადი დედაპლატები მხოლოდ NVIDIA-ს და AMD-ს ჩიპსეტებით აღჭურვილი გამოვიდა. ესეც დედაპლატა Destroyer რომელიც nForce 780a SLI-ზე არის აწყობილი. აქედან დაიწყო სწორედ Foxconn-მა თავისი პროდუქციისთვის "საშიში" სახელების დარქმევა. ეს კი A79A-S-ია, რომელიც AMD-ს 790FX ჩიპსეტს იყენებს AMD-ს უახლეს Socket AM3-ზე კომპანიამ NVIDIA-ს ჩიპსეტით მხოლოდ ერთი დედაპლატა გამოუშვა, რომელსაც M61PMP-K უწოდა რაც შეეხება AMD-ს ჩიპსეტებს, აქ გვხვდება 785G ჩიპსეტი, რომელიც ორ დედაპლატას აერთიანებს: Cinema II Premium და Cinema II Deluxe რაც შეეხება 890GX ჩიპსეტს, აქაც ორ დედაპლატას აღმოვაჩენთ. პირველი: A9DA და მისი გაგრძელება A9DA-S ამით AMD-ს განყოფილებას დედაპლატების საკითხში დახურულად ვაცხადებ და გადავდივარ Intel-ზე, სადაც Foxconn უდაოდ სიძლიერის განსახიერებაა. 775 სოკეტზე ჩვენ ვხვდებით VIA-ს და SIS-ის ჩიპსეტებზე დაფუძნებულ რამდენიმე დედაპლატას და nForce 630i-ზე აწყობილ ორიოდე მობოს. აი ერთ-ერთი მათგანი: Intel-ის ჩიპსეტების მხრივ საოცარი მრავალფეროვნებაა: დაწყებული სუსტი Intel Intel 865G-ით და დამთავრებული სუპერ მძლავრი X48-ით. ეს მაგალითად P35-ზე არსებული დედაპლატაა სახელად MARS ELA P45 სერიიდან თქვენს წინაშეა X48-ზე გამოშვებული მობო BLACKOPS, რომელიც ზედგამოჭრილია ოვერქლოქინგისთვის 1156 სოკეტზე Foxconn საკმაოდ იოლად გადაბარგდა და სამი ჩიპსეტი: P55, H55 და Q57 აითვისა. P55-ზე კომპანიამ 5 დედაპლატა გამოუშვა, რომელთაგან ყველაზე მძლავრები Inferno Katana და Inferno Katana GTI გახლავთ. Inferno Katana Inferno Katana GTI H55-ის სეგმენტში კომპანია 4 დედაპლატითაა წარმოდგენილი. მაგალთად, ეს H55M-S-ია Q57-ის კუთხეში ეულად გამოიყურება Q57M ამით 1156 სოკეტზე საუბარს მოვრჩით და გადავდივარ თემის კულმინაციაზე 1366 სოკეტზე, სადაც Foxconn მსოფლიო ლიდერებში წამყვან პოზიციას იკავებს. X58 ჩიპსეტზე დაფუძნებულ დედაპლატებში კომპანიამ არ დაიშურა დიზაინი, ხარისხი და სიმძლავრე. სრულიად უცოდინარი ადამიანიც კი ერთი შეხედვით იოლად მიხვდება თუ რა ენერგია იმალება Foxconn-ის ლოგოს ქვეშ, როცა X58-ის რომელიმე შესანიშნავ წარმომადგენელს შეხედავს. მე ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი რომ ჩვენს წინაშეა მსოფლიოში დღესდღეობით ულამაზესი დედაპლატა Foxconn Bloodrage. მაში დინამიურადაა შერწყმული დიზაინი, სიმძლავრე და ოვერქლოქინგის პოტენციალი. მისი ოპერატიული მეხსიერების სამად-სამი სლოტი უზრუნველყოფს მეხსიერების უკეთ აჩქარებას. ძნელია არ მოიხიბლო ამ სილამაზით Foxconn-მა გამოუშვა Bloodrage-ის მოდიფიცირებული ვარიანტი Bloodrage GTI, რომელიც უბრალოდ შესანიშნავია. X58-ზე გამოშვებული კიდევ ერთი საინტერესო სერია არის FlamingBlade ტავისი მოდიფიცირებული ვარიანტით FlamingBlade GTI. ამ ლამაზ ნოტაზე ვამთავრებ Foxconn-ის დედაპლატებზე საუბარს და გადავდივარ ვიდეობარათებზე. აქ ჩემი აზრით უაზრობა იქნება თუ სათითაოდ ჩამოვთვლი NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორებზე გამოშვებულ ყველა ბარათს დაწყებული 7100-იდან დამთავრებული 9800GX2-ით(მას შემდეგ Foxconn-გრაფიკული ადაპტერი არ გამოუშვია). მოვიყვან მხოლოდ მძლავრ 9800GX2-ს: რაც შეეხება ATI-ს, აქ Foxconn საერთოდ არაა წარმოდგენილი, სამწუხაროდ. Foxconn ყველაფერი ამის გარდა ამზადებს კეისებს, უბრალო ქულერებს და პერიფერიის დონის ტექნიკას, რომლებსაც ნაკლებად იცნობს საზოგადოება, რადგან დედაპლატები ჩრდილავენ. ამით Foxconn-ზე თემა დასრულებულია.
  11. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროცესორისთვის განკუთვნილი გაგრილების სისტემების ერთობ ორიგინალური სეგმენტი, კერძოდ თხევადი მეტალის ქულერები. მაგალითისათვის განვიხილავთ კომპანია Danamics-ის მიერ წარმოებულ ქულერს Danamics LMX Superleggera. კომპანიას ამ ტიპის ქულერის საინჟინრო ნიმუშის შექმნისას გათვალისწინებული ჰქონდა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ თხევად მეტალს შესანიშნავად შეეძლო სითბოს გადატანა, თუ მას საჭირო სისტემაში მოაქცევდნენ და სწორ მიმართულებას მისცემდნენ. ქულერის მექანიზმი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს წყლის გაგრილების სისტემისას, მოქმედებს შემდეგნაირად. სითბურ მილაკებში მოთავსებულია საჭირო რაოდენობის თხევადი მეტალი, რომლის მოძრაობასაც უზრუნველყოფს პომპა. გაცხელებული თხევადი მეტალის გაგრილებას უზრუნველყოფენ მძლავრი ფენები. ამ სურათზე სწორედ საბენჩაო მაგიდაზე მოთავსებულ Danamics LMX Superleggera-ს ვხედავთ. რაში მდგომარეობს თხევადი მეტალის საიდუმლო? პასუხი ქიმიის მეცნიერებაში უნდა ვეძიოთ. ალბათ ყველა თქვენგანს გაუგია მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამ სისტემის ერთ ერთ ჯგუფში გაერთიანებული არიან ტუტე მეტალები, რომლებიც დნობის ძალზედ დაბალი ტემპერატურებით გამოირჩევიან. ინჟინრებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ ამ მეტალთა ქიმიური თვისებით, რაც მათ იოლად გათხევადებაში გამოიხატებოდა და მათგან ორის: კალიუმის და ნატრიუმისაგან დაემზადებინათ ე.წ. ნაცრისფერი შენადნობი აბრევიატურით NaK. ერთი შეხედვით მარტივი საქმე გახლავთ, მაგრამ ვისაც ოდნავი შეხება აქვს ქიმიასთან, ეცოდინება, რომ ეს ორი მეტალი სუპერ აქტიურია და ჰაერთან და წყალთან კონტაქტში შეიძლება მოხდეს რეაქცია, რომელიც დიდი ალბათობით გამოიწვევს აფეთქებას (მე პირადად იმ ნეტარსახსენებელ დროს, როცა ქიმიის აქტიური მიმდევარი გახლდით, ამ რეაქტივებს ნავთით სავსე ჭურჭელში ვინახავდი). მაგრამ ტექნიკოსებმა შეძლეს და დაამზადეს საჭირო სიმტკიცის გამტარები, რომლებიც გამორიცხავდნენ გაჟონვას და ფატალურ შედეგს. მეორე ტექნოლოგიური საოცრება გახლავთ ის, რომ თხევად მეტალს ნიკელით დაფარულ სითბურ მილაკებში ამოძრავებს პომპა, რომელსაც მოზრავი ნაწილები არ აქვს(!). მთელი საიდუმლო ელექტრომაგნიტურ ველშია დამალული. სწორედ იგი წარმოქმნის ძალას, რომელიც აიძულებს თხევად მეტალს გადაადგილდეს სითბურ მილაკებში. Danamics LMX Superleggera საკმაოდ მძიმე ქულერია. იგი 1180 გრამს იწონის და საკმაო ჯაფას აყენებს დედაპლატას, რომელზეც იგი არის დამაგრებული. ცემი სუბიექტური აზრიტ მისი გამოყენება საბენჩაო მაგიდის არსებობის შემთხვევაში უფროა რეკომენდირებული. რაც შეეხება ზომებს სამ განზომილებაში: 158.2 x 170.5 x 90 მმ. საკმაოდ დიდი ქულერია და კეისში მისი ჩაყენება გარკვეულ პრობლემებს შექმნის. რაც შეეხება სოკეტებთან თავსებადობას. აქ უკვე სიტუაციაა იდეალურადაა. დღესდღეობით არსებული ყველა ძირითადი სოკეტი მხარდაჭერილია: Intel version: LGA775, LGA1156, LGA1366; AMD version Socket AM2/AM2+/AM3. მოვცილდეთ მეცნიერებას და გადავიდეთ პრაქტიკულ საკითხებზე. ქულერის შეფუთვის გახსნისას ქულერთან ერთად ჩვენ ხელთ აღმოჩნდება ყველა ტიპის სამაგრი, ინსტრუქციები და ე.წ. ძალური დანადგარი. ამსათან თვალში მოგვხვდება ორი სხვადასხვა ტიპის 120 მილიმეტრიანი ფენი, რომლებსაც საკმაოდ ეფექტური დიზაინი გააჩნიათ. რაც შეეხება ე.წ. ძალურ დანადგარს(ეს ტერმინი თავად შევარჩიე და გადმოვირე ბირთვული ფიზიკიდან, რომელიც ესოდენ მიყვარს), რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ქულერში ჩაშენებული პომპა, აქვს სტანდარტული ზომა 3.5 ინჩი და მოიხმარს სასწაულად მცირე სიმძლავრის დენს: 1 ვატს(!) არცერთ ჩემ სიტყვას, რომელიც მიუთითებს ამ ქულერის ეფექტურებაზე, არ ექნება ფასი თუ არ წარმოგიდგენთ ტესტირების შედეგებს. ტესტირებისათვის გამოყენებულია ინტელის წარმოების Core i5 750 პროცესორი, რომელიც უკვე საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მძლავრიც. ქულერზე დამონტაჟებული ფენების ბრუნთა რიცხვი კონტროლდება eVGA p55 Classified 200 დედაპლატის ბიოსის მიერ. დაუტვირთავ მდგომარეობაში ჩვენ ვიღებთ 30 გრადუსს ცელსიუსის შკალით, ხოლო 100%-ით დატვირთვის დროს ეს მაჩვენებელი 45 გრადუსამდე იზრდება. შემდეგი ტესტი ჩატარდა აჩქარებულ მდგომარეობაზე. 3.3 GHz-მდე აჩქარებისთვის პროცესორს მიაწოდეს 1.3 ვოლტი ძაბვა, სემდგომ კი რამდენიმე ქულერზე დატესტეს. დაუტვირთავი მდგომარეობა: დატვირთული მდგომარეობა: გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურა 21 გრადუსია. ხმაურის დონე. 80%-იანი დატვირთვით მომუშავე ფენები წარმოქმნიან 44 დეციბალის ტოლფას ხმას. დასკვნისათვის შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწყობილობა ნამდვილად არის ახალი სიტყვა ქულერების სამყაროში და მისი დახვეწა მომავალში აუცილებლად მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს.
  12. მე მეყენა ადრე OPEN სოლარისი და საკაიფო OS-ია.
  13. 460 მქონდეს და დალშე მკიდია 480-იც და 570-იც :chojinfc:
  14. ყველანი გლობალები რომ ვართ, დავიმხეთ თავზე ფორუმი :D
  15. სტაუსს გადაავლე თვალი :
  16. კაი რა მოგივიდა WE LOVE JAMBO :cekva:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.