Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5414
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ბუბა საქ ფოსტა ფასის მიხედვით ყველაზე კარგია, პირადად ვიყენებ იბეიზე გაყიდული პროდუქციის გასაგზავნად სხვადსხვა ქვეყნებში EMS-ს და პრობლემა არ მქონია, ყოველთვის დროულად მიუვიდა ადრესატს. არამექსია კიდე სწრაფი და dhl, მაგრამ ეგენი ძვირები იქნება. თვითონ ჩამომტანებიდან ინექსს აქვს მარტო ბრიტანეთში გაგზავნა როგორც ვიცი. სხვებს
  2. ოპერატიულის პრობლემა იყო როგორც ჩანს. გავაკეთე. დახურეთ თემა.
  3. მაქვს 3 მონიტორი დაერთებული დედაპლატის HDMI, VGA და DVI პორტებზე. პირველი ორი მუშაობს უპრობლემოდ. მესამეს გამოსახულება არ გამოაქვს. DVI პორტზე დაერთებულ მონიტორს აქვს VGA და DVI პორტები და VGA კაბელით ჩვეულებრივ გამოაქვს გამოსახულება, მაგრამ DVI-ზე როცაა შეერთებული No video input-ს აწერს. მონიტორზე ღილაკით DVI და VGA რეჟიმების გადართვა არაფერს ცვლის. მონიტორის DVI პორტი არის DVI-D Dual link, მაზერზეც ეგაა, კაბელი კი DVI-D Single Link. სამწუხაროდ ამ ვერსიებზე არ მიდის VGA-DVI გადამყვანი რო დავტესტო თვითონ კაბელის მდგომარეობა. თვეებია მშვენივრად მუშაობდა, აზრზე არ ვარ ამ დილით რა ეტაკა. ცხადია პირველ რიგში კაბელს ან DVI პორტს უნდა დავაბრალო, მაგრამ არის სხვა ვარიანტები რასაც შეილება გამოეწვია ეგ პრობლემა?
  4. ეგ სათაური მოაქვს საიტიდან შესაბამისად საიტზე იმ გვერდს უნდა შეუცვალო სათაური. მაგალითად ამ გვერდს სადაც ახლა ვიმყოფებით რო შეუმოწმო სოურსი ნახავ ასეთ რამეს <title>Website Meta Tags: Facebook sharing - დახმარება - Overclockers GE - Because Speed Matters</title> შენთან კი შესაბამისად რაც სურათზეა ეგ იქნება ამ ტეგებში მოქცეული. ისე არ გამოვა რომ საიტზე სრულად იყოს და ფბ გაზიარებულ პოსტში არ ჩანდეს. ან ორივეგან უნდა დატოვო ან ორივეგან მოუშალო.
  5. მოკლედ ბოლო დღეებია მაგარ უცნაურობას ვამჩნევ ჩემ კომპზე. Windows 10-ზე მაქვს ჩართული ოპერა და სხვა პროგრამები. რაღაც დროის შემდეგ ეს პროგრამები ქრება დესკტოპიდან და ტასკ მენეჯერში რო ვნახულობ ბექგრაუნდ პროცესებშია გადასული და ვერაფერს ვაკეტებ. ოპერის იკონკსს რო ვაკლიკავ ცარიელი ფანჯარა იხსნება და ის ტაბები რაც მაქვს გახსნილი მაინც არ ჩანს. იგივე გამიკეთა სხვა პროგრამებზეც. დღეს დილიდან ჩართული მაქვს კომპი მაგრამ ეგ პრობლემა 20 წუთის წინ მქონდა დავარესტარტე კომპი და იგივე გამიკეტა ჩართვიდან რამდენინე წუთში. გუშინაც 2-3 ჯერ მქონდა ეგ პრობლემა. მიშველეთ რა ვერ მიმუშავია ნორმალურად
  6. Wrecked - ამას ჩავუჯექი გუშინ. მაგარი იუმორი, კაი გადახვევები სხვადასხვა ფილმების სცენებზე და რავი მაგრა ვიხალისე.
  7. აკრონისმა ვერ გაართვა თავი მიუხედავად იმისა რომ ვნიშნავდი იმ დისკებს რომლების კლონირებაც არ მინდოდა მაინც მიწერდა არ გაქ საკმარისი მეხსიერება სსდ-ზეო. და გადავიფიქრე კლონირება. SSD-ზე W10 დავაყენე და ვინჩოზე დავტოვე W7 სათადარიგო სისტემის პონტში. დახურეთ თემა.
  8. SSD ჩამომივიდა Crucial-ის და მინდა C დისკი გადავიტანო მაგაზე. ოფ საიტიდან გადმოვიწერე აკრონისი მაგრამ მთლიანი ვინჩესტერის გადატანას ჩალიჩობს ეგ. არადა ვუთითებ რო D და E დისკების გადატანა არ მინდა მაგრამ მაინც მეუბნმება არ გყოფნისო მეხსიერება SSD-ზე. რა სანდო პროგრამა იცით რომ C დისკი გადავიტანო SSD-ზე ცხადია bootable რო გახდეს მერე SSD, System reserved partition როა ეგეც მექნება გადასატანი? C დისკი არის 156გბ-იანი, SSD კი 232გბ.
  9. არა :/ კლიპში მის გარდა არავინაა და ერთ ფერის მაისური აცვია ასეთი სტილის. და ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, არც გახეულია და არც გახეხილი.
  10. მოკლედ ჩემ მელომან მეგობრებს ვკითხე მაგრამ ვერავინ გაიხსენა და იქნებ აქ ახსოვდეს ვინმეს ერთი სიღერაა რომელიც ასე 13-15 წლის წინ მოვისმინე მუზიქბოქსზე სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მგონი ჩარტებში პირველ ადგისლაც იკავებდა. კლიპს აღვწერ შეზლებისდაგვარად და იქნებ მიხვდეს ვინმე: გოგო სავარაუდოდ ახლოაღმოსავლელი იქნებოდა გარეგნობიდან თუ ვიმსჯელებთ. ნორმალური გარეგნობის, ჯინსის შარვალში და უსახელო მაისურში. მგონი უფრო სტეპი იყო ვიდრე უდაბნო სცენა სადაც იღებდნენ. ვიდეო უფრო მუქ ფერებში იყო თითქოს მოღრუბლული ყოფილიყო. სიმღერა ნელი , რაღაცით Sade-ს სტილს გავდა მგონი, ასევე მომენტებში მგონი დაფრინავდა რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ეგ გოგო. თუ სწორად მახსოვს ასეთი კლიპი ქონდა იქნებ გეცნოთ ვინმეს. ჩემმა ძმამაც გაიხსენა კლიპი მაგრამ მომღერლის სახელი მასაც არ ახსოვს. რატომღაც ამეკვიატა და ვერ ვისვენებ რო ვერ გავიხსენე ვინაა ეგ მომღერალი. იქნებ აქ მაინც იყოს ვინმე ვინც გაიხსენოს და დამიმშვიდოს ნერვები
  11. ოპერას ჩაშენებული აქვს vpn და ეგ გამოვიყენე თუ სწორად მახსოვს
  12. ხო არ იცით რამდენად მიდის კონტროლი იმისა თუ რას ატვირთავ გუგლ დრაივზე? მაგალითად მინდა ძალიან ბევრი ფილმი ავტვირთო რათა შემდგომ საიტზე განვათავსო. ხო არ მომედავება გუგლი რო საავტორო უფლებებს ან რამეს ვარღვევ? მინახავს ზოგიერთ საიტზე გუგლ დრაივზე ატვირთული ვიდეოები ედოთ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში საუბარია არა 1-2-ზე არამედ დაახლოებით 10ტბ მოცულობაზე. ცხადია ამას ერთ და ორ დღეში ვერ ავტვირთავ, დიდი დრო დამჭირდება და არ მინდა ეგ დრო ტყუილა მექნეს დახარჯული თუ გუგლი დამიბლოკავს აქაუნთ ან წამიშლის ატვირთულ ვიდეოებს. გაქვთ ამასთან დაკავშირებით ვინმეს რამე ინფორმაცია?
  13. მეც ულიმიტო მაქ გუგლ დრაივზე. ინსტრუქცია აქ არის როგორ იჩალიჩოთ: https://drive.google.com/file/d/1nWa6Rd3foU6mbY6RHpdcilJkeOaTGDYg/view?usp=sharing 1-2 სთ შეილება დაგჭირდეთ მაგრამ ღირს, შემდეგ გუგლის სინქრონიზაციის პროგრამით შეგიძლიათ მთელი მყარი დისკი დრაივზე ატვირთოთ.
  14. მე ვერაფრით დავიჯერე ასეთი რამ მაგრამ მაინც მინდა გაგიზიაროთ, თქვენ უფრო გარკვეულები ხართ: ამასწინათ ვიღაც მელაპარაკებოდა რო 9600GT-თი შეილება დანამედროვე ძვირადღირებულ ვიდეოკარტებზე უფრო მეტი გამოიმუშავოო მაინინგზე თუ ბიოს დაამოდინგებ და რაღაც ძველი ვერსიის მაინერ პროგრამას გამოიყენებო, მაგრამ დრაივერი გჭირდებაო ვიდეოსი, რომელიც დეფოლტზე არაა ამ ვიდეოსთან თავსებადი, მაგრამ მინახავსო რო ვიღაცებს ზუსტად ეგ ახალი ვერსიის დრაივერი უყენიათო ამ ვიდეოკარტაზე. ვიციო კიდე ვიღაც ტიპები ვინც მასე ჩალიჩობენო მაგრამ არ მეუბნებიანო როგორ გავაკეთოო. მე რატომღაც ფანტასტიკის სფერო მიმაჩნია, მასე რო იყოს ვინ დახარჯავდა ათასებს ახალ ვიდეოებში? მაგრამ ისეთი დარწმუნებული მეუბნებოდა რავი მაინც გადავწყვიტე გაგიზიაროთ ეგ ამბავი.
  15. მოკლედ სანამდეც დავინტერესდებოდი მაინინგის თემით მაგარი სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას და რო წავიკითხე რაღაც ინფორმაცია და რჩევებს გადავხედე მივხვდი რო მართალი ვიყავი. საჭიროებს საწყის კაპიტალს და გამომუშავებული კოინების კურსი როდის როგორი იქნება ღმერთმა იცის ასე რომ გამართლებაზეცაა დამოკიდებული შენი მოგება რამდენი იქნება. ამასთან ყველაფერში კარგად რო გაერკვე მაგასაც ბევრი ინფორმაციის მოძიება უნდა როგორც ჩანს. თან სულ უნდა დაუკვირდე კოინების ბირჟას და სიახლეებს რო მიხვდე როდის იყიდო როდის გაყიდო და ა.შ. პირადად მე ამას მირჩევნია ჩემ სპეციალობაში გავეკრვე უფრო სიღრმისეულად და ის დრო რაც მაინინგში გარკვევაში დამჭირდებოდა, გამოვიყენო ცოდნის გაღრმავებაში. დატვირთვასთან შედარებით იდეალური შემოსავალი მაქვს და არ მინდა აუტკივარი თავი ავიტკიო.
  16. http://webschool.ge/home ამას გადახედე
  17. ეგეთები არ ვიცი, ჩემთვის არსებობს ერთი ტერმინი ვებ დეველოპერი და ვსიო, არც ფრონტ დეველოპერს ვანსხვავებ და არ ბექს, ჩემთვის ორივე დეველოპერია.
  18. ხო მანდ ყოფილა, Boot ტაბში. წავშალე ზედმეტები. მადლობა
  19. ცოტა ხნის წინა ვინდოუსმა გაუბერა(W7 old დავარქვათ), არ ირთვებოდა კომპიუტერი, დამატებით ფარშითენზე მომიწია სხვა ვინდოუსის ჩაწერა(W8.1) ისე რომ W7 old-ისთვის ხელი არ მიხლია. შემდეგ W7 old-იდან პროგრამებთან დაკავშირებული ფაილები გადმოვიტანე W8.1-ში. მაგრამ არც ეგ W8.1 მუშაობდა როგორც საჭირო იყო თან, მეც 7 მირჩევნია 8.1-ს ამიტომ მივედი და მივაშალე W7 old და მის ადგილას დავაყენე W7 new სუფთა ვერსია. მაგრამ არცერთ ამ შემთხვევაში System reserved ფართიშენს არ გავკარებივარ, შესაბამისად მასში დაგროვდა ინფორმაცია სამივე ოპერაციული სისტემი შესახებ და ჩართვისას მიგდებს ასარჩევ სიას. ეგ კი ვიცი როგორ გავხადო ავტომატური რო ჩაიტვირთოს მე რომ მინდა ეგ სისტემა მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი System reserved ფართიშენიდან წაიშალოს ძველი ოპერაციული სისტემების ფაილები, ისე რომ ახლისას არ შევეხო?
  20. ხო ეგრე უნდა. w3school-სზე შეგიძლია ნახო მაგალითები და ლაივ რეჟიმშიც დატესტო. რეებიც დაგილინკე მაგ საიტიდან ზემოთ, მაგ გვერდებზე ყველა მაგალთის შემდეგ არის ღილაკი Try it yourself მაგაზე დააკლიკე და შეძლებ რო დატესტო.
  21. https://www.w3schools.com/html/html_blocks.asp div არის კონტეინერი ანუ <div> ამაში შიგნით ათავსებ კოდის გარკვეულ მონაკვეთს მაგალითად შენ შემთხვევაში ლოგოს და მენიუს რომელიც შენ div-ის ნაცვლად p-ში გაქ მოთავსებული. </div> ნებისმიერი საიტი გახსენი, თუნდაც ეს გვერდი და თავისუფალ ადგილზე დააჭირე მაუსის მარჯვენა ღილაკს და აირჩიე inspect element ნახავ საიტის html და css კოდს. დაუკვირდი სტრუქტურა როგორი აქვს, p უკვე ფაქტიურად არ გამოიყენება
  22. მარტო ფაილების რაოდენობა გაქ გასწორებული და მენიუს hover, div და ul-li -ზე რაც მოგწერე არ გაგიკეთებია.
  23. display: inline-block; გაუწერე li-ს და ცოტა margin-მიეცი და მეორე ხაზზრე რო გადავა პირველ ხაზს არ დააჯდება ზემოდან. არაა საჭირო ყველა html ფაილს ცალკე css ფაილი შეუქმნა და მიაბა, ამ ეტაპისთვის საკმარისია ერთი css ფაილი რომელშიც აღწერ ყველა კლასს რომელიც გხვდება ყველა გვერდზე და ეგ ფაილი გაუწერო ყველა html ფაილში. ასევეა მენიუშიც ერთი კლასი გაუწერე ყველა მენიუს ელემენტს და არ მოგიწევს ერთი დაი იგივე კოდის ათჯერ გამეორება css ფაილში. მე ასევე გამოვიყენებდი სტილის ცვლილებას იმ შემთხვევაში როცა ისარს მიიტან მენიუს რომელიმე ელემენტთან რო ფერი შეიცვალოს ან რამე ასევე ის გვერდი რომელიც გახსნილია სხვა ფერის რო იყოს. ამისთვის გადახედე ამ გვერდს https://www.w3schools.com/cssref/sel_active.asp და https://www.w3schools.com/cssref/sel_hover.asp სურათები ძან მიტყუპებულია მენიუზე ცოტა დააშორე. style.css-ში სწორად გაქ და სხვებში ; გაკლია მენიუს ლინკების კლასში border: 1px solid #951100 ლოგო და მენიუ <p>-ში არ ჩასვა <div> გამოიყენე მაგისთვის, p თუ იყენებენ მარტო ტექსტის პარაგრაფების გამოსაყოფად. მე მაგისთვისაც არ ვიყენებ, div-ს ვიყენებ ყველაფერში თითქმის, ცხრილებშიც table უკვე მოძველებულია, გამოიყენე div და ატრიბუტებში display გაარჩიე კარგად მანდ ნახავ div-ებიც ცხრილის შექმნა როგორ უნდა.
  24. https://www.w3schools.com/css/css_navbar.asp აქ ნახავ. ინტერნეტით თუა ხელმისაწვდომი დამილინკე და ვნახავ, თუ ლოკალზე გაქ, ფაილები ატვირთე.
  25. შენი გადასაწყვეტია სხვა რამეზე ჩაეწერები თუ არა. მე ჩემი გადმოსახედიდან გირჩიე, რადგან ვარ ფრილანსერი და მრჩება ბევრი თავისუფალი დრო, რო მქონდეს რაიმე სხვა სპეციალობა ნასწავლი თავისუფლად შევძებდი სადმე მემუშავა სტაბილურ შემოსავალზე და ფრილანსერობა ყოფილიყო მეორე სამსახური. რადგან ფრილანსერობა ხშირ შემთხვევაში არაა სტაბილური შემოსავლის წყარო, შეილება ერთი თვე შეკვეთების ბუმი გქონდეს და მეორე თვეს საერთოდ არ გქონდეს შეკვეთები. პდფ ფაილს არ ხსნის. საიტი 15 დღის კვალობაზე კარგია. ცხადია ბევრი რამის შეცვლა შეილება მაგრამ მაგი პრაქტიკით მოვა. მენიუ ჯობია ul და li ტეგებით ააწყო. როცა ფანჯრის სიგანეს აპატარავებ მენიუს ელემენტები მეორე ხაზზრე რო გადადის ძან უშნოვდება მენიუ. ასევე რადგან ყველა ლინკს აქვს ერტნაირი სახე არაა საჭირო ცალ-ცალკე კლასებით მათი აღწერა. საკმარისია ერთი კლასი აღწერო და ყველა ლინკს ეგ კლასი გაუწერო. ამ შემთხვევაში ეგ არაფერი დიდი პრობლემა არაა მაგრამ როცა დიდი საიტების კეთებაზე გადახვალ და ოპტიმიზაციაზე ფიქრს დაიწყებ მიხვდები და ჯობია აქედანვე მიეჩვიო ზედმეტი კოდის წერისგან თავის არიდება. რაც უფრო მოკლეა კოდი მით უფრო ნაკლები მეხსიერება მიაქ გვერდს და უფრო სწრაფად ჩაიტვირთება. ასევე div ტეგები გამოიყენე და ატრიბუტი display გაარჩიე კარგად. გვერდის სტრუტურის აწყობაში დაგეხმარება. ჰტმლ ტეგების დაზეპირებით თავს დიდად ნუ შეიწუხებ, ნებისმიერ დროს შეძლებ w3school-ზე შესვლას და გადახედვას თუ რამე დაგავიწყდება. აი css კიდე რაც უფრო კარგად გეცოდინება მით უკეთესი. ასევე ჯობია მალევე გადახვიდე Bootstrap-ზე ( იგივე html, css და js ნაკრებია) რადგან მარტივია და აუცილებელიც თუ გინდა responsive დიზაინების აწყობა შეძლო. http://bootstrapdocs.com/v3.0.3/docs/getting-started/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.