Jump to content

Gamer-4ever

წევრი
  • Posts

    2304
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    61

Everything posted by Gamer-4ever

  1. ელა გავხედე და გოდ ოფ ვარს გავს გეიმფლეით , კარგი რამე ჩანს მართლა , მაგის რემეიკი გაასწორებდა , ბევრი მივიწყებული თამაშია რო განაახლონ მაგარი რამე გამოვა, და მგონი ეგრეც მოხდება ისეთი ტენდენციაა ეხლა რო მაგის დროც მოვა ისე ადრე პირველ ბოქსზე იყო ექსკლუზივი ninja gaiden , სულ მაინტერესებდა როგორი იყო და კი გამოვიდა სამივე სერიის რემეიკი , არ მითამაშია ჩამოქაჩული და შენახული კი მაქ მაგის ხასიათზე რო ვიქნები ვითამაშებ ჰო კიდე ჰალო-ზე დავამტებ სხვათაშორის ბევრს არ მოწონს და აი მე კიდე ძაან მიყვარს , ხო არის თამაში რომელიც მოგწონს და არ გბეზრდება და სულ გინდა რო ითამაშო აი მაგალითად უმეტესობისთვის GTA შეილება იყოს ეგეთი, ან კიდე ყველას ააქ თავისი ფავორიტი თამაში , აი ჩემთვის ჰალოა ეგეთი , აი დღემდე მომივლის ხოლმე ნოსტალგია და ჩავრთავ ძირითადათ პირველ სერიას , ჩემი ცხოვრების რაღაც მონაკვეთი ჰალოს სამყაროში მაქ გატარებული , რაღაცნაირი თავისებური თამაშია რა
  2. ისე სიმართლე რო გითხრა მეც ყველაზე მეტად project gotham racing მაინტერესებდა იმიტო რო კომპზე არ გამოსულა არცერთი სერია და გამოტოვებული რო მქონდა მაგიტო , აი დანარჩენები უკვე კომპზეც რო გამოვიდენ თითქოს იმდენათ აღარ მაინტერესებს
  3. კი კარგათ უბერავს მაგრამ შენი კომპი რო ძლიერია უფრო კარგათ უმკლავდება , აი ჩემთან ხანდახან ააქვს ფპს-ის ვარდნები და ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც ითამაშება ეხლა გადმოვწერე Gears of War 2 და ვერ ვითამაშე , მაგრად ჭედავდა , ანუ ეტყობა ყველა თამაშს ბოლომდე ვერ უშვებს ეგ ემულატორი , მაგრამ მე ადრე საერთოდ ვერაფერი ვერ ჩავრთე და ეხლა ითამაშება მაინც ფორზა ჰორიზონ 2 არის 360ზე გამოსული ეგეც შეგიძლია თამაშო ასევე Gears of War ის სერიები ფორზა მოტორსპორტი მეოთხე ნაწილის ჩათვლით და დაბლა რაც სურათზეა ეგ მარტო ბოქსის ექსკლუზივები
  4. აუ ჩაირთო მშვენივრად უბერავს ჩემთან, ფპს არის ცვალებადი და სადღაც ეგრეა 65-80-100 სტაბილურად 70 უჭირავს ნორმალურიცაა ემულატორია ბოლო ბოლო ეხლა კიდე მოვძებნი რაიმე გამოტოვებულ ექსკლუზივებს
  5. კი ეგრე ვიზავ , ისე კაი სიჩქარით მოაქ ჩემთან , ცოტა დამრჩა და ჩავრთავ
  6. გაიხარე დიდი მადლობა , ძლივს გავიგე თამაში როგორ გადმომეწერა ბოლოს კი მივხვდი და ვიწერ კიდეც აუ ეს თუ ვითამაშე მაგრა გაასწორებს , როგორც ჰეილო ესეც დიდი ხნის ოცნება იყო ჩემი
  7. ვაა მიშკა ეს რა დაწერე , ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თამაში , აი ძაან მისწორდებოდა პირველ ბოქზე მეორე სერიას ვთამაშობდი, თან ბოქსის ექსკლუზივი ,ადრეც ბევრჯერ დამიწერია ამ თამაშზე მეც იქნებ მომცე ლინკები , ემულატორს გადმოვწერ მაგრამ ეგ ბოქსის თამაში სად ვიშოვო ? ამ თამაშმა შემაყვარა რბოლები
  8. ისე ჯოისტიკით ვერც მე ვთამაშობ შუთერებს , თავისი რეაქცია უნდა რო არ დაგასწროს და მაგისთვის კლავიატურა და მაუსია იდეალური, თუმცა ჯოისტიკსაც გააჩნია ტრიგერღილაკები თუ რბილად მოძრაობს მაგასაც დაამუღამებ , მე უფრო რეისიმგში მოვიხმარ ჯოისტიკს ისე თვითონ ეს თამაში არ მომისინჯია, გადმოწრილი კი მაქ და როცა ხასიათზე ვიქნები მეც ვნახავ როგორია
  9. კი მეც ეგრე მეგონა , ისე მე მგონი ეს იქნება შუთერებ ის მომავალი ვიზუალი , პოპულარული გახდება ეს თამაში თუ მართლაც ეგეთი იყო რაც გვაჩვენეს ისე ძველ Rainbow Six-ს მივამსგავსე რაღაცით ,გრაფიკაზე ლაპარაკი არაა უფრო აი მოწინააღმდეგის რეაქცია ძაან ჰარდქორ შუთერს გავს , ეგეთი იყო რო ვთამაშობდი ძაან ძნელი იყო და მალე გკლავდენ ოღონდ ეჩვეოდი და მუღამს უჭერდი სირთულეს , აი მოწინააღმდეგის ხელოვნურ ინტელექტს ვგულისხმობ რეალურთან ახლოს იყო ეხლა რო შუთერებს ვთამაშობ სხვა ინტელექტი აქვთ უფრო უტვინო რო ადვილად მოკლა , ეგრე უფრო ბევრი მომხმარებელი ყავს და მაგიტო მოკლედ კარგი რაღაც ჩანს და ხო გამოვა როცა იქნება და შევხედავთ
  10. დავიწყე ყურება და რაღაც ვერაა რა , აი ისეთი ფილმია თრეილერით რო გატყუებენ , ერთი 20 წუთი უყურე და გამოვრთე
  11. ახალი შუთერის თრეილერი გავრცელდა , გრაფიკა აქვს ძალიან რეალისტური , მართლაც გეგონება კამერიდან გადაიღესო მაგრამ მგონია რო მორიგი აფერისტობაა როგორც აქამდე ყოფილა ხშირად , თრეილერში სხვას გაჩვენებენ და რეალურად სხვა თამაშია , აი როგორც არმა იყო ვითომ მაგარი რეალისტური და ამ დროს ერთი უთავბოლო თამაში იყო საშინელი გრაფიკით, ალბათ ესეც რაღაც მსგავსი გამოვა დააყრიან უამრავ განახლებებს და მაინც რო არფერი შველის მგრამ შეილება მართლაც მაგარი რამე იყოს როგორც ჩანს , ისე რაც ვნახე ძაან მომეწონა ,გაასწორებდა ეგეთი შუთერი ,მაგრამ მაინც არამგონია ეგეთი იყოს
  12. LOST IN SPACE ს უყურე, კარგი საყურეელია და ძაან საინტერესო , ძაან გავს ინტერსელერს ოღონდ მარტო პირველი სეზონია საინტერესო
  13. ჩამომივიდა როგორც იქნა Logitech G502 HERO ახალი და დავწერ პატარა რევიუს საქართველოში ვნახე 280 ლარად ეს მაუსი ისიც ფასდაკლებით და ებაიზე შეილება ყველანაირ ფასში შოვნა , გამოწერით ყიდვა ჯობია იმიტო რო აქ ძაან ძვირია ეხლა რაც შეეხება მაუსს პირველადი შთაბეჭდილება რაც მქონდა ეგრევე მომეწონა , ერგონომიული და ყველანაირად იდეალურის შთაბეჭდილებას ტოვებს კლიკები ძაან კომფორტული და სასიამოვნოა რო აკლიკებ , განსხვავდება სხვა მაუსებისგან რაღაცნაირი სასიამოვნო წკაპუნის ხმააქ , ერთი სიტყვით იდეალური კლიკი აქ წონა ისედაც საკმაოდ მძიმეა და არ საჭიროებს წონის დამატებას სრიალით საკმაოდ კარგათ სრიალებს, იგივე ნაირად როგორც ჩემი რეიზერ ელიტი ანუ კარგად ხელიც ძაან კარგათ ჯდება რეიზერთან შედარებით ოდნავ ვიწროა მაგრამ კარგათ ჯდება ეხლა მინუსებზე გადავიდეთ სქროლლ ღილაკი ძალიან ხარისხიანი და კარგათ გაკეთებულია მაგრამ მოულოდნელად მძიმე სატრიალებელია რაღაცნაირად გეწინააღმდეგება , რბილი სატრიალებელი უნდა იყოს წესით მაგრამ მძიმეა ,ანუ ეგ მინუსია ჩემი აზრით მეორე კიდე მარჯვენა კლიკის ღილაკს ააქვს ცოტა ლუფტი ,ისე აქ რო არ გიშლის მაგრამ არ უნდა ქონდეს ისეთი დონის მაუსია რო ესეთი სურპრიზი არ შეილება როგორც რეიზერის მაუსებს არაფერი უყანყალებს და არც ხმაურობს , საერთო ჯამში ძაან კარგი მაუსია მაგრამ უკეთესს მოველოდი თუნდაც ლუფტი რო ქონდა მაგიტო, მქონია ბევრი ჩინური მაუსი რომლებსაც არ ქონიათ არანაირი ლუფტი და იგივენაირი ხარისხი თუ უკეთესი არა ღირს თუ არა ამაში 280 ლარის გადახდა ? მგონია რო არა, ძაან ძვირია მაგრამ ბოლო ბოლო G502 HERO-ა და ისეთ ვიდზეა რო ღირს მოკლედ კარგი მაუსია რა რაც არუნდა ითქვას შეფასებას ალბათ 10/9 ს დაუწერდი
  14. [v 1.9.0 + DLCs] (2019) PC | RePack от Chovka
  15. არა გიო , კარგი იქნება მჯერა , მაკდონალდს ყველაფერი მირჩევნია, ისე სიმართლე რო გითხრა ბურგერს შაურმა მირჩნია , უფრო განაყრებს , ოღონდ კარგი შაურმა , გლდანის შაურმა მომწონდა მაიონეზის გარეშე და რაც გააძვირეს აღარც მიყიდია დიდი ხანია არ მიყიდია არც ბურგერი და არც შაურმა, მეხერხება მე თვითონ ვაკეთებ სახლში კარგი გამომდის, ვიყიდი ხომე ინგრედიენტებს და ჩემ გემოზე ვამზადებ
  16. კარგი იყო , შუქ ჩამქვრალზე გაასწორა , თვალებს რო დაგაქაჩინებს ეგეთია შეფასებას მეტს იმსახურებს , მე 7.5 -ს დაუწერდი IMDB 6.1
  17. მე მაკდონალდს ვადარებ აქაურს იმიტო რო ყველაზე გავრცელებული ეგაა, ცუდი ისაა რასაც იხდი ფულს იმას არ ღებულობ რაც გეკუთვნის , ღებულობ უგემურ ბურგერს ძვირად, აქ რაც გავსინჯე არაფერი არ მომეწონა , ბურგერ კინგი კიდე და ვენდისი ეგეც იგივე უგემური , ანუ სულ სხვა დონე იყო, ორთქლზე წვავდენ კატლეთს და შიგთავსიც ძალიან გემრიელი იყო, ანუ ჩვეულებრივ ბურგერს რო ყიდულობდი ეგეც ძალიან გემრიელი იყო , რასაც იხდიდი ფულს ეკუთვნოდა მაგის თქმა მინდა აი ვიეოში ადარებს ტიპი ეტყობა კიდევაც ვიდზე რო გუდისის ბურგერი სხვა დონეა ხო მაშინ 94 ში რო ჩავედი საბერძნეთიც კარგათ ცხოვრობდა , აქ რო არაფერი იშოვებოდა იქ თანამედროვე სუპერმარკეტები იყო თანაც სოფელში , ისეთი პურის მაღაზია იყო აქ ქალაქშიც არარი ისეთი დონის დღეს მოკლედ რაც ქართველებმა გადავიტანეთ კიდე კარგ ჭკუაზეა ხალხი 90 იანების მერე, ბევრის ფსიქოლოგიაზე იმოქმედა და ბევრიც დაიხოცა შიმშლით და უფულობით , მოკლედ საბერძნეთს რო ვადარებ ძაან შორს ვართ სამწუხაროდ, აი წლები რო განვითარებულ ქვეწანაში ცხოვრობ და მერე აქ ჩამოდიხარ ხვდები რო დიდი სხვაობაა განვითარების მხრივ, მშენებლობაზე ვმუშაობდი ზუსტად 8 საათი , ანუ ემიგრანტები ძირითადათ მშენებლობაზე არიან დასაქმებული სადაც ბერძნები არ მუშაობდენ იქ ვმუშობდით, სხვა გამოსავალი არ მქონდა , ძაან მძიმე სამუშაო იყო მაგრამ ეჩვევი სხვა გამოსავალი რო არ გაქ , ანუ მიუხედავად იმისა რო რთული სამუშაო იყო იცავდენ წესებს და ზუსტად 8 საათი მუშაობდი ყველგან, შაბათს მოკლე დღე და კვირა სავალდებულო დასვენება , სამედიცინო დაზღვევა 100% იანი უფასო უმაღლესი მომსახურებით აქ კიდე რო ჩამოვედი მშენებლობა ახალი დაწყილი იყო , მოვეწყვე როგორც გამოცდილი და 107 კილოდან დამიყვანეს 92 ზე , წარმოგიდგენია რამხელა დატვირთვა ვნახე ? აქ კიდე 10 საათიანი სამუშაო დამხვდა , დილის 8 დან საჭამოს 7 მდე , მოგწონს იმუშავე არ მოგწონს წადი ხო გახსოვს როგორც ხდებოდა? ეხლა აღარაა ეგრე 9 დან 6 მდე მუშაობ და მორჩა, ოღონდ ძაან დიდი ხანი მოუნდა რო ეგეთი სიტუაცია შექმნილიყო და ეგეც იმიტო რო მუშა ხელი გავიდა საზღვარგარეთ , ვინდ დარჩა თავის პირობებს უყენებს მოკლედ საქართველო არის ჯერ კიდევ განუვითარებელი თუნდაც იმიტო რო კვირა დღე უქმე არაა და კიდე უამრავი რამ , აღარ ჩამოვთვლი მოკლედ გაიძლებენ რო ემიგრაციაში წახვიდე , გიქმნიან ცუდ პირობებს , აძვირებენ ყველაფერს , მერე რატო გარბიანო ? ხორცი რო 25 ლარი იქნება და ხელფასი რამდენ რამეს უნდა ამყოფინო ?
  18. Complete Edition [v 1.7.0 + DLCs] (2020) PC | RePack от Chovka
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.