Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Posts posted by davita


  1. წარმატებები

     თქვენც ასევე :)

     

    ....

    აბა ლინზები, კარგი ლინზები... :dabolili:  

    დავიჯერო ჩვენთან სონის აღარავინ ხმარობს? ყველა ნიკონ-ქენონზე გადახვედით :unsure:  

     

     ან გავცვლი რამე საინტერესო Sony/Minolta, M42 ლინზებზე...

  2. P7000

     

    ურიგო აპარატი არაა, ახლისთვის ნორმალური ფასი აქვს. კომპაქტურია, ფუნქციონალური, კარგი ერგონომიკა. CCD მატრიცა ღამე გადაღებისას უკეთეს ხარისხს იძლევა. P330-ს კი უფრო კარგი ლინზა აქვს - ფოკუსის დიდი დიაპაზონი და დიაფრაგმა 1.8-დან ეწყება, ცოტა მეტი პიქსელიც. მაგრამ როგორც წესი მსგავსი აპარატები პატარა სენსორზეა. P7000-ს ინტერნეტში გადავხედე და DxOMark-ის ტესტში ძალიან დაბალი შედეგი აქვს, განსაკუთრებით სამუშაო ISO 150 უწერია, ანუ უფრო მაღალ მგრძნობელობაზე გადაღებულ სურათს ციფრული ხმაური აშკარად დაეტყობა :user:

      თუ აპარატის ზომას და სიახლეს არა აქვს მნიშვნელობა გირჩევდი უფრო დიდ სენსორიანებს გადახედო. მარკეტჯეზე არჩევანია, მაგ ფასში შეიძლება ხელი გამოკრა D3100, Pentax K-x, Sony nex3, A380, Canon 450D, 500D... ამეებიდან D3100 ავირჩევდი :)

  3. RoLiKa,

    შენ რაც გამოიწერე ეგ არის დამატება პემიუმის სახით. მაგან რომ იმუშაოს აუცილებლად უნდა გქონდეს დაყენებული Battlefild 3. სხვანაირად არ გამოვა. 10-11$ ღირს მგონი.

  4. ეს ობიექტივი რისთვისაა საჭირო, რა დადებით მხარე აქვს?

    ლინკი არ დადოთ,ორი სიტყვით ამიხსენით

     ობიექტივის გარეშე ფოტო აპარატი სურათს ვერ გადაიღებს :)

    ცვლადი ობიექტივების პლიუსი კი ისაა რომ შესაძლებლობა გეძლევა განსხვავებულ პირობებში შესაბამისი ობიექტივი გამოიყენო... პეიზაჟებისთვის რაც გამოიყენება ის პორტრეტისთვის არ გამოდგება, მით უფრო შორს გადაღებისათვის, ან მაკროსთვის. არის უნივერსალებიც, მსგავსად ზემოთ დადებული Tamron AF 18-200mm-ს. თუმცა ასეთი ტიპის ობიექტივით გადაღებული სურათი ხარისხით ვერ დაიკვეხნის(კარგი აპარატის მიუხედავად), საუკეთესო სურათები გამოდის ფიქსებით, ან მოკლე დიაპაზონში არსებული ფოკუსური მანძილის მქონე ობიეტივებით.  კიდევ სხვა ბევრი მახასიათებლებით განისაზღვრება ობიექტივის რაობა: სიმკვეთრე, შუქის ძალა, ბოკე, ფერების გადმოცემა, ნახატის სისუფთავე და პროპორციულობა, კონსტრუქცია, შუშა, ელექტრონიკის ხარისხი. მოკლედ რომ ვთქვათ ფოტო აპარატში ობიექტივი არა ნაკლებ(მეტად თუ არა) მნიშვნელოვანია ვიდრე თვით აპარატი... ორ სიტყვაში ყველაფერს ვერ ჩატევ :)

    • Upvote 2
  5. Sigma Aspherical High Speed Wide 28mm 1:1.8 Multi coated - 200 ლარი.

    აბსოლიტურად სუფთა, ლინზებიც და კროპუსიც.

    ორი ვარიანტია ამ დასახელების, ეს ობიექტივი კი ზუსტად ასეთია:

    http://www.ebay.com/itm/Sigma-High-Speed-Wide-28mm-28-mm-1-1-8-1-8-multi-coated-Sony-Minolta-/380527180091?pt=DE_Foto_Camcorder_Objektive&hash=item58992ff93b

    03f24ec8106e.jpg

     

    Tamron AF 18-200 f/3.5-6.3 Di-II LD - 250 ლარი

    ფაქტიურად ახალია, იდეალურ მდგომარეობაში.

    b4e2686fad91.jpg

     

    Юпитер-21М 200mm f4 - 100 ლარი

     თავისივე ტყვავის ჩასადებით.

    http://radojuva.com.ua/2013/03/obzor-yupiter-21m-4200/

    96e61cc823bc.jpg

     

  6. ელექტრო ტექნიკის მაღაზიებში, ბაზრობებზეც.

     თუნდაც ესენი, ნორმალური დამტენები ჩანს:

      http://www.hotspot.ge/batteries-charger/c12430/

     http://shop.georgia.ge/chargers-ge/

      აკუმლატორებიდან 2000 მილიამპერიანი ან უფრო მაღალი ტევადობის შეარჩიე. სასურველია კარგი ბრენდის იყოს: ენერჯეიზერი, ვარტა, დურასელი ....

     მარკეტჯეზე ნახე მეტი არჩევანი უნდა იყოს:

     http://www.mymarket.ge/main.php?cPath=15_91

     

    3000 მილიამპერიანი 1.2v-ზე:

    http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=15_91&product_id=4835964&p=2

  7.  წესით დამტენი არ უნდა ქონდეს, რადგან AA ტიპის ელემენტებზე მუშაობს.

     ცალკე იყიდე დამტენი და აკუმლატორები - იგივე ზომის ელემენტია, ოღონდ იტენება.

  8.                                            Par Lindh Project

     

     2eaa80bbd38a.jpg

     

    ალბომი: Veni Vidi Vici

    ჟანრი: Symphonic Prog, Classic

    წელი: 2001

     

     გადმოწერა:

    http://allshares.ge/download.php?id=C35EB22D101

    http://4file.ge/file/14626/Veni-Vidi-Vici-rar.html

     

     

     

    ორი კვირის წინ გავეცანი ამ შვედურ კოლექტივს, ვისაც სიმფო-პროგი აინტერესებს ვურჩევდი, განსაკუთრებით ამ ალბომს.

     

    :) 


  9. კიდევ რა მაინტერესებდა, ამ შტატივს ბევრი აქებს და რას იტყვით ამ ფასში მემგონი აქ უკეთესს ვერ ვიშოვი, თან მძიმეც არ ჩანს

       იაფია, ოღონდ მოფრთხილება უნდა. ყურადღება მიაქციე დატვირთვა რამდენი უწერია, რა წონაზეა გათვლილი. ეგ 1.8კგ-ზეა გათვალისწინებული. შეიძლება მეტიც აიტანოს, ოღონდ ქარხნულად გარანტიას არ იძლევიან.

       თუ დაამატებ, დოლიკას ეს მოდელია კარგი: http://www.amazon.com/Dolica-AX620B100-62-Inch-Proline-Tripod/dp/B001D60LG8/ref=sr_1_10?ie=UTF8&qid=1383586165&sr=8-10&keywords=photo+tripod

    ცოტა მეტს იწონის, სამაგიეროდ გამძლეა.

    • Upvote 1

  10. მაგრამ ქენონზე წავა? :D

    წავა თუ გადამყვანი გაქვს :)

     M42>Canon აქაც იშოვება უპრობლემოდ(მე მხოლოდ სონისთვის მაქვს).

    ეს სურათები ქენონზეა გადაღებული

    http://radojuva.com.ua/2013/03/obzor-yupiter-21m-4200/

  11. xosito

    მშვიდობაში ახალი აპარატი :)

    ფილტრების შესახებ walkman-ის აზრს ვიზიარებ. მაგ ფილტრებიდან ერთი UV თუ გამოგადგება, ისიც მხოლოდ როგორც ლინზის დამცავი. ცირკულ-პოლარულში ჯობია მეტი გადაიხადო, ბევრ სინათლეს არ დაკარგავ და ეფექტიც ნორმალური ექნება. ლუმინესცენსიური კი ჩემი არით საერთოდ ზედმეტია დსლრისთვის, თეთერის ბალანსი და მისი ჯანი :D

     

    ასეთი ჩანთა არ მოგწონს?

    http://www.amazon.com/Samsonite-Luggage-Large-Shoulder-Camera/dp/B008HY6EY2/ref=sr_1_75?s=photo&ie=UTF8&qid=1383242796&sr=1-75&keywords=Camera+Shoulder

       დიდი არა თან ტევადია, აპარატი 18-200მმ-ით ეტევა + 2 დამატებითი ობიექტივი. წინ ჯიბე და ზევით კიდევ განყოფილება(ბუტერბროტსაც ჩატევ  :D )

     პირადად ძალიან გამომადგა, განსაკუთრებით ბუნებაში სატარებლად მოასახერხებელია.

    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.