Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Posts posted by davita

  1. X4 არ არის ჩემი საუნდი X1-ია

    პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს:

     

    შენთან არ უქნია ხო ეგეთი რამ ვიდეო კარტაზე

    ისევ X16-ზე უებრავს?

    ნუ ნერვიულობ, მაგ მხრივ არაფერი არ შეიცვლება :)


  2. http://www.overclock...your-sound-card ეს მეთოდი მგონი გამართლებულია რას იტყვით მგონი რეალური მიზეზი სწორედ მაგნიტური ველის შექმნაა ასე ახლოს რო არის ვიდეო კარტასთან გამოსავალია ან ვიყიდო კარტა რომელსაც მეტალის კეისი აქვს და შეფუთულია ან ჩემით გავაკეთო right?

    მშვენივრად მოუფიქრებია, ის ორმხრივი სკოჩები დიელექტრიკია და მოკლე ჩართვისაგანაც დაცული იქნება.

  3. ანუ საუნდ კარტა ჩავაყენო ბოლოდან მეორე X16სლოტში?

    ბოლოდან მეორე თუ სულ ბოლოა x16?

    http://www.asrock.com/mb/overview.asp?cat=Specifications&Model=Z68%20Extreme4%20Gen3

     არაფერი არ დაიწვება

     

    .....

    ზევით ჩავაწორე x4უნდა დამეწერა.

    ...

    ახლა შევნიშნე დადებული ლინკი - ბოლოდან მეორეა :)

  4. ჩემთანაც სლოტების მსგავსი განლაგებაა. ვიდო კარტა დგას ზევით პირველში. მიტყუპულად მიწევდა საუნდის ჩადგმაც და ავდექი და გადავაყენე ბოლოში, სულ ქვედა ვიდეო კარტის სლოტში. ნებისმიერი მოწყობილობა რომელსაც ინტერფეისი აქვს PCI Express x4-ზე, თანაბრად მუშაობს PCI Express x16-ში რადგან იდენტური პინები აქვს იგივე ვოლტაჟით.

     ე.ი. ვიდეო კარტა - ვიდეო კარტის პირველ(ზედა) ბუდეში, საუნდი - ვიდეო კარტის მესამე(სულ ქვედა ბუდეში).

  5. Xzibit  შენი დედადფა ხომ ეს არის ზუსტად?

    http://www.asrock.com/mb/overview.asp?cat=Specifications&Model=Z68%20Extreme4%20Gen3

     

     

    მაგას აქვს 3 ცალი PCIe x16 და 2 ცალი PCIe x8, ბოლო ორიდან ერთერთში გიყენია საუნდ კარტა რომელიც ვიდეოსთან ახლისაა. ხო და აიღე საუნდი და გადასვი სულ ქვედა PCIe x16-ში. იგივე ნაირად იმუშავებს როგორც x8-ში. არც გახურდება და პამეხებისაგანაც მოშორებული იქნება. მე ეგრე მაქვს გაკეთებული.

  6. Xzibit საკმაოდ დაიწერა ითქვა მიზეზების შესახებ, მოკლედ სათითაოდ უნდა შენით გამოიკვლიო.

    როგორც TARAS-მა დაწერა ბასბოჩკიდან გამოსული კაბელი ნაკლებ სავარაუდოა.

    მარტივით დაიწყე - საუნდიდან გამოსული კაბელით. ჩართულზე ხელით მოსინჯე, კაბელი გადაადგილე შეიძლება ცვლიებაც შეამჩნიო.

    ახლახანს დავაკვირდი შენს მაზერბორდს... აიღე და სულ ბოლოში ჩასვი ეგ საუნდ კარტა, ბოლო PCI ექსპრესში, რასა წვალობ :D


  7. ვუყურებ მაგ კაბელებს და ბოლოს ორი ცალი რატო აქვს, მე მხოლოდ ერთი მინდა დაბოლოებაშიც

    მეგონა ისეთი გჭირდებიდა და მაგიტომ დავდე :D

    რა დინამიკებია მასეთი კაბელი რომ ჭირდება?


  8. თითქმის ერთი მონაცემები აქვთ რა მაგაში და რა პონტია არადა ვიცი ბევრად კაი ხმები აქვს ნაოშნიკებში dna-ს

     ციფრები ერთია და რა ხარისხის დეტალებზეა აწყობილი კონკრეტული დივაისი მეორე. შეიძლება უკეთეს მუსიკალურ გაფორმებას იძლევა dna, რასაც ტესტების დროს ციფრებში ვერ გამოხატავ.

     სხვა მაგალითს მოგიყვან. მაქვს სონის აუდიო სისტემა LBT-V950 რომელსაც რესივერი/დაკი ცალკე აქვს და გამაძლიერებელი ცალკე, ანუ საკმაოდ მაღალი ხარისხის სბორკაა. მეორე სისტემა ლამპებზე(L34). ამ ორის THD მონაცემები საკმაოდ განსხვავდება ერთი მეორისაგან, დაახლოებით ასჯერ, ანუ სონის ტრანზისტორულ სისტემა ხმის გამოსავალზე ბევრად უფრო სუფთა სიგნალს იძლევა ვიდრე ლამპური გამაძლიერებელი. მაგრამ რომ მოუსმინო ლამპებზე ისეთი ჟღერადობა მოაქვს რომ მეორესკენ არც გაიხედავ.

      ასე რომ ციფრები მხოლოდ ზოგად, ნაწილობრივ წარმოდგენას იძლევა ამა თუ იმ აპარატურის შესახებ.

     

      ბევრჯერ ნანახს ერთხელ გაგონილი ჯობიაო... ნუ, პირიქით ამბობენ ხოლმე მარა ამ შემთხვევაში ასე უპრიანი იქნება :D

  9. ანუ გამოდის მიუხედავად იმისა რო სტატიკური ველია შექმნილი, SPDIF-ის შემთხვევაში ამ ველს დინამიკებზე ცუდი ეფექტის მოხდენა არ შეუძლია, იმიტო რო SPDIF არ ატარებს მას, სწორად გავიგე?

    რა თქმა უნდა, ლითონის გამტარს ეგ არ წარმოადგენს.

     შენ როგორც აღწერე, მაქიდან გამომდინარე ეჭვი ხმის გარე სტერეო კაბელზეა, რომელიც დაბალი ხარისხის იქნება.

    დაახლოებით ასეთი ხარისხის დააყენე და პრობლემა მოგვარდება:

    http://www.amazon.com/Mediabridge-3-5mm-Male-2-Male-Adapter/dp/B004YEBK66/ref=sr_1_4?s=electronics&ie=UTF8&qid=1397583102&sr=1-4&keywords=3.5mm+Male+to+2-Male+RCA+Adapter

    http://www.amazon.com/KabelDirekt-feet-Pro-Adapter-Cable/dp/B00DI89NPE/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1397583102&sr=1-3&keywords=3.5mm+Male+to+2-Male+RCA+Adapter


  10. საინტერესო ის არის, რომ იგივე 5.1 სისტემა შეერთებული მაქვს SPDIF-ით, და აბსოლუტურად სუფთა ხმა მოდის მაშინაც კი როდესაც დატვირთვაზეა იგივე ნაუშნიკებზე გავტესტე და იქაც იგივე სიტუაციაა მარტო ამ 2.1 დინამიკებზე მოაქვს წუილის ხმა როცა თამაშია გაშვებული ისიც იცვლება FPS-ის მომატება-დაკლებასთან ერთად

     ზევით რაც დავწერე უმეტეს წილად ძირითადი მიზეზი ეგაა - სტატიკური ველების გავლენა. შენს კონკრეტულ შემთხვევაი შეიძლება გარეთ დინამიკზე მიმავალი აუდიო კაბელის გამოც იყო, კარგი ეკრანიერება არ ქონდეს და მაგიტომ. კაბელები ერთგარი ანტენის მოვალეობას ასრულებს და მაგ "პამეხების" გამტარი ხდება. იქნებ სხვა კარგი ხარისხის აუდიო კაბელით გეცადა დინამიკის შეერთება :rolleyes:

     ოპტიკურ ბოჭკოვანი(SPDIF) კაბელით შეერთებისას ეგ გამორიცხულია.

     

    დამცავი ეკრანის გაკეთება არ ვიცი რას ნიშნავს და როგორ უნდა მოვიქცე იქნებ ეგეც მითხრა,

    ყველაზე მარტივი მეთოდია ფოლგა ან ლითონის ფირფიტა საუნდ კარტასა და ვიდეო კარტის შორის დაამაგრო, ისე რომ სადმე კონტაქტებს არ შეეხოს. პატარა სადინის მეშვეობით კი დააკავშირე კეისის კორპუსთან - ერთგვარი დამიწება იქნება.

       მახსოვს ერთი პერიოდი სპეციალური დისკრეტული ბარათებიც კი გამოუშვეს PCI-ზე სტატიკური ველებისაგან იცავდა საუნდს, ყოველ შემთხვევისათვის უნდა დაეცვა. 3-4 წლის წინ(ზუსტად არ მახსოვს) აქ თემაც კი მიეძღვნა მაგ ამბავს.

    საუნდ კარტა მიყენია Creative Sound Blaster Audigy RX 7.1

    ამას აქვს თუ იცი ე.წ "ეკრანირება" ?

     არ აქვს.

     ნანახი გექნება საუნდ კარტები რომლებიც ზემოდან მთლიანად დახურულია ლითონის კორპუსით.

  11. nseries430,  ცოტცოტა ყველას აქვს მნიშვნელობა, მაგ სიიდან htc one-ს ყველაზე
     კარგი მონაცემები აქვს. მთლიან სიხშირულ სპექტრში ყველაზე ნაკლები რყევები(db-ში), დაბალი ხმაურის დონე და მაღალი დინამიური დიაპაზონი.

  12. Xzibit, ვიდო კარტის(ასევე სოკეტის) ელექტრო მაგნიტური ველი რომელიც დატვირთვის დროს ძლიერდება, მოქმედებს საუნდ კარტაზე. შეიძლება კვების ბლოკის ბრალიც იყოს - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუნდს აქვს დამატებითი კვების კაბელი.

     გამოსავალი:

    1.ჩადგა ხარიხიანი საუნდი რომელსაც ექნება დამცვი ეკრანი, ან შენ თვითონ გაუკეთო.

    2. კეისში კაბელების მენეჯმენტი - შეძლების და გვარად დამალე. საუნდ კარტაზე მიმავალ კვების კაბელზე, თუ რა თქმა უნდა მსგავსი გააჩნია დააყენე ფილტრი. შემავალ და გამომავალ კაბელებს ყველას გაუკეთე ეკრანირება.

    3. დისკრეტული შეცვალე გარე საუნდ კარტით.


    დინამიკი მეგონა მაგრამ აშკარად პროცესორიდან ისმის საშინელი წუილი

     უშუალოდ თუ კეისიდან მოდის ე.ი. რომელიღაცა კონდენსატორი ვერაა კარგად. სტატიკური ველის გამო განმუხტვას აკეთებს. დიდი ხნის წინ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ვიდეო კარტიდან ისმოდა ხოლმე დატვირთვის დროს.

  13. პეიპალზე ექაუნტი გავაკეთე, ბარათის მიბმისას დასამოწმებელი კოდი(4 ნიშნა) არ მომსვლია, 2სთ-ზე მეტი გავიდა. სმს და ინტერნეტ ბანკინგი ჩართული მაქვს. ანგარიშში უჩვენებს რომ თანხა დაიბლოკა. რამდენი ხანი უნდა საშუალოდ ლოდინი პპ კოდის გამოსაგზავნად?


  14. ჩემი Lumia 820-ით გადავიღე

    ლუმია უძახე და ზოგი ფოტო აპარატი ვერ იღებს ეგეთ ხარისხში, თან ფონს რა კარგად აკეთებს.

     


    100 ადგილი მსოფლიოში რომლის ნახვაც აუცილებელია ცხოვრებაში http://bigpicture.ru/?p=494334

    კაცურად ერთი მილიონი დოლარი მასესხეთ რა, ერთი წლით მაინც :unsure:

    87f2d84cf088.jpg

    • Upvote 4

  15. ერთი კითხვა კიდევ მაქვს. 2 ჩიპი რომ იდება ერთმა მითხრა სხვადასხვაზომის არშეიძლება ჩადოო ვფიქრობ ისიც შეცდომაში შეიყვანეს და აზრთან ახლოს არუნდა იყოს ეს რა უნდა დაზიანდეს ერთი 32 GB იანი რომ ჩავდო 10კლას და ერთიც 8 GBიანი 6კლას? მაქსიმუმ რამდენიანის ჩადება შეიძლება ჩემს კამერაში.

    პირადად არ მქონია 2კარტიანებთან შეხება, მაგრამ რა უნდა დაზიანდეს? ეგ მეც პირველად მესმის.

    რომელი აპარატია?

  16. Blackbaron,

      გასაგებია რასაც გულისხმობთ. სტაბილიზატორიც ელექტრო მექანიკური დეტალია და მუშაობისას გარკვეულ რხევებს გამოსცემს. რა თქმა უნდა ისეთი ხმა არ ექნება როგორც მოტორს, მაგრამ აპარატის მიკროფონი მაინც აღითქვამს.

     მაგას გარე მიკროფონი უფრო უშველის. ან უხმო მოტორის მქონე ლინზა.


  17. 1.5 უფრო დიდი სენსორია ვიდრე 1.6 როგორც აქ არის მოცემული?

    კი, ცოტათი დიდია.


    D7000 რომელი პროცესორი აქვს?

    EXPEED 2


    VR როდესაც ჩართული არის ხმა უნდა ქონდეს გადაღებისას?

    VR სტაბილიზატორის ფუნქციაა, ხმასთან კავშირში არაა.


    Nikon D300–ის ყიდვა ღირს?

     ფასს გააჩნია.

    მიუხედავად სიძველისა მაინც კარგი აპარატია. ერთად ერთი ისო მგრძნობელობაში მოიკოჭლებს.


  18. მინდა შევიძინო dslr აპარატი და ოპტიკა 1400$ ის ფარგლებში შორთ ფილმების გადასაღებად და რას მირჩევთ?

      პირადად სონის SLT-ებს გირჩევდი, კონკრეტულად კი A65-ს. წამში 60 კადრს იძლევა სრულ გაფართოებაზე. ვიდეო რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა(სენსორის გაცხელებამდე, მერე თიშავს ავტომატურად) მეტი აქვს SLT-ებს, ასევე ავტოფოკუსის სისწრაფე ვიდრე სხვა ბრენდის სარკულ აპარატებს. აქვს გამოსახულების შიდა სტაბილიზაცია. ნორმალურ ობიექტივთან ერთად + განბაჟებით მაგ ფასში ჩაეტევი. ოღონდ ჩუმი მატორიანი ობიექტივით არა მგონია რადგან შედარებით ძვირი ჯდება.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.