Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Posts posted by davita

  1. On 20.05.2017 at 6:17 PM, tsulaia said:

    თუ ერთ კამერას ფოკუსური მანძილი აქვს 26 მმ და დიაფრაგმა f/1.7  , ხოლო მეორეს 50 მმ ფოკუსური მანძილი და დიაფრაგმა f/2.0 თუ სხვა მონცამემებს ამ შემთხვევაში ვუგულვებელვყობთ მეორე კამერამ უფრო ხარისხიანი სურათი უნდა გადაიღოს ხომ თუ არა? ანუ მეორე კამერას უფრო დიდი დიაფრაგმა ხომ გამოდის f ციფრის მიუხედავად თუ ვცდები?

     ეგ გაძლევს ზოგად წარმოდგენას მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში მკვეთრად გამოსახული სივრცის შესახებ(DOF). თუ აპარატის მონაცემებს უგულველყოფთ მაშინ "ხარისხიანი სურათი"(ძალზე პირობითი ტერმინია) ანუ გამოსახულების სიმკვეთრე, დეტალიზაცია, მიკროსტრუქტურის გადმოცემის უნდარი... პირდაპირ დამოკიდებულია ხარისხიან შუშებზე(ობიექტივის), მის ოპტიკური რეზოლუციის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში ფოკალური მანძილის და ჭრილის დიამეტრის გარდა სხვა მოცემულობებიც ახდენენ გავლენას: შუქის გამტარობის უნარი, ქრომატული აბერაციები, დიფრაქცია, ვინეტირება...  კონკრეტული ობიექტივის ტესტები ჯობია ნახო.

    ბოდიშით ამ პაპსა რესურსისთვის :D უცებ რაც გამახსენდა:

    https://www.dxomark.com/best-lenses-under-13000-dollars

    https://www.dpreview.com/

     

    On 21.05.2017 at 11:05 PM, STI-228 said:

    ანუ ფოკუსურ მანძილში იქნებ უფრო კარგად გამარკვიოთ?

    ამ ტერმინს თუ შევცვლით "ხედვის კუთხით" მგონი უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება :)

  2.   

    c.a.y.z.y

    კარგი და გამძლე აპარატია, ოღონდ იაპონური წარმოების რომელსაც Asahi Pentax აწერია. ბოლო პერიოდში ჩინეთიც უშვებდა. იაფიანებში K ბაიონეტზე არა ავტოფოკუსიანი ფლაგმანია კიდევ Pentax MX. თავის დროზე პროფესიონალურ აპარატად ითვლებოდა.

    მაგ ქენონს ისევ ძველ პენტაქს გირჩევდი. გამძლე აპარატები აქვს, უკეთესი და უამრავი ობიექტივი რომლის სამაგრი დღემდე არ შეუცვლიათ.

    • Upvote 1
  3. ბევრი ლინზები რო არ იყიდო, 18-55, 55-135, 70-300 ა.შ.

    და ერთი იყიდო 18-270 ზომის, ეს მაგალითად 

    ​მთავარია შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია. თუ ხარისხს ანიჭებ უპირატესობას, მაშინ საუკეთესოა ფიქსირებული ფოკალური მანძლის მქონე ობიექტივების შეძენა. შესაბამისად ბიუჯეტსაც კარგად ურტყავს.

     დიდი დიაპაზონის მქონე ლინზები, როგორიცაა 18-200, 18-250... დ. ა. შ. ბევრად პრაქტიკულია. მაგრამ ოპტიკურ ხარისხში(რეზოლუცია, ქრომატიკა, სინათლის გამტარობა...) ძალზე მოიკოჭლებენ. ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა ბრენდს ან მოდელს, თითქმის ერთი დონეა. შეიძლება განსხვავდებოდნენ ტექნიკურად, ფოკუსის სისწრაფე/სიზუსტეში, ან ფერების გადმოცემაში, კიდევ ბოკეთი. ერთხელ მქონდა მსგავსი ტამრონის ობიექტივი, სულ 2-ჯერ გამოვიყენე(ბუნებაში გასვლისას). მას მერე აღარც მიმიმაგრებია აპარატზე, მალე მოვიშორე.

      კარგი კომპრომისული ვარიანტია მცირე დიაპაზონის მქონე ზუმ ობიექტივები, დაახლოებით ასეთები:

    http://www.amazon.com/Sigma-17-50mm-2-8-Aperture-Canon/dp/B003A6H27K/ref=sr_1_61?s=photo&ie=UTF8&qid=1435944894&sr=1-61&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3130996011%2Cp_72%3A1248879011

    http://www.amazon.com/Tamron-70-300mm-4-0-5-6-Digital-Cameras/dp/B003YH9DZ4/ref=sr_1_17?s=photo&ie=UTF8&qid=1435945197&sr=1-17&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3130996011%2Cp_72%3A1248879011%2Cp_n_feature_four_browse-bin%3A3207227011

     

    • Upvote 1
  4. რა განსხვავებაა ამ ლინზებს შორის? ანუ რომელია უკეთესი და რატომ?

    1) Lens EF-S  18-55 IS,

    2) Lens EF-S  18-55 IS STM

    3) Lens EF-S 18-55 III

    ​ალბათ აჯობებდა კითხვა სხვანაირად დაგესვა: ქენონის კიტ ლინზებში რომელია უკეთესი? :)

    ბოლო გამოშვება(7-ე თაობის) - 18-55mm f/3.5-5.6 IS STM, შენს ჩამონათვალში მორე ადგილზე რომ ზის.

     ზოგიერთისგან განხვავებით აქვს სტაბილიზატორი, გაუმჯობესებული მოტორი. ყველასგან კი განსხვავდება: ოპტიკური სქემით: 13 ლინზა - 7 ჯგუფად, აქვს შიდა ფოკუსირება, 7 ცალი დიაფრაგმის ფურცელი.

    • Upvote 2

  5. http://lenshero.com/...-f4-5.6-ED-lens აი ეს ლინზაა და მე რაც მოვიძიე ამ ორ ადაპტერს გადავაწყდი და რა აზრის ხართ ეგ არის რაც მე მინდა?

    ეგ ლინზა არის ბოლო სტანდარტის - four thirds system, იგივე micro 4/3. იყენებენ ახალ ოლიმპუს/პანასონიკებზე. ოლიმპუსის OM კი საკმაოდ ძველია და ამ ბაიონეტზე აპარატებს აღარ უშვებენ, ლინზები კი დარჩა.

     შენ რა გადამყვანიც ნახე არის ძველი ლინზებისთვის. პირველი სონის NEX-ზე მეორე კი alpha/minolta-ზე.

       micro 4/3 და OM აბსოლუტურად განსხვავებული სისტემებია. ზევით კი დავწერე რომ არ გამიგია, მაგრამ წესით არც უნდა არსებობდეს. OM ლინზები იყო 24x36 ფორმატისთვის. micro 4/3 კი გაოიყენება 14x18-ზე. აქედან გამომდინარე გაუმართლებელია micro 4/3 ბაიონეტისათვის არსებული ლინზების, სხვა შედარებით დიდ ფორმატებზე მუშაობა. ყველა შემთხვევაში(აპარატის მიუხედავად) კადრი გამოვა 4/3".

  6.  

    ქენონი თუ ნიკონი

    ამ სფეროში ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება რომ დღეისობით ბრენდს დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია კონკრეტული მოდელი.

     

     

     

    ან ნიკონი დ5100 ან ქენონის დ600

     D5100 ცოტათი უფრო სუფთა გამოსახულებას იძლევა(დიდი პიქსელის ზომის ხარჯზე). 600D-ს კი შედარებით ზუსტი თეთრის ბალანსი აქვს. ნიკონი გამოსაშლელი ეკრანითაა.

    პირადად ვერცერთს ვერ მივანიჭებდი უპირატესობას.

     

     

    და ნიკონმა მოპარა ხო? :givi:

     ფოტო აპარატის ბრენდებში მოსული პონტია, ოღონდ ოფიციალურად იყენებენ და არც მალავენ :) როგორც ვიცი 2011 წლამდე გამოშვებულ ნიკონის უმეტეს მოდელებში სონის მატრიცა დგას. პენტაქსებშიც უმეტესი სონია, მხოლოდ ფლაგმანში(645D) უდგას კოდაკი. ლეიკა რომ ლეიკაა ისიც კოდაკს იყენებს დღემდე.

     საკუთარ სენსორზე იწყობა მხოლოდ კოდაკი, ფუჯი, სონი და ქენონი. ამ უკანასკნელმა ერთხელ მიქარა მარტო და სონი ჩადგა 1D-ში.


  7. ეს ორი მოდელი ვნახე, რომლებიც ფასით მისაღებია, მარა არ ვიცი რამდენად ხარისხიანია:1) http://www.amazon.co...=usb sound card 2) http://www.amazon.co... sound card 5.1

     ორივეში დგას ერთი და იგივე: ხმის პროცესორი და ოპერაციული გამაძლიერებლები. იმდენად მცირე სხვაობაა ხარისხში რომ დინამიკებში მოსმენისას შეიძლება ვერც განასხვავო.

    აპარატურულ დონეზე Omni მაინც ჯობია, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ყურსამენებისათვის იყენებს უახლეს პროცესორს(MAX97220A), რაც დგას კრეატივის ყველა ბოლო აუდიო ბარათებში. 16-600 ომამდე ყურსასმენებზე პრობლემა არ გექნება(სიმძლავრეში). კიდევ ინტეგრირებული მიკროფონი აქვს.

  8. barna ფოტოგრაფების საიტიდან ვაკოპირებ ხოლმე -  http://35photo.ru/

     

    http://s017.radikal.ru/i426/1411/d5/fa0d04028eec.jpg

    http://i008.radikal.ru/1411/12/2404188d935c.jpg

    http://s017.radikal.ru/i404/1411/ac/262efb61886e.jpg

     

    b10906e91a3e.jpg

     

    ეს ახლა ხანს ვნახე. რა როჟები არიან  :D

    • Upvote 2

  9. 50 larad ro mivkido kargi pasia xo ?

     მე რა ფასშიც ვიყიდე ისიც კი იაფია. მით უფრო 50 ლარად საჩუქარი გამოგივა.

     პირადად შენი გადასაწყვეტია, ვერავინ გეტყვის რა ფასი დაადო.

     ისე რომელი მოდელია, შავი ფერისაა თუ ვერცხლის ფერი?

  10.  ერთ-ერთი საუკეთესოა საბჭოთა პერიოდის პორტრეტულ ლინზებში.

    ფასს რაც შეეხება: გააჩნია რა მდგომარეობაშია კონსტრუქცია, შუშები. მშრალ ხიდზე რასაც აფასებენ გადამყიდველებ(ებაიზე იაფი მაინცაა) რეალურად უფრო ნაკლები ღირს.

     ებაიდან 160-170$ მაინც დაჟდება. ერთი წლის წინ თბილისის ფორუმზე მაქვს ნაყიდი 70 ლარში, იდეალური შუშებით. თან სამაგრი გაჩარხული ქონდა სონი/მინოლტას ბაიონეტზე, ისე რომ უსასრულობაშიც აფოკუსებდა დამატებითი ლინზის გარეშე.

    რამდენიმე დღეა ფორუმჯეზე ერთი კაცი იხვეწება: http://forum.ge/?showtopic=34277764&f=&st=1395&#entry42385681

  11. ფირიანი ფოტო აპარატით გადაღებული სურათის ფერები ფაქტიურად ერთი ერთზეა. ნებისმიერ ციფრულებში კი ხდება ინფორმაციის დაკარგვა. ამ უპირატესობას კიდევ შეიძლება დავამატოთ ტექნიკის სიიაფე. მაგრამ ვისაც ქონია ფირიანი აპარატი ალბათ დამეთანხმება რომ პრაქტიკაში dslr-ები მაინც ჯობია, ძალიან ბევრი პლიუსების გამო.

     

    ფილმი Samsara ბლურეიზე ვის გაქვთ ნანახი, 70მმ-იან კინო ლენტაზეა გადაღებული :)

  12.  ეგ იმაზეც არის დამოკიდებული კომპიუტერიდან სიგნალი რა სიმაღლეზე მიეწოდება. 45-ზე ჩემთან საკმაოდ ხმა მაღლა ისმოდა ხოლმე. თვითონ განსაზღვრე, ისე რომ დიფუზორებს ძალა არ დაადგეს.

  13. Leonardo,

     

    ბანანის შტეკერი ქვია მაგას. თავიდანვე რომ აგეღწერა კარგად ჩვენს მიგახვედრებდით... 

     

     გილოცავ და მალე კარგ საუნდ კარტის შეძენას გისურვებ :)

     

    ... სანამ ახალია დიდ ხმაზე აჯობებს არ ამუშაო, 50-100სთ მაინც. სანამ დრაივერები აბკატკას არ გაივლის.

  14. Leonardo,

     მარტივად არის მანდ, მაგას ხომ მოყვა ერთი კაბელი თავში და ბოლოში შტეკერებით -  სტერეო ჯეკი + rca სტერეო(წითელი/თეთრი). ამას შეაერთებ კომპში(საუნდ კარტაზე) და დინამიკებზე. დინამიკებზე 2 შემავალი არხი აქვს(AUX/PC), რომელს აირჩევ მნიშვნელობა არ აქვს, ფერების მიხედვით დასვი.

     მეორე შემაერთებილი კაბელი(რომელსაც თავები არა აქვს) დააერთე ორივე დინამიკის მომჭერებზე(წითელი და შავი). კაბელის წვერები არ აურიო, შავი შავთან, წითელი წითელთან.

      :)

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.