Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს Mark Gurman-ის ანგარიში, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ Apple, როგორც მან პირობა დადო, საფირმო კომპიუტერების ARM-ჩიპსეტებზე გადაყვანას ორ წელში დაასრულებს. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბოლო მოწყობილობა, რომელიც ARM-პროცესორს მიიღებს, სამუშაო სადგური Mac Pro იქნება. წყარო: appleinsider.com შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში Apple-მა განაცხადა, რომ გეგმავს საფირმო კომპიუტერების ARM-პროცესორებზე გადაყვანას. გასული წლის ნოემბერში გამოვიდა პირველი მოწყობილობები M1 ჩიპსეტის ბაზაზე, ესენი იყო MacBook Pro, MacBook Air და Mac mini. მიმდინარე წელს მათ რიგს შეუერთდა iMac. მარკ გურმანი აცხადებს, რომ ხსენებული ორწლიანი პერიოდის ბოლოს Apple წარადგენს ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობას. საუბარი ეხება 20- და 40-ბირთვიანი ARM-ჩიპების ბაზაზე აწყობილ Mac Pro-ს. მანამდე Apple გამოუშვებს Mac Pro-ს პროცესორ Intel Xeon W-3300-ის ბაზაზე, რომლის წარდგენა გასულ კვირას შედგა. appleinsider.com მოსალოდნელია, რომ მალე Apple წარადგენს გაუმჯობესებულ M1X ჩიპსეტს. იგი უფრო მაღალი წარმადობის იქნება, ვიდრე ორიგინალი М1, ასევე ექნება მეტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მალე Apple დააანონსებს MacBook Pro-სა და MacBook Air-ს MagSafe კონექტორით. აგრეთვე, არაოფიციალური ცნობების თანახმად, მომდევნო MacBook Air-ს Mini-LED მატრიცა ექნება. https://bit.ly/3rPCLeq
  2. ციფრული აქტივები არის გადახდის ან ღირებულების გადაცემის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ტექნოლოგია. ამის შესახებ განაცხადა ციფრული აქტივების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში FinCEN-ის მრჩეველმა მიშელ კორვერმა Law360-თან ინტერვიუში. „ფინანსური ტექნოლოგიები ვითარდება დროთა განმავლობაში და ინოვაციები ანგარიშსწორებისა და ფასეულობის გადაცემაში გრძელდება. ფინანსური ეკოსისტემის დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაც ყოველთვის იარსებებს“ - განაცხადა მან. კორვერმა დაამატა, რომ ახალ ტექნოლოგიებს იგი საინტერესოდ მიიჩნევს. ამერიკული მარეგულირებლების მხრიდან კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის ზრდა FinCEN-ის მრჩეველმა დაუკავშირა ვირუსი-დამშიფვრელების შეტევების რიცხვის ზრდას. შეგახსენებთ, რომ FinCEN-მა მიმდინარე წლის ივლისში შექმნა მრჩეველის პოზიცია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროში და მოიწვია მიშელ კორვერი „შიდა და გარე პარტნიორებთან“ მუშაობისთვის. https://bit.ly/3jet45C
  3. Samsung-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 200-ფენიანი V-NAND ტიპის ფლეშ-მეხსიერებაზე წარმატებული მუშაობის შესახებ. ეს იქნება ამ ტიპის პირველი ჩიპები მთელ ინდუსტრიაში. წყარო: kedglobal.com ღონისძიებაზე სამხრეთკორეულმა გიგანტმა ისაუბრა 54%-იანი ოპერაციული მოგების, აგრეთვე გაყიდვების 20%-იანი ზრდის შესახებ, რაც მიღწეულ იქნა ელექტრონული კომპონენტების წარმოების ძირითადი ბიზნესის წყალობით. უახლოეს დროში ეს მაჩვენებლები გაზრდება, თუმცა მიწოდების შეფერხება შესაძლოა შენარჩუნდეს COVID-19-ის პანდემიის გამო. Samsung-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მეხსიერების მოდულების საწარმოო ქვეგანყოფილების კურატორმა Han Jin-man-მა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეიმუშავა მე-8 თაობის 200-შრიანი (ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს) V-NAND მეხსიერების ჩიპები, რომლებიც ამჟამად ბაზარზე გასვლისთვის მზადდება. „176-ფენიანი ჩიპები დარჩება ძირითად NAND-პროდუქტებად 2022 წლამდე. დამტკიცებული ათწლიანი გეგმის თანახმად ჩვენ ვმუშაობთ მომდევნო თაობის V-NAND ჩიპებზე“ - აღნიშნა Jin-man-მა. Samsung აუმჯობესებს V-NAND ფლეშ-მეხსიერების ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს თავისი ლიდერობა და გააძლიეროს კონკურენცია უახლოეს კონკურენტთან, ამერიკულ კომპანია Micron-თან, რომელმაც გასულ ნოემბერში გამოუშვა მსოფლიოში პირველი 176-ფენიანი NAND ჩიპები. წლის მეორე ნახევარში Samsung გეგმავს SSD-ების გამოშვებას 176-ფენიან V-NAND ჩიპებზე დაყრდნობით, რომლებსაც, კომპანიის განცხადებით, ექნებათ ინდუსტრიაში ყველაზე პატარა მეხსიერების უჯრედები. https://bit.ly/3j63DTG
  4. კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ Samsung Electronics-მა კიდევ ერთხელ გაუსწრო Intel-ს შემოსავლის სიდიდით. სამხრეთკორეულმა გიგანტმა მიმდინარე კურსით 19.7 მლრდ აშშ დოლარი მოაგროვა, ამერიკელი კონკურენტი მას 100 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს თვეებში მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით Intel-ის მიერ მეხსიერების წარმოების ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგების გათვალისწინებით. როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში Intel ფაქტიურად მუდმივად დომინირებდა ნახევრადგამტარი წარმოების უმსხვილესი კომპანების რეიტინგში შემოსავლების სიდიდის მხრივ. Samsung-მა ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო 2017 და 2018 წლებში, რასაც ხელი შეუწყო მეხსიერების მიკროსქემებზე ფასის ზრდამ. ამ ტიპის პროდუქტი დიდწილად განსაზღვრავს Samsung-ის შემოსავალს და ამჟამად ბაზრის კონიუნქტურა ხელსაყრელია კორეული კომპანიისთვის, ვინაიდან ფასები იზრდება. Gartner-ის პროგნოზის თანახმად მიმდინარე წელს მეხსიერებაზე ფასები 33%-ით გაიზრდება იმ დროს, როდესაც ცენტრალური პროცესორების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 4%-ით მატულობს. შედეგად, შემოსავლის დინამიკის მხრივ Intel-ი Samsung-თან შედარებით არამომგებიან პოზიციაში ჩნდება. როდესაც მეხსიერება იაფდება, Samsung მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. უკვე მრავალი წელია, კომპანია ცდილობს შეამციროს მეხსიერების ბაზარზე დამოკიდებულება, რის გამოც ვითარდება ნახევრადგამტარი კომპონენტების კონტრაქტული წარმოების ბიზნესი. კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს იმედი, რომ Samsung-ის პროფილური ქვეგანყოფილება შეძლებს შემოსავლის წლიურ ჯამში 20%-ით გაზრდას. IDC-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნახევრადგამტარი კომპონენტების მსოფლიო ბაზრის ბრუნვა 12.5%-ით, 522 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ასე რომ მოგებას მიღებს ბაზრის ყველა მონაწილე, Samsung Electronics-ისთვის კი იგი უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული. Intel-ს ერთდროულად უწევს იბრძოლოს გაძლიერებულ AMD-სთან, ასე რომ სეგმენტის უმსხვილესი კომპანიის ტიტულის დაბრუნებას იგი სავარაუდოდ მალე ვერ მოახერხებს. https://bit.ly/3lmQXum
  5. სააგენტო Reuters აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ლაელ ბრაინარდის შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს სააგენტო ხედავს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების უპირატესობასა და მიზანშეწონილობას როგორც საერთაშორისო ანგარიშსწორების, ასევე შიდა მიმოქცევის თვალსაზრისით. აშშ დოლარის დომინირება საერთაშორისო ანგარიშსწორებებში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს ბაზრის მსხვილი მონაწილეების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების შემთხვევაში. შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ სურს ასეთი სცენარის დაშვება. ისინი სექტემბრის დასაწყისში დაიწყებენ საჯარო განხილვებს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების პროექტზე. საერთაშორისო ანგარიშსწორების ჯაჭვში, რომელიც საკმაოდ დამაბნეველი და გაუმჭვირვალეა, ციფრული ვალუტების გამოყენება შეიძლება იყოს მომგებიანი - თვლის ფედერალური რეზერვების სისტემა. ციფრული დოლარის ბრუნვას აშშ-ის შიდა ბაზარზე, ფედერალური სარეზერვო სისტემის მოსაზრების თანახმად, ასევე აქვს აზრი. პირველ რიგში, ის არ ჩამოართმევს მოქალაქეებს წვდომას ოფიციალურ საანგარიშსწორებო საშუალებაზე იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიული კრიპტოვალუტები პოპულარობას მოიპოვებენ. მეორეც, ოფიციალური ციფრული ვალუტა ანგარიშსწორების უფრო სწრაფ შესაძლებლობას მიანიჭებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბანკო ანგარიშები არ გააჩნიათ. https://bit.ly/3lmPYtZ
  6. Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ, NVIDIA GeForce RTX 40 სერიის სამომხმარებლო გრაფიკული ადაპტერების გამოსვლამდე არაერთი თვეა დარჩენილი, თუმცა ინსაიდერები აგრძელებენ კომპიუტერული საზოგადოების ინფორმირებას ახალი მოწყობილობების შესახებ. ამჯერად ენთუზიასტმა, მეტსახელად Ulysses-მა გადაწყვიტა გაეზიარებინა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც „მწვანე გუნდის“ სამომავლო პროდუქტების წარმადობის დონეს ეხება - წერს რესურსი Wccftech. ფოტოს წყარო: Wccftech როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, GeForce RTX 40 და RTX 30 სერიებს შორის წარმადობის მხრივ ნახტომი მეტად საგრძნობი იქნება: ბოლოს ამგვარი რამ მოხდა 2016 წელს, როდესაც გამოვიდა Pascal არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაუსწრეს წინამორბედ GPU Maxwell-ს სიჩქარისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ფლაგმანური GeForce GTX 1080 Ti კი გეიმერებს შორის დღემდე მოწონებით სარგებლობს - Turing და Ampere თაობებით NVIDIA-ს უკვე აღარ გამოუვიდა მომხმარებლების გაოცება. ფოტოს წყარო: Twitter, Ulysses ამრიგად, ენთუზიასტის შეტყობინება ადასტურებს ამ დრომდე გაჟონილ არაოფიციალურ ცნობებს, რომელთა თანახმად მოსალოდნელია GPU Ampere-სთან შედარებით წარმადობის ორმაგი ზრდა Lovelace-სერიის გრაფიკულ პროცესორებში: წყაროს ინფორმაციით, ჩიპების ახალი თაობა შესაძლოა ფუნქციონირებდეს 2.2-2.5 გჰც სიხშირეებზე, სერიის ფლაგმანი კი იქნება GeForce RTX 4090 – 18432 CUDA ბირთვით, რესურსის სპეციალისტების აზრით იგი შეძლებს ორჯერზე მეტად აღემატებოდეს ოპერაციებში GeForce RTX 3090 მოდელს. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების მიუხედავად ახალი თაობის GPU მოიხმარს 400 ვატ ენერგიას მაქსიმალური დატვირთვისას, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევა არაოფიციალურ ცნობებში, თუმცა წარმადობის საგრძნობი ზრდა გამოასწორებს სიტუაციას ეფექტურობის მაჩვენებლების ზრდის შედეგად. რაც შეეხება GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფების დებიუტის თარიღს, ინსაიდერული ინფორმაციით NVIDIA, დიდი ალბათობით, აპირებს ჯერ მთლიანად ამოწუროს Ampere თაობის რესურსი. ზემოთხსენებული მოვლენა შედგება არა უადრეს 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში. https://bit.ly/3C8MSQg
  7. მოწინავე გეიმინგ პროდუქტებისადმი მიძღვნილ ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე კომპანია BOE-მ წარადგინა მონიტორი 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1 მწ რეაქციის დროით. გამოსახულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საფირმო გადაწყვეტილება BOE ADS Pro ტექნოლოგია Mini-LED-ის საფუძველზე. ფოტოს წყარო: sparrowsnews.com Mini-LED-ზე დამყარებული მატრიცა გვთავაზობს კონტრასტულობის მაღალ დონეს. ეკრანი დაყოფილია განათების 10 ათას ზონად, ამასთან სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 2000 კდ/მ²-ს აღწევს. მსოფლიო ბრენდები, მაგალითად LG და AU Optronics ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ ამგვარ მახასიათებლებზე. ახალი გეიმინგ მოინტორი მაქსიმალური დინამიკით გვთავაზობს გამოსახულების ზუსტად გადმოცემას ღრმა შავი ფერით. მომხმარებლების მხედველობაზე ზეწოლის შემცირების მიზნით BOE-მ იზრუნა ლურჯი გამოსხივების გაფილტვრაზე და უზრუნველყო 0.081 მაჩვენებელი, რამაც დისპლეის საშუალება მისცა გაევლო TÜV Rheinland Eyesafe სერტიფიცირება. სამწუხაროდ, BOE-ს ახალი მოდელის სახელწოდება ისევე, როგორც მისი ფასი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე, სადაც შედგა ახალი მონიტორის წარდგენა, კომპანიამ რამდენიმე გეგმა გააზიარა. უახლოეს მომავალში BOE-მ შესაძლოა დააანონსოს ულტრაფართე რკალისებრი გეიმინგ დისპლეი OLED-მატრიცით, გვერდების შეფარდებით - 32:9 და სიმრუდის 1800R რადიუსით. გამოსაშვებად მზადდება აგრეთვე ულტრათხელი მოდელი მინიმალური ზომის ჩარჩოთი. მუშაობა მიმდინარეობს აგრეთვე ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობაზე, ამგვარ პროდუქტებს საფუძვლად დაედება OLED-დისპლეი კვადრატულ დუიმზე 6000 პიქსელი სიმჭიდროვით, რაც უზრუნველყოფს 4K+ გაფართოებას თითოეული თვალისთვის და 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. კომპანიის წარმომადგენლების შეხსენებით, ამჟამად BOE გახლავთ მსოფლიოში გეიმინგ დისპლეების უმსხვილესი მომწოდებელი. მის მოწყობილობებს იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Acer, ASUS, Dell, HP და Lenovo. Omdia-ს მარკეტოლოგების მონაცემებით ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, 120 ჰერცი განახლების სიხშირის მქონე დისპლეების ბაზარზე კომპანიის წილი 2020 წელს 24%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი შესაძლოა 50%-ს მიაღწიოს. https://bit.ly/3flTdOG
  8. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა დაიწყეს Bitcoin-ის მასიური გატანა უმსხვილეს კრიპტო-ბირჟა Binance-იდან. 15 წუთის განმავლობაში გატანილ იქნა 1.2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების Bitcoin-ი. რატომ ხდება ასე, დაზუსტებით ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ექსპერტები სულ მცირე ოთხ მიზეზს ასახელებენ. 28 ივლისს დაფიქსირდა კრიპტოვალუტის უმსხვილესი ნაკადის გადინება Binance-დან. ინვესტორებმა გაიტანეს დაახლოებით 30 ათასი BTC. წინადღით კი გავიდა 13 800 BTC - დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ექსპერტების განცხადების თანახმად ინვესტორების ამგვარი ქცევა შესაძლებელია სხვადასხვანაირად აიხსნას. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს უბრალოდ სურვილთან - უზრუნველყონ აქტივების უსაფრთხოება სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან უმსხვილესი ბირჟების მიმართ შეტევების ფონზე. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს FTX-ის გეგმები, რომ შეიძინოს ათეულობით ფინანსური გრანდი, როგორც ეს განაცხადა კრიპტო დერივატივების ბირჟის გენერალურმა დირექტორმა. გარდა ამისა, Bitcoin-ის უეცარი მკვეთრი გადინება შეიძლება იყოს მარტივი პიარ-აქცია ციფრული ვალუტის კურსის აღდგენის დასაჩქარებლად. ზოგიერთი ექსპერტი ინვესტორების ასეთ ქცევას განმარტავს, როგორც პროტესტს Binance-ის ახალი წესების მიმართ ფულის გატანის შესახებ. შეგახსენებთ, ადრე შესაძლებელი იყო დღე-ღამეში 2 BTC-ის გატანა, შემდეგ კი ლიმიტი გამკაცრდა. ამჟამად დღე-ღამეში შესაძლებელია არაუმეტეს 0.06 BTC-ის მიღება. აღსანიშნავია, რომ 26 ივლისს მოხდა Bitcoin-ის კურსის თვალშისაცემი ნახტომი: კრიპტოვალუტის ფასი 34 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო დღეს Bitcoin-ი 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, შემდეგ კი ფასი კვლავ დაუბრუნდა 40 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/3zNMyog
  9. ღონისძიება Chinajoy 2021-ზე კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა საშუალო ფასის დიაპაზონის ახალი გრაფიკული ადაპტერი Radeon RX 6600 XT. რესურს VideoCardz-ის მონაცემების თანახმად ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6600 XT დამყარებულია სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ Navi 23 XT-ზე, აქვს 2048 ნაკადური პროცესორი და ფუნქციონირებს 2359/2589 მჰც სიხშირეზე გეიმინგ/Boost რეჟიმებში. გარდა ამისა, ვიდეო დაფას აქვს 8 გბ GDDR6 ტიპის ვიდეომეხსიერება ეფექტური 16 გჰც სიხშირით და 128-ბიტიანი სალტით, აგრეთვე 32 მბ Infinity Cache. TDP-ის დონე 160 ვატს შეადგენს, ხელმისაწვდომია ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. AMD-ის სპეციალისტების მიერ წარმოებული ტესტების შედეგების თანახმად ახალი მოდელი კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-ს აღემატება თანამედროვე თამაშების უმეტესობაში - საშუალოდ ახალი ვიდეო დაფა 15%-ით უსწრებს ოპონენტს და უმნიშვნელოდ ჩამორჩება მხოლოდ Horizon Zero Dawn თაითლში. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე გრაფიკის ხარისხის მაქსიმალურ პარამეტრებზე და გამოყენებული იყო ტექნოლოგია Smart Access Memory/Resizable BAR. გარდა ამისა, „წითელი გუნდის“ მკვლევარებმა Radeon RX 6600 XT დაფის წარმადობის დონე შეადარეს მის წინამორბედ Radeon 5600 XT მოდელს გეიმინგ-აპლიკაციებში და აღნიშნეს ახალი დაფის 1.4-1.7-ჯერ მეტი უპირატესობა. მწარმოებელი კომპანიები უკვე ემზადებიან Radeon RX 6600 XT-ს დებიუტისთვის, რომელიც 11 აგვისტოს უნდა შედგეს და ამზადებენ უამრავ მოდელს - კომპაქტურ ფორმ-ფაქტორ Mini-ITX-იდან დაწყებული - სამი ქულერით აღჭურვილი, მაღალი წარმადობის გრაფიკული ადაპტერებით დამთავრებული. ფოტოს წყარო: VideoCardz Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის სარეკომენდაციო ფასი 379 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/3la2EV0
  10. კომპანია Intel-მა წარდგინა Xeon W-3300 პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების შექმნისთვის. ახალი ჩიპები შეავსებს Intel Xeon Ice Lake-SP სერვერული პროცესორების სერიას, მათ ექნება იგივე არქიტექტურა, 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და LGA 4189 სოკეტი. ახალი Xeon W უკვე ხელმისაწვდომია სისტემური ინტეგრატორებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Intel Xeon W-3300 ჩიპების სერიაში შევიდა ხუთი მოდელი: Xeon W-3375, Xeon W-3365, Xeon W-3345, Xeon W-3335 და Xeon W-3323. მათ აქვთ 38 ფიზიკური ბირთვი, რომელთაც 76-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავება შეუძლიათ. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.0 გჰც-ს Turbo Boost რეჟიმში, მოდელების TDP-ის დონე კი 220-დან 270 ვატამდე ვარირებს. ახალ ჩიპებს აქვთ 64 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა და შეუძლიათ მიიღონ 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, Xeon W-3300 სერიის ჩიპებს გააჩნია ორნახევარჯერ მეტი მეხსიერების მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ოპერატიული მეხსიერების 31%-ით მაღალ სიჩქარეს წინა მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, Intel-ის შიდა ტესტები გვიჩვენებს, რომ ახალი ჩიპები დემონსტრირებენ 45%-ით მაღალ მრავალნაკადიან წარმადობას Cinema 4D-ში, 26%-ით მაღალ წარმადობას AutoDesk Maya რენდერისას, უზრუნველყოფენ 20%-მდე უკეთეს წარმადობას რედაქტირებისა და კოდირებისას Adobe Premiere Pro-ში და უზრუნველყოფენ 27%-მდე მეტ წარმადობას AutoDesk Maya-ს ფინალურ 3D-ვიზუალიზაციაში Intel Xeon W-3200 სერიის მოდელებთან შედარებით. Xeon W-3300 პროცესორების დამატებითი მახასიათებლებია Turbo Boost 2.0 ტექნოლოგიის, AVX-512 ინსტრუქციების მხარდაჭერა, აგრეთვე ამოცანათა დამუშავების დაჩქარებისთვის განკუთვნილი Deep Learning Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასთან, ამასთან აღსანიშნავია Intel Optane SSD P5800X-სთან მუშაობის შესაძლებლობა. https://bit.ly/3ldbiSD
  11. Coinbase-მა ოპტიმისტურად შეაფასა აშშ-ში Bitcoin-ზე დამყარებული საბირჟო ფონდების (ETF) დამტკიცების პერსპექტივა მიმდინარე ან მომავალი წლისთვის. ამის შესახებ ბირჟამ განაცხადა 2021 წლის პირველი ნახევრის ინდუსტრიის მიმოხილვისას, რომელიც ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის იყო განკუთვნილი. „ბევრი მსხვილი ETF ემიტენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომპანიამ (SEC) შესაძლოა ნებართვა მისცეს საბირჟო კრიპტოფონდებს მიმდინარე ან 2022 წელს. არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც ამ ოპტიმიზმს ამყარებს“ - აღნიშნეს კომპანიის სპეციალისტებმა. მათ გაიხსენეს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ უარყო Bitcoin-ETF-ის ლისტინგთან დაკავშირებული სულ მცირე ათეული განაცხადი. თუმცა, მათი აზრით, იმ დროიდან გაჩნდა მთელი რიგი ხელსაყრელი ფაქტორები კომისიის მიერ მსგავსი საინვესტიციო ინსტრუმენტების რეგისტრაციისთვის: SEC-ის ახალი ხელმძღვანელობა გერი გენსლერის მეთაურობით, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართ უფრო ლოიალურებად ითვლებიან; ინდუსტრიაში ინსტიტუციონალური მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა; ციფრული ოქროს ფიუჩერსული ბაზრის მოცულობის ზრდა ნიშნულამდე, რომელსაც მარეგულირებლები ორიენტირად იყენებენ; Bitcoin-ETF-ის წარმატებული დებიუტი კანადაში. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საბირჟო Bitcoin-ფონდებისთვის ნებართის გაცემა გახდება „ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი მომენტი“, რაც განბლოკავს ახალი ფულადი რესურსების ნაკადს ისეთი მიუწვდომელი არხებიდან, როგორებიცაა ბროკერ-დილერები ან გადასახადებისგან თავისუფალი ანგარიშები. https://bit.ly/3i6jQc9
  12. ტაივანურმა კომპანია TSMC-იმ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა, რომ ააშენოს ახალი მოწინავე საწარო ტაივანის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც 2-ნანომეტრიან პროდუქციას გამოუშვებს. როგორც რესურსი Nikkei Asian Review აღნიშნავს, ამ საწარმოს მშენებლობა დაიწყება მომდევნო წლის დასაწყისში, სინჩჟუს რაიონში, ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონტაჟი კი განხორციელდება 2023 წელს. საწარმო დაიკავებს 20 ჰექტარზე მეტ ფართობს და ყოველდღე მოიხმარს 98 ტონა წყალს. ეს გახლავთ 2020 წელს TSMC-ის ყველა საწარმოს მიერ მოხმარებული წყლის რესურსის დაახლოებით ნახევარი. ათწლეულის შუა პერიოდში ტექნიკური წყლის 10%-მდე გამოყენებული იქნება ამ საწარმოში ხელმეორედ, 2030 წლისთვის კი 100%-ს მიაღწევს. ტაივანის ხელისუფლებამ ცხადყო, რომ მზად არიან კომპანიას ხელი შეუწყონ კუნძულზე ყველაზე მოწინავე წარმოების შენარჩუნებაში, ამავე დროს კომპანია აპირებს სხვა ქვეყნებშიც აითვისოს უფრო მომწიფებული კომპონენტების გამოშვება. ამერიკული საწარმო გამოუშვებს 5-ნანომეტრიან პროდუქციას, იაპონიაში თუ მსგავსი ქარხანა აშენდება, იგი ორიენტირდება 28-ნანომეტრიან კომპონენტებზე, ევროპის ტერიტორიაზე საწარმოების მშენებლობის გეგმები კი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. https://bit.ly/3rEijgL
  13. გერმანულ რესურს Igor’sLAB-ის ინფორმაციით, კომპანია Intel მიმდინარე წელს გამოუშვებს Alder Lake პროცესორების მხოლოდ K და KF სერიებს, ე.ი. მოდელებს განბლოკილი მულტიპლიკატორით, რომლებიც ენთუზიასტების აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ახალი სერიის დანარჩენ პროცესორებს მომდევნო წლამდე უნდა ველოდოთ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვიტა Alder Lake ჩიპების გამოშვების დაჩქარება, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც მე-12 თაობის Core. ახალი პროცესორების გაყიდვის დაწყება მოსალოდნელია 27 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ პრაქტიკულად მორიგ ღონისძიება Intel Innovation-ის შემდეგ, რომელიც 27 ოქტობრისთვისაა დაგეგმილი. მიმდინარე წელს გაყიდვაში გამოვა მხოლოდ K და KF სერიის პროცესორები, აგრეთვე დედა დაფები ფლაგმანურ ჩიპსეტ Intel Z690-ის ბაზაზე. ახალი პლატფორმის ფარგლებში დანარჩენი პროდუქტების ანონსი, რომელთა შორისაა ჩიპსეტები H670, B660 და B610, შედგება ელექტრონიკის გამოფენა CES 2022-ზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. უნდა ითქვას, რომ ზემოთხსენებული რესურსი უკვე მეორე წყაროა, რომელიც გვაცნობებს არა-K სერიის Alder Lake ჩიპების გამოშვების თარიღის გადაწევის შესახებ. ამგვარი ცნობა გავრცელდა დაახლოებით ორი თვის წინ ტექნობლოგერ Moore’s Law is Dead-ის მიერ. ადრე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები არ იჩენენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს კვების ახალ სტანდარტ ATX12VO-ს მიმართ, რომელიც გულისხმობს უარის თქმას დედა დაფებში არსებულ კვების 24-პინიან კონექტორებზე და ამის ნაცვლად 10-პინიანი 12-ვოლტიანი კონექტორის გამოყენებას, რაც ჯამში განაპირობებს გარკვეულ შემთხვევებში პერსონალური კომპიუტერის ენერგომოხმარების შემცირებას. როგორც პორტალი VideoCardz წერს, კვების ახალი სტანდარტის პოპულარობის გაზრდის მიზნით Intel ფასდაკლებასაც კი იძლევა ახალ, 600-სერიის ჩიპსეტებზე, თუმცა მხოლოდ იმ მწარმოებლებისთვის, ვინც გამოუშვებს დაფებს ახალი ATX12VO კონექტორით. ამჟამად კი Intel Z690 სისტემური ლოგიკის ნაკრებზე დედა დაფების უმეტესობა პროექტდება წინა ATX12V სტანდარტის მიხედვით, თუმცა ზოგიერთი ვენდორი მაინც გეგმავს ATX12VO მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას. ახლახანს გამართულ ღონისძიება Intel Accelerated-ზე კომპანიამ განახორციელა საკუთარი ტექნოლოგიური პროცესების რებრენდინგი. ამიერიდან 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოლოგიას ეწოდება Intel 7. მის ბაზაზე კომპანია გამოუშვებს სამომხმარებლო Alder Lake პროცესორებს, აგრეთვე Sapphire Rapids სერიის სერვერულ ჩიპებს (და შესაძლოა, HEDT-გადაწყვეტილებებს მომავალში). კომპანიის განცხადების თანახმად ტექნოპროცესი Intel 7 უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ვატზე დაახლოებით 10-15%-ით Intel 10nm SuperFin ტექნოლოგიასთან შედარებით FinFET ტრანზისტორების სტრუქტურის ოპტიმიზაციის ხარჯზე. მე-12 თაობის ახალი Intel Core პროცესორებს სჭირდება ახალი LGA1700 კონექტორი. პლატფორმას აგრეთვე ექნება Raptor Lake-S პროცესორების მხარდაჭერა, რომლებიც მომავალ წელს Alder Lake-ს ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ, კომპანიას არაფერი უთქვამს, ექნება თუ არა ამ სოკეტის მხარდაჭერა მე-14 თაობის ჩიპებსაც, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. https://bit.ly/3l5FXBx
  14. კრიპტო ბირჟა Binance-მა 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომელთაც გაიარეს ექაუნთის საბაზისო ვერიფიკაცია. ბირჟის უკვე არსებული მონაწილეებისთვის ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად - 8-დან 23 აგვისტომდე. პიროვნების შემოწმება საშუალებას იძლევა თანხის გატანის დღიური ლიმიტი 100 BTC-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაწერა, რომ მისი კომპანია ეძებს კანდიდატს გენერალური დირექტორის პოზიციაზე. „უახლოეს დროში არ იგეგმება ჩემი, როგორც აღმსარულებელი დირექტორის შეცვლა. დიდი სურვილი გვაქვს დავიქირავოთ გენერალური დირექტორი დიდი გამოცდილებით. ეს საჭიროა, რათა მოხდეს დემონსტრირება, რომ ვემორჩილებით მარეგულირებელ მოთხოვნებს, ეს ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია“. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში ათ წელს მეტხანს არ უნდა დარჩეს - მისი აზრით, 5 წელი ოპტიმალური პერიოდია. Zhao-მ ხაზი გაუსვა, რომ „მას არ სჭირდება იყოს აღმასრულებელი დირექტორი“, აგრეთვე აღნიშნა, რომ არ ტოვებს Binance-ს. „მე ყოველთვის მოვძებნი მეთოდებს, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩვენი ლოგოტიპის უკან მდგომ ქომიუნითის“. მაისში გაკეთებული ინტერვიუს დროს Zhao-მ განაცხადა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც კომპანიას 10 წელი მართავს, ადგილი სხვა ადამიანს უნდა დაუთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის დინამიკა შენელდება. იმ დროს მან განაცხადა, რომ ფიქრობდა გენერალური დირექტორის როლის ტრანზიტსა და გადაცემაზე, აგრეთვე თქვა, რომ აპირებდა მომავალში Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებაზე ყურადღების გამახვილებას. შეგახსენებთ, Binance-მა ცოტა ხნის წინ ოცჯერ შეამცირა მაქსიმალური ფინანსური ბერკეტი (leverage) ფიუჩერსულ პლატფორმაზე. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ წყვეტდა ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. Zhao-მ ადრე არ გამორიცხავდა მარეგულირებელი წნეხის ზრდას. მან ასევე ისაუბრა სტრატაპის სტადიიდან ფინანსურ სერვისზე გადასვლისთვის საჭირო ზომების შესახებ. https://bit.ly/3zK9VyU
  15. ელექტრო ქროსოვერ Model Y-სა და კომპაქტურ სედან Model 3-ზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ ელექტრომობილების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების დეფიციტის ფონზე კომპანია Tesla აიძულა კიდევ ერთხელ გადაეტანა ელექტრო სატვირთო Semi-სა და ფუტურისტულ პიკაპ Cybertruck-ის გამოშვება. ელექტრო სატვირთო Semi 2017 წელს დაანონსდა, კომპანიამ მისი გამოშვება 2022 წლამდე გადაიტანა. თავდაპირველად ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია მის მასობრივ წარმოებას 2019 წლისთვის გეგმავდა, რაც მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას უწევს ელექტრომობილების გამოშვების თარიღების გადავადება. კომპანიის განცხადების თანახმად, ელექტრო სატვირთოს გამოშვების გადავადების მთავარი მიზეზია 4680 ტიპის ელემენტებზე მომუშავე აკუმულატორების დეფიციტი, რომელთა ბაზაზე მუშაობს სატვირთო. „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ Semi-სთვის განკუთვნილი ბატარეების წარმადობისა და გამძლეობის გამოცდა კალიფორნიაში არსებულ ჩვენს საწარმოში და ვუახლოვდებით საწარმოო ატესტაციის დამთავრებას. არსებული პროგრესის მიუხედავად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს მანამ, სანამ მასობრივ წარმოებას დავიწყებდეთ“ - განაცხადა Tesla-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. ეს სიახლე მკვეთრად ეწინააღმდეგება კომპანიის ადრინდელ განცხადებებს, რომელთა თანახმად 2021 წელს კომპანია შეძლებდა კვირაში 5 სატვირთო Semi-ს გამოშვებას. ცხადია, სატვირთოს ამ ეგზემპლარებს Tesla გამოიყენებს ტესტირებებისთვის, სანამ მასობრივი წარმოება დაიწყება. Tesla-ს განცხადების თანახმად სატვირთო Semi გამოვა ორ ვერსიად: ერთი მათგანის გავლის მარაგი იქნება დაახლოებით 500 კმ და ეღირება 150 ათასი აშშ დოლარი, მეორე მათგანისა კი - 800 კმ მარაგი და ფასი - 180 ათასი აშშ დოლარი. Semi დაიმუხტება სადგურების ქსელ Megacharger-ში, რომელიც უზურნველყოფს უფრო მაღალ სიმძლავრეს Supercharger-სადგურებთან შედარებით, რომლებიც კომპანიის მსუბუქი ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. კომპანია მომავალ წლამდე აფერხებს აგრეთვე ყველგანმავალ Cybertruck-ის გამოშვებას, რომელიც მან 2019 წელს წარადგინა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პიკაპის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყებოდა ოსტინში მდებარე ქარხანა Gigafactory-ში, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ქროსოვერ Model Y-ის წარმოების მოცულობის გაზრდას. „ჩვენ ვამჩნევთ პროგრესს Cybertruck-ის ინდუსტრიალიზაციაში, ჩვენ მას გამოვუშვებთ ოსტინის ქარხნიდან Model Y-ის შემდეგ. ამჟამად Cybertruck ალფა-ტესტირების სტადიაშია. ბეტა-ტესტირების ფაზაში გადავალთ მიმდინარე წელს მოგვიანებით“ - აღნიშნა კომპანიამ. Cybertruck--ს საბაზისო მოდელი კომპანიამ 39990 აშშ დოლარად შეაფასა, ელექტრო პიკაპის უფროსი, სამი ძრავის მქონე ვერსიის ფასი კი 69990 აშშ დოლარიდან იწყება. ელექტრომობილს ექნება 800 კმ-მდე სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე და შეძლებს 4.5 ტონა ტვირთის გადატანას. https://bit.ly/3ybwtIr
  16. Qualcomm-მა გაამხილა მომავალი თაობის ფლაგმანური ჩიპსეტის ზოგიერთი დეტალი. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომდევნო თაობის ფლაგმანური ჩიპის ბაზაზე მომუშავე პირველი სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. ცნობილი გახდა სავარაუდო Snapdragon 898 ჩიპის ზოგიერთი მახასიათებელი. სამომავლო ჩიპსეტის ზუსტი სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ მისი სახელი იქნება Snapdragon 895, ზოგიერთის აზრით კი - 898 ინდექსით. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ ახალ ფლაგმანურ პროცესორს ექნება მაღალი წარმადობის Cortex-X2 ბირთვები 3.09 გჰც ტაქტის სიხშირით. კიდევ სამი მაღალი წარმადობის Kryo 780 ბირთვი დაფუძნებული იქნება Cortex-710-ზე, ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი კი - Cortex-510-ზე. შეგახსენებთ, Cortex-X2, 710 და 510 - ესენი გახლავთ უახლესი ARM ბირთვები, რომლებიც დამყარებულია 64-ბიტიან ARM v9 არქიტექტურაზე და წარმოადგენენ Cortex-X1-ის, A78-ისა და A55-ის „შთამომავლებს“, შესაბამისად. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, სამომავლო ჩიპსეტს აქვს მოპოვებული დაახლოებით 1250 ქულა ერთბირთვიან Geekbench 5 ტესტში. მრავალბირთვიანი ტესტირების შედეგი 4 ათას ქულას აღემატება. მიიჩნევა, რომ AnTuTu-ზე ახალი ფლაგმანური Snapdragon გადალახავს მილიონი ქულის ნიშნულს. ცნობილია, რომ ახალი ჩიპის წარმოებას მიმდინარე წელსვე დაიწყებს Samsung. იგი აგებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიიჩნევა, რომ მომდევნო წელს ჩიპების ნაწილს TSMC დაამზადებს. მოსალოდნელია, რომ ფლაგმანურ ჩიპსეტ Snapdragon-ში გამოყენებული იქნება GPU Adreno 730, გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 680 ISP, დისპლეიზე გამოტანილი გამოსახულების დამუშავების ბლოკი Adreno 1195 და VPU Adreno 665. ცნობილია, რომ ჩიპში გამოყენებული იქნება ოთხარხიანი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება. https://bit.ly/2UUCfQt
  17. სერვის Coin ATM Radar-ის თანახმად, კრიპტოვალუტების ბანკომატების რიცხვი 2021 წელს 71.73%-ით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი 24030 ერთეულს შეადგენდა, მიმდინარე წლის 1 იანვარს კი მათი რაოდენობა 13993 იყო. წლის დასაწყისიდან მოყოლებული დამონტაჟდა 10 ათასზე მეტი ახალი Bitcoin-ბანკომატი მთელ მსოფლიოში. Bitcoin-ბანკომატების რიცხვის ზრდის დინამიკა მსოფლიოში. წყარო: Coin ATM Radar. ამჟამად ახალი Bitcoin-ATM-ები მონტაჟდება სიჩქარით 52 ერთეულზე მეტი დღე-ღამეში. ამოქმედებული და გაუქმებული Bitcoin-ბანკომატების რაოდენობის ზრდის შეფარდება თვეების მიხედვით მსოფლიოში. წყარო: Coin ATM Radar. მუშა მოწყობილობების აბსოლუტური უმრავლესობა განთავსებულია აშშ-ში - 21116 ანუ 87.9% მთლიანი რაოდენობიდან. კანადაში დამონტაჟებულია 1697 (7%) Bitcoin-ATM, რაც უფრო მეტია, ვიდრე მთლიან ევროპაში. მოწყობილობების მწარმოებლებს შორის დომინირებენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes - მათი საბაზრო წილი შეადგენს 40.9% და 24%-ს, შესაბამისად. Bitcoin-ბანკომატების წილის განაწილება მწარმოებელ კომპანიებს შორის. წყარო: Coin ATM Radar. ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (65,2%). ლიდერების სამეულშია CoinFlip, Bitcoin Depot და CoinCloud - მათი საერთო რაოდენობის წილი 10%-ს აღემატება. Bitcoin-ბანკომატების წილის განაწილება ოპერატორებს შორის. წყარო: Coin ATM Radar. შეგახსენებთ, ივლისში ოპერატორ Bitcoin Depot-მა გამოაცხადა პარტნიორობის წამოწყება კომპანია Circle K-სთან, რომლის ფარგლებში მაღაზიის ქსელში აშშ-სა და კანადაში Bitcoin-ATM-ები დამონტაჟდება. https://bit.ly/2VfCQfv
  18. ეს იქნება „განსახიერებული ინტერნეტი“, სადაც მფლობელებს წვდომა ექნებათ სხვადასხვა მოწყობილობაზე: კომპიუტერებიდან დაწყებული მობილური გაჯეტებითა და გეიმინგ კონსოლებით დამთავრებული. იგი ერთდროულად რამდენიმე პლატფორმას გააერთიანებს. პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გააზიარა სამომავლო გეგმები. როგორც აღმოჩნდა, უახლოესი ხუთი წელი „ცხელი იქნება“, რადგანაც ეს პერიოდი მოიცავს ქსელური „მეტასამყაროს“ შექმნის გეგმას. საინფორმაციო რესურს The Verge-ის ინფორმაციით, ცუკერბერგი აპირებს წარადგინოს ე.წ. განსახიერებული ინტერნეტი, რომელიც სივრცეში სრულად ჩაძირვის შეგრძნებას შექმნის. მაგალითის სახით ცუკერბერგს მოჰყავს ვირტუალური 3D-კონცერტი, როგორც პერსპექტიული ფორმატი. ამავდროულად, იდეის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ VR, არამედ ვირტუალური სამყაროს ბევრად უფრო რთული კომპონენტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ჩაღრმავების ეფექტი, როგორც ყველაზე საინტერესო ფორმატი მომხმარებლისთვის (ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით ტყუილად არ იდება ასეთი ინვესტიციები ტექნოლოგიაში). ცუკერბერგმა ასევე დააანონსა ერთდროულად რამდენიმე პლატფორმის გამოყენება საკუთარი „მეტასამყაროს“ შექმნისთვის და მას პირობითად ჰიბრიდული პროდუქტი უწოდა. აქვე უნდა აღინიშნოს „უსასრულო ოფისი“ – Facebook-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც მისი განმარტებით ვირტუალურ სივრცეში შექმნის სხვადასხვა სამუშაო ადგილს, შესაძლებელი იქნება თანამშრომლების ნებისმიერ ადგილას „გადაყვანა“ ვირტუალური ჰოლოგრამის სახით, მიუხედავად მათი ფაქტობრივი ადგილმდებარეობას. როგორ და რატომ - ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ თავად ცუკერბერგი გვპირდება მომხდარი რეალობის სრულ აღქმას. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა გაჯეტები ექნებათ ხელთ. ამ გეგმებზე კომენტარი გააკეთა ცნობილმა ექსპერტმა ვერიტი მაკინტოშმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამგვარი მასშტაბის ახალი VR-ტექნოლოგიების დანერგვა Facebook-ისთვის ნამდვილი ოქროს საბადო გახდება. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ გეგმების პრაქტიკულ რეალიზებას. https://bit.ly/3BJfjnU
  19. ღონისძიება Intel Accelerated-ზე, რომელიც ეძღვნებოდა საწარმოო გეგმებს, კომპანია Intel-მა დაასახელა კონტრაქტული წარმოების ახალ ბიზნეს Intel Foundry Services-ის (IFS) პირველი მსხვილი დამკვეთი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კომპანია Qualcomm. გარდა ამისა, Intel-ის მომსახურების გამოყენება მოისურვა Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა. Qualcomm განსაკუთრებით ცნობილია მობილურ პროცესორ Snapdragon-ის წარმოებით, რომელზეც მუშაობს წამყვანი მწარმოებელი კომპანიების Android-სმარტფონების უმეტესობა. იგი უახლოეს წლებში დაიწყებს საკუთარი ჩიპების წარმოებას Intel-ის საწარმოო ობიექტებში. კომპანია აპირებს Intel-ს დაუკვეთოს ჩიპების წარმოება ახალი, Intel 20A ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით, რომელიც ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე დაანონსდა. Qualcomm-ისთვის კონკრეტულად რომელ პროდუქტებს დაამზადებს Intel და როდის მოხდება ეს - ამჟამად უცნობია. ტექნოპროცესი Intel 20A, რომელშიც გამოყენებული იქნება ახალი GAA-ტრანზისტორები RibbonFET, უნდა ამოქმედდეს 2024 წელს. „მოხარულნი ვართ, რომ გამოგვიჩნდა კიდევ ერთი მოწინავე საწარმოო პარტნიორი, IFS, რომელიც შეძლებს ჩიპების წარმოებას ადგილობრივ ამერიკულ ფაბრიკებში“ - განაცხადა Qualcomm-ის გენერალურმა დირექტორმა Cristiano Amon-მა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ IFS საწარმოო განყოფილებას მეორე მსხვილი მომხმარებელიც გამოუჩნდა - Amazon Web Services. ქლაუდ-პროვაიდერი გეგმავს შეუკვეთოს ჩიპების შეფუთვა Intel-ის საფირმო ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა თავად ნახევრადგამტარ კრისტალებს Amazon-ისთვის გარე მწარმოებელი დაამზადებს. „ამჟამად წარმოდგენილი ინოვაციები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარ კონტრაქტულ წარმოებაში“ - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა. – „IFS-ის მიმართ დაინტერესება დიდია და მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ პირველი ორი მსხვილი დამკვეთი“. გარე მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარი პროდუქციის კონტრაქტული წარმოების განვითარება წარმოადგენს Intel-ის ახალი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის დიდი გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვით კომპანია გარდაიქმნება და დაუბრუნდება ინდუსტრიის ლიდერ პოზიციას. და როგორც ჩანს, ამ გეგმას უკვე მოაქვს შედეგი. Qualcomm-ისა და Amazon-ის პარალელურად IFS-ის მომხმარებლად გახდომის სურვილი ასზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. https://bit.ly/3y3iIeW
  20. ტექნოლოგიური გიგანტი Amazon გეგმავს პირველი კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების მხარდაჭერის დამატებას მიმდინარე წლის ბოლომდე, წერს გამომცემლობა City A.M ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „ეს არ არის უბრალოდ კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებისთვის საჭირო სამომავლო პროცესი. ეს გახლავთ სრულფასოვანი, კარგად განხილული, Amazon-ის სამომავლო მუშაობის მექანიზმის განუყოფელი ნაწილი“ - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, Bitcoin კომპანიის კრიპტოსავალუტო ამციბიების რეალიზაციის პირველი ნაბიჯია. Amazon-ის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ სხვა ცნობილი ციფრული აქტივების მხარდაჭერასაც აპირებს: „სამომავლო გეგმაში იქნება Ethereum, Cardano და Bitcoin Cash, შედეგად Amazon დაამატებს დაახლოებით რვა ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მხარდაჭერას“. წყარო ამტკიცებს, რომ ინიციატივა „მოდის ზემოდან, ჯეფ ბეზოსისგან“ და პროექტი „ამოქმედებისთვის პრაქტიკულად მზადაა“. მისივე თქმით, კომპანიამ შესაძლოა საკუთარი ტოკენიც გამოუშვას: „ეს იქნება მრავალდონიანი ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქციისა და სერვისის საფასურის გადახდა ლოიალობის პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული ტოკენების მეშვეობით“. 2019 წლის აგვისტოში Amazon-მა LinkedIn-ზე განათავსა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ვაკანსია, რომელიც სხვა მოვალეობებთან ერთად უნდა დაკავებულიყო „ბლოკჩეინ-სამუშაოებით“. მოგვიანებით კომპანიამ ვაკანსიის ტექსტიდან წაშალა მოხსენიებული „ბლოკჩეინი“ საინფორმაციო მედია-საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეგანყოფილება Amazon Digital and Emerging Payments-მა გამოაცხადა დეველოპერებისა და ინჟინრების შეკრება მექსიკაში ციფრულ ვალუტაში ანგარიშსწორების ახალი პროდუქტის შექმნისთის. ადრე ქლაუდ-გამოთვლების პლატფორმა Amazon Web Services-მა განათავსა დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში გამოცდილების მქონე ბლოკჩეინ-სპეციალისტის ვაკანსია. მიმდინარე თვეში ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადაწყვიტა დაიქირავოს პროდუქტების ხელმძღვანელი ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის სფეროში, რათა მან იმუშაოს Payments Acceptance & Experience-ში სიეტლიში, შტატ ვაშინგტონში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Amazon-მა უარყო კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად დამატების გეგმები ახლო მომავალში, თუმცა, როგორც ჩანს, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხული არაფერია. https://bit.ly/3eW5HMV
  21. მიმდინარე კვირაში საკუთარი ღონისძიების დაგეგმვით კორპორაცია Intel-მა გადაწყვიტა აუდიტორიის ყურადღება გადაიტანოს AMD-ის კვარტალური ანგარიშიდან, რომელიც ამავე პერიოდში გამოქვეყნდება. CNBC-სთან ინტერვიუში Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა (Patrick Gelsinger) განმარტა, რომ უახლოეს დღეებში ისაუბრებს კომპანიის გეგმებზე ახალი მომხმარებლებისა და ახალი ტექნოპროცესების გამოყენებასთან, აგრეთვე ელემენტების განთავსების ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. Intel-ის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია კომპანიის შესაძლებლობაში - დაიბრუნოს ტექნოლოგიური ლიდერობა 2024-2025 წლებისთვის. მისი თქმით, მან არსებულ ვითარებაში ვერ დაინახა განსაკუთრებული განსხვავება თებერვალში თანამდებობის დაკავებისა და ამჟამინდელ პერიოდს შორის. საერთო ჯამში, გელსინგერის განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების გრაფიკი თებერვლიდან მოყოლებული უცვლელი დარჩა, თუმცა ლოკალური კორექტირებები მოხდა. Intel-ის გარდაუვალი ტრიუმფის საუკეთესო დამამტკიცებელ საბუთად კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს მის რიგებში ინდუსტრიის ვეტერანების დაბრუნების პროცესს. ისინი უბრალოდ აღფრთოვანებული არიან, რომ Intel-ის ახალი ინიციატივის ნაწილს წარმოადგენენ. https://bit.ly/3rMv7ln
  22. AMD Radeon RX 6600 და RX 6600 XT ვიდეო დაფების ანონსი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, მათი სარეკომენდაციო ფასები არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად 299 და 349 აშშ დოლარი იქნება, შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა რესურს Neowin-მა AMD-სთან დაახლოებული წყაროების ცნობებზე დაყრდნობით. წყარო: videocardz.com გამომცემლობის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მითითებული ფასები არ არის საბოლოო, დეფიციტისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით AMD-სა და NVIDIA-ს არაერთხელ შეუცვლიათ ფასები ოფიციალური ანონსის წინ. ცნობილია, რომ RX 6600 XT მოდელი უფრო მაღალ წარმადობას დემონსტრირებს, ვიდრე GeForce RTX 3060, რომლის ფასი 329 აშშ დოლარია, რეითრეისინგის მხრივ კი ოდნავ ჩამორჩება NVIDIA RTX 3060 Ti მოდელს, რომლის სარეკომენდაციო საცალო ფასია 399 აშშ დოლარი. თავდაპირველად AMD გეგმავდა RX 6600 XT დაფაზე 369 აშშ დოლარის დაწესებას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა ფასის შემცირება, რათა მომხმარებლებმა არჩევანი არ გააკეთონ RTX 3060 მოდელის სასარგებლოდ, რომლის მეხსიერების მოცულობა 12 გიგაბაიტია, RX 6600 XT დაფისა კი - 8 გბ. Neowin აღნიშნავს, რომ მითითებული სარეკომენდაციო ფასები პრაქტიკაში დიდი ალბათობით განსხვავებული იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საუბარი ეხება ახალი ვიდეო დაფების ანონსში მონაწილე პარტნიორების მიერ წარმოებულ პროდუქციას. წყარო: videocardz.com რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მოსალოდნელია, რომ RX 6600 XT დაფაში წარმოდგენილი იქნება 32 CU (2048 ნაკადური პროცესორი) Navi 23, 128-ბიტიანი GDDR6 მეხსიერების მოცულობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 8 გბ-ს შეადგენს. XT პრეფიქსის არმქონე მოდელის მეხსიერების მოცულობა იგივეა, თუმცა მასში მოცემული იქნება 1792 ნაკადური პროცესორი. AMD Radeon RX 6600 სერიის ვიდეო დაფების ანონსი მოსალოდნელია 30 ივლისს, უფროსი ვერსია გაყიდვაში 11 აგვისტოდან უნდა გამოვიდეს. https://bit.ly/3i5Qz1g
  23. Bloomberg Intelligence-ის ნედლეული პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტა უფრო დიდ ალბათობით დაუბრუნდება 60 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს, ვიდრე 20 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა. „ჩვენმა კრიპტოანალიტიკოსმა მაიკ მაკგლოუნმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი დიდი ალბათობით მიაღწევს 60 ათას აშშ დოლარს და არა 20 ათას $-ს ფასების ისტორიული პატერნებიდან გამომდინარე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩინეთის უარი ღია კოდის მქონე პროგრამული კრიპტოაქტივების მიმართ შესაძლოა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლის დასაწყისი“ - დაწერა Bloomberg-ის ბირჟების ფონდების უფროსმა ანალიტიკოსმა ერიკ ბალჩუნასმა. მაკგლოუნის აზრით, ბაზარზე არსებული ვითარება ჰგავს 2018-2019 წლების კონსოლიდაციის პერიოდს, როდესაც პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარად, სანამ მისი ფასი 14 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ დათვური განწყობა ჭარბობს მაშინ, როდესაც ფასი 20-კვირიანი ცვლადი შუალედის 30%-ით ქვემოთ ნარჩუნდება. კვირას, 25 ივლისს, Bitcoin-ის ფასმა გადააჭარბა 34400 $-იან დონეს. CoinGecko-ს თანახმად დღე-ღამის განმავლობაში აქტივის კვოტირება გაიზარდა თითქმის 2%-ით, კვირის განმავლობაში - 9%-ით. სტატიის მომზადების დროს ციფრული ოქრო 34 460 აშშ დოლარად იყიდებოდა. BTC/USDT საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ბალჩუნასის ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა, რომ რეპრესიული პოლიტიკა ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების მიმართ ასახავს ჩინეთის შიშს იუანის სტაბილურობის შესახებ. „ამან რატომღაც ჩაკ ნორიზე ხუმრობა გამახსენა. ჩინეთი არ უარყოფს Bitcoin-ს, Bitcoin-ის უარყოფს ჩინეთს“ - უპასუხა ანალიტიკოსმა. მოგვიანებით მაკგლოუნმა აღნიშნა აშშ დოლარის დომინირება ციფრული აქტივებით ვაჭრობაში და განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედება „ზრდის Bitcoin-ისა და აშშ-ის ეროვნული ვალუტის ფასეულობას“. კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი ექსპერტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. როგორც ჟურნალისტი კოლუნ ვუ აცხადებს, ჩინეთის ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა „დაკარგოს კონკურენტუნარიანობა დეცენტრალიზებული ფინანსების ეპოქაში“. შეგახსენებთ, 20 ივლისს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. თუმცა კონფერენცია The B World-ის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ ილონ მასკი, კეტი ვუდი და ჯეკ დორსი, კოტირებებმა ზრდა დაიწყო. https://bit.ly/3rBS4rm
  24. Tom's Hardware-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია დისკრეტული გრაფიკული დაფა Intel Xe DG1-ის ტესტირებისა და კონკურენტებთან მისი წარმადობის შედარების შესახებ. დასაწყისისთვის გავიხსენოთ ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები: დაფას საფუძვლად უდევს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი Xe LP. ვიდეო დაფას აქვს 80 შემსრულებელი მოდული, რაც საერთო ჯამში 640 გრაფიკულ ბირთვს იძლევა. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 900 მჰც-ს შეადგენს, აჩქარების რეჟიმში კი - 1550 მჰც-ს. ვიდეომეხსიერების მოცულობაა 4 გბ, მეხსიერების სალტე 128-ბიტიანია. ქვემოთ წარმოდგენილია გატესტილი GPU-ების ტექნიკური მახასიათებლების შედარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Intel Xe DG1 ვერ გამოიყენება ნებისმიერ დედა დაფაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავად ვიდეო დაფას არ აქვს EEPROM VBIOS-ის შენახვისთვის, რისთვისაც საჭიროა მისი განთავსება დედა დაფის BIOS-ში. ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტა Intel-მა არ დააყენოს BIOS ვიდეო დაფაში. დედა დაფების არჩევანი მეტად შეზღუდულია. მოცემულ ტესტირებაში გამოყენებული იყო კომპანია ASUS-ის წარმოების დაფა. სატესტო აღჭურვილობის ჩამონათვალს შეგიძლიათ მომდევნო ცხრილში გაეცნოთ: ტესტების შედეგებს რაც შეეხება,  Intel Xe DG1 ვიდეო დაფამ ვერ წარმოაჩინა თავი საუკეთესოდ კონკურენტებთან შედარებით იმის მიუხედავად, რომ იგი ზოგიერთი პარამეტრით ბევრ კონკურენტს აღემატება. ფოტოებზე მოცემულია გრაფიკები, სადაც მოყვანილი ჯამში 17 თამაშში ტესტირების შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებლები. https://bit.ly/3zxg7KA
  25. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია Apple აპირებს მოწყობილობის განბლოკვის ფუნქცია Face ID დაამატოს Mac კომპიუტერებში უახლოესი წლების განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა Mark Gurman-მა. ფოტოს წყარო: MacRumors ჟურნალისტის მოსაზრებით, Apple-ის საბოლოო მიზანია, რომ სახის ამოცნობის სკანერით აღჭურვოს პრაქტიკულად ყველა თავისი პროდუქტი, მათ შორის სმარტფონებისა და პლანშეტების ხელმისაწვდომი ვერსიები - iPhone SE და iPad Air, რომლებშიც რეალიზებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია Touch ID. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple არ ჩქარობს Touch ID-ის ჩანაცვლებას იმის გამო, რომ ტექნოლოგია წარმოადგენს „Face ID-ის უფრო იაფფასიან ალტერნატივას“. ამასთან იგი უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოწყობილობებში შენახული მონაცემების უსაფრთხოების მაღალ დონეს. „ველოდები, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება. ეს არ მოხდება მიმდინარე წელს, მაგრამ მზად ვარ ვამტკიცო, რომ Face ID Mac-ზე 1-2 წელში გამოჩნდება. არ ველი, რომ ყველა iPhone და iPad გადავა Face ID-ზე ხსენებულ ვადებში. საბოლოო ჯამში, ეკრანის ქვეშ არსებული კამერა Apple-ის ძვირადღირებული მომწყობილობებიდან ამოიღებს ეკრანის ზედა ნაწილში არსებული ჭრილის აუცილებლობას. სახის ამოცნობის სენსორი Apple-ს ანიჭებს ორ მთავარ ფუნქციას: უსაფრთხოებასა და შერეულ რეალობას. ფუნქცია Touch ID, მოსახერხებელია იგი თუ არა, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველ მათგანს“ - განაცხადა Mark Gurman-მა. მიიჩნევა, რომ საბოლოო ჯამში Apple ფუნქცია Face ID-ის რეალიზებას მოახდენს მოწყობილობის ეკრანქვეშ განთავსებული სენსორის მეშვეობით. ავტორიტეტულ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით ამგვარი iPhone-ის დებიუტი შესაძლოა 2023 წელს შედგეს. რაც შეეხება დესკტოპ კომპიუტერ Mac-ს, Apple-ს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია მუშაობა 27-დუიმიანი iMac-ის ჩანაცვლებაზე, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, ექნება უფრო დიდი ეკრანი, აგრეთვე კომპანიის საკუთრი წარმოების მოწინავე პროცესორი. https://bit.ly/3kVs2xN
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.