Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობისთვის ცნობილია Boston Dynamics-ის რობოტიზებულ ძაღლ Spot-ის არსებობის შესახებ, რომელიც კომპანიის დაკვეთით მზადდება და ღირს 75 ათას აშშ დოლარზე მეტი. რობოტს ფართო ფუნქციონალი გააჩნია და მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო პირობებშიც შეიძლება, თუმცა მომხმარებელს მისი ღირებულება აფრთხობს. კომპანია Xiaomi-მ დაიწყო საკუთარი რობო-ძაღლის შექმნაზე მუშაობა, რომელიც გარეგნულად Spot-ის მსგავსი იქნება, სახელად კი ეწოდება CyberDog. რობოტი აღიქვამს პატრონის ხმოვან ბრძანებებს და შეუძლია სახის მობრუნება. რობოტის საბაზისო ფუნქციონალი საკმაოდ მოკრძალებულია, იგი უბრალოდ უკან დაყვება მფლობელს, აწვდის თათს და ნახტომს აკეთებს უკუმიმართულებით, თუმცა რობოტში ჩამონტაჟებული მიკროკომპიუტერი Jetson Xavier NX საშუალებას იძლება რობოტი აპლიკაციის მეშვეობით იმართოს. CyberDog-ის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/37Cm5Of ზემოთხსენებული მიდგომა ზრდის რობოტის ფუნქციონალს აპლიკაციის მეშვეობით, 128 გბ მოცულობის SSD, HDMI და Type-C პორტები კი ხელს უწყობენ ამაში. Spot-ის ჩინური ანალოგის ფასია 1500 აშშ დოლარი, შედეგად იგი ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ რობოტად ითვლება. https://bit.ly/3m1NO3A
  2. ენთუზიასტმა Fritzchens Fritz -მა გააზიარა ერთ-ერთი ჰიბრიდული AMD Ryzen 5000G პროცესორის ინფრაწითელი ფოტოები, რომელსაც მოხსნილი აქვს თბოგამანაწილებელი სახურავი. შეგახსენებთ, ამ სერიაში წარმოდგენილია როგორც მობილური, ისე დესკტოპ სეგმენტის კონფიგურაციები, რომლებიც შეიცავს 8-მდე Zen 3 ბირთვს და ინტეგრირებულ Vega გრაფიკას. ფოტოს წყარო: Fritzchens Fritz თავად AMD-მ ადრე წარადგინა ახალი სერიის APU-ის შიდა სტრუქტურის ოფიციალური სურათები, თუმცა ესენი იყო მხოლოდ მხატვრული წარმოდგენები და არა - რეალური ფოტომასალა. კვლევისთვის Fritzchens Fritz-მა გამოიყენა ჩიპი Ryzen 5 5600G. ამ პროცესორს მხოლოდ 6 ბირთვი აქვს, თუმცა იგი აგებულია იმავე კრისტალზე, რაზეც უფროსი რვაბირთვიანი Ryzen 5 5700G, რომელშიც ორი ბირთვი გამორთულია. როგორც წყარო აღნიშნავს, უფრო დიდი Zen 3 ბირთვების გამო Cezanne APU-ების ფართობი 16%-ით აღემატება ჰიბრიდულ Renoir-ს Zen 2 ბირთვზე და აღწევს 179.9 მმ2-ს. სპეციალისტების ანალიზი აჩვენებს, რომ Cezanne კრისტალის ნაწილი, რომელზეც გამომთვლელი ბირთვებია განთავსებული, 27%-ით დიდია Renoir-თან შედარებით. Renoir-ის კრისტალი დეტალებში Cezanne-ის კრისტალი დეტალებში ენთუზიასტების აზრით AMD-ს შეეძლო მეტი iGPU ბირთვების დამატება ჩიპის შემადგენლობაში, რათა გამოეყენებინა არა რვა, არამედ მეტი PCIe ხაზი. თუმცა როგორც ჩანს, კრისტალის საწარმოო ღირებულება და ენერგომოხმარების დონე კომპანიისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. https://bit.ly/3CKoh4B
  3. კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დაამატა კრიპტოვალუტების - IoTeX (IOTX), Orion Protocol (ORN), Tribe (TRIBE) და TerraUSD (UST) მხარდაჭერა Ethereum-ის ქსელის ბაზაზე. მომხმარებლებისთვის აქტივები ხელმისაწვდომია ონლაინ-პლატფორმის ან კომპანიის Android-და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. მონეტებით ვაჭრობა აგრეთვე მხარდაჭერილია Coinbase Pro პლატფორმაზე. Coinbase-ზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ პლატფორმა IoTeX-ის ტოკენის კოტირებები (ტოკენები განკუთვნილია IoT მოწყობილობებისა და დეცენტრალიზებული პროგრამების დასაკავშირებლად) 42%-ით გაიზარდა. IOTX-ის კურსმა გახსნის მომენტიდან 0.116 აშშ დოლარიდან 0.165 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა მომდევნო ვარდნის პირობებში 0.108-მდე შემცირდა. წყარო: TradingView. პროექტ Orion Protocol-ის მონეტის ფასი, რომელიც განკუთვნილია ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟების ლიკვიდურობის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებისთვის, აგრეთვე გაიზარდა ლისტინგის დაწყებისას. ORN-ის ფასი 9.9 აშშ დოლარიდან 10.48$-მდე გაიზარდა. კორექციის შემდეგ იგი დაახლოებით 9.7 აშშ დოლარად იყიდება. წყარო: TradingView. Tribe (TRIBE) Fei პროტოკოლით მართვადი ტოკენია, რომელიც უშვებს დოლარზე მიბმულ დეცენტრალიზებულ Stablecoin-ს, სახელად FEI. TRIBE-ის ფასი Coinbase-ზე აღწერილ ტრაექტორიას მიჰყვა- გაიზარდა 0.756-დან 0.808 აშშ დოლარამდე, შემდეგ მოხდა კორექცია. სტატიის წერის მომენტში კოტირებები დაახლოებით 0.73 $-ის დონეზეა - გახსნამდე არსებულ ფასზე დაბალი. წყარო: TradingView. დეცენტრალიზებული Stablecoin TerraUSD-ის (UST) ღირებულება ერთი აშშ დოლარის ტოლია. მონეტა არ არის მხარდაჭერილი ფიატური რეზერვებით ან ფასიანი ქაღალდებით, ერთი UST-ის გამოსაშვებად აუცილებელია დაიწვას 1$ ღირებულების Terra (LUNA) სარეზერვო აქტივი. https://bit.ly/3iHmCF1
  4. ჩინურმა კომპანია Honor-მა Magic 3 და Magic 3 Pro მოდელების შემდეგ დააანონსა ფლაგმანური Pro+ ვერსია. იგი აგებულია Pro ვარიანტის ბაზაზე, აქვს კერამიკის კორპუსი, უზარმაზარი კამერა და მისი ფასი 1499 ევროს შეადგენს. Honor Magic 3 Pro+ მოდელსა და Magic 3 Pro-ს შორის მთავარი განსხვავება კამერებშია. Pro+ ვერსიას გააჩნია უზარმაზარი ფართობი, რომელზეც განთავსდა ოთხი ოპტიკური მოდული მოზრდილ ToF სენსორთან ერთად პორტრეტული რეჟიმისთვის, აგრეთვე ფერის ტემპერატურის სენსორი. ძირითადი კამერის სენსორი 50-მეგაპიქსელიანია, ეს არის არა Sony IMX766, არამედ Sony IMX700 - 1/1.28 ოპტიკური ფორმატით 1.22 მკმ პიქსელით. ოპტიკის ფოტოძალა შეადგენს f/1,9-ს, ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი - 23 მილიმეტრს. ხელმისაწვდომია ოპტიკური სტაბილიზაცია. კომპანიამ გადაწყვიტა არ შეეცვალა ტელეფოტოობიექტივი, ასევე მონოქრომული მოდული. ულტრა ფართოკუთხიანი კამერა კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პირველ რიგში გაფართოება გაიზარდა 13 მეგაპიქსელიდან 64 მეგაპიქსელამდე. მეორე, ხედვის კუთხეა 126 გრადუსი 120 გრადუსის ნაცვლად. მაგრამ ნაკლებია განათება f / 2.4 - f / 2.2-ს ნაცვლად. ხელმისაწვდომია ვიდეოს გადაღება 4K ULTRA HD ფორმატში 60 FPS სიხშირით. Honor Magic 3 Pro+-სა და Magic 3 Pro-ს შორის მეორე განსხვავება დიზაინს ეხება. ფლაგმანურ სმარტფონს დიდი ფართობი აქვს, უკანა პანელზე გაჩნდა ვერტიკალური ზოლები. მოწყობილობა ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერში მხოლოდ კერამიკის კორპუსით. მესამე განსხვავება - არ არის წარმოდგენილი მოდიფიკაცია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით. მთავარი ფლაგმანი გაიყიდება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერების მქონე ვერსიის სახით. იგი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 11-ზე, წარმოდგენილი იქნება Magic UI 5.0 firmware და დაყენებული Google-ის სერვისები. და ბოლო განსხვავება Pro და Pro+ მოდელებს შორის ფასია. Honor Magic 3 Pro+-ს სარეკომენდაციო ფასი 1499 ევროა, სტანდარტული Pro მოდელი კი 1099 ევროდ არის შეფასებული. https://bit.ly/37GkE1k
  5. უახლოეს წლებში Samsung აპირებს განახორციელოს ფართომასშტაბიანი პროგრამა Galaxy for the Planet. მის ფარგლებში გათვალისწინებულია კომპანიის ყველა მობილურ მოწყობილობაში მეორადი ნედლეულის კომპონენტების გამოყენება, ენერგიის მოხმარების შემცირება, ახალი პროდუქტების წარმოებისა და ძველი მოდელების დამუშავების პრინციპების გადახედვა. samsung.com „Samsung-ს ესმის, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მასშტაბს, ჩვენს გავლენას და Galaxy-ეკოსისტემის მოცულობას მთელ მსოფლიოში. Galaxy for the Planet ჩვენს გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ეკოლოგიური სამყაროსკენ“ - განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური კომუნიკაციების ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა TM Roh-მა. განყოფილების მდგრადი განვითარების კონცეფცია ითვალისწინებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეგიონებში, სადაც კომპანია მუშაობს. განისაზღვრა პირველადი მიზნები 2025 წლისთვის, რათა შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. პირველ რიგში, 2025 წლისთვის ყველა ახალ მობილურ პროდუქტში გამოყენებული იქნება გადამუშავებული მასალები. პროგრამა-მაქსიმუმია „ჩაკეტილი ციკლის ეკონომიკის“ მიღწევა. მეორე - 2025 წლისთვის იგეგმება პლასტმასის გამორიცხვა მობილური მოწყობილობების შეფუთვებიდან. ამ მიზნით ზედმეტი ელემენტები და მასალები ჩანაცვლდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით. იმავე წლისთვის მწარმოებელი კომპანია აპირებს ყველა დამტენის ენერგომოხმარება ლოდინის რეჟიმში 0.005 ვატამდე შეამციროს. ჯერჯერობით შესაბამისი მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 ვატამდე, მაგრამ მიიჩნევა, რომ დაგეგმილი მაჩვენებელი მიღწეული იქნება განსაზღვრულ ვადებში. მაქსიმალური პროგრამაა დამტენების ნულოვანი ენერგომოხმარება ლოდინის რეჟიმში. დაბოლოს, 2025 წლისთვის მობილური ელექტრონიკის წარმოებაში ნარჩენების რაოდენობა უნდა შემცირდეს იმ დონემდე, რომ იგი არ საჭიროებდეს ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებას. გარდა ამისა, Samsung აპირებს გააუმჯობესოს მოწყობილობების სასიცოცხლო ციკლი, გააუმჯობესოს განვითარების პროცესები და განახორციელოს ისეთი პროგრამები, როგორიცაა Galaxy Upcycling და „Trade-in”. ამ მიზნების მისაღწევად უკვე ბევრი რამ კეთდება. Samsung-ის თანახმად კომპანიის პროდუქცია შექმნილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით, ენერგოეფექტური ნახევარგამტარი ჩიპების, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის, ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიების და გადამუშავების შესაძლებლობების გამოყენებით. კომპანიის უახლესი მიღწევები აღწერილია 2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში. https://bit.ly/3iHgQDg
  6. Ethereum-ის ღირებულების ზრდასთან ერთად შესაძლოა კვლავ გაჩნდეს ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც AMD-ის ახალ დაფას უქმნის საფრთხეს. Reddit-ის ინფორმაციის თანახმად AMD Radeon RX 6600 XT კარგ შედეგს აჩვენებს მაინინგში და შესანიშნავ ეფექტურობას გვთავაზობს სხვა მოწყობილობებთან შედარებით. AMD-ის RDNA2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, მაინინგში არ გამოიყენება NVIDIA-ს Ampere არქიტექტურის მოდელებთან შედარებით მაღალი ფასისა და გაცილებით დაბალი მაინინგ-წარმადობის გამო. RDNA2 გრაფიკულ პროცესორებში წარმადობაზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერების ვიწრო სალტეები. თუმცა, როგორც ტესტებიდან ჩანს, ეს პრობლემა არ ეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 23-ზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. Radeon RX 6600 XT დაფა, რომელსაც აქვს 2048 ნაკადური პროცესორი, 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, დემონსტრირებს 28 MH/s წარმადობას 93 ვატი სიმძლავრის პირობებში. ამგვარი შედეგები მიიღო Dizzy Mining-მა, რომელმაც გამოიყენა MSI RX 6600 XT Gaming X. მაინინგის სიჩქარის გაზრდის მიზნით მან გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 1.2 გჰც-მდე შეამცირა და გაზარდა მეხსიერების სამუშაო სიხშირე 2.2 გჰც-მდე. განხორციელებული მანიპულაციების შემდეგ მაინინგის წარმადობა 32 MH/s-მდე გაიზარდა, ენერგომოხმარება კი 55 ვატამდე შემცირდა. https://bit.ly/3yHIDJl
  7. სამხრეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Z Flip 3. მას აქვს კომპაქტური დამატებითი დისპლეი, ორი ძირითადი კამერა, ერთი ფრონტალური კამერა და მთელი რიგი საინტერესო მახასიათებლები. Samsung Galaxy Z Flip 3 სმარტფონს აქვს ძირითადი დისპლეი Foldable Dynamic AMOLED 2X, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მატრიცა შეესაბამება HDR10+ სტანდარტს და აქვს მაქსიმალური 1200 ნიტი სიკაშკაშის მაჩვენებელი. დიაგონალი 6.7 დუიმია, გაფართოება - 1080 x 2640 პიქსელი. მეორე დისპლეი განთავსებულია უკანა მხარეს. მასში გამოყენებულია 1.9-დუიმიანი, Super AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული მატრიცა, რომლის გაფართოებაა 260 x 512 პიქსელი და იგი განკუთვნილია შეტყობინებების გამოტანისთვის. უკანა და წინა მხარეს სმარტფონს აქვს დამცავი მინა Gorilla Glass Victus. კორპუსს გააჩნია IPX8 სტანდარტის დაცვა წყლისგან. Samsung Galaxy Z Flip 3-ში გამოყენებულია 5-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888 და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ მოდიფიკაციის შესაბამისად. ბატარეის მოცულობაა 3300 მა/სთ, აქვს 25-ვატიანი სადენიანი და 11-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. აგრეთვე ხელმისაწვდომია რევერსული დამუხტვა უსადენო გზით, მისი სიმძლავრე 4.5 ვატს შეადგენს. Samsung Galaxy Z Flip 3 მოდელის ძირითადი კამერის მოდულების გაფართოებაა 12+12 მპ. შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K UHD ფორმატში კადრის 60 FPS სიხშირით. ხელმისაწვდომია ოპტიკური სტაბილიზაცია, არ არის წარმოდგენილი ტელეობიექტივი. 10-მეგაპიქსელიან ფრონტალურ კამერასაც შეუძლია 4K UHD ფორმატის ვიდეოს ჩაწერა, თუმცა 30 FPS სიხშირით. სამხრეთკორეული კომპანია ამ დრომდე არ ათავსებს თითის ანაბეჭდის სკანერს დასაკეცი ეკრანის ქვეშ. ახალ მოწყობილობებში იგი კორპუსის მარჯვენა გვერდზეა განთავსებული. სმარტფონში წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფა One UI 3.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-ს ბაზაზე, აგრეთვე AKG-ს სტერეოდინამიკები, NFC, Bluetooth 5.1 და Wi-Fi 6. სმარტფონს არ აქვს ყურსასმენის პორტი და microSD სლოტი. https://bit.ly/3iFXCyc
  8. გზის გავლის ადეკვატური მარაგის მქონე ელექტრომობილები ჯერჯერობით ძვირ სიამოვნებად რჩება, ამიტომ ბაზარი იზრდება პრემიალური და მასთან ახლოს მყოფი სეგმენტის მოდელების ხარჯზე. ჩინური კომპანია Nio ლოკალურ ბაზარზე ივლისის შეჯამებით მეოთხე ადგილს იკავებს 7931 რეალიზებული ელექტრომობილით. მომდევნო წელს იგი აპირებს კიდევ ორი ახალი მოდელის წარდგენას, აგრეთვე ემზადება ახალი ბრენდით მასიურ სეგმენტზე გასვლისთვის. Nio-მ მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, რადგანაც მეორე კვარტალში კომპანიამ შეძლო ზარალის თითქმის ორჯერ, 102 მლნ აშშ დოლარამდე შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აპრილიდან ივნისამდე პერიოდში Nio-მ მომხმარებლებს მიაწოდა 21789 ელექტრომობილი, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს. იანვარში Nio-მ წარადგინა თავისი პირველი სედანი ET7, მანამდე კომპანია სპეციალიზდებოდა ელექტრო ქროსოვერების წარმოებაზე. ახალი სედანის მიწოდება 2022 წელს დაიწყება. როგორც Reuters აღნიშნავს, Nio-ს ხელმძღვანელმა უილიამ ლიმ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კიდევ ორ ახალ მოდელს წარადგენს, თუმცა მათი მახასიათებლების გაზიარებაზე უარი თქვა. კომპანია აპირებს მასობრივ სეგმენტზე გასვლას ახალი სავაჭრო ნიშნით და ამ ბრენდისთვის გუნდი ამჟამად უკვე შექმნილია. Nio ევროპის ბაზარზე შესვლას ნორვეგიიდან აპირებს, სადაც ელექტრომობილები მეტად პოპულარულია, ათწლეულის შუა პერიოდისთვის კი განიხილავს აკუმულატორების შესაცვლელი საფირმო სადგურების რაოდენობის 4 ათასამდე გაზრდას. ამგვარი მიდგომა ბატარეის ხანგრძლივი დამუხტვის ალტერნატივაა - ავტომატური მანიპულატორები შეცვლიან დამჯდარ აკუმულატორს რამდენიმე წუთში, ელქტრომობილის მფლობელი გზის გაგრძელებას ფაქტობრივად დროის დაკარგვის გარეშე შეძლებს. https://bit.ly/3iGTsWN
  9. სამშაბათს, 10 აგვისტოს, აშშ-ის სენატმა წარმომადგენელთა პალატაში გაგზავნა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1 ტრილიონი აშშ დოლარის შეგროვებას ქვეყნის ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით. დოკუმენტი შეიცავს "ბროკერის" კონცეფციის გაფართოებულ განსაზღვრებას. მაგალითად, მაინერებსა და ბლოკჩეინზე მომუშავე ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, DeFi პროტოკოლებში ლიკვიდურობის პროვაიდერებს და სხვა კასტოდიალურ მოთამაშეებს შეიძლება მოეთხოვოთ საგადასახადო სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარება საკუთარი მომხმარებლების საქმიანობის შესახებ. ამ ფორმით კანონპროექტის მოთხოვნები ტექნიკურად შეუძლებელია, რის გამოც დოკუმენტი არაერთხელ გააკრიტიკეს კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ილონ მასკმა და ჯეკ დორსიმ. სენატორების, რონ უაიდენის, სინტია ლამისისა და პეტ ტუმის შემოთავაზებაა დოკუმენტიდან გამოირიცხოს საქმიანობის მითითებული სახეობები და არ გავრცელდეს მათზე ბროკერების მიმართ დაწესებული ნორმები. მათ დაეთანხმა კოლეგა რობ პორტმანი, თუმცა მან წამოაყენა მორიგი შესწორება, რომელიც გამორიცხავდა მხოლოდ იმ მაინერებსა და აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს, რომლებიც ცალკეულ პირებს პრივატული გასაღებების კონტროლის საშუალებას აძლევენ. მისი წინადადების მიღების შემთხვევაში გაურკვეველი რჩება PoS-ვალიდატორების სტატუსი. 9 აგვისტოს დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა და ფინანსთა სამინისტრომ მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ შესაბამისმა შესწორებამ ვერ მიიღო ერთსულოვანი მხარდაჭერა - მის წინააღმდეგ გამოვიდა 87 წლის რიჩარდ შელბი. ჟურნალისტ ჯეიკ შერმანის თქმით, რესპუბლიკელმა შელბიმ აღიარა, რომ იგი ეთანხმებოდა შესწორებას, მაგრამ დაბლოკა, რადგან სხვებმა არ განიხილეს მისი წინადადება თავდაცვის ხარჯების შესახებ. ახლა ინდუსტრიის ლობისტები სენატში წარუმატებლობის გამო მიზნად ისახავენ ახალი ცვლილების შეტანას აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში. https://bit.ly/3yCkUdC
  10. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი RTX A2000, რომელიც განკუთვნილია სამუშაო სადგურების შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ახალი ვიდეო დაფა Ampere არქიტექტურის ყველაზე კომპაქტური მოდელია და შესაძლებელია უპრობლემოდ მოთავსდეს SFF ფორმ-ფაქტორის ყველაზე პატარა კორპუსებშიც კი. ფოტოს წყარო: NVIDIA RTX A2000 მოდელი პირველ რიგში განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ რეითრეისინგის ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით სარგებლობა. დაფა უზრუნველყოფს 8 Tflops წარმადობას, გააჩნია 3328 CUDA ბირთვი და 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მეხსიერება დაკავშირებულია 192-ბიტიანი სალტით და უზრუნველყოფს 288 გბ/წმ სიჩქარეს. ამგვარი მახასიათებლების წყალობით ახალი ვიდეო დაფა მეტი წარმადობის მქონეა, ვიდრე მობილური GeForce RTX 3050, ამასთან მხოლოდ 70 ვატ ენერგიას მოიხმარს. RTX A2000 დაფის გამოყენების მთავარი გარემოა სხვადასხვა გრაფიკული რედაქტორები და 3D მოდელირების პროგრამები, როგორიცაა Blender, Autodesk 3DS Max და სხვა. ვიდეო დაფას აქვს მეორე თაობის RT ბირთვი, ასევე მესამე თაობის ტენსორული ბირთვი, რათა დაჩქარდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანები. ვიდეო დაფის კომპონენტების გაგრილებაზე პასუხისმგებელია ტანგენციალური ტიპის ქულერი. დაფას აქვს ოთხი DisplayPort 1.4. RTX A2000 მოდელის სიგანე შეადგენს დაახლოებით 7 სმ-ს, სიგრძე - 17 სმ-ს, რაც თითქმის ნახევარია, ვიდრე ფლაგმანური გეიმინგ ამაჩქარებელ GeForce RTX 3090-ს გაბარიტები. RTX A2000  ვიდეო დაფა ASUS-ის, Dell-ის, HP-ს, Lenovo-სა და ბევრი სხვა კომპანიის სამუშაო სადგურებში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გამოჩნდება. NVIDIA ახალ ვიდეო დაფას დაახლოებით 450 აშშ დოლარად აფასებს. https://bit.ly/3fUe9MZ
  11. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა NASA-ს დახმარება შესთავაზა მთვარეზე ფრენისთვის საჭირო სკაფანდრის შექმნაში. ამის შესახებ ბიზნესმენმა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა. ამრიგად მოახდინა მან რეაგირება კოსმოსური სააგენტოს ინსპექციის ანგარიშზე, რომელშიც დაფიქსირდა გრაფიკზე ჩამორჩენა, რის გამოც საჭირო გახდება მთვარეზე ასტრონავტების გაშვების გადავადება. წყარო: Inc.Magazine „აუცილებლობის შემთხვევაში SpaceX-ს შეუძლია ამაში დახმარება“ - დაწერა მასკმა. როგორც წყარო აღნიშნავს, SpaceX-ს აქვს გამოცდილება საკუთარი სკაფანდრების შექმნაში, რომლებიც Crew Dragon-ით ფრენებისას გამოიყენება. ამასთან, უპირველეს ყოვლისა, ეს სკაფანდრები განკუთვნილია ექსტრემალური სიტუაციებისთვის - ხომალდში არსებული ხანძრის ან რაკეტის ჰერმეტულობის დარღვევისას. NASA-ს წარმომადგენელმა მონიკა ვიტმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა სააგენტოს მოთხოვნა კომერციული აღჭურვილობისა და სკაფანდრების შესყიდვის შესახებ. არ არის დაზუსტებული, აპირებენ მათ გამოყენებას ბორტზე თუ გამოიყენებენ ახალი ნიმუშების შექმნისთვის. NASA-ს ინსპექციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გამოაცხადა მთვარეზე ფრენის გადადების შესახებ. მიზეზი იყო დაფინანსების პრობლემები და სკაფანდრების შექმნის საკითხი. ამის გამო გამგზავრების თარიღი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. https://bit.ly/3AurqDS
  12. გერმანულმა საფეხბურთო ბუნდესლიგამ პარტნიორობა დაიწყო საკოლექციო ნივთების მწარმოებელ Topps-თან, რათა გამოუშვას არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) პირველი კოლექცია 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეებით. ბლოკჩეინ Avalanche-ზე არსებულ ნაკრებში აგრეთვე შევა ხსენებული სეზონის ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავები და მნიშვნელოვანი მომენტები. NFT ფორმატის საკოლექციო ბარათები Common-იდან Legendary-მდე 10 აგვისტოდან გაიყიდება. ”თითოეულ სეზონს გააჩნია მომენტები და მოთამაშეები, რომლებიც თვალწარმტაცი და საამაყოა,” - განაცხადა Bundesliga International-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ კლაინმა. აპრილში Topps-მა გამოუშვა ბეისბოლის მთავარი ლიგის ბარათების პირველი ოფიციალური სერია NFT-ის ფორმატში. ივნისში მიუნხენის ბაიერნის კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა Binance-ის მარკეტფლეისზე წარმოადგინა საკუთარი NFT კოლექცია. https://bit.ly/3fQoU2R
  13. კანადური კომპანია Geometric Energy-ს დირექტორმა სამეულ რიდმა განაცხადა SpaceX-თან ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც კოსმოსში ახალი სერვისის ამოქმედებას გულისხმობს. საუბარი რეკლამის ჩვენებას ეხება, რომელიც დედამიწიდან ხილული არ იქნება, თუმცა მის ფონზე დედამიწა კარგად გამოჩნდება. რიდს მიაჩნია, რომ ასეთი პიარის შესაძლებლობისთვის მსხვილი ბრენდები დაიწყებენ რეალურ ფინანსურ ბრძოლას და ამიტომ აუქციონი უკვე დაგეგმა. იდეა ის არის, რომ SpaceX-ის ერთ-ერთი თანამგზავრის აღჭურვა მოხდეს დიდი ეკრანით, რომლის წინ მიმაგრდება „სელფის ჯოხის“ ანალოგი - მანიპულატორი კამერით. როდესაც ვინმე რეკლამას დაუკვეთს, მას გამოიტანენ ეკრანზე, თანამგზავრი ზურგით შეტრიალდება პლანეტისკენ და სელფის გადაიღებს. ამის შემდეგ დედამიწაზე არსებულ ჩვეულებრივ ეკრანებზე გამოჩნდება რეკლამა პლანეტის ფონით. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და ეფექტური ფონი. რეკლამა მუდმივად შეიცვლება. პოზიციები აუქციონის მსვლელობისას განისაზღვრება. განთავსებისთვის საჭიროა ხუთი ტოკენის შეძენა: Gamma პასუხისმგებელია დისპლეის სიკაშკაშეზე; Beta განსაზღვრავს X კოორდინატს; Ро განსაზღვრავს Y კოორდინატს; Xi პასუხისმგებელია დემონსტრაციის დროზე. ეს არის ის, რაც ეხება სადემონსტრაციო გამოსახულების ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე არის ადგილი რიგისთვის, რომელიც ფსონის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება. რიდი ამას უწოდებს "ყველაზე დემოკრატიულ წვდომას სივრცეში", ვინაიდან კონტენტს არ აქვს შეზღუდვები - დამკვეთს შეუძლია დაარეკლამოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ტოკენებისა და რიგის ადგილის შეძენა შესაძლებელია დოლარში, თუმცა უმჯობესია შეძენა კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. სამუელ რიდმა გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ ყველა ფინანსურ ოპერაციას ამ პლატფორმაზე გადაიტანს. SpaceX-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პროექტის შესახებ. როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, კანადური სტარტაპი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან 2018 წლიდან, მაგრამ ჯერჯერობით დიდი წარმატების გარეშე. https://bit.ly/2VKKqyE
  14. დაიწყო Mini LED დისპლეის მქონე უახლესი MacBook Pro-ს მასობრივი წარმოება. Apple-ის საწარმოო პარტნიორების ჯაჭვში არსებული წყაროების მონაცემებით აგვისტოდან ნოემბრამდე მიწოდების მოცულობა იქნება 600 ათასიდან 800 ათასამდე ეგზემპლარი ყოველთვიურად. ცნობილია, რომ Apple აპირებს განაახლოს 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომელთა გამოშვების შესახებ ხმები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. უახლესი მონაცემებით ახალი მოწყობილობები გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ iPhone-თან, Apple Watch-სა და AirPods-თან ერთად. ცნობილია, რომ ახალი MacBook Pro-ს წარმოება მესამე კვარტლის დასაწყისიდან დაიწყო. ადრე DigiTimes აცხადებდა, რომ ახალი ლეპტოპები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოვა iPhone 13-სა და Apple Watch Series 7-თან ერთად. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა გაცილებით სარწმუნოა, რომ Apple Mini LED ეკრანისა და საკუთარი არქიტექტურის ARM-პროცესორის მქონე MacBook Pro-სთვის მოახდენს ახალი ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც მთლიანად Mac-ს მიეძღვნება. გასულ კვირას Apple-მა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში შეიტანა ბევრი ახალი პროდუქტი, მათ შორის Mac და Apple Watch. განაცხადი შეიცავს მოდელების მხოლოდ კოდურ ნომრებს, თუმცა სავსებით სარწმუნოა, რომ საუბარი ეხება MacBook Pro-სა და Apple Watch Series 7-ის ახალ ვარიანტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა დროისთვისაც უნდა გეგმავდეს Apple პრემიერას, ახალ ლეპტოპებზე მოთხოვნა მეტად მაღალი იქნება. არსებული ცნობების თანახმად, Apple-მა მოახდინა 200 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება სამომავლო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Mini-LED დისპლეების წარმოების გაფართოებაში და ბოლო დროს აქტიურად ეძებს დამატებით კომპანიებს მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციისათვის. https://bit.ly/3ApWpAU
  15. ახალი ტექნოლოგიების განვითარებით SEC-ის როლი არ იცვლება - სააგენტომ უნდა დაიცვას როგორც საცალო, ისე ინსტიტუციური ინვესტორები თაღლითობისა და მანიპულირებისგან, მათ შორის ციფრული აქტივების ბაზრებზე. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა განაცხადა CNBC-თან საუბარში. მისი თქმით, SEC მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. კრიპტოვალუტების ბაზარზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია პლატფორმის მომხმარებლების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისებით. გენსლერმა აღნიშნა, რომ ბევრი Bitcoin-ბირჟა და ლენდინგ-პლატფორმა „სასაზღვრე პოზიციაში“ იმყოფება, რადგან, დიდი ალბათობით, არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებთან უჭირავთ საქმე. „მათ უნდა მოგვმართონ, დაამყარონ დიალოგი. ბევრი მათგანი ცდილობს თქვას: "იცით, ჩვენ არ ვაპირებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა მან. განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ "Bitcoin-ი და ასობით სხვა მონეტა" მიეკუთვნება სპეკულაციური აქტივების კლასს. მან განმარტა, რომ მარეგულირებელი ორგანო არ არის ამ მდგომარეობის წინააღმდეგი, მაგრამ მისი მოვალეობაა უზრუნველყოს ინვესტორები "საბაზისო დაცვით". Squawk Box-ის წამყვანმა ენდრიუ სორკინმა აღნიშნა, რომ რეგულირება ეწინააღმდეგება Bitcoin-ის ძირითად იდეას. ამის საპასუხოდ გენსლერმა შეაქო კრიპტოვალუტის "ლიბერტარიანული ფასეულობები", მაგრამ აღნიშნა ზედამხედველობის მნიშვნელობა თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ტერორიზმთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად. მაგალითის სახით მან მოიყვანა Colonial Pipeline-ზე გამომძალველი ვირუსის შეტევა. ადრე ღონისძიება Aspen Security Forum 2021-ზე გენსლერმა განაცხადა, რომ SEC განიხილავს ინდუსტრიაში მკაცრი ზედამხედველობის რეჟიმის შემოღებას. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი ნეიტრალურია ტექნოლოგიების, მაგრამ არა - ინვესტორთა დაცვის მიმართ. ივლისში გენსლერმა გაფრთხილება მისცა ტოკენების ემიტენტებს, რომელთაც საფუძვლად აქციები უდევს, რომ აუცილებელია ანგარიშგება SEC-ის წინაშე. იმავე თვეში ოფიციალურმა პირმა მოითხოვა ბიტკოინ-ბირჟებზე ინვესტორების დაცვის წესების გაფართოება. ეს უკანასკნელი, მისი აზრით, უნდა დარეგულირდეს აქციებისა და დერივატივების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა გენსლერის კანდიდატურა დაამტკიცა SEC-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იგი მუშაობდა CFTC-ის თავმჯდომარედ და ახსოვს რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომა. https://bit.ly/3AmhyvH
  16. Microsoft მუშაობს Xbox-კონსოლებში ღამის რეჟიმის ფუნქციის დამატებაზე. ახალი რეჟიმის ტესტირება უკვე ამოქმედებულია პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის. ღამის რეჟიმი საშუალებას იძლევა შემცირდეს ეკრანის სიკაშკაშე, შუქდიოდური განათება გეიმპადზე, აგრეთვე თავად კონსოლზე არსებულ კვების ღილაკებზე. წყარო: theverge.com ღამის რეჟიმის პარამეტრები გვთავაზობს ინდივიდუალიზაციის რამდენიმე შესაძლებლობას: შესაძლებელია დაყენდეს ეკრანზე სიკაშკაშის სასურველი დონე, აგრეთვე დარეგულირდეს ლურჯი ფილტრი. Xbox-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგულირონ შეუქდიოდური განათება კონსოლის კონტროლერზე, აგრეთვე კონსოლის კორპუსზე არსებულ კვების ღილაკებზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია განათების მთლიანად გამორთვა კვების ღილაკებზე. ღამის რეჟიმში შესაძლებელია დაყენდეს სისტემური მუქი თემა და გამოირთოს HDR. შესაძლებელია ღამის რეჟიმის ავტომატური აქტივაცია ან დეაქტივაცია გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც მფლობელს შეეძლება მიუთითოს სასურველი დრო ან მისი მართვა ანდოს თავად კონსოლს (იგი შეძლებს რეჟიმის ავტომატურად გააქტიურებას საღამოს და გამორთვას - გათენებისას). პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის ახალი ფუნქციის ტესტირება უკვე ამოქმედებულია. ლოგიკურია ვარაუდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ღამის რეჟიმი Xbox-ის ყველა მფლობელისთვის გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2U0ZUhB
  17. მარსის კოლონიზაციის შესახებ საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს, სრულფასოვანი გეგმა წითელ პლანეტაზე ადამიანების გაგზავნის შესახებ ჯერ არავის წარუდგენია, თუმცა ილონ მასკმა თამამი განცხადებები გააკეთა, რომ მარსზე ადამიანს 2026 წელს წაიყვანს. შესაძლოა იმ დროისთვის შესაძლებელი გახდეს მოხალისეების შეგროვება და პირველი ფრენის დაგეგმვა, ჯერჯერობით კი NASA მონაწილეობაში იწვევს მოხალისეებს მარსზე ცხოვრების ერთწლიანი იმიტაციის მისიაში, რომელიც 2022 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. NASA გეგმავს შეისწავლოს ადამიანების ქცევა მკაცრ გარემოში გრძელვადიანი სახმელეთო მოდელირების პირობებში პოტენციური პრობლემების გამოვლენის მიზნით. მისიების სერია, რომლის სახელწოდებაა Crew Health and Performance Exploration Analog, შედგება სამი ერთწლიანი ფაზისგან, რომლებიც ასახავს ადამიანის მარსის ზედაპირზე ყოფნის მოდელირებას. მოხალისეებისგან ჩამოყალიბდება ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფები, ისინი იცხოვრებენ და იმუშავებენ კომპანია ICON-ის მიერ 3D-პრინტერით აგებულ მოდულ Mars Dune Alpha-ში. ჯგუფები მუდმივად შეეჯახებიან სტრესულ სიტუაციებს, მონაწილეობას მიიღებენ ღია კოსმოსში გასვლის იმიტაციაში, კვლევებში, სხვადასხვა რობოტექნიკის ტესტირებაში. NASA განიხილავეს კანდიდატებს 30-დან 35 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ მაგისტრის წოდება საინჟინრო მიმართულებით ან მფრინავებს არანაკლებ ათასი საათი ფრენის გამოცდილებით. https://bit.ly/3fLtU94
  18. CBDC-ის ტესტირების სრულყოფის ფარგლებში ჩინეთის დედაქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ სრულად განახორციელა ციფრული იუანის ინტეგრირება საგადახდო ეკოსისტემაში. ტესტირების დაწყებისას ივნისში ასეთი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მობილურ აპლიკაცია Yitongxing-ში. ამჯერად იგი გამოჩნდა მეტროს 24 ხაზის 428 სადგურზე ბილეთების ყიდვისას და სატრანსპორტო ბარათების ბალანსის შევსებისას. ტერმინალებში ციფრული იუანით გადახდის ფუნქცია ამოქმედდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისა და საგადახდო სისტემების, WeChat Pay-სა და AliPay-სთან ერთად. იგივე შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მომსახურების სალაროებშიც. CBDC-ით სატრანსპორტო ბარათების შევსებისთვის საჭიროა QR-კოდის სკანირება ციფრული საფულეების გამოყენებით. პეკინში მდებარე ICBC ბანკომატებმა დაამატეს იუანის ციფრულ ვერსიად კონვერტირების შესაძლებლობა. ადრე ჩინეთში CBDC-ის ტესტირება ხდებოდა გამოყენების დაპროგრამებულ ვარიანტებში. https://bit.ly/37jiCUX
  19. Steam-მა გამოაქვეყნა ივლისის გამოკითხვის მონაცემები. კვლევა ეხება როგორც ცენტრალურ პროცესორებს, ასევე ვიდეო დაფებს. ცხრილიდან ჩანს, რომ AMD-ის მაღალი დონის მოწყობილობები საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება 3.7 გჰც და მეტ სიხშირეს. თუმცა Intel-ის შედარებით დაბალბიუჯეტურმა შემოთავაზებებმა უზრუნველყო ბაზრის უფრო დიდი ნაწილის დაკავება. ვიდეო დაფებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში NVIDIA-ს ადაპტერები დომინირებს. კომპანიის ჯამურმა წილმა ბაზარზე 75.41% შეადგინა. AMD-ის წილი შეადგენს 15.31%-ს, Intel-ისა კი - 9.09%-ს. ივლისში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მობილურ ვიდეო დაფა RTX 3060-ზე. გეიმერებს შორის მატებამ, რომლებიც მობილურ RTX 3060-ს იყენებდნენ, 0.15% შეადგინა. მას მოსდევს GTX 550 Ti - ასევე 0.15%-იანი ზრდით და პერსონალური კომპიუტერის RTX 3060 ვერსია - 0.13%-იანი ზრდის მაჩვენებლით. NVIDIA-ს ვიდეო დაფების სხვადასხვა თაობას შორის ყველაზე პოპულარულია Pascal არქიტექტურაზე დაფუძნებული მოწყობილობები (GTX 1000) - 25.62%. შემდეგია Turing GTX (GTX 1600) ვიდეო დაფები - 15.13%, Turing RTX (RTX 2000) - 12.65%, Maxwell (GTX 900) - 4.49% და Ampere (RTX 3000) - 3.8%. AMD-ს წილი მნიშვნელოვნად დაბალია. Polaris (RX 400 და RX 500) - 5.1%, Vega (APU + დისკრეტული) - 2.17%, RDNA1 - 1.57% და RDNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ RDNA3 არქიტექტურის გამოშვებით, ეს კი 2022 წლის საკითხია. https://bit.ly/3jriBDQ
  20. გასული წლის სექტემბერში ილონ მასკმა 4680 ტიპის აკუმულატორების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვიდოდა დაახლოებით 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილი, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მასზე მუშაობა შანხაის ქარხანაში მიმდინარეობდა. ამჟამად ერთ-ერთი ჩინელი ბლოგერი აცხადებს, რომ ამგვარი ელექტრომობილის პროტოტიპი უკვე მზად არის, საგამოცდო წარმოება კი წლის ბოლომდე დაიწყება. ფოტოს წყარო: Electrek როგორც ჩინური წყარო აღნიშნავს, Tesla-მ უკვე ჩამოაყალიბა კომპონენტების მომწოდებლების ერთობლიობა ბიუჯეტური მოდელის წარმოებისთვის. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, სერიული ვერსიის მალე გამოსვლა არსებულ პირობებში საკმაოდ რთულია. ცოტა ხნის წინანდელ კონფერენციაზე Tesla-მ აღიარა, რომ ვერ ასწრებს Cybertruck-ისა და Semi-სთვის საჭირო 4680 ტიპის ბატარეების საკმარისი რაოდენობის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ტეხასსა და გერმანიაში წარმოებულმა Model Y ქროსოვერებმაც 4680 ტიპის ბატარეები და სტრუქტურული აკუმულატორები უნდა გამოიყენონ, მაგრამ ამჟამად კომპანიას შეუძლია ამგვარი ბატარეების მიღება მხოლოდ გარე მომწოდებლებისგან, ან საკუთარი კალოფორნიული საპილოტე საწარმოო ხაზიდან, რომლის სიმძლავრე არც ისე დიდია. 4680 ტიპის ბატარეებით Tesla-ს მომარაგებისთვის მზად არიან LG Energy Solution, Samsung SDI და Panasonic, თუმცა მასიური მიწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2023 წლისთვის. გამოდის, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში Tesla-ს ვერ ექნება ხელსაყრელი პირობები 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილის მასობრივი წარმოებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ხსენებული მოდელის წარმოება ჩინეთში მოხდება, რადგან ეს ბაზარი Tesla-სთვის მეტად მნიშვნელოვანია, მასზე კონკურენცია კი - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. კომპანია ევროპისთვისაც გეგმავდა კომპაქტური ელექტრომობილის შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით რთულია თქმა, გადაიკვეთება თუ არა იგი ჩინურ მოდელთან. გასულ კვარტალში Tesla-ს შანხაიში არსებული პლატფორმა გახდა ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი, რადგანაც კომპანიის ამერიკული საწარმოები მუშაობენ ძირითადად შიდა ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 4680 ტიპის ბატარეების წარმოებაში CATL-ის მონაწილეობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივოს ხელმისაწვდომი ელექტროტრანსპორტის შექმნის ამოცანა, რადგანაც ამჟამად სწორედ ამ კომპანიის წარმოების, რკინის ფოსფატის საფუძველზე შექმნილი ბატარეებით აღიჭურვება ჩინეთში აწყობილი საბაზისო Tesla Model 3 მოდელი და შესაძლებელია ისინი უფრო გაიაფდეს, ვიდრე გაძვირდეს. https://bit.ly/3xkwSHz
  21. Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ გეგმავს კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შესაძლებლობის გაუქმებას ევროპაში. პროცესი დაიწყება გერმანიით, იტალიითა და ნიდერლანდებით. ”ძალაში მყისიერი შესვლის შედეგად ამ ქვეყნების მომხმარებლებს არ ექნებათ შესაძლებლობა გახსნან ახალი ანგარიშები ფიუჩერსული ან დერივატივ-პროდუქტებისთვის. მოგვიანებით, რომლის თარიღი გამოცხადდება მომავალში, მომხმარებლებს მიეცემათ 90-დღიანი ვადა პოზიციების დახურვისთვის, ” - ნათქვამია შეტყობინებაში. კრიპტობირჟამ 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს ანგარიშის საბაზისო ვერიფიკაცია. Binance-მა აგრეთვე შეამცირა ფინანსური ბერკეტი (leverage) პლატფორმაზე ოცჯერ. 28 ივლისს კომპანიამ გამოაცხადა ახალი API-ს ამოქმედება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ საკუთარი კრიპტოაქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს საანგარიშსწორებო ვალდებულებების შესრულებისთვის. შეგახსენებთ, რომ ივნისში გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ Binance Markets Limited-ს აუკრძალა ქვეყანაში ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კაიმანის კუნძულებზე დაიწყო ბირჟის საქმიანობის შემოწმება, ტაილანდმა და ჰონგკონგმა დაადანაშაულეს კომპანია ლიცენზიის გარეშე მუშაობაში და იაპონიამ მას კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა. პოლონელმა მარეგულირებლებმა მოითხოვეს სიფრთხილის გამოჩენა Binance-ის სერვისებით სარგებლობისას. იტალიამ და მალტამ გააფრთხილეს მომხმარებლები კომპანიის არარეგულირებული საქმიანობის შესახებ. ზედამხედველი ორგანოების ზეწოლის ფონზე Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის ასახავს ბირჟის გეგმებს მომხმარებლების დაცვისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. https://bit.ly/2WUeuIY
  22. სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi უკვე დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მეორე კვარტალში Xiaomi-მ Apple შეავიწროვა მეორე ადგილზე მსოფლიო რეიტინგში. ჩინური კომპანიისთვის ვითარება კიდევ უფრო უკეთესია ევროპაში, სადაც Strategy Analytics-ის სტატისტიკის თანახმად მეორე კვარტლის შეჯამებით Xiaomi-მ პირველი ადგილი დაიკავა მიწოდების მოცულობის მხრივ. 12.7 მლნ ეგზემპლარის გამოშვებით Xiaomi-მ შეძლო Samsung-ის უკან ჩამოტოვება. ერთი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ზრდამ 67.1% შეადგინა. Samsung-მა დაკარგა 7% და გამოუშვა 12 მლნ ეგზემპლარი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი ლიდერობას აგრძელებს. ჯამში ევროპაში სმარტფონების მიწოდების მოცულობა გაიზარდა პანდემიისგან აღდგენის შედეგად. iPhone-ების მიწოდების მოცულობა 15.7%-ით გაიზარდა iPhone 12-ზე არსებული მოთხოვნის წყალობით. Xiaomi ფსონს დაბალბიუჯეტურ სმარტფონებზე დებს, რის გამოც მის მოწყობილობებს უფრო ხშირად ყიდულობენ. Huawei-ს პრობლემებმაც თავისი წვლილი შეიტანა Xiaomi-ს წარმატებაში: ბევრ მომხმარებელს ურჩევნია ერთი ჩინური სმარტფონი მეორე ჩინურით ჩაანაცვლოს. The Verge-ის მიმოხილვაში მოდელი Xiaomi Mi 11 შეადარეს 1199 აშშ დოლარიან S21 Ultra-ს, თუმცა რეალურად იგი სტანდარტულ Galaxy S21 მოდელზეც კი იაფია. მიმომხილველის აზრით, Samsung-ს უნდა უხაროდეს, რომ Xiaomi-ს მოწყობილობები აშშ-ში ოფიციალურად არ იყიდება. ალბათ, ევროპული წარმატების ფონზე ეს მალე შეიცვლება. https://bit.ly/37iESy7
  23. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ამზადებს ახალი თაობის პროცესორს თან სატარებელი მოწყობილობებისთვის, კერძოდ, სმარტ-საათებისთვის. მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს დასახელებით - Snapdragon Wear 5100. ჩიპის კოდური სახელწოდებაა Monaco. ცნობილია, რომ კონფიგურაცია მოიცავს ოთხ Arm Cortex-A73 ბირთვს. შედარებისთვის: პროცესორ Snapdragon Wear 4100-ს აქვს ოთხი Arm Cortex-A53 ბირთვი. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალ ჩიპს საფუძვლად დაედება აპარატული პლატფორმა Snapdragon 662 ან Snapdragon 460. ეს ორივე პროცესორი შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 610-სა და ქსელურ მოდემ Snapdragon X11 LTE-ს. თავისთავად, Snapdragon Wear 5100 ოპტიმიზებული იქნება ენერგომოხმარების შემცირებისთვის. სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თან სატარებელი მოწყობილობებისთვის განკუთვნილი, Qualcomm-ის ახალი პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წელს. ამ პლატფორმაზე აგებული პირველი გაჯეტების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის დასასრულს ან მომდევნო წლის დასაწყისში. https://bit.ly/3lpFqKR
  24. ქვეყნები, რომლებიც ციფრულ აქტივებს მიიღებენ ეროვნული ვალუტის ან კანონიერი საგადახდო საშუალების სახით, რისკის ქვეშ აყენებენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგში დაწერეს ორგანიზაციის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა ტობიას ადრიანმა და მთავარმა იურისტ-კონსულტანტმა როდა უიკს-ბრაუნმა. სტატიის ავტორებმა აღიარეს, რომ "ფულის ახალ ციფრულ ფორმებს" შეუძლიათ გადახდები უფრო იაფი და სწრაფი გახადონ, გაზარდონ ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები. მაგრამ მათი ინტეგრაცია სავსეა "რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით" და მნიშვნელოვანი ინვესტიციებით, ამბობენ ექსპერტები. „ზოგიერთი ქვეყანა შესაძლოა მოიხიბლოს მოკლე გზით: მიიღონ კრიპტოაქტივები ეროვნული ფულის სახით. ბევრი მათგანი რეალურად უსაფრთხო, მარტივად ხელმისაწვდომი და იაფია ოპერაციების განსახორციებლად. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ უმეტეს შემთხვევაში რისკები და ხარჯები აღემატება პოტენციურ სარგებელს“ - ნათქვამია სტატიაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის არასტაბილურობაზე და მას უწოდეს "სპეკულაციური აქტივი". მათი აზრით, ქვეყნები, რომლებიც მონეტის ლეგალიზაციას ახდენენ, დგებიან ციფრული აქტივების უკანონო გამოყენებისა და ეკოლოგიური რისკების წინაშე. „მოპოვებადი კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin-ი, უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას საჭიროებენ. ამგვარი აქტივების ეროვნულ ვალუტად მიღების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედება შესაძლოა საშინელი იყოს“ - აღნიშნეს ავტორებმა. ფონდში გამოიტანეს დასკვნა, რომ სარეზერვო ვალუტად ევროს ან დოლარის არჩევა „თუნდაც ნაკლებად სტაბილური ეკონომიკის პირობებში იქნება უფრო მიმზიდველი, ვიდრე კრიპტოაქტივების გამოყენება“. ორგანიზაციამ ადრე დაინახა რიგი რისკები და მარეგულირებელი გამოწვევები სალვადორის მიერ Bitcoin-ანგარიშსწორების ლეგალიზაციაში. კანონპროექტი პირველი კრიპტოვალუტის გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარების შესახებ ქვეყნის პარლამენტმა ივნისის დასაწყისში მიიღო. დოკუმენტი ძალაში შევა 2021 წლის 7 სექტემბრიდან. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად შეაფასა. ინიციატივამ ასევე ვერ მოიპოვა გამოხმაურება ადგილობრივ ფულის გადარიცხვის სერვისებს შორის - მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს Bitcoin-ის ინტეგრირებული მხარდაჭერა. JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სალვადორში გადახდის საშუალებად პირველი კრიპტოვალუტის გამოყენების საკითხი. მათი აზრით, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ მონეტების უმეტესობა არალიკვიდურია. https://bit.ly/3jeGQFb
  25. დღესდღეობით მიმდინარე წლის ყველაზე დიდი მოლოდინის და ინტერესის გამომწვევი სმარტფონებია Pixel 6 და Pixel 6 Pro. Google-მა გააზიარა სამომავლო სმარტფონების ზოგიერთი მახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია საფირმო ჩიპსეტი Tensor. ეს გახლავთ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Google-ის პირველი სრულფასოვანი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რაც საკმაოდ დამაინტრიგებელია: შეძლებს თუ ვერა კომპანია დაუპირისპირდეს უფრო მეტად გამოცდილ Qualcomm-ს, MediaTek-ს ან Samsung-ს? წყარო: theverge.com ახალი ჩიპი სამომავლო სმარტფონების ერთ-ერთი საინტერესო დეტალი იქნება. არსებული მონაცემების თანახმად მის წარმოებაში Samsung მონაწილეობდა. Tensor-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ამოცანების დამუშავებისთვის საჭირო წარმადობის ოპტიმიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თაობის Pixel-ის გამოშვებისას Google-მა საფირმო სმარტფონებში დანერგა ფუნქციები, რომლებიც დამყარებული იყო ისეთ მანქანურ სწავლებებზე, როგორებიცაა HDR+ და Night Sight, შედეგად მიიღწეოდა მაღალი ხარისხის ფოტოგადაღება. მიიჩნევა, რომ Pixel 6 სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო ვრცელი შესაძლებლობები მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის. წყარო: theverge.com სხვა დეტალების პარალელურად, Tensor-ს გააჩნია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაფართოებული საშუალებები დაშიფვრის გასაღებ Titan M2-ის გამოყენების წყალობით. რაც შეეხება წარმადობას, Google-ს ჯერჯერობით არ გაუზიარებია ჩიპსეტის ტესტირების შედეგები, თუმცა ბევრი წყარო ვარაუდობს, რომ Tensor წარმადობით Apple-ის ჩიპებს გაუტოლდება. მოსალოდნელია, რომ Pixel 5-სგან განსხვავებით ახალი Google Pixel 6 და 6 Pro ფლაგმანური სმარტფონები იქნება, რაც, ბუნებრივია, მათ ფასზეც აისახება. ანალიტიკოსების ვარაუდით, Pixel 6 Pro-ს ღირებულება 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. https://bit.ly/3frn48l
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.