Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ჩინეთის ნედლეულის სავაჭრო ბირჟაზე პირველად იქნა გამოყენებული ციფრული იუანი ფიუჩერსული გარიგების მიხედვით საქონლის მიწოდების საკომისიოს გადახდაში. ამის შესახებ წერს China Securities Journal. გარიგებებში მონაწილეობა მიიღეს Bank of Communications-ისა და Bank of China-ს ადგილობრივმა ფილიალებმა. ციფრული იუანის გამოყენება ფიუჩერსულ ბაზარზე "გახდა ეფექტური, ხელმისაწვდომი და ანგარიშსწორების უსაფრთხო ალტერნატივა რეალურ დროში", - აღნიშნეს გამომცემლობის წყაროებმა. ”DCEP-ით გადახდა არ გულისხმობს საკომისიოებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ საგადახდო სისტემის მუშაობის პერიოდით. ბაზრის მონაწილეებმა შესაძლებლობა მიიღეს, დაინახონ გარიგებების მიმდინარეობა რეალურ დროში, ” - განმარტა ბირჟის წარმომადგენელმა. DCE-ში გეგმავენ ციფრული იუანის გამოყენების გაფართოებას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის დედაქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ სრულად მოახდინა ციფრული იუანის ინტეგრირება გადახდის ეკოსისტემაში, როგორც DCEP-ის ტესტირების გაუმჯობესების ნაწილი. ჩინეთში ადრე გამოიცადა ციფრული იუანი გამოყენების დაპროგრამებული ვარიანტების მიხედვით, ჩინეთის ბანკმა ICBС-მ პეკინში ბანკომატებს დაუმატა ეროვნული ვალუტის DCEP-ში კონვერტირების ფუნქცია. https://bit.ly/3sDPem6
  2. ღონისძიება Hot Chips 33-ზე კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR5-7200 მოცულობით 512 გბ. სამხრეთკორეული კომპანიის განცხადების თანახმად ახალი მოდული გვთავაზობს მნიშვნელოვნად მაღალ წარმადობას და სიჩქარეს, აგრეთვე ორჯერ მეტ მოცულობას DDR4 მეხსიერებასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung 512 გბ მოცულობის მქონე DDR5-7200 მოდულის წარმოებისას Samsung-მა გამოიყენა DDR5 კრისტალების რვაფენიანი სტეკი, რომლებიც ერთიანდება 3D TSV (through-silicon via) ტექნოლოგიის მეშვეობით. DDR5 ჩიპების რვაფენიანი სტრუქტურის მიუხედავად პაკეტში მზა მიკროსქემის სიმაღლე მხოლოდ 1.0 მმ-ია, DDR4-ის - 1.2 მმ. ფენების დადების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიამ შეძლო მეხსიერების კრისტალებს შორის სივრცის 40%-ით შემცირება, რამაც შეამცირა მთლიანი სტეკის სიმაღლე. პრეზენტაციის დროს Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ მან გამოიყენა Same Bank Refresh ტექნოლოგია DDR5-7200 მეხსიერების მოდულის წარმოებაში. მისი თავისებურება ის არის, რომ იმ დროს, როდესაც მეხსიერების ზოგ საცავს შეუძლია განახლების შესრულება, სხვა საცავები რაიმე სხვა ოპერაციებით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მეხსიერების სალტის წარმადობა 10%-ით გაიზარდა და განაცხადა, რომ მხარდაჭერილია დამატებითი სქემები Decision Feedback Equalization (DFE), რომელიც სიგნალების ხარისხს აუმჯობესებს - მცირდება მაღალ სიხშირეებზე მეხსიერების არხებში ასახული ხმაური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით DIMM-ისა და DDR5 არხების გამოყენებისას. ახალი მოდული DDR5-7200 მუშაობს მხოლოდ 1.1 ვოლტ ძაბვაზე იმ დროს, როდესაც DDR4-ის სტანდარტული ძაბვა 1.2 ვოლტია. მეხსიერების ენერგოეფექტურობის გაზრდა შესაძლებელი გახდა დაფაზე კვების მართვის ინტეგრალური სქემების (PMIC), ძაბვის სტაბილიზატორის, აგრეთვე High-K Metal ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად. ასევე აღინიშნება, რომ DDR5 მეხსიერებას გააჩნია შეცდომების გასწორების ტექნოლოგია On-Die Error Correction Code-ის (ODECC) მხარდაჭერა. Samsung-ის მიერ წარმოდგენილი DDR5 მეხსიერება განკუთვნილი იქნება მონაცემთა ცენტრებისთვის. სამომხმარებლო DDR5 მოდულები სავარაუდოდ უფრო მცირე - 64 გბ-მდე მოცულობის იქნება. Samsung გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს 512 გბ მოცულობის DDR5-7200 მეხსიერების მოდულის მასობრივი წარმოება. კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე მასიური გადასვლა მოხდება არა უადრეს 2023-2024 წლებში. https://bit.ly/3yaFEYU
  3. 2025 წლისთვის Intel აპირებს მასობრივი წარმოების დაწყებას 18A ტექნოპროცესით. ჩვეულებრივ ნანომეტრებში კონკრეტულად რომელ ნორმებს შეესაბამება იგი - ჯერჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, ამ ტექნოლოგიურმა ნორმამ უკვე მიიპყრო გარე დამკვეთების ყურადღება და ამ სფეროში Intel ითანამშრომლებს არა მხოლოდ Cadence-სა და Synopsys-სთან, არამედ IBM-თან. ამ ინიციატივაში ყველაზე მთავარია Intel-ის მზადყოფნა - განახორციელოს ჩიპების მასიური წარმოების ორგანიზება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ფოტოს წყარო: Intel პრეს-რელიზის ტექსტის მიხედვით შესაბამისი მზადება განხორციელდება არიზონაში, სადაც Intel უკვე უშვებს 10-ნანომეტრიან პროდუქტებს, უახლოეს დროში კი მზად იქნება ორი ახალი ქარხანა ჯამური ღირებულებით - 20 მლრდ აშშ დოლარი. ისინი მოემსახურება არა მხოლოდ Intel-ის ინტერესებს, არამედ პროდუქციას გარე დამკვეთებს შესთავაზებს. IBM იქნება Intel-ის ტექნოლოგიური პარტნიორი, რადგანაც მან უკვე მოახდინა 2-ნანომეტრიანი ჩიპის სატესტო სილიკონის ფირფიტის დემონსტრირება. არსებობს ვარაუდი, Intel 18A ტექნოპროცესი გეომეტრიით IBM-ის ამ ნამუშევართან ახლოს იქნება, ამიტომ მათთვის უფრო ადვილი იქნება ერთობლივად გაიტანონ საჭირო პროდუქტები კონვეირზე. 18A ტექნოპროცესი წინამორბედებს ინოვაციებს დაუმატებს, რაც მოიცავს RibbonFET ტრანზისტორების სტრუქტურას და PowerVia ენერგიის განაწილების ტექნოლოგიას კრისტალის უკანა ნაწილზე, ლითოგრაფიულ ტექნოლოგიას მაღალი რიცხვითი დიაფრაგმით (High NA). კომპანია ASML ხსენებულ ტექნოლოგიაზე მომუშავე პირველ სკანერებს სწორედ კომპანია Intel-ს მიაწვდის. სახელმწიფო სტრუქტურების სახით პროექტს ზედამხედველობას გაუწევს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ინიციატივა Rapid Assured Microelectronics Prototypes – Commercial-ის (RAMP-C) ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მიკროელექტრონული პროდუქტის პროტოტიპების სწრაფ და საიმედო გარდაქმნას სერიულ ნიმუშებად. საიმედოობა უზრუნველყოფილი იქნება პროცესში ამერიკული კომპანიების ჩართვით ამერიკისავე მიწაზე. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ვადებში დაიწყებს Intel პროდუქციის დამზადებას 18A ტექნოპროცესით თავდაცვითი დამკვეთებისთვის და რა მოგებას მოუტანს ეს კომპანიას. სავარაუდოდ, ასეთი ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ახალი საწარმოების მშენებლობისთვის სუბსიდირების გათვლით. https://bit.ly/3D9MTnG
  4. მობილურ აპლიკაცია Vine-ის თანადამფუძნებელმა დომ ჰოფმანმა დააანონსა ბლოკჩეინ-კონსოლი Supdrive, რომელიც იყენებს არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT) ვირტუალური კარტრიჯებისა და თამაშების სახით. პროექტის Discord-არხზე ჰოფმანმა განაცხადა, რომ Supdrive ორიენტირებულია „ძველი სტილის ისეთ არკადულ თამაშებზე“, როგორებიცაა Galaga, Pacman და Asteroid. ბლოკჩეინ-კონსოლის გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის. „Firmware-ის განახლებებით თამაშები უფრო რთული ხდება. შესაძლოა, ერთ დღეს ვიხილოთ Super Supdrive ან Supdrive 64“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. Supdrive-ზე პირველ თამაშს ეწოდება Origin. მისი შექმნით უშუალოდ ჰოფმანი დაკავდება. თუკი საქმე კარგად წავა, იგი გეგმავს პლატფორმის ამოქმედებას, რომელზეც გარე გუნდები შეძლებენ კონსოლისთვის საკუთარი პროექტების განთავსებას. რადგანაც Supdrive-ის კარტრიჯები NFT-ის სახით გამოვა, მათი ტირაჟი შეზღუდულია. The Verge-თან საუბრისას ჰოფმანმა აღნიშნა, რომ თამაშის თითოეული ასლი უნიკალური იქნება - მომხმარებლები მიიღებენ სხვადასხვა ვიზუალურ პარამეტრს და სირთულის განსხვავებულ დონეებს. პროექტის დამფუძნებლის თქმით, ამ მხრივ Supdrive იქნება პლატფორმა Art Blocks-ის მსგავსი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამები NFT-ის პროცედურული გენერაციისთვის. შეგახსენებთ, აგვისტოში NFT-თამაშ Axie Infinity-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. https://bit.ly/3kfCzSv
  5. კომპანია AMD-მ აამოქმედა Infinity Hub, ახალი პორტალი პროექტებისთვის ღია კოდით, რომლებიც HPC-ში გამოიყენება. ეს არ არის კომპანიის პირველი ინიციატივა ამ სფეროში, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია. Infinity Hub ორიენტირებულია მაღალი წარმადობის გამომთვლელ გადაწყვეტილებებზე (HPC), რომლებიც იმუშავებს პირველ რიგში AMD Instinct ამაჩქარებლებზე და არა Radeon-ზე. პორტალის იდეაა არსებული პროგრამული უზრუნველყოფების გადატანა პლატფორმა Radeon Open Compute-ზე (ROCm) და არა - ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება ნულიდან. ამჟამად პორტალზე ხელმისაწვდომია ინსტრუქციები, როგორ უნდა მიიღოს და გამოიყენოს მომხმარებელმა ROCm-ზე ოპტიმიზებული AMBER, Chroma, CP2K, GROMACS, NAMD, OpenMM, PyTorch, SPECFEM3D და TensorFlow პაკეტების ვერსიები. ზოგიერთ ამ პროექტს უკვე აქვს ROCm-ის მხარდაჭერა, ასე რომ ასეთ შემთხვევებში უბრალოდ აღწერილია ტექნიკური ასპექტები. ROCm-ს შეუძლია მუშაობა ზოგიერთ სამომხმარებლო ამაჩქარებელ Radeon-ზე, თუმცა მეტი ყურადღება სწორედ Instinct-ს ეთმობა. როგორც აღინიშნა, AMD ცდილობს Infinity Hub აქციოს ისეთ რესურსად, რომელიც გაამარტივებს HPC-ის სამუშაო დატვირთვის ამოქმედებას გამომთვლელ ამაჩქარებლებზე. ეს ინიციტივა აგრეთვე საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ყველა აუცილებელი მონაცემი ერთ სივრცეში. https://bit.ly/3B5gSeS
  6. კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მომდევნო გაგზავნის თარიღი. ხელსაყრელი ამინდის პირობებში და გაუთვალისწინებელი შეფერხების არარასებობის შემთხვევაში სატვირთო ხომალდი SpaceX Dragon კოსმოსური სადგურისკენ 28 აგვისტოს გაემგზავრება. ხომალდის გაშვება მოხდება კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A პლატფორმიდან. გაშვებიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ Dragon გამოეყოფა რაკეტა Falcon 9-ს მეორე დონეს და სკს-სკენ გაემართება. სადგურზე ხომალდის მიღწევის დროდ 29 აგვისტოა გათვლილი. Dragon ავტონომიურ რეჟიმში მიუერთდება მოდულ Harmony-ს, ოპერაციის მონიტორინგი განხორციელდება 65 ექსპედიციის ბორტინჟინრების, Shane Kimbrough-სა და Megan McArthur-ის მიერ. ხომალდი სკს-ზე მიიტანს სხვადასხვა სახის ტვირთს და მასალას, მათ შორის სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. კოსმოსურ სადგურზე აგრეთვე წაღებული იქნება რობოტიზებული მანიპულატორი, რომელიც საბოლოოდ დედამიწაზე იქნება გამოყენებული სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისას. კოსმოსური ორგანიზაციის თხოვნის მიხედვით ასტრონავტები ჩაატარებენ მთელ რიგ ექსპერიმენტებს, რომლებიც ეხება მიკროგრავიტაციის პირობებში მცენარეების, ჭიანჭველებისა და კრევეტების შესწავლას. მოსალოდნელია, რომ Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით ერთი თვე გაჩერდება, შემდეგ კი დაუბრუნდება დედამიწას განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგებითა და სხვა ტვირთით. ხომალდი ფლორიდას ნაპირებზე დაეშვება. გაშვებისთვის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება NASA TV პლატფორმაზე, ტრანსლაციის დაწყება დაგეგმილია ადგილობრივი დროით 3:15 საათზე. https://bit.ly/3z8Fjap
  7. აგვისტოს დასაწყისმა გეიმერებს იმედგაცრუება მოუტანა: ვიდეო დაფების გაიაფების იმედმა ივლისთან ერთად გაიარა. კრიპტოვალუტა თავს თავდაჯერებულად გრძნობს, BTС მუდმივად ცდილობს 50 ათას აშშ დოლარიან დონეს მიაღწიოს და ჩანს, რომ ეს ბარიერი შორს აღარ არის. Ethereum Bitcoin-ის მსგავსად კურსის დროებითი ვარდნის მიუხედავად პოზიციის დათმობას არ აპირებს. თუმცა საინტერესო ინფორმაციები ხდება ცნობილი. ცნობილი სავაჭრო ბირჟა Coinbase, როგორ აღმოჩნდა, ახდენს 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის თანხის აკუმულირებას. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში Coinbase-ის ფინანსურმა დირექტორმა ალესია ჰაასმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხდება ბირჟის ფინანსური სისტემის სტრეს-ტესტების ფარგლებში. როგორც მან განმარტა, ეს ყველაფერი გათვლილია კრიპტო ზამთრის დადგომაზე - ისეთი შემთხვევისთვის, თუკი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან გამკაცრდება ბაზრის რეგულირება. „ჩვენ გვსურს დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ვფლობთ ინვესტირებისა განვითარებისთვის აუცილებელ ფულად რესურსებს კრიპტო ზამთრის დადგომის შემთხვევისთვის“. https://bit.ly/382LfWD
  8. კომპანია Intel-მა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გამოუშვებს დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს Arc Alchemist (DG2), რომლებიც წარმოდგენილი იქნება დესკტოპ და მობილურ სეგმენტებში. Barron’s-ის ვებ-გვერდზე J.P. Morgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიდეო დაფებს ყველანაირი შანსი აქვთ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებს, თუმცა მათ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები არ მოუყვანიათ. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri Citi-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Intel-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას TSMC-სთან თანამშრომლობისას. პირველ რიგში, Intel დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ საკუთარ საწარმოო სიმძლავრეზე და TSMC-ის მხრიდან ნებისმიერი შეფერხება Intel-ს პრობლემებს შეუქმნის. მეორე - AMD გააგრძელებს Intel-ზე ზეწოლას და Intel-ის მოგება შემცირდება TSMC-ის კომპონენტების წარმოების სიმძლავრეზე დამოკიდებულების შემთხვევის გარეშეც. გარდა ამისა, Intel-ს მოუწევს უზარმაზარი თანხის დახარჯვა საკუთარი წარმოების გაფართოებაზე. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ გელსინგერის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია საბოლოოდ მიიყვანს კომპანიას სწრაფ წარმატებამდე. https://bit.ly/3gnuEBg
  9. კანადელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნიმუშის მიხედვით მოახდინეს ნეიროქსელის მოდელირება. კოგნიტური ამოცანები მან შეასრულა უფრო მოქნილად და ეფექტურად ტრადიციულ სისტემებთან შედარებით. წყარო: scitechdaily.com პროექტის ავტორები არიან მონრეალის ნევროლოგიური ინსტიტუტ-ჰოსპიტალისა და კვებეკის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის მეცნიერები. მათ ჩაატარეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მსგავსი კვლევები დიდ საცავ Open Science-ში, მოახდინეს ტვინის კავშირების პატერნების რეკონსტრუქცია და მათ საფუძველზე ნეიროქსელი დააპროექტეს. შედეგად მიღებულ იქნა input-output მოდელების სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ ტვინს მოგვაგონებს. ფუნქციონირების შესამოწმებლად სისტემას მიაწოდეს მეხსიერებასთან დაკავშირებული კოგნიტური დავალებები. საუბარი ეხება არა მცირეოდენი მონაცემის ფიქსაციას, არამედ მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაციასა და ათვისებას, როგორც ცოდნას - ადამიანის ტვინის მუშაობის მსგავსად. შემდეგ მკვლევარები აკვირდებოდნენ, როგორ ასრულებდა სისტემა ამოცანას. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ სისტემა უნიკალურია ორი მიზეზის გამო. ტვინის კავშირებთან (კონექტომიკა) მიმართებაში წინა სამუშაოები გულისხმობდა ტვინის ორგანიზაციის სტრუქტურის აღწერას იმის მიუხედავად, თუ როგორ ხორციელდება გამოთვლის პროცესი და რეალიზდება ძირითადი ფუნქციები. გარდა ამისა, ტრადიციულ თანამედროვე ნეიროქსელებს თვითნებური სტრუქტურა აქვთ, რომელიც ყოველთვის არ არის დაკავშირებული ტვინის კავშირების ორგანიზაციის მოდელებთან. ამრიგად, ტვინის კონექტომიკის ნეიროქსელის არქიტექტურაში ინტეგრირებით კვლევის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ მიიღებდნენ დამატებით ინფორმაციას ტვინში შემეცნებითი პროცესების ფიზიოლოგიური განხორციელების შესახებ, რათა ამ მონაცემებზე დაყრდნობით ნეიროქსელის შემუშავების ახალი პრინციპები გამოეყვანათ. შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ტვინის კავშირების მოდელზე აგებული ნეიროქსელი - ნეირომორფული ნეიროქსელი - მეხსიერებასთან დაკავშირებულ კოგნიტურ ამოცანებს უფრო მოქნილად და ეფექტურად ასრულებს, ვიდრე თვითნებური არქიტექტურის საფუძველზე არსებული ტრადიციული ანალოგები. „პროექტში გაერთიანებულია ორი მძლავრი სამეცნიერო დისციპლინა. ნევროლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს საერთო ფესვები აქვთ, თუმცა ბოლო დროს ისინი გაიყო. ხელოვნური ნეიროქსელის გამოყენება საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როგორ ახდენს ტვინის სტრუქტურა ამ ფუნქციის რეალიზაციას. თავის მხრივ, ნეიროქსელების შექმნის მიზნით ემპირიული მონაცემების გამოყენება საშუალებას მოგვცემს დაპროექტდეს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის პრინციპები. ამრიგად, ეს სფეროები ერთმანეთს ხელს შეუწყობს ტვინის შესახებ ჩვენი ცოდნის გამდიდრებას“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა Bratislav Misic-მა. https://bit.ly/3moX8ic
  10. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა განხილვისთვის ხელმეორედ შეიტანა კანონპროექტი ბლოკჩეინის უფლებრივი განსაზღვრის შესახებ. მსგავსი ინიციატივით იგი პირველად 2019 წელს გამოვიდა. იმ დროს ემერმა განსახილველად წარადგინა სამი დოკუმეტი, რომელთა შორის იყო ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის რეზოლუცია და მხარდაჭერა, აგრეთვე საბეგარო რეგლამენტის განსაზღვრის აქტი ფორკებისა და ეარდროპის კონტექსტში. კანონპროექტის პირველი ვერსია მიზნად ისახავს პოტენციური რეგულირებისგან ისეთი ბლოკჩეინ-კომპანიების იზოლირებას, რომლებიც არ იღებენ მომხმარებლების ფულს შენახვისთვის. ”მაინერები და მრავალმხრივი მომსახურების მომწოდებლები არ უნდა დარეგისტრირდნენ როგორც ფულადი საშუალებების ოპერატორები, რადგან ისინი არ ინახავენ მომხმარებელთა ფულს,” - განაცხადა ემერმა. შეგახსენებთ, აგვისტოში სენატმა წარმომადგენელთა პალატას გაუგზავნა კანონპროექტი ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსების შესახებ ინდუსტრიისთვის არასასურველი ფორმულირებით. მასში ნახსენები „ბროკერის“ განმარტება მოიცავდა არა მხოლოდ ციფრული აქტივების გაცვლას ან ბაზარს, არამედ, მაგალითად, მაინერებს, ვალიდატორებსა და საფულეების დეველოპერებს. მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ანნა ეშუმ ღია წერილში სპიკერ ნენსი პელოსის სთხოვა შესწორებები შეეტანა ინფრასტრუქტურის კანონპროექტში არსებულ კრიპტოვალუტების დაბეგვრის დებულებებში. კონგრესმენებმა Patrick McHenry-მ და Glenn Thompson-მა SEC-ისა და CFTC-ის წარმომადგენლებს მოუწოდეს ბაზრის მონაწილეებთან ერთად შექმნან ციფრულ აქტივებზე ერთობლივი სამუშაო გუნდი, რათა მიღწეულ იქნას კომპრომისი რეგულირებებსა და ინოვაციებს შორის. https://bit.ly/3gi0ijE
  11. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ AMD-ის ინჟინრებმა დაიწყეს DisplayPort 2.0 ინტერფეისის დანერგვა სამომავლო გრაფიკული ამაჩქარებლების დრაივერებში. მიიჩნევა, რომ სტანდარტის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება RDNA 3 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ Radeon ვიდეო დაფებში. მათი გამოსვლის ოფიციალური თარიღები ჯერ უცნობია, არაოფიციალური ცნობების თანახმად გამოსვლა მოსალოდნელია 2022 წლის შუა ან ბოლო პერიოდში. ამავე დროს, DP 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე პირველი დისპლეები სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. მომდევნო წლის დასაწყისში ბაზარზე გამოვა ვიდეო დაფები Intel Arc და, როგორც ჩანს, მათი ერთ-ერთი უპირატესობა იქნება DP 2.0-ის მხარდაჭერა. რესურსი Phoronix აცხადებს, რომ Intel-მა გამოაქვეყნა განახლებების პირველი ნაკრები Linux i915 ბირთვების დრაივერებში DP 2.0 ინტერფეისის სრულფასოვანი დანერგვისთვის. განახლებებში აშკარად იკვეთება კავშირი DG2 სერიის ვიდეო დაფებთან, რომლებიც ოფიციალურად დაანონსდა კოდური დასახელებით - Alchemist. ერთ-ერთ პატჩში ხაზგასმულია UHBR მონაცემთა გადაცემის ულტრა მაღალი სიჩქარის რეჟიმების მხარდაჭერა 128b/132b არხების კოდირებით. წყარო: lists.freedesktop.org https://bit.ly/3j5kUhb
  12. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Acer გამოსაშვებად ამზადებს გეიმინგ დონის მონიტორს Predator XR383CUR, რომელსაც ექნება 38-დუიმიანი დისპლეი გვერდების შეფარდებით 21:9. ფოტოების წყარო: Guru3D მოწყობილობას რკალისებრი ეკრანი აქვს: სიმრუდის რადიუსი 2500R-ს შეადგენს, რისი წყალობითაც მიიღწევა ვირტუალურ სივრცეში ღრმად ჩაძირვის ეფექტი. დისპლეის გაფართოება 3840 × 1600 პიქსელია. კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცია, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). მხარდაჭერილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. სიკაშკაშის მაჩვენებელი 450 კდ/მ2-ის ტოლია. მონიტორს აქვს FreeSync და G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხისმგებელია გეიმინგ პროცესის სინქრონულობისა და დინამიურობის დონის ამაღლებაზე, აგრეთვე კადრის დამახინჯების პრობლემის მოგვარებაზე. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დახრის კუთხე და იმოძრაოს ეკრანმა გვერდითი მიმართულებებით, აგრეთვე შესაძლებელია მაგიდის ზედაპირიდან სიმაღლის ცვლილება. მონიტორს გააჩნია USB 3.0 Type-C პორტი 65 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით: ამ კონექტორით შესაძლებელია პორტატული კომპიუტერის დაკავშირება. ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1 ინტერფეისი, DisplayPort 1.4 კონექტორი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. აღჭურვილობაში აგრეთვე შედის სტერეოდინამიკები - თითოეული მათგანი 7 ვატი სიმძლავრის. ახალი მონიტორის გაყიდვა შემოდგომიდან დაიწყება. Acer Predator XR383CUR-ის ფასი დაახლოებით 1700 ევროს შეადგენს. https://bit.ly/3zcYgss
  13. პროექტ Diem-ზე მომუშავე კომპანია Novi Financial (ადრე ცნობილი, როგორც Calibra) განიხილავს Stablecoin-ების გარე ემიტენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამის შესახებ წერს The Block გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. 2019 წლის ივნისის შუა პერიოდში კორპორაცია Facebook-მა დააანონსა პროექტი Libra - გლობალური Stablecoin, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა სახაზინო ვალუტითა და სხვა აქტივებით. Stablecoin-ის ეკოსისტემის მართვით უნდა დაკავებულიყო არაკომერციული ასოციაცია Libra Association.  ანონსის შემდეგ პროექტს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს მარეგულირებლების მხრიდან. შედეგად Libra Association ბევრმა მსხვილმა მონაწილემ დატოვა, რომელთა შორის იყვნენ eBay, Visa და Mastercard. 2020 წლის აპრილში ასოციაციამ უარი თქვა ორიგინალ კონცეფციაზე. გლობალური Stablecoin-ის ნაცვლად მან გადაწყვიტა რამდენიმე აქტივის გამოშვება, რომელთაგან თითოეული დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტასთან. მაისში Facebook-მა Stablecoin-ისთვის განკუთვნილი ციფრული საფულე Calibra-ს სახელწოდება Novi-თ შეცვალა. Novi Financial - ეს არის კორპორაციის კრიპტოსავალუტო შვილობილი კომპანია, რომელიც რებრენდინგის შემდეგ შეიქმნა. იმავე წლის დეკემბერში Libra Association-ის სახელწოდება შეიცვალა და გახდა Diem Association. 2021 წელს Diem Association-მა და ბანკ Silvergate-მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ხსენებული ბანკი გახდა აშშ დოლარზე მიბმული Diem-ის „ექსკლუზიური ემიტენტი“. შეთანხმების მხარეებს ამ დრომდე არ დაუწყიათ Stablecoin-ის გამოშვება. მათ The Block-თან საუბრისას შეფერხება ნორმატიული დაბრკოლებებით ახსნეს. წყაროების ინფორმაციით ამჟამად Novi Financial მოლაპარაკებებს აწარმოებს Stablecoin Circle-ისა და Paxos-ის ემიტენტებთან. დაუდასტურებელი ინფორმაციით კომპანიას სურს USD Coin-ისა (USDC) და Paxos Standard-ის (PAX) გამოყენება საკუთარ საფულეში. Silvergate-ში აღნიშნეს, რომ ბანკის პარტნიორობა Diem Association-თან ძალაში რჩება. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი რჩება „Diem USD-ის ექსკლუზიურ ემიტენტად“. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Stablecoin-ები განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარების შედეგად მათ აქვთ პოტენციალი გახდნენ ალტერნატიული საანგარიშსწორებო საშუალება მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის“ - განაცხადეს Silvergate-ში.  The Block-ის ერთ-ერთმა, Diem Association-თან დაახლოებულმა წყარომ ასოციაციას „ზომბი-ორგანიზაცია“ უწოდა და განმარტა, რომ იგი ჯერ კიდევ არ დახურულა. „ისინი ახალ ვარიანტებს ეძებენ, მაგრამ წარმატების შანსი მინიმალურია“ - განაცხადა მან. ადრე Stablecoin Diem Tether-თან (USDT) ერთად ყურადღების ცენტრში მოექცა აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ფინანსური ბაზრების სამუშაო გუნდის შეხვედრაზე. სხდომის მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს Diem-ის ქსელური ეფექტის გამო, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას Facebook-ის აუდიტორიის მასშტაბის გამო. ივლისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა საჩქაროდ შექმნილიყო ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებთან მიმართებაში. იმავე თვეში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი დაეჭვდა Stablecoin-ების აუცილებლობაში. Stablecoin-ები მან შეადარა ფულადი ბაზრის ფონდებსა და დაგროვების ბანკებს. ივნისში ბოსტონის ფედერალური რეზერვების სისტემის პრეზიდენტმა ერიკ როზენგრენმა განაცხადა, რომ Stablecoin-ები ფინანსური სისტემისთვის საფრთხეა. სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარის მოწოდება კი იყო, არ ეშინოდეთ Stablecoin-ების. ივლისის ბოლოს აშშ-ის სენატორმა დონ ბეიერმა წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის შეიტანა კანონპროექტი ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებისთვის „ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის“ შექმნის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულია ცალკეული Stablecoin-ების აკრძალვა. https://bit.ly/3mb5SZa
  14. მომდევნო თვეში Apple წარადგენს მომავალი თაობის ფლაგმანურ სმარტფონებს. მიუხედავად იმისა, რომ mini ვერსია, რომელსაც აქვს ეკრანი დიაგონალით მხოლოდ 5.4 დუიმი, მყიდველებს შორის დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, ამ მხრივ Apple არაფრის შეცვლას არ გეგმავს. მომავალ თაობაში ჩვენ კვლავ ვნახავთ მოდელების კვარტეტს, მათ შორის იქნება mini, Pro და Pro Max ვარიანტები. Trendforce-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნებს Apple-ის სმარტფონების ღირებულება, რომლებმაც iPhone 12 თაობის მოწყობილობები უნდა ჩაანაცვლონ. ახალი თაობის mini ვერსიის საბაზისო მოდიფიკაციას ექნება 64 გბ მეხსიერება. მისი ფასი 699 აშშ დოლარია, თუმცა მხოლოდ შეერთებულ შტატებში და გადასახადის გარეშე. რეალურად უმეტეს შტატში კონტრაქტის გარეშე სმარტფონის ყიდვა შესაძლებელი იქნება 729 აშშ დოლარად. iPhone 13 mini კიდევ ორი მოდიფიკაციაში იქნება წარმოდგენილი. ხელმისაწვდომი იქნება ვერსია 128 გბ მეხსიერებით, ტოპ-ვარიანტის მეხსიერების მოცულობა კი 256 გბ იქნება. მათი ფასი შეადგენს 749 და 849 აშშ დოლარს, შესაბამისად. iPhone 13-ს ექნება მეხსიერება 64-256 გბ შუალედში. სერიის სტანდარტული მოდელი თითოეულ კონფიგურაციაში 100 აშშ დოლარით მეტი ეღირება mini ვერსიასთან შედარებით. საბაზისო კომპლექტაციის iPhone 13 Pro კვლავ ღირს უფრო ძვირი, ვიდრე სტანდარტული ვერსია 256 გბ მუდმივი მეხსიერებით. 128 გბ მეხსიერების მქონე Pro ვერსიის ყიდვას მომხმარებელი 999 აშშ დოლარად შეძლებს. 256 გბ ვერსია ეღირება 1099 $, ტოპ-კონფიგურაცია კი, რომლის მეხსიერების მოცულობაა 512 გბ, გაიყიდება 1299 აშშ დოლარად. ახალ თაობაში კომპანიამ გადაწყვიტა Pro და Pro Max ვერსიები არა მხოლოდ ზომების თვალსაზრისით განესხვავებინა. Pro Max-ს უფრო მოწინავე კამერა ექნება. IPhone 13 Max Pro გვპირდება კიდევ უფრო საინტერესო სისტემას, მაგრამ მაინც სრულფასოვანი 4x მასშტაბირების პერისკოპული ტელეობიექტივის გარეშე. Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული Pro ვერსია ბაზარზე გამოვა სამ კონფიგურაციად: 128 გბ, 256 გბ და 512 გბ მოდელები. სმარტფონის სარეკომენდაციო ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს 1099, 1199 და 1399 აშშ დოლარს შესაბამისად. ყველა კომპლექტაციის Pro Max ვარიანტი 100 აშშ დოლარით ძვირია სტანდარტულ iPhone 13 Pro-სთან შედარებით. თუ დააკვირდებით, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ფასები არ შეიცვლება iPhone 12 სერიის მოდელებთან შედარებით. ანალიტიკოსები ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ახალ თაობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მოხდება. დიახ, იყო ჭორები, რომ iPhone 13 Pro Max იქნებოდა კომპანიის სადებიუტო ფლაგმანი 1 ტბ შიდა მეხსიერებით, მაგრამ ამის დადასტურება ჯერ არ არსებობს. https://bit.ly/3CMMreS
  15. Google იქნება კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც უარს იტყვის სმარტფონების კომპლექტში დამტენის შეტანაზე. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ Pixel 5A იქნება სერიის ბოლო მოწყობილობა, რომელსაც დამტენი მოყვება. ამრიგად, Pixel 6 და 6 Pro, რომელთა გამოსვლა შემოდგომისთვისაა დაგეგმილი, მოკლებული იქნება დამტენ მოწყობილობებს. theverge.com Google აცხადებს, რომ მომხმარებლების უმეტესობას უკვე აქვს კვების ბლოკი USB Type-C კონექტორით, ამიტომ კომპანია აუცილებლად არ მიიჩნევს ჩართოს ახალი დამტენი სმარტფონების კომპლექტში. Apple-მა და Samsung-მაც მსგავსი არგუმენტი მოიყვანეს, როდესაც განაცხადეს დამტენის მიწოდებიდან ამოღების შესახებ. გარდა ამისა, ამგვარი გადაწყვეტილება მართლდება ეკოლოგიის მხრივაც, რაც სავსებით სარწმუნოა - დამტენი მოწყობილობების წარმოებისთვის საჭირო რესურსების დაზოგვა დიდ როლს თამაშობს. theverge.com შეგახსენებთ, რომ პირველი კომპანია, რომელმაც სმარტფონების კომპლექტიდან დამტენი მოწყობილობის ამოღებაზე თქვა უარი, იყო Apple. მის გადაწყვეტილებას კონკურენტები კრიტიკულად და ცინიზმით შეხვდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი მათგანი მიჰყვება მის მაგალითს. https://bit.ly/3j1TTex
  16. კორპორაცია Samsung Electronics მონაწილეობას მიიღებს კორეის ბანკის პროექტში ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პლატფორმის შესაქმნელად, აცხადებს The Korea Times. კორეის ბანკმა CBDC-ის ტესტირება მიმდინარე წლის 28 ივლისს დაიწყო ტექნოლოგიურ გიგანტ Kakao-ს ბლოკჩეინ-განყოფილება Ground X-თან ერთად. „Samsung Electronics-მა გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება CBDC-ის საპილოტე პროექტში კორეის ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რომლის ფარგლებში დაინტერესებული მხარეები ივლევენ ციფრული ვალუტის პრაქტიკულ ასპექტებს საცდელ გარემოში,” - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, კონსორციუმი Kakao და Samsung-ის ორი ტექნოლოგიური ფილიალი აამოქმედებენ საპილოტე პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება „ქვეყნებს შორის ფულადი გადარიცხვებისა და გადახდების ტესტირებისკენ. პროექტის მიზანია CBDC-ის გამოშვება და გავრცელება, აგრეთვე მონიტორინგი, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ვირტუალურ გარემოში“. Samsung აგრეთვე გეგმავს შეისწავლოს ციფრული ვონის ფუნქციონალურობა საკუთარ Galaxy ხაზის სმარტფონებში. „შესაძლებელია თუ არა მობილური ტელეფონის საშუალებით ციფრული ვალუტით გადახდა ინტერნეტის გარეშე, ან CBDC-ში ფულის გაგზავნა სხვა სმარტფონსა და დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებზე - ესენია ორი მთავარი პუნქტი, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს Samsung", - განმარტა კორპორაციის წარმომადგენელმა. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს Samsung SDS-ის IT განყოფილებაც. მისი ფილიალი Escor გააკონტროლებს CBDC-თან დაკავშირებული ექსპერიმენტების პროცედურებს. 2020 წლის ოქტომბერში კონსორციუმის შემადგენლობაში მყოფმა Samsung SDS-მა ცენტრალურ ბანკში განაცხადი შეიტანა ციფრული ვონის ტესტირების შესახებ. ციფრული ვალუტის ამოქმედებისათვის ტექნოლოგიური პარტნიორის შერჩევა კორეის ბანკმა მაისში დაიწყო. მიღებული სამი განაცხადიდან მარეგულირებელმა აირჩია Ground X, რომლის ბლოკჩეინ-პლატფორმა Klaytn გახდება საფუძველი CBDC სტრუქტურისთვის. https://bit.ly/2VWW0ac
  17. კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა მძლავრი სმარტფონები მობილური თამაშების მოყვარულებისთვის - ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro. ახალი სმარტფონები ჩაანაცვლებენ ROG Phone 5-ს, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის აპრილში შედგა. ფოტოების წყარო: GSMArena დაანონსებულ მოწყობილობებსა და მათ წინამორბედს შორის მთავარი განსხვავებაა აპარატული პლატფორმა. პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ის ნაცვლად ამჯერად გამოყენებულია ჩიპი Snapdragon 888 Plus. შესაბამისად, ტაქტის მაქსიმალური სიხშირე 2.84-დან 3.0 გჰც-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 20%-ით გაიზარდა ბლოკ AI Engine-ის წარმადობა, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე. ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro სმარტფონებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2448×1080 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით - 144 ჰერცი. სენსორული ფენის სიხშირეა 360 ჰერცი, მატრიცის რეაქციის დრო - 1 მილიწამი. ROG Phone 5s Pro ვერსიას გააჩნია უკანა დისპლეი ROG Vision PMOLED. ROG Phone 5s მოდელი დაკომპლექტებულია 8, 12 ან 16 გბ ოპერატიული და 128/256 შიდა მეხსიერებით. ROG Phone 5s Pro ვარიანტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 18 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 512 გბ. მთავარ კამერაში გაერთიანებულია 64, 13 და 5 მეგაპიქსელი გაფართოების მქონე სენსორები, ფრონტალურ ნაწილში განთავსებულია 24-მეგაპიქსელიანი კამერა. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. მოწყობილობაში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android 11 საფირმო ZenUI 8/ROG UI-სთან ერთად. https://bit.ly/3xSCPvk
  18. კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე AMD-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლების პირველი ნიმუშები უკვე გაეგზავნა დამკვეთებს. ინვესტორებისადმი განკუთვნილ პრეზენტაციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ CDNA 2 თაობის ამაჩქარებლების წარდგენა მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ CDNA არის გეიმინგ-არქიტექტურა RDNA-ს ევოლუციური განშტოება. ეს უკანასკნელი მალე მესამე თაობას შეიცვლის, CDNA მას ამ ნუმერაციაში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ამრიგად, CDNA 2-ში წარმოდგენილი უნდა იყოს AMD-ს ყველა მოწინავე არქიტექტურული ცვლილება, რომლებიც შემოთავაზებულია სერვერული ამაჩქარებლებისა და სუპერკომპიუტერების სეგმენტებში. მოარული ხმების დონეზე, Instinct MI200 ამაჩქარებლებს უნდა ჰქონდეს ორკრისტალიანი სტრუქტურა და მათში გამოყენებული იქნება HBM2E ტიპის მეხსიერება ჯამში 128 გბ მოცულობით. ეს ამაჩქარებლები დრაივერებში, როგორც მიღებულია, ფიგურირებენ პირობითი დასახელებით - Aldebaran. არაოფიციალური ცნობებით, ორ ჩიპლეტს, რომლებიც უფრო მოწინავე ტექნოლოგიითაა წარმოებული, ვიდრე ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, შეუძლიათ ჯამში 16384 ნაკადური პროცესორის დატევა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამაჩქარებლებისთვის 6-ნანომეტრიანი კომპონენტები კომპანია TSMC-მ გამოუშვას. კონტარქტორის არჩევის მხრივ AMD-ს განსაკუთრებული ალტერნატივა არ გააჩნია, ტექნოპროცესის კონკრეტული აღწერა კი ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს. https://bit.ly/2VZwmlx
  19. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო განმარტავს კრიპტო კომპანიების საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს, რომლებიც ინფრასტრუქტურული კანონპროექტის ნაწილი გახდა. ეს მდგომარეობა შეეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომელთაც სახაზინო ჩათვლის ბროკერებად. ინფორმაციას აზიარებს Bloomberg ფინანასთა სამინისტროს ოფიციალური პირის შეტყობინებაზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა მომავალ კვირას გამოქვეყნდეს, გამიზნულია ინდუსტრიის მონაწილეების დასამშვიდებლად. მაინერები, აღჭურვილობის მწარმოებლები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები არ ექვემდებარებიან საგადასახადო ანგარიშგების ახალ მოთხოვნებს, თუ ისინი არ არიან ბროკერები. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა გამონაკლისს არ დაუშვებს იმის საფუძველზე, თუ როგორ ახდენს ესა თუ ის კომპანია საკუთარი თავის პოზიციონირებას. ამის ნაცვლად ფოკუსირდება იმაზე, რამდენად კვალიფიცირდება სუბიექტი ბროკერად საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში. ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურის განახლებას, ციფრული აქტივების ინდუსტრიის მონაწილეთათვის ანგარიშგების ახალ მოთხოვნებს აწესებს. იგი ასევე აფართოებს საგადასახადო კოდექსში „ბროკერის“ განმარტებას. ექსპერტების აზრით, მაინერებსა და ბლოკჩეინში ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დევლოპერებს, DeFi-პროტოკოლებში ლიკვიდურობის მომწოდებლებსა და სხვა კასტოდიალურ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ საგადასახადო სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარება თავიანთი მომხმარებლების საქმიანობის შესახებ. Bloomberg-ის თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა, რომ ინდუსტრიის მონაწილეთა ზოგიერთი შეშფოთება გამართლებულია, მაგრამ ლობირების დიდ ნაწილი "მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილების შეზღუდვას ლეგალური საგადასახადო ინფორმაციის შეგროვებისათვის". მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს იმ კომპანიების დევნას, რომლებიც დე-ფაქტო ვერ აწვდიან მონაცემებს ტრანზაქციების შესახებ. პირები, რომელთაც სურთ კანონპროექტის ფორმულირების გადახედვას წარმომადგენელთა პალატაში, ნაკლებად მიაღწევენ წარმატებას, რადგან ცვლილებები კრიპტოვალუტების შესახებ მთელ დოკუმენტს შემდგომი გადასინჯვებისათვის გახდის ღიას. ამიტომ ხაზინის ხელმძღვანელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. https://bit.ly/3gpudXx
  20. სიახლე, რომელიც ამ სტატიას დაედო საფუძვლად, ვებ-გვერდ DigiTimes-ზე გასულ კვირაში გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ Hardware Times-ის წარმომადგენლებმა შეძლეს ბარიერის ქვეშ გაეყვანათ მკითხველები, რომლებიც დროს არ ხარჯავდნენ ხელმოწერებზე. ეს საშუალებას იძლევა გამოაშკარავდეს ახალი გარემოებები, რომლებიც განხილულია პირველწყაროს ვებ-გვერდებზე. უპირველეს ყოვლისა, DigiTimes-მა განაცხადა, რომ TSMC-ს არ გააჩნია თავისუფალი კვოტები 3-ნანომეტრიან პროდუქციაზე 2022 წლის მეორე კვარტლისთვის არც ერთი დამკვეთისთვის, გარდა Apple-ისა. მეორე, ამ დრომდე გავრცელებული ხმების საპირისპიროდ აღმოჩნდა, რომ Intel თავის 3-ნანომეტრიან შეკვეთებს TSMC-ისგან 2023 წელზე ადრე ვერ მიიღებს. ამავე მდგომარეობას გაიზიარებენ სხვა მომხმარებლებიც, მათ შორის AMD, NVIDIA, MediaTek და Qualcomm. რეალურად, მეორეული წყარო ამტკიცებს, რომ 2023 წელს TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ასორტიმენტის მხოლოდ გაფართოება დაიწყება, ასე რომ დაზუსტებით არ უნდა ჩაითვალოს, რომ ხსენებულ პროდუქციას AMD ან NVIDIA 2023 წელსვე მიიღებენ. Apple-ს თუ დავუბრუნდებით, მისი პირველი 3-ნანომეტრიანი კომპონენტები იქნება პროცესორები iPhone-ისთვის, MacBook სერია კი მსგავს პროცესორებს iPhone-ების შემდეგ მიიღებს. სამაგიეროდ, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემთხვევაში შესაშური სიზუსტე ჩნდება: წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ ტექნოპროცესზე დამყარებული, AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქცია 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა, მათ კი კომპანიონობას Qualcomm-ისა და MediaTek-ის 5-ნანომეტრიანი პროდუქცია გაუწევს. https://bit.ly/3AMC2ho
  21. მიმდინარე კვირაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Cygnus-ის მეშვეობით 4 ტონა ტვირთი წაიღეს, მათ შორის აღჭურვილობა და მასალები უწონადობის პირობებში სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ასტრონავტებმა მიიღეს 3D-პრინტერი, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა საგნის დასაბეჭდად რეგოლიტითა და სხვა მასალებით. ფოტო: Universe Today ექსპერიმენტი Redwire Regolith Print მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთვარის ამერიკულ პროგრამაში. მისი მიზანია მთვარის რეგოლიტის, როგორც 3D-პრინტერისთვის საჭირო ნედლეულის გამოყენების შემოწმება. ახალი პრინტერი იმუშავებს ManD-თან ერთად - ეს არის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე არსებული 3D-პრინტერი. მის შემადგენლობაში შევა რამდენიმე ექსტრუდერი და საბეჭდი დაზგა, რომლებიც სპეციალურად მთვარის გრუნტის დამუშავებისთვის შემუშავდა. თუ ექსპერტიმენტის პირველი ნაწილი წარმატებული იქნება, ასტრონავტები სამგანზომილებიანი ბეჭდვის შედეგად მიღებული საგნების სიმყარეს შეამოწმებენ ASTM სტანდარტების მიხედვით, რომელიც 3D ბეჭდვის მასალების მახასიათებლების დასადგენად გამოიყენება. მეცნიერები ელიან, რომ რეგოლიტის სამშენებლო მასალად გამოყენების შესაძლებლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს მთვარის პროგრამაში. 3D-პრინტერი RRP ექსპერიმენტისთვის. ფოტო: Redwire Space თუმცა, 3D პრინტერის ექსპერიმენტი არ არის ერთადერთი, რომელიც ყურადღების ღირსია. აღსანიშნავია ექსპერიმენტი Cardinal Muscle, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნება კუნთების ფორმირების პროცესი უწონადობის პირობებში. იგი მკვლევარებს დაეხმარება შეიტყონ, რა გავლენას ახდენს მიკროგრავიტაცია კუნთოვანი მასის დაკარგვაზე ასაკთან ერთად. მეცნიერები აპირებენ მიკროგრავიტაციის პირობებში შეამოწმონ ისეთი წამლების შექმნის შესაძლებლობა, რომელთაც შეუძლია სარკოპენიის, ანუ კუნთოვანი მასის ასაკობრივი დაკარგვის, პროცესის შემსუბუქება. ექსპერიმენტი Kentucky Re-Entry Probe Experiment (KREPE) საკმაოდ იაფი მეთოდია თერმული დაცვის სისტემებისთვის (TPS) ფრენის მონაცემების შესაგროვებლად. ამგვარი სისტემები გამოიყენება ყველა კოსმოსურ ხომალდზე, რომლის მისიაა განახორციელოს კონტროლირებადი ხელახალი შესვლა დედამიწის ატმოსფეროში. ამ მიმართულებით მუშაობა მეცნიერებს საშუალებას მისცემს შეაგროვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს უფრო მოწინავე TPS-ის განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია შემდგომი კოსმოსური კვლევებისთვის. სითბური ეკრანები ექსპერიმენტ KREPE-ის ჩატარებისთვის. ფოტო: University of Kentucky კიდევ ერთი ექსპერიმენტი - Flow Boiling and Condensation Experiment (FBCE) - დაკავშირებულია თერმორეგულირებასთან. თერმორეგულირების სისტემები არსებობს ერთფაზიანი და ორფაზიანი. ამჟამად მიკროგრავიტაციის პირობებში თერმორეგულირების ორფაზიანი სისტემის მუშაობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი და პროექტმა FBCE-მა ეს ვითარება უნდა შეცვალოს. კოსმოსში აგრეთვე მნიშვნელოვანია ნახშირორჟანგისგან გათავისუფლების ეფექტური სისტემის გამოყენება. Cygnus-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაიღო ახალი ოთხფენიანი CO2 სკრუბერი, იგი სადგურზე ამჟამად არსებული მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსიაა. მას შეუძლია სადგურს გარეთ CO2 -ის გატანა ან პროცესში წყლის წარმოება, გარდა ამისა, დაგეგმილია დაკვირვება ობზე Physarum polycephalum, რომლის მდგომარეობის ყოველი ცვლილება კამერაზე დაფიქსირდება. https://bit.ly/37IJ22s
  22. Intel-მა ინვესტორებს გაუზიარა, რომ ფლობს კრიპტობირჟა Coinbase-ის აქციების მცირე წილს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტები მიაწოდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC). Coinbase-ში Intel-ის წილი მართლაც მცირეა, იგი შეფასებულია დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარად (3014 აქცია). კომპანიას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძინა ეს აქციები. ეს შესაძლოა მომხდარიყო აპრილში, როდესაც Coinbase ბირჟაზე გავიდა, ან ამ მომენტის შემდეგ ნებისმიერ დროს. როგორც ჩანს, აქციების შესყიდვა სტრატეგიული მიზნებით განხორციელდა. სხვა კომპანიების აქტივების შესყიდვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სტრანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამგვარ ქმედებებს ახორციელებენ ან სტრატეგიული პარტნიორობის უზრუნველყოფის მიზნით, ან ინვესტიციებისთვის - იმედით, რომ აქციების ფასი გაიზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ აქციების წილი მცირეა ორივე კომპანიის მასშტაბებისთვის, ლოგიკურია ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება პირველ ვარიანტს შეესაბამება. ამ ჰიპოთეზას ადასტურებს ის ფაქტი, რომ Intel-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია ჯამში დაახლოებით 170 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის შესახებ. ამასთან, Coinbase-ის აქციები აღმოჩნდა ყველაზე მცირე პოზიცია, ყველაზე მეტი ფული კი (160 მლნ აშშ დოლარი) ჩადებულია McAfee-ში, რომელიც ადრე Intel-ის ნაწილი იყო. გარდა ამისა, ჩამონათვალში აღმოჩნდა ნახევრადგამტარი აღჭურვილობის მწარმოებელი MaxLinear და კომპანია Shift4, რომელიც ანგარიშსწორების დამუშავებაზეა სპეციალიზებული. 2020 წელს Coinbase-ის მოგების მოცულობამ 21 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებელთან 800 ათას აშშ დოლარიანი წილი უმნიშვნელო მაჩვენებელია. ასეა თუ ისე, კრიპტობირჟას ჰყავს მსხვილი ინვესტორები, კერძოდ ARK Invest, რომლის წილი 2 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. https://bit.ly/3srovsU
  23. SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიმდინარე წელს არის Starship-ის პირველი ორბიტალური გაშვება. ეს გრანდიოზული მოვლენა უნდა მოხდეს წლის ბოლოსთვის, მაგრამ ილონ მასკის კომენტარებზე დაყრდნობით მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა ხომალდის გაშვებისთვის მზადყოფნამდე. SpaceX-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში კვლავ გააზიარა რამდენიმე დეტალი. მასკის კომენტარის თანახმად Starship ორბიტალური ფრენისთვის რამდენიმე კვირაში იქნება მზად, შემდეგ კი საჭირო იქნება ნებართვის მოპოვება მარეგულებელი ორგანოების მხრიდან. ნებართვის მიღების პროცესი შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, აგრეთვე, SpaceX-ის ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს დამატებითი ტესტირებების ჩატარების შესახებ, თუმცა ფაქტია ხომალდი მალე მზად იქნება და ეს დიდი მიღწევაა. აგვისტოს დასაწყისში SpaceX-მა დაასრულა სუპერმძიმე ამაჩქარებელ Super Heavy Booster 4-ზე მუშაობა და დაამონტაჟა მასში 29 Raptor ძრავი, აგრეთვე მოამზადა რაკეტა Starship ორბიტალური ფრენისთვის.იგი პირველად აღიჭურვა ექვსი ძრავით, რომელთაგან სამი ვაკუუმურია. Booster 4-თან ერთად მთლიანი კონსტრუქციის სიმაღლე 120 მეტრს შეადგენს. https://bit.ly/3xIToKg
  24. სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი მიკროსქემების შესაქმნელად. ამისთვის კომპანია იყენებს Synopsys-სის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩიპების დაპროექტებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი დეველოპერის ქმნილებას, რომლის ტექნოლოგიები ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. Samsung-მა შექმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალური კომერციული პროცესორის პირველი ნიმუში. სხვა ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Google და NVIDIA, ადრე განიხილავდნენ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მიკროსქემების შექმნის შესაძლებლობებს. თუმცა Synopsys-ის ინსტრუმენტი, სახელად DSO.ai ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება Synopsys-ის გამოცდილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ათეულობით ჩიპმეიკერთან თანამშრომლობს. საწარმოო ექსპერტების აზრით ეს ინსტრუმეტი დააჩქარებს ჩიპების შემუშავებასა და შემოგვთავაზებს ახალ იდეებს მიკროსქემების კონსტრუქციის მხრივ. Synopsys-ს კიდევ ერთი ღირებული აქტივი აქვს ხელოვნური ინტელექტის რესურსით მიკროსქემების შექმნისთვის. საუბარია მოწინავე ნახევრადგამტარი მოწყობილობების შემუშავების მრავალწლიან გამოცდილებაზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების სწავლებისთვის. Samsung-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ Synopsys-ის პროგრამულ უზრუნველყოფას საფირმო Exynos ჩიპსეტების შესაქმნელად. თუმცა, კომპანიას არ განუმარტავს, ხდება თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული ჩიპების მასობრივი წარმოება და თუ ასეა, რომელ პროდუქტებში გამოიყენება ისინი. არსებობს კიდევ ერთი მაგალითი. Google-ის ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება Tensor-ჩიპებში ბლოკების ოპტიმალური განთავსების ძიებისთვის. ეს ჩიპები Samsung-თან ერთად შეიქმნა, მათი დებიუტი Pixel 6 სმარტფონებში უახლოეს დროში შედგება. თუმცა Google-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, დაეხმარა თუ არა ხელოვნური ინტელექტი Tensor-ის შექმნაში. Samsung-ის გარდა ხელოვნური ინტელექტით ჩიპების შექმნით დკავებულნი არიან NVIDIA და IBM. Linley Group-ის უფროსი ანალიტიკოსი მაიკ დემლერი (Mike Demler), რომელიც ზედამხედველობს მიკროსქემების შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი კარგად უმკლავდება კრისტალზე მილიარდობით ტრანზისტორის განთავსების ოპტიმიზაციას. იგი მიიჩნევს, მალე ხელოვნური ინტელექტი ჩიპების შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრების სტანდარტული ნაწილი გახდება. დემლერი ამბობს, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძვირი ჯდება, რადგან ალგორითმის სწავლებისთვის საჭიროა უამრავი ნედლი მონაცემი. მაგრამ იგი ელის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება, რადგან მანქანური სწავლების მოდელები უფრო ეფექტური გახდება. თუმცა დემლერმა აღნიშნა, რომ მიკროსქემების დაპროექტებასთან დაკავშირებული ბევრი პროცესის ავტომატიზაცია შეუძლებელია, ასე რომ ჩიპმეიკერებს კვლავ დასჭირდებათ გამოცდილი ინჟინრები. Synopsys-ის, Google-ის, NVIDIA-სა და IBM-ის მიერ გამოყენებული მიდგომა იყენებს მანქანური სწავლების მეთოდს, რომელსაც ეწოდება გაძლიერებული სწავლება. იგი გულისხმობს ალგორითმის სწვალებას „ჯილდოს“ ან „დასჯის“ მეშვეობით, რაც ეფექტური მიდგომა აღმოჩნდა ადამიანის მიერ მკაცრად ფორმალიზებული განსჯის აღსაწერად. ამ მეთოდს შეუძლია ავტომატურად შექმნას ციფრული ჩიპის დიზაინის საფუძველი, მათ შორის კომპონენტების განთავსება და მათი დაკავშირება სილიკონის ჩიპზე. ალგორითმის გამოყენებას შეუძლია დააჩქაროს დიზაინის შექმნის პროცესი და ინჟინრებს საშუალება მისცეს უფრო ეფექტურად მოახდინონ ექსპერიმენტირება სქემებში. ნახევარგამტარი ჩიპები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება მათი დაპროექტებისა და დამზადებისთვის, სულ უფრო ღირებული აქტივები ხდება. მაგალითად, აშშ-ს ხელისუფლებამ ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზნით გადაწყვიტა ჩიპების შემუშავების პროგრამული უზრუნველყოფის დამატება ექსპორტის კონტროლის სიაში. https://bit.ly/3CPAt4h
  25. სმარტფონების მწარმოებელი ჩინური ბრენდი Honor გამოუშვებს პირველ სმარტფონს ციფრული იუანის მხარდაჭერით. ამის შესახებ CoinDesk იუწყება კომპანიის ხელმძღვანელ ჯორჯ ჩჟაოს განცხადებაზე დაყრდნობით. Snapdragon 888-ის ბაზაზე არსებული ახალი Magic 3 მოწყობილობები აღჭურვილია აპარატურული საფულეებით ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრულ ვალუტასთან მუშაობისთვის. ცენტრალური ბანკი დარწმუნებულია, რომ ასეთი საფულეები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დონის გაზრდას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აქტიურად მუშაობს ციფრული იუანის განვითარებაზე. გასულ თვეში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ციფრული ვალუტის პირველი white paper. ივნისში ცნობილი გახდა, რომ პეკინის ხელისუფლება გაანაწილებდა 6 მლნ აშშ დოლარზე მეტს აქტივის ტესტირების ფარგლებში, აგვისტოში კი მათ განახორციელეს მისი სრულიად ინტეგრირება საგადახდო ეკოსისტემაში. https://bit.ly/2VT0Mpp
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.