Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Hyundai-ს კუთვნილმა პრემიალურმა ბრენდ Genesis-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა ახალი მოდელი ელექტრო იქნება - კლასიკური აკუმულატორებით ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ელემენტებით. 2030 წლიდან Genesis დაამზადებს მანქანებს მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვით, შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ავტომობილი ხსენებული დროისთვის საბოლოოდ მოიხსნება წარმოებიდან. წყარო: cnet.com ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო მანქანების რვა მოდელს. 2030 წლისთვის Genesis გეგმავს წელიწადში დაახლოებით 400 ათასი მანქანის გაყიდვას. სულ რაღაც ორი კვირის წინ კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო ელექტრომობილი GV60, რომელიც აწყობილია Hyundai E-GMP პლატფორმაზე. ბევრი არაფერია ცნობილი მანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ავტომწარმოებელმა დააკონკრეტა, რომ მას ექნება მძლავრი უსადენო დამუხტვა WiTricity-ს მხარდაჭერა და სვლის მარაგი - 430 კმ. ფოტოზე: GV60 Genesis Genesis ნამდვილად არ შეჩერდება აქ. ავტომწარმოებელი წყალბადის საწვავის ელემენტებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთ პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, მისი ნარჩენი პროდუქტი წყალია. Genesis-მა პირობა დადო, რომ წყალბადის მანქანები უფრო მძლავრი გახდება, ვიდრე ამჟამინდელი მოდელებია. ტექნოლოგია ბაზარზე ერთ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მის განვითარებას აფერხებს თანმხლები ინფრასტრუქტურის თითქმის სრული არარსებობა - მანქანების საწვავით გასამართი სადგურები ხელმისაწვდომი არ არის. წყალბადზე მომუშავე მანქანებს აქვთ მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კლასიკურ ელექტრომობილებთან შედარებით: ეს გახლავთ საწვავის შევსების დრო, იგი მხოლოდ 5-6 წუთს შეადგენს, რაც ბევრად მოკლე დროა, ვიდრე ელექტრო ბატარეის დამუხტვისთვის საჭირო დრო, თუნდაც მუდმივი ძაბვის მქონე მძლავრი დამტენი სადგურის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, Genesis ამჟამად ასევე მუშაობს ლითიუმ-იონური ბატარეების და ელექტროძრავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. მომდევნო წელს Genesis GV60-ს დაემატება ელექტრო სედანის ვერსია G80, გარდა ამისა მოსალოდნელია ელექტრო კროსოვერ GV70-ის დებიუტი. მოდელი GV60 მუშაობს Hyundai Motor Group-ის პლატფორმა E-GMP-ზე, უახლოეს დროში მას დაემატება კიდევ ერთი ან ორი ელექტრო პლატფორმა, რომლებიც საფუძვლად დაედება უფრო დიდი ზომის და სპორტულ მოდელებს. https://bit.ly/38z15sa
  2. Chainalysis-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. ექსპერტების მონაცემებით, აღმოსავლეთი ევროპა მეორე რეგიონია არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ მისამართებზე გაგზავნილი კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების მხრივ. ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა თაღლითურ პროექტებზე. წყარო: Chainalysis. ამ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლები აგრეთვე შეადგენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური ვებ-გვერდების ტრაფიკის დიდ ნაწილს. წყარო: Chainalysis. ამ მაჩვენებლის მხრივ უკრაინის მაცხოვრებლები ლიდერობენ. წყარო: Chainalysis. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის მისამართები იღებენ უამრავ თანხას თაღლითური მისამართებიდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თაღლითური პროექტების ბევრი ოპერატორი ამ ქვეყნებში იმყოფება, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. Chainalysis-მა მიუთითა, რომ ეს არის ერთადერთი რეგიონი, რომლის ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა 400 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, სადაც გადაცემული კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების 0.5%-ზე მეტი დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. აღმოსავლეთ ევროპელი მომხმარებლები ყველაზე მეტ კრიპტოაქტივს გზავნიან დარქნეტ-ბაზრებზე. ეს მოვლენა დიდწილად დამოკიდებულია მარკეტფლეის Hydra-სთან, რომელიც ამ რეგიონზეა ორიენტირებული - აღნიშნავენ სპეციალისტები. აღმოსავლეთ ევროპიდან მომხმარებლების მიერ თაღლითურ მისამართებზე გაგზავნილი თანხის ნახევარზე მეტი მოდიოდა პირამიდა „ფინიკოზე“. მითითებული პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მისამართებზე შევიდა 46 მლნ აშშ დოლარი გამომძალველ ვირუსებთან დაკავშირებული მისამართებიდან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს თანხა რეალურად შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ერთ-ერთი მიზეზია მავნე პროგრამის მრავალი ვერსიის კავშირი ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციაში. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა გამომძალველისთვის გადახდილი თანხა შეადგენდა მსგავსი პროგრამების მთლიანი გადასახადის 90%-ს. ”ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოსასყიდის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა Chainalysis-მა. https://bit.ly/3DFVj6m
  3. აგვისტოს დასაწყისში Google-მა დააანონსა Pixel 6 სმარტფონების ხაზი საკუთარი წარმოების Tensor ჩიპსეტით, რომელიც ასევე ცნობილია კოდური დასახელებით Whitechapel. როგორც ჩანს, Google აგრძელებს მუშაობას სხვა პროდუქტების კომპონენტებზეც, რათა აამაღლოს საკუთარი მდგომარეობა კონკურენტებს შორის. ფოტო: Brooke Cagle, Unsplash კომპანიის უახლოესი გეგმები ცნობილი გახდა Nikkei Asia-სთვის. წყაროს თანახმად 2023 წლისთვის Google-ს მზად უნდა ჰქონდეს ახალი ჩიპი საფირმო ლეპტოპებისა და პლანშეტებისთვის. Google-ზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გასულ წელს Apple-ის მიერ უარის თქმა Intel-ის ჩიპებზე საკუთარი წარმოების Arm-ჩიპ M1-ის სასარგებლოდ. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Google იმედოვნებს Pixel 6-ის წარმატებას და დიდი მოცულობის სიმძლავრეს ჯავშნის მისი წარმოებისთვის. დიდი ალბათობით, კომპანიის სამომავლო სტრატეგია დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი სმარტფონების გაყიდვაზე. Pixel 6-ის პრეზენტაცია უახლოეს თვეშია მოსალოდნელი, მანამდე კომპანია არ ასაჯაროვებს მოწყობილობის დეტალურ მახასიათებლებს. ცნობილია, რომ Tensor ჩიპსეტი აღჭურვილია სპეციალურ ბლოკ TPU-ით (Tensor Processing Unit), რომელიც განკუთვნილია მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებისთვის, აგრეთვე გააჩნია ბლოკი Titan M2 უსაფრთხოებისთვის. სმარტფონებში აქტიურად იქნება გამოყენებული TPU ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საუბრის ამოცნობისა და თარგმნისთვის, აგრეთვე სხვა ამოცანებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული. https://bit.ly/3BrChPe
  4. კომპანია Samsung მუშაობს მორიგ დრეკად მობილურ მოწყობილობაზე. გახსნისას იგი გარდაიქმნება სამი ცალკეული ეკრანის მქონე პლანშეტად, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში იმუშაოს. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდება, თუკი კონცეფცია რეალურ მოწყობილობად გარდაიქმნება. მოწყობილობა, სახელად Flex In & Out დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივ სმარტფონს გავს, თუმცა გაცილებით გრძელი და სქელია. ეკრანის დიაგონალი ამ მდგომარეობისას 7.2 დუიმია და საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ატაროს ჩანთით ან დიდი ჯიბით. Samsung სტანდარტული და დრეკადი ეკრანების წამყვანი მწარმოებელია. მისი წარმოების დისპლეებით სარგებლობენ კონკურენტებიც, მაგალითად Apple. Samsung-ის ეკრანებზე იქნება დამყარებულია ახალი iPhone 13 სმარტფონები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სამმაგად დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონი გაყიდვაში უახლოეს დროში არ გამოვა. Samsung-მა ჯერ სულ ახლახანს დაიწყო Galaxy Z Fold 3 და Galaxy Z Flip 3 მოდელების გაყიდვა. https://bit.ly/3yz2kST
  5. მოსამართლე სარა ნეტბერნმა დაადგინა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია SEC-მა უნდა წარადგინოს Ripple-ის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები „დახურულ კარს მიღმა“ განხილვისთვის. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ჯეიმს ფილანმა. 31 აგვისტოს მოსმენაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს SEC-ის სათათბირო პროცესის პრივილეგიები (deliberative process privilege). ეს არის უფლების პრინციპი, რომელიც მარეგულირებელ ორგანოს ნებას რთავს უარი თქვას დოკუმენტების გასაჯაროებაზე ან ჩვენების მიცემაზე მონაცემებისა და წყაროების კონფიდენციალურობის საბაბით. ნეტბერნმა განაცხადა, რომ Ripple-მა მოიყვანა მეტად წონადი არგუმენტები საკუთარი მოთხოვნის სასარგებლოდ, რომ მისთვის აუცილებელია გაეცნოს დოკუმენტებს, რათა დადგინდეს, აუცილებელია თუ არა მათი გამჟღავნებისგან დაცვა. ნეტბერნის მიერ ნახსენები ტერმინი „review in camera“ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეები ვერ შეძლებენ SEC-ის მიერ მოწოდებული მონაცემების გადახედვას. თუ მოსამართლე მათ პროცესისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლის, მონაცემები განხილვისთვის საჯარო გახდება. კომისიის წარმომადგენელმა სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და მიზეზად მოიყვანა „მოპასუხე მხარისადმი განსაკუთრებული მოპყრობა“ და მარეგულირებლისთვის „სახიფათო“ პრეცედენტის შექმნა, თუმცა ნეტბერნმა ეს არგუმენტები გააქარწყლა: მისი თქმით Ripple არ მიიღებს პრივილეგიებს, ვინაიდან კომპანიის იურისტები არ ნახავენ დოკუმენტებს, სანამ საპირისპირო არ გადაწყდება. ნეტბერნმა უნდა გადახედოს SEC-ის ინფორმაციას 28 სექტემბრამდე, რის შემდეგაც მან უნდა გადაწყვიტოს გამართლებულია თუ არა მისი დამალვა. მარეგულირებელს დაევალა წარმოადგინოს დოკუმენტები მინიმალური რაოდენობის ცვლილებებით. სხდომის მსვლელობისას არ დაისვა SEC-ის Slack მესინჯერში Ripple-ის თანამშრომლების მიმოწერაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხი. https://bit.ly/3mRG4l0
  6. დედამიწისთვის ჩვეული ქსელური პროტოკოლები და ტექნოლოგიები დედამიწის გარეთაც კარგად მუშაობს. თუმცა როდესაც საუბარი ეხება პლანეტის გარეთ მონაცემთა გადაცემას, მთელი რიკი კითხვები ჩნდება. ზოგიერთ მათგანს გადაჭრის მთვარის სამხრეთკორეული სადგური Korea Pathfinder Lunar Orbiter (KPLO), რომლის ბორტზე იმყოფება აღჭურვილობები კავშირისთვის ქსელის პროტოკოლ DTN-ის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა კოსმოსურ სივრცეებში გამოყენების მიზნით. როგორც ცნობილია, თანამედროვე ქსელებში შეფერხებები ხდება არა მხოლოდ პროგრამული ან აპარატული მახასიათებლების გამო - დიდ ტრანსკონტინენტურ სადენების სიგრძეს თავის წვლილი შეაქვს შეყოვნებაში, რადგან სიგნალის გავრცელების სიჩქარე შეზღუდულია და ვერ აღემატებს სინათლის სიჩქარეს. დედამიწასთან უახლოესი ციური სხეული, მთვარე მდებარეობს დაახლოებით 400 ათასი კილომეტრის დაშორებით და ქსელის რეაგირების დრო, რა თქმა უნდა, წამზე მეტი იქნება. მარსის შემთხვევაში ბანალურ "პინგზე" ორ ათეულ წუთამდე დაიხარჯება. დედამიწისთვის ჩვეული ქსელის ტექნოლოგიები არ არის შესაფერისი კოსმოსურ დისტანციებზე გამოსაყენებლად და სწორედ აქ იხმარება DTN (Delay-Tolerant Networking, შეყოვნებისადმი მდგრადი ქსელი). მასში გათვალისწინებულია მონაცემთა მსხვილი ნაკრებების შენახვა ქსელის შუალედურ კვანძებში. DTN-ის ერთ-ერთი ვარიანტი Bundle Protocol მუშავდება NASA-ს მიერ და სწორედ ეს ვარიანტი უნდა აიქნას მოსინჯული KPLO-სგან მონაცემთა გადაცემისთვის, მისი ამოქმედება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ეს მოვლენა პროექტ Artemis-ის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რომლის მიზანია ადამიანის დაბრუნება მთვარეზე. NASA-ს ხედვა, თუ როგორი იქნება სამომავლო „პლანეტათშორისი ინტერნეტის“ სტრუქტურა მიუხედავად იმისა, რომ მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილვადია, სიგნალის გადაცემისას პრობლემები ცოტა არ იქნება - ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ბნელი მხრიდან სიგნალის გამოგზავნა დიდი კრატერების გამო საჭიროებს შუალედურ რელე-სადგურს. სამხრეთკორეული აპარატი ექსპერიმენტის ფარგლებში გახდება პირველი ამგვარი სადგური, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად გადასცემს მონაცემებს სპეციალურ კამერა ShadowCam-ის მეშვეობით. ეს კამერა განკუთვნილია მთვარის ბნელი რეგიონების გამოკვლევისთვის. კოსმოსურ მისიებში გამოსაყენებელი ქსელური პროტოკოლების შემუშავება დიდი ხანია, დაახლოებით 1998 წლიდან მიმდინარეობს. DTN-ის ადრეული ვერსია CFDP შემუშავდა მარსმავლების, Spirit-ისა და Opportunity-ს კავშირით უზრუნველყოფისთვის, ტექნოლოგია Bundle Protocol კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებისთვის 2016 წლიდან გამოიყენება. თუმცა, განვითარება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და როგორც DTN პროექტის ერთ-ერთმა დეველოპერმა ვინტ სერფმა აღნიშნა, პროგრამა Artemis უნდა გახდეს კატალიზატორი, რომელიც დააჩქარებს პლანეტათშორისი გამოყენებისთვის შესაფერისი ქსელური ტექნოლოგიების შექმნას. https://bit.ly/2WCLNA3
  7. წყლისადმი სიფრთხილე არ არის ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი თვისება მიუხედავად იმისა, რომ მათი ძრავები შეიცავს მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელემენტებს. ელექტრომობილების მწარმოებლები თავიდანვე ანიჭებენ მანქანებს წყლის დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობას. ჩინური წარმოების Tesla-ს არ ეშინია დატბორილ ქუჩებში მოძრაობის, Jaguar I-Pace-ს შეუძლია ნახევარმეტრიანი გუბის გადალახვა, პიკაპი Rivian R1T კი მას თითქმის ორჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით. ფოტოს წყარო: Twitter, RJ Scaringe Rivian-მა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს მომხმარებლებისთვის პიკაპ R1T-ის პირველი ეგზემპლარების მიწოდება. მანამდე კი, როგორც electrek აღნიშნავს, ახალგაზრდა ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია საზოგადოებას უზიარებს ახალი სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობებს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Rivian R1T გადის წყლით სავსე არხში. გარკვეულ მომენტში წყალმა თითქმის დაფარა ელექტრომობილის წინა ოპტიკა, რომელიც განთავსებულია ძრავის განყოფილების ხუფზე (კაპოტზე). ჯერჯერობით Rivian არ ასახელებს წყლის არხის ზუსტ სიღრმეს, თუმცა კომპანიის მიერ მითითებულია მანქანის გაბარიტული სიმაღლე ანტენის ჩათვლით - 1923 მმ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ოპტიკის ხაზი დაახლოებით 900 მმ სიმაღლეზეა განთავსებული, წყლის სიღრმის მაჩვენებელი სერიოზულია. ცნობილია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს სითხის მოხვედრა ცილინდრის ღრუში ჰიდროდარტყმის საშიშროების გამო, რაც ძრავს მწყობრიდან გამოიყვანს. ელექტრომობილებს არ აქვს ეს სისუსტე, მაგრამ ბორტის ქსელში გამტარების იზოლაცია მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სითხეში დიდხანს გაჩერება ელექტრომობილს დადებითად ნამდვილად არ წაადგება, ასე რომ წყალში მოძრაობა მოკლე დროით - ეს არის გონივრული მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს ელექტრომობილის მფლობელი. https://bit.ly/3zyxg6V
  8. ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს მიერ მხარდაჭერილმა, ელექტრომობილების მწარმოებელმა Zhiji Auto-მ შექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მძღოლები შეძლებენ ციფრული ვალუტის გამომუშავებას გარკვეული კილომეტრაჟის დაფარვის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. IM Zhiji-ს აპლიკაცია განკუთვნილია მზადებაში არსებული IM ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის. მაინინგ-პულში შესასვლელად ავტომობილების მფლობელებმა უნდა შეიყვანონ ინფორმაცია თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჯილდოს სახით ისინი მიიღებენ ციფრულ ვალუტა Stone-ს. თავდაპირველად კომპანია გეგმავს დღეში 114-ჯერ 500 მონეტის გამოშვებას. ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის ემისია ორჯერ შემცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. აქტივის გაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე ან კომპანიის სხვა სერვისებზე. როდესაც მანქანა გაივლის 5000 კმ-ს, მის მფლობელს შეეძლება შეიძინოს Lidar Fusion - ახალი თაობის ინტელექტუალური მართვის სისტემა მონეტებისთვის ან გაზარდოს ბატარეის სიმძლავრე 120 კვტ/სთ-მდე სამი წლის ექსპლუატაციის შემდეგ. ელექტრომობილი IM გაყიდვაში 2022 წელს გამოვა. მწარმოებლის თქმით, იგი Tesla-ს ღირსეული კონკურენტი უნდა გახდეს - მისი სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღწევს. ივნისის დასაწყისში კანადურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უშვებს სამსაბურავიან ელექტრომობილ Spiritus-ს მაინინგის ფუნქციით. იმავე თვეში დაიწყო მან Bitcoin-ის, Ethereum-ის, Dogecoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება პირდაპირ ეთერში. https://bit.ly/3ynYV9q
  9. Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტის მარკ გურმანის თქმით მრავალი წლის განმავლობაში პირველად Apple Watch-ის დიზაინში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ჟურნალისტის თქმით, Series 7 სმარტ-საათებს "ბრტყელი ეკრანები და კიდეები ექნება". theverge.com ცნობილია, რომ დისპლეები ოდნავ უფრო დიდი იქნება Series 6-ში გამოყენებულ დისპლეებთან შედარებით. შესაძლოა კორპუსის ზომაც უფრო დიდი იყოს, ვიდრე ადრე - ყოველი მოდელის ზომა იზრდება 1 მილიმეტრით, 41-45 მმ-მდე. გარდა ამისა, გურმანის თქმით, Apple წარადგენს მრავალრიცხოვან „სკინებს“ ეკრანებისთვის იმისთვის, რომ გაამართლოს მათი ზომაში გაზრდა. განახლებული დიზაინის გარდა Series 7 მოდელებს უფრო სწრაფი პროცესორები ექნება. სენსორების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ Apple-მა შესაძლოა დაუმატოს სხეულის ტემპერატურის სენსორი ახალ მოდელებს. დიზაინის განახლება გახდება Apple-ის ციკლის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს სმარტ-საათების განახლებას ყოველ სამ წელიწადში, უფრო კონკრეტულად - უნდა შეიქმნას ამგვარი განახლების ტრენდი. პირველად და უკანასკნელად Apple-მა შეცვალა Apple Watch Series 4-ის კორპუსის დიზაინი, ძირითადი ელემენტები შენარჩუნდა მეექვსე სერიამდე. კომპანია ახალ სმარტ-საათებს ტრადიციულად სექტემბერში აანონსებს, ამიტომ ახალი სმარტ-საათის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გასულ წელს Series 6 და SE სერიის სმარტ-საათების პრემიერა გახდა სექტემბრის მთავარი ღონისძიება, iPhone 12-ის წარდგენა კი ოქტომბერში შედგა. https://bit.ly/3ynN8rK
  10. ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Lenovo ამზადებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Slim 7 Pro-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Cezanne სერიის ახალ პროცესორ AMD Ryzen 5000HS Creator Edition-ით. კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ორი ჩიპი - AMD Ryzen 7 5800HS Creator Edition და Ryzen 9 5900HS Creator Edition. ორივე მათგანს აქვს 8 ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. TDP-ის დონე 35 ვატს შეადგენს. მესამე დონის ქეშის მოცულობაა 16 მბ. Ryzen 7 5800HS და Ryzen 9 5900HS ჩიპებთან შედარებით Creator Edition ვერსიები ხასიათდება გაზრდილი საბაზისო სიხშირეებით. ორი პროცესორიდან პირველი მათგანის სიხშირე 2.8 გჰც-დან გაზრდილია 3.2 გჰც-მდე, მეორე მათგანისა - 3.0-დან 3.3 გჰც-მდე. ამასთან მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში უცვლელი დარჩა - 4.4 და 4.6 გჰც, შესაბამისად. tomshardware.com ცნობილია, რომ პორტატული კომპიუტერი Yoga Slim 7 Pro კონტენტის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) და 2.2K (2240 × 1400 პიქსელი) დისპლეების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტამდეა, მყარი დისკის მოცულობა - 1 ტბ-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450.  https://bit.ly/3gL7zc6
  11. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ (SEC) დადო ხელშეკრულება ანალიტიკურ კომპანია AnChain.AI-სთან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორის მონიტორინგისა და რეგულირების მიზნით, აცხადებს Forbes. კონტრაქტის საწყისი თანხა 125 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აგრეთვე გათვალისწინებულია თითოეული 125 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხუთი ცალეკული წლიური ოფციონი, ჯამური თანხა 625 ათას აშშ დოლარს შეადგენს. „SEC მეტად დაინტერესებულია იმის გაგებით, თუ რა ხდება სმარტ-კონტრაქტების საფუძველზე არსებული ციფრული აქტივების სამყაროში. ამიტომ ჩვენ მას წარვუდგენთ სმარტ-კონტრაქტების ანალიზისა და თვალყურის დევნებისთვის საჭირო ტექნოლოგიას“ - განმარტა AnChain.AI-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ ფანგმა. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროებში მოქმედი სტარტაპი სპეციალიზებულია კრიპტო ბირჟებზე, DeFi-პროტოკოლებსა და ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებში უკანონო ტრანზაქციების გამორკვევაზე. DeFi-პროექტებში ტოკენების ჯამური კაპიტალიზაცია 122 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს (CoinGecko-ს თანახმად), უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ბირჟა Uniswap-ზე ვაჭრობის დღიური მოცულობა კი 1.8 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ბევრ გარიგებაში მონაწილეობს მონეტები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს როგორც ფასიანი ქაღალდები, თავად სავაჭრო პლატფორმები კი ხდება სულ უფრო რთული, - აღნიშნა ფანგმა. რეალურად Uniswap წარმოადგენს „30 ათასი ცალკეული სმარტ-კონტრაქტების მიქსს, რომლებიც ასრულებენ კიდეც ტოკენების ფაქტობრივ გაცვლას“ - განაცხადა მან. აგვისტოს დასაწყისში SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა გაფრთხილება გასცა DeFi რეგულაციის გაძლიერების შესახებ. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტების დეცენტრალიზებული ხასიათი არ იძლევა იმუნიტეტს სააგენტოს ზედამხედველობისგან. შეგახსენებთ, ადრე SEC-ის კომისარმა ჰესტერ პირსმა მოსაზრება გამოთქვა, რომ გაშვების მომენტიდან მხოლოდ სრული დეცენტრალიზაცია არის DeFi პროექტების ერთადერთი იმედი, რომ თავიდან აიცილონ რეგულირება. https://bit.ly/3Dr8xUG
  12. ცნობილმა ინსაიდერმა Kopite7kimi-მ ყურადღება გაამახვილა NVIDIA-ს მიერ ახალი თაობის გრაფიკული მოწყობილობების მომზადების თემაზე, რომელთა პირობითი დასახელებაა Ada Lovelace. წყაროს თანახმად ისინი გამოჩნდება მოსალოდნელზე ცოტა ადრე და წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Ampere არქიტექტურაზე დამყარებული ამჟამინდელი პროდუქტები წარმოების ადგილის მხრივ შემდეგნაირადაა განაწილებული: სერვერულ ამაჩქარებლებს აწარმოებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, გეიმინგ დაფებს კი 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით უშვებს კომპანია Samsung. NVIDIA-ს გეიმინგ პროდუქტების დაბრუნება TSMC-ის კონვეირზე შესაძლოა ერთი მხრივ იყოს იმის მანიშნებელი, რომ NVIDIA უკმაყოფილოა Samsung-თან თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი შესაძლოა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია უბრალოდ ბანალურად შეესაბამებოდეს NVIDIA-ს მოთხოვნილებას. ფოტოს წყარო: Twitter, Greymon55 კიდევ ერთი მედია ინსაიდერი ამტკიცებს, რომ Ada Lovelace გრაფიკული პროცესორების გამოშვება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ymw59j
  13. პოპულარულ ტესტ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Microsoft-ის ახალი პლანშეტის შესახებ, რომელიც Surface Go 2 მოდელს ჩაანაცვლებს. ფოტოზე: Microsoft Surface Go 2 სამომავლო მოწყობილობა ფიგურირებს კოდური დასახელებით OEMAL. კომერციულ ბაზარზე პლანშეტი სავარაუდოდ გამოვა სახელწოდებით Surface Go 3. ბენჩმარკზე გამოჩნდა ორი მოდიფიკაცია აპარატულ პლატფორმაზე Intel Amber Lake Y. კერძოდ, გაიტესტა ვერსიები პროცესორებით Pentium Gold 6500Y და Core i3-10100Y. ამ ჩიპებს აქვთ ორი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 615. პირველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.1-3.4 გჰც-ს, მეორე შემთხვევაში - 1.3-3.9 გჰც-ს. TDP-ის დონე მხოლოდ 5 ვატს შეადგენს. Geekbench ორი მოდელიდან უმცროს ვარიანტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, უფროს მოდიფიკაციას - 8 გბ. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro (64-bit). Surface Go 3-ს ოფიციალური პრეზენტაცია მოსალოდნელია Microsoft-ის ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. არაოფიციალური ცნობებით, ამავე ღონისძიებაზე უნდა დაანონსდეს დასაკეცი სმარტფონი Microsoft Surface Duo 2 ახალი კამერით, აგრეთვე ჰიბრიდული ლეპტოპი Microsoft Surface Book 4. თავად ტექნოლოგიური გიგანტი რედმონდიდან ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. https://bit.ly/3zujHW6
  14. Avanti იყო პირველი კრიპტო ბანკი, რომელმაც განაცხადი შეიტანა აშშ-ის ფედერალური რეზერევების სისტემის წევრობაზე. ამის შესახებ განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ქეითლინ ლონგმა. Avanti-ში აღნიშნეს, რომ ახალი განაცხადი განსხვავდება წინა თხოვნისგან, რომ კომპანიას წვდომა მიეცეს ფედერალური სარეზერვო სისტემის საგადახდო სისტემაზე master account-ის მეშვეობით. ეს თხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის ოქტომბერში და ამ დრომდე განხილვაში იმყოფება. „Avanti ზუსტად შეესაბამება წევრობისა და საგადახდო სისტემაზე წვდომის მოთხოვნებს. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მონაწილეობის განაცხადის შეტანით კომპანია იღებს იმას, რაც უკვე არაოფიციალურად არის მიღებული, კერძოდ იმავე კაპიტალის რეგულირებას, შესაბამისობას და ზედამხედველობის ექსპერტიზის სტანდარტებს, რაც ვრცელდება ტრადიციულ ბანკებზე. მიმართვის დამტკიცებით ფედერალური ბანკი გახსნის წვდომას რეგულაციებსა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის სხვა უფლებამოსილ პირებზე, ” - ნათქვამია პრეს-რელიზში. კომპანიამ განაცხადი შეავსო 2021 წლის 5 აგვისტოს, მაგრამ განცხადება გააკეთა მხოლოდ გასულ შაბათს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა The Wall Street Journal-ში. გაზეთმა აღნიშნა ბანკის ლობისტების ძალისხმევა, რომლებიც ცდილობენ ციფრული აქტივების კომპანიების დაბლოკვას გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომისგან. ამჟამად ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Avanti და Kraken, თანამშრომლობა უწევთ ტრადიციულ ბანკებთან, რომლებიც მასტერ-ანგარიშებს ფლობენ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. საბანკო ინდუსტრიის ზოგი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიპტო ინდუსტრია ძალიან ახალგაზრდაა და მისი მონაწილეები ვერ აკმაყოფილებენ ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუციელებელ სტანდარტებს. „გონივრულია იმის მოლოდინი, რომ ასეთი განმცხადებლები წარმოადგენენ გაზრდილ რისკებს ფულის გათეთრების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა და რესურსების დაცვის, ასევე საიმედოობის თვალსაზრისით", - ნათქვამია საბანკო პოლიტიკის ინსტიტუტის წერილში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესს. ქეითლინ ლონგმა ბანკების პოზიციას ფარისევლური უწოდა. მისი თქმით, ინდუსტრიის ლობისტები „დაუღალავად იმეორებენ, რომ კრიპტო კომპანიები უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ვიდრე ტრადიციული ბანკები“, თუმცა ეს უკანასკნელნი თავად სთავაზობენ მომხმარებლებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სერვისებს. ადრე ლონგმა ფედერალური რეზერვების სისტემა გააკრიტიკა კრიპტო კომპანიების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში. მისი აზრით გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომის უარყოფით მარეგულირებელი ორგანო ინდუსტრიის მონაწილეების საბანკო სისტემისგან გათიშვის რისკებს ქმნის. 2020 წლის ნოემბერში შტატ ვაიომინგის საბანკო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა Avanti-ს წესდება და ბიზნეს-გეგმა, რითაც მას ოფიციალური საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. https://bit.ly/3gICmWT
  15. დისკრეტული გეიმინგ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი იქნება ინტელექტუალური მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის (Xe Super Sampling) მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია ორჯერ გაზარდოს წარმადობა მაღალ გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის თვალსაჩინო დაკარგვის გარეშე. იგი NVIDIA DLSS-ისა და AMD FidelityFX Super Resolution-ის ერთგვარი ანალოგი იქნება. როგორც ცნობილია, ზოგიერთ GeForce და Radeon ვიდეო დაფასაც ექნება XeSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Xe-HPG არქიტექტურაზე აგებულ Intel Arc Alchemist ვიდეო დაფაში XeSS ტექნოლოგია გამოიყენებს გრაფიკული ბირთვის შემადგენლობაში არსებულ მატრიცულ XMX-ძრავებს. ისინი შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარებას და სწორედ მათ გამომთვლელ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული XeSS-ის ფუნქციონირება. სხვა გრაფიკული არქიტექტურის მქონე გრაფიკულ დაფებში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დაჩქარების ოპერაციები გადაეცემა DP4a ინსტრუქციის ნაკრებებს. ეს ინსტრუქციები გამოიყენება 8-ბიტიანი მთელი რიცხვების გამრავლებისა და 32-ბიტიანზე გადაყვანისთვის, რის შემდეგაც ისინი დამუშავდება გრაფიკული ბირთვის გამომთვლელი ბლოკების (ALU) მიერ. გარდა ამისა, DP4a ინსტრუქციები გამოიყენება ისეთი ოპერაციების დასაჩქარებლად, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიზუსტეს, მაგალითად ღრმა სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების. ძველი GPU-ებისგან განსხვავებით, Microsoft Shader Model 6.4 სტანდარტის ყველა თანამედროვე გრაფიკულ პროცესორს აქვს DP4a ინსტრუქციის მხარდაჭერა. პორტალ ComputerBase-თან საუბრისას კომპანია AMD-მ დაადასტურა, რომ RDNA 2 არქიტექტურის მქონე მის ვიდეო დაფებში მხარდაჭერილია DP4a ინსტრუქციები. მხარდაჭერა რეალიზებულია ტექნოლოგია Rapid Packed Math-ის მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა Radeon RX Vega ვიდეო დაფებში, გრაფიკულ ბარათებს საშუალებას აძლევს უფრო ხშირად გამოიყენონ ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლები გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე. საინტერესოა, რომ Vega-ს არ აქვს DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. კომპანიამ აღნიშნა, რომ მასთან იმუშავებს მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები. თუმცა AMD-მ დაადასტურა, რომ ძველმა GPU-ებმა თეორიულად შესაძლოა იმუშაონ DP4a-სთან უფრო ნელი ერთჯერადი (FP32) და ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლების პირობებში. ფოტოს წყარო: PCGamer რაც შეეხება GeForce ვიდეო დაფებს, Ampere და Turing არქიტექტურაზე დამყარებულ მოწყობილობებსაც აქვთ DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მათი მხარდაჭერა Pascal თაობის ვიდეო დაფებსაც აქვს. ეს ეს შესაძლოა შესანიშნავი სიახლე იყოს მე-10 სერიის GeForce GTX მოდელების მფლობელებისთვის, რადგანაც მათ არ გააჩნიათ DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა - იგი მხარდაჭერილია მხოლოდ 20-სერიის GeForce RTX და 30-სერიის GeForce RTX დაფებში. https://bit.ly/3yoVZJF
  16. კომპანია ASUS-მა წარადგინა თეთრი ფერის ოთხი მოწყობილობა Moonlight White სერიაში: კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White, მაუსი ROG Strix Impact II Moonlight White, აგრეთვე ყურსასმენები ROG Strix Go Core Moonlight White და ROG Cetra II Core Moonlight White. ფოტოების წყარო: ASUS კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White-ს კომპაქტური დიზაინი აქვს: მას არ გააჩნია ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. გამოიყენება მექანიკური გადამრთველები ROG NX Mechanical Switch. რეალიზებულია ღილაკების ინდივიდუალური განათება, კომპიუტერთან დაკავშირებისთვის კი განკუთვნილია USB 2.0 პორტი. ფუნქციები Anti-Ghosting და N-Key Rollover საშუალებას იძლევა კორექტულად მოხდეს ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერის ამოცნობა. ROG Strix Impact II Moonlight White აღჭურვილია 6200 DPI ოპტიკური სენსორით. Omron-ის ძირითადი გადამრთველები გათვლილია 50 მილიონი ოპერაციისთვის. დანერგილია საფირმო ფერადი განათება ASUS Aura RGB. კავშირის ინტერფეისია USB. ჰედსეტი ROG Strix Go Core Moonlight White-ს 40-მილიმეტრიანი გამომსხივებელი აქვს ნეოდიმური მაგნიტებით, ხელმისაწვდომია მიკროფონი რეგულირებად ღერძზე. 3.5-მილიმეტრიანი კონექტორის წყალობით მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერთან, გეიმინგ კონსოლებსა და მობილურ გაჯეტებთან. და ბოლოს, ყურსასმენ ROG Cetra II Core Moonlight White-ს “in ear” ტიპის კონსტრუქცია აქვს, მისი გამომსხივებლები 9.4-მილიმეტრიანია და სიხშირის დიაპაზონია 20-დან 40 კჰც-მდე. დაკავშირებისთვის განკუთვნილია 3.5-მილიმეტრიანი დამაკავშირებელი. https://bit.ly/3Bm2yP7
  17. ტაივანური რესურსი DigiTimes მიმდინარე კვირაში საუბრობდა TSMC-ის სერვისებზე ფასების შერჩევით და ეტაპობრივ ზრდაზე 10-დან 20%-მდე, თუმცა მაინინგ ჩიპების ცნობილმა მწარმოებელმა Bitmain-მა ჩინური სოციალური ქსელის გვერდების მეშვეობით ისაუბრა ფასების უფრო ულტიმატუმის მსგავს მატებაზე. წყაროს განცხადების თანახმად 25 აგვისტოს TSMC-მ თავის ყველა მომხმარებელს აცნობა, რომ მის მომსახურებაზე ფასები 20%-ით იზრდება ტექნოპროცესების სრულ ასორტიმენტზე და ფასის მატება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. თავად Bitmain ისტორიულად დაინტერესებული იყო წვდომა მიეღო TSMC-ის მოწინავე ტექნოპროცესებზე, რადგანაც ისინი საშუალებას იძლეოდა ენერგომოხმარების დონე გონივრულ საზღვრებში შენარჩუნებულიყო გამოშვებულ ASIC-მაინერებში. Bitmain-ისთვის ძირითად პრობლემად რჩება არა ფასების მატება TSMC-ის მომსახურებაზე, არამედ მისი პროდუქციის გამოშვებაზე შეზღუდული კვოტები, რადგანაც ტაივანური მწარმოებელი კომპანიის კონვეირზე ადგილის მოპოვებისთვის კონკურენცია ძალიან მაღალია. https://bit.ly/3BlIDjn
  18. ღონისძიება Smarter Living 2022-ზე Xiaomi-მ წარადგინა Mi Notebook Pro და Mi Notebook Ultra. ეს ლეპტოპები მიმდინარე წელს გამოშვებული RedmiBook Pro 14-სა და RedmiBook Pro 15-ს მსგავსია. მოწყობილობების კორპუსი ალუმინის შენადნობითაა დამზადებული. Pro მოდელი იწონის 1.46 კგ-ს და მისი სისქეა 17.3 მმ, Ultra მოდელის მონაცემები კი არის 1.79 კგ წონა და 17.9 მმ სისქე. ორივე ლეპტოპი სამ ვარიანტად გამოვა. საბაზისო ვერსია აღჭურვილია მე-11 თაობის Intel Core i5-11300H პროცესორით, აქვს 8 გბ DDR4 3200 მჰც ოპერატიული მეხსიერება და 512Gb NVMe SSD. საშუალო ვერსიას იგივე კონფიგურაციაა გააჩნია, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. ტოპ ვარიანტს ექნება უფრო მძლავრი პროცესორი Core i7-11370H (მე-11 თაობა) და იმავე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და SSD, რაც საშუალო მოდიფიკაციას. წარმოდგენილ ორ ლეპტოპს შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს დისპლეისა და ბატარეაში. Pro მოდელს აქვს 14-დუიმიანი LCD-დისპლეი გაფართოებით 2560 x 1600 პიქსელი, 215 PPI, გვერდების შეფარდება - 16:10. მხარდაჭერილია 100%-იანი sRGB ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 ნიტი. ხელმისაწვდომია TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების დაბალი დონე. Ultra მოდელის დისპლეის ზომა 15.6 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3.2K-ს (3200 x 2000 პიქსელი), გააჩნია 242 PPI და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. პორტებს რაც შეეხება, ლეპტოპებზე ხელმისაწვდომია 1 x USB Type-C, 1 x Thunderbolt 4, 1 x USB 3.2 Gen 1 Type-A, 1 x USB 2.0 Type-A, 1 x HDMI და 1 x 3.5 მმ აუდიო კონექტორი. დაკავშირებისთვის გამოიყენება Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1.  გარდა ამისა, ლეპტოპებს აქვთ სამდონიანი კლავიატურა განათებით, 1.3 მმ სვლისა და სპეციალური მაკრო-ღილაკებით. მოწყობილობებში გამოყენებულია ორი 2-ვატიანი სტერეოდინამიკი DTS Audio-ს მხარდაჭერით. სხვა მახასიათებლებში შედის HD 720p ვებ-კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი Windows Hello-ს მხარდაჭერით. პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, ლეპტოპები მუშაობენ Microsoft Windows 10-ზე, მოწყობილობებში წინასწარ დაყენებულია Microsoft Office 2019 და Mi SmartShare. შემდგომში შესაძლებელი იქნება განახლება Windows 11-მდე. და ბოლო, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი: ორ კომპიუტერს აქვს 65-ვატიანი fast charge-ის მხარდაჭერა, Pro მოდელს კი 56-ვატიანი ბატარეა აქვს. https://bit.ly/3mBvbDL
  19. გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით მანქანათმშენებელი კომპანიები ერთი მეორეს მიყოლებით ასახელებენ შიდაწვის ძრავზე უარის თქმისა და ელექტროძრავებზე გადასვლის თარიღებს. ზოგიერთი ლუქს-ბრენდი მზადაა მსგავსი რამ 2030 წლამდე განახორციელოს, მასობრივი ბრენდები ხსენებული დროისთვის ელექტროძრავებზე პროდუქციის მხოლოდ ნაწილს გადაიყვანენ. Audi მზადაა შიდაწვის ძრავებზე უარი თქვას 2033 წლისთვის, დაახლოებით ასევე მოიქცევა Nissan-იც. ფოტოს წყარო: Electrek, Audi ორივე კომპანია მიმდინარე კვირაში შესაბამისი პრეს-რელიზებით წარდგა. კომპანია Nissan Motor ერთ-ერთი პირველია მსუბუქი ელექტრომობილების წარმოების სეგმენტში. მისი ბესთსელერი Nissan Leaf ბაზარზე ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა და Tesla Model 3-ის გამოჩენამდე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოხმარების ელექტრომობილი იყო. სამწუხაროდ, ფინანსურმა პრობლემებმა კომპანიას ხელი შეუშალა ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების ასორტიმენტის გაფართოებაში, თუმცა Leaf-მა რამდენჯერმე განახლება მოასწრო. ამჟამად სერიოზული ფსონი იდება ელექტრო კროსოვერ Ariya-ზე, რომლის დებიუტი შეფერხდა კომპონენტების მიწოდების ხარვეზის გამო. როგორც პრეს-რელიზში აღინიშნა, Nissan აპირებს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავისი ყველა მსუბუქი მოდელი ელექტროძრავზე გადაიყვანოს ისეთ ძირითად ბაზრებზე, როგორებიცაა იაპონია, ჩინეთი, აშშ და ევროპა. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმულირება არ ნიშნავს Nissan-ის მკაცრ ვალდებულებებს - კომპანია უბრალოდ გვიზიარებს გეგმებს. კონცერნ Volkswagen-ში შემავალმა Audi-მ უკვე განაცხადა, რომ წყვეტს შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მოდელების შემუშავებას. კომპანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილების წარმოებას სრულიად შეწყვეტს 2033 წლისთვის. რა საკვირველია, კომპანია შეინარჩუნებს შიდაწვის ძრავზე მოქმედი ავტომობილების საგარანტიო ვალდებულებებსა და მომსახურების სერვისებს მათი ექსპლუატაციის სრული ვადის განმავლობაში. 2025 წლისთვის პროგრამული პლატფორმა E3 2.0 მოიცავს Volkswagen-ის ყველა ავტომობილს, უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ქლაუდ-სერვისებით და მმართველი პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ განახლებას. https://bit.ly/3kw1ZLI
  20. ბოლო გადაანგარიშების შედეგების თანახმად პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე გაიზარდა 13.24%-ით და შეადგინა 17.62 Т. წყარო: BTC.com აგვისტოს შუა რიცხვებში ციფრული ოქროს მოპოვების სირთულე 7.31%-ით გაიზარდა. ივლისის ბოლოს მაჩვენებელი პირველად გაიზარდა ორთვიანი პერიოდის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც მაისში პიკს მიაღწია, ის მუდმივად მცირდებოდა. Bitcoin-ის მოპოვების სირთულე განუყოფელად არის დაკავშირებული მისი ქსელის ჰეშრეითის მაჩვენებელთან, რომელიც შვიდდღიანი ცვლადი შუალედის გრაფიკის მიხედვით ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. მაჩვენებელმა მიაღწია 112 EH/წმ-ს, რაც გაცილებით დაბალია მაისის მაქსიმუალურ 180 EH/s-ზე. Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითის დინამიკა. წყარო: glassnode. 2021 წლის მეორე კვარტალში მაინინგ კომპანია BIT Mining Limited-ის შემოსავალი გაიზარდა 147-ჯერ, ხოლო Riot Blockchain-მა Bitcoin-ის მოპოვება 38%-ით გაზარდა იმავე პერიოდში. https://bit.ly/3yhxDBq
  21. CFRA-ს ანალიტიკოსებმა სცადეს დაედგინათ ვინ ისარგებლებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობით. ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით Intel-მა თავისი IDM 2.0 პროგრამით დროული გადაწყვეტილება მიიღო ნახევარგამტარი ჩიპების საკონტრაქტო წარმოების ბიზნესის განვითარებისათვის. დასავლურ ქვეყნებს ურჩევნიათ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთსა და მის მეზობელ ტაივანზე, შესაბამისად, დიდი ალბათობით მოისურვებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეკვეთების კორპორაცია Intel-ის ობიექტებზე გადატანას, რომლებიც განთავსდება ზემოთხსენებული რეგიონის ფარგლებს გარეთ. დაახლოებით 2023 წლის შემდეგ Intel-ის ბიზნესის ეს ხაზი კარგი ტემპით განვითარდება. მეხსიერების მიკროსქემების დასავლური მწარმოებლებისთვის ჩინეთის სწრაფვა - შეიძინოს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა - კარგს არაფერს მოასწავებს: ჩინური კომპანიები კარგად ვითარდებიან, ორიენტირდებიან შიდა ბაზრის საკმაოდ მოწინავე პროდუქტებით მომარაგებაზე. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში HP და Dell დაკარგავენ პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე და პოზიციას ჩინურ Lenovo-ს დაუთმობენ, რომელიც ამჟამად უკვე მსოფლიო ლიდერია. კომპანია Apple, როგორც პროგნოზის ავტორები აღნიშნავენ, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთის ძვირადღირებული სმარტფონების ბაზარზე ლოკალური ბრენდების დიდი პოპულარობის გათვალისწინებითაც კი. https://bit.ly/3kuZVns
  22. Xiaomi-მ წარადგინა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში და აღნიშნა შემოსავლის 64%-ით ზრდა, აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Deepmotion, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოპილოტირების ტექნოლოგიების შექმნაზე. Xiaomi-მ სტარტაპი 77.37 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. ეს შენაძენი ჩინურ კომპანიას საშუალებას მისცემს გააძლიეროს პოზიცია უპილოტო ავტომობილების სფეროში, რომლის მიმართ იგი ბოლო დროს დიდ ინტერესს ამჟღავნებს. მარტში Xiaomi-მ განაცხადა, რომ აპირებს 10 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას ელექტრომობილების ბაზარზე შესვლისთვის. დღესდღეობით ჯერ არ გახმაურებულა რაიმე დეტალი ამ გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია აქტიურად აგროვებს ხსენებული სფეროს სპეციალისტებს. Xiaomi აგრეთვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ავტოინდუსტრიის ბევრ მონაწილესთან, მაგრამ ამ მიმართულებით ხელმძღვანელობისგან არაფერი კონკრეტდება. ფინანსურ ანგარიშს რაც შეეხება, Xiaomi-ს გაყიდვების მოცულობამ მეორე კვარტალში მიაღწია 13.56 მლრდ აშშ დოლარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.27 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზი 13.05 მლრდ აშშ დოლარი იყო. ამასთან, წმინდა მოგებამ შეადგინა 0.98 მლრდ აშშ დოლარი, მისმა ზრდამ - 87.4% გასული წლის ამავე კვარტალთან შედარებით და ეს შედეგი ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება. ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა აშშ-ის მიერ Huawei Technologies-ისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რამაც ხელი შეუწყო Xiaomi-ს სმარტფონების მწარმოებელ ქვეგანყოფილებას, აგრეთვე დაეხმარა Oppo-სა და Vivo-ს საბაზრო წილის გაზრდაში. Canalys-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Xiaomi-ს წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე გაიზარდა 83%-ით მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კომპანიამ გამოუშვა 52.8 მილიონი სმარტფონი, გადააჭარბა Apple-ს და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელი Samsung-ის შემდეგ. თუ ჩავთვლით მხოლოდ ივნისის მიწოდებებს, მაშინ Xiaomi გახდა მსოფლიო ლიდერი ზოგადად. თუმცა ჩინეთის ბაზარზე კომპანია კვლავ ჩამორჩება Oppo-ს და Vivo-ს მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით. კომპანიის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოდის მობილური ტელეფონებიდან, ხოლო შემოსავლის სხვა წყაროებია ონლაინ რეკლამა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტები. Xiaomi-ს ინტერნეტ სერვისების ბიზნესმა, რომელსაც შემოსავალი აპლიკაციების შიდა რეკლამებიდან მოაქვს, ასევე დააფიქსირა 19.1%-იანი წლიური ზრდა. https://bit.ly/3mtXe8d
  23. Deloitte-ის მიერ გამოკითხული ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის 1280-დან 1037 ხელმძღვანელი პირი შეთანხმდა, რომ ბლოკჩეინი გახდა მეინსტრიმი. შემდგომი პროგრესის მთავარ დაბრკოლებად რესპონდენტებმა დაასახელეს კიბერუსაფრთხოების საკითხები. ბლოკჩეინის თემაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორის გლობალურ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის მენეჯერებმა ბრაზილიიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. გამოკითხვა ჩატარდა 24 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში. გამოკითხვისთვის შეირჩა რესპონდენტები, რომლებიც ფლობენ წარმოდგენას ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე, ან უკვე განახორციელეს ტექნოლოგიის ინტეგრაცია თავიანთ ბიზნესში. გამოკითხულთა 73%-მა აღიარა, რომ ჩამორჩებოდნენ კონკურენტებს DLT-ის დანერგვაზე უარის თქმის შემთხვევაში. მათ შორის, ვინც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს, მხოლოდ 3%-ს ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეთი პროგრამები მათ ბაზრის წილის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. წყარო: Deloitte. რესპონდენტებმა ყველაზე მიმზიდველ ნიშად დაასახელეს კასტოდიალური (სამეურვეო) საცავები (45%), საანგარიშსწორებო სერვისები (42%), დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელები (41%), DeFi-ზე წვდომის უზრუნველყოფა (39%) და აქტივების ტოკენიზაცია (39%). ტექნოლოგიის სამომავლო დანერგვა-გავრცელებისთვის არსებულ ბარიერებს შორის კიბერუსაფრთხოების საკითხების პარალელურად კვლევის მონაწილეებმა დაასახელეს მარეგულირებელი ბარიერები (63%) და მოძველებული ფინანსური ინფრასტუქტურა (62%). ”2020 წელს ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ცვლილება ციფრული აქტივების საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებაში. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ საბანკო საქმიანობის საფუძვლები მორალურად მოძველებულია. ფინანსური მომსახურების მოთამაშეებმა უნდა შეიცვალონ პოზიცია და იპოვონ ინოვაციური გზები ეკონომიკური ზრდის შესაქმნელად, ” - განაცხადა Deloitte-ს სპიკერმა ლინდა პავჩუკმა. Crunchbase-ის თანახმად 2021 წელს კრიპტოკომპანიებზე მოდიოდა გლობალური ვენჩურული ინვესტიციების 3%. ადრე The Block-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს დაფინანსების მოცულობა ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში მეორე კვარტლის შეჯამებით. მათი შეფასების თანახმად მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარიან მაჩვენებელს. https://bit.ly/2Wn51cE
  24. კორპორაცია IBM-მა ისაუბრა მომდევნო თაობის ჩიპ Telum-ზე, რომელიც შევა Z პროცესორების სერიაში. ჩიპი Telum გამოირჩევა სრულიად ახალი არქიტექტურით, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებაზე. IBM-ის განცხადებით ოპტიმიზებული Z ბირთვი ახალი ქეშ-მეხსიერებითა და მრავალჩიპიანი იერარქიით საშუალებას იძლევა წარმადობა ერთ სოკეტზე 40%-ზე მეტით გაიზარდოს. ჩიპი Telum შედგება 8 ბირთვისგან მეორე დონის ქეშით. მას აქვს SMT2 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ჩიპზე 16 ნაკადს იძლევა. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია 32 ბირთვი და 64 ნაკადი. პროცესორის ტაქტის სიხშირე შეადგენს 5 გჰც-ზე მეტს, ამავე დროს L2 ქეშის მოცულობაა 32 მბ და დაყოვნება - დაახლოებით 3.8 ნწ. L3 და L4 დონეების ქეში ბირთვებისთვის საერთოა. IBM Z Telum-ში გაერთიანებულია 256 მბ მოცულობის ვირტუალური შიდა L3 ქეშ-მეხსიერება დაყოვნების საშუალო მაჩვენებლით - 12 ნწმ და ვირტუალური ქეშ-მეხსიერება L4 მოცულობით - 2 გბ. L2 ქეში იყენებს ურთიერთკავშირის ორმხრივ წრიულ ტოპოლოგიას სიჩქარით 320 გბ/სმ. AI Acceleration-ში წარმადობა შეფასებულია 6 ტერაფლოპსის დონეზე ერთი ჩიპის შემთხვევაში და 200 ტერაფლოპსზე მეტად - სისტემის პირობებში, რომელიც შეიცავს ოთხ IBM Z ჩიპს. IBM Z Telum ჩიპი შედგება 22.5 მლრდ ტრანზისტორისგან, დამზადდება Samsung-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ექნება 530 მმ2 ზომის კრისტალი. https://bit.ly/3guc8aJ
  25. კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მაკსმა განაცხადა, რომ მისმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ უკვე წარადგინა თანამგზავრული კავშირის 100 ათასი ტერმინალი 14 ქვეყნის მოქალაქეების სწრაფი უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის. სხვა ქვეყნებში კომპანიამ განაცხადები შეიტანა მომსახურების გაწევისთვის ლიცენზიის მიღების შესახებ. SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით ბოლო სამი კვირის განმავლობაში Starlink-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 10 ათასით - ივლისის ბოლოს ამ სერვისს 90 000 მომხმარებელი ჰყავდა. Starlink არის ილონ მასკის ცნობილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ათიათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი. სერვისის საცდელი ბეტა ვერსია ამოქმედდა 2020 წლის ბოლოს, მისი ღირებულება იყო 99 აშშ დოლარი თვეში მიწოდების საფასურის, საკომისიოს, დამონტაჟების ღირებულების გარეშე. თავად ნაკრები Starlink Kit მოიცავს თანამგზავრულ „თეფში-ანტენას“, სადგამს, კვების წყაროსა და Wi-Fi როუტერს. SpaceX-მა ახლახანს გამოაქვეყნა ინტერნეტის მობილური ვერსიების გავრცელების გეგმები - თვითმფრინავებისთვის, გემებისთვის და სატვირთო მანქანებისთვისაც კი. SpaceX-ის პრეზიდენტ Gwynne Shotwell-ის თქმით უახლოეს წლებში იგეგმება Starlink-ის ცალკე კომპანიად გადანაწილება და შემდგომში IPO-ზე გასვლა. შოთველი პროგნოზირებს, რომ სატელიტური ქსელის შექმნა დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. გასულ კვირაში გაჩნდა ცნობა, რომ SpaceX აპირებს რაკეტა Starship-ის, როგორც ძირითადი საშუალების გამოყენებას, რათა ორბიტაზე გაიყვანოს ახალი თაობის თანამგზავრები Starlink Gen2. კოსმოსში უკვე იმყოფება სერვისის 1740 თანამგზავრი, ახალი სისტემის ფარგლებში იგეგმება კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. https://bit.ly/3guPL4P
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.