Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. უკვე ბევრი რამ ითქვა Google-ის ფლაგმანური Pixel 6 სერიის სმარტფონების შესახებ. ცნობილია, რომ სმარტფონები იმუშავებენ Tensor ჩიპსეტზე, რომლის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა. ცნობების გაჟონვის შედეგად გაირკვა კორპორაცია Google-ის ჩიპსეტის ზოგიერთი მახასიათებელი. როგორც ინსაიდერი Digital Chat Station აცხადებს, მიკროსქემების ახალი ნაკრები, როგორც ჩანს, შემუშავებულია Google-ის საკუთარი ძალებით და დასაშვებია ველოდოთ, რომ იგი წარმადობით აღემატება Qualcomm-ის ამჟამინდელ ფლაგმან Snapdragon 888-ს. ეს აღმატებულობა უზრუნველყოფილი იქნება ორი Cortex-X1 ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირეაა 2.8 გჰც. შედარებისთვის, Exynos 2100-სა და Snapdragon 888-ს აქვთ თითო Cortex-X1 ბირთვის 2.91 და 2.84 გჰც სიხშირით, შესაბამისად. ორი Cortex-X1 ბირთვის პარალელურად ჩიპსეტი მოიცავს ოთხ ბირთვს 1.8 გჰც-ითა და ორ ბირთვს - 2.25 გჰც სიხშირით. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი წარმოდგენილია ARM Mali-G78 ჩიპით. ეს არის იგივე გრაფიკული პროცესორი, რაც Exynos 2100-შია მოცემული. მოცემული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ჩიპი Tensor პოზიციურად იმყოფება Exynos 2100-სა და Exynos 2200-ს შორის. https://bit.ly/38Y3m0z
  2. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ კომპანია NVIDIA გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას ვიდეო დაფა GeForce RTX 2060 12 გბ მეხსიერებით. ამგვარი მიდგომით კომპანიას სურს GeForce RTX 3060 მოდელის დეფიციტის კომპენსირება. ფოტოს წყარო: NVIDIA წლის დასაწყისში NVIDIA-მ გაყიდვაში დააბრუნა მოდელი GeForce RTX 2060 6 გბ ვიდეომეხსიერებით. ამ ნაბიჯით კომპანიამ გადაწყვიტა Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების იმ დროს დაწყებული დეფიციტის კომპენსირება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა GeForce RTX 3060 მოდელის გამოშვებამდე, ამიტომ GeForce RTX 2060 უნდა იყოს კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა ახალი თაობის ფლაგმანური მოდელები, მაგრამ სჭირდებოდა ახალი საშუალო დონის გრაფიკული დაფა. მარტში NVIDIA-მ გამოუშვა მოდელი GeForce RTX 3060. დაფას აქვს 12 გბ ვიდეომეხსიერება და გვთავაზობს წარმადობის კონკურენტუნარიან დონეს, აგრეთვე პროგრამულ დაცვას მაინინგისგან. თუმცა მწარმოებელმა კომპანიამ დაუშვა შეცდომა, შემთხვევით გამოუშვა ვიდეოდრაივერი, რომელმაც სრულიად განბლოკა ვიდეო დაფის წარმადობა მაინინგში, რამაც გამოიწვია GeForce RTX 3060 დაფის დეფიციტი და ფასის მკვეთრი ზრდა. მოგვიანებით NVIDIA-მ გამოუშვა განახლებული GeForce RTX 3060 LHR მოდელი მაინინგისგან აპარატული დაცვით. თუმცა დაფის სარეკომენდაციო ფასად ხელმისაწვდომობის საკითხის გადაჭრა კომპანიამ ვერ მოახერხა. როგორც VideoCardz წერს, ამან NVIDIA აიძულა საკითხის მოგვარების ალტერნატიული გზები ეძება. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აცხადებს, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას განახლებული GeForce RTX 2060 Turing არქიტექტურით. დაფა აგებულია PCB-ზე ნომრით - PG161 და აქვს 12 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. ჯერჯერობით უცნობია რომელი GPU იქნება მის საფუძვლად გამოყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, NVIDIA-მ პარტნიორებს აცნობა, რომ ამაჩქარებელი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის იანვარში იმის შესაბამისად, რამდენად სწრაფად დალაგდება ამ დაფისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის წარმოება. https://bit.ly/3z9q1kR
  3. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ ინდუსტრიის მონაწილეებს, რათა გაეგოთ მათი აზრი იმ Stablecoin-ების რისკებსა და უპირატესობებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვეულებრივ ფულთან ან ფიზიკურ საქონელთან. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ხელისუფლების წარმომადგენლების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა განპირობებულია კრიპტოვალუტების სწრაფად მზარდი ბაზრის გამო შეშფოთებით, რომლის კაპიტალიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ აშშ დოლარს. პლატფორმა CoinMarketCap-ის მონაცემებით, 10 სექტემბრის მდგომარეობით Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ შეადგინა დაახლოებით 125 მლრდ აშშ დოლარი. ამ ფონზე ამერიკული ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოები მუშაობენ იმ რისკების და შესაძლებლობების შესაფასებლად, რაც კრიპტოვალუტებმა შეიძლება წარმოშვას აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე ანგარიში იქნება წარმოდგენილი უახლოეს თვეებში გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ. მიმდინარე წლის ივლისში ფინანსთა მინისტრმა Janet Yellen-მა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა ოპერატიულად შეიქმნას ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებისთვის. ამ მიმართულებით მუშაობის დაჩქარების მიზნით ოფიციალურმა პირებმა ჩაატარეს მთელი რიგი შეხვედრები ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, რათა განეხილათ Stablecoin-ების რეგულირების პოტენციური ვარიანტები. სხვა საკითხებთან ერთად ოფიციალური პირები დაინტერესდნენ რეგულაციის შემოღების აუცილებლობით, თუ Stablecoin-ები უკიდურესად პოპულარული გახდება. განხილულ იქნა რისკების შემცირების ღონისძიებების საკითხები იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაიწყებენ Stablecoin-ების მასიურად განაღდებას, განიხილა ძირითადი კრიპტო აქტივების მხარდაჭერის აუცილებლობა ტრადიციული გადახდის საშუალებების გამოყენებით. ასევე დაისვა კითხვები Stablecoin-ების სტრუქტურირების, მათი გამოყენების ვარიანტების, არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწის აუცილებლობის შესახებ და ა.შ. https://bit.ly/3E6wZuJ
  4. Facebook შეუერთდა იმ კომპანიების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარი ჩიპების წარმოებას იწყებენ. Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla და Baidu ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ისეთ სილიკონის გიგანტებზე, როგორებიცაა Intel, AMD, Nvidia და Qualcomm. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონკრეტული სამუშაო დატვირთვისთვის შექმნილი სპეციალიზებული მიკროსქემები ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ და შესაძლებელია იყვნენ უფრო მასშტაბირებადი, ვიდრე საყოველთაო დანიშნულების კომპონენტებია. ეს უკანასკნელი გახდა პროდუქტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კონკურენტს შეუძლია და არ იძლევა პროგრამულ უზრუნველყოფასთან მჭიდრო ინტეგრაციის საშუალებას. Facebook ერთ-ერთია, რომელიც ARM-პროცესორებზე გადადის და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. The Information-ის ანგარიშის თანახმად სოციალური გიგანტი მუშაობს სპეციალური ჩიპსეტების სერიის შექმნაზე მანქანური სწავლების ამოცანების აჩქარებისთვის. ერთ-ერთი მათგანი გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის, რომელიც ამუშავებს შინაარსობრივ რეკომენდაციებს. ხსენებული სამუშაო პროცესი დაიწყო 2018 წელს, როდესაც გაირკვა, რომ Facebook ეძებდა ინჟინრებს FPGA და ASIC პროექტირების გამოცდილებით. ერთი წლის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა ხელოვნური ინტელექტის კონვეირის შექმნას საკუთარი მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის ისეთი პარტნიორების დახმარებით, როგორებიცაა Intel, Qualcomm, Marvell, Esperanto და Habana, რომელიც ამჟამად Intel-ს ეკუთვნის. Facebook Zion-ის კონვეირი ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის თუმცა, ახალი ანგარიშის თანახმად, სოციალურმა გიგანტმა გადაიფიქრა და მთლიანად დაკავდა ახალი ჩიპების წარმოებით. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ Facebook მუდმივად იკვლევს გამომთვლელი წარმადობის დონისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების მეთოდებს პარტნიორი ჩიპმეიკერების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს წლებში კომპანია განახორციელებს დიდ ცვლილებებს, რადგანაც ახალი ჩიპები ჯერ კიდევ არ არის განკუთვნილი გარე წარმოების პროდუქტების სრული ჩანაცვლებისთვის. კომპანია აგრეთვე ქმნის ჩიპს ვიდეოს კოდის შეცვლისთვის, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა მის კუთვნილ აპლიკაციებში ვიდეოსა და პირდაპირი ტრანსლაციის მიწოდებისას. ეს მიდგომა არის იმის მსგავსი, რასაც Google აკეთებს ვიდეოს კოდირების საკუთარი Argos (VCU) მოდულებით YouTube- ზე ატვირთული ვიდეოების ტრანსკოდირების დასაჩქარებლად. https://bit.ly/3z1wqyD
  5. სმარტფონები სულ უფრო ტექნოლოგიური და მაღალი წარმადობის ხდება, მაგრამ თანამედროვე მობილური ბაზარი ვერ დაიკვეხნის ფორმ-ფაქტორების სიმრავლით. არასტანდარტული სმარტფონებიდან ხელმისაწვდომია რამდენიმე დასაკეცი მოდელი, თუმცა ეს მოწყობილობები ჯერჯერობით ძალიან ძვირადღირებულია. იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სტანდარტული მართკუთხა ფორმის მოწყობილობები მობეზრდა, გამოვიდა Cyrcle Phone 2.0 - ოვალური Android-სმარტფონი, რომელიც გაჯეტებთან ურთიერთობის ახალ გამოცდილებას უზრუნველყოფს. gizchina.com Cyrcle Phone-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. სმარტფონის პირველ ვერსიას ჰქონდა მრგვალი კორპუსი, მაგრამ ეკრანი ჩვეულებრივი ოთხკუთხედი ფორმის იყო. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო 2016 წელს, იგი ფლობდა საკმაოდ მცირე ფუნქციონალს, რადგანაც შემოიფარგლებოდა მხოლოდ 2G ქსელის მხარდაჭერით. მოწინავე ფუნქციები არც ახალ მოდელს აქვს. 999 აშშ დოლარად მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სმარტფონი უცნობი Qualcomm Snapdragon ჩიპსეტით, რომელიც მუშაობს 3 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. შიდა მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს შეადგენს. მრგვალი დისპლეი აგებულია IPS პანელზე, რომლის დიაგონალია 3.45 დუიმი, გაფართოება - 800 × 800 პიქსელი. ძირითადი კამერა წარმოდგენილია ერთადერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით, ბატარეის მოცულობა შეადგენს 2000 მა/სთ-ს, ამასთან ბატარეა მოხსნადია. მოწყობილობა მუშაობს Android 10-ზე. ასეა თუ ისე, Cyrcle Phone ყურადღებას იპყრობს არა წარმადობით, არამედ სმარტფონის გამოყენების ინოვაციური გამოცდილებით. მრგვალი ეკრანის პარალელურად, რომელიც მთლიანად ცვლის მოწყობილობის მართვის მეთოდს, Cyrcle Phone 2.0-ში ხელმისაწვდომია ორი 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, აგრეთვე მოცემულია microUSB და USB-C. სმარტფონის კორპუსი დამზადებულია სიმინდზე დაფუძნებული PLA სამშენებლო მასალისაგან, რაც ხაზს უსვამს მწარმოებელი კომპანიის ზრუნვას გარემოზე. ცნობილია, რომ Cyrcle Phone 2.0 უკვე მზად არის გაყიდვების დასაწყებად. https://bit.ly/3likALA
  6. თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური სააგენტო არის აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC). ვინაიდან ამერიკელები იყვნენ თანამედროვე ფინანსური სისტემის საწყისები, ვერავინ ბედავს მოქმედებას უკითხავად. ეს წესი აქტუალურია არა მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არამედ ყველა ევროპული და სხვა ქვეყნებისთვის. ფაქტიურად, რამდენიმე ქვეყანა ცდილობს გაასაჩივროს SEC-ის უფლებები, მაგრამ ცნობილი გამოთქმა "აშშ-ის ინტერესის ზონა" - ვრცელდება მზის სისტემის მიღმა. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კრიპტოვალუტები გრძელვადიანი და სერიოზული მოვლენაა, SEC-მა დაიწყო ბირჟებისა და დეველოპერების დაქვემდებარება. იგი მათ საკუთარ კანონებს ახვევს და არ ანაღვლებს, რომ ეს კანონები მთელ პლანეტაზე ვერ გავრცელდება. ფაქტობრივად, ფინანსური სექტორი იძულებულია იმუშაოს აშშ-ს კანონებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალაში მკაცრი სანქციები შევა. დღესდღეობით მთავარი სამიზნე კრიპტო ბირჟებია. ცნობილია Coinbase-ის პრობლემები, Binance-იც შტორმის ქვეშაა უკვე თვეზე მეტია. მარეგულირებელი ორგანოს ზეწოლის ქვეშ მოქცეული ბირჟა Uniswap ცდილობს პრობლემებს თავი აარიდოს და აღნიშნავს, რომ ბირჟა იცავს კანონებსა და ნორმატიულ აქტებს. სამწუხაროდ, ბირჟის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, ვის კანონებს იცავენ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ SEC-ის ზეწოლა და სიმკაცრე მატულობს, როგორც ეს უკვე მოხდა Ripple-ის შემთხვევაში. აშშ ჩინეთის გზით მიდის, თუმცა სურს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები დემოკრატიულად წარმოაჩინოს. როგორც ჩანს, SEC თვლის, რომ პრეფიქსი „აშშ“ ყველა ინიციატივას დემოკრატიულს ხდის. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ბირჟებსა და სხვილ კრიპტო კომპანიებს ალტერნატივა არ გააჩნიათ, მათ ადრე თუ გვიან დათმობა და დაქვემდებარება მოუწევთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დათმობები გამოიწვევს Bitcoin-ის კურსის ძლიერ ვარდნას. მათი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 20 ათას აშშ დოლარამდე ან კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტებმა მეტად დიდი ყურადღება მიიპყრეს. თამაშში მთელი ქვეყნები ჩაერთვნენ, რომელთაგან ბევრი ეცდება სარგებელი ნახოს შექმნილი ვითარებიდან. შესაძლოა აშშ-ში შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, რომელიც ბირჟებს საქმიანობის უფლებას მისცემს მოკავშირეების ტერიტორიაზე. ამგვარი რამ სხვა ბირჟებს ავტომატურად დატოვებს ფულის გარეშე, დოლარის ნაკადებს კი კვლავ ამერიკისკენ ექნება მიმართულება. https://bit.ly/3yYGIQ5
  7. კომპანია Lenovo-მ წარადგინა პროფესიონალური მონიტორი P27u-20, რომელიც გვევლინება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ფოტო- და ვიდეორედაქტორებისთვის, რომელთაც დიდი მოთხოვნები აქვთ ფერთა გამის მიმართ. ახალი მონიტორი უზრუნველყოფს ფერთა გადმოცემის მაღალ სიზუსტეს, პიქსელების სიმჭიდროვის მეტად მაღალ მაჩვენებელს, ჩაშენებულ KVM-გადამრთველს, აგრეთვე ხელმისაწვდომია Thunderbolt 4 კონექტორი. ფოტოს წყარო: Lenovo 27-დუიმიან მოდელ ThinkVision P27u-20-ში გამოყენებულია 8-ბიტიანი FRC IPS მატრიცა 3840 × 2160 გაფართოებითა და 400 კდ/მ2-ზე მაღალი სიკაშკაშის მაჩვენებლით. მონიტორი ფლობს 99.1%-იან DCI-P3 და 99.5%-იან Adobe RGB ფერთა გამებს. გარდა ამისა, დისპლეის აქვს ტექნოლოგია VESA DisplayHDR 400-ის მხარდაჭერა. ბევრი სხვა პროფესიონალური მონიტორების მსგავსად ThinkVision P27u-20 ქახნულად კალიბრირებულია DeltaE<1 დონემდე. მკვეთრი განათების პირობებში მოხერხებული მუშაობისთვის მწარმოებელმა კომპანიამ გაითვალისწინა მოსახსნელი ფარი. 27-დუიმიანი მონიტორების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია 4K გაფართოების შემოთავაზება, ასე რომ ThinkVision P27u-20 მოდელის საინტერესო მახასიათებელია არა მხოლოდ ორი პოპულარული ფერთა დიაპაზონის მხარდაჭერა, არამედ პიქსელების სიმჭიდროვის მაღალი დონე 163 ppi. ახალი მონიტორის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია კონექტორი Thunderbolt 4, რომლის მეშვეობით მონიტორს შეუძლია დაკავშირებულ ლეპტოპს გადასცეს 100 ვატამდე ენერგია. ინტერფეისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილ, მაღალი წარმადობის მქონე მოწყობილობებთან დაკავშირებისთვის. დისპლეის აღჭურვილობაში შედის ერთი DisplayPort, ორი HDMI, ორი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი USB 3.2 Gen 1 Type-B, აგრეთვე ერთი გიგაბიტური LAN ტექნოლოგია vPro-ს მხარდაჭერით. გარდა ამისა, მონიტორს აქვს ინტეგრირებული დინამიკები და KVM-გადამრთველი. იგი ამარტივებს დისპლეის გამოყენების პროცესს გამოსახულების რამდენიმე წყაროსთან მუშაობისას. პროფესიონალური მონიტორების უმეტესობის მსგავსად Lenovo ThinkVision P27u-20 წარმოდგენილია სადგამით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს დახრის კუთხე, სიმაღლე და ეკრანის პოზიცია. გაყიდვაში ახალი მონიტორი დეკემბერში უნდა გამოვიდეს. მისი ფასი 768 აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/3zWhinj
  8. კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX და აეროკოსმოსური სააგენტო NASA აცხადებენ, რომ კოსმოსური პილოტირებულია მისია Crew-4 ხომალდ Crew Dragon-ის გამოყენებით, რომელმაც ბორტის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაიყვანოს, არ შედგება 2022 წლის 15 აპრილამდე. ხომალდი ორბიტალური სადგურისკენ უნდა გაემგზავროს რაკეტა Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის კოსმოსური საფრენი მოედნიდან. ფოტოს წყარო: NASA TV „საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი ეკიპაჟის გაგზავნას ვაპირებთ არაუადრეს 15 აპრილისა“ - ნათქვამია შეტყობინებაში. Crew Dragon-ით გაფრინდებიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren და Robert Hines, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი Samantha Cristoforetti. ეკიპაჟის მეოთხე წევრის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. "ეკიპაჟის მეოთხე წევრი ჯერ დამტკიცებული არ არის", - ნათქვამია შეტყობინებაში და მითითებულია, რომ სამანტა კრისტოფორეტი გახდება სკს-სკენ მიმართული 68-ე ექსპედიციის მეთაური. აგრეთვე აღინიშნა, რომ ეს მისია სადგურზე ნახევარი წელი გაგრძელდება. ამ დროისთვის SpaceX-ის ჩამონათვალშია Crew Dragon-ის სამი პილოტირებული გაშვება. 2020 წლის მაისში სკს-ზე გაფრინდა NASA-ს ორი ასტრონავტი. იმავე წლის ნოემბერში განხორციელდა პირველი ოფიციალური პილოტირებული მისია Crew-1, რომლის ხანგრძლივობა ნახევარი წელი იყო. მისი მონაწილეები დედამიწაზე მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდნენ. მისია Crew-2 ამავე წლის აპრილში დაიწყო. ექსპედიცია უკან 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდება. Crew-3-ის დაწყების თარიღად მითითებულია 2021 წლის 31 ოქტომბერი. მისია Crew-3-ის ამოქმედებამდე კომპანია SpaceX აპირებს Crew Dragon-ის კიდევ ერთ პილოტირებულ ფრენას. კერძო მისია Inspiration4-ის ფარგლებში, რომლის დაწყების თარიღია 15 სექტემბერი, ბიზნესმენი Jared Isaacman, მოსამართლე Hayley Arceneaux, გეოლოგი Sian Proctor და ინჟინერი Christopher Sembroski კოსმოსური ხომალდით გამგზავრებიან დედამიწის ორბიტაზე და 3 დღეში უკან დაბრუნდებიან. https://bit.ly/3yT6Onv
  9. გასულ კვირას New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში Bitcoin-ის მოპოვებისას ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის მოპოვება გარემოზე. NYT-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 0.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების, მაგალითად ფინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე. Bitcoin-ის გარემოზე ზემოქმედება მრავალი წლის განმალობაში ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, მისი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ციფრულ ვალუტაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ფუჭად ხარჯიანია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება ნახშირწყალბადის ან ნახშირის წვის შედეგად. გასათვალისწინებელია გარემოზე ზემოქმედების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სიჩქარე, რომლითაც მაინერებს მწყობრიდან გამოყავთ შესაბამისი აღჭურვილობა. NYT ამტკიცებს, რომ მაინინგის ელექტრო ნარჩენების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ასეთი მოცულობის ენერგიის გამოყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მაინინგში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბი მუდმივად იზრდება. „მთელ მსოფლიოში მაინინგისას გამოყენებული აღდგენადი ენერგიის რესურსის მაჩვენებელი 40-დან თითქმის 75 პროცენტამდე მერყეობს“ - ნათქვამია New York Times-ის შეტყობინებაში. https://bit.ly/38OtRFB
  10. კომპანია Intel-მა წარადგინა საბაზისო დონის სერვერული პროცესორების სერია Xeon E-2300, რომლებიც განკუთვნილია C252 და C256 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფებისა და LGA 1200 კონექტორის მქონე პროცესორზე მომუშავე სისტემების შექმნისთვის. სულ წარდგენილ იქნა ჩიპის ათი მოდელი ოთხი, ექვსი და რვა ბირთვით, TDP-ის მაჩვენებელია 65-დან 95 ვატამდე. ფოტოს წყარო: Intel წარმოდგენილი სერიის ჩიპების ტაქტის სიხშირის დიაპაზონი 2.6-დან 5.1 გჰც-მდეა. კონფიგურაციის შესაბამისად ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 5-დან 16 მბ-მდე. კომპანიის თქმით Xeon E-2300 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ წარმადობის 17%-ით ზრდას წინა თაობის Intel Xeon E-სთან შედარებით. Intel Xeon E-2324G და Xeon E-2314 ვერსიების გარდა ყველა მოდელს აქვს ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. ყველა წარმოდგენილი მოდელი მუშაობს DDR4-3200 სტანდარტის ორარხიან ოპერატიულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობაა 128 გბ-მდე, წარმოდგენილია 20-მდე PCIe 4.0. 24 PCIe 3.0, რვა USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), სამი USB 3.2 Gen 2 (20 გბ/წმ) და რვა SATA III კონექტორი უზრუნველყოფილია Intel C250 სერიის ჩიპსეტებით. სერიის ყველა პროცესორი შემოწმებულია უახლეს სასერვერო ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობაზე, მათ შორისაა Windows Server 2022. მწარმოებელმა კომპანიამ ჩიპებში უზრუნველყო აპარატული ფუნქციები საიმედოობის დონის ამაღლებისთვის, მათ შორისაა ECC მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ადმინისტრირების ტექნოლოგიები Intel Server Platform Services და Intel Active Management Technology. https://bit.ly/3tpKsZD
  11. კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR, რომელიც საუკეთესოდ უნდა მოერგოს კომპაქტურ, Mini-ITX ფორმატის კომპიუტერებს. ვიდეო დაფის ზომებია მხოლოდ 172 × 125 × 43 მმ. ფოტოს წყარო: MSI ამ დრომდე Mini-ITX ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 დაფები წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რამდენიმე კომპანიას. MSI კი აღმოჩნდა კომპანია, რომელმაც მეტად კომპაქტური GeForce RTX 3060 Ti გამოუშვა. ახალი დაფის გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1695 მჰც-ს - ეტალონურ მაჩვენებელზე 30 მჰც-ით მეტს. კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა სტანდარტული ვერსიაც ქარხნული აჩქარების გარეშე ეტალონური სიხშირეებით. MSI მიუთითებს, რომ GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის ენერგომოხმარება 200 ვატს შეადგენს. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ვიდეო დაფას საკმაოდ უბრალო გაგრილების სისტემა აქვს ოთხი სითბური მილითა და ერთი ქულერით, ამიტომ მუშაობისას, განსაკუთრებით კი დიდ დატვირთვებზე, დაფას ჩუმს ვერ ვუწოდებთ. ისევე, როგორც GeForce RTX 3060 Ti დაფის ყველა სხვა ვერსიას, MSI-ს მოდელსაც ოთხი ვიდეოინტერფეისი აქვს - სამი DisplayPorts 1.4a და ერთი HDMI 2.1. თავად მწარმოებელ კომპანიას არ მიუთითებია GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის სარეკომენდაციო ფასი, თუმცა როგორც პორტალი Tom’s Hardware აცხადებს, დაფის ფასი იაპონიაში 71 000 იენია (დაახლოებით 650 აშშ დოლარი ბეგარის ჩათვლით). https://bit.ly/38VglzK
  12. სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა Bitcoin კანონიერ საანგარიშსწორებო საშუალებად ამერიკულ დოლართან ერთად. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ იმ მოვლენიდან, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზოგადოებაში ორაზროვანი განწყობისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების მხირდან გაფრთხილების მიუხედავად. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ საზოგადოებას Twitter-ის მეშვეობით მოუწოდა დაინგრეს წარსულის პარადიგმები და განმარტა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი: „ისევე, როგორც ნებისმიერი ინოვაცია, სალვადორში Bitcoin-ის დანერგვა ადაპტაციას საჭიროებს. მომავლისკენ მიმავალი ყველა გზა ასეთია, ყველაფერი ვერ იქნება მიღწეული ერთ დღეში ან ერთ თვეში. ” მიმდინარე კვირის ორშაბათს სალვადორის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 200 Bitcoin-ის შეძენა, ამჟამად ქვეყნის კრიპტო ხაზინაში 400 Bitcoin-ია. სამომავლოდ ეს რაოდენობა გაიზრდება. სალვადორის ყველა მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს 30 აშშ დოლარი Bitcoin-ში, რათა მოხდეს მოსახლეობის სტიმულირება კრიპტოვალუტების გამოყენებისთვის. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა სალვადორში ასევე მოიწვია მაინერები - მოიზიდა ისინი განახლებადი გეოთერმული წყაროებიდან მიღებული იაფი ენერგიით. https://bit.ly/3jQl38k
  13. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გასაჯაროვდა გრაფიკულ პროცესორ MI200-ის კონფიგურაცია. ROCm პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას ინფორმაციის გაჟონვის შედეგად მიიჩნევა, რომ ამაჩქარებელს ექნება 110 გამომთვლელი ერთეული. ბოლომდე არ არის გასაგები, ეს კონფიგურაცია ვრცელდება მთელ დაფაზე თუ მხოლოდ ერთ გრაფიკულ ჩიპლეტზე. მიიჩნევა, რომ გრაფიკულ პროცესორ GFX90A_110-ის იდენტიფიკატორის სტრიქონი აღწერს სრული MI200 ამაჩქარებლის ან მხოლოდ ერთი ჩიპლეტის კონფიგურაციას, რაც ნიშნავს 220 CU-ს (2x 110) ან 110 CU-ს (2x 55). წყარო, სახელად @ Kepler_L2 ადასტურებს ამ დრომდე გავრცელებულ ცნობებს, რომ MI300-ს ექნება ორჯერ დიდი GPU კრისტალი ვიდრე MI200-ს. ეს ნიშნავს, რომ CDNA არქიტექტურაზე დაფუძნებულ, AMD-ს სამომავლო ამაჩქარებლებში კვლავ გამოყენებული იქნება MCM დიზაინი GCD-ის (Graphics Complex Die) ან ჩიპლეტების გაზრდილი რაოდენობით. MI300 გრაფიკული პროცესორის კოდური დასახელება ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიენიჭება მორიგი გიგანტური ვარსკვლავის სახელი, როგორებიცაა რიგელი ან ანტარესი. MI300 სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Intel-ისა და NVIDIA-ს მომავალი თაობის ამაჩქარებლებს, რომლებიც დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Ponte Vecchio-ზე (Xe-HPC არქიტექტურა) ან გრაფიკულ პროცესორ Hopper GH100-ზე (NVIDIA H100). https://bit.ly/3l1KTFY
  14. Intel-ის შვილობილმა კომპანია Mobileye-მ წარადგინა ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული ავტონომიური ელექტრომობილი Mobileye AV, რომელიც ექვს მგზავრზეა გათვლილი. 2022 წლიდან ახალი უპილოტო ელექტრომობილი გამოყენებული იქნება რობოტაქს MoovitAV-ის სერვისებში მიუნჰენსა (SIXT-ის ავტომობილების გაქირავების სერვისთან თანამშრომობით) და თელ-ავივში. ელექტრომობილს აქვს ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive, რომელიც მოიცავს მეხუთე თაობის ერთკრისტალიან სისტემა EyeQ 5-ს. Mobileye „კომპანია Mobileye დიდი ენთუზიაზმით ქმნის უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებს მომხმარებლებისთვის. ახალი Mobileye AV, რომელიც სერვის MoovitAV-ის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი მოვლენაა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების სამყაროში“ - განაცხადა Mobileye-ს გენერალურმა დირექტორმა Amnon Shashua-მ. Mobileye Mobileye AV შექმნილია სხვადასხვა მიზნისა და რეგიონის გათვალისწინებით. მწარმოებლის თქმით, მასში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. ეს გახლავთ პირველი ავტონომიური ავტომობილი, რომელშიც Mobileye-ს ყველა ტექნოლოგიაა გამოყენებული: True Redundancy - რომელიც მოიცავს მონაცემების მოპოვების ორ დამოუკიდებელ სისტემას - კამერებით, რადარებით და ლიდარებით, აგრეთვე Mobileye-ს რუკა Roadbook და მართვის პოლიტიკა Responsibility-Sensitive Safety (RSS), რომელიც დამყარებულია Mobileye-ს მიერ შემუშავებულ უპილოტო ავტომობილების მათემატიკურ მოდელზე. ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში ტვირთისა და ადამიანების გადაადგილებისთვის, რაც მას დღეს ყველაზე მრავალმხრივ ავტონომიური მართვის გადაწყვეტილებად აქცევს, თვლის კომპანია. Mobileye Mobileye გეგმავს Schaeffler-თან თანამშრომლობას, რათა ააწყონ თვითმართვადი შასი, რომელიც ავტონომიური ტრანსპორტის შექმნისას იქნება გამოყენებული. აგრეთვე, კომპანიამ ადრე განაცხადა Udelv-თან თანამშრომლობის წამოწყების შესახებ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია Mobileye Drive სისტემის მიწოდება ელექტრო ფურგონ Udelv Transporter-სთვის, რომელმაც შეკვეთილი ამანათები უშუალოდ მომხმარებლებს უნდა მიუტანოს. ასევე მიღწეულია შეთანხმება Transdev-სა და Lohr-თან, რათა მოხდეს ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოება და მიწოდება საფრანგეთსა და გერმანიაში. https://bit.ly/2Vne1hY
  15. Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum.  „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S
  16. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ფლაგმანურ მობილურ პლატფორმა Snapdragon 898-ს, Qualcomm-ის კონკურენტებსაც აქვთ საინტერესო გადაწყვეტილებები. ინსაიდერების ინფორმაციით MediaTek მალე დაიწყებს ფლაგმანური Dimensity 2000 ჩიპსეტების გაგზავნას პარტნიორი მწარმოებლებისთვის ტესტირებისა და ახალი სმარტფონების შემუშავებისთვის. gizchina.com ცნობილი ინსაიდერების, @DCS-სა და @Fertile-ის ცნობების თანახმად, რომლებმაც ინფორმაცია გამოაქვეყნეს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 2000 დამზადებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს სტაბილურ, დაბალ ენერგომოხმარებასა და მაღალ წარმადობას. პროცესორში გამოყენებულია მოწინავე არქიტექტურა ARM V9. Dimensity 2000 ჩიპის პირველი მცირე პარტია პარტნიორ კომპანიებს მიმდინარე წლის ბოლომდე გაეგზავნებათ. უფრო მეტიც, მათგან რჩეული კომპანიები უკვე მუშაობენ უახლეს ჩიპზე. თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც MediaTek გეგმავს, ახალ Dimensity ჩიპზე მომუშავე პირველი სმარტფონების გამოსვლა პრაქტიკულად დაემთხვევა ფლაგმანურ Snapdragon 898 ჩიპზე მოქმედი სმარტფონის პრემიერას. ამ დრომდე Qualcomm ყოველთვის წინ უსწრებდა კონკურენტს. Dimensity 2000-ში გამოყენებულია იგივე CPU, რაც Snapdragon 898-ში (არ არის გამორიცხული უფრო მაღალი წარმადობის ვარიანტი). კომპანიის თქმით, GPU უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე Snapdragon 898-ში გამოყენებული, ენერგომოხმარება კი ნაკლები იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Dimensity 2000 უნდა იყოს უფრო ეკონომიური და მაღალი წარმადობის მქონე Snapdragon-ის აქტუალურ ფლაგმანთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ MediaTek-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპში გამოყენებული იქნება სუპერდიდი ბირთვები Cortex X2 - ისინი მინიმუმ 17%-ით მეტი წარმადობისაა, ვიდრე Cortex X1. ამასთან, ენერგომოხმარება 10%-ითაა შემცირებული. მაღალია სხვა ბირთვების წარმადობის დონეც. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 898-შიც TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესია გამოყენებული. ცხადია, ახალი ტექნოლოგიის წყალობით ჩიპმეიკერებმა შეძლეს შეემცირებინათ სითბოს გამოყოფის მეტად მაღალი დონე, რაც დამახასიათებელი იყო წინა, Snapdragon 888 სერიისთვის. https://bit.ly/3DT4Wib
  17. მათთვის, ვისთვისაც ხელით მართვა, ტექსტური და ხმოვანი ბრძანებებიც კი უკვე მოძველებულად ითვლება, Mercedes-ის გუნდმა ალტერნატიული გადაწყვეტილება მოამზადა. გამოფენა IAA Mobility 2021-ზე, რომელიც მიუნჰენში 7-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობს, ბრენდმა წარადგინა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილი იმართოს გონების ძალით. techradar.com გერმანულმა კომპანიამ განახორციელა ინტერფეის „ტვინი-კომპიუტერის“ (BCI) ინტეგრირება კონცეპტ Mercedes-Benz Vision AVTR-ში - გამოფენაზე დამსწრეებს შეუძლიათ გატესტონ ავტომობილის ბორტ-კომპიუტერის აზრების ძალით მართვის ტექნოლოგია. პირველად Vision AVTR მოდელი წარდგენილ იქნა გამოფენა CES-ზე 2020 წელს. იმ დროს Mercedes-მა წარადგინა მძღოლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მისი გულისცემისა და სუნთქვის „პატერნების“ მიხედვით. აზრებით მართვა ინტეგრირებული გადაწყვეტილების მორიგი ეტაპია. ტექნოლოგია საჭიროებს, რომ მძღოლმა ატაროს ჰედსეტი არაინვაზიური ინტერფეისით, რომელიც აღჭურვილია თავის უკანა ნაწილზე მიმაგრებული ელექტროდებით. ინტერფეისი კითხულობს ტვინის აქტივობას, რომელიც ითარგმნება ბრძანებებად. Mercedes-ის განცხადებით "კალიბრაციის ხანმოკლე პროცესის შემდეგ", რომელსაც დაახლოებით ერთი წუთი ჭირდება, ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს გარკვეული ქმედებები მანქანაში ღილაკებზე ან მართვის სხვა ელემენტებზე შეხების გარეშე. მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ციფრული პანელის კონკრეტულ განათებულ წერტილებზე, ხოლო სისტემა იყენებს ინტერფეისს იმის დასადგენად, თუ რომელზე ფოკუსირდება იგი. Mercedes-ის მონაცემების თანახმად მოწყობილობა ზომავს ნერვულ აქტივობას თავის ტვინის ქერქში რეალურ დროში. მონაცემთა ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რომელ წერტილებზე ამახვილებს მომხმარებელი ყურადღებას. რაც უფრო ძლიერია აზრების კონცენტრაცია, მით მაღალია ნეირონული აქტივობა. შედეგად სისტემაა ააქტიურებს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებულ ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის პროტოტიპი უკვე არსებობს, Mercedes აღნიშნავს, რომ კომერციული გამოყენების სისტემის შექმნამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით დღეს-ხვალ გონებრივი კონტროლის გაჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ტექნოლოგია უკვე აღარ მიეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს. https://bit.ly/3BMlU01
  18. ყველა კრიპტოვალუტა და, მათ შორის, Stablecoin-ები, შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათი ვალუტებად აღიარება შეუსაბამოა - მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“ და შეშფოთება გამოხატა უშუალოდ Stablecoin-ებთან დაკავშირებით. „Stablecoin-ები პოზიციონირებენ, როგორც ვალუტის ეკვივალენტი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის - ისინი მხოლოდ მათთან არიან დაკავშირებული. მსგავსი აქტივების ემიტენტების ცოტა ხნის წინანდელმა ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი შესაძლოა სრულად არ იყვნენ ფიატით უზრუნველყოფილი, როგორც ამას აცხადებენ“ - აღნიშნა ლაგარდმა. მისი თქმით, Stablecoin-ები მთლიანად უნდა იყოს ფიატით უზრუნველყოფილი. "აუცილებელია დავრწმუნდეთ და გავაკონტროლოთ, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ შესაძლო დეზინფორმაციისგან", - განმარტა ECB-ის პრეზიდენტმა. Stablecoin Tether-ის (USDT) ემიტენტმა ივლისის ანგარიშში მიუთითა, რომ იმ ფულადი რესურსებისა და საბანკო დეპოზიტების წილმა, რომელთა უკან გამოთხოვა ორ ან ნაკლებ დღეშია შესაძლებელი, 10 % შეადგინა. მიმდინარე წლის ზაფხულში კრიპტობირჟა Bitstamp-მა მომხმარებელთა მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გახსნა დეპოზიტები Tether-ისგან EURt Stablecoin-ისთვის 1:1-ში ევროთი უზრუნველყოფით. მანამდე საკუთარი Stablecoin-ის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა კომპანია Circle-მა. ფულმა და ფულის ეკვივალენტებმა შექმნეს USD Coin-ის (USDC) რეზერვის 61%, დანარჩენი მონეტები გამყარებულია ობლიგაციებითა და სხვა მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით. აგვისტოში Circle-მა განაცხადა, რომ Stablecoin-ების რეზერვებს მთლიანად გადაიყვანს დოლარსა და აშშ-ის სახაზინო ვექსელებში. შეგახსენებთ, აპრილში კრისტინ ლაგარდმა განააცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გამოუშვას საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები დაამტკიცებენ პროექტს. მოგვიანებით მარეგულირებელი ორგანო გადავიდა ციფრული ევროს კვლევის ეტაპზე. ივნისში ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ CBDC უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთ დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. https://bit.ly/3yL1hiH
  19. ინდურ მარკეტფლეის Flipkart-ზე გამოქვეყნდა Realme პლანშეტის მახასიათებლები და ფოტოები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას ახალ მოწყობილობაზე. gizmochina.com ცნობილი გახდა, რომ Realme Pad-ს ექნება 10.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2000×1200 პიქსელი. მოდელს დისპლეის ირგვლივ წვრილი ჩარჩო აქვს, ეკრანის ფართობის ფრონტალურ პანელთან შეფარდება 82.5 %-ს შეადგენს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პლანშეტს AMOLED-ეკრანი ექნებოდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია აღწერაში მითითებული არ არის. gizmochina.com ფოტოს მიხედვით მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება ერთი ძირითადი კამერა. პლანშეტი ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა გამოვა ოქროსფერ და ნაცრისფერ ვარიანტებად. Flipkart-ზე ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობა იმუშავებს ჩიპსეტ Helio G80-ზე, ექნება 4 გბ LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და 64 გბ eMMC 5.1 შიდა მეხსიერება, აგრეთვე 7100 მა/სთ მოცულობის ბატარეა. gizmochina.com ფრონტალურ 8-მეგაპიქსელიან კამერას ექნება „ფიქსირებული“ ფოკუსი, უკანა კამერას კი - ავტოფოკუსი. გამოყენებული იქნება ოთხი დინამიკი, სივრცითი ხმის ტექნოლოგიები DTS HD და Hi Res-Audio, აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi და LTE. შესაძლოა გამოვიდეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიაც 4G-ს გარეშე - სავარაუდოდ, ჩინური კომპანია გეგმავს მოდელის მთელი სერიის გამოშვებას. გაყიდვების დაწყების თარიღი, ფასი და ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობა მოგვიანებით გამოცხადდება. https://bit.ly/3BNBIjg
  20. კომპანია Apple მუშაობს საფირმო ელექტრომობილ Apple Car-ზე, რომელიც გვევლინება, როგორც კომპანიის ყველაზე საიდუმლო პროექტი და ატარებს შიდა დასახელებას - Project Titan. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონიკის ცნობილმა მწარმოებელმა საკუთარი საფირმო ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობისთვის დაიქირავა ორი ინჟინერი, რომლებიც ადრე მუშაობდნენ გერმანულ კონცერნ „Daimler AG“-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია Mercedes-ში. ერთ-ერთი მათგანი, გარდა იმისა, რომ იყო პროექტის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ისეთი პრემიუმ ბრენდების მანქანების მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის და დინამიური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა Mercedes და Porsche. იგი ამჟამად მუშაობს Apple-ში, როგორც დამპროექტებელი ინჟინერი. კალიფორნიული კომპანიის მეორე ახალი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. Apple აგრძელებს კადრების პოტენციალის მოზიდვას, თუმცა კომპანია მაინც კარგავს ღირებულ თანამშრომლებს. მაგალითად, ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანია დატოვა Project Titan-ში ჩართულმა რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა Apple-ის პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადის გადაწევა. ამავე დროს, Apple არ კარგავს იმედს, რომ გააფორმებს კონტრაქტებს ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტებთან. კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა წამყვან მანქანათმშენებელ კომპანიასთან და მთავარ საწარმოო პარტნიორ Foxconn-თან. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს მცდელობები წარმატებული გარიგებებით არ დაგვირგვინებულა, ალბათობა იმისა, რომ Apple მიაღწევს თავის მიზანს თითქმის ასი პროცენტია: ძალიან დიდი ძალისხმევა და ფული იქნა ჩადებული ამ კონცეპტუალურ განვითარებაში. დრო ჯერ კიდევ არის, რადგანაც Apple Car-ის გამოშვება ხუთი წლის შემდეგაა დაგეგმილი. ამასთან, სწორედ Foxconn იქნება ელექტრომობილის კომპონენტების მთავარი მომწოდებელი, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა წილი უკავია ამ პარტნიორს iPhone-ების წარმოებაში. https://bit.ly/3zR0xKl
  21. Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა Bankless-ის პოდკასტში ივარაუდა Ethereum-ის კურსის ზრდა 20 000 აშშ დოლარამდე. „ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს იყო გრაფიკების შედარება. ისინი იდეალურად ემთხვევა და პროგნოზირებენ Ethereum-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე ზრდას. არც ისე რთული ანალიზია, თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება“ - განაცხადა პალმა. მისი თქმით, პროგნოზი ეფუძნება ამჟამინდელი გრაფიკების შედარებას 2017 წლის მაჩვენებლებთან. მაკროინვესტორმა აღნიშნა, რომ ETH-ის მხოლოდ 13% არის ამჟამად ბაზარზე მიმოქცევაში. დანარჩენი მონეტები ინახება გრძელვადიანი ინვესტორების საფულეებში, ან დაბლოკილია სტეიკინგისთვის. იგი დარწმუნებულია, რომ Ethereum-ზე მოთხოვნის ზრდა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზებული ფინანსების და არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) განვითარებას. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასმა გადალახა 4 ათას აშშ დოლარიანი დონე, ციფრული ოქრო კი დაუბრუნდა 50 ათას აშშ დოლარს ზემოთ დონეს. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს პალმა „შავი ხუთშაბათის“ შემდეგ Bitcoin-ის კორექციას უწოდა „შესაძლებლობა და არა საფრთხე“. https://bit.ly/38EuKjZ
  22. კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიერიდან OLED-დისპლეებით იქნება წარმოდგენილი. ტაივანური კომპანია ელის, რომ ეს სიახლე გახდება მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ლეპტოპებისგან. ლეპტოპებში ფართოდ გავრცელებულ IPS-დისპლეებთან შედარებით OLED-მატრიცა უზრუნველყოფს უფრო ღრმა შავი ფერის გადმოცემას, კონტრასტულობისა და რეაქციის დროის საუკეთესო მაჩვენებლებს. აგრეთვე, OLED თავს უკეთ წარმოაჩენს HDR-კონტენტთან მუშაობისას. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ამ ტექნოლოგით დამზადებულ მატრიცებს ახასიათებდა პიქსელების "გადაწვა" სტატიკური სურათის ან ინტერფეისის სტატიკური ელემენტების ხანგრძლივი ჩვენების დროს. ადრე OLED-დისპლეებით კომპლექტდებოდა ASUS-ის მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები, ახლა კი ამ ტიპის დისპლეების ხილვა შესაძლებელი იქნება საშუალო ფასის სეგმენტშიც. ახალი მოდელებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობა იქნება StudioBook Pro 16, მისი ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება. მას ექნება პროფესიონალური ვიდეო დაფა Nvidia RTX A2000, ან A5000. პროცესორის სახით კი წარმოდგენილი იქნება - Intel Xeon ან 5000-სერიის Ryzen. უფრო დაბალბიუჯეტურ OLED მოდელებს შორისაა ZenBook Pro 15 და Vivobook Pro 14X, რომელთა საწყისი ფასებია 1470 $ და 1400 $, შესაბამისად. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება დისკრეტული RTX 3050 Ti გრაფიკით და Intel Core i7 ან Ryzen 5000 სერიის პროცესორებით. https://bit.ly/3h3NPAC
  23. თანამშრომლებთან შეხვედრაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ახალი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვების პერსპექტივებზე, დაასახელა მისი ფასი 25 ათასი აშშ დოლარი და განაცხადა ახალი მოდელის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლის შესახებ. სამომავლო ბიუჯეტური მოდელის არაოფიციალური დასახელებაა Tesla Model 2. Tesla რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა, მასკმა გასულ წელს ღონისძიება Tesla Battery Day-ზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ფასის დადება შესაძლებელი იქნება ახალი ბატარეებისა და ახალი საწარმოო პროცესის გამოყენების შედეგად, რომელიც საშუალებას იძლევა ბატარეის ღირებულება 50%-ით შემცირდეს. არ არის გამორიცხული, რომ ელექტრომობილი, პირობითად Tesla Model 2, წარმოებულ იქნას შანხაის Gigafactory-ში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ბაზრებზე გაყიდვის პერსპექტივით. გასულ წელს კომპანიამ განაცხადა ჩინეთში ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ და გასულ ზაფხულს დაიწყო გუნდის დაქირავება მისი განვითარების მიზნით. electrek.co ამ დროისთვის კომპანიას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ მცირე ზომის ჰეჩბეკის ესკიზი, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი სწორედ ამგვარ მოდელს ეხება. ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალი მოდელის წარმოება მალე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასკმა კორპორატიულ შეხვედრაზე დაასახელა ზუსტი ვადა: მისი თქმით, 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების ელექტრომობილის წარმოება 2023 წელს დაიწყება. უფრო მეტიც, მან გარკვევით აღნიშნა, როგორი იქნება ეს მანქანა თანამშრომლებთან მიმართვისას: „გვინდა კი, რომ ეს მანქანა საჭითა და სატერფულებით გამოვიდეს?“. - როგორც ჩანს, სწორედ ეს მოდელი იქნება წარმოდგენილი ხსენებული დეტალების გარეშე. 2019 წელს Tesla-მ უკვე გამოაქვეყნა მანქანის ფოტო საჭისა და მართვის სხვა ელემენტების გარეშე და განაცხადა, რომ მსგავსი მოდელის წარდგენას ორი წლის მანძილზე გეგმავდა. შეხვედრაზე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ფსონს დებს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილზე. Tesla ამჟამად ცდილობს თვის ბოლომდე გამოუშვას „სრული ავტოპილოტის“ ბეტა-ვერსია Full Self-Driving Beta აშშ-ში არსებული საკუთარი მანქანებისთვის. როგორც კი დაიწყება სოფტის, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მძღოლის დაკვირვებას, აქტიური ექსპლუატაცია, Tesla გააუმჯობესებს მას ყველა მანქანიდან მიღებული მონაცემების ნაკადის საფუძველზე და როგორც მოსალოდნელია, ავტონომიური ელექტრომობილები გახდება რამდენჯერმე უსაფრთხო მძღოლების მიერ მართულ მანქანებთან შედარებით. მსგავსი რამ აუცილებელია, რათა კომპანიამ მარეგულირებლისგან საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უპილოტო მგზავრობის ნებართვა მიიღოს. ამ სფეროში პროგრესზე დიდწილადაა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Tesla მართლაც გამოუშვას ახალი ელექტრომობილი საჭის გარეშე. https://bit.ly/3jHPei3
  24. დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. ”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლოუნმა. მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. „Bitcoin თავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. https://bit.ly/3jDCMQp
  25. iPhone 12 სერიის სმარტფონების წარმატების წყალობით ბოლო წლებში გაიზარდა Apple-ის წილი მობილური პროცესორების ბაზარზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ უკან ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი Samsung, მაგრამ შესამჩნევად ჩამორჩება ორ ლიდერს. კომპანია Counterpoint Research-ის მეორე კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ Apple-ის პროცესორის წილი ბაზარზე 15%-ია. ამავე პერიოდში Samsung-ის წილი - 7%. ერთი წლის წინ Apple-ის წილი იყო 13%, წინა კვარტალში კი - 17%. A14 Bionic ჩიპზე დაფუძნებული სმარტფონების შესანიშნავი გაყიდვების მიუხედავად Qualcomm და MediaTek კვლავ განაგრძობენ ლიდერობას. პირველი მათგანი ორჯერ აჭარბებს Apple-ს უპირატესობით, რადგან Android-სმარტფონების თითქმის ყველა მწარმოებელი მის პროცესორებს იყენებს. შესაძლოა, მომხმარებლები iPhone 13-ს ელოდებიან და ამიტომ შემცირდა ოდნავ Apple-ის წილი მეორე კვარტალში. ამ მოწყობილობებში გამოყენებული იქნება ახალი პროცესორები A15 Bionic, TSMC-ისთვის შეკვეთილია ამგვარი 100 მილიონი ერთეულის წარმოება. ეს 20%-ით მეტია იმ ჩიპების რაოდენობაზე, რომლებიც წარმოებულ იქნა iPhone 12 სერიისთვის. მომავალ წელს შესაძლოა გამოვიდეს მორიგი მოდელი iPhone SE შედარებით დაბალ ფასად, რაც ხელს შეუწყობს პროცესორების ბაზარზე წილის გაზრდას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, Qualcomm-სა და MediaTek-ზე დაწევა შეუძლებელი იქნება მათ მიერ მიღებული შეკვეთების დიდი მოცულობის გამო. https://bit.ly/3yDP4fT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.