Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. iPhone-ები, როგორც წესი, მომხმარებლების კმაყოფილების რეიტინგში მაღალ პოზიციაზე იმყოფება. iPad-ისა და MacBook-ის ბოლო წარმატებების წყალობით კომპანია Apple სათავეში ჩაუდგა American Customer Satisfaction-ის (ACSI) მორიგ ანგარიშს. ამჯერად გამოკითხულ იქნა 7960 მომხმარებელი აშშ-დან, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით იყვნენ არჩეული. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 7 ივლისიდან 2021 წლის 26 ივნისამდე პერიოდში. შეერთებულ შტატებში პერსონალური კომპიუტერის მფლობელებს შორის კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 1%-ით, 79%-მდე გაიზარდა. Apple ლიდერობს 82%-ით, ისევე როგორც ერთი წლის წინ. HP მეორე ადგილზეა 80%-იანი რეიტინგით, გასულ წელს მისი რეიტინგი 77% იყო. Acer მესამე ადგილზეა 79%-იანი რეიტინგით, ისევე როგორც Samsung. ერთი წლის წინ კომპანია Samsung მეორე ადგილზე იმყოფებოდა 81%-იანი მაჩვენებლით. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს არ ხდება თითოეული ბრენდის დაყოფა კატეგორიების მიხედვით, ამიტომ შეუძლებელია იმის გაგება, თუ სად წარმოაჩენს თავს კარგად კონკრეტული კომპანია ან ჩამორჩება. რაც შეეხება პლანშეტებს, მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგი წლის განმავლობაში 78%-დან 76%-მდე შემცირდა. სხვადასხვა ასპექტს შორის მომხმარებლები კმაყოფილნი არიან დიზაინით, გამოყენების სიმარტივით და წინა თაობის პლანშეტების გრაფიკული წარმადობით. რჩება ფუნქციონალურობისა და პროცესორების სიჩქარის გაუმჯობესება, აგრეთვე აქსესუარების ხელმისაწვდომობა. მათ მოეკუთვნება ქეისები, დამტენი მოწყობილობები და გადამყვანები. https://bit.ly/3u0yZAb
  2. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ დაიქირავა გეიმინგის სფეროს ოთხი წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც კომპანიას დაეხმარებიან მაღალი წარმადობის Arc™ Alchemist გრაფიკული დაფების გამოშვებაში. მათ უნდა ააგონ ერთობლივი მუშაობის სისტემა გეიმინგ დეველოპერებთან, მოახდინონ უკუკავშირის კოორდინირება და მიაღწიონ სამომავლო თამაშების ოპტიმიზაციას Intel-ის ვიდეო დაფებზე. Intel-მა განაცხადა, რომ შტატში ხელმძღვანელების პოზიციებზე აიყვანა ოთხი სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გეიმინგ დეველოპერებთან კავშირსა და ურთიერთქმედებაზე და სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტების შექმნაზე. ახალი პოზიციები დაიკავეს AMD-სა და EA-ს ყოფილმა გამოცდილმა თანამშრომლებმა. ვიცე-პრეზიდენტისა და გეიმინგ და გრაფიკული დატვირთვების სფეროს გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა ანდრე ბრემერმა (André Bremer) - ცნობილმა პროფესიონალმა, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიაში მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. Intel-ში გადმოსვლამდე ბრემერი მუშაობდა Prime Gaming-ის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელად, მანამდე კი - აღმასრულებელ თანამდებობებზე AWS Game Tech-ში, Zynga-ში, EA-სა და LucasArts-შიც კი. გეიმინგ დეველოპერებისთვის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების უფროსი დირექტორის პოზიცია დაიკავა მაიკლ ჰეილემანმა (Michael Heilemman), რომელიც ამ დრომდე მუშაობდა ტექნოლოგიების დირექტორად Electronic Arts-ში და კონტენტის მენეჯერად - Sony Computer Entertainment America-ში. მას აგრეთვე დიდი გამოცდილება აქვს გეიმინგ დეველოპმენტში, რადგანაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი კომპანიების არანაკლებ სამოცი AAA-კლასის თამაშების შექმნაში, როგორებიცაა Vivendi, Dreamworks Interactive და Malibu Interactive. Intel-ში ჰეილემანს დაეკისრება ამოცანა - მაქსიმალურად შეამსუბუქოს დეველოპერების შრომა Intel Xe-HPG არიქტექტურის გრაფიკული ადაპტერებისთვის განკუთვნილი გეიმინგ პროდუქტების ოპტიმიზაციის საკითხში. AMD-ში 15-წლიანი კარიერის შემდეგ კომპანია Intel-ში გადავიდა რიტჩე კორპუსი (Ritche Corpus) და დაიკავა გეიმინგ ეკოსისტემისა და დეველოპერებთან კომუნიკაციის განვითარების გენერალური დირექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. უნდა ითქვას, რომ კორპუსს უკვე აქვს Intel-თან ურთიერთობის გამოცდილება - იგი მონაწილეობდა არაკომერციულ ორგანიზაცია PC Gaming Alliance-ის ხელმძღვანელობაში, რომელიც დაკავებული იყო პერსონალური კომპიუტერის, როგორც გეიმინგ პლატფორმის განვითარებაში. ამავე დროს კომპანია AMD-ში იგი ხელმძღვანელობდა გეიმინგ და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებას. და ბოლოს, გეიმინგ დეველოპერებთან კომუნიკაციის უფროსი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა სტივ ბელი (Steve Bell), რომელიც კორპუსის მსგავსად AMD-დან გადავიდა, სადაც მას ანალოგიურ პოზიციაზე ნამუშევარი აქვს 13 წელი. Intel მრავალი წელია ავითარებს პროცესორში ჩასამონტაჟებელ გრაფიკულ ბირთვებს, თუმცა ამ დრომდე მისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს არ წარმოადგენდა დეველოპერებთან ერთობლივი ქმედება. ამჟამად როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება, კომპანიას სურს მაგალითი აიღოს AMD-სა და NVIDIA-სგან, პირდაპირი კავშირი დაამყაროს გეიმინგ სტუდიებთან და დეველოპერები უზრუნველყოს ყოველმხრივი მხარდაჭერით. ამის გამო აჰყავს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და ეს არის დიდი ამბიციის მშვენიერი ილუსტრირება. Intel Arc Alchemist გრაფიკული დაფები გაყიდვაში 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ისინი წარმოებული იქნება N6 ტექნოპროცესით (გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი) TSMC-ის მიერ. მიიჩნევა, რომ Alchemist სერიის უფროსი მოდელები კონკურენციას გაუწევენ GeForce RTX 3070 და Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფებს. https://bit.ly/3ksPlOG
  3. Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა უარი თქვა გეგმაზე - გამოეშვა კრიპტოდაგროვებითი ანგარიშები USD Coin-ის (USDC) ბაზაზე ყოველწლიური 4%-ით SEC-ის საჩივრის შემდეგ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კრიპტოინდუსტრიაში ნორმატიული სიცხადის მისაღწევად და ამიტომ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ეს არ გავაკეთოთ“ - აღნიშნა Coinbase-მა. ბირჟამ პროდუქტი Lend ივნისში დააანონსა. მას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააჩნია ტრადიციული ბანკების შემოთავაზებებთან შედარებით. კომპანიაში განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე აქტიურად იმუშავეს კომისიასთან პროდუქტის გამოშვებასთან დაკავშირებით. თუმცა სექტემბერში SEC-მა Bitcoin-ბირჟას გაფრთხილება მისცა სასამართლო ძიების შესახებ კრიპტო-შემნახველი ანგარიშების გაშვების შემთხვევაში "ფასიანი ქაღალდების" გამო. Coinbase-ში ხაზი გაუსვეს, რომ კომისიას არ განუმარტავს, რატომ განიხილავს Lend-ს მსგავს სტატუსში. Coinbase-ს მხარი დაუჭირა Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა. მისი აზრით მარეგულირებლისგან მიღებული გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმას მისი კომპანიის მსგავს სიტუაციაში აყენებს. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს Coinbase-მა წარადგინა განცხადება ფიუჩერსული შუამავლის რეგისტრაციისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი Bitcoin-ბირჟას საშუალებას მისცემს მიიღოს CFTC ლიცენზია. https://bit.ly/3CrqwZR
  4. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Google მუშაობს დასაკეც Pixel სმარტფონზე კოდური დასახელებით Passport, რესურს 9to5Google-მა სამომავლო ვერსია Android 12-ში (Android 12.1) იპოვა დადასტურება, რომ კომპანია ტესტავს დასაკეცი სმარტფონის კიდევ ერთ ვერსიას. ცნობილია, რომ მოწყობილობა მუშავდება კოდური დასახელებით Jumbojack. ჯერჯერობით უცნობია მისი დიზაინი. 9to5Google-ის ინფორმაციით მოწყობილობას ექნება ორი ეკრანი, რომელთაგან ერთი გაითიშება სმარტფონის დაკეცვისას. შესაბამისად, როგორც ჩანს Jumbojack-ის დიზაინი Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის მსგავსი იქნება, რომელშიც ძირითადი დისპლეის პარალელურად ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის გარე ეკრანი. სამწუხაროდ, Jumbojack-ის ეკრანის ზომისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. არსებობს ვარაუდი, რომ კოდური სახელწოდება Jumbojack შესაძლოა მიანიშნებდეს ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ჩიზბურგერ Jumbo Jack-ზე და გულისხმობდეს, რომ სმარტფონი დაიკეცება ჰამბურგერის სტილში ისევე, როგორც Galaxy Z Flip და არა ჰოთ-დოგის სტილში, როგორც დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold. მოკლედ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდები და დაუზუსტებელი ინფორმაციაა. Passport-ისგან განსხვავებით, რომელიც როგორც ცნობილია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, Jumbojack-ის რელიზის შესახებ ცნობილი არაფერია. შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ შიდა პროტოტიპია, რომელიც შექმნილია დასაკეცი Android-სმარტფონებისთვის ისეთი ფუნქციების შესაქმნელად და შესამოწმებლად, როგორიცაა გაუმჯობესებული მრავალამოცანიანი რეჟიმები. https://bit.ly/3Cydv0m
  5. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Amazon უახლოეს დროში დააანონსებს ახალ Kindle Paperwhite სერიის მოწყობილობებს ელექტრონული წიგნების კითხვისთვის. გაჯეტების შესახებ ინფორმაცია მცირე დროით გამოჩნდა Amazon Canada-ს ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. Kindle Paperwhite-ის ამჟამინდელი მოდელი / ფოტოების წყარო: Amazon მზადდება მოდელები Kindle Paperwhite და Paperwhite Signature Edition. ორივე მათგანს ექნება მონოქრომული დისპლეი ელექტრონულ ქაღალდზე ზომით 6.8 დუიმი. მითითებულია პიქსელების სიმჭიდროვე 300 PPI. რიდერებში გათვალისწინებულია ფრონტალური განათება, რომელიც დამყარებულია 17 შუქდიოდზე და გააჩნია ფერის ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა. Paperwhite Signature Edition მოდელს ექნება განათების სენსორი, რომელიც ავტომატურად მოახდენს გარე განათების პარამეტრების ოპტიმიზაციას გარემოს პირობებიდან გამომდინარე. მოწყობილობების კორპუსები დაცულია წყლისგან IPX8 სტანდარტის შესაბამისად. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი. Kindle Paperwhite ვერსიის ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 8 გბ, Kindle Paperwhite მოდიფიკაციისა - 32 გბ. გარდა ამისა, უფროს მოდელში გათვალისწინებულია ბატარეის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი მოწყობილობების ფასი შეადგენს დაახლოებით 120 და 165 აშშ დოლარს, შესაბამისად. ოფიციალური პრეზენტაცია სავარაუდოდ შედგება მიმდინარე თვის ბოლომდე. https://bit.ly/3tWiCV5
  6. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ (ICE) Coinbase-თან გააფორმა კონტრაქტი, რათა წარმოდგენილ იქნას „ბიზნეს-აპლიკაცია“ და „აპლიკაციების შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა“. ხელმოწერილი გარიგების ღირებულებამ შეადგინა 1.36 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ორმოცჯერ აჯემატება სამინისტროსთან გაფორმებულ წინა შეთანხმების საფასურს. გარიგება გახდა Bitcoin-ბირჟის ყველაზე დიდი ფედერალური კონტრაქტი. აგვისტოში ICE-მ Coinbase-ს 29 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის თანახმად კომპანია "ერთადერთი მომწოდებელია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სერვისები გონივრული პირობებით", აცხადებს The Block. ICE არ არის პირველი სამთავრობო სააგენტო, რომელმაც გამოიყენა Coinbase-ის სერვისები. 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ კომპანიის პროდუქტებით. ისინი გეგმავდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. Coinbase-მა Neutrino 2019 წელს შეიძინა. შესყიდვის შემდეგ კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა - იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი აღმოჩნდნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც ჯაშუშურ პროგრამებს დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა. მოგვიანებით Coinbase-მა კონტრაქტები გააფორმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და IRS-თან. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ს დაავალა Monero-ს ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება. https://bit.ly/3ApQQmD
  7. კომპანია Huawei-მ განაცხადა, რომ HarmonyOS 2.0 ოპერაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ოპერაციული სისტემის ეს ვერსია გამოჩნდა 2 ივნისს და თითქმის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდა 100-ზე მეტი მოწყობილობის მოდელზე (ძირითადად პლანშეტებსა და სმარტფონებზე). გაშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში სისტემა გადმოწერა დაახლოებით ათმა მილიონმა ადამიანმა, ხოლო 12 სექტემბრისთვის მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებმაც დააინსტალირეს Harmony OS 2.0, შეადგინა 100 მილიონი. დღეისათვის HarmonyOS 2.0-ისთვის განკუთვნილი პროგრამული უზურნველყოფის დეველოპერების რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, რაც ათჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ Huawei-ს ოპერაციული სისტემა სპეციალურადაა შექმნილი სმარტ-მოწყობილობებში დაყენებისთვის. სწორედ ამიტომ აღჭურვილობის ათასზე მეტმა მომწოდებელმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორულ პროგრამა HarmonyOS Connect-ში, რათა შეიქმნას მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი სხვადასხვა მოწყობილობაში გამოყენებისთვის. Huawei-მ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იგი გააგრძელებს HarmonyOS-ის განვითარებას ახალი ფუნქციებით. პარალელურად მოხდება ღია კოდის მქონე პროექტ OpenHarmony-ს განვითარება, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სფეროს დეველოპერების დასახმარებლად უნიკალური ოპერაციული სისტემების შექმნაში. https://bit.ly/3koGnlz
  8. კომპანია XFX-მა ოფიციალურად დააანონსა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6900 XT Speedster Zero WB, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ დონის მძლავრი დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ფოტოების წყარო: TechPowerUp ახალ დაფას საფუძვლად უდევს 7-ნანომეტრიანი ჩიპი Navi 21 XTXH. შეგახსენებთ, რომ ნიშანი XTXH აქვთ რჩეულ პროდუქტებს, რომლებიც აჩქარების საუკეთესო პოტენციალს უზრუნველყოფენ. ამგვარი ჩიპები გამოიყენება პრემიალური დონის ამაჩქარებლების შემადგენლობაში. ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT Speedster Zero WB-ს აქვს სრული დაფარვის წყლის ბლოკი EK Water Blocks-ისგან. იგი მოიცავს მონიკელებული სპილენძის ფუძეს და აკრილის ზედა ნაწილს. რეალიზებულია მრავალი ფერის ეფექტური RGB განათება. ახალი გრაფიკული ამაჩქარებლის ბირთვის მაქსიმალური სიხშირე შეადგენს 2525 მჰც-ს. შედარებისთვის, ეტალონური დიზაინის დაფის ანალოგიური მაჩვენებელი 2250 მჰც-ის ტოლია. ვიდეო დაფას საფუძვლად უდევს სპეციალურად შემუშავებული PCB. რეალიზებულია კვების ქვესისტემა სქემით „14+2 ფაზა“. ხელმისაწვდომია სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. კონექტორების ნაკრები მოიცავს ორ ინტერფეის DisplayPort 1.4a-ს, HDMI 2.1 კონექტორსა და USB Type-C პორტს. საორიენტაციო ფასის შესახებ ცნობები ჯერ არ არსებობს. https://bit.ly/3Ewqqlx
  9. Stablecoin-ების ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ გადააჭარბა 120 მილიარდ აშშ დოლარს. მიწოდების ნახევარზე მეტი (72 მილიარდი აშშ დოლარი) ეკუთვნის სეგმენტის ლიდერს, Tether-ს (USDT). წყარო: The Block Messari-ს ანალიტიკოსმა რაიან უოტკინსმა Stablecoin-ების სექტორის ზრდა ახსნა იმით, რომ ისინი „საუკეთესო საშუალებაა აშშ დოლარების შენახვისა და გადაადგილებისთვის მთელ მსოფლიოში“. მისი თქმით, ბირჟებს შორის კაპიტალის გადაადგილებისთვის Stablecoin-ები გამოიყენება, როგორც უზრუნველყოფა კრიპტოდერივატივების პლატფორმებზე, დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებში, აგრეთვე ტრანსსასაზღვრო გადახდებში. 2020 წლის მეორე კვარტალში ამ აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ გადააჭარბა 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს - 12 თვის განმავლობაში მაჩვენებელი გაიზარდა 14-ჯერ. უოტკინსმა აღნიშნა, რომ მოსახერხებელია Stablecoin-ების გამოყენება გადახდის საშუალებად, რადგან მათ სჭირდება მხოლოდ საჯარო მისამართი ბლოკჩეინზე. მათი ინფრასტრუქტურა შეუფერხებლად მუშაობს, თანაც ამავე დროს დაცულია კონფიდენციალურობა. გარდა ამისა, Stablecoin-ები პროგრამირებადი აქტივებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან აპლიკაციები მათზე დაყრდნობით. უოტკინსის განცხადების თანახმად აშშ დოლარზე საერთაშორისო გარიგებების დაახლოებით 55% მოდის, რის გამოც არსებობს აშშ დოლარზე გლობალური მოთხოვნა, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის გარეთ. მან აღნიშნა, რომ Stablecoin-ების ზემოთაღნიშნული თვისებების გამო აშშ-ის შიდა ბაზარზე სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს გადააქვს ტრანზაქციები ბლოკჩეინზე. ეს ნაბიჯი მათ ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. აშშ-ის ფარგლებს გარეთ Stablecoin-ები კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ანიჭებენ მარტივ წვდომას ამერიკულ ვალუტაზე. მისი აზრით, ეს აქტივები სამომავლოდ შეძლებენ ოფშორული დოლარების ბაზრის „დაპყრობას“. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მონაცემებზე დაყრდნობით უოტკინსმა ეს უკანასკნელი 57 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა. „ოფშორული დოლარების ბაზრის (დოლარში არსებული დეპოზიტები აშშ-ის ფარგლებს გარეთ) მოცულობის შეფასება რთულია, თუმცა BIS-ის მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ იგი შესაძლოა 57 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატებოდეს. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ამ ბაზარზე იწყებენ პრეტენდენტობას Stablecoin-ები“ - დაწერა მან. უოტკინსონმა აღნიშნა, რომ პოტენციურად Stablecoin-ები შესაძლოა გახდეს „დიდი პრობლემა“, ამიტომ ესმის, თუ რატომ ადევნებენ თვალყურს ამ ბაზარს მარეგულირებლები. ივლისში ფედერალური რეზერვების ბანკის შეხვედრაზე ითქვა, რომ Stablecoin-ებში გამჭვირვალობის ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. მანამდე ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გასცა მოწოდება, რომ მალე შექმნილიყო ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებისთვის. სექტემბრის დასაწყისში SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა ასევე აღნიშნა Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების რისკი და აღნიშნა პროექტი Diem, რომელიც Facebook-ის მონაწილეობით შეიქმნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს Stablecoin-ების ემიტენტებს დააკისროს ვალდებულება, რათა უზრუნველყონ მათი ფიატში თავისუფალი კონვერტაცია. https://bit.ly/3kmYatp
  10. ილონ მასკი აგრძელებს მომხმარებლების დაინტრიგებას ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით სატრანსპორტო საშუალებების მართვის სფეროში ავტომატური მართვის სისტემების შესაძლებლობების შესახებ. იგი ცოტა ხნის წინ აკრიტიკებდა FSD სისტემის წინა ვერსიას და აღნიშნა, რომ იგი სრულყოფილებისგან მეტად შორსაა. პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია კი, როგორც CNBC აღნიშნავს, მან მეტად თავისებურად შეაფასა. მასკმა განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა ზოგჯერ იმდენად სრულყოფილია, რომ მძღოლს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ არ არის საჭირო მანქანის კონტროლი მისი მხრიდან. ეს არის მცდარი შეგრძნება, რომელმაც არ უნდა შეასუსტოს მძღოლების სიფხიზლე, განაცხადა Tesla-ს ხელმძღვანელმა. მან განმარტა, რომ FSD ბეტა-ტესტირების მონაწილეების რაოდენობის გაფართოებისას კომპანია გაითვალისწინებს კონკრეტული კანდიდატის წინა შვიდი დღის განმავლობაში მართვის სტატისტიკას - ელექტრომობილის მფლობელის ნებართვით გაანალიზდება წინა კვირის გადაადგილების მონაცემები და თუკი მძღოლი თავს კარგად წარმოაჩენს, მას მიეცემა FSD ბეტა-ვერსიაზე წვდომა. შესაბამისად, თუკი ტესტირების პროცესში გამოვლინდება დარღვევები და სატრანსპორტო საშუალების არასწორად მოხმარება, მძღოლი დაკარგავს ბეტა-ტესტირების პროგრამაზე წვდომას. https://bit.ly/3Ao2SwH
  11. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმების გამოყენების შეზღუდვის ან თუნდაც აკრძალვის მოწოდებები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ვლინდება. ამ პოზიციას მხარს უჭერს გაეროს ადამიანთა უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი (Michelle Bachelet), რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს კონტროლი ამგვარი ტექნოლოგიების შემუშავებასა და გამოყენებაზე. ბაჩელეტი აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის აკრძალვის მოწოდებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას, როგორებიცაა მაგალითად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების სოციალურ შეფასებასთან დისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. კომისარმა აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს გარანტიები ვინმეს მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებისათვის, ამიტომ ხელისუფლებებმა უნდა შეზღუდონ მათი ექსპლუატაციის შესაძლებლობა. თუ ეს არ მოხდა, ალგორითმებს, რომლებიც პოტენციურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, კვლავაც გამოიყენებენ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მოქალაქეებს. „თავს უფლებას ვერ მივცემთ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულ იქნას შეზღუდვებით ან მის გარეშე, რასაც პოსტფაქტუმ თითქმის გარდაუვალი შედეგები მოჰყვება ადამიანის უფლებებზე”-ამბობს ბაჩელეტი. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ალგორითმი უკვე არსებობს მრავალი ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში, დაწყებული სამთავრობო სერვისების მიღებიდან - დამთავრებული კონტენტით, რომლის ნახვაც ინტერნეტ-მომხმარებლებს შეუძლიათ. გაეროს კომისარმა ეს კომენტარები გააკეთა მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გავლენის შესწავლის შედეგებს, მათ შორის კონფიდენციალურობას, განათლების უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და ა.შ. https://bit.ly/3AvvkwQ
  12. თუ პირველი კრიპტოვალუტა მასიურ წარმატებას მიაღწევს, მარეგულირებელი ორგანოები საბოლოოდ აიყვანენ მას კონტროლის ქვეშ. ეს აზრი გამოხატა Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა რეი დალიომ CNBC-სთან ინტერვიუში. „ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, თუკი Bitcoin ნამდვილად წარმატებული გახდება, მარეგულირებელი ორგანოები მოსპობენ მას ან შეეცდებიან მოსპობას. და ვთვლი ამას, რადგან ამის შესაძლებლობა არსებობს“ - განაცხადა მილიარდერმა. დალიომ მაგალითებად მოიყვანა ინდოეთი და ჩინეთი მათი ნეგატიური დამოკიდებულებით Bitcoin-ისადმი. პატარა სალვადორისგან განსხვავებით, რომელმა მოახდინა კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია, ზემოთხსენებული ქვეყნები მას ზღუდავენ. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს სალვადორში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც აღიარებს Bitcoin-ს ოფიციალურ გადახდის საშუალებად აშშ დოლართან ერთად. ინდოეთში ბოლო წლებში ხელისუფლება განიხილავს კრიპტოვალუტის აკრძალვის სხვადასხვა ვარიანტს. ჩინეთის სამთავრობო სააგენტოებმა და ინსტიტუტებმა მიიღეს მთელი რიგი მკაცრი ზომები კრიპტოვაჭრობის წინააღმდეგ და ფაქტობრივად აკრძალეს ქვეყანაში მაინინგი. დალიო ვერ ხედავს პრობლემას Bitcoin-ის შიდა ღირებულების ნაკლებობაში. მისი თქმით, ასეთი აქტივები სულაც არ ნიშნავს bubble-ს. მისი თქმით, კრიპტოვალუტა ფულადი აქტივების კარგი ალტერნატივაა, თუმცა მისი პროცენტი ოქროსთან მიმართებაში მის პორტფელში მცირეა. ”მე ვფიქრობ, რომ ღირს განვიხილოთ ფულისა და სხვა ფინანსური აქტივების ყველა ალტერნატივა. Bitcoin-ი არის შესაძლებლობა. მე მაქვს გარკვეული თანხა მასში. საოცარი მიღწევაა Bitcoin-ის გადატანა პროგრამირების გარემოდან იმ სივრცეში, სადაც იგი გაივლის დროში გამოცდას “, - დაასკვნა დალიომ. მილიარდერმა არაერთხელ ისაუბრა აშშ-ის ხელისუფლების მიერ Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობის შესახებ, 2021 წლის მარტში მან შეაფასა ამის ალბათობა, როგორც "მაღალი". 2020 წლიდან დალიოს შეხედულებები კრიპტოვალუტების შესახებ შეიცვალა განცხადებიდან, რომ „Bitcoin ვერ შეძლებდა ფულის ფუნქციის შესრულებას“ განცხადებამდე, რომ ციფრული აქტივი „ოქროს საინტერესო ალტერნატივას წარმოადგენს“. ადრე Cardano-ს დამფუძნებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა გადაჭრით უარყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. იმავე აზრს უჭერს მხარს ბირჟა Gemini-ს დამფუძნებელი ტაილერ უინკლუოსი, რადგანაც ციფრულმა ოქრომ აღიარების მეტად მაღალ დონეს მიაღწია. https://bit.ly/3keGGzh
  13. iPhone 13-სა და ახალ iPad mini პლანშეტში გამოყენებულ ჩიპსეტ Apple A15-ის შესახებ სულ უფრო მეტი მონაცემი ხდება ცნობილი პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ის მეშვეობით. ხსენებული ჩიპის გრაფიკული პროცესორის ტესტირების შედეგების შემდეგ გამოჩნდა ცნობები CPU-ის მახასიათებლებთან დაკავშირებით. notebookcheck.net iPhone 13-ის პროცესორმა ერთბირთვიან ტესტში 1730 ქულა მოიპოვა, რაც დაახლოებით 10 %-ით მეტია, ვიდრე iPhone 12-ის მიერ მოპოვებული 1575 ქულა. მრავალბირთვიან ტესტში ახალი ჩიპის მაჩვენებელია 4621 ქულა, რაც დაახლოებით 21%-ით აღემატება გასული თაობის ჩიპის 3832 ქულას. ზოგადად, მონაცემები მიუთითებს ახალი პლატფორმის წარმადობის არც თუ ისე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც შესამჩნევ ზრდაზე. შეგახსენებთ, რომ Apple A15 პლატფორმის ცენტრალური პროცესორი აღჭურვილია ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ბენჩმარკზე შემოწმებულია ახალი iPhone-ის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი და არსებული ინფორმაცია შესაძლოა კიდევ დაკორექტირდეს. თუმცა შედეგები ჯამში იდენტურია და შესაძლებელია პირობითად სანდოდ ჩაითვალოს. პრეზენტაციის დროს Apple-მა თავი შეიკავა პროცესორის მუშაობის კონკრეტული მონაცემების დაზუსტებისგან, შემოიფარგლა მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ჩიპი 50%-ით უფრო სწრაფია კონკურენტ მოდელებთან შედარებით. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ კომპანიამ განზრახ თქვა უარი პირდაპირ შედარებებზე, რათა დაემალა წარმადობის ზრდის შენელება. https://bit.ly/3tOql7W
  14. ბრენდ Genesis-ის პირველი ელექტრო კროსოვერი, რომელიც სამხრეთკორეულ ავტომწარმოებელ Hyundai Motor-ს ეკუთვნის, მიიღებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ახალი ტექნოლოგია, სახელად Face Connect, მფლობელს საშუალებას მისცემს გააღოს Genesis GV60-ის კარი - სმარტ-გასაღების ნაცვლად გამოყენებული იქნება ბიომეტრიული მონაცემები. Genesis GV60 / ფოტოს წყარო: Hyundai Face Connect-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ მის ბაზაში შეიძლება დაემატოს რამდენიმე სახე, ხოლო კონკრეტული მომხმარებლის ამოცნობის შემდეგ ის მოახდენს ელექტრომობილის პერსონალიზებას მისთვის სავარძლის პოზიციის, საჭის, გვერდითი სარკეების და საინფორმაციო-გასართობი სისტემის პარამეტრების შეცვლით. ელექტრო კროსოვერი Genesis GV60 იქნება პირველი ავტომობილი, რომელშიც მხარდაჭერილი იქნება ახალი ტექნოლოგია. მისი ოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება. არსებული მონაცემების თანახმად, Face Connect სისტემაში შესაძლებელი იქნება ორი მომხმარებლის რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ბიომეტრიული მონაცემები შეინახება დაშიფრული ფორმით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ადვილად წაშლა მონაცემთა ბაზიდან. სისტემა იყენებს სახის ამოცნობის მეთოდს ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, რის გამოც ბიომეტრიული მონაცემების კითხვის ხარისხი არ გაუარესდება უამინდობისას ან ღამით. დეველოპერებმა გამოიყენეს მანქანური სწავლების ტექნოლოგია წინასწარ რეგისტრირებული პირების იდენტიფიკაციის სიზუსტის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ GV60 ასევე აღჭურვილი იქნება თითის ანაბეჭდის ამოცნობის სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ელექტრო ავტომობილის მფლობელს შეეძლება სრულად გააკონტროლოს მანქანა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით. https://bit.ly/3CgYboY
  15. მეც ანალოგიურად, სამსუნგი და შაომი ძირითადად, აიფონი ალბათ არასდროს მომინდება. pixel 6-ზე ვიფიქრებ სავარაუდოდ სამომავლოდ
  16. ქლაუდ-პლატფორმა Google Cloud-მა თანამშრომლობა დაიწყო კანადურ სტარტაპ Dapper Labs-თან, რომელსაც შემუშავებული აქვს NFT-პროექტი NBA Top Shot. „მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში Google Cloud იმოქმედებს ქსელის ოპერატორის სახით და წარმოადგენს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუწყოს Flow-ს მასშტაბირებას“ - წერს Forbes. Flow-ს ბლოკჩეინზე მუშაობს რამდენიმე ათეული აპლიკაცია, მათ შორისაა CryptoKitties და NBA Top Shot.  Google-ის მხრიდან მხარდაჭერის წყალობით Dapper Labs იმედოვნებს, რომ განახორციელებს პოპულარული NFT-პროექტების მასშტაბირებას „მილიარდობით მომხმარებელზე“. მარტში Dapper Labs-მა დაფინანსების რაუნდი დახურა 305 მლნ აშშ დოლარით, მასში მონაწილეობდნენ NBA-ს ვარსკვლავები და ვენჩურული კომპანია Andreessen Horowitz-ის წარმომადგენლები. კრიპტოაქტივების კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით Flow 85-ე ადგილს იკავებს, CoinGecko-ს მონაცემების თანახმად მისმა ფასმა 24 საათში 21%-ით მოიმატა. https://bit.ly/3AcSHLt
  17. Kioxia-მ განაცხადა, რომ უშვებს FL6 სერიის ახალ მყარ დისკებს მაღალსიჩქარიანი მეხსიერებით. მეხსიერების ეს ახალი სისტემა დამყარებულია Kioxia BiCS 3D flash ტექნოლოგიაზე 1-ბიტიანი SLC XL-Flash უჯრედით, რაც Kioxia-ს აზრით, უზრუნველყოფს უფრო იაფი და სწრაფი SSD-ების წარმოებას, ვიდრე არის Intel Optane 3D XPoint-ით. ახალ ტექნოლოგიაზე კომპანია თითქმის ორი წელია მუშაობს. სამწუხაროდ, Kioxia-ს არ გაუზიარებია დეტალური მახასიათებლები. Kioxia-ს ახალი SSD SCM განკუთვნილია საწარმოებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მეტი წარმადობა და ნაკლები შეფერხება TLC-ზე დამყარებულ სტანდარტულ მონაცემთა სანახ სივრცეებთან შედარებით. FL6 სერიაში მხარდაჭერილია PCIe Gen 4.0 და NVMe 1.4 ინტერფეისები. FL6 დისკები გათვლილია დისკზე დღეში 60 ოპერაციაზე (DWPD), მათი მოცულობა შეადგენს 800 გბ-დან 3.2 ტერაბაიტს. ფლეშ-მეხსიერებას გააჩნია ფლეშ-მეხსიერების მეტი დამოუკიდებელი სივრცე, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მოახდინონ რეაგირება მონაცემების მოთხოვნაზე პარალელიზმისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. XL-Flash იყენებს არსებულ BiCS ფლეშ-მეხსიერებას SLC რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინახავს უჯრედზე მხოლოდ ერთ ბიტს, რათა გაიზარდოს წარმადობის დონე. ახალ Kioxia FL6 მყარ დისკებში გამოყენებულია NAND ტექნოლოგია, ამიტომ ეს დისკები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი მათი კონკურენტი Intel Optane სანახი სივრცეები. https://bit.ly/3nxxiJ8
  18. ციფრულ პრეზენტაციაზე კომპანია Apple-მა დააანონსა ახალი iPhone-ები, iPad და iPad Mini პლანშეტები და სმარტ საათი Watch Series 7. საბაზისო iPhone 13 და iPhone 13 mini მოდელებთან ერთად კომპანიამ წარადგინა 6.1-დუიმიანი iPhone 13 Pro და 6.7-დუიმიანი iPhone 13 Pro Max, რომელთაც აქვთ ახალი პროცესორი Apple A15 Bionic, განახლებული კამერების ნაკრები და ეკრანები კადრის განახლების ცვლადი სიხშირით. ფოტოს წყარო: Apple დიზაინი დიდწილად უცვლელი დარჩა, თუმცა დისპლეის ზედა ნაწილში არსებული ჭრილი, რომელზეც ბევრმა კომპანიამ თქვა უარი, ზომაში შემცირდა. ლითონის კორპუსს ავსებს ნაწრთობი მინის პანელები, რომლებიც საიმედოდ იცავენ მოწყობილობას ნაკაწრებისგან. სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეები 1000 კდ/მ2-მდე სიკაშკაშის მაჩვენებლითა და 10-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. iPhone 13 Pro-ში გამოყენებულია 2532 × 1170 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერის მქონე პანელი, რომლის კონტრასტულობის მაჩვენებელია 2 000 000:1-თან, პიქსელების სიმჭიდროვე - 460 PPI. iPhone 13 Pro Max-ს აქვს 2778 × 1284 პიქსელი გაფართოების მქონე დისპლეი, 2 000 000:1 კონტრასტულობითა და 458 PPI მაჩვენებლით. წარმადობას უზრუნველყოფს საფირმო ერთკრისტალიანი სისტემა Apple A15 Bionic ექვსი ბირთვით (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი), რომელიც წარმოებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს „ყველაზე სწრაფ გრაფიკას ყველა სმარტფონს შორის“. წარმოდგენილია კონფიგურაციები 128, 256, 512 გბ და 1 ტბ მეხსიერების მოცულობით. ბოლო მათგანი Apple-ის სმარტფონებში სიახლეს წარმოადგენს. ფოტოს წყარო: Apple გასული წლის ფლაგმანების მსგავსად iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ს სამი ძირითადი კამერა აქვთ, აგრეთვე ლიდარი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას გამოსახულების სიღრმის რუკა 5 მეტრამდე დაშორებით და მონაცემები გარემოდან იქნას მიღებული. ლიდარი აუმჯობესებს ფოკუსირებას არასაკმარისი განათების პირობებში, აგრეთვე საშუალებას იძლევა რეალიზდეს შერეული რეალობის (და არა მხოლოდ) სხვადასხვა ეფექტი. ფოტოს წყარო: Apple უკანა კამერის ბლოკი მოიცავს 12-მეგაპიქსელიან ძირითად მოდულს f/1,5 დიაფრაგმით, ფართოკუთხიან 12-მპ მოდულს f/1,8 დიაფრაგმითა და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 12-მეგაპიქსელიან ტელეფოტო მოდულს. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 6-მაგი ოპტიკური ზუმით, წინა თაობის მოდელს სამმაგი ზუმი ჰქონდა. სამივე კამერას აქვს ღამის რეჟიმის მხარდაჭერა, აგრეთვე შესაძლებელი გახდა მაკროგადაღება 2 სმ დაშორებაზე. ხელმისაწვდომია შუქდიოდური განათება, აგრეთვე სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K ფორმატში და წამში 30 კადრი სიჩქარით ProRes რეჟიმში. სელფი-კამერა 12-მეგაპიქსელიანია და აქვს 120°-ანი ხედვის კუთხე. რეალიზებულია კინემატოგრაფიული რეჟიმის მხარდაჭერა ვიდეოსთვის, რომელიც საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ვიდეოები ბუნდოვანი ფონით (მოგვაგონებს ფოტოს პორტრეტულ რეჟიმს). Apple-ის მონაცემებით, ფლაგმანური სმარტფონები გახდა უფრო ენერგოეფექტური. iPhone 13 Pro დამუხტვის გარეშე მუშაობს 1.5 სთ-ით მეტს iPhone 12 Pro-სთან შედარებით, iPhone 13 Pro Max კი - 2.5 საათით მეტხანს, ვიდრე iPhone 12 Pro Max. მხარდაჭერილია სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ახალი სმარტფონები წარმოდგენილი იქნება კორპუსის ფერის მხრივ რამდენიმე ვარიანტად: ვერცხლისფერი, გრაფიტისფერი, ოქროსფერი და ღია ცისფერი. ფოტოს წყარო: Apple რაც შეეხება საბაზრო ფასებს, iPhone 13 Pro-ს ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან, iPhone 13 Pro კი - 1099 აშშ დოლარიდან. სმარტფონები გაყიდვაში 24 სექტემბერს გამოვა. https://bit.ly/3ChCgy3
  19. გასულ კვირას Bitcoin-ის კრიპტო დერივატივების ლიკვიდაციით გამოწვეულმა ფასის ვარდნამ ვერ შეარყია გრძელვადიანი ინვესტორების მიზანმიმართულობა შეძენილი კრიპტოვალუტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰოლდერების ამგვარი ერთიანი სიმშვიდე და თვითკონტროლი გამოვლინდა მაისის 50%-იანი ვარდნის შემდეგ და ივლისის მინიმუმის შემდგომ მკვეთრი აღმასვლის დროსაც. Bitcoin-ის ფასის ერთ საათში 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნისთვის ბიძგი გახდა უვადო კონტრაქტების ღია პოზიციების 30%-ის ლიკვიდაცია, რომლის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპერტების აზრით ლიკვიდაციების 68% ხანგრძლივ პოზიციებზე, ე.წ. ლონგზე მოდიოდა. ოფციონების ბაზარზე 7 სექტემბერს დაფიქსირდა ნახტომი ვაჭრობის მოცულობაში ( 1.3 მლრდ აშშ დოლარი - ოთხი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი). წყარო: Glassnode. უვადო კონტრაქტების დაფინანსების განაკვეთი ნეგატიურ ზონაში ხანმოკლე მოქცევის შემდეგ ბაზრის მონაწილეებში ოპტიმიზმის გავრცელებაზე მეტყველებს. ინდიკატორის დაბალი ღირებულება 7 სექტემბრამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით მიუთითებს ბერკეტის (leverage) შემცირებაზე. წყარო: Glassnode. სამ თვეზე ნაკლები ხნის მონეტების წილმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, მიმდინარე ემისიის 15,9%-ს. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ინდიკატორის დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დათვური ბაზრების გვიანი სტადიისთვის (წითლად არის მონიშნული ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში). ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც თან ახლავს FOMO ეფექტის არარსებობა, „ახალგაზრდა“ მონეტები ამოღებულია ლიკვიდური მიმოქცევიდან და "მომწიფებას" იწყებენ ინვესტორების საფულეებში. წყარო: Glassnode. მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ბოლო ჯამური შეთავაზებების 16.8%, რომელიც მოდიოდა 155 დღის განმავლობაში გაყიდვებზე, მოგებაშია მიმდინარე ფასის პირობებში. ექსპერტები ამ შემთხვევაში ხედავენ აგრესიული დაგროვების პროცესს ივლისის მინიმუმიდან გამოსვლისას. წყარო: Glassnode. ამ პერიოდში შეძენილი Bitcoin-ები საფულეებში ინახება გრძელვადიანი მიზნით და არ გამოიყენება მოგების ფიქსაციისთვის. LTH-ასაკობრივ ზღურბლზე გასვლის მაჩვენებელმა (155 დღეზე მეტი დრო) მიაღწია 421 ათას BTC-ს თვეში. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, 20%-იანი კორექციის შემდეგ ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ ხარებმა შეძლეს ძირითადი მხარდაჭერის დონის დაცვა. https://bit.ly/3zhgFE4
  20. კომპანია SpaceX-მა გაუშვა Starlink თანამგზავრების მორიგი პარტია. დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ იქნა 51 განახლებული აპარატი, რომლებიც აღჭურვილია ლაზერული კავშირის სისტემით. ფოტოს წყარო: SpaceX თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება პირველად განხორციელდა 70° დახრილობით ჩვეულებრივი 35°-იანი დახრის კუთხის ნაცვლად. ამგვარი დიდი დახრილობის ორბიტა კომპანიას საშუალებას მისცემს თანამგზავრული ინტერნეტით დაფაროს დედამიწის პოლარული რეგიონები. თანამგზავრების გაშვების ტრანსალაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ გაშვებიდან მალევე თანამგზავრები ანტარქტიდის თავზე გაფრინდნენ. რაკეტა Falcon 9 თანამგზავრებთან ერთად დედამიწიდან 14 სექტემბერს გაფრინდა. დაყოფის შემდეგ რაკეტის პირველი დონე საზღვაო პლატფორმაზე დაეშვა. მისთვის ეს იყო მეათე გაშვება. ამ მოვლენიდან რამდენიმე წუთში თანამგზავრები წარმატებით განცალკევდნენ რაკეტის მეორე დონისგან. ამჟამად Starlink-ის ქსელი მუშაობს შემდეგი სქემის მიხედვით - „მომხმარებელი - თანამგზავრი - დედამიწის სადგური“. მისი მუშაობისთვის SpaceX აშენებს ან ქირაობს დედამიწაზე არსებულ სადგურებს, რომლებიც თანამგზავრებს ინტერნეტთან აკავშირებს. სქემა კარგად მუშაობს, თუმცა იგი არ იძლევა საშუალებას თანამგზავრები დაუკავშირდნენ პოლარულ რეგიონებს ან ოკეანისზედა ტერიტორიას, ან უზრუნველყოფს ამ რეგიონებში მხოლოდ არასტაბილურ და ნელ კავშირს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ აპარატებს შორის ლაზერული კავშირის სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება სიგნალის გადაცემა თანამგზავრისგან მოშორებულ დედამიწურ სადგურთან, რეტრანსლატორის სახით კი მეზობელი თანამგზავრები იქნება გამოყენებული. ადრე SpaceX-მა გაუშვა და გატესტა რამდენიმე თანამგზავი ლაზერული კავშირით, ამჯერად კი დაიწყო მათი სერიული წარმოება და გაშვება. ბოლო გაშვების ჩათვლით SpaceX-ს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაგზავნილი ყავს 1791 თანამგზავრი. როგორც CBS News მიუთითებს, დღეისათვის მათგან 1400-ზე მეტი სრულიად მუშა მდგომარეობაშია. თანამგზავრების გაშვება. ვიდეო: https://bit.ly/2XiE9em შორს მდებარე რეგიონებისთვის ინტერნეტის მიწოდების მიზნით თანამგზავრების ჯგუფის გაშვების საკითხში SpaceX-ის კონკურენტია კომპანია OneWeb, რომელსაც რუსულ როსკოსმოსთან პარტნიორობის ფარგლებში დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებული ყავს 288 თანამგზავრი. უახლოს დროში OneWeb-ის თანამგზავრების რიცხვი 322 ერთეულამდე გაიზრდება. https://bit.ly/3z5cb3a
  21. Apple-მა განაახლა ყველაზე ხელმისაწვდომი პლანშეტი, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორზე, აგრეთვე მომხმარებლებზე, რომელთათვის აუცილებელია ფართო ფუნქციონალი ხელმისაწვდომ ფასად. საბაზისო iPad-ში შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინი, თუმცა განსხვავდება წარმადობის უფრო მაღალი დონით. ახალი თაობის პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი ეკრანი True Tone-ის მხარდაჭერით დისპლეის ფერების კომფორტული ტემპერატურის უზრუნველყოფისთვის. ეკრანს აკრავს ფართო ჩარჩო ფიზიკური Home ღილაკით. ახალი iPad დამყარებულია ჩიპ A13 Bionic-ზე, რომლის დებიუტი iPhone 11-ში შედგა. Apple აცხადებს, რომ ახალი ჩიპის წყალობით მოწყობილობა გახდა 20%-ით მეტი წარმადობის მქონე გასული თაობის ჩვეულებრივ iPad-თან შედარებით. ამას გარდა, შიდა მეხსიერების მინიმალური მოცულობა 32-დან 64 გბ-მდე გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ფუნქცია Center Stage-ის მხარდაჭერა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველთვის იმყოფებოდეს კადრის ცენტრში ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას. ახალი iPad კვლავ მუშაობს პირველი თაობის სტილუს Apple Pencil-თან. მხარდაჭერილია საფირმო ქეისები კლავიატურით. პლანშეტს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12-მპ ფრონტალური კამერა. ინტერფეისის სახით კვლავ გამოიყენება Lightning. iPad წარმოდგენილი იქნება iPadOS 15-ით, მხარდაჭერილია ეკრანის გაყოფა ორი აპლიკაციით სარგებლობისთვის და მთელი რიგი სხვა სასარგებლო მახასიათებლები. პლანშეტის საბაზისო მოდელის ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, მიწოდება კი განხორციელდება ერთი კვირის შემდეგ. https://bit.ly/3Ab2eT9
  22. კომპანია Biostar ამზადებს დედა დაფა TZ590-BTC Duo-ს Intel Z590 სისტემური ლოგიკის ბაზაზე. დაფა უნივერსალური გახდება მაინერებისთვის, რომლებიც გრაფიკულ ამაჩქარებლებს ან მყარ დისკებს იყენებენ, მაგალითად, Chia-ს მოპოვებისთვის. ფოტოს წყარო: Biostar დაფა დამზადებულია სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორში, აქვს გაგრილების სისტემა, ოთხი DIMM სლოტი უზრუნველყოფს 128 გბ-მდე DDR4 მეხსიერების დაყენებას. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ქსელის ადაპტერი Intel I219V, აუდიოკოდეკი Realtek ALC887, კონექტორები USB 3.2 Gen1 და USB 2.0, ვიდეო ინტერფეისები HDMI და D-Sub. დაფა დამზადებულია „ფერმაში“ მუშაობისთვის, რომელსაც ექნება კვების ორი ბლოკი და და აღჭურვილია წყვილი 24-პინიანი კონექტორებით. მაგრამ მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია PCIe და SATA კონექტორების რაოდენობა. დაფაზე ხელმისაწვდომია ცხრა PCIe კონექტორი, ერთ-ერთი მათგანი მეოთხე თაობისაა, ფიზიკურად სრული ზომის არის, თუმცა მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ 8 ხაზი. დანარჩენი რვა PCIe კონექტორი მე-3 თაობისაა და აქვთ 1 ხაზის მხარდაჭერა. SSD-ს დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ოთხი M.2 კონექტორი, ორი PCIe 4.0x4 და ორი PCIe 3.0x4, აგრეთვე ათი კონექტორი SATA III. დაფის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://bit.ly/3tBXfIF
  23. Apple-მა თავისი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ახალი გაფრთხილებით განაახლა. ფაქტია, რომ iPhone-ზე გარკვეული სიხშირის ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის კამერის მოქმედება. მაგალითად, მოტოციკლის ძრავის ვიბრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპტიკური სტაბილიზაციისა და ავტოფოკუსის სისტემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის დამაგრება მოტოციკლზე. არსებული მონაცემების თანახმად, iPhone-ის კამერებში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა (OIS) და ავტოფოკუსის უკუკავშირის სისტემები (AF) მუშაობენ გიროსკოპებისა და/ან მაგნიტური სენსორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობისა და ვიბრაციის კომპენსირებას ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას. აღმოჩნდა, რომ ეს გიროსკოპები და სენსორები არ არის გათვლილი მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებთან ურთიერთქმედებაზე და სწორედ ამის შესახებ გასცა გაფრთხილება Apple-მა მხარდაჭერის გვერდზე. „iPhone-ში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა და უკუკავშირის ავტოფოკუსირების სისტემები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა, OIS-ის მქონე ბევრი სამომხმარებლო ტექნიკის მსგავსად, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს ამ სისტემების წარმადობა და შეამციროს სურათების ხარისხი ფოტოებსა და ვიდეოებში. არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებზე დიდი ხნის განმავლობაში “, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კამერებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების წარმოჩენის რისკის გამო მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მოტოციკლზე ჯდომისას, რადგანაც ძრავის მუშაობის დროს ინტენსიური ვიბრაციები ჩნდება. უფრო მეტიც, Apple ნაკლებად მძლავრი სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად მოპედისა და ელექტრო სკუტერების მფლობელებსაც ურჩევს გამოიყენონ ამორტიზებადი სამაგრი iPhone-ისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციის გამო კამერის დაზიანების ალბათობა. უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც განათავსა Apple-მა ხსენებული გაფრთხილება, თუმცა ბოლო წლებში თემატურ ფორუმებზე ჩნდებოდა შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, მათ შორის იყო iPhone-ის გამოყენება სამთო ველოდისიპედების საჭესთან. არსებული ცნობების თანახმად გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცა და/ან უკუკავშირით ავტოფიკუსირების სისტემა გამოიყენება Apple-ის ყველა სმარტფონში iPhone 7-დან დაწყებული, ასევე iPhone 6 Plus-სა და iPhone 6s Plus-ში. https://bit.ly/3zadU78
  24. კომპანია Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი მონობლოკი. Huawei MateStation X-ს აქვს 28.2-დუიმიანი 4K მატრიცა და პროცესორი AMD Ryzen. ახალი მოწყობილობის ღირებულება 1500 აშშ დოლარს აღემატება. gizmochina.com MateStation X გარეგნულად ძალიან ჰგავს მონიტორ MateView-ს. მას აქვს ანალოგიური 28.2-დუიმიანი დისპლეი 3840 × 2560 გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 3:2. სენსორული დისპლეი, რომელსაც შეხების ათი წერტილის მხარდაჭერა აქვს, იკავებს მოწყობილობის ფრონტალური პანელის 92%-ს. ეკრანი უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 და 100%-იან sRGB ფერთა გამის მხარდაჭერას, აგრეთვე ფლობს TUV Rheinland სერტიფიკაციას, რაც მოწმობს თვალებისთვის მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკის საბაზისო ვერსია დამყარებულია პროცესორ AMD Ryzen 5 5600H-სა და Radeon გრაფიკაზე. აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაცია Ryzen 7 5800H ჩიპის ბაზაზე. კომპიუტერი წარმოდგენილია 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ მოცულობის NVMe-დისკით. MateStation X-ს აქვს ოთხი მიკროფონი, რომელთაც შეუძლიათ მომხმარებლის ხმის დაჭერა 5 მეტრამდე მანძილზე. კომპიუტერი აღჭურვილია 5-ვატიანი Devialet დინამიკითა და 10-ვატიანი საბვუფერით. ვიდეოზარებისთვის გამოიყენება 1-მეგაპიქსელიანი კამერა. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში ხელმისაწვდომია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. Huawei MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სკანერის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურითა და ბლუთუზ-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო განახლება Windows 11-მდე. ახალი მოწყობილობა გამოვა ნაცრისფერ (Space Gray) და ვერცხლისფერ (Silver) ვარიანტებად, საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1549 აშშ დოლარი. https://bit.ly/2XhfBTj
  25. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის დირექტორმა, რიკ რიდერმა Bitcoin-ს უწოდა ლიდერი და დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტია - ალტერნატივა, რომლის ღირებულება დამოკიდებულია მხოლოდ მის განაწილებაზე. რიდერი აცხადებს, რომ ფლობს „ამ კრიპტოვალუტის გარკვეულ ნაწილს და დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის ახალი ინვესტორების რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ ეს არის კარგი არასტაბილური აქტივი“. ”მე ასევე მინდა დავამატო, რომ ციფრული ოქრო ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ აქტივებს საინვესტიციო ფონდში. ობლიგაციები და აქციები კვლავ მოთხოვნადი დანაზოგია, რომლებიც კრიპტოვალუტებს მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება. კრიპტო აქტივების ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საინვესტიციო პორტფელის განუყოფელი სპეკულაციური ნაწილია ”. - განმარტავს რიკ რიდერი. ინვესტიციების დირექტორი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის ცოტა ხნის წინანდელი ვარდნის მიუხედავადაც კი Bitcoin-ის ფასი მხოლოდ გაიზრდება გაორმაგებული ძალებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ „შორ დისტანციებზე კრიპტოვალუტებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი“. https://bit.ly/3A4My3D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.