Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) არ გეგმავს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ ზოგიერთი ციფრული აქტივი უნდა იყოს ჩასმული სამართლებრივ ჩარჩოში. განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. კონგრესმენმა ტედ ბადმა ჰკითხა პაუელს, აპირებს თუ არა ფედერალური ბანკი მიჰყვეს ჩინეთის ეროვნული ბანკის მაგალითს და დააწესოს "აკრძალვა ან შეზღუდვა" კრიპტოვალუტების გამოყენებაზე შეერთებულ შტატებში. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა უარყოფითად უპასუხა, მაგრამ ხაზი გაუსვა Stablecoin-ების რეგულირების აუცილებლობას. ”Stablecoin-ები ჰგავს ფულადი ბაზრის ფონდებს, საბანკო დეპოზიტებს, მაგრამ გარკვეულწილად ისინი მარეგულირებელ პერიმეტრს მიღმაა. სავსებით მიზანშეწონილია მათი ჩართვა საკანონმდებლო ჩარჩოში. იგივე საქმიანობა, იგივე რეგულაცია, ” - განაცხადა მან. ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის და დაადგინა, რომ პლატფორმების საქმიანობა, რომლებიც ეწევიან ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში, უკანონოა. 28 სექტემბერს კონგრესის შვიდმა წევრმა პაუელს გაუგზავნა წერილი, რომელიც მოიცავდა ოთხ კითხვას ფედერალური ბანკების მიერ კრიპტოვალუტების შენახვისადმი ფედერალური ბანკის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და სააგენტოს როლს CBDC-ის საერთაშორისო სტანდარტების დადგენაში. ივლისში პაუელმა განაცხადა, რომ ციფრული დოლარის გამოსვლა Bitcoin-ის პოპულარობას დაარტყამს. https://bit.ly/3zWqbg8
  2. Poco-მ გააფართოვა C-სერიის პროდუქტების ხაზი და წარადგინა სმარტფონი Poco C31. Poco C31 - ეს არის დაბალბიუჯეტური შემოთავაზება Poco-სგან, რომელიც წარმოდგენილია 6.53-დუიმიანი თხევადკრისტალური IPS დისპლეით. სმარტფონს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Helio G35. უკანა პანელზე მოცემულია თითის ანაბეჭდის სკანერი. Poco C31 მოდელის სხვა ძირითადი მახასიათებლები მოიცავს 13-მეგაპიქსელიან სამ კამერას, აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64 გბ შიდა მეხსიერება და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Poco C31-ის ფასი 115 აშშ დოლარიდან იწყება. ამ ვერსიას ექნება 3 გბ ოპერატიული + 32 გბ მუდმივი მეხსიერება. Poco C31 ვარიატი 4+64 გბ მეხსიერებით ღირს 128 აშშ დოლარი. მოწყობილობა ხელმისაწვდომია ფერებში - Royal Blue და Shadow Grey. Poco C31-ს აქვს 6.53-დუიმიანი IPS დისპლეი HD+ გაფართოებითა და 20:9 გვერდების შეფარდებით. სმარტფონი მუშაობს Helio G35 ჩიპსეტზე, აგრეთვე აქვს P2i ნანოსაფარი შხეფებისგან დაცვისთვის. მოწყობილობას აქვს 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. მეხსიერების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 512 გბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სმარტფონს გააჩნია თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზე, აგრეთვე მხარდაჭერილია სახის ამოცნობის ტექნოლოგია. Poco C31 აღჭურვილია სამი კამერით, ძირითადი კამერა 13-მეგაპიქსელიანია, ხელმისაწვდომია 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროობიექტივი. C31 მოდელის უკანა პანელზე განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა f / 2.2 დიაფრაგმით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. დაკავშირების კუთხით ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, Bluetooth v.5, GPS, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და microUSB პორტი. სმარტფონის ზომაა 164.9 × 77.1 × 9 მმ და იწონის 194 გრამს. https://bit.ly/3F3KU5v
  3. კომპანია Waymo, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში შედის, უკვე გარკვეული დროა ახორციელებს მგზავრების უპილოტო ტაქსებით გადაყვანას არიზონაში, თუმცა მძღოლი ავტომობილში რჩება ავტომატიკის დამზღვევის სახით. კომპანიამ ამჯერად ანალოგიური საქმიანობის ნებართვა მიიღო კალიფორნიის ხელისუფლებისგან, ამავე დროს დამტკიცდა კონკურენტ Cruise-ს მსგავსი განაცხადიც, რომელიც კომპანია General Motors-ისგან ფინანსდება. ფოტოს წყარო: Reuters როგორც Reuters განმარტავს, ლიცენზიის მიმღებ კომპანიებს თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. კერძოდ, Cruise-ს ნებადართული აქვს მგზავრების გადაყვანა ავტონომიური ტრანსპორტით მძღოლის გარეშე ღამის საათებში სან-ფრანცისკოს ცალკეულ რაიონებში. Waymo-ს შემთხვევაში მძღოლები საჭესთან ისხდებიან. ორივე კომპანიამ ასევე უნდა მიიღოს კიდევ ერთი ნებართვა უპილოტო ტაქსებით მგზავრებისგან საფასურის მიღების შესახებ. კონკურენტმა კომპანია Nuro-მ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო კალიფორნიაში უპილოტო მანქანების ექსპლუატაციის ნებართვა, თუმცა ნებართვა ითვალისწინებს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას. კალიფორნიის მარეგულირებლებმა ნებართვა მისცეს Cruise-ს განახორციელოს სამგზავრო მომსახურება სან-ფრანცისკოს შერჩეულ უბნებში საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე არაუმეტეს 48 კმ/სთ სიჩქარით. Waymo-ს ტაქსებში მძღოლის ყოფნის შემთხვევაში ძრავს შეუძლია 104 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, თუმცა ავტონომიური მანქანების ექსპლუატაციის ტერიტორია შემოიფარგლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს ზოგიერთი რაიონით. ექსპერიმენტში მონაწილეობენ ელექტრომობილების მოდიფიცირებული ვერსიები: Chevrolet Bolt EV – Cruise-ის შემთხვევაში და ქროსოვერი Jaguar I-Pace – Waymo-ს შემთხვევაში. https://bit.ly/3meFJa3
  4. კომპანია Visa-მ შეიმუშავა კონცეფცია ცენტრალური ბანკების სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოშვებული ვალუტებისა და Stablecoin-ების ურთიერთქმედებისთვის გადახდებში. ბლოგზე განთავსებული შეტყობინების თანახმად პლატფორმა Universal Payments Channel (UPS - უნივერსალური საგადახდო არხები) მოქმედებს, როგორც კონცენტრატორი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ქსელს და უზრუნველყოფს ციფრული ვალუტების უსაფრთხო გადარიცხვას. „იფიქრეთ მასზე, როგორც „უნივერსალურ ადაპტერზე“ ბლოკჩეინებისთვის, რომელიც ცენტრალურ ბანკებს, ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაბრკოლების გარეშე გაცვალონ ქონება ვალუტის ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა Visa-ს CBDc-ებისთვის განკუთვნილი გლობალური პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კეტრინ გუმ. კომპანიის მკვლევარების აზრით უახლოეს წლებში ბევრი ცენტრალური ბანკი გამოუშვებს ციფრულ ვალუტებს. კონსტრუქციის უნიკალური მახასიათებლების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ აქტივებმა შეძლონ შეუფერხებლად ფუნქციონირება ერთსა და იმავე ქსელში. „იმისთვის, რომ CBDC-ები წარმატებული იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ორი ძირითადი ინგრედიენტი: მომხმარებლების მხრიდან აღიარების შესანიშნავი მაჩვენებელი და მერჩანტების მიერ ფართო აღიარება. ეს ნიშნავს შესაძლებლობას - განხორციელდეს ანგარიშსწორება ვალუტის, არხის ან ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა გუმ. UPS კონცენტრატორი სხვადასხვა ბლოკჩეინს აერთიანებს - იქნება ეს ქვეყნებს შორის CBDC-ების ქსელი თუ კერძო Stablecoin-ების პროტოკოლები. Visa-ს სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ UPS-ს აგრეთვე შეუძლია სიჩქარის პრობლემის გადაჭრა, რადგანაც DLT-ქსელების უმეტესობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებლის მხრივ ტრადიციულ გადაწყვეტილებებს. სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით UPS-ის სპეციალიზებული საგახდო არხები იმუშავებენ ბლოკჩეინის გარეთ და გამოიყენებენ სმარტ-კონტრაქტებს მათთან უკუკავშირისთვის. მკვლევარებმა უკვე აამოქმედეს საბაზისო კონტრაქტი სატესტო ქსელ Ethereum Ropsten-ში. UPS-ზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. Visa-მ ადრე წარადგინა CBDC-ების გამოყენებით ოფლაინ-ანგარიშსწორების მეთოდი. კომპანიის წარმომადგენლები შედიან ექსპერტების ჯგუფში, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას დაეხმარებიან ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის შესწავლაში. https://bit.ly/3kWhqye
  5. საინტერესო ცნობა გააჟღერა ტავანურმა ვებ-გვერდ DigiTimes-მა. წყაროს ინფორმაციის თანახმად დედა დაფების მწარმოებლები ელოდებიან „დაამზადე შენ თვითონ“ ბაზრის სეგმენტის გამოცოცხლებას მეოთხე კვარტალში, თუმცა თავიანთ მოლოდინებს უკავშირებენ არა ახალი Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლას, არამედ Intel-ისა და AMD-ის პროცესორებზე ამჟამინდელი ფასების შემცირებას. ფოტოს წყარო: DigiTimes ინტერნეტ-წყაროები ამ დრომდე პერიოდულად საუბრობდნენ Intel-სა და AMD-ს შორის ფასების ომზე სერვერულ სეგმენტში, სადაც პირველ მათგანს ჯერჯერობით არაფერი გააჩნია უახლეს EPYC პროცესორებთან დასაპირისპირებლად წარმადობისა და ფლობის ჯამური ფასის შეფარდების თვალსაზრისით. ამჟამად ტაივანური ვებ-გვერდი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წინ არის დესკტოპ სეგმენტის პროცესორებზე ფასების კლება და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. ბოლო კვარტალური ანგარიშგების ღონისძიებაზე Micron Technology-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კომპონენტების დეფიციტი ოდნავ შესუსტდება, მაგრამ მისი სრულად დამარცხება შესაძლებელი იქნება არა უადრეს 2023 წლისა. Barron's-სთან ინტერვიუში Micron Technology-ის ბიზნეს-დირექტორმა Sumit Sadana-მ თქვა, რომ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის გაზრდას, როგორც წესი, მინიმუმ ცხრა თვე სჭირდება. ფოტოს წყარო: Micron როგორც ჩანს, მთელ რიგ ინდუსტრიებში მოთხოვნა იზრდება უსწრაფესი ტემპით და მწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ დრო სიმძლავრეების გასაზრდელად. ამ მიზეზით ხდება ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მუდმივად გადავადება და მასში არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორსმაჟორული გარემოებები, როგორებიცაა ლოქდაუნი, სტიქიური უბედურებები და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება ლოჯისტიკის დარღვევის გამო. https://bit.ly/3F5ZJo0
  6. კომპანია Counterpoint Technology Market Research იძულებულია შეამციროს პროგნოზი მიმდინარე წელს სმარტფონების მიწოდების მოცულობის შესახებ. ამის მიზეზია ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. შეფასებების თანახმად 2018 წელს გლობალური მასშტაბით განხორციელდა დაახლოებით 1.51 მლრდ ფიჭური სმარტ მოწყობილობის მიწოდება. 2019 წელს გაყიდვები შემცირდა 1.48 მილიარდ ერთეულამდე. გასულ წელს კი - 1.33 ერთეულამდე, რაც აიხსნება ფიჭური მაღაზიების დროებითი დახურვითა და სხვა შეზღუდვებით პანდემიის ფონზე. მიმდინარე წელს ინდუსტრია დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას, თუმცა სმარტფონების მიწოდებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტი. ჩიპების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანია - მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ავტომობილების, სერვერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა ტიპის პროდუქციის მწარმოებლები. Counterpoint Technology Market Research-ის ინფორმაციით სმარტფონების ზოგიერთი მომწოდებელი ამჟამად იღებს შეკვეთების მოცულობის მხოლოდ 70%-ს, ეს კი მრავალრიცხოვან სირთულეს ქმნის. ადრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ 2021 წლის შეჯამებით ფიჭური სმარტ მოწყობილობების ბაზრის მოცულობა 9%-ით, 1.45 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდებოდა. ამჟამად უკვე საუბარია 6%-იან მატებაზე, მიწოდების მოცულობა კი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 1.41 მილიარდი ერთეული. https://bit.ly/39RvL8T
  7. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისგან - ეს აზრი გამოხატა ილონ მასკმა კონფერენცია Code Conference-ზე, კალიფორნიაში - წერს CNBC. ”მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის განადგურება შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლებებს შეუძლიათ მისი განვითარების შენელება”, - განაცხადა მილიარდერმა. მისი აზრით ციფრულ აქტივებს აქვთ პოტენციალი ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით. მაგრამ კრიპტოვალუტა არ არის საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნა Tesla-ს ხელმძღვანელმა. „თავს არ ვთვლი კრიპტოვალუტების დიდ ექსპერტად. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ფასეულობები, თუმცა ეს არ არის „მეორედ მოსვლა“ - განაცხადა მასკმა. მან ასევე დააკავშირა კრიპტო ინდუსტრიაზე ჩინეთის ბოლოდროინდელი შეტევა "ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან პრობლემებთან". ”სამხრეთში ახლა არის დროდადრო მიწოდების პრობლემები, რადგან მოთხოვნა აღემატება მოლოდინს. კრიპტოვალუტის მოპოვება არ შეიძლება იყოს ბოლო ფაქტორი ამაში, ” - განმარტა ანტრეპრენერმა. მასკი ვარაუდობს, რომ ციფრული აქტივები თავისი არსით „ორიენტირებულია ცენტრალიზებული ხელისუფლების უფლებამოსილების შემცირებისკენ“, რაც ეწინააღმდეგება ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის შეხედულებებს. აგვისტოში Tesla-ს ხელმძღვანელი შეუერთდა შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის გაფართოების დაბეგვრის გეგმის კრიტიკას. https://bit.ly/3zTiQOb
  8. AMD-მ გამოაცხადა მეტად ამბიციური მიზანი: 2025 წლისთვის მიაღწიოს 30-ჯერ მეტ ენერგოეფექტურობას EPYC პროცესორებსა და Instinct GPU ამაჩქარებლებზე. AMD-მ თავადაც იცის, რამდენად მაღალია დასახული ბარიერი: მიზანი ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ ეფექტურობას 150 %-ით აღემატება. AMD-ს მიზანი ენერგოეფექტურობის სფეროში დაკავშირებულია გამოთვლების დაჩქარებისთვის განკუთვნილი იმ ნოუდების დამუშავების მოთხოვნების მნიშვნელოვნად ზრდასთან, რომლებიც ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის სწავლება, კლიმატის პროგნოზირება, გენომიკა და ფართომასშტაბიანი სუპერკომპიუტერული მოდელირება. AMD აცხადებს, რომ თუკი მიზანს მიაღწევს, ამგვარი სისტემების საერთო ენერგომოხმარება ხუთწლიან პერიოდში 97%-ით შემცირდება. „პროცესორის ენერგოეფექტურობის დონის ამაღლების მიღწევა AMD-სთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია და ჩვენ ახალ მიზანს ვისახავთ დღევანდელი გამომთვლელი ნოუდებისთვის ჩვენი მაღალი წარმადობის პროცესორების და ამაჩქარებლების გამოყენებით მანქანურ სწავლებასა და მაღალი წარმადობის გამოთვლების დანერგვაში,” - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა Mark Papermaster-მა. „ამ მნიშვნელოვან სეგმენტებზე ფოკუსირება და წამყვანი კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი მუშაობის გაუმჯობესების შეთავაზებით AMD-ს მიზანი ოცდაათჯერ აღემატება ამ სფეროებში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებს და 150%-ით - წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. AMD უკვე სწავლობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას საკუთარ პროცესორებსა და გრაფიკულ პროცესორებში იმდენად, რომ AMD Zen პროცესორები რეალურად აღემატება Intel-ის საუკეთესო პროცესორებს წარმადობა/ვატის შეფარდების მხრივ. საჭირო იქნება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სამგანზომილებიანი ქეშის სტეკირება (Infinity Cache-ის გამოყენება RDNA 2 ჩიპებში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებას) და ეფექტურობაზე სულ უფრო მეტად ორიენტირებული ინჟინრული მიდგომა. ჯერ კიდევ უცნობია, რა მეთოდებს მოიძიებს AMD დასახული მიზნის მისაღწევად, რადგანაც ჯერ არც ერთი მათგანის შესახებ არ უსაუბრია. https://bit.ly/2ZC1Lfb
  9. კომპანია Strategy Analytics-მა შეისწავლა წილების განაწილების ბალანსი პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე. დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასეთი ჩიპების გადაზიდვა ფულადი თვალსაზრისით გაიზარდა 17%-ით 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ინდუსტრიის მოცულობამ მიაღწია 737 მილიონ აშშ დოლარს. მიწოდების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა აიხსნება პანდემიის ფონზე პლანშეტებზე გაზრდილი მოთხოვნით: მთელ მსოფლიოში მომხმარებლებმა დაიწყეს ასეთი გაჯეტების ყიდვა გასართობად და ინტერნეტში სამუშაოდ. პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეა Apple 58%-იანი წილით. მეორე ადგილზეა Intel 14%-ით, ხოლო Qualcomm საუკეთესო სამეულში მოხვდა 10%-იანი მაჩვენებლით. ამრიგად, სამი დასახელებული კომპანია ერთად აკონტროლებს გლობალური ბაზრის 82% -ს. ჩიპების ყველა სხვა მომწოდებელი ერთობლივად იკავებს ინდუსტრიის 18%-ს. წყარო: Strategy Analytics თუკი ბაზარს ერთეულების კუთხით განვიხილავთ, პლანშეტებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა მეორე კვარტალში 8%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე დროს, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. https://bit.ly/39M9rgO
  10. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და ანგარიში ჩააბაროს კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ სხვა ქვეყნები კრიპტო ინდუსტრიის რეგულირებას. ამგვარ წინადადებას შეიცავს სენატორების, მეგი ჰასანისა და ჯონი ერნსტის კანონპროექტი - წერს Politico. გამომცემლობის თანახმად, კანონპროექტის მიზანია შესწავლილ იქნას მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტების შესახებ მანამ, სანამ მოხდება კონკრეტულ წესებზე გადასვლა. ”შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ჩვენმა ხელისუფლებამ უკეთ უნდა გაიაზროს როლი, რომელსაც კრიპტოვალუტა თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში და როგორ გამოიყენება იგი სხვა ქვეყნებში,” - განაცხადა ჰასანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხაზინამ უკეთ უნდა გააცნობიეროს ახალი აქტივების კლასის გავლენა გლობალურ ფინანსებზე. ჰასანმა ადრე გაგზავნა წერილები მთელ რიგ დაწესებულებებში, სადაც გამოთქმული იყო შეშფოთება კრიპტოვალუტის, როგორც გამომსყიდველი პროგრამის გამოყენების შესახებ. სექტემბერში შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა კრიპტოვალუტების შესახებ დებულება თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ არსებულ კანონპროექტში. https://bit.ly/3EWNI4d
  11. კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გამოაცხადა კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ის შემდეგი ტურისტული სუბორბიტალური გაშვების თარიღი - 12 ოქტომბერი. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, იუწყება პორტალი Space.com. კოსმოსში ოთხკაციანი ეკიპაჟი გაემგზავრება. ფოტოს წყარო: Blue Origin „დღეს Blue Origin-მა დააანონსა ხომალდ New Shepard-ის მე-18 მისია. იგი გაიმართება სამშაბათს, 12 ოქტომბერს. ხომალდით გაფრინდება ოთხი ასტრონავტი, მათ შორისაა Chris Boshuizen – NASA-ს ყოფილი ინჟინერი და Planet Labs-ის თანადამფუძნებელი, აგრეთვე Glen de Vries - კომპანია Dassault Systemes-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და კომპანია Medidata-ს თანადამფუძნებელი“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში, სადაც აგრეთვე განმარტებულია, რომ დანარჩენი ორი ასტრონავტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადრე გავრცელდა ხმა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოქტომბრის მისიაში შესაძლოა ყოფილიყო მსახიობი William Shatner, რომელმაც ვარსკვლავთმფრენ „Enterprise”-ის კაპიტან ჯეიმს კირკის როლი ითამაშა Star Trek-ში. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. Chris Boshuizen (მარცხნივ) და Glen de Vries (მარჯვნივ) რაკეტის წინა პილოტირებული ფრენა შედგა 20 ივლისს, მასში მონაწილეობდა კომპანია Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მას თან ახლდა ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი Wally Funk, აგრეთვე 18 წლის Oliver Daemen, რომელიც Blue Origin-ზე აუქციონზე გამარჯვების შედეგად მოხვდა. მგზავრმა, რომელმაც ბილეთი 28 მლნ აშშ დოლარად იყიდა, გადაწყვიტა მონაწილეობა New Shepard-ის მორიგ მისიაში მიეღო - მან ადგილი დაუთმო მეორე ადგილის მფლობელ პირს - ოლივერის მამას. New Shepard-ის მორიგი ფრენა გაგრძელდება დაახლოებით 11 წუთი, მის ფარგლებში კაფსულა აფრინდება დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა და გადალახავს ე.წ. კარმანის ხაზს, რომელიც მიიჩნევა დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად. კოსმოსური ტურისტები უწონადობაში დაახლოებით 3 წუთს გაატარებენ, რის შემდეგ უკან დედამიწაზე დაბრუნდებიან. კომპანია სუბორბიტალური ფრენების ბილეთებს თავის ვებ-გვერდზე ყიდის, თუმცა ბილეთის საჯარო ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/3CQhs0B
  12. კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის თხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ის, MAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი. ფოტოს წყარო: Intel კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან. პორტალ VideoCardz-ის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვები. მე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiON-ზე. ფოტოს წყარო: MSI ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: MSI უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები, რადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებს. გაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე-12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. ფოტოს წყარო: VideoCardz ამავე დღეს უნდა დაიწყოს ხსენებული პროცესორების KF-ვერსიების გაყიდვაც, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Xe. https://bit.ly/3F7j602
  13. 2018 წელს სტარტაპ Eli Electric Vehicles-მა ლოს-ანჯელესიდან დააანონსა კომპაქტური ელექტრომობილი Zero, რომელიც განკუთვნილია მცირე საქალაქო მგზავრობისთვის დაბალი სიჩქარით. ამჯერად კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო ამ მანქანის წარმოების საწყისი ციკლი. ფოტოების წყარო: newatlas.com ელექტრომობილებით დაინტერესებულ ზოგ მომხმარებელს დიდად არ სჭირდება დიდი, სწრაფი და შორსმავალი მანქანები მცირე ქალაქებში ან მეგაპოლისებში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. შესაბამისად, იქმნება ისეთი მიკრომანქანების ცალკეული ბაზარი, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ვიწრო ადგილებში მოძრაობა. ამგვარი მანქანები მძღოლებსა და მგზავრებს იცავენ უამინდობისგან, თავსდებიან ვიწრო საპარკინგე ადგილებში, მათი ფასი საკმაოდ დაბალია და ექსპლუატაციაც არ ჯდება ძვირი. ერთ-ერთი პირველი კომპაქტური ელექტრომობილი იყო Renault Twizy, თუმცა ბოლო წლებში სხვა მოდელებიც გამოჩნდა: შვეიცარიული Microlino, რომლის რელიზი მომდევნო წლისთვისაა მოსალოდნელი, ფრანგული Citroen Mi Ami, აგრეთვე მისი გერმანული ტყუპისცალი Opel Rocks-e. ამჯერად მათ დაემატა „რაიონული“ ელექტრომობილი NEV — Neighborhood Electric Vehicle) Zero, რომლის წარმოების საწყiსი ეტაპი უკვე დაწყებულია. NEV კატეგორიის ელექტრო მანქანები გამოირჩევიან კომპაქტური ზომებით და დაბალი სიმძლავრით, ასეთი მანქანების მაქსიმალური სიჩქარე ჩვეულებრივ არ აღემატება 40 კმ/სთ-ს. Eli-მ განაცხადა, რომ მანქანებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ისეთ გზებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 60 კმ/სთ-ია. ევროპულ ბაზარზე Zero-ს გასაყვანად კომპანიამ მოდელში რამოდენიმე ცვლილება უნდა შეიტანოს: გაზარდოს სამუშაო ძაბვა 48-დან 72 ვოლტამდე, დაამატოს საჭის და მუხრუჭის გამაძლიერებელი, დააყენოს უკანა ხედვის კამერა და დაამუშაოს რამდენიმე სხვა პუნქტი. ორადგილიან ელექტრომობილს აქვს 4 კვტ სიმძლავრის ერთი ძრავი (5.44 ცხენის ძალა), იგი საშუალებას იძლევა მანქანამ განავითაროს 40 კმ/სთ-მდე სიჩქარე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს აკომულატორი 5.8 კვტ/სთ სიმძლავრით (გავლის მარაგი 80 კმ) ან 8 კვტ/სთ სიმძლავრის ძრავი (112 კმ). გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკუპერაციული დამუხტვის სისტემა (ბატარეა იმუხტება დამუხრუჭებისას გამოყოფილი სითბოს მეშვეობით), რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სვლის მარაგი. Eli Zero-ს გაბარიტები შეადგენს 225×138×158 სმ-ს, სავალი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან და წარმოდგენილია McPherson-ის წინა დაკიდების სისტემით, წინა და უკანა საბურავებზე დაყენებულია დისკის მუხრუჭები, მობრუნების რადიუსი 7 მეტრს შეადგენს. სახურავზე მოცემულია ლუქი, გათვალისწინებულია უკანა კამერა და პარკინგის სენსორი, გარდა ამისა, სამიდან ორ კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია საჭისა და მუხრუჭის გამაძლიერებლები. ელექტრომობილის ორი სავარძელი დაფარულია ტექსტილის მასალით ან ხელოვნური ტყავით, ხელმისაწვდომია ბორტ-სისტემა 7-დუიმიანი დისპლეით, გათვალისწინებულია USB-პორტები მობილური მოწყობილობის დამუხტვისთვის, 12-ვოლტიანი როზეტი, აგრეთვე 160 ლიტრი მოცულობის საბარგული. Eli Zero-მ უკვვე მიიღო მიიღო ევროპაში გაყიდვისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა ნებართვა - პირველი ეგზემპლარები ადგილობრივ დისტრიბუტორებს წარედგინებათ უახლოეს კვირებში, მშობლიურ ამერიკულ ბაზარზე გასვლას კი კომპანია ოდნავ მოგვიანებით გეგმავს. https://bit.ly/3i9NVau
  14. Bitcoin-ბირჟებმა Binance-მა და Huobi-მ შეაჩერეს ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტებზე განხორციელდა რეპრესიების ახალი ტალღა ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს Bloomberg. კომპანიებმა აუკრძალეს მომხმარებლებს ჩინური ტელეფონის ნომრების გამოყენება ახალი ანგარიშების რეგისტრაციისთვის. სააგენტოს ცნობით ჰონგკონგის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შექმნან საფულეები ორივე პლატფორმაზე. Bloomberg-თან საუბარში Binance-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია არ აწარმოებს ოპერაციებს ჩინეთში და ბლოკავს შესაბამის IP მისამართებს. მან არ გააკეთა კომენტარი ადგილობრივი ტელეფონის ნომრების გამოყენების აკრძალვაზე. „Binance მეტად სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებას - დაიცვას ნორმატიული მოთხოვნები და მოწოდებულია მიჰყვეს ადგილობრივ რეგულაციებს, სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ“ - განაცხადა მან. Huobi-მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ შეწყვიტა მომხმარებლების რეგისტრაცია ჩინეთიდან 2021 წლის 24 სექტემბერს. მიზეზი იყო კომპანიის სურვილი - შეასრულოს ადგილობრივი კანონები. 31 დეკემბრისთვის პლატფორმა წაშლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეზიდენტების არსებულ ანგარიშებს. Bloomberg-ის ინფორმაცია დაადასტურა ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. მან აღნიშნა, რომ ამ მსხვილი მოთამაშეების ქმედება დემონსტრირებს, თუ რამდენად მძლავრი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ქვეყაში კრიპტო კომპანიები. ვუმ ასევე ყურადღება გაამახვილა ბოტ Whale Alert-ის შეტყობინებაზე, რომლის თანახმად Huobi-ს მისამართებიდან გადატანილ იქნა 22 ათასზე მეტი BTC (დაახლოებით 928 მლნ აშშ დოლარი სტატიის წერის მომენტში არსებული კურსით). მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი ბირჟა ეცდება გაყვანის მოთხოვნების ზვავთან გამკლავებას, ეს უნდა იყოს გადარიცხვები ცივი საფულეებიდან ცხელებზე. 24 სექტემბერს ცნობილი გახდა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ჩინეთის მორიგი რეპრესიების შესახებ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა აღნიშნა გარემოზე კრიპტოვალუტის მოპოვების ნეგატიური გავლენა და მისი „უმნიშვნელო“ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაახასიათა პლატფორმის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში. მანამდე ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის. Circle-ის ხელმძღვანელმა ჯერემი ალეირმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა არ დაემსგავსონ ჩინეთს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან მიმართებაში. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა სენატორმა პეტ ტუმიმ. მისი თქმით, პეკინის ქმედებები ახალ შესაძლებლობებს უხსნის შეერთებულ შტატებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. https://bit.ly/3CS9u7t
  15. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Realme-მ მომდევნო თვეში შესაძლოა დააანონსოს Q-სერიის ორი სმარტფონი, რომლებიც მეხუთე თაობის მობილურ ქსელში იმუშავებენ. კერძოდ, Realme-ის პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა Wang Wei Derek-მა მინიშნება გააკეთა, რომ მზადდება მოწყობილობა პროცესორით Qualcomm Snapdragon 778G. სმარტფონი კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Realme Q5. ჩიპი Snapdragon 778G მოიცავს რვა ბირთვ Kryo 670-ს ტაქტის სიხშირით 2.4 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 642L-სა და მოდემ Snapdragon X53 5G-ს. მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. კადრის განახლების სიხშირეა 120 ან 144 ჰერცი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა ძირითადი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით. მხარდაჭერილია სწრაფი, 65-ვატიანი დამუხტვა. არსებული ცნობების თანახმად აღჭურვილობაში შევა 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 11. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სმარტფონი შესაძლოა გამოვიდეს ჩიპ MediaTek Dimensity 1200-ის მქონე მოდიფიკაციაში. ამ ჩიპს აქვს რვა ბირთვი 3.0 გჰც-მდე სიხშირით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი მონაცემთა გადაცემის 4.7 გბ/წმ-მდე სიჩქარით. https://bit.ly/3ESUGHp
  16. არასტაბილურობის მიუხედავად Bitcoin-ს აქვს პოტენციალი გახდეს "21-ე საუკუნის ციფრული ოქრო". ეს მოსაზრება გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ Deutsche Bank-ის ბაზრის სტრატეგმა მარიონ ლაბურმა. ”ხალხი ყოველთვის ეძებდა ისეთ აქტივებს, რომლებიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ოქრო ასრულებდა ამ როლს საუკუნეების განმავლობაში, ” - განმარტავს ლაბური. მისი თქმით, Bitcoin-ის მყიდველთა დაახლოებით ორი მესამედი იყენებს მას ინვესტიციისა და სპეკულაციისთვის და არა - როგორც გადახდის ან გაცვლის საშუალებას. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე რამდენიმე დიდმა შესყიდვამ ან გაყიდვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „Bitcoin მეტისმეტად არასტაბილურია იმისთვის, რომ ჩაითვალოს ფასეულობის შენახვისთვის საიმედო საშუალებად“ - აღნიშნა ლაბურმა. სტრატეგმა კრიპტოვალუტების ძირითად პრობლემად ასევე დაასახელა რეგულირების ნაკლებობა. მისი აზრით ციფრული აქტივების მეორე ნაკლოვანებაა გარემოსთვის ზიანის მიყენება. თუმცა ლაბურს სჯერა, რომ უახლოეს წლებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტში Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Bitcoin გააგრძელებს ზრდას და ახალ მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს. ბანკში აქტივს უწოდეს „მეტისმეტად მნიშვნელოვანი უგულვებელყოფისთვის“. https://bit.ly/3m3YrB0
  17. ახლო მომავალში კომპანია Apple აპირებს MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას. მათში გამოყენებული იქნება Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორები, ასევე Mini LED ეკრანები გაზრდილი ტაქტის სიხშირითა და ტექნოლოგია ProMotion-ის მხარდაჭერით. ანონსი მოსალოდნელია ოქტომბერში ან ნოემბერში. ოპერაციულ სისტემა macOS Monterey-ს მორიგი ბეტა-ვერსია შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ახალი ლეპტოპების შესახებ. მეშვიდე ბეტა-ვერსიაში ნახსენებია „3,024 x 1,964 Retina“ და „3,456 x 2,234 Retina“. ამგვარი გაფართოებები არ იყო წარმოდგენილი MacBook Pro-ს წინა მოდელებში. გამოდის, რომ შესაძლოა ეს გაფართოებები ჰქონდეთ ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს. ეს გაფართოებები უფრო მაღალია ამჟამად არსებულ 13-და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელების გაფართოებებთან შედარებით, რომლებშიც პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 226 ppi-ს შეადგენს. აპლიკაცია System Information-ის ფაილებში არსებული ორი ბმულის თანახმად ახალ მოდელებში პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 250 ppi იქნება. გაზრდილი გაფართოება საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნას მეტი ადგილი ეკრანზე, განსაკუთრებით 2x მასშტაბის გამოყენებისას. ახალი ეკრანები დამყარებული იქნება Mini LED ტექნოლოგიაზე, ასე რომ კადრის განახლების გაზრდილი სიხშირე ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება. რაც შეეხება პროცესორ M1X-ს, იგი წარმადობით და სისწრაფით M1-ს აღემატება. შესაძლოა გაიზარდოს გრაფიკული წარმადობაც. Touch Bar პანელის ნაცვლად Apple სავარაუდოდ გამოიყენებს კონექტორ MagSafe-ს, რომელზეც ადრე უარი ითქვა USB Type-C პორტის სასარგებლოდ. ახალ მოდელებში აგრეთვე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სლოტი მეხსიერების ბარათისთვის და HDMI პორტი. Apple გეგმავს თვეში 600-800 ათასი MacBook Pro-ს გაყიდვას. https://bit.ly/3i7kOEC
  18. მიმდინარე თვეში SpaceX-მა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა და უკან დააბრუნა პირველი სამოქალაქო ეკიპაჟი მისია Inspiration4-ის ფარგლებში. კოსმოსური ხომალდის ბორტზე მცირე სირთულეების მიუხედავად მისიამ უპრობლემოდ ჩაიარა. მისი დასრულების შემდეგ SpaceX-მა აღნიშნა სამოქალაქო კოსმოსური ფრენებისადმი ინტერესის გაზრდა. წყარო: slashgear.com გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით SpaceX-მა გადაწყვიტა განიხილოს ხომალდ Crew Dragon-ის რაოდენობის გაზრდა, რომლებიც საჭირო იქნება როგორც სამოქალაქო კოსმოსური ტურისტების, ასევე პროფესიონალი ასტრონავტების გადასაყვანად საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და უკან დასაბრუნებლად. NASA-სთან არსებული კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებულია კიდევ ოთხი პილოტირებული ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით. SpaceX-ს დაგეგმილი აქვს კიდევ ოთხი მისია კომპანია Axiom Space-ისთვის, რომელთა ფარგლებში სკს-ზე კოსმოსური ტურისტები გაემგზავრებიან. SpaceX-ს აქვს მესამე კონტრაქტიც კომპანია Space Adventures-თან, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსურ ტურიზმზე. ამ კონტრაქტის მიხედვით დაგეგმილია კიდევ ერთი მისია, რომლის თანახმად ტურისტები გაფრინდებიან ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაყვანის გარეშე - მისია Inspiration4-ის ანალოგიურად. ორბიტაზე ხალხის გაყვანის პარალელურად SpaceX-ს კონტრაქტი აქვს NASA-სთან, რომელიც ითვალისწინებს სკს-ზე ტვირთის წაღებას და უკან დაბრუნებას. ამგვარი დატვირთულობის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად SpaceX-ის განკარგულებაშია ხომალდ Crew Dragon-ის შეზღუდული რაოდენობა, რომელთაგან თითოეული სერტიფიცირებულია მხოლოდ ხუთ ფრენაზე. თანაც ორი მათგანი კოსმოსში უკვე ორჯერ იყო გასული. SpaceX-ის კაფსულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ხომალდები აიწყობა. SpaceX-ის განცხადების თანახმად მისია Inspirationiton4-ის წარმატებით დასრულების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ინტერესი კერძო კოსმოსური მოგზაურობის მიმართ. ამჟამად კომპანია მუშაობს ხომალდ Starship-ზე, რომელიც ორბიტაზე ჯერ არ გაფრენილა. Starship უფრო დიდი ხომალდია Dragon-თან შედარებით და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეძლებს ორბიტაზე გაიყვანოს ეკიპაჟის მეტი წევრი და მეტი ტვირთი. ამჟამად პროექტზე მუშაობის დასრულების ვადა უცნობია. https://bit.ly/3mhMEQ3
  19. კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების სწრაფი განვითარება საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ფინანსურ სისტემას, რის გამოც ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას ციფრული აქტივების კლასის მიმართ. ამის შესახებ განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა, იტყობინება The Shanghai Securities Journal. მისი თქმით, ვირტუალური ვალუტები შესაძლებელია დაიყოს ორ კატეგორიად: აქტივები, რომლებიც „ჭარბი ლიკვიდურობის სათავსოებია“, მაგალითად Bitcoin; აქტივები „საბაზისო ლიკვიდურობის“ შენარჩუნებისთვის - Stablecoin-ები. ისინი საანგარიშსწორებო ინსტრუმენტების როლს ასრულებენ. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია უამრავ პრობლემას ქმნის, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს მის უნარს - ფუნქციონირებდეს ტრადიციული საგადახდო სისტემის გარეთ, რომელსაც მხარს უჭერენ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. სინსიანის განცხადების თანახმად, ციფრული აქტივები „ასუსტებს კლირინგ ორგანიზაციების ძალას“. განყოფილების უფროსმა ასევე აღნიშნა ვირტუალური ვალუტების ანონიმურობა, რის გამოც ჩნდება შესაძლებლობა - ისინი გამოიყენონ არალეგალური მიზნებისთვის. მაგალითისთვის მან მოიყვანა ფულის გათეთრება და არალეგალური კაპიტალის გადატანა საზღვარგარეთ. „ვირტუალური ვალუტა დიდ პრობლემას ქმნის. როდესაც ტრადიციული ფინანსური სისტემა პასუხობს fintech კომპანიების კონკურენციას საკუთარ სფეროში, ის ასევე ეყრდნობა ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა კანონები და ზედამხედველობა ანტიმონოპოლიური ძალისხმევის გასაზრდელად და კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვის გასაუმჯობესებლად, ” - განაცხადა სინსიანმა. აგვისტოში ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ინვესტორები გააფრთხილა Bitcoin-ის რეალური ღირებულების არარსებობის შესახებ და გამოაცხადა კრიპტოვაჭრობაზე მარეგულირებელი ზეწოლის გაგრძელება. მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ Bitcoin-სა და Stablecoin-ებს სპეკულაციური ინსტრუმენტები უწოდა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას და სოციალურ სტაბილურობას. https://bit.ly/3CLpTKW
  20. კომპანიების პოტენციური თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს ისეთ „System on a Chip“ ელექტრონული სქემების შემუშავებაზე, როგორებიცაა 5G მოდელები, Wi-Fi და სხვა მოდემები ინტერნეტთან წვდომისთვის. ამგვარი კოლაბორაციის შედეგად შესაძლოა გამოვიდეს მოწყობილობები, რომლებშიც გამოყენებული იქნება Mediatek-ის პროცესორების მაღალეფექტური ბირთვები და გრაფიკული არქიტექტურა AMD RDNA. როგორც ComputerBase აცხადებს, ეს არ იქნება Mediatek-ისა და AMD-ის პირველი ერთობლივი საქმიანობა, თუმცა მასშტაბი ამჟამად მცირეა. ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ AMD-მ შექმნა საკუთარი WiFi ქსელის ჩიპი სახელწოდებით AMD RZ608, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალურად ეს იყო სახელშეცვლილი Mediatek MT7921K. წარსულში AMD მუშაობდა ძირითადად Qualcomm-თან. MediaTek-თან თანამშრომლობა გაზრდის AMD-ის მასშტაბს ბაზრის საწყის დონეზე, რომელსაც ემსახურება MediaTek-ის მრავალი ჩიპი. ამ შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და კომპანიებს არ დაუდასტურებით, რომ ინფორმაცია სიმართლეა. გამოფენა CES 2021-ზე AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ გრაფიკული არქიტექტურა RDNA2 გამოჩნდება Samsung Exynos მოწყობილობებში. მოსალოდნელია, პირველი მობილური მოწყობილობები AMD-ის გრაფიკით 2022 წლის დასაწყისში გამოვა. https://bit.ly/3i5SXoh
  21. კომპანია ASUS, Gigabyte და MSI გამოუშვებენ GPU Intel Arc Alchemist-ზე დამყარებულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს, აცხადებენ ჩინური წყაროები MyDrivers და ZOL. ამჟამად უცნობია, საუბარი ეხება ეტალონურ ვერსიებს თუ ხსენებული ბრენდები შექმნიან გრაფიკული ამაჩქარებლების საკუთარ ვერსიებს. ფოტოს წყარო: VideoCardz „ამჟამად ცნობილია, რომ სამი OEM-მწარმოებელი - ASUS, MSI და Gigabyte, სამომავლოდ კი სხვა კომპანიებიც, გამოუშვებენ დისკრეტულ Intel Arc ვიდეო დაფებს“ - წერს პორტალი MyDrivers. ზოგიერთი კომპანია უკვე თანამშრომლობს Intel-თან მისი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვების საკითხში. მაგალითად, Colorful, ASUS და Gunnir უშვებენ Intel Iris Xe ვიდეო დაფების საკუთარ ვერსიებს DG1 გრაფიკულ ბირთვზე. ეს ვიდეო დაფები განკუთვნილია მზა პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლების ვიდეოდაფებისთვის. Colorful-ის, Asus-ისა და Gunnir-ის მიერ დამზადებული Intel Iris Xe (DG1) პორტალ VideoCardz-ის თანახმად MSI ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს Intel-თან Xe-HPG არქიტექტურაზე დაფუძნებული ვიდეო დაფების ერთობლივ გამოშვებაზე, რომლებზეც დაფუძნებულია Intel Arc Alchemist GPU-ზე. ჩინური წყაროების განცხადებების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კომპანიები შეთანხმებამდე მივიდნენ. იაპონურ პორტალ ASCII-სთან ინტერვიუში Intel-ის გრაფიკული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ კომპანია ვიდეო დაფების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს GPU Arc Alchemist-ის ბაზაზე ერთობლივი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით. ASUS, MSI და Gigabyte ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Intel-ისა და AMD-სთვის უშვებენ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ხსენებული კომპანიები, სავსებით ცხადია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ახალი დისკრეტული Intel Arc ამაჩქარებლების გამოშვებით. https://bit.ly/2Zy0WUZ
  22. ბრიტანულ კონგლომერატ HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ვალდებულებას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კონცეფციის შემუშავებისათვის და აღნიშნა "მრავალი რისკი", რომლებიც კრიპტოვალუტებს გააჩნია. სტატიაში „ციფრული ფულის ახალ ფორმებს შეუძლია ზრდის სტიმულირება“ - მან დაწერა: ”CBDC არის კანონიერი საანგარიშსწორებო საშუალება, რომელსაც მხარს უჭერს ცენტრალური ბანკი ან სამთავრობო ორგანო. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც თავიდან აგვაცილებს ბევრ ისეთ რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ფულის სხვა ფორმებთან, განსაკუთრებით კრიპტოვალუტებსა და ზოგიერთ Stablecoin-თან ”. CBDC-ის ღირსებებიდან ბანკირმა აღნიშნა პოტენციური შესაძლებლობა - „მოახდინოს ეკონომიკური მოთხოვნის სტიმულირება“ ეფექტურობის ამაღლებისა და გადახდების გაიაფების ხარჯზე. მისი აზრით, სწორედ CBDC არის „ციფრული ფულის ახალი ფორმა“ იმ დროს, როდესაც კერძო კრიპტოვალუტები „ახალი არაფერია“. „კომერციული ბანკების ფული იქმნება და ფართოდ გამოიყენება კერძოდ. მაგრამ ეს აქტივები დაკავშირებულია ცენტრალური ბანკის ფულთან და მკაცრად რეგულირდება, რაც აისახება მათ სისტემურ მნიშვნელობაზე“ - განმარტა მან. HSBC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კერძო მონეტების საიმედოობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი წესები ეკვივალენტურია იმ რისკებისა, რომელთაც მათი ინვესტორები განიცდიან. მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას მათ გამძლეობაზე, განაცხადა მან. ქუინმა დაადასტურა HSBC-ის ჩართულობა რამდენიმე ცენტრალური ბანკის CNBC-ის შექმნაში, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, სინგაპურის, მატერიკული ჩინეთის, ჰონგკონგის, ტაილანდისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების მარეგულირებლები. მიმდინარე წლის დასაწყისში HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი არ მიიჩნევს Bitcoin-ს აქტივების კლასად და არ გეგმავს შესთავაზოს თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობა. აპრილში კონგლომერატმა აკრძალა MicroStrategy-ს აქციების შესყიდვა, რომელის აქტიურად ახორციელებდა ინვესტირებას პირველ კრიპტოვალუტაში საკუთარი და ნასესხები კაპიტალით. გადაწყვეტილება შეეხო ონლაინ-პლატფორმა InvestDirect-ის მომხმარებლებს. „პლატფორმა HSBC InvestDirect არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროდუქტების შესყიდვასა და გაცვლაში, რომლებიც ვირტუალურ ვალუტას უკავშირდება“ - ნათქვამი იყო მომხმარებლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში. https://bit.ly/3udRotu
  23. კომპანია Seagate Technology უკვე დიდი ხანია ავითარებს მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიას გაცხელებით (HAMR), რომელიც გულისხმობს მაგნიტური ფირფიტის ფართობის მოკლევადიან გათბობას ინფორმაციის ჩაწერამდე. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე ათასი ერთეული შესაბამისი მყარი დისკის ნიმუშების პარტიების მიწოდების ორგანიზება, თუმცა ეს ტექნოლოგია ფართოდ გავრცელდება მხოლოდ მეორე თაობაზე გადასვლისას. ფოტოს წყარო: Seagate Technology ვებ-გვერდ Tom’s Hardware-მა შეისწავლა კონფერენცია Citi Global-ზე Seagate-ის ფინანსური დირექტორის გამოსვლის სტენოგრამა. Gianluca Romano-მ ამ ღონისძიებაზე გაიხსენა, რომ კომპანია 20 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდებას, რომლებშიც პირველი თაობის HAMR ტექნოლოგიაა გამოყენებული, გასული წლის დეკემბრიდან ახორციელებს. Seagate ცდილობს წარადგინოს ისინი იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება, რომ მომხმარებლები მის ახალი ტიპის პროდუქციას გაეცნონ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახლა Seagate ქმნის მყარ დისკებს მეორე თაობის HAMR ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას 30 ტბ მოცულობის მყარი დისკები. სწორედ ამ თაობის პროდუქტები გახდება რეალურად მასობრივი - აღნიშნა Seagate-ის ფინანსურმა დირექტორმა. ამგვარი დისკების გამოსვლის თარიღი უცნობია, საორიენტაციოდ რჩება Seagate-ის მიერ ადრე გამოცხადებული ცნობები მიმდინარე ათწლეულის მანძილზე მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიის განვითარების შესახებ. 2025 წლის შუა პერიოდისთვის კომპანია გეგმავდა 50 ტბ მოცულობის მყარი დისკების წარდგენას, ამჟამად მას გააჩნია დისკები 20 ტბ მოცულობით, ასე რომ 30-ტერაბაიტიანი ზღვარი კომპანიამ დაახლოებით 2023 წლის ბოლომდე უნდა გადალახოს. ათწლეულის ბოლოსთვის Seagate-მა მიზნად დაისახა მყარი დისკების მოცულობის გაზრდა 100 ტბ-მდე. ამისთვის ინფორმაციის ჩაწერის სიმჭიდროვე ხუთჯერ უნდა იქნას გაზრდილი. სავარაუდოდ, შესაბამისი მაგნიტური ფირფიტების შემუშავება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება იქნება. https://bit.ly/39x44lA
  24. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც ადასტურებს სმარტფონ Civi-ს მოსალოდნელ ანონსს. ამავე დროს ინტერნეტში გამოჩნდა რეალური ფოტოები, რომლებიც დემონსტრირებენ ამ მოწყობილობას ყველა მხრიდან. Gizmochina აღინიშნება, რომ ახალი სმარტფონის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიზაინსა და მრავალმოდულიანი კამერის ფუნქციონალურობას. მოწყობილობას აქვს დისპლეი, რომელიც კორპუსის გვერდით ნაწილებზე გადადის. ზედა მხარის ცენტრში მოცემულია ჭრილი ერთი ფრონტალური კამერისთვის. ფოტოების წყარო: MyDrivers უკანა კამერა შეიცავს სამ კომპონენტს. ესენია 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი ბლოკი, ფართოკუთხიანი მოდული და ტელეფომოდული სამმაგი ზუმით. ერთ-ერთ გვერდზე ჩანს მართვის ფიზიკური ღილაკები. Xiaomi Civi სმარტფონს ექნება 6.55-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი. აღჭურვილობაში სავარაუდოდ შედის პროცესორი Snapdragon 778G რვა Kryo 670 ბირთვით (2.4 გჰც-მდე სიხშირით), გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 642L და მოდემი Snapdragon X53 5G. მოწყობილობას ექნება ინფრაწითელი მიმღებ-გადამცემი და USB Type-C პორტი. კორპუსის სისქეა 6.68 მმ, წონა - 166 გრამი. სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 27 სექტემბერს. საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. https://bit.ly/3u9ud3w
  25. მაინინგ კომპანია Compass-მა წარადგინა სერვისი სახლის პირობებში Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ხელსაწყოების მიწოდებისა და სხვადასხვა მაინერის F2Pool-თან დაკავშირებისთვის. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ASIC-მაინერების სამი მოდელი: Whatsminer M31S+ ჰეშრეითით 78 TH/s, ფასი 8100 $; Whatsminer M30S ჰეშრეითით 88 TH/s, ფასი 9750 $; Antminer S19 ჰეშრეითით 95 TH/s, ფასი 10 400 $. მიწოდების ვადაა ორიდან სამ კვირამდე შეძენიდან. თავის მხრივ Compass მომხმარებლებს სთავაზობს დახმარებას მაინერების პულთან დაკავშირებაში, აგრეთვე უზურნველყოფს სხვა დამხმარე სერვისებს. Compass-ის გენერალურმა დირექტორმა უიტ გიბსმა განაცხადა, რომ ინიციატივა გაჩნდა საერთო მონაცემთა ცენტრების საწარმოო დეფიციტის ფონზე. „ჩვენ ASIC-ზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთხოვნა მივიღეთ პირებისგან, რომელთაც სურთ დაიწყონ Bitcoin-ის მაინინგი სახლში. ბევრი ამჯობინებს მოაწყოს ფერმა სახლში და არ ელოდოს, როდის გახდება მოწყობილობები ხელმისაწვდომი - 2021 წლის მეოთხე კვარტალში თუ 2022 წლის პირველ კვარტალში“ - განაცხადა მან. ამჟამად სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში. მიმდინარე წლის ბოლომდე Compass გეგმავს მის გაფართოებას კანადასა და ევროპაში. საკუთარი შემოთავაზების მთავარ უპირატესობად გიბსმა დაასახელა მისი მხარდაჭერა კომპანიის სპეციალისტების მხრიდან. Compass მომხმარებლებს აგრეთვე სთავაზობს ფასდაკლებას F2Pool-ის საკომისიოზე - 1.3% 2.25%-ის ნაცვლად. გიბსის თქმით, ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პერიოდია Bitcoin-ის მოპოვებისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს ახალი თაობის მოწყობილობების ჰეშრეითის მაღალი მაჩვენებელი. ”ეკონომიკა ნამდვილად შეიცვლება იმის გათვალისწინებით, რომ სახლის მაინერები იხდიან საშუალოდ 0,105 აშშ დოლარს კვტ/სთ-ში,” - განაცხადა მან. ივლისში Compass-მა 20-წლიანი ვადით გააფორმა ხელშეკრულება ატომური ელექტროსადგურის კალიფორნიულ ოპერატორ Oklo-სთან. https://bit.ly/3u6ZZOA
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.