Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Samsung-ის ნახევრადგამტარი პროდუქტების განყოფილება გეგმავს მომდევნო წელს Exynos პროცესორების მიწოდების მასშტაბი ორჯერზე მეტად გაზარდოს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ETNews. ითვლება, რომ ამჟამად Samsung Galaxy სმარტფონების დაახლოებით 20% დამყარებულია Exynos ჩიპებზე. phonearena.com Exynos ჩიპები ასევე გამოიყენება სხვა კომპანიების სმარტფონებში, მაგრამ ასეთი მოწყობილობების რაოდენობა ძალიან მცირეა. Samsung Exynos-ის მომხმარებელთა ბაზა ძირითადად შემოიფარგლება ჩინური ბრენდებით, როგორიცაა Vivo და Meizu. ბოლო დროს Samsung-ის საფირმო ჩიპები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან ყველაზე გამორჩეული წარმადობითა და ენერგოეფექტურობით, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩიპები ცხელდება დატვირთვისას. ამჟამად, როდესაც კომპანიამ აღჭურვილობაში ARM ჩიპები მიიღო, წარმადობის დონე როგორც ფლაგმანურ, ისევე Exynos ჩიპის მქონე საშუალო დონის სმარტფონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დიდი ალბათობით, მომდევნო თაობებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინსაიდერები აცხადებენ, რომ 5G-სა და გახურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება. phonearena.com Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, რათა მობილურ მოწყობილობებში გრაფიკის წარმადობა ახალ დონეზე აიყვანოს. ამ პარტნიორობის პირველი შედეგი იქნება ჩიპი Exynos 2200, რომლის დებიუტი Galaxy S22 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებში შედგება. Samsung-ის ბევრ ხელმისაწვდომ და საშუალობიუჯეტურ მოწყობილობაშიც წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორები. ETNews არ აკონკრეტებს, გააფართოვებს თუ არა Samsung იმ ბაზრების რაოდენობას, სადაც Exynos-ვერსიის ფლაგმანური სმარტფონები გამოვა. ცნობილია, რომ Exynos 2200 ჩიპი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. პროცესორი შედგება ერთი 2.9 GHz Cortex-X2 ბირთვის, სამი 2.8 GHz Cortex-A710 ბირთვისა და ოთხი 2.2 GHz ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვისგან. GPU-ის სიხშირეა 1250 MHz. https://bit.ly/3oXYQZ0
  2. ჩინეთში სპეციალიზებულმა სააგენტოებმა დაიწყეს იურიდიული ნორმების შესწავლა კრიპტოვალუტებით ვაჭრობასა და მაინინგთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის შესახებ იტყობინება Caijing Magazine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მონაცემებით მსგავსი შემთხვევებისათვის მოქმედი წესების გამოყენების ინტერპრეტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 24 სექტემბერს ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ცხრა დეპარტამენტთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები არალეგალურ ფინანსურ საქმიანობად დაასახელა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ხელმომწერებს შორის პირველნი უზენაესი სასამართლო, სახალხო პროკურატურა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იყვნენ. როგორც ადრე მედიამ შეაფასა, ორასზე მეტმა კრიპტო კომპანიამ გამოაცხადა ჩინეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე. ერთ-ერთი მათგანია Bitcoin-ბირჟა Huobi. პლატფორმამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან 24 სექტემბრიდან შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე წაშლის ქვეყნის რეზიდენტების ყველა არსებულ ანგარიშს. Caijing Magazine-ის წყაროებმა დაადასტურეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომ ჩინეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ბირჟის მენეჯმენტმა რეგულაციის გამკაცრებამდე მიიღო. თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადებამ გავლენა მოახდინა მისი განხორციელების დროზე. თავდაპირველად Huobi ჩინელი მომხმარებლების ანგარიშების ლიკვიდაციის დასრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გეგმავდა, აცხადებს წყარო. კომპანიის თანადამფუძნებელმა ლი ლინმა ჩინეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა ოჯახზე ზრუნვით და აღნიშნა მისკენ მიმართული გამოძიება, რომელიც თვეები გრძელდება. https://bit.ly/3oTxaEC
  3. კომპანია AMD-მ შეიმუშავა ღია კოდის მქონე ტექნოლოგია GPUFORT, რათა დეველოპერებს მიაწოდოს NVIDIA CUDA-ს ალტერნატივა. ტექნოლოგია GPUFORT თავდაპირველად წარმოადგენდა Radeon Open Ecosystem-ის (ROCm) ფარგლებში შექმნილ კვლევით პროექტს, როგორც „წყაროდან წყარომდე“ თარგმნის სისტემა. ამ ეტაპზე კომპანია AMD კონცენტრირდა CUDA Fortran კოდის პროგრამულ ნაწილზე C და C++ ენებზე. CUDA-ს კოდის დიდი ბაზა ურთიერთქმედებს Python-ის კოდთან არაავტომატურ პროცესში GPUFORT-ის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ GPUFORT ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფება, მას უკვე შეუძლია სინტაქსისის შემოწმების შესრულება. პროექტს შეუძლია წარმატებით გარდაქმნას CUDA კოდი და Radeon Open Ecosystem-თან თავსებადი მაღალი წარმადობის კომპიუტერული (HPC) პროგრამები Python-ის კოდის ბაზის გამოყენებით. თუმცა GPUFORT-ს გარკვეული სირთულეები აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა OpenACC-ის სრული სტანდარტის გამოყენება, კოდის ნაწილის განსაზღვრა, აგრეთვე ციკლების რეორგანიზაცია. პროექტ GPUFORT-ის ღია კოდი გამოქვეყნდა GitHub-ზე MIT ლიცენზიით. https://bit.ly/3lvja1J
  4. კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/მ2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. https://bit.ly/2YBs6tX
  5. კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სერიოზულ რისკს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ მათი გავლენის ზრდასთან ერთად მარეგულირებელი ჩარჩო უნდა გამკაცრდეს - ნათქვამია ინგლისის ბანკის ანგარიშში. ”რეგულირება უნდა განვითარდეს საკმარისად სწრაფად როგორც შიდა, ასევე გლობალურ დონეზე, რათა აღმოიფხვრას რისკები, რომლებიც მათ [კრიპტოვალუტებმა] შეიძლება მომავალში წარმოქმნან”, - აღნიშნეს ექსპერტებმა. მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ დიდი ყურადღება მიაქციონ მოვლენების განვითარებას, მათ შორის "კრიპტოვალუტებსა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას შორის ურთიერთობას". ამრიგად ცენტრალური ბანკი აპირებს უზრუნველყოს პოტენციური სისტემური რისკებისადმი გამძლეობა. "ფედერალური რეზერვების სისტემა მიიჩნევს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა ამ აქტივების ნებისმიერი სახით მიღებისას", - ნათქვამია დოკუმენტში. ადრე ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ შინაგანი ღირებულება, ამიტომ მათში ინვესტიცია სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ივნისში მან უარყო Bitcoin-ის მსგავსება ფულთან, მაგრამ აღიარა, რომ Stablecoin-ებს ფინანსურ სისტემაში ცალკეული ნიშის გამოკვეთა შეუძლიათ. სექტემბრის ბოლოს ინგლისის ბანკმა და დედოფლის ხაზინამ გამოაცხადეს CBDC-ის ტექნოლოგიური და სხვა ასპექტების შემსწავლელი ფორუმების მონაწილეები. მათ შორის არიან Visa, Mastercard, PayPal, Google და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. https://bit.ly/3Bt7QbU
  6. პროექტი განპირობებულია აუცილებლობით - მთვარის მომავალი ბინადრები უზრუნველყოფილ იყვნენ საჭირო აღჭურვილობებითა და სათადარიგო ნაწილებით, რომელთა დედამიწიდან მიწოდება დიდ ხარჯებს მოითხოვს. სამ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის კოსმოსური სააგენტო გამოიყენებს მთვარეზე მარტივად ხელმისაწვდომ ლითონებს სხვადასხვა კომპონენტის წარმოებისთვის. მთვარეზე ცხოვრება შეიძლება ჯერ კიდევ შორეული კონცეფციაა, მაგრამ ეს არ ანელებს კოსმოსური ორგანიზაციების ძალისხმევას, მისთვის მოემზადონ. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) შეთანხმება დადო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Incus, OHB System AG და Lithoz GmbH ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის, რათა დაეუფლონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მთვარის მსგავს მცირე გრავიტაციის მქონე გარემოში. პროექტი განპირობებულია მთვარეზე იმ აუცილებელი კომპონენტების წარმოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, რომლებიც დედამიწიდან არ წაღებულა. ახალი ტექნოლოგია კომპონენტების დასამზადებლად იყენებს გადამუშავებულ ლითონის ფხვნილებს, რომლებიც მთვარეზე ხელმისაწვდომი იქნება. კომპანია Incus-ის საწარმოო პროცესი Metal Manufacturing (LMM) დამყარებულია ლითოგრაფიაზე, რომელიც წარმოადგენს ლითონის დეტალების წარმოებისთვის განკუთვნილ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის სახეობას, რაშიც ფოტოპოლიმერიზაციის პრინციპი გამოიყენება. კომპანიები თვლიან, რომ ეს არის 3D ბეჭდვის მეტად ეფექტური ტიპი კონკრეტულად ზემოთხსენებულ სფეროში გამოყენებისთვის. „Incus-ისა და Lithoz-ის მიერ შემუშავებული ლითოგრაფიული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად დაიბეჭდოს ნივთები ლითონებისა და კერამიკის გამოყენებით, თანაც ტექნოლოგია რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ეს კონცეფციები წარმატებით წარმოაჩენს თავს დედამიწაზე, ასეთი პროექტები გადამწყვეტია ტექნოლოგიური ხარვეზების ამოსავსებად და კოსმოსში წარმოების დასანერგად“ - ნათქვამია კომპანია Lithoz-ის მასალების განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებაში. პროექტი 18 თვე გაგრძელდება და გამოყენებული იქნება შეფასებისთვის, თუ რამდენად შესაძლებელია მთვარის ზედაპირზე არსებული ლითონების გადამუშავება მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტების მისაღებად ეკოლოგიურად სუფთა, ნარჩენების გარეშე არსებული პროცესის მეშვეობით. წარმატების შემთხვევაში მთვარის მისია ნაკლებად დამოკიდებული გახდება დედამიწაზე ყველა ასპექტში - საცხოვრებელი ადგილის შექმნიდან დაწყებული - კვლევისთვის საჭირო მასალებით დამთავრებული. https://bit.ly/3iNRpQ9
  7. Google-მა გააფრთხილა დაახლოებით 14 ათასამდე მომხმარებელი, რომ შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ APT28 ჯგუფის ჰაკერების, ასევე ცნობილი, როგორც Fancy Bear, სამიზნე. ითვლება, რომ ამ ჯგუფში რუსი ჰაკერები შედიან. კიბერ შეტევა საძიებო გიგანტის სპეციალისტებმა სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. Shane Huntley, რომელიც Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში გაიგზავნა იმაზე ბევრად მეტი გაფრთხილება საფრთხის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივ იგზავნება. სწორედ APT28-ის კამპანიამ გამოიწვია Gmail-ის მომხმარებლებისადმი უზარმაზარი რაოდენობის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნის საჭიროება. Huntley აცხადებს, რომ ამ გაფრთხილებებზე მოდიოდა ამ თვეში გაგზავნილი ყველა პაკეტის შეტყობინების 86%. ის განმარტავს, რომ ეს შეტყობინებები აფრთხილებს მიმღებს და არ მიუთითებს, რომ მათი Gmail ანგარიში გატეხილია. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი შეტყობინებები ჩვეულებრივია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა აქტივისტები, ჟურნალისტები, ჩინოვნიკები ან ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რადგან სწორედ მათზეა მიმართული მსგავსი შეტევები. Fancy Bear კამპანიის ფარგლებში გაგზავნილი ყველა ფიშინგური ელექტრონული წერილი დაბლოკილია Gmail-ის მიერ და არ აღწევს მომხმარებლების ინბოქსში, რადგან ისინი ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც სპამი. Google-მა აღნიშნა, რომ აპირებს შეტყობინებები დაგზავნოს ჯგუფურად და არა იმ მომენტში, როდესაც საფრთხეს აღმოაჩენს, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ კომპანიის დაცვის სტრატეგიების გამორკვევა. https://bit.ly/3iKjWq2
  8. Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი რეგულირებადი პლატფორმა Bakkt შეუთანხმდა Google-ს, რომ ინტერნეტ-გიგანტის საგადახდო სისტემაში დამატებულიყო ვირტუალური სადებეტო ბარათი. თანამშრომლობა "გააფართოვებს ციფრული აქტივების ხელმისაწვდომობას და გამოყენებას მილიონობით მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად". კარტა გამოიყენება Google Pay-ს მხარდაჭერის მქონე ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისთვის. გადახდის განხორციელებისას კრიპტოვალუტა ფიატში კონვერტირდება. შეთანხმება ასევე მოიცავს Bakkt-ის მიერ Google Cloud სერვისების გამოყენებას და მათ პოპულარიზაციას მომხმარებლებსა და მერჩანტებში შეერთებული შტატების ფარგლებში. ამ ინსტრუმენტების საფუძველზე პლატფორმა დაამატებს ახალ ანალიტიკურ შესაძლებლობებს გეოლოკაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანანური სწავლების გამოყენებით. Bakkt-ის პარტნიორები მიიღებენ უფრო მეტად ღირებულ სამომხმარებლო მოდელებს, მომხმარებლები კი - ლოიალობის გაფართოებულ პროგრამებს. პლატფორმამ Bitcoin-ით ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ვირტუალური სადებეტო Visa ბარათი ივნისში გამოუშვა. ადრე Bakkt-მა წარადგინა აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. https://bit.ly/3lm2zxc
  9. იაპონელმა ბლოგერებმა სერტიფიცირების ორგანო USB-IF-ის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინეს ინფორმაცია Intel-ის სისტემური ლოგიკის შესახებ, რაც ფორმალურად მოგვაგონებს მობილურ Alder Lake-P პროცესორებისთვის განკუთვნილ ჩიპსეტს. კონსტრუქციის განსაკუთრებული მახასიათებლების მიხედვით ხსენებული სერიის მობილური პროცესორების ჩიპსეტი განთავსებული იქნება ერთ ფირფიტაზე კრიტალის გვერდით, რომელიც შეიცავს გამომთვლელ ბირთვებსა და ინტეგრირებულ გრაფიკას. თუმცა, თუკი ეს უკანასკნელი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით (Intel 7), სისტემური ლოგიკის კრისტალი დამზადებული უნდა იყოს 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ფოტოს წყარო: USB-IF როგორც ჩანს, Alder Lake-P პროცესორებს ექნება USB 3.2-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ დრომდე არსებულ ცნობებში ფიგურირებდა ოთხი Thunderbolt 4 პორტის მხარდაჭერაც. თავად მობილურ პროცესორებს უნდა ჰქონდეთ ექვსამდე მაღალი წარმადობის ბირთვი Golden Cove და რვა ეკონომიური Gracemont ბირთვი. Intel Xe ტიპის გრაფიკულ ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება 96 შემსრულებელი ბლოკი. პლატფორმა უზრუნველყოფს DDR5-სა და PCI Express 5.0-ის მხარდაჭერას. მიიჩნევა, რომ დისკრეტული გრაფიკა Intel Arc Alchemist-ის დებიუტი შედგება სწორედ მობილურ სეგმენტში, თუმცა ეს არ მოხდება მომდევნო კვარტლამდე. მობილური Alder Lake-P პროცესორების ანონსი მიმდინარე კვარტალშია დაგეგმილი. https://bit.ly/3lmoYdJ
  10. გასული წლის შემოდგომაზე პიკაპ Cybertruck-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა ელექტრო კვადროციკლი Cyberquad, იგი სიახლეებში იშვიათად ჩანს, თუმცა ახლახანს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის თანახმად Tesla მას ადრე თუ გვიან გამოუშვებს. მასკმა განაცხადა, რომ Cyberquad იქნება ყველაზე უსაფრთხო კვადროციკლი თავისი კლასის წარმომადგენლებს შორის. ფოტოს წყარო: Electrek ხსენებული კომენტარი Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის აქციონერების შეკრებაზე განაცხადა, აღნიშნავს Electrek. მასკს კითხეს, გამოვა თუ არა კვადროციკლი პიკაპთან ერთად ოსტინში მდებარე საერთო საწარმოდან. ადრე Tesla-მ Cyberquad წარადგინა, როგორც პიკაპ Cybertruck-ის ერთ-ერთი ოფცია, ამიტომ მათი ერთად წარმოების საკითხი სავსებით გამართლებულად გამოიყურება. მასკმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტეხასში არსებულ საწარმოში მოხდება პიკაპ Cybertruck-ის წარმოება, კვადროციკლ Cyberquad-ის შესახებ კი ბუნდოვანი პასუხი გასცა და უბრალოდ ივარაუდა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ოსტინის კონვეირიდან გამოვა. Tesla-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ საწარმოო თვალსაზრისით კვადროციკლის წარმოება გამოწვევაა, რადგან მსგავსი ტექნიკა თავისთავად სახიფათოა, კომპანია კი ისწრაფვის Cyberquad აქციოს ყველაზე უსაფრთხო მოდელად თავის კლასში. მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს დაბალი სიმძიმის ცენტრი, ვინაიდან ელექტრო ძრავის განთავსებისთვის დამახასიათებელი კლასიკური კონსტრუქცია Tesla-ს შესაძლებლობას მისცემს მოათავსოს ბატარეა მიწასთან უფრო ახლოს. როგორც მასკმა განმარტა, კვადროციკლები საფრთხეს წარმოადგენენ გადაბრუნების თვალსაზრისით. Tesla-ს იდეალურ შემთხვევაში სურს ისეთი მოდელი, რომელიც არ გადატრიალდება. როგორ მიიღწევა ეს მიზანი, კომპანიის ხელმძღვანელს არ განუმარტავს. პიკაპ Cybertruck-ის მასობრივი წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება, ასე რომ Cyberquad მომხმარებლებისთვის ამ ვადაზე ადრე არ იქნება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3oKGrPm
  11. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტებმა ციფრული ვალუტები განმარტეს, როგორც გლობალურ ფინანსურ სისტემაში დოლარის დომინირების ერთ-ერთი შესაძლო საფრთხე. სტატიაში "აშშ დოლარის საერთაშორისო როლი", ფედერალური სარეზერვო სისტემის საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აშშ დოლარის გამოყენება მსოფლიოში სტაბილური რჩება ბოლო 20 წლის განმავლობაში. მათი აზრით ამერიკული ვალუტის ჰეგემონიას უახლოეს მომავალში არაფერი ემუქრება. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპერტებმა დაასახელეს სამი პოტენციური კონკურენტი: ევრო, ჩინური იუანი და ციფრული ვალუტები. ბოლო მათგანის შესახებ ფედერალური სარეზერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაწერეს: ”საანგარიშსწორებო ლანდშაფტის შეცვლა ასევე შეიძლება იყოს გამოწვევა დოლარის დომინირებისთვის. მაგალითად, როგორც კერძო, ისე ოფიციალური ციფრული ვალუტების სწრაფმა ზრდამ შეიძლება შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ ვალუტაზე. ” თუმცა მათი აზრით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიამ "შეძლოს დოლარის დომინირების გრძელვადიანი მიზეზების საკმარისად კომპენსირება". „ჯამში რამე ისეთი მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური ან ეკონომიკური ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, რომლებიც შეძლებენ ზიანი მიაყენონ აშშ დოლარს, როგორც დაგროვების ან გაცვლის საშუალებას და თანაც იმავდროულად აამაღლონ ალტერნატივის მიმზიდველობა, ახლო მომავალში ამერიკული ვალუტა მსოფლიოში დომინანტად დარჩება“ - დაასკვნეს ექსპერტებმა. 2020 წელს ფედერალური რეზერვების სისტემამ განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს კვლევას ციფრული დოლარის გამოშვების მიზნით. 2021 წლის აპრილში ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობა დაადასტურა დაწესებულების ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა. მისი აზრით ფედერალური რეზერვების ციფრული ვალუტის გამოშვება Bitcoin-ის პოპულარობას ზიანს მიაყენებს. მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს მისი და სხვა კრიპტოვალუტების აკრძალვას. https://bit.ly/3liIaJl
  12. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს რობოტი, სახელად LEONARDO. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მრავალგვარი მეთოდით გადაადგილების შესაძლებლობა: იგი დადის და ხტუნავს ორ ფეხზე, ბალანსს ინარჩუნებს სკეიტბორდზე ან გაჭიმულ თოკზე და ფრინავს კიდეც. წყარო: newatlas.com რობოტის სიმაღლეა 0.8 მ, მას მარტივად შეუძლია გადაადგილება ორი ქვედა კიდურით და აქვს უნიკალური უნარი - შეინარჩუნოს წონასწორობა. რობოტი წონასწორობას ინარჩუნებს მხრებზე განთავსებული ოთხი ხრახნით და ამით იგი კვადროკოპტერს მოგვაგონებს. ხრახნები საშუალებას აძლევს რობოტს არა მხოლოდ გაათანაბროს თავისი პოზიცია, არამედ აიწიოს ჰაერში. შედეგად LEONARDO ადვილად დახტის უხეშ რელიეფზე, გადალახავს კიბეებს და სხვა დაბრკოლებებს. წყარო: newatlas.com „ჩვენ შთაგონება ბუნებისგან ავიღეთ. გაიხსენეთ, როგორ იქნევენ ფრინველები ფრთებს, ხტებიან და გადალახავენ სატელეფონო ხაზებს. როდესაც ფრინველები სიარულიდან ფრენაზე გადადიან, ეს არის რთული, მაგრამ დამაინტრიგებელი მოვლენა. გვინდოდა ამის აღქმა და რაიმეს შესწავლა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა Soon-Jo Chung-მა. რობოტ LEONARDO-ს უნარების სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3iBzg8f გადაადგილების კომპლექსური მეთოდი LEONARDO-ს უპირატესობას ანიჭებს სხვა რობოტებთან შედარებით. ხრახნები მას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტური ბალანსით, ვიდრე ჩვეულებრივ ორფეხა მანქანებს აქვთ, ფეხები კი ამაგრებენ სხეულს და დატვირთვის დიდ წილს ხრახნებიდან იღებენ. პროექტი მუშავდებოდა ორი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში რობოტმა მოახერხა ლაბორატორიული ტესტებიდან რეალურ პირობებში შესაძლებლობების დემონსტრირებაზე გადასვლა. ინჟინრებმა LEONARDO-ს ასწავლეს გაჭიმულ თოკზე სიარული და სკეიტბორდით გადაადგილებისას საგზაო კონუსების თავიდან არიდება. სამომავლო ვერსიებში პროექტის ავტორები რობოტს უზრუნველყოფენ უფრო მძლავრი ძრავით და მეტად ჭკვიანი ალგორითმებით. https://bit.ly/3liTuFq
  13. კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გეიმპადი პერსონალური კომპიუტერის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-სთვის, აგრეთვე სადღესასწაულო თემა Xbox Series X/S-ისთვის. მანიპულატორი Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller ნოემბრიდან გაიყიდება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის დიზაინი მოგვაგონებს Xbox Debug-ის კონტროლერს. მას აქვს ნახევრად გამჭვირვალე კორპუსი, რომლის მიღმა ჩანს მოვერცხლილი შიდა კომპონენტები. მწვანე ღილაკი Xbox მიუთითებს Xbox-ის ორიგინალ ლოგოზე. მართვის ორგანოები გაფორმებულია კლასიკურ ფერში. გეიმპადი ფლობს Xbox Series X/S-ის კონტროლერის თანამედროვე ვერსიის ყველა მახასიათებელს გაუმჯობესებული ერგონომიკის, მცირე შეყოვნებისა და Share ღილაკის ჩათვლით. იგი თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, (Windows), Xbox One-თან, Xbox Series X/S-თან, აგრეთვე Android-სა და iOS-თან. აღსანიშნავია, რომ გეიმპადის Xbox Series X/S-თან დაკავშირებისას მომხმარებელი მიიღებს სადღესასწაულო დინამიურ თემა 20th Anniversary-ს, რომელიც იუბილეს ეძღვნება. მისი გაზიარება შესაძლებელია მეგობრებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კონტროლერის მათ კონსოლებთან დაკავშირება. გაფორმების შეცვლის შემდეგ თემა ქრება, მისი ხელახალი გამოყენებისთვის საჭიროა გეიმპადის თავიდან დაკავშირება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის მიახლოებითი ფასი 83.60 აშშ დოლარია, აქსესუარი 15 ნოემბრიდან გაიყიდება. https://bit.ly/3Di6u4o
  14. ციფრული აქტივების ინდუსტრია შეიძლება გახდეს "ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი" მომდევნო წლებში. ეს შეფასება წარმოადგინეს ფინანსურ კონგლომერატ Bank of America-ს განყოფილების ანალიტიკოსებმა კვლევის ანგარიშში. მათი აზრით, "ციფრული აქტივების სამყარო", რომლის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია და 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს "ძალიან დიდია იმისთვის, რომ დააიგნორონ". ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 მილიარდი აშშ დოლარია, მასში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა ეკოსისტემა გაცილებით ფართოა. მის შემადგენელ ნაწილებს შორის მათ დაასახელეს "ტოკენები, რომლებიც მუშაობენ ოპერაციული სისტემების მსგავსად, დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dapps), ფიატებთან დაკავშირებული Stablecoin-ები, CBDC და NFT." მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Ethereum-მა უზრუნველყო საჯაროდ ხელმისაწვდომი სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა ასობით dapp-ის შესაქმნელად, რომელთაც შეუძლიათ გარდაქმნან ფინანსები, დაზღვევა, იურიდიული მომსახურება და ბევრი სხვა სფერო. ”ციფრული აქტივები, რომლებიც პროგრამების შექმნის საშუალებას იძლევა, ყველაზე დიდი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ შეიძლება არსებობდეს იმაზე უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე სკეპტიკოსები ფიქრობენ, ” - ნათქვამია მოხსენებაში. Bank of America-ს ექსპერტებმა ყველაზე ინოვაციურ მიმართულებად დაასახელეს დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და NFT. Dapp-ების წყალობით DeFi სექტორს შეუძლია „ფინანსური სერვისებით უზრუნველყოს საბანკო მომსახურებებს მოკლებული 1.7 მლრდ ადამიანი მხოლოდ სმარტფონის მეშვეობით“. „NTF ცვლის იმას, თუ ავტორები როგორ ურთიერთქმედებენ ფიატთან და იღებენ კომპენსაციას“ - აღნიშნეს მკვლევარებმა. სეგმენტის მკვეთრი ზრდა მოულოდნელი აღმოჩნდა ტრადიციული ბაზრების ბევრი მონაწილისთვის - აგვისტოში NFT-ის გაყიდვებმა მხოლოდ OpenSea მარკეტფლეისზე 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, შედარებისთვის, მთელი 2020 წლის ჯამური მაჩვენებელი 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით ციფრული აქტივების ფართოდ გავრცელების მთავარი მოკლევადიანი რისკი არის მარეგულირებელი გაურკვევლობა. ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მაგალითად ჩინეთსა ან ინდოეთში, აკრძალა Bitcoin-ით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ამა თუ იმ ხარისხით. CBDC-ის გარდაუვალი გამოშვება ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებშიც კერძო ციფრული აქტივები შეიძლება გახდეს მარეგულირებლების სამიზნე, რომლებიც მათ მიიჩნევენ გადახდების და საკრედიტო სისტემების რისკებად, მიიჩნევენ მკვლევარები. ”ჩვენი აზრით, მარეგულირებელი გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი მოკლევადიანი რისკი, მაგრამ რეგულირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტორების უფრო აქტიურ მონაწილეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მას შემდეგ, რაც შეიქმნება ციფრული აქტივების განვითარება-გამოყენების წესები”, - ნათქვამია მოხსენების ავტორების მიერ. მიმდინარე წლის მარტში Bank of America აცხადებდა, რომ Bitcoin უსარგებლოა, როგორც დაგროვების საშუალება და მის ერთადერთ ფასეულობას კურსის ზრდა წარმოადგენს. ივლისში კონგლომერატმა შექმნა ციფრული აქტივების შემსწავლელი გუნდი და გახსნა ფიუჩერსებით ვაჭრობა ციფრული ოქროს ბაზაზე. https://bit.ly/3iCTyOI
  15. პროცესორი M1X ჩაანაცვლებს პირველ ჩიპ Apple M1-ს ამერიკული კომპანიის საკუთარი წარმოების კომპიუტერებში და შემოგვთავაზებს ბევრ საინტერესო დეტალს. ისევე, როგორც წინა ჯერზე, იგი წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად და ამჯერად მათ შორის სხვაობა შესაძლოა მეტად შესამჩნევი იყოს. M1-ს გააჩნია კონფიგურაციები 7 და 8 ბირთვით. ახალ M1X ჩიპს ექნება 16 და 32 ბირთვი მოდიფიკაციების შესაბამისად. ახალი MacBook Pro-ს გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა ყველაზე მძლავრი პროცესორი როგორც 16-დუიმიან, ისევე 14-დუიმიან ლეპტოპებში. M1 ჩიპი ცენტრალური პროცესორის 8 ბირთვით და 7 გრაფიკული ბირთვით მოცემული იქნება მხოლოდ MacBook Air-ში, რომლის ფასია 999 აშშ დოლარი. 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორის მქონე მოდელის ფასი იქნება 1249 აშშ დოლარი. ამგვარი დიფერენციაცია გამოყენებულ იქნა iMac-ში, სადაც გრაფიკული პროცესორის 1 ბირთვში სხვაობა 200 აშშ დოლარად შეფასდა. ცოტა ხნის წინ მსგავსი სხვაობა დაფიქსირდა Apple-ის მობილურ მოწყობილობებშიც. A15 Bionic iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს აქვთ 4 გრაფიკული ბირთვი, ორ უფროს მოდელს კი - 5 ბირთვი. ამაში დამნაშავე შესაძლოა იყოს პროცესორების დეფიციტი, რომლის გამოც ერთი გამომთვლელი ბირთვი უნდა გამორთულიყო ნაკლებად წარმატებულ ეგზემპლარებში. შესაძლოა, რომ ყველაზე მძლავრი პროცესორი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 16-დუიმიან ლეპტოპში. გაზრდილი წარმადობა ნიშნავს გაზრდილ თბოგამოყოფას, რომელსაც უფრო დიდი ზომის მოწყობილობა უკეთ უმკლავდება. ცენტრალური პროცესორების ბირთვების რაოდენობა ორივე შემთხვევაში იდენტური იქნება. 8 მათგანი იქნება მაღალი წარმადობის, 2 კი - ეკონომიური. https://bit.ly/3a3QRky
  16. ვიდეო დაფების მწარმოებლების ლოგიკის გაგება მეტად რთულია. მაგალითად, დღესდღეობით AMD უშვებს იმდენად ცოტა ახალ ვიდეო დაფას, რომ ისინი ვერ მოხვდებიან ტოპ 50 ყველაზე გაყიდვად დაფებში Steam-ზე. ამის გამო AMD-ის პროცენტული წილი მუდმივად მცირდება, მომხმარებლები ღიად გამოხატავენ იმედგაცრუებას Big Navi არქიტექტურასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა მასშტაბის იყო დავა - შეძლებდა თუ ვერა ახალი გრაფიკული ჩიპი NVIDIA-ს ფლაგმანისთვის გასწრებას? შესაძლებელია თამამად მტკიცება, რომ პირველ ამოცანას AMD-ის ინჟინრები მშვენივრად გაუმკლავდნენ, რადგანაც Radeon RX 6900 ХТ წარმადობით თითქმის GeForce RTX 3090 დაფის ტოლია და ღირს უფრო იაფი. თუმცა ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ვიდეო დაფების გამოშვება არ შეუძლია არც AMD-ს, არც NVIDIA-ს. ინსაიდერების ინფორმაციით მალე გაიყიდება GeForce RTX 3000 SUPER სერიის ვიდეო დაფა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არაოფიციალური ცნობები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად ინფორმაცია სანდრო წყაროებიდან მოდის და ნაწილობრივ განსხვავდება უკვე გავრცელებული ხმებისგან. უპირველეს ყოვლისა, ვიხილავთ GeForce RTX 3090 SUPER-ს. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი CUDA ბირთვების გაზრდილი რაოდენობით და მაღალსიჩქარიანი GDDR6X ვიდეო მეხსიერებით. სავარაუდოდ, მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩება (24 გბ), თუმცა სიჩქარე გაიზრდება 20 გბ/წმ-მდე. მომდევნო მოდელი იქნება განახლებული GeForce RTX 2060. მას 12 გბ ვიდეომეხსიერება ექნება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. უცნობია, ვინ მოიფიქრა ასეთი უცნაური სვლა და საერთოდ რისთვის სჭირდება გრაფიკულ ჩიპს 12 გბ. დიდი ალბათობით, კომპანიას სურს გაყიდოს ერთი და იგივე პროდუქტი, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასად ორჯერ მეტი ვიდეომეხსიერებით. დაბნეულობას იწვევს აგრეთვე სამომავლო GeForce RTX 3070 Ti მოდელი 16 გბ ვიდეომეხსიერებით. თუკი ზემოთხსენებული მოდელების არსებობა ასე თუ ისე მაინც აიხსნება, აქ ნამდვილი ჩიხია. რისთვის არის საჭირო ასეთი ვიდეო დაფა, თუკი GeForce RTX 3080 Ti მოდელსაც კი მხოლოდ 12 გბ აქვს? ასეთი ვიდეო დაფა იქნება ამჟამად არსებულ მოდელებზე უფრო სწრაფი ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობის ხარჯზე და შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ძველი GPU-ების გაყიდვაზე. რეალურად, ეს არ არის სრული გეგმა. მოცემულ ცხრილზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც უკვე გამოსული, აგრეთვე მოსალოდნელი მოდელები. ახალი სერიის გამოსვლა მოსალოდნელია 2022 წლის დასაწყისში. https://bit.ly/3B7b6JX
  17. უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს კრიპტო ბირჟა Coinbase-ის დაახლოებით 6 ათასი ექაუნთი. მათ გამოიყენეს დაუცველობა SMS-ის მეშვეობით ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციისთვის გვერდის ავლით, წერს Bleeping Computer. გამომცემლობამ გამოაქვეყნა დაზარალებულების შესახებ წერილი, რომელშიც საუბარია 2021 წლის მარტში მომხდარ მასშტაბურ შეტევაზე. შეტევისთვის საჭირო იყო ელ.ფოსტის მისამართი წვდომით, პაროლი და მასთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი. კომპანიამ აღიარა, რომ დაუცველობა დაკავშირებული იყო SMS ვერიფიკაციასთან, რის გამოც ჰაკერებმა მიიღეს ავტორიზაციის ტოკენები სმარტფონზე წვდომის გარეშე. ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. სავაჭრო პლატფორმამ საკუთარ თავზე აიღო შეტევაზე პასუხისმგებლობა და პირობა დადო, რომ მოახდენს მომხმარებლების ზარალის კომპენსირებას, რადგანაც გატეხილი ექაუნთები დაცული იყო Coinbase-ის რეკომენდაციებით. „ჩვენ შევავსებთ თქვენს ანგარიშებს ინციდენტის დროს დაუსაბუთებლად ამოღებული ვალუტის ღირებულების ტოლფასი თანხით. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე მიიღო კომპენსაცია. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღოს ზარალის კომპენსაცია. ცვლილებები თქვენს ექაუნთებზე დღის ბოლომდე აისახება“ - ნათქვამია ბირჟის შეტყობინებაში. Coinbase-ს არ დაუკონკრეტებია რომელ ვალუტაში მოხდება კომპენსირება. ფიატის ჩარიცხვისა და მოგების მიღების შემთხვევაში მომხმარებლებს გადასახადის გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, აგვისტოში Coinbase-მა შეცდომით გაუგზავნა წერილები მომხმარებლებს, რომლებშიც აცნობებდნენ მათ ორფაქტორიანი ავტორიზაციის პარამეტრების შეცვლის შესახებ. დაახლოებით 125 ათასმა მომხმარებელმა მიიღო ასეთი შეტყობინება. https://bit.ly/3lbAg4J
  18. ნახევარგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ბევრ კომპანიას აიძულებს გაზარდონ წარმოების მოცულობა. Samsung-ის ელექტრომექანიკის განყოფილება (Samsung Electro-Mechanics) არ არის გამონაკლისი, სხვადასხვა ასორტიმენტის ბეჭდური PCB-ების მწარმოებელი მზად არის 900 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებაში. არაოფიციალური ცნობების თანახმად Intel დაინტერესებულია კორეული კომპანიის ხსენებული საინვესტიციო პროგრამით. ფოტოს წყარო: Intel როგორც The Korea Times აღნიშნავს, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ Samsung Electro-Mechanics ვიეტნამში არსებული საკუთარი საწარმოს გაფართოებაში ჩადებს 900 მლნ აშშ დოლარზე მეტს, რათა გაზარდოს იმ PCB-ების საწარმოო მოცულობა, რომლებიც FC-BGA შესრულების ჩიპების წარმოებისთვისაა საჭირო. კომპანიის ვიეტნამური პლატფორმა არის ერთ-ერთი კანდიდატი ინვესტიციების მისაღებად, მაგრამ არა ერთადერთი, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კორეული წყაროები განმარტავენ, რომ AMD და Intel შეიძლება ჩაერთონ ისეთ ინიციატივებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოიფხვრას კომპონენტების დეფიციტი საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის. FC-BGA დიზაინი, რომელიც გულისხმობს აწყობილი ჩიპის დამონტაჟებას პირდაპირ PCB-ზე, მოთხოვნადია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში Intel-მა მიმართა Samsung-ს წინადადებით - დანახარჯები გაენაწილებინათ სპეციალიზებული PCB-ების წარმოების მოცულობის გასაზრდელად. https://bit.ly/2ZVFObk
  19. კომპანია Apple-მა გამოაცხადა სმარტ საათ Apple Watch Series 7-ის გაყიდვების დაწყების თარიღი. ახალ საათებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 8 ოქტომბრიდან, მოდელების გამოშვება კი დაგეგმილია 15 ოქტომბრისთვის. ამის შესახებ განცხადება განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. წყარო: Apple Apple Watch Series 7 - ეს არის Apple-ის სმარტ საათების სერიის გაგრძელება. ახალ სმარტ საათს უფრო დიდი ეკრანი აქვს წინა მოდელებთან შედარებით, რაც მიღწეულ იქნა დისპლეის ირგვლივ ჩარჩოს ზომის შემცირებით. დეველოპერებმა მისთვის აგრეთვე შექმნეს ახალი QWERTY-კლავიატურა და ორი ახალი უნიკალური ციფერბლატი - Contour და Modular Duo. დეველოპერების თქმით, მოწყობილობა უზრუნველყოფს 18 საათამდე სამუშაო ხანგრძლივობას, დამუხტვის სიჩქარე კი გაიზარდა 33%-ით. წყარო: Apple შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია ორი ზომა, 41 და 45 მმ. ალუმინის კლასიკური მოდელები წარმოდგენილი იქნება ფერებში „შუაღამისფერი“, „ვარსკვლავის შუქი“, მწვანე, „ახალი ლურჯი“ და წითელი. შეძენისთვის აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საათები ვერცხლისფერ, ოქროსფერ და გრაფიტის ფერებში. გარდა ამისა, კომპანია გამოუშვებს კიდევ ორ მოდელს ტიტანის კორპუსით. ალუმინის საბაზისო 41-მილიმეტრიანი Apple Watch Series 7 ვერსიის ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. უჟანგავი ფოლადისა და ტიტანისგან დამზადებული მოდელების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/2YiNsvj
  20. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს Stablecoin-ების იურიდიულ ჩარჩოში ჩართვის შესაძლებლობას. ისინი შეიძლება დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საბანკო ინდუსტრიის რეგულირებაში - აცხადებს The Wall Street Journal გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის თანამოსაუბრეები აგრეთვე ელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესსაც თხოვნით - განიხილონ კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის სპეციალური დადგენილების შექმნის შესახებ, რომლებიც Stablecoin-ებს უშვებენ. ამ ზომების მიზანია შემცირდეს მარეგულირებლების შეშფოთება ამ ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. წყაროების თანახმად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროც დაინტერესებულია სეგმენტზე კონტროლის გამკაცრებით. მათ აღნიშნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს (FSOC) ურჩევენ აღიარონ Stablecoin-ებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა გამოუშვებს რისკების მართვის უფრო მკაცრ სტანდარტებს მსგავსი ორგანიზაციებისთვის მანამ, სანამ ისინი არ რეგულირდება ფედერალურ დონეზე. FSOC-ში შედიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო, ფედერალური რეზერვების სისტემა, SEC, CFTS და სხვა მთელი რიგი ზედამხედველობის ორგანოები. WSJ-ის თანახმად, საბჭოსთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი, რადგან კონკრეტული მოთხოვნების შემუშავება შრომატევადი პროცესია. რეკომენდაციები შეტანილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშში. ამ უკანასკნელში შედის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და SEC-ის ხელმძღვანელი გარი გენსლერი. ადმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს Stablecoin-ების ემიტენტები ჩართოს საბანკო რეგულირებაში. მოვლენების განვითარების ამგვარი ვარიანტი მათთვის სასურველია - აღნიშნეს WSJ-ის წყაროებმა. ივლისში მინისტრ იელენის მოწოდება იყო დაეჩქარებინათ Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. საინფორმაციო მედიის ცნობებით სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განიხილა Stablecoin-ების რისკები და სარგებელი საბანკო საზოგადოებისა და საკრედიტო გაერთიანებების წარმომადგენლებთან. იმავე თვეში გამოჩნდა ინფორმაცია ხაზინის განზრახვის შესახებ - Stablecoin-ების ემიტენტებისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყოთ მათი თავისუფალი კონვერტაცია ფიატში. გერი გენსლერმა Stablecoin-ებს უწოდა „კაზინოს პოკერის ჩიპები ველურ დასავლეთში", აშშ-ის სენატმა გამოაცხადა ამ ციფრული აქტივების ფიატით სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეგახსენებთ, პაუელის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემა არ აპირებს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ გეგმავს Stablecoin-ების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმას. https://bit.ly/3l3YHAJ
  21. ინტერნეტში გამოჩნდა მობილური Intel Alder Lake პროცესორების სავარაუდო საწარმოო გეგმა. Wccftech-ის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაიყოფა კატეგორიების მიხედვით მე-12 თაობის მობილური პროცესორები და რა კონფიგურაციები იქნება ხელმისაწვდომი ამ კატეგორიებში. Alder Lake-P საწარმოო კატეგორია ჩაანაცვლებს ამჟამინდელ Tiger Lake-H45, H35 და UP3 პროცესორების ჯგუფებს, მასში გაერთიანებული იქნება მოდელები 12-დან 45 ვატამდე TDP-ის დონით. სითბოს გამოყოფის ამ ჩარჩოებში მოთავსდა 14-ბირთვიანი პროცესორები, რომლებშიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულიი იქნება 6 ბირთვი Golden Cove (P-Core) და 8 ბირთვი Gracemont (E-Core). ჯგუფი დაიხურება 2+8 ბირთვის მქონე კონფიგურაციებით. Alder Lake-M კატეგორია ჩაანაცვლებს Tiger Lake-UP4-ს და წარმოდგენილი იქნება 7-15 ვატი სითბური პაკეტის მქონე პროცესორებით, რომელთა ბირთვების რაოდენობა იქნება 10, 2 + 8 კონფიგურაციაში. ფოტოს წყარო: Wccftech ორივე კატეგორიაში ინტეგრირებული გრაფიკის სახით გამოყენებული იქნება GT2 და GT3 ბირთვები, ბოლო მათგანი შეიცავს 96 გამომთვლელ ბლოკს, აგრეთვე Alder Lake-P და M უზრუნველყოფენ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, Thunderbolt 4 ინტერფეისის, WiFi 6E უსადენო ქსელის მხარდაჭერას. DDR5-სა და PCIe Gen5-ის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება მხოლოდ Alder Lake-P-ში, M კატეგორია შემოიფარგლება PCIe Gen4-ით და LPDDR5-ის გარდა ექნება LPDDR4X-ის მხარდაჭერა. Intel Alder Lake-P-ს წარმოება უნდა დაიწყოს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, Alder Lake-M-ისა კი - 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე. პროცესორების პრეზენტაცია მოსალოდნელია ღონისძიება Innovation-ზე 27-28 ოქტომბერსა და CES 2022-ზე იანვარში. https://bit.ly/3mo1mES
  22. გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ გამოვიდოდა Honor-ის დასაკეცი სმარტფონი. ამჯერად არსებული უახლესი ინფორმაციის თანახმად დასაკეცი სმარტფონი, სახელწოდებით Honor Magic X შესაძლოა უახლოეს დროში - მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვიდეს. ეს ინფორმაცია გავრცელდა Huawei-ს თაყვანისმცემლებისგან სოციალურ ქსელ Weibo-ს მეშვეობით. მის მიხედვით სამომავლო დასაკეცი სმარტფონი აგებული იქნება Huawei Mate X2-ის ანალოგიურად. Honor თავდაპირველად გამოჩნდა, როგორც Huawei-ს შვილობილი ბრენდი, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ორივე კომპანია ჯერ კიდევ იზიარებს ერთმანეთის ტექნიკურ ინფორმაციას და რადგან Mate X2 საკმაოდ ღირსეული დასაკეცი ტელეფონია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებლების უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩეს Honor-ის სიახლით. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, რომელსაც წყარო გვიზიარებს, გულისხმობს, რომ დასაკეცი სმარტფონი დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. ეს პოტენციური თარიღი ემთხვევა ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელებულ ხმებს. ამ დროისთვის არსებული ცნობებით ეკრანის ზომა გაშლილ მდგომარეობაში 8 დუიმია, რაც შეესაბამება Huawei Mate X2-ის ზომას. ინსაიდერი ამტკიცებს, რომ ტელეფონი იმუშავებს პროცესორ Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888 Plus-ზე. Honor-ის ინჟინრები აქ გაჩერებას არ აპირებენ: ვრცელდება ხმები, რომ ისინი აგრეთვე ქმნიან დასაკეც სმარტფონს Motorola Razr-ისა და Samsung Galaxy Z Flip 3-ის სტილში. დასაკეცი სმარტფონები ამჟამად ახალ იდეას არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც ჩანს, 2021 წლის შუა პერიოდი ერთგვარი გარდამტეხი მომენტია - ეს ფორმ-ფაქტორი ექსპერიმენტიდან შესაძლოა გარდაიქმნას ისეთ მოწყობილობად, რომელზეც რიგითი მომხმარებლები გააკეთებენ არჩევანს. იმის გათვალისწინებით, რომ Honor, Google და დასაკეცი სმარტფონების წარმოებით დაინტერესებული სხვა კომპანიები, როგორც მოსალოდნელია, მალე ჩაერთვებიან ბრძოლაში, წარმოდგენილი იქნება ფართო არჩევანი. უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ამ მოწყობილობების გაყიდვებმა მიაღწია ბაზრის მნიშვნელოვან წილს. https://bit.ly/2YbY6UW
  23. კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNN-თან კომენტარში განაცხადა, რომ Altcoin-ების უმეტესობა კრიპტოვალუტის ბაზარს დატოვებს უახლოეს წლებში, Bitcoin კი ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსურ სისტემას. მან ასევე მოუწოდა ინვესტორებს, ყურადღება არ მიაქციონ ციფრული ოქროს არასტაბილურობას და გადახედონ ბაზრის საერთო სურათს. „bubble-ბი და მანიები ხდება ისეთი რაღაცეების ირგვლივ, რომლებიც ძირეულად ცვლის ჩვენს აზროვნებას. დეცენტრალიზებული სისტემები ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსებს, ” - ხაზგასმით აღნიშნა ნოვოგრაცმა. მისი თქმით, Bitcoin-ისადმი მზარდი ინტერესი განპირობებულია ტექნოლოგიის არსით. ნოვოგრაცმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტორებს არა მხოლოდ მოგება აინტერესებთ, არამედ მათ, სავარაუდოდ, სჯერათ ფინანსური სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელის პროგნოზის თანახმად Bitcoin-ის ფასი ათი წლის განმავლობაში 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. იმავე პერიოდში კრიპტოვალუტების 75% გაქრება ბაზრიდან - დარწმუნებულია ინვესტორი. ნოვოგრაცმა Bitcoin-ს უწოდა "მომდევნო ინტერნეტი", რომლის ხელიდან გაშვება არცერთ ინვესტორს არ სურს. ივნისში მან თქვა, რომ პირველი კრიპტოვალუტა არასოდეს გახდება გადახდის ინსტრუმენტი, რადგან მისი ბლოკჩეინი არ არის ადაპტირებული ამისათვის. https://bit.ly/3DbXHB3
  24. ისრაელში არსებულმა კომპანია Weebit Nano-მ, რომელიც რეზისტენტული მეხსიერების (ReRAM) შემქმნელია, განაცხადა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ახალი და პერსპექტიული შენახვის ტექნოლოგიის მასობრივი წარმოების მიმართულებით. ფრანგულ ინსტიტუტ CEA-Leti-ს სატესტო სიმძლავრეებზე ReRAM-ის მასივები პირველად გამოვიდა 300-მილიმეტრიან ფირფიტებზე 28-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ფოტოს წყარო: Weebit Nano Weebit-ისა და CEA-Leti-ს პარტნიორობის წინა პროდუქტები იყო ReRAM მასივები 200-მილიმეტრიან ფირფიტებზე 40-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. დიდი დიამეტრის ფირფიტებზე დახვეწილი ტექნოპროცესების დაუფლება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც კომპანიას საშუალება მისცა გამოეცხადებინა ეს მიღწევა, როგორც კვანტური ნახტომი. სამწუხაროდ, Weebit-ს მასივების მახასიათებლები არ გაუსაჯაროვებია. გამოცხადდა, რომ ეს არის რეზისტენტული მეხსიერების 1 მბ ბლოკები. ზოგადად, ReRAM-ის წარმოების ათვისება 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური სტანდარტებით ოთხჯერ აორმაგებს მეხსიერების ამ ვარიანტის სიმკვრივეს (ცხადია Weebit ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ვინაიდან ReRAM ვითარდება მრავალ ვარიანტში). აღსანიშნავია, რომ კომპანია Weebit Nano-ს ReRAM-ის სატესტო წარმოება 28-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. თუმცა იმ დროს არ მოხდა ისევე, როგორც არ დაწყებულა ReRAM-ის წარმოება სამხრეთ კორეაში 2020 წლის ბოლოს „ერთი დიდი კომპანიის“ მიერ. ამის ნაცვლად, ერთი თვის წინ Weebit-მა 130-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში ReRAM-ის წარმოების დაწყების მიზნით შეთანხმება დადო ამერიკულ კომპანია SkyWater-თან. ფოტოს წყარო: Weebit Nano იქმნება შთაბეჭდილება, რომ Weebit-ის ტექნოლოგია კარგად არ შეესაბამება მოწინავე ტექნოპროცესებს. იმედია, რომ რეზისტენტული მეხსიერების ტექნოლოგია უფრო მეტად დაუახლოვდება კომერციულ განხორციელებას. ReRAM მეხსიერება სიჩქარის მხრივ ახლოს არის ოპერატიულ მეხსიერებასთან, თუმცა ენერგოდამოუკიდებელია ფლეშ-მეხსიერების მსგავსად. სამომავლო ელექტრონიკის განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. https://bit.ly/3Fnsixs
  25. ინტერნეტ-წყაროებმა Lenovo-ს ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს მოწყობილობა Legion Play-ს რენდერები, ეს არის პორტატული კონსოლი, რომელიც კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია. არ არის გამორიცხული, რომ ამ გაჯეტის შესახებ ცნობები ახლო მომავალში გავრცელდეს. ფოტოების წყარო: liliputing.com როგორც ფოტოებიდან ჩანს, კონსოლის ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე თამაშის მართვის ორგანოებია მოცემული. ესენია ორი ანალოგური ჯოისტიკი, D-Pad პანელი და X, Y, A, B ღილაკების მასივი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ზედა ტრიგერები და მთელი რიგი ფუნქციონალური ღილაკები. კორპუსის ქვედა ნაწილში მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი, 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი და მიკროფონის ჭრილი ვირტუალურ სივრცეში ხმოვანი ჩატების განსახორციელებლად. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android სპეციალურად შემუშავებული ინტერფეისით. ხელმისაწვდომია აპლიკაციები Google Play, YouTube-სერვისები, Google Drive და ა.შ. გაჯეტს სავარაუდოდ არ ექნება ფიჭური კავშირების მხარდაჭერა, ამიტომ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ Wi-Fi-სა და Bluetooth-ით დაკავშირებით. კონსოლ Lenovo Legion Play-ს ანონსის თარიღისა და ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3kZX7jr
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.