Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Guardian Mag-ის ინფორმაციით, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდიები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით წარმოებული ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების წილის გაზრდის თვალსაზრისით. ფოტოს წყარო: Intel თუკი ადრე შეერთებულ შტატებს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა მსოფლიოში ჩიპების წარმოების მოცულობის მესამედზე, ახლა იგი მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება. სწორედ შიდა წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების მისია, როგორც Intel-ის ხელმძღვანელი თვლის: „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ჩვენი პროდუქცია იყოს აზიასთან შედარებით 30 ან 40%-ით ძვირი“. კორპორაცია მზადაა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯოს საკუთარი წარმოების გაზრდისთვის, თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერით ამას Intel სწრაფად მოახერხებს. რეალურად, გელსინგერის აზრით, აშშ-ის კანონმდებლების მიერ გამოყოფილი 52 მილიარდი აშშ დოლარი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მომავალ წლებში აზიელ კონკურენტებს დაეწიოს. სამომავლოდ ასეთი სუბსიდიების ორი რაუნდი იქნება საჭირო - აცხადებს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი. https://tinyurl.com/yh22c2xe
  2. აშშ-ის ნევადას შტატის ოლქ კლარკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კუთვნილ კომპანია Boring Company-ს გვირაბების სისტემა Vegas Loop-ის მშენებლობის ნებართვა მისცა, რომლებშიც მუდმივად იმოძრავებენ Tesla-ს ელექტრომობილები. 51 სადგურისგან შემდგარი მიწისქვეშა სისტემა გააერთიანებს გვირაბებს, რომელთა საერთო სიგრძე 47 კილომეტრია. twitter.com/ClarkCountyNV კომპანიამ ახლა უნდა მიიღოს მთელი რიგი ტექნიკური ნებართვები ადგილობრივი მარეგულირებლებისგან. პროექტი Boring Company არსობრივად წარმოადგენს მეტროს უფრო „ექსკლუზიურ“ ალტერნატივას, მასში მატარებლების ნაცვლად უპილოტო ავტომობილები იმოძრავებენ. კომპანიის პრეზიდენტ სტივ დევისის თქმით Vegas Loop-ის შექმნა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აგებული სადგურები დაუყოვნებლივ შევა ექსპლუატაციაში. პროექტის რეალიზაციის პირველ ექვს თვეში Boring გეგმავს 5-10 სადგურის აშენებას, შედეგად ექსპლუატაციაში ყოველწლიურად 15-20 სადგური შევა. კომპანია მშენებლობის დასრულებას სამი წლის ვადაში ფიქრობს. Boring Company-ს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, თუ რამდენად ეფექტური იქნება Vegas Loop სისტემა მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მისი მეშვეობით მოხდება საათში 57 ათასი მგზავრის ტრანსპორტირება, ამასთან ელექტრომობილები მგზავრებს არ აიყვანენ შუალედურ სადგურებზე, არამედ გაჩერების გარეშე მიიყვანენ მგზავრს საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე. კომპანია ყოველთვის ვერ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ადრე აცხადებდნენ, რომ ლას-ვეგასში უკვე მოქმედი მიწისქვეშა LVCC სისტემა საათში 4400 მგზავრს გადაიყვანდა, თუმცა უახლესი ცნობებით ჯერჯერობით უზრუნველყოფილია მხოლოდ 675-მდე მგზავრის ტრანსპორტირება. https://tinyurl.com/4rzj8xz5
  3. ს მოუწოდა შეაჩეროს საფულე Novi-ს პილოტი ამერიკელი სენატორების ჯგუფმა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაასრულოს ციფრული საფულე Novi-ს პილოტი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შემოიტანოს Stablecoin Diem ბაზარზე. ბრაიან შაცმა, შეროდ ბრაუნმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ელიზაბეტ უორენმა და ტინა სმიტმა ღია წერილში გამოხატეს "მკაცრი წინააღმდეგობა Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების განახლებულ ძალისხმევასთან მიმართებაში". კანონმდებლებმა გაიხსენეს, რომ კომპანიამ არაერთხელ აიღო ვალდებულება - არ გამოეშვა ციფრული ვალუტა ფედერალური ფინანსური მარეგულირებლების თანხმობის გარეშე. „დარწმუნებების მიუხედავად Facebook კვლავ ახდენს გეგმების რეალიზებას მკაცრ ვადებში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით და უკვე აამოქმედა საპილოტე პროექტი ქსელის საგადახდო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა ეს ყველაფერი შეუთავსებელია ფინანსური რეგულირების რეალურ ლანდშაფტთან - არა მხოლოდ Diem-ის, არამედ საერთოდ Stablecoin-ებისთვის“ - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. მათ აღნიშნეს, რომ თანხის გადარიცხვის ნებართვის მიღება თითქმის ყველა შტატში არ არის „აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ეკვივალენტური“. ფედერალური სააგენტოები მხოლოდ იმ რისკებს სწავლობენ, რასაც Stablecoin-ები უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას და განიხილავენ მათი აღმოფხვრის გზებს, - ხაზი გაუსვეს პოლიტიკოსებმა. ასევე, მათი აზრით, Facebook-ს არ წარმოუდგენია „დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება“, თუ როგორ შეუშლის ხელს Diem-ის გამოყენება უკანონო ფინანსურ საქმიანობას. სენატორებმა გაიხსენეს სოციალური ქსელის ალგორითმების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალი და განაცხადეს, რომ მოგებისკენ სწრაფვისას კომპანია გულგრილია იმ ზიანის მიმართ, რასაც მისი პროდუქტები აყენებს მომხმარებლებს. „არ შეიძლება Facebook-ს მიენდოს საგადახდო სისტემის ან ციფრული ვალუტის მართვა იმ დროს, როდესაც მისი არსებული შესაძლებლობები რისკების მართვისა და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სრულიად არასაკმარი აღმოჩნდა,” - ნათქვამია წერილში. კორპორაციამ ახლახანს გამოაცხადა, რომ დაიწყო საფულე Novi-ს საპილოტე ტესტირება აშშ-სა და გვატემალაში Paxos-ის Stablecoin USDP-ის გამოყენებით. Facebook-ის საგადახდო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი ამჯერადაც ირწმუნებოდა, რომ Diem-ს აამოქმედებენ მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემდეგ. Stablecoin-ის შექმნაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაცია Diem Association-მა სენატორების წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ პილოტს Diem-თან კავშირი არ აქვს. კანონმდებლებს აგრეთვე შეახსენეს, რომ Facebook ასოციაციის ათეულობით წევრთაგან ერთ-ერთია და არასწორია ციფრული ვალუტის პროექტთან მისი პირდაპირი დაკავშირება. რაც შეეხება Stablecoin-ის უკანონო ფინანსურ საქმიანობებში გამოყენების საფრთხეს, Diem Association-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ FinCEN-მა დადებითი დადებითი გამოხმაურება მიანიჭა Diem-ის კონტროლის სისტემას. ადრე მარკუსი ვარაუდობდა, რომ გლობალური მარეგულირებლები Stablecoin-ის გამოშვებისთვის დაბრკოლებებს 2021 წელს მოხსნიდნენ. https://tinyurl.com/bcaadffe
  4. მიმდინარე წლის ზაფხულში SK Hynix-მა განაცხადა, რომ მუშაობდა HBM3 ტიპის მეხსიერების შექმნაზე, ამჯერად კი გამოუშვა პრეს-რელიზი ამ პროცესის დასრულების შესახებ. მთავარი საინფორმაციო მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა კონკურენტების უკან ჩამოტოვების ფაქტი ახალი ტიპის მეხსიერების შექმნით, რომელიც გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილ პლატფორმებზე. ვიდეო დაფების სეგმენტში HBM3 ტიპის მეხსიერების გამოყენების შესახებ ხსენებულ პრეს-რელიზში არაფერი თქმულა. ფოტოს წყარო: SK hynix HBM3 ტიპის მეხსიერება გამოირჩევა 78%-ით გაზრდილი სიჩქარით HBM2E ტიპთან შედარებით - შესაბამისი მაჩვენებელი 819 გბ/წმ-მდე გაიზარდა. HBM3-ის სტეკში ერთი კრისტალის სისქე არ აღემატება 30 მიკრონს - ეს არის A4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის სისქის დაახლოებით მესამედი. ერთ სტეკზე შესაძალებელია განთავსდეს 12-მდე ფენა, რომელთაგან თითოეული მათგანის მოცულობა 24 გბ იქნება. უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება ჩიპები 16 გბ-მდე მოცულობით. შეცდომების კორექციის ინტეგრირებული მექანიზმი აამაღლებს იმ სისტემების მუშაობის საიმედოობის დონეს, რომელბშიც ზემოთხსენებული ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. SK Hynix-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, როდის დაიწყება HBM3 მეხსიერების მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის. https://tinyurl.com/yk95m4yp
  5. ჯერ კიდევ აგვისტოში Google-მა დააანონსა საფირმო მობილური ერთკრისტალიანი პლატფორმა Tensor. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ ახალ ჩიპს ექნება ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, რაც გააუმჯობესებს გამოსახულების და ხმის დამუშავებას მომავალ სმარტფონებში. კომპანიამ ამჯერად ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 ახალი SoC-ის ბაზაზე და ისაუბრა მის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებზე. engadget.com Google-ს არ გაუხმაურებია ყველა დეტალი Tensor-ის შესახებ და მხოლოდ შემოიფარგლა ფრაზებით, თუ როგორი შთამბეჭდავია ეს პროდუქტი. ჩიპის პარამეტრები რესურს Engadget-მა გაახმაურა. ცნობილია, რომ Tensor არის 5-ნანომეტრიანი ჩიპსეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული. მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობისთვის განკუთვნილია მაღალი წარმადობის TPU (Tensor Processing Unit). მისი მახასიათებლები და წარმადობის შესახებ ინფორმაციაც არ გახმაურებულა, თუმცა Google-მა გამოაცხადა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მთელი რიგი ფუნქციები, ასე რომ TPU მძლავრი უნდა იყოს. რვაბირთვიან ჩიპში მოცემულია ორი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.8 გჰც. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მის კონკურენტ Snapdragon 888-ს მხოლოდ ერთი ასეთი ბირთვი აქვს. დანარჩენი კლასტერები კი წარმოდგენილია შედარებით მოძველებული ბირთვებით, რომლებიც გასული წლის ჩიპებში გვხვდება. ესენია ორი საშუალო დონის ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2.25 გჰც და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 ბირთვი, რომელთა სიხშირეა 1.8 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GPU Mali-G78. engadget.com Google-მა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალი ჩიპის ენერგოეფექტურობაზე. კონკურენტებთან შედარებით Tensor გამოიყენებს გაცილებით მცირე ენერგიას ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა შეტყობინებებისა და ვიდეოს რეალურ დროში თარგმნა ფუნქცია Live Translate-ის მეშვეობით, ტექსტის შეყვანა ხმოვანი ბრძანებებით და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვა ამოცანები, განაცხადა Google-მა. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საფირმო ჩიპსეტის CPU Pixel 6 სმარტფონს უზრუნველყოფს 80%-ით მეტი წარმადობით Pixel 5-თან შედარებით, რომელიც Snapdragon 765G-ზეა დამყარებული. გრაფიკული წარმადობა კი 370%-ით გაიზარდა. Tensor სმარტფონებს აგრეთვე უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებითი დონით, რადგან იგი იმუშავებს Titan M2 ჩიპთან ერთად, რომელიც იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს. საერთო ჯამში, Tensor გთავაზობთ ყველაფერს, რასაც ელოდებით ახალი ფლაგმანური ჩიპსეტისგან. როგორ წარმოაჩენს თავს ჩიპი რეალურ პირობებში, ცნობილი გახდება Pixel 6-ის პირველი ტესტების შემდეგ. https://tinyurl.com/2w2mbjxu
  6. კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი აქვთ ინდონეზიის, ჩილესა და არგენტინის მაცხოვრებლებს. ამგვარ დასკვნას შეიცავს ბლოკჩეინ-განათლების სფეროში მოქმედ სტარტაპ Coinformant-ის რეიტინგი. ანალიტიკოსებმა ქვეყნების რეიტინგები შეადგინეს ოთხი ფაქტორის საფუძველზე: საძიებო მოთხოვნების რაოდენობა Google-ში; ციფრული აქტივებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობა; კრიპტოვალუტის მფლობელების წილი მოსახლეობაში; სპეციალიზებულ კონტენტზე კლიკების რაოდენობა. თითოეულ ქვეყანას მიენიჭა 10-მდე ნორმალიზებული ქულა თითოეული ფაქტორისთვის, რის შემდეგაც იქნა მიღებული მათი საშუალო მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდონეზიამ დააფიქსირა (5.73). ჩილე მეორე ადგილზეა (5.26), არგენტინა (4.79) მესამეზე. საძიებო მოთხოვნების რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი შეფარდებითი ზრდა დააფიქსირა ჩილემ (707%), პუბლიკაციების რაოდენობის მხრივ - ფინეთმა (725.7%), ჩართულობის ხარისხით - ინდონეზიამ (1772%). მთელი მოსახლეობიდან კრიპტოვალუტების მფლობელთა წილის მიხედვით თვალსაჩინო ლიდერი აღმოჩნდა უკრაინა 12.73%-იანი მაჩვენებლით, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმის მხრივ სინგაპურია 9.04%-იანი წილით. საერთო რეიტინგში უკრაინამ 3.57 ქულით რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნები რეიტინგში არ არიან წარმოდგენილი. წყარო: Coinformant. უკრაინისა და რუსეთის მაცხოვრებლებმა დაიკავეს შესაბამისად მე-4 და მე-18 ადგილები Chainalysis-ის 2021 წლის კრიპტოვალუტის აღიარების ინდექსის რეიტინგში. მანამდე ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ევროპა გახდა ერთ -ერთი ლიდერი არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობით. https://tinyurl.com/2h3nx284
  7. Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია. ფოტო: Apple MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც. ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი გახდა მნიშვნელოვნად ძლიერი იმასთან შედარებით, რაც მოცემულია გასული წლის Apple M1 ჩიპში. Apple M1 Pro ჩიპში გრაფიკას გააჩნია 16 ბირთვი (2048 ნაკადური პროცესორი), Apple M1 Max-ში კი მოცემულია 32 ბირთვი (4096 ნაკადური პროცესორი). ორივე ჩიპში წარმოდგენილია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი, რომელიც ამუშავებს მანქანურ სწავლებასა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. Apple M1 Pro ჩიპის ერთ ფირფიტაზე განლაგებულია 32 გბ-მდე მოცულობის LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება 200 გბ/წმ-მდე სიჩქარით. უფროს მოდელ Apple M1 Max-ს აქვს 64 გბ ოპერატიული მეხსიერება სიჩქარით 400 გბ/წმ. ფოტოს წყარო: Apple საინტერესოა, რომ MacBook Pro 14-ის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას ექნება პლატფორმა Apple M1 Pro-ს შემცირებული ვერსია. ათი CPU ბირთვის ნაცვლად მასში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 8 (6 მძლავრი და 2 ენერგოეფექტური ბირთვი), აგრეთვე მასში მოცემული იქნება გრაფიკული პროცესორი 16-ის ნაცვლად 14 ბირთვით. რამდენად შესამჩნევად აისახება ეს წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. ფოტო: Apple წარმადობის თვალსაზრისით სრულფასოვანი Apple M1 Pro ვერსია 70%-ით აღემატება გასული წლის M1 ჩიპს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პროცესორი 70%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე 8-ბირთვიანი მობილური პროცესორები, რომლებიც სხვა ვენდორების მიერ გამოიყენება კომპიუტერებში. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს ძალიან მაღალი დონის წარმადობა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დისკრეტულ ვიდეო დაფებს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს MacBook Pro-ში ახალი დისპლეების გამოჩენა. MacBook Pro 14-ში გამოიყენება 14.2-დუიმიანი Mini LED პანელი 3024 × 1964 გაფართოებით, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და მაქსიმალური 1600 კდ/მ²-მდე სიკაშკაშით. გასული თაობის ლეპტოპებს ჰქონდათ IPS Retina პანელები. Mini LED დისპლეის ახასიათებს სიკაშკაშის უფრო მაღალი დონე, საუკეთესო ფერთა გადმოცემა და ენერგოეფექტურობა. MacBook Pro-ს კიდევ ერთი მახასიათებელია Touch Bar პანელის არარსებობა, რომელიც Apple-ის ლეპტოპებში 2016 წლიდან იყო წარმოდგენილი. ავტონომიურობაზე პასუხისმგებელია ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 17 საათამდე უწყვეტ მუშაობას. აღსანიაშნავია Apple-ის გადაწყვეტილება ლეპტოპებში ზოგიერთი კონექტორის დაბრუნების შესახებ. გასული თაობის პორტატულ კომპიუტერებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ USB Type-C პორტი, რაც ართულებდა მოწყობილობების დაკავშირებას სხვა ინტერფეისებთან, ამჯერად მას დაემატა HDMI კონექტორი და სლოტი SD ბარათისთვის. დამუხტვისთვის ამჯერად გამოიყენება მოდიფიცირებული მაგნიტური კონექტორი MagSafe. მხარდაჭერილია სწრაფი დამუხტვა. რაც შეეხება ახალი MacBook Pro 14-ის ფასს, საბაზისო მოდელის ფასია 1999 აშშ დოლარი, ყველაზე მოწინავე მოდელისა კი - 5899 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4hmbc735
  8. დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ Intel Alder Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე თვეში შედგებოდა. ამჯერად გამოჩნდა ანონსის თარიღის, აგრეთვე მიმოხილვებზე ემბრაგოს მოხსნის ოფიციალური დადასტურება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტის სახით, რომელზე წვდომა მიიღო პორტალ Wccftech-მა. წყაროს თანახმად, კომპანია Intel Alder Lake დესკტოპ ჩიპების ტოპ-ვარიანტებს წარადგენს ღონისძიება Innovation event-ზე 27 და 28 ოქტომბერს. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Intel დეტალურად ისაუბრებს Core i9-12900K, 12900KF, Core i7-12700K, 12700KF, Core i5-12600K და Core i5-12600KF პროცესორების მახასიათებლებზე, ფასებსა და წარმადობაზე. კომპანია აგრეთვე ისაუბრებს პლატფორმა Z690-ის ძირითად მახასიათებლებზე. H670, B660 და H610 პროცესორებისა და ჩიპსეტების დანარჩენი ხაზი სავარაუდოდ CES 2022-ზე დაანონსდება. ზემოთხსენებული პროცესორები Z690 დედა დაფებთან ერთად 4 ნოემბრიდან გაიყიდება, ამავე დროს მოეხსნება ემბარგო პროცესორების მიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ სამომავლო პლატფორმა მომხმარებლებს შესთავაზებს ჰიბრიდულ პროცესორებს მაღალი წარმადობის Golden Cove ბირთვებისა და ენერგოეფექტური Gracemont ბირთვების კომბინაციით. გარდა ამისა, Alder Lake პროცესორების სერიას ექნება DDR5 ოპერატიული მეხსიერებისა და უახლესი PCIe Gen 5 ინტერფეისის მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ იმ დედა დაფებთან ერთად, რომლებიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Z690 ჩიპსეტზე. https://tinyurl.com/56v55m7u
  9. ინსტიტუციონალურმა პლატფორმა Bakkt-მა განაცხადა, რომ დაასრულა SPAC VPC Impact Acquisition Holdings-თან გაერთიანების პროცესი. 18 ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ტიკერით - BKKT. „ბიზნესის გაერთიანების შესახებ გარიგების დასრულება გვაძლევს აუცილებელ კაპიტალს, რათა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ყველაზე უკეთ ვაკეთებთ - ეს ინოვაციებია. ჩვენ კვლავ ორიენტირებულნი ვართ მეტი ფართო პარტნიორული ეკოსისტემის შექმნაზე, აგრეთვე ციფრული აქტივების დიაპაზონის გაფართოებაზე, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა გევინ მაიკლმა. 14 ოქტომბერს VPC Impact Acquisition Holdings-ის აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე დაამტკიცეს Bakkt-თან შერწყმა. ამომრჩეველთა 85%-მა მხარი დაუჭირა გარიგებას. გარიგებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 448 მილიონი აშშ დოლარი, თანხები გამოყენებული იქნება პლატფორმის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგული ძალისხმევისათვის. გაერთიანებული კომპანიების ღირებულებაა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი. Bakkt-მა SPAC-თან შერწყმა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. ინიციატივის ფარგლებში პლატფორმამ გენერალურ დირექტორად დანიშნა გევინ მაიკლი, რომელსაც ადრე Citibank-ის სამომხმარებლო განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფინანსურმა კორპორაცია Intercontinental Exchange-მა, რომელიც NYSE-ს ფლობს, Bakkt წარადგინა 2018 წელს. პლატფორმა განკუთვნილია ოფციონებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და მიწოდების Bitcoin-ფიუჩერსებისთვის. მიმდინარე წლის მარტში Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენის და გაყიდვის საშუალებას იძლევა. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია iOS- და Android-პლატფორმებზე. ივლისში კომპანია Block.One-ის პროექტ EOS-ის ავტორმა, კრიპტო ბირჟა Bullish-ის ოპერატორმა განაცხადა SPAC-თან შერწყმის შესახებ. სტრუქტურების გაერთიანების ღირებულება დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. https://tinyurl.com/3ay5wpm3
  10. 15 ოქტომბერს Alienware-ს 25 წელი შეუსრულდა. კომპანია 1996 წლიდან დაკავებულია მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემების შექმნით, რომლებიც კონკურენტებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ „შიგთავსით“, არამედ უნიკალური დიზაინით. იუბილესთან დაკავშირებით Alienware-მა განაცხადა, რომ განახლდება ფლაგმანური დესკტოპ კომპიუტერი Aurora, რომელიც კომპანიაში ინოვაციის სიმბოლოდ ითვლება. 2004 წელს Aurora ALX გახდა პირველი გეიმინგ სისტემა, რომელშიც მაღალეფექტური თხევადი გაგრილება იქნა გამოყენებული. წყარო: Alienware, Dell Technologies განახლებულ Alienware Aurora-სთან მიმართებაში კომპანიამ სერიოზულად იმუშავა კონსტრუქციაზე და განაახლა საფირმო დიზაინ Legend-ის კონცეფცია. განხორციელდა შიდა სივრცისა და კომპონენტების რეორგანიზაცია წვდომის გამარტივების მიზნით, გაუმჯობესდა ვენტილაცია და აკუსტიკური მახასიათებლები. Aurora R12-სა და R10-თან შედარებით კორპუსის შიდა სასარგებლო მოცულობა 50%-ით გაიზარდა გარე ზომების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ამჯერად მხარდაჭერილია ოთხ ერთეულამდე 120-მილიმეტრიანი ქულერისა და თხევადი გაგრილების სისტემების მეტი ვარიანტის განთავსების შესაძლებლობა. წყარო: Alienware, Dell Technologies გადაკეთდა ფრონტალური პანელი, ახალი, ფიჭის ფორმის უჯრედული სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის დინების ეფექტურობის ამაღლებას. განახლებული Aurora 16%-ით ნაკლებად ხმაურიანია მოლოდინის რეჟიმში, 9%-ით - დიდ დატვირთვაზე მუშაობისას და 15%-ამდე - აჩქარებისას. ასევე შემცირდა ტემპერატურა, გაიზარდა მაქსიმალური წარმადობა, იდენტურ პირობებში პროცესორის ტემპერატურა შემცირდა 3%-ით, GeForce RTX 3090-ის გრაფიკული ქულა კი 3DMark TimeSpy-ში 5%-ით გაიზარდა. Alienware მომხმარებლებს პირველად სთავაზობს გამჭვირვალე მარცხენა პანელს, რომლის მიღმა ჩანს კომპონენტები და რვაზონიანი რეგულირებადი AlienFX განათება. ახალ კომპიუტერებს აგრეთვე აქვს დამატებითი მაგნიტური სახურავი, რომელიც ფარავს სადენებს და პორტებს უკანა პანელზე. განახლებული Alienware Aurora-ს ფასები და გაყიდვის დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://tinyurl.com/fjmcazev
  11. კომპანია ASUS-მა გამოუშვა ProArt PA329CV მონიტორი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, კონტენტის შემქმნელებისათვის, დიზაინერებისთვის და ა.შ. მოწყობილობას აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. ფოტოების წყარო: ASUS პანელი შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს HDR10-ის მხარდაჭერას. ხელმისაწვდომია ფერთა გადმოცემის ქარხნული კალიბრაცია (∆E < 2, Calman Verified), ასევე 100%-იანი sRGB ფერთა გამა და Rec. 709. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 400 სერტიფიკაცია: სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/მ2-ს, კონტრასტულობა - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობა - 100 000 000:1-ს. მატრიცის რეაგირების დრო 5 მილიწამია (GTG), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მოდელი ProArt PA329CV აღჭურვილია 2-ვატიანი დინამიკებით, აქვს სტანდარტული აუდიო ჰაბი და USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის 90 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და ოთხი USB 3.1 პორტი. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება 130 მილიმეტრის ფარგლებში. პანელი გამოიყენება ალბომის და პორტრეტის რეჟიმში. https://tinyurl.com/3rzfuanz
  12. Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Square აპირებს ააგოს Bitcoin-ის მაინინგის საკუთარი სისტემა. ამისთვის შემუშავდება ახალი აპარატული არქიტექტურა და უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით. წყარო: reuters.com Square მსგავს მიდგომას უკვე იყენებს Bitcoin-ისთვის განკუთვნილი აპარატული საფულის შექმნასთან მიმართებაში, რომელზე მუშაობა ზაფხულის მიწურულს დაიწყო. მაინინგ-სისტემის შექმნა, რა თქმა, უნდა, ბევრად რთული ამოცანაა - როგორც დორსიმ განმარტა, არასტანდარტული ჩიპების შემუშავება მეტად ძვირი ჯდება. ეს იქნება ახალი სფერო საგადახდო კომპანიისთვის, რომელიც ყოველთვის კრიპტოვალუტების მომხრე იყო. Square-ის ხელმძღვანელს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია დეტალები, თუ როგორ იმუშავებს ახალი სისტემა. პროექტის მთავარი მიზანია მაინინგი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს მეტი ადამიანისთვის, რამაც შეიძლება გადაჭრას კრიპტოვალუტის მოპოვებასთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. პირველი გამოწვევა არის ენერგიის ჭკვიანური გამოყენება: მაქსიმალური ეფექტურობა და განახლებადი წყაროები. და ეს მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაში. დორსი მეორე პრობლემად მიიჩნევს თანამედროვე მაინინგ-სისტემების სირთულის მაღალ დონეს, მათ შორის სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და კომპიუტერის მეშვეობით მაინინგის შემთხვევებში. დორსი დარწმუნებულია, რომ იდეალურ შემთხვევაში თანამედროვე მაინინგ სისტემა მუშაობისთვის მზად უნდა იყოს ქსელში შეერთებისთანავე. დაბოლოს, ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე ბაზრის კიდევ ერთი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა კომპანიაა დაკავებული აპარატული გადაწყვეტილებების შემუშავებით. ეს იწვევს კომპონენტების დეფიციტს და ფასების დაუსაბუთებელ ზრდას. https://3dnews.ru/1051432/dgek-dorsi-reshil-sozdat-sobstvennuyu-sistemu-mayninga-bitkoina
  13. კომპანია MSI-მ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თიზერი Intel Z690 სისტემურ ლოგიკაზე დამყარებული სამომავლო დედა დაფების ფოტოებით. სურათების ტიპური დიზაინი გვიჩვენებს MEG ACE სერიის დედა დაფას ოქროსფერი ჩანართებით, MAG Tomahawk-ს - სამხედრო სტილის დიზაინით და უცნობ მოდელს MPG სერიიდან, რომელიც უჩვეულო ღია ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. სავარაუდოდ, შეტყობინება გამოქვეყნდა სპეციალურ ღონისძიება The Next Playground-ზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, სადაც შესაძლებელია პირველად გამოჩნდეს კოდური დასახელება Alder Lake-S-ის მქონე მე-12 თაობის სამომავლო Intel Core დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი ახალი დედა დაფები. ღონისძიება The Next Playground 2 ნოებრისთვისაა დაგეგმილი. იმავდროულად, ენთუზიასტმა Twitter-იდან - @momomo_us-მა შეადგინა MSI-ს (და არა მხოლოდ) მრავალი მომავალი დაფის წინასწარი სია. სტატიის წერის მომენტში ჩამონათვალი მოიცავდა 24 პოზიციას, მათ შორის არის მოდელები წარმოდგენილი ორი ვერსიით, DDR4 ან DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ფლაგმანური პროდუქტები ამჟამად სიაში მოცემულია მხოლოდ DDR5 სტანდარტის მხარდაჭერით. წყარო: Twitter @momomo_us https://overclockers.ru/blog/molexandr/show/57721/msi-opublikovala-tizer-s-fotografiyami-treh-materinskih-plat-intel-z690
  14. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Microsoft-მა დაიწყო საკუთარი სისტემის შექმნა კრისტალზე (SoC). ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების განახლებული ჩამონათვალი, რომელშიც გამოჩნდა ცალკრისტალიანი სისტემის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა Surface განყოფილებაში. განცხადებაში მითითებულია აუცილებელი კვალიფიკაცია სამსახურში მიღებისთვის, აგრეთვე გარკვეული მოვალეობები. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადების გამოჩენის მიუხედავად Microsoft-ის გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება საკუთარი პროცესორის წარმოების დაწყების შესახებ არ გაკეთებულა. ეს არის ვარაუდი, რომელიც შესაძლოა სოფთვეარ-გიგანტის გეგმებს არ ემთხვეოდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი ძალებით პროცესორების წარმოება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა Microsoft-ისთვის. Apple-ის მაგალითი, რომელმაც iPhone-ებისა და iPad-ებისთვის განკუთვნილი საკუთარი პროცესორების წარმოებაში წარმატებას მიაღწია, კარგ ორიენტირს წარმოადგენს. „გატაცებულნი ხართ მოწინავე ტექნოლოგიებითა და გაჯეტებით? Surface-ის გუნდი ნათელს ფენს Microsoft-ის გამოცდილებას მომავალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით. ჩვენი სტრატეგია არის პროდუქტიულობისა და მობილობის შერწყმა ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც ახალ გამოცდილებას იძლევა, ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და იყვნენ კრეატიულები “, - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ცალკრისტალიანი სისტემების არქიტექტურის განყოფილება მთლიანად პასუხისმგებელია SoC-ის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება Surface სერიაში. განცხადება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ Microsoft ეძებს თანამშრომელს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Surface მოწყობილობების პერსონალური პროცესორების და არა საკუთარ SoC-ების შემუშავებას. https://3dnews.ru/1051444/microsoft-veroyatno-rabotaet-nad-sozdaniem-sobstvennogo-protsessora
  15. ბოლო კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები კვლავ იზრდება და მათმა ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე გადაჭარბა Apple-ის კაპიტალს. იმ დროს, როდესაც ხსენებული კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 2.33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, Bitcoin-ის რალის შედეგად კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ 2.37 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია - აცხადებს Independent. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კრიპტოვალუტები აიკრძალა, მათ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სალვადორი, კუბა და პარაგვაი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების რეალური შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ის მაინც შვებაა კრიპტოვალუტების მოყვარულთათვის, როგორიცაა Twitter-ის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი, რომლის ბიზნესი კრიპტო რევოლუციისთვის ემზადება. კრიპტოვალუტების ღირებულების ბოლოდროინდელი ზრდა ასევე შეესაბამება ინდუსტრიის ექსპერტების პროგნოზებს, აცხადებს Independent. მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც კრიპტობაზრები აკრძალვების ფონზე მოიშალა, ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტები წლის ბოლომდე ყველა დროის ახალ ზღვარს დაუბრუნდებოდნენ. დღეისათვის Bitcoin-ის ფასი 57369 აშშ დოლარს უტოლდება, რაც არც ისე განსხვავებულია წლის დასაწყისში არსებული 64 ათას აშშ დოლარიანი რეკორდული მაჩვენებლისგან. სხვა კრიპტოვალუტების კურსი, როგორიცაა Ethereum, Binance Coin, Ripple, ასევე გაიზარდა 4-6 პროცენტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. თუმცა, ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება დაიშალოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, Bitcoin დაეცა ღირებულებით პირველ დღეს, როდესაც სალვადორმა ის ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. საინტერესოა ის, რომ ბოლო პერიოდის გამოფხიზლებამ ასევე შეუწყო ხელი ძირითად მოთამაშეებს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. მაგალითად, კანადური კრიპტო მაინინგ კომპანიის ქონება 600 პროცენტით გაიზარდა, როდესაც მისი, 39.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ების ფასმა 250 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა. ჯეკ დორსის საგადახდო სერვის Square-ის ღირებულებაც გაიზარდა 220 მლნ აშშ დოლარიდან 442 მილიონამდე, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას კომპანია Tesla იმსახურებს. ცნობილია, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ 128 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა მათი გაყიდვით. თუკი კომპანიის კრიპტო კაპიტალი წლის დასაწყისში ფასდებოდა 1.5 მლრდ აშშ დოლარად, ამჟამად მან 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ანუ, ღირებულების წმინდა ზრდა იყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც, სხვათა შორის, შეესაბამება იმდენივე მოგებას, რაც კომპანიამ მიიღო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 200 ათასზე მეტი ავტომობილის გაყიდვის შედეგად. https://overclockers.ru/blog/amv212/show/57580/independent-bitkojn-uvelichivaet-rynochnuju-stoimost-kriptovaljutnyh-kompanij-ostavlyaya-apple-v-teni
  16. 20 წლის შემდეგ Xbox-ის პირველი კონსოლის ავტორმა Seamus Blackley-მ გადაწყვიტა გაეზიარებინა ამ დრომდე უცნობი და საინტერესო დეტალები. მისი თქმით, კომპანია Microsoft-ის პირველ კონსოლში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო AMD-ის და არა Intel-ის მიერ წარმოებული პროცესორი. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ყველა კომპლექტი, რომლებზეც იქმნებოდა მათ შორის Xbox-ის ანონსის დემო სცენები, მუშაობდა AMD-ის პროცესორის მქონე პლატფორმაზე. მაგრამ 2001 წლის 7 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენა CES 2001-ზე მოხდა Xbox-კონსოლის წარდგენა Intel-ის პროცესორითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპით. მთავარი კომპონენტების ცვლილების გადაწყვეტილება ბილ გეითსმა ფაქტობრივად ანონსის წინ მიიღო მას შემდეგ, რაც მას წინადადებით მიმართა Intel-ის იმდროინდელმა გენერალურმა დიექტორმა ენდრიუ გროუვმა. Seamus დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა ტექნიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით. იგი იხსენებს, რომ ზემოთხსენებულ გამოფენაზე დარბაზის წინა რიგებში AMD-ის ინჟინრები ისხდნენ და ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს მათ სევდიან სახეებს. Seamus Blackley არ აცხადებს, AMD-ის კონკრეტულად რომელი პროცესორი იყო მოცემული Microsoft Xbox-ის პირველ პროტოტიპში, თუმცა მისი სერიული ანალოგი იმ დროს AMD-ის ხაზში უნდა ყოფილიყო. მომდევნო კონსოლ Xbox 360-ში გამოყენებულ იქნა უკვე PowerPC-ის და არა Intel-ის პროცესორი. 2013 წლიდან კი პლატფორმა Xbox One მთლიანად გადავიდა AMD-ს ჩიპებზე. https://overclockers.ru/blog/RaddaR/show/57586/sozdatel-pervoj-pristavki-xbox-rasskazal-pochemu-v-nej-dolzhen-byl-stoyat-processor-amd-a-ne-intel
  17. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აცხადებს, გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ ოფიციალურად დაადასტურა კომპანიის მზაობა - შეწყვიტოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. საუბარი არ ეხება ხვალინდელ დღეს, დაგეგმილ 2030 წლამდე კიდევ დიდი დროა, თუმცა პერსპექტივები სავსებით ნათელია. ამგვარი ტენდენციები მთელ ევროპაში შეინიშნება, რადგან ევროპარლამენტში უკვე დიდი ხანია მოიხსენიება 2035 წელი, როგორც შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის ბოლო ვადა. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის განხორციელებული იქნება ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა მეორადი ბაზრისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე. მიზეზი მარტივია და იგი გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ეკოლოგიური ხასიათის საკითხებით, რაზე საუბარსაც არ წყვეტს მთელი მსოფლიო. თავის მხრივ ციპსემ განაცხადა, რომ კომპანია სრულ მზადყოფნაშია, თუკი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვას ტაბუ დაედება რომელიმე ცალკეულ რეგიონში ან ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოდელების წარმოების სრულ შეწყვეტას. ისეთი გიგანტებისგან განსხვავებით, როგორებიცაა Volkswagen და General Motors, საკითხის ამგვარად დაყენება BMW-სთვის აქტუალური არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში საპირისპიროდ შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიაში რეალურად აფასებს სიტუაციას და ანგარიშს უწევს გეგმას, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიანი ბაზრის მინიმუმ 50% იქნება. https://overclockers.ru/blog/IT-Budgetnik/show/57581/kompaniya-bmw-podtverdila-svoju-gotovnost-k-polnomu-zapretu-avtomobilej-s-dvs-v-evrope-s-2030-goda
  18. ბაზარზე Bitcoin-თან დაკავშირებული სიტუაცია არ ჰგავს ეკონომიკურ bubble-ს - 2023 წლისთვის აქტივის კოტირებები შესაძლოა 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა აქტივების მართვის კომპანია Fidelity Investments-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელმა ჯურიენ ტიმერმა CNBC-სთან საუბრისას. CoinGecko-ს თანახმად ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 40%-ით. 14 ოქტომბერს კოტირებები გაიზარდა 58 ათას აშშ დოლარზე მეტად. სტატიის წერის დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 57900 აშშ დოლარად. ბირჟა Binance-ის BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. ტიმერის თქმით, Bitcoin-ის ლოკალური აღმასვლა გამოწვეულია ორგანული სპოტ-მოთხოვნებით და არ უკავშირდება სპეკულაციებს, სწორედ ამიტომ იგი სამომავლოდ გაგრძელდება. „ეს არ არის მოკლევადიანი სპეკულაციების იმპულსი, ამიტომ გარკვეულ დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი ეხება საკმაოდ მყარ მოძრაობას და არა bubble-ს, რომელიც მალე უნდა გასკდეს. მოძრაობის ტრაექტორია მიმართულია ზემოთ და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 57 ათას აშშ დოლარიანი დონე სპეკულანტებმა გამოიწვის“ - განაცხადა მან. ტიმერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, Bitcoin და ოქრო ავსებენ ერთმანეთს. ტოპ მენეჯერმა აღიარა პირველი კრიპტოვალუტის უპირატესობა, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მას შეეძლოს ძვირფასი ლითონის ჩანაცვლება. ”Bitcoin-ის ემისია შეზღუდულია, ოქროს კი არ აქვს ქსელის იგივე დინამიკა, როგორც კრიპტოვალუტას, ამიტომ ლოგიკურია, რომ ციფრული აქტივი გადააჭარბებს მას. Bitcoin და ოქრო ერთი გუნდის ორი მოთამაშეა” - თქვა მან. ტიმერის აზრით Bitcoin საფრთხეს არ წარმოადგენს აშშ დოლარის და განსაკუთრებით მისი, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსისთვის საფრთხეს. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის განვითარება პირიქით გარანტიას იძლევა, რომ ამერიკული ვალუტა შეძლებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას. Fidelity-ს წარმომადგენელის თქმით Bitcoin-ის ღირებულება არის ის, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გაცვლის საშუალება. მან ხაზი გაუსვა, რომ მრავალი თვალსაზრისით კრიპტოვალუტის ეს უნარი დამოკიდებულია Lightning Network-ის მსგავს მეორე დონის გადაწყვეტილებებზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Fidelity Investments-ის წარმომადგენლებმა SEC-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს არგუმენტები Bitcoin ETF-ის დამტკიცების სასარგებლოდ. https://forklog.com/v-fidelity-sprognozirovali-rost-bitkoina-do-100-000-k-2023-godu/
  19. კომპანია AMD-მ წარადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული დესკტოპ სერიის ვიდეო დაფების უმცროსი წარმომადგენელი Radeon RX 6600. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია ახალ ვიდეო დაფას Nvidia GeForce RTX 3060 მოდელს უპირისპირებს, რომელიც ასევე ყველაზე დაბალბიუჯეტური დაფაა ამ დროისთვის NVIDIA-ს დესკტოპ სეგმენტში. AMD-ის ახალი ვიდეო დაფა გვევლინება, როგორც გეიმინგისთვის განკუთვნილი მოდელი 1080p გაფართოების პირობებში. ქვემოთ მოცემულია Radeon RX 6600-ის ტესტირების შედეგები რამდენიმე თამაშში, რაც AMD-მ აჩვენა ახალი ვიდეო დაფის პრეზენტაციის დროს. სატესტო სისტემა მოიცავდა დედა დაფა Gigabyte X570 Aorus Master-ს, AMD Ryzen 5 5600X პროცესორს, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიულ მეხსიერებას და ოპერაციულ სისტემა Win10 Pro x64 19041.508-ს. თავად ვიდეო დაფას რას შეეხება, მას აქვს 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, 28 გამომთვლელი ბლოკი (CU) და 32 მბ Infinity Cache. გრაფიკული პროცესორის გეიმინგ სიხშირე შეადგენს 2044 მჰც-ს, სიხშირე აჩქარებისას კი - 2491 მჰც-ს. Radeon RX 6600 დაფის ჯამური სიმძლავრეა 132 ვატი და უზრუნველყოფს 8.93 TFLOPs (FP32) წარმადობას. AMD-ის მთავარმა პარტნიორებმა, როგორებიცაა ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE, XFX, უკვე წარადგინეს ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. ვიდეო დაფის ოფიციალური სარეკომენდაციო ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს, რეალურად კი მითითებულ ფასად მისი შეძენა უბრალოდ შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ მიკროჩიპების ბაზარზე შექმნილ სიტუაციას, მაინინგის მორიგ ბუმს და რითეილერების მადას. https://overclockers.ru/blog/goldas/show/57545/predstavlena-videokarta-amd-radeon-rx-6600-po-rekomendovannoj-roznichnoj-cene-329-dollarov
  20. კომპანია Acer-მა წარადგინა ეკოლოგიური კომპიუტერების სერია Vero, რომელშიც შედის რიგითი სამომხმარებლო ლეპტოპები Aspire Vero და კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი TravelMate Vero მოდელები. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან და მოთავსებულია გადამუშავებულ შეფუთვაში. Acer Aspire Vero-ს კორპუსის 30% გადამუშავებული მასალისაა, აგრეთვე კლავიატურის 50%. 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით 99%-ით გამოდგება მეორადი გადამუშავებისთვის. ლეპტოპი დამყარებულია Intel Core Tiger Lake პროცესორებზე Intel Iris Xe გრაფიკით. პროგრამული უზრუნველყოფა VeroSense მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს გამოყენების რეჟიმი, რომელიც ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობისა და ავტონომიური მუშაობის დროის მხრივ. Acer Aspire Vero-ს აქვს Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა, USB-C პორტი და ორი USB-A კონექტორი. ლეპტოპთან ერთად Acer-მა წარადგინა მაუსი Macaron Vero, მაუსპედი და ლეპტოპის შალითა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული. Acer TravelMate Vero, რომელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადებული, განკუთვნილია ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მას აქვს მე-11 თაობის პროცესორი Intel Core i7, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD. Aspire Vero-ს მსგავსად ეს ლეპტოპიც Windows 11-ზე მუშაობს. ლეპტოპებისა და მათი აქსესუარების პარალელურად Acer-მა წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Veriton Vero Mini, რომელშიც გამოყენებულია vPro ტექნოლოგიის მქონე Intel Core პროცესორები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Wi-Fi 6E. მინი პერსონალურ კომპიუტერთან ერთად Acer-მა გამოუშვა მონიტორი Vero BR277, რომლის კორპუსის 50% გადამუშავებული პლასტმასისაა. მოწყობილობას აქვს Full HD გაფართოების IPS მატრიცა, დისპლეი დაფარულია არეკვლის საწინააღმდეგო პანელით - ComfyView. ტექნოლოგია BlueLightShield ამცირებს თვალებისთვის მავნე ლურჯ გამოსხივებას. რა თქმა უნდა, კომპიუტერის და მონიტორის შეფუთვებიც გადამუშავებად მასალას წარმოადგენს. Acer-მა ისაუბრა პროგრამა Earthion-ის წარმატების შესახებ, რომელიც არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. დღესდღეობით Acer-მა, მისი გლობალური ქვეგანყოფილებებისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, წარმატებით მიაღწია 2020 წლის მიზანს - მავნე ნარჩენები 60%-ით შეამცირა. კომპანია ამჟამად მიმართავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულიად გადასვლისთვის საჭირო ზომებს, რაც 2035 წლისთვის უნდა შესრულდეს. Acer Aspire Vero-ს ფასი 699 აშშ დოლარია, TravelMate Vero-ს საბაზისო ვერსია მასზე 200 აშშ დოლარით მეტი ღირს. მონიტორი Vero BR277 გაიყიდება 299 $-ად, მაუსი Macaron Vero – 25 აშშ დოლარად, ეკოლოგიურად სუფთა მაუსპედი - 20$-ად, ლეპტოპის ქეისის ფასი კი 25 აშშ დოლარი იქნება. https://3dnews.ru/1051203/acer-predstavila-semeystvo-ekologichnih-kompyuterov-vero-v-nih-ispolzuetsya-pererabotanniy-plastik
  21. ედვარდ სნოუდენი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია. მან გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის მხრიდან როგორც საკუთარ, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე განხორცილებული უკანონო თვალთვალის შესახებ. სნოუდენმა, რომელიც ამჟამად უფლებადამცველია, ამჯერად ისაუბრა სახელმწიფო ციფრული ვალუტების შესაძლო საფრთხის შესახებ, როგორიცაა ციფრული დოლარი ან ციფრული იუანი. სნოუდენი აცხადებს, რომ მსგავსი ვალუტები ხელისუფლებას აქცევს ნებისმიერი ტრანზაქციის ცენტრად: ამით ეს ვალუტები წარმოადგენს კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული და ყოველგვარი გარე კონტროლისგან თავისუფალი იდეის დამახინჯებას. ასევე, ზოგიერთი უფლებადამცველი, იურისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალუტების ფართოდ დანერგვა საშუალებას მისცემს ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ჩინეთი, განახორციელონ დამატებითი ზეწოლა მათ მიმართ არალოიალურ მოქალაქეებზე. „ასეთი ვალუტა სპეციალურად იქმნება იმისთვის, რომ მოგაკლოთ თქვენი საკუთარი ფულის ფლობის ფუნდამენტური უფლება“ - განაცხადა სნოუდენმა, გადაჭრით დაუპირისპირდა ცენტრალური ბანკების ვალუტებს და აღნიშნა, რომ დოლარების უმეტესობა ფაქტობრივად უკვე ციფრულია (აქ მან როგორც ჩანს იგულისხმა უნაღდო ანგარიშსწორებების ჩაწერა ბანკების მონაცემთა ბაზებში). https://bit.ly/3DvQADw
  22. AMD-ის მიერ გახმაურდა „ოთხი სვეტის სტრატეგია“ - ესენია: ბირთვების არქიტექტურა, ტექნოპროცესი, პროცესორის სიხშირე და პლატფორმა. მარტივად რომ ვთქვთ, თავდაპირველად კომპანიის ინჟინრები ქმნიან ახალ მოწინავე არქიტექტურას, შემდეგ კი ახდენენ მის ოპტიმიზაციას ახალ ტექნოპროცესზე (ამჟამად ეს არის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი). არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაქტის სიხშირე, გარკვეული სიმძლავრე სხვადასხვა პროგრამაში, აგრეთვე პლატფორმა, რომლის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი. როდესაც დიდი და პატარა ბირთვების შესახებ ჰკითხეს, AMD-ის წარმომადგენელმა ცალსახად უპასუხა: არ მოხდება ექსპერიმენტები არქიტექტურაზე მომავალ თაობაში. კომპანია გადავა უკვე დადგენილი კურსის პარადიგმაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პროცესორები არაკონკურენტული იქნებიან. წითელი გუნდის ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან მაღალსიჩქარიანი და ამავე დროს მცირე ზომის ბირთვები, რომელთა წარმადობა უკეთესი იქნება, ხოლო ენერგოეფექტურობა უფრო მაღალი, ვიდრე Zen 3-ს შემთხვევაშია. აგრეთვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს მომდევნო თაობის პლატფორმას (АМ5) ექნება PCIe 5.0-ს, აგრეთვე DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამასთან, მოწინავე გაგრილების სისტემების მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იყონ - მათ თავსებადობას პირდებიან. მოსალოდნელია, რომ პირველი არქიტექტურა, რომლის ფარგლებში ყველა ხსენებული სიახლე რეალიზდება, იქნება Zen 4. ამჯერად AMD-ს არ უსაუბრია მოსალოდნელ სიჩქარის მატებასა და IPC-ზე. შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ახალი პროცესორების გამოსვლამდე ჯერ კიდევ მთელი წელია წინ. შეძლებს Intel მთელი ამ დროის მანძილზე ბაზარზე დომინირებას? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Alder Lake თაობა მაღალ წარმადობას დემონსტრირებს. AMD ბრძოლის გარეშე არ დარჩება. მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება 3D V-Cache ტექნოლოგიის მქონე ახალი Ryzen პროცესორების გაყიდვა. მოსალოდნელია, რომ იგი ამჟამინდელ მოდელებთან შეადრებით 15%-ით სწრაფი იქნება გეიმინგში. როგორც ჩანს საინტერესო წელი გველოდება: ოპონენტები უკვე დიდი ხანია არ ყოფილან განწყობილნი ასე სერიოზულად, მათი გეგმები ასეთი შთამბეჭდავი ამ დრომდე ჯერ არ ყოფილა. https://bit.ly/3DEwA1Q
  23. Apple-ის ხელმძღვანელობამ წინა კვარტალურ ღონისძიებაზე უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი იმოქმედებს კომპანიის სმარტფონების საკმარისი რაოდენობის წარმოების უნარზე, თუმცა მანამდე ყველაფერი ძირითადად შემოიფარგლებოდა პლანშეტებით და ლეპტოპებით. გარკვეული ცნობების თანახმად Apple იძულებული იქნება მიმდინარე წელს გამოუშვას არა 90 მილიონი, არამედ დაახლოებით 80 მილიონი უახლესი თაობის iPhone-ები. ფოტოს წყარო: Bloomberg კომპანიის გეგმების კორექტირება ტრადიციულად გაახმაურა სააგენტო Bloomberg-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მიზეზად, რამაც Apple აიძულა გეგმებისთვის გადაეხედა, მოხსენიებულია გარე ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი, რომელთა ნაწილს კომპანიას აწვდიან Texas Instruments და Broadcom. პირველი მათგანი Apple-ს აწვდის სმარტფონის დისპლეისთვის განკუთვნილ კვების კონტროლერებს, მეორე სპეციალიზდება სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ Texas Instruments-ს ჯერ კიდევ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი პროდუქცია, Broadcom მთლიანად ეყრდნობა კონტრაქტორების მომსახურებას და სიტუაცია ამ სფეროში არ არის ნორმალური. კომპონენტების ნაკლებობა უკვე ახდენს გავლენას შეკვეთილი ახალი თაობის iPhone-ების მოლოდინის დროზე. Apple-ის ვებ-გვერდი პირველ მყიდველებს სთავაზობს შეძენილ სმარტფონებს ელოდონ დაახლოებით 1 თვე, ამჟამად ყველა მოდელი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი არ არის გარე სავაჭრო ობიექტებში. მეოთხე კვარტალი Apple-ისთვის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი შემოსავლის, დაახლოებით 120 მლრდ აშშ დოლარის მიღების გენერატორი, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ასევე აღემატება ყველა წლიურ მოგებას კომპანიისთვის ათწლიან პერიოდში. Apple-ის შესაძლებლობა, განახორციელოს Watch Series 7-სა და რამდენიმე სხვა პროდუქტის მიწოდება - ასევე დაზარალდა კომპონენტების დეფიციტის შედეგად. https://bit.ly/3vebGDx
  24. კრიპტო ბირჟა Binance-მა გამოაცხადა, რომ შექმნა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდი Binance Smart Chain-ის (BSC) ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ფონდი ოთხ კატეგორიად იყოფა: ტალანტების განვითარების პროგრამა (100 მლნ $); ლიკვიდურობის სტიმულირების პროგრამა (100 მლნ $); პროგრამა დეველოპერებისთვის (300 მლნ $); საინვესტიციო და საინკუბაციო პროგრამა (500 მლნ $); ბოლო კატეგორია ორიენტირებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტარტაპების დაფინანსებაზე, მათ შორის ვირტუალური რეალობისა და მეტასამყაროს სეგმენტების თამაშებისა და პროგრამების ჩათვლით. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ახალი ფონდი დააჩქარებს ციფრული აქტივების გლობალურ მიღებას და BSC-ს აქცევს „პირველ მსგავსი ტიპის ბლოკჩეინ ეკოსისტემად მილიარდობით მომხმარებლით“. ამ სიახლის ფონზე CoinGecko-ს თანახმად ტოკენ Binance Coin-ის (BNB) ფასი ბოლო საათებში 7.7%-ით გაიზარდა. კოტირებებმა მიაღწია 428 აშშ დოლარს, ამჟამად ისინი დაკორექტებულია 426 აშშ დოლარის დონეზე. ბირჟა Binance-ის BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. 2021 წლის აპრილში Binance Smart Chain ქსელში დაფიქსირდა დღეში ტრანზაქციების რეკორდული რაოდენობა - 9.13 მილიონი. იმ დროს იგი თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა Ethereum-ის ბლოკჩეინის მაჩვენებელს. https://bit.ly/3AAfXlT
  25. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაასრულა 2012 წლიდან წარმოებული GeForce 600 და 700 სერიების ვიდეო დაფების მხარდაჭერა, ახალი დრაივერები მათთვის აღარ გამოვა. მიმდინარე კვირაში გამოვიდა დრაივერი Game Ready Drivers 496.13, რომელსაც არ აქვს არქიტექტურა Kepler-ზე დამყარებული ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გამონაკლისები გახდა არქიტექტურა NVIDIA Maxwell-ზე დამყარებული GeForce GTX 750 Ti, GeForce GTX 750, GeForce GTX 745. ვიდეო დაფების სრული ჩამონათვალი, რომელთა სასიცოცხლო ციკლი დასრულდა, ამგვარად გამოიყურება: NVIDIA კვლავ გამოუშვებს უსაფრთხოების განახლებებს ძველი გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის, მაგრამ ამიერიდან მთელი ძირითადი ყურადღება დაეთმობა Maxwell, Pascal, Turing და Ampere არქიტექტურებზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვიდეო დაფები აღარ იმუშავებს. მაგრამ ახალ პროექტებზე მათი ოპტიმიზება აღარ მოხდება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათ წარმადობასა და სტაბილურობაზე. Kepler არქიტექტურის ვიდეო დაფები კარგად ემსახურა გეიმერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით GTX 660, რომელიც შეიძლება უკვე ლეგენდარულად ჩავთვალოთ, თუმცა ამ ვიდეო დაფების დრო წავიდა და წინ სიარულის დრო დადგა მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაფებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ რთულია. https://bit.ly/2YH4BiC
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.