Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5926
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Posts posted by Magdalena

  1. NVIDIA-მ მიანიშნა, რას მიეძღვნება წელს ყოველწლიური კონფერენცია Graphics Technology Conference (GTC). ღონისძიება 18 მარტს არის დაგეგმილი და მთლიანად ორიენტირებული იქნება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უახლეს განვითარებასა და ტექნოლოგიებზე. გრაფიკული პროცესორების დეველოპერი GTC 2024-ს უწოდებს „ნომერ პირველ კონფერენციას ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის“. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: VideoCardz 

    ბოლო სამი წლის განმავლობაში NVIDIA GTC კონფერენციებს ექსკლუზიურად ვირტუალურ ფორმატში ატარებს, ხოლო წელს კომპანიამ გადაწყვიტა ღონისძიების ოფლაინ ჩატარება. როგორც წესი, თითოეული GTC შედგება სხვადასხვა ლექციის, სემინარების და სხვა დეველოპერების ღონისძიებებისგან. თუმცა, კონფერენციის მთავარი მოვლენაა გახსნის კონფერენცია, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებს NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი. ყველაზე ხშირად GTC კონფერენციის თემები დაკავშირებულია მონაცემთა ცენტრებსა და სამუშაო სადგურების ტექნოლოგიებთან, მაგრამ წელს ღონისძიების მთავარი თემა იქნება ყველაფერი, რაც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, GTC 2024-ზე NVIDIA ისაუბრებს ახალ სპეციალიზებულ ზოგადი დანიშნულების ამაჩქარებლებზე (GPGPU). 

    სავარაუდოდ, კომპანია გააზიარებს ინფორმაციას ახალ არქიტექტურა Blackwell-ისა და მასზე დამყარებული B100 და GB200 ამაჩქარებლების შესახებ. ახალი პროდუქტები ჩაანაცვლებს Hopper არქიტექტურას, რომლის საფუძველზეც მზადდება სპეციალიზებული AI ამაჩქარებლები H200 და GH200. NVIDIA-მ ადრე ახსენა ახალი თაობის B100 და GB200 ამაჩქარებლები სამომავლო პროდუქტების გეგმებში. 

    image.jpeg 

    NVIDIA-ს პროდუქტების გამოშვების გეგმა მონაცემთა ცენტრების და სპეციალიზებული ამაჩქარებლებისთვის 

    სამომავლო GTC 2024-ის ოფიციალურ თიზერში NVIDIA-მ აღნიშნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ციფრული რეკლამის შესაქმნელად, ახლახანს დანერგილი Chat with RTX chatbot, საწარმოო მეტასამყარო SyncTwin-ისგან, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოსახულების შესაქმნელად Refik Anadol Studio-სგან, ასევე OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ქმის კოდს Blender-ის ანიმაციისთვის. 

    გასული GTC კონფერენციები თითქმის არასდროს შეხებია სამომხმარებლო გრაფიკის სეგმენტს, თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, GTC 2014-ზე შედგა TITAN Z სერიის ვიდეო ბარათების წარდგენა. 

  2. image.jpeg 

    Stablecoin-ების მთლიანი კაპიტალიზაციის დაახლოებით 99% მიბმულია აშშ დოლართან, რაც აძლიერებს მის, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსს. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა კრისტოფერ უოლერმა განაცხადა. 

    „ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტებმა, როგორიცაა Bitcoin, შეიძლება ჩაანაცვლოს აშშ დოლარი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. მაგრამ DeFi სექტორში გარიგებების უმეტესობა იყენებს დოლართან დაკავშირებულ Stablecoin-ებს. Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 99% მიბმულია დოლართან, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტო აქტივები ფაქტობრივად დოლარში ვაჭრობენ,” - განმარტა მან. 

    უოლერის თქმით ციფრული აქტივების ინდუსტრიის სწრაფი განვითარება აშშ-ის ვალუტას დომინანტურ როლს არ შეასუსტებს, პირიქით - გააძლიერებს მის გავლენას. 

    „მე მჯერა, რომ აშშ დოლარი უახლოეს დროში არ დაკარგავს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსს. მე არც კი ველოდები მისი დომინირების მნიშვნელოვან შემცირებას ვაჭრობასა და ფინანსებში, ”- აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველმა. 

    2022 წლის შემოდგომაზე უოლერმა გააკრიტიკა ციფრული დოლარის გაშვების იდეა. მას მიაჩნია, რომ CBDC არ გააძლიერებს ამერიკული ვალუტის პოზიციას საერთაშორისო არენაზე. 

    2023 წლის ოქტომბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წარმომადგენელმა მიშელ ბოუმანმა ეჭვქვეშ დააყენა ციფრული დოლარის გაშვების მიზანშეწონილობა. ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაფართოება და საგადახდო სისტემაში რყევების მოგვარება შესაძლოა დამახასიათებელი იყოს არა მხოლოდ Bottom of FormCBDC-სთვის. 

  3. NVIDIA-მ წარადგინა სუპერკომპიუტერი Eos, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვის. იგი აღჭურვილია 576 NVIDIA DGX H100 სისტემით, რომელთაგან თითოეული მოიცავს 8 H100 ამაჩქარებელს - სულ გამოყენებულია 4608 ერთეული. სისტემები დაკავშირებულია NVIDIA Quantum-2 InfiniBand არქიტექტურის გამოყენებით (400 გბ/წმ). სუპერკომპიუტერი ასევე შეიცავს 1152 პროცესორ Intel Xeon Platinum 8480C-ს, თითოეული მათგანი 56-ბირთვიანია. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: nvidia.com 

    NVIDIA Eos სუპერკომპიუტერი უზრუნელყოფს AI აპლიკაციების 18.4 Eflops (FP8) წარმადობას, დაახლოებით 9 Eflops-ს - FP16 გამოთვლებში და 275 Pflops წარმადობას - FP64-ში. კომპანიამ მის შესახებ თითქმის ერთი წლის წინ გამოაცხადა და დეტალურად ისაუბრა გასული წლის ნოემბერში გამოფენა Supercomputing 2023-ზე - სუპერკომპიუტერი ახლა მზად არის მუშაობის დასაწყებად. კომპანია აღნიშნავს, რომ Eos-ს შეუძლია გაუმკლავდეს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდ სამუშაო დატვირთვას ენის დიდი მოდელების, სარეკომენდაციო ალგორითმების, კვანტური სიმულაციების და სხვათა მომზადებისთვის. სუპერკომპიუტერი TOP500-ის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. 

    NVIDIA Eos-ის მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს NVIDIA-ს მძლავრი ამაჩქარებლები და ინტერფეისები, ასევე მისი პროგრამული უზრუნველყოფNVIDIA Base Command და NVIDIA AI Enterprise. „Eos-ის არქიტექტურა ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვისთვის, რომელიც მოითხოვს ულტრა დაბალ შეყოვნებას და მაღალი სიჩქარის კავშირებს ამაჩქარებლების კლასტერში, რაც მას იდეალურად აქცევს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააფართოვონ ხელოვნური ინტელექტის კომპლექსები. როდესაც საწარმოები და დეველოპერები მთელს მსოფლიოში ცდილობენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ძალა, Eos გახდება ძირითადი რესურსი, რომელიც გვპირდება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებისკენ მიმავალი გზა დააჩქაროს ყველა ორგანიზაციისთვის,” - განაცხადა NVIDIA. 

  4. Lenovo-მ დააანონსა ტრანსფორმერი ლეპტოპი Yoga Book 9 (13IMU9), რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ორი დისპლეი. გარდა ამისა, მას აქვს Bluetooth კლავიატურა, ასევე შესაძლებელია სტაილუსის გამოყენება. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Lenovo 

    Yoga 9 Book-ს აქვს ორი 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. თითოეული მათგანის გაფართოებაა 2.8K, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, 400 კდ/²-მდე სიკაშკაშე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. პანელბს აქვს Eyesafe Certified 2.0, Dolby Vision, VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატები და სენსორული მართვის მხარდაჭერა. 

    image.jpeg 

    ლეპტოპის აპარატული საფუძველია პროცესორი Intel Core Ultra 7 155U ინტეგრირებული გრაფიკით Intel Arc. ტრანსფორმერი ლეპტოპის მაქსიმალურ კომპლექტაციას აქვს 32 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. მოწყობილობასთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენება Bluetooth-კლავიატურა Yoga Book 9 KB და საფირმო სტაილუსი Lenovo Digital Pen 3. 

    image.jpeg 

    ლეპტოპის აუდიო ქვესისტემა შედგება Bowers & Wilkins-ის ოთხი დინამიკისაგან: ორი მათგანია დაბალი სიხშირის დინამიკი 2 ვატი სიმძლავრით და ორი - მაღალი სიხშირის დინამიკი ასევე 2 ვატი სიმძლავრით. მხარდაჭერილია Dolby Atmos და Smart Amplifier (AMP) ტექნოლოგიები. წინა მხარეს განთავსებულია ორი მიკროფონი და 5-მეგაპიქსელიანი კამერა IR სენსორით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 80 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C-ის საშუალებით 65 ვტ-მდე სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. 

    image.jpeg 

    კომპანიას Yoga Book 9-ს გაყიდვაში გამოსვლის დრო და ფასი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. 

  5. image.jpeg 

    Bitcoin-ის ქსელის საერთო გამოთვლითი სიმძლავრე შესაძლოა 20%-ით შემცირდეს განახევრების შემდეგ, ნათქვამია მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო საინვესტიციო კომპანია Galaxy Digital-ის მოხსენებაში Coin Metrics-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ამრიგად, ანაზღაურების განახევრების შემდეგ მაინერების ნაწილი გამორთავს ზოგიერთ მოწყობილობას, რის გამოც ექსპლუატაციაში მხოლოდ ყველაზე მომგებიანი აღჭურვილობა დარჩება, ამბობენ ექსპერტები. ექსპერტების აზრით 2023 წლის ბოლოს Bitcoin-ის ჰეშრეიის 70%-ზე მეტი ASIC მაინერების რვა მოდელის მიერ იქნა წარმოებული. 

    ჰალვინგი - განახევრება, არის ბლოკჩეინში მოპოვებული ბლოკისთვის მაინერების ჯილდოს ორმაგი შემცირება, რომელიც ჩართულია Bitcoin-ის კოდში; ეს ხდება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ. თავდაპირველად მაინერებმა მიიღეს 50 BTC, 2012 წლის 28 ნოემბერს თანხა შემცირდა 25 BTC-მდე, 2016 წლის 9 ივლისს - 12.5 BTC-მდე, 2020 წლის 11 მაისს - 6.25 BTC-მდე. 2024 წლის აპრილში ჯილდო შემცირდება 3.125 BTC-მდე. 

    ექსპერტების აზრით „იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მგრძნობიარეა ASIC-ის სხვადასხვა მოდელების უკუჩვენებების დონეები აქტივების ფასისა და ტრანზაქციის საკომისიოების მიმართ, ჰეშრეიის 15-20% „შესაძლოა ავტონომიურ რეჟიმში გადავიდეს“. ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მივიდნენ ელექტროენერგიის ფასების, Bitcoin-ის 45 ათასი აშშ დოლარი ღირებულების, მოპოვებული ბლოკის 3.125 BTC ჯილდოს და 15% ტრანზაქციის საკომისიოს გათვალისწინებით. 

    Galaxy-ის უფრო კონსერვატიული შეფასებით მიიჩნევა, რომ თითქმის ყველა მოძველებული მაინინგ მოწყობილობა, კერძოდ, Bitmain-ის S9, Canaan-ის A1066 და MicroBT-ის M32 გამოოირთვება, ხოლო MicroBT M20S და Bitmain S17 მოდელების დაახლოებით ნახევარი შეძლებს ონლაინ რეჟიმში დარჩენას. ეს ხუთი მოდელი უზრუნველყოფდა Bitcoin-ის ჰეშრეითის დაახლოებით 15%-ს 2023 წლის ბოლოს. 

    ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ განახევრება არ მოახდენს ასეთ დრამატულ გავლენას Bitmain-ის Antminer S19-სა და S19J Pro-ზე, ასევე Canaan-ის A1246-ზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ გამოთვლითი სიმძლავრის ნახევარზე მეტს. მაინერებს შეუძლიათ მოწყობილობების გამორთვა მხოლოდ ელექტროენერგიის შედარებით მაღალი ღირებულების გამო, განმარტა Galaxy-მ. 

    ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ზოგიერთმა ბიზნეს გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ შეფასებებზე. ამრიგად, მაინერები, რომლებიც მუშაობენ „ძველ და არაეფექტურ მოწყობილობებზე“, სავარაუდოდ მიიღებენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ეფექტურობისა და მუშაობის გასაუმჯობესებლად, ხოლო ზოგიერთი მოდელი შეიძლება გადავიდეს ისეთ რეგიონებში, სადაც დაბალი ენერგო ხარჯებია. 

    იანვარში Bitcoin-ის ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრე 25%-ით შემცირდა ტეხასის ცივ ამინდის გამო, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მაინერების გათიშვა ელექტროგადამცემი ქსელიდან. გათიშულ იქნა ოთხ გიგავატზე მეტი ელექტროენერგია. 

  6. Intel ქმნის გეიმინგ გრაფიკის გაუმჯობესების ტექნოლოგიას, რომელსაც გამოიყენებს მომავალი Lunar Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი, ასევე გრაფიკული ბარათები, რომლებიც დამყარებული იქნება სამომავლო Xe არქიტექტურაზე. საუბარია ადაპტირებულ ფილტრზე გამოსახულების სიმკვეთრის შესაცვლელად. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: VideoCardz 

    გამოსახულების სიმკვეთრის ადაპტაციური ფილტრი მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ფილტრი, რომელიც დღეს გამოიყენება თამაშებში გამოსახულების სიმკვეთრის გასაუმჯობესებლად, თუმცა იგი უფრო ინტელექტუალური იქნება. ტექნოლოგიას შეეძლება გაზარდოს სიმკვეთრე არა მთლიანი თამაშის კადრების შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მის გარკვეულ ადგილებში (მაგალითად, კადრში არსებული სიმბოლოები), თავიდან აიცილოს სიმკვეთრე გამოსახულების იმ ადგილებში, სადაც ეს ფილტრი არ არის საჭირო (მაგალითად, ფონზე). როგორც Intel-ის ინჟინერმა Nemesa Garg-მა აღნიშნა, ახალი ადაპტური სიმკვეთრის ფილტრის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ პროგრამებში, ასევე ოპერაციული სისტემის შიდა ვიდეოებისთვის. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Intel 

    ადაპტური სიმკვეთრის ფილტრის მუშაობაზე პასუხისმგებელი იქნება აპარატული ბლოკი Display Engine. ტექნოლოგია შექმნილია Lunar Lake პროცესორების გრაფიკულ ბირთვსა და Xe გრაფიკული არქიტექტურის ნებისმიერ სამომავლო ვერსიებზე მუშაობისთვის. ფილტრს აქვს მინიმალური ენერგომოხმარება და პრაქტიკულად არ მოახდენს გავლენას წარმადობაზე, რაც მნიშვნელოვანია Lunar Lake-ისთვის, ვინაიდან საუბარია ენერგოეფექტურ მობილურ ჩიპებზე. 

    Intel-ს არ გამოუცხადებია ზუსტი დრო, თუ როდის წარადგენს Lunar Lake პროცესორებს, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. ხსენებული ჩიპები გამოჩნდება დესკტოპ და მობილურ Arrow Lake პროცესორებთან ერთად. თუ Arrow Lake-ში გამოყენებული იქნება Xe-LPG გრაფიკულ არქიტექტურა, მაშინ Lunar Lake-ში რეალიზებული იქნება უფრო მოწინავე Xe2-LPG გრაფიკა. 

    • Upvote 1
  7. Meta-მ მეორე თაობის სმარტ სათვალე Ray-Ban Meta ჰედსეტ Quest 3-თან ერთად დააანონსა. მოწყობილობა - ეს არის სათვალის, კამრების და ღია ტიპის ყურსასმენის კომბინაცია ნეიროქსელ Meta AI-სთან ერთად. ექსპერტების აზრით სათვალის დიზაინი პრაქტიკულად იდეალურია, ხოლო კამერის და ხმის ხარისხი უკეთესის სურვილს აჩენს. მარკ ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ სათვალე იმაზე უკეთ იყიდება, ვიდრე იმედოვნებდა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Meta 

    ყველაზე მეტად კამერისა და ხმის ხარისხის გარდა ექსპერტები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ ყველაზე საინტერესო ფუნქციები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ბეტა-ტესტირების მონაწილეებისთვის. ამის მიუხედავად სათვალეში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი მათთვის "მოწესრიგებულად" გამოიყურება. არასახარბიელო მიმოხილვების შემდეგ სმარტ სათვალის წარმატებულმა გაყიდვებმა, როგორც ჩანს, Meta გააოცა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შედეგად შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებები კომპანიის სტრატეგიაში, რომელიც თავდაპირველად დიდ ფსონს არ დებდა სმარტ სათვალეზე. 

    სმარტ სათვალე Ray-Ban-ის მფლობელებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ Meta სავარაუდოდ გააგრძელებს ახალი ფუნქციებისა და განახლებების გამოშვებას, როგორიცაა ახლახან გამოსული 2.0 ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფა. სათვალის პოპულარობა აარიდებს მას ჰედსეტის Meta Quest Pro-ს ბედს, რომელიც იღებს firmware-ის მხოლოდ იშვიათ შესწორებებს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მთლიანი Quest პლატფორმის ნაწილია. შესაძლებელია, რომ სმარტ სათვალე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს Meta-სთვის, როგორც Quest ჰედსეტი. 

    image.jpeg 

    დიდია Ray-Ban-სა და Meta-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის ალბათობა, თანაც ახალი გაჯეტები უნდა გამოვიდეს რაც შეიძლება მალე, რათა შესაძლებელი გახდეს ამჟამინდელი თაობის სმარტ სათვალის მომგებიანობის მიღება. გარდა ამისა, სმარტ სათვალის ზოგიერთი პოპულარული ხელოვნური ინტელექტის მახასიათებელი შეიძლება გამოჩნდეს სხვა მოწყობილობაზე, მაგალითად Quest 3-ზე ან Quest Pro 2-სა და Quest 4-ზე, რომლებიც ჯერ არ დაანონსებულა. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები განსაკუთრებით აქტუალური ხდება Quest პლატფორმისთვის, რადგან მას უწევს ინტენსიური კონკურენცია ვირტუალური და შერეული რეალობის სფეროებში სულ უფრო პოპულარულ Apple Vision Pro-სთან. 

  8. image.jpeg 

    ! მოცემული სტატია განკუთვნილია მხოლოდ ინფორმაციული მიზნითვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. 

    ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გადახდების დაგეგმილი გაშვების შესახებ განაცხადა. მოსალოდნელია, რომ პლატფორმის გადახდის სერვისი წლის შუა რიცხვებში ამოქმედდება. ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადახდის პლატფორმა გამოიყენებს კრიპტოვალუტა Dogecoin-ს (DOGE) გადახდის მთავარ წყარო. ამ ჰიპოთეზამ განაპირობა ტოკენის მნიშვნელოვანი დადებითი აღმასვლა. 

    CoinMarketCap-ის თანახმად Dogecoin-ის (DOGE) ფასი კვირაში 2.85%-ით 0.08-მდე აშშ დოლარამდე გაიზარდა, ამავდროულად Dogecoin-ის ქომიუნითიში განწყობა გახდა უფრო პოზიტიური. მიუხედავად დეტალური ინფორმაციის ნაკლებობისა, საზოგადოება მოელის, რომ ტოკენის ღირებულება გაიზრდება ახალი დეტალების გამოჩენის შემდეგ. 

    მასკი Dogecoin-ის (DOGE) ცნობილი მხარდამჭერია. წარსულში მისმა განცხადებებმა პროექტთან დაკავშირებით ფასების მასიური ზრდა გამოიწვია. ამჯერად ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ გავლენა გაცილებით დიდი იქნება Dogecoin-ისა და X-ის გადახდების პირდაპირი კავშირის გამო. 

    X-ის გადახდების შესახებ გამოცხადება ხელს უწყობს Dogecoin-ის (DOGE) ფასის ზრდას. CoinGecko-ს თანახმად ტოკენის სავაჭრო მოცულობა მუდმივად იზრდება, ხოლო ზრდის პოტენციალი ოფიციალური განცხადების შემდეგ ჯერ სრულად არ არის გამოვლენილი. 

    კიდევ ერთი საკვანძო პროექტი, რომელიც მოსალოდნელია, რომ X-payments-ის ამოქმედებიდან სარგებელს მიიღებს, არის Algotech (ALGT). 

    Algotech ინვესტორების ყურადღებას იპყრობს ალგორითმული სავაჭრო პლატფორმის წინასწარი გაყიდვების შთამბეჭდავი შედეგები. Algotech-ს (ALGT) აქვს სწრაფი ზრდის ყველანაირი შესაძლებლობა X Payments-ის ოფიციალური გაშვების შემდეგ. Fintech-პლატფორმა კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა უნიკალური ფასის შეთავაზების გამო. ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ პლატფორმა, რათა მიიღონ მონაცემები გარღვევის შესაძლებლობების, საშუალო რევერსიისა და ჰეჯირების შესახებ. 

    Algotech-მა (ALGT) უკვე დაამტკიცა თავისი საბაზრო პოტენციალი - 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი -წარმატებული კერძო რაუნდის შემდეგ. სულ რაღაც ორ დღეში პლატფორმამ მოახერხა განვითარებისა და გაფართოების შემდეგი დონის მხარდასაჭერად საჭირო თანხების მოზიდვა. გარდა ამისა, პროექტმა ახლახან გამოაქვეყნა ქომიუნითიზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მფლობელებს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება. 

    ქომიუნითის წევრებს აქვთ უფლება მართონ დ მიიღონ მოგების წილი, ასევე წვდომა მოწინავე ალგორითმულ ვაჭრობაზე. Algotech-ის (ALGT) ღირებულების შეთავაზებამგი პოპულარულ არჩევანად აქცია ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ ისარგებლონ გლობალური Fintech ბაზრის ზრდი. ბაზრის ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ X Payment-ის ამოქმედების შემდეგ ტოკენის ფასი შეიძლება გაიზარდოს 10-ჯერ ამჟამინდელ წინასწარი გაყიდვის ფას 0.04 აშშ დოლართან შედარებით. 

  9. რამდენიმე მიმომხილველმა მოახერხა ახალ MSI Claw პორტატულ გეიმინგ კონსოლ MSI Claw-ს შედარება ASUS-ის ROG Ally-სთან. ორვე კონსოლს აქვს თითქმის იდენტური 7-დუიმიანი ეკრანი ერთნაირი გაფართოების მარდაჭერით, აგრეთვე 16 გბ LPDDR5-6400 ოპერატიული მეხსიერება, თუმცა აქვთ სრულიად განსხვავებული პლატფორმები. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: VideoCardz 

    MSI-სა და ASUS-ის კონსოლების მთავარი განსხვავება პროცესორებშია.  MSI Claw აგებულია Meteor Lake სერიის Intel Core Ultra ჩიპებზე, ხოლო ASUS ROG Ally-ში გამოყენებულია AMD Ryzen Z1 სერიის ჩიპები.  

    image.jpeg 

    image.jpeg 

    MSI Claw-ს ტესტები ჩატარდა პროცესორის ენერგმოხმარების სხვადასხვა დონეზე. ROG Ally-სა და MSI Claw-ს აქვთ TDP-ის რამდენიმე პარამეტ, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ კონსოლების წარმადობა კონკრეტული თამაშის სისტემური მოთხოვნების საფუძველზე, ისევე როგორც ბატარეის დარჩენილი მუხტი. MSI Claw-ს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, რომელსაც თეორიულად შეუძლია უზრუნველყოს უფრო ხანგრძლივი გამოყენება ან უფრო მაღალი ენერგიის რეზერვი იდენტური სამუშაო დროის განმავლობაში. სისტემას შეუძლია იმუშაოს 40 ვატამდე TDP-ზე, მაგრამ პრაქტიკაში პროცესორის მოხმარება მერყეობს 35-დან 40 ვატამდე. 

    image.jpeg 

    MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და ASUS ROG Ally Ryzen Z1 Extreme-ის ბაზაზე 15-ვატიან რეჟიმში 

    თამაშ Shadow of the Tomb Raider-ში MSI-ს კონსოლი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ROG Ally-ს. ჩინურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთი მიმომხილველის თქმით MSI-ს კონსოლი კონკურენტთან შედარებით ნელი აღმოჩნდა ოთხივე TDP რეჟიმის გამოყენებისას: 15 ვტ, 20 ვტ, 25 ვტ და მაქსიმალური მაჩვენებლისას, რომელიც შეადგენს 40 ვატს Claw-ისთვის და 30 ვატს ROG-ის შემთხვევაში. 

    image.jpeg 

    MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და ASUS ROG Ally Ryzen Z1 Extreme-ის ბაზაზე TDP 20 ვატ რეჟიმში 

    ქვემოთ მოცემულია ცხრილი გეიმინგ ტესტების შედეგებით სხვადასხვა TDP-ით, ეკრანის გაფართოებით და გრაფიკული პარამეტრებით. უნდა განვმარტოთ, რომ MSI Claw-ს შემთხვევაში გამოყენებული იყო 16-ბირთვიანი და 22-ნაკადიანი Intel Core Ultra 7 155H-ზე დამყარებული ვერსია 4.8 გჰც-მდე სიხშირით, რომელიც მოიცავდა რვაბირთვიან Intel Arc გრაფიკულ ქვესისტემას. 

    image.jpeg 

    ზოგიერთმა ჩინელმა მიმომხილველმა ასევე გააზიარა ინფორმაცია MSI Claw-ვერსიის გეიმინგ წარმადობის შესახებ, რომელიც აგებული იყო 14-ბირთვიან და 18-ნაკადიან Core Ultra 5 135H ჩიპზე, რომლის სიხშირეა მაქსიმუმ 4.6 გჰც და აქვს 7 გრაფიკული ბირთვი. პროცესორების მახასიათებლებში შედარებით მცირე განსხვავებების მიუხედავად წარმადობის მხრივ განსხვავება მეტად შესამჩნევი აღმოჩნდა - განსაკუთრებით თამაშ Cyberpunk 2077-ში, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ხედავთ: 

    image.jpeg 

    MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და MSI Claw Core Ultra 5 135H ჩიპით 20 ვატზე 

    image.jpeg 

    MSI Claw Core Ultra 5 135H ჩიპით და ASUS ROG Ally Z1 Extreme-ის ბაზაზე 20-ვატიან რეჟიმში 

    Cyberpunk 2077-ში Core Ultra 5 135H-ზე დამყარებული MSI Claw უზრუნველყოფდა საშუალოდ 22.53 fps-ს, ხოლო Core Ultra 7 155H-ზე დამყარებული ვერსია - საშუალოდ 29.78 fps-ს. 

    image.jpeg 

    მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული გეიმინგ ტესტი ჩატარდა დრაივერების ძველი ვერსიების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ხელმისაწვდომი იქნება MSI Claw-ისთვის მისი გაყიდვების დაწყების დროს. კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის აპრილში. 

  10. OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი აპირებს გამოიყენოს აშშ-ს ხელისუფლების მხარდაჭერა პროექტში, რათა დააჩქაროს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გლობალური წარმოება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მან უკვე გამართა არაერთი შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ოლტმენის ინიციატივამ შესაძლოა გააჩინოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ანტიმონოპოლიური შეშფოთება ვაშინგტონში. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Bloomberg 

    ოლტმენი ცდილობს დაარწმუნოს ამერიკელი ოფიციალური პირები ნახევარგამტარების წარმოების დაჩქარების აუცილებლობაში ფართომასშტაბიანი დაფინანსების მოზიდვის საჭიროებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებისგან. იგი ცდილობს მილიარდობით დოლარის მოზიდვას, რათა მკვეთრად გაზარდოს მოწინავე კომპიუტერული ჩიპების გლობალური წარმოების შესაძლებლობები. ოლტმენი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების დეფიციტი ხელს შეუშლის ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიან მიღებას და სფეროს შემდგომ განვითარებას. 

    TSMC, Intel და Samsung არიან ასეთი ჩიპების მწარმოებელი მთავარი კომპანიები და, შესაბამისად, ოლტმენის ინიციატივის პოტენციური პარტნიორები. მედიის ცნობებით, წელს ის უკვე შეხვდა Samsung-ის, SK hynix-ისა და TSMC-ის ხელმძღვანელებს. ოლტმენმა ასევე გამართა არაერთი დისკუსია პოტენციური ინვესტიციების შესახებ ახლო აღმოსავლეთის სუვერენულ სიმდიდრის ფონდებთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგნლებთან. 

    შეხვედრების მიუხედავად ოლტმენის აზრით აუცილებელი აშშ-ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა პროექტის შემუშავებაზე, კოორდინაციაზე, ვადებსა და სტრუქტურაზე. მან უკვე განიხილა თავისი პროექტი ვაჭრობის მინისტრ ჯინა რაიმონდოს და სხვა ოფიციალურ პირებთან, ხოლო ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა გამართეს შეხვედრების სერია OpenAI-ის გეგმებთან დაკავშირებით - მოიზიდოს ინვესტორები ახლო აღმოსავლეთიდან. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: OpenAI 

    OpenAI-მ ჩაატარა პროდუქტიული დისკუსიები ჩიპების, ენერგიისა და მონაცემთა ცენტრების გლობალური ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოების შესახებ, რაც გადამწყვეტია ხელოვნური ინტელექტის და სხვა ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მათზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში. ”ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-ხელისუფლების ინფორმირებას ეროვნული პრიორიტეტების მნიშვნელობის საფუძველზე და ველით, რომ უფრო დეტალურად გავაზიარებთ მოგვიანებით.” 

    ოლტმენი ასევე განიხილავს OpenAI-სგან განცალკევებული ახალი კომპანიის შექმნას, რამაც შესაძლოა ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების შეშფოთება გამოიწვიოს, მიიჩნევს ზოგიერთი წყარო. ფაქტია, რომ აშშ-ს კანონმდებლობა კრძალავს ერთსა და იმავე პირს ეკავოს მმართველი პოზიცია ორ კონკურენტ კომპანიაში (ე.წ. ურთიერთდაკავშირებული მმართველობა). ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოლტმენის გეგმას სჭირდება მკაფიო დამტკიცება აშშ-ის ხელისუფლებისგან. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Pixabay 

    იისეთი წყაროებიდან ინვესტიციების მოზიდვის მცდელობით, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროების სიმდიდრის ფონდი, ოლტმენი შეიძლება მოექცეს აშშ-ს უცხოური ინვესტიციების კომიტეტის ყურადღების ქვეშ, რომელიც სულ უფრო მეტად ადევნებს თვალყურს ასეთი ფონდების კავშირებს ჩინეთთან. კანონმდებლებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება აბუ დაბიში დაფუძნებულ AI კომპანი G42-ის პოტენციურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გამო. ამის შემდეგ G42-მა გამოაცხადა, რომ ამცირებდა ჩინეთში მოქმედების მასშტაბს. 

    ოლტმენის დაფინანსების ამბიციური კამპანია რისკავს უცხოური ინვესტიციების ეროვნული უსაფრთხოების განხილვას ფინანსთა სამინისტროს კომიტეტის მიერ და შეიძლება შეეჯახოს ვაჭრობის სამინისტროს კონტროლს ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები, შესაძლოა შუამავლებად იმოქმედონ ჩინეთის კომპანიებისთვის სანქცირებულ ჩიპებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ახალი წესების თანახმად ზოგიერთი მოწინავე ჩიპისა და ნახევრადგამტარი აღჭურვილობის გაყიდვა ამ ქვეყნებში საჭიროებს აშშ-ხელისუფლების ლიცენზიას. 

    ოლტმენის პროექტმა შეიძლება გაართულოს ვაჭრობის სამინისტროს ძალისხმევა ნახევარგამტარების წარმოების სუბსიდირებაზე 2022 წლის CHIP აქტის მიხედვით. კანონი ითვალისწინებს 100 მლრდ აშშ დოლარ გამოყოფას ჩიპების წარმოების სტიმულირებისთვის შეერთებულ შტატებში რიგი დამატებითი პირობებით - დაწყებული აქციების ყიდვის შეზღუდვით და დამთავრებული ჩინეთში ინვესტიციების აკრძალვით. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ორი მცირე გრანტის შესახებ, მაგრამ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია მრავალმილიარდიანი დაფინანსების გაცემა ჩიპების წარმოების უახლესი ობიექტების მხარდასაჭერად, როგორებიცაა TSMC-ის, Samsung-ისა და Intel-ის მიერ ამჟამად აშენებული ქარხნები. უცნობია, როგორ უკავშირდება ოლტმენის ინიციატივა ამ კანონმდებლობას. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: unsplash.com 

    ოლტმენის გეგმას ჯერ არ მიუღია საბოლოო სახე. იგი სწავლობს ბაზარს და დაფინანსების წყაროებს, ეძებს გამოხმაურებას, რათა დაადგინოს განახორციელოს თუ არა ნახევრადგამტარი კომპონენტების ინდუსტრიის შესაძლებლობების გლობალური გაფართოება, თუ ფოკუსირდეს ქვედა დონის ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში მცირე ძალისხმევის გაწევაზე. იგი ასევე განიხილავს მწვანე ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას თავის პროექტში. ექსპერტების აზრით წარმატების შემთხვევაშიც კი ეს მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციურ ხარჯებს და გამოიწვევს მზა პროდუქციის ღირებულების შესამჩნევ ზრდას. 

  11. image.png 

    2024 წლის დასაწყისიდან ოქროს ETF-ებიდან კაპიტალის გადინებამ 2.39 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო პირველ კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ საბირჟო ვაჭრობის ფონდებში შემოდინება 3.89 მლრდ აშშ დოლარია. ასეთი მონაცემები Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა გააზიარა. 

    ჩანს, რომ ძვირფასი ლითონის 14 ყველაზე პოპულარული პროდუქტიდან მხოლოდ 3 - VanEck Merk Gold Shares, FT Vest Gold Strategy Target Income ETF და Proshares UltraShort Gold - შეიძლება დახასიათდეს დადებითი დინამიკით. 

    სპეციალისტს ეჭვი ეპარებოდა პირველ კრიპტოვალუტაში კაპიტალის როტაციაში. მან განმარტა FOMO ტენდენცია საფონდო ბაზარზე ბოლო მაკროეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით. 

    ინვესტორების ინტერესის კლება ასევე შეიძლება მიეწეროს თავად აქტივზე ფასების ვარდნას (-3.2% წლის დასაწყისიდან). პარალელურად ციფრული ოქროს ფასი ამ პერიოდში 23.5%-ით გაიზარდა. 

    ამ ფონზე Bitcoin ETF-ები დიდი ყურადღებით სარგებლობენ. BlackRock-ის IBIT და Fidelity-ს FBTC მოხვდნენ კაპიტალის ყოველკვირეულ შემოდინებას შორის ყველა ტიპის საბირჟო ვაჭრობის ფონდებს შორის ტოპ 20-ში. 

    მომხმარებელმა Bitcoin Munger-მა ყურადღება გაამახვილა რეიტინგში "ოქროს" ETF-ების არარსებობაზე. 

    Casa-ს თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმსონ ლოპმა გაიხსენა ამ კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელი - პიტერ შიფი. მან გადაწყვიტა გაეგო მისი ქონების შესახებ პოსტზე ETF-ის დინამიკის დამატებით. 

    SoSoValue-ის მიხედვით 14 თებერვალს პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებულ საბირჟო ვაჭრობის ფონდებში ჯამური წმინდა შემოდინება გაგრძელდა ზედიზედ 14 სავაჭრო დღეს და მიაღწია 4.23 მლრდ აშშ დოლარს.

    image.png 

    წყარო: sosovalue.xyz. 

    Blockworks-ის თანახმად Bitwise-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა მეტ ჰოუგანმა ივარაუდა „განმორებითი აჩქარება“ სპოტ Bitcoin ETF-ებში შემოდინებაში რამდენიმე თვის შემდეგ. 

    სპეციალისტმა ისაუბრა RIA-ს მომხმარებლების მიერ ახალ აქტივში ინვესტიციისთვის გარკვეული კაპიტალის გათავისუფლების აუცილებლობაზე, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. 

    JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს BlackRock-ისა და Fidelity-ის ETF-ების ლიკვიდურობის ინდიკატორის უფრო მაღალი მნიშვნელობების არსებობა GBTC-თან შედარებით. 

    მანამდე ARK Invest-მა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2030 წლისთვის 120 000-2 300 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

    ექსპერტებმა დაასახელეს Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცება, Bitcoin-ის განახევრება, აქტივების მიღება ინსტიტუციონელებს შორის და მარეგულირებელი გაურკვევლობის შემდგომი შემცირება, როგორც მამოძრავებელი ძალა. 

    იანვარში Standard Chartered-მა ციფრული ოქროს პროგნოზი ETF-ის დამტკიცების შემდეგ 200 ათას აშშ დოლარად განსაზღვრა.  

  12. Intel ემზადება ფლაგმანურ პროცესორ Core i9-14900KS-ის გამოსაშვებად, რომელსაც შეუძლია ავტომატურად 6.2 გჰც-მდე აჩქარება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ჩიპმა შესაძლოა მოიხმაროს 400 ვატზე მეტი სიმძლავრე მაქსიმალური დატვირთვის დროს. ახალი პროდუქტი გაყიდვაში სავარაუდოდ მარტში გამოვა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: VideoCardz 

    მჟამად არსებული მონაცემებით Intel Core i9-14900KS იქნება პირველი სამომხმარებლო პროცესორი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად იმუშაოს 6 გჰც-ზე მაღალ სიხშირეზე. Raptor Lake Refresh სერიის ამჟამინდელი ფლაგმანი Core i9-14900K მუშაობს 6 გჰც-მდე სიხშირეზე. იგივე შესაძლებლობები აქვს Raptor Lake სერიის Core i9-13900KS-ს, რომელიც მანამდე გამოვიდა. Core i9-14900KS, სავარაუდოდ, იქნება ბოლო პროცესორი LGA 1700 პლატფორმაზე. მომავალი Arrow Lake-S სერიის დესკტოპ პროცესორები განკუთვნილი იქნება ახალი LGA 1851 პლატფორმისთვის. 

    image.png 

    ფოტოს წყარო: OCCT 

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა Core i9-14900KS-ის მონაცემები. ინფორმაცია გამოჩნდა სტრეს ტესტ OCCT-ის მონაცემთა ბაზაში. ნათქვამია, რომ Core i9-14900KS-ს აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით (8 P-ბირთვი და 16 E-ბირთვი). ჩიპს აქვს 36 მბ L3 ქეში და 32 მბ L2 ქეში. საბაზისო ტაქტის სიხშირეა 3.2 გჰც, ხოლო Boost-სიხშირე - 6.2 გჰც, რაც მას ყველაზე სწრაფ პროცესორად აქცევს მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირის კუთხით. ახალი ჩიპის ნომინალური TDP არის 150 ვატი, რაც 25 ვატით მეტია Core i9-14900K-სთან შედარებით. 

    Core i9-14900KS შექმნილია სპეციალურად ენთუზიასტებისთვის და გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით გამოვა. პროცესორის ტესტების მონაცემები OCCT ბენჩმარკში აჩვენებს, რომ მაქსიმალური დატვირთვის მომენტებში მისი ენერგომოხმარება თითქმის 410 ვატია, ხოლო ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსს აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ საუბარია ძალიან სერიოზულ სტრეს ტესტზე, რომელიც მაქსიმალურად ტვირთავს CPU-ს. Core i9-14900KS ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ძალიან მძლავრ გაგრილების სისტემას - უმჯობესია გამოყენებულ იქნას თხევადი გაგრილების სისტემა 420 მმ რადიატორით ან ქასთომ გადაწყვეტილებებით. ასევე, მაღალი სიმძლავრის გათვალისწინებით, პროცესორს დასჭირდება შესაბამისი კვების წყარო. 

    image.png 

    ფოტოს წყარო: OCCT 

    Core i9-14900KS-ის დამატებითი აჩქარეა სავარაუდოდ მოითხოვს უფრო ექსტრემალურ გაგრილებას, მაგალითად, თხევადი აზოტის გამოყენება. ვინაიდან ჩიპი გაივლის მკაცრ ბინინგს (შერჩევას), იგი დიდი ალბათობით მიიპყრობს ენთუზიასტების ყურადღებას, რომლებიც შეეცდებიან დაამყარონ აჩქარების ახალი რეკორდები მისი დახმარებით და გადალახონ Core i9-14900K-ის შედეგები. ამ უკანასკნელთან ოვერქლოქერებმა მიაღწიეს 9.1 გჰც სიხშირეს; Core i9-14900KS-დან შეიძლება ველოდოთ ოდნავ უფრო მაღალ წარმადობას. შესაძლოა, პროცესორის აჩქარება მოხდეს 9.5 ან თუნდაც 10 გჰც-მდე. 

    Benchlife insider-ის თანახმად Core i9-14900KS გაყიდვაში მარტის შუა რიცხვებში გამოვა. მისი ღირებულება უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით Core i9-13900KS-ის მსგავსი იქნება, რომლის სარეკომენდაციო ფასი 700 აშშ დოლარს შეადგენს. 

    • Thanks 1
  13. ინტერნეტში გამოჩნდა პიკაპ Tesla Cybertruck-ის მფლობელების პრეტენზიები, რომ უჟანგავი ფოლადის კორპუსის მიუხედავად იგი არც ისე მდგრადი აღმოჩნდა ჟანგის მიმართ, წერს რესურსი The Register. 2019 წელს ელექტრო პიკაპის წარდგენისას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კორპუსი დამზადებულია „სუპერ მყარი უჟანგავი ფოლადისგან“, ხოლო „გამჭვირვალე ლითონის“ მინა არის „პირდაპირი მნიშვნლობით ტყვიაგაუმტარი“. 

    image.png 

    ფოტოს წყარო: Tesla 

    Cybertruck Owners Club-ის ფორუმზე განთავსებული პოსტების მიხედვით როგორც ირკვევა, უჟანგავი ფოლადიც ექვემდებარება კოროზიას. ”მე ახლა მივიღე ჩემი Cybertruck. კონსულტანტმა აღნიშნა, რომ წვიმაში მასზე ნარინჯისფერი ჟანგის კვალი ჩნდება და მისი მოცილებისთვის მანქანის გაპრიალებაა საჭირო“, – განაცხადა ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

    „ლოს-ანჯელესში წვიმის შემდეგ შევამჩნიე, რომ ლითონზე გაჩნდა კოროზია, ამიტომ გადავწყვიტე დაფიქსირება, რათა Tesla-ს ყურადღებამდე მიმეტანა“, - წერს სხვა მომხმარებელი. დაბნეულმა მფლობელმა თქვა, რომ კომპანიას, საიდანაც მანქანა გამოიყვანა, ლაქების მოსაშორებელი აღჭურვილობაც კი არ გააჩნდა. ”მათ დაადასტურეს კოროზიის არსებობა და მითხრეს, რომ დამირეკავდნენ შემდეგ თვეში, როდესაც ხელსაწყოებს მიიღებდნენ და შეძლებდნენ მომსახურება-შეკეთებას,” - თქვა მან. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: cybertruckownersclub.com 

    კოროზიის შესახებ ცნობები შემოდის მფლობელებისგან, რომლებიც თვლიან, რომ "სუპერ მყარი უჟანგავი ფოლადი" საჭიროებს მცირე მოვლას, რასაც Tesla, როგორც ჩანს, კატეგორიულად არ ეთანხმება. კომპანიის ფორუმის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოქვეყნდა Cybertruck-ის ტექნიკური დოკუმენტაციის სკრინშოტი, სადაც ნათქვამია, რომ პიკაპის ძარაზე გამჭვირვალე საფარი არ არის. „სახელმძღვანელო გვირჩევს კოროზიული ნივთიერებების დაუყოვნებლივ მოშორებას და ხაზს უსვამს, რომ არ უნდა დაელოდოთ Cybertruck-ის სრულად გარეცხვის საჭიროებას“, - თქვა მომხმარებელმა. 

    მანქანის კორპუსზე პატარა ლაქები შეიძლება არც ისე სერიოზულ პრობლემად ჩანდეს, მაგრამ Cybertruck-ის ფასი 2019 წელს გამოცხადებული 40 ათასიდან 2023 წელს 60 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა, ამიტომ სავსებით გასაგებია, რატომ უნდათ მფლობელებს, რომ მათი პიკაპები პირვანდელი სახით გამოიყურებოდეს. 

  14. image.jpeg 

    ოთხშაბათს, 14 თებერვალს, პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა 51 ათას აშშ დოლარს. CoinGecko-ს თანახმად აქტივის კაპიტალიზაციამ 1 ტრლნ აშშ დოლარს მიაღწია. 

    image.png 

    BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

    კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კურსმა 2700 აშშ დოლარიანი ზღვარი გადალახა. Ethereum-ის ფასი გასული კვირის განმავლობაში 15%-ზე მეტით გაიზარდა. 

    image.png 

    ETH/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

    ციფრული აქტივების ბაზრის კაპიტალიზაციამ პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ 2 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

    image.png 

    წყარო: CoinGecko. 

    12 თებერვალს პირველმა კრიპტოვალუტამ გადალახა 50 ათას აშშ დოლარიანი ფსიქოლოგიური ზღვარი. 

    შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის ადრეულმა მიმდევარმა, ტურ დემესტერმა, ივარაუდა აქტივის ფასის 600 ათას აშშ დოლარამდე ზრდა 2026 წლისთვის. 

    ადრე Grayscale ანალიტიკოსები ივარაუდეს "ხელსაყრელი" ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბება განახევრების შემდეგ. თუმცა, DecenTrader-მა გაფრთხილება გამოთქვა ამ პერიოდში პირველი კრიპტოვალუტის კორექტირების რისკების შესახებ. 

  15. NVIDIA-ს, Amazon-ისა და Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია არც თუ ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პირველი მათგანის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნების მოლოდინში, რომლებიც შემდეგ კვირაში გამოვა. Amazon-ისა და Alphabet-ის საფონდო შეთავაზებების დინამიკა არც ისე მკაფიოა, ამიტომ NVIDIA-მ მაინც მოახერხა Amazon-ის კაპიტალიზაციისთვის გადაეჭარბებინა.  

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: NVIDIA 

    რამდენიმე დღის წინ NVIDIA-მ ლიდერობა დაიკავა მთავარ სავაჭრო სესიაზე, მაგრამ სესიის დასასრულს Amazon კვლავ უფრო მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდა. ახლა, როგორც CNBC განმარტავს, NVIDIA გამყარდა 1.78 ტრლნ აშშ დოლარი კაპიტალიზაციის ნიშნულზე, მისი თითო აქციის ფასი 721.28 აშშ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-ის კაპიტალიზაცია არ აღემატება 1.75 ტრლნ აშშ დოლარს, NVIDIA აჭარბებს მას გარკვეული ზღვრით. ასევე, NVIDIA არც ისე შორს არის შემდეგი კონკურენტისგან ამერიკის საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების სიაში - Alphabet-ის ღირებულება 1.62%-ით შემცირდა და ახლა შემოიფარგლება 1.81 ტრლნ აშშ დოლარი კაპიტალიზაციით. ფაქტობრივად, NVIDIA-ს კაპიტალიზაცია ახლა თანაბარი მანძილითაა დაშორებული Amazon-ის და Alphabet-ისგან, რაც საშუალებას აძლევს პირველ მათგანს - დაიკაოს მეხუთე ადგილი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და მეოთხე - შეერთებულ შტატებში. 

    თავის მხრივ, Alphabet ამ მაჩვენებლით მხოლოდ Apple-სა და Microsoft-ს ჩამორჩება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს ყველა საჯარო კომპანიას, მესამე ადგილზეა ნავთობკომპანია Saudi Arabian Oil Group. UBS-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ NVIDIA-ს აქციების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს 850 აშშ დოლარამდე. NVIDIA-სგან შეკვეთილი გამოთვლითი ამაჩქარებლების მოლოდინის დრო ახლა აღწევს სამ ან ოთხ თვეს, ასე რომ ახალ მომხმარებლებს შეეძლებათ მათი მიღება არა უადრეს წლის მეორე ნახევრისა, რაც მიუთითებს მაღალ მოთხოვნაზე და ქმნის წინაპირობებს კომპანიის შემოსავლია შემდგომი ზრდისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო კვარტალში NVIDIA-ს მთლიანი 23 მლრდ აშშ დოლარი შემოსავლიდან  სასერვერო სეგმენტმა შეადგინა მინიმუმ 19.5 მლდ აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე კვარტალში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 25 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება ყველაზე კონსერვატიული შეფასებით. 

    • Upvote 1
  16. როგორც მოსალოდნელი იყო, 25 თებერვალს, MWC 2024 გამოფენის წინა დღეს, გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება Xiaomi 14 სმარტფონების ფლაგმანური სერია უფროს მოდელ Xiaomi 14 Ultra-ს ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. რესურს MySmartPrice-მა მოახერხა მოწყობილობის ოფიციალური სურათების მოპოვება ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: mysmartprice.com 

    რენდერების თანახმად Xiaomi 14 Ultra ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ ან ვერცხლისფერში. შარშანდელთან შედარებით ახალი ფლაგმანის გამორჩეული მახასიათებელია ზომაში გაზრდილი კამერის ბლოკი - თავად ბლოკი გარეგნულად არ შეცვლილა, კამერები, ფლეშ და Leica-ს ლოგო ჩვეულ ადგილასაა განლაგებული. მოწყობილობის მარჯვენა მოცემულია ხმის სიმძლავრის რეგულირების ღილაკი და კვების ღილაკი ტექსტურირებული ზედაპირით. ქვედა კიდეზე წარმოდეგნილია USB Type-C კონექტორი, ასევე ჭრილი დინამიკების და მიკროფონისთვის. 

    image.jpeg 

    წინასწარი ვერსიით Xiaomi 14 Ultra-ს უფროს ვერსიას ექნება 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ მუდივი მეხსიერება, შავი კორპუსი უკანა მხარეს ტყავის პანელით. 16/256 და 16/512 გბ მეხსიერების მქონე უმცროს ვერსიების მქონე მოდელებს კი მინის პანელები ექნება. ასევე მოსალოდნელია, რომ გამოვა სმარტფონის სპეციალური ვერსია ტიტანის ჩარჩოთი ტრადიციული ალუმინის ნაცვლად.  

    ასევე ცნობილია მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: 

    Xiaomi 14 Ultra 

    image.pngimage.pngimage.pngimage.png 

    • პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 გრაფიკით Adreno 750; 
    • 6.7-დუიმიანი AMOLED-ეკრანი 2K გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით;  
    • HyperOS Android 14-ის ბაზაზე; 
    • 16 გბ ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ მუდმივი მეხსიერება;  
    • 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Sony LYT-900 სენსორით და ოპტიკური სტაბილიზაციით, სუპერფართოკუთხიანი 50 მპ მოდული, 50 მპ კამერა ტელეობიექტივით, მეოთხე კამერა Sony LYT-900 სენსორით; 
    • ფრონტალური 32-მეგაპიქსელიანი კამერა; 
    • 5300 მა/სთ მოცულობის ბატარეა 90-ვატიანი სწრაფი დამუხტვის და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით; 
    • დისპლეიში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი; 
    • კორპუსის დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად. 
  17. image.jpeg 

    ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ MicroStrategy-ს (MSTR) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ მოთხოვნა საინვესტიციო Bitcoin პროდუქტებზე 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბაზარზე არსებული მიწოდება. CNBC-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განმარტა, რომ BTC-ზე მოთხოვნის ზრდამ და სპოტ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების (ETFs) გაშვებამ გამოიწვია კაპიტალის მკვეთრი ზრდა ამ აქტივების კლასში. 

    სეილორის თქმით, Bitcoin ახლა მოთხოვნადია, რადგან ის „არ არის კორელირებული ტრადიციული რისკის აქტივებთან და არ ექვემდებარება ქვეყნის ან კომპანიის რისკს, კონკურენტულ კვარტალურ წარმოების ციკლს, ამინდს ან თანამშრომლების ბაზას“. 

    ნტრეპრენერმა ასევე განაცხადა, რომ მოხდება MicroStrategy-ს რებრენდინგი,  როგორც Bitcoin-ის დეველოპერული კომპანიისა, რაც ასახავს მის სტრატეგიას - დააგროვოს მეტი აქტივი და ხელი შეუწყოს Bitcoin-ის ქსელის ზრდას. 

    სეილორი ამტკიცებს, რომ MicroStrategy-ის მოდელი უფრო მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს, ვიდრე საინვესტიციო ნდობა, იგი საშუალებას აძლევს კომპანიას განავითაროს პროგრამული უზრუნველყოფა, გამოიმუშავოს ფულადი სახსრები კაპიტალის ბაზრის გამოყენებით, დააგროვოს Bitcoin-ები თავისი აქციონერებისთვის და წვლილი შეიტანოს Bitcoin-ის ქსელის განვითარებაში. 

    MSTR-ის აქციები Nasdaq-ზე 717.52 აშშ დოლარად იყიდება და წლის დასაწყისიდან გაიზარდა 187.87%-ით. 

    სეილორმა ადრე განაცხადა, რომ სპოტ BTC-ETF-ების დაშვება ბაზარზე უოლ სტრიტისთვის ყველაზე დიდი მოვლენა იქნებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და გამოიწვევდა Bitcoin-ზე მოთხოვნის ფეთქებად ზრდას. 

  18. NVIDIA-მ პროფესიონალური ვიდეო ბარათების ასორტიმენტი გააფართოვა ახალი კომპაქტური მოდელით - RTX 2000 ADA. ეს არის მეშვიდე და ყველაზე უმცროსი ბარათი სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების სერიაში, რომელიც დამყარებულია Ada Lovelace არქიტექტურაზე. მავე არქიტექტურის RTX 4000 SFF მოდელის მსგავსად ახალ ბარათს აქვს დაბალი პროფილის დიზაინი და განკუთვნილია კომპაქტურ კომპიუტერებში (SFF) გამოსაყენებლად. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: NVIDIA 

    RTX 2000 ADA-ს ასევე აქვს RTX 4000 SFF-ის მსგავსი დაბალი ენერგომოხმარება - მხოლოდ 70 ვატი. ვიდეო ბარათს არ გააჩნია დამატებითი კვების კონექტორი. RTX 4000 SFF-ისგან განსხვავებით, რომელიც დამყარებულია AD104 გრაფიკულ ჩიპზე 6144 CUDA ბირთვით, RTX 2000 ADA მოდელში წარმოდგენილია AD107 გრაფიკული პროცესორი 2816 CUDA ბირთვით. ჩიპი ასევე შეიცავს 88 მეოთხე თაობის Tensor და 22 მესამე თაობის RT ბირთვს. მახასიათებლების თვალსაზრისით ახალი პროდუქტი ოდნავ სუსტია გეიმინგ GeForce RTX 4060-თან შედარებით. 

    NVIDIA RTX 2000 ADA არის RTX 2000 Ampere-ის პირდაპირი მემკვიდრე, რომელსაც 12 გბ მეხსიერება ჰქონდა. ახალ ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ მეხსიერება და ეს, სხვათა შორის, იმაზე მეტია, ვიდრე არაოფიციალურად ცხადდებოდა. ამავდროულად, RTX 2000 ADA-ზე მხარდაჭერილია 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე და 224 გბ/წმ-მდე სიჩქარე. ბარათზე გამოიყენება PCIe 4.0 ინტერფეისი, მაგრამ მწარმოებელმა ამ ინტერფეისის მხოლოდ 8 არხი გამოყო. 

    image.jpeg 

    RTX 2000 ADA-ს გარე კონექტორების ნაკრები მოიცავს ოთხ Mini-DisplayPort 1.4a-ს, ამიტომ მათ, ვისაც სჭირდება უფრო თანამედროვე DisplayPort 2.0 ან 2.1, როგორც იმავე დონის სპეციალიზებული GPU-ს ნაწილი, მოუწევს AMD-ისა და Intel-ის გადაწყვეტილებების ძიება. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: VideoCardz 

    RTX 2000 ADA-ის ფასი 625 აშშ დოლარია. იგი ხელმისაწვდომი აპრილიდან გახდება კომპანიის პარტნიორებისგან, რომელთა შორისაა Arrow Electronics, Ingram Micro, Leadtek, PNY, Ryoyo Electro, TD SYNNEX, Dell, HP და Lenovo. 

  19. რობოტების ნორვეგიულმა მწარმოებელმა 1X-მა წარადგინა Eve მოდელის შესაძლებლობები, რომელსაც შეუძლია მრავალი ოპერაციის შესრულება სრულად ავტონომიურ რეჟიმში. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო ვიდეოში რობოტებს არ აკონტროლებდა ადამიანი დისტანციურად, მასალის მომზადებისას არ იყო გამოყენებული მონტაჟი, ასევე არ გამოიყენებოდა ვიდეო აჩქარება, არ იყო დაპროგრამებული თანმიმდევრობა - რობოტები კონტროლდებოდა ნეიროქსელებით ადამიანის ჩარევის გარეშე. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: 1x.tech 

    25 მლნ აშშ დოლარიდაფინანსების პირველი რაუნდის ფარგლებში 1X-ს მხარს უჭერდა OpenAI; მას მოჰყვა დაფინანსების მეორე რაუნდი 100 მლნ აშშ  დოლარის ბიუჯეტით. 1X-ის ადამიანისმაგვარი რობოტები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან Tesla-ს, Figure-ის, Sanctuary-ისა და Agility-ის ანალოგებთან შედარებით: მოდელ Eve-ს არც ფეხები აქვს და არც მოქნილი ხელის მტევნები. ეს რობოტი მოძრაობს სამბორბლიან პლატფორმაზე და აქვს მარტივი მანიპულატორები მკლავების ბოლოებზე. რობოტების გარეგნობა რომ ესთეტიურად სასიამოვნო ყოფილიყო, ისინი ადამიანის ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, თავზე კი ანიმაციური მომღიმარი სახის მქონე LED ეკრანი დამონტაჟეს. 

    1X-ს ასევე გააჩნია უფრო მეტად ადამიანის მსგავსი რობოტი Neo, რომელიც დადის ორ ფეხზე და აქვს ლამაზი ხელები, მაგრამ Eve საკმარისი იყო ძირითადი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის. ყველა ამოცანა ძირითადად ოთახში ნავიგაციითა და ობიექტების ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას გულისხმობდა. მაგრამ რეალურად 1X Eve სხვა რობოტებთან შედარებით საოცრად ქმედითუნარიანი აღმოჩნდა. ეს რობოტები ნივთებს ათავსებენ ყუთებსა და უჯრებში, აგროვებენ სათამაშოებს იატაკიდან, თავისით იმუხტებიან, საკუთარი ხელით კავშირებენ დენის სადენს და რთავენ მას, როცა აღარ არის საჭირო, ღებენ კარ, თუ ოთახში შესვლა სჭირდებათ.  

    სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://tinyurl.com/yzx3w8p4 

    1X-ის ინჟინრებმა Eve განსწავლეს 30 ერთეულ სხვადასხვა ძირითად ამოცანზე ვიდეო დემონსტრირებისა და დისტანციური მართვის გამოყენებით, რომლებიც მიეწოდებოდა ხელოვნური ინტელექტის საბაზისო მოდელს და შემდეგ იხვეწებოდა სპეციფიკური გარემოსთვის. სისტემამ ამოცანები შეამცირა კონკრეტულ ქმედებებამდე, რომელსაც ასრულებდნენ რობოტები. დეველოპერის თქმით რობოტის კომერციული ვერსიების საბოლოო ეტაპი შეიძლება განხორციელდეს ადგილზე მომხმარებლებში, რაც მოითხოვს „მხოლოდ რამდენიმე წუთს მონაცემთა შეგროვებსა და ტრენინგს PC GPU-ზე“. ოპერატორს შეიძლება ჯერ დასჭირდეს სისტემისთვის მოქმედებების აუცილებელი თანმიმდევრობის დემონსტრირება - ღრმა სწავლების სისტემა განმეორებით გაატარებს დავალებას მოდელირების სისტემის მეშვეობით სხვადასხვა შემთხვევითი ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადებს რობოტებს მუშაობისთვის. 

  20. image.jpeg 

    3 თებერვლიდან 9 თებერვლამდე პერიოდში თანხების შემოდინებამ კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებში 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წლის დასაწყისიდან CoinShares-ის ანგარიშის მიხედვით ამ მაჩვენებელმა 2.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

    image.png 

    წყარო: CoinShares. 

    მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2022 წლის დასაწყისიდან - 59 მლრდ აშშ დოლარს. 

    წმინდა შემოდინებამ Bitcoin ETF სეგმენტში კვირის განმავლობაში შეადგინა 1.1 მლრდ აშშ და 2.8 მლრდ აშშ დოლარი - პროდუქტის დამტკიცების შემდეგ. 

    ინვესტორებმა 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს Bitcoin-თან დაკავშირებულ ინსტრუმენტებში. მომხმარებლებმა 0.4 მლნ აშშ  დოლარი გაიტანეს სტრუქტურებიდან, რომლებიც საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა გახსნან მოკლევადიანი პოზიციები პირველ კრიპტოვალუტაში (ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 5.3 მლნ აშშ დოლარი იყო). 

    Altcoin-ბმა დადებითი დინამიკა აჩვენეს, გარდა Litecoin-ისა - საანგარიშო პერიოდში მასზე არ დაფიქსირებულა შემოდინება ან გადინება. Ethereum-ის ფონდებმა მიიღო 16.5 მლნ აშშ დოლარი, Cardano-ზე დაფუძნებულ პროდუქტებში შევიდა 6.1 მლნ აშშ დოლარი. 

    Bottom of Form 

    image.png 

    წყარო: CoinShares. 

    Grayscale-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს Bitcoin-ის ბაზრის "ხელსაყრელი" სტრუქტურის ჩამოყალიბება ჰალვინგს შემდეგ. თუმცა, მათმა კოლეგებმა DecenTrader-იდან გაფრთხილება გამოთქვეს ამ პერიოდში პირველი კრიპტოვალუტის კორექტირების რისკების შესახებ. 

    შეგახსენებთ, რომ Ripple-ის ექსპერტების აზრით 2024 წელი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრის სტრუქტურაში პოტენციური მასშტაბური ცვლილებების წელი ინსტიტუციური მოთხოვნის სასარგებლოდ. 

  21. გასულ კვირას S&P 500 ინდექსი ისტორიაში პირველად დაიხურა 5000-ზე მაღლა - ინვესტორები შთაგონებულნი იყვნენ ძლიერი ეკონომიკური ზრდი, კომპანიების დადებითი ფინანსური ანგარიშები, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გაგრძელები, ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემის საბაზისო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირებით. ინდექსმა ამ ნიშნულს პირველად გასულ ხუთშაბათს მიაღწია, აცხადებს CNN. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Sergei Tokmakov / pixabay.com 

    S&P 500-ს თითქმის 41 წელი დასჭირდა, რათა მიეღწია პირველ მნიშვნელოვან ეტაპს, 1000 პუნქტისთვის 1998 წლის 2 თებერვალს, იხსენებს S&P Dow Jones Indices-ის უფროსი ანალიტიკოსი Howard Silverblatt. 2021 წლის 1 აპრილს ინდექსმა გადალახა წინა მთავარი ეტაპები 4000 პუნქტზე, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთები თითქმის ნულამდე შეამცირა, აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყო ეკონომიკაში სტიმულირების ფულის შემოტანა და კორონავირუსის ვაქცინამ გააძლიერა ოპტიმიზმი პოსტ-პანდემიური ეკონომიკური ზრდის მიმართ. 19 იანვარს ძირითადმა ინდექსმა ორი წლის განმავლობაში პირველად განაახლა საკუთარი რეკორდი, გადააჭარბა წინა დახურვის მაქსიმუმ 4.796.56 პუნქტ, რომელიც მიღწეულ იქნა 2022 წლის 3 იანვარს. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: cnn.com 

    S&P 500 ინდექსის იანვარში 75%-იანი მაჩვენებლის დადგენა ნიშნავს, რომ შემდეგი რეკორდი დამყარდება თებერვალში. როდესაც ახალი რეკორდები ორივე თვეში ფიქსირდება, ინდექსი გამოიმუშავებს საშუალოდ 16%-იან შემოსავალს და წელიწადს 88%-ით ამთავრებს, განაცხადა ანალიტიკოსმა Sam Stovall-მა CFRA Research-იდან. 2023 წელს ინდექსი 24%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი ინფლაციის შემცირებაზე ეკონომიკური ვარდნის გარეშე. წელს მისმა ზრდამ უკვე 5.4% შეადგინა. 

    S&P 500-ის მოგების უმეტესი ნაწილი მოდიოდა "დიდ შვიდეულზე": ესენია NVIDIA, Microsoft, Meta, Amazon, Apple, Alphabet და Tesla. იანვარში NVIDIA-ს, Microsoft-ის, Meta-ს და Alphabet-ის მაჩვენებლები რამდენჯერმე დაიხურა რეკორდულ დონეზე. დიდი შვიდეულის შემოსავალმა გასულ წელს შეადგინა მთლიან ეტალონურ ინდექს 26%-ის 62%, აღნიშნა Silverblatt-მა. 

  22. კომპანია MSI-მ წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Cubi N ADL პასიური გაგრილებით, რომეიც გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით და განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის. კომპიუტერს აქვს 0.66-ლიტრიანი კორპუსი, კომპაქტური გაბარტები და მცირე წონა - სულ რაღაც 540 გრამი. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: MSI 

    MSI Cubi N ADL-ში წარმოდგენილია Alder Lake-N სერიის პროცესორი Intel N100, რომელიც შეიცავს ოთხ ენერგოეფექტურ E-ბირთვს 3.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, სულ რაღაც 6 ვატი TDP-ის დონით და ოთხი ნაკადის მხარდაჭერით. DDR4 (3200 მჰც) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს  16 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია M.2 SSD და 2.5” SSD/HDD სლოტები. 

    image.jpeg 

    4K გაფართოების და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მონიტორებთან დაკავშირებისთვის მინი კომპიუტერზე ხელმისაწვდომია HDMI, DP და Type-C კონექტორები. ასევე წარმოდგენილია ორი პორტი USB 3.2 Gen2 Type-A, ორი USB 2.0 Type-A და Wi-Fi ადაპტერი. მონაცემთა დაცვისთვის მოწყობილობას აქვს კრიპტოგრაფიული მოდული dTPM 2.0. 

    image.jpeg 

    კომპანია გარანტიას იძლევა MSI Cubi N ADL Mini PC-ის საიმედოობასა და 24/7-ზე მხარდაჭერაზე სამი წლის განმავლობაში. მოწყობილობა მუშაობს Windows 11 Pro-ზე. 

  23. image.png 

    • BlackRock-ისა და Fidelity-ის Bitcoin ETF-ებმა გაუსწრო GBTC-ს ლიკვიდურობას ორი ინდიკატორის მიხედვით. 
    • წმინდა შემოდინება ციფრული ოქროს ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტებში ზედიზედ ცხრა დღე გაგრძელდა. 
    • IBIT შედის 5 საუკეთესო ETF-ს შორის მიმდინარე წლის შემოდინებით. 

    BlackRock-ისა და Fidelity-ს Spot Bitcoin ETF-ებმა გაუსწრო GBTC-ს ლიკვიდობას ორი ინდიკატორის მიხედვით - ამ დასკვნამდე JPMorgan მივიდა, წერს The Block. ერთი ინდიკატორია ბაზრის სიგანის მაჩვენებელი, რომელიც დაფუძნებულია Hui-Heubel-ის თანაფარდობაზე. ეს მაჩვენებელი დაახლოებით ოთხჯერ დაბალია IBIT-სა და FBTC-ს შემთხვევაში კონკურენტთან შედარებით. 

    მეორე ინდიკატორი ემყარება ETF-ის დახურვის ფასის NAV-დან საშუალო გადახრის გაზომვას. ორი საბირჟო ვაჭრობის ფონდის ინდიკატორი ახლოს იყო პოპულარულ ინსტრუმენტ SPDR Gold Shares-თან, რაც არ შეინიშნებოდა Grayscale-ის პროდუქტთან მიმართებაში. 

    ანალიტიკოსებმა განმარტეს, რომ ლიკვიდურობის ინდიკატორები არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ მაჩვენებლებით, არამედ აჩვენებს IBIT-ისა და FBTC-ის გარკვეულ უპირატესობას GBTC-სთან შედარებით. 

    მათი აზრით, თუ მაღალი საკომისიოები Grayscale Bitcoin Trust ETF-ში შენარჩუნდება, ინვესტორები ამჯობინებენ კაპიტალის გადატანას კონკურენტ ინსტრუმენტებზე. 

    SoSoValue-ის მონაცემებით 7 თებერვალს პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში მთლიანმა წმინდა შემოდინებამ 146.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, დადებითი ტენდენცია ცხრა დღე გაგრძელდა. 

    GBTC-დან წმინდა გადინებამ მიაღწია 80.78 მლნ აშშ დოლარს, რამაც კონკურენტების შემოდინების კომპენსირება მოახდინა (225 ლნ აშშ დოლარი). ამ თანხიდან 130.13 მლნ აშშ დოლარი FBTC-ზე მოდის, 56.19 მლნ აშშ დოლარი - IBIT-ზე. 

    image.png 

    წყარო: sosovalue.xyz. 

    მას შემდეგ, რაც ETF დამტკიცდა, ინვესტორებმა უკვე გაიტანეს 6.23 მლრდ აშშ დოლარი GBTC-დან, რითაც მისი AUM შემცირდა 20.68 მლრდ აშშ დოლარამდე. მისმა კონკურენტებმა მიიზიდეს  8.05 მლრდ აშშ დოლარი, მათ შორის IBIT-მა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი, FBTC-მ - 2.81 მილიარდი. ამ კატეგორიის წმინდა შემოდინებამ მიაღწია 1.82 მლრდ აშშ დოლარს. 

    image.png 

    წყარო: sosovalue.xyz. 

    Bloomberg-ის ანალიტიკოს Eric Balchunas-ის თქმით, IBIT წლის დასაწყისიდან შევიდა ტოპ ხუთეულში საბირჟო ვაჭრობის ფონდებში შემოდინების თვალსაზრისით [FBTC ამ რეიტინგში მერვე ადგილზე ავიდა]. 

    ეს ნიშნავს იმას, რომ მასზე მეტი ფულია დახარჯული, ვიდრე ETF-ების 99.98%-ზე. ცუდი არ არის 17-დღიანი ინსტრუმენტისთვის“, - აღნიშნა სპეციალისტმა. 

    შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს IBIT და FBTC აქტივების შემოდინების მიხედვით უმსხვილესი ამერიკული საბირჟო ვაჭრობის ფონდების ტოპ ათეულში შევიდნენ. 

    ჰონგ კონგში, რომელიც სპოტ Bitcoin პროდუქტების გამოშვების გზაზე დგას, კანონმდებლებმა მოითხოვეს ინიციატივის დაჩქარება. 

    ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს ციფრული ოქროს ფასის ზრდა 2030 წლისთვის 120 000-2300000 აშშ დოლარამდე. 

    ანალიტიკოსებმა მამოძრავებელ ძალად დაასახელეს Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცება, განახევრება, აქტივების მიღება ინსტიტუტებს შორის და მარეგულირებელი გაურკვევლობის შემდგომი შემცირება. 

  24. ოთხი კოსმოსური ტურისტი, რომლებმაც თითქმის სამი კვირა გაატარეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დედამიწაზე დაბრუნდნენ Crew Dragon კოსმოსური ხომალდით. ეს მისია იყო მესამე სრულად კომერციული ფრენა, რომელიც განახორციელა SpaceX-მა და Axiom Space-მა NASA-სთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში. SpaceX-მა ექსპედიციის წევრებს  სოციალურ ქსელ X-ში მიულოცა: „Dragon-ის დაშვება დადასტურდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დედამიწაზე! 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: SpaceX 

    კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 19 იანვარს გაფრინდა. 7 თებერვალსომალდი მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. 9 თებერვალს იგი წარმატებით დაეშვა ატლანტის ოკეანეში ფლორიდას სანაპიროსთან. Axiom Space-მა პირდაპირი ტრანსლაცია ჩაატარა Ax-3 ეკიპაჟის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნების პროცესის შესახებ. 

    მესამე ტურისტული მისიის მეთაური იყო NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Michael Eladio López-Alegría. საერთაშორისო ეკიპაჟში ასევე შედიოდნენ იტალიელი ასტრონავტი Walter Villadei, შვედი მტესტავი პილოტი და ასტრონავტი Marcus Wandt, ასევე სამხედრო და სამოქალაქო მფრინავი და ინჟინერი Alper Gezeravcı - თურქეთის პირველი  მოქალაქე, რომელიც ეწვია კოსმოსს. 

  25. NVIDIA-მ შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც შეიმუშავებს ინდივიდუალურ ჩიპებს ქლაუდ ოპერატორებისა და სხვა დიდი დამკვეთებისთვის. მთავარი მიზანია დაიკავოს რაც შეიძლება მეტი განვითარებადი ბაზარი სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის ჩიპებისთვის და დაიცვას ბიზნესი კომპანიების მზარდი რაოდენობისგან, რომლებიც სთავაზობენ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. NVIDIA ახლა აკონტროლებს მაღალი წარმადობის AI ჩიპების ბაზრის დაახლოებით 80%-ს, რისი წყალობით მის საბაზრო ღირებულება წელს 40%-ით 1.73 ტრლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: NVIDIA 

    NVIDIA-ს მომხმარებლები, მათ შორის OpenAI, Microsoft, Alphabet და Meta, აქტიურად ყიდულობენ NVIDIA H100 და A100 ჩიპებს, რათა არ ჩამორჩნენ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპს. „თუ თქვენ ნამდვილად ცდილობთ სიმძლავრის ან ღირებულების ოპტიმიზაციას, ამას ვერ მოახერხებთ H100-ის ან A100-ის გარეშე“, - განაცხადა Eclipse Ventures-ის გენერალურმა პარტნიორმა Greg Reichow-მა. ერთი H100 ამაჩქარებლის ღირებულება დამოკიდებულია შესყიდვების მოცულობაზე და მერყეობს 16 ათასიდან 100 ათას აშშ დოლარამდე. მაგალითისთვის, Meta გეგმავს წელს შეძენილი H100 ერთეულების მთლიანი მოცულობის გაზრდას 350 ათასამდე. 

    ამავდროულად, ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ დაიწყო საკუთარი პროცესორების შემუშავება კონკრეტული ამოცანებისთვის. არაოფიციალური ცნობების თანახმად NVIDIA-ს წარმომადგენლები შეხვდნენ Amazon-ის, Meta-ს, Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ის მენეჯერებს, რათა განეხილათ მათთვის ინდივიდუალური ჩიპების შექმნის საკითხი. გარდა მონაცემთა ცენტრების ჩიპებისა, კომპანია იზიდავს მომხმარებლებს ტელეკომუნიკაციების, ავტომობილების და ვიდეო თამაშების ინდუსტრიებიდან. 

    კვლევით კომპანია 650 Group-ის წარმომადგენელ Alan Weckel-ის თქმით მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებისთვის სპეციფიკური ჩიპების ბაზარი სავარაუდოდ გაიზრდება 10 მლრდ აშშ დოლარამდე წელს და გაორმაგდება 2025 წელს. Needham-ის ანალიტიკოსი Charles Shi აფასებს საბაჟო ჩიპების ბაზრის წლიურ გაყიდვებს დაახლოებით 30 მლრდ აშშ დოლარად, რაც შეადგენს ჩიპების მთლიანი გლობალური გაყიდვების დაახლოებით 5%-ს.  

     

    image.jpeg 

    კომპანია ძალისხმევას არ იშურებს შეაღწიოს სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის ჩიპებისა და მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ქასთომ ჩიპების ბაზარზე, სადაც წამყვანი პოზიციები ახლა Broadcom-ს და Marvell-ს უკავია. ინსაიდერები ამბობენ, რომ Dina McKinney, AMD-ისა და Marvell-ის ყოფილი აღმასრულებელი, უხელმძღვანელებს NVIDIA-ს სპეციალურ განყოფილებას, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის შეღწევადობის გაფართოებას ქლაუდ გამოთვლებში, 5G უსადენო კომუნიკაციებში, ვიდეო თამაშებსა და საავტომობილო ინდუსტრიაში. ეს ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან წაიშალა მედიის კითხვების შემდეგ, რასთან დაკავშირებითაც NVIDIA-მ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე. 

    NVIDIA-ს ამ ბაზარზე შესვლამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს Broadcom-ისა და Marvell-ის გაყიდვებზე. „იმის გათვალისწინებით, რომ Broadcom-ის ქასთომ ჩიპების ბიზნესი 10 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, ხოლო Marvell-ის - დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს, ეს რეალური საფრთხეა“, - თვლის დილან პატელი, SemiAnalysis-ის კვლევითი ჯგუფის დამფუძნებელი. 

    Nintendo Switch უკვე იყენებს NVIDIA Tegra X1 ჩიპს. მოსალოდნელია, რომ კონსოლის ახალ ვერსიასაც, რომელიც წელს გამოვა, კვლავ ექნება NVIDIA-ს ქასთომ პროცესორი. ინფორმირებული წყაროები ირწმუნებიან, რომ NVIDIA ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მწარმოებელ Ericsson-თან ჩიპის შემუშავებაზე. მრავალი წყაროსა და სოციალური მედიის პოსტების მიხედვით NVIDIA ასევე გეგმავს საავტომობილო და ვიდეო თამაშების ბაზრებზე ყურადღების გამახვილებას. 

    image.jpeg 

    ანალიტიკოსების შეფასებით სატელეკომუნიკაციო ჩიპების ბაზის შემოსავალი წელიწადში 4-5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ექსპერტების აზრით ავტომობილებისთვის სპეციალიზებული ჩიპების ბაზარი მუდმივად გაიზრდება ამჟამინდელი 6-8 მლრდ აშშ დოლარიდან წელიწადში 20%-ით, ხოლო ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამჟამინდელი 7-8 მლრდ აშშ დოლარიდან: ბაზარზე გამოდის Xbox-ისა და Sony-ის მომდევნმო თაობის კონსოლები. 

    აღსანიშნავია, რომ ტიპიურ შეთანხმებაში დამპროექტებელი, მაგალითად NVIDIA, წარმოადგენს საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას და ტექნოლოგიას, ხოლო საკონტრაქტო მწარმოებლები, როგორიცაა TSMC, პასუხისმგებელნი არიან ჩიპების რეალურ წარმოებაზე, შეფუთვასა და სხვა დამატებით ნაბიჯებზე. 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.