Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. საგადახდო გიგანტი Mastercard უახლოეს დროში დააანონსებს საკუთარ ქსელში კრიპტოვალუტების მხარდაჭერას - აცხადებს CNBC.  ბანკები და მერჩანტები შეძლებენ თავიანთ პროდუქტებში კრიპტოვალუტების ინტეგრირებას. საუბარია Bitcoin-საფულეებზე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე კრიპტოვალუტების დარიცხვისთვის, აგრეთვე ლოიალობის პროგრამებზე, რომელთა ქულები შესაძლოა ციფრულ აქტივებში დაკონვერტირდეს. Mastercard-ის ციფრული პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შერი ჰეიმონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა ბანკებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ კრიპტო ბირჟებს. საგადახდო ქსელის პარტნიორი გახდება პლატფორმა Bakkt. იგი შუამავალი იქნება კრიპტოვალუტების გაყიდვასა და შენახვაში. Bakkt-ის გენერალურ დირექტორ გევინ მაიკლის თქმით კომპანიები შეძლებენ დამოუკიდებლად დააწესონ ტრადიციული ქულების Bitcoin-ში კონვერტირების კურსი და ამით მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცენ. Bakkt-ის აქციებმა სავაჭრო სესია 234%-იანი ზრდით დახურეს. შეგახსენებთ, რომ მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტებში გადახდების მიღების შესაძლებლობის მინიჭების გეგმის შესახებ Mastercard-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საგადახდო ქსელის მომხმარებელთა 40% გეგმავს კრიპტოვალუტების გამოყენებას. სექტემბრის დასაწყისში Mastercard-მა განაცხადა, რომ შეიძინა ანალიტიკური კომპანია CipherTrace, რომელიც სპეციალიზებულია ცხრაასზე მეტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე საეჭვო აქტივობების გამოკვლევაში. https://tinyurl.com/y5ehbr3t
  2. Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდით მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა. phonearena.com უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა - 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. phonearena.com თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხო. ამ დროისთვის iPhone 13-ს მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი, რომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობას, მიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, ან სულაც დეკემბერში. ეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple-ს გაუსწრო Samsung-ს, როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელს. თუმცა, სცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგს. საწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში იყოფენ მეოთხე ადგილს. Vivo-მ დააფიქსირა 5.8%-იანი ზრდა, ხოლო Oppo-ს მიწოდება 8.6%-ით გაიზარდა წელიწადში. 2021 წელს მიწოდებული სმარტფონების საერთო რაოდენობა ამჟამად 331.2 მილიონია. https://tinyurl.com/4t75548t
  3. კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე Intel-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ Arc Alchemist სერიის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირველად დესკტოპ ვერსიების დებიუტი შედგება თუ არა. პოპულარულმა YouTube-არხმა გამოაქვეყნა ამ სერიის უფროსი ვიდეო დაფის პირველი ფოტო, რომელშიც GDDR6 ტიპის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead Intel-ის მიერ დამზადებული ვიდეო დაფის ნიმუშის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი უცვლელი სახით გამოვა საცალო ბაზარზე. პირველ რიგში, ეს გახლავთ ეტალონური ვერსია, Intel-ის პარტნიორებმა კი შესაძლოა საკუთარი დიზაინის მოდელები შეიმუშავონ. მეორე - ეს არის ჯერ მხოლოდ ინჟინრული ნიმუში და სერიული წარმოების დაწყების მომენტში შესაძლოა გადაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ორიგინალური დიზაინისგან იგი განსხვავდება გაგრილების სისტემის ვერცხლისფერი გარსაცმით - პირველ ვერსიაში ის შავი იყო. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead ამ ვიდეო დაფას ექნება არა მხოლოდ 512 შემსრულებელი ბლოკი, ასევე GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება და TDP-ის დონე - არაუმეტეს 225 ვატი. ფოტოზე კარგად ჩანს კვების დამატებითი კონექტორების კონფიგურაცია: რვაპინიან კონექტორთან ერთად წარმოდგენილია ექვსპინიანიც. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ვიდეო დაფის კვების ქვესისტემა ადაპტირებული PCI Express 5.0 სტანდარტთან. ASUS-ისგან ცნობილია, რომ ახალი თაობის ფლაგმანურ ვიდეო დაფებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ტიპის 12-პინიანი კონექტორი, რომლის წყალობით შესაძლებელი იქნება 600 ვატამდე ელექტროენერგიის გადაცემა ერთადერთი სადენით. მოკლედ, ახალ სტანდარტებზე წინა გადასვლების შემთხვევის მსგავსად დაკავშირების ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ადაპტერებით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ვიდეო დაფის რადიატორი და ქულერები სცილდება PCB-ს ფარგლებს ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის ბევრი გრაფიკული ამაჩქარებლის შემთხვევაში. პარალელურად არხი Moore’s Law Is Dead წარმოგვიდგენს Arc Alchemist სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი, 128 ბლოკის მქონე ვიდეო დაფის რენდერს - მას ერთადერთი ქულერი და კომპაქტური გაბარიტები აქვს. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ რეალური ნიმუშის ფოტო, არამედ თვითმხილველების აღწერის მიხედვით შექმნილი ესკიზია. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead უმცროსი ვიდეო დაფის TDP-ის დონე, წინასწარი შეფასებით, არ აღემატება 75 ვატს, ხოლო GDDR6 მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ით შემოიფარგლება. არაოფიციალური მონაცემებით Arc Alchemist სერიის დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული წარმომადგენლები გამოჩნდება მხოლოდ მომავალი წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალში კი დიდი ალბათობით მობილური ვერსიების დებიუტი შედგება. https://tinyurl.com/tbayh23w
  4. საკუთარი მეტასამყაროს შექმნის მიზნით ფართომასშტაბიანი რებრენდინგისა და კომპანიის რეორიენტაციის შესახებ Facebook-ის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე GameFi-სა და ვირტუალური სამყაროს პროექტების ტოკენების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კაპიტაზაციით ორი უდიდესი მეტასამყაროს ტოკენის - Decentraland-ისა (MANA) და The Sandbox-ის (SAND) ფასები დღის განმავლობაში 45.8% და 28.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად. წყარო: CoinGecko. GameFi სფეროს უმსხვილესმა პროექტებმაც ასევე დააფიქსირა მაღალი ყოველდღიური მომგებიანობა. Axie Infinity (AXS) ტოკენის ფასი გაიზარდა 14.2%-ით, Enjin-ის (ENJ) - 15%-ით. წყარო: CoinGecko. Meta-ს (ყოფილი Facebook-ის) ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის თქმით კორპორაცია 5 წლის განმავლობაში გარდაქმნის თავის ბიზნესს. მან ასევე განაცხადა, რომ მის მეტასამყაროზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ Meta-ს აპარატურის, არამედ მესამე მხარის მოწყობილობების მფლობელ მომხმარებლებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ვირტუალური სამყაროს სფეროდან GameFi ტოკენებისა და პროექტების ირგვლივ მღელვარება დაკავშირებული იყოს ამ სივრცეებს შორის „ხიდების“ გაჩენის იმედებთან. გარდა ამისა, Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვიშალ შახმა განაცხადა, რომ მეტასამყარო მხარს დაუჭერს NFT-ს. ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ კორპორაცია დაინტერესებულია ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარებით. https://tinyurl.com/x6ppwj9r
  5. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი გვსმენია უპილოტო ავტომობილებისა და თვითმფრინავების შესახებ და ძალიან ცოტა რამ - თვითნავიგაციის მქონე წყლის ტრანსპორტზე. სიტუაციის გამოსასწორებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT CSAIL) მეცნიერები გაერთიანდნენ Senseable City Laboratory-ისა და Amsterdam Advanced Solutions Institute-ის (AMS Institute) მკვლევარებთან, რათა შეექმნათ სრულმასშტაბიანი ავტონომიური წყლის რობოტი-ტრანსპორტი. უპილოტო რობოტიზებული გემი Roboat III.  წყარო: MIT CSAIL მიმდინარე კვირაში ამსტერდამის არხებში გაეშვა ნავების მთელი ფლოტი ფუტურისტული დასახელებით - Roboat. ნავები მგზავრებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ წყლის სივრცეებზე კაპიტანის ჩართულობის გარეშე - ნათქვამია პრეს-რელიზში. წარმოგიდგენთ Roboat III-ს: თვითნავიგაციური გემი არხებისთვის Roboat - ეს არის ექვსწლიანი მუშაობის შედეგი, რომლის ფარგლებში MIT-მა გატესტა თვითმართვადი ნავების რამდენიმე მოდიფიკაცია - ბოლო ვერსიას ეწოდება Roboat III. ფინალურ ვარიანტ Roboat III-ს შეუძლია 5-მდე მგზავრის ან 1500 კგ ტვირთის გადატანა, რაც მას საქონლის მიწოდების ან ნარჩენების გატანის საშუალებას აძლევს. გემი მთლიანად ელექტროა, მუშაობს აკუმულატორის ენერგიაზე 10 საათის განმავლობაში და შესაძლებელია მისი დამუხტვა უსადენოდ. Roboat III გაშვებისთვის ემზადება. წყარო: MIT CSAIL როდესაც რობოტიზებული ნავი პორტს ან არხის ნაპირს მიუახლოვდება, იგი გადადის მიმაგრების რეჟიმში, რათა მარტივად მიუახლოვდეს დოკს. MIT CSAIL-ის გუნდი ამტკიცებს, რომ Roboat-ში გამოყენებული სენსორები და ტექნოლოგიები რობოტიზებულ ავტომობილებში გამოყენებულის მსგავსია. თვითმართვად ნავში LIDAR-სენსორებია გამოყენებული, აგრეთვე რამდენიმე კამერა, რომლებიც უზრუნველყოფს 360-გრადუსიან ხედვას და გაფრთხილებას გასცემს შეჯახების საფრთხის შემთხვევაში. Roboat დაპროექტებულია, როგორც სრულიად ავტონომიური გემი, თუმცა ხმელეთზე მყოფი ოპერატორი მართვის ცენტრიდან მას თვალყურს ადევნებს, რათა ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიაროს. „რადგან Roboat-ს შეუძლია მისიების შესრულება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად და ბორტზე კაპიტნის გარეშე, მას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქალაქისთვის“, - განმარტა პროექტის წამყვანმა მეცნიერმა ფაბიო დუარტემ. "თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, A დონის ავტონომიის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ოპერატორი ხმელეთზე მონიტორინგს გაუწევს Roboat-ს დისტანციურად მართვის ცენტრიდან. ერთ ოპერატორს შეეძლება გააკონტროლოს Roboat-ის დაახლოებით 50 ერთეული, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას." ვიდეო ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/vft4xmjt ამსტერდამი - იდეალური პოლიგონი ხელოვნური ინტელექტის მქონე გემების გამოცდისთვის Roboat-ში სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული დასაჯდომი ადგილებისთვის: ორი სკამი განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ, რადგანაც საჭირო არ არის ადგილი შტურვალის ან სალარო აპარატისთვის. როგორც ფოტო-ვიდეოებიდან ჩანს, Roboat-ისთვის ავტორებმა ფუტურისტული ნაცრისფერი შეფერილობა აირჩიეს. ინსტიტუტ AMS-ის ინოვაციების დირექტორ სტეფან ვან დიიკის განცხადებით, „ამსტერდამის ისტორიული ცენტრი მთელი მისი არხების ქსელით იდეალური ადგილია ისეთი თანამედროვე პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა მობილობა და ლოჯისტიკა“. https://tinyurl.com/vhbwfeca
  6. Xiaomi-მ წარადგინა Redmi Note 11 სერიის სმარტფონები. სერიაში შევიდა სამი მოწყობილობა: Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro+. ორ უფროს მოდელს აქვს თანამედროვე დიზაინი ბრტყელი კიდეებით ბოლო თაობის iPhone-ის მსგავსად. Note 11-ს მომრგვალებული კიდეები აქვს. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ ვერსიებს 6.67-დუიმიანი AMOLED-მატრიცები აქვთ Full HD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. აპარატული პლატფორმის სახით ორივე მათგანში გამოყენებულია ჩიპსეტი MediaTek Dimensity 920, რომელიც მუშაობს 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 ან 256 გბ-ს მოდიფიკაციის მიხედვით. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ სმარტფონების ძირითად კამერაში შედის 108+8+2-მეგაპიქსელიანი სენსორები, სელფი კამერის სახით გამოყენებულია 16-მეგაპიქსელიანი სენსორი. Note 11 Pro მოდელს აქვს 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. უფროს მოდელში წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც 15 წუთში იმუხტება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის წყალობით. ეს გახლავთ მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება, აგრეთვე IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. ორივე სმარტფონს აქვს NFC მოდული და JBL-ის სტერეოდინამიკები. საბაზისო მოდელი Redmi Note 11 დამყარებულია ჩიპსეტ MediaTek Dimensity 810-ზე. ჩიპი მუშაობს 4, 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ. ძირითადი კამერა 50-მეგაპიქსელიანია, აგრეთვე მოცემულია დამხმარე 8 და 2 მპ სენსორები. IPS-ეკრანი 6.6-დუიმიანია Full HD+ გაფართოებითა და კადრის განახლების 90-ჰერციანი სიხშირით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. Redmi Note 11 საბაზისო მოდელ Redmi Note 11-ის ფასი იქნება 187-დან 256 აშშ დოლარამდე ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობიდან გამომდინარე. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ცისფერ, მწვანე და შავ ფერებში. Redmi Note 11 Pro მოდელი გამოვა მწვანე, შავ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი 250-დან 328 აშშ დოლარამდეა. Redmi Note 11 Pro+ ვერსიის ფასი შეადგენს 312-დან 359 აშშ დოლარს, ხელმისაწვდომი იქნება მისი მწვანე, შავი და იისფერი ვარიანტები. https://tinyurl.com/85errrzr
  7. დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) თავმჯდომარე ელენ მაკუილიამსმა კონფერენცია Money 20/20-ზე განაცხადა, რომ ამერიკელი მარეგულირებლები ორიენტირებულნი არიან შექმნან „მკაფიო სახელმძღვანელო პირობები“, რომლებიც დაარეგულირებენ ბანკების ურთიერთქმედებას კრიპტოინდუსტრიასთან. მაკუილიამსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა უზრუნველყოს მკაფიო წესები, რომლებიც „ინოვაციებს განვითარების საშუალებას მისცემს რისკების შემცირების ფონზე“. ”თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვრისკავთ ინოვაციების ჩახშობას და ამერიკისთვის ლიდერობის ჩამორთმევას იმ ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც სამყაროს ცვლის”, - განაცხადა მან. FDIC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს მისი დეპარტამენტი, ფედერალური სარეზერვო სისტემა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ფულადი მიმოქცევის კონტროლის სამმართველო. „ორგანიზაციები კოორდინაციას უწევენ ქმედებებს იმის გადაწყვეტით, თუ როგორ და რა ვითარებაში შეუძლიათ ბანკებს მონაწილეობა მიიღონ კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობაში“. მისი თქმით, უახლოეს თვეებში მარეგულირებლები წარადგენენ შესაბამისი პროგრამების შესახებ განცხადებებს. სიტყვით გამოსვლისას მაკუილიამსმა აქცენტი გააკეთა Stablecoin-ებზე. მან გამოხატა რწმენა, რომ ეს სეგმენტი უნდა გახდეს „სამთავრობო ზედამხედველობის მიერ საგულდაგულოდ განხილული“ ობიექტი. კერძოდ, მარეგულირებლებმა თვალყური უნდა ადევნონ Stablecoin-ების საბაზისო აქტივებით უზრუნველყოფას, ემიტენტების ოპერაციულ მდგრადობასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. Reuters-თან გაკეთებულ კომენტარებში FDIC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარეგულირებლების მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მოცემული იქნება წესები, რომლებიც მოახდენენ კრიპტოვალუტების შენახვის რეგლამენტირებას სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფისთვის, სესხებისთვის მისი გირაოს სახით გამოყენებისა და ტრადიციულ აქტივებთან ერთად ბალანსის დამატებისთვისაც კი. ადრე მაკუილიამსმა განაცხადა, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი საკრედიტო ორგანიზაცია მუშაობს ციფრულ აქტივებთან. ზოგიერთი ცნობით, FDIC იკვლევს დეპოზიტების პირდაპირი დაზღვევის საკითხს Stablecoin-ების ემიტენტ ბანკებში. https://tinyurl.com/22mmaw9b
  8. როგორც ჩანს მოხდა ის, რისიც ბევრს ეშინოდა. გამომცემლობა The Next Platform-მა სანდო წყაროსგან მიიღო პირველი მტკიცებულება, რომ ჩინეთმა წარმატებით გადალახა ექსაფლოპსის ბარიერი. თანაც ეს მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე: შექმნეს ორი დამოუკიდებელი სუპერკომპიუტერი საკუთარი წარმოების ჩიპებით, ხოლო TOP500-ზე შედეგები არ გამოაქვეყნეს. თუკი მორიგი მტკიცებულებები გამოჩნდება, რაც ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, ეს იქნება აშშ-ის წაგების მანიშნებელი HPC-შეჯიბრში, რადგანაც ამერიკულ სისტემა Frontier-ის (რომელსაც მსოფლიოში პირველ ექსაფლოპს-სისტემად მოიზარებდნენ) ექსპლუატაციაში შესვლა მხოლოდ მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მისი მაქსიმალური წარმადობა 1.5 Eflops იქნება, სტაბილური წარმადობა კი - 1.3 Eflops. ექსაფლოპს-სისტემის შექმნის გეგმის შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წელს განაცხადა. იმ დროს დაანონსდა ერთდროულად სამი პროექტი: თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (National University of Defense Technology, NUDT) უნდა განევითარებინა Sunway სისტემები, პარალელური გამოთვლითი ტექნიკის კვლევითი ცენტრი (National Research Center of Parallel Computer, NRCPC) პასუხისმგებელი იყო პლატფორმა Tianhe-ს შემუშავების დასრულებაზე, Sugon კი გეგმავდა Hygon პროცესორებისა (პირველი თაობის AMD EPYC ჩიპების კლონი) და საკუთარი წარმოების ამაჩქარებლების გამოყენებას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ზემოთხსენებული ორი სუპერკომპიუტერის ზუსტი კონფიგურაციები უცნობია, რადგან ამჯერად ჩინეთმა გადაწყვიტა მიღწეული შედეგებით არ ეამაყა. თუმცა გარკვეული ცნობები მაინც არსებობს: TaihuLight-ის მემკვიდრეს, კოდური დასახელების მქონე Oceanlite-ს, რომელიც ჩიპ Sunway-ს პირველ თაობაზეა (ShenWei) დამყარებული, აქვს მინიმუმ 42 მილიონი ბირთვი და მაქსიმალური წარმადობა - 1.3 Eflops HPL-ში. სტაბილური წარმადობა შეადგენს 1.05 Eflops-ს, FP16-გამოთვლებში კი - 4.4 Eflops-ს. ითვლება, რომ Oceanlite-ის ჩიპებს ShenWei 26010-თან შედარებით ორჯერ მეტი გამომთვლელი ბლოკი აქვთ ერთეულ ფართობზე და თავად ჩიპების რაოდენობაც ორჯერაა გაზრილი. ამასთან, სუპერკომპიუტერის ენერგომოხმარება 35 მეგავატს შეადგენს. პროტოტიპი Tianhe-3. ფოტო: Xinhua მეორე სისტემას, სახელწოდებით Tiahne-3, ასევე აქვს მაქსიმალური წარმადობა 1.3 Eflops, მაგრამ არ არსებობს მონაცემები ენერგიის მოხმარების შესახებ. მისი ჩიპების შესახებ კი გაცილებით მეტია ცნობილი - მათ შემუშავებაზე პასუხისმგებელია Phytium, რომლის ზრდას ერთ დროს ხელი შეუწყო ჩინური სუპერკომპიუტერებისთვის Intel Xeon-ის მიწოდების აკრძალვამ. კომპანიას გააჩნია საკუთარი 7-ნანომეტრიანი Arm პროცესორები (FeiTeng ) და Matrix სერიის ამაჩქარებლები (DSP). როგორც ჩანს, კომპანიამ მოასწრო ჩიპების საჭირო მოცულობის მიღება, სანამ TSMC შეწყვეტდა მათ მიწოდებას აშშ-ის ზეწოლის გამო. https://tinyurl.com/7y9v5474
  9. კომპანია Sony-მ წარადგინა სმარტფონი Xperia Pro-I, რომელმაც მსოფლიოში პირველმა მიიღო კამერის ერთდუიმიანი სენსორი. Xperia Pro-I აგებულია Sony-ს 2021 წლის ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 III-ზე. თუმცა ძირითადი კამერა არ ჰგავს იმ ყველაფერს, რაც Sony-ს სმარტფონებში ოდესმე გამოუყენებია. Xperia Pro-I-ის კამერას საფუძვლად უდევს მასიური 1-დუიმიანი სენსორი Exmor RS გაფართოებით 20.1 მპ, რომელშიც თავის კლასში საუკეთესო კომპაქტური ავტონომიური კამერა RX100 VII-ა გამოყენებული. მას აქვს უზარმაზარი, 2.4 მიკრონის ზომის პიქსელები, რაც მეტი სინათლის დაჭერის შესაძლებლობას ანიჭებს. კამერას აგრეთვე შეუძლია გადაიღოს 12-ბიტიანი RAW ფაილები და 4K ვიდეო წამში 120 კადრი სიჩქარით. მის ავტოფოკუსს ობიექტების აღმოჩენის 315 წერტილი აქვს, რომლებიც ფარავენ კადრის 90 პროცენტს, რაც სუპერმკაფიო გამოსახულების ფორმირებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს გამოსახულების დამუშავებისთვის იმაზე მეტი სიმძლავრე ჭირდება, რისი უზრუნველყოფაც Snapdragon 888 ჩიპს შეუძლია. ამიტომ კომპანიამ გამოსახულების დამუშავებისთვის გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი პროცესორი BIONZ X. შედეგად შესაძლებელია ფოტოს გადაღება სიჩქარით 20 კადრი წამში აქტივირებული ავტოფოკუსითა და ავტოექსპოზიციით. ამას გარდა, კამერას აქვს 24-მილიმეტრიანი ობიექტივი რეგულირებადი f/2.0 და f/4.0 დიაფრაგმით. სმარტფონის დანარჩენი კამერები წარმოდგენილია სუპერფართოკუთხიანი სენსორითა და ტელეობიექტივით. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით სხვა დანარჩენი დეტალები Xperia Pro-I-ში ისეთივეა, როგორც Xperia 1 III მოდელში. Sony Xperia Pro-1 არ იქნება იაფი - მისი ფასი 1800 აშშ დოლარია, თუმცა ხარისხიანი ფოტოების მოყვარულთათვის სმარტფონი შესანიშნავი არჩევანი იქნება. წინასწარი შეკვეთები მიმდინარე თვის ბოლოს იწყება, გაყიდვაში კი სმარტფონი დეკემბრის ბოლოს გამოვა. https://tinyurl.com/sec4k67b
  10. მარკეტფლეის Binance NFT-მ განაცხადა გეიმინგ ტოკენების (Initial Game Offering, IGO) პირველადი შემოთავაზების დაწყება გეიმერებისთვის განკუთვნილი NFT-თამაშების პლატფორმის შექმნის ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში. სიახლე ცნობილი გახდა პლატფორმის წარმომადგენლების განცხადების შედეგად. IGO დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინვესტირება განახორციელონ გეიმინგ პროექტებში ადრეულ სტადიაზე. IGO-ს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება წამყვანი პროექტების NFT-კოლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Binance-ის მარკეტფლეისზე. მათ რიცხვში შევა სხვადასხვა გეიმინგ-საგანი, მათ შორის იარაღი, სკინები და ბევრი სხვა. IGO პირველ რიგში ახდენს DeRace-ის ორგანიზებას - ეს არის ცხენების ხტომის ვირტუალური სამყარო, რომლის მონაწილეებს შეუძლიათ მოაშენონ უნიკალური მახასიათებლების მქონე ცხენები, ჩაატარონ დოღი და მიიღონ ჯილდო. IGO-ს ფარგლებში პროექტი წარადგენს 10 ტიპის ტოკენს სხვადასხვა ცხენით. Binance-მა NFT-პლატფორმა ივნისში აამოქმედა. https://tinyurl.com/8rhy2
  11. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერები, რომლებიც გვაცნობებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ანონსის მოახლოებას. ლეპტოპს ექნება მაღალი ხარისხის დისპლეი წვრილი ჩარჩოთი. ფოტოების წყარო: Gizmochina მოწყობილობაში გამოყენებული იქნება 2.8K ფორმატის პანელი 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით. დისპლეის ზომაა 14 დუიმი დიაგონალზე. მხარდაჭერილია ფერების 1.07 მილიარდი შეფერილობა. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 90 ჰერცს, მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/მ2-ს. ეკრანი ქარხნულად კალიბრირებული იქნება Delta E<2 მაჩვენებლით, რაც უზრუნველყოფს ყველა ფერის მაქსიმალურ ბუნებრივობას. მხარდაჭერილია აგრეთვე DisplayHDR True Black 500 სერტიფიკაცია. პორტატული კომპიუტერის კორპუსი დამზადებულია ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობით და ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტებით. ამ დროისთვის ჯერჯერობით დაანონსებულია მხოლოდ ერთი ფერის, ვერცხლისფერი მოდელის გამოსვლა. აღჭურვილობაში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos ოთხი დინამიკით. ეკრანის ჩარჩოს ზედა ნაწილში განთავსებულია ვებ-კამერა. ოფციის სახით მომხმარებლებს შესთავაზებენ სენსორული მართვის ეკრანის დაყენების შესაძლებლობას. კლავიატურას არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა მხარეს. ხელმისაწვდომია დიდი ზომის თაჩპედი. პორტატულ კომპიუტერ Lenovo Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ოფიციალური პრეზენტაცია 2 ნოემბერს შედგება. https://tinyurl.com/28b5xhjx
  12. Tesla-ს აქციების ფასმა მატება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ავტომობილების გაქირავების სერვისის კომპანია Hertz-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ეს კომპანია გეგმავს Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილის შეძენას აშშ-ისა და ევროპის ტერიტორიაზე გაქირავების მიზნით. სავაჭრო შეთანხმება დასრულდა Tesla-ს აქციების ღირებულების 12.7%-იანი ზრით, შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს. ვერც ერთმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ამ დრომდე მსგავსი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო. ფოტოს წყარო: Reuters რეალურად, მსოფლიოში არც ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც კაპიტალიზაციის მსგავს მაჩვენებელს ფლობს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Apple, Amazon, Microsoft, Facebook და Alphabet (Google). ფაქტობრივად, აქციების მიმდინარე კურსით Tesla ხდება რიგით მეხუთე ამერიკული საჯარო კომპანია კაპიტალიზაციის სიდიდით და უსწრებს Facebook-ს. Hertz-თან გარიგების შემდეგ წარმოქმნილმა საფონდო ბაზრის რეაქციამ თავად ილონ მასკიც გააკვირვა, რადგან მან აღნიშნა, რომ Tesla-სთვის ამჟამად პრობლემას წარმოადგენს არა მოთხოვნის, არამედ საწარმოო სიმძლავრის ნაკლებობა. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით ამჟამად Tesla-მობილებზე მოთხოვნა 10%-ით აღემატება მიწოდებას. სტატიის წერის მომენტში Tesla-ს აქციის ფასი იყო 1024 აშშ დოლარი, თუმცა Wedbush-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ფასი შესაძლოა 1500 აშშ დოლარამდე გაიზარდოს. როგორც ჩანს, ინვესტორები გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ ავტომანქანების გაქირავების დიდმა ქსელმა რეალური ნაბიჯი გადადგა მათი შემდგომი პოპულარიზაციისთვის. 100 ათასი Tesla-მობილის შეძენის შემდეგ Hertz-ის მანქანების 20%-ზე მეტი აშშ-სა და ევროპაში ელექტრომობილები იქნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ Tesla Model 3 სექტემბრის ბოლოს გახდა ყველაზე პოპულარული ახალი მანქანა ევროპაში ყველა ტიპის ელექტრომობილს შორის. ინვესტორები არ შეუშინებია ამერიკულ სააგენტო NHTSA-ს პრეტენზიებს Tesla-ს ავტოპილოტირების პროგრამის ბეტა-ვერსიის აშშ-ის საჯარო გზებზე გამოყენების შესახებ, არც ახლახან წარმოდგენილი FSD Beta 10.3 განახლების ხარვეზებს, რომლებიც ოპერატიულად გამოსწორდა. https://tinyurl.com/3es66t2y
  13. კომპანია Fundstrat-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს Bitcoin-ის კურსის სამომავლო ზრდა 89 ათას აშშ დოლარიან დონემდე - აცხადებს BNN Bloomberg. „Bitcoin-ის თავდაპირველი მიზანი 65 ათას აშშ დოლარის ზემოთ - ეს არის დაახლოებით 72500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 89 ათას აშშ დოლარიანი დონე“ - ნათქვამია Fundstrat-ის ანგარიშში. ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ამჟამად ბაზარი აფასებს აშშ-ში ბირჟაზე მოვაჭრე Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე არსებული ფონდის ამოქმედებას, რომელიც კომპანია ProShares-ს ეკუთვნის. ხსენებულმა ინსტრუმენტმა სავაჭრო აქტივობის კუთხით მეორე ადგილი დააფიქსირა თავისი დებიუტით. BNN Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ კრიპტო ბირჟა BitMEX-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჰოპტნერი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის ზრდას 100 ათას აშშ დოლარამდე მიმდინარე წლის ბოლოსთვის. სტატიის წერის მომენტში Bitcoin დაახლოებით 61100 აშშ დოლარად იყიდებოდა. BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 67 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი. https://tinyurl.com/4by7s5n8
  14. ამერიკულმა კომპანია Intel-მა გაასაჯაროვა Xe Arc Alchemist გრაფიკული ამაჩქარებლების ფასები. მოსალოდნელია, რომ „ლურჯი გუნდი“ სამომავლო ვიდეო დაფებით შეეცდება კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-სა და AMD-ის მოწინავე დაფებს, ამასთან გამოირჩეოდეს ლოიალური ფასებით. პროცესორების მწარმოებელმა კალიფორნიულმა გიგანტმა აამოქმედა თამაში Xe HPG Scavenger Hunt. სამი გამარჯვებული მიიღებს Intel-ის სამ ახალ გრაფიკულ ამაჩქარებელს, სამი ან ექვსი თვის ვადით Xbox Game Pass-ის გამოწერას, აგრეთვე ARC-ის საფირმო ატრიბუტებს. გამარჯვებული და გრან-პრის ლაურეატი მიიღებენ 700 და 900 აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოებს, შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, როგორი იქნება Intel-ის გრაფიკული ამაჩქარებლების მიახლოებითი ფასი, რომლებიც ბაზარზე მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს. 100 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზს, რომელიც მოიცავს ექვსთვიან Xbox Game Pass-ს და Intel Arc Premium ამაჩქარებელს. პირველი ადგილისთვის ორასი ჯილდო იქნება განკუთვნილი - სამი თვე Xbox Game Pass-ის გამოწერა და ვიდეო დაფა Intel Arc Performance. გეიმინგ სერვისის გამოწერის ღირებულებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპრიზო პაკეტებში არის სხვა ნივთებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი დონის Intel Arc Premium გრაფიკული დაფის ფასი იქნება დაახლოებით 820 $, ხოლო Arc Performance ეღირება დაახლოებით 650 $. რა თქმა უნდა, 50-100 დოლარის კორექტირება შესაძლებელია ორივე მიმართულებით. https://tinyurl.com/m9pytts8
  15. სატრანსპორტო საშუალების შემადგენობაში ელექტრო ძრავებისა და ბატარეების გამოყენება ელექტრომობილების მწარმოებლებს კონსტრუქციის აწყობისას კრეატიულობისთვის დიდ არჩევანს აძლევს. Hyundai Mobis აპირებს ელექტრომობილების მწარმოებლებს შესთავაზოს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების ბრუნვას 90 გრადუსით. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis ელექტრომობილების სეგმენტში უკანა საბურავების ბრუნვადობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებით ყველაზე მეტად ცნობილია კორპორაცია General Motors. მან უკვე დააანონსა „კიბორჩხალის რეჟიმი“ Hummer-ისა და თანაპლატფორმელ პიკაპ Chevrolet Silverado-სთვის. ილონ მასკმა გარკვეული დროის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა პიკაპ Tesla Cybertruck-მაც მიიღოს უკანა საბურავების ბრუნვადობის შესაძლებლობა. საბურავების მოზრდილი ბაზის მქონე დიდი ზომის მანქანების შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქალაქის პირობებსა და უგზოობაში მანევრირებისთვის. შესაძლებელია მანქანა გადაადგილდეს დიაგონალზე, აგრეთვე შემცირდება შემობრუნების რადიუსი. Business Korea-ს ინფორმაციით, სამხრეთკორეულმა კომპანია Hyundai Mobis-მა განაცხადა, რომ წარმატებას მიღწია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აგრეგატების შემუშავებაში, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მანქანები საბურავების 90-გრადუსიანი ბრუნვის შესაძლებლობით. თუ ვივარაუდებთ, რომ ოთხივე საბურავს ექნება თავისუფლების ასეთი ხარისხი, მაშინ ელექტრომობილი შეძლებს გზის მკაცრად პერპენდიკულარულ მხარეს გადაადგილებას და ადგილზე მოხვევას, რაც დამატებით კომფორტს შექმნის ქალაქში პარკირებისა და მანევრირებისას. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis საბურავებსა და ძრავს შორის მექანიკური კავშირის მქონე კლასიკური ავტომობილები იშვიათად უზრუნველყოფენ საბურავების მობრუნების 30-გრადუსიან კუთხეზე მეტს. Hyundai Mobis პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის შექმნის მზა პლატფორმას საბურავების 90 გრადუსით ბრუნვის შესაძლებლობით. 2025 წლისთვის კომპანია ამ პლატფორმას ავტომატური მართვის უნარს მიანიჭებს. ეს ყველაფერი კომპანიის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აწარმოონ უჩვეულო კონსტრუქციისა და ფანტასტიკური მანევრირების მქონე ელექტრომობილები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული კომპანიის მთავარი მომხმარებლები არიან ბრენდები Hyundai, Genesis და Kia, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი მოდელები მათი პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდება. https://tinyurl.com/4me3hec5
  16. ჩინეთში კრიპტოვალუტების აკრძალვის თემას ბევრი საინფორმაციო მასალა მიეძღვნა, ამ საკითხმა ინტერესი გამოიწვია ყველასთვის, ვისაც რაიმე სახის კავშირი გააჩნია მასთან. ამჯერად კი შესაძლებელია ხსენებულ საკითხს ფინალური წერტილი დაესვას. გასულ კვირას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო Bitcoin-ისა და ყველა სხვა ციფრული აქტივის მოპოვება საწარმოო საქმიანობის შავ სიაში შეიტანოს. კანონპროექტის განხილვა 21 ნოემბრამდე გასტანს, თუმცა მის მიღებაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მაინინგი დაექვემდებარება სრულ და საბოლოო ლიკვიდაციას. ჩინეთის ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ყველა საფუძველი არსებობს იმის სარწმუნოდ, რომ ძნელად თუ გაბედავს ვინმე მათ დაუმორჩილებლობას, ყველაზე ღრმად დაფარული იატაკქვეშა სამრეწველო მაინერებიც კი აუცილებლად გააჩერებენ ფერმებს. თუკი გავიხსენებთ, რომ ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა აკრძალა კრიპტოვალუტებით ყველანაირი ოპერაციის განხორციელება, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტას საბოლოოდ ემშვიდობება. კრიპტოვალუტების შესახებ განხილვებს რაც შეეხება, სხვადასხვა წყარო უკვე ავრცელებს ცნობებს, რომ ჩინურ ვებ-გვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და რეკლამებში ასევე დაექვემდებარება აკრძალვას კრიპტოვალუტების თემის ხსენება. ცხადია, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ კრიპტოვალუტა უნდა გაქრეს არა მხოლოდ ჩინეთის მიწიდან, არამედ ყველა მოქალაქის გონებიდანაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტერიტორიიდან კრიპტოვალუტის განდევნის მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მიზანმიმართულობას ამ საკითხში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ჰეშრეითის მიხედვით: მიაღწია პიკს, მსოფლიო მასშტაბის 65%-ს. რაც შეეხება კრიპტო მაინერებს, ქვეყნის მხრიდან მიღებული ზეწოლის გამო ისინი გადავიდნენ ძირითადად შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ხელგაშლილად დახვდნენ. გარდაუვალია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ექცევა ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ასე მკაცრად. თავად ჩინეთის ხელისუფლება მიღებულ ზომებს ხსნის ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პროგრამის შესრულებით ან, მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგიაზე ზრუნვით. სხვადასხვა ექსპერტს ამ კუთხით განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ციფრული იუანი. დასასრულს, აღსანიშნავია, რომ CBECI-ის (Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index - კემბრიჯის Bitcoin-ის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსი) უახლესმა მონაცემებმა მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს პერიოდის მონაცემებში დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია 0%-იან დონეზე. https://tinyurl.com/33zvac2j
  17. Intel-ის კვარტალურ ანგარიშში მეტად დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. Alder Lake პროცესორები, რომელთა ანონსის პირველი ფაზა მიმდინარე კვირაში შედგება, Intel-ის ხელმძღვანელმა პატრიკ გელსინგერმა კვარტალურ ღონისძიებაზე საქებარი ეპითეტებით მოიხსენია და პირობა დადო, რომ მოხდება მათი გავრცელება მაქსიმალური რაოდენობის სეგმენტებში, ფორმ-ფაქტორებისა და სითბური პაკეტების მხრივ ვარიანტებში კომპანიის მიერ ოდესმე წარდგენილ სხვა სერიებთან შედარებით. ეს პროცესორები სუპერმობილურ ვარიანტებადაც გამოვა. ფოტოს წყარო: CRN გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Alder Lake პროცესორები დაეხმარება Intel-ს ბაზრის წილის გაზრდაში. მან ასევე უწოდა მათ "ფასის ლიდერები" ( pricing leader). ვინაიდან გელსინგერს არ გაუკეთებია დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს გამოთქმა შეიძლება ორი გზით იქნას განმარტებული. ერთი მხრივ, Alder Lake პროცესორები შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი მათ შესაბამის საფასო სეგმენტში წარმადობის დონის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, Alder Lake სერიამ შესაძლოა გაზარდოს Intel-ის პროდუქტების საშუალო სარეალიზაციო ფასი და გახდეს ამ ფენომენის მთავარი კატალიზატორი. მეორე ვერსია არც ისე აბსტრაქტულია, რადგან ადრე კონფერენციაზე Intel-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ Alder Lake-ის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გაზარდა მოთხოვნა უფრო ძვირადღირებულ პროცესორებზე მზა კომპიუტერების მწარმოებლებს შორის. კვარტალურ ანგარიშზე 10-Q ფორმის მიხედვით მოთხოვნის ზრდას დესკტოპ სისტემებზე კომპანია Intel ხსნის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული „დაბალი ბაზის“ ეფექტით, ასევე კორპორატიული და კერძო სეგმენტების აღდგენით. ლეპტოპებზე მოთხოვნის შემცირება დიდწილად განპირობებულია შესაბამისი კომპონენტების დეფიციტით. ამასთან საშუალო ფასები მატულობს - Intel-ის პროდუქციის სტრუქტურაში ჩნდება სულ უფრო მეტი პროცესორი დიდი რაოდენობის ბირთვებით. https://tinyurl.com/5bavme8w
  18. ცნობილი გახდა კოდური დასახელება Aldebaran-ის მქონე მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორისა და მის საფუძველზე არსებული Instinct სერიის ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. სიახლე ინსაიდერმა, მეტსახელად ExecutableFix-მა გააზიარა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად AMD ამზადებს MI200 სერიის ორ მოდელს: MI250X და MI250. უმცროს მოდელს ექნება ნაკლები Compute Unit (CU) ბლოკები და შედარებით დაბალი სიხშირეები. არაოფიციალური ცნობებით, CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი AMD Instinct MI250X წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ექნება 110 CU და მაქსიმალური სიხშირე 1.7 გჰც. მეხსიერების ქვესისტემაში შესული იქნება 128 გბ HBM2e მეხსიერება, ამაჩქარებლის სითბური სიმძლავრე კი შესაძლოა 500 ვატს აღწევდეს. ჯერჯერობით AMD-ს არ დაუკონკრეტებია CDNA 2 ამაჩქარებლების წარმოების ტექნოლოგია და შემოიფარგლა მხოლოდ Advanced Node-ის განმარტებით ამჟამინდელ 7-ნანომეტრიან ტექპროცესთან შედარებისას. წყარო: Twitter @ExecuFix [1] და [2] ინსაიდერი მიუთითებს 47.9 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობაზე, თუმცა არ აზუსტებს რომელ ოპერაციებში. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ ეს არის წარმადობა ორმაგი სიზუსტის რიცხვებით მუშაობისას, შესაძლოა, მატრიცულ ოპერაციებში. FP16 და BF16 ფორმატებთან მუშაობისას გამოთვლითი წარმადობა აღწევს 383 ტერაფლოპს, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მატრიცულ ოპერაციებზეა საუბარი. გასულ წელს AMD-მ წარმოადგინა FP64 ვექტორულ ოპერაციებში რეკორდული გამოთვლითი წარმადობის (11.5 Tflops) მქონე Instinct MI100 ამაჩქარებელი. როგორც ჩანს, AMD მზადაა 120 CU-ით აღჭურვილი და 1.5 გჰც-ზე მომუშავე MI100-დან დიდი ნახტომის გაკეთებისთვის. AMD Instinct MI250/X-ში პირველად იქნება გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი მულტი-ჩიპის დიზაინით. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ჩიპლეტი ექნება მას, სხვადასხვა ცნობების მიხედვით მათი რიცხვი შესაძლოა იყოს ორიდან ოთხამდე. ინსაიდერს არ დაუკონკრეტებია, 110 CU არის ერთი ჩიპლეტის თუ მთლიანი გრაფიკული პროცესორის კონფიგურაცია. https://tinyurl.com/ywdbahup
  19. ბრედ გარლინგჰაუსი თვლის, რომ Ethereum-მა შეძლო გამხდარიყო კაპიტალიზაციით უდიდესი Altcoin SEC-ის მხრიდან ხელსაყრელი პოზიციის წყალობით. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) მფარველობს Ethereum-ს. ამგვარად ახსნა გარლინგჰაუსმა კაპიტალიზაციის თვალსაზრისით უდიდესი Altcoin-ის წარმატება ონლაინ კონფერენცია DC Fintech Week-ზე. გარლინგჰაუსმა უსამართლო უწოდა სიტუაციას, რომელშიც მარეგულირებელი ორგანო ახდენს XRP ტოკენის კლასიფიცირებას ფასიან ქაღალდად, თუმცა მსგავს პრეტენზიებს არ უყენებს Ethereum-ს. იგი ამტკიცებს, რომ SEC-ის სწორედ ამგვარმა პოზიციამ განაპირობა, Ethereum გამხდარიყო Bitcoin-ის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით იყო XRP. როდესაც გაირკვა, რომ SEC-მა მწვანე შუქი აუნთო Ethereum-ს, ამან განაპირობა ETH-ის ფასის ზრდა“ - აღნიშნა გარლინგჰაუსმა. 21 ოქტომბერს Ethereum-ის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და გადააჭარბა 4.37 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. 22 ოქტომბერს Ethereum იყიდებოდა 4.1 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი კაპიტალიზაცია შეადგენდა 490 მილიარდ აშშ დოლარს CoinGecko-ს მიხედვით. წლის დასაწყისიდან დღემდე Altcoin-ის კურსი 456 %-ით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს SEC-მა კომპანია Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენების სახით გაყიდვაში. შედეგად XRP-ის ფასი 0.20 $-მდე შემცირდა. აპრილის შუა პერიოდში ტოკენმა მიაღწია ლოკალურ მაქსიმუმს, 1.84 აშშ დოლარს. სტატიის წერის დროს XRP იყიდებოდა 1.1 აშშ დოლარად და ეკავა მეშვიდე ადგილი უმსხვილესი კრიპტოვალუტების სიაში კაპიტალიზაციის მიხედვით (51.8 მლრდ აშშ დოლარი). https://tinyurl.com/um3s3252
  20. რესურს Barron’s-მა შეაჯამა აშშ-ის საფონდო ბირჟებზე პირველი სავაჭრო სესიის შედეგები Intel-ის მიერ დამაინტრიგებელი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კომპანიისთვის უჩვეულო გრძელვადიანი პროგნოზებით ხასიათდება. აშკარაა, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორის, ჯორჯ დევისის პენსიაზე გასვლის მოახლოებამ ინვესტორებზე მინიმალური გავლენა მოახდინა, ხოლო კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობამ ისინი საფუძვლიანად შეაშფოთა. ფოტოს წყარო: Seeking Alpha ანალიტიკოსების აზრით, Intel-ის იმედები წლიური შემოსავლების 10-12%-ით გაზრდის შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბოლომდე არ არის გამართლებული და ამ პერიოდისთვის დაგეგმილი კაპიტალური ხარჯების მოცულობა აშკარად გააუარესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. ასევე საეჭვოა ტექნოლოგიური ლიდერობის დაბრუნება 2025 წლისთვის. ექსპერტების აზრით, სანამ Intel "დაეწევა და გაუსწრებს" TSMC-ს, AMD გააგრძელებს ბაზრის წილის გაზრდას. მაგალითად, ამჟამად Intel შეზღუდულია დაბალბიუჯეტური პროცესორების მიწოდების შესაძლებლობაში - იგი მათ საკმარისი რაოდენობით აწარმოებს, მაგრამ პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს არ გააჩნიათ თანმხლები კომპონენტები და ისინი ცდილობენ ორიენტირდნენ უფრო ძვირადღირებული კონფიგურაციების გამოშვებაზე. მეორე მხრივ, AMD დიდი ხანია არ არის დაინტერესებული დაბალი ფასების სეგმენტით, ამიტომ ფაქტორები გარკვეულწილად დაბალანსებულია. ასეა თუ ისე, გასულ დღეებში Intel-ის აქციების ფასმა თითქმის 12%-ით დაიკლო, კომპანიის კაპიტალიზაცია 20 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და დაუბრუნდა იანვრის დასაწყისის მაჩვენებელს. სამაგიეროდ AMD-ის აქციების ფასი გაიზარდა თითქმის ნახევარი პროცენტით, რაც ასახავს ინვესტორების ნდობას კომპანიის შესაძლებლობებში - ისარგებლოს კონკურენტის სისუსტის იმპულსით, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი საბაზრო პოზიცია. https://tinyurl.com/b8te3hc4
  21. აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ტეხასში არსებულ ბაზაზე აგრძელებს მრავალჯერად ხომალდ Starship-ის მომზადებას ისტორიაში პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის. ძრავ Raptor-ის ვაკუუმური ვერსიის პირველი სტატიკური აალების გამოცდიდან მოკლე დროში SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხომალდი Starship პირველი სატესტო ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება, თუმცა მანამდე აუცილებელია ნებართვის მიღება მარეგულირებელი ორგანოებისგან. ფოტოს წყარო: SpaceX ორბიტალური ფრენების განსახორციელებლად SpaceX-მა უნდა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA). არსებული ცნობების თანახმად FAA-ს სურს ნახოს, რომ SpaceX-მა მიიღო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა, რათა გარანტირებულ იქნას მინიმალური რისკი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხომალდის გაშვებისას საგანგებო მდგომარება შეიქმნება. ამ ეტაპზე ხომალდის გაშვებისა და ფრენის დროს პრობლემების წარმოქმნის ალბათობა არც ისე მცირეა. ჩვენ უკვე ვნახეთ SpaceX-ის რამდენიმე წარუმატებლობა წარსულში, Starship-ის პროტოტიპების ადრეული ვერსიები აფეთქდა ან „სწრაფად, მოულოდნელად დაიშალა“, როგორც ამას ინდუსტრია ზოგჯერ უწოდებს. თუმცა, ილონ მასკის კომპანიას ასევე აქვს წარმატებული ტესტები, რომელთა დროსაც ხომალდის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა ატმოსფეროში და შემდეგ მოხდა კონტროლირებადი დაშვება. SpaceX-ისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Starship-ის ფრენა Super Heavy რაკეტით დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. კომპანია ტექნიკურად მზად არის ამისათვის, თქვა მასკმა, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ FAA-მ გადადოს ზოგიერთი საკითხის განხილვა და SpaceX-ს მისცეს დროებითი ნებართვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა წლის ბოლომდე განახორციელოს. https://tinyurl.com/c22arh7a
  22. ინფლაციისადმი შიში და არა პირველ ფიუჩერსულ Bitcoin-ETF-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი განაპირობებს პირველი კრიპტოვალუტის კურსის სვლას ახალი მაქსიმუმებისკენ - ამგვარი აზრი გამოხატეს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა, აცხადებს Bloomberg. 19 ოქტომბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო კომპანია ProShares-ის Bitcoin Strategy ETF-ის ვაჭრობის პროცესი. SEC-მა პირველად დაამტკიცა მსგავსი საბირჟო პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე. BITO ტიკერით ფონდის სავაჭრო ბრუნვამ დებიუტის დღეს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარს მიღწია. ამ მაჩვენებლით მან მეორე ადგილი დაიკავა ყველა ETF-ს შორის. 20 ოქტომბერს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და 67000 აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა JPMorgan-ის სტრატეგები მიიჩნევენ, რომ BITO-ს ამოქმედება „არ გამოიწვევს Bitcoin-ში ახალი კაპიტალის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოდინების ახალ ფაზას“. „ამის ნაცვლად ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის, როგორც ინფლაციისგან ოქროზე უკეთ დაცვის საშუალების, აღიარება არის ამჟამად მიმდინარე აღმასვლის მთავარი მიზეზი, რის გამოც სექტემბრიდან დაიწყო ოქროს ETF-ებიდან Bitcoin-ფონდებზე გადასვლა”, - განაცხადეს მათ. წყარო: Bloomberg. „ეს დინება უცვლელი დარჩება და წლის ბოლომდე Bitcoin-თან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს შეინარჩუნებს“ - თვლიან JPMorgan-ის ექსპერტები. რაც შეეხება ბაზრის მონაწილეების ენთუზიაზმს BITO-ს მიმართ, ანალიტიკოსებმა მაგალითის სახით მოიყვანეს Bitcoin-ის ბაზაზე პირველი საბირჟო ფონდის ამოქმედება კანადაში. Purpose Investments-ის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოშვებული პროდუქტი ტიკერით BTCC თბილად იქნა მიღებული, თუმცა შემდეგ მის მიმართ ინტერესი განელდა. „BITO-ს ირგვლივ არსებული თავდაპირველი მღელვარება შეიძლება ერთ კვირაში გაქრეს“, ვარაუდობენ ექსპერტები. მათი თქმით, Bitcoin-ინვესტორებს ინვესტირებისთვის „ბევრი ვარიანტი“ აქვთ. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ SEC-მა დაამტკიცა კომპანიების - VanEck-ისა და Valkyrie Investments-ის კიდევ ორი ფიუჩერსული Bitcoin-ETF-ის ამოქმედება. ადრე ჰეჯ-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა პირველ კრიპტოვალუტას უწოდა დაზღვევა ინფლაციისგან. მილიარდერმა თავისი მოსაზრება CNBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე Bitcoin-მა აშკარად აჯობა ოქროს ამ კუთხით. Icahn Enterprises-ის დამფუძნებელი კარლ აიკანიც აფასებს ციფრული ოქროს ინფლაციის საწინააღმდეგო თვისებას. https://tinyurl.com/3n787f7t
  23. კომპანია Razer-მა დაიწყო უნიკალური პროდუქტის, მაღალტექნოლოგიურ დამცავ ნიღაბ Zephyr-ის გაყიდვა, რომელიც შეიქმნა კოდური დასახელების მქონე პროექტ Project Hazel-ის ფარგლებში. ახალი ნიღბის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 100 აშშ დოლარი. ფოტოების წყარო: Razer მოწყობილობაში გამოყენებულია N95 ტიპის ფილტრები, რაც მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ ნიღაბს შეუძლია გაფილტროს ბაქტერიების 99% და ჰაერში არსებული, 0.3 მიკრონის ზომის ნაწილაკების 95%. ნიღბის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი შემწოვი ვენტილატორი, რომლებსაც შეუძლიათ ორ რეჟიმში მუშაობა - ბრუნვის სიჩქარით 6200 და 4200 ბრ/წთ. რეალიზებულია მრავალფერი განათება Razer Chroma RGB 16.8 მილიონი ფერის პალიტრით. მისი შეცვლა შესაძლებელია სმარტფონისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის გამოყენებით. სრულად დამუხტული ბატარეა საკმარისია რვასაათიანი მუშაობისთვის განათების გარეშე და ვენტილატორის დაბალ სიჩქარეზე ბრუნვის პირობებში, ხოლო განათებითა და მაღალი სიჩქარით ბატარეა მუშაობს 3.5 საათის განმავლობაში. დამუხტვა ხორციელდება USB Type-C პორტის მეშვეობით და სრულად დამუხტვისთვის დაახლოებით 2 საათია საჭირო. ნიღბის ზომებია 181 × 104 × 104 მმ, წონა - დაახლოებით 206 გრამი. სმარტფონთან დაკავშირებისთვის გამოიყენება უსადენო კავშირი Bluetooth Low Energy.  https://tinyurl.com/n34ydef4
  24. ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის პრობლემა საკმაოდ დიდხანს დარჩება აქტუალური, ამბობს Intel-ის ხელმძღვანელი პეტ გელსინგერი. CNBC-სთან საუბრისას გელსინგერმა კომენტარი გააკეთა კომპანიის ბოლო ფინანსურ შედეგებზე და აღნიშნა, რომ არ ელოდება მიკროჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას მინიმუმ 2023 წლამდე. ფოტო: The Verge ”ჩვენ ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება მომავალი წლის ყოველ კვარტალში, მაგრამ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის [ნახევრადგამტარ კომპონენტებზე] 2023 წლამდე არ აღდგება“, - განაცხადა გელსინგერმა. Intel-ის მთავარ კონკურენტ AMD-ს ოდნავ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. გასულ თვეში კომპანიის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ ღონისძიება Code Conference-ზე გამოსვლისას ყველას მოუწოდა შეეგუონ ჩიპების დეფიციტს მომავალ წლამდე. „მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება. არა მყისიერად. მაგრამ ახალი ქარხნების ამოქმედების შედეგად ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას, ”- განაცხადა ლიზა სუმ. NVIDIA იზიარებს AMD-ის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გრაფიკული პროცესორების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს გაუმჯობესებას. Intel-ის ნაკლებად დამაიმედებელი პერსპექტივა გამომდინარეობს მისი უახლესი ფინანსური ანგარიშიდან, რომელშიც კომპანიამ აღნიშნა პერსონალური კომპიუტერებიდან მიღებული შემოსავლის 2%-იანი კლება და ლეპტოპებიდან მიღებული 5%-ით ნაკლები შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია კომპიუტერების მწარმოებლებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პროცესორების ნაკლებობაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. „ჩვენ ამას გარემოებათა მიმდინარეობას ვუწოდებთ. შეიძლება გვქონდეს პროცესორი, მაგრამ სხვა მომწოდებელს არ ჰქონდეს საკმარისი LCD პანელები, ხოლო მესამეს - საჭირო Wi-Fi მოდულები. განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრები განიცდიან მიკროჩიპების და ზოგიერთი ქსელის კონტროლერების დეფიციტს, ”- განაცხადა გელსინგერმა. https://tinyurl.com/ys9t88wz
  25. მაინინგ-კომპანია Atlas Mining-მა განაცხადა, რომ მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-თან, რაც მოიაზრებს კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო 100 მვტ სიმძლავრის აღჭურვილობის განთავსებას. პრეს-რელიზის თანახმად, ASIC მაინერების განლაგება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრებში 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. მოსალოდნელია, რომ აღჭურვილობის ამოქმედების შემდეგ მისი საერთო ჰეშრეითი იქნება დაახლოებით 3.7 EH/წმ. Atlas Mining-მა გარიგებას გლობალური ექსპანსიის ნაწილი უწოდა. კომპანია, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, აფართოებს მაინინგ ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე სხვა რეგიონებში. საერთო ჯამში კომპანიამ შეიძინა 200 ათასზე მეტი ASIC მაინერი და აპირებს გააგრძელოს ეს ტენდენცია "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში". Atlas ფლობს მაინინგისთვის საჭირო, 400 მეგავატი სიმძლავრის ინფრასქტუქტურასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს და გეგმავს ნახევარი წლის განმავლობაში კიდევ 1 გიგავატის დამატებას. შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩინელი მაინერების მიგრაციის ფონზე Compute North-მა დააანონსა მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის გაფართოება 1.2 გიგავატამდე. https://tinyurl.com/25359ka6
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.