Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. 8 ნოემბერს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებებმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 4700 აშშ დოლარიან ნიშნულს ზემოთ. CoinGecko-ს თანახმად ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივის ფასი 4.3%-ით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში Ethereum იყიდებოდა 4757 აშშ დოლარის დონეზე. კაპიტალიზაციამ მიაღწია 563.6 მლრდ აშშ დოლარს. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. ბოლო 24 საათის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 6.2%-ით და იყიდება დაახლოებით 65970 აშშ დოლარად. BTC-ის დომინირების ინდექსია 41.3%, ETH-ის - 18,7%. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტოპ-10 აქტივიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ორის ფასი შემცირდა, ესენია Binance Coin (-3.1%) და Solana (-4.1%). წყარო: CoinGecko. 3 ნოემბერს Ethereum-ის კურსმა მიაღწია 4639 აშშ დოლარიან ნიშნულს. ოქტომბრის შეჯამებით, ETH-მა Bitcoin-ს გაუსწრო ფასის ზრდის ტემპით 42.9%-იანი მაჩვენებლით 39.9%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად. საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs უშვებს ალბათობას, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი 8 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/axsuur7d
  2. Alphabet Corporation-მა დააარსა კომპანია Isomorphic Labs, რომლის მიზანია გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი ახალი ფარმაცევტული საშუალებების აღმოსაჩენად. გავრცელებული ინფორმაციით ახალი პროექტი გამოიყენებს ლონდონში არსებულ, Alphabet-ის კუთვნილ ლაბორატორია DeepMind-ის მიღწევებს, რომლის ხელოვნური ინტელექტი დაუჯერებელი სიზუსტით ახდენს ცილების ფორმის პროგნოზირებას ალგორითმ AlphaFold2-ის მეშვეობით. „ჩემთვის მეტად სასიამოვნოა გაცნობოთ ახალი კომპანია Isomorphic Labs-ის შექმნის შესახებ - ეს არის ინდუსტრიული საწარმო, რომლის მისიაა გადახედოს ხელოვნური ინტელექტის მიერ მედიკამენტების აღმოჩენის მთელ პროცესს და საბოლოოდ მოახდინოს ზოგიერთი ძირითადი ცხოვრებისეული პროცესის მოდელირება და აღქმა“, - განაცხადა Isomorphic Labs-ისა და DeepMind-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დემის ჰასაბისმა. კომპანიის წარმომადგენელმა The Verge-ს განუცხადა, რომ Isomorphic Labs და DeepMind დარჩებიან ცალ-ცალკე კომპანიებად მიუხედავად რამდენიმე მსგავსი მეთოდის გამოყენებისა. გარდა ამისა, Isomorphic Labs-მა შეიძლება არ შეიმუშაოს საკუთარი მედიკამენტები, მაგრამ თავის მოდელებს გაყიდის ფარმაცევტულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში. ბრიტანელი ანტრეპრენერი და მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის სფეროში დემის ჰასაბისი Isomorphic Labs არ არის პირველი კომპანია, რომელიც ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო აღმოჩენებში. Nvidia თანამშრომლობს AstraZeneca-სთან, Schrödinger-სა და ფლორიდის უნივერსიტეტთან, რათა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს მედიკამენტების კვლევაში. Pfizer თანამშრომლობს IBM's Watson-თან სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავებაზე. და ბოლოს, UBC Microsoft-თან თანამშრომლობით ასევე ცდილობს გამოიყენოს ქლაუდ-გამოთვლები ახალი წამლების შექმნაში. თავის ბლოგში ჰასაბისმა აღნიშნა, რომ DeepMind უკვე ათი წელია მოწინავეა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ ძირითადად ისეთი თამაშების წყალობით, როგორიცაა AlphaGo - პროგრამა, რომელმაც თამაშ გო-ში მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. ამჟამად ჰასაბისი მიიჩნევს, რომ ეს „ტექნიკა და მეთოდები გახდა საკმაოდ მძლავრი და რთული იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას რეალური პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის მეცნიერული აღმოჩენებისთვის“. თუკი მისი იმედები გამართლდება, მედიკამენტების შექმნის კუთხით ახალი რევოლუციური ეპოქის მომსწრენი გავხდებით. https://tinyurl.com/6ktrt2p4
  3. კანადურმა სავაჭრო ობიექტებმა დაიწყეს თავიანთ ქსელებში ჯერ კიდევ დაუანონსებელი, Intel Alder Lake პროცესორების უმცროსი მოდელების დამატება. ინტერნეტ-დეტექტივმა momomo_us-მა ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინა Core i7-12700F, Core i5-12400F და Core i5-12400 მოდელების ფასები. მითითებულ ჩიპებს არ აქვს განბლოკილი მულტიპლიკატორები, F-ვერსიებს კი ასევე არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვები. ერთ-ერთი რითეილერის მონაცემებით, Core i7-12700F მოდელის ფასი 445 კანადურ დოლარს შეადგენს (365 აშშ დოლარი). ამრიგად, ეს ჩიპი იქნება დაახლოებით 75 კანადური დოლარით (69 $) იაფი K-ვერსიის პროცესორთან შედარებით, რომელიც გაყიდვაში უკვე გამოვიდა. Core i5-12400F მოდელი შეფასებულია 249 კანადურ დოლარად (200 აშშ დოლარი), Core i5-12400 ვერსია კი - 287 კანადურ დოლარად, ანუ 230 აშშ დოლარად. ორივე მათგანი წინამორბედებთან შედარებით ძვირია, რომელთა ფასია 157 და 187 აშშ დოლარი, შესაბამისად. ფოტოს წყარო: momomo_us გარდა ამისა, გამოჩნდა ინფორმაცია Alder Lake თაობის Core i3 სერიის პირველი წარმომადგენლის შესახებ. მოდელი Core i3-12100F, რომელსაც აქვს ოთხი მაღალი წარმადობის P-ბირთვი 8 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, რითეილერის მიერ შეფასებულია 148 კანადურ დოლარად, რაც დაახლოებით 120 აშშ დოლარია. სავაჭრო ობიექტმა აგრეთვე მიუთითა წარმოდგენილი ჩიპების საბაზისო სიხშირეც, რაც სავსებით სარწმუნოა, რომ მაღალი წარმადობის P-ბირთვებს უკავშირდება. რადგანაც მე-12 თაობის Intel Core პროცესორების უმცროსი მოდელების მახასიათებლები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ჯერჯერობით არაოფიციალურ ცნობებს თუ დავეყრდნობით. ქვემოთ წარმოდგენილია ჩიპების სავარაუდო კონფიგურაციები, აგრეთვე უმცროსი მოდელების ტაქტის სიხშირეები 3DCenter.org-ის ვერსიით. ფოტოს წყარო: 3DCenter.org Alder Lake თაობის უმცროსი მოდელების ოფიციალური ანონსი მომდევნო წლის იანვარში შედგება. https://tinyurl.com/24uuwyfv
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის გეგმის მიღებას კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ შესწორებების გარეშე - აცხადებს CNN. ხმები გაიყო 228 – 2026-ის წინააღმდეგ. დოკუმენტი ხელმოსაწერად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. Coin Center-ის აღმსარულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ განმარტა, რომ კრიპტო რეგულაციები ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს. მისი თქმით, სენატი იმუშავებს მეორე მსხვილ კანონპროექტზე ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შესწორებას. ბრიტომ აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და საზოგადოებას სიტუაციის გამოსწორების "რამდენიმე გზა" აქვს. მან მიუთითა „ბროკერის“ განმარტების ფართო ინტერპრეტაციაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო „გადაწყვეტს, ვისთან მიმართებაში გამოიყენოს მოთხოვნები“. ”ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამ მარეგულირებელ პროცესში,” - თქვა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ, 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან გადასახადების სახით 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების მოზიდვას. კრიპტო-საზოგადოებამ კანონპროექტი გააკრიტიკა „ბროკერის“ გაფართოებული განმარტებისთვის, რომელიც მოიცავს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს ანგარიშები ჩააბარონ სამომხმარებლო ტრანზაქციების შესახებ. რამდენიმე სენატორის, რონ უაიდენის, სინტია ლამისისა და პეტ ტუმის მიერ შემოთავაზებული იყო კრიპტოინდუსტრიის მონაწილეების გამორიცხვა ორპარტიული გეგმიდან. მათმა კოლეგა რობ პორტმანმა შეიტანა შესწორება, რომელიც საგადასახადო ანგარიშგებიდან ათავისუფლებდა მხოლოდ მაინერებს, ასევე მაინინგ-აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებს, PoS-ვალიდატორების სტატუსი გაურკვეველი რჩებოდა. 9 აგვისტოს დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა და ფინანსთა სამინისტრომ მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ შესაბამის ცვლილებას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მიუღია - წინააღმდეგი იყო 87 წლის რიჩარდ შელბი. საზოგადოების შეშფოთებას ადრე იწვევდა ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორება, რომელიც ავალდებულებდა 10 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაემოწმებინათ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. https://tinyurl.com/4ksj4xvy
  5. კომპანია Apple-მა დაიწყო კრისტალზე ჩიპების (SoC) ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობა. ახალი SoC მოიცავს 3-ნანომეტრიან ჩიპებს კოდური დასახელებით Ibiza, Lobos და Palma, რომლებიც 2023 წელს გამოვა და ექნებათ ცენტრალური პროცესორის 40-მდე ბირთვი. M1 სერიის SoC-ის მეშვეობით Apple-მა შეძლო შეექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი პროცესორების სერია, რომელიც კონკურენციას უწევს AMD-სა და Intel-ის პროცესორების დიდ უმრავლესობას. Apple-ს აქვს SoC-ის განვითარების სერიოზული სამოქმედო გეგმა, რაშიც შედის 40-ბირთვიანი პროცესორის წარმოება, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. მომავალ წელს Apple გეგმავს M2 სერიის მე-2 თაობის SoC-ის წარდგენას. ეს პროცესორები წარმოებული იქნება ნოუდების გაუმჯობესებული TSMC N5 ვერსიის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ამჟამად გამოიყენება M1 სერიის SoC Apple-ის დამზადებისთვის (მაგალითად, N5P, N4, N4P).  ყველაზე თვალშისაცემი გაუმჯობესება განხორციელდება Apple-ის მე-3 თაობის M-სერიის SoC-ში, რადგან იგი წარმოებული იქნება TSMC-ის N3 (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესის გამოყენებით. ახალი ტექნოლოგია კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიყენოს მეტი ტრანზისტორი და გაზარდოს ტაქტის სიხშირე წინა M-სერიებთან შედარებით ენერგომოხმარების მატების გარეშე. სამომავლო M3 სერიაში, როგორც ზემოთ ითქვა, შევა პროცესორები კოდური დასახელებებით - Ibiza, Lobos და Palma. თითოეული მათგანი განკუთვნილი იქნება Mac-ის სხვადასხვა სისტემისთვის წარმადობის მოთხოვნის შესაბამისად. ფლაგმანურ ჩიპს ექნება ოთხ კრისტალზე განთავსებული 40-მდე ბირთვი და იგი სავსებით საკმარისი იქნება Mac Pro-სთვის. პირველი Apple SoC M3 ჩიპები გამოვა 2023 წელს, როდესაც TSMC დაიწყებს საკუთარი 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების მიწოდებას. https://tinyurl.com/25bmzj4w
  6. კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენცია COP 26-ის მსვლელობისას კომპანია Wright Electric-მა დააანონსა ახალი პროექტი - თვითმფრინავი Wright Spirit ასი სამგზავრო ადგილით. იგი აიგება მოდელ BAe 146-ის ბაზაზე და აღჭურვილი იქნება ელექტრო ძრავით. თვითმფრინავი მზად 2026 წლისთვის იქნება. ფოტოს წყარო: weflywright.com “აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში მსოფლიოში უდიდესი ელექტრო ძრავის აგებით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ უდიდესი მოდერნიზაცია ნულოვანი გამონაბოლქვის უზრუნველყოფისთვის და ამავე დროს მოვემსახუროთ ყველაზე გადატვირთულ მარშრუტებს“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა Jeff Engler-მა. თვითმფრინავი Wright Spirit უზრუნველყოფს საათობრივ ფრენებს და გადაიყვანს ერთ რეისზე ასამდე მგზავრს ისეთ პოპულარულ მარშრუტებზე, როგორიცაა მაგალითად ფრენა ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე. BAe 146-ის ნახშირწყალბადის დანადგარის მთლიანად ელექტრო ალტერნატივით შეცვლა გარკვეულ დროის მოითხოვს. სახმელეთო ტესტების სერიის შემდეგ კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის დაიწყოს თვითმფრინავის ფრენის გამოცდები ერთი ელექტრო ძრავით. 2024 წელს ძრავების რაოდენობა გახდება ორი, 2026 წლისთვის კი მზად იქნება მთლიანად ელექტრო ძრავზე მომუშავე თვითმფრინავი. შორ მანძილზე ფრენების არარსებობის შემთხვევაშიც კი ასეთ მოდელს კომპანიის ხელმძღვანელის თქმით შეუძლია „მნიშვნელოვნად იმოქმედოს მავნე ნივთიერებების გლობალურ ემისიებზე“. თუკი კომპანია დასახულ მიზანს მიაღწევს 2026 წლისთვის, Wright Spirit-ს ყველანაირი შესაძლებელობა გააჩნია იმისთვის, რომ გახდეს ფლაგმანური მოდელი საავიაციო სფეროში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით. ინდუსტრიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამგვარ ტექნოლოგიებზე გადასვლა განახორციელოს 2050 წლისთვის, კომპანია Wright კი 2026 წლიდან ამისთვის მზად იქნება - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. https://tinyurl.com/hdrbmjx3
  7. აშშ-ის გადასახადების სამმართველოს (IRS) ყოფილი თანამშრომელი Amjad Qaqish შეუერთდა კრიპტო ბირჟა Binance-ის გუნდს. იგი უხელმძღვანელებს საერთაშორისო გუნდ SAR-ს (Suspicious Activity Report). წინა თანამდებობაზე კაკიში მონაწილეობდა ისეთ საქმეებში, რომელბიც უკავშირდებოდა გადასახადებისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას, მათ შორის ციფრული აქტივების გამოყენებას. Binance-ში სპეციალისტი ზედამხედველობას გაუწევს გუნდს, რომელიც აკონტროლებს საეჭვო აქტივობებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და უკანონო ქმედებებთან საბრძოლველად. ”ჩემი დაინტერესება კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიით მრავალი წლის წინ დაიწყო. ბაზრის [განვითარების] სიჩქარე ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი მონაწილეების შეკავება გადამწყვეტია ინდუსტრიის გრძელვადიანი წარმატებისთვის, ”- განაცხადა კაკიშმა. სექტემბრის ბოლოს Binance-მა დაიქირავა IRS-ის ორი ექს-აგენტი: Tigran Gambaryan, რომელიც მუშაობდა Silk Road-ის, Mt. Gox-სა და BTC-სთან დაკავშირებულ საქმეებზე და მეთიუ პრაისი. პირველმა მათგანმა დაიკავა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გლობალური დაზვერვისა და გამოძიების საკითხებში, მეორემ - გამოძიების უფროსი დირექტორის თანამდებობა. მანამდე Europol-ის ყოფილი darknet-სპეციალისტი ნილს ანდრესენ-რეიდი შეუერთდა Binance-ის უსაფრთხოების გუნდს. შეგახსენებთ, რომ მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ნიდერლანდების, იტალიის, პოლონეთის, იაპონიის, ტაილანდის, ჰონგ კონგის, სინგაპურის, სამხრეთ აფრიკის და სხვა მრავალი ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებლებმა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაფრთხილებები გაავრცელეს. ამ გაფრთხილებების ფონზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისაუბრა ბირჟის ნორმატიულ-სამართლებრივ შესაბამისობისა და მომხმარებლების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ. აგვისტოში კომპანიამ დაიწყო მომხმარებლების სავალდებული ვერიფიკაცია და მოიწვია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მკვლევარი Greg Monaghan ფულის გათეთრებასთან ბრძოლის თანამშრომლის პოზიციაზე. Binance-ს ასევე მონიტორინგს გაუწევს აშშ-ის სწრაფი საბირჟო სავაჭრო კომისია, რომელიც ეჭვობს პლატფორმაზე ინსაიდერული ვაჭრობისა და საბაზრო მანიპულირების არსებობას. https://tinyurl.com/tkkjnj37
  8. გამოვა ოდესმე დასაკეცი Google Pixel? უამრავი მოარული ხმა არსებობს, ასევე ხელმისაწვდომია Android-ის კოდი, რომელიც მიუთითებს, რომ Google აპირებს დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას. გარდა ამისა, არსებობს განცხადება Android-ის გამოშვების შესახებ, რაც დასაკეც მოწყობილობაზე იქნება ორიენტირებული. 9to5Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოვა დასაკეცი Pixel უკვე ცნობილი კამერით. ინსაიდერების თქმით, აპლიკაცია Google Camera-ს კოდში არსებობს სტრიქონი: "ispixel2022Foldable". ფაქტია, რომ Google Camera-ში შესაძლებელია მოწყობილობის გამოსვლის საკმაოდ ზუსტის თარიღის გაგება: Pixel 4-ის გამოსვლის წინ აპლიკაციაში ჩანდა ასეთი სტრიქონები: "Ispixel2019midrange" და "ispixel2019". გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ Google-მა დააანონსა Android 12L, განახლება Android-ისთვის, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტებსა და დასაკეც მოწყობილობებზე. Android-დეველოპერების გუნდი პირობას დებს, რომ ახალი პროგრამული და აპარატული განახლება ერთობლივად შემუშავდება. Android 12L უნდა გამოვიდეს 2022 წლის მარტში, ასე რომ Google Pixel Foldable დიდი ალბათობით ამავე პერიოდში გამოვა. Google camera-დან გაჟონილი ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს გარკვეულ ცნობებს კამერის შესახებ: დასაკეც Pixel-ს არ ექნება Pixel 6-ის ახალი კამერები. კაილ ბრედშოუ 9to5Google-დან აცხადებს, რომ მოწყობილობას ექნება იგივე კამერა, რაც მოცემულია გასული წლის Pixel 5-ში დროში გამოცდილ და საიმედო სენსორ Sony IMX363-ის ჩათვლით. როგორც ცნობილია, მოწყობილობაში მოცემული იქნება ორი უკანა კამერა (ისევე, როგორც Pixel 5-ში), ერთი ფრონტალური და ერთიც - შიდა კამერა. უფრო ადრეული კამერების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დასაკეცი მოწყობილობების სამყაროში, რადგანაც ეს მოწყობილობები უფრო მეტად ორიენტირებულია მედია კონტენტსა და წარმადობაზე, ვიდრე ფოტოგადაღებაზე. Samsung Galaxy Z Fold 3-ს შედარებით ცუდი კამერები აქვს, ვიდრე ფლაგმანურ Galaxy S21 Ultra-ს; Fold 3-ს აქვს სამი მსგავსი 12-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ნაცვლად S21 Ultra-ს ოთხი უკანა კამერისა, რომლებშიც შედის ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი და პერისკოპის ტელეობიექტივი. კამერის მოდულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია მოწყობილობის სისქესთან. ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს თხელი სმარტფონები (უფრო მსხვილ მოწყობილობებს, როგორც წესი, ავტონომიური მუშაობის უფრო დიდი დრო აქვთ), თუმცა დასაკეცი მოწყობილობების შემთხვევაში სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს: დაკეცვისას მოწყობილობის სისქე ორმაგდება. ამრიგად, Pixel 6-ის სისქე კამერების პანელის ჩათვლით 12 მილიმეტრია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ორი Pixel 6-ის ზომის მოწყობილობა დაკეცვის შემდეგ 24-მილიმეტრიან „აგურად“ გადაიქცევა. ვინაიდან კამერები სმარტფონის ყველაზე მოცულობითი კომპონენტია, კამერების რაოდენობის შემცირება მარტივი გზაა უფრო თხელი მოწყობილობის მისაღებად. Samsung-ის მაგალითზე, S21 Ultra-ს სისქე 8.9 მმ-ია, 2 მმ კამერით ზემოდან იმ დროს, როდესაც Fold 3-ის თითოეული ნახევრის სისქე 6.9 მმ-ს შეადგენს. https://tinyurl.com/rb2tmfwx
  9. გამოვა ოდესმე დასაკეცი Google Pixel? უამრავი მოარული ხმა არსებობს, ასევე ხელმისაწვდომია Android-ის კოდი, რომელიც მიუთითებს, რომ Google აპირებს დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას. გარდა ამისა, არსებობს განცხადება Android-ის გამოშვების შესახებ, რაც დასაკეც მოწყობილობაზე იქნება ორიენტირებული. 9to5Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოვა დასაკეცი Pixel უკვე ცნობილი კამერით. ინსაიდერების თქმით, აპლიკაცია Google Camera-ს კოდში არსებობს სტრიქონი: "ispixel2022Foldable". ფაქტია, რომ Google Camera-ში შესაძლებელია მოწყობილობის გამოსვლის საკმაოდ ზუსტის თარიღის გაგება: Pixel 4-ის გამოსვლის წინ აპლიკაციაში ჩანდა ასეთი სტრიქონები: "Ispixel2019midrange" და "ispixel2019". გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ Google-მა დააანონსა Android 12L, განახლება Android-ისთვის, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტებსა და დასაკეც მოწყობილობებზე. Android-დეველოპერების გუნდი პირობას დებს, რომ ახალი პროგრამული და აპარატული განახლება ერთობლივად შემუშავდება. Android 12L უნდა გამოვიდეს 2022 წლის მარტში, ასე რომ Google Pixel Foldable დიდი ალბათობით ამავე პერიოდში გამოვა. Google camera-დან გაჟონილი ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს გარკვეულ ცნობებს კამერის შესახებ: დასაკეც Pixel-ს არ ექნება Pixel 6-ის ახალი კამერები. კაილ ბრედშოუ 9to5Google-დან აცხადებს, რომ მოწყობილობას ექნება იგივე კამერა, რაც მოცემულია გასული წლის Pixel 5-ში დროში გამოცდილ და საიმედო სენსორ Sony IMX363-ის ჩათვლით. როგორც ცნობილია, მოწყობილობაში მოცემული იქნება ორი უკანა კამერა (ისევე, როგორც Pixel 5-ში), ერთი ფრონტალური და ერთიც - შიდა კამერა. უფრო ადრეული კამერების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დასაკეცი მოწყობილობების სამყაროში, რადგანაც ეს მოწყობილობები უფრო მეტად ორიენტირებულია მედია კონტენტსა და წარმადობაზე, ვიდრე ფოტოგადაღებაზე. Samsung Galaxy Z Fold 3-ს შედარებით ცუდი კამერები აქვს, ვიდრე ფლაგმანურ Galaxy S21 Ultra-ს; Fold 3-ს აქვს სამი მსგავსი 12-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ნაცვლად S21 Ultra-ს ოთხი უკანა კამერისა, რომლებშიც შედის ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი და პერისკოპის ტელეობიექტივი. კამერის მოდულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია მოწყობილობის სისქესთან. ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს თხელი სმარტფონები (უფრო მსხვილ მოწყობილობებს, როგორც წესი, ავტონომიური მუშაობის უფრო დიდი დრო აქვთ), თუმცა დასაკეცი მოწყობილობების შემთხვევაში სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს: დაკეცვისას მოწყობილობის სისქე ორმაგდება. ამრიგად, Pixel 6-ის სისქე კამერების პანელის ჩათვლით 12 მილიმეტრია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ორი Pixel 6-ის ზომის მოწყობილობა დაკეცვის შემდეგ 24-მილიმეტრიან „აგურად“ გადაიქცევა. ვინაიდან კამერები სმარტფონის ყველაზე მოცულობითი კომპონენტია, კამერების რაოდენობის შემცირება მარტივი გზაა უფრო თხელი მოწყობილობის მისაღებად. Samsung-ის მაგალითზე, S21 Ultra-ს სისქე 8.9 მმ-ია, 2 მმ კამერით ზემოდან იმ დროს, როდესაც Fold 3-ის თითოეული ნახევრის სისქე 6.9 მმ-ს შეადგენს. https://tinyurl.com/rb2tmfwx
  10. Intel Alder Lake-S პროცესორები გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ზოგიერთმა საცალო სავაჭრო ობიექტმა უკვე დაიწყო ფასების შემცირება კონკურენტ AMD Ryzen 5000 სერიის პროდუქტებზე - წერს VideoCardz. MicroCenter, კომპიუტერული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, პირველი იყო, ვინც შეამცირა ფასები "წითელ" პროცესორებზე. ფოტოს წყარო:VideoCardz მაშ ასე, 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 5600X მოდელის ფასი ზემოთხსენებულ რითეილერთან 280 აშშ დოლარამდე, ანუ 30$-ით შემცირდა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8-ბირთვიანი Ryzen 7 5800X, რომელიც ამჟამად იყიდება 300 აშშ დოლარად, რაც ამ დრომდე არსებულ ფასთან შედარებით 150 აშშ დოლარით ნაკლებია. გაიაფდა უფროსი 12-ბირთვიანი მოდელიც: ამ პროცესორის მიმდინარე ფასი MicroCenter-ის ქსელში 500 აშშ დოლარია - 50 აშშ დოლარით ნაკლები. Intel Alder Lake-S პროცესორები გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ზოგიერთმა საცალო სავაჭრო ობიექტმა უკვე დაიწყო ფასების შემცირება კონკურენტ AMD Ryzen 5000 სერიის პროდუქტებზე - წერს VideoCardz. MicroCenter, კომპიუტერული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, პირველი იყო, ვინც შეამცირა ფასები "წითელ" პროცესორებზე. ფოტოს წყარო:VideoCardz მაშ ასე, 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 5600X მოდელის ფასი ზემოთხსენებულ რითეილერთან 280 აშშ დოლარამდე, ანუ 30$-ით შემცირდა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8-ბირთვიანი Ryzen 7 5800X, რომელიც ამჟამად იყიდება 300 აშშ დოლარად, რაც ამ დრომდე არსებულ ფასთან შედარებით 150 აშშ დოლარით ნაკლებია. გაიაფდა უფროსი 12-ბირთვიანი მოდელიც: ამ პროცესორის მიმდინარე ფასი MicroCenter-ის ქსელში 500 აშშ დოლარია - 50 აშშ დოლარით ნაკლები. წყარო: MicroCenter წყარო: MicroCenter ჯერჯერობით უცნობია, ღირებულების შემცირება დროებითია თუ ტენდენცია სხვა რითეილერებზეც გავრცელდება. ამ მოვლენებზე AMD-ს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. VideoCardz-ის ცნობების თანახმად AMD-ის პროცესორები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიაფდა. იგივე მოდელი Ryzen 7 5800X ევროპაში თითქმის საწყის ფასად, 377 ევროდ იყიდება. AMD Ryzen 7 5800X პროცესორის ფასის დინამიკა ევროპაში. წყარო: Geizahls უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია ჩიპები განბლოკილი მულტიპლიკატორებით, აგრეთვე Core i5 სერიის Alder Lake მოდელები, რომელთა ფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. Core i5-12400F ჩიპის მსგავსი მოდელების სავარაუდო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი იქნება და ისინი სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ 6-ბირთვიან AMD Zen 3 პროცესორებზე. Intel Alder Lake და AMD Ryzen 5000 მოდელების ფასების შედარება. წყარო: VideoCardz ჯერჯერობით უპირატესობა AMD-ს აქვს AM4 პლატფორმაზე დამყარებულ დაბალბიუჯეტურ დედა დაფებთან მიმართებაში. Core 12-ისთვის განკუთვნილი, Intel-ის უფრო ხელმისაწვდომი დაფები Intel B660 და Intel H670 ჩიპსეტებით სავარაუდოდ მომდევნო წლის იანვრამდე არ გამოვა. https://tinyurl.com/23bhycsu წყარო: MicroCenter წყარო: MicroCenter ჯერჯერობით უცნობია, ღირებულების შემცირება დროებითია თუ ტენდენცია სხვა რითეილერებზეც გავრცელდება. ამ მოვლენებზე AMD-ს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. VideoCardz-ის ცნობების თანახმად AMD-ის პროცესორები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიაფდა. იგივე მოდელი Ryzen 7 5800X ევროპაში თითქმის საწყის ფასად, 377 ევროდ იყიდება. AMD Ryzen 7 5800X პროცესორის ფასის დინამიკა ევროპაში. წყარო: Geizahls უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია ჩიპები განბლოკილი მულტიპლიკატორებით, აგრეთვე Core i5 სერიის Alder Lake მოდელები, რომელთა ფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. Core i5-12400F ჩიპის მსგავსი მოდელების სავარაუდო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი იქნება და ისინი სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ 6-ბირთვიან AMD Zen 3 პროცესორებზე. Intel Alder Lake და AMD Ryzen 5000 მოდელების ფასების შედარება. წყარო: VideoCardz ჯერჯერობით უპირატესობა AMD-ს აქვს AM4 პლატფორმაზე დამყარებულ დაბალბიუჯეტურ დედა დაფებთან მიმართებაში. Core 12-ისთვის განკუთვნილი, Intel-ის უფრო ხელმისაწვდომი დაფები Intel B660 და Intel H670 ჩიპსეტებით სავარაუდოდ მომდევნო წლის იანვრამდე არ გამოვა. https://tinyurl.com/23bhycsu
  11. გასული თვის შეჯამების თანახმად Bitcoin-მაინერებმა მოიპოვეს 1.72 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული ოქრო, რაც დაახლოებით მარტის რეკორდული მაჩვენებლის (1.74 მლრდ აშშ დოლარი) ტოლია. Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode Ethereum-მაინერების ოქტომბრის თვის შემოსავალმა შეადგინა ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელი 2.9 მლრდ აშშ დოლარი 1.34 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების საკომისიოების ჩათვლით (მთლიანი შემოსავლის 46.2%). Ethereum -მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode ოქტომბერში გაგრძელდა Bitcoin-ის ჰეშრეითის აღდგენა, რომელიც მის ფასთან კორელირებდა, თვის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრე 2.42%-ით გაიზარდა. შვიდდღიანმა ცვლადმა შუალედმა 29 ოქტომბერს მიაღწია რეკორდულ 163.61 EH/s მაჩვენებელს. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, EH/s. წყარო: Glassnode Ethereum-ის ჰეშრეითმაც ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გასულ თვეში ETH-ის ფასთან კორელირებადი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, მისი ისტორიული მაქსიმუმი კი დაფიქსირდა 25 ოქტომბერს 746.12 TH/s ნიშნულზე. Ethereum-ის ჰეშრეითის დინამიკა, h/s. წყარო: Glassnode NFT-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟისა და DeFi სეგმენტის ზრდის ფონზე Ethereum ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ კვლავ 50 დოლარს გადააჭარბა. ბოლო ჯერზე მაჩვენებელი ამ დონეზე იყო სექტემბრის დასაწყისში, მანამდე კი - მაისში. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: Glassnode Bitcoin-ტრანზაქციის საშუალო საკომისიო უპირატესად 3-4 აშშ დოლარის დიაპაზონში იყო. ორშაბათს, 1 ნოემბერს, მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე გაიზარდა 7.85%-ით - 21,66 ტრილიონ ჰეშამდე. ჩინეთის აკრძალვის შემდეგ ეს ზედიზედ მერვე ზრდაა. https://tinyurl.com/525pcfj8
  12. Intel-ის 30.0.101.1002 ვერსიის დრაივერები აჩვენებს, რომ კომპანიამ დაარეზერვა 32-მდე PCI იდენტიფიკატორი DG2 დისკრეტული გრაფიკული პროცესორებისთვის, რომლებიც გაიყიდება ბრენდით Arc Alchemist. როგორც წესი, PCI ID წარმოადგენს ცალკეულ პროდუქტს. Intel ოფიციალურად აზიარებს ინფორმაციას Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების სერიის მხოლოდ ორი მოდელის შესახებ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ Intel გეგმავს ორი გრაფიკული ჩიპის გამოშვებას და მათ შემოთავაზებას სხვადასხვა კონფიგურაციის სახით. Intel-ის მიმდინარე წელს გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები მიუთითებდა, რომ კომპანია თავდაპირველად მუშაობდა გრაფიკული პროცესორების ხუთ კონფიგურაციაზე, რომლებშიც შედიოდა 96 EU, 128 EU, 256 EU, 384 EU და 512 EU კონფიგურაციები Xe-HPG არქიტექტურის საფუძველზე. თუმცა მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ Intel აგრეთვე განიხილავს 448 EU-ს მქონე Arc მოდელის გამოსვლის ალბათობას. ამ დროისთვის გაურკვეველია, გრაფიკული პროცესორების რომელი მოდელებია განკუთვნილი მხოლოდ ლეპტოპებისთვის და რომლები იქნება გამოყენებული როგორც დესკტოპ კომპიუტერებში, ისე ლეპტოპებში. მობილური გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია სხვადასხვა TGP-ით, ამიტომ, მაგალითად 256 EU-ის მქონე გრაფიკული პროცესორი შესაძლოა შემოთავაზებული იყოს სხვადასხვა ტაქტის სიხშირითა და TGP-ის დონით და, შესაბამისად, ჰქონდეთ სხვადასხვა PCI იდენტიფიკატორი. გარდა ამისა, Intel გეგმავს Xe-HPG-ის ბაზაზე არსებული გრაფიკული პროცესორები წარადგინოს სამუშაო სადგურებისა და სერვერებისთვისაც, ამიტომ დისკრეტული გრაფიკული დაფების რაოდენობა, რომელთა წარდგენასაც კომპანია DG2 სერიაში აპირებს, მნიშვნელოვნად დიდი იქნება. თუკი განვიხილავთ DG2 მოდელების რაოდენობას ამჟამად, კომპანია გვთავაზობს მხოლოდ სამ დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს Xe-LP-ის ბაზაზე, ესენია 96 EU-ის მქონე Iris Xe Max ლეპტოპებისთვის, დისკრეტული გრაფიკული პროცესორი Iris Xe – 80 EU-ით დესკტოპ კომპიუტერებისთვის და სერვერული გრაფიკული პროცესორი 96 EU-ით. რაც შეეხება კონკრეტულად Intel DG2 -ის იდენტიფიკატორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: % INTEL_DEV_4F80% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F80 % INTEL_DEV_4F81% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F81 % INTEL_DEV_4F82% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F82 % INTEL_DEV_4F83% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F83 % INTEL_DEV_4F84% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F84 % INTEL_DEV_4F85% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F85 % INTEL_DEV_4F86% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F86 % INTEL_DEV_4F87% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F87 % INTEL_DEV_4F88% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F88 % INTEL_DEV_5690% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5690 % INTEL_DEV_5691% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5691 % INTEL_DEV_5692% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5692 % INTEL_DEV_5693% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5693 % INTEL_DEV_5694% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5694 % INTEL_DEV_5695% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5695 % INTEL_DEV_5696% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5696 % INTEL_DEV_5697% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5697 % INTEL_DEV_5698% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5698 % INTEL_DEV_56A0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A0 % INTEL_DEV_56A1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A1 % INTEL_DEV_56A2% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A2 % INTEL_DEV_56A3% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A3 % INTEL_DEV_56A4% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A4 % INTEL_DEV_56A5% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A5 % INTEL_DEV_56A6% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A6 % INTEL_DEV_56A7% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A7 % INTEL_DEV_56A8% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A8 % INTEL_DEV_56A9% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A9 % INTEL_DEV_56B0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B0 % INTEL_DEV_56B1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B1 % INTEL_DEV_56C0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C0 % INTEL_DEV_56C1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C1 https://tinyurl.com/azxcwdr2
  13. კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კომპიუტერი Chromebook CX1 (მოდელი CX1101) ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Gemini Lake Refresh. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპში განთავსებული იქნება პროცესორი Celeron N4020 ან Celeron N4120. პირველ მათგანს აქვს ორი ბირთვი სიხშირით 1.1-2.8 გჰც, მეორე ჩიპს - ოთხი ბირთვი სიხშირით 1.1-2.6 გჰც. მრავალნაკადიანი რეჟიმი გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული კონტროლერი Intel UHD 600. გამოყენებულია 11.6-დუიმიანი დისპლეი HD გაფართოებით (1366 × 768 პიქსელი). უზრუნველყოფილია 45%-იანი NTSC ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 200 ნიტს. ქრომბუკს გააჩნია 4 გბ LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება (ფართოვდება 8 გბ-მდე), eMMC ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 32 ან 64 გბ-ს. აღჭურვილობაში შედის ვებ-კამერა 720p HD, Wi-Fi 5 (802.11ac) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების კონტროლერები, ორ-ორი პორტი USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Gen 1 Type-C, ყურსასმენის კონექტორი და microSD სლოტი. კომპიუტერის კორპუსი მაღალი სიმტკიცისაა MIL-STD 810H სტანდარტის შესაბამისად. მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს გამორთულ მდგომარეობაში 30 სმ სიმაღლიდან ვარდნა. კლავიატურა დაცულია სითხის დასხმის შემთხვევაში. https://tinyurl.com/ue6cb5xh
  14. Ethereum-მა, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ ფასის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და კვლავ დაეწია და გაუსწრო Bitcoin-ის კურსის ზრდის ტემპს, ასევე მაქსიმალურად გამოიყენა პოზიტიური სიახლეები ბლოკჩეინის ფართო დანერგვის კუთხით. Ethereum-ის ფასმა შეადგინა 4643 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივის კურსმა კვირის ჭრილში 10 %-ით მოიმატა. მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა მიაღწია რეკორდულ 67016 აშშ დოლარიან ნიშნულს, ფასის მატება დაიწყეს სხვა ციფრულმა აქტივებმაც. Bitcoin-ის ფასის წლიურმა მატებამ 117 % შეადგინა იმ დროს, როდესაც Ethereum-ის ღირებულება ამ პერიოდში ექვსჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასის მატების მიზეზებს შორის ანალიტიკოსები ასახელებენ ბანკების მიერ ციფრული აქტივების დანერგვას, NFT-ტოკენების ღირებულებისა და გამოყენების მასშტაბის ზრდას გეიმინგ პლატფორმებზე, აგრეთვე ფონდ Bitcoin Strategy ETF-ის მიერ აქტივებით ვაჭრობის დაწყებას. ამასთან, Facebook-ის სახელის Meta-დ ცვლილების ფონზეც შეინიშნა ზოგიერთი წვრილი კრიპტო აქტივის კურსის ზრდა. უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა Commonwealth Bank of Australia-მ განაცხადა, რომ იგი პირველი იქნება ქვეყანაში, ვინც თავის მომხმარებლებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს. კომპანია CryptoCompare-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ციფრულ საინვესტიციო პროდუქტებში დაქვემდებარებული აქტივები (AUM) ოქტომბერში გაიზარდა 45.5%-ით რეკორდულ 74.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. AUM-ის წილი Bitcoin-პროდუქტებში გაიზარდა 52.2%-ით 55.2 მლრდ აშშ დოლარამდე, Ethereum-პროდუქტებში კი - 30%-ით 15.9 მლრდ აშშ დოლარამდე - და ეს ორივე კატეგორიისთვის რეკორდული მაჩვენებლებია. https://tinyurl.com/kw8vsmf4
  15. Ford-მა დაიწყო ცალკე ელექტრო ძრავების გაყიდვა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გადაკეთებისთვის. საუბარია სისტემაზე, რომელიც ელექტრომობილ Mustang Mach-E GT-შია გამოყენებული. ელექტროძრავ Eluminator e-crate-ის სიმძლავრეა 281 ცხენის ძალა, ფასი - 3900 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: Ford ეს ძრავი ჯერ მხოლოდ პირველია შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობისთვის განკუთვნილი ბლოკების სერიაში, რომლის გამოშვებასაც Ford აპირებს. მოგვიანებით ძრავს შეუერთდება აკუმულატორის სისტემები, ძრავის კონტროლერები და ბევრი სხვა კომპონენტი. Ford ამგვარად აპირებს გაამარტივოს ტრადიციული ავტომობილების გადაკეთება ავტომობილების დიდი რაოდენობით მფლობელისთვის. ამჟამად ასეთ ცვლილებებს ძირითადად ახორციელებენ მსხვილი კომპანიები ან ენთუზიასტები, რომლებიც შემთხვევით ადგილებში პოულობენ მანქანების გადაკეთებისთვის საჭირო ნაწილებს. ძრავის პრეზენტაციის ფარგლებში Ford-მა ააწყო 1978 წელს გამოშვებულ კლასიკურ პიკაპ F-100-ის ერთადერთი ეგზემპლარი. იგი აღჭურვილია ორი Eluminator e-crate ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 480 ცხენის ძალა. სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები შეესაბამება Mustang Mach-E GT-ს, თუმცა იგი წარმოდგენილია Ford-ის კლასიკური სატვირთოს სახით. ელექტრო F-100 მოდელის ინტერიერიც ნასესხებია Mustang Mach-E GT-სგან, საერთო მახასიათებლებს შორისაა 15-დუიმიანი ეკრანი სამართავ პანელზე. სამწუხაროდ, პიკაპი არ გამოვა სერიულ წარმოებაში. ეს არის იმ ფაქტის დემონსტრირება, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თავიანთი საყვარელი, შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანის გადაკეთება Ford-ის მიერ შემოთავაზებული კომპონენტებით. https://tinyurl.com/3a67ac3h
  16. კომპანია Microsoft-მა კონფერენცია Ignite 2021-ზე დააანონსა Mesh for Teams - სპეციალური სერვისი მეტასამყაროსთან ერთობლივი მუშაობისთვის. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იკონტაქტონ საერთო ვირტუალურ სფეროში: შეხვედრებზე დასწრება მოხდება საერთო ვირტუალურ გარემოში, მომხმარებლებს შეეძლებათ იქ განათავსონ თავიანთი ავატარები, ფანჯრები ვიდეო ნაკადით ან სხვა ინფორმაცია. ახლო მომავალში Microsoft გეგმავს თამაშებისა და გასართობი აპლიკაციების გამოშვებას საკუთარი მეტასამყაროსთვის - ამის შესახებ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სატია ნადელამ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში. პროექტის ამოქმედების ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია, მაგრამ მეტასამყაროს კონცეფცია ნამდვილად დაინერგება Xbox-ში. მეტასამყარო - ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ დაკავშირება, შესაძლებელია იქ გამოჩნდნენ ავატარების სახით და გააკეთონ თითქმის ყველაფერი, რაც რეალურ სამყაროშია შესაძლებელი. ეს არ არის მატრიცა, მაგრამ იდეა დამაინტრიგებელია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკუთარი მეტასამყაროს შექმნის შესახებ განაცხადა ყოფილმა Facebook-მა, რომელმაც 28 ოქტომბრის შემდეგ სახელი შეიცვალა და გახდა Meta. https://tinyurl.com/56ysae3n
  17. თავდაპირველად ადამიანებს მხოლოდ ციფრული ფულით ვაჭრობა შეეძლოთ, მაგრამ დღესდღეობით ბევრი კომპანია იყენებს კრიპტოვალუტას, როგორც მათი პროდუქტის ან მომსახურების გადახდის საშუალებას. არსებობს უნიკალური ონლაინ პლატფორმებიც კი, რომლებიც მომხმარებლებს ამგვარი კომპანიების პოვნას უადვილებენ. ისინი წარადგენენ ისეთი კომპანიების ჩამონათვალს და მისამართებს, რომლებიც იღებენ Bitcoin-ით გადახდებს მთელ მსოფლიოში. დღეს ბევრი ადამიანი იყენებს Bitcoin-ს სხვადასხვა ნივთის, მათ შორის მანქანების, სახლებისა და სურსათის შესაძენად. მოდით, გადავხედოთ ძირითად ინდუსტრიებს, რომლებშიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება პირველი კრიპტოვალუტა. საბანკო საქმე ფიატური ვალუტებისგან განსხვავებით Bitcoin - ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ფული, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ მარეგულირებელს ან ხელისუფლებას. ზოგიერთი ბანკი სკეპტიკურად უყურებს Bitcoin-ის ინტეგრაციას სამართლებრივი პრობლემების გამო, მაგრამ პერსპექტიულმა ინსტიტუტებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები პირველი კრიპტოვალუტის საკუთარ სისტემებში ინტეგრაციისკენ. მაგალითად, USAA იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც მოახდინა Bitcoin-თან ინტეგრაცია და თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. Simple - კიდევ ერთი ამერიკული ბანკია, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს და ურთიერთობს სხვადასხვა კრიპტო ბირჟასთან, რათა თავის მომხმარებლებს საშუალება მისცეს იყიდონ და გაყიდონ ვირტუალური ვალუტა. დეპოზიტები დაზღვეულია FDIC-ის მიერ, რაც ინვესტორებს უფრო მეტ უსაფრთხოებას ანიჭებს მათი აქტივებისთვის. ტურიზმი და მოგზაურობა ადამიანები მუდმივად ეძებენ უნიკალური მოგზაურობის გამოცდილებას და სტუმრობენ ეგზოტიკურ ადგილებს, სადაც ბანკომატებსა და ბანკებთან წვდომა რთულია. გარდა ამისა, მსოფლიოში დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანს არ აქვს საბანკო ანგარიში. თუმცა, მობილური ტელეფონების გამოყენების მასშტაბი მთელ მსოფლიოში იზრდება. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტით გადახდები საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი პრობლემების შემთხვევაში. ბევრი ტუროპერატორი, ასევე ავიაკომპანიები, რესტორნები და სასტუმროები ამჟამად იღებენ კრიპტოვალუტებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ დაჯავშნონ ფრენები, საცხოვრებელი და გადაიხადონ კვება Bitcoin-ით. არსებობს რამდენიმე საიმედო კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან რამდენიმე წუთში. საცალო ვაჭრობის ბაზარი ონლაინ მოვაჭრეების რაოდენობა, რომლებიც იღებენ კრიპტოვალუტით გადახდებს, ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საცალო მოვაჭრეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი გადახდის სისტემებში Bitcoin-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, მომავალი კრიპტოვალუტისაა. ბევრი წამყვანი საცალო ბრენდი, მათ შორის Walmart და HomeDepot საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტის ფასი Bitcoin-ით. სამომავლოდ საცალო მაღაზიების უმეტესობა საკუთარ შენობაში Bitcoin-ბანკომატებსაც დააყენებს იმ მომხმარებლების მოხერხებულობის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც მზად არიან პროდუქტისა და სერვისის საფასური Bitcoin-ით გადაიხადონ. კვების ინდუსტრია კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ასევე სწრაფად იძენენ პოპულარობას კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. ისინი ხელს უწყობენ გამჭვირვალობას მიწოდების ჯაჭვებსა და შეუფერხებელ გადახდებში. გარდა ამისა, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას შეუძლია საკვების მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი პროდუქტების შესახებ. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ინტეგრაცია საკვების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ფალსიფიკაცია. სისტემის გამჭვირვალობას შეუძლია წაახალისოს სექტორი საკვების წარმოების უფრო ეთიკური და პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მიღებით. გამყიდველებს ასევე შეუძლიათ ტექნოლოგია გამოიყენონ უხარისხო პროდუქტების იდენტიფიცირებისა და თაროებიდან ამოღებისთვის. ბლოკჩეინი ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის პრაქტიკულად მყისიერ შემოწმებას მიწოდების მთლიან ჯაჭვში. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია კვების მრეწველობის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ მომხმარებელთა ნდობა, რადგან ის გამჭვირვალეა. ეს მწარმოებლებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ პროდუქტის საიმედო მარკირება, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის საჭირო სტანდარტებს. წამყვან საკვებ ბრენდებს, როგორიცაა Nestle და Walmart, უკვე აქვთ ინტეგრირებული ბლოკჩეინი და საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შეიძინონ პროდუქტები Bitcoin-ით. Bitcoin-სა და ბლოკჩეინს იყენებს ბევრი სხვა ინდუსტრია, მაგალითად, უძრავი ქონების სფერო, ჯანდაცვა, აზარტული თამაშები და რეკლამა. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კრიპტო-მეგობრული კომპანიების და სერვისების რაოდენობა სტაბილურად გაიზრდება მომდევნო წლებში. ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ Bitcoin-ს, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამრიგად, ეჭვგარეშეა, რომ კრიპტოვალუტები ვითარდება და თანდათან ცვლის სხვადასხვა ბიზნეს პროცესს. https://tinyurl.com/cck9xkey
  18. აშშ-ში Huawei-ს და ZTE-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის დემონტაჟს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. გასულ პარასკევს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) ოფიციალურად წამოიწყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოცხადებული ორი ჩინური კომპანიის აღჭურვილობის ჩანაცვლების ხარჯების აღდგენის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შეეძლებათ მიმართონ სუბსიდირებას Huawei-სა და ZTE-ის მოწყობილობების ქსელიდან ამოღების მიზნით. როგორც კი სატელეკომუნიკაციო კომპანიები მიიღებენ თანხებს ხარჯების ასანაზღაურებლად, მათ დაახლოებით ერთი წელი ექნებათ აღჭურვილობის მოხმარებიდან ამოღებისთვის. პროგრამას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. პირველი - სუბსიდიით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთაც 10 მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. მეორე - თანხები გამოიყოფა მხოლოდ იმ აღჭურვილობის დემონტაჟისთვის, რომლებიც Huawei-სა და ZTE-ს მიერ წარმოებულია არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა. ზოგიერთი ოპერატორი უკვე გამოთქვამს შიშს, რომ შესაძლოა ვერ შეძლონ დემონტაჟის დასრულება, ახალი აღჭურვილობის მოძიება და დაყენება მითითებულ ვადებში. ალაბამაში მოქმედი კომპანია Pine Belt Communications Inc.-ის პრეზიდენტ John Nettles-ის თქმით სიტუაციას ართულებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები კანონის მიხედვით აგრეთვე ვალდებულნი არიან მოახდინონ Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის უტილიზაცია, ანუ მოიძიონ კონტრაქტორები სამრეწველო გამანადგურებლებით. Nettles-მა აღნიშნა, რომ Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობებს გადასამუშავებლად მანამდე ვერ გაუშვებენ, სანამ ოპერატორები არ მიიღებენ ახალ, დამონტაჟებისთვის მზა აღჭურვილობებს ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Ericsson ან Nokia. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისი შეფერხდება - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი. https://tinyurl.com/pf9dr3hz
  19. კომპანია Samsung-მა სერიოზული ფსონი დადო დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ახალი ფორმ-ფაქტორი მეინსტრიმად აქციოს. ამჟამად კომპანია ყიდის ორ მოდელს, ესენია შედარებით მოზრდილი Galaxy Z Fold 3 და დასაკეცი Galaxy Z Flip 3. მეორე მათგანის რეკლამირებისთვის ამჟამად უჩვეულო აქცია მიმდინარეობს. drdenim.com.au Samsung Galaxy Z Flip 3 დაკეცილ მდგომარეობაში საკმაოდ მარტივად თავსდება ჯინსის ჯიბეში - დიდი ზომის მოდელების ტარება არც ისე კომფორტულია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ნარჩუნდება დისპლეების ზომაში მატების ტენდენცია. Galaxy Z Flip სერიის პოპულარიზაციისთვის კომპანია Samsung-მა ძალისხმევა გააერთიანა ჯინსების ავსტრალიურ მწარმოებელ Dr. Denim-თან - დაიწყო შეზღუდულ სერია Z Flip Pocket Denim-ის გაყიდვა, დაგეგმილია მხოლოდ 450 წყვილის რეალიზება. ტანსაცმლის ფასია 1499 $, და მთავარი - ჯინსებთან ერთად კომპლექტში შედის სმარტფონი Galaxy Z Flip 3. ჯინსს წინა ჯიბეებზე დიდი Z აქვს დაკერებული. წინ არის გამოყოფილი ჯიბე მუხლს ოდნავ ზემოთ, რომელიც იდეალურია დასაკეცი Samsung სმარტფონის განთავსებისთვის. მოდელი, რომელიც შეიქმნა Samsung-ისა და Dr. Denim-ის მიერ, გამოდის მამაკაცებისა და ქალებისთვის განკუთვნილ ვარიანტებად და ხელმისაწვდომია ავსტრალიური მწარმოებლის ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/4ycppryy
  20. Bitcoin-ში ჩადებული მათემატიკა და ლოგიკა არ იძლევა პირველი კრიპტოვალუტის კოპირების ან გაყალბების შესაძლებლობას, ამიტომ იგი აღემატება აშშ დოლარს. ამის შესახებ Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ უოზნიაკმა Yahoo Finance-თან ინტერვიუში განაცხადა. „შეხედეთ აშშ დოლარს, ხელოსუფლებას შეუძლია ახალი ბანკნოტების შექმნა და სესხის აღება, თითქოს ეს არასოდეს გამოსწორდება. Bitcoin არის მათემატიკა, მათემატიკური სიწმინდე. სხვა Bitcoin ვერასოდეს შეიქმნება, ”- თქვა მან. უოზნიაკმა აშშ-ის მონეტარული სისტემა პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინს შეადარა. მან ფიატს "ხელოვნური" უწოდა და აღნიშნა, რომ ტკბება Bitcoin-ში ჩადებული "მეცნიერებით, მათემატიკით, ლოგიკით და კომპიუტერული კოდით". Apple-ის თანადამფუძნებელმა ასევე აღნიშნა ციფრული ოქროს დეცენტრალიზებული ბუნება, რაც მას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროგნოზირებადობის დონე, რომლის მიღწევაც რთულია აშშ დოლარით. მისი აზრით, მარეგულირებლებს შეუძლიათ თავიანთი ახირებით შექმნან ახალი ქაღალდის კუპიურები და ამიტომ ძნელია ინფლაციის პროგნოზირება. „ჩვენ არც კი ვიცით ვინ შექმნა Bitcoin. მის ქსელს არცერთი კომპანია არ მართავს, ის უბრალოდ მათემატიკურად სუფთაა და მე ყოველთვის მჯერა, რომ ბუნება ადამიანზე მაღლა დგას“, - აღნიშნა მან. Apple-ის თანადამფუძნებელი Bitcoin-ს მათემატიკურ სასწაულად მიიჩნევს. ამავდროულად, მან ზოგიერთი კრიპტოვალუტის მიერ შემოთავაზებულ ანონიმურ შესაძლებლობებს არასაჭირო უწოდა. მისი თქმით, კერძო გადახდების საჭიროებას ვერ ხედავს. https://tinyurl.com/dd8xwydk
  21. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. პანელის დასახელებაა XMMNT245HF2. ფოტოების წყარო: Xiaomi მოწყობილობის ზომაა 24.5 დუიმი დიაგონალზე, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. სიკაშკაშე აღწევს 400 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა, რომელიც ამაღლებს გეიმინგ-პროცესის დინამიურობის დონეს კადრის გაყოფის ეფექტის აღმოფხვრის ხარჯზე. მხარდაჭერილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ფერის გადმოცემის სიზუსტე შეადგენს ΔE<1-ს. რეალიზებულია ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობის შემცირების ტექნოლოგია TÜV Rheinland სერტიფიკაციით. მონიტორზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები DP 1.2 და HDMI 2.1, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. წვრილი გვერდითი ჩარჩოების წყალობით შესაძლებელია პანელის გამოყენება მრავალმონიტორიან კონფიგურაციაში. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამონტაჟება. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 250 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/c88v3fkh
  22. მიმდინარე კვირაში Tesla-მ ნიდერლანდებში აამოქმედა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში საკუთარი Supercharger დამტენი სადგურების ქსელის გამოყენების უფლება მისცა სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანათმშენებელი კომპანია თავისი დამტენი სადგურებისკენ გზას უხსნის სხვა კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი წლების განმავლობაში საუბრობდა სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის Supercharger სადგურების ფართო ქსელის გახსნაზე და მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო ძირითადი დეტალების გამოვლენა, თუ როგორ იმუშავებს ეს იდეა. კომპანია უკვე მზად არის პროექტი რეალობად აქციოს. პირველ ეტაპზე ნიდერლანდებში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ათი Supercharger სადგური გარე მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის. მათმა მფლობელებმა უნდა ჩამოტვირთონ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Tesla-ს აპლიკაციის უახლესი ვერსია, რათა თავიანთი ტრანსპორტის Supercharger-ით დამუხტვაზე წვდომა მიიღონ. აპლიკაციის გაშვების შემდეგ მომხმარებლები დაინახავენ პუნქტს „დამუხტე შენი არა-Tesla პროდუქტი“, რომელიც მას საშუალებას მისცემს იპოვოს პროგრამაში მონაწილე უახლოესი დამტენი სადგური. პროექტის საწყის წერტილად ნიდერლანდების არჩევა გასაკვირი არ არის. მასკმა ადრე განაცხადა, რომ ექსპერიმენტი, დიდი ალბათობით, ევროპაში დაიწყებოდა, სადაც დამტენი სადენების კონექტორები სტანდარტიზებულია. ნიდერლანდებს მალე მიჰყვება ევროპის სხვა ქვეყნები, სანამ Tesla აშშ-ში დაუშვებს გარე მწარმოებლების მიერ Supercharger-ზე წვდომას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში Tesla იყენებს სპეციალიზებულ კონექტორს ელექტრომობილების დასამუხტად, ამიტომ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელებს გადამყვანში თანხის გადახდა მოუწევთ. https://tinyurl.com/w32p3z2c
  23. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კრიპტოვალუტების სფეროში აღსრულების ეროვნული ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ფედერალური ხელისუფლების ვებ-გვერდზე განცხადების თანახმად ახალი თანამშრომელი უხელმძღვანელებს „გამოცდილ პროკურორთა ჯგუფს, რომლებიც იძიებენ და აწარმოებენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საქმეებს“. ხელფასი იქნება 144128-დან 172500 აშშ დოლარამდე წელიწადში, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. „დირექტორი ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულების ძიების მხარდაჭერაზე და უხელმძღვანელებს დეპარტამენტის ძალისხმევას - შეამციროს ციფრული აქტივების კრიმინალური იარაღის სახით გამოყენების მცდელობები“, - ნათქვამია აღწერილობაში. საქმიანობა გულისხმობს კავშირს აშშ-ის პროკურატურასთან, საგამოძიებო, ფედერალურ და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე FinCEN-თან, SEC-სა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ოქტომბრის დასაწყისში გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკომ გამოაცხადა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც გააძლიერებს სტრუქტურის უნარს - ებრძოლოს ისეთ ფინანსურ ბაზრებს, რომლებიც კიბერკრიმინალებს „აყვავების“ საშუალებას აძლევს. სექტემბერში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა რიგ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰაკერების მისამართით ბრძოლას, რომლებიც დგანან გამოსასყიდის გამომძალველი პროგრამების უკან. მანამდე აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობასთან ურთიერთობის კომიტეტის წევრმა მეგი ჰასანმა წერილით მიმართა მთელ რიგ ინსტიტუტებს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა გამომძალველი პროგრამების მიერ გამოსასყიდის სახით კრიპტოვალუტების გამოყენების შესახებ. FinCEN-მა ისაუბრა 2021 წელს გამოსასყიდი პროგრამების აქტივობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდის შესახებ - პირველ ექვს თვეში მათმა რიცხვმა 635-ს მიაღწია. https://tinyurl.com/brwksydc
  24. წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“. 2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს. 2021 წლის Macbook Pro-ს დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვას, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. როგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და „გამოასწორეს შეცდომები“ ახალი Macbook Pro-ს შემუშავებისას. ამჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, სპეციალური "ჩანართების" დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად. https://tinyurl.com/9hum7s9z
  25. პროგრამირების მხრივ კვანტურ კომპიუტერებში ჯერ კიდევ არ არის საქმე კარგად, თუმცა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაცია შესაძლებელია საკმაოდ მსხვილმასშტაბიან კვლევებში. Toyota-მ გადაწყვიტა ისარგებლოს კვანტური სისტემების ამ ფუნქციით, რათა იპოვოს ყველაზე ეფექტური მასალები ბატარეებისთვის. კომპანიამ მუშაობისთვის ადგილობრივი სტარტაპი მოიზიდა. ფოტოს წყარო: IBM მიმდინარე წლის ზაფხულში ტოკიოში კომპანია IBM-მა ტოკიოს უნივერსიტეტსა და მთელ რიგ იაპონურ სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად აამოქმედა საკუთარი 27-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი Q System One სუპერგამტარი კუბიტებით. ამრიგად, იაპონურმა კომპანიებმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს რეალურ კვანტურ კომპიუტერთან პრაქტიკაში მუშაობა. IBM-ისთვის აუცილებელია ამ სისტემების პრაქტიკული გამოყენება. ამიტომ კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო შესყიდვისთვის. ბატარეებისთვის საჭირო ახალი მასალების მოძიებაში კომპანია Toyota-ს დაეხმარება სტარტაპი QunaSys. ცნობილია, რომ მას გამოცდილება აქვს კვანტურ გამოთვლებში, ფართო სპექტრის მასალების თვისებების განსაზღვრის მიზნით მოდელირების განხორციელებაში. კვლევებში გამოიყენება სიმჭიდროვის ფუნქციონალის თეორიის ელემენტები, სადაც მყარი სხეული განიხილება, როგორც სისტემა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ერთნაირი ურთიერთმოქმედი ელექტრონებისგან. ფაქტობრივად ეს არის ელექტრონული სიმკვრივის განსაზღვრება, აღწერილი შროდინგერის კვანტური განტოლებით. დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებზე ასეთი რამ კარგად არის სიმულირებული. ჩვეულებრივ სუპერკომპიუტერებს მსგავსი სიმულაციისთვის თვეები სჭირდება, კვანტური სისტემა კი მაღალი სიზუსტით გამოთვლებს ბევრად სწრაფად ახორციელებს. მთელ მსოფლიოს სჭირდება სრულყოფილი ბატარეები და მათ რაც მალე შექმნიან, ყველასთვის უკეთესი იქნება. https://tinyurl.com/2unccud8
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.