Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Hyundai-მ წარადგინა ელექტრომობილის მორიგი კონცეპტი და უწოდა მას მასშტაბირებადი პლატფორმა დიდი ზომის ელექტრო კროსოვერების აგებისთვის. გიგანტური Hyundai Seven აწყობილია მოდულურ პლატფორმა Electric-Global Modular Platform-ზე (E-GMP), რომელიც საფუძვლად უდევს აგრეთვე სამომავლო Ioniq 5-ს, Kia EV6-სა და Genesis GV60-ს. ფოტოს წყარო: Hyundai ჩამოთვლილი ავტომობილებისგან განსხვავებით Hyundai Seven მხოლოდ კონცეფციაა და მის მასობრივ წარმოებაში გაშვებაზე ჯერ საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, ქროსოვერების პოპულარობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, Seven საბოლოოდ მიაღწევს დილერების ცენტრებამდე ამა თუ იმ ფორმით, ისევე როგორც კონცეპტუალური Hyundai 45, რომელიც საბოლოოდ გახდა Ioniq 5. კონცეპტის ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Hyundai აცხადებს, რომ 350 კვტ სიმძლავრის დამტენი მოწყობილობის გამოყენებისას Seven-ს შეუძლია 10-დან 80%-მდე დაიმუხტოს დაახლოებით 20 წუთში. ავტომწარმოებელი აგრეთვე აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალების გავლის მარაგი 500 კილომეტრს აღემატება. Seven სამხრეთკორეული მანქანათმშენებელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცეპტუალური ავტომობილია. მისი საბურავების ბაზა 3.2 მეტრს აღწევს, რაც Cadillac Escalade-ზე დიდია. Hyundai Seven-ის უკანა კარები ავტომობილის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ იხსნება, აქვს მოძრავი სავარძლები და მართვის ელემენტები - ეს დიზაინი მიუთითებს, თუ როგორია ავტომწარმოებლის ხედვა სამომავლო ავტომობილებთან დაკავშირებით. Hyundai-მ განაცხადა, რომ Seven-ის შექმნისას შთაგონება თვითმფრინავის სალონისგან მიიღო. კონცეპტს დიდი ზომის დისპლეი აქვს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანი წინა პანელის სიგანეს იკავებს. სავარძლები ტრიალდება, რაც მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს ინტეგრირებული ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც ახდენენ ავტომობილის სტერილიზებას მას შემდეგ, რაც მგზავრები მის სალონს დატოვებენ. Hyundai Seven-ის მომავალი ჯერჯერობით უცნობია. რთულია თქმა, არსებული კონცეპტის რამდენი ელემენტი იქნება წარმოდგენილი რეალურ სერიულ ავტომობილში. https://tinyurl.com/yx2ybs2m
  2. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ ცვლილებების გარეშე. დოკუმენტი შეიცავს „ბროკერის“ ცნების გაფართოებულ განმარტებას. ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, მაინერებსა და ბლოკჩეინებზე ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, DeFi პროტოკოლებში ლიკვიდურობის პროვაიდერებს და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს შეიძლება მოეთხოვოთ საგადასახადო სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარება მათი მომხმარებლების აქტივობების შესახებ. კანონპროექტის მოთხოვნები ამ ფორმით ტექნიკურად მიუღებელია, რისთვისაც დოკუმენტი არაერთხელ გააკრიტიკეს კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ილონ მასკმა და ჯეკ დორსიმ. სენატორებმა რონ უაიდენმა, სინტია ლუმისმა და პეტ ტუმიმ შესთავაზეს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეების გამორიცხვა ორპარტიული გეგმიდან. მათმა კოლეგა რობ პორტმანმა წამოაყენა საპირისპირო შესწორება, რომელიც ათავისუფლებს მხოლოდ მაინერებსა და აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებს საგადასახადო ანგარიშგებისაგან, მაგრამ გაურკვეველი რჩება PoS-ვალიდატორების სტატუსი. ბაიდენის მიერ ინფრასტრუქტურის გეგმის ხელმოწერის პარალელურად სენატორებმა რონ უაიდენმა და სინტია ლუმისმა კვლავ შესთავაზეს მასში არსებული კრიპტოვალუტების საგადასახადო ანგარიშგების ზოგიერთი წესის შეზღუდვა. ისინი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან. „კანონპროექტში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ახალი ანგარიშგების მოთხოვნები არ ვრცელდება მათზე, ვინც ავითარებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას და საფულეებს“, - განმარტა ვეიდენმა. სააგენტო Bloomberg-მა განაცხადა, რომ გაურკვეველი რჩება, როდის გავა დოკუმენტი განხილვაზე და არსებობს თუ არა მასში სხვა ინიციატივების ჩართვის შესაძლებლობა წლის ბოლომდე. CNBC ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სააგენტო არ აპირებს "ბროკერის" განმარტების ფართო ინტერპრეტაციას ინდუსტრიის მონაწილეებისთვის. https://tinyurl.com/5634jbjh
  3. Huawei-ს ამჟამად არ შეუძლია პროდუქციის გაყიდვა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვის გამო, რომელიც ბაიდენმა თანამდებობის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა. დაკისრებული სანქციები უმსხვილეს ჩინურ კომპანიას ხელს უშლია შეიძინოს კომპონენტები და ინტელექტუალური საკუთრება, რაც მისი პოპულარული სმარტფონების წარმოებისთვის არის საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ Kirin ჩიპსეტზე, რომლებიც თავად შექმნა. სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა Huawei-ის მობილურ ბაზარზე. კომპანიამ მოახერხა უმაღლესი დონის Snapdragon პროცესორების მიღება მისი უახლესი ფლაგმანური P50 სერიისთვის, თუმცა მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობის გარეშე. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიძლება Huawei-სთვის სასიკეთოდ შემოტრიალდეს, რადგან ის განიხილავს სხვა გზას აშშ-ში ვაჭრობის აკრძალვისთვის გვერდის ავლით - აცხადებს Bloomberg. აკრძალვებისთვის გვერდის ავლა გულისხმობს იმ პროექტების ლიცენზირებას, რომლებზეც Huawei მუშაობდა სხვა კომპანიებთან საკუთარი სმარტფონებისთვის. ცნობილია, რომ მათ რიცხვში შედის ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპონენტების მწარმოებლები TD Tech Ltd და PTAC, აგრეთვე ცნობილი, როგორც China Postal and Telecommunications Appliances Company. ბოლო მათგანი უკვე ყიდის Huawei-ს Nova სერიის სმარტფონებს საკუთარ ბრენდ Xnova-ს სახელით. Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით იდეაში იმაში მდგომარეობს, რომ სავარაუდო ლიცენზიანტები შეძლებენ სმარტფონებში მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტების განთავსებას, რადგანაც მათ არ შეექმნებათ პრობლემა ისეთი კომპანიებისგან შეკვეთის მიღებაში, როგორებიცაა Qualcomm, TSMC ან ARM. https://tinyurl.com/mt2hjru5
  4. Qualcomm ემზადება სიტუაციისთვის, რომ Apple გამოუშვებს ფიჭური კავშირის საკუთარ მოდემებს, რომლებიც 2023 წელს Qualcomm-ის ჩიპებს ჩაანაცვლებენ. ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე Qualcomm-ის ფინანსურმა დირექტორმა Akash Palkhiwala-მ განაცხადა, რომ Qualcomm გეგმავს 2023 წელს Apple-ს მიაწოდოს მოდემების 20%. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, Qualcomm-ის ჩიპები გამოყენებული იქნება iPhone-ების მხოლოდ 20%-ში. ფოტოს წყარო: MacRumors როგორც ჩანს, 2022 წელი იქნება ბოლო, როდესაც Qualcomm iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ერთადერთი მომწოდებელი იქნება. Apple უკვე ბევრი წელია მუშაობს ფიჭურ ქსელებთან დაკავშირებისთვის განკუთვნილ საკუთარ ჩიპებზე და გავრცელებული ხმების თანახმად კომპანია მოდემების გამოსაშვებად მზად 2023 წლისთვის იქნება. ჯერ კიდევ მაისში ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ თქვა, რომ 5G კავშირისთვის განკუთვნილი ჩიპების დებიუტი შედგება iPhone-ებში 2023 წელს, რაც შეესაბამება Qualcomm-ის მონაცემებს. თუ ეს მოხდება, Apple სავარაუდოდ გამოიყენებს საკუთარ ჩიპებს უმეტეს ქვეყნებში და Qualcomm-ს დაეყრდნობა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ასევე შესაძლებელია, რომ Apple-ის საკუთარი მოდემები გამოიყენებოდეს ახალ ფლაგმანურ მოდელებში, ხოლო Qualcomm-ის პროდუქტები გამოყენებული იქნება ძველ გადაწყვეტილებებში, ასევე შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონებში, როგორიცაა iPhone SE. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple ცდილობს უარი თქვას Qualcomm-ის მოდემების გამოყენებაზე. კომპანიას სურდა iPhone 12-ის Intel-ის 5G ჩიპებით აღჭურვა, მაგრამ „ლურჯმა“ პროდუქციამ Apple-ის მოლოდინი ვერ გაამართლა. https://tinyurl.com/y2r4jbsv
  5. კიდევ ერთი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.69%-ით - 22.67 ტრილიონ ჰეშამდე (T). წყარო: BTC.com. მაჩვენებელი იზრდება მეცხრე პერიოდია ზედიზედ ჩინეთში მაინინგის აკრძალვით გამოწვეული ვარდნის შემდეგ. სირთულემ მაქსიმალურ მაჩვენებელს, 25.05 Т-ს მიაღწია მაისის შუა პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედებამ გამოიწვია ჰეშრეითის შემცირება ქვეყანაში მაინინგ-აღჭურვილობების მასიური გათიშვის შედეგად. ვარდნის მაჩვენებელი რეკორდული გახდა ივლისში, როდესაც სირთულე თითქმის 28%-ით შემცირდა. მომდევნო გადაანგარიშების შედეგად მაჩვენებელი შემცირდა კიდევ 4.8%-ით, ხოლო შემდეგ დაიწყო ზრდა ჰეშრეითის აღდგენის ფონზე. შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის ცნობით აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ჩაანაცვლა ლიდერის პოზიციაზე Bitcoin-ის ჰეშრეითში წილის მხრივ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაინერების დომინირება ჯერ კიდევ მარტში დასრულდა - ქვეყნიდან მათი გასვლის შემდეგ. https://tinyurl.com/xds3byv2
  6. გერმანული რესურსი 3Dcenter რეგულარულად დემონსტრირებს კომპონენტების მწარმოებელების არაოფიციალური ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზაციისადმი მიდრეკილებას, ამიტომ მის ვებ-გვერდზე პერიოდულად ჩნდება ინფორმაციული ცხრილები. ეს ასევე ეხება Intel-ის სამომავლო სამომხმარებლო პროცესორების გეგმებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: 3DCenter მაგალითად, Meteor Lake პროცესორები დაახლოებით 2023 წლის პირველ ნახევარში გამოვა და წარმოდგენილი იქნება LGA 1700 შესრულებითა და ე.წ. Intel 4 ტექნოპროცესით, რომელსაც ადრე 7-ნანომეტრიანი ეწოდებოდა. წინა თაობის მოდელებთან შედარებით არქიტექტურულად გაუმჯობესდება მხოლოდ P სერიის მაღალი წარმადობის ბირთვები, ეკონომიური ბირთვები კი Gracemont არქიტექტურის დონეზე დარჩება. სამაგიეროდ გრაფიკა გაუმჯობესდება Gen 12.7 ვერსიამდე. Arrow Lake სერიის პროცესორები, რომლებიც 2023 ან 2024 წელს უნდა გამოვიდეს, წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ 8 მაღალი წარმადობის Lion Cove და 32 ეკონომიური Skymont ბირთვით, არამედ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესორებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ კრისტალს Intel საკუთარი ძალებით არ დაამზადებს. მხოლოდ Lunar Lake სერიის ჩიპები გადავა 2024 ან 2025 წელს Intel-ის საწარმოო კონვეირზე და შემოგვთავაზებენ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ანალოგს. როგორც ჩანს, მათ ექნებათ Gen 13 თაობის გრაფიკა, თუმცა შენარჩუნდება არქიტექტურის იგივე კომბინაცია. და ბოლოს, ათწლეულის დასასრულს Intel გამოუშვებს საკუთარი 20A ტექნოლოგიის პროცესორების სერია Nova Lake-ს, რომლებშიც არქიტექტურების ახალი კომბინაცია იქნება წარმოდგენილი - Panther Cove + Darkmont. ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, ექნება თუ არა ამ სერიას DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა. გაურკვეველია გამომთვლელი ბირთვების კონფიგურაციაც Lunar Lake-ის შემთხვევაში. https://tinyurl.com/rhapnxnr
  7. IBM-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი კვანტური გამოთვლითი ჩიპი, რომელიც, მისი აზრით, საშუალებას მისცემს კვანტურ სისტემებს გაასწრონ კლასიკურ კომპიუტერებს ზოგიერთი დავალების შესრულებისას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: Reuters/Chris Helgren IBM-მა განაცხადა, რომ მის ახალ ჩიპ Eagle-ს აქვს 127 კუბიტი, რაც მას ყველაზე მძლავრ კვანტურ პროცესორად აქცევს მსოფლიოში. შედარებისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ჩინეთში წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი და მას მხოლოდ 56 კუბიტი აქვს. IBM-ს ახალი ჩიპის შესახებ ჯერ ბევრი დეტალი არ გაუხმაურებია და იგი არ შეუდარებია სხვა სისტემებისთვის. IBM-ის თქმით, ახალი მეთოდები, რომელიც მან ისწავლა Eagle-ის შექმნისას, საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ბევრად უფრო ეფექტური ჩიპების შექმნას. კომპანია 2022 წელს აპირებს გამოუშვას კვანტური ჩიპები Osprey 433 კუბიტით და Condor - 1121 კუბიტით. IBM დარწმუნებულია, რომ ეს დააახლოებს მას ეგრეთ წოდებულ "კვანტურ აღმატებულებასთან" - იმ წერტილთან, როდესაც კვანტურ კომპიუტერებს შეეძლებათ გადააჭარბონ ტრადიციულ სისტემებს. IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომპანიის კვლევის ხელმძღვანელმა დარიო გილმა განაცხადა, რომ კვანტური გადაწყვეტილებების წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ტრადიციულ ჩიპებს. ამის ნაცვლად IBM წარმოიდგენს სამყაროს, რომელშიც კომპიუტერული აპლიკაციის ზოგიერთი ნაწილი მუშაობს ტრადიციულ, ზოგი კი - კვანტურ ჩიპებზე იმის მიხედვით, რომელიც საუკეთესო იქნება შესასრულებელი ამოცანისთვის. გილი ამბობს, რომ IBM შეძლებს კვანტური აღმატებულობის დემონსტრირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. https://tinyurl.com/cxrst434
  8. კრიპტო ბირჟამ Binance-მა გამოაცხადა მაინინგ-პულის ამოქმედების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს Litecoin-ისა და Dogecoin-ის მაინინგს. პულში გამოიყენება PPS (Pay Per Share) მოდელი Litecoin-თან მიმართებაში. ამგვარი სქემის თანახმად მონაწილე იღებს ფიქსირებულ თანხას ყოველი გაგზავნილი „წილისთვის“. „წილი“ - ეს არის ჰეში, რომელიც თითოეულილ მაინერის მუშაობაზე თვალყურის დევნებისთვის გამოიყენება. Dogecoin-თან მიმართებაში შემოთავაზებულიი მეთოდი PPLNS (Pay Per Last N Shares). ჯილდო ანაზღაურდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც პული წარმატებით მოიპოვებს ბლოკს. მისი მოცულობა, მორგებული ოპერატორის საკომისიოზე, ნაწილდება მაინერების მიერ გაგზავნილი „წილების“ თანაფარდობის მიხედვით პულის ფარგლებში მათ მთლიან ინდიკატორთან. BTC.com-ის თანახმად სტატიის წერის მომენტისთვის Binance Pool არ შედის Litecoin-ის ჰეშრეითის ტოპ 10 პულში. Bitcoin-ის ქსელში გამოთვლითი სიმძლავრის ოდენობის თვალსაზრისით სტრუქტურა იკავებს მეექვსე ხაზს 12.2 EH/წმ მაჩვენებლით. წყარო: BTC.com შეგახსენებთ, Binance Pool-მა მხარი დაუჭირა Taproot-ის 14 ნოემბრის მოახლოებულ განახლებას Bitcoin-ის ქსელში. https://tinyurl.com/9y3afsw9
  9. ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე წელს ახალი თაობის მინიმუმ ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარადგენს. ერთ-ერთი მათგანია კომპაქტური Xiaomi 12 mini. ამჟამად სმარტფონის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილი. სამომავლო სმარტფონი აგებული იქნება 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 870-ზე, რომლის შემადგენლობაში შედის ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით და გრაფიკა - Adreno 650. მეხსიერების მხრივ საბაზისო მოდიფიკაციას ექნება 8 გბ LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. კომპაქტური ფლაგმანი აგრეთვე წარმოდგენილი იქნება 256 გბ მეხსიერების მქონე ორ მოდიფიკაციად. Xiaomi 12 mini-ში წარმოდგენილი იქნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა, რომელშიც შედის Samsung-ის სენსორის ბაზაზე აგებული 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. დანარჩენი სამი მოდულის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ დაზუსტებულა. ასევე უცნობია სელფი კამერის პარამეტრებიც. სმარტფონის ერთ-ერთი განსხვავებული მახასიათებელი იქნება დისპლეი. მოდელის დასახელებიდან გამომდინარე ლოგიკურია ვარაუდი, რომ მას მცირე ზომის ეკრანი ექნება. მაგალითად, iPhone 13 mini-ს დიაგონალი 5.4 დუიმს შეადგენს, ASUS ZenFone 8-ს დიაგონალი, რომელიც თავდაპირველად ფიგურირებდა, როგორც ZenFone 8 mini – 5.9 დუიმია. Xiaomi-ს მინი-ვერსიის დისპლეის ზომა კი 6.28 დუიმს შეადგენს. რა ტიპის მატრიცა იქნება გამოყენებული Xiaomi 12 mini-ში, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ცნობილია სხვა ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 1500 ნიტი, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+. სმარტფონს ექნება ბრტყელი პანელი გადახრილი გვერდების გარეშე და ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილი ზედა ნაწილში. კომპლექტში არსებული ბატარეის მოცულობა 4200 მა/სთ-ს შეადგენს. კომპაქტურ სმარტფონს აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობა დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით მსგავსი მახასიათებელი აქვს Xiaomi-ს მხოლოდ ორ სმარტფონს - Mi 11 Pro-სა და Mi 11 Ultra-ს. Xiaomi 12 mini-ს ექნება სტერეოდინამიკები Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით და Bluetooth 5.2. სმარტფონის წონაა 176 გრამი, კორპუსის სისქე - 7.96 მმ. მოწყობილება გაყიდვაში გამოვა ოპერაციულ სისტემა Android 11-ითა და საფირმო MIUI 12.5-ით, მომხმარებელს დიდხანს არ მოუწევს ლოდინი Android 12-სა და MIUI 13-სთვის. 8/128 გბ ვერსიის ფასია 565 აშშ დოლარი, 8/256 გბ ვერსიისა - 610 აშშ დოლარი. 12 /256 გბ მოდიფიკაციის ღირებულება კი 675 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონის პრეზენტაცია 21 დეკემბერს შედგება. https://tinyurl.com/3nh9b6zu
  10. კომპანია Tesla-მ დაიწყო ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის, Supercharge-ის აღჭურვა თანამგზავრულ ინტერნეტ SpaceX Starlink-ის ტერმინალებით. ინტერნეტის ანტენები უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სადგურზე ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს და SpaceX-ს ილონ მასკი აერთიანებთ, რომელმაც ეს ორივე კომპანია დააფუძნა. ფოტოს წყარო: Blomst/pixabay.com მიუხედავად იმისა, რომ თავად Tesla ჯერჯერობით დუმს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერმინალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, დამუხტვის სტატუსის უსადენოდ შესამოწმებლად და საბანკო გადახდების განსახორციელებლად. სიახლის წყალობით შესაძლებელი გახდება სადგურების უფრო სწრაფი მუშაობის ორგანიზება დასახლებული ზონებიდან მოშორებულ ლოკაციებზე. გაფართოებული ფუნქციონალურობა მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია აპირებს დაამატოს სხვა ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის მხარდაჭერა და გაასამმაგოს დამტენი სადგურების რაოდენობა. ფოტოს წყარო: Reddit.com უნდა აღინიშნოს, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არცერთ სადგურს არ დასჭირდება ასეთი გამტარობა უმარტივესი ოპერაციების ორგანიზებისთვის - "მედიანური" კავშირის სიჩქარე Starlink-ის გამოყენებით აშშ-ში 97 მბ/წმ-ს შეადგენს. დიდი ალბათობით, კომპანია აპირებს მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი სერვისები - მაგალითად, Wi-Fi-თ უზრუნველყოს სადგურის ვიზიტორები. როგორც წესი, ელექტრომობილის მფლობელს დამტენ სადგურზე საკმარისი დროის გატარება უწევს იმისთვის, რომ შეძლოს სატელევიზიო შოუს რამდენიმე მოკლე ეპიზოდის ყურება. ხელმისაწვდომი Wi-Fi-ს პირობებში სადგურზე დროის გაყვანა ბევრად კომფორტული გახდება დამატებით გიგაბაიტებში ფულის გადახდისა და საერთოდ სმარტფონის გამოყენების გარეშე. ამის ნცვლად ელექტრომობილების მფლობელები მანქანის მედიასისტემას გამოიყენებენ. https://tinyurl.com/tzds4ts7
  11. შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული ეკონომიკური კომიტეტი (JEC) გამართავს მოსმენას ხელისუფლების როლის შესახებ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. ამის შესახებ JEC-ის ვებ-გვერდზეა ნათქვამი. სხდომა თემაზე „კრიპტოვალუტების დემისტიფიკაცია: ციფრული აქტივები და ხელისუფლების როლი“ 17 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. მასზე სიტყვით გამოვლენ CFTC-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტიმოთი მასადი, ანალიტიკურ ცენტრ Open Market Institute-ის ფინანსური პოლიტიკის დირექტორი ალექსის გოლდშტეინი, Coin Center-ის კვლევის განყოფილების დირექტორი პიტერ ვან ვალკენბურგი და პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნეს-ეთიკის პროფესორი კევინ ვერბახი. კომიტეტის თავმჯდომარეა დემოკრატი შტატ ვირჯინიადან დონ ბეიერი - ივლისში მან წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის შეიტანა კანონპროექტი ინდუსტრიის რეგულირების მიზნით „ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის“ შექმნის შესახებ. JEC-ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის რობ პორტმანი, რომელიც მხარს უჭერდა გარკვეული ტიპის კრიპტო ბიზნესის ინფრასტრუქტურის გეგმიდან გამორიცხვას და ტედ კრუზი. 10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს დამატებითი დაფინანსების მოზიდვას გადასახადების სახით კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კრიპტო-ქომიუნითიმ გააკრიტიკა კანონპროექტი „ბროკერის“ გაფართოებული განმარტების გამო, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს მოიცავს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს მომხმარებლის ტრანზაქციების შესახებ მოახსენონ. მოგვიანებით საზოგადოების წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორების გამო, რომელიც ავალდებულებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაამოწმონ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ ცვლილებების შეტანის გარეშე კანონპროექტის მიღებას. ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სამი სენატორი - შეროდ ბრაუნი, პეტ ტუმი და სინტია ლამისი - არ დაეთანხმა დოკუმენტს. https://tinyurl.com/2df9vtep
  12. NVIDIA აგრძელებს ციფრული ორეულების პლატფორმა Omniverse-ის შესაძლებლობების განვითარებას მასშტაბური ობიექტების, საწარმოების შემგროვებელი ხაზების, ქარხნების, რთული ენერგეტიკული ობიექტებისა და მთლიანი ქალაქების მოდელირებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეედრება ახალ პროეტს: NVIDIA ქმნის ყველაზე მასშტაბურ მოდელს, ჩვენი პლანეტის ციფრულ ასლს. „ყველა ტექნოლოგია, რაც ამ დრომდე შეგვიქმნია, საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დედამიწა-2-ის რეალიზაცია. ვერაფერს წარმოვიდგენ ამაზე უფრო დიდს და გამოყენებისთვის უფრო მნიშვნელოვანს“ - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა კონფერენცია GTC 2021-ზე. დედამიწის ციფრული ასლი საჭიროა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან - გლობალური კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. მომავალი ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილების ზუსტი პროგნოზირებისთვის და დაძლევისა და ადაპტაციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის საჭიროა კლიმატის მოდელები პლანეტარული მასშტაბით და მეტრიკული სიზუსტით წყლის ციკლის სიმულაციისთვის. ეს კი მოითხოვს მილიონჯერ და მილიარდჯერ მეტ გამომთვლელ წარმადობას იმასთან შედარებით, რაც ამჟამადაა ხელმისაწვდომი. მურის კანონის თანახმად ამას ათწლეულები დაჭირდება. თუმცა NVIDIA შეძლებს წარმადობის მილიონჯერ გაზრდას ახლავე, გრაფიკული პროცესორების, ნეირონული ქსელების, ღრმა მანქანური სწავლების, სუპერკომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანების შედეგად დიდი მოცულობის მონაცემთა დასამუშავებლად. კლიმატის ცვლილების მოდელირებისთვის NVIDIA აწყობს ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერს, სახელად Earth-2 ან Е-2, იგი სიმძლავრით მეორე იქნება Cambridge-1-ის შემდეგ, რომელიც უკვე გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში. ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ Earth-2 მთლიანად NVIDIA-ს მიერ დაფინანსდება. სუპერკომპიუტერის არქიტექტურა და განთავსების საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. აღსანიშნავია, რომ Earth-2 უნდა იყოს ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერი მათ შორის, რაც ამ დრომდე შექმნილა. შესაძლოა მისი წარდგენა მოხდეს მომდევნო GTC 2022 კონფერენციაზე ახალ გამომთვლელ ამაჩქარებლებთან ერთად. https://tinyurl.com/an68xw55
  13. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩრილოეთ ამერიკულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში შეიყვანეს რობოტების რეკორდული რაოდენობა. ამას ხელი შეუწყო ბიზნესის სურვილმა - გაიზარდოს საწარმოო შესაძლებლობები მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. წყარო: CNN ინდუსტრიულ ჯგუფ Association for Advancing Automation-ის მონაცემებით ქარხნებმა და სხვა საწარმოო მომხმარებლებმა შეუკვეთეს 29 ათასზე მეტი რობოტი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში კომპანიებმა ამ მიზნისთვის დახარჯეს 1.48 მლრდ აშშ დოლარი, რამაც გადააჭარბა 2017 წლის ანალოგიურ ცხრა თვეში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ ღირებულებას, სანამ COVID-19-ის პანდემია უარყოფითად იმოქმედებდა ეკონომიკაზე. რობოტიზებული ტექნიკის სწრაფი დანერგვა არის უფრო ფართო ინვესტიციების ზრდის ნაწილი, იგი გამოწვეულია ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მოთხოვნა, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ძირითადი პროდუქტის დეფიციტი. ბევრი კომპანია ასევე ცდილობდა დაებრუნებინა მუშები, რომლებიც დაითხოვეს პანდემიის დროს და განიხილავდნენ რობოტებს, როგორც ცოცხალი ძალის ალტერნატივას. ”კომპანიები უბრალოდ ვერ პოულობენ საჭირო ადამიანებს, რის გამოც ისინი ისწრაფვიან ავტომატიზაციისკენ,” - განაცხადა Jeff Burnstein-მა, Association for Advancing Automation-ის ხელმძღვანელმა. ასევე აღინიშნება, რომ რობოტები აგრძელებენ ადამიანის საქმიანობის ბევრ სფეროში შეღწევას. საავტომობილო კომპანიები დიდი ხანია ლიდერობენ სამრეწველო რობოტიზებული ხაზების გამოყენებაში. თუმცა 2020 წელს ბიზნესის სხვა წარმომადგენლების ჯამურმა გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საავტომობილო ინდუსტრიის რობოტების რაოდენობას. მიმდინარე წლის მონაცემებით პირველ ცხრა თვეში ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანათმშენებელმა კომპანიებმა გააფორმეს 12544 შეკვეთა რობოტიზებული აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო სხვა ინდუსტრიებში ასეთი შეკვეთების რაოდენობა იყო 16355, რაც 53%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. „ეს არ ნიშნავს, რომ მანქანათმშენებლობა შენელდა, იგი ზრდას აგრძელებს. თუმცა სხვა საწარმოო სფეროები - მეტალურგიიდან კვების პროდუქტების წარმოებამდე - კიდევ უფრო სწრაფად იზრდება“ - მიიჩნევს Jeff Burnstein. https://tinyurl.com/2bdchywc
  14. ბოლო წლებში კაცობრიობამ მოახერხა ფულის გადახდისა და მიღების ციფრულ მეთოდებზე გადასვლა. ერთი მხრივ ეს არის მეტად პოზიტიური და ინოვაციური მოვლენა, რომელიც ბევრი ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განვითარების დონის ამაღლებას მოწმობს. მაგრამ სიახლემ გამოიწვია მთელი რიგი უსიამოვნო შედეგები: თაღლითებს შეუძლიათ ფულის დისტანციურად მოპარვა, ხოლო უნაღდო გადახდის მეთოდი ამცირებს კონტროლს პირად ფინანსებზე, რის შედეგად ადამიანები ახორციელებენ ნაჩქარევ დანახარჯებს, რაც შესაძლოა სამომავლოდ ინანონ. კრიპტო ბირჟები, რომლებიც გახდნენ ნებაყოფლობითი შუამავლები ციფრული ფულის მფლობელებს შორის, დასახელებულია ციფრული ინოვაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად. ვინაიდან მსგავსი სტრუქტურებიდან უდიდესია Binance, იგი ხშირად ერევა უსიამოვნო და კონფლიქტურ სიტუაციებში. ამჟამად სწორედ ასეთი შემთხვევაა, რაც იმას მოწმობს, რომ ბირჟა თავისუფალია რაც უნდა მოიმოქმედოს და ამაზე პასუხისმგებელი მომხმარებლები იქნებიან. მაშ ასე, Binance-მა შეცდომით განახორციელა განმეორებითი გადარიცხვების მთელი სერია უცნობ ანგარიშებზე. დავუშვათ, 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლამდე მომხმარებელმა თავისი ექაუნთიდან ბირჟაზე Dogecoin გადარიცხა ნაცნობი პიროვნების მისამართზე. და აი, Binance-მა კვლავ განახორციელა გადარიცხვის დუბლირება. კარგია, თუ მომხმარებელს ემახსოვრება ვის და რამდენი გაუგზავნა, ხოლო თუკი ესენი იყვნენ გადამცვლელები, რომლებიც დიდი ხანია გაუჩინარდნენ უცნობი მიმართულებით, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. საქმე ის არის, რომ Binance-ის წარმომადგენლები თანხის დაბრუნებას მოითხოვენ მათგან, ვინც ადრე მსგავსი გადარიცხვები გააკეთა. მარტივად რომ ითქვას, თუკი 2019 წელს 1 მონეტა 0.0026 $ ღირდა, დღეს კი - 0.26 $, ანუ ასჯერ უფრო ძვირი - ის მომხმარებლები, რომელთა ხარჯზეც მოხდა ტრანზაქციების დუბლირება, მინუსში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული წერს, 2019 წელს 30 ათას მონეტაზე მიიღო 78 აშშ დოლარი, დღეს კი ბირჟისთვის 7 ათას აშშ დოლარზე მეტის გადახდა უწევს. თანაც მას ჰქონდა ორი მსგავსი გადარიცხვა, შედეგად მისი ვალი 15 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. Binance-ზე საფულე დაბლოკილია და ასე დარჩება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გადაიხდის 15 ათას აშშ დოლარს. დაზარალებულის თქმით მას 12700 დოლარი წაართვეს და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან კომპრომისის გაგონებაც კი არ სურთ. ინსაიდერები ამბობენ, რომ დაზარალებული ბევრია და ისინი იძულებულნი არიან დამოუკიდებლად ებრძოლონ Binance-ის მხრიდან არსებულ უკანონობას. სავარაუდოდ, მათ საბოლოოდ დაკარგეს წვდომა ფულზე და ვეღარასოდეს იხილავენ მას. უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ს არ აქვს ოფისი, ამიტომ პასუხისმგებლობა ვერავის ეკისრება. ბოლო დროს მომხმარებლებისგან სხვადასხვა მიზეზით თანხის ამოღების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა შემთხვევას თან სდევს Binance-ის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება. კომპანია დარწმუნებულია საკუთარ დაუსჯელობაში და აგრძელებს ფულის ამოღებას რიგითი მომხმარებლებისგან. სხვათა შორის, Dogecoin-ის დეველოპერები წერენ, რომ მათ Binance შესაძლო პრობლემის შესახებ გააფრთხილეს ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბირჟას თავიდან აიცილოს ასეთი სცენარი. როგორც ხედავთ, მათ არავინ მოუსმინა და შეცდომის საფასურის გადახდა რიგით მომხმარებლებს მოუწევთ. https://tinyurl.com/kfcvs2y9
  15. Google Pixel 6-მა და Pixel 6 Pro-მ მიიღეს განახლება, რის შედეგად დაემატა გულისცემის რიტმისა და სუნთქვის თვალყურის დევნების ფუნქცია. ამჟამად ეს ფუნქცია ექსკლუზიურია Pixel სერიის სმარტფონებისთვის. ფუნქციები პირველად წარმოდგენილ იქნა Pixel-ის ხაზში მიმდინარე წელს, თუმცა გამოშვებისას ხელმისაწვდომი არ იყო აპლიკაცია Google Fit-ში Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შემთხვევაში.  Pixel 6-ის ზოგიერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ გულისცემის და სუნთქვის თვალყურის ფუნქცია ჯერ კიდევ მიუწვდომელია მათ სმარტფონებში. სავარაუდოდ, ახალი ფუნქციები ადეულ წვდომაშია ზოგიერთი მომხმარებლისთვის. ისინი განთავსებულია Google Fit აპლიკაციაში და საჭიროა მისი განახლება, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი ახალი ფუნქციები. Google-მა განაცხადა, რომ მომავალში გულისცემის და სუნთქვის თვალყურის დევნება სხვა Android-სმარტფონებშიც გამოჩნდება. თუ თქვენ ფლობთ Google Pixel 3-ს ან უფრო ახალ Google-სმარტფონს, წვდომას მიიღებთ ამ ფუნქციებზე უახლოეს მომავალში. Pixel-ის ახალი ფუნქციების ნახვა შეგიძლიათ Google Fit აპლიკაციაში. პირველი ჩანართი, სახელწოდებით „მთავარი“, შემოგთავაზებთ შეამოწმოთ, ფლობთ თუ არა თავსებად მოწყობილობას. უმეტესობა სმარტ-საათების და ფიტნეს-ტრეკერებისგან განსხვავებით Pixel 6-ს და Pixel 6 Pro-ს არ გააჩნიათ სპეციალური პულსის მზომი ან სუნთქვის სენსორი, ამიტომ აპლიკაცია იყენებს სმარტფონის კამერებსა და ფლეშ-განათებას. გულისცემის რითმის გასაზომად Google უკანა კამერას იყენებს. იგი მოგთხოვთ დაჯდეთ კარგად განათებულ ადგილას და დაადოთ თითი უკანა კამერის ზედაპირს. შემდეგ საჭიროა დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა, სანამ იგი მონაცემებს მიიღებს. ეს ფუნქცია მუშაობს Mobvoi TicWatch Pro 3 Ultra GPS-ის გულისცემის რითმის სენსორის ანალოგიურად. სუნთქვაზე თვალყურის დევნებისთვის გამოიყენება სელფი კამერა. შესამოწმებლად აპლიკაცია მოგთხოვთ სმარტფონი განათავსოთ ისე, რომ კარგად ჩანდეს სახე და სხეულის ზედა ნაწილი. განხორციელებული ყველა საჭირო მანიპულაციის შემდეგ აპლიკაცია მოგაწვდით თქვენს სუნთქვასთან დაკავშირებულ შედეგებს. https://tinyurl.com/mxma8d2z
  16. Huawei-მ 17 ნოემბრისთვის დაგეგმა ღონისძიება, რომელზეც წარადგენს მთელ რიგ ახალ პროდუქტებს, მათ შორის იქნება სმარტ-საათი Watch GT Runner. ახლახანს კომპანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის პორტატული კომპიუტერი „ორი ერთში“ MateBook E. ფოტოს წყარო: Huawei რაც შეეხება ფორმ-ფაქტორს, მოწყობილობა წარმოადგენს პლანშეტს მიერთებადი კლავიატურით, რაც მას ლეპტოპად აქცევს. სერია MateBook E არ განახლებულა 2019 წლიდან. სერიის ბოლო წარმომადგენელი აგებულია ჩიპსეტ Snapdragon 850-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს Snapdragon 845 ჩიპის ვერსიას პლანშეტებისთვის. Huawei-ს მიერ გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით მომავალი თაობის კომპიუტერი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. ფოტოდან აგრეთვე ჩანს მეტად წვრილი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დისპლეი. მოწყობილობას ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის და აქტიურ სტილუს M Pencil-ის მხარდაჭერა. კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2vrsnnvf
  17. ოქტომბერში Bitcoin-ის კურსის ცვლილებები შეესაბამება მის დინამიკას 2017 წლის მეოთხე კვარტალში. თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე მისი ფასი მიაღწევს 96355 აშშ დოლარიან დონეს - დარწმუნებულნი არიან კრიპტო ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსები. „ოქტომბერში Bitcoin-მა დაიწყო 2017 წლის მეოთხე კვარტლის ტრაექტორიის გამეორება 0.88 კორელაციით. ეს პერიოდი ისტორიაში მესამეა ზრდის ტემპის + 220%-იანი მაჩვენებლით. ამ კონტექსტში მიმდინარე წლის ბოლოსთვის პირველი კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება გაიზარდოს 96 355 დოლარამდე“, - აღნიშნეს ექსპერტებმა. BTC/USD-ის ისტორიული დინამიკა წლების მიხედვით. წყარო: Kraken. ექსპერტების გაფრთხილებაა, რომ ნოემბერი, როგორც წესი, ყველაზე მეტად არასტაბილურია და ყველაზე მეტი მოგება მოაქვს თვეების მიხედვით. BTC/USD-ის ცვლილება და დინამიკა თვეების მიხედვით. წყარო: Kraken. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შუალედური მწვერვალის ფორმირების სიგნალს ხელს შეუწყობდა ფასი, რომელიც აღწევს Bollinger Bands-ის ზედა ზღვარს (4.5 სტანდარტული გადახრით) და ფარდობითი სიძლიერის ინდექსის (RSI) ზრდა 96%-მდე. ოქტომბრის შეჯამებით ეს პირობები არ შესრულდა. პირველი ინდიკატორი გაიზარდა 112 ათას აშშ დოლარამდე, მეორე კი - მხოლოდ 71.7%-მდე. BTC/USD-ის დინამიკა თვეების მიხედვით, Bollinger-ის ხაზი და RSI. წყარო: Kraken. უნდა აღინიშნოს, რომ Stock-to-Flow მოდელზე დაფუძნებული ინდიკატორი მიუთითებს Bitcoin-ის ფასის ზრდის გაგრძელების პოტენციალზე. https://tinyurl.com/5exk939z
  18. მოვლენების ამგვარი განვითარება ძნელი დასაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული Nvidia RTX 30 სერიის გრაფიკული დაფების დეფიციტი კვლავ გრძელდება. თუმცა პროგრესი არ შეჩერდება და მომდევნო თაობის RTX დაფები აუცილებლად გამოვა. ამ თემასთან დაკავშირებით PCGamesN-მა გამოაქვეყნა ინსაიდერ kopite7kimi-ს ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ NVIDIA-ს ვიდეო დაფების ახალი თაობა, კონკრეტულად კი RTX 4090, RTX 4080 და RTX 4070 შესაძლოა გამოვიდეს 2022 წლის მესამე კვარტალში. ჯერჯეობით უცნობია, ეს არის ანონსის თარიღი თუ ფაქტობრივი გამოსვლისა. ადრე გავრცელდა ცნობები, რომ NVIDIA Ampere-ს „შთამომავალი“, კოდური დასახელების მქონე Lovelace უნდა გამოვიდეს 2022 წლის ოქტომბერში. მოსალოდნელია, რომ Nvidia Lovelace დაფები აგებული იქნება კომპანია TSMC-ის N5 ტექნოპროცესზე და შემოგვთავაზებს ამჟამად არსებულ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებთან შედარებით ორჯერ მეტ წარმადობას. მეორე ცნობილმა ინსაიდერმა Greymon55-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომდევნო თაობის გრაფიკულ პროცესორებს ექნებათ ორჯერ მეტი ენერგომოხმარების დონე, ვიდრე ახლანდელ დაფებს. ეს თუ სიმართლეა, ბევრ მომხმარებელს დასჭირდება ახალი და ხარისხიანი კვების ბლოკი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო დაფის სტაბილურ მუშაობას. https://tinyurl.com/h2n4wxkb
  19. ჩინური კომპანია BOE Display სმარტფონებისთვის განკუთვნილი დისპლეების ცნობილი მწარმოებელია. გასულ წლამდე იგი LG-ს ჩამორჩებოდა LCD დისპლეების მიწოდების მოცულობით, ამჟამად კი პირველ ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში - კომპანია ფოკუსირდა OLED-დისპლეების წარმოებაზე, ასევე იგი ორიენტირებულია LCD-თან შედარებით უფრო პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე. ფოტოს წყარო: boe.com კერძოდ, კომპანია აქტიურად ვითარდება AMOLED-დისპლეების ბაზარზე. პირველად დრეკადი AMOLED-პანელები მან 2017 წელს წარადგინა და მას შემდეგ მასიურად აწარმოებს. ინვესტორებისთვის განკუთვნილი უახლესი ანგარიშის თანახმად მსგავსი დისპლეების მიწოდების მასშტაბი ზრდას განაგრძობს. BOE-ს მონაცემების თანახმად კომპანიამ მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში განახორციელა დაახლოებით 40 მილიონი დრეკადი AMOLED-დისპლეის მიწოდება. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა კომპანიის ინფორმაციის მიხედვით შესამჩნევი ზრდა შეინიშნება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. BOE მრავალპროფილიანი ჰოლდინგია, რომლისთვისაც დისპლეების წარმოება პრიორიტეტულია, თუმცა არ წარმოადგენს ერთადერთ ამოცანას. პარალელურად კომპანია აწარმოებს და უშვებს სენსორებსა და სმარტ-გადაწყვეტილებებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, სამედიცინო აღჭურვილობას და პროდუქტებს ბევრი სხვა სფეროსთვის. დისპლეების ბაზარზე კომპანია არის სმარტფონების, ლეპტოპების, მონიტორების, ტელევიზორების, ტრანსპორტის, ელექტრონული მანიშნებლების, თან სატარებელი ელექტრონიკის და ნებისმიერი სხვა ისეთი სისტემისთვის მომწოდებელი, რომელსაც ეკრანი გააჩნია. https://tinyurl.com/byv3fhvm
  20. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ის პირადად ფლობს კრიპტოვალუტებს და იყენებს ციფრულ აქტივებს თავისი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. ამის შესახებ მან კონფერენცია DealBook-ზე ისაუბრა. კუკმა აღნიშნა, რომ იგი კრიპტოვალუტებით დაინტერესებული იყო „გარკვეული დრო“ და იკვლევდა ამ თემას. უახლოეს მომავალში Apple არ გეგმავს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების ამოქმედებას ან მათ ინტეგრირებას, როგორც გადახდის შესაძლო ვარიანტს კომპანიის პროდუქტის და მომსახურებისთვის, განაცხადა კუკმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია არ აპირებს ამ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას. „არ მგონია, რომ ადამიანები Apple-ის აქციებს ყიდულობენ კრიპტოვალუტებზე წვდომის მისაღებად“, - განმარტა კორპორაციის ხელმძღვანელმა. კუკმა აღნიშნა, რომ „არის სხვა საკითხები, რომლებსაც განიხილავს Apple”. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მაისში კორპორაციამ გამოაცხადა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია, რომელიც უხელმძღვანელებს პარტნიორ პროგრამას „ალტერნატიული გადახდების“ სეგმენტში. მიმდინარე წლის თებერვალში საინვესტიციო ბანკ RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსებმა Apple-ს მოუწოდეს მიჰყოლოდა Tesla-ს მაგალითს და სარგებელი ენახა ციფრული აქტივებისადმი მზარდი ინტერესიდან. https://tinyurl.com/wnejx3jk
  21. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზა PatentScope-ში გამოჩნდა Microsoft-ის დასაკეცი მაუსის პატენტი. ამ პატენტის რეგისტრაციაზე განაცხადი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში შეიტანა, თუმცა გამოქვეყნდა 4 ნოემბერს. ფოტოს წყარო: Microsoft დოკუმენტში აღწერილი მანიპულატორი ძალიან ჰგავს ამჟამად არსებულ უსადენო მაუს Microsoft Arc-ს, თუმცა შესაძლოა იყოს დაკეცვისას უფრო თხელი და გადასაადგილებლად უფრო მარტივი ამჟამინდელ მოდელთან შედარებით. „წარმოდგენილ მაუსს დეფორმირებული კორპუსი აქვს და მომხმარებელს სთავაზობს ორ კონფიგურაციას გამოსაყენებლად. დაკეცილ მდგომარეობაში მაუსს შეუძლია მიიღოს და გადასცეს შემომავალი სიგნალები კურსორის მართვისთვის. გაშლილი მდგომარეობის შემთხვევაში დეფორმირებადი სხეულის ერთი ნაწილი დეფორმირებული სხეულის მეორე ნაწილზეა გადაფარებული“, - ნათქვამია მოწყობილობის საპატენტო განაცხადში. Microsoft-ის მიერ წარმოდგენილი ილუსტრაციები გვიჩვენებს, თუ რა აქვს კომპანიას მხედველობაში. კომპანია ასევე მიუთითებს მაუსის ერთგვარი „გაფართოებული გარსის“ გამოყენების შესაძლებლობაზე. პატენტის თანახმად მაუსის შემადგენლობაში შედის მოძრაობის სენსორი, რომელიც განსაზღვრავს მანიპულატორის სივრცეში გადაადგილებას. აგრეთვე ნახსენებია გარკვეული შიდა კომპონენტი „ტაქტილური შეყვანის მონაცემების უსადენო გადაცემისა და გამოთვლით მოწყობილობაზე მანიპულატორის გადაადგილებისთვის ". შეგახსენებთ, რომ ამჟამად არსებული Microsoft Arc-ის ზოგიერთ ვერსიას გააჩნია სპეციალური სენსორული პანელი, რომელიც მოქმედებს როგორც ზედა და ქვედა მიმართულებით მბრუნავი გორგოლაჭი. Microsoft-ის განცხადების თანახმად თანამედროვე კომპიუტერის მაუსები ხშირად „ზედმეტად დიდი ზომის და მოუხერხებლებია პორტატულ მოწყობილობებთან სატარებლად და გამოსაყენებლად“. რა თქმა უნდა, ბაზარზე ბევრი ძალიან კომპაქტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ Microsoft-ის თქმით, „ ისინი არ არის ერგონომიული და ხშირად მოუხერხებელია გამოყენებისთვის“. მხოლოდ პატენტის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ Microsoft-ის ახალი დასაკეცი მაუსი ოდესმე იხილავს დღის სინათლეს. პორტალი ArsTechnica დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მწარმოებელს კომენტარი არ გაუკეთებია მომავალი პროდუქტების შესახებ. Microsoft Arc მაუსებიც შესაძლებელია დაიკეცოს თაღისებულად ან სიბრტყეზე. ამგვარ კონსტრუქციას კომპანია 2010 წლიდან იყენებს, თუმცა მათი ორად დაკეცვა შეუძლებელია. თუ ისტორიას კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, შეგვიძლია გავიხსენოთ პირველი თაობის Arc, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ეს მოდელი აღჭურვილი იყო მექანიზმით, რომელიც მანიპულატორს დაკეცვის საშუალებას აძლევდა. https://tinyurl.com/yvkxfwnv
  22. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა პლატფორმა Hyperion 8, რომელშიც გაერთიანებულია კომპიუტერული არქიტექტურა და სენსორების ნაკრები. პლატფორმა განკუთვნილია სრულიად ავტონომიური საავტომობილო სისტემების შექმნისთვის. ტექნოლოგია შემუშავებულია მაღალი დონის ფუნქციონალური უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მასთან ერთად აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა კომპანიების, მაგალითად Continental-ის, Hella-ს, Luminar-ის, Sony-სა და Valeo-ს სენსორების ფართო ნაკრები. ფოტოს წყარო: NVIDIA Drive Hyperion 8 მოიცავს 12 კამერას, 9 რადარს, 12 ულტრაბგერით სენსორს და ერთ ლიდარს, რომელიც განთავსებულია წინა პანელზე. პლატფორმაში გამოყენებულია ორი სისტემა კრისტალზე NVIDIA Drive Orin, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაღალ დონეს, აგრეთვე საკმარის რესურსებს მე-4 დონის ავტონომიური მართვის სისტემების ფორმირებისთვის. Drive Hyperion 8 არის მოდულური პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მხოლოდ მათთვის საჭირო ფუნქციები. მაგალითად, მანქანათმშენებელ კომპანიებს შეუძლიათ პლატფორმა გამოიყენონ ძირითადი გამოთვლების შესასრულებლად, ავტონომიური მართვის სისტემების შესაქმნელად, მანქანის სალონში სხვადასხვა ფუნქციის განსახორციელებლად და სხვა. Drive Hyperion 8-ის დეველოპერებისთვის განკუთვნილ კომპლექტში აგრეთვე შედის Ampere არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის წარმადობას პროგრამული უზრუნველყოფის ახალი შესაძლებლობების ტესტირებისთვის. „NVIDIA სათავეში ჩაუდგა გამოთვლების თანამედროვე რევოლუციას და იგივე კეთდება ავტონომიური მართვის კუთხით. ჩვენი კომპანიების საერთო მახასიათებლები ის არის, რომ ჩვენი ტექნოლოგიები მსხვილი ავტომწარმოებლებისთვის ხდება დე-ფაქტო გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ახალი დონის ავტონომიურობას. ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებით ავტომწარმოებლებს აქვთ წვდომა ავტონომიური ავტომობილების განვითარების ყველაზე მოწინავე პლატფორმაზე, ”- განაცხადა ოსტინ რასელმა, Luminar-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Drive Hyperion 8-ის შესახებ. https://tinyurl.com/b4fbwc57
  23. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულმა ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციების განახლებული ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს გამომძალველ ვირუსებთან ბრძოლას. სააგენტომ აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების მხრიდან შეტევის დროს თავდამსხმელები უმეტესად ითხოვენ გადახდას კრიპტოვალუტით. დოკუმენტში გამოყენებულია ტერმინი "კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტა". FinCEN-მა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად კიბერკრიმინალები ითხოვენ გამოსასყიდს Bitcoin-ში და ანონიმურობაზე ორიენტირებულ ისეთ კრიპტოვალუტებში, როგორიცაა Monero. დეპარტამენტის ცნობით თავდამსხმელები მზად არიან შეამცირონ გამოსასყიდის თანხა, თუ მსხვერპლი გადაიხდის ასეთი ვალუტით. ჰაკერები ხშირად იყენებენ შერეულ სერვისებს, რათა კვალი დაფარონ და თანხებს ანაღდებენ ისეთი ბირჟების მეშვეობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სუსტი მარეგულირებელი ზედამხედველობისა და კონტროლის მქონე იურისდიქციებში - ნათქვამია დოკუმენტში. ძირითადი ტენდენციებიდან FinCEN-მა გამოყო ორმაგი გამოძალვის სქემები, რომლებიც მიმართულია კომპანიის თავდაპირველ მსხვერპლზე (მაგალითად პარტნიორებზე ან მომხმარებლებზე), ასევე გამოყო მოდელი „გამოძალვა, როგორც მომსახურება“ (RaaS). სააგენტომ აგრეთვე ჩამოთვალა ინდიკატორები, რომელთა მიხედვით სპეციალისტებს შეუძლიათ გამომძალველ პროგრამასთან დაკავშირებული ტრანზაქციების იდენტიფიცირება. მათ შორისაა - ადრე იდენტიფიცირებულ ჰაკერებთან დაკავშირებული მისამართები, მსხვილი კრიპტო გადარიცხვები ისეთი მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ან აქვთ ტრანზაქციების მცირე ისტორია, მაღალი რისკის მქონე ბირჟების გამოყენება და ა.შ. FinCEN-მა ხაზი გაუსვა ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის კრიპტო ბირჟების მიერ გამოძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის იდენტიფიკაციისა და მოხსენების მნიშვნელობას. ადრე FinCEN-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბირჟებმა და სხვა ორგანიზაციებმა გაუგზავნეს 635-ზე მეტი შეტყობინება საეჭვო ოპერაციების შესახებ, რომლებიც დამშიფვრელი ვირუსების ოპერატორების მხრიდან გამოსასყიდის მოთხოვნას უკავშირდებოდა. ეს შეტყობინებები შეიცავდა ინფორმაციას 590 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების შესახებ. https://tinyurl.com/yh8wxbbp
  24. კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შექმნა წარმოებაში პირველი 14-ნანომეტრიანი Low Power Double Data Rate 5X (LPDDR5X) DRAM სტანდარტის 16 გბ მეხსიერების ჩიპები. ფოტოს წყარო: Samsung დაანონსებული პროდუქტები ორიენტირებულია მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, სერვერებზე, საავტომობილო პლატფორმებსა და ა.შ. LPDDR5X მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 8.5 გბ/წმ სიჩქარით. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ მეტია LPDDR5 მეხსიერების სიჩქარეზე, რომლის შედეგია 6.4 გბ/წმ. 14-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მეხსიერების ენერგომოხმარება შემცირდა 20%-ით LPDDR5 სტანდარტის პროდუქტებთან შედარებით. 16 გბ LPDDR5X ჩიპების ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ოპერატიული მეხსიერების მოდულები 64 გბ-მდე მოცულობით. მიიჩნევა, რომ ახალი მეხსიერება ხელს შეუწყობს „ციფრული რეალობის“ კონცეფციის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, მანქანური სწავლებისა და შერეული რეალობის (AR) დანერგვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. https://tinyurl.com/2es5ka44
  25. NVIDIA-მ დააანონსა ტექნოლოგიური პლატფორმა NVIDIA Omniverse Avatar მაღალი წარმადობის ინტერაქტიული ავატარების შექმნისთვის, რომლებიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით. ამ დამხმარეების გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მაგალითად მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის. ამ პლატფორმაში გაერთიანებულია NVIDIA-ს ტექნოლოგიები მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმებისა და მოდელირების სფეროდან. მისი მეშვეობით შექმნილი ავატარები წარმოადგენენ ინტერაქტიულ პერსონაჟებს სამგანზომილებიანი გრაფიკითა და რეითრეისინგით, მათ შეუძლიათ დაინახონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა თემას და გაიგონ თანამოსაუბრის მიერ გამოხატული აზრი. Omniverse Avatar საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის მქონე დამხმარეები პრაქტიკულად ყველა სფეროსთვის. იგი კომპანიებს დაეხმარება უზრუნველყონ მომხმარებლებთან ყოველდღიური კონტაქტი - ეს საკითხები იქნება საბანკო ოპერაციები, პირადი შეხვედრების დანიშვნა, მაგიდის დაჯავშნა რესტორანში და ა.შ. „Omniverse Avatar-ში გაერთიანებულია NVIDIA-ს ძირითადი გრაფიკა, მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურ დროში ყველაზე რთული აპლიკაციები იმასთან შედარებით, რაც აქამდე შექმნილა“ - განაცხადა NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jensen Huang). Omniverse Avatar იყენებს მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმების, სახის ანიმაციისა და გრაფიკის ელემენტებს, რომლებიც წარმოდგენილია შემდეგი ტექნოლოგიებით: საუბრის ამოცნობა დაფუძნებულია NVIDIA Riva-ზე, მრავალენოვანი მეტყველების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტზე. Riva აგრეთვე გამოიყენება ადამიანური საუბრის პასუხების გენერირებისთვის ტექსტის საუბრად გარდაქმნის შესაძლებლობის მეშვეობით. ბუნებრივი ენის აღქმა და გაგება დაფუძნებულია ბუნებრივი ენის გენერაციის მოდელ NVIDIA Megatron 530B-ზე, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს, გაიგოს და დააგენერიროს ადამიანის ენა. Megatron 530B - ეს არის წინასწარ განსწავლული მოდელი, რომელსაც მინიმალური სწავლების ან მის გარეშეც კი შეუძლია შეადგინოს სრული წინადადებები, უპასუხოს კითხვებს, შეაჯამოს გრძელი რთული ისტორიები, თარგმნოს სხვადასხვა ენაზე და დაამუშავოს კონტენტი ბევრ იმ სფეროში, რომლებისთვისაც იგი სპეციალურად არ იქნა შემუშავებული. ავატარის სარეკომენდაციო მექანიზმი წარმოდგენილია NVIDIA Merlin-ის მიერ. ეს არის სამუშაო ჩარჩო, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს შექმნან ღრმა სწავლების ისეთი სარეკომენდაციო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის მონაცემების მართვა; აღქმის შესაძლებლობები მხარდაჭერილია NVIDIA Metropolis-ის მიერ - ეს გახლავთ ვიდეოანალიტიკისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ხედვის სამუშაო ჩარჩო; ავატარის ანიმაცია დამყარებულია NVIDIA Video2Face და Audio2Face ტექნოლოგიებზე, სახის 2D და 3D ანიმირებასა და რენდერინგზე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლით. ეს ტექნოლოგიები გაერთიანებულია აპლიკაციაში და მუშავდება რეალურ დროში NVIDIA Unified Compute Framework-ის გამოყენებით. მასშტაბირებადი რეგულირებადი მიკროსერვისების სახით წარმოდგენილი ეს შესაძლებლობები შესაძლოა უსარფთხოდ იქნას ამოქმედებული, მართული და ორგანიზებული რამდენიმე ადგილზე NVIDIA Fleet Command-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/aywzrdd5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.