Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების ინსაიდერულმა ინფორმაციამ გამოავლინა ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზარზე არსებული გლობალური უთანასწორობის პრობლემა. ამრიგად, Apple არა მხოლოდ ირჩევს საუკეთესო ტექნოლოგიებს ერთი წლით ადრე, ვიდრე სხვა კომპანიების უმეტესობა, არამედ ფლობს TSMC-ის ყველა შეკვეთის 53%-ს (5-7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესები). 24%-იანი წილი მოდის Qualcomm-ზე, დანარჩენი კომპანიები კი იძულებულნი არიან გაინაწილონ დარჩენილი 23%. უმნიშვნელო მომხმარებლებზე რომ ვსაუბრობდეთ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საერთოდ არ წამოწეულიყო ეს თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია NVIDIA-ზე, MediaTek-სა და AMD-ზე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ტაივანური საკონტრაქტო კომპანიის სიმძლავრის მხოლოდ 5%-ს იღებს და ურთულეს მდგომარეობაშია. საქმე ის არის, რომ AMD რამდენიმე ბაზარს შორის იხლიჩება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კონსოლების მწარმოებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ეს არის პრიორიტეტული სფერო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მოაქვს სტაბილური შემოსავალი და არაერთხელ გადაურჩენია „წითლები“ გაკოტრებისგან. მეორე ადგილზეა სერვერის პროცესორები, რომლებიც უზარმაზარი მარჟებით იყიდება. მესამეა დესკტოპ-პროცესორების სექტორი და სადღაც ბოლოსკენ - გრაფიკული ჩიპები. AMD-ის ტექნიკური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკ პეიპერმასტერი რამდენიმე დღის წინ BusinessLine-ს ესაუბრა. მან გააზიარა განვითარების სტრატეგია და საკუთარი ხედვა კომპანიის მომავლის შესახებ. პირველ რიგში, მარკმა განაცხადა, რომ AMD მართლაც განიცდიდა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტს, მაგრამ მაინც უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ათობით და ასობით სხვა კომპანიაა. ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებას უკავშირდება. როგორც გაირკვა, ბევრი მომხმარებელი უპირატესობას უფრო მომწიფებულ, ძველ და გამოცდილ ტექნოპროცესებს ანიჭებს, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ ფასის მკვეთრი ზრდა, არამედ ასეთი ჩიპების გაქრობაც. ამავდროულად, AMD იყენებს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე 7-ნანომეტრიან საწარმოო პროცესს, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. შესაძლოა მარკი ცოტათი არაგულწრფელია, როდესაც საუბრობს 2022 წელს Zen 4 არქიტექტურაზე დაფუძნებული დესკტოპ-პროცესორების შემდეგი თაობის გამოშვების გეგმებზე: ყველას კარგად გვახსოვს, რომ თავდაპირველად მათი გამოშვება 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ Apple მყარად ჩაეჭიდა 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს და მას არავის გაუყოფს, სანამ უფრო მოწინავე ტექნოლოგიას არ მიიღებს. ნახევრადგამტარი კომპონენტების კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით მარკს პესიმისტური პოზიცია აქვს. მისი თქმით, ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებენ და 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ პროცესორების, ვიდეო დაფების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დეფიციტის სრულად დასრულებას. გარდა ამისა, მარკი ელოდება შემოსავლების ზრდას 2021 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც განპირობებულია სერვერების ბაზრის ზრდით და სტაბილურად მაღალი მარჟებით. ვინაიდან ვიდეო დაფები ინტერვიუში ნახსენები არ იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ AMD-ს უბრალოდ არაფერი აქვს მათ შესახებ სათქმელი. საჭიროა ნახევრადგამტარების კრიზისის დასრულებას დაველოდოთ. ყველაზე მოუთმენლებს კი შეუძლიათ სცადონ ბედი 2022 წლის პირველ ნახევარში, როცა ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფები გამოვა. https://tinyurl.com/pehpredy
  2. ავტონომიური ტრანსპორტის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ბიზნესის მნიშვნელოვან წილს ევროპაში ფრანგული კომპანია EasyMile იკავებს. სტარტაპი უკვე დიდი ხანია ავითარებს და ტესტავს ავტონომიურ ავტობუსებს მთელ მსოფლიოში და ახლა იგი პირველია ევროპაში, რომელმაც მიიღო ნებართვა - საკუთარი ტრანსპორტი საჯარო გზებზე გამოიყენოს. EZ10 მოდელი საფრანგეთის გზებზე იმუშავებს. ფოტოს წყარო: easymile.com EZ10 პროტოტიპი პირველად 2015 წელს იქნა წარმოდგენილი. EasyMile-მა იგი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოცადა, ხშირ შემთხვევაში მოძრაობას მხოლოდ დისტანციური ოპერატორები აკონტროლებდნენ. ტესტები ჩატარდა სინგაპურში, აშშ-ში, ფინეთში, ავსტრალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ავტობუსის მთავარი დანიშნულებაა მგზავრების ავტონომიური ტრანსპორტირება კამპუსების, ქარხნების, აეროპორტების და სხვა შედარებით შეზღუდული ადგილების მიმართულებით. EZ10-ის უახლესი ვერსია იტევს 15 კაცს, ავტობუსი აღჭურვილია რბილი სავარძლებით და ინდივიდუალური უსაფრთხოების ღვედებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომია ავტომატური პანდუსები და ინვალიდის ეტლის სამაგრები. კომპანიამ განაახლა სენსორების ნაკრები ავტობუსში და ძალისხმევა გააერთიანა გერმანულ სტარტაპ Sono Motors-თან მზის ბატარეების ინტეგრირებისთვის, რაც გაზრდის ელექტრო ტრანსპორტის გავლის მარაგის დიაპაზონს. EasyMile-მა ავტონომიური ავტობუსი უკვე გატესტა Oncopole-ის სამედიცინო კამპუსში, ტულუზაში (საფრანგეთი) - ის დადიოდა მთავარ შესასვლელსა და ავტოსადგომს შორის, რომელთა შორის მანძილი არის დაახლოებით 600 მეტრი. ამავდროულად, ამ გზაზე "შერეული" მოძრაობაა. მას იყენებენ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები, მანქანები და ავტობუსები. მომსახურების უსაფრთხოებისა და სანდოობის დადასტურების შემდეგ კომპანიამ საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა - გამოიყენოს ავტონომიურობის მე-4 დონის ტრანსპორტი საჯარო გზებზე. საერთო ჯამში, სტარტაპი იყენებს მე-4 დონის ტრანსპორტს შვიდ ადგილზე სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტოს წყარო: easymile.com ეს არის ავტონომიის მაღალი დონე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსპორტს, იმოძრაოს ბორტზე ოპერატორის გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის გზებზე ექსპლუატაცია „საველე“ პირობებში 2022 წლის სექტემბერში დაიწყება. EasyMile-ის გენერალურ მენეჯერ ბენუა პერინის თქმით (Benoit Perrin) ნებართვის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავტონომიური მართვის სისტემების კომერციალიზაციისკენ. მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიის გამოყენების სფეროების რიცხვის ზრდა გაგრძელდება. https://tinyurl.com/2p8e7jmm
  3. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელად მეორე ვადით ჯერომ პაუელი დაასახელა, კრიპტოვალუტების ბაზარზე „დათვების“ რაოდენობამ იმატა. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა. ტოპ-მენეჯერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პაუელს არ შეუძლია აშშ-ის ეკონომიკური რეალობის გაცნობიერება. მისი აზრით, ბაზრები პესიმისტურადაა განწყობილი ბაიდენის გეგმის მიმართ - ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივოს. „ინფლაცია გაძლიერდა. ვნახავთ, მოუწევს თუ არა ფედერალური რეზერვების სისტემას უფრო სწრაფი რეაგირება. ეს ვითარება სარისკო აქტივებს დაასუსტებს, შეამცირებს კრიპტოვალუტების კურსს, თუკი მოგვიწევს ფსონები იმაზე უფრო სწრაფად ავწიოთ, ვიდრე ვვარაუდობდით“ - განაცხადა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ნოვოგრაცმა ისაუბრა რისკზე, რომ პაუელი შესაძლოა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში უფრო აგრესიულ მიდგომაზე გადავიდეს ხელახალი არჩევის შემდეგ. ამგვარი დამოკიდებულებისკენ მას უბიძგებს შესრულებულ სამუშაოებზე ნეგატიური შეფასების მიღების შიში. ბაიდენის გადაწყვეტილებამდე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი მონეტარული სტიმულებიდან ნელი გასვლისკენ იყო მიდრეკილი. Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტო ინდუსტრიის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ მოკლევადიანი აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ. „გამაოგნებელია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც შემოდიან ამ სივრცეში. ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუვერენულმა ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება ციფრულ აქტივებში მუდმივი ინვესტიციის შესახებ. მსგავსი საუბრები მქონდა შეერთებულ შტატებში არსებულ დიდ საპენსიო ფონდებთან“, - განაცხადა ტოპ-მენეჯერმა. ოქტომბერში ნოვოგრაცმა ისაუბრა თავისი პროგნოზის შესახებ, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათ წელიწადში 500 ათას აშშ დოლარს მიაღწევდა და იმ დროისთვის კრიპტოვალუტების 75% გაქრებოდა. ადრე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Bitcoin-უწოდა „მორიგი ინტერნეტი“, რომლის გამოტოვება არცერთ ინვესტორს არ სურს. https://tinyurl.com/4774z6tb
  4. ინტერნეტ წყაროები გვაცნობებენ, რომ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ დაიწყო დრეკადი დისპლეით აღჭურვილი ახალი თაობის სმარტფონის მასობრივი გამოშვება. ფოტოებზე: Huawei Mate X2. წყარო: Huawei მოწყობილობა, რომელსაც საუბარი ეხება, კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Mate X3. როგორც ჩანს, წინამორბედების მსგავსად მასაც წიგნის ფორმატი ექნება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ძირითადი დრეკადი დისპლეის ზონაში ინტეგრირებული იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი. პანელის კადრის განახლების სიხშირემ შესაძლოა 90 ჰერცს გადააჭარბოს. ინტერნეტ-რესურსების მონაცემებით Huawei-ს ახალი დრეკადი სმარტფონის მასიური გამოშვება მიმდინარე თვეში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის ფორმალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. გაჯეტის გაყიდვა კი, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ დაიწყება. აგრეთვე ცნობილია, რომ დეკემბერში დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონის დაანონსებას აპირებს მეორე ჩინური კომპანიაც - Oppo. არსებული ცნობების თანახმად მოწყობილობის დისპლეის ზომა შეადგენს 7.8- 8.0 დუიმს დიაგონალზე, კადრის განახლების სიხშირე კი - 120 ჰერცს. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება თითის ანაბეჭდის გვერდითი სკანერი, 32-მეგაპიქსელიანი სელფი კამერა, 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ზე დამყარებული ძირითადი კამერა და პროცესორი Snapdragon 888. https://tinyurl.com/5n79w22r
  5. Xiaomi-ს ხელმძღვანელებმა და პეკინის ერთ-ერთი გარეუბნის მუნიციპალურმა მთავრობამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს კომპანიის პირველი ელექტრომობილების ქარხნის აგების შესახებ. მახლობლად აშენდება შტაბ-ბინა, განვითარების ცენტრი და კომპანიის საავტომობილო ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ობიექტები. Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი ჩინეთის გზებზე 2024 წელს გამოვა. ფოტოს წყარო: SCMP ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Xiaomi-სთვის განკუთვნილ პირველ ელექტრომობილებს კომპანია Great Wall გამოუშვებდა. Great Wall-ის მიერ წარმოებული, Xiaomi-ს პირველი ელექტრომობილი კონვეირზე 2023 წელს დადგება. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, Xiaomi კვლავ გააგრძელებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობას თუ ფოკუსირდება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე. მიმდინარე წლის სექტემბერსა და ნოემბერში Xiaomi-მ დაარეგისტრირა ორი კომპანია ელექტრომობილების ბაზარზე გასასვლელად. ზაფხულში მან 77.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა ავტოპილოტირების სისტემების დეველოპერი DeepMotion. ჯამში მომდევნო 10 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ამ ახალი მიმართულებით. Xiaomi-ს ქარხანა პეკინის გარეუბანში (იჩჟუანში) აშენდება ორ ეტაპად. წარმოების თითოეული ეტაპი განკუთვნილია წელიწადში 150 ათასი ელექტრომობილის წარმოებაზე. პირველი ეტაპი, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2024 წელს დაიწყება. სამუშაოების ღირებულება ჯერ არ ხმაურდება. https://tinyurl.com/2p8s9hpw
  6. 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავა უფრო მეტი ტრანზაქცია აშშ დოლარში, ვიდრე PayPal-მა. ამის შესახებ საუბარია Blockdata-ს ანგარიშში. დეცენტრალიზებული ქსელის საშუალო კვარტალური ღირებულება იყო 489 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო PayPal-ის - 302 მლრდ აშშ დოლარი. ქსელების მიერ გადაცემული ღირებულების მოცულობების შედარება კვარტლების მიხედვით. წყარო: Blockdata. ორივე ქსელის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ისეთი გიგანტების საშუალო კვარტალურ მოცულობაზე, როგორებიცაა Mastercard და Visa. მათი შესაბამისი მაჩვენებლებია 1.8 ტრილიონი და 3.2 ტრილიონი აშშ დოლარი. „შთამბეჭდავია, რომ Bitcoin-ს, რომელსაც თორმეტწლიანი P2P ქსელი აქვს, დამუშავებული თანხების ღირებულებაში 27%-იანი სხვაობა აქვს Mastercard-თან შედარებით - კომპანიასთან, რომელიც 1966 წელს შეიქმნა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია დეცენტრალიზებულ მოძრაობაზე“, - აცხადებენ Blockdata-ს ექსპერტები. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის ქსელის მაჩვენებელი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ანგარიშსწორებებს. მომხმარებლები აგზავნიან თანხებს სხვადასხვა სერვისში და იღებენ მათ უკან, ახორციელებენ ტრანზაქციებს საკუთარ საფულეებს შორის და უამრავ სხვა ოპერაციას. თუმცა, მათი აზრით, Bitcoin-ის ქსელი „ფუნდამენტალურად“ განსხვავდება Mastercard-ისა და Visa-სგან. ეს უფრო "დაზოგვა-დაგროვების ტექნოლოგიაა", ვიდრე "ხარჯვის" და აქვს გამოყენების უფრო მეტი ვარიანტი. ექსპერტები თვლიან, რომ რეალურია, თუ კრიპტოვალუტა გადარიცხული ღირებულების მოცულობით გადააჭარბებს ფინანსურ გიგანტებს მიუხედავად მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს სიჩქარის უფსკრული, რომელსაც მათ „გამაოგნებელი“ უწოდეს. გასულ წელს Bitcoin-ის ქსელი კვარტალში საშუალოდ 25 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებდა. Mastercard-ის მაჩვენებელი 33 მილიარდი იყო, Visa-ს კი - 53.7 მილიარდი. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეორე დონის გადაწყვეტილებები, მათ შორის მიკროგადახდების ქსელი Lightning Network (LN) შექმნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. „ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა, როგორიცაა LN ნოუდების რაოდენობა, არხების რაოდენობა და BTC მათში, ექსპონენციალურად იზრდება. თუ ასე გაგრძელდა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელია, რომ Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავოს უფრო მეტი ტრანზაქცია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ფინანსური სისტემა ამუშავებს“, - აღნიშნავს Blockdata. შეგახსენებთ, Blockstream-ისებ სტრატეგიის დირექტორმა სამსონ მოუმ დაადგინა LN-ის თეორიული სიჩქარე - 40 მილიონი TPS, რაც ნიშნავს 57.6 მილიარდ ტრანზაქციას დღე-ღამეში. https://tinyurl.com/mtuuf7jc
  7. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა GauGAN 2, ნეიროქსელზე დაფუძნებული სერვისის განახლებული ვერსია, რომელიც ამჟამად უკვე ქმნის ფოტორეალისტურ სურათებს ტექსტური აღწერილობების საფუძველზე. დეველოპერებმა გამოიყენეს 10 მილიონზე მეტი სურათი ინსტრუმენტის "სწავლებისთვის". GauGAN-ის პირველი ვერსია გამოვიდა ჯერ კიდევ 2019 წელს, იმ დროს იგი გვევლინებოდა, როგორც ნეიროქსელის მქონე რედაქტორი, რომელიც არტის ფოტორეალისტურ გამოსახულებად კონვერტირების საშუალებას იძლეოდა (ტექსტური აღწერის გამოყენება იმ დროს შესაძლებელი არ იყო). სერვისის პროცესების მოდელირებისთვის NVIDIA-მ გრაფიკული რედაქტორის პირველი ვერსიის სერვისის პროცესებში „გაატარა“ მილიონზე მეტი სურათი Flickr-დან სხვადასხვა ობიექტების მაგალითებით. GauGAN 2-ის „სწავლება“ მიმდინარეობდა სუპერკომპიუტერ NVIDIA Selene-ის ბაზაზე. ნეიროქსელს ახლა ასევე შეუძლია ამოიცნოს სიტყვებს შორის ურთიერთკავშირი- ტექსტის აღწერილობიდან, დაფიქრდეს გამოსახულების სტილზე და შექმნას წინასწარი ჩანახატები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p98kd8j ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსინჯოს GauGAN 2 NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან. ცოტა ადრე ვიდეო დაფების მწარმოებელმა გამოუშვა რედაქტორი Canvas, რომელიც დაფუძნებულია ნეიროქსელ GauGAN-ზე. https://tinyurl.com/yckpy5he
  8. ელექტრონიკის გამოფენა CES ტრადიციულად იმართება იანვარში, ლას-ვეგასში. მანქანათმშენებელი კომპანიები ყოველთვის მონაწილეობენ მასში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარემოება აიძულებთ ვირტუალურ ფორმატში გადასვლას. როგორც Mercedes-Benz-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, 3 იანვარს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიდი ხნის ნანატრი კონცეპტი VISION EQXX - ეს გახლავთ ელექტრომობილის პროტოტიპი დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე გავლის მარაგით. ფოტოს წყარო: LinkedIn, Mercedes-Benz ამ მანქანის დიზაინის ელემენტებს Daimler პირველად არ უზიარებს საზოგადოებას, VISION EQXX-ის შექმნისას მიღებულმა ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ სერიული ელექტრომობილების სრულყოფას. კერძოდ, აეროდინამიკის კოეფიციენტი, რომელიც ახლა სერიული EQS-ის შემთხვევაში რეკორდულ 0.2-ს აღწევს, ახალ კონცეპტში კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ფოტოზე არსებული VISION EQXX-ის ფრაგმენტი, სადაც ჩანს მისი კაპოტი, წინა ფრთები და საქარე მინა, საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ ელექტრომობილის ფორმა ხელს შეუწყობს ბატარეის ეკონომიურ გამოყენებას. თავად ბატარეაში მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე 20%-ით უნდა გაიზარდოს EQS-თან შედარებით. კომპაქტური ელექტრომობილი VISION EQXX შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე მანძილის გავლას ექსპლუატაციის რეალურ პირობებში. ენერგიის მოხმარება 100 კმ-ზე გაიზომება კვტ/სთ-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროპულ ბაზარზე ყველაზე ეფექტური ელექტრომობილი ამ ინდიკატორის მხრივ ოფიციალურად არის Tesla Model 3-ის უკანა ამძრავიანი ვერსია, რომლის ხარჯვა 100 კილომეტრზე 14 კვტ/სთ-ს შეადგენს, Mercedes-Benz-ს ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი 10 კვტ/სთ-მდე შეამციროს. ცხადია, VISION EQXX არ შევა სერიულ წარმოებაში უცვლელი სახით, მაგრამ Mercedes-Benz მასზე გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების რეალიზაციას სხვა ელექტრომობილებში ახდენს. ათწლეულის ბოლოს ბრენდი გეგმავს უარი თქვას შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ახალი მანქანების წარმოებაზე. https://tinyurl.com/2p8evhwe
  9. როდესაც სამთავრობო მარეგულირებლები იკვლევენ კრიპტოვალუტების მიმართ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული საკითხი ბირჟების კონტროლია. დღეს ასეთ სტრუქტურებს შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნიათ მომხმარებელთა ფინანსებზე და ავლენენ პირამიდის ყველა ნიშანს. ბევრი ბირჟა აიძულებს მომხმარებლებს ხელი მოაწერონ არამეგობრულ ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც ციფრულ საფულეში ფული შეიძლება ცალმხრივად დაიბლოკოს. ვინაიდან Binance ითვლება უდიდეს ბირჟად, გასაკვირი არ არის, რომ ის უფრო ხშირად ეხვევა სკანდალებში, ვიდრე სხვები. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სისტემა შემთხვევით ახორციელებდა Dogecoin-ზე განმეორებით გადარიცხვებს რამდენიმე ასეული ადამიანის საფულეზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზოგიერთმა „იღბლიანმა“ 2019 წელს სხვა ადამიანების საფულეებში სხვადასხვა რაოდენობის Dogecoin გაგზავნა. იმ დროს შემოსავალი ასობით დოლარს აღწევდა, ხოლო 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 100-ჯერ გაიზარდა. ბევრმა გაიტანა ფული გადამცვლელების მეშვეობით და მათ უბრალოდ არ იციან ვინ არიან იმ საფულეების მფლობელები, რომლებზეც Binance-მა განმეორებითი გადარიცხვები განახორციელა. სამწუხაროდ, ბირჟა უბრალოდ არ ზრუნავს თავისი მომხმარებლების პრობლემებზე, რადგან გადაწყვიტა ამ ადამიანების საფულეების დაბლოკვა მთელ ფულთან ერთად. დაზარალებულებმა მიმართეს პრესას, ექსპერტები კი ირწმუნებოდნენ, რომ სასამართლო პროცესიც კი ვერაფერს მოაგვარებდა. ჩანდა, რომ ვერაფერი მოგვარდებოდა, თუმცა ჰორიზონტზე ილონ მასკი გამოჩნდა. 23 ნოემბერს მან პირდაპირ მიმართა Binance-ის დამფუძნებელ Changpeng Zhao-ს და ჰკითხა, რა სამარცხვინო რამ ხდებოდა Dogecoin-ის მფლობელებთან მიმართებაში. ილონ მასკის აღშფოთების საპასუხოდ ბირჟამ დეტალები გააზიარა და აღნიშნა, რომ იცის თავისი მომხმარებლების პრობლემების შესახებ და შეეცდება რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ყველაფერი. სწორედ ამ მომენტში გახდა ცნობილი, რომ ბირჟას დაბლოკილი ჰქონდა 1674 საფულე. მასკმა განაცხადა, რომ Dogecoin-ის მფლობელები დაცული უნდა იყვნენ ასეთი ხარვეზებისგან, განსაკუთრებით თუ ეს მათი ბრალი არ არის. ამის შემდეგ Changpeng Zhao თავად ჩაერია საქმეში. მან განმარტა, რომ Binance-ს შეექმნა შეცდომა, რომელიც გამოწვეული იყო Dogecoin-ის საფულის უახლესი ვერსიით და გაიხსენა, რომ Tesla-ც განიცდიდა ხარვეზებს, რამაც შეშფოთება გამოიწვია ელექტრომობილების მფლობელებში. საკუთარი სიტყვების მხარდასაჭერად Zhao-მ გამოიყენა The Guardian-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის ბმული, სადაც განიხილებოდა Tesla-ს ელექტრომობილებში პროგრამული უზრუნველყოფის მასიური შეფერხება. როგორც წესი, ერთმანეთთან ამგვარი არგუმენტებით პაექრობა უშედეგოა, მაგრამ არა ამჯერად. როგორც ჩანს, Binance-მა გადაწყვიტა მასკს არ ეკამათოს: დაზარალებულებმა მასიური შეტყობინებები მიიღეს მათი ექაუნთების განბლოკვის შესახებ. ამასთან, განმარტავენ, რომ თავად მომხმარებლებს არაფერი გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, მადლობა ილონ მასკს ეკუთვნის კონფლიქტის წარმატებით მოგვარებაში მონაწილეობისთვის. https://tinyurl.com/dv5et6vz
  10. Check Point Research-ის სპეციალისტებმა მრავალი დაუცველობა აღმოაჩინეს MediaTek-ის System-on-a-Chip-ში (SoC). მკვლევარების აზრით, ამ დაუცველობამ, თეორიულად, შეიძლება თავდამსხმელებს საშუალება მისცეს გაზარდონ წვდომა მოწყობილობაზე, შეიყვანონ მავნე კოდი და მოუსმინონ კიდეც მომხმარებლებს. ფოტოს წყარო: MediaTek პრობლემას წარმოადგენდა SoC-ის შემადგენლობაში შემავალი ციფრული სიგნალის პროცესორი (digital signal processor, DSP), რომელიც აუდიოსიგნალების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. Check Point Research-ის გუნდმა შეიმუშავა აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია დაიჭიროს ხმა, რომელიც აუდიოჩიპს გადის, შემდეგ შეინახოს იგი მოწყობილობაზე და გაგზავნოს სერვერზე. ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო ჩიპი MediaTek Dimensity 720 (MT6853) სმარტფონ Xiaomi Redmi Note 9 5G-ს შემადგენლობაში. აღმოჩენილი სამი დაუცველობის პირობითი დასახელებებია CVE-2021-0661, CVE-2021-0662 და CVE-2021-0663. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათი დახმარებით ჰაკერებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური მავნე ინტერპროცესორული შეტყობინება, რომელიც გამოიწვევდა კოდის შესრულებას DSP firmware-ში. ვინაიდან ამ firmware-ს აქვს წვდომა აუდიო ნაკადზე, თავდამსხმელი საბოლოოდ შეძლებდა მსხვეპლის მოსმენას. თუმცა მკვლევარებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა გამოიყენეს ეს ხარვეზი. Check Point Research-ის ჯგუფი ამ საკითხზე MediaTek-ს ესაუბრა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკვე დააფიქსირეს ოქტომბრის უსაფრთხოების განახლებაში მითითებული დაუცველობა. კიდევ ერთი აღმოჩენილი "ხვრელი" DSP firmware-ში, სახელწოდებით CVE-2021-0673, ასევე დაიხურა, მაგრამ გამოჩნდება დეკემბრის უსაფრთხოების განახლებაში. Counterpoint-ის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მთელ მსოფლიოში სმარტფონებისა და IoT მოწყობილობების 43%-ში MediaTek-ის პროცესორები იყო გამოყენებული. ჩიპების ზუსტი რაოდენობა, რომელიც შეიცავდა ამ დაუცველობას, უცნობია. ვინაიდან ეს დაუცველობა მოცემული იყო DSP კომპონენტში, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის უახლეს ჩიპებში, პრობლემამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კომპანიის ყველა თანამედროვე მობილურ SoC-ზე. https://tinyurl.com/4vua5v6u
  11. კომპანია MSI-მ მონიტორების ასორტიმენტი შეავსო Optix MAG281URF მოდელით, რომელიც გათვლილია გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებში გამოყენებაზე. მონიტორს საფუძვლად უდევს 27.9-დუიმიანი მატრიცა Rapid IPS. ფოტოს წყარო: MSI პანელის გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი (4K ფორმატი), გვერდების შეფარდება - 16:9. რეაქციის დრო (GTG) შეადგენს 1 მილიწამს, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცს. მხარდაჭერილია სერტიფიკაცია VESA HDR Display 400: სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2. ტიპური კონტრასტულობაა 1000:1, დინამიური - 100 000 000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მოწყობილობას გააჩნია 95%-იანი DCI-P3 და 124%-იანი sRGB ფერთა გამების მხარდაჭერა. მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია G-SYNC-თან, რომელიც პასუხისმგებელია გეიმინგ პროცესის დინამიურობისა და სინქრონულობის დონის ამაღლებაზე. აღჭურვილობაში შედის კორექტორი Display Port 1.4a, ორი HDMI 2.1, USB Type-C პორტი და USB 2.0. სადგამი რეგულირების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს: შესაძლებელია სიმაღლის, დახრის კუთხისა და ეკრანის ტრიალის რეგულირება, აგრეთვე ალბომის რეჟიმიდან პორტრეტის რეჟიმში გადასვლა. ფუნქცია Night Vision ხელს უწყობს გამოსახულების მუქი მონაკვეთების ხილვადობის გაუმჯობესებას. თვალებზე დატვირთვის შემცირებისთვის განკუთვნილია ტექნოლოგია Less Blue Light Premium. მონიტორის საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/rhveppmm
  12. აშშ-ის ფინანთა სამინისტროს ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ არის „Stablecoin-ების სასწრაფო რეგულირების“ მაჩვენებელი მათი პოტენციალის გათვალისწინებით - გახდეს ამგვარი მონეტები გადახდის ქმედითუნარიანი მეთოდი. ამგვარი მოსაზრება აქვს Bank of America-ს (BofA), წერს Coindesk. ანალიტიკური ჩანაწერის მოკლე შინაარსის მიხედვით ინსტიტუტები ელიან მარეგულირებელ სიცხადეს ციფრულ აქტივებზე წვდომის გახსნამდე. „ნორმატიულმა ბაზამ უნდა წაახალისოს კომპანიები თავიანთ პლატფორმებზე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და Stablecoin-ების ინტეგრირებაში“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. მათი აზრით, Mastercard-ს, Signature-ს, Visa-ს და Western Union-ს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი კაპიტალიზაცია Stablecoin-ების რეგულირების წყალობით. Stablecoin-ებს BofA-ში განიხილავენ, როგორც "სისტემურად მნიშვნელოვან აქტივს, რომლის საბაზრო ღირებულებაა დაახლოებით 141 მილიარდი აშშ დოლარი, ტრანზაქციების კვარტალური მოცულობა კი 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი 2021 წელს". ფინანსთა სამინისტრომ პირიქით, სისტემური რისკი დაინახა Stablecoin-ების სწრაფ ზრდაში. დოკუმენტის ავტორებმა მოითხოვეს, რომ მონეტების ემიტენტები გათანაბრებოდნენ სადეპოზიტო დაწესებულებებს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევით. BofA-მ აღნიშნა, რომ ამან შეიძლება აიძულოს ბანკები, თავად გამოუშვან საკუთარი Stablecoin-ები. მანამდე ამერიკელი სენატორების აზრები ფინანსთა სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით ორად იყოფოდა. კერძოდ, სინტია ლამისმა აქტივების ემიტენტების ბანკებთან გაიგივების მოთხოვნას მცდარი უწოდა. თუმცა ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა USDC მთავარი ოპერატორის, ამერიკულ კომპანია Circle-ისგან. შეგახსენებთ, ივლისში ფინანთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოაცხადა ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის მოწვევა, რათა განეხილათ Stablecoin-ების რეგულირების საკითხი. იმ დროს ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომაზე გამოცხადდა, რომ Stablecoin-ების გამჭვირვალობის არარსებობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. სექტემბერში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მიუთითა Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების რისკზე და მათ უწოდა „პოკერის ჩიპები კრიპტოვალუტების კაზინოებში“. https://tinyurl.com/3u9r548r
  13. Intel Client Computing Group-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გრეგორი ბრაიანტმა დაადასტურა, რომ Intel Alder Lake-P პროცესორების მიწოდება დაიწყო ლეპტოპების მწარმოებლებისთვის. Alder Lake-P პლატფორმა არის მე-11 თაობის Tiger Lake-H Core-ის მემკვიდრე. ახალ არქიტექტურაზე დაფუძნებულ მობილურ პროცესორებს უნდა ქონდეთ 6-მდე მაღალი ხარისხის Golden Cove ბირთვი და 8-მდე ენერგოეფექტური Gracemont ბირთვი. ეს სერია პირველი იქნება, რომელიც მობილურ პლატფორმებზე შემოიტანს მაღალი ხარისხის ჰიბრიდულ არქიტექტურას 2020 წლის შედარებით სუსტი Lakefield ჩიპების შემდეგ. ამ დროისთვის ცნობილია Alder Lake-P სერიის სამი მოდელი: Core i9-12900HK, Core i7-12800H და Core i7-12700H, რომელთაგან თითოეულს აქვს 14 ფიზიკური ბირთვი და 20 ნაკადი. ბუნებრივია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის და სერიაში შევა Core i5 პროცესორები, ასევე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Core i3 პროცესორებიც ნაკლები ბირთვით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამგვარ პროცესორებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს. Intel ლეპტოპებისთვის განკუთნილ ახალ მე-12 თაობის Core პროცესორებს სავარაუდოდ დაანონსებს CES 2022-ზე მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. Alder Lake-P ჩიპების მქონე ლეპტოპები იქნება პირველი თაობის მობილური კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილი იქნება Intel-ის საკუთარი დისკრეტული Xe-HPG (Arc Alchemist) გრაფიკული პროცესორებით. https://tinyurl.com/s88h3usc
  14. Intel რჩება უმსხვილეს მოთამაშედ გრაფიკული ამაჩქარებლების ბაზარზე, თუმცა ფორმალურად მაინც ახორციელებს ძირითადადი ცენტრალური პროცესორების მიწოდებას ინტეგრირებული გრაფიკით. შემდეგ მოდის NVIDIA, AMD კი ხურავს პირველ სამეულს. Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა უახლესი სტატისტიკა კომპიუტერის გრაფიკის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. ფოტოს წყარო: NVIDIA ანგარიშის მონაცემები მიუთითებს, რომ მესამე კვარტალში ბაზარზე 101 მილიონი გრაფიკული პროცესორი იქნა მიწოდებული, ცენტრალურში ინტეგრირებული გრაფიკის ჩათვლით. ეს 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 18.2%-ით ნაკლები - წინა კვარტლის მაჩვენებელზე. უშუალოდ ცენტრალური პროცესორების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში გაიზარდა 9.2%-ით, მაგრამ შემდეგ შემცირდა 23.1%-ით. Intel-ისა და AMD-ის ხელმძღვანელებმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებებზე უკვე აღნიშნეს, რომ უბრალოდ ვერ ხერხდება კომპიუტერების სასურველი რაოდენობით წარმოება კომპონენტების დეფიციტის გამო და, შესაბამისად, არ ყიდულობენ საჭირო რაოდენობაზე მეტ ცენტრალურ პროცესორებს. თუკი პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროდუქტების ბაზარზე ძალთა გადანაწილებას გადავხედავთ, ჯამში Intel-ის წილი 68-დან 62%-მდე შემცირდა, AMD-ის წილი გაიზარდა 2 პროცენტული ერთეულით 18%-მდე, NVIDIA-ს პოზიციები კი 5 პროცენტით გამყარდა 20%-მდე. თუ GPU-ების მიწოდების მოცულობას განვიხილავთ, Intel-ის შემთხვევაში წილი 25.6%-მდე შემცირდა, AMD-ისა - 11.4%-მდე, NVIDIA-ს შემთხვევაში კი მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ით გაზარდა მიწოდებული GPU-ების რაოდენობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში ძალების განაწილება არ შეცვლილა, NVIDIA-ს პროდუქტებს კვლავ ბაზრის 83% უკავია, ხოლო AMD-ს - 17%. ამავდროულად, მესამე კვარტალში 10.9%-ით გაიზარდა ვიდეო დაფების გაყიდვის მოცულობა. რეალურად, ამ თვალსაზრისით, NVIDIA-ს დაეხმარა უფრო მაღალი დამოკიდებულება დისკრეტულ გრაფიკაზე, რომელიც თანამედროვე პირობებში გამოიყენება არა მხოლოდ გეიმინგში, არამედ გამოთვლებისა და მაინინგის დასაჩქარებლად. Intel და AMD, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული ლეპტოპების ბაზარზე, იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ გრაფიკული პროცესორების მიწოდება შესაბამისი კომპონენტების დეფიციტის ფონზე. საერთო ჯამში Jon Peddie Research-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2025 წლამდე პერიოდში გრაფიკული პროცესორების მიწოდების მასშტაბები ყოველწლიურად საშუალოდ 1.1%-ით შემცირდება და დასახელებული პერიოდის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება დაახლოებით 3.2 მლრდ გრაფიკული პროცესორი. იმ დროისთვის პერსონალური კომპიუტერების 31% წარმოდგენილი იქნება დისკრეტული გრაფიკით. პროგნოზის ავტორები თვლიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის ბოლომდე არ დარეგულირდება. https://tinyurl.com/fapsj2jn
  15. ჰეჯ-ფონდების მმართველების დაახლოებით 31% და მათი კოლეგების 24%, რომლებიც ფოკუსირებული არიან ალტერნატიულ ინვესტიციებზე, გეგმავენ კრიპტოვალუტის დამატებას თავიანთ პორტფელებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ასეთი გამოთვლები მოცემულია „დიდი ოთხეულის“ წევრ კომპანია Ernst & Young-ის (EY) კვლევაში, Greenwich Associates-თან ერთად. 2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით გამოკითხვაში მონაწილეობდა 264 რესპონდენტი, რომელთა მენეჯმენტის ქვეშ მყოფი თანხა (AUM) 5 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ყველაზე დიდი ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ გამოავლინეს მართვის სტრუქტურებმა AUM-ით 2 მილიარდიდან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე (32%) და მის ზემოთ დიაპაზონში (36%). ანგარიშის მიხედვით, ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 7%-მა განახორციელა ინვესტიცია აქტივების ახალ კლასში. ციფრული აქტივების შეძენის გარდა (46%) კომპანიები განიხილავენ კრიპტოდერივატივების შეძენას (43%), კერძო ბლოკჩეინ-კომპანიების დაფინანსებას (37%), ინვესტიციებს ETF-სა (28%) და IPO-ების ინდუსტრიის მონაწილეების აქციებში (28%). მმართველები, რომლებმაც უარი განაცხადეს კრიპტოვალუტებში ინვესტირებაზე, მიუთითებდნენ ციფრულ აქტივებსა და ფონდის საინვესტიციო დეკლარაციებს შორის შეუსაბამობაზე (78%). სხვა მიზეზებს შორისაა არასტაბილურობა (35%), მარეგულირებელი გაურკვევლობა (33%) და აქტივების კლასის არასაკმარისი აღქმა (26%). „ციფრული აქტივებისადმი ინტერესის ზრდის კატალიზატორი იყო ინსტიტუციურ დონეზე კონტროლის მექანიზმების მეურვეებისა და Bitcoin-ის გაცვლის პირობების გაუმჯობესება. ამან აღმოფხვრა ზოგიერთი არსებული შეშფოთება კრიპტოვალუტების შენახვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა EY-ის ბლოკჩეინის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯო მაკკარნიმ Decrypt-თან ინტერვიუში. ამგვარ ინსტრუმენტებს შორისაა მულტი ხელმოწერა და დეტალიზებული ანგარიშების გენერაციის შესაძლებლობა, რაც მარეგულირებლების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ივლისში ჩატარებული გამოკითხვით კრიპტოფონდ Nickel Digital-მა გაარკვია, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და კერძო კაპიტალის მმართველების 82% 2023 წლისთვის გეგმავს პორტფელებში ციფრული აქტივების წილის გაზრდას. https://tinyurl.com/zd5wb7aj
  16. მიმდინარე თვეში ერთ წელი სრულდება Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში დაფების ფასი არ გატოლებია და არც მიახლოებია სარეკომენდაციო ღირებულებას, იმავე სიტუაციაშია 2020 წლის სექტემბერში გამოსული GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებიც. 3DCenter-ისა და HardwareUnboxed-ის უახლესი მონაცემებით მიმდინარე თაობის გრაფიკული ამაჩქარებლების თითქმის ყველა მოდელის ფასი 21 ნოემბრის მდგომარეობით ორჯერ მაღალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში, რომელთა ბაზრებს იკვლევს 3DCenter, GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფები ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაძვირდა. ამავდროულად, Radeon RX 6000 მოდელების ფასები ოდნავ დაეცა. წყაროს ცნობით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საცალო მოვაჭრეებმა მიიღეს Radeon RX 6800 მოდელების ახალი პარტია, რამაც შეამცირა საშუალო ფასი მთელ სერიაზე. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული დაფები ახლა საშუალოდ 95%-ით უფრო ძვირია, ვიდრე მწარმოებლის რეკომენდაცია. თუმცა, მაგალითად, GeForce RTX 3080-ის ღირებულება დაახლოებით 1500 ევროა, რაც ორჯერ მეტია რეკომენდებულ 719 ევროზე. GeForce RTX 30 და Radeon RX 6000 დაფების ფასები გერმანიასა და ავსტრიაში. წყარო: 3DCenter.org YouTube-არხ HardwareUnboxed-ის ამერიკული ბაზრის ფასების ახალი ანალიზი ასევე აჩვენებს GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებზე ფასების ზრდას. თითქმის ყველა მოდელი შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასზე ორჯერ ძვირად GeForce RTX 3080 Ti მოდელის გარდა. იგი თავიდანვე გამოვიდა გაზრდილი სარეკომენდაციო ფასმაჩვენებლით. ამჟამინდელ პირობებში კი იგი სარეკომენდაციოზე 60%-ით ძვირია. საერთო ჯამში, GeForce RTX 30 სერია სავაჭრო პლატფორმა eBay-ზე შემოთავაზებულია საშუალოდ 113%-ით მეტ ფასად. ოქტომბრის შემდეგ მაჩვენებელმა 6%-ით მოიმატა. GeForce RTX 30-სერიის ფასი eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed Radeon RX 6000-ის ფასები ასევე უფრო მაღალია, ვიდრე გასულ თვეში იყო. საშუალოდ, AMD გრაფიკული დაფები ორჯერ ძვირია. ოქტომბერთან შედარებით აშშ-ში ეს სერია 9%-ით გაძვირდა. Radeon RX 6000-ის ფასები eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed ორივე წყარო აღნიშნავს, რომ ვიდეო დაფების რეალური ფიზიკური ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა - ამაჩქარებლები მაღაზიებში მარაგშია. თუმცა, მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, აგრეთვე კომპიუტერის სხვა კომპონენტების ნაკრების გარეშე, შეუძლებელი ამოცანაა. საცალო მოვაჭრეები არ აპირებენ მარჟის შემცირებას, რადგან დისტრიბუტორებს არ სურთ გრაფიკულ დაფებზე ფასის დაკლება. კრიპტოვალუტების მზარდი ღირებულება და მომავალი სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამაჩქარებლების სტაბილიზაციას და ფასების შემცირებას. https://tinyurl.com/vxdjhsyc
  17. ადამიანებს მთვარეზე ფეხი არ დაუდგამთ 1972 წლის Apollo 17-ის მისიის შემდეგ. დაახლოებით 2025 წლისთვის, როდესაც ადამიანები ჩვენს კოსმოსურ თანამგზავრზე დაბრუნდებიან, მთვარის კვლევასთან დაკავშირებული სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით. NASA-ს სურს კიდევ უფრო დააჩქაროს იმ ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც მთვარის სამომავლო მისიებს ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფენ. ამისთვის მან ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანიებს მოუწოდებს დაეხმარონ ბირთვული ენერგიის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. მარსზე ბირთვული ენერგეტიკის სისტემის მხატვრული ილუსტრაცია. წყარო: NASA NASA კერძო კომპანიებს სთხოვს დახმარებას მთვარისთვის ბირთვული ენერგეტიკის საკითხში კერძოდ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ იგი „ამერიკულ კომპანიებს სთხოვს მოამზადონ საპროექტო გადაწყვეტილებები ბირთვული ენერგიის სისტემების შესახებ, რომლებიც მთვარეზე დემონსტრირებისთვის ათწლეულის განმავლობაში იქნება მზად“. NASA აღნიშნავს, რომ ელექტროსადგური ავტონომიურად უნდა მუშაობდეს მთვარეზე ან როვერის დასაფრენ პლატფორმაზე. კომპანიას სურს მთვარეზე ატომური რეაქტორების გამოცდა, რადგან თვლის, რომ ისინი საკმარისად სანდოა ნებისმიერ დროს, მათ შორის მთვარის ღამეების განმავლობაში მუშაობისთვის, რომლებიც კვირები გრძელდება. სისტემა, რომლის წაღებასაც NASA მთვარეზე გეგმავს, გამოიმუშავებს დაახლოებით 40 კილოვატ ენერგიას, რაც, ექსპერტების აზრით, საკმარისია ათი წლის განმავლობაში 30 საოჯახო მეურნეობის კვებისათვის. დასასრულს, NASA ასევე განმარტავს, რომ სისტემა უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი, რომ სამომავლოდ მარსზე ფრენებისას გამოიყენონ. „NASA და ენერგეტიკის სამინისტრო ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვან და რთულ პროექტზე, რომელიც, როგორც კი დასრულდება, მთვარისა და მარსის გრძელვადიანი კვლევისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება“, - განმარტა NASA-ს გლენის სახელობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ტოდ ტოფილმა. – „ჩვენ გამოვიყენებთ ხელისუფლებისა და კერძო წარმოების უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველვყოთ საიმედო, უწყვეტი ენერგია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მთვარის ზედაპირზე განთავსებაზე. ” მთვარის ბირთვული ტექნოლოგია შეძლებს ენერგიით უზურნველყოს დედამიწაც ატომური ენერგეტიკული სისტემა, რომელსაც NASA საბოლოოდ მთვარეზე გაგზავნის, სავარაუდოდ, კოსმოსური ტექნოლოგიის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც შეიძლება დიდი სარგებლის მომტანი იყოს დედამიწისთვისაც. მაგალითისთვის, SpaceX-ის ყოფილმა ინჟინერმა დააფუძნა კომპანია Radiant, რათა შეემუშავებინა პორტატული ბირთვული რეაქტორები დედამიწის შორეულ კუთხეებში გამოსაყენებლად, ეს რეაქტორები უპირველეს ყოვლისა მარსისთვის შემუშავებულ ტექნოლოგიებზეა დამყარებული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ მთვარის ბირთვულ რეაქტორზე მუშაობა ასევე დაეხმარება ატომურ ძრავებზე მომუშავე ისეთ რაკეტებზე მუშაობის დაჩქარებას, როგორიცაა Ad Astra-ს მიერ შექმნილი რაკეტა, რომელსაც თეორიულად შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს 123.000 მილი/ საათში (~ 198,000 კმ/სთ ) და მხოლოდ ერთი თვე დასჭირდეს მარსამდე მიღწევისთვის. მანამდე კი ასტრონავტები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ 2025 წელს. მიმდინარე თვეში NASA-მ დაადასტურა, რომ მთვარის მისია Artemis გადაიდო (მისი დაწყების პირვანდელი თარიღი 2024 წელი იყო), რისი მიზეზიც გახდა კომპანია Blue Origin-თან გაჭიანურებული სამართლებრივი დავა იმის გამო, რომ კონტრაქტი SpaceX-მა მიიღო. https://tinyurl.com/3277temk
  18. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ (Nayib Bukele) განაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას მსოფლიოში პირველი სახელმწიფო Bitcoin-ობლიგაციები და ააშენოს Bitcoin-სიტი - შემოსავლის, ქონებისა და კაპიტალის მოგების გადასახადებისგან თავისუფალი ქალაქი. სალვადორი აპირებს Liquid Network-ის მეშვეობით გამოუშვას აშშ-დოლარში ნომინირებული ტოკენიზებული ათწლიანი ობლიგაციები 6.5%-ით. ეგრეთ წოდებული „ვულკანური ბონდებიდან“ თანხის ნახევარი დაკონვერტირდება Bitcoin-ში, მეორე კი გეოთერმული ენერგიის გამოყენებით მაინინგის ინფრასტრუქტურის ორგანიზებას მოხმარდება. ხუთწლიანი დაბლოკვის პერიოდის შემდეგ ხელისუფლება Bitcoin-ების გაყიდვასა და ინვესტორებისთვის დამატებითი დივიდენდების გადახდას დაიწყებს. ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვიდა კომპანია Blockstream-ის სტრატეგიული განვითარების საკითხების პრეზიდენტი Samson Mow, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ ობლიგაციის წლიური სარგებელი 146 % იქნება Bitcoin-ის პროგნოზირებადი ზრდის გამო - კომპანიის პროგნოზით მომდევნო 5 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 1 მლნ აშშ დოლარამდე მიაღწევს. Mow-მ განმარტა, რომ დაბლოკვის პერიოდი განკუთვნილია Bitcoin-ების ბაზრიდან 500 მილიონი აშშ დოლარის გატანისთვის, რაც გაზრდის ობლიგაციების ღირებულებას. თვის დასაწყისში Bitcoin-მა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, მისი ფასი 68 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ შესამჩნევად დაკარგა ღირებულება. სალვადორის პრეზიდენტი ასეთ შემთხვევებში ინვესტორებს ყოველთვის ურჩევს კრიპტოვალუტის შეძენას. ოქტომბრის ბოლოსთვის ქვეყანა ფლობდა მინიმუმ 1100 ტოკენს. Samson Mow დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი სალვადორს „ლათინური ამერიკის სინგაპურად“ გარდაქმნის. პროექტში მონაწილე ინვესტორები მიიღებენ ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ასევე შეძლებენ მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული პროგრამით. Bitcoin City აშენდება კონჩაგუას ვულკანის გვერდით, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს მაინინგ ინფრასტრუქტურას, ხოლო ობლიგაციების გამოშვება დაიწყება 2022 წელს. ახალ ქალაქში ერთადერთი გადასახადი იქნება 10%-იანი დღგ, რომელიც საჭიროა მისი მშენებლობისა და მომსახურების დაფინანსებისთვის. https://tinyurl.com/mez5zm4z
  19. ინსაიდერ Moore’s Law Is Dead-მა ახალ ვიდეოში ისაუბრა სამომავლო დაბალბიუჯეტურ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ზე DG2-128EU გრაფიკული პროცესორით, რომელსაც 128 გამომთვლელი ბლოკი აქვს. მიმდინარე სიტუაციაში ბაზრისთვის მოდელი მეტად საინტერესოა, დაბალბიუჯეტურ სეგმენტში ის შეიძლება გახდეს საუკეთესო არჩევანი და ამაში, ინსაიდერის თქმით, მას ხელს შეუწყობს 6 გბ მოცულობის 96-ბიტიანი GDDR6 16 გბ/წმ მეხსიერება. DG2-128EU-ს სხვა სავარაუდო დადებით მახასიათებლებს მიეკუთვნება მცირე, 75-ვატიანი ენერგომოხმარება და სარეკომენდაციო ფასი - დაახლოებით 179 აშშ დოლარი. წყარო: Moore’s Law Is Dead YouTube კონკურენტებს რაც შეეხება, Twitter-ინფორმატორმა @KOMACHI_ENSAKA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადდება AMD Radeon RX 6500 XT და RX 6400 მოდელები 4 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერებით. მეხსიერების სალტის სიგანე უცნობია, შეიძლება იყოს 64-ბიტიანი. NVIDIA GeForce RTX 30-სერიის დაბალბიუჯეტური დესკტოპ მოდელების დამზადების შესახებ ამჟამად ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ბაზარზე არსებული GeForce GTX 1050 და 1650 კი არც ისე კარგად გამოიყურება: მათ არ აქვთ DLSS მასშტაბირების მხარდაჭერა, Intel-ს კი გააჩნია მეტად საინტერესო და იმედისმომცემი XeSS. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ NVIDIA-ს ახალი სივრცითი მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ტენზორულ ბირთვებს, წარმოდგენილი იყოს GTX მოდელების მუშაობის გაძლიერების მიზნით. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი DG2-128EU ვარიანტის მახასიათებლები შესაძლოა შემცირდეს გაიაფების, ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის დონის შემცირების მიზნით - ინსაიდერის აზრით მას ექნება 64-ბიტიანი 4 გბ 14 გბ/წმ ვიდეომეხსიერება. ლეპტოპების გამოსვლა მოსალოდნელია შეზღუდული რაოდენობით თებერვალში ან მარტში, შემდეგ გამოვა დესკტოპ ვიდეო დაფები. მიწოდება მეორე კვარტლის ბოლოს დარეგულირდება. https://tinyurl.com/yjy26vef
  20. ონლაინ გამოცემა 91Mobiles-მა ავტორიტეტულ ინსაიდერ სტივ ჰემერსტოფერის, იგივე @OnLeaks-ის ცნობებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა Google Pixel 6A სმარტფონის პირველი რენდერები. მოწყობილობა დამზადებულია Pixel 6 სერიის უფროსი მოდელების სტილში თუმცა, როგორც ჩანს, არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ფოტოს წყარო: 91mobiles.com რენდერებზე გამოსახული Pixel 6A, რომელიც დაბალბიუჯეტურ Pixel A ხაზს ეკუთვნის, რეალურად სტანდარტული Pixel 6-ის თითქმის იდენტურია. უკანა მხარეს მოცემულია იგივე წინ გამოწეული შავი ბლოკი, რომელზეც განთავსებულია ორი კამერა და ფლეშ-განათება, დისპლეიზე მოცემულია ჭრილი ფრონტალური კამერისთვის. ქვედა ნაწილში არის USB-C პორტი, დინამიკი და მიკროფონი. როგორც ჩანს, კორპუსზე არ არის თითის ანაბეჭდის სენსორი - სავარაუდოდ, იგი განთავსებულია ეკრანის ქვეშ, როგორც Pixel 6 და Pixel 6 Pro მოდელების შემთხვევაში, რომლებისთვისაც Google-მა ახლახანს გამოუშვა განახლება მისი მუშაობის დაჩქარების მიზნით. Pixel 6A-ს ასევე არ აქვს ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. თუ რენდერები სწორია, ეს იქნება პირველი საშუალო დონის Pixel სმარტფონი, რომელიც მოკლებული იქნება ამ კონექტორს - Pixel 3A, 4A და 5A მოდელებს იგი ჰქონდათ შესაბამისი "სრული წონის" მოდელებისგან განსხვავებით. Pixel 6A ასევე შეიძლება იყოს უფრო კომპაქტური, ვიდრე Pixel 6 და Pixel 6 Pro: წინასწარი მონაცემებით, მისი ზომებია 152.2 × 71.8 × 8.7 მმ, ეკრანის დიაგონალი კი - 6.2 დუიმი. Pixel 6A-ს გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მით უმეტეს, რომ Pixel 6 და Pixel 6 Pro სულ ახლახანს გამოვიდა. https://tinyurl.com/hac44e8n
  21. ანალიტიკურმა კომპანია Campden Wealth-მა ისაუბრა კაცობრიობის უმდიდრესი წარმომადგენლების ინვესტიციებზე კრიპტოვალუტაში. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ აქტივის წარმატებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს დროის ხაზის მითითება, რომელიც არის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მომხდარი მოვლენების ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ორი გრაფიკი. პირველი აჩვენებს Bitcoin-ის კურსის ცვლილებას ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მეორე - 3 თვის განმავლობაში. როგორც ხედავთ, თუ საკითხს ვიწროდ მივუდგებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კრიპტოვალუტა მძიმე პერიოდებს განიცდის, რადგან Bitcoin-მა იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე მიიღო. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როცა 3 თვის უფრო სრულ გრაფიკს ვუყურებთ. ცხადია, კატასტროფა არ მომხდარა, რადგან დღეს კრიპტოვალუტა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ფასის პოზიციაზე იმყოფება. როგორც ჩანს, ამ აზრებით ხელმძღვანელობენ Bitcoin-ის მსხვილი მფლობელები, როდესაც აგრძელებენ კრიპტოვალუტის ყიდვას ზოგიერთი ანალიტიკოსის გულდასაწყვეტი პროგნოზებისა და ჯიუტი დაღმავალი ტენდენციების მიუხედავად. თუ უკვე ცნობილი სტატისტიკით ვიმსჯელებთ, მაშინ Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების მხოლოდ 0.7%-მა მოიშორა თავიდან კრიპტოვალუტა კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. როგორც გაირკვა, ეს ჩვეულებრივი ტრენდია არა მხოლოდ უცნობი კრიპტო-ვეშაპებისთვის, არამედ პლანეტის უმდიდრესი ოჯახებისთვისაც. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მილიონერები ელიან ეკონომიკის სწრაფ აღდგენას პანდემიის დასრულების შემდეგ. ეს მიუთითებს მთელ მსოფლიოში ადამიანების ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, რაც აუცილებლად გაზრდის ბრუნვას და მოგებას საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან. იმის გამო, რომ ფული საბოლოოდ მოხვდება მილიარდერებისა და მილიონერების ანგარიშებზე, ამ უკანასკნელებს აინტერესებთ სად ჩადონ ის. ზოგი მიმართავს ტრადიციულ სექტორებს - მანქანათმშენებლობას და წარმოების გაფართოებას. სხვები ყიდულობენ აქციებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მსხვილი კომპანიების bubble-ს. ზოგმა კი 2022 წლისთვის კრიპტოვალუტაში დიდი ინვესტიციების ჩადება დაგეგმა. აღნიშნულია, რომ პლანეტის ყველა უმდიდრესი ოჯახის დაახლოებით 28%-ს უკვე აქვს ინვესტიცია კრიპტოვალუტებში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო მაღალი ან დაბალი. მაგალითად, შეერთებულ შტატებში უმდიდრესი ოჯახების 31%-მა უკვე ჩადო Bitcoin-ში ინვესტიცია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კი მათი მხოლოდ 19%-ია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ექსპერტები საუბრობენ კრიპტოვალუტების მზარდი პოპულარობისა და ციფრული აქტივების მიმართ ნდობის გაზრდაზე. აშშ-ში გამოკითხული ინვესტორების 43% განიხილავს Bitcoin-ის ყიდვას 2022 წელს, ევროპაში ეს მაჩვენებელი 33%-ია. მიუხედავად ასეთი მშვენიერი რიცხვებისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პლანეტის უმდიდრესი ოჯახები არასოდეს ინახავენ ფულს ერთ ადგილას. ცნობილია, რომ საშუალოდ ინვესტიციების მოცულობა არ აღემატება მთლიანი ქონების 1%-ს, ამიტომ ის არ არის კრიტიკული და აღიქმება თამაშად, რის შედეგადაც ზარალი უმნიშვნელო იქნება, მოგება კი - სასიამოვნო. https://tinyurl.com/bpwdatwz
  22. ბილ გეითსის მიერ დაფინანსებული კომპანია TerraPower რეაქტორ Natrium-ის პროექტთან ერთად მუშაობს კიდევ ერთ ექსპერიმენტალურ, გამდნარ ქლორიდზე მომუშავე რეაქტორზე (MCRE). პროექტ Natrium-ის მსგავსად MCRE რეაქტორი ენერგიას იღებს საწვავის რადიოაქტიური დაშლისგან სწრაფი ნეიტრონების შთანთქმით, მაგრამ MCRE-ს შემთხვევაში გამდნარი მარილი გამოიყენება როგორც გამაგრილებელი, ასევე რეაქტორისთვის საწვავის მიწოდების საშუალება და ეს მომგებიანი კომბინაციაა. ფოტოს წყარო: Southern Company რეაქტორ MCRE-ს აშენებითა და ექსპლუატაციით დაკავდება კომპანია Southern Company, აშშ-ში ფართო სპექტრის გენერირებული სიმძლავრის უმსხვილესი ოპერატორი. კომპანიამ ახლახანს გააფორმა შეთანხმება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა დააპროექტოს, ააშენოს და აწარმოოს ექსპერიმენტული მდნარი ქლორიდის რეაქტორი (MCRE) აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში (INL). TerraPower-ის, Southern Company-სა და INL-ის გარდა პროექტში მონაწილეობენ Core Power, Orano Federal Services, Electric Power Research Institute და 3M Company. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ამ პროექტისთვის ზედიზედ რამდენიმე წელია ათეულობით მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. TerraPower აგრეთვე ქმნის MCRE რეაქტორის საზღვაო ვარიანტსაც - m-MSR-ს, სავარაუდოდ აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალებისთვის. თანხა გამოიყოფა ხუთწლიანი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას საჩვენებელი რეაქტორის დიზაინის, ლიცენზირებისა და ექსპლუატაციის შესახებ. კომპანია TerraPower-ის ტექნოლოგია MCFR-ის მიხედვით გამოიყენება მდნარი მარილი, როგორც სითბოს მატარებელი და რეაქტორისთვის საწვავის მიმწოდებელი, რაც ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას იძლევა, შედეგად გახლეჩვის რეაქცია უფრო ეფექტურია. მოწყობილობა მუშაობს უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივ რეაქტორებთან შედარებით, უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ასევე გააჩნია ტექნოლოგიური სითბოს გამოყენებისა და შენახვის (აკუმულირების) პოტენციალი შემდგომ წარმოებისთვის. https://tinyurl.com/54k7vpb6
  23. TSMC არის ჩიპების ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მწარმოებელი მსოფლიოში, ხოლო Apple მისი უმსხვილესი მომხმარებელია. აგვისტოში TSMC-მა გამოაცხადა ჩიპების ფასების 20%-იანი ზრდა, მაგრამ Apple-ისთვის ჩიპები მხოლოდ 3%-ით გააძვირა. ნახევრადგამტარი კომპონენტების გიგანტი ცდილობს მთავარი დამკვეთი შეინარჩუნოს საუკეთესო გარიგებისა და საწარმოო ობიექტებზე მაქსიმალური წვდომის შეთავაზებით. რესურს Guru3D-ის თანახმად ეს მდგომარეობა არ არის მისაღები AMD-სთვის, რომელიც დაფიქრდა TSMC-ის მთავარ კონკურენტ Samsung Foundry-ს სერვისებით სარგებლობაზე. ფოტოს წყარო: AMD ცნობილია, რომ TSMC-ის ძალისხმევა ორიენტირებულია Apple-ის სამომავლო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის საკმარისი საწარმოო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდეს საკმარისი სილიკონის ფირფიტები AMD-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიისთვის სახარბიელო არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საქმე შეეხება 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას, Qualcomm-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება TSMC-სა და Samsung-ს შორის. მიმდინარე დროისთვის მოსალოდნელია, რომ Qualcomm-ის სამომავლო ჩიპსეტს, რომლის სავარაუდო დასახელებაა Snapdragon 8 Gen1, დაამზადებს Samsung, მის გაუმჯობესებულ ვერსიას კი მომდევნო წელს TSMC გამოუშვებს. ფოტოს წყარო: Counterpoint Research Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple დაიკავებს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრის 53%-ს 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად. შემდეგია Qualcomm 24%-იანი წილით. ამჟამად მხოლოდ TSMC-ს და Samsung-ს შეუძლიათ მიკროსქემების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუკი Samsung-ს საკმარისი სიმძლავრე ექნება 3-ნანომეტრიანი წარმოებისთვის საიმისოდ, რომ AMD და Qualcomm მისი მომსახურებით სარგებლობაში დაარწმუნოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს Samsung Foundry-ის შემოსავლის უზარმაზარი ზრდა მომავალ წელს. აღსანიშნავია, რომ კითხვა - შეძლებენ თუ არა Samsung და Qualcomm 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას უახლოეს მომავალში, ღიად რჩება. TSMC-ის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ 3-ნანომეტრიანი წარმოების სირთულის გამო მასობრივი გამოშვება დაახლოებით ერთი წლით გადაიდება. მაგრამ Digitimes-ის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ TSMC დაუბრუნდა მომავალ წელს 3-ნანომეტრიანი წარმოების დაწყების გეგმას, თუმცა ვითარება შესაძლოა მაინც შეიცვალოს ამ ეტაპზე. https://tinyurl.com/5arcbcpa
  24. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა ბრაუზერმა Brave-მა განახორციელა საკუთარი წარმოების არაკასტოდიალური საფულის ინტეგრაცია. მომხმარებლები შეძლებენ იყიდონ, გაყიდონ და გაცვალონ კრიპტოვალუტები გაფართოების დაყენების აუცილებლობის გარეშე. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Brave Wallet ჩაშენებულია ბრაუზერში, რაც ამცირებს უსაფრთხოების რისკებს და მომხმარებლის მოწყობილობის რესურსების მოხმარებას. საფულე საშუალებას იძლევა განხორციელდეს EVM-თავსებადი ტრანზაქციები ციფრული აქტივებით, აგრეთვე შესაძლებელია სხვა საფულეებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან დაკავშირება. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ: იხილონ კოტირებების გრაფიკები CoinGecko-ს მონაცემებიდან; გაცვალონ ფიატი კრიპტოვალუტაზე პლატფორმა Wyre-ს მეშვეობით; განახორციელონ საფულის იმპორტი გაფართოებებიდან, როგორებიცაა MetaMask და აპარატული მოწყობილობები Trezor და Ledger; განახორციელონ ტრანზაქციები NFT-ით. Brave Wallet-ზე წვდომისთვის მომხმარებლებმა უნდა განაახლონ ბრაუზერი 1.32 ვერსიამდე. მათ ასევე შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი ნაცნობი გაფართოებების გამოყენება, თუ მოისურვებენ. 2022 წელს საფულე მიიღებს Solana-ს ბლოკჩეინის მხარდაჭერას. ადრე დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ინტეგრაცია მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან ანგარიშები, განახორციელონ crosschain swap-ები Solana DEX აგრეგატორის მეშვეობით, გაგზავნონ SPL ტოკენები და ასევე განახორციელონ ოპერაციები NFT-ებით ამ ქსელში. მიმდინარე წლის მარტში Brave-მა დააანონსა Binance Smart Chain-ის ეკოსისტემის მხარდაჭერა. https://tinyurl.com/3aew67ry
  25. ბილ გეითსის ბირთვულმა სტარტაპმა TerraPower-მა განსაზღვრა თავისი პირველი ექსპერიმენტალური რეაქტორის მშენებლობის ადგილი. GE-Hitachi-სთან ერთად შემუშავებული გაუმჯობესებული რეაქტორის მქონე სადგურის მშენებლობა დაგეგმილია შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერერში - აცხადებს CNBC. ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა 3 ათასი ადამიანია, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე უარს იტყვის 2025 წელს, 2030 წლამდე კი იქ უკვე იმუშავებს სადგური TerraPower საბაზისო სიმძლავრით 345 მეგავატი, თუმცა მანამდე სტარტაპმა უნდა მიიღოს საბოლოო თანხმობა ფედერალური ორგანოებისგან. TerraPower რეაქტორებში, რომელთა დასახელებაა The Natrium, გამოიყენება თხევადი ნატრიუმის ბუნებრივი ცირკულაციით გაგრილების სისტემა. ნატრიუმის მაღალი სითბოს მოცულობა და დუღილის ტემპერატურა საშუალებას იძლევა რეაქტორში წნევა შემცირდეს და ეს არ არის მისი ერთადერთი უპირატესობა. ასეთი სადგურები მცირე ზომისაა, შენდება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით, გამოყოფენ ნაკლებ ნარჩენებს და მუშაობენ გაღარიბებულ ურანზე¹ - აღნიშნავს TerraPower. ¹ - ბუნებრივი ურანიდან 235U და 234U-ის გამოყოფის შემდეგ, დარჩენილი მასალა (ურან-238) ატარებს „გაღარიბებული ურანის“ სახელწოდებას, რადგანაც ის გაღარიბებულია 235-ე იზოტოპით. გაღარიბებული ურანი ორჯერ უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ბუნებრივი ურანი, ძირითადად იქიდან 234U-ის მოცილების გამო. The Natrium™ რეაქტორი და ინტეგრირებული ენერგო სისტემა - დეტალები ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4fjswhry სადგურის ექსპლუატაციის ვადა 60 წელია. მშენებლობა 4 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება, ამ თანხის დაახლოებით ნახევარი გამოყო აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ, როგორც მრეწველობის განვითარების გრანტის ნაწილი. TerraPower-ის აღმასრულებელ დირექტორ კრის ლევესკის თქმით აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია ბირთვული ენერგეტიკის განვითარების შეფერხებით. სამომავლოდ მშენებლობის ღირებულების 4-ჯერ შემცირება იგეგმება. https://tinyurl.com/82m66x8n
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.