Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. სუპერკომპიუტერ LUMI-ზე მომუშავე ინჟინრის ინფორმაციის თანახმად AMD-მ გახმაურების გარეშე დაიწყო მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის (HPC) განკუთვნილი დაფა Instinct MI210-ის მიწოდება. ამაჩქარებლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სერვერების, ასევე სამუშაო სადგურების შემადგენლობაში და იგი კონკურენციას გაუწევს Nvidia A100-ს. თუმცა, AMD-ს ჯერ არ აქვს ოფიციალურად გამოცხადებული დაფის მახასიათებლები. შეტყობინებიდან ცნობილი ხდება, რომ AMD-მ უკვე დაიწყო Instinct MI210 დაფის მიმწოდება მომხმარებლებისთვის, რომელთა შორისაა ფინეთის მეცნიერებათა IT ცენტრი CSC, სადაც იწყობა სუპერკომპიუტერი LUMI 0,55 ExaFLOPS. როგორც ჩანს, MI210 დაფა დაანონსდა რომელიმე ღონისძიებაზე, ამიტომ მისი ოფიციალური მახასიათებლები მალე გახდება ცნობილი. ცნობილია, რომ Instinct MI210-ს ბევრი საერთო არაფერი აქვს Instinct MI250X-თან, რომელიც მოიცავს ორ GCD-ს. დაფას აქვს პროცესორი 104 გამომთვლელი ბლოკით, რაც 6656 ნაკადურ პროცესორს შეესაბამება, ასევე აქვს 64 გბ მოცულობის HBM2e მეხსიერება. პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი GCD და, შესაბამისად, არ არის განკუთვნილი წარმადობის მაქსიმალური შესაძლებლობების მიღწევისთვის. მიუხედავად ამისა, 64 გბ მეხსიერებისა და CDNA 2 არქიტექტურის წყალობით Instinct MI210 ნამდვილად შეძლებს წარმადობისა და შესაძლებლობების შესანიშნავ კომბინაციას AMD-ის Instinct MI100 ან Nvidia A100 დაფებთან შედარებით. თავის მხრივ ფლაგმანური ამაჩქარებელი Instinct MI250X 128 გბ HBM2e მეხსიერებით აღჭურვილია 14080 ნაკადური პროცესორით და გააჩნია 47,9 TFLOPS FP64 წარმადობა, წარმოდგენილია OAM ფორმ-ფაქტორით და მოიხმარს 550 ვატამდე ენერგიას. ამ დროისთვის რთულია ითქვას, რამდენად სწრაფია AMD Instinct MI210. საინტერესო იქნება, როგორ გაუწევს კონკურენციას იგი Nvidia A100-ს. https://tinyurl.com/yacehte6
  2. მიმდინარე წლის აპრილში TCL-მა წარადგინა სმარტფონ Fold ’n Roll-ის კონცეპტი, რომლის დისპლეი შესაძლებელია დაიკეცოს და დაიხვეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სამი სხვადასხვა ფორმ-ფაქტორი მოწყობილობის გამოყენებისას. აპრილში წარმოდგენილი იყო მხოლოდ რენდერები, ამჯერად კი TCL-მა წარადგინა პროდუქტის მუშა პროტოტიპი. ფოტოს წყარო: TCL ინტერნეტში გამოჩნდა გამოფენა DTC 2021-ზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სრულიად მუშა პროტოტიპი Fold ’n Roll. მოკლე ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ აპარატული შემადგენლობა უკვე მზადაა, თუმცა ინტერფეისზე კიდევ საჭიროა მუშაობა. ტრანსფორმაციის ფართო შესაძლებლობები Fold ’n Roll სმარტფონს საშუალებას აძლევს მასში გაერთიანდეს ერთდროულად სამი მოწყობილობა: 6.87-დუიმიანი სმარტფონი, 8.85-დუიმიანი კომპაქტური პლანშეტი და სრული ზომის 10-დუიმიანი პლანშეტი. TCL Fold and Slide 10" - ვიდეო: https://tinyurl.com/22m42bbn სამწუხაროდ, TCL-მა განაცხადა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა გამიზნულია მისი შვილობილი კომპანია CSOT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, რომელიც სპეციალიზებულია დისპლეების შემუშავებასა და წარმოებაზე. მსგავსი კონსტრუქციის სერიული სმარტფონის წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. https://tinyurl.com/4a5hr2z2
  3. უცნობმა ტრეიდინგ-კომპანიამ 4 დეკემბერს Bitcoin-ში პოზიციები 500 მლნ აშშ დოლარით შეამცირდა, რამაც დერივატივების ბაზარზე გამოიწვია 1.3 მლრდ აშშ დოლარიანი აგრესიული ლიკვიდაცია 42.000-დან 51.000 აშშ დოლარის დიაპაზონში, წერს The Block. გამომცმელობის ინფორმაციით, ღია ინტერესის მოცულობა ერთ საათზე ნაკლებ დროში 21.6 მლრდ-დან 16.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: The Block. Coinglass. „ყველას კარგი წელი ჰქონდა. ისინი, ვინც ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდნენ, მიჰყვებიან მაკროეკონომიკურ ფონს, რომელიც უკვე არასტაბილურად გამოიყურება“ - განაცხადა Bitcoin-ბირჟა FalconX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აია კანტოროვიჩმა. ტოპ-მენეჯერის აზრით მომხმარებლის ინტერესი გრძელვადიან ჰორიზონტზე ფოკუსირებული რჩება. 4 დეკემბერს Bitcoin-ის ფასი ზემოთხსენებულ მომენტში 42 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. პირველი კრიპტოვალუტის შემდეგ კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ტოპ 10-დან თითქმის ყველა ციფრული აქტივი წითელ ზონაში აღმოჩნდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 48 540 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა, კვირის განმავლობაში - 15%-ით. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView მილიარდერ ინვესტორ ლუი ნაველიეს აზრით დასაშვებია Bitcoin-ის ფასის ვარდნა 10 ათას აშშ დოლარამდე. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალულტის გრაფიკზე ძლიერდება „ორმაგი მწვერვალის“ ფორმირების სიგნალი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს ფედერალური რეზერვების სისტემის პოლიტიკის ნორმალიზების შედეგად. https://tinyurl.com/2npemexp
  4. VideoCardz-ის ხელში მოხვდა სამომავლო კომპიუტერ AMD 4800S Desktop Kit-ის ფოტოები, რომლის შემადგენლობაში შედის უცნობი პროცესორი AMD 4800S. ამ მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა ეს სისტემა აგებული იყოს AMD-ის მორიგ ჰიბრიდულ პროცესორზე, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო გეიმინგ-კონსოლის შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz ფოტოს წყაროს პრაქტიკულად არაფერი უცნობებია ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის პროცესორში Zen 2 არქიტექტურაა გამოყენებული. ამჟამად უცნობია, არის თუ არა AMD 4800S უკვე ცნობილ ჩიპ AMD 4700S-ის ვარიანტი, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, თუ საუბარი ეხება სრულიად სხვა პროცესორს. შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული AMD 4700S, რომელიც OEM-დეველოპერების მეშვეობით გავრცელდა, გეიმინგ კონსოლ PlayStation 5-ის პროცესორის დესკტოპ ვერსიას წარმოადგენს. შესაძლოა AMD 4800S იყოს ერთ-ერთი Xbox Series კონსოლის APU-ის დესკტოპ ვერსია. თუმცა ამჟამად ამის მტკიცება შეუძლებელია. თუკი მითითებული მახასიათებლები სწორია, AMD 4700S და 4800S ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ბოლო მათგანს აქვს PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა და 4800S Desktop Kit-ის დედა დაფა აღჭურვილია ამგვარი კონექტორით. 4700S მუშაობს მხოლოდ PCIe 2.0 ინტერფეისზე. გარდა ამისა, უმცროსი ვერსია თავსებადია მხოლოდ საბაზისო დონის ვიდეო დაფებთან (მაგალითად, Radeon RX 550-თან), ხოლო 4800S მოდელთან მიმართებაში მხარდაჭერილია უფრო მაღალი წარმადობის ამაჩქარებლები. მაგალითად, 4800S Desktop Kit-ის საბაზისო კომპლექტში შედის ვიდეო დაფა Radeon RX 6600. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ორი M.2 სლოტი: ერთი - NVMe SSD-სთვის, მეორე - Wi-Fi მოდულისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილია Socket AM-ის გაგრილების სისტემა. როგორც VideoCardz წერს, სისტემა AMD 4800S Desktop Kit გამოვა 2022 წლის პირველ კვარტალში. მას კომპანია MSI გამოუშვებს. კომპლექტში შევა ამაჩქარებელი PowerColor Radeon RX 6600. სისტემის სხვა ვერსიების (ვიდეო დაფის გარეშე) გამოშვების გეგმასთან, ასევე სისტემის ფასთან დაკავშირებული ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/436vkak5
  5. კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები ExpertBook B5, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. სერია მოიცავს სტანდარტულ ExpertBook B5 მოდელს, ასევე ტრანსფორმირებად ვერსია ExpertBook B5 Flipს. წყარო: ASUS კომპაქტურ ლეპტოპებს აქვთ 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. ლეპტოპ ExpertBook B5 Flip-ის ზედა ნაწილი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის მოწყობილობა გარდაიქმნას სენსორული მართვის მქონე პლანშეტად. პორტატულ კომპიუტერ ExpertBook B5-ში მოცემულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7 ტაქტის სიხშირით 4.2 გჰც-მდე, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ში კი - ჩიპი Intel Core i7-1165G7, რომელსაც აქვს ასევე ოთხი ბირთვი, სიხშირე კი - 4.7 გჰც-მდე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 48 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია M.2 NVMe PCIe 3.0 ფორმატის 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის SSD-ის განთავსება (ტრანსფორმირებად მოდელში). აღჭურვილობაში შედის კლავიატურა განათებით, 720p ფორმატის ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen 2 Type-A, Thunderbolt 4 (×2) და HDMI 2.0b, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ლეპტოპი ExpertBook B5 გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ის ფასი კი 1700 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/2p9bfp5r
  6. კრიპტო ბირჟა BitMart-მა განაცხადა ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რის შედეგად თავდამსხმელებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვა. PechShield-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა ინციდენტის შედეგად ბირჟის ზარალი 100 მლნ აშშ დოლარად შეაფასეს. BitMart-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Sheldon Xia-მ ასევე დაადასტურა ინციდენტი, მის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ პრობლემა დაკავშირებულია Ethereum-ისა და Binance Smart Chain-ის ცხელ საფულეებთან. „ჩვენ გამოვავლინეთ უსაფრთხოების სისტემის მასიური დარღვევა, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ ცხელ ETH საფულეს და ერთ-ერთ ცხელ BSC საფულეს. ამჟამად ვცდილობთ განვსაზღვროთ ჰაკერების შესაძლო მეთოდები. ჰაკერებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების გატანა“, - ნათქვამია Sheldon Xia-ს განცხადებაში. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ბირჟა "ახორციელებს უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებას" და თანხების გატანასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დროებით შეჩერებულია. არსებული მონაცემების თანახმად 4 დეკემბერს კომპანია PeckShield-მა დააფიქსირა პლატფორმა BitMart-იდან ანომალური რაოდენობის აქტივების გატანის ფაქტი. გაირკვა, რომ მოპარული ტოკენების უდიდეს ნაწილს შეადგენდა Shiba Inu და Stablecoin USDC. მოპარული ფული ჰაკერებმა გაგზავნეს მიქშირების სერვის Ethereum Tornado Cash-ზე, რაც სამომავლოდ გაართულებს მათ მიკვლევას. https://tinyurl.com/27tmnkxa
  7. Lenovo China-ს სამომხმარებლო პროდუქტების მარკეტინგის დირექტორმა Weibo-ზე გამოაქვეყნა ახალი პლანშეტის რეალური ფოტო, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Weibo / Gizchina ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით საუბარი ეხება გეიმინგ დონის კომპაქტურ გაჯეტს. მისი დისპლეის ზომა დიაგონალზე დაახლოებით 8 დუიმი იქნება. წარმოდგენილ ფოტოზე ჩანს ფრონტალური კამერა, რომელიც განთავსებულია ეკრანის ირგვლივ არსებულ ერთ-ერთ ჩარჩოზე. ცხადია, მოწყობილობას ექნება უკანა კამერაც, თუმცა სენსორების გაფართოება ჯერჯერობით უცნობია. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტის გამოშვებით Lenovo აპირებს შევიდეს ბაზრის იმ სეგმენტში, სადაც ახლა დომინირებს Apple iPad mini. ამ პლანშეტს აქვს 8.3-დუიმიანი Liquid Retina დისპლეი 2266 × 1488 პიქსელი გაფართოებით და Apple A15 Bionic პროცესორი. Lenovo-ს გაჯეტის აპარატული პლატფორმის შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა მასში გამოყენებული იყოს Qualcomm Snapdragon-ის ერთ-ერთი საშუალო დონის ჩიპი ან MediaTek Kompanio პროდუქტი. გაყიდვაში სავარაუდოდ გამოვა მოდიფიკაციები ფიჭური კავშირის მხარდაჭერით და მის გარეშე. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პლანშეტების გლობალური მიწოდების მოცულობა 15%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Canalys-ის შეფასებით ჯამური შედეგია 37.7 მილიონი ერთეული. https://tinyurl.com/yz9hed2p
  8. შემოდგომის დასაწყისში ელექტრომობილების წილი უკვე აღწევდა 80%-ს ნორვეგიის პირველად ბაზარზე და ამ დროს გამოჩნდა ვარაუდი, რომ ელექტრიფიკაციის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქვეყანა 2022 წლის აპრილში შეძლებდა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვაზე უარის თქმას. ნოემბრის სტატისტიკა დემონსტრირებს დინამიკის გარკვეულ გაუარესებას, თუმცა ელექტრომობილები მაინც იკავებს ადგილობრივი ბაზრის 73.8%-იან წილს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მიზანში შიდაწვის ძრავზე მოქმედი ახალი ავტომობილების გაყიდვის შეწყვეტის ვადად 2025 წელია დასახელებული, თუმცა ნორვეგია ამ მიმართულებით გრაფიკს უსწრებს. ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი კომპანიები ევროპული ბაზრის ექსპანსიას სწორედ ნორვეგიიდან იწყებენ. რესურს Electrek-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილების საერთო წილმა ნორვეგიაში ნოემბერში 94.9% შეადგინა, შიდავის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის მოცულობამ კი შეადგინა რამდენიმე ასეული ერთეული 3288 ერთეული ჰიბრიდისა და 11 274 „სუფთა“ ელექტრომობილის წინააღმდეგ. ლიდერად რჩება Tesla Model Y - გაიყიდა ასეთი 1013 ერთეული, მეორე ადგილზეა Tesla Model 3 – 771 რეალიზებული ერთეულით. მას მოსდევს გერმანულ კონცერნ Volkswagen-ის მოდელი ID.4 - გაიყიდა 725 ერთეული. Audi Q4 e-tron გაიყიდა 661 ეგზემპლარი, ხოლო აქტუალური თაობის Nissan Leaf მას მხოლოდ ექვსი ერთეულით ჩამორჩა. სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მთლიან პერიოდს, მაშინ ნორვეგიის ბაზარზე ელექტრომობილებს ჯერჯერობით მხოლოდ 64.2% უჭირავს. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ მაინც შორს არის 100%-ისგან. ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხოლო ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარი სტიმული ფისკალური ხასიათისაა - გადასახადები მოქალაქეებს უბიძგებს უარი თქვან შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე და ელექტრო ტრანსპორტზე გადავიდნენ. https://tinyurl.com/3t5a8cxv
  9. პირველი კრიპტოვალუტის შექმნის დღიდან დღემდე მისი ბლოკჩეინის საშუალებით გადაცემული თანხის მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლიდან „მომგებიანი მონეტების“ ჯამურმა ღირებულებამ 5.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, „წამგებიანმა“ – 3.79 ტრილიონი. Bitcoin-ის ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული კუმულაციური ღირებულება, ასევე "მომგებიანი" და "არამომგებიანი" მონეტების მთლიანი მოცულობები. წყარო: Glassnode. ნოემბერში არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი 39.21 მილიონიან ნიშნულზე. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა აპრილში - 38.7 მილიონი. ინდიკატორის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს კრიპტოვალუტის საცალო მომხმარებელთა რაოდენობისა და ჯაჭვის მთლიანი აქტივობის ზრდაზე. არანულოვანი ბალანსის მქონე Bitcoin-მისამართების რიცხვის დინამიკა. წყარო: Glassnode. ცენტრალიზებულ ბირჟებზე Bitcoin-ის შეთავაზება დაეცა 2018 წლის ივლისის დონემდე. როგორც ჩანს, ბაზრის ბევრი მონაწილე უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებს, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიან საინვესტიციო ჰორიზონტებზე. Bitcoin-ის ფასი და ცენტრალიზებული ბირჟების ბალანსების დინამიკა, გამოხატული ათას BTC-ში. მონაცემები: Glassnode, Yahoo Finance. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის ქსელმა აშშ დოლარში უფრო დიდი მოცულობის ტრანზაქციები დაამუშავა, ვიდრე გადახდის სისტემა PayPal-მა. https://tinyurl.com/2p92mjcy
  10. კაი ტიპია რა გავაკეთო ვიყოლიებდი ცოტახანი მაინც, სანამ ჩემი კატა ნაწილებად დაშლის
  11. მაშინ, როცა ასობით ინჟინერი მთელ მსოფლიოში ცდილობს ასწავლოს რობოტებს კიბეებზე ასვლა, მშვიდად გადაადგილება უხეშ რელიეფზე და ასევე ნავიგაცია სივრცეში - ეს ყველაფერი დიდი ხანია გააკეთა Boston Dynamics-მა. რობოტი ძაღლი Spot გაყიდვაში გამოვიდა, თუმცა მისი ფასი 74500 აშშ დოლარი ჰუმანური ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, მწარმოებელმა მკვეთრად შეზღუდა პოტენციური მყიდველების რაოდენობა და მოითხოვს სპეციალური ფორმის შევსებას, ამასთან რობოტის გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პოტენციურ მყიდველებს უტოვებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ბლოგერმა უკვე მიიღო რობოტი ძაღლი. Boston Dynamics-მა ასევე გაუგზავნა რამდენიმე რობოტი სამხედროებსა და პოლიციას შესამოწმებლად. თუმცა მაშინაც კი, თუ კომპანია გადაწყვეტს მასობრივ გაყიდვებს შეზღუდვების გარეშე, ასეთი შთამბეჭდავი თანხა მიუწვდომელი იქნება პოტენციური მყიდველების უმეტესობისთვის. ალტერნატივად გვევლინება Xiaomi-ს მსგავსი რობოტი. ჩინურმა კომპანიამ დააანონსა CyberDog, რომელიც ექსპერიმენტირების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს და თანაც ღირს მხოლოდ 1500 აშშ დოლარი. რობო-ძაღლს მთელი რიგი მაღალი წარმადობის სენსორები აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს ავიდეს კიბეზე, გააკეთოს სალტო, აგრეთვე გააანალიზოს ახალი ადგილმდებარეობა. მფლობელს შეუძლია იგი გამოიყენოს სტანდარტული სახით - CyberDog დროთა განმავლობაში ისწავლის ახალ ილეთებს, ან მიიღოს წვდომა ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფაზე ექსპერიმენტირების მიზნით. რობოტიზებული ძაღლის ოფიციალური გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, რამდენიმე მოდელი გადაეცა ენთუზიასტებს, რომლებიც მათ რეალურ პირობებში ტესტავენ. ერთ-ერთი ასეთი CyberDog უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა შანხაის ქუჩებში. საინტერესოა ის, რომ მისმა მფლობელმა გამოასწორა მახასიათებელი, რომელსაც ბევრი ნაკლოვანებად მიიჩნევს. ორიგინალ რობო-ძაღლს არ აქვს გამოხატული თავი, მის ნაცვლად განთავსებულია მოძრაობის სენსორები, ლიდარი და ბევრი სხვა რამ. როგორც ჩანს, ენთუზიასტმა, რომელსაც Xiaomi-მ CyberDog-ის წინასწარი ვერსია გადასცა, შეიმუშავა რობოტიზებული თავი და მასში ჩაამონტაჟა ყველა ზემოთხსენებული სენსორი. შანხაის მაცხოვრებლები აღნიშნავენ რობოტი-ძაღლის უპირატესობებს. უპირველეს ყოვლისა, მისი სეირნობა მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავად მფლობელი მოისურვებს. ძაღლს არ სჭირდება კვება და ის არავის უკბენს. მომავალი დადგა - აცხადებენ თვითმხილველები. სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ქუჩები და სახლები რობოტიზებული ცხოველებით გაივსოს, თუმცა მათგან ემოციური უკუკავშირის მიღება უკიდურესად რთული იქნება. https://tinyurl.com/2p8hybxm
  12. კომპანია Nissan Motor-მა წარადგინა ავტომატური როვერის პროტოტიპი მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მოწყობილობა შეიქმნა იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით. წყარო: Nissan მთვარის როვერის შექმნისას Nissan-მა გამოიყენა ელექტრომობილების, LEAF-სა და Ariya-ს შემუშავებისას მიღებული გამოცდილება. კერძოდ, საუბარი ეხება ძრავის მართვის საშუალებებსა და ოთხი წამყვანი თვლის ტექნოლოგია e-4ORCE-ს. აღნიშნულია, რომ მთვარის როვერმა უნდა შეძლოს კლდოვან, ფხვნილისმაგვარ, უსწორმასწორო, სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადაადგილება და თანაც იყოს ენერგოეფექტური. ქვიშისმაგვარ გრუნტზე მოძრაობა რთულია, რადგან შესაძლოა საბურავებმა იტრიალოს და გაიჭედოს. სისტემა e-4ORCE სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. როვერის წარმოდგენილი პროტოტიპი წარმოადგენს ოთხბორბლიან მანქანას. ტექნოლოგია e-4ORCE საშუალებას იძლევა თითოეული საბურავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართოს. ძრავის მართვის სპეციალური სისტემა მოძრაობისას სრიალს ამცირებს და უზრუნველყოფს ეფექტურ გადაადგილებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. შედეგად იზრდება მთვარემავალის გადაადგილების ხარისხი რთულად გასავლელ ტერიტორიებზე. „JAXA მოწოდებულია გამოიყენოს კვლევის შედეგები სამომავლო კოსმოსური კვლევისთვის. ჩვენ კომპანიებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ კომერციალიზაციისა და ინოვაციების პოტენციალი. Nissan-თან, ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიასთან ერთად კვლევის ჩატარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ შედეგებს მთვარის როვერების უფრო ეფექტური მოდელების შემუშავებაში“ - განაცხადეს JAXA-ს კოსმოსის კვლევის ინოვაციების ცენტრში. https://tinyurl.com/mktbnsc5
  13. ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესის, მედიის, სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან. Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები. 15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან: ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო; NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა; Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი; DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი; ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი; სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური; პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი; კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი; კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი; ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა. საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი - „ხელოვნებაში“. სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი. შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი. შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგში შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი. https://tinyurl.com/2p8zma5s
  14. ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875 382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ. მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს. მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გარეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846 663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა. ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835 275 ქულა, მეორემ - 831 627. მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837 792 ქულით. Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე შემდეგი მოდელი iQOO 8 მეშვიდე ადგილზეა 829 916 ქულით. ამავე პროცესორის მქონე გეიმინგ სმარტფონი Lenovo Legion 2 Pro მერვე ადგილზეა 10 ათასით ნაკლები ქულით. ათეულს ხურავენ OPPO Find X3 Pro და Realme GT. მათაც აქვთ Snapdragon 888, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 12 გბ. OPPO-ს ფლაგმანმა Realme 200 ქულით ჩამოიტოვა. https://tinyurl.com/mv4jzy27
  15. Google მზად არის გამოუშვას ახალი პროდუქტის კატეგორია საკუთარი ბრენდის ქვეშ. Business Insider-ის ცნობით საძიებო გიგანტი მუშაობს სმარტ-საათზე სახელწოდებით Pixel Watch, რომლის წარდგენას მომავალ წელს გეგმავს. Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად მოწყობილობა, რომლის კოდური დასახელებაა Rohan, Pixel სმარტფონების მსგავსად კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესთავაზებს საძიებო გიგანტის უახლეს პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებს. დღესდღეობით Google სმარტ-საათების პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის მესამე მხარეს, მაგრამ ჯერ არ წარუდგენია საკუთარი მოწყობილობა ამ კატეგორიაში. Google-ის ბრენდირებული სმარტ-საათები საძიებო გიგანტს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Apple-ს, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა Apple Watch-ით, რომელიც ბაზარზე უკვე მეშვიდე თაობის მოწყობილობით არის წარმოდგენილი. ცნობილია, რომ Apple Watch-ისგან განსხვავებით Google-ის სმარტ-საათები მრგვალი იქნება და არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ. Apple-ის მოწყობილობების მსგავსად მათშიც წარმოდგენილი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მოწინავე შესაძლებლობები. მიმდინარე წელს პროექტ Rohan-ზე მუშაობა დაჩქარდა. Google-მა განვითარების გუნდის გარეთ მყოფ ადამიანებსაც კი მისცა საშუალება, გამოეცადათ მოწყობილობა და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები მის შესახებ. კომპანიის დოკუმენტების თანახმად ერთ-ერთი ასეთი სესია ნოემბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია სმარტ-საათის საბოლოო სახელი. Google-ის შიდა დოკუმენტებში სახელწოდებად ფიგურირებს Pixel Watch და Android Watch. Google-ს დიდი გეგმები აქვს თან სატარებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით. იანვარში კომპანიამ გარიგების შედეგად 2.1 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა Fitbit, რომელმაც განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში აპირებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის შექმნას. თუმცა ცნობილია, რომ Google სმარტ-საათ Rohan-ს გაყიდის საკუთარი ბრენდის და არა Fitbit-ის სახელით. ცნობილია, რომ სმარტ-საათები Rohan აღჭურვილი იქნება პულსის მზომით და შემოგვთავაზებენ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად გავლილი ნაბიჯების დათვლა. ერთ-ერთ დოკუმენტში Google მას აღწერს როგორც მოწყობილობას, რომელიც მოსახერხებელი იქნება მოსახლეობის 90%-ისთვის. აგრეთვე ცნობილია, რომ Google შემოგვთავაზებს დაპატენტებულ მოსახსნელ სამაჯურებს საათებისთვის. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ზომაში. Google-ის შიდა შეხვედრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საათი მომავალ წელს გამოვა. თუკი ტესტირების ბოლო რაუნდი წარმატებით ჩაივლის, მოწყობილობა ბაზარზე გაზაფხულზე გამოვა. Google-ის პირველი საათები ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საძიებო გიგანტმა პროექტი მოწყობილობის დაგეგმილ ანონსამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმა. ამის ნაცვლად კომპანიამ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა გარე მწარმოებლებისთვის სმარტ-საათების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიწოდებაზე. https://tinyurl.com/2p86jkfm
  16. საერთაშორისო კომპანიების ნახევარზე მეტი იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას თავის საქმიანობაში. ამავდროულად, Bitcoin ყველაზე პოპულარული მონეტაა მათ შორის, რომელთა წლიური ბრუნვა 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ახალი ამბების აგრეგატორ PYMNTS-ის მიერ 250 ტრანსსასაზღვრო კომპანიისა და 250 ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 57.6% იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. 250 კომპანიიდან 31.2%-მა უპირატესობა მიანიჭა Bitcoin-ს, 28.8%-მა - Stablecoin-ებს და 24%-მა - Ethereum-ს. ფინანსური ინსტიტუტების 61.4%-ს ესმის მომხმარებლებისთვის ციფრულ აქტივებზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. თუმცა, მხოლოდ 10% არის მზად, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მათ ტიპს. ფინანსური ინსტიტუტების 90% არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტაზე წვდომას. ამასთან, რესპონდენტთა 48% მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ ტიპის გადახდების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ნორმების შექმნას. ტრანსსასაზღვრო საწარმოების 56% იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას თავის საქმიანობაში. სმარტ კონტრაქტები რჩება 42%-ის გამოყენების ძირითად შემთხვევად. „კრიპტოვალუტების მიღებაში მთავარი როლი შეასრულა ტრანზაქციის ხარჯების შემცირებამ და გადარიცხვების გამარტივებულმა პროცედურებმა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში. რესპონდენტების 31% ბლოკჩეინის დანერგვისთვის ბარიერად მიიჩნევს ტექნოლოგიის დაუდასტურებელ რენტაბელობას, 29% კი ფთხილობს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2p98yyhb
  17. გამომცემლობა Tech Taiwan-მა საზოგადოებას შეახსენა, რომ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, მისი პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Intel, AMD და Qualcomm. მანამდე კი ტაივანურმა გიგანტმა აითვისა 3-ნანომეტრიანი ჩიპების სატესტო წარმოება, რაც შესაძლებელს ხდის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის დაგეგმილი განვითარების გრაფიკის დაცვას. ფოტოს წყარო: TSMC ამავდროულად, TSMC-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ ერთ ფართობზე განსხვავებული კრისტალების სივრცითი განლაგების ტექნოლოგიების თანმხლები განვითარება მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას როგორც ტექნოლოგიური, ასევე ფინანსური კუთხით. კომპანიის წინაშე დგას ამოცანა - ერთდროულად გაზარდოს კონტაქტების განლაგების სიმკვრივე ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ პროდუქტში გაერთიანებულია განსხვავებული კრისტალები და ამავე დროს გაზარდოს ინტეგრირებული პროდუქტის მაქსიმალური ფართობი. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ ახლახანს კონფერენცია Credit Suisse-ზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მულტიჩიპური განლაგების გამოყენება ახლა ერთადერთი გზაა გამომთვლელი ტექნიკის წარმადობის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად. როგორც ჩანს, TSMC სოლიდარულია ამ მომხმარებელთან. https://tinyurl.com/2p8hcc8y
  18. კომპანია Qualcomm-მა დააანონსა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3, რომელიც განკუთვნილია ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებული Windows on Arm კომპიუტერების აწყობისთვის. ფოტოს წყარო: Qualcomm დაანონსებული პლატფორმა არის პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპი Windows-ზე მომუშავე ლეპტოპებისთვის. Snapdragon 8cx Gen 2 მოდელთან შედარებით უზრუნველყოფილია CPU ბლოკის სიჩქარის 85%-იანი და GPU ბლოკის წარმადობის 60%-იანი ზრდა. ახალი პროცესორის შემადგენლობაში შედის რვა ბირთვი Qualcomm Kryo და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno პროგრამულ ინტერფეის DX12-ის მხარდაჭერით. მხარდაჭერილია მუშაობა 4K ფორმატის დისპლეისთან; გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K მონიტორზე. პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3 საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ოპერატიული მეხსიერება LPDDR4x-2166, NVMe SSD და UFS 3.1 სტანდარტის ფლეშ-მეხსიერება. შესაძლებელია 24 მეგაპიქსელამდე კამერის გამოყენება. ჩიპის შემადგენლობაში შედის მოდემი Qualcomm Snapdragon X65 5G, რომელიც მონაცემთა ჩატვირთვის მაქსიმალურ 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ქვესისტემა Qualcomm FastConnect 6900 უსადენო კავშირ Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერით (სიჩქარე 3.6 გბ/წმ-მდე). პროცესორის აღჭურვილობაში შედის ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine, Beidou/Galileo/ГЛОНАСС/GPS/QZSS ნავიგაციის სისტემების თანამგზავრული მიმღები, Bluetooth 5.1 ადაპტერი და უსაფრთხოების მოდული Qualcomm Secure Processing Unit (SPU). Snapdragon 8cx Gen 3-ის ბაზაზე აგებული პორტატული კომპიუტერების დებიუტი შედგება მომავალი წლის პირველ ნახევარში. https://tinyurl.com/2b9t2dc6
  19. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სენატორის პეტ ტუმის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის რეგულაციებს კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციებს. „კარგი სიახლე: იელენი აცხადებს, რომ FATF-ის ცოტა ხნის წინანდელი სახელმძღვანელო მითითებები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში FinCEN-ის წესებს ეთანხმება. ანუ, ისინი არ ვრცელდება „აპარატული საფულეების დეველოპერებზე, არაკასტოდიალური საფულეების პროვაიდერებზე, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებსა და მაინერებზე“ - მათზე, ვინც საკუთარ თავზე არ იღებს ფულის შენახვას“ - განაცხადა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ დოკუმენტის შესახებ. „იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელო მითითებები - მხოლოდ სახელმძღვანელო მითითებებია და მათი შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ - აცხადებს ბრიტო. Coin Center, ინდუსტრიის ინტერესების დაცვის ჯგუფი, FinCEN-ის კრიპტო ტრანზაქციების რეგულირების ნორმას, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრების გეგმებს, მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს. ცვლილებები გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ტრანზაქციებში მონაწილე მხარეებისა და კრიპტო კომპანიების მომხმარებლების ტრანზაქციების შესახებ. FATF-მა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სახელმძღვანელო მითითებების შესწორებული და შესწორებული ვერსია ოქტომბერში გამოაქვეყნა. https://tinyurl.com/2p8vxhjs
  20. Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა დააანონსა EC2 ინსტანციები C7g საკუთარი წარმოების მესამე თაობის ARM-პროცესორ Graviton3-ის ბაზაზე, აგრეთვე Trn1 ინსტანციები, რომლებშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მქონე ამაჩქარებლები Trainium - ისინი შექმნილია AWS-ის ძალისხმევით და განკუთვნილია მანქანური სწავლებისთვის. ორივე მათგანის ანონსი წინასწარ ხასიათს ატარებს. Graviton3-ის შემთხვევაში არ კონკრეტდება არც ARM-არქიტექტურის თაობა, არც ბირთვების რაოდენობა და სიხშირეები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ახალ პროდუქტებს Graviton2 ინსტანციებთან შედარებით მეოთხედით მეტი წარმადობა და ორჯერ უფრო სწრაფი გამოთვლების უნარი აქვს კრიპტოგრაფიასთან მუშაობისას. ამასთან, ახალი მოწყობილობები 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მოხდა გარკვეული არქიტექტურული ცვლილებები. bfloat16-ის მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ორჯერ დაჩქარდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლები (სავარაუდოდ საუბარია ინფერენსზე), DDR5 სტანდარტზე გადასვლა კი 50%-ით აამაღლებს მეხსიერების სიჩქარეს. თითოეულ vCPU-ს საკუთარი ქეში აქვს, დამატებით უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს სტეკის აპარატული დაცვა. გარდა ამისა, ახალ ინსტანციებში ჩუმათობის პრინციპით (default-ად) გამოიყენება მეხსიერების სავალდებულო დაშიფვრა, მხარდაჭერილია EBS-ტომების დაშიფვრა, EFA-კავშირის სიჩქარე კი 30 გბ/წმ-ს აღწევს. AWS-ის განცხადებით, EC2 C7g შესაფერეისია HPC-სთვის, EDA-სთვის, ანალიტიკისთვის, გეიმინგ და სარეკლამო პლატფორმებისთვის, მედიაკოდირებისთვის და ა.შ. მათთვის ხელმისაწვდომია დისტრიბუტივები Amazon Linux 2, RHEL, SUSE და Ubuntu, აგრეთვე მთელი რიგი უკვე ადაპტირებული პროგრამული უზრუნველყოფები. ჯერჯერობით C7g ხელმისაწვდომია დახურული ტესტირებებისთვის, თუმცა მისი შეფასება უკვე მოასწრეს Epic Games-მა, Formula 1 Management-მა, Honeycomb.io-მ და Twitter-მა. თავად Graviton3 პროცესორები წინამორბედების მსგავსად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიყიდება "გარეთ" და ძირითადი AWS ინფრასტრუქტურის მიღმა მოხვდება მხოლოდ Outposts-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიღწევა თავად Amazon-ისთვის, Nitro-ს დანერგვასთან ერთად, გარე მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისა და საკუთარი სერვისების მუშაობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Graviton2-ის ბაზაზე ამჟამად უკვე შემოთავაზებულია 12 ტიპის ინსტანცია, თუმცა AWS-ს საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად გადააქვს ყველა დანარჩენი სერვისი საკუთარ CPU-ებზე. EC2 ინსტანცია Trn1 ჯამში ამავე მიზნისკენაა მიმართული. ისინი დამყარებულია Trainium ამაჩქარებლებზე, ეს არის Amazon-ის წარმოების მეორე ჩიპი, რომელიც სპეციალურად მანქანური სწავლებისთვის შეიქმნა. ჩიპს აქვს 32 გბ HBM2e, მისი წარმადობა შეადგენს 210 Tops-ს. Trn1 ინსტანციებში გაერთიანებულია 16-მდე ამგვარი ამაჩქარებელი, რომლებიც ინტერკონექტ NeuronLink-თანაა დაკავშირებული (768 გბ/წმ), აქვთ EFA-კავშირი სიჩქარით 800 გბ/წმ-მდე (ორჯერ მეტი წინა თაობის GPU-ინსტანციებთან შედარებით) და გააჩნიათ 8 ტბ-მდე NVMe SSD. AWS საშუალებას იძლევა შეიქმნას კლასტერები ათიათასობით Trainium-ისგან, რომლებიც გაერთიანებულია პეტაბაიტური კლასის ქსელით და Amazon FSx-ის მეშვეობით დაკავშირებულია პეტაბაიტიან Lustre-სანახ სივრცესთან. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს გიგანტური მოდელების სწავლება. სამუშაო პროცესისთვის შემოთავაზებულია ინსტრუმენტების საფირმო ნაკრები Neuron SDK (იგივე, რაც განკუთვნილია AWS Inferentia-სთვის), აგრეთვე მხარდაჭერილია ისეთი პოპულარული ფრეიმვორქები, როგორებიცაა Tensorflow ან PyTorch. Trn1 ამჟამად ჯერჯერობით წინასწარ წვდომაშია მოთხოვნის შესაბამისად. https://tinyurl.com/3wapnc4s
  21. SpaceX-ის Starlink-ის განყოფილებამ, რომელიც აგებს სატელიტურ ქსელს გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით წვდომის უზრუნველსაყოფად, დაიწყო თავისი ტერმინალების ტესტირება პარტნიორი ავიახაზების რამდენიმე თვითმფრინავზე. ოპერატორი აპირებს ავიახაზებს ინტერნეტი "რაც შეიძლება მალე" მიაწოდოს. წყარო: sjleegraves/pixabay.com Starlink ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან, რათა ფრენის დროს მგზავრები ინტერნეტით უზრუნველყოს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, კომპანია გახდება Viasat-ის, Intelsat-ის, Telesat-ისა და მსგავსი სერვისების მომწოდებელი სხვა პროვაიდერების პირდაპირი კონკურენტი. Starlink აწარმოებს კვირაში ექვს თანამგზავრს სიეტლის მახლობლად მდებარე ქარხანაში და თანდათან გადადის კოსმოსური ტექნოლოგიების უფრო თანამედროვე ვერსიების წარმოებაზე. ტესტირების შედეგები და მოლაპარაკების ეტაპი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც Bloomberg აცხადებს, ბლოგ Space Explored-ში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა შიდა სამუშაო ჩანაწერში დააყენა გაკოტრების შესახებ განაცხადის შესაძლებლობა, თუკი კომპანია ვერ გადაჭრის ძრავ Raptor-ის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც კომპანიის უახლეს უდიდეს რაკეტა Starship-ის საფუძველს წარმოადგენს. რაკეტა აუცილებელია ორბიტაზე ახალი თაობის Starlink თანამგზავრების გაყვანისთვის. Space Exploration Technologies Corp. (ოფიციალურად უწოდებენ SpaceX-ს), მუშაობს 30 ათასზე მეტი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნაზე, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში. https://tinyurl.com/bde3t2z2
  22. ! მასალა გამოქვეყნებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. გამომქვეყნებელი არ არის პასუხისმგებელი მკითხველის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ტოკენ Omicron-ის (OMIC) ფასი 900 %-ზე მეტით გაიზარდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „ომიკრონი“ უწოდა. DeFi-პროექტ Omicron DAO-ს მონეტა გამოშვებულია მეორე დონის პროტოკოლ Arbitrum One-ზე და იყიდება პლატფორმა SushiSwap-ზე. Twitter-ის ცნობით აქტივის გამოშვება 2 ნოემბერს შედგა. CoinGecko 8 ნოემბრიდან თვალყურს ადევნებს მის ფასს, ამ დროის განმავლობაში მისი მინიმალური ღირებულება იყო 48.36 $. Discord-ზე პროექტის ჩატში სულ რაღაც 800-ზე ოდნავ მეტი წევრია და Twitter-ის გამომწერთა რაოდენობა ძლივს აჭარბებს 900 ადამიანს. 27 ნოემბერს Omicron (OMIC) იყიდებოდა დაახლოებით 65 აშშ დოლარად, ორი დღის შემდეგ კი ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 689.12 აშშ დოლარს მიაღწია. სტატიის წერის მომენტში აქტივის კურსი დაკორექტირდა 580 აშშ დოლარზე (CoinGecko). ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 676 866 აშშ დოლარი შეადგინა. წყარო: CoinGecko. მონეტის გაძვირება საინფორმაციო მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტატია გამოქვეყნდა Forbes-ში, Twitter-ის პოპულარულ კრიპტო არხ Mr. Whale-ზე კი დაიწერა, რომ ეს ზრდა კრიპტო ბაზარზე “bubble”-ის აშკარა მტკიცებულებაა. შეგახსენებთ, 26 ნოემბერს Bitcoin-ის ფასი 55 ათას აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის ფონზე. 29 ნოემბერს ციფრული ოქროს კოტირებები გაიზარდა 57 ათას აშშ დოლარიან დონემდე. https://tinyurl.com/3tu64uj4
  23. The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს Intel-ის საიდუმლო კვლევით ცენტრზე, რომელშიც კომპანიამ თავი მოუყარა გასულ წლებში შექმნილ აპარატულ და პროგრამულ პლატფორმებს, რათა ნებისმიერ დროს წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ კონფიგურაციაზე. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ახალი ხარვეზის ან დაუცველობის აღმოჩენის შემთხვევაში, მაგალითად როგორიც Sandy Bridge თაობის პროცესორების შემთხვევაა, სწრაფად ჩატარდეს ყველა აუცილებელი ტესტი და გამოვიდეს გაუმჯობესებული განახლება. Intel-ის პროდუქციის უსაფრთხოების განოფილების ხელმძღვანელმა Mohsen Fazlian-მა განაცხადა, რომ ამგვარი ლაბორატორიის შექმნამდე კორპორაციის თანამშრომლებს ზოგჯერ ძველი პროცესორების შეძენა eBay-დან და განცხადებების ვებ-გვერდებიდან უწევდათ. ამჯერად სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობისთვის მოითხოვონ კონკრეტული კონფიგურაცია - საწყობში ხელმისაწვდომია 3 ათასზე მეტი აპარატული და პროგრამული პლატფორმა, სამომავლოდ დაგეგმილია მათი რაოდენობის ორჯერ გაზრდა. აპარატურულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით Intel-მა მკაცრი წესები შემოიღო - ლაბორატორიის მონახულება შესაძალებელია მხოლოდ ხელმძღვანელობის ზედა რგოლისგან მიღებული ნებართვის შედეგად. შენობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სრული პროცესის ვიდეოკონტროლი. პროექტი მუშაობს 24/7-ზე, დასვენების დღეების გარეშე, მას ემსახურება ოცზე მეტი ინჟინერი. შედეგად შესაძლებელია სწრაფად იქნას მიღებული ხარვეზის ასლი და განხილულ იქნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად კონკრეტულ პროცესორთან, ოპერაციულ სისტემასთან ან დედა დაფის BIOS-სთან დაკავშირებული ხარვეზები. https://tinyurl.com/5wbyt89j
  24. კომპანია Sapphire Technology-მ დააანონსა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ლეპტოპებისა და მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ დისკრეტული გრაფიკული დაფა. ფოტოების წყარო: Sapphire Technology მოწყობილობის შემადგენლობაში შედის აქსელერატორი Sapphire Pulse Radeon RX 6600 XT, რომელიც დამაყარებულია AMD RDNA 2 არქიტექტურაზე. ნათქვამია, რომ მისი შესაძლებლობები საკმარისია პროფესიონალური აპლიკაციებისა და მაღალი ხარისხის გეიმინგ პროცესისთვის 1080p ფორმატში. პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება ინტერფეისი Thunderbolt 3/4 სიჩქარით 40 გბ/წმ-მდე. მოწყობილობა თავსებადია კომპიუტერებთან, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემებზე - macOS და Windows 10/11. გარე გრაფიკულ ამაჩქარებელს აქვს 500 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე ორი USB 3.0 პორტი პერიფერიასთან დაკავშირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ Thunderbolt ინტერფეისი გამოიყენება არა მხოლოდ მონაცემების გაცვლის, არამედ კვების მიწოდებისთვის (60 ვატამდე). შედეგად შესაძლებელია ლეპტოპის ბატარეა დაიმუხტოს მუშაობის დროს. გარე ამაჩქარებელ Sapphire GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX-ის საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/ydab6h2f
  25. MuesliSwap-ის გუნდმა განაცხადა, რომ ამოქმედდა პირველი DEX Cardano-ს ძირითად ქსელში. პლატფორმა იყენებს ცენტრალიზებული ბირჟების განცხადებების წიგნის მოდელს, რაც ლიმიტირებული ორდერების განთავსების საშუალებას იძლევა. „Ethereum-ის Uniswap არქიტექტურის უბრალო გამეორების ადრეული მცდელობებისგან განსხვავებით MuesliSwap სავაჭრო გადაწყვეტილება შექმნილია ნულიდან და ითვალისწინებს Cardano EUTXO ტრანზაქციის მოდელის სპეციფიკას. ეს პრაქტიკულს ხდის შეკვეთის წიგნის მოდელის გამოყენებას დეცენტრალიზებულ გარემოში“, - ნათქვამია პროექტის ბლოგში. Cardano DEX ქსელში შემოთავაზებულია ცხრა სავაჭრო წყვილი ADA-სთან, აგრეთვე ხორციელდება საკუთარი მართვის ქვეშ არსებული MILK ტოკენების წინასწარი გაყიდვა. სამომავლოდ MuesliSwap-ზე გამოჩნდება სერვისი ტოკენების გამოშვებისა და NFT-მარკეტფლეისისთვის. პლატფორმა ასევე ხელმისაწვდომია Smart Bitcoin Cash ბლოკჩეინზე. ამ ქსელში ის უფრო დიდხანს მუშაობს და, შესაბამისად, უფრო ფართო ფუნქციონალი გააჩნია. ვაჭრობის გარდა მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფარმინგსა და სტეიკინგში, ასევე გამოუშვან და შეიძინონ SEP-20 ტოკენები. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ MuesliSwap არის პროექტის ბეტა-ვერსია, რომელიც შეიძლება არასტაბილურად მუშაობდეს. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ მას პრობლემები შეექმნა SNOW ტოკენების შესაძენად ლიმიტირებული შეკვეთის განთავსებისას: „ვცადე 10 SNOW ტოკენის ყიდვა 0.9 ADA-ს ფასად, მაგრამ შეკვეთა არ განხორციელდა, რადგან გაყიდვისას ყველაზე დაბალი შეკვეთა დადგენილია 1 ADA-ს ფასად. გაფრთხილებთ, შეკვეთის გაუქმება ვცადე და შეცდომის შეტყობინება მივიღე. ADA, რომლითაც შესყიდვა განხორციელდა, ამჟამად დაბლოკილია სმარტ-კონტრაქტში და დარწმუნებული არ ვარ, შევძლებ თუ ვერა მის დაბრუნებას“. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში Cardano-ს დეველოპერებმა გაააქტიურეს განახლება Alonzo, რის შედეგად შესაძლებელი გახდა Plutus სმარტ-კონტრაქტების ამოქმედება ძირითად ქსელში. https://tinyurl.com/yeyuc6m4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.