Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5900
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კრიპტო ბირჟა Kraken-ის ხელმძღვანელმა ჯეს პაუელმა დაუშვა ახალი კრიპტოზამთრის დაწყების ალბათობა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ Bitcoin შეიძლება დაეცეს 40 ათას აშშ დოლარს ქვემოთ და ეს მოვლენა უნდა იქნას მიღებული, როგორც „შეძენის შესაძლებლობა“. პაუელის თქმით, პირველი კრიპტოვალუტის ბაზარი ციკლურად ვითარდება, ამასთან ამ ფაზების საწყის წერტილებს ჯილდოს განახევრება (ჰალვინგი) წარმოადგენს. მაინერების ჯილდოს წინა განახევრება მოხდა 2020 წლის მაისში, მომდევნო კი მოსალოდნელია 2024 წლის მარტში. კრიპტოზამთრის შესაძლო მოახლოების მიუხედავად Kraken-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ციფრული ოქროს ფასი სწრაფად აღდგება, რადგან ინვესტორები დაიწყებენ აქტივების ყიდვას. „ვფიქრობ, ბევრი ადამიანი 40 ათას აშშ დოლარს ქვემოთ არსებულ ფასებს განიხილავს, როგორც ყიდვის შესაძლებლობას. პირადად მე ვიყიდე, როცა რამდენიმე თვის წინ თითქმის 30 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვედით. ბევრი ადამიანი უბრალოდ ელოდება ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასების დაბრუნებას, ”- განაცხადა მან. აგვისტოში პაუელმა თქვა, რომ 2021 წელს Bitcoin-ის ფასმა შეიძლება გადააჭარბოს 100 ათას აშშ დოლარს. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პროგნოზი დეკემბერში შესრულდეს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფასის ეს დონე საკმაოდ მიღწევადად გამოიყურება. „ძნელი სათქმელია, სად წავა Bitcoin-ის კურსი. როდესაც ვუყურებ ტრენდის ხაზს დიდ ვადებში, ის უბრალოდ თანმიმდევრულად იზრდება. მე ყოველთვის ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ციფრული ოქროს ყიდვაზე, განიხილონ იგი, როგორც ინვესტიცია ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში, ”- განაცხადა პაუელმა. SkyBridge Capital-ის დამფუძნებელ ენტონი სკარამუჩის აზრით ინვესტორებმა უნდა ისარგებლონ ციფრული აქტივების ბაზარზე უახლესი კორექტირებით, რათა გაზარდონ თავიანთი პოზიციები. https://tinyurl.com/yp5xt3jt
  2. ჩინური კომპანია OPPO ახალი თაობის ფლაგმანურ სმარტფონ Find X-ს 2022 წლის დასაწყისში წარადგენს. შევა თუ არა ხაზში Neo და Lite მოდელები - ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მასში სტანდარტულ OPPO Find X 4-თან ერთად წარმოდგენილი იქნება Pro ვერსია. სტანდარტული ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. 4-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 9000 იქნება მომავალი ფლაგმანის სილიკონის „გული“. მობილური პროცესორი იმუშავებს 8 GB ან 12 GB LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. UFS 3.1 მუდმივი მეხსიერების მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს. OPPO Find X4-ის კვების ქვესისტემის სახით წარმოდგენილი იქნება 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც გააჩნია როგორც სადენიანი, ასევე უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. დამუხტვის სიმძლავრეა 80 და 50 ვატი, შესაბამისად. სმარტფონს ექნება სამმოდულიანი ძირითადი კამერა მიკროსკოპის გარეშე, რომელიც ამჟამინდელი თაობის მოდელებშია წარმოდგენილია. მოცემულ მასალაში გამოყენებულია OPPO Find X3 და Find X3 Pro მოდელების ფოტომასალა, რადგან მომავალი თაობის სმარტფონების რენდერები ამ ეტაპზე არ არსებობს. მთავარი და ულტრაფართოკუთხიანი კამერების გაფართოება 50 მეგაპიქსელია. სენსორების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს. მესამე კომპონენტი იქნება 13-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ხარისხის კარგვის გარეშე ოპტიკური ზუმის შესაძლებლობით. მომხმარებლები შეძლებენ ვიდეოს გადაღებას 4K ULTRA HD ფორმატში კადრების 60 FPS სიხშირით. OPPO Find X4-ში აგრეთვე ვიხილავთ 120-ჰერციან LTPO AMOLED პანელს, რომლის ზომაა 6.78 დუიმი, გაფართოება კი - Wide Quad HD+. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით, Bluetooth 5.2 და თანდაყოლილი Android 12 ოპერაციული სისტემის სახით, რომელსაც დაემატება პროგრამული უზრუნველყოფა ColorOS 12. სმარტფონების ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2p9dpv5u
  3. Ray-Ban Stories სმარტ-სათვალემ მიიღო პროგრამული განახლება, რომელიც საშუალებას აძლევს მოწყობილობას გაგზავნოს, მიიღოს და ნახოს შეტყობინებები Facebook Messenger-ზე - ნათქვამია Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. მან განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რის შეთავაზებასაც შეძლებს მოწყობილობა მომხმარებლებისთვის მომავალში. ფოტოს წყარო: Amanda Lopez / The Verge ცუკერბერგის თქმით, Ray-Ban Stories-ის მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სათვალეში ჩაშენებული მიკროფონები, დინამიკები და ხმოვანი ასისტენტი შეტყობინებების გასაგზავნად, წასაკითხად და აუდიოზარების განსახორციელებლად Facebook Messenger-ის გამოყენებით. მან ასევე პირობა დადო, რომ 2022 წელს მოწყობილობისთვის გამოვა განახლებების სერია, რომლებიც ახალ ფუნქციებს შესძენს მას. Facebook Messenger-ის ინტეგრაციის დამატება სმარტ-სათვალე Ray-Ban Stories-ს ბევრად უფრო სასარგებლო მოწყობილობად აქცევს, ვიდრე გამოშვების დროს იყო. პირველ ეტაპზე სმარტ-სათვალის მფლობელს შეეძლო გადაეღო ფოტო ან ვიდეო, იგი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც უსადენო ყურსასმენი ხმოვანი ასისტენტით. Messenger-თან ინტეგრაციის გარდა სათვალე მიიღებს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უახლესი პროგრამული განახლების შედეგად. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ დაარეგულირონ ხმის სიმძლავრე და აკონტროლონ მუსიკის დაკვრა ჩაშენებულ დინამიკებში ხმოვანი ბრძანებით, თუ რაიმე მიზეზით არ მოსწონთ სათვალეში ჩაშენებული სენსორული პანელის გამოყენება. https://tinyurl.com/378a5rrh
  4. პორტალ Blockchain.com-ის მონაცემების თანახმად Bitcoin-ების უმეტესობა - 90% უკვე ბრუნვაშია. ამასთან ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიპტოვალუტის დარჩენილი 10%-ის მაინინგს საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდება. პირველი Bitcoin-ის მოპოვებიდან 12 წელი გავიდა და ღია მიმოქცევაში 18.9 მილიონი მონეტა იმყოფება. ბირჟა CoinDesk-ის პროგნოზით ყველა Bitcoin-ის ბრუნვაში მოქცევა 2140 წლამდე მოსალოდნელი არ არის. Bitcoin-ის halving (განახევრება), რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, პირველ რიგში ნიშნავს ჯილდოს შემცირებას თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის. განახევრება განაგრძობს მაინინგის პროცესის გართულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაინერები ახლა იღებენ 6.25 Bitcoin-ს ბლოკჩეინზე დამატებული თითოეული ბლოკისთვის, ხოლო 2024 წელს ჯილდოს ოდენობა განახევრდება. ამავე დროს, უკვე მოპოვებული Bitcoin-ების დაახლოებით 20% (3.7 მილიონი) სხვადასხვა მიზეზის გამო „დაკარგულად“ ითვლება - ეს ნიშნავს, რომ მათი მიღება შეუძლებელია. ბოლო დროს განვითარებული ტენდენციის გაგრძელებით ორშაბათს Bitcoin 5.8%-ით დაეცა, მისი კურსი 48 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, გასულ კვირას კი კურსი შემცირდა 27%-ით. კრიპტოაქტივების ფასის ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად ბირჟის ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ Bitcoin კვლავ გაძვირდება, რადგან ბევრი, მათ შორის მსხვილი მოთამაშეები, კრიპტოვალუტას აფასებენ, როგორც ჰეჯირების საშუალებას ინფლაციის წინააღმდეგ. https://tinyurl.com/2p97r2cf
  5. Intel-ის გენერალური დირექტორი Pat Gelsinger ამჟამად იმყოფება ტაივანში, რათა შეხვდეს TSMC-ის აღმასრულებლებს, ასევე მიწოდების ჯაჭვის სხვა მთავარ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ნახევრადგამტარი პროდუქტების ბაზრის მიმდინარე სიტუაცია. Intel-ის გენერალური დირექტორი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ტაივანში მოგზაურობის წინ, მაგრამ ახლა DigiTimes აცხადებს, რომ Intel და TSMC შეინარჩუნებენ მჭიდრო პარტნიორობას მინიმუმ 2025 წლამდე - იმ დრომდე, როდესაც მოსალოდნელია ტაივანური კომპანიის მიერ 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოების დაწყება. საბოლოო ჯამში Intel შესაძლოა გახდეს TSMC-ის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი 2023 წლისთვის, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება 3-ნანომეტრიანი საწარმოო პროცესი. როგორც DigiTimes აღნიშნავს, Intel-ს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვს TSMC-თან თანამშრომლობაზე. ერთი მხრივ Intel ცდილობს წამყვანი პოზიციის დაბრუნებას, მეორე მხრივ ბოლო წლების თანამედროვე ტექნოპროცესების გამოშვების შეფერხება ტექნოლოგიურ გიგანტს აიძულებს დამხარებისთვის მიმართოს მესამე მხარეს, როგორიცაა TSMC. თუკი Intel-ს TSMC-სთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, სამომავლოდ მოუწევს ტაივანურ კომპანიას მოგების 50% გადაუხადოს და ამასთან გააგრძელოს ათეულობით მილიარდის ხარჯვა ახალი სიმძლავრეების შენებისთვის. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ Intel მიიღებს ჭარბ სიმძლავრეს, რის შემდეგ ჩიპების წარმოებას საკუთარი ძალებით დაიწყებს და ნაკლებად გახდება TSMC-ზე დამოკიდებული. ეს ჭარბი სიმძლავრე აგრეთვე შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა კომპანიების ჩიპების წარმოებისთვის, როგორებიცაა Qualcomm ან AWS. TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებელი ამჟამად არის Apple - წარმოების სიმძლავრის თითქმის 26%-ით, შემდეგ მოდის MediaTek 5.8%-ით და AMD 4.39%-ით. Intel 0,84%-იანი მაჩვენებლით მე-11 ადგილზე დაეცა. რა თქმა უნდა, TSMC-ს დასჭირდება თავისი პროდუქციის ხაზების შესაბამისად ადაპტირება, რათა Intel-მა არ გამოდევნოს სხვა მნიშვნელოვანი მომხმარებლები, როგორებიცაა AMD, Qualcomm და ა.შ. DigiTimes ასევე იტყობინება, რომ AMD-მ და Qualcomm-მა შესაძლოა გადასცენ 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება Samsung-ს იმ შემთხვევაში, თუ TSMC ვერ გააფართოვებს წარმოებას საკმარისად სწრაფად. https://tinyurl.com/2p8kjaye
  6. NVIDIA-ს თანამშრომლების სამეცნიერო სტატიაში აღმოჩნდა მინიშნებები მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და მანქანური სწავლებებისთვის განკუთვნილი სამომავლო გრაფიკული პროცესორების კონფიგურაციების შესახებ - გვაცნობებს Wccftech. სტატია, სახელწოდებით GPU Domain Specialization via Composable On-Package Architecture, გამოჩნდა ACM-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. სპეციალისტები განიხილავენ უნივერსალური მულტი-ჩიპის არქიტექტურას Composable On-PAckage GPU (COPAGPU), რომელიც საშუალებას იძლევა ეკონომიურად ეფექტურად შეიქმნას გრაფიკული პროცესორის სპეციალიზებული ვერსიები გამოყენების სხვადასხვა სფეროსთვის. სტატიაში განხილული იყო უცნობ გრაფიკულ პროცესორ GPU-N-ის ვარიანტი, რომელიც 134 Streaming Multiprocessor (SM) ბლოკს შეიცავს. ბლოკების ეს რაოდენობა შესაძლებელია მოიცავდეს 8576 CUDA FP32 ბირთვს. GPU-N-ს აგრეთვე აქვს 60 გბ მოცულობის მე-2 დონის ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 1.4 გჰც სიხშირეზე. GPU-N-ის საბაზისო ვარიანტს თან ახლავს HBM2 მეხსიერების ექვსი სტეკი 100 გბ-მდე მოცულობით და 2.68 ტბ/წმ სიჩქარით. მანქანურ სწავლებებზე ორიენტირებული ჩიპის ვარიანტის შემთხვევაში სპეციალისტებმა განიხილეს GPU-ის კონფიგურაცია 1.92 გბ მოცულობის მე-3 დონის ქეშით, 233 გბ-მდე HBM2 მეხსიერებითა და ჯამური სიჩქარით - 6.3 ტბ/წმ. სიჩქარეს რაც შეეხება, სიმულაციის შედეგად მიღებული მონაცემებით GPU-N-ის საბაზისო ვარიანტმა FP16 მატრიცულ ოპერაციებში შესაძლოა მიაღწიოს 779 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობას - ეს ორნახევარჯერ მეტია მიმდინარე თაობის NVIDIA A100-ის მაჩვენებელთან შედარებით. წარმადობის ასეთ დონეს ინსაიდერები ელოდნენ გამოთვლების სამომავლო ამაჩქარებლებში NVIDIA Hopper, აღნიშნავს Wccftech. შესაძლოა, სტატიაში აღწერილი კონფიგურაციები NVIDIA-ს ამაჩქარებლების მომდევნო სერიაში ვიხილოთ. https://tinyurl.com/yckud9aa
  7. გერმანულმა შემნახველმა ბანკებმა დაიწყეს კრიპტოვალუტების საფულის პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანია ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა ციფრული აქტივების გამოყენებით - აცხადებს გამომცემლობა Capital. ცნობების თანახმად კონცეფციაზე მუშაობს IT-სერვისების პროვაიდერ S-Payment-ის გუნდი. საპილოტე პროექტზე ხმის მიცემა 2022 წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს. გამომცემლობა ამტკიცებს, რომ გეგმა ითვალისწინებს ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას პირდაპირ ანგარიშების მეშვეობით. მომხმარებელს არ მოუწევს დამატებითი გადამოწმების პროცედურების გავლა. ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 370 შემნახველი ბანკია. საერთო ბაზა მოიცავს დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებელს, მართვის ქვეშ არსებული აქტივები შეფასებულია 1.4 ტრილიონ ევროდ (1.58 ტრილიონი აშშ დოლარი). მანამდე გერმანიის ახალი ხელისუფლების პარტიებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას, რომელშიც კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართულებებს შორისაა მითითებული. 2019 წელს გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტები. 2020 წლის მარტში ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა სამმართველომ მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური აქტივების კლასიფიცირება. 2021 წლის აპრილში ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინსტიტუციურ ფონდებს საშუალებას აძლევს განახორციელონ აქტივების 20%-მდე მოცულობის ინვესტიცია კრიპტოვალუტებში. https://tinyurl.com/2yhzc48r
  8. Intel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი Raja Koduri სიტყვით გამოდის სპეციალიზებულ ღონისძიებებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც კომპანიას სურს განაცხადოს ახალი ინიციატივების ან პროდუქტების შესახებ. როგორც Reuters აცხადებს, მეტასამყაროს შექმნის გლობალური ტენდენციის ფონზე Intel-ის ხელმძღვანელმა საინტერესო მაგალითი მოიყვანა, რაც გულისხმობს ერთ პროგრამულ პლატფორმაზე გაერთიანებული რამდენიმე მოწყობილობის აპარატული რესურსის ერთობლივ გამოყენებას. ფოტოს წყარო: Twitter, Intel რაჯა კოდურის თქმით, მეტასამყარო შესაძლებელს გახდის სხვადასხვა შემადგენლობის კომპიუტერული სისტემების რესურსების გამოყენებას კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად დროის კონკრეტულ მომენტში. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს მძლავრი ენერგორესურსის საჭიროების მქონე თამაშის გაშვება სუსტ ლეპტოპზე, პლატფორმა მას საშუალებას მისცემს გამოიყენოს ახლომდებარე გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერის გამოთვლითი რესურსები, თუ ის ამჟამად უშუალოდ არ არის ჩართული. ეს ყველაფერი მოგვაგონებს ქლაუდ გეიმინგს, თუმცა გამოიყენება საბოლოო მომხმარებლების საკუთრებაში არსებული აპარატული რესურსები. Intel გვპირდება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ეკოსისტემა იმუშავებს კონკურენტების მოწყობილობებთანაც და განვითარდება ღიაობის პრინციპის თანახმად. https://tinyurl.com/ycktchu7
  9. სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენცია IEDM-ზე IBM-მა და Samsung-მა წარადგინეს ჩიპებში ტრანზისტორების ვერტიკალური განლაგების ახალი დიზაინი. Vertical Transport Field Effect Transistors (VTFET) ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს წარმადობა ან შეამციროს ჩიპის ენერგომოხმარება შესაბამისი ზომის ტრადიციულ ჩიპებთან შედარებით. თანამედროვე პროცესორებსა და ჩიპსეტებში ტრანზისტორები სილიკონის ფირფიტაზე დატანილია ჰორიზონტალურ სიბრტყეში. VTFET-ების გამოყენებისას პირიქით, ტრანზისტორები განლაგდება ვერტიკალურად. დეველოპერების ინფორმაციით ამგვარ მიდგომას ორი უპირატესობა გააჩნია. პირველი, შესაძლებელია მურის კანონით მიმდინარე ტექნოლოგიებზე დაწესებული მრავალი შეზღუდვისთვის გვერდის ავლა. მეორე, დიზაინის ახალი ვარიანტი უზრუნველყოფს ნაკლებ ენერგოხარჯს ენერგიის უფრო ეფექტური გადამისამართების წყალობით. კომპანიის დეველოპერების შეფასებით შედეგად შესაძლებელი გახდება შეიქმნას ჩიპები, რომლებიც იქნება ორჯერ სწრაფი, ან გამოიყენებენ 85%-ით ნაკლებ ენერგიას FinFET ტექნოლოგიის მიხედვით წარმოებულ ჩიპებთან შედარებით. როგორც IBM და Samsung აცხადებენ, ერთ დღესაც ამგვარი ტექნოპროცესის გამოყენების შედეგად შესაძლებელი გახდება ისეთი სმარტფონების წარმოება, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში იმუშავებენ დამუხტვის საჭიროების გარეშე და/ან შეასრულებენ დიდი ენერგოხარჯის მქონე ამოცანებს, მათ შორის კრიპტომაინინგს ელექტროენერგიის ნაკლები ხარჯითა და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით. IBM-სა და Samsung-ს არ გამოუცხადებიათ, როდის აპირებენ ახალი დიზაინის კომერციალიზაციას. ისინი არ არიან ერთადერთი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ გადალახონ არსებული შეზღუდვები. ივლისში Intel-მა გამოაცხადა ტრანზისტორების განლაგების ახალი ვარიანტის შექმნის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს მას 2024 წლისთვის გასცდეს ნანომასშტაბს და შექმნას ჩიპები Intel 20A ტექნოპროცესის შესაბამისად ახალი ტიპის RibbonFET ტრანზისტორების გამოყენებით. https://tinyurl.com/yckpbtuw
  10. ციფრულმა ევრომ შეიძლება შეარყიოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობა სუსტი ეკონომიკის მქონე ეროვნული ვალუტების შევიწროების შედეგად. ამის შესახებ ისაუბრა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ. „ციფრული ევრო შეიძლება ისე გავრცელდეს მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომ ადგილობრივი ვალუტები შეავიწროვოს. ეს გამოიწვევს „ევროიზაციას“, რამაც შეიძლება გაართულოს მონეტარული პოლიტიკის რეალიზაცია და გამოიწვიოს ფინანსური არასტაბილურობა“, - განაცხადა პანეტამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რისკები უფრო მაღალი იქნება განვითარებადი ეკონომიკებისთვის, რადგან მათი ეროვნული ვალუტა ძალიან სუსტია და ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი სავაჭრო და ფინანსურ პარტნიორებზე. პანეტამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში CBDC-ის ამოქმედებამ „შეიძლება გააძლიეროს შოკების გადაცემა ეკონომიკებს შორის და გაცვლითი კურსის ცვალებადობა“. მისი თქმით, ლიკვიდურობა, დაბალი რისკი და სარგებლის განაკვეთი ინსტრუმენტს მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამასთან, პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ევროს ემისია შეამცირებს ევროკავშირის დამოკიდებულებას დოლარზე და გაზრდის რეგიონის ფინანსურ სტაბილურობას. პანეტამ საერთაშორისო გადახდების დოლარიზაციას უწოდა "კოლონიზაცია" და აღნიშნა, რომ "ორი ამერიკული შუამავალი (Visa და MasterCard) ამუშავებს ბარათით გადახდების ორ მესამედს ევროპაში". „CBDC გააძლიერებს ევროს საერთაშორისო როლს ევროპული ავტონომიის გაძლიერებით და დოლარის გლობალური დომინირების შემცირებით“, - თქვა მან. ივნისში პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ევრო უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთეს დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. https://tinyurl.com/h9h2p5sv
  11. ფინელი მეცნიერების ჯგუფმა მოიფიქრა საინტერესო გამოსავალი სუპერგამტარ კუბიტებზე კვანტური კომპიუტერების ადვილად მასშტაბირების მიზნით. მათ შეძლეს ასეთი სისტემების ძირითადი საკონტროლო ელემენტების კრიოსტატის შიგნით გადატანა და ამავდროულად მათი ზომაში მრავალჯერ შემცირება. გამოგონება შესაძლებელს გახდის უფრო მეტი კუბიტის მოთავსებას ამჟამად არსებულ კრიოგენულ მოცულობაში და მნიშვნელოვნად გაამარტივებს და შეამცირებს კვანტური კომპიუტერის აგების ღირებულებას. ფოტოების წყარო: Aleksandr Kakinen უმეტესად აბსოლუტურ ნულ გრადუსზე გაცივებული სუპერგამტარი კუბიტები იმართება მიკროტალღური გამოსხივების მეშვეობით. გამოსხივება საშუალებას იძლევა შეიცვალოს კუბიტების მდგომარეობა (სისტემის პროგრამირება), აგრეთვე მოხდეს მათი მდგომარეობის წაკითხვა - მიღებულ იქნას გამოთვლის შედეგი. დღესდღეობით ეს ყველაფერი წარმოდგენილია ოთახის ტემპერატურაზე მომუშავე მართვის სისტემებით და სადენებით მაღალი სიხშირის სიგნალების გადასაცემად კრიოსტატის შიგნით. სწორედ ამიტომ კრიოსტატის დაკიდების სისტემა მრავალი ტალღოვანი მილით ჰგავს ილუსტრაციას steampunk-ის სტილში. ფინელებმა შეძლეს შეექმნათ მინიატურული მაღალი სიხშირის გამოსხივების წყარო, რომელსაც შეუძლია იმუშაოს აბსოლუტურ ნულთან ახლოს არსებულ ტემპერატურაზე. დაახლოებით 1 მმ ზომის ელემენტი შეიძლება განთავსდეს კუბიტის უშუალო სიახლოვეს, რომელსაც იგი აკონტროლებს და კითხულობს მის მდგომარეობას. ეს მიდგომა გზას უხსნის კვანტური პლატფორმის მინიატურიზაციას და მის მასშტაბირებას. პროექტზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გამომცემლობა Nature Electronics-ის მიერ. სტატიის წინასაბეჭდი ვერსია გათავსებულია arXiv.org-ზე. შემდგომი კვლევა განხორციელდება სუპერგაციებული მიკროტალღური წყაროების მართვის სქემების შექმნის მიმართულებით. შემოთავაზებული სახით წყარო ახდენს მაღალი ხარისხის სიგნალის მკაცრად ერთი მატარებლის გენერირებას, კუბიტების მართვისთვის საჭირო სიგნალი კი აუცილებელია იმპულსურ ფორმაში გადავიდეს. მოკლედ, კვანტური სენსორების ან ტაქტის სიგნალების (კვანტური საათების) ფორმირებისთვის ფინელი მეცნიერების გამოგონება დიდი მიღწევა იქნება და შესაძლებელია დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. https://tinyurl.com/yyabd8kc
  12. შაბათს, 11 დეკემბერს, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანია Blue Origin-ის მორიგი ტურისტული სუბორბიტული ფრენა შედგა. ეს იყო Blue Origin-ის მეექვსე რეისი 2021 წელს, ჯამში კი მიმდინარე წელს კომპანიამ კოსმოსში 14 ადამიანი გაგზავნა. ფოტოს წყარო: Blue Origin კოსმოსური ხომალი New Shepard „RSS First Step“ აფრინდა დასავლეთ ტეხასში არსებული Blue Origin-ის პლატფორმიდან. 100 კმ სიმაღლის მიღწევის შემდეგ კაფსულა მგზავრებით წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე და საპარაშუტე სისტემის მეშვეობით განახორციელა მსუბუქი დაშვება აფრენის ადგილთან ახლოს. მთლიანი ფრენა გაგრძელდა დაახლოებით 11 წუთი, ეკიპაჟი კი უწონადობის მდგომარეობაში დაახლოებით სამი წუთი იმყოფებოდა. მისიის სახელწოდებაა NS-19 და მის ფარგლებში პირველად სუბორბიტალურ ხომალდ New Shepard-ის ბორტზე იმყოფებოდა ერთად ექვსი მგზავრი, მათ შორის იყო ორი საპატიო სტუმარი - ტელეწამყვანი და ვარსკვლავი Michael Strahan, აგრეთვე Laura Shepard Churchley - Alan Shepard-ის უფროსი ქალიშვილი. Alan Shepard პირველი ამერიკელია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა სახელი ხომალდს. ოთხმა კოსმოსურმა ტურისტმა ფრენის საფასური გადაიხადა. ესენი არიან ბიზნესმენი და ფილანთროპი Dylan Taylor, ინვესტორი Evan Dick, აგრეთვე ვენჩურული კაპიტალისტი Lane Bess და მისი ვაჟი Cameron Bess. https://tinyurl.com/tnuhy4ew
  13. 2022 წელს აშშ ელის კრიპტოვალუტების მასიურ მიღებას სათანადო რეგულირებით და შემდგომში ხარული ბაზრით. ეს მოსაზრება Bloomberg-ის სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ახალ ანგარიშში გამოთქვა. მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ზრდა დაკავშირებული იყო განვითარებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკასთან, რომლებიც ცდილობდნენ შერბილებულიყო ეკონომიკური კრიზისი პანდემიის ფონზე. მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა აამოქმედებს საგანგებო სტიმულირების პროგრამას ინფლაციისა და შრომის ბაზრის ზრდის ფონზე. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება Bitcoin-ისა და Ethereum-ის ზრდას შეუწყობს ხელს. მაკგლოუნმა სექტემბერში განაცხადა, რომ დოლართან დაკავშირებული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების ზრდა ამერიკულ ვალუტას ღირებულებას შემატებს. იმავე თვეში მის მიერ გამოხატული პროგნოზის თანახმად მოსალოდნელია Bitcoin-ის ზრდა 100 ათას აშშ დოლარამდე და მის გლობალურ სარეზერვო აქტივად ქცევა. https://tinyurl.com/2p8fda69
  14. YouTube-არხმა, სახელწოდებით Moore's Law is Dead, გამოაქვეყნა ვიდეომიმოხილვა ვიდეო დაფების სამომავლო ხაზ Intel Arc-ის შესახებ. მათ შესახებ გარკვეული ცნობები ამ დრომდეც იყო გავრცელებული, ამჯერად კი შეგვიძლია DG2 პროცესორების ფოტოებს გავეცნოთ. მათ შორისაა SOC1 (512-მდე ბლოკით) და SOC2 (128-მდე). უახლესი ინფორმაციისა და სხვა გრაფიკული პროცესორების შესახებ ცნობების არარსებობიდან გამომდინარე, ეს ორი მათგანი იქნება Intel-ის ძირითადი ჩიპები. ადრე საუბარი მიმდინარეობდა სამ პროცესორზე, მაგრამ ამჯერად DG2-384EU მოდელის შესახებ ცნობები არ არსებობს. ფოტოებზე ვხედავთ რამდენად დიდია SOC1 SOC2-თან შედარებით. სავარაუდოდ, ეს არის პროცესორების ადრეული ნიმუშები, რომლებიც მიეწოდება შერჩეულ პარტნიორებს. ამ ნიმუშებზე დაყრდნობით კომპანიები ამზადებენ დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს ან ლეპტოპებს. თუმცა წარმადობა შესაძლოა არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც სხვადასხვა საბოლოო ვარიანტში. ვიდეო დაფების გამოჩენის თარიღები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ცნობილი. Intel-მა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს მოხდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ზუსტი დრო არ არის მოხსენებული. ასევე უცნობია, იქნება ეს მობილური ვიდეო დაფები თუ პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვერსიები. სავარაუდოდ, DG2 ჩიპების სამრეწველო წარმოება ჯერ არ დაწყებულა და წინასწარი ვერსიები პარტნიორებს იანვრამდე არ მიეწოდება. ჯამში გამორიცხული არ არის, რომ დისკრეტული დესკტოპ ვიდეო დაფები მობილურ ვერსიებზე ადრე გამოვიდეს. Alder Lake-P პროცესორებზე აგებული მომავალი თაობის ლეპტოპები დაანონსდება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES-ზე. თუკი მათ შემადგენლობაში Intel-ის ვიდეო დაფები შევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი გაყიდვა მეორე კვარტალზე ადრე დაიწყოს. დისკრეტულ ვიდეო დაფებს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები და მათი მიწოდება ანონსის შემდეგ შესაძლებელია. https://tinyurl.com/ucfmhrwj
  15. კომპანია Gigabyte-მა წარადგინა კომპაქტური ნეტტოპების ახალი სერია BRIX Extreme. ამ მინი პერსონალურ კომპიუტერებს საფუძვლად უდევს ჰიბრიდული პროცესორები AMD Ryzen 5000U. ფოტოს წყარო: Gigabyte BRIX Extreme-ში შემოთავაზებული იქნება პროცესორის სამი მოდელი: ოთხბირთვიანი Ryzen 3 5300U, ექვსბირთვიანი Ryzen 5 5500U და რვაბირთვიანი Ryzen 7 5700U. მითითებული ჩიპების TDP-ის ნომინალური დონე 15 ვატს შეადგენს. სამივე მათგანი Zen 2 არქიტექტურაზეა დამყარებული. ნეტტოპი Gigabyte BRIX Extreme არის პირველი სისტემა, რომელშიც გამოიყენება ახალი ქსელის მოდული AMD RZ608, რომელიც უზრუნველყოფს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო სტანდარტების მხარდაჭერას. AMD მისი წარმოებით კომპანია MediaTek-თან ერთად არის დაკავებული. კომპაქტური კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის შვიდი კონექტორი USB 3.2, ერთი 2.5-გიგაბიტური ქსელის LAN პორტი, M.2 PCIe 3.0 კონექტორი NVMe SSD-სთვის, ორი HDMI 2.0a, ერთი mini-DisplayPort 1.4, აგრეთვე ერთი USB Type-C პორტი DisplayPort 1.4 ინტერფეისის მხარდაჭერით. სისტემა წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად: ერთი - კომპაქტური კორპუსით და მეორე - შედარებით დიდი ზომის ვერსია. მეორე მათგანის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სივრცე 2.5-დუიმიანი სანახი სივრცისთვის, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს Gigabyte-ის მიერ შემოთავაზებული გაფართოების დაფები. ერთ-ერთი მათგანით დაემატება ორი დამატებითი სლოტი M.2 SSD-სთვის (SATA და PCIe 3.0 x1), მეორეთი - დამატებითი სლოტი M.2 SSD, აგრეთვე ორი დამატებითი RJ-45 კონექტორი (Ethernet და RS-232). ნეტტოპ Gigabyte BRIX-ის ნაკრებში აგრეთვე შედის 135 ვატი სიმძლავრის გარე კვების ბლოკი. მწარმოებელს არ გამოუცხადების ახალი პროდუქტის ფასები, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე არსებულ მსგავს შეთავაზებებთან. ნეტტოპის გაყიდვა სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. https://tinyurl.com/3s6rsew7
  16. საპილოტე ტესტირების ფარგლებში WhatsApp აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლების „შეზღუდულ წრეს“ საშუალებას მისცემს განახორციელონ კრიპტო გადახდები მესინჯერის მეშვეობით. აპლიკაციაში მოხდა ციფრულ საფულე Novi-ს ინტეგრირება, რომელიც კორპორაცია Meta-ს ეკუთვნის. „არსებობს ახალი გზა ციფრული საფულე Novi-ს საცდელად. დღეიდან აშშ-ის მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას შეეძლება ფულის გაგზავნა და მიღება Novi-ის გამოყენებით WhatsApp-ის საშუალებით. ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ფულის გაგზავნა ახლა ისეთივე მარტივია, როგორც შეტყობინებების გაგზავნა“, - წერს სტეფან კასრიელი, Meta-ს გადახდების განყოფილების მომავალი ხელმძღვანელი. Novi-ს ვებ-გვერდის მიხედვით ინტეგრაცია გულისხმობს მესინჯერში Pax Dollar (USDP) Stablecoin-ებით საკომისიოს გარეშე ტრანზაქციებს. კომპანიას არ დაუწესებია შეზღუდვები გადახდების სიხშირეზე ან მათ მოცულობაზე. საბანკო ბარათზე თანხის გადატანის საკომისიოც არ მოითხოვება. მიმდინარე წლის აგვისტოში Novi-ს განყოფილების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა გამოაცხადა ციფრული საფულის გასაშვებად მზადყოფნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ბირჟა Coinbase იმოქმედებს, როგორც მეურვე პარტნიორი საპილოტე ტესტირებაში. ოქტომბერში ამერიკელი სენატორების ჯგუფმა მოუწოდა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა Novi-ის საპილოტე პროექტი და აეღო ვალდებულება - არ გაეტანა stablecoin Diem ბაზარზე. დეკემბრის დასაწყისში მარკუსმა განაცხადა, რომ კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებს. მის ადგილს დაიკავებს კასრიელი, რომელიც ადრე Upwork-ს ხელმძღვანელობდა. https://tinyurl.com/5n6hb8wu
  17. კომპანია SpaceX-ის რაკეტა წარმატებით აფრინდა ფლორიდაში არსებულ კენედის სახელობის კოსმოსური მოედნიდან მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ის (IXPE) ფარგლებში - აცხადებს CNN. რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა SpaceX-მაც Twitter-ზე. მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer (IXPE) - პირველი თანამგზავრი, რომელიც განკუთვნილია რენტგენული გამოსხივების პოლარიზაციის გასაზომად სხვადასხვა კოსმოსური ობიექტებიდან, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. წყარო: NASA მისია ერთობლივად შეიმუშავეს NASA-მ და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ. IXPE შეუერთდება უამრავ სხვა კოსმოსურ ხომალდს, როგორიცაა NASA-ს რენტგენის ობსერვატორია "Chandra", რომელიც 1999 წელს შატლ „კოლუმბიაზე“ გაუშვეს. IXPE ბორტზე ატარებს სამ ტელესკოპს, რომლებიც ორიენტირებულია კოსმოსური სხივების პოლარიზაციის შესწავლაზე. რაკეტა SpaceX Falcon 9-ს გაშვება ბორტზე NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ით (IXPE). კომპლექსი 39A, 2021 წლის 9 დეკემბერი, კენედის კოსმოსური ცენტრი. წყარო: NASA    რენტგენის სხივები კოსმოსში წარმოიქმნება მრავალი სხვადასხვა წყაროდან, როგორებიცაა ობიექტების შეჯახება, მაგნიტური ველები, მაღალი ტემპერატურა ან აფეთქებები. ამ სხივებს უნიკალური სიგნალები აქვთ, რომლებიც ხელს უწყობენ მათი წარმოშობის დადგენას. დედამიწის ატმოსფერო ხელს უშლის მათ პლანეტის ზედაპირთან მიახლოებაში. ამიტომ მეცნიერები კოსმოსში აგზავნიან რენტგენის ტელესკოპებს ჩვენი სამყაროს ბუნებისა და მასში არსებული ობიექტების წარმოშობის უკეთ გასაგებად. ახლო წარსულში რენტგენის ტელესკოპები გამოიყენებოდა ციური სხეულების სიკაშკაშისა და ფერის სპექტრის გასაზომად. თუმცა, ამ სხეულების მიერ გამოსხივებული სხივების პოლარიზაციის შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაიარა ამ სხივებმა თავიანთ გზაზე, იტყობინება CNN. მაღალი მგრძნობელობის პოლარიზაციის დეტექტორები დამზადდა იტალიაში და შექმნილია ტელესკოპებთან მუშაობისთვის ისეთი ციური სხეულების გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. ასეთი სურათებიდან მიღებული პოლარიზაციის მონაცემების გამოყენებით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაიგონ კოსმოსური ობიექტების არსი, მათი გარემო, თუ როგორ წარმოქმნიან ისინი რენტგენის სხივებს. IXPE მეცნიერებს ხელს შეუწყობს მიიღონ მეტი ინფორმაცია კოსმოსური სივრცეების შესახებ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით, მათ შორის, რატომ ბრუნავენ შავი ხვრელები ან შთანთქავენ კოსმოსურ მატერიას, წერს პორტალი Engadget. გაშვებას დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა და NASA-მ დაადასტურა, რომ IXPE წარმატებით გამოეყო SpaceX-ის რაკეტას. რაკეტა Falcon 9-ს პირველი შემადგენელი ნაწილი დაბრუნდა ატმოსფეროში და დაეშვა უპილოტო ავტონომიურ დასაშვებ პლატფორმა Just Read The Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე - დაწერა SpaceX-მა Twitter-ზე. https://tinyurl.com/2p8ujbyr
  18. ტესტირების დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ Meta-მ წვდომა გახსნა სოციალურ VR-პლატფორმა Horizon Worlds-ზე. ხუთშაბათიდან აშშ-ის და კანადის მაცხოვრებლებს 18 წლის ზემოთ შეუძლიათ წვდომა მიიღონ VR-ჰედსეტ Quest-ისთვის განკუთვნილ აპლიკაცია Horizon Worlds-ზე უფასოდ და მოწვევის გარეშე. ფოტოს წყარო: Meta Horizon Worlds არის Meta-ს პირველი მცდელობა - გამოუშვას რაღაც მსგავსი, რაც აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის მეტასამყაროს ხედვას ჰგავს. პლატფორმა, რომელიც წვდომისთვის Facebook-ის ანგარიშს მოითხოვს, ვირტუალურ სივრცეში ერთდროულად 20 ადამიანთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. Horizon Worlds, რომლის დახურული ტესტირება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, Minecraft-ის მსგავსი თამაშების შექმნის სფეროდან სოციალურ პლატფორმად გარდაიქმნა. ათასობით ბეტა-ტესტერი რეგულარულად ატარებს პლატფორმაზე კომედიურ შოუებს, კინოჩვენებებსა და მედიტაციის სეანსებს. ისინი ასევე აგებენ რთულ ობიექტებს, როგორიცაა ავტომობილ Ecto-1-ის რეპლიკა ფილმიდან Ghostbusters. ახლა Horizon Worlds, რომელიც უკვე ამაყობს ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურით, კარს უხსნის მომხმარებელთა ფართო სპექტრს. Horizon Worlds-ის საკვანძო ნაწილია საბაზისო კოდის დაწერის შესაძლებლობა, რომელიც აწესებს ობიექტების მუშაობის წესებს, როგორებიცაა პისტოლეტიდან გასროლა სასხლეტზე დაჭერისას ან ბურთის ახტომა რაიმე ზედაპირზე მოხვედრისას. კოდი, რომელსაც Meta სცენარის ბლოკებს უწოდებს, გრაფიკულ რედაქტორებში ფენების ანალოგიურად მუშაობს და რამდენიმე წესის გაერთიანების საშუალებას იძლევა რთული ურთიერთქმედების შექმნის მიზნით. ამ დრომდე Meta სცენარის ბლოკებს ბეტა ტესტერების მოთხოვნით ქმნიდა, საბოლოოდ კი კომპანია მათგან უფასო ბიბლიოთეკის ფორმირებას გეგმავს. ამჟამად სცენარის ბლოკების კოდირება მთლიანად VR-ში ხდება, მაგრამ საბოლოოდ Meta გეგმავს დაუშვას მათი ცალკე შექმნა კომპიუტერზე. ცნობილია, რომ ამჟამად პლატფორმაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები არსებობს. მიმდინარე თვის დასაწყისში Horizon Worlds-ის ერთ-ერთმა ტესტერმა განაცხადა პლატფორმაზე სექსუალური შევიწროების შესახებ და აღნიშნა, რომ ძნელია თავის დაცვა არასასურველი ურთიერთქმედებისგან ასეთ ღია პლატფორმაზე. თუმცა, Meta აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს სპეციალურ ინსტრუმენტებს პლატფორმაზე შეუსაბამო ქცევის დასაბლოკად, რომლის გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია. ამასთან, პლატფორმაზე წვდომა არასრულწლოვანთათვის ჯერ კიდევ დახურულია. Horizon Worlds-ის უნიკალური ასპექტია ადამიანი-გიდები, რომლებიც მიესალმებიან მომხმარებლებს სერვისის გაშვებისას და მიჰყავთ ისინი სხვადასხვა სამყაროში. Meta ამ როლს ანდობს გამოცდილ მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალურად არიან განსწავლული Horizon Worlds-ში ნავიგაციისთვის და სერვისზე ქცევის წესებში. Horizon Worlds-ს ამჟამად არ აქვს ფულის გამომუშავების საშუალება, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება მისი დაკავშირება Horizon Venues-თან, დამოუკიდებელ VR აპლიკაციასთან დიდი ღონისძიებებისთვის და Horizon Workrooms-თან, VR თანამშრომლობის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. Meta იმედოვნებს, რომ სანამ მონეტიზაცია დაემატება, მომხმარებლებს პლატფორმა მოიზიდავს მეტასამყაროს მშენებლობის შესაძლებლობის ასპექტით. https://tinyurl.com/yd2kpb3b
  19. კომპანია Digital Currency Group-ის კუთვნილმა მაინინგ-პულ Foundry-მ დააანონსა სავაჭრო პლატფორმა FoundryX-ის ამოქმედება, რომელიც განკუთვნილი იქნება Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვისთვის. FoundryX იმოქმედებს, როგორც შუამავალი და მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პრეს-რელიზის თანახმად სავაჭრო პლატფორმამ შეძლო ორასზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა, რომელთა შორისაა საოჯახო ოფისები, მაინინგ და ენერგეტიკული კომპანიები. Foundry-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Burkey-მ The Block-თან ისაუბრა, რომ გეგმაშია არა მხოლოდ ახალი, არამედ მეორადი აღჭურვილობის გაყიდვა. შეკვეთის მინიმალური მოცულობა 50 ერთეულია. სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან კორპორატიული დონის დამატებითი სერვისებით, რომელთა შორისაა მიწოდება, ლოჯისტიკა და ბიზნეს-ანალიტიკა. მიმდინარე წელს Foundry-მ გამოიმუშავა 125 მლნ აშშ დოლარზე მეტი აშშ-ის, კანადისა და ნორვეგიის მაცხოვრებელი მომხმარებლების მომსახურების შედეგად. მათ შორისაა Bit Digital, BitDeer, Bitfarms, CleanSpark, Core Scientific, Compute North, Greenidge, HIVE, Hut 8 და სხვები. 2021 წლის ნოემბერში Foundry გახდა ლიდერი ჰეშრეითში. ამ დროისთვის მისი წილი Bitcoin-ის ქსელის მთლიან გამოთვლით სიმძლავრეში 21%-ს აჭარბებდა. https://tinyurl.com/2p8r8mbc
  20. ცნობილი გახდა გარკვეული ინფორმაცია GeForce RTX 30 სერიის ფლაგმან GeForce RTX 3090 Ti დაფის შესახებ. ვიდეო დაფის გამოშვების დოკუმენტი იმდენად ახალია, რომ მასში ანონსის თარიღიც არ არის მითითებული. როგორც ცნობილია, კომპანია NVIDIA წინასწარ აცნობებს თავის პარტნიორებს საკუთარ პროდუქციაზე ამა თუ იმ სახის აკრძალვების მოხსნის ვადების შესახებ. ხსენებული დოკუმენტი მოიცავს ყველა თარიღს, რაც მზადებაში არსებულ პროდუქტს უკავშირდება, მასში აგრეთვე შედის განცხადება დაფის შესახებ, ნიმუშების მიმოხილვა, გაყიდვაში გამოსვლის თარიღები. RTX 3090 Ti მოდელის პირველ ოფიციალურ დოკუმენტში მოცემულია გაყიდვის დაწყების თარიღი - 27 იანვარი. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 17 დეკემბერს NVIDIA დააანონსებს 16 გბ მოცულობის მქონე ვიდეო დაფა RTX 3070 Ti-ს. ეს დაფა 11 იანვარს გამოვა. არაოფიციალური ცნობების თანახმად ვიდეო დაფას ექნება იმდენივე CUDA ბირთვი, რამდენიც აქვს ორიგინალ 8 გბ მოცულობის მქონე მოდელს, ასევე ექნება ანალოგიური ტაქტის სიხშირეები. შესაბამისად, ახალი დაფა დამყარებული იქნება 6144 CUDA ბირთვის მქონე სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე (GA104-401). RTX 3070 მოდელთან შედარებით წარმადობის დიდი მატება მოსალოდნელი არ არის. 27 იანვრისთვის ასევე დაგეგმილია Nvidia Ampere სერიის უმცროს წარმომადგენელ RTX 3050 დაფის დებიუტი. https://tinyurl.com/5ekcmtpc
  21. ნავთობისა და გაზის გადამზიდი ტანკერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ისინი შესაძლოა მალე შეიცვალოს უფრო უჩვეულო გემებით. იაპონურ სტარტაპ PowerX-მა შეიმუშავა Power ARK ტრიმარანი ( სატვირთო გემი; შედგება სამი კორპუსისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო გემბანით ), რომელსაც შეუძლია განახლებადი ენერგიის მიწოდება ზღვაში განლაგებული ქარის ტურბინებიდან მიწამდე, რაც ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ამ ტიპის ელექტროსადგურებს. წყარო: PowerX PowerX-ის მთავარი მიზანია სანაპიროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის წყალობით ქარის ტურბინებიდან ენერგიის მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდება. ამ დროისთვის ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც მოსახლეობას განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფენ, შეზღუდულია სამონტაჟო ადგილების კუთხით, რადგან ტურბინების ფუძე მიმაგრებული უნდა იყოს ზღვის ფსკერზე. მაგალითად, General Electric-ის მიერ შექმნილი, მსოფლიოში უძლიერესი ზღვის ქარის ტურბინა Haliade-X შესაძლებელია დამონტაჟდეს არაუმეტეს 60 მეტრ სიღრმეზე. ამის გამო დაიწყეს ახალი გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობა, როგორიცაა შოტლანდიის სანაპიროზე არსებული მცურავი ენერგოფერმა Hywind. PowerX ალტერნატივებზე მუშაობს. ვინაიდან იაპონიას საკმაოდ ღრმა სანაპირო წყლები აქვს, ხმელეთზე სადენების გაყვანის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ამის ნაცვლად PowerX აპირებს ენერგიის მიწოდებას უშუალოდ წყლის მეშვეობით. კომპანიის მიერ აგებული „ტანკერები“ დიდი მოცულობის ბატარეებით შეივსება. პირველი მოდელი Power ARK 100 - ეს არის 100-მეტრიანი ტრიმარანი ელექტრო ძრავით და 300 კმ გავლის მარაგით, სარეზერვოდ კი ბიოდიზელი გააჩნია. დამატებითი ძრავის გამოყენება საშუალებას იძლევა დაიფაროს დიდი დისტანცია, თუნდაც კონტინენტიდან კონტინენტამდე. ხომალდს შეუძლია ბორტზე ატაროს საწარმოო კლასის 100 დიდი ბატარეა ჯამური მოცულობით 220 მეგავატი/სთ. PowerX-ის მონაცემებით ეს ენერგია საკმარისია დღე-ღამის განმავლობაში 22 ათასი იაპონური სახლის კვებისთვის. პირველი პროტოტიპის შესაქმნელად კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება იაპონიის უმსხვილეს გემთმშენებელ ჰოლდინგ Imabari-თან. მშენებლობა სავარაუდოდ 2025 წელს დასრულდება. ასევე ცნობილია, რომ Imabari პროექტში დაახლოებით 8.86 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამომავლო გეგმებშია უფრო დიდი ვარიანტების მშენებლობა, რომელთა შორის იქნება 150-მეტრიანი Power ARK 1000 და 220-მეტრიანი Power ARK 3000. წყარო: PowerX ბატარეების წარმოებას კომპანია საკუთარი ძალებით აპირებს - შესაბამისი ქარხანა იაპონიაშივე აშენდება. ქარხანა Project:MAX ბატარეებს გამოუშვებს საკუთარი PowerX გემებისთვის, გარდა ამისა, ანალოგიური გადაწყვეტილების გამოყენა შესაძლებელი იქნება ელექტროსტრანსპორტსა და ენერგოსაცავებში. გეგმის თანახმად ქარხნის წარმადობა 2024 წლისთვის იქნება 1 გიგავატი/სთ, 2028 წლიდან კი გამოუშვებს 5 გვტ/სთ მოცულობის ბატარეებს ყოველწლიურად. https://tinyurl.com/bdh97z3c
  22. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყოველი მეათე მაცხოვრებელი მზადაა საახალწლოდ ახლობლებს აჩუქოს კრიპტოვალუტები, ხოლო ყოველი მეოთხე მზად არის შეიძინოს ისინი ახალ 2022 წელს. ასეთი შედეგები მიიღეს ლენდინგ პლატფორმა BlockFi-ს სპეციალისტებმა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 18-დან 65 წლამდე ასაკის 1262-მა მოქალაქემ. 9-25 წლის რესპონდენტებს შორის (თაობა Z) ციფრული აქტივების პოპულარობის პროცენტი პასუხებში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი შერჩევისთვის. რესპონდენტებმა უპირატესობა Bitcoin-ს, Dogecoin-სა და Ethereum-ს მიანიჭეს. მხოლოდ 2%-მა გამოთქვა ინტერესი NFT-ების მიღების მიმართ, თუმცა 15% გეგმავს მსგავსი ტოკენების შეძენას 2022 წელს. გამოკითხულთა მესამედმა სადღესასწაულო სუფრაზე კრიპტოვალუტების განხილვა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია, ვიდრე პოლიტიკის. მამაკაცებს შორის მათი წილი, ვინც ციფრულ აქტივებს ამჯობინებდა, ვიდრე სასაჩუქრე ბარათებს, სამჯერ მეტი იყო ქალებთან შედარებით. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ რესპონდენტების მეოთხედზე ნაკლებს სრული წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, როგორ აჩუქონ კრიპტოვალუტა ტექნიკურად. Grayscale Investments-ის ანგარიშის მიხედვით ამერიკელი ინვესტორების 26%-მა უკვე ჩადო Bitcoin-ში ინვესტიცია, ხოლო ნახევარზე მეტი გახდა მისი მფლობელი გასული წლის განმავლობაში. Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით 2015 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი მოზარდების რიცხვი, რომლებიც იცნობენ პირველ კრიპტოვალუტას, 48%-დან 86%-მდე გაიზარდა. https://tinyurl.com/2p96acj2
  23. სუპერკომპიუტერ LUMI-ზე მომუშავე ინჟინრის ინფორმაციის თანახმად AMD-მ გახმაურების გარეშე დაიწყო მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის (HPC) განკუთვნილი დაფა Instinct MI210-ის მიწოდება. ამაჩქარებლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სერვერების, ასევე სამუშაო სადგურების შემადგენლობაში და იგი კონკურენციას გაუწევს Nvidia A100-ს. თუმცა, AMD-ს ჯერ არ აქვს ოფიციალურად გამოცხადებული დაფის მახასიათებლები. შეტყობინებიდან ცნობილი ხდება, რომ AMD-მ უკვე დაიწყო Instinct MI210 დაფის მიმწოდება მომხმარებლებისთვის, რომელთა შორისაა ფინეთის მეცნიერებათა IT ცენტრი CSC, სადაც იწყობა სუპერკომპიუტერი LUMI 0,55 ExaFLOPS. როგორც ჩანს, MI210 დაფა დაანონსდა რომელიმე ღონისძიებაზე, ამიტომ მისი ოფიციალური მახასიათებლები მალე გახდება ცნობილი. ცნობილია, რომ Instinct MI210-ს ბევრი საერთო არაფერი აქვს Instinct MI250X-თან, რომელიც მოიცავს ორ GCD-ს. დაფას აქვს პროცესორი 104 გამომთვლელი ბლოკით, რაც 6656 ნაკადურ პროცესორს შეესაბამება, ასევე აქვს 64 გბ მოცულობის HBM2e მეხსიერება. პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი GCD და, შესაბამისად, არ არის განკუთვნილი წარმადობის მაქსიმალური შესაძლებლობების მიღწევისთვის. მიუხედავად ამისა, 64 გბ მეხსიერებისა და CDNA 2 არქიტექტურის წყალობით Instinct MI210 ნამდვილად შეძლებს წარმადობისა და შესაძლებლობების შესანიშნავ კომბინაციას AMD-ის Instinct MI100 ან Nvidia A100 დაფებთან შედარებით. თავის მხრივ ფლაგმანური ამაჩქარებელი Instinct MI250X 128 გბ HBM2e მეხსიერებით აღჭურვილია 14080 ნაკადური პროცესორით და გააჩნია 47,9 TFLOPS FP64 წარმადობა, წარმოდგენილია OAM ფორმ-ფაქტორით და მოიხმარს 550 ვატამდე ენერგიას. ამ დროისთვის რთულია ითქვას, რამდენად სწრაფია AMD Instinct MI210. საინტერესო იქნება, როგორ გაუწევს კონკურენციას იგი Nvidia A100-ს. https://tinyurl.com/yacehte6
  24. მიმდინარე წლის აპრილში TCL-მა წარადგინა სმარტფონ Fold ’n Roll-ის კონცეპტი, რომლის დისპლეი შესაძლებელია დაიკეცოს და დაიხვეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სამი სხვადასხვა ფორმ-ფაქტორი მოწყობილობის გამოყენებისას. აპრილში წარმოდგენილი იყო მხოლოდ რენდერები, ამჯერად კი TCL-მა წარადგინა პროდუქტის მუშა პროტოტიპი. ფოტოს წყარო: TCL ინტერნეტში გამოჩნდა გამოფენა DTC 2021-ზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სრულიად მუშა პროტოტიპი Fold ’n Roll. მოკლე ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ აპარატული შემადგენლობა უკვე მზადაა, თუმცა ინტერფეისზე კიდევ საჭიროა მუშაობა. ტრანსფორმაციის ფართო შესაძლებლობები Fold ’n Roll სმარტფონს საშუალებას აძლევს მასში გაერთიანდეს ერთდროულად სამი მოწყობილობა: 6.87-დუიმიანი სმარტფონი, 8.85-დუიმიანი კომპაქტური პლანშეტი და სრული ზომის 10-დუიმიანი პლანშეტი. TCL Fold and Slide 10" - ვიდეო: https://tinyurl.com/22m42bbn სამწუხაროდ, TCL-მა განაცხადა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა გამიზნულია მისი შვილობილი კომპანია CSOT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, რომელიც სპეციალიზებულია დისპლეების შემუშავებასა და წარმოებაზე. მსგავსი კონსტრუქციის სერიული სმარტფონის წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. https://tinyurl.com/4a5hr2z2
  25. უცნობმა ტრეიდინგ-კომპანიამ 4 დეკემბერს Bitcoin-ში პოზიციები 500 მლნ აშშ დოლარით შეამცირდა, რამაც დერივატივების ბაზარზე გამოიწვია 1.3 მლრდ აშშ დოლარიანი აგრესიული ლიკვიდაცია 42.000-დან 51.000 აშშ დოლარის დიაპაზონში, წერს The Block. გამომცმელობის ინფორმაციით, ღია ინტერესის მოცულობა ერთ საათზე ნაკლებ დროში 21.6 მლრდ-დან 16.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: The Block. Coinglass. „ყველას კარგი წელი ჰქონდა. ისინი, ვინც ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდნენ, მიჰყვებიან მაკროეკონომიკურ ფონს, რომელიც უკვე არასტაბილურად გამოიყურება“ - განაცხადა Bitcoin-ბირჟა FalconX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აია კანტოროვიჩმა. ტოპ-მენეჯერის აზრით მომხმარებლის ინტერესი გრძელვადიან ჰორიზონტზე ფოკუსირებული რჩება. 4 დეკემბერს Bitcoin-ის ფასი ზემოთხსენებულ მომენტში 42 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. პირველი კრიპტოვალუტის შემდეგ კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ტოპ 10-დან თითქმის ყველა ციფრული აქტივი წითელ ზონაში აღმოჩნდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 48 540 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა, კვირის განმავლობაში - 15%-ით. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView მილიარდერ ინვესტორ ლუი ნაველიეს აზრით დასაშვებია Bitcoin-ის ფასის ვარდნა 10 ათას აშშ დოლარამდე. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალულტის გრაფიკზე ძლიერდება „ორმაგი მწვერვალის“ ფორმირების სიგნალი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს ფედერალური რეზერვების სისტემის პოლიტიკის ნორმალიზების შედეგად. https://tinyurl.com/2npemexp
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.