Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5902
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ფლაგმანური სმარტფონები Xiaomi 12 და Xiaomi 12X იმაზე ძვირი ეღირება, ვიდრე ამ დრომდე იყო ცნობილი. ორივე მოდელი გამოვა 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებად 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერებასთან ერთად. სტანდარტულ მოდელს ექნება პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვით და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. სმარტფონში წარმოდგენილი იქნება სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა, მთავარი სენსორის გაფართოებაა 50 მეგაპიქსელი, ასევე მოცემულია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და სამმაგი ოპტიკური ზუმი. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბაზისო Xiaomi 12-ის ფასი იქნებოდა 580 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაციის კი - 690 აშშ დოლარი. შედეგად ახალი სმარტფონი Xiaomi Mi 11-თან შედარებით 30 აშშ დოლარით იაფი გამოდიოდა. მაგრამ უახლესი ცნობების მიხედვით მომავალი თაობის ფლაგმანური სმარტფონის ყიდვა სულ მცირე 675 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი. ტოპ ვერსია 12 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 785 აშშ დოლარი. ასევე გაყიდვაში გამოვა უფრო მოკრძალებული ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით. მისი ფასი იქნება დაახლოებით 710 აშშ დოლარი. რაც შეეხება Xiaomi 12X-ს, მისი ყველაზე მცირე ვერსია განსხვავებული იქნება პირველ რიგში კამერითა და პროცესორით. მას არ ექნება ტელეობიექტივი. მოწყობილობაში Snapdragon 8 Gen1-ის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ერთკრისტალიანი Snapdragon 870. ამ მოდელს აგრეთვე არ ექნება უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, თუმცა ეს დეტალი დადასტურებული არ არის. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით 8/128 გბ მეხსიერების მქონე Xiaomi 12X შეფასებული იყო 470 აშშ დოლარად, უახლესი ცნობებით კი მისი ფასი 550 აშშ დოლარია. შესაბამისად, 256 გბ მეხსიერების მქონე მოდელიც გაცილებით ძვირადღირებული იქნება. კერძოდ, 8/256 გბ მოდელის ფასი იქნება 520-ის ნაცვლად 600 აშშ დოლარი, 12/256 გბ მოდიფიკაცია კი - 565-ის ნაცვლად 630 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/5asf595d
  2. უკვე ცნობილია, რომ Intel დაინტერესებულია კომპანია TSMC-ისგან 4-ნანომეტრიანი პროდუქტების შეძენით. TSMC-იმ მისთვის ჩინეთში საწარმოც კი უნდა ააშენოს. ამავე 4-ნანომეტრიანი პროდუქტების მიღების პრეტენდენტია Apple-იც, ასე რომ ორივე კომპანიის შესაბამისი მოთხოვნები მომავალ წელს უნდა რეალიზდეს. ფოტოს წყარო: TSMC გასულ კვირას DigiTimes-მა მიუძღვნა პოსტი ამ თემას, სადაც ყურადღება გაამახვილა TSMC-ის პრიორიტეტზე Apple-ისა და Intel-ის 3-ნანომეტრიანი შეკვეთებით უზრუნველყოფაში. ტაივანურმა წყაროებმა განმარტეს, რომ ორივე კომპანიას ექნება დაახლოებით თანაბარი წილი TSMC-ის 3-ნანომეტრიან ლითოგრაფიაზე. 3-ნანომეტრიანი კომპონენტების მასობრივი წარმოება 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, მისი მასშტაბირება მოხდება ჩვეულებრივთან შედარებით ნელი ტემპით და მხოლოდ 2023 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს პროფილური პროდუქციის ყოველთვიური მოცულობა სილიკონის 50-60 ათას ფირფიტას. როგორც TSMC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მიწოდებისგან შემოსავლის მიღებას კომპანია 2023 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებს. TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი უზრუნველყოფს ტრანზისტორების სიჩქარის ზრდას 15%-ით და მათი განლაგების სიმჭიდროვის მატებას 70%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი 30%-ით გაიზრდება. ტაივანური წყაროების თანახმად ამ ეტაპზე სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივების ლითოგრაფიის (EUV) გაფართოებული გამოყენება შეზღუდავს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასშტაბირებას მასობრივი წარმოების პირობებში. TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის მფლობელები 2024 წელს გახდებიან Qualcomm, Mediatek, Broadcom, NVIDIA და AMD. 2022 წელს მის 4-ნანომეტრიან პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ Apple და Intel. ამ ტექნოლოგიის მიხედვით საცდელი წარმოება უკვე დაწყებულია. Apple მას Mac-სერიის კომპიუტერებში გამოიყენებს, Intel-ისთვის განკუთვნილი კრისტალების დანიშნულება კი ჯერ უცნობია. ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დისკრეტული გრაფიკის, ისე ცენტრალური პროცესორების წარმოებაში. https://tinyurl.com/txcyk7jb
  3. კრიპტოვალუტების ბაზარზე მაინინგის უპრეცედენტო ბუმი დასრულებას არ აპირებს. ძირითადი ციფრული მონეტების კურსი ნელ-ნელა აღდგენას განიცდის ბოლო კორექტირების შემდეგ. Bitcoin-ის ფასი კვლავ დაფიქსირდა 50 ათას აშშ დოლარიან დონეზე, Ethereum-ის ფასი 4 ათას აშშ დოლარამდე ავიდა. ეს მდგომარეობა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ჩვეულებრივი სამომხმარებლო ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე, რადგან მაინერები აგრძელებენ თავიანთი ფერმების გამომთვლელი სიმძლავრის აქტიურ გაფართოებას. ანალიტიკურ რესურს CoinWarz-ის თანახმად Ethereum-ის ქსელის საერთო ჰეშრეითი დამაჯერებლად გამყარდა 1000 TH/s ნიშნულზე, მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 750 TH/s-ს არ აღემატებოდა. ამავე დროს მაინინგის სირთულე გაიზარდა რეკორდულ 12.09 P მაჩვენებლამდე. მარტივად შესაძლებელია ითქვას, რომ ამჟამად Ethereum-ის ქსელთან დაკავშირებული აღჭურვილობის მთლიანი გამომთვლელი სიმძლავრე 10 მილიონი Nvidia GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია. ამგვარი მდგომარეობა მოწმობს, რომ ვიდეო დაფებზე მოთხოვნა ნარჩუნდება მაინერებში, რომელთაც ვერ აკავებს Ethereum-ის Proof of Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის პერსპექტივაც კი, რასაც მოჰყვება კრიპტოვალუტის ენერგომოცულობითი მოპოვების შეჩერება გრაფიკული ადაპტერების მეშვეობით. https://tinyurl.com/2su2jyny
  4. Rembrandt სერიის პროცესორების გამოსვლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა არავინ ელოდა, რომ მათი ინტეგრირებული გრაფიკა ამდენად სწრაფი იქნებოდა. მიიჩნევა, რომ RDNA 2-ზე დამყარებული iGPU შეძლებს წარმადობით გვერდი აუაროს დაბალი ფასის სეგმენტის დესკტოპ ვიდეო დაფებს. მაგალითად, გავრცელდა ტესტების შედეგები, სადაც უცნობი პროცესორი Ryzen 6000 აღმოჩნდა GeForce GTX 1050 Ti-ზე სწრაფი 3DMark13 TimeSpy-ში. დაზუსტებით არ არის ცნობილი, ეს იყო მობილური პროცესორი, თუ ასეთ სიმძლავრეს დესკტოპ ჩიპების მყიდველები ჩაიგდებენ ხელში. როგორც ჩანს AMD ახალი ხაზის დაანონსებას CES 2022-ზე აპირებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება იქნება ფლაგმანური Ryzen 9 6900HX. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი 16 ნაკადით და გაუმჯობესებული Zen 3+ არქიტექტურით. თანაც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მხოლოდ არქიტექტურულ გაუმჯობესებაზე, არამედ 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლაზე. უცნობია, რამდენად იქონიებს ეს გავლენას წარმადობის მატებაზე, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ Ryzen 9 6900HX მოდელის მაქსიმალური სიხშირე 4.6 გჰც იქნება (Ryzen 9 5900HX-ის ანალოგიურად). თავად პროცესორი ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლეპტოპის წარმადობაზე. აღინიშნება, რომ Zen 3+ არქიტექტურას საერთო არაფერი აქვს ახალ ხაზ 3D V-Cache-თან, თუმცა ამ მიმართულებითაც აქვს AMD-ს სიახლე, რაც პოტენციურ მომხმარებლებს დააინტერესებს. წარმადობის დონის ზრდის გარდა მხარდაჭერილი იქნება DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება. ვინაიდან მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე დაფუძნებული გრაფიკული ჩიპი, მაღალსიჩქარიან ოპერატიულ მეხსიერებასთან სიახლოვე დადებითად იმოქმედებს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაზე. ცნობილია, რომ iGPU-ს სახელწოდება იქნება Radeon 680M და იგი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს. AMD ამზადებს ახალი თაობის არაერთ პროცესორს, შედარებით დაბალბიუჯეტურ ვერსიებში ინტეგრირებული გრაფიკა არ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც Ryzen 9 6900HX-ის შემთხვევაში, თუმცა იქნება გაცილებით სწრაფი - Intel-ის ანალოგებთან შედარებით. როგორც წესი, ფლაგმანური პროცესორები ხვდება ყველაზე მაღალი წარმადობის და ძვირადღირებულ სისტემებში GeForce RTX 3080 Ti-ს დონის მოწინავე ვიდეო დაფებთან ერთად, ამიტომ სწრაფი გრაფიკული ჩიპი Radeon 680M ყველა შემთხვევაში ვერ გამოიყენებს თავის პირდაპირ დანიშნულებას. როგორც აღვნიშნეთ, ანონსი მოსალოდნელია გამოფენა CES 2022-ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება Intel-ის უამრავი ახალი პროცესორი, NVIDIA-ს ვიდეო დაფები და AMD-ს 3D V-Cache დესკტოპ პროცესორების ხაზი. https://tinyurl.com/yckm6byk
  5. კომპანია MSI ემზადება გეიმინგ ლეპტოპ Crosshair 15/17-ის ანონსისთვის. 15-დუიმიანი ვერსია შექმნილია Ubisoft-თან თანამშრომლობის შედეგად. იგი გაფორმებულია მზადებაში არსებულ შუთერ Rainbow Six Extraction-ის სტილში, რომლის რელიზი დაგეგმილია 2022 წლის 20 იანვრისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz სისტემას საფუძვლად დაედება მე-12 თაობის უახლესი მობილური Intel Core პროცესორები და GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. პროცესორების მოდელები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტებში მითითებულია Core i9-მდე ჩიპების არჩევის ალბათობის შესახებ - შესაძლოა, საუბარი ეხებოდეს სამომავლო Core i9-12900H(K) მოდელს. როგორც ჩანს, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ლეპტოპის ვერსიები Core i7-12700H და Core i7-12800H პროცესორებით. MSI Crosshair 15-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3070 Ti. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ვიდეო დაფის კონკრეტულად რომელი ვერსია იქნება მოცემული - 8 გბ თუ 16 გბ მეხსიერების მქონე მოდელი. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანის ანონსი იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი. MSI Crosshair 15 და Crosshair 17 მოდელების ამჟამად ცნობილ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ლეპტოპი MSI Crosshair 15/17 Rainbow Six Extraction Edition წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენა CES 2022-ზე მას შემდეგ, რაც Intel და NVIDIA ფორმალურად წარადგენენ თავიანთ ახალ, მობილური სეგმენტისთვის განკუთვნილ პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ გეიმინგ ლეპტოპის სპეციალურ ვერსიასთან ერთად აგრეთვე მოცემული იქნება Rainbow Six Extraction-ის ასლი, გეიმინგ მაუსი და მაუსპედი. https://tinyurl.com/3af8m6md
  6. მე რამდენადაც ვიცი არა. ყოველ შემთხვევაში ძირითად მსხვილ წერტილებში, სადაც ვმუშაობ ან ვკონტაქტობ - არანაირი არაფერი.
  7. ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმების მისამართებზე არის 1.3 მილიონი BTC - მთლიანი ბაზრის მიწოდების 6.5%. CryptoRank-ის ანალიტიკოსების აზრით ამ მონეტების უმეტესობა (44%-ზე მეტი) ინახება Coinbase-ის ბირჟის საფულეებში. CryptoRank-ის მიხედვით Coinbase-ის საფულეებში თავმოყრილია 583.000 BTC. მეორე ადგილზეა Binance 329.000 BTC-ით (ბაზრის მიწოდების თითქმის 25%), მესამე ადგილზეა Bitfinex 193.000 BTC-ით (16,63%). ანალიტიკოსების ანგარიშები მიუთითებენ, რომ CEX-ის ბალანსი ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. 2021 წლის ივლისში მის საფულეებში იყო 1.53 მილიონი BTC (მიწოდების 7.3%), 2020 წლის ოქტომბერში - 1.76 მილიონი BTC (9.5%). Glassnode-ის მონაცემები ადასტურებს ამ ტენდენციას, მაგრამ სერვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ უკანასკნელის თანახმად ცენტრალიზებული ბირჟების საფულეებში 2.54 მილიონზე მეტი BTC-ია. მაჩვენებელი შეესაბამება 2018 წლის შემოდგომის დონეს. წყარო: Glassnode ფულის მსგავსი გადინება შეინიშნება ცენტრალიზებული ბირჟების Ethereum-მისამართებზე. Glassnode-ის თანახმად მათ ბალანსზეა 14.27 მილიონი ETH - იგივე მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული 2018 წლის ნოემბერში. წყარო: Glassnode შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის შექმნის დღიდან მისი ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული ღირებულების მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ინდიკატორში „მომგებიანი მონეტების“ ჯამური ღირებულება 5.1 ტრილიონი აშშ დოლარია, ხოლო „წამგებიანის“ – 3.79 ტრილიონი აშშ დოლარი. https://tinyurl.com/2p9c97w4
  8. თანამგზავრული ინტერნეტი Starlink ჯერ არ არის ხელმისაწვდომი Tesla-ს ელექტრომობილებში, მაგრამ ამ პოპულარული ბრენდის მანქანის ერთ-ერთმა მფლობელმა უკვე უზრუნველყო საკუთარი თავი სტაბილური სატელიტური კომუნიკაციებით. ამერიკელი ენთუზიასტი აცხადებს, რომ მის Tesla Model X-ში უკვე მხარდაჭერილია სატელიტური კავშირი 200 მბ/წამამდე სიჩქარით თუნდაც 100 კმ/სთ სიჩქარის პირობებში. ფოტოს წყარო: Harald Murphy Tesla-ს მფლობელმა განაახლა ელექტრომობილი, საუბარი არ ეხება ვიზუალურ აფგრეიდს - Starlink-ის მოდული საბარგულშია განთავსებული, თუმცა „თეფში-ანტენა“ გარეთაა გამოტანილი. მომხმარებელმა Harald Murphy-მ განახლებული ელექტრომობილი საზოგადოებას უჩვენა და განაცხადა, რომ მასზე განათავსა სპეციალური კონსტრუქცია თანამგზავრული მიმღებით. დაკავშირების სიჩქარე დაახლოებით 200 მბ/წმ-ს შეადგენს - Starlink-ის სერვისის თითქმის ამჟამინდელ მაქსიმუმს. Tesla-ს მფლობელის თქმით ასეთი სიჩქარე ნარჩუნდება 100 კმ/სთ სიჩქარით მგზავრობის დროსაც. ილონ მასკი გვპირდება, რომ მისი კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ტერმინალები მიიღებენ პროგრამულ განახლებებს. არ არის გამორიცხული, რომ მალე Tesla-ს ელექტრომობილებმა ოფიციალურად მიიღონ თანამგზავრულ კავშირზე წვდომა, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა არაოფიციალურადაც კი. Starlink-ის სერვისს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს სერვისის გლობალურ ამოქმედებას, ჯერჯეობით კი ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ზოგიერთ რეგიონში კავშირის სიჩქარე 300 მბ/წმ-საც კი აღწევს, თუმცა ყველა რეგიონში მაჩვენებელი ერთნაირი არ არის. https://tinyurl.com/425ukhuu
  9. Lenovo-ს სამომავლო გეიმინგ სმარტფონის შესახებ ცნობები გაასაჯაროვა კომპანიის პროდუქტების მენეჯერმა Lin Lin-მა. მან Weibo-ზე დაწერა, რომ მოწყობილობა Legion Y90-ის პროცესორის ტემპერატურა არ აღემატება 38.9 გრადუსს თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგაც კი წამში 120 კადრზე მეტი სიხშირის პირობებში. ფოტოს წყარო: Lenovo 38.9 გრადუსი ტემპერატურა მეტად დაბალია, როდესაც საუბარი ეხება გეიმინგ მოწყობილობის ჩიპსეტს. ფლაგმანური სმარტფონების უმეტესობა ბევრად მეტად ცხელდება თამაშისას ნაკლებ დროში ისეთ დონემდე, რომ საჭირო ხდება სიხშირისა და ეკრანის სიკაშკაშის შემცირება, რათა თავიდან აცილებულ იქნას გადახურება. როგორც ჩანს, Legion Y90-ს ამგვარი რამ არ ემუქრება. Y90-ს ექნება ინტეგრირებული ქულერი, რომელიც ხელს უწყობს ჩიპსეტ Snapdragon 8 Gen 1-ის გაგრილებას. თამაშების დეველოპერები, როგორც ჩანს, კარგად არიან გაცნობიერებულნი სმარტფონის გაგრილების შესაძლებლობებში. შედეგად, Honor of Kings, რომელსაც აქვს გლობალური ვერსია სახელწოდებით Arena of Valor, მოწყობილობაზე იმუშავებს წამში 120 კადრი სიხშირით. Lenovo Legion Y90 წარმოდგენილი იქნება გეიმინგ პლანშეტ Y700-სა და ლეპტოპ Y9000P-თან ერთად. მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობების პრეზენტაცია ვირტუალურად შედგება გამოფენა CES 2022-ზე - ფიზიკურ მონაწილეობაში კომპანიამ უარი კორონავირუსის საფრთხის გამო თქვა. https://tinyurl.com/2p8m2kks
  10. კრიპტო ბირჟა Kraken-მა შეიძინა სტეიკინგისთვის განკუთვნილი პლატფორმა Staked. კომპანიამ გარიგებას უწოდა "ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი", თუმცა ფინანსური დეტალები არ გაუხმაურებია. პრეს-რელიზის თანახმად შენაძენი შეავსებს Kraken-ის უკვე არსებულ სტეიკინგ-შემოთავაზებას და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ სარგებელი საკუთარი კრიპტოვალუტებით აქტივებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პირობებში. „ჩვენი სტეიკინგ-საქმიანობის წარმატება მოწმობს იმას, რომ Kraken გახდა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე კასტოდიანი და სავაჭრო პლატფორმა. ჩვენ გავხდით სრულფასოვანი კრიპტო პლატფორმა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით საცალო, პროფესიონალი და ინსტიტუციონალი მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა ჯეს პაუელმა. ადრე სტეიკინგისა და ციფრული აქტივებისგან სხვა შემოსავლების მონაცემების მომწოდებელმა Staking Rewards-მა ინვესტირების რაუნდი დახურა 3.2 მლნ აშშ დოლარითა და 6-ჯერ მეტი გამოწერით. მას ხელმძღვანელობდნენ Galaxy Digital, Digital Currency Group და CoinShares. https://tinyurl.com/2ex572eh
  11. კომპანია Samsung-მა წარადგინა ახალი SSD ინტერფეის PCIe 5.0-ის მხარდაჭერით, აცხადებს Engadget. იგი ამტკიცებს, რომ მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სიჩქარე ორმაგდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. SSD PM1743 გვევლინება, როგორც პროდუქტი კორპორატიული სერვერებისთვის და გააჩნია მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 13000 მბ/წმ და 2500000 IOPS. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება PCIe 4.0 NVMe SSD-ის მაჩვენებელს. PCIe 5.0 ინტერფეისში მხარდაჭერილია 32 გბ/წმ-მდე სიჩქარე - ორჯერ მეტი PCIe 4.0-თან შედარებით. სრული სარგებლის მიღებისთვის Samsung-მა თავად შექმნა კონტროლერი და Intel-თან ერთად შეამოწმა მისი შესაძლებლობები. მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე 6600 მბ/წმ-ს შეადგენს, თვითნებურ მონაცემთა ბლოკის ჩაწერა - 250000 IOPS, რაც ასევე ორჯერ აღემატება თანამედროვე SSD-ების მახასიათებლებს. ენერგოეფექტურობა 30%-ით გაიზარდა. შედეგად უნდა შემცირდეს მოქმედი სერვერებისა და მონაცემთა ცენტრების ღირებულება და ნახშირორჟანგის ემისიები. PCI Special Interest Group დროს არ კარგავს და უკვე წარადგინა PCI Express 6.0-ის მახასიათებლები. იგი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 256 გბ/წმ-მდე 16 არხზე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება PCIe 5.0-ს და ოთხჯერ - PCIe 4.0-ს. ამ შემთხვევაში საჭიროა მოდულაციის ამპლიტუდურ-იმპულსური ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს ორჯერ მეტი მოცულობის მონაცემის გადაცემა ძალიან მაღალი სიხშირეების საჭიროების გარეშე. Samsung ავრცელებს PM1743 PCIe 5.0 SSD ნიმუშებს მომხმარებლებს შორის და საწარმოო წარმოების დაწყებას პირველი კვარტლისთვის გეგმავს. დისკების მოცულობაა 1.92-დან 15.36 ტერაბაიტამდე. ეს იქნება პირველი PCIe 5.0 SSD-ები ორი პორტის მხარდაჭერით. ასეთი ტექნოლოგიები გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვერებიდან გადადის სახლის კომპიუტერებისთვის განკუთვნილ სამომხმარებლო მოდელებზე. https://tinyurl.com/3j6n44v6
  12. LG Display-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია ემზადება გამოფენა CES 2022-ზე OLED-პანელებით აღჭურვილი ორი სისტემის კონცეპტის წარსადგენად. პირველი პროექტის სახელწოდებაა Media Chair და იგი განკუთვნილია რელაქსაციისთვის, მეორის დასახელებაა Virtual Ride და იგი პირიქით - სახლის პირობებში სპორტით დაკავებისთვის არის განკუთვნილი. ფოტოს წყარო: engadget.com Media Chair შედგება სავარძლისა და მის წინ განთავსებული 55-დუიმიანი რკალისებრი OLED-დისპლეისგან, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ - ეკრანი შესაძლებელია განთავსდეს ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. LG Display-მ ეკრანი განათავსა მომხმარებლების თვალებისგან ოპტიმალური დაშორებით, უზრუნველყოფილია თვალთახედვის ვრცელი არე, ამასთან არ იქმნება თვალებზე დიდი დატვირთვა. სისტემის ხმის წყაროა სავარძელში ინტეგრირებული დინამიკები, აგრეთვე თავად OLED-ეკრანი - მასში მხარდაჭერილია ტექნოლოგია Cinematic Sound OLED (CSO). სისტემა იმართება იდაყვის დასაყრდნობში ჩაშენებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. სისტემა Virtual Ride-ში გამოყენებულია სამი 55-დუიმიანი OLED-დისპლეი 4K გაფართოებით, მათთან ერთად სავარძლის ნაცვლად განთავსებულია ველოტრენაჟორი. ეკრანებს ცვლადი სიმრუდე აქვთ, რადიუსის მინიმალური მაჩვენებელი მხოლოდ 500 მილიმეტრია - სისტემა ქმნის სუფთა ჰაერზე ველოსიპედით სეირნობის ილუზიას. LG Display-ს ვერსიით ამგვარი კონსტრუქცია შესაძლებელია გახდეს ვირტუალური რეალობის სისტემების ერთგვარი ალტერნატივა. კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია მსგავსი სისტემების გასაყიდად გამოშვების გეგმების შესახებ - ეს მხოლოდ კონცეპტებია, რომლებიც ასახავს OLED-პანელების შესაძლებლობებს. https://tinyurl.com/2p9aybzw
  13. ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) შეძლებენ ჩაანაცვლონ მრავალი არსებული Stablecoin, მაგრამ არა Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტა. ეს აზრი გამოთქვა Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. ზოგადად, CBDC-ის გამოჩენა სარგებელს მოუტანს კრიპტოინდუსტრიას, თუმცა მისი აზრით, გარკვეული პირობებით. „დღეს ცენტრალური ბანკები და მთავრობები მასებს ინფორმაციას აწვდიან ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტების შესახებ. და იცით რა, თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ ბლოკჩეინის შესახებ Bitcoin-ის შესწავლის გარეშე. შემდეგ თქვენ გაეცნობით ფულის მნიშვნელოვან ფუნდამენტურ თვისებებს: დეფიციტს, ტრანზაქციების განხორციელების თავისუფლებას და დაბალ საკომისიოებს“, - განაცხადა Zhao-მ. ხელისუფლებებს შეუძლიათ სწრაფად აიძულონ მერჩანტები - მიიღონ CBDC, რაც ხელს შეუწყობს ციფრული საფულეების დანერგვას და ბევრს წაახალისებს კრიპტოვალუტების გამოყენებაში, განაცხადა მან. ასევე, ფიატის ციფრული ფორმის გაჩენამ შეიძლება გაზარდოს ფულის ნაკადი კრიპტო ბირჟებზე, განაცხადა Zhao-მ. ამავე დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ CBDC განსხვავდება Bitcoin-ისა და ზოგიერთი სხვა კრიპტოვალუტისგან ფუნდამენტურ დონეზე. Zhao დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების უმეტესობა ინფლაციური იქნება გარკვეულ ტრანზაქციებზე შეზღუდვებითა და გამოყენებისას მაღალი საკომისიოებით. მან დაუშვა, რომ ზოგიერთ ცენტრალურ ბანკს შეუძლია CBDC-ების გამოშვება შეზღუდული ემისიებით, უფასო ტრანზაქციებითა და დაბალი საკომისიოებით. ეს შეამცირებს Bitcoin-ზე მოთხოვნას ამ ქვეყანაში, მაგრამ არ შეავიწროვებს კრიპტოვალუტას - ის დარჩება ღირებულების დაგროვების სასურველ საშუალებად. Zhao-მ გაიხსენა, რომ ახლაც ციფრული ოქროს მფლობელების გარკვეული პროცენტი მას ვალუტის ალტერნატივად არ მიიჩნევს. „ასე რომ, ალბათ, საერთოდ არ ღირს Bitcoin-ისა და CBDC-ის შედარება“, - დაასკვნა Binance-ის ხელმძღვანელმა. https://tinyurl.com/mr9dwapy
  14. დაიწყო ზამთრის ტრადიციული ფასდაკლება Steam-ზე და მასთან ერთად Steam Awards 2021-ზე საუკეთესო თამაშებისთვის ხმის მიცემა. ნომინანტები კენჭისყრით შეირჩნენ: ხუთეულში მოხვდნენ ის თამაშები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს Steam-ის მომხმარებლებისგან. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე Valve-მ გამოაქვეყნა ყველა ნომინაციისა და ნომინანტების სია. მოკლედ, წლის თამაშის ტიტულისთვის იბრძვიან Cyberpunk 2077, Resident Evil Village, Forza Horizon 5, Valheim და New World. სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: წლის თამაში: Valheim; New World; Cyberpunk 2077; Resident Evil Village; Forza Horizon 5. წლის თამაში ვირტუალური რეალობისთვის: Sniper Elite VR; Cooking Simulator VR; Medal of Honor: Above and Beyond; I Expect You To Die 2; Blair Witch VR Edition. LABOR OF LOVE: Dota 2; Terraria; Rust; No Man’s Sky; Apex Legends. მეგობრებთან ერთად უკეთესია: Valheim; Back 4 Blood; Halo Infinite; It Takes Two; Crab Game. გამორჩეული ვიზუალური სტილი: Psychonauts 2; Subnautica Below Zero; Little Nightmares II; Bright Memory Infinite; Forza Horizon 5. ყველაზე ინოვაციური გეიმფლეი: Inscryption; Twelve Minutes; Moncage; Deathloop; Loop Hero. BEST GAME YOU SUCK AT: World War Z Aftermath; Naraka Bladepoint; Nioh 2; Age of Empires IV; Battlefield 2042. საუკეთესო საუნდტრეკი: Marvel’s Guardians of the Galaxy; NieR Replicant; Persona 5 Strikers; Guilty Gear Strive; Demon Slayer -Kimetsu no Yaiba- The Hinokami Chronicles. საუკეთესო თამაში გამორჩეული სიუჟეტით: Life is Strange True Colors; Cyberpunk 2077; Resident Evil Village; Days Gone; Mass Effect Legendary Edition. მოეწყვეთ მოხერხებულად: Unpacking; Potion Craft; Farming Simulator 22; Townscaper; Dorf Romantik. ხმის მიცემის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 3 იანვრის საღამოს, იმ დღეს, როდესაც Steam-ზე ზამთრის ფასდაკლება დასრულდება. https://tinyurl.com/2p8b98kj
  15. Meta Platforms-მა (ყოფილი Facebook) შეიძინა კომპანია ImagineOptix - შერეული და ვირტუალური რეალობის სისტემებისთვის განკუთვნილი ოპტიკური ტექნოლოგიების შემქმნელი, რომელიც მოწოდებულია გადალახოს დისპლეების ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული ნაკლოვანებები. კომპანიის შესყიდვის შესახებ ცნობები თავდაპირველად აღმოაჩინა ექსპერტმა Karl Guttag-მა, მოგვიანებით კი გარიგების ფაქტი Meta-მ დაადასტურა. ფოტოს წყარო: Activedia/pixabay.com გარიგების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. პორტალ Crunchbase-ის მონაცემებით კომპანია ImagineOptix-მა ვენჩურული კაპიტალის სახით მოიზიდა 20 მლნ აშშ დოლარი ბიზნესის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე. მარტში 5 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის შემდეგ კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა Erin Clark-მა განაცხადა, რომ კომპანია კიდევ 4 მლნ აშშ დოლარის მოზიდვას აპირებდა. Meta-ს მხრიდან ImagineOptix-ის შეძენით დაინტერესების მიზეზები აშკარაა, რადგან ტექნოლოგიური გიგანტი თავად ავითარებს და აწარმოებს ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს. ImagineOptix-ის ტექნოლოგიების გამოყენება VR ბიზნესში გულისხმობს OLED დისპლეების, ინტეგრირებული ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების სენსორების, ასევე კომპაქტური ოპტიკური სისტემების გაუმჯობესებას ფართო ხედვით, ფოკუსირებისა და თვალის მოძრაობის კვლევის სისტემებით. 2004 წელს დაარსებული ImagineOptix აწარმოებს თხელ, მსუბუქ და ეფექტურ ოპტიკას, რომელიც უზრუნველყოფს რეალისტურ შეგრძნებებს AR და VR გარემოში. ოპტიკა დამზადებულია ხაზობრივი ფოტოპოლიმერიზაციის უახლესი ტექნოლოგიით (LCP), რაც ოპტიმალურია მოსახერხებელი სამომხმარებლო მოწყობილობების შექმნისთვის. ასეთი LCP ოპტიკის გამოყენება უზრუნველყოფს ენერგიის მინიმალურ მოხმარებას და საშუალებას იძლევა შექმნას გადაწყვეტილებები, რომლებიც მიუწვდომელია სხვა ტექნოლოგიებისთვის. კერძოდ, LCP მხარს უჭერს ფართოკუთხიანი, მაღალი ხარისხის ტალღების და რთული ასფერული ლინზების შექმნას. ამავდროულად, კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა განვითარების ხელშესაწყობად და მასობრივი წარმოებისთვის მოსამზადებლად. ImagineOptix არ არის Meta-ს პირველი შენაძენი VR ტექნოლოგიების ბაზარზე და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ადრე შეიძინა Downpour Interactive, Ready at Dawn, Sanzaru Games, Beat Games და BigBox VR. https://tinyurl.com/2p9kskf2
  16. კრპტო დერივატივების ბირჟა BitMEX-მა გამოაცხადა საკუთარ ტოკენ BMEX-ის გამოშვების შესახებ და დააანონსა ეირდროპი. პლატფორმაზე მოქმედ და მომავალ ტრეიდერებს შეუძლიათ აქტივი მიიღონ სავაჭრო კომისიებზე ფასდაკლების სახით. BMEX ტოკენებით ასევე დააჯილდოებს ახალ მომხმარებლებს KYC პროცედურებით დარეგისტრირებისთვის. ტოკენების მიღების კიდევ ერთი გზაა რეფერალური პროგრამა. ბირჟა მომხმარებლებს BMEX-ს დაურიცხავს და 2022 წლის 1 თებერვალს ჩაატარებს პირველ ეარდროპს - მათ ანგარიშებზე მონეტებს გაანაწილებს. აქტივის მფლობელები მიიღებენ მთელ რიგ უპირატესობებს, მათ შორისაა: BitMEX Earn-ზე დეპოზიტების უფრო მაღალი მომგებიანობა; შეღავათიანი პირობებით ადრეული წვდომა ახალ პროდუქტებზე; უფასო წვდომა BitMEX Academy-ს სასწავლო კურსებზე. BMEX-ის საერთო ემისია იქნება 450 მილიონი მონეტა. მიიჩნევა, რომ ტოკენების დიდი ნაწილი მომხმარებლების დაჯილდოებასა და ეკოსისტემის განვითარებაზე დაიხარჯება. ამისთვის ბირჟა მარაგში იტოვებს ემისიის 45%-ს. BMEX-ით ვაჭრობისა და გატანის შესაძლებლობა გაჩნდება დაახლოებით 2022 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში, როდესაც ამოქმედდება სპოტ-პლატფორმა BitMEX Spot. ბირჟა აპირებს ყოველ კვარტალში ტოკენების გამოსყიდვას და დაწვას. შეგახსენებთ, რომ ადრე BitMEX-მა მოაგვარა სამოქალაქო დავა CFTC-სადა FinCEN-თან და დათანხმდა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას. ბირჟის დამფუძნებლების - არტურ ჰეიესის, ბენ დელოს, სამუელ რიდის და განვითარების ყოფილ ხელმძღვანელ გრეგ დუაიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება ძალაში რჩება - სასამართლომ წინასწარი მოსმენა 2022 წლის მარტისთვის დანიშნა. https://tinyurl.com/2tuauy5d
  17. ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განაცხადა, რომ პლატფორმა Launch Pad 39A-დან, რომელიც კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში მდებარეობს, წარმატებით გაფრინდა რაკეტა Falcon 9 კომპანია SpaceXის სატვირთო ხომალდ Dragon-თან ერთად. ფოტოს წყარო: NASA მოწყობილობა გაუშვეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამის ფარგლებში. ორბიტალურ კომპლექსთან შეერთება 22 დეკემბერს იგეგმება - იგი ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება NASA-ს ასტრონავტების კონტროლით. ხომალდი Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიტანს ყველა სახის სამ ტონამდე ტვირთს. კერძოდ, ესენია მასალები სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, კვების პროდუქტები, აღჭურვილობა და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით ამჟამინდელი გაშვება იყო რიგით 24-ე კომერციული ფრენა NASA-სა და SpaceX-ის კონტრაქტის ფარგლებში. გაშვების შემდეგ რაკეტის პირველი მრავალჯერადი საფეხური დაეშვა მცურავ პლატფორმაზე. სატვირთო კოსმოსური ხომალდი ორბიტალურ კომპლექსში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. შემდეგ ის დაბრუნდება დედამიწაზე და დაეშვება ფლორიდის სანაპიროზე. ხომალდის ბორტზე დაიტვირთება ექსპერიმენტების შედეგები, სხვადასხვა მასალა და ა.შ. https://tinyurl.com/42ddh6ms
  18. ტაივანურ გამომცემლობა Taiwanese Commercial Times-ის ახალი მასალის თანახმად Apple გეგმავს საფირმო კომპიუტერებისთვის განკუთვნილ ახალი თაობის ერთკრისტალიანი პლატფორმების გამოშვებას წელიწადნახევარში ერთხელ. შეგახსენებთ, რომ iPhone-ისა და Apple Watch-ისთვის განკუთვნილი ჩიპების განახლებას კომპანია წელიწადში ერთხელ ახორციელებს. სტატიაში, რომელიც ინდუსტრიულ წყაროებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ მომავალი თაობის ჩიპები - Apple M2, 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ეს პროცესორები მუშავდება კოდური დასახელებით - Staten. M2 Pro და M2 Max ჩიპების გამოსვლა მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ნახევარში. ცნობილია, რომ M2 სერიის პროცესორები წარმოებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, M3 ჩიპსეტები კი, რომელთა გამოსვლა 2024 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, დამყარებული იქნება TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. შეგახსენებთ, რომ Apple-მა თავისი პირველი, კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტი M1 წარადგინა 2020 წლის ნოემბერში. წელიწადზე ნაკლებ დროში სერია გაფართოვდა M1 Pro და M1 Max მოდელებით, რომელთა დებიუტი შედგა ბოლო თაობის MacBook Pro-ში. მიიჩნევა, რომ M2 ჩიპზე დამყარებული პირველი კომპიუტერი იქნება მომავალი თაობის MacBook Air, რომელიც, გავრცელებული ხმების თანახმად, წარდგენილი იქნება მომდევნო წლის მეორე ნახევარში. აქტუალური პლატფორმა M1-ს მქონე ბოლო კომპიუტერი კი შესაძლოა იყოს 27-დუიმიანი iMac, რომლის გამოშვება მოსალოდნელია 2022 წლის გაზაფხულზე. სავარაუდოდ, ეს იქნება მაღალი წარმადობის მოდელი, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს M1 Pro და M1 Max ჩიპებს, ისევე როგორც ახალ 14- და 16 დუიმიან MacBook Pro-ებში. https://tinyurl.com/nhhs4w5x
  19. 2022 წელს ინვესტორების ინტერესი არსებული კრიპტოპროექტების მიმართ გაგრძელდება, ხოლო ბირჟების ოპერატორები და მონაცემთა პროვაიდერები ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. ასეთი პროგნოზი გააკეთა The Block-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა ლარი ჩერმაკმა. „თუ უკვე არსებობს დაფუძნებული ბირჟა ან მონაცემების გაცვლის ბიზნესი და უბრალოდ ცოტა ფულია საჭირო ზრდისთვის, ამგვარ ორგანიზაციებს პრობლემა არასდროს ექნებათ“ - განაცხადა ანალიტიკოსმა. მისი აზრით, მომავალ წელს ყურადღების ცენტრში მოექცევა მეორე დონის პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე. ამის გარანტი გახდება დეცენტრალიზებული აპლიკაციების არსებობა, რომლებიც L2 გადაწყვეტილებებისთვის შეიქმნა. NFT-ის მიმართ ინტერესის შემცირების მიუხედავად ჩერმაკი თვლის, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას და უფრო გააზრებული გახდება მომდევნო ეტაპზე. „ დიდი ალბათობით, ზოგი პროფილური NFT არ ისარგებლებს დიდი მოთხოვნით მომავალ წელს. თუმცა უფრო კრეატიული და თამაშში არსებული აქტივების მხრივ... ვფიქრობ, რაღაცას ვნახავთ, ”- განაცხადა მან. The Block-ის კვლევითი ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით ჩერმაკმა აღნიშნა, რომ Tesla-ს მიერ Bitcoin-ის შეძენა გახდა მომხმარებლების ინტერესის კატალიზატორი. ამ თემით ბევრი ისეთი ტრადიციული კომპანია დაინტერესდა, რომელთაც არ ჰქონდათ ინვესტიცია ჩადებული კრიპტოვალუტაში. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის Bitcoin. ჩვენ უნდა გავიგოთ მეტი, თუ როგორ მუშაობს ეს ეკოსისტემა, გავიცნოთ DeFi და L2, ″ - გამოკვეთა ჩერმაკმა მათი მოტივები. შეგახსენებთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის შეძენის შემდეგ Tesla-მ თავისი აქტივების ნაწილი გაყიდა. კომპანიამ ასევე შეაჩერა ელექტრომობილების Bitcoin-ში გაყიდვები. მოგვიანებით Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დააანონსა კორპორატიული მერჩის Dogecoin-ზე გაყიდვა. Bloomberg-ის სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებას 2022 წლისთვის პროგნოზირებს. https://tinyurl.com/4hwcnze4
  20. ვებ-გვერდ Videocardz-მა მოიპოვა ცნობები სავაჭრო დაწესებულებების თაროებზე კოდური დასახლება Chagal-ის მქონე AMD Threadripper 5000 PRO პროცესორების გამოსვლის თარიღის შესახებ. ინსაიდერ Disclosuzen-მა ადრე უკვე წარადგინა ზუსტი ცნობები AMD-ს პროდუქტების შესახებ. ამჟამად იგი ამტკიცებს, რომ პროცესორები გაყიდვაში მომავალი წლის 8 მარტიდან გამოვა. მოსალოდნელია ხუთი მოდელის გამოსვლა. ცნობილია მათი სახელწოდებები, მაგრამ არა - ზუსტი მახასიათებლები. უცნობია, იქნება თუ არა PRO მოდელები ახალი თაობის Threadrippper ჩიპებს შორის. სხვა ვარიანტების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. დედა დაფების მწარმოებელი პარტნიორი კომპანიები მიიჩნევენ, რომ Threadripper Zen3 ჩიპები ძალიან გვიან გამოვა. მათ გამოჩენას წელიწადზე მეტია ელოდებიან. ამგვარი შეფერხების მიზეზი შესაძლოა იყოს Zen3+ 6-ნანომეტრიან ჩიპლეტებზე გადასვლა. ამავე მიზეზით სამომავლოდ Vermeer-X პროცესორები შესაძლოა გარდაიქმნას Ryzen 6000-ად, ისევე, როგორც Rembrandt. უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს Threadripper 5000 PRO-ს წარმოებას Zen3 არქიტექტურაზე. დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე კვირის შემდეგ გამოფენა CES 2022-ზე. https://tinyurl.com/2s3r2shz
  21. კომპანია LG-მ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2022-მდე წინასწარ დააანონსა პორტატული კომპიუტერი UltraGear 17G90Q, რომელიც განკუთვნილია გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: LG ლეპტოპს აქვს 17-3-დუიმიანი WQXGA ფორმატის დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი. გამოყენებულია IPS მატრიცა კადრის განახლების სიხშირით 300 ჰერცი და რეაქციის დროით - 1 მილიწამი. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Tiger Lake H სერიის მე-11 თაობის Intel Core პროცესორი. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3080 Max-Q. ლეპტოპი დაკომპლექტებულია სწრაფი SSD-ით, წარმოდგენილია სრული ზომის კლავიატურა განათებით, აგრეთვე 3D DTS:X Ultra აუდიოსისტემა სტერეოდინამიკებით. კვებას უზრუნველყოფს 93 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ლეპტოპის წონა დაახლოებით 2.7 კილოგრამია. მოწყობილობაში წარმოდგენილია გაგრილების ეფექტური სისტემა აორთქლების კამერით. მოწყობილობამ უკვე მიიღო ჯილდო CES 2022 Innovation Award. ბაზარზე მოდელი UltraGear 17G90Q გამოვა მომავალი წლის იანვარში, ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2p8jcb4s
  22. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა ინვესტორებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს Bitcoin-ში არსებულ აქტივებზე დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას - ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg. „შესაძლებელია აიღოთ Bitcoin-ით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი სესხი ხელსაყრელი პირობებით, ან გასცეთ სესხი Bitcoin-ში კონტრაგენტის ნდობის გამოყენებით. ეს მიდგომა შემოსავლის მიღების კარგი წყარო შეიძლება იყოს“ - განაცხადა მან. სეილორის თქმით MicroStrategy-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. პოტენციურ მსესხებლებად მან ბანკები და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დაასახელა. სეილორი დარწმუნებული არ არის ბაზრის მზადყოფნაში იმისთვის, რომ გამოვიდეს Bitcoin-ით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, თუმცა სამომავლოდ ამგვარი შესაძლებლობა დაუშვა. მისი თქმით, კომპანია გააგრძელებს ფასიანი და სასესხო კორპორატიული ქაღალდების გამოშვებას. 9 დეკემბერს MicroStrategy-მ დამატებით შეიძინა დაახლოებით 82.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1434 BTC. ამჟამად კომპანია ფლობს 122 477 BTC-ს, რაზეც დაახლოებით 3.66 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა. ციფრულ ვალუტაში MicroStrategy-ის რეზერვების მოცულობა დაახლოებით 5.75 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. სეილორმა Bitcoin-ს უწოდა „გლობალური სარეზერვო აქტივი“ და დაუშვა, რომ კომპანია კრიპტოვალუტას „სამუდამოდ“ შეინახავს. https://tinyurl.com/yc6hffz5
  23. Bernstein-ის ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით ამჟამად ნახევრადგამტარი კომპონენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარება საავტომობილო ინდუსტრიაში გაუმჯობესებას იწყებს. ეს ცვლილება შესამჩნევია General Motors-ის საწარმოო პლატფორმებზეც კი აშშ-ში, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამერიკული ავტოგიგანტები განიცდიდნენ ჩიპების დეფიციტს ნახევრადგამტარი კომპონენტების ძირითადი საწარმოო ცენტრებიდან დაშორების გამო. GM-ის ქარხნებში უკვე დაიწყო დამატებითი სამუშაო ცვლების დანერგვა, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩიპების მწვავე დეფიციტის არსებობის შემთხვევაში. ფოტოს წყარო: TSMC პროგნოზის ავტორების თქმით, 2022 წელს ჩიპებზე მოთხოვნა კვლავ გადააჭარბებს მიწოდებას და ეს ძირითადად გამოწვეული იქნება მომხმარებლების სურვილით - შეიქმნას კომპონენტების ჭარბი მარაგი კრიზისის მწვავე ფაზაში წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ. საფონდო ბირჟებზე მომავალი წლის ტენდენციებზე თუ ვისაუბრებთ, Bernstein-ის სპეციალისტები მეტასამყაროს შექმნის იდეას მიიჩნევენ NVIDIA-სა და სხვა ისეთი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად, რომელთაც ამ ეკოსისტემის განვითარების შედეგად სარგებლის მიღება შეუძლიათ. https://tinyurl.com/k3v4zuaf
  24. Acer-მა წარადგინა ტრანსფორმერი ლეპტოპი ConceptD 3 Ezel, რომლის ფასი 1700 აშშ დოლარია. ლეპტოპი გასულ წელს გამოსული მოდელის განახლებას წარმოადგენს. მას აქვს მინიმალისტური სტილი და საფირმო მოძრავი სახსარი, რომელიც საშუალებას იძლევა ეკრანი 360 გრადუსით შემოტრიალდეს. ფოტოს წყარო: Acer მოწყობილობა განკუთვნილია გრაფიკული დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის, ამიტომ იგი აღჭურვილია აქტიური სტილუსით. ConceptD 3 Ezel-ს 14-დუიმიანი IPS ეკრანი აქვს Full HD გაფართოებით. დისპლეი უზრუნველყოფილია Adobe RGB ფერთა გამის სრული დაფარვით, მხარდაჭერილია სენსორული მართვა. აპარატული პლატფორმის სახით გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-11800H, ხელმისაწვდომია დისკრეტული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. ლეპტოპს გააჩნია DDR4 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და PCIe ინტერფეისით დაკავშირებული 1-ტერაბაიტიანი SSD. ლეპტოპზე ხელმისაწვდომია ორი პორტი USB 3.2 Type-A, SD ბარათის წამკითხველი, კომბინირებული აუდიოკონექტორი, აგრეთვე HDMI 2.0, Thunderbolt 4 და Mini DisplayPort 1.4. Acer ConceptD 3 Ezel ხელმისაწვდომია მხოლოდ თეთრი ფერის კორპუსით. მისი გაყიდვა ჩინეთში უკვე დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სხვა რეგიონებში. https://tinyurl.com/43tftfeu
  25. კომპანია ConsenSys-მა Mastercard-თან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა გადაწყვეტილება ConsenSys Rollups, რომელიც Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებისთვისაა განკუთვნილი. ახალი ტექნოლოგიის მიზანია გაიზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, აგრეთვე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის და Quorum-ის ბაზაზე არსებული permissioned-სისტემის ჯამური ეფექტურობა. „ConsenSys Rollups არის ინოვაციური მოდულური პროგრამული უზრუნველყოფა ბლოკჩეინზე არსებული permissioned-აპლიკაციებისთვის, იგი ორიენტირებულია მასშტაბირების უზრუნველყოფასა და კონფიდენციალურობის შესაძლებლობებზე. მისი დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ სისტემასთან, რომელიც თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ მანქანასთან“ - ნათქვამია პროექტის ბლოგში. ახალ გადაწყვეტილებაში მოქმედებს ნულოვანი გამჟღავნების დამტკიცების ტექნოლოგია. დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ConsenSys Rollups-ის გამოყენების შედეგად ბლოკჩეინ-სისტემები შეძლებენ წამში 10 ათასამდე ტრანზაქციის დამუშავებას. მათი თქმით, ასეთი მაღალი წარმადობა გზას უხსნის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა CBDC, დეცენტრალიზებული ბირჟები, მიკროგადახდები და კონფიდენციალური ტრანზაქციები. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ConsenSys-მა დახურა 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი, ინვესტორებმა კომპანია 3.2 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/2jkc67t7
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.