Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Huawei-მ დააანონსა 14-დუიმიანი დისპლეის მქონე პორტატული კომპიუტერი MateBook D 14 SE. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, ფაქტობრივი გაყიდვები კი 20 იანვრიდან დაიწყება. ფოტოს წყარო: Huawei მოწყობილობაში გამოყენებულია Full HD ფორმატის ეკრანი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. მატრიცის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 ნიტი, კონტრასტულობა - 800:1. პანელს უკავია ეკრანის ფართობის დაახლოებით 84%. ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. საბაზისო კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i5-1155G7 4 ბირთვით და 8 ნაკადით, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში ტაქტის სიხშირე 4.5 გჰც-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. ხელმისაწვდომია Bluetooth 5.1 და Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac/ax უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები USB 3.2 Gen1, USB 2.0 და USB Type-C, HDMI ინტერფეისი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ნოუთბუქს აქვს განათების მქონე კლავიატურა და დაქტილოსკოპიური სკანერი. მოწყობილობის ზომაა 322,5 × 214,8 × 15,9 მმ, წონა - 1.38 კგ. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ლეპტოპის ფასი დაახლოებით 610 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/mwdpvd7a
  2. 2021 წელს მილიონობით ინვესტორი ყიდულობდა და ყიდიდა ციფრულ ოქროს, ცდილობდნენ თვალყური ედევნებინათ ყველა ტრენდისთვის. Altcoin-ების უზარმაზარი პოპულარობის მიუხედავად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ გამხდარა ახალი ამბების გმირი, პირველი ორი ადგილი Bitcoin-ს და Ethereum-ს ერგო. სწორედ ეს ორი მონეტა აგრძელებს ბაზარზე ლიდერობას. ცხადია, რომ კრიპტოვალუტების იმ მფლობელებმა, რომლებმაც ისინი 2020 წელს ან უფრო ადრე შეიძინეს, შეძლეს თავიანთი კაპიტალის მრავალჯერ გაზრდა, თუმცა საინტერესოა, რამდენად კარგია ან ცუდი მაინერების მდგომარეობა? ცნობილია, რომ მხოლოდ Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინერებმა შეძლეს 40 მლრდ აშშ დოლარის გამომუშავება. ამასთან, პირველ კრიპტოვალუტაზე მოდიოდა 16.7 მლრდ აშშ დოლარი, მეორეზე კი - 23.4 მლრდ აშშ დოლარი. ასე რომ ვიდეო დაფების მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვების მოყვარულები უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მინიმუმ 40%-ით გაუსწრეს კონკურენტებს. სინამდვილეში აქ არ არის გათვალისწინებული მომგებიანობის საკითხი, რადგან ბევრმა მაინინგ აღჭურვილობა იყიდა ჯერ კიდევ ფასის ზრდამდე, თუმცა მაინინგის სირთულის ძლიერი ზრდის გამო თითოეული ცალკეული მაინერის მომგებიანობა არ იყო ისეთი დიდი, როგორც შესაძლებელი ჩანდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Bitcoin-ის ჰეშრეითი უმნიშვნელოდ გაიზარდა - 20-დან 24 ერთეულამდე. Eth-ის ჰეშრეითი კი სამჯერ გაიზარდა - 4-დან 12 ერთეულამდე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯამში საკომისიოს მოცულობა წლის განმავლობაში 83.5%-მდე შემცირდა, თუმცა წლის ბოლოს DeFi და NFT ბაზრების ხარჯზე აირზე გადასახადი მრავალჯერ გაიზარდა. ნოემბერში ჯამურმა თანხამ შეადგინა 3.59 მლრდ აშშ დოლარი, რამაც მაინერებს მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე ბლოკის პირდაპირ მომპოვებლებს. მოცემულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ჰარდფორკ London-ის აქტივაციამ არ უზრუნველყო მოსალოდნელი გაუმჯობესება, რადგანაც საკომისიოები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, რაც Eth-ს განვითარების საშუალებას არ აძლევს. გამოდის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მსხვილი შესყიდვებისთვის, მაგრამ, მაგალითად, კინოთეატრის მარტივი ბილეთის ყიდვა შიბა ინუს მეშვეობით ასჯერ იაფია. კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა კრიპტო ვეშაპების მიერ, რომლებმაც დოლარი ჩადეს კრიპტოვალუტაში. ცნობილია, რომ Eth-ის ქსელში ათმა უმსხვილესმა მისამართმა 25.7 მლნ მონეტა დააგროვა, რაც 86 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ უკვე მრავალი წელია ეს საფულეები სისტემატურად აგროვებენ კრიპტოვალუტას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კრიპტო ვეშაპები არ გაყიდიან Eth-ს. თუმცა Eth-ის რაოდენობა ძირითად ბირჟებზე მორიგ ანტი-რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 3.57 მილიონ მონეტამდე შემცირდა, რაც 12 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მიიჩნევა, რომ ლიკვიდურობის აშკარა გადინება შეიძლება დაკავშირებული იყოს კრიპტო ვეშაპების ქმედებებთან, რომლებსაც სურთ რაც შეიძლება მეტი კრიპტოვალუტის კონსოლიდაცია საკუთარ საფულეზე. https://tinyurl.com/4pmd9zkh
  3. გრაფიკული პროცესორი AMD Navi 24 მობილური წარმომავლობისა და დაბალი ენერგომოხმარების გამო კარგად ერგება კომპაქტური ვიდეო დაფების შექმნას, ამიტომ PowerColor-მა ეს მახასიათებელი გამოიყენა, რათა ბაზარზე გამოეტანა Radeon RX 6500 XT დაფის ვარიანტი Mini-ITX ფორმ-ფაქტორის სისტემებისთვის. ვიდეო დაფის ზომაა 165 х 125 х 40 მმ და გააჩნია ერთადერთი 90-მილიმეტრიანი ქულერი. გაგრილების სისტემის რადიატორს ოთხი სითბური მილი აქვს, ქულერი შესაძლებელია საერთოდ გაჩერდეს გრაფიკული პროცესორის 60 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები არ გახმაურებულა, 4-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება კი 18 გჰც QDR სიხშირეზე ფუნქციონირებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე წარმოდგენილ ვიდეო დაფაზე ჩანს დამატებითი კვების 6-პინიანი ერთადერთი კონექტორი, საიტზე არსებულ აღწერაში კი მითითებულია 8-პინიანი. ვიდეო დაფასთან რეკომენდებულია არანაკლებ 400 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 6500 XT-ის სალტე მხოლოდ 64-ბიტიანია, PCI Express 4.0 ინტერფეისი კი x4 რეჟიმით შემოიფარგლება. კონკრეტული მოდელის უკანა პანელზე მოცემულია სავენტილაციო ჭრილების სივრცე, აგრეთვე პორტები HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. https://tinyurl.com/mvv22mnu
  4. საავტომობილო კომპანია Daymak-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამსაბურავიანი ელექტრომობილი. დამუხტვის პროცესში ავტომობილს კრიპტოვალუტების მოპოვება შეუძლია. Daymak-მა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა ავტომობილ Spiritus-ის გამოშვება. გამოცხადდა, რომ ავტომობილს ექნებოდა საკუთარი მზის პანელები დამუხტვისთვის, რეგენერაციის სისტემა და საკუთარი უსადენო დამტენი მოწყობილობა. ივლისში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალდო ბაიოკიმ განაცხადა, რომ ახალი ავტონომიური ავტომობილი კრიპტოვალუტებს დამუხტვისას მოიპოვებდა. მაშ ასე, ავტომობილი საბოლოო ჯამში გამოვიდა. „ამ ავტომობილის შექმნა ოცნება იყო და მე მოხარული ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს შემიძლია მისი წარდგენა“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა. – „ძალიან ამაღელვებელია ექსპლუატაციისთვის მზა პირველი პროტოტიპის ნახვა და რადგანაც ჩვენ ვაფართოვებთ Daymak-ის გუნდს ახალ დონეზე გადასვლის მიზნით, ამჟამად კიდევ იწყობა სხვა პროტოტიპებიც“. შემოთავაზებული იქნება Spiritus-ის ორი ვერსია: Spiritus deluxe და Spiritus ultimate. საბაზისო ვერსიას შეუძლია 137 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება (85 მილი/სთ) და გააჩნია 290 კილომეტრამდე გავლის მარაგი (180 მილი). მასზე მოწინავე ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს 1.8 წამში და აქვს 482 კილომეტრი გავლის მარაგი (300 მილი). ორივე ვერსია აღჭურვილია სპეციალური ლითიუმ-იონური ბატარეების სისტემა IoniX Pro-თი და ხელოვნური ინტელექტით. Deluxe Spiritus-ის ფასი 19995 აშშ დოლარია, თუმცა მას არ გააჩნია ისეთი დინამიკა, როგორც Ultimate ვერსიას. კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში აპირებს 50 ათასი სამსაბურავიანი Spiritus-ის გამოშვებას კანადის პროვინცია ონტარიოში. კომპანიის მიზანია ასობით სამუშაო ადგილის შექმნა და ამჟამად იგი ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას 425 000 კვადრატული ფუტის ფართობზე ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპანიამ განაცხადა, რომ Spiritus-ის კომერციული წარმოება 2023 წელს დაიწყებოდა. არსებული ინფორმაციით Daymak-ს უკვე 25 ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული ხსენებულ მოდელზე. https://tinyurl.com/2m45mntu
  5. 2022 წელს კრიპტოვალუტების გლობალური მიღება არსებული 5%-დან 20%-მდე გაიზრდება. მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება SocialFi და GameFi სექტორები. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ Fortune-ის ინდური ვერსიის სტატიაში. Binance-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2021 წელი DeFi-ის სფეროში „სწრაფი ინოვაციებით“ აღინიშნა. მან ხაზი გაუსვა ზემოხსენებულ სეგმენტებს და NFT-ებს. Zhao-მ ასევე მიუთითა, რომ DeFi-ში რჩება მთელი რიგი გამოწვევები, განსაკუთრებით კი „დახვეწილი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნაში, ლიკვიდურობისა და კაპიტალის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და რისკისა და უსაფრთხოების მართვაში“. იგი სფეროს განვითარებასთან ერთად ამ საკითხების გადაჭრისთვის საჭირო წინადადებებს ელის. ინდოეთთან დაკავშირებით Zhao-მ აღნიშნა ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ინოვაციებისთვის მიუხედავად აქტივების კლასიფიკაციისა. NASSCOM-ის ანგარიშის თანახმად ქვეყნის კრიპტო ბაზარი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 241 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს და პოტენციურად შექმნის 877 ათას სამუშაო ადგილს. ორგანიზაცია ასევე პროგნოზირებს ციფრული აქტივების საცალო ინვესტორების თანხების შემოდინების ზრდას 2030 წლისთვის 15.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, დღევანდელ 6.6 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. „ინდოეთი სარგებელს ნახავს, რადგან კრიპტოინდუსტრიას შეუძლია უზრუნველყოს დაფინანსების შესაძლებლობები ანტრეპრენერებისთვის, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ინდივიდებისთვის და უფრო ძლიერი მხარდაჭერა ადგილობრივი დეველოპერებისთვის“, - განაცხადა Zhao-მ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის „ლიდერი გახდეს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში“. „გარდა საბანკო და ფინანსური მომსახურებისა, DLT ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს მიწასთან დაკავშირებული გარიგებების, მიწოდების ჯაჭვების, სოფლის მეურნეობის და კორპორატიული მდგრადობის ეფექტურობა“, - განაცხადა Zhao-მ. https://tinyurl.com/y4vtaamp
  6. გამოფენა CES 2022-ზე წარდგენილ იქნა ბევრი საინტერესო პროდუქტი. ერთ-ერთია მონიტორი Acer Predator CG48, რომელმაც, კომპანიის აზრით, უნდა ჩაანაცვლოს ტელევიზორი კონსოლებზე თამაშისას. თუმცა მოწყობილობა აგრეთვე გამოდგება პერსონალური კომპიუტერების გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator CG48-ის ეკრანის დიაგონალი 48 დუიმია. OLED-პანელის გაფართოებაა 4K, კადრის განახლების სიხშირე - 138 ჰერცამდე. მონიტორის კონტრასტულობის კოეფიციენტია 13 000:1 და უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 ფერთა გამას. მხარდაჭერილია HDR10. მონიტორს აქვს AMD FreeSync Premium Pro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მატრიცის რეაგირების დროა 0.1 მილიწამი. მონიტორზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ოთხი USB 3.2 Type-A და ერთი Type-C პორტი. Acer Predator CG48 გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მოწყობილობის ღირებულება 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/ybmax9t9
  7. ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Motorola გამოსაშვებად ამზადებს ახალი თაობის სმარტფონს დრეკადი დისპლეით - ეს გახლავთ კლასიკური დასაკეცი ფორმ-ფაქტორის Razr 3. Motorola Razr 5G ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. გაყიდვაში გამოვა Motorola Razr 3-ის მოდიფიკაციები 6, 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128, 256 და 512 გბ. ცნობილია ძირითადი დრეკადი დისპლეის მახასიათებლებიც: მისი ზომაა 6.7 დუიმი, გაფართოება - 2400 × 1080 პიქსელი. პანელის კადრის განახლების სიხშირე აღწევს 120 ჰერცს. აღჭურვილობაში შევა 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი ორი კამერა 50-მეგაპიქსელიანი OV50A სენსორითა და ულტრაფართოკუთხიანი ბლოკი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ ახალ სმარტფონში რეალიზებული იქნება ულტრაფართოზოლოვანი უსადენო (UWB) ტექნოლოგია. სმარტფონს ექნება NFC კონტროლერი და დამხმარე გარე ეკრანი. https://tinyurl.com/yc3frjdx
  8. On-chain ინდიკატორებისა და დერივატივების ბაზარზე რეკორდულად მაღალი საკრედიტო ბერკეტების კომბინაცია მიუთითებს არასტაბილურობის გაზრდისა და მოკლე პოზიციების ლიკვიდაციის მაღალ ალბათობაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. Bitcoin-ის გაყიდვებმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლო შეხვედრის პროტოკოლის გამოქვეყნებიდან ექვს დღეში გამოიწვია ბაზრის ახალი მონაწილეების აქტივობის შემცირება და მონეტების საშუალო შენახვის პერიოდის ზრდა. 2021 წლის დეკემბრის Hodler Net Position-ის ინდიკატორი მიუთითებს Bitcoin-ის მომწიფების უფრო მაღალ მაჩვენებელზე მათ ხარჯებთან შედარებით. ეს დამახასიათებელია დათვური ბაზრებისთვის საცალო ინვესტორების მსყიდველობითი ინტერესის ნაკლებობით და მფლობელების (ჰოლდერების) დომინირებით. წყარო: Glassnode. სხვა საზომებიც - Value Days Destroyed Multiple და Dormancy Flow - ანალოგიურ სურათს ქმნიდა. როგორც წესი, იგი შეინიშნება მაკროეკონომიკური ვარდნის ტენდენციის შემდეგომ ეტაპებზე, რომელსაც ხშირად თან ახლავს მყიდველების კაპიტულაცია. ანალიტიკოსები ჯერ არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, რომ ინვესტორებმა უკვე განიცადეს მთელი „ტკივილი“ და საბოლოოდ გაჩნდა ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნების წინაპირობები. On-chain ინდიკატორების შედარებითი „სიმშვიდის“ მიუხედავად კრიპტო დერივატივების ბაზარზე აშკარაა სპეკულაციური აქტივობის ნიშნები. უვადო კონტრაქტებისადმი ღია ინტერესმა (OI) მიაღწია რეკორდულ 264.000 BTC-ს. 4 დეკემბრის შემდეგ ინდიკატორი 42%-ით გაიზარდა და გადააჭარბა წინა მაქსიმალურ 258 000 BTC-ს. წყარო: Glassnode. ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით OI-მ მიაღწია 2%-ს, რაც ადრე ღია პოზიციების მოახლოებული შეკუმშვის სიგნალს წარმოადგენდა. ნოემბრის შემდეგ ბაზარზე ჭარბობდა ლონგების ლიკვიდაცია. 2022 წლის დასაწყისში ამ საზომმა მიაღწია 69%-ს - ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2021 წლის მაისის ბაზრის კრახის შემდეგ. ფლობის მხრივ ამჟამად მოკლევადიანი პოზიციები შესაბამის ინდიკატორებთან ერთად მეტყველებს ლოკალური აღმავლობის მაღალ ალბათობაზე. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ აღმავალი ტენდენციის გასაგრძელებლად საჭიროა 45.500 აშშ დოლარიანი დონის გარღვევა. ადრე ეკონომისტმა ალექს კრიუგერმა დაუშვა Bitcoin-ის ფასის 40 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ვარდნა მაღალი ინფლაციის პირობებში. https://tinyurl.com/2p8ayb7t
  9. მიმდინარე თვის ბოლოსთვის კომპანია TEAMGROUP-მა დააანონსა მეხსიერება T-FORCE DELTA TUF Gaming Alliance RGB DDR5-ისა და SSD T-FORCE CARDEA Z440 TUF Gaming Alliance PCIe 4.0 M.2-ის გამოშვება. პროდუქცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება Amazon-ის ჩრდილოეთ ამერიკის მაღაზიაში. ეს ორი პროდუქტი შემუშავდა ASUS TUF Gaming Alliance-თან თანამშრომლობით და მათში თავმოყრილია გეიმინგ-სტილი და პირველი კლასის წარმადობა.   ოპერატიულ მეხსიერება T-FORCE DELTA TUF Gaming Alliance RGB DDR5-ს გააჩნია 120°-იანი ხედვის გაგრილება და კაშკაშა RGB განათება ASUS Aura Sync-ის მხარდაჭერით. პროდუქტის პირველი ვერსია იმუშავებს 5200 მჰც სიხშირეზე და წარმოდგენილი იქნება ორარხიან ნაკრებში ორ 16-გიგაბაიტიან ხაზთან ერთად. SSD T-FORCE CARDEA Z440 TUF Gaming Alliance PCIe 4.0 M.2 აღჭურვილია TEAMGROUP-ის ალუმინის რადიატორის გაუმჯობესებული ვერსიით და სპეციალური გამტარი კონსტრუქციით, რომელიც ტემპერატურას 48%-ით ამცირებს, უზრუნველყოფს წაკითხვის და ჩაწერის უფრო სტაბილურ წარმადობას და საშუალებას იძლევა უკეთ მოგვარდეს დროსელირების პრობლემები სხვა მყარ დისკებთან შედარებით. SSD-ის წაკითხვის სიჩქარეა 5000 მბ/წმ, ჩაწერის - 4400 მბ/წმ-მდე. შესანიშნავი წარმადობის, ასევე PCIe Gen 4x4 და NVMe სტანდარტების მხარდაჭერის შედეგად TUF SSD ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. https://tinyurl.com/mmzx29p4
  10. Xiaomi-მ გასულ წელს გამოუშვა MIX სერიის ორი სმარტფონი. ჯერ გამოვიდა Xiaomi Mi MIX FOLD, კომპანიის პირველი დასაკეცი ფლაგმანი. შემდეგ წარდგენილ იქნა Xiaomi MIX 4 - კომპანიის სადებიუტო სმარტფონი დისპლეიში ჩაშენებული ფრონტალური კამერით. ამჟამად ჩინური კომპანია ახალი თაობის ფლაგმანებზე მუშაობს. ამჯერად MIX-ის ისტორიაში პირველად ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს ერთდროულად ორი მოდელი. საუბარია Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ზე. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ცნობები სამომავლო სიახლეების კამერების შესახებ. ორივე მოწყობილობას ექნება გამოსახულების სამი სენსორი გაფართოებით 48 მპ და ერთი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ბოლო მათგანი განთავსებული იქნება უკანა კამერის ძირითად მოდულში. 48-მეგაპიქსელიანი სამეულიდან პირველი წარმოდგენილი იქნება ულტრაფართოკუთხიან კამერაში, მეორე - ტელეობიექტივში. მესამე 48-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოყენებული იქნება ფრონტალურ კამერაში. Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ს ექნება 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 FPS-ზე და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემის მხარდაჭერა. სმარტფონებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველი - სტანდარტულ მოდელს ექნება ულტრაფართოკუთხიანი კამერა 0,6x მიახლოებით, ხოლო პრო ვერსიას - 0,5x. მეორე - უფროს მოდელს გააჩნია პერისკოპული ტელეობიექტივი 5x ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. სტანდარტულ მოდელში ოპტიკური ზუმი 2x-ს შეადგენს. სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება მობილური 4-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 120-ჰერციანი შუქდიოდური დისპლეი და ოპერაციული სისტემა Android 12 საფირმო MIUI 13-თან ერთად. Xiaomi MIX 5-ისა და Pro ვერსიის პრეზენტაცია მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს. ფასები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მოდიფიკაციის Xiaomi MIX 4 კომპანიამ 780 აშშ დოლარად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ოფიციალურად 600 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://tinyurl.com/m8678h5b
  11. ამოქმედებიდან ერთ კვირაში ციფრული იუანისთვის განკუთვნილი მობილური საფულის საპილოტე ვერსია (e-CNY) ჩინეთში აპლიკაციების მარკეტების რეიტინგის სათავეში მოექცა - წერს SCMP. App Annie-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით App Store-იში ჩამოტვირთვებმა WeChat-ს გადააჭარბა ჩაშენებული მობილური გადახდების მხრივ. შაბათს e-CNY საფულემ ადგილი დაუთმო ვიდეოსერვის Kuaishou-ს. გამომცემლობის მონაცემებით ციფრული იუანის საფულე ასევე ლიდერობდა Xiaomi-ს აპლიკაციების მარკეტში ერთი კვირის განმავლობაში. ჩინეთის ხელისუფლებამ მობილური აპლიკაცია e-CNY 4 იანვარს გაუშვა. მის ჩამოსატვირთად მომხმარებელი ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს ტესტირების რომელიმე ადგილას, რომელთა შორისაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ზონა. ინიციატივის ავტორია ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტების კვლევის ინსტიტუტი. https://tinyurl.com/mr6sjwv3
  12. კომპანია ASUS-მა დააანონსა ორგანულ შუქდიოდებზე დამყარებული მონიტორი ProArt OLED PA16DC, რომელიც განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის, აგრეთვე იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დაკავებულია პროფესიონალურ დონეზე ვიდეომასალების დამუშავებით. ფოტოს წყარო: ASUS მონიტორის ზომა დიაგონალზე 15.6 დუიმია, გაფართოება - 4K - 3840 × 2160 პიქსელი. მხარდაჭერილია HDR და VESA DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაცია. მოწყობილობა კალიბრირებულია ქარხნულად და უზრუნველყოფს ფერთა გამის მაღალ სიზუსტეს - Delta E<1. გამოყენებულია 10-ვატიანი ფერთა გადმოცემა, DCI-P3 გამა კი 100%-ს აღწევს. ხელმისაწვდომია ჩაშენებული ქოლორიმეტრი. მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეეძლებათ დაკალიბრება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, როგორიცაა Light Illusion ColourSpace CMS. აღჭურვილობაშია USB Type-C პორტი, რომელსაც შეუძლია 30 ვატამდე სიმძლავრე მიაწოდოს დაკავშირებულ მოწყობილობას. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ორი HDMI ინტერფეისი და USB ჰაბი. ProArt OLED PA16DC მონიტორის ნაკრებში შედის ორი სხვადასხვა სადგამი და ბლენდი ანარეკლებისგან დაცვისთვის. მოწყობილობის გაყიდვის დაწყების თარიღი და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/y4ee6vnx
  13. ბრენდმა Honor-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი, სახელწოდებით Magic V. მოწყობილობის საორიენტაცო ფასი 2200 აშშ დოლარი იქნება. ფოტოს წყარო: Honor ახალი მოდელი პირველი დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონია, რომელშიც წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი, მათ შორის მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine და ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X65 5G საშუალებას იძლევა აბონენტის მხარეს მონაცემები გადაიცეს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. ფოტოს წყარო: Honor Magic V-ს ძირითადი დისპლეი დამზადებულია წიგნის ფორმის სახით და იკეცება კორპუსის შიდა მიმართულებით. ეს გახლავთ OLED-პანელი ზომით 7.9 დუიმი, გაფართოებით - 2272 × 1984 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია დამატებითი 6.45-დუიმიანი OLED ეკრანი. მისი გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცს. ფოტოს წყარო: Digital Trends ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 42-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით f/2,4. უკანა კამერა მოიცავს სამ 50-მეგაპიქსელიან სენსორს, მათ შორისაა ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკა. დაკეცილი სმარტფონის ზომა 160,4 × 72,7 × 14,3 მმ-ს შეადგენს, გაშლილ მდგომარეობაში - 160,4 × 141,1 × 6,7 მმ-ს. მოწყობილობა 293 გრამს იწონის. Honor Magic V სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, ფლეშ-მეხსიერება კი - 256 ან 512 გბ. კვებას უზრუნველყოფს 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C პორტის მეშვეობით სწრაფი 66-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/2p9fcnyd
  14. PayPal შეისწავლის აშშ დოლარით უზრუნველყოფილი Stablecoin-ის გამოშვების შესაძლებლობას. ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე ფერნანდეს და პონტეს ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, Stablecoin-ის გამოშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადახდო გიგანტი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მარეგულირებელ ორგანოებთან. Bloomberg-ის თანახმად, დეველოპერმა სტივ მოზერმა Stablecoin-ების სექტორში PayPal-ის კვლევების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა iPhone-ისთვის განკუთვნილ, კომპანიის აპლიკაციაში. მისი ინფორმაციით, მონეტას PayPal Coin ეწოდება. წყარო: Bloomberg. PayPal-ის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ აპლიკაციაში ფოტო და კოდი ჰაკათონის შედეგად გამოჩნდა. მისი თქმით პროდუქტის ფინალური ლოგოტიპი, სახელწოდება და ფუნქციები შემუშავების პროცესში შეიცვლება. მარტში PayPal-მა დააანონსა სერვისი Checkout with Crypto, რომელიც აშშ-ის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადასახადები კრიპტოვალუტებით გადაიხადონ. აპრილში კომპანიამ მობილურ სერვის Venmo-ში დაამატა ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა. ივლისში PayPal-მა განაცხადა, რომ დაასრულა საკუთარი კრიპტო საფულის შექმნაზე მუშაობა. აგვისტოში საგადახდო გიგანტმა ციფრულ აქტივებზე წვდომა გაუხსნა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს. https://tinyurl.com/mupjm5w3
  15. მიუხედავად იმისა, რომ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Ryzen 7000 დესკტოპ ჩიპები ბაზარზე წლის მეორე ნახევრამდე არ გამოვა, მათი ინჟინრული ნიმუშები უკვე გამოჩნდა. ამასთან, ისინი გამოყენებული იყო არა კრიპტო მაინინგში, არამედ ფუნქციონირებდნენ ნებაყოფლობითი განაწილებული გამოთვლების ქსელში. ფოტოს წყარო: AMD AMD Family 25 სერიის ორი, არქიტექტურა Zen 4 Raphael-ზე დამყარებული მოდელი აღმოჩენილ იქნა განაწილებულ გამოთვლებთან დაკავშირებულ პროექტ MilkyWay@Home-ის ვებ-გვერდზე, რომლის ფარგლებში მოხალისეების გამომთვლელი მოწყობილობები ხელმისაწვდომია ასტროფიზიკური მონაცემების დამუშავებისთვის. მონაცემთა ბაზა შეიცავს ორი ჩიპის სახელწოდებას სხვადასხვა OPN კოდით (მოდელის მარკირება), ერთია 8-ბირთვიანი და ერთი - 16-ბირთვიანი: AMD Eng Sample: 100-000000665-21_N [Family 25 Model 96 Stepping 0] — 16 ბირთვი / 32 ნაკადი; AMD Eng Sample: 100-000000666-21_N [Family 25 Model 96 Stepping 0] — 8 ბირთვი / 16 ნაკადი. ფოტოს წყარო: videocardz.com მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების აღწერილობაში ერთ-ერთი პოზიცია მითითებულია, როგორც „პროცესორების რაოდენობა“, სინამდვილეში საუბარია არა ბირთვებზე, არამედ ნაკადებზე. მაგალითად, 16-ბირთვიან Ryzen 9 5950X პროცესორზე მონაცემთა ბაზაში მითითებულია 32 „პროცესორი“. პუნქტ „Cache”-ის გასწვრივ ორივე ჩიპზე მონიშნულია 1024 კბ, რაც ორჯერ მეტია Zen 3 Vermeer პროცესორების L2 ქეშის მოცულობასთან შედარებით. ახალი ჩიპების მქონე სისტემები გამომთვლელ ქსელთან ანონიმურადაა დაკავშირებული და სრულიად გაურკვეველია, რა მიზნით მოხდა მათი გამოყენება ზემოთხსენებულ პროექტში, რადგანაც მოხალისეობრივი გამოთვლების პროექტი MilkyWay@Home პლატფორმა BOINC-ზე რთულად შეიძლება საიმედო ბენჩმარკად ჩაითვალოს. ფოტოს წყარო: videocardz.com შეგახსენებთ, რომ AMD Raphael პროცესორების გამოშვება წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ისინი იმუშავებენ სრულიად ახალ AM5 / LGA1718 სოკეტზე DDR5 და PCIe Gen5 მხარდაჭერით. კომპანიამ ასევე პირობა დადო, რომ პლატფორმა AM5 დიდი ხნის განმავლობაში იქნება მხარდაჭერილი - ყოველ შემთხვევაში, არანაკლები დროით, ვიდრე AM4. https://tinyurl.com/4drncrx6
  16. Cadillac-მა გამოფენა CES 2022-ზე წარადგინა ავტომობილის კონცეპტი InnerSpace: პროექტს საფუძვლად დაედო სრულად უპილოტო ავტომობილის იდეა, მის სალონში მყოფი პირები ცალსახად მგზავრები არიან - მართვის ელემენტები წარმოდგენილი არ არის. ფოტოს წყარო: media.cadillac.com Cadillac-ის ინჟინრებისა და დიზაინერების აზრით სრულად უპილოტო მანქანების გამოჩენის პარალელურად სპორტული ორადგილიანი მოდელების ფორმატი სულაც არ ჩაბარდება წარსულს. ფართო სალონში განთავსებულია კომფორტული ორადგილიანი სავარძელი, საქარე მინის ქვემოთ მართვის ინსტრუმენტების ნაკრების ნაცვლად წარმოდგენილია ბორტ-კომპიუტერის მოზრდილი რკალისებრი ეკრანი. საინფორმაციო-გასართობი სისტემა იმართება ოპერაციულ სისტემა GM Ultifi-ს მეშვეობით, რომელიც სისტემის შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს. თუ მგზავრებს არ სურთ ორმაგი სავარძლით სარგებლობა, რომელიც ერთგვარ დივანს მოგვაგონებს, შესაძლებელია ადგილების ერთმანეთისგან ოდნავ დაშორება, რათა დაცული იქნას მათ შორის დისტანცია. ელექტრომობილი Cadillac InnerSpace აგებულია პლატფორმა GM Ultium-ზე, რამაც შესაძლებელი გახადა კვების ელემენტების ეფექტურად განთავსება და სალონში სივრცის გაზრდა. ავტომობილს აქვს ტექნოლოგია SoundComfort-ით დამზადებული საბურავები Goodyear, რომელთა წყალობით შემცირებულია ხმაური მოძრაობისას, სისტემა Sightline კი მძღოლს აწვდის დამატებით ინფორმაციას საბურავებში არსებული წნევის, ტემპერატურისა და დატვირთვის შესახებ. კონცეპტი Cadillac InnerSpace წარმოადგენს კომპლექსურ პროექტ Halo Concept Portfolio-ს ნაწილს, რომლის ფარგლებში ადრე წარდგენილ იქნა ერთადგილიან ელექტრომფრენ PersonalSpace-ისა და მიკროავტობუს SocialSpace-ის კონცეპტები. https://tinyurl.com/yck2w5sn
  17. ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა MicroStrategy-მ შეიძინა კიდევ 1.914 BTC დაახლოებით 94.2 მილიონ აშშ დოლარად, საშუალო შესყიდვის ფასი იყო დაახლოებით 49,229 აშშ დოლარი - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა. ანგარიშის თანახმად გარიგების პროცესი 9-დან 29 დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. ამჟამად MicroStrategy ფლობს 124.391 BTC-ს, რომლის ღირებულება 5.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია მიმდინარე კურსით. მათ შესყიდვაზე კომპანიამ სულ 3.75 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა (საშუალო ფასია 30159 $). MicroStrategy იყო პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც თავისი სააქციო კაპიტალის ნაწილი ციფრულ ოქროში დააბანდა. 2020 წლის აგვისტოში მან შეიძინა 21.454 BTC (~ 250 მილიონი აშშ დოლარი გარიგების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით). MicroStrategy განაგრძობდა კრიპტოვალუტის რეზერვების შექმნას დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად. 2020 წლის დეკემბრიდან კომპანიამ Bitcoin-ის შესაძენად დაიწყო არა მხოლოდ სააქციო კაპიტალის, არამედ ვალის დაფინანსების გამოყენება 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონვერტირებადი ობლიგაციების განთავსებით. 2021 წლის თებერვალში, MicroStrategy-მ გამოუშვა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ტრანში და მოზიდული თანხა კვლავ კრიპტოვალუტაში ჩადო. მთელი წლის განმავლობაში კომპანია განაგრძობდა Bitcoin-ში ინვესტირებას. ყველაზე დიდი შესყიდვები იყო 13.005 BTC 489 მლნ აშშ დოლარად ივლისში და 7.002 BTC 414.4 მილიონ აშშ დოლარად ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში MicroStrategy-მ შეიძინა 1434 BTC დაახლოებით 82.4 მილიონ აშშ დოლარად. მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17.732 BTC-ს (~ 842 მილიონი აშშ დოლარი). კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას არასოდეს გაუყიდია შეძენილი კრიპტოვალუტა. https://tinyurl.com/ym575as4
  18. ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა არა - უსაფუძვლო. რაც უფრო ვუახლოვდებით Intel-ის მომავალი თაობის დისკრეტული ვიდეო დაფების ოფიციალურ გამოშვებას, მით უფრო მეტი მოარული ხმა ჩნდება შემადგენლობისა და რეალური ხელმისაწვდომობის თარიღების შესახებ. მაგალითად, IT Home ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Intel გეიმერებს შესთავაზებს მხოლოდ ორ DG2 დესკტოპ ვიდეო დაფას და არ იქნება გამიზნული ბაზრის ყველაზე მაღალი წარმადობის სეგმენტზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. Intel-ის მარკეტინგული მასალების მიხედვით Arc Alchemist დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერია (ასევე ცნობილი, როგორც DG2) მოიცავს ორ ჩიპს, თუმცა Intel-ის დრაივერების მიხედვით მოდელების რაოდენობა შეიძლება იყოს 32 ერთეული. მიიჩნევა, რომ Intel თავდაპირველად წარადგენს ორ მოდელს: ერთი - 512 მოდულით (EU) და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, მისი წარმადობა GeForce RTX 3070/3070 Ti-ს მსგავსი იქნება, მეორე მათგანს კი ექნება 384 EU და 12 გბ DDR6 მეხსიერება, წარმადობის დონე კი - GeForce RTX 3060/3060 Ti-ს მსგავსი. საშუალო და მაღალი დონის სეგმენტზე ორიენტირება კარგი გზაა ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რადგან ასეთი დაფების გაყიდვების დონე საკმაოდ მაღალია მათი ფასისა და წარმადობის კომბინაციის გათვალისწინებით. თუმცა ენთუზიასტები შეიძლება არ აღფრთოვანდნენ ამ მიდგომით. თავდაპირველად Intel ახალი თაობის გრაფიკული დაფების გამოშვებას იანვარში აპირებდა და პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაც დაიწყო, მაგრამ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია ამჯერად დაფების გამოშვების თარიღად დამდეგი წლის მარტს განიხილავს. თარიღის გადავადება Intel-ს ხელს შეუწყობს განახორციელოს დრაივერების ოპტიმიზაცია და თავიდან აირიდოს Nvidia-ს ახალი გრაფიკული პროცესორებისგან კონკურენცია, რომლებიც იანვარში გამოვა. ლეპტოპებისთვის Intel გამოუშვებს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს 128 შემსრულებელი მოდულით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 2050-ის დონის წარმადობა. Intel არაოფიციალურ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. სავარაუდოდ კომპანია DG2 სერიის გრაფიკულ პროცესორებზე გამოფენა CES 2022-ზე ისაუბრებს. https://tinyurl.com/yrynhr5b
  19. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კომპანია აპირებს შექმნას ადამიანისმაგვარი რობოტის ქმედითუნარიანი პროტოტიპი მომავალი წლის ბოლომდე. თუკი ადრე აქცენტი კეთდებოდა ასეთი რობოტების მიერ რუტინული ოპერაციების შესრულებაზე, ამჯერად მასკმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში თითოეული რობოტი შეძლებს შეიძინოს უნიკალური პიროვნული თვისებები და გახდეს კარგი კომპანიონი თავისი მფლობელისთვის. ფოტოს წყარო: Tesla მანამდე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიის ის ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლებიც მძღოლის აქტიური დამხმარე სისტემების შექმნისას გამოიყენება, შესაძლებელია ანალოგიური წარმატებით იქნას გამოყენებული ადამიანისმაგვარ რობოტ Bot-ის მართვაში. მათი სერიული წარმოება დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიწყოს Tesla-ს ტეხასში არსებულ ქარხნებში ახალი შტაბ-ბინის სიახლოვეს. კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ არ არის მზად ასეთი რობოტების მასობრივი წარმოების დაწყების თარიღის დასახელებისთვის, თუმცა "ღირსეული დონის" პროტოტიპი მომავალი წლის ბოლოს გამოვა. „დროთა განმავლობაში რობოტი შეძლებს უნიკალური პიროვნული თვისებების შეძენას. ყველა რობოტი არ იქნება ერთნაირი. თითოეული მათგანის პიროვნება განვითარდება მფლობელთან საუკეთესო ადაპტაციისთვის, თუკი ასე შეიძლება ითქვას“ - განაცხადა მასკმა ინტერვიუში. ინტერვიუს წამყვანმა თავის მხრივ დაამატა, რომ რობოტების მსგავსი ადაპტაცია ადამიანებს მარტოსულობასთან გამკლავებაში დაეხმარება. მასკმა მომავალი რობოტები შეადარა “Star Wars“-ის ცნობილ პერსონაჟებს - C3PO და R2D2 რობოტებს. https://tinyurl.com/2s6jmbxx
  20. პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებები კვლავ უკიდურეს არასტაბილურობას აფიქსირებს: Ethereum ვერაფრით ახერხებს 4 ათას აშშ დოლარს ზემოთ გამყარებას. ამ მდგომარეობის ფონზე აქტივის მსხვილმა მფლობელებმა თანდათან დაკარგეს რწმენა მისი „უღრუბლო მომავლის“ მიმართ და დაიწყეს Ethereum-ის გაყიდვა. Glassnode-ის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ბოლო კვირის განმავლობაში 6292-მდე შემცირდა იმ მსხვილი კრიპტო ინვესტორების რაოდენობა, რომელთაც ანგარიშებზე ათასზე მეტი Eth ჰქონდათ. Glassnode-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისში მსხვილი მფლობელების რიცხვი 7239-ს შეადგენდა. აქტივის გაყიდვებმა გამოიწვია ციფრული მონეტის კურსის შემცირება 3800 აშშ დოლარამდე. ანალოგიური ვითარებაა კრიპტოვალუტის ბაზრის ფლაგმან Bitcoin-თან მიმართებაში. პირველი ციფრული ვალუტის ფასი 48 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია ზოგადი პესიმისტური განწყობით ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე. ამ დროისთვის ინვესტორებს აშინებს ფედერალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრება, რაც მათ აიძულებს აქტიურად მოიცილონ თავიდან რისკიანი აქტივები. https://tinyurl.com/5k6xu86n
  21. Xiaomi-მ 2021 წელი დახურა ფართომასშტაბიანი ანონსით, რომელშიც წარმოადგინა სმარტ-საათი, სრულად უსადენო ყურსასმენი, პროგრამული უზრუნველყოფა MIUI-ს მეხუთე ვერსია, პლანშეტის ახალი მოდიფიკაცია, დასაკეცი სმარტფონის სასაჩუქრე გამოცემა და ახალი თაობის სამი ფლაგმანი. Xiaomi 12, Xiaomi 12X და Xiaomi 12 Pro პრეზენტაციის მთავარი სიახლეებია. ყველა მათგანი ბაზარზე გამოვა დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა MIUI 13-ით. რაც შეეხება სასაჩუქრე გამოცემა Xiaomi MIX FOLD-ს - დასაკეცი სმარტფონი გამოვიდა ლიმიტირებული ვერსიის სახით დამდეგი ვეფხვის წელის პატივსაცემად. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით რაიმე განსხვავება გათვალისწინებული არ არის, თუ არ ჩავთვლით 256 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის არარსებობას. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება სადღესასწაულო შეფუთვით, რომელშიც ფლაგმანის გარდა მომხმარებლები იხილავენ სრულად უსადენო ყურსასმენ Xiaomi True Wireless Earbuds 3 Pro-ს. Xiaomi MIX FOLD-ის ფასი 1400 აშშ დოლარია, რაც 150 აშშ დოლარით ნაკლებია საბაზისო მოდიფიკაციის ორიგინალ სმარტფონთან შედარებით და 600 აშშ დოლარით იაფია მოწინავე ვერსიაზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა. სმარტფონს აქვს 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. TWS-ყურსასმენის სახელწოდებაა Xiaomi True Wireless Earphones 3. მას გააჩნია ხმის ჩახშობის ადაპტირებული სისტემა, რომლის ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებულია სამი მიკროფონი. ხმაურის მინიმალური დონეა 40 დბ. მხარდაჭერილია HiFi Audio, სწრაფი მართვისთვის კი თითოეულ დამოუკიდებელ მოდულზე განთავსებულია სენსორული პანელები. კომპანიის განცხადებით, ყურსასმენს ქეისთან ერთად დამუხტვის გარეშე შეუძლია 32 საათამდე იმუშაოს. მისი სარეკომენდაციო ფასი 70 აშშ დოლარია. კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა პლანშეტი Xiaomi Pad 5 Pro. ორიგინალი მოდელი გამოვიდა მიმდინარე წლის აგვისტოში, მაგრამ ბაზარზე გამოჩნდა მხოლოდ 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ამჯერად მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 8/256 გბ მეხსიერების მქონე ვარიანტი. პლანშეტის სხვა მახასიათებლები უცვლელი დარჩა. მასში წარმოდგენილია 11-დუიმიანი IPS დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით, ასევე მობილური პროცესორი Snapdragon 870, 8600 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. მითითებული არ არის, აქვს თუ არა ამ ვარიანტს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. Xiaomi Pad 5 Pro-ს ტოპ-ვერსიის ფასი 470 აშშ დოლარს შეადგენს. პლანშეტთან ერთად შესაძლებელია კლავიატურის მქონე დამცავი ქეისის შეძენა, რომლის ფასი 65 აშშ დოლარია. კომპანიის ახალი სმარტ-საათის სახელწოდებაა Xiaomi Watch S1. მას აქვს საფირონის მინა და ტყავის სამაჯური. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და აქვს 5 ATM სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან. სმარტ-საათს აქვს 1.43-დუიმიანი AMOLED დისპლეი 466 x 466 პიქსელი გაფართოებით. წარმოდგენილია სენსორები, რომლებიც ზომავენ სისხლში ჟანგბადის დონეს და განსაზღვრავენ გულისცემას. 470 მა/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 12 დღემდე სამუშაო ხანგრძლივობას. ხელმისაწვდომია ასევე NFC და GPS. Xiaomi Watch S1-ის ფასი 200 აშშ დოლარია. გაყიდვაში აგრეთვე გამოვა სილიკონის სამაჯურის მქონე ვერსიაც, რომლის ფასი 15 აშშ დოლარით ნაკლები იქნება. სმარტ-საათი ბაზარზე გამოჩნდება მომდევნო თვის პირველ რიცხვებში. და ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. MIUI 13 firmware განკუთვნილია სმარტფონებისთვის, ხოლო MIUI 13 Pad ხელმისაწვდომია პლანშეტებისთვის. იგი უზრუნველყოფს მთელ რიგ ოპტიმიზაციას და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფანჯარა გადააადგილოს ისე, როგორც დესკტოპ კომპიუტერში. Xiaomi-მ აგრეთვე წარადგინა MIUI FOLD ქეისები დასაკეც მოდელ Xiaomi MIX FOLD-ისთვის, ასევე MIUI TV - სმარტ-ტელევიზორებისთვის და MIUI Home - სმარტ-დისპლეებისთვის. პირველი ორი მათგანის შესახებ ცნობილი არაფერია. ბოლო მათგანი კი სმარტ-ეკრანებს აქცევს სმარტ-სახლის მოწყობილობების სრულფასოვან საკონტროლო ცენტრად. https://tinyurl.com/6s2y8xfe
  22. პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში შეერთებულ შტატებთან მძაფრი კონკურენციის გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცდილობს მოძებნოს ტექნიკური განვითარების ის სფეროები, რომლებშიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახერხებს კონკურენტის უკან ჩამოტოვებას. მომდევნო ოთხი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკმაოდ მკაფიოდ არის დასახული: ჩინეთმა უნდა გაზარდოს რობოტექნიკის ინდუსტრიის ბრუნვა ყოველწლიურად 20%-ით, ამასთან შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე. ფოტოს წყარო: Pixabay 2020 წელს, როგორც Nikkei Asian Review განმარტავს, ჩინური რობოტექნიკის ინდუსტრიას ჰქონდა 15.7 მლრდ აშშ დოლარიანი ბრუნვა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ის კვლავ ჩამორჩება მსოფლიოს ლიდერებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის ხელისუფლება მზადაა წაახალისოს ადგილობრივი რობოტექნიკის ბაზრის რესტრუქტურიზაცია, ასევე ფინანსურად მხარი დაუჭიროს განვითარებას, რომელიც მიმართულია ახალი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შექმნისკენ. ეტაპობრივად თანდათან გაიზრდება საჭირო კომპონენტების მიწოდების არხების მრავალფეროვნება, რადგან ეს მიდგომა შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე დამოკიდებულების ხარისხს. სამრეწველო ავტომატიზაცის სფეროში ჩინეთის ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კომპანიებისთვის რობოტების შექმნაზე საავტომობილო, კოსმოსური, ტრანსპორტისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის სექტორებში. მშენებლობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და მედიცინა ასევე არ დარჩება უყურადღებოდ ჩინური რობოტექნიკის მწარმოებლების მხრიდან. როგორც ცნობილია, რობოტები შეიქმნება იმავდროულად საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და მასობრივ პროტესტებთან საბრძოლველად. https://tinyurl.com/yckpj6ks
  23. Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის მარშალეკმა CoinMarketCap გააკრიტიკა ვაჭრობის მოცულობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით. „შობას ვულოცავ CoinMarketCap-ის გუნდს, რომელმაც მათ ცუდად ფორმულირებულ ტვიტზე პასუხის გაცემიდან ერთი კვირის შემდეგ თვითნებურად შეამცირა ჩვენი საფონდო რეიტინგი მე-14 ადგილამდე. CoinGecko-ზე ჩვენ ვიმყოფებით მეორე-მესამე პოზიციაზე, ასე რომ თქვენ იცით, სად უნდა მოძებნოთ რეალური და ბაზრის ნეიტრალური მონაცემები, ”- განაცხადა მარშალეკმა. სტატიის წერის მომენტში სერვისი Crypto.com-ზე მე-15 ადგილზე იმყოფება ვაჭრობის მოცულობის მიხედვით. წყარო: CoinMarketCap. CoinGecko-ს თანახმად, ბირჟა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. წყარო: CoinGecko. ტვიტი, რომელსაც მარშალეკი ეხება, სავარაუდოდ 15 დეკემბრით თარიღდება. CoinMarketCap-ის გუნდმა საუბრისას იხუმრა, რომ შესაძლოა Forbes-ის ინტერვიუს გაუქმება მოუწევდათ. ამავდროულად, სერვისმა აღიარა გაუმართაობის არსებობა. „ჩვენთვის არაფრის თქმა არ გჭირდებათ - ჩვენ უკვე ვმუშაობთ CoinMarketCap-ის არასანდო ფასის ნაკადის ამოღებაზე ჩვენი პროდუქტიდან“, - საპასუხოდ განაცხადა Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 2020 წელს სერვისი Bitcoin-ბირჟა Binance-მა შეიძინა. 2020 წლის ივლისში CoinMarketCap-მა კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით DeFi-ტოკენების რეიტინგის სათავეში განათავსა Binance Coin. სოციალურ მედიაში წამოჭრილი კრიტიკის შემდეგ სერვისმა ტოკენი ჩამონათვალიდან მიზეზის ახსნის გარეშე წაშალა. https://tinyurl.com/2p8mr9h4
  24. გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სათამაშო კონსოლები აღმოჩნდა Nintendo Switch და PlayStation 5 - გვაცნობებს რესურსი WCCFTech GamesIndustry-ს ცნობებზე დაყრდნობით. Nintendo Switch პოპულარული იყო ევროპის უმეტეს ქვეყანაში, PS5 ლიდერობს დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ფინეთსა და დანიაში. თამაშებს შორის ყველაზე გაყიდვადი თამაში აღმოჩნდა FIFA 22, რომელმაც უკან ჩამოიტოვა შარშანდელი FIFA 21. დიდ იმედებს და მოლოდინს ამყარებდნენ Metroid Dread-ზე, მაგრამ იგი გაყიდვებში მხოლოდ 23-ე ადგილზე მოხვდა New Pokémon Snap-ის შემდეგ. ტოპ-ათეულში მხოლოდ ორი ახალი თამაში მოხვდა: Call of Duty: Vanguard და Super Mario 3D World + Bowser's Fury. Pokémon Brilliant Diamond / Shining Pearl-იც მოხვდებოდა, ერთი თამაში რომ ყოფილიყო. Far Cry ათეულში ვერ მოხვდა. ევროპაში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი თანხა გადაიხადეს Farming Simulator 22-ში, ვიდრე Skywards Sword HD-ში, Ratchet & Clank Rift Apart-ში, Monster Hunter Rise-ში, Forza Horizon 5-სა და Guardians of the Galaxy-ში. რაც შეეხება PS5-სთვის განკუთვნილ თამაშებს, Spider-Man: Miles Morales მე-2 ადგილზეა დაუმარცხებელი FIFA 22-ის შემდეგ. Capcom-ის Resident Evil Village მე-5 ადგილზეა. Spider-Man: Miles Morales წარმოდგენილი იყო გასულ წელს PS5-თან ერთად და მას შემდეგ კარგად იყიდება. https://tinyurl.com/4humj7np
  25. ამჟამად Lenovo დაკავებულია მთელი რიგი გეიმინგ პროდუქტების მზადებით, რომელთა შორისაა სმარტფონი Legion Y90, პლანშეტი Legion Y700 და ლეპტოპი Legion 9000P. გარდა ამისა, კომპანიის კუთვნილი მობილური ქვეგანყოფილება Motorola მუშაობს მესამე თაობის დასაკეც სმარტფონ RAZR-ზე. ამჯერად ინტერნეტში ასევე გავრცელდა ThinkBook-სერიის სამომავლო პროფესიონალური ლეპტოპის ხარისხიანი რენდერები, რომელიც კონკურენტებისგან დიდი დამატებითი ეკრანით გამოირჩევა. ფოტოს წყარო: Evleaks ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი რენდერები ასახავს დიდი ზომის, მაგრამ ამავე დროს თხელ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს Windows 11-ზე. გამორჩეული თვისება, რომელიც კომპიუტერს დადებითად განასხვავებს კონკურენტი მოწყობილობებისგან, იქნება ქვედა ნაწილში ჩაშენებული მოზრდილი სენსორული ეკრანი, რომელზეც მხარდაჭერილია აქტიური სტილუსით მუშაობა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ამ დისპლეის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატებითი მენიუს ან ინსტრუმენტების პანელის ასახვისთვის, აგრეთვ სამუშაო სივრცის გაფართოებისთვის, მაგალითად, გრაფიკულ რედაქტორებში. მიიჩნევა, რომ აქტიური სტილუსი, რომელიც დამატებით ეკრანზე გამოიყენება, ლეპტოპთან ერთად იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჯერ უცნობია ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ მას მძლავრი აპარატული პლატფორმა ექნება. რენდერების თანახმად, 17-დუიმიან ThinkBook-ს ექნება ორი პორტი USB Type-C, ორი USB Type-A, ერთი HDMI, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Harman Kardon-ის დინამიკები. დიდი ალბათობით, Lenovo ახალ ლეპტოპს ვირტუალურ გამოფენა CES 2022-ზე წარადგენს, მასში ფიზიკურ მონაწილეობას კომპანია კორონავირუსის საფრთხის გამო არ მიიღებს. https://tinyurl.com/24zkb39n
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.