Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5902
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. მოწყობილობას აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი, რისი წყალობით გამოსახულება უწყვეტია დინამიურ შუთერებშიც კი. 720-ჰერციანი რეაქციის დროის შედეგად სენსორი მომენტალურად რეაგირებს შეხებაზე. ეკრანს აქვს HDR10+ სტანდარტისა და MEMC (Motion Estimation, Motion Compensation) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს გამოტოვებული კადრების ფორმირებას და აგვარებს გამოსახულების ხარვეზებს. კორპუსზე მოცემულია სპეციალური მექანიკური ტრიგერები, რომლებიც სპეციალური სლაიდერების მეშვეობით გამოდის და მომხმარებელს ხელს არ უშლის სმარტფონის სტანდარტული სახით გამოყენებისას. მათი გამოყენება შესაძლებელია პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაძლებელია დაპროგრამება საჭირო ფუნქციებზე სწრაფი წვდომის მისაღებად. გეიმინგ სმარტფონის ინტერფეისების ნაკრებში შედის Wi-Fi 6, Bluetooth 5.0 და NFC მოდულები, ასევე კლასიკური 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენისთვის. რვაბირთვიანი Snapdragon 888 ჩიპის სიმძლავრე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება საკმარისი კომფორტული გეიმინგისთვის. კიდევ დიდხანს არ ჩაითვლება მოძველებულად სწრაფი ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, გაგრილების ორკომპონენტიანი სისტემა კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს არ იღელვოს გაჯეტის გადახურებაზე. ფლეშ-მეხსიერების სახით გამოყენებულია UFS 3.1-ისა და SSD-ის ჰიბრიდი - შედეგად უზრუნველყოფილია ყველაზე მაღალი მოთხოვნილების მქონე თამაშების სწრაფი დაინსტალირება და ჩატვირთვა. სმარტფონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით მოწყობილობა ნულიდან 50%-მდე მხოლოდ 5 წუთში იმუხტება, 100%-ზე კი - 25 წუთში. გაჯეტს გააჩნია მძლავრი სტერეოდინამიკები და 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, დამატებითი 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი სენსორი და მაკროობიექტივი. https://tinyurl.com/3b6d9dp8
  2. ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ MicroStrategy-ის კოტირებები წლიურ მინიმუმამდე შემცირდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული წერილისა და პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ფონზე. 21 იანვარს MicroStrategy-ის ფასიანმა ქაღალდებმა (MSTR) სავაჭრო სესია 376 აშშ დოლარიან ნიშნულზე დახურა. ფასის ვარდნამ დღე-ღამის განმავლობაში 17.8% შეადგინა. MSTR აქციების გრაფიკი ბირჟა Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. 2021 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 20 იანვარს, SEC-მა შენიშვნა გააკეთა MicroStrategy-სთან მიმართებაში კვარტალური პერიოდისთვის განკუთვნილ ფორმა 10-Q-სთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. Bloomberg Tax-ის თანახმად, ზოგადად მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებს (GAAP) აშშ-ში არ აქვთ შემოთავაზებული წესები ციფრული აქტივების ღირებულების ანგარიშგების შესახებ. ამერიკის CPA ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ იქნა კრიპტოვალუტის კლასიფიკაცია არამატერიალურ აქტივად. რეკომენდაციის თანახმად კომპანიამ უნდა დააკორექტიროს Bitcoin-ის ღირებულება საკუთარ ბალანსზე, როდესაც მისი ფასი იკლებს, მაგრამ არ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები აქტივის კოტირებების გაზრდისას. MicroStrategy-მა ინვესტორებს აჩვენა, თუ როგორი იქნებოდა კომპანიის მოგება, თუ მას არ მოუწევდა კორექტირების გაკეთება GAAP-ის შესაბამისად - ეს იყო 18.6 მლნ აშშ დოლარი 36.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წმინდა ზარალის წინააღმდეგ. ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა განუცხადა SEC-ს, რომ იგი ასეთ ზომებს იყენებს ინვესტორებისთვის ფინანსების შესახებ სრული სურათის წარმოდგენის მიზნით. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ გააპროტესტა კორექტირება და დაავალა კომპანიას ამოეღო იგი მომავალი დოკუმენტებიდან. 16 დეკემბრით დათარიღებულ წერილში MicroStrategy პირობა დადო, რომ მოთხოვნას შეასრულებდა. Bitcoin Treasuries-ის თანახმად ამჟამად კომპანია ფლობს 124,391 BTC-ს რომელთა ღირებულებაა დაახლოებით 4.45 მლრდ აშშ დოლარი, შესყიდვის ფასის მიხედვით კი დაახლოებით 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. MicroStrategy პირველი საჯარო კომპანიაა, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილის ციფრულ ოქროში ინვესტირება მოახდინა. 2020 წლის აგვისტოში ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა შეიძინა 21,454 BTC (~ 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები ტრანზაქციის დროს არსებული გაცვლითი კურსით). 22 იანვარს Bitcoin-ის ფასი გარკვეულ მომენტში 34 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სტატიის წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 35700 აშშ დოლარად იყიდება. CoinGecko-ს მიხედვით აქტივის კაპიტალიზაცია 678 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. MicroStrategy-ის ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17,732 BTC-ს (დაახლოებით 635 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ამჟამინდელი კურსით). მიმდინარე თვეში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება Bitcoin-ის ყიდვისა და შენახვის სტრატეგიისადმი, მიუხედავად ისტორიული მაქსიმუმიდან მისი ფასის 40%-იანი ვარდნისა. https://tinyurl.com/yx8t84b6
  3. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით დასრულდა იმ კომპანიების აქციების ფასის ხელსაყრელი დინამიკის პერიოდი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დისტანციური მუშაობის ორგანიზებასთან. მეორე მხრივ, ახალი წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება ქლაუდ-ინფრასტრუქტურასთან, კიბერუსაფრთხოებასა და ნახევრადგამტარი კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ბოლოს ნახსენებ შემთხვევაში Wedbush-ის სპეციალისტები გამოარჩევენ NVIDIA-სა და Marvell-ის აქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-მ მოახერხა ბიზნესის საკმარისად დივერსიფიცირება, რათა ისარგებლოს ბაზრის პოზიტიური დინამიკით სერვერების სეგმენტში. ამავე მიზეზით მისი აქციები კარგ მდგომარეობაში იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეიმინგ კომპონენტებზე მოთხოვნა მიმდინარე წელს ოდნავ შემცირდება. თუმცა Wedbush-ის პროგნოზში ასეთი სცენარი ნახსენები არ არის. მოსალოდნელია, რომ Microsoft-ისა და Amazon-ის აქციების ფასი კიდევ გაიზრდება ქლაუდ-ინფრასტრუქტურაზე არსებული სტაბილური მოთხოვნის ფონზე - თვლიან ანალიტიკური ჩანაწერის ავტორები. https://tinyurl.com/24jmuc7d
  4. გამოჩნდა პირველადი ინფორმაცია Ethereum-ის მაინინგში GeForce RTX 3050 ვიდეო დაფის წარმადობის შესახებ. ინფორმაცია პორტალ VideoCardz-ს მიაწოდა ერთ-ერთმა ჩინურმა წყარომ. როგორც აღმოჩნდა, ვიდეო დაფას გააჩნია ალგორითმი Lite Hash Rate, რომელიც ამაჩქარებლის ჰეშრეითს თითქმის ნახევრამდე ამცირებს. ფოტოს წყარო: NVIDIA წყარო მიუთითებს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესის დაწყებისას ვიდეო დაფა GeForce RTX 3050 აფიქსირებს დაახლოებით 20 მჰეშ/წმ-ს, თუმცა რამდენიმე წამში იგი 12.5 მჰეშ/წამამდე მცირდება. ამასთან, ამაჩქარებელი 73 ვატ ენერგიას მოიხმარს. ანალოგიური შედეგები წარადგინა ინსაიდერ @wxnod-მა. მის შემთხვევაში ენერგომოხმარებისა და მეხსიერების სიხშირის ოპტიმიზაციის შემდეგ ვიდეო დაფამ დააფიქსირა 13 მჰეშ/წმ 57-ვატიანი TDP-ის პირობებში. ფოტოს წყარო: @wnxod ვიდეო დაფა სარეკომენდაციო ფასით 250 აშშ დოლარი ჰეშრეითის ხსენებული დონის პირობებში საკუთარ ფასს დაახლოებით 500 დღეში ამოიღებს. თუმცა ვიდეო დაფის რეალური ფასი დიდი ალბათობით უფრო მაღალი იქნება და მაგალითად 350 აშშ დოლარის ღირებულების შემთხვევაში საკუთარი ფასის გამოსყიდვისთვის მას 700 დღე დასჭირდება. Ethereum-ის მოპოვების ნაკლებად ენერგოინტენსიურ მოდელ Proof-of-Stake-ზე მოსალოდნელი გადასვლის გათვალისწინებით მაინერებისთვის აზრი არ ექნება GeForce RTX 3050-ში ინვესტირებას, ასე რომ გეიმერებს შეუძლიათ ახალი დაფისთვის მოემზადონ. https://tinyurl.com/mrk38azd
  5. Meta მუშაობს პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან, გაყიდონ და მოახდინონ NFT-ების დემონსტრირება. სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდები ამზადებენ ფუნქციას, რომლის მეშვეობით მომხმარებლები თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნებენ საკუთარ NFT-ებს. ფოტოს წყარო: FT montage/Getty Images ამ საკითხში გაცნობიერებული პირები აგრეთვე აცხადებენ, რომ Meta შეიმუშავებს ინსტრუმენტებს NFT-ების შესაქმნელად. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია ასევე გეგმავს გახსნას საკუთარი NFT-ები ბაზარი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ან გაყიდონ ციფრული ხელოვნების და კოლექციონირების საგნები. NFT-ის სფეროში Meta-ს ყველანაირი ძალისხმევა ადრეულ სტადიაშია და კომპანიის გეგმები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა კომპანიის NFT-ისადმი ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან მისი პოპულარობა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, რამაც დაახლოებით 40 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბაზრის ფორმირება განაპირობა. ამ მიმართულებით დომინანტმა პლატფორმა OpenSea-მ, რომელიც NFT ტრანზაქციებიდან 2.5%-ს იღებს, მიმდინარე თვეში გამოიმუშავა 300 მლნ აშშ დოლარი, თავად პლატფორმა კი 13 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ექვსი თვის წინ ბაზარი 100 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარად ფასდებოდა. კრიპტო ბირჟა Coinbase იწყებს საკუთარი NFT ბაზრის ამოქმედებას. Twitter ტესტავს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების დემონსტრირების შესაძლებლობას, ხოლო Reddit-მა NFT ავატარების საკუთარი კოლექცია გამოაქვეყნა. Meta-ს ინტერესი NFT-ის სფეროში მოყვა კომპანიის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის შარშანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ NFT ერთ დღესაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მათ მიერ შექმნილ მეტასამყაროში ციფრული პროდუქტების მხარდასაჭერად. Meta-ს გეგმები ციფრულ მხატვრებსაც დაეხმარება თავიანთი პროდუქციის მონეტიზაციაში. Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ დეკემბერში განაცხადა, რომ იგი აქტიურად შეისწავლის NFT-ს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროვებია. თუმცა ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ Instagram ამჟამად ატარებს NFT-ის დემონსტრირების შიდა ტესტირებას. ცნობილია, რომ Instagram-ის NFT-პროექტს ამჟამად ხელმძღვანელობს Stephane Kasriel, იგი Meta-ს საგადახდო სერვისებისა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელია. როგორც ამბობენ, კრიპტო საფულე Meta Novi, რომელიც გასული წლის ოქტომბერში საპილოტე პროექტის სახით გამოვიდა, დიდ როლს შეასრულებს კომპანიის NFT-ებთან დაკავშირებულ გეგმებში. Meta ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს NFT სფეროში მუშაობასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2p98uven
  6. Xiaomi მზად არის მსოფლიო ბაზარზე გამოუშვას Redmi Note 11 Pro სერიის მოწყობილობები. სმარტფონების ხაზი სამი მოწყობილობისგან შედგება, ესენია Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro 5G. გლობალური ვერსია ნომრით 2201116SC შენიშნულ იქნა სერტიფიკაციების ვებ-გვერდ TENAA-ზე, ჩინეთში. რადგანაც Redmi Note 11 Pro 5G პროცესორით MediaTek Dimensity 920 და ნომრით 21091116 ჩინეთში უკვე გამოსულია, ეს სმარტფონი ჩინურ ბაზარზე შესაძლოა სხვა ბრენდის სახელით გამოვიდეს. მასთან დაკავშირებით პოპულარულმა ჩინელმა ინფორმატორმა Weibo-ზე გააზიარა მოწყობილობის მახასიათებლები. Redmi Note 11 Pro 5G სმარტფონის გლობალურ ვარიანტს ექნება 6.6-დუიმიანი Full HD+ AMOLED დისპლეი. მოწყობილობაში მოცემული იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 690 და წარმოდგენილი იქნება 6 და 8 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერების კონფიგურაციები. ყველა მოდელს ექნება 128 გბ UFS 2.2 მეხსიერების სანახი სივრცე. ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფოტოგადაღების შესაძლებლობებს რაც შეეხება, Redmi Note 11 Pro-ს ექნება 108-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი, აგრეთვე 8- და 2-მეგაპიქსელიანი მოდულები. სავარაუდოდ, 8-მეგაპიქსელიანი სენსორი იმუშავებს, როგორც სუპერფართოკუთხიანი ობიექტივი. სელფი კამერა 16-მეგაპიქსელიანი იქნება. სმარტფონი იმუშავებს Android 11-ზე საფირმო MIUI 13-თან ერთად. https://tinyurl.com/37jx5ww7
  7. ჰიუსტონში (ტახასში) დაფუძნებული კომპანია Axiom Space, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ პირველ კერძო ექსპედიცია Ax-1-ის გაშვებას 21 თებერვალს აპირებდა, იძულებულია ფრენა ერთი თვით გადადოს. წყარო: NASA NASA-მ განაცხადა: „Axiom Mission 1, პირველი კერძო ექსპედიცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ამჯერად 31 მარტს უნდა გაემართოს კოსმოსური ხომალდის დამატებითი მომზადებისა და კოსმოსური სადგურისკენ არსებული ტრაფიკის გათვალისწინებით“. მანამდე Ax-1 მისია 21 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, ხოლო გასული წლის დეკემბერში NASA-მ დაამტკიცა კიდევ ერთი ექსპედიცია Ax-2, რომელიც უნდა განხორციელდეს 2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდში. ორივე შემთხვევაში ექსპედიციის მეთაურები იქნებიან გამოცდილი ასტრონავტები, რომლებიც ადრე NASA-ში მუშაობდნენ. გეგმის თანახმად ეკიპაჟი შემდგარი იქნება ოთხი ადამიანისგან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ, იმუშავებენ ასტრონავტებთან ერთად, რომელთაც მუდმივი კავშირი ექნებათ სადგურთან. სადგურზე რვადღიანი ყოფნის ღირებულება 55 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, მასთან ერთად გაემგზავრება ამერიკელი ანტრეპრენერი ლარი კონორი, კანადელი ინვესტორი და ფილანთროპი მარკ პატი და ბიზნესმენი ისრაელიდან - ეითან სტიბე. https://tinyurl.com/4axcxcy9
  8. კომპანია Opera-მ წარადგინა Crypto Browser Web3-ის ბეტა-ვერსია ისეთი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, როგორებიცაა ინტეგრირებული კრიპტო საფულე, მარტივი წვდომა კრიპტო ბირჟებსა და NFT-სთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერა და სხვა. კომპანიის მიზანია გამარტივდეს Web3-ის გამოყენება. ბრაუზერის მთავარი ღირსებაა საფულე, რომელსაც აქვს Ethereum-ის, Bitcoin-ის, Celo-სა და Nervos-ის ბლოკჩეინების მხარდაჭერა. გამოცხადებულია პარტნიორიობა Polygon-სა და სხვა ქსელებთან. კრიპტოვალუტაზე წვდომა მიიღწევა გაფართოებისა და გარე საფულეების გამოყენების გარეშე. შესაძლებელია კრიპტოვალუტის შეძენა ფიატით, კრიპტოვალუტის გაცვლა პირდაპირ საფულეში, მისი გაგზავნა და მიღება კუთვნილ ბალანსზე. ხელმისაწვდომია გაცვლის უსაფრთხო ბუფერი, რომლიდანაც სხვა პროგრამები არ იღებენ მონაცემებს. Web3-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დეცენტრალიზებული ინტერნეტის მხარდაჭერა ბლოკჩეინზე. ბლოკჩეინის დაშიფვრის ხარჯზე დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა იგი წვდომას იძლევა GameFi-ზე, „სადაც შესაძლებელია შემოსავლის გამომუშავება მეტასამყაროში“. „Crypto Corner“ მომხმარებლებს უზრუნველყოფს ბლოკჩეინის შესახებ სიახლეებით. ცოტა ხნის წინ Mozilla-მ გამოაცხადა შემოწირულობების მიღება კრიპტოვალუტაში. მომხმარებლებს ეს არ გაუხარდათ ბლოკჩეინის გარემოზე გავლენის გამო. Opera-მ განაცხადა, რომ მუშაობს უფრო ენერგოეფექტურ Etherium Layer 2 სტანდარტზე. სხვა კომპანიები, მაგალითად Ubisoft, ასევე გააკრიტიკეს ბლოკჩეინითა და NFT-ებით სარგებლობის გამო. Opera მომხმარებლებს აძლევს რამდენიმე ბრაუზერის არჩევანს, მათ შორისაა სტანდარტული და გეიმერული ვერსია. Crypto Browser ხელმისაწვდომი Android-ზე, Windows-ა და Mac-ზე და მალე ხელმისაწვდომი გახდება iOS-ზე. https://tinyurl.com/msew6cfp
  9. დაიწყო ახალ ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500 XT-ის ოფიციალური გაყიდვები, თუმცა ახალი დაბალბიუჯეტური დაფის ყიდვა თითქმის შეუძლებელია როგორც ონლაინ-მაღაზიებში, ისე საცალო სავაჭრო ობიექტებში. გარდა ამისა, ზოგიერთ მოდელს დაუჯერებლად მაღალი ფასი აქვს - ღირებულება 50%-ით აღემატება მწარმოებელი კომპანიია სარეკომენდაციო ფასს. თუმცა, გაზრდილი ფასის მიუხედავად, RX 6500 XT მაინც ბევრად იაფია სხვა დაბალბიუჯეტურ გრაფიკულ პროცესორებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად RX 5500 XT. ამრიგად, RX 6500 XT დაფის შეძენა მაინც მომგებიანი ვარიანტია კონკრეტული მომხმარებლების მოთხოვნილებების მიხედვით. ამჟამად ერთადერთი სავაჭრო პლატფორმა, სადაც მარტივად ხელმისაწვდომია RX 6500 XT, გახლავთ Newegg.com. ეს არის მოდელი Gigabyte RX 6500 XT Gaming OC. საინტერესოა ის, რომ AMD-მ მიზანმიმართულად შეზღუდა Radeon RX 6500 XT დაფის შესაძლებლობები, რათა მოწყობილობამ არ მიიქციოს მაინერების ყურადღება და მეტი გრაფიკული პროცესორი მოხვდეს გეიმერების ხელში. თუმცა RX 6500 XT-ის დეფიციტი გამოშვებისას მიუთითებს, რომ გეგმა ჩავარდა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სპეკულანტებიც. მაგალითად, eBay.com-ზე შესაძლებელია ვნახოთ რამდენიმე ახალი RX 6500 XT ვიდეო დაფა Gigabyte-ისა და PowerColor-ისგან, რომელთა ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციოს და შეადგენს 400-დან 625 აშშ დოლარამდე. არსებობს ასეთი მაღაზია - MicroCenter, სადაც ორი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი იყიდება სარეკომენდაციო ფასად 199.99 აშშ დოლარად, პრემიალური ვარიანტები კი იყიდება 250-დან 300 აშშ დოლარამდე ფასად. ერთადერთი და მთავარი პრობლემა ის არის, რომ MicroCenter-ში ვიდეო დაფები არ იყიდება ონლაინ. როგორც გამოდის, MicroCenter და Newegg.com ამჟამად ერთადერთი მსხვილი საცალო სავაჭრო ობიექტებია, რომელთანაც ამ ეტაპზე შესაძლებელია RX 6500 XT დაფის მარაგის ნახვა. https://tinyurl.com/3hpareut
  10. მალე მოსალოდნელია გეიმინგ პლანშეტ Lenovo Legion Y700-ის გამოშვება, მისი ზოგიერთი მახასიათებელი უკვე ცნობილია. ჩინურმა კომპანიამ საკუთარ Weibo-ექაუნთზე გამოაქვეყნა ოფიციალური ვიდეო-თიზერი, რომლის წყალობით ცნობილი ხდება ახალი მოწყობილობის დიზაინი და გარკვეული მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Lenovo ვიდეოს თანახმად პლანშეტი აგებული იქნება ლითონის ჩარჩოზე. ეკრანი შემოსაზღვრულია საკმაოდ წვრილი ჩარჩოთი გვერდებზე და ოდნავ მსხვილი კიდეებით ზედა და ქვედა ნაწილებში. უკანა პანელზე განთავსებულია ერთი ძირითადი კამერა ლედ განათებით, აგრეთვე ლოგოები Lenovo და Legion. ვიდეო ასევე გვაცნობებს, რომ Lenovo Legion Y700-ს აქვს 8.8-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი. წინასწარი ცნობებით მას ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, სენსორული შრის 240 ჰერცი სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, Legion Y700 მომხმარებლებს შესთავაზებს JBL-ის აუდიოსისტემასა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერას. ადრე გამოქვეყნებული ტესტების ოფიციალური შედეგების თანახმად Legion Y700 უზრუნველყოფს სტაბილურ 119.1 კადრს წამში Honor of King-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამასთან პლანშეტის კორპუსი არ ცხელდება 36.5 გრადუსზე მეტად 23 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. https://tinyurl.com/2p9d3yyy
  11. Coinbase-მა და საგადახდო გიგანტმა Mastercard -მა განაცხადეს ერთობლივი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანია NFT-ის შეძენის გამარტივება კრიპტო ბირჟის სამომავლო მარკეტფლეისზე. პრეს-რელიზის თანახმად, ხსენებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად პლატფორმაზე Mastercard-ის ბარათების მეშვეობით არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების შეძენა გახდება ისეთივე მარტივი, როგორც „მაისურის შეძენა ინტერნეტში“. „Coinbase-ს სურს გააადვილოს სამომხმარებლო გამოცდილება, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს NFT-ის საზოგადოებასთან შემოერთება. ჩვენ მილიონობით პირს დავეხმარეთ, რომ Bitcoin-ზე წვდომა მიეღოთ მარტივი და საიმედო მეთოდებით, იმავეს გაკეთება გვსურს NFT-სთან მიმართებაშიც“ - ნათქვამია კრიპტო ბირჟის განცხადებაში. კომპანიამ NFT-მარკეტფლეისის ამოქმედება 2021 წლის ოქტომბერში დააანონსა. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოუშვან და გაყიდონ ციფრული ნივთები. ამავე დროს კომპანიამ გახსნა მოლოდინის სიის ჩანაწერი. The Block-ის მონაცემებით განაცხადი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტანა. 2021 წლის ნოემბერში Mastercard-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს Bitcoin-თან დაკავშირებულ სადებეტო, საკრედიტო და წინასწარი გადახდის ბარათებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. https://tinyurl.com/3darcwcx
  12. კვლევითი კომპანია Canalys-ის ანგარიშის თანახმად iPhone-ზე მოდიოდა 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდებული ყველა სმარტფონის 20%-ზე მეტი. შედეგად გასული წლის ბოლო სამთვიან პერიოდში Apple გახდა სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი. ფოტოს წყარო: Apple სპეციალისტების შეფასებით Apple-ის წილზე მოდიოდა სმარტფონების მსოფლიო მასშტაბის მიწოდების 22%. გაყიდვების ასეთი მასშტაბი განპირობებული იყო iPhone 13 სერიის მოდელებზე მაღალი მოთხოვნით, რომლებიც გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ის მიწოდების მასშტაბი შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო, კომპანია იძულებული რომ არ გამხდარიყო მეოთხე კვარტალში სმარტფონების წარმოება შეემცირებინა ძირითადი კომპონენტების დეფიციტის გამო. Apple-ის პრიორიტეტულ ბაზრებზე შენარჩუნებული იყო ახალი iPhone-ების მიწოდების ადკევატური ვადები, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მომხმარებლებს დიდხანს უწევდათ ლოდინი, რომ სმარტფონები მიეღოთ. ფოტოს წყარო: Canalys Apple-მა პირველობა წაართვა Samsung-ს, რომელიც მესამე კვარტალში ლიდერობდა სმარტფონების ბაზარზე. მეოთხე კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოგიგანტი ოდნავ ჩამორჩა ამერიკულ კონკურენტს - მასზე მოდიოდა მიწოდებული სმარტფონების 20%. ერთი წლით ადრე ამ კომპანიებს შორის სხვაობა უფრო არსებითი იყო და 5%-ს აღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე კვარტალში Samsung ერთადერთი აღმოჩნდა სმარტფონების ხუთ წამყვან მწარმოებელს შორის, რომელმაც გასულ წელთან შედარებით წილის ზრდა დააფიქსირა. მესამე ადგილი დაიკავა Xiaomi-მ, რომელმაც, ისევე როგორც ერთი წლით ადრე, განახორციელა გაყიდული სმარტფონების 12%-ის მიწოდება. OPPO-მ და Vivo-მ დაიკავეს მეოთხე და მეხუთე ადგილები 9 % და 8 %-ით, შესაბამისად. თითოეული ამ კომპანიის წილი წლიური გამოთვლით 1%-ით შემცირდა. სმარტფონების მიწოდების საერთო მოცულობა წლის ჭრილში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი იყო მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა შეეხო მცირე კომპანიებს, ტექნოლოგიურ გიგანტებს კი - ნაკლებად. Canalys-მა აღნიშნა, რომ შესაძლოა რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ კომპონენტების მწარმოებლები შეძლებენ საწარმოო სიმძლავრეების საკმარისად გაფართოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დეფიციტი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. https://tinyurl.com/bdf82b9c
  13. გასული წლის თებერვალში Intel-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა პატრიკ გელსინგერი. სიმბოლურ ბარიერთან მიახლოების აღნიშვნა მან გადაწყვიტა LinkedIn-ის აუდიტორიასთან მიმართვით, რომელშიც განაცხადა, რომ Alder Lake სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლით Intel-მა სამუდამოდ დაიბრუნა ლიდერობა სამომხმარებლო სეგმენტში. ფოტოს წყარო: Intel, Pat Gelsinger გელსინგერმა სხვადასხვა საანგარიშგებო ღონისძიებაზე ადრე უკვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ Alder Lake პროცესორების გამოსვლამდე კორპორაცია Intel-მა დაიწყო ბაზარზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება, თუმცა ამჟამად იგი დარწმუნებულია, რომ ამ სერიას გადამწყვეტი როლი ენიჭება მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნებაში. „Alder Lake. მოულოდნელად ჩვენ კვლავ თამაშში ჩავებით“ - ემოციურად ახასიათებს Intel-ის ხელმძღვანელი კომპანიის პოზიციის გამყარებას სამომხმარებლო სექტორში, - AMD უკან რჩება და ვეღარასდროს გამოჩნდება წინ, ბაზარს უბრალოდ ჩვენ გავუძღვებით“. Intel-ს ასევე აქვს ამბიცია - აითვისოს ხუთი ახალი ტექნოპროცესი ოთხი წლის განმავლობაში. 2025 წლის დასაწყისისთვის კომპანიის ხელმძღვანელი აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს ტექნოპროცესი Intel 18A. კოლეგებთან მიმართვისას გელსინგერმა აგრეთვე განაცხადა, რომ Intel-ი ამ ეტაპზე უკეთეს ხელმძღვანელს ვერ იპოვის და იგი თავს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს დაკავებულ თანამდებობაზე. https://tinyurl.com/3m6tmev5
  14. 2021 წელს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიების რიცხვი აშშ-ში 395%-ით გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოყავს საქმიანი კონტაქტების ძებნისა და დამყარებისთვის განკუთვნილ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. არჩევანში მოხვდა განცხადებები, რომლებშიც ფიგურირებდა სიტყვები „bitcoin“, „Ethereum“, „blockchain“ და „cryptocurrency“. ამასთან ტექნოლოგიური სექტორის ვაკანსიები წლის განმავლობაში იყო ყველაზე მეტი - 98%. LinkedIn-ში შენიშნეს, რომ ვაკანსიების უმეტესობა დაკავშირებულია პროგრამულ უზრუნველყოფასა და ფინანსებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან, თუმცა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კანდიდატების მიმართ ინტერესი გამოხატულ იქნა სხვა სფეროებშიც. საუბარი ეხება კონსალტინგს, ბუღალტერიას, აპარატულ უზრუნველყოფასა და რეკრუტინგს. 2021 წლის მარტში JPMorgan -მა გამოაცხადა 56 ბლოკჩეინ-ვაკანსია. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია Stablecoin JPM Coin-თან. სექტემბერში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s Investors Service-მა გამოაცხადა კონკურსი ანალიტიკოსის პოზიციაზე ციფრული აქტივებისა და DeFi-ის სფეროში. 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მმართველმა კომპანია Franklin Templeton-მა განათავსა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიები - ანალიტიკოსისა და ტრეიდერის პოზიციებზე. მიმდინარე წლის იანვარში ჯეკ დორსის Block-მა (ადრე არსებული Square) დაიწყო სამუშაო გუნდის დაკომპლექტება, რათა შეიმუშავონ „შემდეგი თაობის“ ASIC მაინერი და აპარატული საფულე „მომავალი 100 მილიონი Bitcoin-მომხმარებლისთვის“. https://tinyurl.com/ms4e8mpf
  15. კომპანია TSMC ემზადება ჩიპების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებისთვის და არსებობს ინფორმაცია, რომ დასრულდა პროცესორ Apple A16 Bionic-ზე მუშაობა. ეს ჩიპები შევა სამომავლო iPhone 14 სერიის სმარტფონების შემადგენლობაში. წარმოება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დაიწყოს და ფასი შესაძლოა წინაზე მაღალი აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი Shadow_Leak Twitter-ზე და WCCFTech. სავარაუდოდ, უნდა გამოვიდეს 120 ათასიდან 150 ათასამდე ერთეული სილიკონის ფირფიტა, რომლებისგანაც Apple-ისთვის განკუთვნილი პროცესორები დამზადდება. კომპანია ცდილობს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე კონკურენტებზე ადრე დაარეზერვოს. A15 Bionic ჩიპის წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო. დაახლოებით ამავე ვადებში შესაძლოა დაიწყოს ამჯერადაც. ადრე TSMC-იმ ფასი 3%-ით გაზარდა Apple-ისთვის განკუთვნილ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. ეს ნიშნავს ხარჯის მატებას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის პროცესორია Apple-ისთვის საჭირო. როგორც ყოველთვის, მომხმარებლებისთვის ასეთი ვითარება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - iPhone-ებზე ფასის გაზრდას. დეფიციტის გათვალისწინებით ამგვარი რამ სრულიად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/2p97kx6s
  16. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6500 XT გაყიდვაში გამოვიდოდა არანაკლებ 300 ევროდ იმ დროს, როდესაც სარეკომენდაციო ფასი 200 აშშ დოლარია. ეს ინფორმაცია დაადასტურა ASUS-ის გერმანულმა განყოფილებამ და განაცხადა, რომ მისი მოდელების, Radeon RX 6500 XT Dual-ისა და RX 6500 XT TUF Gaming-ის ფასი იქნება 300 და 334 ევრო, შესაბამისად. კომპანია Gigabyte-ის მოდელები როგორც ჩანს კიდევ უფრო ძვირი იქნება. ფოტოს წყარო: Gigabyte ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში გამოჩნდა ახალი Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle 351-დან 378-მდე ევროდ, რაც ორჯერ აღემატება AMD-ის მიერ გამოფენა CES 2022-ზე გამოცხადებულ სარეკომენდაციო ფასს. Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: Achatnet Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: PC21.fr მოდელი Radeon RX 6500 XT დამყარებულია 1024 შეიდერული ბლოკის მქონე გრაფიკულ პროცესორ Navi 24-ზე. ვიდეო დაფას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი სალტით. AMD-ს თქმით, ახალი ვიდეო დაფა კონკურენციას გაუწევს GeForce GTX 1650 და GeForce GTX 1660 მოდელებს, რომელთა ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 260-დან 300 ევრომდეა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ AMD-ის ვიდეო დაფაზე მხარდაჭერილია PCI 4.0 ინტერფეისის მხოლოდ ოთხი ხაზი, არ აქვს დეკოდერი AV1 და ენკოდერი H264/265, რის შედეგად იგი შესაძენად არც ისე მიმზიდველი გამოდის. https://tinyurl.com/2p8hhjtx
  17. კომპანია BarclayHedge-ის მონაცემების თანახმად მთელ მსოფლიოში არსებულმა კრიპტო ფონდებმა დააფიქსირეს მკვეთრი ზრდა, რაც აიხსნება კრიპტოვალუტების ფასის მატებით, აგრეთვე ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესითა და მარეგულირებელი ორგანოების კეთილგანწყობით. 2021 წელს BarclayHedge-ის კრიპტო ტრეიდერების ინდექსი, რომელიც გათვლილია 39 ფონდის საქმიანობაზე, 138.1%-ით გაიზარდა. 2020 წლის შეჯამებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 173%-ს შეადგენდა - იმ პერიოდში ვითარებაზე დადებითად აისახა კრიპტოვალუტების უკიდურესად არასტაბილური კურსი, რაც პანდემიისგან იყო გამოწვეული. გასულ წელს Bitcoin-ის ფასმა 60%-ით მოიმატა და ნოემბერში რეკორდულ 69 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო დადებითი დინამიკისთვის ხელი არ შეუშლია ზოგიერთ სირთულეს: დეკემბერში ფონდებმა განიცადეს დაახლოებით 11%-იანი დანაკარგი Bitcoin-ის ფასის 19%-ით და Ethereum-ის 20%-ით ვარდნის გამო. ტრადიციული სავალუტო ფონდების დინამიკა კი ზომიერი აღმოჩნდა - BarclayHedge-ის შესაბამისი ინდექსი გასულ წელს გაიზარდა 2.2%-ით თუკი ანგარიშის ჩამბარებელი კომპანიების 60%-ს მაჩვენებლებს დავუჯერებთ. ამ შემთხვევაშიც 2020 წელი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლით უფრო წარმატებული იყო, რადგანც 2021 წელს ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები, კურსის არასტაბილურობა და მასთან ერთად შემცირდა ფონდების შემოსავალიც. https://tinyurl.com/42b7y98c
  18. კომპანია Xiaomi მალე დააანონსებს Redmi K50 სერიის სმარტფონებს. მასში შევა საბაზისო მოდელი, ვერსია Redmi K50 Pro და მოდიფიკაცია Redmi K50 Gaming Edition. ბოლო მათგანის მახასიათებლები ინტერნეტ წყაროებში გამოჩნდა. Redmi K50 სერიის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალ თვეში უნდა შედგეს. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ მოწყობილობას ექნება Full HD+ ფორმატის 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მოცემულია პატარა ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერისთვის. ძირითადი კამერისთვის გათვალისწინებულია სამკომპონენტიანი მოდული. მასში შევა 48 ან 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. ამჟამად არსებული მონაცემებით სმარტფონს საფუძვლად დაედება ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. იგი შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno-სა და Snapdragon X65 5G მოდემს. ხელმისაწვდომია კორპუსის გვერდით ნაწილზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონი აღჭურვილი იქნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემით და მართვის დამატებითი გეიმინგ ღილაკებით. https://tinyurl.com/49ka9k7f
  19. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ Starlink-ის მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 10 ათასით გაიზარდა, რაც ჩიპების კრიზისთანაა დაკავშირებული: დეფიციტი SpaceX-ს საშუალებას არ აძლევს მასიურად აწარმოოს მოწყობილობები მომხმარებლებისთვის. სერვისი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა კი მილიონს უახლოვდება. ილონ მასკმა ორბიტაზე არსებული აქტიური თანამგზავრების რაოდენობაზეც ისაუბრა - სამუშაო ორბიტაზე 1469 თანამგზავრი იმყოფება, სიმაღლის მიღწევის პროცესში კი კიდევ 272 აპარატია. ლაზერული კავშირის მხარდაჭერის მქონე ახალი ვერსიის თანამგზავრები უზრუნველყოფენ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდას. მაგალითად, სერვისი სიჩქარის მხრივ ამჟამად უკვე 10-15%-ით აღემატება ზოგიერთი ინტერნეტ პროვაიდერის მონაცემებს, ხოლო პირდაპირ კონკურენტებს, რომლებიც გეოსტაციონარულ ორბიტას ემყარებიან - ათჯერ. SpaceX იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეყოლება 500 ათასი აქტიური მომხმარებელი, რაც ჯერჯერობით შეუსრულებელ მისიად გამოიყურება ისევ და ისევ კრიზისის გამო. კომპანიის თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება სამ თვეში ერთხელ მოხდება. https://tinyurl.com/yycytxnh
  20. შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) პარტნიორებთან ერთად წარმატებით გამოცადა საბითუმო CBDC-ის ინტეგრაცია კომერციულ საკრედიტო ინსტიტუტებთან ანგარიშსწორებაში - ნათქვამია მარეგულირებლის პრეს-რელიზში. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Citi, Credit Suisse, Goldman Sachs, Hypothekarbank Lenzburg და UBS. „SNB-მა და ხუთმა კომერციულმა ბანკმა განახორციელეს საბითუმო CBDC-ის ინტეგრირება თავიანთ არსებულ სისტემებსა და ბექ-ოფისის პროცესებში. ტესტები მოიცავდა შვეიცარიულ ფრანკებში ფართო სპექტრის ოპერაციებს - ბანკთაშორისი, ტრანსსასაზღვრო, აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში“ - განაცხადა მარეგულირებელმა. ტესტირება წარმოადგენს ინიციატივა Project Helvetia-ს მეორე ფაზას, რომლის ორგანიზატორები იყვნენ SNB, ბირჟა SIX და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. პროექტი იკვლევს ტოკენიზებულ ფინანსურ აქტივებს და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინოვაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ფინანსური სისტემის საუკეთესო ელემენტების შესანარჩუნებლად, ცენტრალური ბანკის ფულადი ანგარიშსწორების ჩათვლით ახალი პოტენციური სარგებლის გამოვლენისას. როგორც კი DLT მეინსტრიმში შემოვა, იგი გახდება ისეთი აქტუალური, როგორც არასდროს“ - განაცხადა BIS Innovation Hub-ის ხელმძღვანელმა ბენუა კიურემ. Project Helvetia-ს პირველი ფაზა პარტნიორებმა 2020 წლის დეკემბერში დაასრულეს და ტესტირების ფარგლებში დაადასტურეს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა ტოკენიზებული ატივებით ანგარიშსწორებისთვის. შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ პროექტი საძიებო ხასიათს ატარებს და არ ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გეგმავს საბითუმო CBDC-ის გამოშვებას. 2021 წელს SNB-მა საფრანგეთის ბანკთან ერთად მიიღო მონაწილეობა ექსპერიმენტ Project Jura-ში ინოვაციურ ცენტრ BIS-ის პატრონაჟით ტრანსსასაზღვრო გადახდებში CBDC-ის გამოყენების კუთხით. https://tinyurl.com/42bftcv2
  21. ჩინური კომპანია Xiaomi ემზადება ევროპაში საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონ Redmi Note 11-ის წარსადგენად. ლოგიკურად, იგი Redmi Note 10 მოდელის შთამომავალი უნდა იყოს, რომელიც გასულ გაზაფხულზე გამოვიდა. თუმცა თავად კომპანია აცხადებს, რომ ახალი თაობა ბაზარზე Redmi Note 9 სერიას ჩაანაცვლებს. ცნობილია, რომ Xiaomi Redmi Note 11-ში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 680, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა არ ექნება. ერთკრისტალიანი სისტემა დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მასში მოცემულია 4G მოდემის დაფა, Kryo 265 ბირთვები 1.9-2.4 გჰც სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 610. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია IPS-მატრიცის ბაზაზე აგებული თხევადკრისტალური დისპლეი, რომლის დიაგონალი 6.5 დუიმია. ზუსტი გაფართოება უცნობია, თუმცა იგი დამოკიდებული იქნება გვერდების შეფარდებაზე და, როგორც ჩანს, საუბარი Full HD+ ფორმატს ეხება. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცს შეადგენს. Xiaomi Redmi Note 11-ის გლობალურ ვერსიას სამი ძირითადი კამერა ექნება, ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილს კი - ორი. მთავარ, 50-მეგაპიქსელიან და ულტრაფართოკუთხიან 8-მეგაპიქსელიან მოდულებთან ერთად მოცემული იქნება 2-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი მაკროგადაღებისთვის ან სიღრმის ანალიზისთვის. ჩაშენებული ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ს შეადგენს და აქვს 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დანარჩენი მახასიათებლებია თითის ანაბეჭდის სკანერი კორპუსის გვერდით ნაწილზე, IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან და ოპერაციული სისტემა Android 11 დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-თან ერთად. Xiaomi Redmi Note 11-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. გაიყიდება სმარტფონის სამი მოდიფიკაცია. საბაზისო ვარიანტს ექნება 4 გბ ოპერატიული და 64 გბ შიდა მეხსიერება, მისი ფასი 250 ევროა. 4/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსიის ფასი 290 ევრო იქნება. 6-128 გბ ვერსია გათვალისწინებული არ არის. მაქსიმალური ვერსია 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით შეფასებულია 330 ევროდ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულზე გამოსული Xiaomi Redmi Note 10 ევროპაში გაყიდვების დაწყებისას დაახლოებით 50 ევროთი იაფი ღირდა. მას აქვს პროცესორი Snapdragon 678, 60-ჰერციანი AMOLED დისპლეი და 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. https://tinyurl.com/yckuapmp
  22. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა Meta-ს სმარტ-საათების ახალი პატენტი. იგი აღმოაჩინა ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-მა. დოკუმენტში წარმოდგენილია მოწყობილობის ორი დიზაინი მოსახსნელი დისპლეებით და, სავარაუდოდ, სამი ინტეგრირებული კამერით. ფოტოს წყარო: LetsGoDigital სმარტ-საათების ერთ-ერთ შემოთავაზებულ პატენტში მოცემულია სწორკუთხა დისპლეი, მეორეში - მრგვალი. ორივე მოწყობილობის კამერები, დიდი ალბათობით, რამდენიმე სენსორით იქნება წარმოდგენილი. მიიჩნევა, რომ ორივე მოდელს ექნება მაკროობიექტივი, ტელეფოტოკამერა და ფართოკუთხიანი ოპტიკის სენსორი. პატენტში მითითებულია, რომ Meta-ს სმარტ-საათები აღჭურვილი იქნება დამატებითი დისპლეით, რომელსაც ისეთივე ფორმა ექნება, როგორიც ძირითად ეკრანს. მეორე ეკრანზე მოცემული იქნება რამდენიმე კამერა სხვადასხვა ობიექტივით და იფუნქციონირებს ძირითად დისპლეისთან ერთად. ეკრანები სმარტ-საათების კორპუსზე დამაგრებული იქნება მაგნიტური სამაგრების მეშვეობით. პატენტის თანახმად მრგვალი საათების დისპლეები შესაძლოა ბრუნავდეს. ეკრანის მობრუნებით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს, რომელი კამერა გამოიყენოს. სასურველი ობიექტივი უნდა დაყენდეს 12 საათის ნიშნულზე. შედეგად იგი გააქტიურდება და სხვა სენსორები გაითიშება. არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ Meta-ს სმარტ-საათები შეძლებენ ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემებთან მუშაობას. თავად კომპანიამ მიანიშნა, რომ სმარტ-საათები გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც მოწყობილობა შერეული რეალობის მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანისთვის. ამგვარი შესაძლებლობა ნახსენებია საპატენტო დოკუმენტაციაშიც. Meta-ს პირველი სმარტ-საათები აგრეთვე იმუშავებენ, როგორც ფიტნეს-ტრეკერები. მათში წარმოდგენილი იქნება გულისცემის რითმისა და სხეულის ტემპერატორის საზომი სენსორები. არაოფიციალური ინფორმაციით პირველი მოდელები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობის კორპუსი უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული. ახალი სმარტ-საათები წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და ოქროსფერ ვარიანტებად. https://tinyurl.com/44vjsccv
  23. 2021 წელ 30 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ჯამური კაპიტალიზაცია 176%-ით გაიზარდა და განაახლა ნოემბრის ისტორიული მაქსიმუმი 2.5 ტრილიონ აშშ დოლარს ზემოთ. დეკემბერში გაჭიანურებული კორექციის ფონზე მაჩვენებელი შემცირდა - ნათქვამია CoinGecko-ს ანგარიშში. წლის შეჯამებით ხუთი მთავარი კრიპტოვალუტის საშუალო შემოსავლიანობამ 2913% შეადგინა. მაჩვენებლის დიდი ნაწილი უზრუნველყო პროექტ Solana-მ (SOL), რომლის ინვესტიციების მომგებიანობამ 11 000%-ს გადააჭარბა. წყარო: CoinGecko. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Altcoin-ების მაღალი შემოსავლიანობა 2021 წელს. ტოპ-30-დან ოთხი ტოკენის ფასი ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 10 000%-ზე მეტით გაიზარდა. მათ შორის საუკეთესო დინამიკა აჩვენა Fantom-მა (FTM) - მისი ფასი 14 279%-ით გაიზარდა. წყარო: CoinGecko. წლის შეჯამებით Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 30 პუნქტით შემცირდა და შეადგინა 45%-ზე ოდნავ მეტი. Ethereum-ის მაჩვენებელი, პირიქით, თითქმის 11 პუნქტით გაიზარდა და 22%-ს მიაღწია. ხუთი უმსხვილესი Stablecoin-ის ჯამური კაპიტალიზაცია 12 თვის განმავლობაში 127 მლრდ აშშ დოლარით (+469%) გაიზარდა და 140 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. სეგმენტის ლიდერია Tether – USDT-ის მაჩვენებელი 275%-ით გაიზარდა 78.4 მლრდ აშშ დოლარამდე. მეორე ადგილზეა USD Coin (USDC) 42.4 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. შეგახსენებთ, 2021 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ მაქსიმალური მაჩვენებლის მომენტში 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, Bitcoin-მა და Ethereum-მა განაახლეს ახალი საფასო მაქსიმუმები. https://tinyurl.com/t65efvh8
  24. ცნობილი გახდა, რომ კომპანია Tesla-მ ვებ-გვერდიდან წაშალა ინფორმაცია ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის წარმოების 2022 წლის ბოლოს დაწყების შესახებ, რომელშიც შემოთავაზებული იყო ელექტრომობილის კონფიგურირების შესაძლებლობა კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებასთან დაკავშირებით. გარკვეული ცნობების თანახმად კომპანიას დამატებითი დრო დასჭირდა კონკურენტების ქმედებებზე ადეკვატური რეაგირებისთვის. ფოტოს წყარო: Tesla ამ თეორიას მხარს უჭერს Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარმოება მცირე რაოდენობით 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან დაიწყება. კომპანია ამ შეფერხებას გამოიყენებს ელექტრომობილის მახასიათებლებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების კორექტირებისთვის, რადგან ცდილობს Cybertruck გახადოს უფრო მიმზიდველი კონკურენტების ფონზე. კონკურენტების რიცხვი კი სწრაფად იზრდება. Hummer EV-ს კომპანიონობას გაუწევენ Ford F-150 Lightning, Chevrolet Silverado, Lordstown Endurance და Rivian R1T. ორ კონკურენტ მოდელს შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს გვერდულად მობრუნების ფუნქციის მქონე უკანა საბურავები, რომელთა მეშვეობით შემცირდება მოტრიალების რადიუსი და დაემატება მეტი მანევრირება ცუდად სავალ გზებზე. ამერიკულ ბაზარზე შემოთავაზებული ბევრი პიკაპის რეგულარული მახასიათებელი იქნება ასევე გარე მომხმარებლების ელექტრომომარაგების შესაძლებლობა ისევე, როგორც სხვა ელექტრომობილების დამუხტვა. არ არის გამორიცხული, რომ Tesla უბრალოდ ცდილობს Cybertruck შეესაბამებოდეს აუდიტორიის ყველა აქტუალურ მოთხოვნილებას. https://tinyurl.com/2km9f8kx
  25. კომპანია Huawei-მ დააანონსა 14-დუიმიანი დისპლეის მქონე პორტატული კომპიუტერი MateBook D 14 SE. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, ფაქტობრივი გაყიდვები კი 20 იანვრიდან დაიწყება. ფოტოს წყარო: Huawei მოწყობილობაში გამოყენებულია Full HD ფორმატის ეკრანი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. მატრიცის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 ნიტი, კონტრასტულობა - 800:1. პანელს უკავია ეკრანის ფართობის დაახლოებით 84%. ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. საბაზისო კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i5-1155G7 4 ბირთვით და 8 ნაკადით, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში ტაქტის სიხშირე 4.5 გჰც-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. ხელმისაწვდომია Bluetooth 5.1 და Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac/ax უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები USB 3.2 Gen1, USB 2.0 და USB Type-C, HDMI ინტერფეისი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ნოუთბუქს აქვს განათების მქონე კლავიატურა და დაქტილოსკოპიური სკანერი. მოწყობილობის ზომაა 322,5 × 214,8 × 15,9 მმ, წონა - 1.38 კგ. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ლეპტოპის ფასი დაახლოებით 610 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/mwdpvd7a
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.