Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. არასტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნება ზღუდავს Bitcoin-ის ინსტიტუციონალების მიერ მიღებას, აღნიშნა JPMorgan-მა. ამგვარად განმარტეს ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი შეფასების 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შემცირება - წერს Business Insider. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ყველა დროის მაქსიმუმიდან ამჟამინდელი 50%-იანი უკან დახევა აღნიშნავს „ბუმ-ვარდნის“ ციკლს, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციების საფულეებში Bitcoin-ის დამატებისთვის. „ჩვენი წინა პროგნოზი, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის კოეფიციენტი ოქროსთან მიმართებაში 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით ორჯერ შემცირდებოდა, არარეალურია. ჩვენ ვამცირებთ პირველი კრიპტოვალუტის სამართლიან ღირებულებას ამ პროპორციიდან გამომდინარე 150 ათასი აშშ დოლარის 1/4-მდე, ანუ 38 ათას აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მოხსენებაში. JPMorgan-ის მოდელის თანახმად პროგნოზირებული იყო Bitcoin-ის მერყეობის დონის დაახლოება ოქროს ცვალებადობასთან და ინვესტორების პორტფელებში მათი წილების გათანაბრება. პირველი კრიპტოვალუტის გაყიდვების ბოლო ტალღამ გააჩინა ეჭვი მისი დივერსიფიკაციის თვისებებთან დაკავშირებით, რადგანაც მას თან ახლდა საფონდო ბაზრებზე ვარდნაც, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. JPMorgan არ გამორიცხავს Bitcoin-ის ფასის შემდგომ ვარდნას მყიდველების კაპიტულაციის ნიშნების არარსებობის ფონზე. „ღია ინტერესი ფიუჩერსების მიმართ და ბირჟების ბალანსების მოცულობა მიუთითებს ნაკლებ პანიკაზე ან პოზიციების ლიკვიდაციაზე გასული წლის მაისთან შედარებით, განსაკუთრებით კი მსხვილ კრიპტოინვესტორებთან მიმართებაში“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, რომ ციფრულ ოქროსა და ტექნოლოგიური სექტორი კომპანიების აქციებს შორის კორელაციამ Bloomberg-ის თანახმად ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ადრე განაცხადეს MSCI-ის ექსპერტებმაც. https://tinyurl.com/yckuzh7e
  2. ჩინურმა კომპანია Honor-მა მიმდინარე წელი დაიწყო სადებიუტო დასაკეცი სმარტფონის ანონსით. მოწყობილობის სახელწოდებაა Honor Magic V და მასში წარმოდგენილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპი. ბრენდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ დეფიციტის პრობლემა. ჩინეთში ახალი სმარტფონის ყიდვა უკვე შესაძლებელია სარეკომენდაციო ფასად, მიმდინარე თვეში კი მას გლობალურ ბაზარზე წარადგენენ. Honor Magic V-ის გლობალური ვერსიის დებიუტი შედგება მობილური ელექტრონიკის გამოფენა Mobile World Congress 2022-ზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვიდან იწყება. საკუთარ ღონისძიებას კომპანია ბარსელონაში 28 თებერვალს ჩაატარებს. დასაკეც სმარტფონს გააჩნია ძირითადი პანელი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და დამატებითი 120-ჰერციანი დისპლეი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 7.9 და 6.45 დუიმს, შესაბამისად. ორივე დისპლეი ორგანული შუქდიოდური მატრიცის ბაზაზეა აგებული. დამატებითი დისპლეი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს უარი თქვან ფრონტალურ კამერაზე. ყველაფრის მიუხედავად Honor Magic V-ში ორი ფრონტალური მოდულია წარმოდგენილი. თითოეული მათგანის გაფართოება შეადგენს 42 მეგაპიქსელს. ძირითად კამერაში გამოყენებულია სამი ოპტიკური მოდული 50 მეგაპიქსელით, ექვივალენტური ფოკუსური დაშორებით - 13 მმ, 20 მმ და 23 მმ. მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen1 მუშაობს 12 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად ყველა მოდიფიკაციაში. ფლეშ-მეხსიერების მოდულის მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს, ავტონომოიურობაზე პასუხისმგებელია 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე 66 ვატს შეადგენს. Honor Magic V სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროგრამულ უზრუნველყოფა Magic UI 6.0-ის გლობალური ვერსია და ოპერაციული სისტემა Android 12. ჩინეთში სმარტფონის საბაზისო კომპლექტაცია ღირს 1570 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაცია კი შეფასებულია 1725 აშშ დოლარად. ევროპული ფასების შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/5h3fwehx
  3. კომპანია Meta წყვეტს პროექტ Express Wi-Fi-ს, რომელიც 30 განვითარებად ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა ადგილობრივ ქომიუნითებთან, პროვაიდერებსა და ბიზნესებთან. მოქმედ უფასო პროგრამა Free Basics-ისგან განსხვავებით ახალი შემოთავაზება უზრუნველყოფს 100 მბ ინტერნეტს 15 ცენტად და 20 გიგაბაიტს - 5 აშშ დოლარად. წყარო: Facebook Facebook (ამჟამად Meta) 2016 წლიდან თანამშრომლობდა თანამგზავრულ ოპერატორებთან, ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სხვა კომპანიებთან სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებში. საცალო მოვაჭრეებმა პროვაიდერებთან თანამშრომლობით შეძლეს წვდომის წერტილების შესაქმნელად მოწყობილობების გაყიდვა გონივრულ ფასებში. Meta იმედოვნებდა, რომ ქსელთან წვდომის მიღებისას მომხმარებლები აუცილებლად შექმნიდნენ ექაუნთებს Facebook-ის ქსელში - ისევე, როგორც Google-ის შემთხვევაში. კომპანიის ზრდის მნიშვნელოვანი წილი ბოლო პერიოდში განვითარებად ქვეყნებზე მოდის, რომელთა ბევრ მაცხოვრებელს დღემდე ინტერნეტით საერთოდ არ უსარგებლია. კომპანიის ცნობით, იგი დაასრულებს პროგრამა Express Wi-Fi-ს, თუმცა მისი ყურადღება ფოკუსირებული იქნება სხვა პროექტებზეც, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას უკავშირდება. კომპანია გეგმავს თანამშრომლობა გააგრძელოს პარტნიორებთან სატელეკომუნიკაციო სფეროში ინტერნეტთან წვდომის ოპტიმიზაციისთვის. Meta-ს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან Express Wi-Fi პროექტში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ „ზეგავლენა მათ ბიზნესზე“ და შეინარჩუნონ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში. პროგრამის მოქმედების შეწყვეტა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. https://tinyurl.com/2p9akfte
  4. კრიპტო ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა აქტივების მოცულობა ფონდ Secure Asset Fund for Users-ში (SAFU), რომლის მიზანია დაცულ იქნას მომხმარებლების ფინანსები საგანგებო სიტუაციებში. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად SAFU-ს ბალანსზე ირიცხება 1 036 269 BNB, 300 მილიონი BUSD და 7952 BTC. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საერთო თანხა დოლარში მითითებულია 2022 წლის 29 იანვრის გახსნის მომენტისას. „Binance მოუწოდებს ყველა ცენტრალიზებულ ბირჟას გამოაქვეყნონ სადაზღვევო ფონდის საფულის მისამართები, რადგან ეს სარგებელს მოუტანს მთელ ეკოსისტემას და აჩვენებს ხელისუფლებას, მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას კრიპტო ეკოსისტემაში ნდობის, ერთიანობისა და გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ბირჟამ ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა 2018 წლის ივლისში API-გასაღებების გამოყენებით საიტზე დაფიქსირებული უჩვეულო ტრანზაქციების აღმოჩენის შემდეგ. იმ დროს Binance-მა პირობა დადო, რომ დაგროვებული საკომისიოს 10%-ს გამოქვითავდა მისგან. 2021 წლის ოქტომბერში Binance-მა გამოაცხადა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდის ამოქმედება Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით. https://tinyurl.com/dvzjrckk
  5. კომპანია MSI-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც მცირე ფორმ-ფაქტორის ახალ დესკტოპ კომპიუტერ MAG Trident S-ის ზოგიერთ დეტალს ასაჯაროვებს. მოწყობილობის ოფიციალური პრეზენტაცია ახლო მომავალში შედგება. ფოტოს წყარო: MSI მოწყობილობა შემუშავებულია უპირველეს ყოვლისა ქლაუდ-თამაშებისთვის. მიწოდების ნაკრებში შედის ჯოისტიკებით აღჭურვილი კლასიკური გეიმინგ კონტროლერი დამატებითი ღილაკებით. კომპიუტერის კორპუსი მხოლოდ 2.6 ლიტრი მოცულობისაა. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ მონიტორზე. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ჰაბი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, აგრეთვე USB Type-A და USB Type-С პორტები. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გათვალისწინებულია პროცესორი AMD Ryzen 7 5700G. ეს ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.8 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე - 4.6 გჰც-ს. მოცემულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Radeon Graphics 2 გჰც-მდე სიხშირით. გეიმინგ სისტემა MAG Trident S-ის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://tinyurl.com/y49z965r
  6. კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა შეაფასა სმარტფონების ევროპის ბაზარზე ძალთა გადანაწილება გასული წლის ბოლო კვარტლის შეჯამებით. ინდუსტრიამ არაერთგვაროვანი შედეგები დააფიქსირა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარმა ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დარტყმის შემდეგ. თუმცა გაყიდვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. ამის გამო 2021 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირდა მიწოდების მოცულობის 1%-იანი კლება წლიურ ჭრილში. რეალიზებული მოწყობილობების რაოდენობის მხრივ ლიდერი გახდა სამხრეთკორეული გიგანტი Samsung 33%-იანი წილით. მას მცირედით ჩამორჩება Apple – 32%-ით. სამეულს ხურავს Xiaomi, რომელმაც სმარტფონების ევროპული ბაზრის 15% დაიკავა. რეიტინგში ასევე შევიდნენ Oppo, Realme და Vivo, რომელთა წილობრივმა მაჩვენებლებმა შეადგინა შესაბამისად 7 %, 2 % და 2 %. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research წლიურ გაყიდვებს თუ განვიხილავთ, ეს მაჩვენებლები 8%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს დაფიქსირდა 14%-იანი ვარდნა. ამიტომ ინდუსტრია ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე ფიქსირდებოდა. წლიური შეჯამებით პირველ ადგილას კვლავ Samsung-ია. შემდეგ მოდის Apple და Xiaomi 26 % და 20 %-ით, შესაბამისად. ჩინური კომპანიები, Oppo, Realme და Vivo იკავებენ შემდეგ ადგილებს 8 %, 2 % და 1 % შედეგებით.  წყარო: Counterpoint Technology Market Research https://tinyurl.com/2p96ncpz
  7. მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადების განხილვას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხარებლების სავალდებულო ვერიფიკაციას. ამის შესახებ ნათქვამია სტრუქტურის ნახევარწლიანი გეგმის ამსახველ დოკუმენტში. „FinCEN-ის შემოთავაზებაა ცვლილებები შევიდეს იმ წესებში, რომლებითაც ხდება საბანკო საიდუმლოების კანონის (BSA) რეალიზება, რათა ბანკები და სავალუტო სერვისები ვალდებულნი გახდნენ ჩააბარონ ანგარიშები, აწარმოონ ჩანაწერები და მოახდინონ მომხმარებლების ვერიფიკაცია ვირტუალურ ვალუტებში კონვერტირებად ოპერაციებში (CVC) ან იმ კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსის მქონე ციფრული აქტივების გამოყენებისას, რომლებიც ინახება ჰოსტინგსგარე საფულეებში ან FinCEN-ის მიერ განსაზღვრულ იურისდიქციებში განთავსებულ საფულეებში“ - ნათქვამია ფედერალური რეესტრის ვებ-გვერდზე. სააგენტომ წინადადება პირველად წამოჭრა 2020 წლის ბოლოს. დოკუმენტი შექმნა სტივენ მნუჩინმა, რომელსაც იმ დროს ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა. ქომიუნითის წარმომადგენლებმა ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგან მთელ რიგ ციფრულ საფულეებს ტექნიკურად არ შეუძლია KYC-ის მოთხოვნების შესრულება. ზოგმა ასევე აღნიშნა, რომ წესები მძიმე იქნება კერძო პირებისთვის. განხილვის გრაფიკის თანახმად FinCEN გეგმავს წესებზე მუშაობის აგვისტოში დასრულებას, თუმცა გამოქვეყნება არ არის იმის გარანტია, რომ პროცესში იგი ცვლილებებს არ განიცდის. თუკი წინადადება თავდაპირველი სახით იქნება მიღებული, კრიპტო ბირჟები ვალდებულნი იქნებიან შეაგროვონ იმ მომხმარებლების ვინაობა, მისამართები და სხვა პირადი მონაცემები, ვინც ახორციელებენ ციფრული აქტივების გადატანას არაკასტოდიალურ საფულეებში. საფულე ZenGo-ს გენერალურმა დირექტორმა ოურიელ ოჰაიონმა აღნიშნა, რომ FinCEN-ის მოთხოვნები შეუსრულებელია. “მათ რომ ესმოდეთ, როგორ მუშაობს საფულეები, ეცოდინებოდათ, რომ ცნება „მომხმარებლის ანგარიში“ არ არსებობს და ამიტომ KYC ვერ შესრულდება სისტემური სახით“ - დაწერა მან. FinCEN ასევე გეგმავს „განმარტოს ტერმინი „ფული“ BSA-ს კანონში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მათთან ტრანზაქციები იმავე წესებით უნდა დარეგულირდეს, როგორც ფიატური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები. „სააგენტოს ჩანაფიქრის თანახმად შემოთავაზებული წინადადება უზრუნველყოფს, რომ წესები გავრცელდეს ისეთი კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტით განხორციელებულ შიდა და ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებზე, რომლებიც არის გაცვლის საშუალება (მაგალითად, კრიპტოვალუტა), აქვს ვალუტის ექვივალენტური ღირებულება ან მოქმედებს, როგორც ვალუტის შემცვლელი, მაგრამ არ გააჩნია კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსი“, - ნათქვამია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის წესებს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2uawjkm9
  8. დისპლეებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანია BOE-მ წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია გეიმინგისთვის. წარმოდგენილი პანელის კადრის განახლების სიხშირე 500 ჰერცს აღწევს. ფოტოს წყარო: BOE მოწყობილობის ეკრანი დიაგონალზე 27 დუიმია, გაფართოება - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. წარმოდგენილია 8-ბიტიანი ფერის მხარდაჭერა. მონიტორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გეიმინგ მონიტორები ფლობენ 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. ამგვარ მოდელებთან შედარებით BOE-ს სიახლე დემონსტრირებს სიხშირის დაახლოებით 40%-იან მატებას. ამჟამად ხსენებული პანელი მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. გაყიდვაში მისი შესაძლო გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ 500-ჰერციანი დისპლეების პრაქტიკული გამოყენების საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამგვარ რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო იქნება მეტად მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა, კადრის განახლების მსგავსი სიხშირის დემონსტრირებას კი შეძლებს eSport-ის ტიპის შედარებით „მსუბუქ“ თამაშებში, რომელთაც საშუალო დონის გრაფიკა გააჩნია. https://tinyurl.com/yc73u4jv
  9. კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო-თიზერი, რომელშიც გეიმინგ სმარტფონი Legion Y90-ია წარმოდგენილი. ამავე დროს მსგავსი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ გამოჩნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების ცენტრის (TENAA) ბაზაში. ფოტოს წყარო: Lenovo სმარტფონის კოდური დასახელებაა L71061. ცნობილია, რომ მას აქვს 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის OLED დისპლეი გაფართოებით 2460 × 1080 პიქსელი. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს, სენსორული ფენის რეაქციის დრო - 720 ჰერცს. მოწყობილობაში წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. მასში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონის ზომა შეადგენს 177 × 78.1 × 10.9 მმ-ს, წონა - 252 გრამს. Legion Y90-ს ექნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემა ორი ქულერით. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილის ცენტრში. მასში გაერთიანებულია 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი და 16-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკით. ფრონტალური კამერის გაფართოება 44 მეგაპიქსელს შეიძლება შეადგენდეს. და ბოლოს, წარმოდგენილია ორკომპონენტიანი ბატარეა 2 × 2650 მა/სთ კონფიგურაციით. ამრიგად, ბატარეის ჯამური მოცულობა 5300 მა/სთ-ს შეადგენს. Lenovo Legion Y90-ის გაგრილების სისტემა, ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p966ybx https://tinyurl.com/3san9ctw
  10. ციფრული აქტივები არ არის დაცული ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენისგან, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - ამის შესახებ წერს CoinDesk Goldman Sachs-ის ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კოტირებების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ექსპერტებმა ეს დაუკავშირეს „დაბალი რენტაბელურობის მქონე კომპანიების აქციების ფასის ვარდნას და ახლო წარსულში კომპანიებზე IPO-ს გამოცხადებას“. აქციების ბაზრის ეს სეგმენტი აღმოჩნდა ყველაზე მგრძნობიარე ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის მოახლოებული ზრდის სიგნალების მიმართ. კრიპტოვალუტების მასიურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს შეფასებები და სავარაუდოდ კორელაცია ფინანსური ბაზრის სხვა ცვლადებთან. ეს ამცირებს მათ დივერსიფიკაციის უპირატესობას. სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის დადებით კორელაციაზე ინფლაციის რისკის მაჩვენებლებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორთან. ამავდროულად, მათ აღმოაჩინეს უარყოფითი ფასის კავშირი რეალურ საპროცენტო განაკვეთებსა და აშშ დოლარის ღირებულებასთან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სამომავლო განვითარებამ, კერძოდ მეტასამყაროს სახით, შესაძლოა დროთა განმავლობაში უზრუნველყოს „ზურგის ქარი“ გარკვეული ციფრული აქტივებისთვის. ამავე დროს, ისინი არ იქნებიან იმუნური მაკროეკონომიკური ძალების მიმართ, გვაფრთხილებენ სპეციალისტები. Bloomberg-ის თანახმად პირველ კრიპტოვალუტასა და აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციებს შორის ისტორიულ მაქსიმუმზეა. MSCI-ის ექსპერტებმა განაცხადეს კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე. https://tinyurl.com/2p8v98nd
  11. უახლესი AIDA64 ბეტა-ვერსიის თანახმად მალე გამოვა ახალი თაობის გრაფიკული დაფები Nvidia GeForce RTX 3060 Ti დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ერთი შეხედვით, მახასიათებლები იდენტური რჩება, განსხვავდება მხოლოდ GPU. ეს იქნება GA103 და არა ამჟამად გამოყენებადი GA104. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს განსხვავება აღმოაჩინა AIDA 6.60.5918 ბეტა-ვერსიის ჩატვირთვის ვებ-გვერდზე. გრაფიკულ პროცესორ GA103-ის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როდესაც ჩინელმა ენთუზიასტმა გადაწყვიტა დაეშალა თავისი ახალი ლეპტოპი GeForce RTX 3080 Ti-ს ბაზაზე, რათა დეტალურად დაეთვალიერებინა. ზოგი მოელოდა, რომ ახალი მობილური გრაფიკული პროცესორი იქნებოდა GA102 ჩიპის მეტისმეტად შემცირებული ვერსია, თუმცა მის ნაცვლად სრულიად ახალი ჩიპი გამოვლინდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ გრაფიკული პროცესორის დეკსტოპ ვერსია შესაძლოა საფუძვლად დადებოდა დაფას, რომელიც პოზიციონირებული იქნებოდა RTX 3070 Ti-სა და RTX 3080-ს შორის, თუმცა როგორც AIDA-მ აჩვენა, ეს ვიდეო დაფაა GeForce RTX 3060 Ti. მოცემული შედარების ცხრილი აჩვენებს, რომ ახალ RTX 3060 Ti GA103 GPU-ში გამოიყენება ხელმისაწვდომი CUDA ბირთვების მხოლოდ 42%, ხოლო ძველი ვერსია იყენებს GA104 ჩიპს 79%-ით. დესკტოპ RTX 3060 Ti მოდელის განახლების ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა ამ გზით NVIDIA ცდილობს თავიდან მოიშოროს დეფექტიანი GA103 კრისტალები, რომლებიც ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების იდენტური მახასიათებლების მიუხედავად GA103-ზე დაფუძნებული ახალი RTX 3060 Ti სასურველი იქნება აჩქარების მაღალი პოტენციალის გამო. https://tinyurl.com/yckmmu96
  12. ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე Seagate-მა განაცხადა, რომ დაიწყო 22 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდება. ახალი HDD-ები ბაზარზე არსებულ მყარ დისკებს შორის ყველაზე დიდი მოცულობისაა. მათში გამოყენებულია მაგნიტური ჩაწერის (SMR) ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა 15-20%-ით. ფოტოს წყარო: Seagate ახალი მყარი დისკები ხელმისაწვდომია შერჩეული მომხმარებლებისთვის - ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შენახვის მაქსიმალური სიმჭიდროვე თავიანთ მონაცემთა ცენტრებში და გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს მაგნიტური დისკები. ვინაიდან SMR მყარი დისკები განსაკუთრებით ნელა ახერხებენ მონაცემების გადაწერას, მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებმა, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ დისკებზე, უნდა ჩაწერონ მონაცემები თანმიმდევრულად და სასურველია გაითვალისწინონ ქეშირებისთვის გამოყენებული ცარიელი ზონები. გარდა ამისა, მათ უნდა შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევითი ჩაწერა ან ცვლილება, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადი წარმადობა. როდესაც Seagate-მა 2020 წელს 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკები დააანონსა, განაცხადა, რომ მათში გამოყენებული იქნებოდა ახალი ფირფიტები პერპენდიკულარული მაგნიტური ჩაწერისთვის (PMR) მოცულობით 2.2 ტბ, თუმცა ისინი დამყარებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც 16- და 18-ტერაბაიტიანი დისკები, რომლებშიც გამოიყენება ორმაგი მაგნიტური ჩაწერა (TDMR) ძალიან მაღალი სიმჭდიროვის ჩანაწერებისთვის. თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ ფირფიტების გამოყენება შესაძლებელია SMR რეჟიმში 22-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოებისას. ტექნიკური თვალსაზრისით Seagate-ის 22-ტერაბაიტიანი დისკები ძალიან ჰგავს გასულ თვეში გამოშვებულ 20TB Exos X20 დისკებს. მთავარი განსხვავებაა SMR ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოცულობის 10%-ით გაზრდის საშუალებას. სამწუხაროდ, Seagate ჯერ არ აქვეყნებს ახალი მყარი დისკის სრულ მახასიათებლებს. https://tinyurl.com/4swcac63
  13. კომპანია NVIDIA-ს ძალისხმევამ - შეეზღუდა გეიმინგ ვიდეო დაფების ჰეშრეითი, ხელი ვერ შეუშლა მაინერებს, გაეგრძელებინათ მათი მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვება - აცხადებს PCMag. 2021 წლის თებერვლიდან NVIDIA-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული Lite Hash Rate (LHR) ხაზი, რომელშიც ორჯერ შეამცირა მოწყობილობის სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას. კომპანიამ ამრიგად დაგეგმა GPU-ების ორიენტირება გეიმერების მოთხოვნებისკენ. თუმცა, ქლაუდ-მაინინგისთვის განკუთვილ პლატფორმა NiceHash-ის განცხადების თანახმად, მსგავს შეზღუდვებს მაინერები არ შეუჩერებია. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის უსარგებლობა ასევე დაადასტურა დამოუკიდებელმა მაინერმა, რომელიც იყენებს ჩვეულებრივი და LHR ვიდეო დაფების კომბინაციას Ethereum-ის მოსაპოვებლად. იგი ამტკიცებს, რომ მოწყობილობების ნაწილებზე შეზღუდვის შემთხვევაშიც კი ყოველთვიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 4500 აშშ დოლარს Ethereum-ში. როგორც ექსპერტები განმარტავენ, NVIDIA-ს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ GPU-ის განბლოკვა მათ 74%-ით უფრო ეფექტურს ხდის საბაზო მოდელებთან შედარებით. მაინერები ვიდეო დაფებს ასევე იყენებენ სხვა კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. „არსებობს Ethereum-ზე უკეთესი მონეტა, თუ თქვენი მიზანია ყოველთვიური გატანა და არა შენახვა", - თქვა ერთ-ერთმა მაინერმა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენთუზიასტები გააგრძელებენ ფოკუსირებას ალტერნატიული მონეტების მაინინგზე, თუ გავითვალისწინებთ Ethereum-ის დაგეგმილ გადასვლას Proof-of-Work ალგორითმიდან Proof-of-Stake-ზე. გრაფიკული დაფების სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის AMD-მ და Intel-მა განაცხადეს, რომ არ შეეცდებიან შეზღუდონ კრიპტოვალუტის მაინინგის შესაძლებლობა თავიანთ ძირითადი პროდუქციის სერიებში. შეგახსენებთ, რომ მარტში მაინერებმა მოახერხეს Nvidia GeForce RTX 3060 ვიდეო დაფის ჰეშრეითის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა ექსპერიმენტული დრაივერის გამოყენებით. კომპანიამ დაადასტურა ხარვეზის არსებობა და პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-გვერდიდან ამოიღო. აგვისტოში მაინერებმა ისწავლეს, როგორ დაებრუნებინათ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობა. ოქტომბერში T-Rex მაინერის შემქმნელებმა გვერდი აუარეს ვიდეო დაფების LHR-ბლოკირებას ერთდროულად ორი ციფრული მონეტის მოპოვების გზით. 2021 წლის დეკემბერში NVIDIA-ს ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ მათი ჰეშრეით-შეზღუდული გრაფიკული დაფები ყველაზე ეფექტურად აგვარებს გეიმერებისთვის მოწყობილობების ხელმისაწვდომობის საკითხს. მაინერების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად NVIDIA-მ შეიმუშავა CMP (Cryptocurrency Mining Processor) ჩიპების ხაზი. სერიის უმცროსი მოდელი CMP 30HX მარტში წარადგინეს. მისი ჰეშრეითი 26 MH/s-ს შეადგენს. ოქტომბერში გაყიდვაში გამოვიდა CMP 170HX სერიის ძველი ვიდეო დაფა. ადაპტერი უზრუნველყოფს 164 MH/s-მდე წარმადობას Ethereum-ის მაინინგის დროს. უახლესი ცნობების თანახმად ივლის-სექტემბერში CMP-ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა 60%-ით შემციდა წინა კვარტალთან შედარებით - 266 მლნ-დან 105 მლნ აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/4bm3u9cs
  14. კომპანია Google-მა გასულ წელს წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro. მათ პატენტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რომელთა გამო საერთაშორისო სავაჭრო კომისია ცდილობს მათი გაყიდვის აკრძალვას. ამავე დროს კორპორაცია ახალი სმარტფონის პრეზენტაციისთვის ემზადება, მისი სახელწოდება იქნება Google Pixel 6a. სამომავლო სმარტფონი იქნება მეექვსე თაობის მესამე და ყველაზე მოკრძალებული წარმომადგენელი. მას უფროსი მოდელების მსგავსი დიზაინი ექნება, თუმცა ზომით იქნება უფრო კომპაქტური სტანდარტულ 6.4-დუიმიან სმარტფონებთან შედარებით. სმარტფონის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 დუიმი, ფორმატი შეესაბამება Full HD+-ს და არ აქვს გამოსახულების განახლების გაზრდილი სიხშირე. ძირითად კამერაში დაყენებული იქნება გამოსახულების სენსორი Sony IMX363. ეს არის 12-მეგაპიქსელიანი მთავარი მოდული 1.4 მკმ პიქსელით, იგი ოთხი წლის წინ გამოვიდა. ოპტიკური ფორმატია 1/2.55 დუიმი. Pixel 6a-ში აგრეთვე გამოყენებული იქნება ულტრაფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი მოდული სენსორ Sony IMX386-ის ბაზაზე. ფრონტალურ კამერას საფუძვლად დაედება 8-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი Sony IMX355. სმარტფონს ექნება Google-ის მიერ შექმნილი ერთკრისტალიანი სისტემა Tensor. მობილური პროცესორი იმუშავებს 6/8 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მოდულის მოცულობა ყველა კომპლექტაციაში 128 გბ-ს შეადგენს. მომწყობილობის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 30-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Google Pixel 6a-ს ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. სმარტფონი გაიყიდება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. შეგახსენებთ, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე Pixel 5a მოდელი ამერიკულმა კომპანიამ 450 აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/ykdmbf25
  15. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი თიზერები, რომელთა მიხედვით ცნობილი ხდება ახალ პორტატულ კომპიუტერ Legion Y7000P 2022-ის გარკვეული მახასიათებლები. ამ ლეპტოპის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Lenovo ადრე ითქვა, რომ მოწყობილობას ექნება Quad HD ფორმატის დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9. კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცს შეადგენს. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ლეპტოპის კორპუსის სისქე წინა თაობის მოდელთან შედარებით 11.6%-ით შემცირდება და შეადგენს 19.9 მმ-ს ყველაზე თხელ ნაწილში. წარმოდგენილ სქემატურ გამოსახულებაზე ჩანს ორი USB Type-C პორტი. აღჭურვილობაში შევა ჯერჯერობით უცნობი პროცესორი TDP-ის მაჩვენებლით 135 ვატი, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. მოცემულია გაგრილების სისტემა 10 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილებითა და ვენტილატორით. გეიმინგ ლეპტოპ Legion Y7000P 2022-ის პარალელურად კომპანია Lenovo ამზადებს სხვა ახალ პროდუქტებსაც Legion სერიაში. კერძოდ, გამოვა სმარტფონი Legion Y90, რომელსაც ამჟამად არსებული ცნობებით ექნება 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი, პროცესორი Snapdragon 8 Gen 1, 16 გბ-მდე ოპერატიული და 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. https://tinyurl.com/h3xrstj7
  16. 2030 წლისთვის Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 1.36 მლნ აშშ დოლარს, ხოლო Ethereum-ის კაპიტალიზაციამ - 22.5 ტრილიონ აშშ დოლარს. ასეთი გათვლები გააკეთეს საინვესტიციო კომპანია ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა. ციფრულ ოქროსთან მიმართებაში საკუთარი ორიენტირი ექსპერტებმა ახსნეს მოლოდინით, რომ ქვეყნების მიერ მოხდება კრიპტოვალუტის კანონიერ საგადახდო საშუალებად აღიარება, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ იზრდება გლობალური აქტივების კაპიტალიზაციის წილი. ანალიტიკოსები ეყრდნობიან Bitcoin-ის ბლოკჩეინის „ჯანსაღ“ ქსელის მეტრიკას. კერძოდ, მათ ახსენეს BTC-აკუმულირებული მისამართებისა და მათ კუთვნილებაში არსებული მონეტების რიცხვის ზრდა. მათი შეფასებით, 2021 წელს გადაცემული onchain-ღირებულების მოცულობა გაიზარდა 463%-ით 13.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც 20%-ით აღემატება Visa-ს გადახდების მოცულობას. ETP-ის წილის მიხედვით საჯარო და არასაჯარო კომპანიებზე ნოემბრის ბოლოს მოდიოდა 7.9% Bitcoin-ის ემისიებისგან. ARK Invest ელოდება მაჩვენებლის ზრდას. პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების საკითხში სპეციალისტები პროგნოზირებენ მაინერების ორიენტირის შეცვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ექსპერტების აზრით მომდევნო ათწლეულში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 25.9-ჯერ - 28.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე. შედარებისთვის, ნოემბერში იგივე მაჩვენებელი იყო 10 ტრლნ აშშ დოლარი ოქროზე, 106 ტრლნ აშშ დოლარი - გლობალურ აქციებზე, 124 ტრლნ აშშ დოლარი ობლიგაციებზე და 220 ტრლნ აშშ დოლარი - უძრავ ქონებაზე. ამგვარი სცენარის რეალიზების შემთხვევაში BTC შეფასებული იქნება 1.36 მლნ აშშ დოლარად. ეს ღირებულება შემდგარი იქნება შემდეგი კომპონენტებისგან: ფულადი გადარიცხვები (ბაზრის 50%); განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა (ფულის მულტიპლიკატორ M2-ის 10% ტოპ 4 ქვეყნის გამოკლებით); ანგარიშსწორების საშუალება (აშშ-ის ბანკების მაჩვენებლის 25%); სახელმწიფო რეზერვები (მთლიანი მაჩვენებლის 1%); ექსპროპრიაციისგან თავისუფალი აქტივები (ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ქონების 5%); ინსტიტუციონალების ინვესტიციები (აქტივების ბაზის 2.55%); კორპორაციის სარეზერვო აქტივი (იმ კომპანიების 5%, რომელთა აქციები აღირიცხებიან S&P 500 ინდექსში); ციფრული ოქრო (სრულად მოპოვებული ოქროს საბაზრო ღირებულების ნახევარი). წყარო: ARK Invest. Ethereum-ის კაპიტალიზაცია განხილულ პერიოდში შეიძლება გაიზარდოს 56-ჯერ - 22.5 ტრლნ აშშ დოლარამდე. ETH შეძლებს კონკურენციის გაწევას გლობალური ფულის სტატუსის მხრივ იმის ფონზე, რომ DeFi პროტოკოლები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავიწროებენ. კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება NFT-ებისა და Stablecoin-ების შემდგომი პოპულარიზაცია. წყარო: ARK Invest. შეგახსენებთ, Pantera Capital-ის ინვესტიციების თანადირექტორმა ჯოი კრუგმა ივარაუდა, რომ 10-20 წლის შემდეგ ტრანზაქციების ნახევარი Ethereum-ზე იქნება. Fidelity Digital Assets კი პროგნოზირებდა ქვეყნების მიერ Bitcoin-ის შესყიდვას. https://tinyurl.com/2p829mk7
  17. Intel-ის კვარტალურმა ანგარიშმა საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. საანგარიშგებო პერიოდში დესკტოპ კომპონენტების მიწოდება წლიური შედარების მიხედვით 7%-ით გაიზარდა, ჯამში კი - 15%-ით. ამასთან, მეოთხე კვარტალში მიწოდებული ლეპტოპების კომპონენტების რაოდენობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა, თუმცა თანმიმდევრულად 4%-ით გაიზარდა. ფოტოს წყარო: Intel ზოგადად, დესკტოპისა და მობილური სისტემებისთვის განკუთვნილი მიწოდებული კომპონენტების რაოდენობა წელიწადში 8%-ით გაიზარდა, თუმცა საშუალო ფასები არათანაბრად შეიცვალა. მობილურის სეგმენტში მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, დესკტოპ სეგმენტში კი გაიზარდა 3%-ით. როგორც ამჯერად აღინიშნა, წელიწადში ფასები საშუალოდ 11%-ით გაიზარდა დესკტოპ სეგმენტში და 14%-ით - მობილურ კომპონენტებში. ადრე ხშირად აღინიშნებოდა, რომ Intel-ის შემოსავალი სამომხმარებლო სეგმენტში გაიზარდა მხოლოდ ფასების საშუალო ზრდის გამო, ხოლო მიწოდების რაოდენობრივი მაჩვენებლები დაეცა. ამჯერად ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებლებიც იზრდება თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე ფასები. https://tinyurl.com/w8ytd4rn
  18. გასული წლის შეჯამების შედეგად ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა Tesla Model 3, რომელმაც შეძლო ზოგიერთი კონკურენტის უკან ჩამოტოვება და პოპულარობის საერთო რეიტინგში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, ელექტრომობილების ბაზრის წილი 2021 წელს რეგიონში 19%-მდე გაიზარდა კორონავირუსისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის დიფიციტის გავლენის მიუხედავად. ფოტოს წყარო: Jasper Juinen / Bloomberg არსებული მონაცემების თანახმად Model 3-მა გაყიდვების მოცულობით პირველი ადგილი წაართვა Renault-ის ელექტრომობილ Zoe-ს, აგრეთვე უკან ჩამოიტოვა ევროპაში ტრადიციულად პოპულარული რამდენიმე მოდელი, მათ შორის Volkswagen Tiguan და Peugeot 3008. პოპულარობის საერთო რეიტინგში მსუბუქი ავტომობილების კუთხით Tesla Model 3 მე-40 ადგილიდან მე-17-ზე ავიდა გასულ წელს. Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდა მოხდა წინა ფავორიტების ვადნის ფონზე, რომელთა შორის ყველაზე თვალშისაცემად შემცირდა Volkswagen Golf-ის პოპულარობა. 2020 წელს გამოსულმა ელექტრო Volkswagen ID.3-მა ვერ შეძლო Tesla-ს წარმატების გამეორება და პოპულარობის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა. სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში ბაზრის საერთო მოცულობა 11.8 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1985 წლის შემდეგ. ფოტოს წყარო: Jato Dynamics „კრიზისს მოყოლილი კრიზისი ნეგატიურ გავლენას ახდენს საავტომობილო ბაზრის მოთხოვნის დონეზე. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მუდმივმა გაურკვევლობამ ნახევრადგამტარების ნაკლებობასთან ერთად იდეალური შტორმის ფორმირება გამოიწვია“ - თვლის კომპანია Jato Dynamics-ის ანალიტიკოსი Felipe Munoz. Jato-ში აღნიშნეს, რომ ისეთი მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები, როგორებიცაა Volkswagen და Stellantis, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შემუშავებასა და გამოშვებაზე, მომხმარებლები კი კარგად რეაგირებენ გულუხვ სუბსიდიებზე, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის დაჩქარების მიზნით. Jato-ს სპეციალისტები თვლიან, რომ 2022 წელს ელექტრომობილები ევროპაში გაყიდვების მოცულობით გადააჭარბებენ შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს. აგრეთვე აღსანიშნავია ბაზარზე ახალი პრეტენდენტების გამოჩენა და ძველი მოთამაშეების გააქტიურება. მაგალითად, სამხრეთკორეულმა Hyundai-მ შვილობილ კომპანია Kia-სთან ერთად რეგიონში წილი გაზარდა ორი პუნქტით 8.6%-მდე გასულ წელს. ამ შედეგის მიღწევა კომპანიამ მოახერხა ყველგანმავლებისა და ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების სერიის წყალობით. https://tinyurl.com/d4ejzfc6
  19. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ სალვადორს რეკომენდაცია მისცა პირველ კრიპტოვალუტას ჩამოართვას ქვეყანაში გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი. IMF-ის წარმომადგენლებმა დაუშვეს, რომ ელექტრონულ საფულე Chivo-ს შეუძლია აამაღლოს ფინანსური ხელმისაწვდომობა, თუმცა აღნიშნეს Bitcoin-ის მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. მათ ასევე გაიხსენეს ფინანსური სტაბილურობის რისკები, რომლებიც პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებას უკავშირდება. ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოხატავენ სალვადორის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ობლიგაციების გამოშვებას. სალვადორი მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გამოყოფაზე, წერს Fortune. 2021 წლის 7 სექტემბერს სალვადორში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ციფრულ ოქროს აღიარებდა გადახდის ლეგალურ საშუალებად. ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფო ფონდისთვის 550 BTC შეიძინა. მას შემდეგ სალვადორმა შეიძინა სულ 85.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1801 BTC. სახელმწიფო ფონდის ბოლო, 410 BTC-ით შევსების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ მიმდინარე წლის 22 იანვარს განაცხადა. 2021 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სალვადორი გააფრთხილა იმ რისკებისა და მარეგულირებელი პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს Bitcoin-ის ოფიციალურ გადახდის საშუალებად აღიარებას. ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკრიტიკა პირველი კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ქვეყანაში მისი თანამშრომლების ვიზიტის შემდეგ. ექსპერტებმა ქვეყანას რეკომენდაცია მისცეს დაეხურა სახელმწიფო Bitcoin-ტრასტი. 2022 წლის იანვარში ცნობილმა ეკონომისტმა და ციფრული ოქროს კრიტიკოსმა ნურიელ რუბინიმ სალვადორის ხელისუფლებას მოუწოდა პრეზიდენტ ბუკელეს გამოუცხადონ იმპიჩმენტი პირველ კრიპტოვალუტაში განხორციელებული ინვესტიციების გამო. https://tinyurl.com/23s6wfv9
  20. ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-მ განაცხადა მიკროსქემების ბრიტანულ მწარმოებელ Arm-ის კოლოსალურ 40 მლრდ აშშ დოლარად შეძენის სურვილის შესახებ. იმ დროს Arm ეკუთვნოდა SoftBank-ს, რომელმაც კომპანია 2016 წელს შეიძინა 32 მლრდ აშშ დოლარზე მეტად. მოსალოდნელი იყო, რომ გარიგება 2021 წლის სექტემბერში დასრულდებოდა, მაგრამ ამ თარიღმა NVIDIA-ს მხრიდან განცხადების გაკეთების გარეშე ჩაიარა და ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანიამ უარი განაცხადა ჩიპსეტების მწარმოებელი კომპანიის შეძენის გეგმაზე. Nvidia-Arm-ის გარიგება უნდა გამხდარიყო ინდუსტრიაში უმსხვილესი შესყიდვა იმ დროს, როდესაც მის შესახებ გამოცხადდა. თუმცა მას შემდეგ კომპანიას მუდმივად სირთულეები ხვდებოდა წინ. 2021 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო გარიგების შესწავლა, რათა გამოეკვლია ქვეყნისთვის ასეთი შენაძენის გრძელვადიანი შედეგები და ანტიმონოპოლიური მოთხოვნები. შემდეგ აგვისტოში გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას შეეძლო შეეჩერებინა გარიგება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო. ანალოგიურად, გასულ თვეში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) შეიტანა სარჩელი, რათა ხელი შეეშალა გარიგების გაფორმებისთვის Nvidia-სთვის პოტენციური უსამართლო უპირატესობის მოტივით. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ამტკიცებს, რომ ჯგუფი, რომელიც შედგება Microsoft-ის, Google-ის, Qualcomm-ის, Intel-ისა და Amazon-ისგან, ასევე მუშაობს მარეგულირებელებთან გარიგების შეჩერების მიზნით. მათი სავარაუდო არგუმენტი არის ის, რომ შესყიდვა გაურთულებს Arm-ს - დარჩეს დამოუკიდებელი და განაგრძოს ყველასთვის მომსახურების მიწოდება ისე, როგორც არის, მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ Nvidia ასევე Arm-ის მომხმარებელია. ბუნებრივია, გარიგებამ გამოიწვია შიდა უთანხმოება როგორც NVIDIA-ში, ისე SoftBank-ში. ზოგი ამტკიცებს, რომ FTC-ის სარჩელი გამოყენებულ უნდა იქნას გარიგების ძლიერი მხარეების გამყარებისთვის. ამავე დროს სხვები თვლიან, რომ NVIDIA-მ უბრალოდ უკან უნდა დაიხიოს. იმავე SoftBank-შიც არიან მსურველები, რომლებსაც სურთ ითამაშონ გრძელვადიანი თამაში და ისინიც, ვისაც სურთ Arm IPO რაც შეიძლება მალე. საჯაროდ NVIDIA-მ და SoftBank-მაც განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რომ ტრანზაქცია განხორციელდება, მაგრამ უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანიაში სერიოზული შეშფოთებაა შესყიდვის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაველოდოთ ამ სავაჭრო ომების შედეგს. https://tinyurl.com/2p88xjxd
  21. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა მოდელ Xiaomi CIVI-ს სპეციალური ვერსია. Winter Edition ორიგინალი სმარტფონის ასლს წარმოადგენს, თუმცა გამოირჩევა გაფართოებული ნაკრებით. თეთრი ფერის ყუთში თავად სმარტფონთან ერთად მოცემულია სამი აქსესუარი: ქეისი, ჩანთა და საკიდიანი ბურთულა. ყველა მათგანი თეთრია და ბეწვით დაფარული. Xiaomi CIVI-ს აქვს 6.55-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი. მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე ისევე, როგორც ფლაგმანური მოდელების შემთხვევაში. OLED მატრიცა დაფარულია მეხუთე თაობის Gorilla Glass-ით. დისპლეიში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანირებისთვის განკუთვნილი ოპტიკური სენსორი. სმარტფონში წარმოდგენილია ძირითადი კამერა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის გარეშე, ტელეობიექტივი ოპტიკური ზუმით, მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K UHD ფორმატში 60 FPS სიხშირით. 4K-თი შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა მხოლოდ 30 FPS სიხშირით, 60 FPS და 120 FPS სიხშირისთვის კი საჭიროა გაფართოების შემცირება Full HD-მდე, 960 FPS სიხშირის მისაღებად კი - HD-მდე. ძირითად კამერაში წარმოდგენილია მოდულები 64 მპ, 8 მპ და 2 მპ გაფართოებით, სელფი კამერა აგებულია 32-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორის ბაზაზე. Xiaomi CIVI-ში მოცემულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 778G. ჩიპსეტში მხარდაჭერილია 5G, აქვს გრაფიკა Adreno 642L, CPU-ის მაქსიმალური სიხშირე კი 2.4 გჰც-ს შეადგენს. ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, აქვს 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა და 45 წუთში ნულიდან 100%-მდე იმუხტება. აგრეთვე აღსანიშნავია NFC მოდული, სტერეოდინამიკები და MIUI 12.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-თან ერთად. Xiaomi CIVI Winter Edition-ის ფასი 400 აშშ დოლარია. ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს თეთრ სმარტფონს 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით. ამ მოდიფიკაციის ორიგინალი მოდელი გაყიდვების დაწყებისას 15$-ით ნაკლები ღირდა. https://tinyurl.com/2vzzshu9
  22. სალვადორის პრეზიდენტ Nayib Bukele-ს განცხადებით ქვეყნის ხელისუფლებამ ისარგებლა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნით და შეიძინა 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 410 Bitcoin. „სალვადორმა ახლახანს შეიძინა 410 Bitcoin სულ რაღაც 15 მილიონ აშშ დოლარად“ - დაწერა ბუკელემ გასულ პარასკევს. მან განაცხადა, რომ „ზოგიერთი Bitcoin-ს ძალიან იაფად ყიდის“. ნაიბ ბუკელე. ფოტოს წყარო: Marvin Recinos/AFP via Getty Images სალვადორი გასულ წელს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Bitcoin მიიღო გადახდის კანონიერ საშუალებად. ქვეყნის პრეზიდენტმა ახსენა კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი შემცირება, რომელმაც იანვარში მძლავრად დაარტყა ფიცრული ვალუტების ბაზარს და განაცხადა, რომ ასეთ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის კურსი ბოლო თვეში 32%-ით შემცირდა. დღეისათვის კრიპტოვალუტის ფასი ორჯერზე მეტად შემცირდა გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმ 69 ათას აშშ დოლართან შედარებით. Bitcoin-მა გაიაფება დაიწყო ინვესტორების მხრიდან სარისკო აქტივებისადმი ინტერესის შემცირების ფონზე. კრიპტოვალუტამ კურსის კლება განაგრძო ბუკელეს განცხადების შემდეგ და ამჟამად მისი ფასი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Google CoinDesk-ის მონაცემებით, 410 Bitcoin-ის შესყიდვის შემდეგ სალვადორი ფლობს 1500 Bitcoin-ზე მეტს. მიმდინარე წელს ქვეყანა გეგმავს გამოუშვას 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ათწლიანი Bitcoin-ობლიგაციები. ქვეყნის პრეზიდენტი კრიპტოვალუტების ცნობილი ენთუზიასტია და ზემოთხსენებული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც იგი კრიპტოვალუტას ყიდულობს კურსის ვარდნისას. 2021 წლის ნოემბერში მან იყიდა 100 Bitcoin იმ დროს, როდესაც აქტივის კურსი 7.7%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/yckuzupn
  23. კომპანია Xiaomi, რომელიც მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება, მსოფლიოში მეორეა სმარტფონების მიწოდების მოცულობის კუთხით. იგი აწარმოებს მრავალფეროვან მოდელებს, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ სუბბრენდების, Redmi-სა და POCO-ს არსებობას. ინსაიდერ Digital Chat Station-მა გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენას Xiaomi მიმდინარე წელს აპირებს. ამ ჩამონათვალში მითითებულია სამომავლო მოწყობილობების კოდური სახელწოდებები. სია შედგება 12 დასახელებისგან. Munch, rubens, matisse და fog სავარაუდოდ Redmi K50 სერიის მოწყობილობებს აღნიშნავს. მათი გამოსვლა მოსალოდნელია თებერვალში და ესენი იქნება მოდელები Redmi K50, K50 Pro, K50 Pro Plus და K50 Gaming. ყველაზე დაბალბიუჯეტური Redmi K50 მოდელები იმუშავებენ Snapdragon 8 და Dimensity 8000/9000 პროცესორებზე. დანარჩენ ორ მოდელში წარმოდგენილი იქნება Snapdragon 8 Gen 1. Thor და loki სავარაუდოდ აღნიშნავს პრემიალურ მოწყობილობებს, რომლებშიც აქცენტი კამერის ხარისხზე იქნება გაკეთებული. ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა 200-მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდეს. შემდეგ მოდის კოდური დასახელებები light და thunder. ესენი სავარაუდოდ იქნება დრეკადი სმარტფონები Xiaomi Mi MIX Flip და Xiaomi Fold 2. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდ Mi-ზე უკვე უარი ითქვა. ჩამონათვალის ბოლოში განთავსებულია სახელწოდებები zizhan, zijin, taoyao და opal. ესენი შესაძლოა იყოს Redmi Note 12 სერიის წარმომადგენლები. მათი გამოსვლა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მოწყობილობებიდან ერთ-ერთში შესაძლოა მოცემული იყოს საშუალო დონის პროცესორი Snapdragon 7 Gen 1. https://tinyurl.com/4hn2ewjv
  24. კომპანია Wisk Aero-მ, რომელიც ელექტრო მფრინავი ტაქსების შემუშავებით არის დაკავებული, მოიზიდა 450 მლნ აშშ დოლარი აეროკოსმოსურ კომპანია Boeing-ისგან დაფინანსების მორიგი რაუნდის ფარგლებში. სტარტაპმა განაცხადა, რომ ახალი ინვესტიციების შედეგად Wisk  ხდება „ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული“ კომპანია ამ სფეროში. ფოტოს წყარო: The Verge Wisk Aero დაფუძნდა 2019 წელს და იგი წარმოადგენს Boeing-ისა და Google-ის დამფუძნებელ ლარი პეიჯის კუთვნილებაში არსებულ კომპანია Kitty Hawk-ის ერთობლივ საწარმოს. სტარტაპი მუშაობს ვერტიკალური აფრენისა და დაშვების უნარის მქონე ელექტრო ტაქსის შექმნაზე. საფრენი ტრანსპორტი უპილოტო იქნება. არსებული მონაცემებით, Wisk გეგმავს მოზიდული ინვესტიციები გამოიყენოს ზრდის ტემპის დაჩქარების მიზნით, პერსონალის გაფართოებისთვის, რომელიც ამჟამად დაახლოებით 350 ადამიანისგან შედგება. კომპანია ასევე გეგმავს საწარმოო პროცესის დაწყებას, რაც განაპირობებს სრულმასშტაბიანი კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისის ამოქმედებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. კომერციული შეთავაზების ამოქმედების შემდეგ კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონი ფრენის განხორციელებას მოელის მსოფლიოს 20 მსხვილ ბაზარზე. დიდი გზაა გასავლელი, სანამ Wisk და სხვა მსგავსი სტარტაპები კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისების ამოქმედებას შეძლებენ. მფრინავი ტრანსპორტის შექმნისა და ტესტების სერიის ჩატარების შემდეგ კომპანიებმა უნდა მიიღონ სერტიფიკატი აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებისგან. ამჟამად აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს არ აქვს სერტიფიცირებული არც ერთი eVTOL მფრინავი აპარატი მგზავრების კომერციულ გადაყვანაში გამოყენებისთვის. https://tinyurl.com/552v3tz6
  25. ორშაბათს, 24 იანვარს Bitcoin-ის ფასმა განაგრძო კურსის ვარდნა და მიაღწია 33 ათას აშშ დოლარის სიახლოვეს. CoinGecko-ს მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაიაფდა 5.7%-ით, კვირის მანძილზე კი - 21,8%-ით. ამჟამად პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 33470 აშშ დოლარად იყიდება. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. გასული კვირა Bitcoin-ისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ბოლო რვა თვის განმავლობაში. 21 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები გარკვეულ მომენტში 37 700 აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა, შაბათს კი - 34 ათას აშშ დოლარამდე. ნოემბრის მაქსიმალურ 69 ათას აშშ დოლარიან დონესთან მიმართებაში კურსი 50%-ით შემცირდა. წმინდა რეალიზებულმა ზარალმა ინვესტორებში გასულ პარასკევს 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ფლაგმანის კვალად პოზიცია დაკარგა Ethereum-მა - ბოლო 24 საათის განმავლობაში იგი 10.1%-ით გაიაფდა. სტატიის წერის მომენტში მისი კურსი დაახლოებით 2230 აშშ დოლარია. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. წითელ ზონაში აღმოჩნდა კაპიტალიზაციის სიდიდით ტოპ-10-ვე აქტივი. ყველა მეტად ვარდნა განიცადა Solana-მ - 17.9%. Coinglass-ის თანახმად ბოლო 24 საათის მანძილზე ფიუჩერსების ბაზარზე ლიკვიდაციების მოცულობამ 384 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. წყარო: CoinGecko. ფინანსური სამყარო 26 იანვრისთვის დაგეგმილ ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომას ელოდება. ღია ბაზრის კომიტეტის წევრები მარტში გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამასთან ერთად საბაზისო განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდის მზადყოფნის სიგნალს გამოთქვამენ. ამ ფონზე საფონდო ინდექსების მკვეთრი კლება შეინიშნება. ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის Stoxx 600 ინდექსი ამ დროისთვის 2.1%-ით დაეცა. S&P 500-ზე მოქმედმა ფიუჩერსებმა 0.4% დაკარგეს. მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე აღმოსავლეთ ევროპის საფონდო ინდექსები დიდ ზარალს განიცდიან. დოლარში ნომინირებული RTS ინდექსი, რომელიც იკვლევს 43 რუსული კომპანიის დინამიკას, 8.4%-ით დაეცა. RTS ინდექსი, წყარო: TradingView Bloomberg Intelligence-ის უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ადრე განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა შესაძლოა 10%-20%-ით დაკორექტირდეს. მისი თქმით, ციფრული აქტივების ბაზარი ანალოგიურად მოიქცევა, თუმცა Bitcoin-ს აქვს შანსი, რომ წელს 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. საინვესტიციო კომპანია Invesco ვარაუდობს მიმდინარე წელს Bitcoin-ის კურსის 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლას. https://tinyurl.com/2tudub8c
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.