Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5900
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Samsung-მა Galaxy S22 სმარტფონებთან ერთად წარადგინა ფლაგმანური პლანშეტები Galaxy Tab S8. სერიაში სულ შევიდა სამი მოდელი: საბაზისო Galaxy Tab S8, უფრო მოზრდილი Galaxy Tab S8+ და ყველაზე დიდი ტოპ-ვერსია Galaxy Tab S8 Ultra. საბაზისო მოდელ Galaxy Tab S8-ს აქვს 11-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. Galaxy Tab S8+ მოდელს აქვს 12.4-დუიმიანი AMOLED ეკრანი 2800 × 1752 პიქსელი გაფართოებით და ასევე 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. და ბოლოს, Galaxy Tab S8 Ultra-ს გააჩნია 14.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2960 × 1848 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 ჰერცს შეადგენს. სამივე მოდელზე მხარდაჭერილია S Pen სტილუსი, რომელიც მიწოდების ნაკრებში შედის. ყველა პლანშეტს საფუძვლად უდევს ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს 3 გჰც-მდე სიხშირით. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მათ შიდა მეხსიერება კი იქნება 128 ან 256 გბ. Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები 8, 12 და 16 გბ ოპერატიული და 128, 256 და 512 გბ შიდა მეხსიერებით, შესაბამისად. სამივე პლანშეტს აქვს AKG-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით და მოცულობითი ხმის მხარდაჭერით. პლანშეტების უკანა კამერაც ყველა მოდელში იდენტურია: მასში შედის 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდული 6-მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან სენსორთან ერთად. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელებს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვთ, უფროს Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში მხარდაჭერილია ორი ფრონტალური კამერა წყვილი 12-მეგაპიქსელიანი მოდულით, ესენია ძირითადი და ფართოკუთხიანი სენსორები. აღსანიშნავია, რომ ფრონტალური კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ პატარა ჭრილში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი პლანშეტი „წინამოთი“. Samsung გვთავაზობს პლანშეტების ვერსიებს როგორც მხოლოდ Wi-Fi-ს, აგრეთვე Wi-Fi, 5G და LTE მხარდაჭერით. Galaxy Tab S8-ს ბატარეის მოცულობაა 8000 მა/სთ, Galaxy Tab S8+-ის - 10090 მა/სთ, ხოლო Galaxy Tab S8 Ultra-სი - 11200 მა/სთ. ბოლო მათგანის ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათს შეადგენს. ყველა მოდელში მხარდაჭერილია 45-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. ფასებს რაც შეეხება, Galaxy Tab S8-ს ფასი იწყება დაახლოებით 870 აშშ დოლარიდან, Galaxy Tab S8+-ის - 1097 $-დან, Galaxy Tab S8 Ultra-ს ფასი კი - 1432 აშშ დოლარიდან. გაყიდვები უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/u573uae5
  2. პირველი კრიპტოვალუტის ფასს შეუძლია 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს 2022 წლის მეორე ნახევარში - განაცხადა FSInsight-ის ანალიტიკოსმა შონ ფარელმა. მისი დაკვირვებით, Bitcoin-ის კორელაცია აქციებთან გაიზარდა გასული წლის ბოლო კვარტალში. ციფრული ოქროს ფასი დაეცა, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემისგან მონეტარული გამკაცრების ნარატივი გამოჩნდა. კრიპტოვალუტების ბაზრის დანარჩენი ნაწილი ამჟამად ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიური კომპანიების აქციებთან. თუმცა, ფარელის თქმით, Bitcoin-ის დომინირება Altcoin-ებზე ურყევი რჩება. BTC-ის ფასს, 2022 წლის დასაწყისის მიუხედავად, შეუძლია 200 ათას აშშ დოლარიან დონეს მიაღწიოს. FSInsight-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ Ethereum-ის პლატფორმა დაუფასებელია - კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ მიმდინარე წელს შეიძლება მიაღწიოს 12 ათას აშშ დოლარს. ანალიტიკოსი ოპტიმისტურად არის განწყობილი Ethereum-ის Proof-of-Stake ალგორითმზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუ პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, კაპიტალის შემოდინება ეკოსისტემაში გაიზრდება, „მიუხედავად Bitcoin-ის მაჩვენებლისა“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი ღირებულება 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შეამცირეს. https://tinyurl.com/2hmbn96r
  3. გასულ წელს NVIDIA-მ გამოუშვა რეკორდული რაოდენობის უმძლავრესი გრაფიკული ამაჩქარებლები: თავდაპირველად Ampere თაობის „ტიტანად“ მიიჩნეოდა GeForce RTX 3090, შემდეგ კომპანიამ საზოგადოებას უჩვენა რა შეეძლო Tensor-ბირთვებიან GA100-ს, რომელიც მონაცემთა ცენტრებში რთული გამოთვლითი ამოცანებისთვის იყო განკუთვნილი. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვიდეო დაფამ დეფიციტს თავი ვერ აარიდა. ბოლო მათგანი საერთოდ ვერ ხვდება გაყიდვაში შესაბამისი ვიდეომეხსიერების არარსებობის გამო. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მოდელის შესაძლებლობები არ იქნება წარმადობის ზღვარი. GA100 არქიტექტურაზე დამყარებულ ტოპ-პროცესორს 54 მილიარდი ტრანზისტორი აქვს, რაც ნამდვილად ბევრია. მძლავრ GeForce RTX 3090 (GA102) მოდელს გააჩნია მხოლოდ 28.3 მლრდ ტრანზისტორი. არაოფიციალური ცნობების თანახმად მომავალ GPU Hopper თაობაში ტოპ-ვერსია GH100-ს ექნება 140 მილიარდი ტრანზისტორი, რის შედეგად ეს ვიდეო დაფა ხუთჯერ მძლავი იქნება RTX 3090-ზე და სამჯერ მძლავრი - GA100-თან შედარებით. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი ტექნოლოგიების წარმოდგენაც კი რთულია. ექსპერტები თვლიან, რომ მალე შესაძლებელი გახდება 140 მილიარდი ტრანზისტორის მქონე უფრო კომპაქტური ჩიპის დამზადება. ინსაიდერები არ გამორიცხავენ, რომ AMD-სთან დაძაბული ბრძოლის ფონზე NVIDIA-ს სამომავლო ამაჩქარებლების სერია Ada Lovelace-მა შესაძლოა ვერ გაუძლოს კონკურენციას, თუმცა ისიც არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტს, რომ კომპანია მოისურვებს Ada ხაზში Hopper თაობის ჩიპის ჩასმას. მზად იქნება თუ არა ჩიპი შესაბამისი დროისთვის - ეს საკითხიც ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. https://tinyurl.com/yt42tbpw
  4. კომპანია ASUS-მა დააანონსა 2022 წლის ვერსიის პორტატული კომპიუტერი ROG Magic 16 პროცესორით Intel Alder Lake და NVIDIA-ს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. ნოუთბუქში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და გვერდების შეფარდებით 16:10. DCI-P3 ფერთა გამა 100%-ს აღწევს, სიკაშკაშე - 500 კდ/მ2-ს. რეალიზებულია Dolby Vision მხარდაჭერა. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი. მოწყობილობაში განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H. მასში შედის 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა კი - ენერგოეფექტური. ტურბო-რეჟიმში მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს შეადგენს. ლეპტოპში წარმოდგენილია ვიდეო დაფა GeForce RTX 3060, 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 ფორმატის მყარი დისკი 512 გბ მოცულობითა და PCIe 4.0 ინტერფეისით. ბატარეის მოცულობაა 90 ვტ/სთ. დანარჩენ მახასიათებლებში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos, Wi-Fi 6E ადაპტერი 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით, microSD სლოტი, ორი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, ინტერფეისები HDMI და Thunderbolt 4. გაგრილების სისტემა Glacier Cooling 2.0-ში გამოყენებულია ექვსი სითბური მილი და ორი ქულერი. ASUS ROG Magic 16-ის ფასი დაახლოებით 1570 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/2p82v7rs
  5. აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა პეტ ტუმიმ ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა გამოიკვლიონ ჩინეთის მიერ ციფრული იუანის გამოყენება ოლიმპიადაზე. მისი თქმით, eCNY საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეკონომიკის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას. პეკინში დაწყებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებით ფაქტობრივად ამოქმედდა CBDC-ის გამოყენება საერთაშორისო აუდიტორიის მიერ - eCNY დაამტკიცეს საანგარიშსწორებო საშუალებად სტუმრებისა და ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ქვეყნის შიგნით ციფრული იუანის ტესტირება 2019 წლიდან მიმდინარეობს. სენატორმა აღნიშნა, რომ eCNY შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი აშშ-ის სანქციების გვერდის ავლისა და უკანონო ტრანზაქციების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებას ექნება „მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო ფინანსური წესების შეუსრულებლობისთვის, აგრეთვე პირველობა ენიჭება გლობალური ციფრული გადახდების სტანდარტების დაწესებაში. ტუმი აგრეთვე შეშფოთებულია პეკინის მიერ სახელმწიფო ბლოკჩეინ-პლატფორმა BSN-ის ამოქმედებით, რომელიც გახდება ინიციატივა „ერთი ქამარი და ერთი გზა“-ს ტექნოლოგიური საფუძველი. განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიებისადმი ინტერესის მიუხედავად ჩინეთის კომუნისტური პარტია კრიპტოვალუტებს „ციფრული ავტორიტარიზმისთვის“ საფრთხედ განიხილავს, რაც აშშ-ს შანსს აძლევს გახდეს ინოვაციების ლიდერი ამ სფეროში - აღნიშნა სენატორმა. საყრდენად მან პიროვნების თავისუფლება და ქვეყნის გაზიარებული სხვა პრინციპები დაასახელა. შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა სენატორებმა მარშა ბლექბერნმა, სინტია ლამისმა და როჯერ ვიკერმა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე სიუზან ლაიონსს მიმართეს წერილობითი მოთხოვნით - ათლეტების მიერ e-CNY-ის გამოყენება აკრძალულიყო. CBDC-ის განვითარებაში ჩინეთის ლიდერობის გამო ადრე შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა. მანამდე მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. ჩინეთის ხელისუფლება მოელის, რომ CBDC-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს იუანის პოზიციის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე და დოლარის დომინირების შესუსტებას. Sino Global Capital-ის ხელმძღვანელმა მეთიუ გრეჰემმა გამოთქვა აზრი, რომ ციფრულ იუანზე დაფუძნებული საგადახდო სისტემა აშშ-ის ვალუტაზე დამყარებულ SWIFT სისტემას ჩაანაცვლებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ, რომ eCNY-ის გამოყენებამ საგარეო ვაჭრობაში შეიძლება შეარყიოს დოლარის დომინირება. https://tinyurl.com/2p9euvkf
  6. კომპანია Dell-მა წარადგინა ორი მონიტორი 4K UltraSharp, რომლებშიც LG Display-ს ტექნოლოგია IPS Black გამოიყენება, რომელიც უზრუნველყოფს 35%-ით უფრო ღრმა შავ ფერს თანამედროვე IPS დისპლეებთან შედარებით. ახალ U2723QE და U3223QE მოდელებს აქვთ ექვსპორტიანი USB-ჰაბი USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), ამასთან მთავარ USB-C პორტს შეუძლია უზრუნველყოს 90 ვატი სიმძლავრე USB-PD-ის მეშვეობით, აგრეთვე მხარდაჭერილია ალტერნატიული რეჟიმი DP 1.4. USB ჰაბი მუშაობს KVM რეჟიმში, რომელიც დღეისათვის სტანდარტული ფუნქცია ხდება მაღალი დონის ბევრი დისპლეის შემთხვევაში. ერთი USB 3.2 Gen 2 შემოიფარგლება მხოლოდ 15 ვატით, მეორე USB 3.2 Gen 2 პორტი განკუთვნილია მხოლოდ USB მონაცემების სიგნალებისთვის. მონიტორების ტრადიციულ ინტერფეისებში შედის HDMI 2.0, DP 1.4, აგრეთვე დისპლეის დაკავშირებისთვის საჭირო ინტერფეისი. აგრეთვე ხელმისაწვდომია RJ45 სადენიანი ქსელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ახალი მონიტორების კონტრასტულობის მაჩვენებელია 2000:1, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ². რეაქციის დრო 8 მილიწამს შეადგენს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული მონიტორები გეიმინგ მოდელები არ არის, ამ მახასიათებელს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ენერგომოხმარება შეადგენს 25.9 ვატს 27-დუიმიანი მოდელის შემთხვევაში და 29.4 ვატს - 32-დუიმიან მოდელში, თუმცა ორივე მოდელი მოიხმარს 220 ვატამდე ენერგიას დიდი რაოდენობით USB მოწყობილობებთან დაკავშირების შემთხვევაში. Dell U2723QE და U3223QE მონიტორების ფასი შეადგენს 779.99 და 1149.99 აშშ დოლარს, შესაბამისად. https://tinyurl.com/yfesbvkk
  7. Apple-ის პირველი კომპიუტერი მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Face ID-ის მხარდაჭერით არ იქნება MacBook, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა. საქმე ის არის, რომ კომპანიას ამ დრომდე არ შეუმუშავებია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ლეპტოპის თხელ კორპუსში განათავსოს ყველა ის სენსორი, რომლებიც სახის ამოცნობისთვისაა განკუთვნილი. ფოტოს წყარო: MacRumors Gurman-მა Apple-ის Face ID-ის მქონე კომპიუტერის შესაძლო გამოშვების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენ Power On-ში. ანალიტიკოსი ამბობს, რომ Apple თავდაპირველად Face ID-ის დანერგვას გეგმავდა M1 ჩიპის მქონე ორიგინალ iMac-ში, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა. სამწუხაროდ, კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა და ძალისხმევა კომპიუტერის დიზაინისკენ მიმართა. Gurman ამტკიცებს, რომ Face ID-ს დებიუტი შედგება iMac-ში ან გარე მონიტორში, რადგანაც ამ მოწყობილობების კორპუსის სისქე საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოთავსდეს მასში ყველა საჭირო სენსორი. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად არ ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას მისცემდა განეთავსებინა სახის ამოცნობის True Depth სისტემა ლეპტოპის თხელ ზედა ნაწილში. ფოტოს წყარო: Apple მოარული ხმების თანახმად Apple-მა გატესტა Face ID სამომავლო iMac Pro-ს შემადგენლობაში, რომელსაც საფირმო Arm-ჩიპსეტი უდევს, თუმცა ამჟამად ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და გაურკვეველია, აღჭურვილი იქნება თუ არა კომპანიის მომავალი პროფესიონალური მონობლოკი სახის ამომცნობი სისტემით. https://tinyurl.com/y5v34k8c
  8. CBDC-ის გამოშვების შესახებ შესაძლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ინგლისის ბანკი არ აპირებს შექმნას საფულე ეროვნული ციფრული ვალუტის საცალო გამოყენებისთვის. ამის შესახებ The Block-თან ისაუბრა CBDC-ის მარეგულირებელი ორგანოს ქვეგანყოფილების უფროსმა მენეჯერმა Kelly Fortune-მა. „ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ბანკის მიერ საცალო საფულის გამოშვება ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა მან. Fortune-ის თქმით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მსგავსი ციფრული საფულეები შემუშავდება კერძო სექტორის მიერ. ინგლისის ბანკს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება CBDC-ის გამოშვების შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე ცენტრალური ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ერთობლივ კონსულტაციებს გაივლის ამ თემაზე. Fortune-მა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ინსტრუმენტის ტექნიკური ასპექტების უმეტესობა ჯერ არ არის შეთანხმებული. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაფუძნებული იქნება თუ არა CBDC ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. „ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა ჩვენთვის. არ არის მიჩნეული, რომ ინსტრუმენტი ბლოკჩეინზე დამყარდება, მაგრამ ასევე არ არის მიჩნეული, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა Fortune-მა. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი აგროვებს ბანკების, fintech-კომპანიებისა და მეცნიერებათა სპეციალისტების მოსაზრებებს. Fortune-ის თქმით, თუკი ინგლისის ბანკი საკონსულტაციო დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტს CBDC-ის გამოშვებას, პროექტი შევა შემუშავების ფაზაში, რაც „გარკვეული პროტოტიპების შექმნას“ გულისხმობს. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ციფრული ვალუტა 2025 წლამდე დღის სინათლეს ვერ იხილავს. შეგახსენებთ, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ CBDC-ის გამოსვლის შემდეგ ინსტრუმენტზე შესაძლოა გადავიდეს ფიზიკური პირებისა და კორპორაციების დეპოზიტების 20%. https://tinyurl.com/2p9f2x58
  9. ცნობილია ასევე ყველა ვერსიის ჩიპსეტი და თითოეულ მოდელში გამოყენებული დამტენი მოწყობილობების სიმძლავრე. ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ ინფორმაცია მიიღო სმარტფონების სერია Redmi K50-ში გამოყენებული ჩიპსეტებისა და ფასების შესახებ. ეს ხაზი, როგორც ამჟამად ითვლება, ოთხ მოწყობილობას მოიცავს. Xiaomi არ აკონკრეტებს, სულ რამდენ მოდელს გამოუშვებს Redmi K50 სერიაში, თუმცა დაადასტურა სამომავლო სმარტფონების გარკვეული დეტალები. სმარტფონის ვერსია Snapdragon 8 Gen 1 ჩიპით გამოვა უფრო ადრე, ვიდრე Dimensity 9000 მიკროსქემის ნაკრების მქონე მოდელი. Redmi-ს გენერალურ დირექტორ ლუ ვეიბინგის თქმით არ უნდა ველოდოთ Dimensity 9000 ჩიპსეტის მქონე Redmi K50 მოდელის გამოსვლას მანამ, სანამ კომპანია არ გამოუშვებს ვარიანტს Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიპით. გარდა ამისა, Snapdragon 8 Gen 1 ვერსიაში მხარდაჭერილი იქნება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა სხვა ფლაგმანური ფუნქციების პარალელურად. Digital Chat Station-მა აღმოაჩინა, რომ Xiaomi-მ დაარეგისტრირა სამი ახალი Redmi K50 სმარტფონი ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ბაზაში. ამ მოწყობილობების მოდელების დასახელებებია 22021211RC, 22011211C და 22041211AC, რომლებშიც “C“ ნიშნავს, რომ ეს მოწყობილობები მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. Xiaomi-მ დაადასტურა, რომ ეს სმარტფონები მიმდინარე თვეში გამოვა, თუმცა ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე გამოსვლა არ შედგება მარტის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისამდე. ინსაიდერი აცხადებს, რომ სერიაში შემავალი სმარტფონების ფასი 1999 იუანიდან იწყება (დაახლოებით 314 აშშ დოლარი საწყისი დონის Redmi K50 მოდელი). სავარაუდოდ, საბაზისო მოდელი იმუშავებს Snapdragon 870 ჩიპსეტზე. მასზე უფრო ძლიერ Redmi K50 Pro-ს ექნება Mediatek-ის ჩიპსეტი Dimensity 8000, ხოლო მოდელი Redmi K50 Pro Plus იმუშავებს ფლაგმანურ Dimensity 9000-ზე. სმარტფონის გეიმინგ ვერსია Redmi K50 Gaming-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Gen 1 ჩიპი და მისი ფასი იქნება დაახლოებით 550 აშშ დოლარი. @Shadow_Leak-ის ინფორმაციით კი Redmi K50 სერიის სმარტფონების ფასები ამგვარი იქნება: https://tinyurl.com/ydm38tth
  10. Samsung აპირებს 9 თებერვალს წარადგინოს Galaxy S22 სერიის უახლესი ფლაგმანური სმარტფონები, თუმცა კომპანიამ უკვე გაასაჯაროვა პრემიერასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალ, ეკოლოგიურ მასალებზე, რომლებიც სამომავლო მოწყობილობებში გამოიყენება. წყარო: A_Different_Perspective/pixabay.com კომპანიის მონაცემების თანახმად ახალი Galaxy ხაზის სმარტფონების წარმოებაში გამოყენებული იქნება ზღვებში მიტოვებული სათევზაო ბადეები. „ამ მასალის გამოყენება ნიშნავს ახალ ნაბიჯს ჩვენს Galaxy for the Planet მოგზაურობაში, რომლის მიზანია შევამციროთ გავლენა გარემოზე და დავეხმაროთ Galaxy-ქომიუნითის - გადავიდნენ უფრო ეკოლოგიური ცხოვრების სტილზე“ - განაცხადა Samsung-მა. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, ახალი მასალების რამდენი პროცენტი იქნება გამოყენებული სამომავლო S-სერიის ფლაგმანებში. არაოფიციალური ცნობების თანახმად სმარტფონების კორპუსი უფრო მეტად ლითონისა და მინისგან იქნება დამზადებული, ვიდრე პლასტმასისგან, რომელიც სათევზაო ბადეებისგან მიიღება. როგორც Samsung აცხადებს, მიტოვებული ბადეები საგანგაშო მაჩვენებლით არღვევენ ეკოსისტემის ფაქიზ წონასწორობას. ამ მასალების შეგროვება და ხელმეორედ გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოკეანეების და მთლიანად პლანეტის სისუფთავის შენარჩუნებაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ ახალი მასალების შესახებ უფრო მეტს ისაუბრებს ფლაგმანური სმარტფონების პრემიერაზე. https://tinyurl.com/2p872fkc
  11. კრიპტოვალუტები მეტისმეტად დაუცველია, ადვილად დასაკვირვებელია და შესაძლოა აიკრძალოს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების მიერ - ამის შესახებ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა მილიარდერმა რეი დალიომ დევიდ რუბენშტეინთან ინტერვიუში განაცხადა. დალიოს თქმით კრიპტოვალუტების ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით იგი „ზედმეტ ყურადღებას იპყრობს“. მან დაადასტურა, რომ ციფრული აქტივები მისი პირადი საინვესტიციო პორტფელის "უმნიშვნელო პროცენტს" შეადგენს. 2021 წლის დეკემბერში მილიარდერმა განაცხადა, რომ ინვესტიცია მოახდინა Ethereum-ში დივერსიფიკაციის მიზნით. მან არ დაასახელა ინვესტიციის ზუსტი ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ "არც ისე ბევრია". ინტერვიუში დალიომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების გამოყენება დატვირთულია რისკებით, რომლებიც დიდწილად ბლოკჩეინის გამჭვირვალობასთანაა დაკავშირებული. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ციფრულ აქტივებს „კანონგარეშედ გამოაცხადებს სავარაუდოდ არაერთი ხელისუფლება“. Bridgewater Associates-ის ხელმძღვანელის თქმით ადამიანები სულ უფრო ხშირად კითხულობენ, რა გამოიყენონ ფასეულობების გაცვლისა და შენახვის საშუალებად. მან ხაზი გაუსვა, რომ ფიატი სულ უფრო დიდ კონკურენციას შეხვდება ციფრული ვალუტების მხრიდან. მისი რჩევაა საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება აქტივების სახეობებისა და ბაზრების მიხედვით. მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაღდი ფული - ეს ნაგავია“. შეგახსენებთ, რომ დალიომ ადრეც ისაუბრა ხელისუფლებების მიერ კრიპტოვალუტების აკრძალვის საფრთხის შესახებ. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები „მოსპობენ Bitcoin-ს“ მისი მასობრივი წარმატების შემთხვევაში. https://tinyurl.com/4rj3u66e
  12. 2019 წლის მაისში, როდესაც SpaceX-მა Starlink თანამგზავრების პირველი ნაკადი გაუშვა, ასტონომიულმა საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა, რომ თანამგზავრების დაჯგუფება გავლენას იქონიებდა ასტონომიულ დაკვირვებებზე. ამჟამად Starlink-ის დაჯგუფება დედამიწის ახლო ორბიტაზე მყოფი 1667 თანამგზავრისგან შედგება, ამასთან 124 თანამგზავრი უკვე გამოვიდა ექსპლუატაციიდან და ატმოსფეროს ზედა ფენაში დაიწვა. Starlink-თანამგზავრებს ჯგუფურად, დაახლოებით 60-მდე ერთეულს ერთად უშვებენ კოსმოსში. საერთო ჯამში SpaceX-ს აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიისგან (FCC) მიღებული აქვს ნებართვა 12 ათასი თანამგზავრის გაშვების შესახებ, კომპანიამ განაცხადი შეიტანა დამატებით 30 ათასი თანამგზავრის გაყვანის ნებართვის მისაღებად. თანამგზავრების მსგავსი დაჯგუფებების გაშვებას გეგმავენ სხვა კომპანიები OneWeb, Amazon, Samsung და ეროვნული სააგენტოები. თუკი ეს გეგმები სრულად რეალიზდება, შეფასების მიხედვით უახლოეს ათწლეულში დედამიწის ახლო ორბიტაზე განლაგებული იქნება 100 ათასამდე თანამგზავრი, რომლებიც ცას დააბინძურებენ და პოტენციურად ხელს შეუშლიან ასტრონომიულ დაკვირვებებს. ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რათა გარკვეულიყო თანამგზავრების გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე. მეცნიერების მტკიცებით თანამგზავრები ირეკლავენ მზის სინათლეს და ფოტოებზე დეფექტებს ტოვებენ. და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დაბნელებების გადაღებისას. ამ დროისთვის დეფექტიანი ფოტოების რაოდენობა დღე-ღამეში 0.5%-დან 18%-მდე გაიზარდა. ეს ციფრები დიდი გვეჩვენება, თუმცა ამჟამად Starlink თანამგზავრების საერთო გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე ჯამში არც ისე დიდია. სამეცნიერო საზოგადოების შეშფოთების მოგვარების მიზნით SpaceX-მა გადაწყვიტა Starlink-თანამგზავრების გადაპროექტება, რათა შემცირდეს მათი გავლენა კოსმოსზე დაკვირვების პროცესზე. ამისთვის კომპანიამ განათავსა მზისგან დამცავი საჩრდილობლები, რამაც შეამცირა არეკლილი სინათლის სიკაშკაშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დედამიწის ახლო ორბიტის დაბინძურების დონე წლიდან წლამდე იზრდება. https://tinyurl.com/yzev7bw2
  13. კომპანია MSI ამზადებს განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს. ახალ მოწყობილობას ექნება Alder Lake პროცესორები და Intel-ის Arc Alchemist სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. ფოტოს წყარო: MSI MSI Summit E16 Flip წარმოადგენს ჰიბრიდულ ლეპტოპს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეით, რომლის წყალობით სურვილის შემთხვევაში მოწყობილობა პლანშეტის სახით იქნება გამოყენებული. ლეპტოპს აქვს სენსორული ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:10. პორტატული კომპიუტერის ამჟამად არსებული, აქტუალური ვერსია მუშაობს მე-11 თაობის U-სერიის Intel Core პროცესორებზე და აღჭურვილია GeForce RTX 3050 გრაფიკული ამაჩქარებლით. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპის განახლებული ვერსია, რომლის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ PugetBench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, აგებულია Alder Lake-H სერიის 14-ბირთვიან და 20-ნაკადიან Core i7-12700H პროცესორზე. ამ ჩიპის TPD-ის დონე 45 ვატია. თუკი აქტუალურ მოდელში გამოყენებულია LPDDR4X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, განახლებულმა მოდელმა მიიღო LPDDR5-6400 სტანდარტი. სამომავლო ლეპტოპის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი მისი გრაფიკული ქვესისტემაა. 2022 წლის MSI Summit E16 Flip EVO ვერსიაში წარმოდგენილი იქნება მობილური დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. უცნობია, ეს ვიდეო დაფა რამდენად უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ლეპტოპის აქტუალურ ვერსიაშია გამოყენებული. PugetBench-ის ვებ-გვერდზე მიუწვდომელია ინფორმაცია ლეპტოპის გრაფიკული წარმადობის შესახებ, მითითებულია მხოლოდ მისი სიჩქარის მაჩვენებელი ბენჩმარკ Lightroom Classic-ზე - მასში განახლებულმა MSI Summit E16 Flip EVO-მ 1034.5 ქულა მოაგროვა. არსებული ცნობებით, ვიდეო დაფა Intel Arc A370M აგებულია გრაფიკულ პროცესორ DG2-128EU-ზე. მას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისით. ბოლოს გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით ეს ამაჩქარებელი დაახლოებით 20%-ით ნელია დესკტოპ ვერსია Intel Arc A380-თან შედარებით. ამჟამად უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გეგმავს MSI განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს გამოშვებას და რა იქნება მისი ღირებულება. https://tinyurl.com/2p8usebb
  14. Bitcoin-მა დააფიქსირა ყველაზე დიდი ზრდა ოქტომბრის შემდეგ, რადგანაც ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ სარისკო აქტივებით ფინანსურ ბაზრებზე არსებული არასტაბილური პერიოდის შემდეგ. საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 10%-ზე მეტით 40520 აშშ დოლარამდე. Ethereum-ის შემთხვევაში დაფიქსირდა 12%-ზე მეტი ზრდა 2947 ათას აშშ დოლარამდე. ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი გაიზარდა, რადგან მეოთხე კვარტალში Amazon-ის მაღალმა შემოსავალმა გაამყარა ინვესტორების ნდობა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისადმი, რომელთა ღირებულება ბოლო თვეებში ციფრული ვალუტების სინქრონულად იცვლებოდა. „იმ ფაქტმა, რომ Amazon-ის მოგება წავიდა Apple-ის, Microsoft-ისა და Google-ის, და არა Meta-ს გზით, ინვესტორებში დანერგა მეტი რწმენა იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სარისკო აქტივებით ვაჭრობას“ - განაცხადა ფინანსური კომპანია Miller Tabak + Co-ს ბაზრის მთავარმა სტრატეგმა Matt Maley-იმ. ფოტოს წყარო: CoinDesk კრიპტოვალუტების ღირებულების სწრაფი ვარდნა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და სხვა სარისკო აქტივების ფასი შემცირდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდისა და მთელ მსოფლიოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციის გამო. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საფრთხე, ამჟამად კაპიტალის ბევრ ბაზარზე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ 50 საბაზისო პუნქტით განაკვეთის გაზრდა გათვლილია საფონდო ბაზრებზე ცოტა ხნის წინანდელი მოძრაობის გათვალისწინებით“ - განაცხადა ტრეიდინგ კომპანია Alpha Impact-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა Hayden Hughes-მა. ფოტოს წყარო: CoinDesk ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტების ფასების ზრდაზე სხვა მიზეზებთან ერთად ნაწილობრივ გავლენა მოახდინა ჩრდულოამერიკულმა Bitcoin-მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-ის განცხადებამ, რომ გეგმავს, საკუთარი კრიპტოვალუტების მარაგი დაახლოებით 8595 Bitcoin-ამდე გაზარდოს. დასასრულს დავამატებთ, რომ კარგი დინამიკის მიუხედავად Bitcoin-ის ფასი ჯერ კიდევ შორს არის ისტორიული მაქსიმალური 69 ათასი აშშ დოლარისგან, რომელიც გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული. https://tinyurl.com/5eryy6fc
  15. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინური კომპანია Lenovo მალე დაიწყებს დესკტოპ კომპიუტერ IdeaCentre Gaming 5-ის გაყიდვებს, რომელიც გეიმინგის მოყვარულებზეა გათვლილი. წყარო: ITHome / Lenovo ახალი კომპიუტერი (მოდელი 17IAB7) აგებულია მე-12 თაობის Core პროცესორის მქონე აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. კერძოდ, მოწყობილობაში შესაძლოა განთავსებული იყოს ჩიპი Core i7-12700 12 ბირთვითა და ინსტრუქციების ერთდროულად ოცამდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. გრაფიკული ქვესისტემის შემთხვევაში შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა დისკრეტული ამაჩქარებლის არჩევანი: ესენია ვიდეო დაფები AMD Radeon RX 6500 XT და Radeon RX 6400, აგრეთვე NVIDIA GeForce RTX 3060, GeForce RTX 3060 Ti, GeForce GTX 1660 Super და GeForce GTX 1650. მხარდაჭერილი იქნება DDR4 ოპერატიული მეხსიერება. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება М.2 ფორმატის SSD-ითა და ორი 3.5-დუიმიანი სანახი სივრცით. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ორი პორტი USB Type-A, USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია განათება ვერტიკალური ხაზების სახით. კომპიუტერის საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/yckt67z9
  16. რესურს Bloomberg-ის თანამშრომელმა, რომელიც სპეციალიზებულია Apple-ის პროდუქტების შესახებ არაოფიცალურ ცნობებზე, სამომავლო პროგნოზში განაცხადა, რომ კომპანიამ 8 მარტისთვის შესაძლოა წარადგინოს საბაზისო დონის პირველი სმარტფონი 5G ქსელის მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ის განახლებული ვერსია ანალოგიური სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობებით. ახალ iPhone SE-ში შენარჩუნებული იქნება ამჟამად არსებული სმარტფონის დიზაინი, რომლის დებიუტი 2020 წლის აპრილში შედგა. თუმცა ახალ მოდელს ექნება უფრო მაღალი წარმადობის პროცესორი, გაუმჯობესებული კამერა და 5G ქსელში მუშაობისთვის განკუთვნილი მოდემი. ანალოგიურად, განახლებულ iPad Air-ს ექნება უფრო სწრაფი პროცესორი და მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობა მეხუთე თაობის ქსელში. და ბოლოს, Mac კომპიუტერების სერიას შეემატება მორიგი მოდელი Apple-ის საკუთარი პროცესორის ბაზაზე. მარტის პირველ ნახევარში, წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა გამოვიდეს ოპერაციული სისტემა iOS 15.4, რომლის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სახის ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციის სისტემა Face ID-ის მხარდაჭერა, რომელიც ფუნქციონირებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელი სამედიცინო ნიღაბს ატარებს. ჯამში მიმდინარე წელს Apple-მა უნდა წარადგინოს ახალი iMac, Mac Pro და MacBook Air, საბაზისო დონის მოდერნიზებული MacBook Pro, სმარტ-საათ Apple Watch-ის სამი ახალი მოდელი, ოთხი მოდელი iPhone 14 და ახალი AirPods ყურსასმენი. შერეული რეალობის ჰედსეტის შესაძლო დებიუტის თარიღის გადადება Apple-მა 2023 წლისთვის ამჯობინა - აცხადებს Bloomberg. https://tinyurl.com/54r7deb5
  17. NFT სივრცე სავსეა სხვადასხვა სისულელითა და თაღლითობით, რაც დამახასიათებელი იყო ინტერნეტისთვის მისი წარმოქმნის საწყისი ეტაპიდან გარკვეულ ტრანსფორმაციამდე პერიოდში. ამის შესახებ განაცხადა Brave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brendan Eich-მა TechRadar-თან ინტერვიუში. „ჩვენ ვიმყოფებით Web 3.0-ის ადრეულ ეტაპზე და არავინ იცის, ეს რას ნიშნავს. განსაკუთრებით NFT-ის შემთხვევაში. Web 1.0-ისა და Web 2.0-ის პირველ დღეებშიც ასევე იყო ბევრი არასერიოზული ვებ-გვერდი და თაღლითობა. ასე ხდება საზღვრისპირა ქალაქებში, სანამ ქუჩებს არ მოაასფალტებთ და განათებებს არ აანთებთ“, - განაცხადა მან. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა კრიპტო საზოგადოებაში ტრაიბალიზმის არსებობა და ხაზი გაუსვა Brave-ის სურვილს - მოახდინოს დისტანცირება ჯგუფური იზოლაციის ასეთი კონცეფციისგან. Eich-ის თქმით, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ინდუსტრიას: „როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოკულტურაზე, არ არსებობს ერთიანი საზოგადოება. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი თავიანთი პროექტის მიმართ და მიიჩნევენ მას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. [...] მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.” The Walt Disney Company-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ აიგერმა შეშფოთება გამოხატა სექტორში საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ადრე Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს NFT ბაზარზე ფიქტიური ვაჭრობის "მნიშვნელოვანი" მოცულობების არსებობისა და ფულის გათეთრების მიზნით უკანონო აქტივების შემოდინების შესახებ. https://tinyurl.com/7p94apar
  18. AMD-ის გენერალურ დირექტორ ლიზა სუსთან საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით რესურს PCGamer-მა აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნტში, რომელთაგან ზოგიერთი საინტერესოა რიგითი მომხმარებლებისთის. პირველ რიგში, დამაიმედებლად ჟღერს განცხადებები საწარმოო სიმძლავრეებში დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადებისა და მიწოდების ჯაჭვზე სერიოზული მუშაობის დაგეგმვის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მოსმენა ბევრს სურდა, რადგან ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის საკითხი ამჟამად არც ისე კარგადაა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი მიზანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. მეორე - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ახალი თაობის Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 ვიდეო დაფების გამოსვლა მიმდინარე წლისთვის არის დაგეგმილი. როგორც VideoCardz აღნიშნავს, კომპანიის პრიორიტეტულ ფანებს აქვთ შანსი ააწყონ მაღალი წარმადობის სისტემა მხოლოდ AMD-ის უახლესი კომპონენტების გამოყენებით. „რაც შეეხება 2022 წელს. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ველით მნიშვნელოვან ზრდასა და წილის მატებას მიმდინარე პროდუქტების გაფართოების წყალობით, აგრეთვე სამომავლო Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლით. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ სიმძლავრის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია მიმდინარე და მომავალ წელს ჩვენი ზრდის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. თუმცა PCGamer-ის სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს სხვა განცხადებაზე: „ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ უზრუნველყოფილ იყოს შესაბამისობა გაყიდვებსა და რეალიზაციაში, რათა არ დავუშვათ მარაგების დაგროვება ბიზნესში“. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ ბაზარი გაივსება ვიდეო დაფებით და ფასი შემცირდება - აღნიშნავენ ჟურნალისტები - გამყიდველები დიდხანს შეძლებენ მათ შენარჩუნებას მაღალ დონეზე. კრიპტოვალუტებში არსებულმა მდგომარეობამ შესაძლოა დააკორექტიროს ახალი მოდელების მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ის გადასვლა PoS მოდელზე და კრიპტო ბაზრის მდგომარეობა მაინერებს ფერმების ლიკვიდაციისკენ უბიძგებს. თუკი კრიპტო ბაზარი კვლავ სიმაღლეზე იქნება, მაინერები ახალ PoW მონეტებს იპოვიან და გააგრძელებენ ვიდეო დაფების ფასებზე გავლენის მოხდენას. https://tinyurl.com/3nwzvkxm
  19. პლანეტის უმსხვილესი რეგიონალური ბაზრების მიერ აღებულმა ელექტრიფიკაციის კურსმა შესაძლებელი გახადა გასულ წელს სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა გაზრდილიყო 3-დან 6.6 მილიონ ერთეულამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს გაიყიდა არაუმეტეს 2.2 მილიონი ელექტრომობილი, ორი წლის მანძილზე გაყიდვების მოცულობა გასამმაგდა. გაყიდვების 90% მოდის პლანეტის რამდენიმე მსხვილ ბაზარზე, სხვები კი ძალიან ჩამორჩებიან. როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სტატისტიკა აჩვენებს, 2020 წელს ელექტრომობილებზე მოდიოდა გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მოცულობის არაუმეტეს 4.1%, 2021 წლის შეჯამებით კი მათი წილი 8.57%-მდე გაიზარდა. წყაროს შეფასების თანახმად ამჟამად მსოფლიოს გზებზე გადაადგილდება დაახლოებით 16 მლნ ელეტრომობილი, რომლებიც ყოველწლიურად 30 ტვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს ენერგია მთლიანი ირლანდიის ენერგომოხმარების მაჩვენებელს უდრის. ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის მხრივ ლიდერი ჩინეთია, გასულ წელს მის ტერიტორიაზე გაიყიდა 3.4 მლნ ელექტრომობილი - უფრო მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში 2020 წელს. გასული წლის დეკემბერში ელექტრომობილების წილმა ჩინეთის პირველად ბაზარზე 20%-ს მიაღწია. ათწლეულის შუა პერიოდში ეს დონე მუდმივ საფუძველზე იქნება მიღწეული. ფოტოს წყარო: საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 2021 წელს 70 %-ით გაიზარდა 2.3 მლნ ერთეულამდე, თუმცა მათი დაახლოებით ნახევარი plug-in ჰიბრიდები იყო, რომლებიც სტატისტიკაში მაინც ხვდება. ელექტრომობილები გასულ წელს შეადგენდა ევროპის პირველადი ბაზრის 17%-ს, თუმცა რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ბევრად წინ არის. 2021 წლის შეჯამებით ევროპის უმსხვილესი ბაზრის სათავეშია ნორვეგია (72 %), შვედეთი (45 %), ნიდერლანდები (30 %), გერმანია (25 %). აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა გასულ წელს გაორმაგდა და შეადგინა ნახევარი მილიონი ერთეული, თუმცა ახალი ავტომობილების საერთო მასაში მათი წილი 4.5%-ს არ აჭარბებდა. ყველა ტიპის ავტომობილების გლობალური ბაზრის დაახლოებით ორი მესამედი მოდის ჩინეთზე, ევროპასა და შეერთებულ შტატებზე და ეს რეგიონები აკონტროლებენ ელექტრომობილების ბაზრის დაახლოებით 90%-ს. სამხრეთ კორეა, რომელმაც გასულ წელს გააორმაგა ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა, მხოლოდ 8%-ს ფლობს, იაპონიაში კი ელექტრომობილების წილი 1%-ს არ აღემატება ისევე, როგორც მზარდი ეკონომიკის მქონე უმეტეს დიდ ქვეყნებში, მაგალითად ბრაზილიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. ელექტრომობილების რეიტინგში ბრენდის მიხედვით ლიდერობს Tesla 2021 წელს გაყიდული 936 ათასი ეგზემპლარით, მეორე ადგილზეა კონცერნი Volkswagen 763 ათასი მანქანით, მესამეზე კი ჩინური BYD – 589 ათასი ელქტრომობილით, მეოთხე ადგილზეა General Motors, რომელმაც გაყიდა 517 ათასი ელექტრომობილი. ხუთეულს ხურავს Stellantis გაყიდული 385 ათასი ელექტრომობილით. https://tinyurl.com/yckwbx4u
  20. პლატფორმა IoTeX-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რაულენ ჩაიმ CryptoDaily-სთან კომენტარში გამოხატა ოპტიმისტური პროგნოზი ციფრული აქტივების ბაზართან მიმართებაში. მისი აზრით, კრიპტოვალუტების კოტირებების ვარდნაზე გავლენა იქონია კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამის საფრთხემ და ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის რისკმა. ჩაიმ აღნიშნა ხარული განწყობის შენარჩუნება ციფრული აქტივების ბაზარზე და მომხმარებლებს მოუწოდა აირჩიონ სასარგებლო პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან კლებას გადაიტანენ. „ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტირება პროექტებსა და ტოკენებში, რომელთაც გამოყენებისა და უტილიტარობის ძლიერი სცენარი გააჩნიათ - ისეთ პროექტებში, რომლებიც გადაიტანენ დათვურ ბაზარს (თუკი მასში შევალთ) და აღდგებიან, როგორც კი მაკროეკონომიკური გარემო გასუფთავდება და გახდება უფრო ხელსაყრელი“ - განმარტა IoTeX-ის გენერალურმა დირექტორმა. იგი დარწმუნებულია, რომ ფსკერის დადგენა შეუძლებელია და შესაბამისად არ თვლის მართებულად - გაყიდოს კრიპტოვალუტა შემოსავლების დაკარგვისა და შემდგომში აქტივების უფრო მაღალ ფასად ყიდვის რისკის გამო. ”გაყიდვა დაბალ ფასად გამოსყიდვის იმედით არაპრაქტიკულია და უფრო ვაჭრობას ჰგავს, ვიდრე ინვესტირებას”, - განაცხადა ჩაიმ. მანამდე SkyBridge Capital-ის დამფუძნებელმა ენტონი სკარამუჩიმ კრიპტოვალუტების ბაზარზე გრძელვადიანი პოზიციების მფლობელებს დამშვიდება და hodl-ის გაგრძელება ურჩია. იანვარში კრიპტობანკ SEBA-ს ხელმძღვანელმა გვიდო ბიულერმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასად 75 ათასი აშშ დოლარი 2022 წლის ბოლოს. https://tinyurl.com/5x2fucxr
  21. სმარტფონის შეძენისას დიდ როლს თამაშობს ფერის შერჩევა. კომპანია Realme-მ გადაწყვიტა მომხმარებლები არჩევანის სირთულისგან ეხსნა. ოფიციალური ვიდეო-თიზერის თანახმად სამომავლო Realme 9 Pro-სა და 9 Pro Plus-ს ექნებათ კორპუსი, რომელსაც შეეძლება ფერის შეცვლა ეფექტის მეშვეობით, სახელად Light Shift Design. ფოტოს წყარო: Realme ნორმალურ პირობებში კორპუსის შეფერილობა იქნება ლურჯი, თუმცა კაშკაშკა მზის შუქზე ან სხვა ულტრაიისფერ განათებაზე მოწყობილობის უკანა პანელი იცვლის ფერს და გახდება აგურისფერ-წითელი დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში. Realme აცხადებს, რომ ხსენებული ფერები შერჩეულ იქნა მზის ჩასვლის შეფერილობისგან მიღებული შთაგონებით. უნდა აღინიშნოს, რომ Realme 9 Pro და 9 Pro Plus არ იქნება პირველი მოწყობილობები ბაზარზე, რომლებშიც ასეთი ეფექტი გამოიყენება. ანალოგიური შესაძლებლობა აქვს გასულ თვეში გამოსულ Vivo V23 Pro-ს. არაოფიციალური ცნობების თანახმად Realme 9 Pro აგებული იქნება ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 695-ის ბაზაზე. მოწყობილობას ექნება ძირითადი კამერა სამი მოდულით, რომელთაგან მთავარი სენსორი 64-მეგაპიქსელიანია, ასევე ექნება 6.59-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი Full HD+ გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მასზე „უფროსი“ Realme 9 Pro Plus დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 920 ჩიპზე, ექნება 6.43-დუიმიანი AMOLED-ეკრანი გაფართოებით Full HD+ და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. სმარტფონის სამმოდულიანი ძირითადი კამერა მოიცავს 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ს, რომელიც ფლაგმანებში გვხვდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონების წარდგენა შედგება 15 თებერვალს ღონისძიებაზე. https://tinyurl.com/yc8bxc5u
  22. კომპანია Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ მის ავტომობილებში არსებულ ბორტის მულტიმედია კომპლექსს დაემატება ინტელექტუალურ ხმოვან ასისტენტ Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Jaguar Land Rover სმარტ-ასისტენტი ხელმისაწვდომი გახდება Jaguar-ისა და Land Rover-ის იმ ავტომობილებში, რომელთაც აქვთ საინფორმაციო-გასართობ სისტემა Pivi Pro-ს მხარდაჭერა. ამჟამად ექსპლუატაციაში იმყოფება 200 ათასზე მეტი ამგვარი სატრანსპორტო საშუალება. მარტივი ხმოვანი ბრძანებებით მძღოლები ასისტენტს მოსთხოვენ მარშრუტის გენერირებას, მუსიკის ჩართვას, ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, სიახლეების მოსმენას და ა.შ. გარდა ამისა, ასისტენტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტ-სახლის მოწყობილობების მართვა. მფლობელს არ დასჭირდება სმარტფონთან დაკავშირება. ფუნქცია Jaguar and Land Rover Remote Skill for Alexa საშუალებას მისცემს დისტანციურად შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა და მიიღოს ინფორმაცია ბორტის სენსორებიდან. Amazon Alexa-ს მხარდაჭერის შესახებ შეტყობინება განახლების შედეგად გამოჩნდება Pivi Pro კომპლექსის ეკრანზე. https://tinyurl.com/mthxheex
  23. არასტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნება ზღუდავს Bitcoin-ის ინსტიტუციონალების მიერ მიღებას, აღნიშნა JPMorgan-მა. ამგვარად განმარტეს ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი შეფასების 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შემცირება - წერს Business Insider. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ყველა დროის მაქსიმუმიდან ამჟამინდელი 50%-იანი უკან დახევა აღნიშნავს „ბუმ-ვარდნის“ ციკლს, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციების საფულეებში Bitcoin-ის დამატებისთვის. „ჩვენი წინა პროგნოზი, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის კოეფიციენტი ოქროსთან მიმართებაში 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით ორჯერ შემცირდებოდა, არარეალურია. ჩვენ ვამცირებთ პირველი კრიპტოვალუტის სამართლიან ღირებულებას ამ პროპორციიდან გამომდინარე 150 ათასი აშშ დოლარის 1/4-მდე, ანუ 38 ათას აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მოხსენებაში. JPMorgan-ის მოდელის თანახმად პროგნოზირებული იყო Bitcoin-ის მერყეობის დონის დაახლოება ოქროს ცვალებადობასთან და ინვესტორების პორტფელებში მათი წილების გათანაბრება. პირველი კრიპტოვალუტის გაყიდვების ბოლო ტალღამ გააჩინა ეჭვი მისი დივერსიფიკაციის თვისებებთან დაკავშირებით, რადგანაც მას თან ახლდა საფონდო ბაზრებზე ვარდნაც, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. JPMorgan არ გამორიცხავს Bitcoin-ის ფასის შემდგომ ვარდნას მყიდველების კაპიტულაციის ნიშნების არარსებობის ფონზე. „ღია ინტერესი ფიუჩერსების მიმართ და ბირჟების ბალანსების მოცულობა მიუთითებს ნაკლებ პანიკაზე ან პოზიციების ლიკვიდაციაზე გასული წლის მაისთან შედარებით, განსაკუთრებით კი მსხვილ კრიპტოინვესტორებთან მიმართებაში“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, რომ ციფრულ ოქროსა და ტექნოლოგიური სექტორი კომპანიების აქციებს შორის კორელაციამ Bloomberg-ის თანახმად ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ადრე განაცხადეს MSCI-ის ექსპერტებმაც. https://tinyurl.com/yckuzh7e
  24. ჩინურმა კომპანია Honor-მა მიმდინარე წელი დაიწყო სადებიუტო დასაკეცი სმარტფონის ანონსით. მოწყობილობის სახელწოდებაა Honor Magic V და მასში წარმოდგენილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპი. ბრენდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ დეფიციტის პრობლემა. ჩინეთში ახალი სმარტფონის ყიდვა უკვე შესაძლებელია სარეკომენდაციო ფასად, მიმდინარე თვეში კი მას გლობალურ ბაზარზე წარადგენენ. Honor Magic V-ის გლობალური ვერსიის დებიუტი შედგება მობილური ელექტრონიკის გამოფენა Mobile World Congress 2022-ზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვიდან იწყება. საკუთარ ღონისძიებას კომპანია ბარსელონაში 28 თებერვალს ჩაატარებს. დასაკეც სმარტფონს გააჩნია ძირითადი პანელი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და დამატებითი 120-ჰერციანი დისპლეი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 7.9 და 6.45 დუიმს, შესაბამისად. ორივე დისპლეი ორგანული შუქდიოდური მატრიცის ბაზაზეა აგებული. დამატებითი დისპლეი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს უარი თქვან ფრონტალურ კამერაზე. ყველაფრის მიუხედავად Honor Magic V-ში ორი ფრონტალური მოდულია წარმოდგენილი. თითოეული მათგანის გაფართოება შეადგენს 42 მეგაპიქსელს. ძირითად კამერაში გამოყენებულია სამი ოპტიკური მოდული 50 მეგაპიქსელით, ექვივალენტური ფოკუსური დაშორებით - 13 მმ, 20 მმ და 23 მმ. მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen1 მუშაობს 12 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად ყველა მოდიფიკაციაში. ფლეშ-მეხსიერების მოდულის მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს, ავტონომოიურობაზე პასუხისმგებელია 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე 66 ვატს შეადგენს. Honor Magic V სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროგრამულ უზრუნველყოფა Magic UI 6.0-ის გლობალური ვერსია და ოპერაციული სისტემა Android 12. ჩინეთში სმარტფონის საბაზისო კომპლექტაცია ღირს 1570 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაცია კი შეფასებულია 1725 აშშ დოლარად. ევროპული ფასების შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/5h3fwehx
  25. კომპანია Meta წყვეტს პროექტ Express Wi-Fi-ს, რომელიც 30 განვითარებად ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა ადგილობრივ ქომიუნითებთან, პროვაიდერებსა და ბიზნესებთან. მოქმედ უფასო პროგრამა Free Basics-ისგან განსხვავებით ახალი შემოთავაზება უზრუნველყოფს 100 მბ ინტერნეტს 15 ცენტად და 20 გიგაბაიტს - 5 აშშ დოლარად. წყარო: Facebook Facebook (ამჟამად Meta) 2016 წლიდან თანამშრომლობდა თანამგზავრულ ოპერატორებთან, ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სხვა კომპანიებთან სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებში. საცალო მოვაჭრეებმა პროვაიდერებთან თანამშრომლობით შეძლეს წვდომის წერტილების შესაქმნელად მოწყობილობების გაყიდვა გონივრულ ფასებში. Meta იმედოვნებდა, რომ ქსელთან წვდომის მიღებისას მომხმარებლები აუცილებლად შექმნიდნენ ექაუნთებს Facebook-ის ქსელში - ისევე, როგორც Google-ის შემთხვევაში. კომპანიის ზრდის მნიშვნელოვანი წილი ბოლო პერიოდში განვითარებად ქვეყნებზე მოდის, რომელთა ბევრ მაცხოვრებელს დღემდე ინტერნეტით საერთოდ არ უსარგებლია. კომპანიის ცნობით, იგი დაასრულებს პროგრამა Express Wi-Fi-ს, თუმცა მისი ყურადღება ფოკუსირებული იქნება სხვა პროექტებზეც, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას უკავშირდება. კომპანია გეგმავს თანამშრომლობა გააგრძელოს პარტნიორებთან სატელეკომუნიკაციო სფეროში ინტერნეტთან წვდომის ოპტიმიზაციისთვის. Meta-ს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან Express Wi-Fi პროექტში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ „ზეგავლენა მათ ბიზნესზე“ და შეინარჩუნონ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში. პროგრამის მოქმედების შეწყვეტა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. https://tinyurl.com/2p9akfte
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.