Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Philips Momentum მონიტორების ასორტიმენტი შეივსო 276M1RPE მოდელით, რომელიც დამზადებულია 27-დუიმიანი Nano IPS მატრიცის ბაზაზე. ახალ მონიტორს აქვს საფირმო ატმოსფერული განათება Ambiglow, რომელიც გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. ფოტოს წყარო: Philips პანელის გაფართოებაა WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 600 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). უზრუნველყოფილია 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ასახული ფერების რაოდენობა კი 1 მილიარდს აღემატება. ადაპტური სინქრონიზაციის საშუალება (Adaptive Sync) საშუალებას იძლევა ამაღლდეს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონე. მონიტორზე წარმოდგენილია ინტერფეისი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.0, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით და სტანდარტული აუდიოკონექტორი. აგრეთვე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება 130 მმ-ის დიაპაზონში, ეკრანის დახრის კუთხისა და მოტრიალების დონის ცვლილება, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის ფასი დაახლოებით 900 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/muvjhmxf
  2. კომპანია Samsung Electronics დიდ ფსონს დებს ბოლო თაობის დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ნიშ-პროდუქტებად რჩება. კორპორაცია Google-ს არ სურს ჩამორჩეს კორეულ გიგანტს, ამიტომ ემზადება, რათა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წარადგინოს Galaxy Z Fold 3-ის კონკურენტი, რომელიც მასზე იაფი იქნება. Samsung Galaxy Z Fold 3. ფოტოს წყარო: Samsung Electronics მსგავს ცნობებს აზიარებს ცნობილი ბლოგერი Ross Young. მისი თქმით, თავდაპირველად Google დრეკადი სმარტფონის წარდგენას გასული წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ გეგმაზე უარი თქვა ეკონომიკური მიზეზით - მოწყობილობა კონკურენციას ვერ უწევდა Samsung Electronics-ის ანალოგიურ მოწყობილობას. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შესაძლებელი გახდება სირთულეების გადალახვა, რადგანაც სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს Google-ის დასაკეცი სმარტფონნის მასობრივი წარმოება. მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით 15%-ით იაფი იქნება Samsung Galaxy Z Fold 3-თან შედარებით. ექსპერტების პროგნოზით Google-ის სმარტფონში გამეორებული იქნება სმარტფონ Samsung Galaxy Z Fold 3-ის დიზაინი, წარმოდგენილი იქნება „შიდა“ დასაკეცი დისპლეი 7 ან 8 დუიმი დიაგონალით, აგრეთვე დამხმარე დისპლეი კორპუსის გარე ნაწილზე. დრეკადი დისპლეის მქონე ჩინური მარკის სმარტფონები ძირითადად შიდა ბაზრებზე გავრცელდა, Google კი ეცდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამყარდეს. ამჟამად Google-ის წილი მსოფლიო სმარტფონების ბაზრის არაუმეტეს 1%-ს შეადგენს, თუმცა დრეკადი სმარტფონებისადმი ინტერესი მეტყველებს კომპანიის გეგმაზე - გაიმყაროს პოზიციები. https://tinyurl.com/mt8ynpjk
  3. ჩიპების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა Bloomberg Technology-სთან ინტერვიუში პირველი კრიპტოვალუტა გარემოზე გავლენის გამო გააკრიტიკა. “Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ერთი ტრანზაქცია მოიხმარს საკმარის ენერგიას სახლის კვებისათვის მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კლიმატის კრიზისი“, - თქვა მან. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გაიხსენა კომპანიის გეგმები - გამოუშვას ახალი ჩიპი მაინიგისთვის, რომელიც „დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზით“. განცხადების მიხედვით მოწყობილობები წარმოებული იქნება „ ძალიან პატარა ჩიპებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას მოახდენს მიმდინარე წარმოების პროცესებზე. დეტალები უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო კონფერენცია ISSCC-ზე თებერვალში. გელსინჯერმა ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სიტუაციის გამოსწორებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია გარდაქმნას ვალუტა, ტრანზაქციები და მიწოდების ჯაჭვები. იანვარში არაკომერციულმა ორგანიზაცია Cardano Foundation-მა მიაღწია მიზანს და ტოკენ ADA-ს გამოყენებით დარგო 1 მილიონი ხე ეკოლოგიურ პროექტ Cardano Forest-ის ფარგლებში. Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლზ მანგერმა კრიპტოვალუტები „დაავადებას“ შეადარა და ჩინეთი შეაქო მათი აკრძალვისთვის. https://tinyurl.com/2p8mth9p
  4. ამერიკულ ავტოკონცერნ General Motors-ის შვილობილი კომპანია Cruise კიდევ ერთხელ ცდილობს ხელისუფლებისგან ნებართვის მიღებას აშშ-ში ისეთი ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელთაც არ გააჩნია საჭე და სატერფულები, ის ორგანოები - რაც ადამიანს მანქანის მართვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. კომპანია ცდილობს საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე დაშვებულ იქნას რობოტიზებული ტაქსი Cruise Origin, რომელშიც საერთოდ არ არის მართვის სტანდარტული ინსტრუმენტები, მგზავრები კი ერთმანეთის პირისპირ სხედან ორ დივანზე. ფოტოს წყარო: Cruise ჯერ კიდევ 2018 წელს GM ცდილობდა ნებართვის მიღებას ელექტრომობილ Chevrolet Bolt-ის ბაზაზე დაფუძნებული პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომელთაც ასევე არ გააჩნდათ მართვის სტანდარტული ორგანოები, მაგრამ 2020 წლის ბოლოს ხსენებული განაცხადი უკან იქნა გაწვეული. როგორც ჩანს, იმ დროისთვის Cruise-მა არჩია რობოტიზებულ ტაქსი Origin-ის გაუმჯობესებაზე ფოკუსირება. ზოგადად, ზოგიერთ შტატში ნებადართულია ავტომატური მანქანების ტესტირება საჯარო გზებზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ქალაქის ქუჩებზე მხოლოდ საღამოს ან ღამით არის დაშვებული და ასევე შეზღუდულია ტერიტორიულად. გარდა ამისა, ხელისუფლება ხშირად ითხოვს ოპერატორის დისტანციურად გაკონტროლებას იმ შემთხვევისთვის, თუ გადაადგილების პროცესში ჩარევა გახდება საჭირო. GM ელექტრო ძრავზე მომუშავე რობოტაქსების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს, ჯერჯერობით კი ამ გზაზე ბიუროკრატიული დაბრკოლებებია - აშშ-ში მოქმედი კანონები კრძალავს რამდენიმე წელიწადის მანძილზე 2500-ზე მეტი ისეთი მანქანის წარმოებას, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. კანონმდებლები ცვლილებებს ითხოვენ, რადგანაც რობოტიზებული ტაქსები აუცილებლად გავრცელდება მომავალში. https://tinyurl.com/2p8wey4v
  5. NVIDIA-მ გამოუშვა კიდევ ერთი სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი მაინინგისთვის. დაფა, სახელწოდებით NVIDIA CMP 100HX, დაფუძნებულია Volta არქიტექტურის GV100 GPU-ზე, რომელიც კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა წარმოდგენილი. ამ არქიტექტურის ბაზაზე კომპანიამ შექმნა Quadro სერიის მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი, ასევე ნახევრად პროფესიონალური გრაფიკული დაფა Titan V. ფოტოს წყარო: PC_Shopping NVIDIA CMP 100HX მაინინგ ვიდეო დაფას არ აქვს ვიდეო კონექტორები. ამაჩქარებელი აღჭურვილია მხოლოდ ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორით. ვიდეო დაფის გაგრილების სისტემა პასიურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებული სერვერის კორპუსებში (ან ღია სტენდებში), სადაც გრაფიკული ქვესისტემისთვის დამატებითი გაგრილებაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ ამაჩქარებელი ასევე აღჭურვილია NV-Link კონექტორით. NVIDIA CMP 100HX. წყარო: PC_Shopping ინფორმაცია ახალი პროდუქტის შესახებ ჩინურ ტექნიკურ ფორუმ PC_Shopping-ზე გამოჩნდა. დაფის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მითითებული, მაგრამ ცნობილია მისი მაინინგ-წარმადობა: 81 Mhash/s 250 ვატი ენერგომოხმარების პირობებში, რაც შეესაბამება ნახევრად პროფესიონალურ NVIDIA Titan V-ს მაჩვენებელს. NVIDIA CMP 100HX დაფის ვიდეო მეხსიერების მოცულობა უცნობია. შეგახსენებთ, რომ NVIDIA Titan V-ს ჰქონდა HBM2 სტანდარტის 12 გბ ვიდეომეხსიერება, თუმცა მაინინგ ვიდეო დაფის შემთხვევაში მწარმოებელი როგორც წესი ამცირებს ხელმისაწვდომ ვიდეომეხსიერებას. NVIDIA Titan V. წყარო: Gamers Nexus წყარო: VideoCardz უახლეს კვარტალურ ანგარიშში NVIDIA-მ აღნიშნა, რომ მაინინგზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვის ბიზნესმა კომპანიას გაცილებით ნაკლები შემოსავალი მოუტანა, ვიდრე წინა კვარტალში. აქედან გამომდინარე, ძველი ვიდეო დაფების პროფილის შეცვლა კომპანიის მხრიდან მაინინგის საჭიროებისთვის - სულ მცირე, საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებად გამოიყურება. მეორე მხრივ, უცნობია, როდის დაიწყო NVIDIA-მ CMP 100HX ამაჩქარებლის რეალიზაცია: არანაირი ოფიციალური ანონსი არ ყოფილა. https://tinyurl.com/2p8r2w3x
  6. კრიპტო ინვესტორებს დიდი დანაკარგები ექნებათ, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდის განაკვეთს და დაასრულებს „შეშლილი სპეკულაციების“ ეპოქას. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის უფროსმა სტრატეგმა დევიდ კელიმ Business Insider-თან ინტერვიუში. „გარკვეულ ეტაპზე ველოდები ციფრული აქტივების ფასების მკვეთრ კლებას. ისინი დაუცველები არიან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართ“, - განაცხადა ექსპერტმა. კელიმ კრიპტოვალუტა „ჯადოსნურ ფხვნილს“ შეადარა. მათ მიმართ ინტერესი გაჩნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მასტიმულირებელი პოლიტიკის გამო, რამაც ინვესტორები აიძულა ობლიგაციებიდან, რომლებსაც არაფერი მოაქვს, გადასულიყვნენ უფრო სარისკო აქტივებზე. „თუკი რეალური საპროცენტო განაკვეთები პოზიტიური ნიშნულის ზონას დაუბრუნდება, თქვენ გამოეთხოვებით ნაღდი ფულის იდეას და პირდაპირ დააფინანსებთ პროექტებს რეალური ეკონომიკური შემოსავლით. ყველაფერი, რაც ძალიან ღირებულია, დაუცველი აღმოჩნდება, თუ ფედერალური ბანკი ადრეულ ეტაპზე აგრესიული გახდება“ - განაცხადა მან. იანვარში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა არ გამორიცხა მარტში ძირითადი განაკვეთის გაზრდა ერთბაშად 50 საბაზისო პუნქტით. მან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი ყოველ სხდომაზე დაადასტურა. იანვარში Bitcoin-ის ფასი 7.5%-ით შემცირდა 43 ათას აშშ დოლარიან დონეზე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის დეკემბრისეული პროტოკოლი. უახლესი კურსის გადაწყვეტილების სტენოგრამაში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღნიშნა ფინანსური სტაბილურობის მზარდი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტო აქტივების და DeFi-პლატფორმების სწრაფ ზრდასთან https://tinyurl.com/yw5m9u5w
  7. ინვესტორების შეკრებაზე კომპანია Intel-მა წარადგინა განახლებული ტექნოლოგიური გეგმა, რათა მომხმარებლებისთვის სამომავლო პროდუქტები ეჩვენებინა. დაანონსდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი დისკრეტული გრაფიკული ბარათი, სახელწოდებით Arctic Sound-M GPU, რომელიც მონაცემთა დამუშავებაზეა ორიენტირებული. Arctic Sound-M დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG2 Xe-HPG-ის ვარიანტზე და წარმოადგენს კომპანიის პირველ დიზაინს, რომელიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკულ პროცესორ DG2-ს აქვს 512 ბლოკი (EU), რომლებიც პასიურად გრილდებიან ერთსლოტიან რადიატორ Arctic Sound-ის ხარჯზე. იგი შემუშავებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი, გარე საჰაერო გაგრილების მქონე კორპუსებისთვის. Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა კოდირების აპარატულ სტანდარტ AV1-ის მხარდაჭერა. ეს ფუნქცია ვიდეო დაფას სიჩქარის 30%-ით გაზრდის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ორიენტირებულია Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების მომხმარებლებზე. ვიდეო დაფას აქვს 8-პინიანი EPS კვების კონექტორი და PCIe კონექტორი. თიზერ-ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=1QG8dsP5Gq8&feature=emb_title https://tinyurl.com/42kj9mx4
  8. კომპანია Razer-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება განახლებულ სერია Blade 14-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც წარმოდგენილია Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული უახლესი პროცესორები AMD Ryzen 6000HX, DDR5 ოპერატიული მეხსიერება და ფლაგმანური GeForce RTX ვიდეო დაფები. ლეპტოპების ფასის დიაპაზონია 2000-3500 აშშ დოლარი. წყარო: razer.com Razer Blade 14 სერია პირველად წარმოდგენილ იქნა გასული წის დასაწყისში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 9 5900HX პროცესორითა და RTX 3080 ვიდეო დაფით, მიმდინარე წელს კი განახლდა უფრო სწრაფი მოდელებით. ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ფლაგმანური ვარიანტი Ryzen 9 6900HX Zen 3+-ითა და GeForce RTX 3080 Ti გრაფიკით, არამედ ბევრად იაფი მოდელებიც GeForce RTX 3070 Ti და RTX 3060 ვიდეო დაფებით. ასეთი მძლავრი გრაფიკული პროდუქტების განთავსება კომპაქტურ 14-დუიმიან ლეპტოპებში შესაძლებელი გახდა ვიდეო დაფის სამივე ვარიანტის შემთხვევაში საკმაოდ დაბალი TGP-ის დონის წყალობით, რაც 100 ვატს არ აღემატება. მაგალითად, Razer-ის განცხადებით GPU-ის 1260 მჰც-მდე აჩქარებისას TGP-ის დონე 100 ვატია GeForce RTX 3080 Ti-ს შემთხვევაში იმ დროს, როდესაც იგივე GPU-ს გაბარიტულ ლეპტოპებში შესაძლოა ჰქონდეს 150-175 ვატი TGP-ის დონე, აჩქარება კი - 1590 მჰც-მდე. ოპერატიული მეხსიერება განახლდა DDR4-3200-დან DDR5-4800-მდე. მისი მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის გამოიყენება 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. Full HD ვარიანტის მქონე მოდელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, QHD მოდელისა - 165 ჰერცი. წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება კომპანიის ვებ-გვერდზე, აშშ-ში მიწოდება 17 მარტიდან დაიწყება. სხვა ქვეყნებში გაყიდვების დაწყების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. https://tinyurl.com/2p9ewu9j
  9. საგადახდო კომპანია Mastercard-მა გამოაცხადა თავისი საკონსულტაციო სერვისის გაფართოება, რომელიც ორიენტირებულია ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე, CBDC-ებსა და NFT-ებზე. კომპანია გეგმავს მის მონაცემთა ცენტრებსა და სერვისებში მომუშავე 2 ათასი ინჟინრისა და კონსულტანტის პარალელურად აიყვანოს ხუთასზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი და კოლეჯის კურსდამთავრებული. ქვეგანყოფილება ემსახურება 70 ქვეყნის მომხმარებლებს. „გადახდები - ეს მხოლოდ დასაწყისია. ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მომხმარებლებთან საბანკო, Fintech, საცალო, ტურისტულ და სხვა სექტორებში, ვეხმარებოდით მათ შემხვედრ სირთულეებსა და შესაძლებლობებთან გამკლავებაში. კონსალტინგის ეს ევოლუცია ნიშნავს სამყაროს ცვლილებასა და ჩვენი ბიზნესის ტრანსფორმაციის აღიარებას“ - განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა რაჯ სეშადრიმ. წყარო: Mastercard. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საკონსულტაციო სერვისები ციფრული აქტივების სფეროში მოიცავს შესაძლებლობების ფართო სპექტრს: ადრეული სწავლებიდან, რისკების შეფასებიდან, კრიპტოვალუტებსა და NFT-სთან დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული - საანგარიშსწორებო ბარათებისა და მათ საფუძველზე ლოიალობის პროგრამების შემუშავებით დამთავრებული. განცხადების თანახმად Mastercard -მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა ციფრულ ტექნოლოგიებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა დაეხმარონ Fintech კომპანიებს ახალ ბაზრებზე შესვლასა და მათი სტრატეგიების კომერციალიზაციაში. საკონსულტაციო სერვისის მიმართულებით Mastercard დახმარებას უწევს ცენტრალურ ბანკებს CBDC-ის შესწავლასა და გამოშვებაში. ამ მიზნებისთვის კომპანია დაწესებულებებს სატესტო პლატფორმას აწვდის. იგი მათ საშუალებას აძლევს „შეისწავლონ სხვადასხვა სცენარი და დაეყრდნონ ღრმა ცოდნას საანგარიშსწორებო სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მართვის სფეროებში“. გასულ წელს Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ მაიბახმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს დარჩეს ციფრული აქტივების სფეროში ახალი მოვლენების ცენტრში. https://tinyurl.com/mrxd9mcc
  10. AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ უმსხვილეს ფინანსურ პროვაიდერ Yahoo Finance-ის წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩიპების დეფიციტი არ დასრულდება 2022 წელს. მისი აზრით, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება და მხოლოდ მეორე ნახევარში გაუმჯობესდება სიტუაცია უმნიშვნელოდ. მან აღნიშნა, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა AMD და Intel, უქმად არ სხედან და უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებაში. მაგალითად, Intel საკუთარი კაპიტალიდან მილიარდებს ხარჯავს ჩიპების საწარმოო ახალი ქარხნების მშენებლობაში. ასევე Intel-მა ცოტა ხნის წინ 5.4 მლრდ აშშ დოლარად შეისყიდა ჩიპების ებრაული მწარმოებელი Tower Semiconductor. თუმცა მხოლოდ ფული ვერ აგვარებს ყველა პრობლემას. თავის მხრივ AMD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავარ საწარმოო პარტნიორ Taiwan Semiconductor-თან (TSMC), რათა უზრუნველყოს იმ ჩიპების მაქსიმალური შესაძლო მოცულობა, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავების ცენტრებში, სერვერებსა და გეიმინგ კონსოლებში. AMD-ის ხელმძღვანელის მოსაზრებას იზიარებენ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები, კერძოდ, მისი კოლეგები კონკურენტი კომპანიებიდან. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ არსებულ ვითარებას კრიზისი უწოდა. კომპანია Intel ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია საკუთარი წარმოების წყალობით, მაგრამ ასევე განიცდის სტარტერ-პროდუქციის დეფიციტს, რომლებსაც მესამე მხარისგან იძენს. ამასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ნახევრადგამტარი პროდუქტების სხვა მწარმოებლები, Intel იმედოვნებს, რომ კანონმდებლები მიიღებენ „ჩიპების კანონს ამერიკისთვის“, რომელიც სენატმა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში დაამტკიცა და ჯერ კიდევ განიხილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. კანონის მიღება შესაძლებელს გახდიდა წარმოებაში 52 მლრდ აშშ დოლარის ჩადებას სახელმწიფო დოტაციების ხარჯზე. რაც შეეხება NVIDIA-ს, იგი ავანსის სახით მილიარდობით დოლარს იხდის, რათა უზრუნველყოფილ იყოს TSMC-ის 5-ნანომეტრიანი სიმძლავრით, რომლებიც გამოყენებული იქნება Lovelace სერიის სამომავლო RTX 4000 ვიდეო დაფებისთვის განკუთვნილ GPU-ებში. https://tinyurl.com/2p8es5vw
  11. NVIDIA-მ გამოაცხადა ბრიტანულ მაქანათმშენებელ კომპანია Jaguar Land Rover-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ. კომპანიების თქმით, სტრატეგია Reimagine-ის ფარგლებში ბრიტანული კომპანია სამომავლო ავტომობილებს შექმნის პლატფორმა NVIDIA DRIVE Hyperion 8-ის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, მძღოლის დამხმარე სისტემების და ავტონომიური მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს. ფოტოს წყარო: NVIDIA Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ავტომობილებში რეგულარულად გააუმჯობესებს ავტონომიური მართვის ალგროთმებსა და ჭკვიან ფუნქციებს. კომპანია იმედოვნებს, რომ NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგი იქნება მაღალი დონის ავტომობილები, რომლებშიც შენარჩუნდება Jaguar-ისა და Land Rover-ის წინა მოდელების საკვანძო მახასიათებლები, თუმცა მფლობელებს შესთავაზებენ მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ძვირადღირებული მანქანების შექმნას ხელს შეუწყობს NVIDIA-ს ტექნოლოგიებზე დამყარებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გამოყენება. ცნობილია, რომ Jaguar Land Rover-ის სამომავლო მოდელები სრულად შემუშავდება NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ორივე კომპანიის ინჟინრები ერთობლივად განახორციელებენ ავტონომიური მართვის სისტემების სწავლებასა და ტესტირებას NVIDIA-ს მონაცემთა ცენტრის გამოყენებით. ინჟინრები შეძლებენ ერთობლივად იმუშაონ მეტასამყარო NVIDIA Omniverse-ში. პარტნიორობის ფარგლებში NVIDIA Jaguar Land Rover-ს წვდომას მისცემს საკუთარ მოწინავე აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლებიც აუცილებელია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებისა და ტესტირებისთვის ყველა ეტაპზე. ბრიტანული კომპანის სამომავლო ავტომობილები მუდმივად გაუმჯობესდება მათი ქმედითუნარიანობის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების მიერ. Jaguar Land Rover იმედოვნებს, რომ ახალი ინტელექტუალური არქიტექტურის გამოყენება დამატებით ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიაზე გადასვლასთან ერთად გარანტიას იძლევა, რომ Jaguar-ისა და Land Rover-ის ავტომობილებში არა მხოლოდ გაფართოვდება მფლობელების შესაძლებლობები, არამედ ისინი დადებით ეფექტს მოახდენენ გარემოზე. ბრიტანული ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ სურს აწარმოოს მანქანები, რომლებიც არა მხოლოდ მოსახერხებელი და კომფორტული, ასევე უსაფრთხო იქნება საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის. https://tinyurl.com/48p5k2zk
  12. SEC იკვლევს კავშირს Bitcoin-ბირჟა Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილებისა და მშობელი კომპანიის დამფუძნებელ Changpeng Zhao-სთან დაკავშირებულ ორ კომპანიას შორის კავშირს. ამის შესახებ წერს Wall Street Journal. 2019 წლიდან Sigma Chain AG და Merit Peak Ltd მოქმედებენ, როგორც ბაზრის შემქმნელები Binance.US-ზე. ყოველ შემთხვევაში, 2021 წლის ბოლოს მათ Zhao აკონტროლებდა, აღნიშნეს თანამოსაუბრეებმა. მარეგულირებლები დაინტერესდნენ, როგორ უმხელდა პლატფორმა მომხმარებლებს მსგავს აფილირებას. წყაროებმა აგრეთვე გამოხატეს შეშფოთება Binance.US-ის იურიდიულ შესაბამისობაზე Sigma Chain AG-ისა და Merit Peak Ltd-ის თანხების წარმოშობასთან დაკავშირებით. პლატფორმის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ბირჟასთან კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები, მაგრამ მათი დასახელებები არ კონკრეტდება. პლატფორმის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ Binance.US ვალდებული არ არის გაასაჯაროვოს ინფორმაცია ინვესტორის ან კორპორატიული სტრუქტურის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია შეუძლია გადასცეს მარეგულირებელ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. გამომცემლობამ გაიხსენა, რომ 2015 წელს SEC-მა მსგავსი კვლევები ჩაატარა იმ სავაჭრო პლატფორმების წინააღმდეგაც, რომლებიც არ ასაჯაროვებდნენ მათთან აფილირებული მარკეტ-მეიკერების არსებობას. სააღსრულებო ქმედებებისთვის მარეგულირებელმა უნდა დააფიქსიროს ზედამხედველობის ფუნქციების არსებობა პლატფორმაზე მოქმედ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტივები ფლობენ ფასიანი ქაღალდების თვისებებს. WSJ-ში გაიხსენეს, რომ 2017 წელს Binance-მა გამოუშვა საკუთარი ტოკენი Binance Coin. შეგახსენებთ, იანვარში SEC-მა პირობა დადო, რომ ზედამხედველობას გააძლიერებს Bitcoin-ბირჟებზე. იმავე თვეში Reuters-მა საკუთარი გამოძიების შემდეგ დაასკვნა, რომ Binance-მა არაერთხელ დამალა ინფორმაცია მარეგულირებლებისგან, უგულებელყოფდა KYC პროცედურებს და ეწინააღმდეგებოდა საკუთარი შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს. 2021 წლის მარტში Bloomberg-მა განაცხადა, რომ CFTC იკვლევდა Binance-ის საქმიანობას აშშ-ის რეზიდენტებისთვის კრიპტო დერივატივებით ვაჭრობის შესაძლო დაშვების შესახებ სათანადო ლიცენზიის გარეშე. მანამდე Binance.US-მა განაცხადა, რომ გეგმავს 200 მლნ აშშ დოლარის მოზიდვას IPO-მოლოდინამდე. https://tinyurl.com/3smfaae6
  13. როგორც ცნობილია, AMD-ის მიერ Xilinx-ის შესყიდვამ არ მოითხოვა პირდაპირი დიდი დანახარჯები, რადგანაც კომპანიებმა გაცვალეს აქციები. თუმცა სწორედ ეს ფაქტი აძლევს საშუალებას Tom’s Hardware-ის წარმომადგენლებს განაცხადონ, რომ აქციების მიმდინარე კურსის მიხედვით AMD-ის კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა მთავარ კონკურენტ კორპორაცია Intel-ის კაპიტალიზაციას. AMD, რომელიც Xilinx-თან გაერთიანდა, ამჟამად ფლობს 1628 მილიარდ აქციას, რომელთა მიმდინარე საბაზრო ღირებულება დაახლოებით 19775 მლრდ აშშ დოლარია, რაც თითქმის 51 მლნ აშშ დოლარით აღემატება Intel-ის შესაბამის მაჩვენებელს და აისახება კიდეც კაპიტალიზაციის მხრივ ლიდერობაში. თუმცა, თუ Intel-ის წარმომადგენლები შეძლებენ წარმატებით გამოსვლას ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, მაშინ ძალების განაწილება საფონდო ბაზარზე შეიძლება ისევ შეიცვალოს. https://tinyurl.com/298k9jhz
  14. დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირის კანონმდებლები და წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ საერთო პორტს სმარტფონების, პლანშეტების, ყურსასმენებისა და სხვა ელექტრონიკისთვის მომავალი წლის დადგომამდე. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა პარლამენტარმა, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს. ცნობილია, რომ ეს ინიციატივა აქტიურად კრიტიკდება Apple-ის მხრიდან. ევროკომისიამ საერთო დამტენი პორტის დამტკიცების ინიციატივა ათი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ კანონპროექტი მხოლოდ გასულ წელს მომზადდა მას შემდეგ, რაც თავად მწარმოებლები ვერ თანხმდებოდნენ საერთო ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე. iPhone-ისა და Android-ის მომხმარებლები დიდი ხანია ჩივიან, რომ სხვადასხვა დამტენი მოწყობილობის გამოყენება უწევთ. თუკი iPhone იმუხტება Lightning ინტერფეისის მეშვეობით, თანამედროვე Android-მოდელებში USB Type-C პორტი გამოიყენება. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად სმარტფონების ნახევარში გამოიყენებოდა USB micro-B, 29%-ში - USB Type-C, 21 %-ში კი - Lightning. ამჟამად ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა USB Type-C-ს სასარგებლოდ. პარლამენტარ Alex Agius Saliba-ს თქმით ამ საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა მაისში ჩატარდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ცალკეულ ქვეყნებთან მსჯელობის დაწყება საბოლოო კანონპროექტზე. „საქმე წლის ბოლომდე გაკეთდება. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ყურადღება მხოლოდ სმარტფონებზე არ გამახვილდება. პარლამენტარის აზრით საერთო პორტი აუცილებლად უნდა დაინერგოს ელექტრონულ წიგნებში, დაბალი ენერგომოხმარების ლეპტოპებში, კლავიატურებში, მაუსებში, ყურსასმენებში, სმარტ-საათებსა და ელექტრო სათამაშოებში - ევროკომისიის წინადადებაში ადრე ნახსენები იყო მხოლოდ სმარტფონები, პლანშეტები და ყურსასმენები. პარლამენტარს დამატებით სურს, რომ ევროკომისიამ 2025 წლისთვის განახორციელოს უსადენო დამტენი ინფრასტრუქტურის „ჰარმონიზაცია“. კანონი ერთი უნივერსალური პორტის შესახებ, მისი თქმით, შეიძლება ძალაში შევიდეს მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ (ადრე ვარაუდობდნენ, რომ გარდამავალი პერიოდი გაგრძელდებოდა ორი წელი), ამ დრომდე მწარმოებლებმა უნდა მოარგონ თავიანთი მოწყობილობები. Apple-მა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის ინიციატივას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ინოვაციებზე და შედეგი იქნება ელექტრონული ნარჩენების გროვა, თუკი კანონმდებლები აიძულებენ მომხმარებლებს - გადაერთონ ახალ დამტენებზე. https://tinyurl.com/5n6udw9p
  15. CoinGecko-ს თანახმად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 4.6%-ით, Ethereum-ისა კი 7.6%-ით გაიზარდა. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin იყიდება დაახლოებით 44300 აშშ დოლარად, Ethereum – 3100 აშშ დოლარად. ქვემოთ წარმოდგენილია ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10 კრიპტოვალუტა: წყარო: CoinGecko. ტოპ ათეულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Avalanche-მა, Solana-მ და Binance Coin-მა - 12.4%, 10.1% და 8.2%, შესაბამისად. 0.1 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე Ethereum-მისამართების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მასობრივ მიღებას, საცალო ინვესტორების დარწმუნებულობას მის პერსპექტივებში და აქტივის აქტიურ გამოყენებას DeFi-აპლიკაციებში. წყარო: Glassnode. გაიზარდა ახალი DeFi-ეკოსისტემების ტოკენების ფასებიც. მაგალითად, Moonbeam (GLMR) ბოლო დღე-ღამის მანძილზე გაძვირდა 29.4%-ით. ბაზრის საერთო გამოცოცხლებასთან დამატებით GLMR-ის ზრდას ხელი შეუწყო პლატფორმა Curve-თან ეკოსისტემის ინტეგრაცის დაანონსებამ. წერის მომენტისთვის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.07 ტრლნ აშშ დოლარია, რაც შეესაბამება იანვრის შუა რიცხვებსა და თებერვლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს. მანამდე FSInsight-ის ანალიტიკოსი შონ ფარელი ვარაუდობდა, რომ Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის მეორე ნახევარში შეიძლება 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს. https://tinyurl.com/4aku8ha6
  16. კომპანია Tesla ჩინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევს. მისი პირველი ჩინური ქარხანა უნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ რეკორდულ დროში აშენდა და ამ მარკის ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, არამედ საკუთრების სტრუქტურითაც - ჩინეთის ხელისუფლებამ Tesla არ აიძულა ადგილობრივ კომპანიებთან დაემყარებინა პარტნიორობა. Tesla-ს ქარხანა ტეხასში, აშშ-ში. წყარო: Tesla Tesla-ს მოქმედი ჩინური ობიექტის განვითარებაში მიღწეული პროგრესი დიდწილად განპირობებულია იმით, რომ იგი მდებარეობს შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ბარიერების მინიმიზაციის ფაქტორი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე საწარმოს მშენებლობის ისტორიის კუთხით: მას პროდუქციის გამოშვება გასულ ზაფხულს უნდა დაეწყო, ამის ნაცვლად კი ჯერ კიდევ საბოლოო თანხმობას ელოდება ადგილობრივი ოფიციალური პირებისგან. როგორც Car News China განმარტავს პროვინცია ლიაონინის ხელისუფლებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, Tesla ჩინეთის ამ ტერიტორიას განიხილავს ერთ-ერთ სავარაუდო სივრცედ მეორე ქარხნის მშენებლობისთვის. უფრო კონკრეტულად კი ქარხანა შესაძლოა აშენდეს შენიანში, პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში. წყაროს ინფორმაციით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციის კიდევ შვიდი დასახლებული პუნქტი უწევს კონკურენციას ამ ქალაქს Tesla-ს მეორე ქარხნის განთავსების უფლებისთვის. ადგილობრივი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია Tesla-სთვის, ამჟამად შანხაის ქარხანა ყველაზე მასშტაბურია წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობით და წარმოადგენს მთავარ საექსპორტო პლატფორმას, ამიტომ მეორე ქარხნის აგება ჩინეთში მხოლოდ დროის საკითხია. ილონ მასკმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კომპანია აპირებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაწყვიტოს ახალი ადგილების არჩევა საწარმოების მშენებლობისთვის. https://tinyurl.com/mr4nctf3
  17. კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილი გეიმინგ სმარტფონების ბრენდი Black Shark მალე დააანონსებს მოწყობილობებს Black Shark 5-სა და 5 Pro-ს. ამ სმარტფონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების (TENAA) ვებ-გვერდზე. აქ და ქვემოთ: სმარტფონი Black Shark 4/ წყარო: Black Shark Black Shark 5 მოდელს ექნება 6.67-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს რვაბირთვიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე (სავარუდოდ, Snapdragon 8 სერიის ჩიპი). ბაზარზე გამოვა მოდიფიკაციები 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128 ან 256 გბ. სმარტფონის ზომაა 163.83 × 76.25 × 10.37 მმ და იწონის 223 გრამს. წინა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა, უკანა პანელზე - სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით. : უფრო მძლავრ სმარტფონ Black Shark 5 Pro-ს ასევე ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ AMOLED ეკრანი. გამომთვლელი დატვირთვა დაეკისრება ჩიპ Snapdragon 8 Gen 1-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 256 ან 512 გბ. ძირითადი კამერის შემადგენლობაში შევა 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. ორივე სმარტფონს ექნება 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მიუწვდომელია. https://tinyurl.com/2p9c8fms
  18. მიმდინარე წლის ბოლოს Intel გამოუშვებს Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულ ჩიპს, რამდენიმე კომპანია უკვე დაემატა მოლოდინის სიას. ამის შესახებ ნათქვამია მიკროსქემების მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან ჯეკ დორსის კუთვნილი Block (ადრე ეწოდებოდა Square), ასევე მაინინგ კომპანიები Argo Blockchain და GRIID Infrastructure. ამ უკანასკნელმა გაამჟღავნა Intel-თან გარიგება SEC-ში შეტანილი განაცხადისას. „Intel ხელს შეუწყობს ღია და უსაფრთხო ბლოკჩეინის ეკოსისტემას და დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი მიდგომებით“, - აცხადებენ კომპანიაში. შეტყობინების თანახმად ჩიპები დამყარებული იქნება „ძალიან პატარა მიკროსქემებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას იქონიებს ამჟამინდელ საწარმოო პროცესებზე. ცნობილია, რომ დეტალები გამოცხადდება საერთაშორისო გამოფენა ISSCC-ზე თებერვალში. შეგახსენებთ, 2018 წელს Intel-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა მაინინგის აპარატული „ამაჩქარებლის“ შესახებ, რომელსაც უნდა შეემცირებინა ენერგოდანახარჯები Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისას. 2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა კომპანიის გეგმების შესახებ - წარადგინოს კრიპტოვალუტების პირველი "დაბალი ძაბვის, მაღალი ხარისხის ASIC მაინერი" ISSCC-ის სადემონსტრაციო სესიაზე 23 თებერვალს. https://tinyurl.com/2d5xbyue
  19. Igor's Lab-ის თანახმად ვიდეო დაფა GeForce RTX 3050 8 გბ შესაძლოა გამოვიდეს უახლოეს მომავალში ახალი ჩიპის ბაზაზე. ეს ჩიპი შესაძლოა იყოს GA107, რომელიც NVIDIA-ს ერთ-ერთი ყველაზე პატარა კრისტალია, ხოლო მისი უპირატესობაა მობილურ გრაფიკულ ჩიპებში, კონკრეტულად კი RTX 3050-ში გამოყენების შესაძლებლობა. კიდევ ერთი ვარიანტის გამოშვებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს Nvidia RTX 3050 ვიდეო დაფების საჭირო რაოდენობით წარმოებას და მოხსნას მწვავე დეფიციტი. ამჟამად არსებულ, აქტუალურ მოდელ RTX 3050 8 გბ-ში გამოიყენება მკვეთრად შეკვეცილი კრისტალი GA106 - მასში აქტიურია 30-დან 20 შეიდერული მოდული, რაც ჯამში 2560 CUDA ბირთვს შეადგენს. სხვა მახასიათებლები მოიცავს 128-ბიტიან მეხსიერების სალტეს და აჩქარების რეჟიმში 1.78 გჰც ტაქტის სიხშირეს. ეტალონური ვიდეო დაფის მაქსიმალური ენერგომოხმარება 130 ვატია. GA106 და GA107 ჩიპების მქონე ვერსიების მახასიათებლები იგივე რჩება. Igor's Lab ამტკიცებს, რომ GA106 და GA107 ჩიპებს კონტაქტებიც კი იდენტური აქვთ, რაც მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ორიგინალი ვიდეო დაფების PCB-ები. გამონაკლისს წარმოადგენს ენერგომოხმარება. GA107 ვერსიის სიმძლავრეა 115 ვატი 130 ვატის ნაცვლად. თუმცა TDP-ის დონის ასეთი შეზღუდვის პირობებში წარმადობა ოდნავ გაუარესდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება კრისტალი GA107. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს მსგავსი ხრიკი ადრეც გამოუყენებია, მაგალითად, GTX 1650 მოდელების შემთხვევაში. პირველი GTX 1650 წარმოდგენილი იყო GDDR5 მეხსიერებით, ხოლო მოგვიანებით NVIDIA-მ ეს ვიდეო დაფა განაახლა GDDR6-მდე, რამაც მისი წარმადობა გააუმჯობესა. დამატებითი ცნობები მიუთითებს, რომ NVIDIA-მ მაშინვე დაგეგმა მეორე RTX 3050 მოდელის გამოშვება. მაგალითად, Igor's Lab აღნიშნავს, რომ RTX 3050 8 გბ-ის შემთხვევაში 16 PCIe არხიდან ნახევარი გათიშულია მიუხედავად იმისა, რომ GA106 ბირთვებს სრულად აქვთ 16-ვე არხის მხარდაჭერა ისევე, როგორც RTX 3060-ის შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ GA107 კონფიგურაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. GA107 ბირთვებს აქვთ მხოლოდ რვა ფიზიკური PCIe Gen 4 არხი. ჩიპი განკუთვნილია გეიმინგ ლეპტოპებისთვის, რომლებშიც 16 არხის ენერგომოხმარება და წარმადობა ზედმეტია. საბედნიეროდ, ეს ცვლილება გავლენას არ იქონიებს RTX 3050-ზე ისე, როგორც AMD RX 6500 XT-ის სიჩქარის შემთხვევაში. RTX 3050-ს გაორმაგებული სიჩქარე აქვს რვა ფიზიკური არხით და ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს PCIe-ის სიჩქარეზე დამოკიდებულებას AMD-ის ვიდეო დაფებთან შედარებით. https://tinyurl.com/3r2wjutp
  20. კომპანია Xiaomi-მ 16 თებერვლისთვის ჩანიშნა მაღალი წარმადობის სმარტფონების სერია Redmi K50-ის ანონსი. სერიის ერთ-ერთი მოწყობილობა შემუშავდება Mercedes-AMG F1-ის გუნდთან პარტნიორობით, რომელიც Formula-1-ის გრან-პრიში იღებს მონაწილეობას. ფოტოს წყარო: Xiaomi როგორც თიზერებიდან ჩანს, Redmi K50-ის სპეციალურ ვერსიას ექნება ლოგოტიპი Mercedes AMG Petronas Formula One Team. Xiaomi-ს ჩანაფიქრით ამ სიმბოლომ უნდა გამოიწვიოს მაღალ სიჩქარესთან დაკავშირებული ასოციაცია და, შესაბამისად, მაქსიმალური წარმადობა. მიიჩნევა, რომ სმარტფონის ამ მოდიფიკაციას საფუძვლად დაედება გეიმინგ მოდელი Redmi K50 Gaming Edition. მოწყობილობას ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 და 5G-მოდემი, აგრეთვე 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 2400 × 1080 გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კვებას უზრუნველყოფს 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სუპერსწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. აღჭურვილობაში შედის სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორით - Sony IMX686, 13-მეგაპიქსელიანი სენსორი OmniVision OV13B და 2-მეგაპიქსელიანი ბლოკი. წინა პანელზე განთავსდება 20-მეგაპიქსელიანი კამერა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებით საფირმო MIUI 13-თან ერთად.  https://tinyurl.com/ys6ny6rb
  21. შაბათს, 12 თებერვალს, Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 248 EH/s-ს. Glassnode-ის თანახმად ერთ დღე-ღამეში მაჩვენებელი 30%-ზე მეტით გაიზარდა. პირველი კრიპტოვალუტის ჰეშრეითის გრაფიკი შვიდდღიანი ცვლადი საშუალოთი ბოლო სამი თვის განმავლობაში აღმავალი ტრაექტორიით მოძრაობდა. ამ პერიოდში მაჩვენებელი პრაქტიკულად 50%-ით გაიზარდა და მიაღწია 201,36 EH/s-ს. Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. 2022 წლის იანვარში ციფრული ოქროს მოპოვების სირთულემ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 26.64 ტრილიონს. ბოლო გადაანგარიშებით 4 თებერვალს მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა და 26.69 ტრილიონი შეადგინა. ქსელის ჯამური გამოთვლითი სიმძლავრის ზრდა მიუთითებს ბლოკჩეინის სტაბილურობის ზრდასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ინდიკატორი სრულად აღდგა ჩინელი მაინერების „დიდი მიგრაციის“ შემდეგ. 6 თებერვალს Ethereum-ის ქსელის ჰეშრეითმა ასევე მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 971 TH/s-ს. 7-დღიანი მოძრავი საშუალო ინდიკატორის სქემა პიკზეა - 12 თებერვალს ღირებულებამ 955 TH/s-ს გადააჭარბა. Ethereum-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Bitcoin-მაინერების შემოსავალმა შეადგინა 1.21 მლრდ აშშ დოლარი, რაც 15%-ით ნაკლებია დეკემბრის მაჩვენებელზე. პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალში საკომისიოების წილი რეკორდულ დონემდე დაეცა - 1.15%-მდე ანუ 13.9 მლნ აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/2js3xbnk
  22. ორიგინალი ფოტო: Fritzchens Fritz ბოლო დროს გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი AMD AM5 პლატფორმის გამოშვება შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე მოხდეს. ინსაიდერებს არაფერი უთქვამთ RDNA 3 ვიდეო დაფების გამოშვების გრაფიკში ცვლილებების შესახებ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდნენ, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა. მაგალითად, YouTube ბლოგერი RedGamingTech თვლის, რომ ახალი გრაფიკა, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ადრე მან საკმაოდ ზუსტი ცნობები გააზიარა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Radeon ვიდეო დაფების გამოსვლასთან დაკავშირებით. RedGamingTech-მა განაცხადა, რომ სამი ინფორმატორისგან მიიღო პრაქტიკულად იდენტური ცნობები ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ის მახასიათებლების შესახებ. ითვლება, რომ ეს ვარიანტი სამჯერ მეტი წარმადობის იქნება Radeon RX 6900 XT-ში არსებულ Navi 21-თან შედარებით. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება გამომთვლელ წარმადობას FP32 ოპერაციებში, რომელიც 75 Tflops ნიშნულს აღწევს. ინსაიდერების ინფორმაციით მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა რეითრეისინგში. წყარო: RedGamingTech Navi 31 შესაძლოა შეიცავდეს ორ გრაფიკულ ჩიპლეტს თითოეულ მათგანში სამი Shader Engine (SE) ბლოკით. თავის მხრივ თითოეული SE შეიცავს 10 Workgroup Processor-ს (WGP). WGP ამჟამად წარმოადგენს RDNA არქიტექტურის ძირითად გამომთვლელ ბლოკს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბლოკების იერარქია შესაძლოა შეიცვალოს. WGP შეიცავს 256 შეიდერულ პროცესორს, Navi 31-ში კი სრულად წარმოდგენილი იქნება 15360 შეიდერული პროცესორი და იმუშავებს დაახლოებით 2500 მჰც სიხშირეზე.  ერთ-ერთი შესაძლო კონფიგურაცია. წყარო: Twitter @Olrak29_ მეხსიერების ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება Multi-Cache Die (MCD) 256 ან 512 მბ მოცულობის ქეშის კრისტალებით, ასევე GDDR6 ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. RedGamingTech-მა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილი ცალკეული ჩიპლეტები უახლოეს თაობაში არ გამოჩნდება, ყველა აუცილებელი რამ რეალიზებული იქნება თავად გრაფიკულ პროცესორში. რეფერენსული მოდელების ენერგომოხმარებამ შესაძლოა 375 ვატს მიაღწიოს, გარე მწარმოებლების აჩქარების მქონე მოდელებში კი - 400 ვატს და მეტს. https://tinyurl.com/mwcjcrks
  23. იანვრის დასაწყისში კომპანია Dell-მა დააანონსა მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming (AW3423DW) - მსოფლიოში პირველი გეიმინგ მოდელი QD-OLED მატრიცით. ამჟამად ცნობილი გახდა მოწყობილობის მახასიათებლები და ღირებულება. ფოტოს წყარო: Dell ტექნოლოგია QD-OLED გულისხმობს კვანტური პიქსელების მქონე OLED-დისპლეის გამოყენებას. Alienware-ის ახალი მონიტორის ზომა დიაგონალზე 34 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 3440 × 1400 პიქსელს. მხარდაჭერილია 99.3%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს VESA Display HDR 400 True Black სერტიფიკაცია. კონტრასტულობა აღწევს 1 000 000:1-ს, კადრის განახლების სიხშირე - 175 ჰერცს. რეაქციის დრო მხოლოდ 0.1 მილიწამია (Gray-to-Gray). ცნობილია, რომ მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. მისი ფასი 1300 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის: ამჟამად Alienware-ის ყველაზე ძვირადღირებული მონიტორია 37.5-დუიმიანი AW3821DW - მისი ფასი 1200 აშშ დოლარია. გარდა ამისა, 1200 აშშ დოლარად შესაძლებელია OLED მატრიცის მქონე 48-დუიმიანი Gigabyte FO48U გეიმინგ მონიტორის შეძენა. https://tinyurl.com/56xvnp4t
  24. ვიდეოჰოსტინგი YouTube განიხილავს NFT-ის ინტეგრირებას პლატფორმაზე კონტენტის მონეტიზაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა სერვისის პროდუქტების დირექტორმა ნილ მოჰანმა. „Web3 ახალ შესაძლებლობებს უხსნის ავტორებს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ბლოკჩეინი და NFT, საშუალებას მისცემს კონტენტის შემქმნელებს დაამყარონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ფანებთან. ისინი ერთად შეძლებენ ითანამშრომლონ ახალ პროექტებზე და შემოსავალი გამოიმუშავონ ისეთი გზებით, რომლებიც აქამდე შეუძლებელი იყო“ - განაცხადა მან. ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითის სახით მოჰანმა დაასახელა უნიკალური ვიდეოს, ფოტოს და სხვა ნაწარმოების ვერიფიცირებული ფლობა. არსებული ცნობების თანახმად 2021 წელს YouTube-ის პარტნიორულ პროგრამას შეუერთდა 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი. ადრე აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიჩიცკიმ გამოაცხადა NFT სერვისთან ინტეგრაციის გეგმები. მისი თქმით, ვიდეო ჰოსტინგი ორიენტირებულია ეკოსისტემის გაფართოებაზე და მზადაა დაეხმაროს ბლოგერებს ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში Twitter-მა განახორციელა NFT-ის ინტეგრირება მომხმარებლების პროფილების ავატარების სახით. თებერვალში მსგავსი ფუნქცია დაამატა კონტენტის გამოწერის სერვისმა OnlyFans. https://tinyurl.com/3waeu29f
  25. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი, Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Ryzen 7000 პროცესორები და AM5 სოკეტის მქონე დედა დაფები შესაძლოა მოსალოდნელ ვადაზე ადრე გამოვიდეს. თავად AMD-მ განაცხადა, რომ 5-ნანომეტრიანი Zen 4 AMD Ryzen 7000 პროცესორები, ასევე AM5 პლატფორმა წლის მეორე ნახევარში გამოვა. ინსაიდერი Greymon55 მიიჩნევს, რომ მათი გაყიდვა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი. გამოფენა Computex 2022 მაისისთვისაა დაგეგმილი. მის ფარგლებში მოსალოდნელია სრულფასოვანი ანონსი თუ არა, გარკვეული ინფორმაციის გაჟღერება მაინც ზემოთხსენებული პროცესორების შესახებ. რაც შეეხება AM5 სოკეტის მქონე დედა დაფებს, პირველი ნიმუშების დაგზავნა თებერვალშივე უნდა დაიწყოს. ამ დაფებს მთელი რიგი ახალი ფუნქციები და ახალი სოკეტი ექნება. შესაძლოა, AMD-მ გადაწყვიტა იჩქაროს Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლის გამო, რომლებიც ღირებულ გეიმინგ წარმადობასა და ეფექტურობას გვთავაზობენ. Intel მესამე კვარტალში აპირებს Raptor Lake 13-პროცესორების წარდგენას. Zen 4 არქიტექტურის Ryzen დესკტოპ პროცესორების კოდური დასახელებაა Raphael და ისინი Ryzen 5000 Vermeer-ს ჩაანაცვლებენ. ბირთვები წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, კრისტალები - 6-ნანომეტრიანით. AMD-მ შესაძლოა გაზარდოს ბირთვების რაოდენობა, ამჟამად მაქსიმუმი 16 ბირთვი და 32 ნაკადია. სავარაუდოდ, ახალი Zen 4 არქიტექტურის წყალობით ინსტრუქციების 25%-იან ზრდა და საშუალოდ 5 გჰც ტაქტის სიხშირე გახდება ხელმისაწვდომი. სამომავლო Zen 3 AMD Ryzen 3D V-Cache ჩიპები დამყარებულია ვერტიკალურად განლაგებული კომპონენტების მქონე ჩიპლეტებზე, დიდი ალბათობით ასეთივე სტრუქტურა ექნება Zen 4 პროცესორებს. ახალ პროცესორებში მხარდაჭერილია ორარხიანი DDR5 მეხსიერება, AMD RAMP (Ryzen-ის აჩქარებული მეხსიერების პროფილი), 28 PCIe არხი, TDP 105-120 ვატი (ზედა ზღვარი დაახლოებით 170 ვატია). დედა დაფებს ექნება LGA1718 სოკეტი ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ციკლით. მოსალოდნელია, რომ დაფებში წარმოდგენილი იქნება DDR5-5200, დამატებითი input-output NVMe 4.0 და USB 3.2, USB 4.0. პირველ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ გამოვა 600-სერიის ჩიპსეტები, ფლაგმანური X670 და შედარებით დაბალფასიანი B650. X670-ს ექნება PCIe Gen 5-სა და DDR5 მეხსიერების მხარდაჭერა. ასეთი დაფები იქნება უფრო დიდი ზომის, ამიტომ ITX ფორმატის შესაბამისი იქნება მხოლოდ B650. Raphael პროცესორებში ასევე მოსალოდნელია ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 2 2-4 ბირთვით (128-256 ბირთვი). ეს მაჩვენებელი ნაკლებია APU Ryzen 6000 Rembrandt-თან შედარებით, რომლებიც ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, თუმცა მაჩვენებელი საკმარისია Intel Iris Xe-სთან კონკურენციისთვის. https://tinyurl.com/2vpyhvsa
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.