Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5902
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია GIGABYTE უშვებს AERO 16 სერიის 16-დუიმიანი ლეპტოპების ოთხ მოდელს დეველოპერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის მე-12 თაობის Core პროცესორებით. AERO 16 - ეს არის 16-დუიმიანი ლეპტოპი Core i9-12900HK ან Core i7-12700H პროცესორით. მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობით და აქვს წვრილი ჩარჩო ოთხივე მხრიდან, რის შედეგად უზრუნველყოფილია ეკრანის ისეთივე ფართობი, როგორც წინა AERO 15 სერიის 16-დუიმიან პანელებში. ყველა მოდელს აქვს 16-დუიმიანი OLED-პანელი 3840 x 2400 პიქსელი გაფართოებით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამითა და DisplayHDR 500 TRUE BLACK-თან თავსებადობით. AERO 16 YE5-94JP948HP მოდელს აქვს პროცესორი Core i9-12900HK, 32GB DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაყიდვაში გამოვა მარტის დასაწყისში და, როგორც მოსალოდნელია, გაიყიდება დაახლოებით 5300 აშშ დოლარად. AERO 16 XE5-73JP938HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაიყიდება მარტის ბოლოდან დაახლოებით 3600 აშშ დოლარად. AERO 16 XE4-73JP914HH მოდელი აღჭურვილია Core i7-12700H პროცესორით, აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti, 1 ტბ SSD (PCIe 4.0 ინტერფეისით) და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მისი საცალო ფასი დაახლოებით 3300 აშშ დოლარს შეადგენს. AERO 16 KE4-72JP914HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Laptop, 1 ტბ SSD (PCIe 4.0), Windows 11 Pro. იგი მარტის ბოლოს გამოვა და საცალო ფასი იქნება დაახლოებით 286 000 იენი. ყველა ლეპტოპის ზომაა 356 x 248.5 x 22.4 მმ, წონა - 2.3 კ, ბატარეის მოცულობა - 99 ვტ/სთ. https://tinyurl.com/yckryn9p
  2. კომპანია Oppo-მ გამოფენა MWC 2022-ზე დააანონსა სწრაფი დამუხტვა SuperVOOC სიმძლავრით 150 ვატი, რომელიც საშუალებას იძლევა 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დაიმუხტოს 5 წუთში, 100%-მდე კი - 15 წუთში. მასთან ერთად გამოიყენება ბატარეის აღდგენის ტექნოლოგია „Battery Health Engine“ (BHE), რომლის წყალობით თითქმის ორმაგდება ბატარეის ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა. OPPO-ს განცხადებით, ტექნოლოგია BHE გარანტიას იძლევა, რომ სმარტფონის ბატარეა შეინარჩუნებს თავდაპირველი მოცულობის 80%-ს დამუხტვის 1600 ციკლის შემდეგ, რაც ორჯერ აღემატება საწარმოო სტანდარტს. ტექნოლოგია გულისხმობს ძაბვის სიმძლავრის რეგულირებას უარყოფითი მუხტის მქონე ელექტროდების მუშაობაზე დამოკიდებულების შესაბამისად. 150-ვატიანი დამტენი SuperVOOC მუშაობს 20 ვოლტ ძაბვასა და 7.5 ამპერ სიმძლავრეზე. OPPO-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია შემოწმდა გაგრილებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ დამუხტვის ზემოთ მითითებული სიჩქარეები მიღწეულ იქნა სმარტფონებში, რომლებიც მუშაობდნენ თვითმფრინავის რეჟიმზე გამორთული ეკრანებით. ფოტოს წყარო: androidheadlines.com დავამატებთ, რომ კომპანია Realme-მაც დააანონსა სწრაფი 150-ვატიანი დამუხტვის ტექნოლოგია UltraDart. Realme ეკუთვნის BBK Electronics-ს, რომელიც კომპანია Oppo-ს (და OnePlus-ის) მშობელი კომპანიაა. 150-ვატიანი დამუხტვა UltraDart მახასიათებლებით SuperVOOC-ის მსგავსია, თუმცა Oppo-სგან განსხვავებით კომპანია Realme-მ დაასახელა პირველი მოწყობილობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით - ეს იქნება სმარტფონი GT Neo 3. ფოტოს წყარო: xda-developers.com SuperVOOC დამუხტვის მქონე OnePlus სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვა. პარალელურად წარმოდგენილ იქნა SuperVOOC-ის უფრო მძლავრი, 240-ვატიანი ვერსიის მუშაობა. ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია 24 ვოლტი ძაბვა და 10 ამპერი სიმძლავრე. შედეგად შესაძლებელი იქნება 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის 9 წუთში 100%-ით დამუხტვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უსაფრთხო იქნება. კერძოდ, 13 სენსორი მონიტორინგს გაუწევს სხვადასხვა ელემენტის ტემპერატურას. https://tinyurl.com/mrxbwwb6
  3. კერძო და საბირჟო საფულეებს შორის კრიპტოვალუტების გადაადგილების დინამიკა მიუთითებს ინვესტორების გარკვეულობის ნაკლებობაზე ციფრული აქტივების ბაზარზე მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CoinDesk Bank of America-ს (BofA) ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსების აზრით ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების გამკაცრება შეზღუდავს კრიპტოვალუტების ზრდას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, BofA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ახალი „კრიპტოზამთრის“ დასაწყისი, რადგან მომხმარებლების მიერ ციფრული აქტივების მიღების დონე და დეველოპერების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბირჟებიდან Bitcoin-ების დაფიქსირებული გადინება გამყიდველების იმპულსის ამოწურვაზე მიუთითებს. ამავდროულად, Ethereum-ის შემოდინება ამ პლატფორმების მისამართებზე შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ზეწოლაზე კაპიტალიზაციის მხრივ მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ფასზე - განაცხადა BofA-მ. მოხსენების თანახმად ბირჟებზე Stablecoin-ების შემოდინება ზედიზედ მეორე კვირაა სუსტდება. გასული კვირის შედეგებით წინა შვიდდღიან პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას არსებულ გარემოში. ბანკმა დაამატა, რომ ციფრული აქტივების ბაზრისთვის გაძნელდება მიმდინარე ფასების დიაპაზონიდან გასვლა, სანამ შესაძლო რეცესიის შიშები არ შემცირდება Glassnode-ის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში Bitcoin-ის საბირჟო ბალანსები გაიზარდა 83.9 მილიონი აშშ დოლარით, Ethereum-ისა – 362.5, USDT-ს კი - 261.2 მლნ აშშ დოლარით. Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს კრიპტობაზრის პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სპეციალისტების თქმით ტრეიდერებს შორის ჭარბობს დათვური განწყობა, თუმცა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის წარმოქმნილი არასტაბილურობა შესაძლოა შესყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდეს. შეგახსენებთ, რომ FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ციფრულ ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/3c5tdxa7
  4. როგორც რესურსი VideoCardz განმარტავს, კომპანია NVIDIA-ს სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად შემუშავებაში არსებული დრაივერების შესახებ ინფორმაცია ენთუზიასტების ხელში მოხვდა. მათ შეისწავლეს NVIDIA-ს სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული სამომავლო გრაფიკული პროცესორებისა და გამომთვლელი არქიტექტურის პირობითი დასახელებები. ფოტოს წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი Hopper და Ada Lovelace არქიტექტურების შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - პირველი მათგანი მოერგება გამომთვლების აჩქარების სეგმენტს, მეორე კი - გეიმინგს. არქიტექტურა Blackwell-ის შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდი, რომ ამგვარ სახელწოდებას Hopper-ის მემკვიდრე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიდ ბლექველის ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც სპეციალიზირებული იყო სტატისტიკაში და გახლდათ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ასოციაცია გათვალისწინებული იყოს გეიმინგ არქიტექტურისთვის. პარალელურად, VideoCardz-მა ჩამოთვალა დრაივერებში აღმოჩენილი Ada Lovelace სერიის გეიმინგ გრაფიკული პროცესორების დასახელებები: AD102, AD103, AD104, AD106, AD107 და AD10B (ბოლო მათგანის შემთხვევაში 8-ის ნაცვლად რატომღაც “B“ აღმოჩნდა). Hopper არქიტექტურისთვის გათვალისწინებულია GH100 და GH202 სერიები, Blackwell თაობა კი წარმოდგენილია ჩიპებით GB100 და GB102. https://tinyurl.com/y2fk5dse
  5. ისეთი კომპანიების მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, რომლებიც ტრანსპორტისთვის ავტოპილოტირების სისტემებს ქმნიან, კალიფორნია დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ კონსერვატიულ პოლიტიკას ამგვარი მანქანების საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გამოცდასთან მიმართებაში. და მაინც, კომპანიებმა Waymo-მ და Cruise-მა მიმდინარე კვირაში ნებართვა მიიღეს კალიფორნიაში დაიწყონ უპილოტო ტაქსების ტესტირება მგზავრებისგან ტრანსპორტირების საფასურის სანაცვლოდ. ფოტოს წყარო: Waymo როგორც Reuters აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე კომპანიას მიენიჭა გარკვეული შეზღუდვების პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დროსა და ტერიტორიაში გარკვეულ შეზღუდვას, აგრეთვე აუცილებელია, რომ საჭესთან დაზღვევის მიზნით მძღოლი იმყოფებოდეს. ადრე სატესტო მგზავრობები ხორციელდებოდა მგზავრებისგან საფასურის მიღების გარეშე. General Motors-ის შვილობილი კომპანია აგრეთვე ცდილობს მოიპოვოს ნებართვა სრულად ავტომატური მანქანების პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომლებსაც არ აქვთ კონტროლის სტანდარტული ინსტრუმენტები და არ არის გათვალისწინებული დამზღვევი მძღოლის თანდასწრება. Cruise უფლებამოსილია კომერციული სამგზავრო ტრანსპორტირება განახორციელოს სან-ფრანცისკოს შერჩეულ ქუჩებზე საღამოს 10:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე 48 კმ/სთ სიჩქარით. კონკურენტმა Waymo-მ, რომელიც Google-თან ერთად ჰოლდინგ Alphabet-ის ნაწილია, მოიპოვა მგზავრების გადაყვანის უფლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს გარკვეულ რაიონებში 104 კმ/სთ-მდე სიჩქარით. ორივე კომპანიას ეკრძალება ძლიერი წვიმის ან ნისლის დროს მუშაობა. Waymo-ს მგზავრების ტრანსპორტირების მსგავსი გამოცდილება აქვს არიზონას ტერიტორიაზე, სადაც მას უკვე დიდი ხანია გადაყავს მომხმარებლები კომერციულ საფუძველზე. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კალიფორნიაში მსგავსი სერვისით სარგებლობის სურვილს ათობით ათასი მომხმარებელი გამოხატავს. https://tinyurl.com/yf4ctpud
  6. რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-დან და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვა ფინანსური სანქცია გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ფაქტორი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. ასეთი მოსაზრება გამოთქვა BTC.TOP pool-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Jiang Zhuoer-მა. ექსპერტის თქმით საგარეო სავაჭრო საქმიანობის განსახორციელებლად რუსეთი შეზღუდვების გვერდის ავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას შეეცდება, მათ შორის ციფრული აქტივების დახმარებით. თუმცა, ამჟამინდელ კრიპტო ბაზარს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს საგარეო ვაჭრობის მთელ მოცულობას, აღნიშნა Jiang-მა. სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 789 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. „ვაჭრობის უზარმაზარი მოცულობის გამო კრიპტოვალუტების სივრცეში შემოსული თანხების მცირე ნაწილიც კი გიგანტური სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის“, - თქვა Jiang-მა. მან აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ვირტუალური ვალუტები ასევე შეიძლება გახდეს პირადი გადახდების არხი, რადგან „ადამიანების უმეტესობისთვის SWIFT-ის გვერდის ავლა ძალიან ძვირი და მძიმეა“. მედიამ ციფრული რუბლი და გამოსასყიდი პროგრამები რუსეთის ფედერაციის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო გზებად დაასახელა. https://tinyurl.com/477amdzs
  7. რესურს 3DCenter.de-ს წარმომადგენლებმა სააგენტო Jon Peddie Research-ის სტატისტიკა საკუთარი ანალიტიკური გამოთვლებით შეავსეს. მეოთხე კვარტალში AMD-ისა და NVIDIA-ს პარტნიორებმა ერთობლივად გაყიდეს 13.1 მილიონი ვიდეო დაფა ღირებულებით 13.5 მლრდ აშშ დოლარი. რაოდენობრივ გამოხატულებაში AMD აკონტროლებდა ბაზრის 23%-ს, NVIDIA კი - 77%-ს, თუმცა პირველი მათგანის პოზიციის გამყარების ტენდენცია 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ შეინიშნება. ფოტოს წყარო: 3DCenter მეოთხე კვარტალში NVIDIA-მ დესკტოპ ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობა გაზარდა მხოლოდ 0.5%-ით იმ დროს, როდესაც AMD-მ შეძლო მიწოდების გაზრდა 12.4%-ით. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ჰქონდა დიდი რეზერვები ასეთი ნაბიჯისთვის, ხოლო NVIDIA მუშაობდა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე. მეოთხე კვარტალში გაგზავნილი ვიდეო დაფების საერთო რაოდენობა 3%-ით, ხოლო წლიურად 29.5%-ით გაიზარდა. გერმანელმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ განსაზღვრეს, რომ ვიდეო დაფების რეალიზაციის საშუალო ფასმა მეოთხე კვარტალში 1031 აშშ დოლარს მიაღწია, არამედ ივარაუდეს, რომ კრიპტოვალუტების ბუმმა ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი ერთეულით გაზარდა ნორმალური დონიდან. მოთხოვნა ჯერ კიდევ ვერ კმაყოფილდება სრულად და მისი გაჯერებისთვის კიდევ არაერთი კვარტალია საჭირო, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი მაინერებმა რომც შეამცირონ გეიმინგ ვიდეო დაფების შეძენის საჭიროება, ბაზარი მომენტალურად არ დასტაბილურდება. სხვათა შორის, საშუალო ფასი 1031 აშშ დოლარი სულაც არ არის ყველაზე მაღალი უახლოესი ხუთი კვარტლის რეტროსპექტივაში. მანამდე მას უკვე მიუღწევია 1077 და 1051 აშშ დოლარისთვის, ასე რომ ბოლო კვარტალში გარკვეული კლებაც კი დაფიქსირდა. https://tinyurl.com/yc5tk8x2
  8. Apple მუშაობს iPad-ისა და MacBook-ის ჰიბრიდის შექმნაზე, რომელსაც 20-დუიმიანი დრეკადი დისპლეი ექნება - განაცხადა Bloomberg-ის წარმომადგენელმა Mark Gurman-მა Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფოტოზე: Lenovo ThinkPad X1 Fold Gurman-ის თქმით, ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ დრეკად iPad/MacBook-ს შესაძლოა დაუკავშირდეს ფიზიკური კლავიატურა ან დასაკეცი ეკრანის ერთი ნახევარი გამოყენებულ იქნას ვირტუალური კლავიატურის სახით. წყაროები ამტკიცებენ, რომ Apple-მა მეორე ვარიანტი აირჩია. დიდწილად მოწყობილობას ექნება დიდი ზომის iPad-ის იერსახე, რომელიც შესაძლებელია დაიკეცოს გადატანისთვის ხელსაყრელ პოზიციაში ან იმ შემთხვევაში, თუკი დისპლეის ნახევარი სავსებით საკმარისია სასურველი ამოცანის შესრულებისთვის. შესაძლოა, მიწოდების ნაკრებში შევიდეს ასევე მოხსნადი ფიზიკური კლავიატურა. როგორც Gurman ამტკიცებს, კომპანია ამ მოწყობილობაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ როდის იხილავს დღის სინათლეს, ჯერჯერობით უცნობია. Ross Young-ის თქმით Apple დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას დაახლოებით 2026 წლისთვის გეგმავს, რაც შეესაბამება Apple-ის ავტომობილისა და შერეული რეალობის ჰედსეტის წარმოების დაწყების თარიღს. მსგავსი მოწყობილობა შექმნა Lenovo-მ 2020 წლის ბოლოს - ეს არის, 13.3-დუიმიანი ლეპტოპი-ტრანსფორმერი დრეკადი ეკრანით ThinkPad X1 Fold. თუმცა როგორც რესურსი Digital Trends აცხადებს, იგი გამოსაყენებლად არც ისე მოსახერხებელი აღმოჩნდა „ვიწრო“ ფიზიკური კლავიატურისა და სენსორული პანელის გამო. https://tinyurl.com/3863txvf
  9. რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან (აშშ) ტედ კრუზმა კონსერვატორების პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გამოსვლისას აღნიშნა Bitcoin-ის დეცენტრალიზებულობა. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ აკონტროლებს პირველ კრიპტოვალუტას. მაგალითად მან მოიყვანა სიტუაცია კანადაში, სადაც პროტესტის გამო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოიყენა საგანგებო კანონი. ქვეყნის ხელისუფლებამ ბანკებს, ისევე როგორც კრიპტობირჟებს და კასტოდიალურ სამსახურებს უბრძანა, გაეყინათ ანგარიშები, რომლებიც შემოწირულობებს იღებდნენ პროტესტის გამომხატველების მხარდასაჭერად. არაკასტოდიალური საფულე Nunchuck-ის უკან მდგომმა გუნდმა მიიღო მსგავსი მოთხოვნა. მან ხელისუფლებას მოუწოდა გაეცნოს არაკასტოდიალური საფულეებისა და პირადი გასაღებების კონცეფციას. კრუზმა მის პასუხს "შთამბეჭდავი" უწოდა და წაიკითხა CPAC-ში გამოსვლის დროს. მან ასევე გაიხსენა ჩინეთში კრიპტოვალუტის აკრძალვა. შეგახსენებთ, რომ სინტია ლამისმა, რომელიც წარმოადგენს შტატ ვაიომინგს აშშ-ის სენატში, ფედერალურ სარეზერვო სისტემას შესთავაზა მიმართოს თავისი სავალუტო რეზერვების ნაწილი ციფრული ოქროს შესაძენად. https://tinyurl.com/2p9hesxm
  10. თითქმის არავინ ელოდა, რომ 2022 წლის თებერვალში გეიმინგ დონის სამომხმარებლო ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე იაფად გაიყიდებოდა, თუმცა ასე მოხდა. Mindfactory - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც ტექნიკას ყიდის, ფასებს აქვეყნებს. მის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია AMD-ის პარტნიორების ვიდეო დაფები, რომელთა ფასი სარეკომენდაციოზე დაბალია. ეს სიახლე საინტერესო შეძლება იყოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც GPU-ის განახლება სურს, უახლეს კომპიუტერულ თამაშებში რეითრეისინგისა და 4K გამოსახულების გამოყენება - ნუ იჩქარებენ: სიახლე ეხება სუსტ ვიდეო დაფებს AMD Radeon RX 6500 XT-ს. RX 6500 XT მოდელების მარაგი საკმაოდ მაღალია. ASRock ITX-ის 58 მოდელია ხელმისაწვდომი 199 ევროდ და 32 მოდელი 229 ევროდ. როგორც ჩანს, ეს მოდელები დიდად აქტიურად ვერ იყიდება და სწორედ ამან განაპირობა სარეკომენდაციო ფასების დაკლება. Mindfactory-ის განცხადებაში ნაჩვენებია AMD Radeon RX 6500 XT-ის ორი მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომია შესყიდვისთვის. ASRock Radeon RX 6500XT Challenger ITX და Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle ხელმისაწვდომია 199 ევროდ. კონტექსტში თუ განვიხილავთ, გერმანიაში AMD Radeon RX 6500 XT  ვიდეო დაფის საბაზისო მოდელის მინიმალური ფასი 209 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, გერმანიაში მოქმედებს 19%-იანი დღგ, რის მიხედვით ASRock ITX-ის ფასი 160 ევრო გამოდის გადასახადის გარეშე. თუ ამ თანხას ამერიკულ დოლარში გადავიყვანთ, მივიღებთ 182 აშშ დოლარს გაყიდვების გადასახადამდე. https://tinyurl.com/2p9by8s7
  11. MWC 2022-ის ვირტუალურ პრეზენტაციაზე Huawei-მ წარადგინა რამდენიმე პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო 28.2-დუიმიანი მონობლოკი MateStation X, რომელიც მწარმოებელმა ჩინეთში გასულ შემოდგომაზე დააანონსა. სისტემა დამყარებულია AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორზე. ფოტოს წყარო: Huawei 28.2-დუიმიან MateStation X-ში გამოყენებულია სენსორული IPS-მატრიცა გაფართოებით 3840 × 2560 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 3:2, აქვს 98%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეი სერტიფიცირებულია TUV Rheinland-ის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკს აქვს ლითონის კორპუსი და აღჭურვილია 2.1-არხიანი აუდიოსისტემით, რომელსაც გააჩნია ტექნოლოგია Diavlet-ისა და Huawei-ს მიერ შექმნილ ალგორითმ Histen-ის მხარდაჭერა. მოწყობილობას ასევე აქვს ოთხი მიკროფონი, რომლებსაც შეუძლია ხმოვანი ბრძანების ამოცნობა 5 მეტრის დაშორებიდან. Huawei MateStation X-ს აქვს ექვსბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen 5 5600H, რომელიც 3.3-დან 4.2 გჰც-მდე დიაპაზონში მუშაობს. ხელმისაწვდომია 16 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში მოცემულია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სენსორის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურით და Bluetooth-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს Windows 11-ზე. ევროპული ბაზრისთვის მოწყობილობის ფასი 2199 ევროა. https://tinyurl.com/2p9hb2ra
  12. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დარტყმა მიაყენა მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის კრიპტოვალუტების ბაზარს. აქტივების მმართველი კომპანია Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა განიხილეს ფასებზე მოქმედი ფაქტორები და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ციფრული ოქროს მნიშვნელოვანი კორელაცია S&P 500 და PCT ინდექსებთან 2022 წლის დასაწყისში. იანვარში შეინიშნებოდა სარისკო აქტივების ზრდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ფასების კლება დაიწყო. Grayscale-ის თანახმად „დათვები“ მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის სამომავლო ესკალაცია ფასების შემცირებას გამოიწვევს. პოლარული პოზიცია ის არის, რომ ბაზარში უკვე ჩაინერგა რუსეთის ფედერაციის სამომავლო ქმედებები, ამიტომ კოტირებებმა ფსკერს მიაღწია. კომპანიის სპეციალისტების აზრით თუკი უახლოესი დღეები და კვირები ზრდა გაგრძელდება „ცუდი სიახლეების“ მიუხედავად, ეს იქნება ტრეიდერების იმპულსის დაშრეტის ნიშანი. Grayscale-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაზრები ფასდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინში. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით პრეტენდენტები ხელახლა აფასებენ ფედერალური სისტემის მოქმედების მოლოდინს. ინვესტორების ნაწილი თვლის, რომ განაკვეთის ზრდის რისკები არ არის სათანადოდ შეფასებული, რადგან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეიძლება იგრძნოს უფრო აგრესიული ზომების მიღების საჭიროება. სხვები კი ვარაუდობენ, რომ სააგენტომ მანევრირებისთვის მეტი სივრცე დაიტოვა, ასე რომ ის უფრო რბილად იმოქმედებს. Grayscale-ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს დაკვირვებას, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური სიტუაცია, აგრეთვე ბაზრების რეაქცია. მათი თქმით საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინის შემცირება დადებითად აისახება სარისკო აქტივებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე. კომპანიამ აღნიშნა, რომ ბაზრებზე დაცემის განწყობა ჭარბობდა, ისევე როგორც შფოთვის დონე, რომელიც დაფიქსირდა COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში. სკეპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია გაუარესდეს და გაყიდვები გაგრძელდეს. ხარები, თავის მხრივ, მალე ელოდებიან ფასის ზრდას, რადგან გაყიდვების იმპულსი უკვე ამოიწურა. Grayscale, როგორც წესი, მხარს უჭერს მეორე მოსაზრებას. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ სარისკო აქტივები ისტორიულად დაეცა უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების წინ. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი და აშშ არ აპირებენ ცივ ომში შესვლას, ამიტომ ფასების მორიგი ზრდის ხილვის დიდი შანსი არსებობს. Grayscale-ის მიხედვით, ეს ეხება კრიპტოვალუტებსაც. წყარო: Grayscale, Fundstrat. Grayscale-მა განაცხადა, რომ Bitcoin ითვლება მაღალი რისკის აქტივად, მაგრამ გრძელვადიანი ინვესტორებისთვის შედეგად მიღებული ცვალებადობა შეიძლება იყოს ყიდვის კარგი შესაძლებლობა. ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ პირველი კრიპტოვალუტა აგრძელებს თავის გრძელვადიან აღმავალ ტენდენციას და გაუსწრო ოქროს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ბროკერ Genesis Global Trading-ის ვიცე-პრეზიდენტმა როშუნ პატელმა. სტატიის წერის დროს Bitcoin დაახლოებით 38900 აშშ დოლარად იყიდებოდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაიაფდა 0.6%-ით. კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1.85 ტრლნ აშშ დოლარად ფასდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ ციფრულ ოქროზე მოთხოვნის ზრდას ელის აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე ომთან და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/2sw5nyxs
  13. Apple-მა შეიტანა საპატენტო განაცხადი, რომელიც აღწერს კლავიატურაში ჩაშენებულ კომპიუტერს. მოწყობილობა გვევლინება ტრადიციული დესკტოპის და ლეპტოპის შემცვლელად - სისტემის მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ მონიტორი. ფოტოს წყარო: patentlyapple.com რესურსი Patently Apple აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელია ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის ტრანსპორტირება, ვიდრე ლეპტოპის ან თუნდაც სისტემური ბლოკის. მაუსიც კი არ არის საჭირო - შეგიძლიათ ჩართოთ თაჩპედი ასეთ კლავიატურაში. როგორც Mac mini-ის შემთხვევაში, კომპიუტერის გამოსაყენებლად მხოლოდ მონიტორთან დაკავშირებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით Apple არ აპირებს პორტატულობას შესწიროს წარმადობა, ამიტომ საპატენტო განაცხადში კონკრეტულად საუბრობს გაგრილების სისტემაზე: ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის კორპუსს გააჩნია მაღალი თბოგამტარობის ბაზა და გამომთვლელი ბლოკი პირდაპირ კავშირშია მასთან. ამრიგად პროცესორიდან მიღებული სითბო ეფექტურად იშლება და იფანტება მთელი მოწყობილობის ფართობზე. საპატენტო განაცხადი შეტანილ იქნა 2020 წლის აგვისტოში და აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტომ (USPTO) დოკუმენტი ახლახანს გამოაქვეყნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, მსგავსი მოწყობილობის გამოშვების შესახებ Apple-ის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის. ხსენებული მოწყობილობა ამ სეგმენტში ინოვაციას არ წარმოადგენს: 80-იან წლებში ასეთი ფორმ-ფაქტორით გამოვიდა ამჟამად უკვე საკულტო ZX Spectrum და Commodore 64, 2009 წელს კი ASUS-მა გამოუშვა მსგავსი მოწყობილობა Eee Keyboard, ამჟამად კი ამ ფორმატს იყენებს Raspberry Pi 400. https://tinyurl.com/y75z2k3d
  14. კომპანია Samsung ემზადება გამოფენა MWC 2022-ზე Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპების წარდგენისთვის, რომლებიც დამყარებულია Intel-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე. ულტრათხელ და მსუბუქ, 13.3 და 15.6-დუიმიან ლეპტოპებს ექნება 21 საათამდე გაზრდილი ავტონომიური მუშაობის რესურსი. ინფორმაცია მობილური კომპიუტერების შესახებ ანონსის წინ გამოაქვეყნა რესურს 91 Mobiles-მა. ფოტოს წყარო: 91mobiles.com Samsung-ის ახალი ლეპტოპები დამზადებულია უახლეს პლატფორმა Intel EVO-ზე, რომელშიც წარმოდგენილია Alder Lake პროცესორები და დისკრეტული გრაფიკა Iris Xe. უფროს, 15.6-დუიმიან მოდელსაც დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი Arc Alchemist აქვს. ეს პრივილეგია გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა უმნიშვნელოს: ცალკე ვიდეო დაფას გააჩნია გაგრილების დამატებითი სისტემა, ამიტომ ლეპტოპის წონა 1.11-დან 1.17 კგ-მდე იზრდება. Samsung Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპებს აქვს 5G და Wi-Fi 6E უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა. კვების მიწოდება ხდება 65-ვატიანი USB Type-C ინტერფეისის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპს არ სჭირდება დიდი ზომის ადაპტერი. Book2 Pro-სთან ერთად კორეულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს მოდელი Galaxy Book Pro 360 - ტრანსფორმერი ლეპტოპი მბრუნავი სენსორული ეკრანით. მოწყობილობების დეტალური მახასიათებლები ანონსის შემდეგ გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/6sxctthy
  15. Solana-ს ბაზაზე მოქმედმა NFT-მარკეტფლეის Neon-მა ნიუ-იორკში უოლ-სტრიტთან ახლოს განათავსა ვენდინგ-ავტომატი NFT-ის გაყიდვისთვის. ტოკენების შეძენისთვის კრიპტოვალუტა არ არის საჭირო - მომხმარებლებს შეუძლიათ ღირებულება გადაიხადონ დოლარით, საბანკო ბარათებით. ანგარიშსწორების შემდეგ მოწყობილობა გასცემს ფიზიკურ ბარათს QR-კოდით, რომელიც შემდეგ მომხმარებელმა უნდა დაასკანეროს აპლიკაციაში. ამგვარად მიიღებს იგი NFT-ის არჩეული კოლექციიდან. ტრანზაქციის დაწყების წინ მფლობელმა არ იცის, კონკრეტულად რომელი ტოკენი შეხვდება. Decrypt-ის თანახმად შემოთავაზებული NFT-ების ნიმუშები ნიუ-იორკის კედლებს ამშვენებს. ჯერჯერობით მოწყობილობას შეუძლია გასცეს ტოკენები ორი კოლექციიდან: Party Pigeons და Project Color. Neon-მა მიზნად დაისახა, რომ NFT-ები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს. მოწყობილობა არ საჭიროებს რაიმე კრიპტოვალუტას ან საფულეს. NFT გამოშვებულია Solana-ს "ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა" ბლოკჩეინზე. „მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების მხოლოდ 2%-ს აქვს ციფრული საფულე, ხუთიდან ოთხი სარგებლობს საგადახდო ბარათით. ეს მიდგომა ციფრული ავტორების პოტენციურ აუდიტორიას 40-ჯერ ზრდის. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ისინი, ვისი საქმიანობაც ხშირად არ არის დაფასებული“, - განუცხადა Neon-ის თანადამფუძნებელმა ჯორდან ბირნჰოლცმა NFTEvening-ს. კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ზაფხულისთვის გაზრდის მხარდაჭერილი NFT-ავტორებისა და განთავსებული მოწყობილობების რიცხვს, მათ შორის აშშ-ის სხვა ქალაქებში. შეგახსენებთ, რომ Grand View Research-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ბანკომატების ბაზრის მდგომარეობა 2028 წლისთვის 1.88 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/5f6c9k6r
  16. არაერთხელ ითქვა, რომ არქიტექტურა Ada Lovelace-ზე დამყარებული მომავალი თაობის ვიდეო დაფები Nvidia GeForce RTX 40 იქნება ძალიან სწრაფი და ენერგომომთხოვნი. რესურსი WCCFTec ინსაიდერ Kopite7kimi-სა და Greymon55-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფლაგმანური GPU AD102-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 800 ვატზე მეტი იქნება. Greymon55 იტყობინება, რომ GeForce RTX 40 Ada Lovelace გრაფიკული დაფების გამოსვლა მოსალოდნელია სექტემბრის დასაწყისში. ორივე ინსაიდერი წერს, რომ ფლაგმანური AD102 ჩიპი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გრაფიკულ დაფაში: RTX 4080-ში, RTX 4080 Ti-სა და RTX 4090-ში. გრაფიკულ პროცესორებს სხვადასხვა სიმძლავრე ექნება: საწყისი დონის ჩიპის მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 450 ვატი, Ti ვერსიისა - დაახლოებით 600 ვატი, ფლაგმანური RTX 4090-ის TDP-ის დონე კი დაახლოებით 850 ვატი იქნება. მახასიათებლები ჯერჯერობით არ ითვლება საბოლოოდ და შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, დიდი ალბათობით, TDP-ის დონე არ იქნება გამოცხადებულზე ნაკლები. Nvidia მუშაობს ახალ PCIe Gen 5-ზე - კონექტორზე 600 ვატამდე სიმძლავრის გატარების შესაძლებლობით. დროში შეფერხებულ GeForce RTX 3090 Ti-ს შესაძლოა ქონდეს 450 ვატი ენერგომოხმარება და იგი იქნება პირველი ვიდეო დაფა ამგვარი კონექტორით. შესაბამისად, მომავალი თაობის ფლაგმანს ორი ასეთი კონექტორი დასჭირდება. კვების ბლოკების რამდენიმე მწარმოებელმა უკვე დაიწყო Gen 5 მოდელების გამოშვება საჭირო კონექტორით. უფრო კონკრეტულად, მათში Gen 5 მხოლოდ ერთია. თუკი Nvidia წარადგენს ორ 16-პინიან კონექტორს, საჭირო იქნება გადამყვანი ორი 8-პინიანიდან ერთ 16-პინიანზე. იგი უნდა შევიდეს კვების ახალი ბლოკების უმეტესობაში. ჯერჯერობით მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა ზემოთხსენებული ინსაიდერები დიდი სანდოობით სარგებლობენ. Nvidia პირობას დებს, რომ გაორმაგდება GeForce RTX 40-ის წარმადობა AMD RDNA 3-თან კონკურენციის გაწევის მიზნით და არ ჩამოუვარდება მას ფასისა და ენერგომოხმარების მაჩვენებლებით. AD102-ს სავარაუდოდ ექნება 18432 CUDA ბირთვი, რაც თითქმის ორჯერ მეტია Ampere-სთან შედარებით. 2.2 გჰც ტაქტის სიხშირემ უნდა უზრუნველყოს 81 TFLOP (FP32) გამომთვლელი სიმძლავრე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება RTX-ის 36 TFLOP FP32 წარმადობას. https://tinyurl.com/4sheer7s
  17. Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ახალ პარტნიორებთან, რომლებიც უნდა დაეხმარონ iPhone-ისთვის პირველი საკუთარი 5G მოდემების გამოშვებაში. ცნობილია, რომ Apple განიხილავს თანამშრომლობას ASE Technology-სთან, რომელიც Advanced Semiconductor Engineering-ს (ASE) ფლობს და Siliconware Precision Industries-თან (SPIL) და მიიღებს მის შეფუთვას საკუთარი პირველი 5G მოდემებისთვის - აცხადებს DigiTimes.  ASE და SPIL იყვნენ Qualcomm-ის პარტნიორები iPhone-ისთვის განკუთვნილი 5G მოდემების შეფუთვის კუთხით, მათ შორის იყო ასევე უახლესი Snapdragon X65 5G, რომელსაც ამჟამად Samsung აწარმოებს. DigiTimes-ის შეფასებით Apple გამოუშვებს არანაკლებ 200 მილიონ ახალ iPhone-ს 2023 წელს და, ეჭვგარეშეა, რომ დაეყრდნობა რამდენიმე პარტნიორს საკუთარი 5G მოდემის შესაქმნელად მისი ჩვეულებრივი მიწოდების ჯაჭვის მართვის პოლიტიკის საფუძველზე. გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ ჩიპების მწარმოებელ პარტნიორ TSMC-სთან მოდემების წარმოებაზე, რომლებიც სავარაუდოდ 2023 წლის iPhone-ში გამოჩნდება. Apple და TSMC ამჟამად ტესტავენ ამ მოდემების წარმოებას 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თუმცა მიკროსქემების მასობრივი წარმოება განხორციელდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ნორმების მიხედვით. TSMC უკვე მუშაობს 4-ნანომეტრიანი A16 ჩიპსეტის დამზადებაზე 2022 წლის ფლაგმანური iPhone-ებისთვის. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს А17 ჩიპი წარმოებული იქნება 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შესაბამისად. https://tinyurl.com/yckjzn4h
  18. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდის მოლოდინი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აძლიერებს Bitcoin-ის ინვესტორების პესიმიზმს და ზრდის "არამომგებიანი" მონეტების გაყიდვის ალბათობას. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნა. დათვურ ტრენდს ადასტურებს ონჩეინ-ინდიკატორები: აქტიური Bitcoin-მისამართების რაოდენობა ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც აქტივზე მოთხოვნის შემცირებაზე მეტყველებს. მითითებული დიაპაზონის მზარდი ხასიათი მიუთითებს ჰოდლერების წილის ზრდაზე 2018 წლიდან. წყარო: Glassnode. მოგებაში მყოფი Bitcoin-ინვესტორები წილი 65.78% და 76.7% დიაპაზონში მერყეობს. გამოშვებული მონეტების 10.9% ბაზრის მონაწილეებმა 33500-დან 44600 აშშ დოლარამდე ფასის პერიოდში შეიძინეს. ფასის აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა გაძლიერდეს გამყიდველების ზეწოლა - განაცხადა Glassnode-მა. წყარო: Glassnode. უფრო ფართო სურათი მეტყველებს იმაზე, რომ არარეალიზებული ზარალი აქვთ 4.7 მლნ BTC-ის მფლობელებს. 54.5% ანუ 2.56 მლნ BTC მოდის მოკლევადიან ინვესტორებზე (მონეტების შენახვის ვადა არანაკლებ 155 დღეს შეადგენს). წყარო: Glassnode. Bitcoin-ი შეძენის საშუალო ღირებულება მოკლევადიანი ინვესტორების მიერ არის 47.200 აშშ დოლარი. წერის მომენტისთვის დაახლოებით ფასი 37 ათასი აშშ დოლარი იყო, მათმა არარეალიზებულმა ზარალმა 21.6% მიაღწია. პირველი მეტრიკა არის Liveliness Price-ის ზემოთ, რომელიც ასახავს მფლობელების სამართლიან ფასს 38600 აშშ დოლარი ღირებულებით. 2013-2014 და 2018 წლების დათვური ფაზები დასრულდა ამ მოძრავი საშუალო მაჩვენებლების გადაკვეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ფასის შემდგომი შემცირების შესაძლებლობა, განმარტავენ ექსპერტები წყარო: Glassnode. დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების რისკის შესამცირებლად ფასი უნდა მიუახლოვდეს 42.000-50.000 აშშ დოლარიან დიაპაზონს. სპეკულანტების მიერ დაკავებული მონეტების უმეტესობა კონცენტრირებულია ამ ზონაში. ამ დროისთვის ისინი წარმოადგენენ გაყიდვის ზეწოლის წყაროს მოთხოვნის ექვივალენტური ზრდის არარსებობის შემთხვევაში, აცხადებენ ანალიტიკოსები. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ Huobi-ს თანადამფუძნებელმა ივარაუდა Bitcoin-ის დათვიური ბაზრის 2024 წლის ბოლომდე გაგრძელება. ადრე Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ მორჰედმა კრიპტოვალუტებს უწოდა დაგროვებისთვის საუკეთესო აქტივი ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ციკლის დასრულების შემდეგ. https://tinyurl.com/3a5544wy
  19. ტაივანური რესურსი DigiTimes აცხადებს, რომ TSMC-ის ხუთმა უმსხვილესმა დამკვეთმა თითქმის მთლიანად იყიდა მომავალი კვოტები კომპონენტების წარმოებისთვის 7 ნმ-ზე „უფრო თხელი“ ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ 5 ნმ და 3 ნმ პროდუქტებზე, არამედ 2 ნმ პროდუქტებზეც კი, რომელთა წარმოება 2025 წლისთვის იქნება ათვისებული. ფოტო: TSMC არაფერია გასაკვირი მოვლენების ასეთ განვითარებაში - TSMC-იც და მისი მომხმარებლებიც კომპონენტების დეფიციტის პირობებში გადავიდნენ გრძელვადიან მიწოდებასა და წარმოების დაგეგმვაზე. ამავდროულად, თავად TSMC-ს შეუძლია გაზარდოს საშუალო წლიური ზრდის ტემპი თავდაპირველად დაგეგმილი 10-15%-დან 15-20%-მდე, რაც, რა თქმა უნდა, მიიღწევა პროდუქციის საშუალო გასაყიდი ფასის ზრდის გამო. TSMC-ის ძირითადი მომხმარებლები ამ კონტექსტში არიან AMD, NVIDIA, Intel, Apple და Qualcomm. https://tinyurl.com/2p8da6d4
  20. LG Display-მ შესთავაზა კომპანია LG Electronics-ს - განიხილოს გამჭვირვალე დისპლეის მქონე ტელევიზორების გამოშვება. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec აცხადებს, მწარმოებელი მიწანშეწონილად მიიჩნევს 55-დუიმიანი გამჭვირვალე OLED-დისპლეების მქონე ტელევიზორების წარმოების დაწყებას. ფოტოს წყარო: lgdisplay.com მიიჩნევა, რომ მოწყობილობების გამოშვებით დაკავდება LG Electronics-ის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურა Home Entertainment Company, რომელიც ტელევიზორების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. მოსალოდნელია, რომ ასეთი პანელი LG-ის დასაკეცი OLED-ეკრანებისა და სხვა მოდელებისგან განსხვავებით ტრადიციული მეთოდით დამაგრდება. Home Entertainment Company წინადადების განხილვას აპირებს. თუკი შემოთავაზება მიღებულ იქნება, მოწყობილობებზე მუშაობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება, კომერციული მოდელები კი 2023 წელს გამოვა. მოსალოდნელია, რომ გამჭვირვალე OLED მატრიცა გაძლიერებული იქნება მყარი მინის საფარით. LG Electronics-ს უკვე აქვს გამჭვირვალე OLED-პროდუქტები ელექტრონული ტაბლოს სახით, რომელიც ქვეგანყოფილება Business Solutions-მა გამოუშვა, თუმცა ისინი სახლის პირობებში გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. ცნობილია, რომ Xiaomi-მ ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა გამჭვირვალე OLED-ტელევიზორები Mi Lux LG Display-სგან მიწოდებული 55-დუიმიანი დისპლეებით, თუმცა გაყიდვების დონე არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, სამხრეთკორეული კომპანია აპირებს თავისი პორტფოლიოს OLED-პროდუქტებით გაფართოებას. Omdia-ს ანალიტიკოსების აზრით OLED ტელევიზორების მიწოდება გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა და 6.53 მილიონ ერთეულს მიაღწია. უმსხვილესი გამყიდველი იყო LG Electronics, რომლის წილი 4.05 მილიონ ტელევიზორს შეადგენს. ამავე პერიოდში LG Display-მ 8 მილიონი OLED პანელი გამოუშვა. https://tinyurl.com/enw8sahj
  21. Bitcoin Exchange FTX გახსნის საკუთარ გეიმინგ განყოფილებას. სტრუქტურა შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს თამაშების გამომცემლები - ჩართონ კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინი და NFT-ები თავიანთ პროდუქტებში, აცხადებს Bloomberg. FTX Gaming იმუშავებს კომპანიის აშშ-ის ფილიალის მეშვეობით და მისი დებიუტი იქნება crypto-as-a-service პლატფორმასთან, ამტკიცებს სააგენტო. მისი მეშვეობით გეიმინგ კომპანიები შეძლებენ ტოკენების გამოშვებას და NFT-ის მხარდაჭერის შეთავაზებას. გამომცემლობის ცნობით, თებერვალში ქვეგანყოფილებამ დაიწყო სპეციალისტების აყვანა გუნდში დისტანციურად სამუშაოდ. აქცენტი სავარაუდოდ კეთდება პროგრამისტებზე, რომლებსაც აქვთ გეიმინგ ძრავ Unity-სთან მუშაობის გამოცდილება. „ჩვენ ვიწყებთ FTX Gaming-ის ამოქმედებას, რადგან თამაშებს განვიხილავთ, როგორც კრიპტოვალუტების გამოყენების საინტერესო სცენარს. მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი გეიმერია, რომლებიც თამაშობენ და აგროვებენ ციფრულ საგნებს, ამჯერად კი შეუძლიათ ფლობდნენ მათ“ - განაცხადა ბირჟის თავმჯდომარემ. კრიპტოვალუტებისა და გეიმინგ ინდუსტრიის შერწყმის მხარდამჭერები თვლიან, რომ ციფრული ტოკენები და NFT უფრო მეტ საკუთრების უფლებას იძლევა გამომუშავებულ გეიმინგ პროდუქტებზე, აღნიშნავს Bloomberg. თუმცა ტრადიციული გამომცემლები კრიტიკას შეეჯახნენ Ubisoft-ის მსგავსად. მომხმარებლებმა ეს სიახლე ჩათვალეს სივრცედ, რომელიც მიდრეკილია თაღლითობისკენ და ნიშნავს ნახშირბადის მაღალი შემცველობის სივრცეში შესვლას მოგების ნაცვლად გართობისთვის. ადრე FTX-ის ვენჩურულ ფონდის ხელმძღვანელმა ემი ვუმ განაცხადა, რომ არ ელოდა ზოგიერთი გეიმერის ასეთ მტრულ რეაქციას NFT-ზე. „სამწუხაროა, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს“ - განაცხადა ვუმ. მისი აზრით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს Play-to-Earn კონცეფციის თამაშები. უფრო მეტ სტუდიას სჭირდება ციფრული აქტივების გამოყენებით ხარისხიანი პროდუქციის შემუშავება, ვიდრე „კომპრომისების გაკეთება, რომელიც ნამდვილად გვთავაზობს ამ კონტენტის ყველაზე ცუდ გამოყენებას მოგების სანაცვლოდ“ - განაცხადა ვუმ. იანვარში GameFi სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთელი 2021 წლის ჯამური მაჩვენებლის მეოთხედს შეადგენს. https://tinyurl.com/2p8j3ebt
  22. გარკვეული პერიოდის წინ გამოცხადდა, რომ Intel ქმნის ახალ ASIC ჩიპს სპეციალურად Bitcoin-მაინინგისთვის, სახელწოდებით - Bonanza Mine. ამჟამად გამოფენა ISSCC 2022-ზე ბევრი დეტალი გახდა ცნობილი ახალი მაინერული ჩიპის შესახებ: კომპანია ეცადა, მაქსიმალურად ბევრი ესაუბრა პროდუქტის საინტერესო მახასიათებლებზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ცნობები BMZ1 ჩიპზე, თუმცა Intel-მა უკვე შექმნა ვერსია BMZ2, რომლის შესახებ მომავალში გააზიარებს დეტალებს. თავად ჩიპი BMZ1 შექმნილია კომპაქტურ კორპუს FCLGA-ში, კრისტალი ღია იქნება და მისი ზომაა 7х7.5 მმ. ჩიპის ზომა შეადგენს 4.14х3.42 მმ-ს, კრისტალის ფართობი კი - 14.16 კვადრატულ მილიმეტრს. ასეთი ზომები მეტად კომპაქტურია და კომპანიას უკეთესი პროდუქციის გამოშვების საშუალებას აძლევს, თანაც მაქსიმალური რაოდენობის ფირფიტების გამოყენებით. სილიკონის ერთ-ერთ ასეთ ფირფიტაზე ოთხი ათასამდე ჩიპი განთავსდა. Intel-ის ინფორმაციით გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი ჩიპი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი. ყველა ჩიპს აქვს 258 მაინინგ-ძრავი, რომელთაც კრისტალის ფართობის 90% უკავიათ. დანარჩენი მნიშვნელოვანი მახასიათებლები ასეთია: ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელია - 7.5 ვატი. ჰეშრეითის საშუალო მაჩვენებელია - 137 გჰეშ/წმ. სამუშაო სიხშირის დიაპაზონი - 1.35-დან 1.6 გჰც-მდე. ტემპერატურა - 75 გრადუსი ცელსიუსით. ერთ მაინერში მოცემულია 300 ჩიპი, რაც მფლობელს 40 ტჰეშ/წმ სიმძლავრით უზრუნველყოფს, საშუალო ენერგომოხმარება 3600 ვატს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ საუკეთესო გადაწყვეტილება ბაზარზე, რადგანაც Bitmain S19j XP უზრუნველყოფს 140 ტჰეშ/წმ სიმძლავრეს თანაც მხოლოდ 3010 ვატის მოხმარების პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი მახასიათებლები აქტუალურია პირველი ვერსიის ჩიპისთვის, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე ვერსიაც უკვე ხელმისაწვდომია. https://tinyurl.com/54ard8mm
  23. Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციით კომპანია Apple-მა, დიდი ალბათობით, დასაკეცი iPhone-ის გამოშვება 2025 წლამდე გადადო. მის ნაცვლად კომპანია დაკავდა დასაკეცი ეკრანის მქონე MacBook-ის შემუშავებით. ფოტოს წყარო: MacRumors DSCC-ის ახალ ანგარიშში, რომელიც Apple-ის სამომავლო დასაკეც მოწყობილობებს ეძღვნებოდა, Young-მა განაცხადა, რომ დრეკადი ეკრანის მქონე iPhone-ის გამოსვლა, რომლის შესახებ ხმები გარკვეული პერიოდია ვრცელდებოდა, 2025 წლამდე გადაიდო. ადრე მიიჩნეოდა, რომ მოწყობილობის წარდგენა 2023 ან 2024 წელს შედგებოდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება, თუმცა წყაროები აცხადებენ, რომ Apple უბრალოდ არ ჩქარობს დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე შესვლას. დრეკადი iPhone-ის რელიზის გადავადების მიუხედავად Apple იკვლევს ბაზარზე დრეკადი დისპლეის მქონე ლეპტოპების შეტანის შესაძლებლობას, რაც ჩაანაცვლებს თავისთავად ეკრანს, კლავიატურასა და ტრეკპადს. ცნობილია, რომ კომპანია მომწოდებლებთან ერთად განიხილავს დაახლოებით 20-დუიმიანი დასაკეცი დისპლეის მქონე მოწყობილობას. Young-მა განაცხადა, რომ ასეთი ლეპტოპი შესაძლოა წარმოადგენდეს Apple-ის პროდუქტების ახალ კატეგორიას, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ექნება: იგი იმუშავებს როგორც ლეპტოპი სრულად გახსნილ მდგომარეობაში ან როგორც პლანშეტი ან მონობლოკი, როდესაც გარე კლავიატურა და მაუსი მიუერთდება. Young-მა დაამატა, რომ ხსენებული ზომის გათვალისწინებით მოწყობილობას შესაძლოა ჰქონდეს 4K ან მეტი გაფართოება. Young აცხადებს, რომ Apple-ის დრეკადი ეკრანის მქონე ლეპტოპი 2025 წელზე ადრე არ გამოვა. იგი ვარაუდობს, რომ მოწყობილობის ბაზარზე გამოსვლის გონივრული ვადებია 2026 ან 2027 წელი. https://tinyurl.com/4m4thch5
  24. წინა საფასო ციკლები მიუთითებს, რომ Bitcoin-ისთვის ახალი ხარული ციკლი შესაძლოა 2024 წლის ბოლომდე ან 2025 წლის დასაწყისამდე არ დადგეს. ამგვარი აზრი გამოხატა CNBC-სთან ინტერვიუში ბირჟა Huobi-ს თანადამფუძნებელმა Du Jun-მა. მისი თქმით, Bitcoin-ის ფასების ციკლები მჭიდროდაა დაკავშირებული ჰალვინგთან - ალგორითმში ჩადებული ბლოკის ჯილდოს პერიოდულ განახევრებასთან, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლო განახევრება მოხდა 2020 წლის მაისში, ხოლო მომდევნო წელს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს - 68.000 აშშ დოლარზე მეტს. ანალოგიური ფასის მოძრაობა დაფიქსირდა 2016 წლის შემდეგაც. Bitcoin-ის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია 2017 წლის დეკემბერში, იხსენებს Du. ორივე შემთხვევას ციფრული ოქროს ფასის დიდი ვარდნა მოჰყვა. წერის მომენტისთვის ფლაგმანური კრიპტოვალუტა იყიდება 40 ათას აშშ დოლარზე დაბალ დონეზე - ფასი მაქსიმუმთან შედარებით დაახლოებით 42%-ით შემცირდა. „ეს ციკლი თუ გაგრძელდება, ჩვენ ამჟამად დათვური ბაზრის ადრეულ სტადიაზე ვიმყოფებით“ - განაცხადა Du-მ. ტენდენციიდან გამომდინარე იგი ელოდება, რომ Bitcoin-ის ღირებულება გაიზრდება მხოლოდ მომდევნო განახევრების შემდეგ 2024 წელს. „რეალურად, ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია, რადგან არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზარზე, როგორებიცაა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის ომი ან ბოლოდროინდელი COVID”, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ იანვარში Glassnode-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ჯაჭვური მეტრიკის საფუძველზე განაცხადეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ტენდენციის დაწყების შესახებ. https://tinyurl.com/2p8hztr9
  25. Philips Momentum მონიტორების ასორტიმენტი შეივსო 276M1RPE მოდელით, რომელიც დამზადებულია 27-დუიმიანი Nano IPS მატრიცის ბაზაზე. ახალ მონიტორს აქვს საფირმო ატმოსფერული განათება Ambiglow, რომელიც გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. ფოტოს წყარო: Philips პანელის გაფართოებაა WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 600 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). უზრუნველყოფილია 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ასახული ფერების რაოდენობა კი 1 მილიარდს აღემატება. ადაპტური სინქრონიზაციის საშუალება (Adaptive Sync) საშუალებას იძლევა ამაღლდეს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონე. მონიტორზე წარმოდგენილია ინტერფეისი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.0, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით და სტანდარტული აუდიოკონექტორი. აგრეთვე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება 130 მმ-ის დიაპაზონში, ეკრანის დახრის კუთხისა და მოტრიალების დონის ცვლილება, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის ფასი დაახლოებით 900 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/muvjhmxf
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.