Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კონფერენცია GTC 2022-ის ფარგლებში კომპანია NVIDIA-მ წარადგინა Ampere თაობის ექვსი ახალი პროფესიონალური მობილური გრაფიკული ამაჩქარებელი: მოდელები NVIDIA RTX A5500, RTX A4500, RTX A3000 12 გბ, RTX A2000 8 გბ, RTX A1000 და RTX A500. ყველა მათგანი განკუთვნილია მობილური სამუშაო სადგურებისა და პროფესიონალური ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ახალ ვიდეო დაფებს აქვთ ტექნოლოგიების საფირმო ნაკრებ NVIDIA Max-Q-ს მხარდაჭერა: Dynamic Boost, CPU Optimizer, Rapid Core Scaling, WhisperMode, Battery Boost, Resizable BAR და NVIDIA DLSS. გარდა ამისა, კომპანია მიუთითებს, რომ მითითებულ ვიდეო დაფებში გამოყენებულია მეორე თაობის RT-ბირთვები და მე-3 თაობის Tensor ბირთვები, რაც გასაკვირი არ არის Ampere არქიტექტურისთვის. NVIDIA RTX A5500 ფლაგმანური მოდელების შემადგენლობაში გამოიყენება ჩიპი 7424 CUDA ბირთვით, 58 RT-ბირთვით და 232 Tensor-ბირთვით. დაფას აქვს 16 გბ მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 512 გბ/წმ. NVIDIA RTX A4500-ის შემადგენლობაში შედის 5888 CUDA ბირთვი, 46 RT-ბირთვი და 184 Tensor-ბირთვი. ამ ამაჩქარებელსაც აქვს 16 გბ მეხსიერება სიჩქარით 512 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A3000-ს აქვს 4096 CUDA ბირთვი, 32 RT-ბირთვი და 128 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 12 გბ. მისი მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 336 გბ/წმ-ს. სამივე მათგანში გამოყენებულია შეცდომების კორექციის ECC ფუნქციები, რაც ზრდის მუშაობის სტაბილურობის დონეს. NVIDIA RTX A2000 მოდელს აქვს 2560 CUDA, 20 RT და 80 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 8 გბ სიჩქარით 224 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A1000-ში მოცემულია 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. გარდა ამისა, მითითებულია 4 გბ მეხსიერება სიჩქარით 224 გბ/წმ. უმცროს მოდელ NVIDIA RTX A500-ს აქვს 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. დაფის მეხსიერების მოცულობაა 4 გბ, სიჩქარე - 112 გბ/წმ. სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააზიარა წარმოდგენილი ახალი პროდუქტების სრული ტექნიკური მახასიათებლები, ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია მათი GPU-ების სიხშირის შესახებ. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული ლეპტოპის კონფიგურაციაზე. ყველა ახალი დაფა ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო მწარმოებლებისა და NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მობილურ სადგურებში, რომელთა შორისაა Acer, ASUS, BOXX Technologies, Dell Technologies, HP, Lenovo და MSI. ამ პროფესიონალური ვიდეო დაფების მქონე მობილური სამუშაო სადგურები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. https://tinyurl.com/2frfb586
  2. კომპანია AMD-მ წარადგინა Instinct MI210 ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში გამოსაყენებლად. სიახლე აღჭურვილია ერთი GPU-ით, რომელიც პირველ რიგში განსხვავდება ადრე წარმოდგენილი ფლაგმანური Instinct MI250-ისა და MI250X-ისგან. Instinct MI210 დაფუძნებულია CDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც Radeon ვიდეო დაფებში გეიმინგ RDNA 2-ისგან განსხვავებით გამიზნულია კონკრეტულად გამოთვლებზე. გამოყენებულია ჩიპი 104 გამომთვლელი ბლოკით, რომლებიც ფლობენ 6656 ნაკადურ პროცესორს. ჩიპის ერთ ფირფიტაზე განთავსებულია 64 გბ HBM2E მეხსიერება 4096-ბიტიანი ინტერფეისით და ECC მხარდაჭერით. მეხსიერების სიჩქარე 1.6 ტბ/წმ-ის ტოლია. ამაჩქარებელი დამზადებულია გაფართოების ბარათის ფორმატში PCIe 4.0 ინტერფეისით. დაფას აქვს ინტერფეისი Infinity Fabric ორი ან ოთხი დაფის გაერთიანებისთვის ერთი სისტემის ფარგლებში. Instinct MI210-ში დამატებითი კვებისთვის მოცემულია მხოლოდ ერთი 8-პინიანი კონექტორი, რომელიც მოიხმარს არაუმეტეს 225 ვატს. ამასთან TDP-ის დონე 300 ვატს შეადგენს. დაფას გააჩნია პასიური რადიატორი, რომლიც მეშვეობით სერვერის ქულერებმა ჰაერი უნდა გაატარონ. რაც შეეხება წარმადობას, AMD-ს განცხადებით Instinct MI210-ს მეტად მაღალი მაჩვენებლები აქვს. FP 32 და FP64 ვექტორულ ოპერაციებში სიჩქარე აღწევს 22.6 Tflops-ს, მატრიცულ FP32 და FP64 ოპერაციებში - 45.3 Tflops-ს. FP16 და bfloat16 ოპერაციებში წარმადობის დონე აღწევს 181 Tflops-ს, INT8-ში - 181-ს. AMD ასევე აცხადებს, რომ MI210 მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირ კონკურენტ NVIDIA A100 40GB-ს მაღალი წარმადობის გამოთვლებში. AMD-მ განაცხადა, რომ Instinct MI210 ამაჩქარებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება შემდეგი კომპანიების სისტემებში - ASUS, Colfax, Dell, Exxact, Gigabyte, HPE, KOI, Lenovo, Nor-Tech Supermicro და Penguin. https://tinyurl.com/5n8w2da2
  3. Bitcoin არის ფიატის „შესანიშნავი“ ალტერნატივა იმ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არაეფექტური მონეტარული პოლიტიკა გააჩნიათ. ამის შესახებ კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ნოვოგრაცის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემასა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რომ შესძლებოდათ მზარდი ინფლაციის დაძლევა და ქვეყნის საგარეო ვალების დაფარვა, ამერიკელებს არ მოუწევდათ კრიპტოვალუტის ყიდვა. „თურქეთში რომ ცხოვრობდე, თავს უკიდურესად სულელად იგრძნობდი, მთელი შენი დანაზოგი ლირაში რომ შეგენახა. როდესაც ტარდება არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა - და არ დავმალავ, ჩვენი პოლიტიკა არ იყო საუკეთესო - Bitcoin საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს“ - განაცხადა მან. ნოვოგრაცმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა Bitcoin გამოყენებულ იქნას გადახდებისთვის. ის აქტივს განიხილავს, როგორც ღირებულების საცავს. მანამდე Bloomberg-თან ინტერვიუში მილიონერმა სანქციების ქვეშ რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას „ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა. მისი აზრით შეერთებული შტატების, ევროკავშირის და მათი მოკავშირეების ქმედებები აიძულებს მსოფლიოს - გადახედოს დამოკიდებულებას დოლარის მიმართ. „ეს ნიშნავს, რომ აშშ დოლარი ან სახაზინო ობლიგაციები, რომლებიც განიხილება რისკისგან თავისუფალ აქტივებად, არც თუ ისე რისკებისგან თავისუფალია. თქვენ რისკის ქვეშ ხართ, თუ რუსი ხართ ან შესაძლოა ჩინელი. ეს არ არის თქვენთვის უსაფრთხო“, - განმარტა მან. მისი თქმით, სამომავლოდ მონეტარული ხელისუფლება შეეცდება საკუთარი რეზერვების უზრუნველყოფას აქტივების კალათით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დოლარს, ოქროს და კრიპტოვალუტებს. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის ზრდის ფონზე არ უნდა ველოდოთ Bitcoin-ის კოტირებების „აგრესიულ“ ზრდას. მიუხედავად ამისა, მილიონერი პროგნოზირებს, რომ ხუთი წლის შემდეგ ციფრული ოქრო 500 000 აშშ დოლარი ეღირება. იანვარში ნოვოგრაცმა ოქროს მხარდამჭერს და Bitcoin-ის სკეპტიკოს პიტერ შიფს შესთავაზა 1 მილიონი აშშ დოლარის ფსონის დადება Bitcoin-ის ფასზე. https://tinyurl.com/2p97w5ky
  4. რესურსი Electrek აგრძელებს ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეტყობინებებისთვის თვალყურის დევნას. გასულ კვირაში მან უკვე ცხადყო, რომ აქვს Tesla-ს განვითარების საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც რიგით მესამეა და ინარჩუნებს სახელწოდებას „Master Plan”. ფოტოს წყარო: Tesla ილონ მასკს ჯერ არ დაუსახელებია სტრატეგიული პროგრამის განხორციელების კონკრეტული თანმიმდევრობა, მაგრამ ცხადყოფს, რომ გენერალური გეგმის მესამე ვერსიის მთავარი ამოცანაა Tesla-ს ბიზნესის მასშტაბირება ექსტრემალურ ზომებამდე. შეგახსენებთ, რომ ადრე Tesla-ს ხელმძღვანელმა ახსენა კომპანიის განზრახვა ათწლეულის ბოლომდე ელექტრომობილების წლიური წარმოების 20 მილიონ ერთეულამდე გაზრდის შესახებ. ცნობისთვის, ამჟამად ამდენ მანქანას ყოველწლიურად ერთად აწარმოებენ Toyota და Volkswagen, რომლებიც უმსხვილეს მანქანათმშენებელ კომპანიებად ითვლებიან. განვითარების ახალ გეგმაში ადგილი მოიძებნება SpaceX-ისა და The Boring Company-სთვისაც, რომლებსაც ასევე მასკი ხელმძღვანელობს. პრინციპში, კოსმოსის ძიების პროგრამა უკვე ისედაც ვრცელია, ხოლო მიწისქვეშა გვირაბების სისტემის მეშვეობით მანქანების გადაადგილება მჭიდრო კავშირშია Tesla-ს ელექტრომობილების გამოყენებასთან. https://tinyurl.com/2am4bue2
  5. პირველი ლეპტოპი დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Arc წინასწარ გაყიდვაშია. მომხმარებლებს შეუძლიათ გააფორმონ წინასწარი შეკვეთა ლეპტოპზე Acer Swift X, რომელშიც წარმოდგენილია ვიდეო დაფა Intel Arc A370M. შემოთავაზება აღმოჩენილ იქნა ფინურ მაღაზია ProShop-ში. შეგახსენებთ, რომ ეს ლეპტოპი დაანონსდა ჯერ კიდევ გამოფენა CES 2022-ზე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში. ფოტოს წყარო: Acer სუპერმსუბუქ Acer Swift X-ში, რომელსაც აქვს 16-დუიმიანი ეკრანი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, გამოყენებულია მე-12 თაობის Intel Core (Alder Lake) პროცესორები. ლეპტოპში მოცემული იქნება 12-ბირთვიანი Core i5-1240P (სიხშირე 3.3/4.3 გჰც, 12 მბ Intel Smart Cache) და Core i7-1260P (სიხშირე 3.4/4.7 გჰც, 18 მბ Smart Cache მეხსიერება). ორივე პროცესორს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი. პირველი პროცესორის ბაზაზე დამყარებული ლეპტოპის ფასი იწყება 1299 ევროდან, მეორისა - 1549 ევროდან. ორივე ლეპტოპში ხელმისაწვდომია 16 გბ LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. უფროს მოდელს აქვს 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, უმცროსს - 512 გბ. Acer Swift X-ში მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო სტანდარტები. ლეპტოპი იწონის 1.7 კგ-ს. გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ვიდეო დაფა Intel Arc A370M მიეკუთვნება ამაჩქარებლების საწყის დონეს და დამყარებულია გრაფიკულ ჩიპ DG2-128EU-ზე. მიიჩნევა, რომ დაფას ექნება 4 გბ ვიდეო მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Proshop Intel Arc Alchemist სერიის მობილური გეიმინგ ვიდეო დაფების პრეზენტაცია 30 მარტს შედგება. რაც შეეხება ლეპტოპ Acer Swift X-ს, ფინური მაღაზია მის გამოსვლა 25 მაისისთვის ელოდება. https://tinyurl.com/yucwzdv3
  6. Bitcoin-ის მიწოდება ცენტრალიზებულ ბირჟებზე დაეცა 2.51 მილიონ მონეტამდე, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის ნოემბრის შემდეგ. ამას მოწმობს Glassnode-ის მონაცემები. Bitcoin-ბალანსების დინამიკა ცენტრალიზებულ ბირჟებზე. წყარო: Glassnode. BTC-ის გადინება ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმებიდან უფრო უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეები მხარს უჭერენ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიებს. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების არაერთმა ბირჟამ დაბლოკა მომხმარებლის ანგარიშები ამ რეგიონიდან. საკუთარი აქტივების უზრუნველყოფის სურვილით ამ უკანასკნელებს ურჩევნიათ პირადი გასაღებების დამოუკიდებლად კონტროლი. მსხვილმა პლატფორმებმა, როგორიცაა Binance და Kraken, განაცხადეს, რომ ისინი ცალმხრივად არ დაბლოკავენ მომხმარებლებს რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ ამ ნაბიჯს გადადგამენ გლობალური მარეგულირებლების მოთხოვნის საფუძველზე. მანამდე Binance-მა შეწყვიტა მუშაობა რუსეთის სანქცირებული ბანკების ბარათებთან. კომპანიამ ასევე დაბლოკა ტრანზაქციები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაცემული Visa-სა და Mastercard-ის ბარათებით. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. Ethereum-ის მიწოდება ცენტრალიზებულ პლატფორმებზე დაეცა 21.6 მილიონ ETH-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. Ethereum-ბალანსების დინამიკა ცენტრალიზებულ ბირჟებზე. წყარო: Glassnode. ამავდროულად, DeFi პროტოკოლში დაბლოკილი ETH-ის წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. 2021 წლის ოქტომბერში მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 28%-ზე ზემოთ - ახლა ეს მაჩვენებელი 27.55%-ია. სმარტ-კონტრაქტებში ჩართული ETH-ის მიწოდების წილი. წყარო: Glassnode. CoinGecko-ს მონაცემებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Bitcoin 7.7%-ით გაძვირდა, Ethereum - 13.5%-ით. წერის მომენტში პირველი აქტივი დაახლოებით 41860 აშშ დოლარად იყიდება, მეორე კრიპტოვალუტა კი - 2925 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/4h4d25ah
  7. მარტში კომპანია AMD ბაზარზე არაერთ სიახლეს გამოუშვებს, რომელთა შორის იქნება სერვერული პროცესორები Milan-X ტექნოლოგია 3D V-Cache-ის ხარჯზე გაზრდილი ქეშ-მეხსიერებით. ესენია ვარიანტები ჯერ კიდევ Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე, თუმცა დამატებითი ქეშის წყალობით შესაძლებელია წარმადობის გაზრდა გარკვეულ ამოცანებში. რესურს VideoCardz-მა ისაუბრა ამ პროდუქტების სავარაუდო ღირებულებაზე - თანხები შთამბეჭდავია. სერიის სათავეში დგას 64-ბირთვიანი AMD EPYC 7773X, მისი ფასი დაახლოებით 8800 აშშ დოლარს შეადგენს, 32-ბირთვიანი ვარიანტი კი ღირს დაახლოებით 5600 აშშ დოლარი. სერიაში ასევე შედის კიდევ ორი მოდელი: 24- და 16-ბირთვიანები. რატომღაც ნაკლები ბირთვის მქონე ვარიანტი უფრო ძვირი აღმოჩნდა, ამ მოდელების ფასები 6-7%-ით განსხვავდება და დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარს შეადგენს. როგორც VideoCardz განმარტავს, მოდელირება არის ერთ-ერთი სფერო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროცესორების გამოყენება. დიდი რაოდენობის ბირთვების მქონე ვარიანტები განკუთვნილი იქნება საბოლოო ელემენტებისა და სტრუქტურული ანალიზისთვის, ხოლო უფრო მცირე მოდელები შესაფერისია დიზაინისა და ჰიდროდინამიკური გამოთვლებისთვის. წყარო: VideoCardz ბირთვების რაოდენობის მიუხედავად ყველა მოდელში აქტიურია რვავე ჩიპლეტი ბირთვებით, თითოეულს აქვს დამატებითი L3 ქეში, მთლიანი L3 ქეშის მოცულობაა 768 მბ. პროცესორები 21 მარტს უნდა გამოვიდეს. https://tinyurl.com/bdhcdtws
  8. ბევრი ავტომობილი, და არა მხოლოდ პრემიალური კლასის მოდელები, დღესდღეობით გვთავაზობენ ავტომატური პარკირების შესაძლებლობას, როდესაც მძღოლი სალონის გარეთ იმყოფება გასაღებით ან სმარტფონით ხელში. Mercedes-Benz-მა და Bosch-მა ელექტრომობილ EQS-ის მაგალითის გამოყენებით აჩვენეს, თუ როგორ განხორციელდება მანქანის პარკირება დახურულ პარკინგზე ავტომატურად უახლოეს მომავალში. ფოტოს წყარო: Electrek დემონსტრაციისთვის კომპანიამ გამოიყენა ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს კუთვნილი ავტოსადგომი, სადაც პრეზენტაცია გაიმართა. Mercedes-Benz EQS ფლაგმანურმა ელექტრო სედანმა გამოიყენა სმარტფონის აპლიკაცია ძრავებისა და ყველა საჭირო ელექტრონიკის გასააქტიურებლად, რათა პარკირების ადგილისკენ დაძრულიყო. ორგანიზატორებმა ნათლად აჩვენეს, რომ როდესაც ფეხით მოსიარულე შემოდის მანქანის სამოძრაო ტრაექტორიაზე, მანქანა ჩერდება და ელოდება, სანამ ქვეითი გზიდან გადავა. სადემონსტრაციო სვლის ფარგლებში ელექტრომობილმა გვერდი აუარა უკვე გაჩერებულ ავტომობილებს და მივიდა პარკინგის ადგილამდე, რომელიც სავალი გზის პერპენდიკულარულად იყო განთავსებული. პარკირების ადგილას ყველგან განლაგებული იყო Bosch-ის დამზღვევი ლიდარები, რომლებიც მოქმედებდნენ Mercedes-Benz-ის ბორტის ავტომატიკასთან ერთად, თუმცა საბოლოო ვარიანტში მსგავსი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება საპარკინგე სივრცის ჭერზე. გერმანიაში მსგავსი სენსორებით უკვე აღჭურვილია შტუტგარტის აეროპორტის პარკინგი. სენსორები საშუალებას იძლევა მძღოლი დარწმუნდეს, რომ მანქანების გადაადგილების ტრაექტორიაში არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და პარკირების ადგილი ნამდვილად თავისუფალია. ელექტრომობილების შემთხვევაში მათ ქვეშ განთავსდება უსადენო დამტენები ან უფრო რთული ვარიანტები ავტომატური მანიპულატორებით, მანქანის ქსელთან სადენით დაკავშირების მიზნით. Bosch და Mercedes-Benz გეგმავენ ავტოსადგომების ავტომატიზაციაში მიღებული გამოცდილება გამოიყენონ სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების შესაქმნელად - სერვისის სადგურებში, რომლებსაც შეეძლებათ მანქანის მიღება მძღოლის გარეშე, ასევე მანქანის სამრეცხაოებსა და დამტენ სადგურებში. ელექტრომობილი თავად შეძლებს საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას, სანამ მფლობელი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იქნება დაკავებული. ასეთი იდეების განხორციელების მთავარი დაბრკოლება კვლავ საკანონმდებლო მოთხოვნებია მძღოლის მოძრავ მანქანაში ყოფნის საჭიროების შესახებ. ფაქტობრივად, შემოთავაზებული ტექნოლოგიები მეოთხე დონის ავტომატიზაციას მიეკუთვნება. https://tinyurl.com/2p99dc5w
  9. მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 0.35%-ით შემცირდა 27.45 მილიონამდე (T). 2021 წლის ნოემბრიდან დაფიქსირებული დადებითი დინამიკა მარტის დასაწყისში შეწყდა. წყარო: BTC.com. თებერვალში მოპოვების სირთულემ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს - 29.97 T. 3 მარტს მაჩვენებელი 1.5%-ით შემცირდა 27.55 მილიონამდე (T). Compass Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უიტ გიბსმა CoinDesk-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესუსტების დინამიკა შეიძლება მიეწეროს ელექტროენერგიის ხარჯების ზრდას, რამაც ზოგიერთი მაინერი აიძულა გამოერთო აღჭურვილობა. მისი აზრით ეს პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება. Arcane Research-ის წარმომადგენელმა იარან მელერუდმა ასევე ყურადღება გაამახვილა ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე არალეგალური მაინინგის წინააღმდეგ. მისი გამოთვლების თანახმად ჰეშრეითზე ნეგატიურმა ეფექტმა 1.5% შეადგინა. ამავე დროს, ამავე მიზეზის გამო გამომთვლელი სიმძლავრის მოცულობა (217,5 EH/s) თებერვალში მიღწეულ რეკორდულ მაჩვენებელ 248.1 EH/s-ზე ნაკლები რჩება. წყარო: BTC.com. 2021 წელს ჰეშრეითმა მაისში შემცირება დაიწყო სიჩუანში მაინერების ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შემცირება გაგრძელდა აკრძალვის გამო ინდუსტრიის მოთამაშეების ჩინეთიდან გასვლით. ასევე შემცირდა გამომთვლელ სიმძლავრესთან დაკავშირებული სირთულე. ივლისის ერთ-ერთი გადაანგარიშების შედეგების თანახმად ვარდნამ რეკორდული 27.94% შეადგინა. ორივე ინდიკატორმა აღდგენა დაიწყო მხოლოდ აგვისტოსკენ. ამავდროულად აშშ გახდა ლიდერი Bitcoin-ის ჰეშრეიტის წილის მხრივ პირველად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი წინა თვესთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 1 მლრდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა. მანამდე Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა ბაზარზე ამერიკელი მაინერების წილის ზრდა ივარაუდეს. https://tinyurl.com/2w2vydtc
  10. NVIDIA უახლოვდება GeForce RTX 3090 Ti ვიდეო დაფის გაყიდვების დაწყების თარიღს. ითვლება, რომ პირველი მომხმარებლებისთვის დაფა ხელმისაწვდომი 29 მარტს გახდება. ახალი ფლაგმანური მოდელის გამოსვლა არაოფიციალური ცნობების თანახმად ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა, ამჟამად კი GeForce RTX 3090 Ti უკვე გამოჩნდა სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმის ფასების ჩამონათვალში. ცნობილ ენთუზიასტ @momomo_us-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი Wccftech აცხადებს, რომ Asus-ის მიერ წარმოებული ახალი ვიდეო დაფა გამოჩნდა კანადაში და მისი ფასი აღწევს ადგილობრივ 5200 დოლარს, ანუ დაახლოებით 4200 აშშ დოლარს, რაც 75%-ით აღემატება ამავე მაღაზიაში არსებულ საბაზისო ვერსიას Ti-ს გარეშე. ახალი ფლაგმანი საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი. პირველ რიგში საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ეს ვიდეო დაფა ბენჩმარკებზე იმის გათვალისწინებით, რომ გააჩნია სრულფასოვანი ჩიპი GA102 და მაღალსიჩქარიანი მეხსიერება GDDR6X 21გბ/წმ. მეორე, საინტერესოა ისიც, როგორ იმუშავებს ეს დაფა - მას ექნება დაახლოებით 450-ვატიანი ან უფრო მაღალი TDP-ის დონე, კვებისთვის პირველად იქნება გამოყენებული 12+4-პინიანი კონექტორი PCIe Gen5. ამჟამინდელმა ფლაგმანმა, რომელსაც უფრო მოკრძალებული მახასიათებლები გააჩნია, პრობლემები გამოიწვია ზოგიერთ მომხმარებელთან 1000 ვატი და მეტი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენების შემთხვევაში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგომოხმარების მატებით, ახალი მოდელი კი კიდევ უფრო მძლავრია. https://tinyurl.com/yckeevr2
  11. კომპანია Dell-მა დააანონსა გეიმინგ მონიტორი G2723HN Fast IPS მატრიცით, რომლის ზომა დიაგონალზე 27 დუიმია. პანელის გაფართოებაა Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. ფოტოს წყარო: Dell მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისა და კადრის დამახინჯების მოგვარებისთვის. გარდა ამისა, მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-თან. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, რეაქციის დრო - 1 მილიწამს (GtG). უზრუნველყოფილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. სიკაშკაშე აღწევს 350 ნიტს, კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1. Dell ComfortView Plus ტექნოლოგიების ნაკრები ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი გეიმინგ პროცესის დროს. გათვალისწინებულია სპეციალური გეიმერული რეჟიმების ნაკრები - სპორტული სიმულატორებისთვის, შუთერებისა და როლური თამაშებისთვის. აღჭურვილობაში შედის ინტერფეისი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორის ზომაა 611.6 × 183.19 × 454.08 მმ, წონა - 8.42 კგ. ამჟამად მონიტორის საორიენტაციო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარს. https://tinyurl.com/bdds9caa
  12. ციფრული აქტივები და ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს ფინანსურ სისტემაში. ამის შესახებ PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა Axis Tel Aviv 2022 ღონისძიების ფარგლებში განაცხადა, წერს CTech. „ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვაზე და იმაზე, თუ რა იქნება Bitcoin-ის ფასი ხვალ. [...] ჩემთვის ციფრული ვალუტები არის აქტივების კლასი […] ეს არის მათი სარგებლიანობა გადახდებში“, - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. შულმანი სამომავლო ფინანსურ სისტემას ხედავს, როგორც CBDC-ების, Stablecoin-ების, ციფრული საფულეების და კრიპტოვალუტების გადაკვეთას. შეგახსენებთ, რომ თებერვალში PayPal-მა კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბა. ადრე კომპანიამ დაუშვა Bitcoin-ის და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობა ამერიკელი მომხმარებლებისთვის. 2021 წლის აპრილში PayPal-ის მფლობელობაში არსებულმა მობილური გადახდების სერვისმა Venmo-მ გამოუშვა მსგავსი სერვისი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია განიხილავს გეგმებს - გამოუშვას საკუთარი Stablecoin, ასევე კრიპტო საფულე. https://tinyurl.com/2p9avsah
  13. Microsoft-მა დააანონსა სპეციალურად ტერმინალ Surface Hub 2-თან მუშაობისთვის განკუთვნილი სმარტ-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. მოწყობილობა აღჭურვილია მძლავრი ინტეგრირებული პროცესორით, რომელიც საშუალებას იძლევა დაკორექტირდეს გამოსახულება. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება გამოსახულების ხარისხი ვიდეოკონფერენციებზე. ფოტოს წყარო: blogs.windows.com კამერას აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი 136-გრადუსიანი ხედვის კუთხით, ინტეგრირებული პროცესორი უზრუნველყოფს 1 Tflops წარმადობას, რაც აღემატება კონსოლ Xbox 360-ის წარმადობას. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების წყალობით კამერა ავტომატურად აკომპენსირებს გამოსახულებაში წარმოქმნილ ხარვეზებს, რომელთა შორისაა პროპორციების დამახინჯება, ბუნდოვანი გამოსახულება. ფართოკუთხიანი ოპტიკა უზრუნველყოფს კადრში არსებული ყველა ობიექტის რეალისტურ გამოსახულებას. სმარტ-კამერა აღმოაჩენს და აფიქსირებს ვიდეოკონფერენციის ყველა მონაწილეს და უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას მუშაობის პროცესში. მოწყობილობის სახელწოდებაა Surface Hub 2 Smart Camera, იგი ტერმინალზე განთავსდება მაგნიტის ფიქსატორით და დაუკავშირდება USB-C ინტერფეისით. კამერა გაიყიდება დამოუკიდებლად 799.99 აშშ დოლარად, ასევე 31 მაისიდან გაყიდვაში გამოვა 85-დუიმიან ტერმინალ Surface Hub 2S-თან ერთად - ნაკრების ფასი 21999.99 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/4frcxsjc
  14. მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ახალმა iPhone-ებმა ხელი შეუწყეს სმარტფონების ბაზარს მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევაში. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების ნახევარზე მეტი მოდიოდა 5G მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, რაც პირველად მოხდა. ფოტოს წყარო: Apple ამას მოწმობს Counterpoint Research-ის მონაცემები, რომლის სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ იანვარში 5G სმარტფონების გაყიდვების წილი 51% იყო. 5G ინფრასტრუქტურა განიხილება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, როგორებიცაა ავტონომიური მართვა და საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია. ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად განვითარებად 5G ბაზარს წარმოადგენს ჩინეთი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანოს მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს ჩინეთში ექსპლუატაციაში შევა 600 ათასი საბაზისო 5G სადგური, რის შედეგად მოწყობილობების საერთო რაოდენობა 2 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს. სმარტფონების ჩინური მწარმოებლები ხელს უწყობენ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას. მიმდინარე წლის იანვარში Xiaomi-სა და Vivo-ზე მოდიოდა ყველა გაყიდული 5G სმარტფონის 11%, კიდევ 10% შეადგინა Oppo-ს მოწყობილობების წილმა. ამასთან, სმარტფონების დიდი ნაწილის რეალიზება მოხდა შიდა ბაზარზე. გლობალურ მიწოდებაში Apple-ის წილმა იანვარში შეადგინა 37%. სამხრეთკორეულმა Samsung-მა, რომელმაც 5G მოწყობილობა ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა, დაიკავა ბაზრის 12%. ფოტოს წყარო: Counterpoint Research მიმდინარე თვის დასაწყისში Apple-მა წარადგინა ახალი iPhone SE 5G მხარდაჭერით, რომელიც დაახლოებით ორჯერ იაფია, ვიდრე კომპანიის სხვა სმარტფონები. იგი ასევე თითქმის ორჯერ იაფია 5G მხარდაჭერის მქონე ფლაგმანურ Android-სმარტფონებზე. დიდი ალბათობით, ახალი iPhone SE-ს გამოშვება Apple-ს ხელს შეუწყობს 5G სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ლიდერობის გამყარებაში. https://tinyurl.com/bdhzt2z8
  15. გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და ფედერალური რეზერვების სისტემის განაკვეთთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეასუსტა მფლობელების მიერ Bitcoin-ების დაგროვების პროცესი. მოკლევადიან მფლობელებს შორის „არამომგებიანი“ მონეტების მაღალი პროპორციის გათვალისწინებით Glassnode-ის ანგარიშის მიხედვით საბოლოო კაპიტულაცია არ არის გამორიცხული. ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს გაყიდვების ზრდა გრძელვადიანი Bitcoin-ინვესტორების მიერ. ექვსი თვისა და უფრო დიდი ხნის მონეტების წილი 5%-მდე გაიზარდა, რაც წინა რამდენიმე თვისთვის დამახასიათებელი არ იყო. ამჟამინდელ პირობებში ეს არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ჰოდლერების ნდობის დაკარგვის ნიშანი, ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. წყარო: Glassnode. ინდიკატორი Coin Days Destroyed, რომელიც ითვალისწინებს "უძველესი" მონეტების მოძრაობას, კვლავ მიუთითებს Bitcoin-ების დაგროვებაზე, როგორც სასურველ ქცევაზე. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წინა დათვური ციკლების დასრულებებს ხარების ფინალური კაპიტულაცია მოყვა. მათ არ გამორიცხეს სამომავლოდ მსგავსი სცენარის გამეორება. წყარო: Glassnode. გამყიდველების სახით შესაძლოა გვევლინებოდნენ მოკლევადიანი ინვესტორები (ვინც პოზიციებს ინარჩუნებს 155 დღეზე ნაკლები ვადით). მათ მფლობელობაში არსებული Bitcoin-ების 82% (2.51 მლნ BTC) მიმდინარე ფასის მიხედვით „წამგებიანია“. წყარო: Glassnode. 6 თვეზე ნაკლები ასაკის BTC-ის წილმა მიაღწია ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი მიწოდების 24.53%-ს HODL-ტალღის ინდიკატორის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მონეტიდან სამი წელიწადზე მეტია უმოძრაოა, მიუხედავად ბოლო თვეების ბაზრის ტურბულენტობისა. წყარო: Glassnode. დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი ექსპერტების აზრით არის Bitcoin-ის მკვეთრი გადინება Coinbase-ის საფულეებიდან. მან შეადგინა რეკორდული 31.130 BTC (1.18 მლრდ აშშ დოლარი) 2017 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული. Bitcoin-ბირჟის ბალანსი საბოლოოდ 375.500 BTC-მდე ან ATH-ის 36.6%-მდე შემცირდა 2020 წლის აპრილში. ”ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ინვესტორები სულ უფრო ხშირად განიხილავენ Bitcoin-ს, როგორც რელევანტურ აქტივს თანამედროვე პორტფელებში”, - შეაჯამეს ექსპერტებმა. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა 50 ათას აშშ დოლარამდე მარტში. მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ინარჩუნებს კრიპტოვალუტებს ინფლაციის ზრდის მოლოდინში. https://tinyurl.com/6ctjwthn
  16. როგორც გამოფენა CES-ზე ითქვა, Intel მობილური გრაფიკული პროცესორების სერია Intel Arc A-ს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს, ზუსტი თარიღია 30 მარტი. Intel-ის ვებ-გვერდზე აგრეთვე გამოჩნდა გარკვეული საინტერესო ცნობები, მაგალითად, წარმადობის რა დონეს უნდა ელოდონ მომხმარებლები Arc А სერიის პირველი მობილური გრაფიკული პროცესორისგან, აგრეთვე ცნობილი გახდა ინფორმაცია Project Endgame-ის შესახებ. 30 მარტს გაიმართება ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Intel Arc A-Series-ის გრაფიკის გამოშვების სპეციალური ღონისძიება, სახელწოდებით „თამაშის ახალი ეტაპი“. მოსალოდნელია, რომ მისი მსვლელობისას გახმაურდება უამრავი ტექნიკური დეტალი, აგრეთვე კომპანიის პარტნიორების პროდუქტების ფართო სპექტრი. Intel-ის ახალი გრაფიკული ტექნოლოგიები, რომელთა დემონსტრაცია უნდა შედგეს ღონისძიებაზე, მოიცავს Intel Deep Link-ს, XeSS-სა და ბევრ სხვას. Intel Arc სერიის პირველი დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც ლეპტოპებში იქნება გამოყენებული, იქნება Intel Arc A370M. ეს GPU იქნება პირველი, რომელიც გამოყენებული იქნება Intel Evo სისტემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს უზრუნველყოს ავტონომიური მუშაობის რეალური ცხრა ან მეტი საათი Full HD გაფართოებაზე. ამავე დროს ახალი Arc სერიის გრაფიკული პროცესორები უზრუნველყოფენ გრაფიკული წარმადობის ორჯერ ზრდას. ეს განცხადება ეხება Intel Iris Xe 96EU-ს, რომლის სამუშაო სიხშირეა 1.45 გჰც-მდე. Intel მიგვანიშნებს, რომ Arc A370M-ის წარმადობას უზრუნველყოფს ტექნოლოგია Intel Deep Link, როგორიცაა Power Share, რომელიც ადრე Iris Xe Max გრაფიკაში გამოიყენებოდა. იგი სიმძლავრეს ანაწილებს პროცესორსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კონკრეტული დატვირთვის შესაბამისად. Arc A370M-ისა და სხვა გრაფიკული პროცესორების ზუსტი მახასიათებლები გამოქვეყნდება უახლოეს დროში, შესაძლოა თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე (GDC), რომელიც მომავალ ორშაბათს იწყება. Intel-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებაზე განხილული იქნება რეითრეისინგის საკითხი GPU Arc-ში და ტექნოლოგია XeSS. https://tinyurl.com/33sb8ez7
  17. გასული წლის დეკემბერში ჩინეთში შედგა სმარტფონების, Xiaomi 12-ისა და Xiaomi 12 Pro-ს, აგრეთვე Xiaomi 12X-ის დებიუტი. ამჯერად გაიმართა ამ მოწყობილობების პრეზენტაცია საერთაშორისო ბაზარზე: სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. ფოტოს წყარო: Xiaomi უფროს მოდელ Xiaomi 12 Pro-ს აქვს პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 და 6.73-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 3200 × 1440 პიქსელი. წინა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი კამერა, უკან - სამი მოდული 50 მპ გაფართოებით. კვებას უზრუნველყოფს 4600 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი და უსადენო 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის ფასი იქნება 1000 $/1000 ევროდან - ეს არის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ მეხსიერებით. ერთი დონით ქვემოთ პოზიციონირებს Xiaomi 12. მას აქვს ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. სელფი-კამერა 32-მეგაპიქსელიანია, უკანა სამმოდულიან კამერაში მოცემულია 50, 13 და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი იწყება 750 $/800 ევროდან. და ბოლოს, მოდელ Xiaomi 12X-ს აქვს პროცესორი Snapdragon 870 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. კამერების სისტემა Xiaomi 12-ის მსგავსია. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი დამუხტვა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი იწყება 650 $/700 ევროდან. https://tinyurl.com/4de6c3d5
  18. ევროპარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო საკითხების კომიტეტმა (ECON) ხმათა უმრავლესობით მიიღო MiCA-ს კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. ”კარგი დღე კრიპტო სექტორისთვის! ევროკავშირის პარლამენტმა გზა გაუხსნა კრიპტოვალუტების ინოვაციურ რეგულაციას, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებს დააწესებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ წინ მივდივართ“, - დაწერა მომხსენებელმა შტეფან ბერგერმა. დოკუმენტი არ მოიცავს ცვლილებას მაინინგის აკრძალვის შესახებ Proof-of-Work კონსენსუსის ალგორითმზე, რაც დე ფაქტო ნიშნავდა Bitcoin-ის აკრძალვას, აღნიშნა პარლამენტარმა. ECON-მა მხარი დაუჭირა ბერგერის წინადადებას ამ საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ, როგორც ევროკავშირის Taxonomie-ს მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილს. კანონპროექტის შემდგომი განხილვა ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის დონეზე გაიმართება. MiCA-ს მიღებით ჯამში ECON-მა ძლიერი სიგნალი მისცა ინოვაციებს,” - ხაზგასმით აღნიშნა ბერგერმა. კომიტეტის 45-მა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის ტექსტს, წინააღმდეგი იყო 5, შვიდმა პირმა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოსცა განკარგულება ფედერალური სააგენტოების ძალისხმევის კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირებაში. https://tinyurl.com/5n7nswh6
  19. იაპონური კომპანია LG Electronics მარტის ბოლოს გამოუშვებს სამ ბიზნეს-ლეპტოპს თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერების სერიაში „LG gram“: ესენია 14-დუიმიანი 14Z95P-NP56J და 14Z95P-NP53J, აგრეთვე 17-დუიმიანი 17Z95P-NP56J. მოსალოდნელი ფასები შეადგენს დაახლოებით 1600, 1500 და 1800 აშშ დოლარს, შესაბამისად. 14Z95P-NP56J - ეს არის მსუბუქი ლეპტოპი პროცესორით Core i5-1155G7, IPS პანელითა და 99%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. ბატარეაში გამოყენებულია მაღალი გამტარობის ნახშირბადის ნანომილები, რაც უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას და ხანგრძლივ ქმედითუნარიანობას. 14Z95P-NP56J მოდელის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ NVMe SSD, 14-დუიმიანი პრიალა IPS LCD დისპლეი გაფართოებით 1920 x 1200, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. 14Z95P-NP53J მოდელს აქვს 8 გბ მეხსიერება, 256 NVMe SSD, 14-დუიმიანი 1920 x 1200 გაფართოების მქონე IPS LCD პრიალა დისპლეი, Windows 10 Pro. 17Z95P-NP56J მოდელს რაც შეეხება, მას აქვს 16 გბ მეხსიერება, 512 გბ NVMe SSD, 17-დუიმიანი პრიალა IPS LCD ეკრანი გაფართოებით 2560 x 1 600 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. მოწყობილობებს აქვთ ორი Thunderbolt 4, ორი USB 3.1, HDMI, Wi-Fi 6, Bluetooth 5.1, HDMI, ვებ-კამერა 720p, microSD სლოტი და აუდიოკონექტორი. 14-დუიმიანი მოდელის ზომაა 313.4 x 215.2 x 16.8 მმ და იწონის დაახლოებით 999 გრამს, 17-დუიმიანი მოდელის ზომები კი შეადგენს 380.2 x 260.1 x 17.8 მმ-ს, წონა - დაახლოებით 1350 გრამს. https://tinyurl.com/5xhdbdn7
  20. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც გვაცნობებს, რომ 17 მარტს წარდგენილი იქნება 2022 წლის ხაზის ახალი პორტატული კომპიუტერები RedmiBook Pro. კომპანია აცხადებს, რომ მზადებაში არსებული მოწყობილობები კონკურენციას გაუწევენ მაღალი წარმადობის თხელი და მსუბუქი ლეპტოპების სეგმენტის წარმომადგენლებს. თიზერის თანახმად ლეპტოპები აღჭურვილი იქნება გაგრილების მაღალეფექტური სისტემით. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ ახალი ლეპტოპები დამყარებული იქნება პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. კერძოდ, RedmiBook Pro-ს ერთ-ერთი მოდიფიკაცია გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench 5-ზე პროცესორით Core i7-12650H. ეს ჩიპი ათბირთვიანია, რომელთაგან ექვსი არის მაღალი წარმადობის, ოთხი კი - ენერგოეფექტური. შესაძლებელია ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. ტაქტის მაქსიმალური სიხშირე Turbo Boost Max 3.0 ტექნოლოგიით აღწევს 4.7 გჰც-ს. შემადგენლობაში შედის Intel-ის UHD გრაფიკა. სამწუხაროდ, პორტატული კომპიუტერების სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. დასაშვებია ვარაუდი, რომ ლეპტოპებს ექნება არანაკლებ Full HD გაფართოების (1920 × 1080 პიქსელი) დისპლეები. აღჭურვილობაში შევა სწრაფი SSD PCIe ინტერფეისით. https://tinyurl.com/4yjtt9dr
  21. ილონ მასკი არ გეგმავს კუთვნილი Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Dogecoin-ის თავიდან მოშორებას. ამის შესახებ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მან გამომწერებს შორის ინფლაციის თემაზე გამართა. მასკმა მოიხსენია სტატია Financial Times-იდან, სადაც ნათქვამია, რომ სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეზე გაიზარდა რუსეთიდან ნედლეულის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე. ბოლო მონაცემებით აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 1982 წლიდან დღემდე რეკორდულ 7.9%-ს მიაღწია. „მათ, ვისაც ამ საუბრიდან გაკვეთილის სწავლა სურს, სჯობს, ინვესტიცია განახორციელონ ფიზიკურ აქტივებში. შეიძინეთ სახლი ან აქცია კომპანიაში, რომელიც აწარმოებს კარგ პროდუქტებს. სხვათა შორის, მე პირადად ჯერ კიდევ მაქვს Bitcoin, Ethereum და Dogecoin” - დაწერა მან. მასკი თავისი შეტყობინებით მაიკლ სეილორს დაეთანხმა. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა იწინასწარმეტყველა სუსტი ფიატური ვალუტების კოლაფსი და აქციებიდან, სასესხო ქაღალდებიდან და ნაღდი ფულიდან კაპიტალის გადინება Bitcoin-ის მსგავსი „დეფიციტური“ ქონების მიმართულებით. მასკის შეტყობინების ფონზე Dogecoin-ის კურსი გარკვეულ მომენტში 10%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის დროს DOGE-ს დაკარგული ქონდა 1% 24-საათიან პერიოდში. DOGE/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელმა სემ ბენკმან-ფრიდმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია Bitcoin-ზე მოთხოვნის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე. https://tinyurl.com/3tbnyfxk
  22. კომპანია AMD მასშტაბირების ტექნოლოგია FSR 2.0-ის (FidelityFX Super Resolution) ახალ ვერსიას 17 მარტს წარადგენს. ინფორმაცია დასტურდება AMD-ის სარეკლამო მასალებით, რომლებიც პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: VideoCardz აღინიშნება, რომ FSR 2.0 უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას ყველანაირი პარამეტრისა და გაფართოების პირობებში. FSR 2.0 ვერსიაში მოსალოდნელია სივრცითი მასშტაბირებიდან დროში მასშტაბირებაზე გადასვლა ისევე, როგორც NVIDIA DLSS-ის შემთხვევაში. AMD-მ აგრეთვე განახორციელა ხარვეზების მოგვარების ალგორითმების ოპტიმიზაცია. ორი ტექნოლოგიის შერწყმის შედეგად FSR 2.0-ის მუშაობის შედეგი უფრო მეტად ხარისხიანი იქნება. წყარო აცხადებს, რომ ფლობს რამდენიმე ფოტოს, რომლებზეც შედარებულია FSR 1.0 და FSR 2.0 ტექნოლოგიების შედეგები, თუმცა რესურსს ჯერჯერობით არ შეუძლია ამ ფოტოების გაზიარება. FSR 2.0 ტექნოლოგიის ფუნქციონირებისთვის Radeon ვიდეო დაფებში GPU-ის შემადგენლობაში არ არის საჭირო სპეციალური მანქანური სწავლების ბირთვის არსებობა. თუმცა AMD არსებულ მასალებში არ უთითებს, კონკრეტულად რომელ ვიდეო დაფებს ექნება ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მეორე მხრივ, კომპანია აცხადებს, რომ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მხარდაჭერილ თამაშებში ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი წარმადობა FSR 1.0 ვერსიასთან შედარებით. AMD ასევე აცხადებს, რომ 17 მარტს შედგება ტექნოლოგია Radeon Super Resolution-ის (RSR) რელიზი - ეს გახლავთ FSR-ის ანალოგი, თუმცა რეალიზდება ვიდეო დაფების დრაივერების დონეზე. თამაშებში ტექნოლოგიის გამოყენება არ საჭიროებს დეველოპერების ჩარევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RSR იმუშავებს ყველა თამაშთან, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. თუმცა ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ Radeon RX 5000 სერიის და უფრო ახალ ვიდეო დაფებში. https://tinyurl.com/2p8kw7aw
  23. Samsung Galaxy S22 სერიის ფლაგმანური სმარტფონების დიდი გამოფენიდან ერთი თვის შემდეგ სამხრეთკორეული გიგანტი მზად არის მოაწყოს თავისი შემდეგი დიდი ღონისძიება საშუალო დონის მოწყობილობების განახლებული ხაზის წარსადგენად. Galaxy A სერიის მოწყობილობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 17 მარტს გაიმართება, ნათქვამია Samsung Electronics-ის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ Galaxy A არის სმარტფონების ყველაზე პოპულარული კატეგორია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს მოდელები ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობენ ფუნქციების სრულ სპექტრს, რასაც მომხმარებლები ელიან თანამედროვე სმარტფონში. არ არის დაკონკრეტებული, რომელი მოწყობილობები იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. თუმცა ინსაიდერებს და ტექნოლოგიურ რესურსებს საკუთარი ვარაუდები აქვთ ამის შესახებ. მაგალითად, Gizmochina იუწყება, რომ დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება სამი ახალი სმარტფონი, რომლებიც ჩაანაცვლებს ცნობილ Samsung Galaxy A32, Galaxy A52 და Galaxy A72 მოდელებს. შესაძლო პლატფორმებს შორის ჩამოთვლილია Samsung-ის საფირმო Exynos 1200 უმცროსი მოდელებისა და Qualcomm Snapdragon 750G - უფროსი სმარტფონების შემთხვევაში. https://tinyurl.com/3fcxfzfn
  24. წლის მეორე ნახევარში Intel აპირებს ბაზარზე გამოუშვას მაინინგ ჩიპები Bonanza Mine (BMZ2), რომლებიც, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცალკეული კომპონენტების, ასევე ASIC მოწყობილობების ფორმატის სახით. ადრე ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მიიღო მინიმუმ სამი დიდი შეკვეთა ახალ პროდუქტზე, ახლა კი გავრცელდა ცნობები მეოთხე პარტნიორის - ამერიკული მაინინგ კომპანია HIVE Blockchain-ის შესახებ. ფოტოს წყარო: intel.com HIVE დაინტერესებულია Bonanza Mine ASIC-ების შეძენით და მუშაობს მათ საკუთარ აპარატურაში ინტეგრირებაზე. კომპანიას სურს მნიშვნელოვნად გააფართოოს საქმიანობა თავისი მანქანების მთლიანი პროდუქტიულობის 95%-ით, 1.9-დან თითქმის 3.8 Eh/s-მდე გაზრდით. დამკვეთი ახალი აღჭურვილობის განთავსებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს. Intel-ს ჯერჯერობით არ განუცხადებია ASIC-მოწყობილობების ის რაოდენობა, რასაც HIVE-ს მიაწვდის. BMZ2-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლებიც ჯერჯერობით ოციფიალურად არ გახმაურებულა, თუმცა წინასწარი, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად სისტემების წარმადობა იქნება 135 Thash/s 26 J/Thash ეფექტურობით, ფასი კი 5625 აშშ დოლარი. თუკი HIVE საკუთარი არსენალის გაორმაგებას გეგმავს, გამოდის, რომ მისი შეკვეთა მოიცავს BMZ2-ის დაახლოებით 14 ათას ეგზემპლარს, რომელთა ჯამური ღირებულება 78 მლნ აშშ დოლარს აღემატება. Bitcoin ფინანსურ სამყაროში რევოლუციურ გადაწყვეტილებად ითვლება, მაგრამ ბევრ სხვა კრიპტოვალუტასთან ერთად მას აკრიტიკებენ ენერგიის მოხმარებისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების პრობლემის გამო. აღსანიშნავია, რომ Intel დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს მაინინგ ინდუსტრიას. https://tinyurl.com/2p8mp9ed
  25. კომპანია ASUS-მა დააანონსა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Mini PC PN63-S1, რომლის კორპუსის ზომაა 120 × 130 × 58 მმ. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro-თი ან Windows 11 Home-ით. ფოტოს წყარო: ASUS კომპიუტერს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. მაქსიმალურ კონფიგურაციაში წარმოდგენილია პროცესორი Core i7-11370H ოთხი ბირთვით (ინსტრუქციის რვა ნაკადი) და გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში მაქსიმალური სიხშირე აღწევს 4.8 გჰც-ს. კომპიუტერს ექნება 64 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია განთავსდეს სამი მყარი დისკი - ერთი 2.5-დუიმიანი და ორი M.2 ფორმატის SSD (მათ შორის PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ინტერფეისების ნაკრებში შედის USB 3.2 Gen2 Type-C და USB 3.2 Gen2 (×3), HDMI 1.4, Mini DP 1.2, ქსელის სადენის კონექტორი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კონფიგურირებადი პორტი. მინი კომპიუტერი გაიყიდება დაახლოებით 430 ევროდ. https://tinyurl.com/ys2kpk28
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.