Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5901
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ამჟამად მარსის კვლევა ხორციელდება რამდენიმე როვერის მეშვეობით, რომლებიც იქ ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გაგზავნა. ბოლოდროინდელი ასეთი ობიექტები იყო: ავტომატური სადგური Perseverance და ვერტმფრენი Ingenuity. ამასთან ორბიტაზე მოძრაობს რამდენიმე ორბიტალური სადგური, რომლებიც ატარებენ ამა თუ იმ კვლევას და დედამიწაზე ფოტოებს აგზავნიან. სამწუხაროდ, ამჟამად წითელ პლანეტაზე ადამიანის დასმა ოცნებად რჩება. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მთელი კაცობრიობის გაერთიანებული ძალისხმევა საშუალებას მოგვცემს გავცდეთ შესაძლებლობის საზღვრებს. ამჟამად ხდება ლოკალური წარმატებები, რომელთა რეალიზაცია ძალიან რთულდება. მაგალითისთვის, დაგეგმილი მთვარის მისია Artemis არაერთხელ გადაიდო, აშშ-ს ჯერ არ ყავს რაკეტები, რომლებიც ასტრონავტებს წაიყვანს. მიიჩნევა, რომ 2024 წელს ეკიპაჟს შეეძლება მთვარის ორბიტის გარშემო რამდენიმე წრის გაკეთება, ხოლო დაშვება 2026 წლამდე გადაიდო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებია, რომლებიც მუდმივად კორექტირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს მთვარის მისია არ წარმოადგენს ტექნოლოგიურ გარღვევას, არამედ ეს არის „ხარკი ფემინიზმისა და ტოლერანტობისთვის“, რადგან ეკიპაჟი ქალებისგან შედგება. ფაქტობრივად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აშშ-შიც კი ამ მიდგომას შიდა წინააღმდეგობა ხვდება. ჯერჯერობით ერთადერთი იმედი ილონ მასკია. გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი Starship-ის ყველა გამოცდის დასრულებას დაგეგმილ ვადებში, ასე რომ ამ დროისთვის NASA-ს მეცნიერებს მხოლოდ ფანტაზიები და ვარაუდები რჩებათ. გამოდის, რომ დღეს კაცობრიობის ყველა მისწრაფება მარსზე მოხვედრის შესახებ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. ამასობაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რჩება მხოლოდ მილიარდერის ქარიზმის რწმენა. რამდენიმე დღის წინ NASA-ს წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთეს, სადაც ისაუბრეს გამარჯვებებზე კოსმოსსა და ყველა სხვა ინდუსტრიაში. ცალკე აღინიშნა ზომები რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელს მსოფლიოში, მაგრამ იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებდა წამყვანი პოზიციის დაკავებას. თუმცა ბევრად უფრო საინტერესოა კოსმოსური კვლევის პროგრამა. კოსმოსური სააგენტო გეგმავს ბიუჯეტიდან დამატებით 23 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას. თანხა ამერიკელი ასტრონავტებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგურის შექმნას მოხმარდება. ამჯერად ზუსტი თარიღები არ არის დასახელებული, მაგრამ მარსის პროგრამა ნაკლებად იმედისმომცემად გამოიყურება. NASA ირწმუნება, რომ 2040 წელს ამერიკელები წითელი პლანეტის ზედაპირზე დაადგამენ ფეხს. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გახმაურებულა. უფრო მეტიც, ბოლომდე არ არის ნათელი, საუბარია მარსზე პირველად დაშვებაზე, თუ 2040 წლისთვის იქ სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგური აიგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ილონ მასკი აშკარად არ მოიწონებს მსგავს პირობებს, რადგან მან განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკის მოქალაქეებს წითელ პლანეტაზე გადაიყვანს. https://tinyurl.com/ysawtbnf
  2. Citizens School, რომლის დუბაიში გახსნა სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, მოსწავლეების მშობლებს შესთავაზებს სწავლის საფასურის Bitcoin-ითა და Ethereum-ით გადახდის შესაძლებლობას. გადახდები მიიღება პროცესინგ-სერვისის მეშვეობით, რომელიც კრიპტოაქტივებს ადგილობრივ ვალუტა დირჰამში დააკონვერტირებს. „ანგარიშსწორების ახალი მეთოდის დანერგვის შედეგად ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო ძლიერ როლს შეასრულებს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ციფრული ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს ახალი ეპოქის ნაყოფით, დღევანდელი ბავშვები გახდებიან მომავლის ანტრეპრენერები და ინვესტორები“, - აცხადებს Citizens School-ის დამფუძნებელი ადილ ალზარუნი. დუბაის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი ვირტუალური აქტივების შესახებ და დააარსა ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო - Dubai Virtual Assets Regulatory Authority. ამის შემდეგ Binance-მა და FTX-მა მიიღეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობის ლიცენზია. https://tinyurl.com/4uk34ypp
  3. გავრცელდა ცნობები AMD-ის პროცესორების სამომავლო სერიის შესახებ. ინსაიდერ Greymon55-ის თქმით, რომელმაც ადრე AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმები აღმოაჩინა, კომპანია მომავალი Ryzen სერიის მასობრივი წარმოების დაწყებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისისთვის აპირებს. ეს ნიშნავს, რომ Ryzen 7000 სერიის გამოსვლამდე დიდი დრო არ დარჩა. სავარაუდოდ, სამომავლო სერიას წინამორბედის ანალოგიური გრაფიკა ექნება. წინა სერია AMD Vermeer-ის (Zen3) მასობრივი წარმოება 2020 წლის ივლისში დაიწყო, გაყიდვაში კი ნოემბერში გამოვიდა. ტექნოლოგია 3D V-Cache-ის მქონე პროცესორები იწარმოება გასული წლის ნოემბრიდან და ოფიციალურად მომავალ თვეში გამოვა. იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen 7000 სერიას აქვს სრულიად ახალი დიზაინი, წარმოებასა და გამოშვებას შორის პერიოდი შესაძლოა 4-5 თვემდე გაიზარდოს. ასეა თუ ისე, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AMD შესაძლოა Raphael-ის გამოშვებისთვის მეოთხე კვარტლის დასაწყისში მზად იყოს. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რათა ახალმა სერიამ კონკურენცია გაუწიოს Intel-ის მე-13 სერიის Raptor Lake პროცესორებს. მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორებს ექნება 5-ნანომეტრიან მიკროარქიტექტურა Zen4-ზე წარმოებული თექვსმეტამდე ბირთვი. არაოფიციალური ცნობებით, სერიის ყველაზე სწრაფ პროცესორს 170-ვატიანი TPD-ის დონე ექნება. გარდა ამისა, Zen4 პროცესორებში გამოყენებული იქნება სოკეტი LGA AM5. AMD აპირებს უზრუნველყოს ახალი პლატფორმის მრავალწლიანი მხარდაჭერა, აგრეთვე AM4 პროცესორებისთვის განკუთვნილ ქულერებთან თავსებადობა. ასევე, AMD-ის პლატფორმა პირველად მიიღებს უახლესი DDR5 და PCIe Gen5 სტანდარტების მხარდაჭერას. https://tinyurl.com/ycyxndut
  4. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დაანონსდა. დაფის საკუთარ ვერსიებს შემოგვთავაზებენ ASUS, Colorful, EVGA, Gainward, Galax, Gigabyte, INNO3D, MSI, Palit, PNY, Zotac და სხვა კომპანიები. ფოტოს წყარო: NVIDIA ვიდეო დაფაში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA102. კონფიგურაციაში გათვალისწინებულია 10752 CUDA ბირთვი და 24 გბ GDDR6X მეხსიერება 384-ბიტიანი სალტით. დაფას აქვს 336 Tensor ბირთვი და 84 ბირთვი რეითრეისინგისთვის. GPU-ის საბაზისო სიხშირე შეადგენს 1560 მჰც-ს, აჩქარების შემთხვევაში - 1860 მჰც-ს. ენერგომოხმარების მაჩვენებელია 450 ვატი. ეტალონურ მოდელებს, რა თქმა უნდა, GPU-ის სიხშირე და ენერგომოხმარების დონე უფრო მაღალი ექნება. NVIDIA-ს განცხადების თანახმად გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti უზრუნველყოფს 64%-ით მეტ წარმადობას GeForce RTX 2080 Ti მოდელთან შედარებით. GeForce RTX 3090 მოდელს თუ შევადარებთ, Ti ვერსიის წარმადობა დაახლოებით 9%-ით მაღალია. GeForce RTX 3090 Ti დაფის სარეკომენდაციო საცალო ფასი 1999 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი კასტომიზებული ვერსიის ფასი 3 ათასი აშშ დოლარი და მეტი იქნება. ასეთ ვიდეო დაფებთან მუშაობისთვის საჭიროა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. https://tinyurl.com/2u994vwv
  5. მარკ ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მალე Instagram-ზე NFT-ის დამატებას, საფულე MetaMask კი საკუთარ ტოკენს გამოუშვებს. NFT შეიძლება გამოჩნდეს Instagram-ზე უახლოეს თვეებში, განაცხდა Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა კონფერენცია SXSW-ზე. დეკემბერში Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მოსერიმ გამოაცხადა, რომ კომპანია იკვლევს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას. მოსერიმ NFT ინდუსტრიას უწოდა საინტერესო სფერო, რომლის მეშვეობით სოციალურ ქსელს შეუძლია ხელი შეუწყოს კონტენტის შემქმნელებს. საფულე MetaMask გამოუშვებს საკუთარ ტოკენს - დაადასტურა დეველოპერული კომპანიის Consesys-ის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ლუბინმა. მისი თქმით მალე იგეგმება დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია DAO-ს ამოქმედება, რომელიც დააფინანსებს პროექტის განვითარებას. 15 მარტს Consensys-მა გამოაცხადა, რომ დახურა 450 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსების D რაუნდი. პროექტი შეფასდა 7 მლრდ აშშ დოლარად. იანვარში MetaMask-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვმა თვეში 30 მილიონს გადააჭარბა. ბრიტანული საბანკო ორგანიზაცია HSBC, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, პარტნიორობას გაუწევს Animoca Brands-ს - The Sandbox metaverse-ის დეველოპერს. ბანკი შეიძენს ვირტუალური უძრავი ქონების ნაწილს, რომელიც გამოყენებული იქნება სპორტის, ელექტრონული სპორტისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებთან ურთიერთქმედებისთვის, ნათქვამია The Sandbox-ის ბლოგში. ბლოკჩეინ-პლატფორმა ათასზე მეტ დეცენტრალიზებული ეკონომიკის სტარტაპს დაუჭერს მხარს 100 მლნ აშშ დოლარიანი ფონდით. სტარტაპებმა უნდა განავითარონ ახალი ვარიანტები 10 მილიონზე მეტი სმარტ მოწყობილობის MachineFi პლატფორმაზე დასაკავშირებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დეცენტრალიზებული მანქანური ეკონომიკა არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელშიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა არა ადამიანები, არამედ მანქანები. არგენტინის მარეგულირებელი ორგანო UIF აპირებს დაამატოს კრიპტო სერვისის პროვაიდერები იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიშები AML პროცედურების შესახებ. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. თუ შემოთავაზებული ცვლილებები დამტკიცდება, ეს სერიოზულად შეცვლის კრიპტო კომპანიების მუშაობას არგენტინაში. ამჟამად კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს, მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ. https://tinyurl.com/yckpyy4z
  6. 3DCenter.org-ის მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით გრაფიკული ბარათების ფასებმა მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის დასაწყისის შემდეგ. უფრო მეტიც, მიმდინარე სიახლეები გვიჩვენებს, რომ საშუალო სარეკომენდაციო საცალო ფასი მარტის დასაწყისიდან თვის ბოლომდე 25%-ით შემცირდა. ამჟამად ასევე 25%-ით მეტია GPU-ის საშუალო ფასი სარეკომენდაციოზე. ერთი კვარტლის წინ კი გრაფიკული ადაპტერების ფასი სარეკომენდაციოს დაახლოებით 80%-ით აღემატებოდა. ეს მონაცემები ეხება ევროკავშირის გრაფიკული დაფების ბაზარს. მოცემულ დიაგრამაზე NVIDIA-ს ვიდეო დაფები მონიშნულია მწვანედ, AMD-ისა - წითლად. ამჟამად NVIDIA-სა და AMD-ის ფასები ერთმანეთს ემთხვევა გაძვირების დონის მიხედვით. შესაძლებელია ვარაუდი, რომ უკეთესი მიწოდების ფონზე ყველა მომწოდებელს ფასის გაზრდის ნაკლები შესაძლებლობა ექნება. მწვანე და წითელ ხაზებს შორის ყველაზე დიდი გადახრა შეინიშნა გასული წლის მაისში, როდესაც ფასები ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლებისთვის. ხელმისაწვდომობის დონეები აღინიშნება ლურჯი წყვეტილი ხაზით. თუ ამ სტატისტიკას შევუთავსებთ ფასების ვარდნას, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გრაფიკული დაფების ყიდვის მსურველების მოთმინება დაჯილდოვდება კიდევ უფრო დაბალი ფასებით. თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ აპრილის ბოლოს შესაძლოა ვიხილოთ მწარმოებლის მიერ შეთავაზებულ საცალო ფასთან ყველაზე მიახლოებული ფასები ყველა ბრენდისა და ვიდეო დაფის მოდელზე. 3DCenter აცხადებს, რომ ბოლოს დაფიქსირებულმა ფასის ვარდნამ არ გამოიწვია მყიდველების მკვეთრი შემოდინება. საუკეთესო ფასის მოლოდინში მომხმარებლები არ ჩქარობენ მოწყობილობების ყიდვას. ითვლება, რომ ამხელა მოთმინების შემდეგ კომპიუტერის ბევრი მომხმარებელი კვლავ ელოდება კიდევ უფრო დაბალ ფასებს. გეიმერები, სავარაუდოდ, შემდეგი თაობის მოწყობილობებს ელოდებიან. ზოგიერთი გრაფიკული პროცესორი უკვე სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება. მაგალითად, გასულ კვირაში AMD Radeon RX 6500 XT გერმანიაში იყიდებოდა სარეკომენდაციო ფასზე 35%-ით ნაკლებად. ზოგიერთი თვლის, რომ კონკრეტულად ეს გრაფიკული ადაპტერი ასე იაფად დაბალი წარმადობის გამო იყიდება. ასევე ყურადსაღებია დიაგრამაზე მოცემული ყვითელი ხაზი. იგი ხაზი გვიჩვენებს Ethereum-ის ფასს, რომელიც რჩება ყველაზე პოპულარულ არჩევანად GPU მაინერებისთვის. ვხედავთ, რომ GPU-ებისა და ETH-ის ფასები საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული გასულ ივლისამდე. თუმცა ვითარება შეიცვალა და ამას არაერთი მიზეზი აქვს: ყველაზე აშკარაა მაინინგის სირთულის დონის მატება და შემოდგომის შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა. ბოლო დროს კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე ეს საკმარისი არ იქნება გრაფიკული დაფები ფასების კლების იმპულსის დასაძლევად. https://tinyurl.com/2p86bayr
  7. კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ჩიპი Core i9-12900KS. კომპანია მას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ პროცესორს“ უწოდებს. იგი იწარმოება Alder Lake-ის რჩეული კრისტალების ბაზაზე და უზრუნველყოფს ავტომატური აჩქარების მაღალ დონეს Core i9-12900K მოდელთან შედარებით. ტექნოლოგია Thermal Velocity Boost-ისა და Intel Adaptive Boost Technology-ს წყალობით Core i9-12900KS მოდელისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Intel Core i9-12900KS ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი 24 ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. P-ბირთვების სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს. პროცესორის ერთ ბირთვს შეუძლია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ამასთან, ყველა P-ბირთვის ავტომატური აჩქარების დონე 5.2 გიგაჰერცია. ენერგოეფექტური ბირთვები მუშაობს 2.5-დან 4.0 გჰც-მდე დიაპაზონში. Core i9-12900KS მოდელში ხელმისაწვდომია 14 მბ L2 და 30 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. PBP (PL1) და MTP (PL2) ენერგომოხმარების მაჩვენებლები შეადგენს 150 და 241 ვატს, შესაბამისად. პროცესორს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 770. Alder Lake სერიის სხვა მოდელების მსგავსად Core i9-12900KS-ში მხარდაჭერილია DDR5-4800 და DDR4-3200 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე ინტერფეისები PCIe 5.0 და PCIe 4.0. ფოტოს წყარო: VideoCardz პროცესორი Core i9-12900KS 5 აპრილიდან გაიყიდება, მისი სარეკომენდაციო ფასი 739 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/u3ysmw5h
  8. ბლოკჩეინის შეფასება სრულიად გადაჭარბებულია და CBDC-ის ზოგიერთი კვლევა სარეკლამო რგოლს უფრო ჰგავს. ამის შესახებ ფედერალური რეზერვების სისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა კრის უოლერმა ეროვნული ციფრული ვალუტებისადმი მიძღვნილ ვირტუალურ სემინარზე განაცხადა. უოლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად ფედერალური სარეზერვო სისტემა მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა კერძო ბაზრებზე. საცალო CBDC-ის გამოშვებისთვის ჯერ ბაზრის მარცხი უნდა მოხდეს, მაგრამ უოლერი ამას არ ელის. ციფრული ვალუტებისადმი მიძღვნილი ნამუშევრები უფრო მეტად ფოკუსირებულია მის „ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე“, რასაც ყურადღება გადააქვს იმ საკითხიდან, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი საჭირო მოქალაქეებისთვის, განაცხადა მან. იელის უნივერსიტეტის პროფესორი გერი გორტონი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში, უოლერს შეეპასუხა. მან აღნიშნა Stablecoin-ების გაჩენა, რომლებიც ფიატს კონკურენტები გახდნენ, მაშინ როცა ადრე თითოეულ ქვეყანას ჰქონდა სუვერენიტეტი ამ საკითხში. „ფედერალურ სარეზერვო სისტემას პრობლემები შეექმნება, თუ Stablecoin-ები ფართოდ გავრცელდება. ეს არ არის აბსტრაქტული რამ, ისინი უკვე ახდენენ გავლენას ფულად ბაზარზე“, - განმარტა გორტონმა. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური რეზერვების სისტემამ აქტიურად უნდა განავითაროს CBDC და მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს ამისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში Stablecoin-ებმა შეიძლება შეავიწროვონ ციფრული ვალუტები. უოლერმა უპასუხა, რომ ფედერალური სისტემა საკმარის ყურადღებას აქცევს ამ სეგმენტის შესწავლასა და გაგებას. მიმდინარე თვეში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ Stablecoin-ები შეიცავს რისკებს აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის და საჭიროებს ახალი კანონების შემუშავებას მათ დასარეგულირებლად. იანვარში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წარმოადგინა ანგარიში CBDC-ის კვლევის შედეგების შესახებ. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ სპეციალური ციფრული ფორმის გაჩენა აშშ დოლარს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. 9 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი ავალდებულებს მარეგულირებლებს, განიხილონ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სააგენტომ Stablecoin-ები მიიჩნია, როგორც საფრთხედ ინვესტორებისა და ბაზრის მთლიანობისთვის და ასევე მოითხოვა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. ჯერომ პაუელი ეჭვქვეშ აყენებდა Stablecoin-ებისა და კრიპტოვალუტების საჭიროებას დოლარის ციფრული ვერსიის გამოჩენის შემდეგ. https://tinyurl.com/3a9x944f
  9. პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Genoa თაობის ერთ-ერთი AMD EPYC პროცესორის შესახებ: ეს ჩიპები გამოყენებული იქნება სერვერებსა და მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში. პროდუქციის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. პროცესორებს საფუძვლად უდევს მიკროარქიტექტურა Zen 4. ჩიპები დამზადებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გამოცხადებულია 1.25-ჯერ მეტი წარმადობა 7-ნანომეტრიან პროდუქტთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Geekbench-ის ტესტში ფიგურირებდა პროცესორი Genoa კოდური დასახელებით 100-000000479-13. იგი შეიცავს 32 ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 64-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 3.4 გჰც-ს. ფოტოს წყარო: Geekbench ბენჩმარკის ინფორმაციით Genoa თაობის პროცესორებს ექნება მეორე დონის (L2) 1 მბ ქეშ-მეხსიერება თითოეულ ბირთვზე. პირველი დონის ქეშის (L1) მოცულობა შეადგენს დაახლოებით 32 კბ-ს ინსტრუქციისა და მონაცემებისთვის, მესამე დონის ქეშის (L3) მოცულობა კი არის 4 მბ თითოეულ ბირთვზე. ფოტოს წყარო: VideoCardz Genoa სერიაში შევა პროდუქტები, რომლებშიც 96-მდე ბირთვის გამოყენებაა გათვლილი. ჩიპებს ექნება DDR5-5200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. https://tinyurl.com/2bvkbycw
  10. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა გააზიარა Apple-ის გეგმები iPad Pro სერიის ახალი პლანშეტების შესახებ. ამ გაჯეტების ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფოტოს წყარო: Apple ამჟამად ხელმისავწდომი iPad Pro სერიის პლანშეტები (ფოტოებზე) წარმოდგენილია 11- და 12.9-დუიმიანი დისპლეებით. პირველი მათგანის ეკრანის გაფართოება შეადგენს 2388 × 1668 პიქსელს, მეორეს შემთხვევაში - 2732 × 2048 პიქსელს. მოწყობილობებს საფუძლად უდევს საფირმო პროცესორი Apple M1 რვა ბირთვითა და ძრავ Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერებისა - 2 ტბ. როგორც ცნობილია, ახალი თაობის iPad Pro-ც წარმოდგენილი იქნება 11- და 12.9 დუიმიანი ეკრანიანი მოდელებით. გამოყენებული იქნება OLED მატრიცა. უფროს მოდელს ექნება განათება Mini LED, რომელშიც გათვალისწინებულია მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენება. მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს ჩიპი Apple М2, რომელიც აერთიანებს რვა ბირთვსა და გრაფიკულ ამაჩქარებელს ცხრა ან ათი ბირთვით. წარმოების ტექნოლოგია 4-ნანომეტრიანია. სამომავლო პლანშეტებს ექნება უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა, რომლის დებიუტი შედგა iPhone 12 სერიის სმარტფონებში. მაგნიტების წყალობით უზრუნველყოფილია დამტენი მოწყობილობისა და გაჯეტის ზუსტი ურთიერთგანლაგება, რაც ენერგიის მარაგის შევსების მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. https://tinyurl.com/2mnmph8v
  11. ბლოკჩეინის ტექნოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტენდენციად ფინანსურ, სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს შორის მთელს მსოფლიოში. გთავაზობთ მიმოხილვას ბოლოდროინდელი ყველაზე საინტერესო ინიციატივების შესახებ. ბრაზილია ახდენს ბლოკჩეინის ინტეგრაციას ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ბრაზილიის ხელისუფლება ქმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმას ბიუჯეტის ფინანსების მოძრაობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამის შესახებ პორტალი do Bitcoin იტყობინება. ბრაზილიის განვითარების ბანკის ბლოკჩეინის ინიციატივების ხელმძღვანელმა გლადსტონ არანტესმა განაცხადა, რომ Rede Brasil de Blockchain-ის დეველოპერებმა საბაზისო პლატფორმად აირჩიეს Hyperledger Besu 2.0 კონსენსუსის პროტოკოლის სისტემა. პროექტის ქსელი გამოიყენებს უფლებამოსილების დამადასტურებელი კონსენსუსის სისტემას. ხელისუფლება მთელი სახელმწიფო ხარჯების გადატანას Rede Brasil de Blockchain-ზე აპირებს. ვისკის მწარმოებელი ბლოკჩეინს გამოიყენებს ფალსიფიკაციასთან ბრძოლისთვის შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი The Whiskey Barrel ნერგავს ბლოკჩეინს, რათა გადაამოწმოს ერთ ალაოზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელების შეზღუდული კოლექციის, Glen Moray-ს ავთენტურობა. ინფორმაციას Decanter ავრცელებს. ტირაჟი წარმოდგენილია 152 ბოთლით, რომლის ღირებულება 350 ფუნტია (დაახლოებით 460 დოლარზე მეტი). კოლექციის ნაწილი წარმოდგენილია NFT-ების სახით, რომლებიც იმოქმედებენ, როგორც ციფრული სერთიფიკატები Solana-ს ბლოკჩეინზე. ვისკის თითოეულ ბოთლს მიენიჭა უნიკალური QR კოდი საჯარო რეესტრში ინფორმაციის წვდომისთვის, რათა შემცირებულიყო ყალბის შეძენის რისკი. კომპანიის მომხმარებლები ასევე მიიღებენ მონაცემებს მიწოდების ჯაჭვებისა და წარმოების პირობების შესახებ. Unilever ბლოკჩეინს გამოიყენებს პალმის ზეთის მიწოდების თვალყურის დევნებისთვის სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზრებზე ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა Unilever Corporation-მა კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ის შემქმნელთან ერთად წარმოადგინა საპილოტე ბლოკჩეინ-პროექტი GreenToken. ინიციატივა მიზნად ისახავს რეალურ დროში თვალყური ადევნოს მიწოდების ქსელებს, წარმოების პირობებს და პროდუქტის შემადგენლობას. კონცეფცია უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი ინდონეზიაში. შეფუთვაზე QR კოდის სკანირებით კომპანიები და მომხმარებლები შეძლებენ გაარკვიონ პროდუქტში პალმის ზეთის პროცენტული რაოდენობა და დარწმუნდნენ მის ეკოლოგიურ წარმომავლობაში. ჩინეთის სასამართლოები იწყებენ მტკიცებულებების მიღებას ბლოკჩეინზე ჩინეთის შიდა მონღოლეთისა და სიჩუანის პროვინციების სასამართლოებმა ბლოკჩეინის გამოყენებით ჩაწერილი მტკიცებულებების გამოყენება დაუშვეს. პირველ პრეცედენტებს შორის არის ბლოკჩეინ-ხელშეკრულების, როგორც საქმის მტკიცებულების, ოფიციალური ჩართვა საქმეში, რომლითაც პროტესტდებოდა შიდა მონღოლეთში სესხის ხელშეკრულება. სიჩუანში სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი მუსიკალური ნაწარმოების ქურდობისა და კომერციული მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე. საფუძვლად ასევე გამოყენებული იქნა მტკიცებულება ბლოკჩეინზე. https://tinyurl.com/ykmkxb3a
  12. საწარმოო წყაროების თანახმად NVIDIA-მ პარტნიორებს გაუზიარა RTX 4000 სერიის ფლაგმანური გრაფიკული პროცესორების ეტალონური დაფების შესახებ ცნობები. დაფების სახელწოდებები იქნება RTX 4080, RTX 4080 Ti, RTX 4090 და RTX 4090 Ti. თავად გრაფიკული პროცესორები ჯერ არ გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ გათვლილია 600 ვატამდე ენერგიის მოხმარებაზე. რამდენიმე ცნობილმა ინსაიდერმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ RTX 4080 და 4090 დაფების TDP-ის დონე 600 ვატი იქნება, ხოლო უფრო მაღალი დონის RTX 4090 Ti შესაძლოა მოიხმარდეს 800 ვატზე მეტს. Igor's Lab აცხადებს, რომ NVIDIA-მ მწარმოებელ კომპანიებს სთხოვა სრული 600 ვატი სიმძლავრით გაეტესტათ ეტალონური დაფები, რომლებსაც საკუთარი PCB-ის შესაქმნელად იყენებენ. ყველა RTX 4080 და RTX 4090 არ მოიხმარს 600 ვატს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი გაზრდილ ტაქტის სიხშირეებზე იმუშავებს. Igor's Lab-მა ეტალონური დაფის ფოტო მიიღო ჩინური მწარმოებლისგან და დაადასტურა მისი ავთენტურობა ორი სხვა წყაროს მეშვეობით. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი აღმოჩნდა 12 ადგილი მეხსიერების მოდულებისთვის, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ GPU-ს ექნება ან 12, 24 გბ GDDR6X მეხსიერება. გარდა ამისა, დაფას აქვს ოცის ნაცვლად ძაბვის 24 გარდამქმნელი RTX 3090 Founder's Edition-თან შედარებით. ყველა ეს გარდამქმნელი და მოდული იკვებება ერთი კონექტორით 12VHPWR, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც კვების კონექტორი PCIe 5.0 და მას შეუძლია 600 ვატის გადაცემა. Igor's Lab აღნიშნავს, რომ მწარმოებელი კომპანიები ქმნიან PCB-ებს, რომლებიც სრულად მოიხმარენ 600 ვატს, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ, რადგან PCIe 5.0 კონექტორს სწორედ ასეთი შეზღუდვა აქვს. თითოეული 12VHPWR კონექტორი დაკომპლექტებულია ოთხი 6+2-პინიანი Molex კონექტორით მიუხედავად იმისა, რომ კვების ბლოკების უმეტესობას ამ რაოდენობის სადენი არ გააჩნია. ინსაიდერები ელიან, რომ NVIDIA გამოიყენებს RTX 3090-ის სამსლოტიან ჰაერის ქულერს RTX 4080-სა და RTX 4090-ში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მწარმოებელი კომპანიები ამზადებენ 3.5-სლოტიან ჰაერის ქულერებსაც და განიხილავენ წყლის გაგრილების გადაწყვეტილებას, რომელიც AMD-ის მიერ RX 6900 XT LC ვიდეო დაფებში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. ასევე ანალოგიური შეიძლება იყოს RTX 3090 Ti-სა და RTX 4080-ის PCB. Igor's Lab ვარაუდობს, რომ მწარმოებლებმა შესაძლოა RTX 3090 Ti გამოიყენონ RTX 4080 მოდელისთვის განკუთვნილი ქულერებისა და PCB-ის ტესტირებისთვის. შეგახსენებთ, რომ RTX 3090 Ti პირველი ვიდეო დაფა იქნება 12VHPWR კონექტორით. არაოფიციალური ცნობებით ეს ვიდეო დაფა 400-500 ვატ ენერგიას გამოიყენებს. https://tinyurl.com/5n77fzez
  13. კომპანია GPD-მ განაცხადა, რომ მუშაობს გეიმერებისთვის განკუთვნილ პორტატულ კომპიუტერ Win Max 2-ზე. ახალი ლეპტოპი ჩაანაცვლებს მოდელ Win Max-ს, რომელიც ფოტოებზეა წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: GPD მზადებაში არსებული მოწყობილობა - ეს გახლავთ პატარა ლეპტოპისა და გეიმინგ კონსოლის ჰიბრიდი. გაჯეტს ექნება 10.1-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1200 პიქსელი და QWERTY-კლავიატურა, რომლის თავზე განლაგებულია მართვის ორგანოები. ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake პროცესორით Core i7-1280P. ჩიპში მოცემულია 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. მხარდაჭერილია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. გაყიდვაში გამოვა Win Max 2-ის ვერსიები 16 და 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით. შესაძლებელია PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე ორი M.2 ფორმატის SSD-ის განთავსება: ამ მოდულების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 16 ტერაბაიტს. დანარჩენი მახასიათებლები ასეთია: microSD სლოტი, განათების მქონე კლავიატურა, ორი ინტერფეისი Thunderbolt 4 და სამი USB 3.2 Gen 2 პორტი, ორი ვიბროძრავი, ქსელის მოდემი 4G/LTE. ბატარეას ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2p9cenz9
  14. 31 მარტს ევროპარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო საკითხების კომიტეტი (ECON) კენჭს უყრის დებულებაში ცვლილებებს თანხების გადარიცხვისას კონტრაგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ. წინადადება გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას, განაცხადა Unstoppable Finance-ის განვითარების მენეჯერმა პატრიკ ჰანსენმა. ჰანსენის თქმით ხსენებული ზომა FATF-ის „სამოქმედიო წესების“ განხორციელებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი ავალდებულებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერებს, როგორებიცაა ბირჟები და კასტოდიალური სერვისები - გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების შესახებ ტრანზაქციების გადაცემისას. ევროპარლამენტი ამჟამად შემოთავაზებულ ცვლილებებს განიხილავს. ჰანსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანოს მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის ვარიანტი ამკაცრებს მოთხოვნებს მონაცემთა შეგროვებისა და გაცვლის შესახებ არაკასტოდიალური საფულეებით ოპერაციების განხორციელებისას. „თავდაპირველი წინადადებისგან განსხვავებით, რომელიც მოითხოვდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების შეგროვებას (მაგრამ არა გადამოწმებას) არა-ჰოსტინგურ საფულეზე გადატანისას, პროექტი მოითხოვს „დაამოწმოს ინფორმაციის სიზუსტე ინიციატორისა და არაჰოსტინგ საფულის მიღმა მყოფი ბენეფიციარის შესახებ.“, - დაწერა მან. სპეციალისტმა განმარტა, რომ ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია არაკასტოდიალური კონტრაგენტის შემოწმება. მისი აზრით კანონპროექტი ამჟამინდელი სახით კრიპტო კომპანიებს აიძულებს უარი თქვან ტრანზაქციებზე ასეთ სერვისებთან, რათა შეესაბამებოდნენ მარეგულირებელ მოთხოვნებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობის ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ „დამატებითი სპეციალური ღონისძიებების შემოღების შესაძლებლობას, რათა შემცირდეს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია არაჰოსტინგ საფულეებიდან განხორციელებულ გადარიცხვებთან - მათ შორის პოტენციური შეზღუდვების შემოღებით“. ”ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიას შეუძლია მთლიანად აკრძალოს ტრანზაქციები არა-ჰოსტინგ საფულეებთან დაკავშირებით, რაც უკვე იყო შემოთავაზებული ზოგიერთი დეპუტატის მიერ წინა პროექტში”, - განმარტა ჰანსენმა. სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში შემოთავაზებულია ინფორმაციის გაცვლა ყველა კრიპტო ტრანზაქციის შესახებ მიუხედავად მათი მოცულობისა. ამავდროულად, ფიატური ვალუტისთვის მინიმალური ზღვარი 1000 ევროა. „ციფრული აქტივების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კრიმინალური ქმედებებისა და ფულის გათეთრებისთვის ხელშეწყობის, დაფინანსებისა და დამალვის მიზნით განხორციელებული ტრანსფერების იდენტიფიკაციის გასაადვილებლად კრიპტო ტრანზაქციებზე მინიმალური ზღვარი არ უნდა დაწესდეს“, - ნათქვამია პროექტში. ECON-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს. საბოლოო მიღებამდე შესაძლოა დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ადრე ECON-მა ხმათა მრავლესობით მიიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. საბოლოო ვერსიაში არ შევიდა შესწორება კონსენსუს Proof-of-Work-ის ალგორითმზე მაინინგის აკრძალვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადებას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტოსაფულეების მომხმარებლების სავალდებულო შემოწმებას. https://tinyurl.com/27kk3muh
  15. ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla Inc.-ის გენერალური დირექტორი სერიოზულად ფიქრობს სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ახალი პლატფორმის შექმნაზე. მილიარდერმა ამის შესახებ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ. ფოტოს წყარო: REUTERS/Patrick Pleul „შეგიძლიათ შექმნათ ახალი სოციალური მედიის პლატფორმა, @elonmusk? ქსელი, რომელიც შედგება ღია კოდის ალგორითმისგან, სადაც სიტყვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლების (პრინციპების) პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და სადაც პროპაგანდა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი? ვფიქრობ, რომ ასეთი პლატფორმა საჭიროა“, - ჰკითხა მასკს Pranay Pathole-მა, IT სპეციალისტმა ინდოეთიდან. - "სერიოზულად ვფიქრობ ამაზე", - უპასუხა მასკმა. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა ჩაატარა გამოკითხვა თავის Twitter-ზე, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, თვლიდნენ თუ არა, რომ Twitter იცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპს. მომხმარებელთა 70%-ზე მეტმა უარყოფითად უპასუხა. ფოტოს წყარო: Twitter ბოლო დროს ილონ მასკი აკრიტიკებს Twitter-სა და კომპანიის პოლიტიკას. მისი თქმით სოციალური ქსელი ძირს უთხრის დემოკრატიას სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობის გამო. თუ მასკი გადაწყვეტს შექმნას ახალი პლატფორმა, ის შეუერთდება მზარდი რაოდენობის ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებად იმ იმედით, რომ მოიზიდავენ მომხმარებლებს, რომლებიც თვლიან, რომ არსებული პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Facebook * და YouTube, არ იცავენ სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ვერცერთი ახლადშექმნილი სოციალური ქსელი, მათ შორის, დონალდ ტრამპის Truth Social, Gettr, Parler და ვიდეო საიტი Rumble, ვერ მიუახლოვდა ზემოთაღნიშნულ პლატფორმებს აუდიტორიის წვდომითა და პოპულარობით. *Facebook შედის იმ საზოგადოებრივ გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების სიაში, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მათი საქმიანობის ლიკვიდაციის ან აკრძალვის შესახებ 2002 წლის 25 ივლისის №114-FZ ფედერალური კანონით გათვალისწინებული „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ " https://tinyurl.com/3vjtnxar
  16. კომპანია NVIDIA-მ დააანონსა სპეციალიზებული მოწყობილობა Clara Holoscan MGX - თანამედროვე პროგრამულ-აპარატული პლატფორმა, რომელიც ოპტიმიზებულია ჯანმრთელობის დაცვისთვის განკუთვნილ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებსა და სამედიცინო ვიზუალიზაციაზე. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამედიცინო სფეროს მოწინავე მოწყობილობების შექმნას. Clara Holoscan MGX მოიცავს მაღალი წარმადობის საწარმოო მოდულ NVIDIA Jetson AGX Orin-ს, ამაჩქარებელ RTX A6000-სა და 200GbE-SmartNIC ConnectX-7-ს. სიჩქარის დიაპაზონია 254-დან 619 Tflops-ამდე. MGX შეავსებს კომპანიის სხვა, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობებს, დატვირთვის ნაწილს გადაანაწილებს პერიფერიაზე და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს - წარუდგინოს ახალი SaaS-გადაწყვეტილებები სამედიცინო დაწესებულებებს, ლაბორატორიებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს და ა.შ. ფოტოს წყარო: NVIDIA MGX-ის სტეკის ბირთვები მოიცავს Yocto Linux-ის ნაკრებს, პლატფორმის მხარდამჭერი აღჭურვილობის ნაკრებს, Input/output დრაივერებს, NVIDIA-ს ბიბლიოთეკას ინფერენსისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვის აჩქარებისთვის, აგრეთვე რეფერენსულ აპლიკაციებს. გარდა ამისა, პლატფორმისთვის ოპტიმიზებულია მთელი რიგი პოპულარული ფრეიმვორკები და მოდელები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, ბიოლოგიაში, გენომიკაში და ა.შ. გათვალისწინებულია ფუნქციები სისტემის დისტანციურად მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის. პლატფორმა Clara Holoscan MGX ოპტიმიზებულია რეალურ დროში მოქმედ, დაბალი შეყოვნების მქონე აპლიკაციებზე. MGX შესაფერისია არა მხოლოდ ინსტრუმენტული გამოკვლევების სწრაფი, ინტელექტუალური დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციისთვის, არამედ, მაგალითად, ქირურგიული რობოტების ან რადიოთერაპიის განყოფილებების სამართავად. სამედიცინო მოწყობილობების შექმნა ხორციელდება Clara Holoscan SDK-ისა და დეველოპერების ნაკრებების მეშვეობით. პლატფორმა უზრუნველყოფილია ათწლიანი ტექნიკური მხარდაჭერით და დოკუმენტაციით IEC 60601 / IEC 62304 სერტიფიკაციისთვის. კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია MGX-ის სტეკის ბირთვს დაემატოს დამატებითი კომპონენტები და აპლიკაციები. პლატფორმაზე ადრეული წვდომა გაიხსნება 2023 წლის პირველ კვარტალში. https://tinyurl.com/ysr87um2
  17. კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები რისკებს უქმნის აშშ-ის ფინანსურ სისტემას და საჭიროებს ახალი კანონების შემუშავებას მათ დასარეგულირებლად. ამის შესახებ ფედერალური რეზერვების სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა - წერს Associated Press. „Stablecoin-ები, CBDC და ზოგადად ციფრული ფინანსები საჭიროებს ცვლილებებს არსებულ კანონებსა და რეგულაციებში ან სრულიად ახალი წესების შემუშავებას. [...] არსებობს პოტენციური ფინანსური სტაბილურობის პრობლემები ზოგიერთ პროდუქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მათი ქცევა ბაზარზე არსებული სტრესის დროს“, - განაცხადა მან. მონეტარული ხელისუფლების ხელმძღვანელის თქმით წესები უნდა შეესაბამებოდეს „რაც საქმიანობაა, ისეთივე რეგულირების“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ტრანზაქციები უნდა დარეგულირდეს ისევე, როგორც ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. პაუელის თქმით კრიპტოვალუტები გამოიყენებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის. მისი აზრით ხელისუფლებებმა უნდა აღკვეთონ ეს, რათა ციფრული აქტივები ფართოდ გავრცელდეს. პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტებს, „შეიძლება ვერ გააცნობიერონ პოტენციური ზარალის მასშტაბი“. ასევე, ასეთ ინვესტიციებს არ გააჩნია სახელმწიფო დაცვა ისე, როგორც ეს ხდება ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტებისა და სერვისების შემთხვევაში. Stablecoin-ებს რაც შეეხება, პაულემა აღნიშნა უსაფრთხოების ზომებისა და ემისიის მოცულობას შორის შეუსაბამობის რისკები. მან თქვა, რომ ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო დოლარის ციფრულ ვერსიაზე მუშაობა, მაგრამ გადაწყვეტილება მის გამოშვებაზე ჯერ არ არის მიღებული. შეგახსენებთ, რომ იანვარში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წარმოადგინა ანგარიში CBDC-ის კვლევის შედეგების შესახებ. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ სპეციალური ციფრული ფორმის გამოჩენა აშშ დოლარს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. 9 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირების კუთხით. დოკუმენტი ავალდებულებდა მარეგულირებლებს განეხილათ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. ადრე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სააგენტო Stablecoin-ებს მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს ინვესტორებისა და ბაზრის მთლიანობისთვის და ასევე მოითხოვა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. https://tinyurl.com/2p86aknc
  18. AMD Ryzen პროცესორების შემდეგ სერიაში მოსალოდნელია TDP-ის დონის მატება - მიიჩნევენ ინსაიდერები. ერთ-ერთმა ცნობილმა ინფორმატორმა @greymon55 დააზუსტა, რომ Ryzen 7000 სერიაში იგეგმება მოდელები TDP-ის 65, 105 და 170 ვატი დონით, ამასთან ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ზედა სეგმენტში - Ryzen 9 სერიის 12- და 16-ბირთვიან მოდელებში. წყარო: Twitter @greymon55 გავრცელებული ცნობების თანახმად უფროსი მოდელი, რომელსაც აქვს 16 ბირთვი და დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, მიიღებს 170-ვატიან TDP-ის დონეს, 12-ბირთვიანი მოდელი კი - 105-ვატიანს. ესენი იქნება X კლასის მოდელები ოვერქლოქინგის მხარდაჭერით. აჩქარების შესაძლებლობის გარეშე არსებული ანალოგიური მოდელები ოპტიმიზებული იქნება უფრო დაბალ სიხშირეებზე მუშაობისთვის 65 ვატის ფარგლებში. მომდევნო სერიაზე გადასვლისას TDP-ის დონის ასეთი მატება შესაძლოა აიხსნას სამუშაო სიხშირეების მნიშვნელოვანი ზრდით, AMD-მ უკვე გვიჩვენა, რომ ახალ პროცესორებს შეუძლია ყველა ბირთვზე 5 გჰც-ის შენარჩუნება. TDP-ის დონის გაზრდაში მცირე წვლილს ასევე შეიტანს ინტეგრირებული გრაფიკა. მიიჩნევა, რომ Ryzen 7000 სერიის პროცესორების უმეტესობას ექნება ვიდეობირთვი RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე. https://tinyurl.com/mre57w8b
  19. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი CreatorPro Z17 - მობილური სამუშაო სადგური აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Windows 11 Home-ით ან Windows 11 Pro-თი. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპს აქვს QHD+ ფორმატის 17-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. გარდა ამისა, ეკრანზე მუშაობა შესაძლებელია სტილუს MSI Pen-ის მეშვეობით. ლეპტოპში მოცემულია 14-ბირთვიანი პროცესორი Core i9-12900H - ექვსი ბირთვი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 5.0 გჰც-ს შეადგენს. კომპიუტერი დაკომპლექტებული იქნება დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით NVIDIA RTX A5500 ან RTX A3000. ხელმისაწვდომია Intel Killer Wi-Fi 6E AX1675 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Dynaudio ოთხი დინამიკით, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრეა 2 ვატი, აგრეთვე ხელმისაწვდომია თითის ანაბეჭდის სკანერი. DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის კლავიატურა SteelSeries ღილაკების ინდივიდუალური RGB-განათებით. ლეპტოპების ზომაა 382 × 260 × 19 მმ, წონა - 2.49 კგ. ფასი შეადგენს 3499 ევროს. https://tinyurl.com/5dsn6efn
  20. არასტაბილურობისა და leverage-ის ზრდა დერივატივების ბაზარზე მიუთითებს Bitcoin-ის ფასის ცვალებადობის მკვეთრი ზრდის დაწყების ალბათობაზე. ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. ვიწრო დიაპაზონში ვაჭრობის ფონზე ბოლო ორი თვის განმავლობაში სავარაუდო არასტაბილურობის დონემ Bitcoin-ოფციონების ბაზარზე გადააჭარბა 60%-70%-იან დიაპაზონს. ადრე ანალოგიური დინამიკა შეინიშნა 2021 წლის მაისში მომხდარი ვარდნის წინა დღეს, ასევე შორთების ლიკვიდაციისას ივლისსა და ოქტომბერში. წყარო: Glassnode. Bitcoin-ფიუჩერსების ბაზარზე ღია ინტერესმა მიაღწია პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის 1.94%-ს. ადრე 2%-იანი ზღვრის გადალახვა განაპირობებდა leverage-ის მკვეთრ შემცირებას. ანალოგიური სურათი ჩამოყალიბდა უვადო კონტრაქტების ბაზარზე - „რისკის ზონაში“ შევიდა BTC-ის მთლიანი საბაზრო ღირებულების 1.28% OI. წყარო: Glassnode. ექსპერტების აზრით სპოტ ბაზარზე ყველაზე დიდი შესყიდვის აქტივობა კონცენტრირებულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე, ხოლო გამყიდველების ძირითადი ზეწოლა ამჟამად აზიაშია ფორმირებული. ამგვარი ტენდენციები 2020 წლიდან გამოჩნდა. დასავლელი ტრეიდერების რეაქცია ექსპერტებმა ახსნეს ფედერალური რეზერვების სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ულტრარბილი მონეტარული პოლიტიკით, რამაც გამოიწვია ფიატის შემსყიდველების რაოდენობის შემცირება. მათი აზიელი ოპონენტების გაყიდვების დომინირებიდან გამომდინარე მათ დაინახეს თავშეკავებული მოლოდინები COVID-19 პანდემიის გავლენისა და გრძელვადიანი ლიკვიდაციის გამო 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბაზრის მწვერვალზე ყოფნის შემდეგ. ამჟამად Onchain-ინდიკატორები შეესაბამება დათვურ ბაზარს. ახალი Bitcoin-მისამართები იზრდება დღე-ღამეში დაახლოებით 110 000-იანი ტემპით, რაც ზომიერ ზრდას დემონსტრირებს. მსგავსი ვითარებაა ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ: 14-დღიანი მოძრავი შუალედი იმყოფება 215 000-იან ნიშნულზე, რაც დამახასიათებელი იყო 2019-2020 წლებისთვის. წყარო: Glassnode. ამჟამად გაიზარდა მსხვილი ტრანზაქციების წილი ( 1 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის) – 2021 წლისთვის დამახასიათებელი 50%-იდან ამჟამინდელ 65%-70%-მდე. მთლიანი მოცულობის ინდიკატორის შემცირების ფონზე ეს ვითარება მიუთითებს დაცემის სცენარის ალბათობის განხორციელებაზე, გვაფრთხილებენ ექსპერტები. წყარო: Glassnode ჰოდლერების განკარგულებაში არსებული მოცულობა სტაგნაციას განიცდის ოქტომბერში ახალი რეკორდის დამყარების შემდეგ. ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გრძელვადიანი ინვესტორების მიერ Bitcoin-ების დაგროვებამ ბოლო პერიოდში დააბალანსა მათი დანახარჯები. წყარო: Glassnode. იანვარში ზრდა დაიწყო იმ მონეტების რაოდენობამ, რომელთა მეშვეობით ტრანზაქციები განხორციელებული იყო სამიდან ექვს თვემდე პერიოდში - ჰოდლერების კატეგორიაში გადასვლის პოტენციალი. ამ პერიოდში მაჩვენებელი გაიზარდა 480 000 BTC-ით, რაც რაოდენობრივად ახლოსაა 2020 წლის მარტში ვარდნის შემდეგ პერიოდში დაგროვებულ 510 000 BTC-თან. ამგვარი ტენდენციის შენარჩუნება მიუთითებს Bitcoin-ის მთლიანი მიწოდების ამ ნაწილის ფასების მგრძნობელობის შემცირებაზე. ხარებისთვის ამას კონსტრუქციული ხასიათი ექნება. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, 22 მარტს Bitcoin-მა დააფიქსირა 43 000 აშშ დოლარიანი დონე. DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ნაიჯელ გრინმა მარტის განმავლობაში Bitcoin-ის 50 ათას აშშ დოლარამდე ზრდა ივარაუდა. https://tinyurl.com/59yvbumw
  21. პორტალ GPUOpen-ზე გამოჩნდა ახალი დეტალები მასშტაბირების განახლებულ ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution 2.0-ის შესახებ. კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერილი გრაფიკული პროცესორების პირველადი ჩამონათვალი, ტექნოლოგიის მუშაობის რეჟიმები და სხვა დეტალები. ფოტოს წყარო: AMD Community FSR 2.0 ტექნოლოგიის მოთხოვნები წარმადობის მიმართ კვლავ მაღალია, ტექნოლოგია კვლავ მხარდაჭერილია არა ყველაზე თანამედროვე სერიის ვიდეო დაფებში, არამედ ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე საშუალო და უფრო მაღალი სეგმენტის დაფებში. მაგალითად, 1080p გაფართოებისთვის რეკომენდებულია NVIDIA GeForce GTX 1070 ან Radeon RX 590. Xbox-თამაშების დეველოპერებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ტექნოლოგია. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Ultra Performance-ის ხარისხის ოთხი დონე Quality-მდე. პირველ შემთხვევაში ტექნოლოგიას შეუძლია გამოსახულების ზომა ცხრაჯერ გაზარდოს - 640×360-დან 1080p გაფართოებამდე. წყარო: AMD, GPUOpen თამაშებთან FSR 2.0 ტექნოლოგიის ინტეგრაციაზე დახარჯულ დროს რაც შეეხება, კომპანია მიიჩნევს, რომ პროექტებს, რომლებშიც უკვე რეალიზებულია კონკურენტ ტექნოლოგია NVIDIA DLSS 2.x-ის მხარდაჭერა, დასჭირდებათ 3 დღე, Unreal Engine-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პლაგინიც შეამცირებს ინტეგრაციის დროს. ინტეგრაციისთვის საჭიროა 4 კვირა და მეტი, თუკი თამაშში არ არის ჩაშენებული რენდერინგისა და დისპლეიზე გამოსახულების ასახვის სხვადასხვა მხარდაჭერა, ასევე თუ არ გააჩნია მოძრაობის ვექტორების გამოკვლევის შესაძლებლობა. თუ ამგვარი შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, საჭირო იქნება დაახლოებით 2 კვირა TAA-ს მხარდაჭერის შესაბამისად. კომპანიამ ასევე მოკლედ ისაუბრა წარმადობაზე გავლენის შესახებ და გთავაზობთ დამატებით შედარებებს - შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 150 მბ მოცულობის მაღალი ხარისხის სურათები. https://tinyurl.com/yjmzrpbs
  22. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Summit E14 Flip Evo A12 ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake მე-12 თაობის Core პროცესორით. ფოტოს წყარო: MSI ჰიბრიდულ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი QHD+ ფორმატის სენსორული დისპლეი გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი და 100%-იანი ფერთა გამა DCI-P3. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა მოწყობილობა პლანშეტის რეჟიმში გადავიდეს. მხარდაჭერილია მართვა სპეციალური ელექტრონული ფანქრით. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-1260P თორმეტი ბირთვით, რომელთაგან ოთხი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.7 გჰც-ს. ჩიპის შემადგებლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტრანსფორმერი ლეპტოპის LPDDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 32 გბ, NVMe SSD-ის - 1 ტბ-მდე. ხელმისაწვდომია Killer Wi-Fi 6E AX1675 (2x2) და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა განათებით და აუდიოსისტემა 2x2 ვტ სიმძლავრის სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისი Thunderbolt 4, პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI კონექტორი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, microSD სლოტი. ლეპტოპის ფასი 1500 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/4vmm78rj
  23. იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა განაცხადა, რომ წლის მეორე კვარტალში გეგმავს Nasdaq-ზე შესვლას Thunder Bridge Capital Partners IV-თან (THCP) 1.25 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების SPAC-გარიგების მეშვეობით. გარიგების დასრულება მოსალოდნელია მეორე კვარტალში. აქციებს მიენიჭება ტიკერი CNCK. გაერთიანებული კომპანია შეფასდა 1.25 მლრდ აშშ დოლარად. Coincheck-ის მთავარ აქციონერ Monex Group-ის წილი 82%-ს შეადგენს. THCP 237 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ FSA-ს მიერ რეგულირებული პლატფორმა ემსახურება 1.5 მილიონ ვერიფიცირებულ მომხმარებელს, სთავაზობს ყველაზე მეტ კრიპტო აქტივსა და IEO შესაძლებლობებს იაპონურ ბირჟებს შორის. 2018 წელს Coincheck-მა განიცადა კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაჰაკვა. პლატფორმიდან მოიპარეს ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა NEM. იანვარში Apifiny კრიპტო ბირჟა Apifiny-მ გამოაცხადა, რომ Nasdaq-ში შევა SPAC გარიგების მეშვეობით. https://tinyurl.com/75jfm9pw
  24. კონფერენცია GTC 2022-ის ფარგლებში კომპანია NVIDIA-მ წარადგინა Ampere თაობის ექვსი ახალი პროფესიონალური მობილური გრაფიკული ამაჩქარებელი: მოდელები NVIDIA RTX A5500, RTX A4500, RTX A3000 12 გბ, RTX A2000 8 გბ, RTX A1000 და RTX A500. ყველა მათგანი განკუთვნილია მობილური სამუშაო სადგურებისა და პროფესიონალური ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ახალ ვიდეო დაფებს აქვთ ტექნოლოგიების საფირმო ნაკრებ NVIDIA Max-Q-ს მხარდაჭერა: Dynamic Boost, CPU Optimizer, Rapid Core Scaling, WhisperMode, Battery Boost, Resizable BAR და NVIDIA DLSS. გარდა ამისა, კომპანია მიუთითებს, რომ მითითებულ ვიდეო დაფებში გამოყენებულია მეორე თაობის RT-ბირთვები და მე-3 თაობის Tensor ბირთვები, რაც გასაკვირი არ არის Ampere არქიტექტურისთვის. NVIDIA RTX A5500 ფლაგმანური მოდელების შემადგენლობაში გამოიყენება ჩიპი 7424 CUDA ბირთვით, 58 RT-ბირთვით და 232 Tensor-ბირთვით. დაფას აქვს 16 გბ მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 512 გბ/წმ. NVIDIA RTX A4500-ის შემადგენლობაში შედის 5888 CUDA ბირთვი, 46 RT-ბირთვი და 184 Tensor-ბირთვი. ამ ამაჩქარებელსაც აქვს 16 გბ მეხსიერება სიჩქარით 512 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A3000-ს აქვს 4096 CUDA ბირთვი, 32 RT-ბირთვი და 128 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 12 გბ. მისი მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 336 გბ/წმ-ს. სამივე მათგანში გამოყენებულია შეცდომების კორექციის ECC ფუნქციები, რაც ზრდის მუშაობის სტაბილურობის დონეს. NVIDIA RTX A2000 მოდელს აქვს 2560 CUDA, 20 RT და 80 Tensor-ბირთვი. მეხსიერების მოცულობაა 8 გბ სიჩქარით 224 გბ/წმ. მოდელ NVIDIA RTX A1000-ში მოცემულია 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. გარდა ამისა, მითითებულია 4 გბ მეხსიერება სიჩქარით 224 გბ/წმ. უმცროს მოდელ NVIDIA RTX A500-ს აქვს 2048 CUDA, 16 RT და 64 Tensor-ბირთვი. დაფის მეხსიერების მოცულობაა 4 გბ, სიჩქარე - 112 გბ/წმ. სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააზიარა წარმოდგენილი ახალი პროდუქტების სრული ტექნიკური მახასიათებლები, ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია მათი GPU-ების სიხშირის შესახებ. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული ლეპტოპის კონფიგურაციაზე. ყველა ახალი დაფა ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო მწარმოებლებისა და NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მობილურ სადგურებში, რომელთა შორისაა Acer, ASUS, BOXX Technologies, Dell Technologies, HP, Lenovo და MSI. ამ პროფესიონალური ვიდეო დაფების მქონე მობილური სამუშაო სადგურები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. https://tinyurl.com/2frfb586
  25. კომპანია AMD-მ წარადგინა Instinct MI210 ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში გამოსაყენებლად. სიახლე აღჭურვილია ერთი GPU-ით, რომელიც პირველ რიგში განსხვავდება ადრე წარმოდგენილი ფლაგმანური Instinct MI250-ისა და MI250X-ისგან. Instinct MI210 დაფუძნებულია CDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც Radeon ვიდეო დაფებში გეიმინგ RDNA 2-ისგან განსხვავებით გამიზნულია კონკრეტულად გამოთვლებზე. გამოყენებულია ჩიპი 104 გამომთვლელი ბლოკით, რომლებიც ფლობენ 6656 ნაკადურ პროცესორს. ჩიპის ერთ ფირფიტაზე განთავსებულია 64 გბ HBM2E მეხსიერება 4096-ბიტიანი ინტერფეისით და ECC მხარდაჭერით. მეხსიერების სიჩქარე 1.6 ტბ/წმ-ის ტოლია. ამაჩქარებელი დამზადებულია გაფართოების ბარათის ფორმატში PCIe 4.0 ინტერფეისით. დაფას აქვს ინტერფეისი Infinity Fabric ორი ან ოთხი დაფის გაერთიანებისთვის ერთი სისტემის ფარგლებში. Instinct MI210-ში დამატებითი კვებისთვის მოცემულია მხოლოდ ერთი 8-პინიანი კონექტორი, რომელიც მოიხმარს არაუმეტეს 225 ვატს. ამასთან TDP-ის დონე 300 ვატს შეადგენს. დაფას გააჩნია პასიური რადიატორი, რომლიც მეშვეობით სერვერის ქულერებმა ჰაერი უნდა გაატარონ. რაც შეეხება წარმადობას, AMD-ს განცხადებით Instinct MI210-ს მეტად მაღალი მაჩვენებლები აქვს. FP 32 და FP64 ვექტორულ ოპერაციებში სიჩქარე აღწევს 22.6 Tflops-ს, მატრიცულ FP32 და FP64 ოპერაციებში - 45.3 Tflops-ს. FP16 და bfloat16 ოპერაციებში წარმადობის დონე აღწევს 181 Tflops-ს, INT8-ში - 181-ს. AMD ასევე აცხადებს, რომ MI210 მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირ კონკურენტ NVIDIA A100 40GB-ს მაღალი წარმადობის გამოთვლებში. AMD-მ განაცხადა, რომ Instinct MI210 ამაჩქარებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება შემდეგი კომპანიების სისტემებში - ASUS, Colfax, Dell, Exxact, Gigabyte, HPE, KOI, Lenovo, Nor-Tech Supermicro და Penguin. https://tinyurl.com/5n8w2da2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.