Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung Electronics-სა და LG Display-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი OLED პანელების მიწოდებაზე ძირითადად შესაბამისი პროდუქტების დაბალბიუჯეტურ სეგმენტზეა ორიენტირებული. ამის შესახებ გამომცემლობა The Elec გვაცნობებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: LG Display კომპანია Samsung შემოსავლის თვალსაზრისით უმსხვილესია, იგი მიმდინარე წელს პირველად უშვებს OLED-მოდელებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ტელევიზორებისთვის განკუთვნილ პანელებს იგი Samsung Display-სა და LG Display-სგან შეისყიდის. LG Display-სთან მიმართებაში კომპანია Samsung ძირითად ყურადღებას ამახვილებს M-სერიის OLED-პანელების შეძენაზე, რომელზე იაფი მოდელები LG-ს პორტფოლიოში არ არსებობს. ცნობილია, რომ კომპანია უშვებს სამი სერიის OLED-პანელებს: R, P და M. R მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და უზრუნველყოფს 200 ნიტ სიკაშკაშეს, P და M – 180 და 150 ნიტს, შესაბამისად. Samsung-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს ტელევიზორების ღირებულება, სწორედ ამიტომ ყიდულობს ყველაზე დაბალბიუჯეტურ ვარიანტებს - პანელების ღირებულებაზე მოდის ტელევიზორის ფასის მესამედი. The Elec-ის წყაროების თანახმად Samsung აპირებს ისარგებლოს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ბრენდის პოზიციით დაბალბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. ამავდროულად, LG თავისი ტელევიზორების სერიაში იყენებს სამივე სერიის LG Display მოდელებს. ამასთან, Samsung-მა LG-ს სთხოვა 200-ნიტიანი R-სერიის პანელების გაყიდვა უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მოკლედ, წყაროები თვლიან, რომ LG Display-ს მხრიდან უარის ალბათობა საკმაოდ დიდია - Sony-ს და LG Electronics-საც კი LG Display-ს პროდუქცია უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე Samsung ითხოვს. წლის დასაწყისში უკვე გავრცელდა ცნობა, რომ Samsung ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს LG Display-ზე - იგი აქცენტს აკეთებს შესყიდვების დიდ მოცულობებზე და მომწოდებლისგან ითხოვს საფასურის შემცირებას. https://tinyurl.com/vpv38wcf
  2. კრიპტო პლატფორმა Binance-მა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს BNB Beacon Chain ქსელის განახლებას და ჰარდფორკს. განახლება განხორციელდება ბლოკის 234.560.000 დონეზე 12 აპრილს. განცხადების თანახმად განახლებამდე ცოტა ხნით ადრე პლატფორმა გათიშავს თანხების შეტანა-გატანის შესაძლებლობას BNB Chain ეკოსისტემაში. ოპერაციები განახლდება, როდესაც კომპანია „დარწმუნდება ქსელის სტაბილურ მუშაობაში“. BNB Beacon Chain მართვის ქსელისთვის განკუთვნილი ჰარდფორკი Descartes მოიცავს BIP-128 წინადადების გააქტიურებას, რომელიც შექმნილია BNB Chain-ის სტეიკინგის ჯილდოს განაწილების სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. განახლების შედეგად შემცირდება დატვირთვა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინის ე.წ. breath-ბლოკზე. მასზე განაწილდება მხოლოდ ვალიდატორების საკომისიოები. დელეგატების ჯილდოს განათავსებენ ცალკე საცავში და შემდეგ პაკეტებად გადასცემენ ბენეფიციარებს. BIP-128 ასევე ადგენს პაკეტის მოცულობას, რომელიც საჭიროა ჯილდოს დროულად განაწილებისთვის. წყარო: GitHub „დელეგატებზე ძირითადი გავლენა არის ის, რომ შეთავაზების გააქტიურების შემდეგ ისინი მიიღებენ ჯილდოებს მცირე დაგვიანებით. თუმცა, ეს შეფერხება შედარებით მცირეა და მისი იგნორირება შესაძლებელია სტეიკინგის პროცესის კონტექსტში“ - აღნიშნეს დეველოპერებმა. ჰარდფორკი Descartes გაააქტიურეს ტესტნეტ BNB Beacon Chain-ში მიმდინარე წლის 15 მარტს. ადრე Binance Smart Chain ეკოსისტემის გუნდმა განახორციელა პროექტ BNB Chain-ის რებრენდინგი. მასში შედის: • BNB Beacon Chain მართვის ქსელი (ყოფილი Binance Chain); • Blockchain BNB Smart Chain (BSC) - ყოფილი Binance Smart Chain; • EVM-თან თავსებადი კონსენსუსის დონეები, მულტიჩეინ-ჰაბების ჩათვლით. იანვარში BNB Chain-ის დეველოპერებმა წარადგინეს ეკოსისტემის განვითარების 2022 წლის გეგმა. https://tinyurl.com/4nwye24e
  3. მარტი და აპრილი Tesla-სთვის აღინიშნა ორი ახალი საწარმოს გახსნით - გერმანიასა და ტეხასის შტატში. პირველი ქარხნიდან კომპანია გეგმავს წელიწადში 500 ათასი მანქანის გამოშვებას, მეორეზე კი უფრო დიდი ფსონია დადებული. ოსტინის კონვეირზე არსებული პროდუქციის ასორტიმენტი იქნება უფრო ფართო, საწარმოო სიმძლავრე კი გაიზრდება წელიწადში 1 მილიონი ელექტრომობილის წარმოებამდე. ფოტოს წყარო: Tesla როგორც Bloomberg აღნიშნავს, ასეთი განცხადება ილონ მასკმა გააკეთა ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ახალი მანქანათმშენებელი საწარმოს გახსნას ეძღვნებოდა. როგორც მასკმა აღნიშნა, სურს, რომ დროთა განმავლობაში Tesla-მ დაიკავოს მსოფლიო ავტობაზრის 20%. ეს განცხადება ეხმაურება კომპანიის სწრაფვას - 2030 წლისთვის ყოველწლიურად გამოუშვას 20 მილიონი ელექტრომობილი მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ამ დროისთვის ყოველწლიურად გაიყიდება დაახლოებით 100 მილიონი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. თუკი ტექსასის ახალი ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს დავუბრუნდებით, მომავალი წლიდან იგი უკვე აითვისებს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის, სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster-ისა და რობოტ-ჰუმანოიდ Bot-ის (Optimus) წარმოებას. ამჟამად ქარხნიდან უკვე გამოდის ქროსოვერი Tesla Model Y, რომელსაც აქვს 4680 ტიპის უჯრედებზე აწყობილი ბატარეები. ზოგადად, ე.წ. Cyber Rodeo ჩვეულებრივ ბაზრობას წააგავდა, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ატრაქციონები, როგორიცაა მექანიკური ხარები და ტირი, იყიდებოდა Tesla-ს ბრენდის სუვენირები და დამსწრეებს სთავაზობდნენ სწრაფი კვებისა და სასმელების ფართო არჩევანს. მოეწყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი - მოამზადონ პერსონალი Tesla-ს ახალი საწარმოსთვის. დროთა განმავლობაში აქ დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც ტექსასის შტატში მუშახელის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საკმაოდ ამბიციური მიზანია. https://tinyurl.com/4t3zrn8j
  4. პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. ფოტოს წყარო: EVGA ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. ფოტოს წყარო: BisoBiso EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. ფოტოს წყარო: EVGA გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. https://tinyurl.com/2t2msyr7
  5. კომპანია Block-მა (ყოფილი Square), რომელსაც Twitter-ის ყოფილი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ჯეკ დორსი უდგას სათავეში, პარტიორ Blockstream-თან ერთად დაიწყო Bitcoin-ის მოპოვებისთვის მაინინგ-ფერმის პროექტის რეალიზაცია ტექსასში. ელექტროაღჭურვილობა უზრუნველყოფილი იქნება Tesla-ს მზის ბატარეებითა და აკუმულატორებით. Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ისაუბრა ახალ პროექტზე ღონისძიება Bitcoin Conference 2022-ზე მაიამიში. მან განმარტა, რომ პლატფორმაზე გამოყენებული იქნება Tesla-ს დიდი ზომის ბატარეები. ბეკმა არ მიუთითა ობიექტის ზუსტი მდებარეობა. ბაზარმა ახალი ამბები სკეპტიკურად მიიღო: Tesla-ს აქციების ფასი დაეცა 2.1%-ით, Block-ის აქტივებმა დაკარგეს ფასის 1.4%, ხოლო Blockstream არ ვაჭრობს ბირჟაზე - იგი კერძო კომპანიაა. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკისა და Twitter-ის თანადამფუძნებელ ჯეკ დორსის ინტერესები კიდევ ერთხელ დაემთხვა: ადრე დორსიმ დადებითად ისაუბრა მასკის სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოში შესვლის შესახებ, როდესაც მან გამოაცხადა პლატფორმის დიდი წილის შესყიდვა. მასკმა გასული წლის დასაწყისში ენთუზიაზმით დაიწყო საუბარი კრიპტოვალუტებზე - Bitcoin-სა და Dogecoin-ზე. რაღაც მომენტში Tesla-მ Bitcoin-ზე ელექტრომობილების გაყიდვაც კი დაიწყო, რამაც ციფრული აქტივის გაძვირება გამოიწვია. თუმცა, კომპანიამ შემდგომში უარი თქვა ამ იდეაზე იმის გამო, რომ ზოგიერთი ცნობით Bitcoin-ის მაინინგი საზიანოა გარემოსთვის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Block-მა შეისყიდა Intel-ის მაინინგ ჩიპების პარტია - მათი მიწოდება ხდება მაკომპლექტებლების, ან ASIC-მოწყობილობების სახით. ჯეკ დორსიმ, როდესაც Twitter-ის გენერალური დირექტორი იყო, განახორციელა ბლოკჩეინის გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება სოციალურ ქსელში: მან შესაძლებელი გახადა Bitcoin-ის მიღება და დაამატა NFT-ფოტოების პროფილის სურათად დაყენების შესაძლებლობა. Tesla ასევე აგრძელებს ინვესტირებას Bitcoin-ში: ამდროინდელი მონაცემებით მანქანათმშენებელი კომპანიის განკარგულებაში არსებული ციფრული აქტივების ღირებულება 2.48 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2braees3
  6. ბევრი ელოდა, რომ AMD ვიდეოდაფების ბაზარზე NVIDIA-ს წილის რამდენიმე პროცენტს წაართმევდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოვიდოდა ფლაგმანური დაფა, რომელიც ყველაზე სწრაფ მოდელებს გაუწევდა კონკურენციას. ზოგი ოცნება სრულდება - Radeon RX 6900 ХТ მართლაც სწრაფია, თუმცა GeForce RTX 3090 დაფის უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბაზრო წილთან მიმართებაში კი ვითარება ჯერ კიდევ ცუდადაა AMD-სთვის, რადგან საწარმოო სიმძლავრეებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მას მოუწია გახლეჩილიყო პროცესორების ბიზნესს, გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და ვიდეო დაფების წარმოებას შორის. ამჯერადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გველოდება მძლავრი სიახლე და ბაზარს გააჯერებს ისტორიაში ყველა სწრაფი და ეფექტური ვიდეო დაფები. RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ჩიპები დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იმ დროს, როდესაც სხვები - 6-ნანომეტრიანი ნორმებით. საუბარია, რა თქმა უნდა, ტაივანურ TSMC-ზე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ჩიპი Navi 33, რომელიც უნდა გახდეს საშუალო ფასის დიაპაზონის ვიდეო დაფების საფუძველი. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ჩიპზე დამყარებული ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა იქნება Radeon RX 7700, რომელიც ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Radeon RX 6900 ХТ, თუმცა უფრო მომგებიანი აღმოჩნდება წარმოების თვალსაზრისით. Radeon RX 7700 დამზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და ექნება 460 კვადრატული მილიმეტრის ფართობის მქონე კრისტალი (Radeon RX 6900 ХТ დაფის მაჩვენებელი 520 მმ2-ია), ამასთან Navi 33-ს ექნება 4096-მდე შეიდერ-ბირთვი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ Navi 23-ს, რომელიც დღეს Radeon RX 6600 სერიის წარმოებაში გამოიყენება, მხოლოდ 2048 შეიდერ-ბირთვი აქვს. გამოდის, რომ საშუალო ფასის დიაპაზონის პირობებში შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლების გაზრდა კრისტალის ფართობის გაზრდის საჭიროების გარეშე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 7700 იქნება არა მხოლოდ Radeon RX 6700-ზე უფრო სწრაფი, არამედ მიაღწევს ამჟამინდელ ფლაგმან Radeon RX 6900 ХТ-მდე. უცნობია, როგორ მოახერხებენ AMD-ის ინჟინრები 7-ნანომეტრიანიდან 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას არქიტექტურული მახასიათებლების ასე გაუმჯობესებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. მიიჩნევა, რომ Navi 33-ს ექნება 256 მბ-მდე Infinity Cache, ვიდეომეხსიერების მოცულობა კი 8 გბ-მდე შემცირდება, რაც შეამცირებს ენერგომოხმარებას მიმდინარე თაობის ფლაგმანებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩიპი ცივი იქნება, პოტენციურ მომხმარებლებს კი მოეწონებათ მისი ფასი (500 აშშ დოლარამდე). Radeon RX 7600 სერიას რაც შეეხება, არსებობს ცნობები 230 ვატამდე ენერგომოხმარებისა და მეხუთე თაობის PCIe სტანდარტის (PCIe 5.0х8) მხარდაჭერის შესახებ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს NVIDIA Ada Lovelace სერია არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ ფასის მხრივაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ცნობები ინსაიდერულია და არ არის ოფიციალურად დადასტურებული. https://tinyurl.com/5xjb36n8
  7. მონიტორ Porsche Design AOC Agon Pro PD32M-ს აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. პანელი შეესაბამება 4K ფორმატს - გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი. ფოტოს წყარო: Porsche Design რეალიზებულია განათების ტექნოლოგია Mini LED, რომელიც ითვალისწინებს მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენებას. მხარდაჭერილია სერტიფიკატი Display HDR 1400 და ადაპტირებადი სინქრონიზაციის საშუალება გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისთვის. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 144 ჰერცს. უზრუნველყოფილია 97%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მაქსიმალური სიკაშკაშე 1600 ნიტს აღწევს. მონიტორის შემადგენლობაში შედის აუდიოსისტემა DTS Sound ორი დინამიკით, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრეა 8 ვატი. კორპუსის უკანა მხარეს წარმოდგენილია მრავალფერი განათება Light FX. გარდა ამისა, გათვალისწინებულია გვერდითი დამჭერები ჰედსეტისთვის. მონიტორს აქვს ორი HDMI 2.1 ინტერფეისი, ერთი DisplayPort, USB Type-C პორტი, ოთხი USB 3.2 და ერთი სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომის ან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის საორიენტაციო ფასი 2000 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/2p9bkf34
  8. კომპანია MicroBT-მ მაიამიში გამართულ კონფერენცია Bitcoin 2022-ზე წარადგინა Whatsminer M50 სერიის Bitcoin-ის ASIC-მაინერები. მოწყობილობები - M50S, M50 და M53 - აღჭურვილია Samsung Corporation-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებით. განცხადების თანახმად მათი ეფექტურობა 15%-ით აღემატება წინა M30 სერიის მაინერების ეფექტურობას, რომლებიც კომპანიამ 2020 წელს გამოუშვა. ახალი მოდელების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თვეში გამოვა 30 ათასი ერთეული. მაინერები შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია. ჰაერით გაგრილების სისტემის მქონე ფლაგმანური მოდელი Whatsminer M50S უზრუნველყოფს 126 TH/s ჰეშრეითს 26 J/TH ენერგოეფექტურობის პირობებში (მოხმარებული სიმძლავრე 3276 ვატია). წყარო: MicroBT. Whatsminer M50 მოდელის მაჩვენებლებია 114 TH/s და 29 J/TH, შესაბამისად. M53 მოდელს თხევადი გაგრილების სისტემა აქვს. Bitcoin-მაინერის ჰეშრეითი შეადგენს 240 TH/s-ს 29 J/TH ენერგომოხმარების პირობებში. წყარო: MicroBT. 2020 წლის სექტემბერში საწარმოო ჟურნალისტმა კოლინ ვუმ დააანონსა MicroBT-ის მიერ M50 სერიის გამოშვება. მისი ცნობების თანახმად კომპანია აპირებდა მაინერებში კვლავ Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ჩიპების გამოყენებას, თუმცა დაახლოებით 30 J/TH ენერგოეფექტურობა Bitmain-ის მოწყობილობის მაჩვენებელზე მაღალი იქნებოდა. იმ დროს ბაზრის ლიდერი იყენებდა TSCM-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებულ პროცესორებს. 2021 წლის ნოემბერში Bitmain-მა პირველად წარადგინა მოდელი, რომელიც დაფუძნებული იყო 5-ნანომეტრიან ჩიპებზე - Antminer S19 XP. 2022 წლის მარტში კომპანიამ წარადგინა თხევადი გაგრილების სისტემის მქონე Antminer S19 XP Hyd. მოწყობილობა უზრუნველყოფს 255 TH/წმ ჰეშრეითს ეფექტურობით 20.8 J/TH. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ამერიკულმა კორპორაცია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი ჩიპი Bitcoin-ის მაინინგისთვის. Bonanza Mine-ზე დაფუძნებული პროტოტიპის მახასიათებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება Bitmain-ისა და MicroBT-ის ფლაგმანებს. მარტში Intel-მა დააანონსა მაინინგ ჩიპის მეორე თაობის გამოშვება. განცხადების თანახმად Blockscale უზრუნველყოფს დაახლოებით 26 J/TH ენერგოეფექტურობას. https://tinyurl.com/3rwk8yrk
  9. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირველად გამოჩნდა დეტალები Snapdragon 7 Gen 1 ჩიპსეტის შესახებ და ცნობილი გახდა, რომ მას ექნება ARM V9 არქიტექტურა, მაგრამ Cortex-X2 ბირთვების გარეშე. ახალი ცნობები კიდევ უფრო მეტ დეტალს ავლენს ჩიპსეტის შესახებ. როგორც Digital Chat Station აცხადებს, ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ში გამოყენებული იქნება ოთხი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.36 გჰც და ოთხი ბირთვი Cortex-A510 ტაქტის სიხშირით 1.8 გჰც. თუმცა, სავარაუდოდ, სიხშირეების ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ჩიპსეტი ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაში იმყოფება. ინსაიდერს დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, ვინ აწარმოებს Snapdragon 7 Gen 1-ს. ამჟამად არსებული მონაცემები ეყრდნობა Samsung-ის მიერ წარმოებულ ჩიპსეტს და სავარაუდოდ იმავე 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელიც საფუძვლად უდევს Exynos 2200-სა და Snapdragon 8 Gen 1-ს. ამჟამად ცნობილია, რომ ეს ტექნოპროცესი უარესია TSMC-ის ანალოგთან შედარებით, რომელიც გამოყენებულია Dimensity 9000-ის წარმოებისას, იგი ასევე ჩამოუვარდება ტაივანური კომპანიის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესსაც კი, როგორც Dimensity 8100-ის მაგალითზე ჩანს. ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, ეს შეიძლება მოხდეს მაისში. https://tinyurl.com/2kzbm46p
  10. კომპანია Intel-ის წარმომადგენელმა Tom Petersen-მა პორტალ HotHardware-თან ინტერვიუს მსვლელობისას წარადგინა უცნობი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებლის პროტოტიპი. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ფოტოს წყარო: Intel კომპანია Intel-ს დესკტოპ ვიდეო დაფა Arc-ის დემონსტრაციისას არ უჩვენებია, რა სახის და რამდენი კონექტორი ექნებოდა კვებისთვის. პეტერსონმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ საუბარი ეხება კვების ჩვეულებრივი ATX სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ამაჩქარებელს. ეს ნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები და არა უახლესი 12+4-პინიანი კონექტორი PCIe 5.0, რომელიც მიღებულია ATX 3.0 სტანდარტის მახასიათებლებით. წარმოდგენილ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი. თითოეულ ასეთ კონექტორს შეუძლია ვიდეო დაფისთვის 150 ვატის მიწოდება. PCIe x16 სლოტიდან 75 ვატთან ერთად (ასევე ნაჩვენები იყო ინტერვიუში) 525 ვატამდე სიმძლავრის მიწოდებაა შესაძლებელი დაფისთვის. კონექტორებს შორის მნიშვნელოვანი დაშორება, რომელიც შეგვიძლია შევნიშნოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ვიდეო დაფის ძალიან ადრეული საინჟინრო ნიმუში, რომლის მთავარი მიზანია მისი კომპონენტების მუშაობის შემოწმება. Intel-ის პოლიტიკამ ხელი შეუშალა პეტერსონს დესკტოპ ამაჩქარებლის სრული პროტოტიპის წარდგენაში. აღსანიშნავია, რომ პეტერსენის მიერ ნაჩვენები პროტოტიპი საერთოდ არ ჰგავს დესკტოპ დაფა Intel Arc Alchemist-ის ინჟინრულ ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები უფრო ადრე გამოჩნდა. მისი ფინალური ეტალონური ვერსია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა. ვიდეო დაფა Arc Alchemist-ის ადრეული ნიმუში. ფოტოს წყარო: YouTube / Moore’s Law is Dead ვიდეო დაფა Arc Alchemist მარტის პრეზენტაციიდან. ფოტოს წყარო: Intel რეალურად, ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა, გვიჩვენა თუ არა პეტერსენმა ARC სერიის ვიდეო დაფის პროტოტიპი თუ საუბარი ეხებოდა მომდევნო თაობის ამაჩქარებელს. ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ ვიდეო დაფების სერია Battlemage, რომელიც Alchemist-ს ჩაანაცვლებს, იქნება „გადაწყვეტილება ენთუზიასტებისთვის“. ამ სიტუაციაში დამაბნეველია ასევე სამი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობაც, რადგან შესაძლებელი იყო ერთი ახალი 12+4-პინიანი ATX 3.0 სტანდარტის კონექტორის გამოყენება, რომელსაც მეტი სიმძლავრის გადაცემა შეუძლია. Intel-მა განაცხადა, რომ Arc Alchemist სერიის დესკტოპ ვიდეო დაფებს მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში წარადგენს. იმ დროს გახდება ცნობილი ყველა დეტალი. https://tinyurl.com/2kjn5stk
  11. ბირჟა BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა განმარტა, რატომ იქნება მიმდინარე წელის მეტად მნიშვნელოვანი Ethereum-ისთვის და ისაუბრა საკუთარ პროგნოზზე კრიპტოვალუტის ფასის შესახებ. ბიზნესმენის თქმით ზაფხულისთვის დაგეგმილ Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე ქსელის გადასვლის შემდეგ Ethereum იმოქმედებს, როგორც სასაქონლო ობლიგაცია. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება უფრო მომგებიანი ინვესტიციები პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებთან შედარებით, რომლებიც უმეტესად გადაჭარბებულად არის შეფასებული. ჰეიესი დარწმუნებულია, რომ Bitcoin ბაზარზე „ვარსკვლავად“ დარჩება. თუმცა, ციფრული ოქრო არის „სუფთა ფული“, რომელსაც საკუთარი პროტოკოლის მიხედვით „არაფერი მოაქვს“. BitMEX-ის ყოფილი ხელმძღვანელი დაეყრდნო Ethereum-ის მკვლევარ ჯასტინ დრეიკის მოსაზრებებს, რომლის გამოთვლებით ETH-ის სტეიკერების შემოსავალი ახალ ალგორითმზე გადასვლის შედეგად წლიურად 8%-11.5% იქნება. „Ethereum-ის ქომიუნითიმ მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ ETH - ეს არის ბირჟის საქონელი, რომელიც ამ კომპიუტერის კვებისთვის გამოიყენება და არა სუფთა ფულადი ინსტრუმენტი“ - განაცხადა ჰეიესმა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისში მისი პორტფელი შედგებოდა BTC-ისა და ETH-ის თანაბარი წილისგან. სამომავლო ცვლილებების გათვალისწინებით ჰეიესი გეგმავს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის წილის 75%-მდე გაზრდას. ბიზნესმენი ასევე თვლის, რომ Proof-of-Stake-ზე გადასვლა Ethereum-ს მიმზიდველს გახდის ტრადიციული აქტივების მმართველებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაიცვან მდგრადი განვითარების პრინციპები. ეს ალგორითმი უფრო ეკოლოგიურად ითვლება Bitcoin-ში ენერგოინტენსიურ Proof-of-Work-თან შედარებით. ჰეიესმა ხაზი გაუსვა Ethereum-ის უპირატესობას პირდაპირ კონკურენტებთან მიმართებაში რიგი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. „Ethereum-ს ჰყავს დაახლოებით 4 ათასი დეველოპერი, რაც სამჯერ მეტია Polkadot-ზე“ - განაცხადა მან. ჰეიესმა აგრეთვე მიუთითა ფასი-მისამართის თანაფარდობასა და TVL-ებზე და დაასკვნა, რომ ქსელი ნაკლებად ძვირი და უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სმარტ-კონტრაქტის პლატფორმები. „როდესაც ყველაფერი დალაგდება წლის ბოლოს, მე მჯერა, რომ ETH გაიყიდება 10 ათას აშშ დოლარზე მეტად“ - დაასკვნა ჰეიესმა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბიზნესმენმა დანაშაული აღიარა აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე და დათანხმდა 10 მლნ აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა BitMEX-ის თანადამფუძნებლებს - ჰეიესს, ბენ დელოს, სამუელ რიდს და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ გრეგ დუაიერს საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისთვის. https://tinyurl.com/43faffdr
  12. Jon Peddie Research-მა თებერვლის ბოლოს მეოთხე კვარტალში დისკრეტული ვიდეო დაფების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში განხორციელდა 13.1 მილიონზე მეტი დისკრეტული ვიდეო დაფის მიწოდება, რაც 3%-ით მეტია თანმიმდევრული შედარებით და 29.5%-ით მეტი - წლიურ ჭრილში. მარტის შუა პერიოდში წყარომ გამოაცხადა, რომ 2021 წლის შეჯამებით განხორციელდა 50 მილიონზე მეტი ვიდეო დაფის მიწოდება. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს განცხადება არის Jon Peddie Research-ის შემდეგი მოხსენების მთავარი სიახლე, რომელიც კომპლექსურია თავისი სტრუქტურით. შეგახსენებთ, მეოთხე კვარტალში კომპანია AMD-მ შეძლო ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 12.4%-ით გაზრდა, წლიურ შედარებაში კი იგი 35.7%-ით გაიზარდა. მისმა კონკურენტმა NVIDIA-მ შეინარჩუნა დისკრეტული გრაფიკის ბაზრის 77.2%, მისი მიწოდების მოცულობა გაიზარდა 0.5%-ით, წლიური შედარების კუთხით კი ზრდამ შეადგინა 27.7%. მთლიან 2021 წელს თუ განვიხილავთ, მიწოდებული ვიდეო დაფების რაოდენობა 42-დან 50 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა - თითქმის 20%-ით. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში 1987 წლიდან დისკრეტული ვიდეო დაფების მიწოდების მაქსიმალურმა მოცულობამ მიაღწია 1998 წელს - განხორციელდა 116 მილიონი ერთეულის მიწოდება. ფულად გამოხატვაში 2021 წლის შეჯამებით ბაზარი გაიზარდა 51.8 მლრდ აშშ დოლარამდე, 2023 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 52.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/4pzv45un
  13. კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო გასულ თვეში წარდგენილი ახალი Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიების შვიდიდან ექვსი მოდელის გაყიდვა. 96 გბ 3D V-Cache-ის მქონე რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5800X3D ჩიპის გაყიდვა კი ოდნავ მოგვიანებით - 20 აპრილს დაიწყება. ფოტოს წყარო: AMD გაყიდვაში უკვე გამოვიდა 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5700X ფასით 299 აშშ დოლარი, 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 5600 და Ryzen 5 5500 მოდელები ფასით 199 და 159 აშშ დოლარი, შესაბამისად. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 5 5600 ფაქტობრივად შესაძლოა Ryzen 5 5600X მოდელის „მკვლელი“ აღმოჩნდეს და მის გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს. ეს ჩიპიც და უფრო ხელმისაწვდომი Ryzen 5 5500 მოდელიც კარგი ვარიანტებია გასული თაობის საბაზისო დონის ჩიპების მქონე სისტემების განახლებისთვის. გაყიდვაში ასევე გამოვიდა Ryzen 4000 Renoir სერიის სამი ენერგოეფექტური პროცესორი Zen 2 არქიტექტურით. 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 4600G და Ryzen 5 4500 ჩიპების სარეკომენდაციო ფასებია 154 და 129 აშშ დოლარი შესაბამისად. მოდელი Ryzen 3 4100 კი შეფასებულია 99 აშშ დოლარად. ყველა ახალი პროცესორი უკვე წარმოდგენილია მსხვილი დასავლური რითეილერების ასორტიმენტში. https://tinyurl.com/yckmszu6
  14. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენი (NFT), როგორც ქვეყნის სწრაფვის ნაწილი - გახდეს „მსოფლიო ლიდერი“ კრიპტოვალუტებში. ფინანსთა მინისტრმა Rishi Sunak-მა შესაბამისი ბრძანება სამეფო მონეტარულ კარს გადასცა. არსებული მონაცემებით სამთავრობო NFT ტოკენი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. ფოტოს წყარო: Matt Cardy / Getty Images NFT ტოკენის გამოშვების ინიციატივა სამთავრობო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელმაც დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტების გლობალურ ლიდერობამდე უნდა მიიყვანოს. ასევე გამოცხადდა ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მარეგულირებელი ორგანოების მიერ ციფრული აქტივების ბაზრის კონტროლის გამკაცრებას. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება აპირებს გაერთიანებული სამეფოს გადახდის სისტემაში Stablecoin-ების ჩართვას. ასევე იგეგმება კონსულტაციების გამართვა სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით ვაჭრობის რეგულირების შესახებ. ამავდროულად, საკანონმდებლო კომისია განიხილავს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს (დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისები, DeFi), ასევე შეისწავლის დეცენტრალიზებული ფინანსებისა და „სტეიკინგის“ საგადასახადო რეჟიმს. პარალელურად შეიქმნება ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ბრიტანელი მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ NFT არის კრიპტოგრაფიული ტოკენების ტიპი, რომლის თითოეული ასლი უნიკალურია და არ შეიძლება შეიცვალოს სხვა მსგავსი ტოკენით. NFT ტოკენები გვევლინება, როგორც ციფრული ობიექტის ავთენტურობისა და უნიკალურობის ერთგვარი სერთიფიკატი. რაც შეეხება Stablecoin-ებს, ისინი წარმოადგენენ კრიპტოვალუტების კლასს, რომელთა კურსი რეგულირდება სუვერენულ ვალუტებთან ან ბირჟის პროდუქტთან მიბმის შედეგად. https://tinyurl.com/mvvdrefs
  15. თავდაპირველად კომპანია Nissan Motor ელექტრო ქროსოვერ Ariya-ს იაპონურ ბაზარზე გამოშვებას 2021 წლის შუა პერიოდში აპირებდა, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა გეგმებისთვის გადაეხედა კომპონენტების დეფიციტის გამო. ამჯერად ახალი ელექტრომობილის გაყიდვა იაპონიაში დაიწყება 12 მაისს მარტის ბოლოს ნაცვლად, ევროპაში ქროსოვერი გამოჩნდება ზაფხულში, აშშ-ში კი არაუადრეს შემოდგომისა. ფოტოს წყარო: Nissan Motor როგორც Reuters განმარტავს, Nissan Ariya-ს გაყიდვების დაწყება იაპონიაში რამდენიმე კვირით გადაიდო კომპონენტების დეფიციტისა და ლოგისტიკის შეფერხების გამო. ამას ხელი არ შეუშლია კომპანიისთვის - იანვარში ამ მოდელის კროსოვერების შეზღუდული სადებიუტო პარტია გამოეშვა, თუმცა იგი იაპონიის ფარგლებს გარეთ არ გასულა. Nissan Motor-ისთვის Ariya არანაკლებ სიმბოლურია, ვიდრე აქამდე ძალიან პოპულარული Leaf, რადგან ეს იქნება ბრენდის პირველი ელექტრო მანქანა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. Tesla-ს ელექტრომობილების გამოჩენამდე Nissan Leaf იყო ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი მსოფლიოში. Nissan Ariya-ს საბაზისო ვერსია წინა წამყვანი სისტემა აქვს, 87 კვტ/სთ ბატარეა და 238 ცხენის ძალა სიმძლავრის ელექტროძრავი. ასეთი ძრავის შედეგად უზრუნველყოფილია დაახლოებით 500 კმ გავლის მარაგი. უკანა წამყვანი სისტემის დამატების შედეგად ეს მარაგი 30 კილომეტრით მცირდება. უფროსი კომპლექტაციის Ariya-ს ექნება ორი ელექტროძრავი ჯამური სიმძლავრით 389 ცხენის ძალა და დაახლოებით 425 კმ გავლის მარაგი. ათწლეულის ბოლოსთვის Nissan ელოდება ელექტრომობილების წილის 40%-მდე გაზრდას აშშ-ს ბაზარზე გაყიდვების სტრუქტურაში. https://tinyurl.com/2zzfd77x
  16. ბრენდი POCO ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში, რაც უკავშირდება სმარტფონების მახასიათებლების შეთავსებას საკმაოდ დემოკრატიულ ფასთან. ბრენდი უშვებს როგორც მაღალი კლასის, ისე დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს. დაბალფასიანი მოდელები წარმოდგენილია POCO C სერიაში, რომელთაგან ბოლოა მოდელი C3. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ემზადება მორიგი მოწყობილობის გამოშვებისთვის, რომლის სახელწოდება იქნება C4. ეს ინფორმაცია ემყარება FCC-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილ მოდელ POCO 220333QPG-ის მახასიათებლებს. ჩანს, რომ სმარტფონს მხოლოდ 4G/LTE ქსელების მხარდაჭერა აქვს და მუშაობს MIUI 13-ზე. ახალი მოწყობილობის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. თუკი C3 მოდელის შემცვლელი სმარტფონი გამოვა, არაოფიციალური ცნობებით იგი გახდება Redmi 10C-ს რებრენდინგი. შეგახსენებთ, რომ Redmi 10C ცოტა ხნის წინ გამოვიდა და აქვს 6.71-დუიმიანი HD დისპლეი, ჩიპსეტი Snapdragon 680, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 18-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. იგი მუშაობს MIUI 13-ზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ Android 11-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/2p95rz2t
  17. Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Blockscale ASIC, სპეციალიზებული ჩიპი Bitcoin-ის და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტების მაინინგისთვის SHA-256 კრიპტო ალგორითმის საფუძველზე. ახალი პროდუქტი გვთავაზობს ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს წარმადობის მეტად მაღალი დონის პირობებში. ჩიპი Intel Blockscale ASIC უზრუნველყოფს 580 GHash/s წარმადობას. ენერგომოხმარების დონის დიაპაზონია 4.8-დან 22.8 ვატამდე. ენერგოეფეტურობის მაჩვენებელია 26 ჯოული/ტერაჰეშზე. ახალი ჩიპი ძალიან კომპაქტურია, შეფუთვაში მისი ზომა მხოლოდ 7 × 7.5 მილიმეტრს შეადგენს. ერთ მაინერში შესაძლებელია გაერთიანდეს 256-მდე Blockscale ჩიპი, რაც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის წარმადობას 148 THash/s დონეზე 3860 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. შედარებისთვის, ბაზრის ლიდერი კომპანია Bitmain-ის ფლაგმანური მაინინგ-სისტემა უზრუნველყოფს 140 THash/s წარმადობას 3010 ვატის მოხმარებისას. გამოდის, რომ Intel-ის პროდუქტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უარესია. „გამოთვლების ახალი ეპოქის მხარდაჭერის მიზნით Intel გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზურნველყოფს ჰეშრეითსა და ენერგოეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს მომხმარებლის საოპერაციო გარემოს მიუხედავად. კრიპტო სფეროში Intel-ის ათწლიანი კვლევები, ჰეშირების ტექნიკისა და ულტრა დაბალი ოპერაციული ძაბვის მქონე ჩიპების შემუშავება ბლოკჩეინ-აპლიკაციებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გამომთვლელი სიმძლავრის მასშტაბირება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე“ - განაცხადა Intel-ის Custom Computing Solutions-ის გენერალურმა მენეჯერმა Balaji Kanigicherla-მ. მომხმარებლებისთვის Intel Blockscale ASIC-ის მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამასთან, Intel განახორციელებს კონკრეტულად ჩიპების მიწოდებას, მათ საფუძველზე სისტემებს კი აწარმოებენ სხვა კომპანიები. Argo Blockchain, Block, Hive Blockchain Technologies და GRIID Infrastructure იქნებიან ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომლებიც მიიღებენ სისტემებს Intel ASIC-ის ბაზაზე. 2023 წელს და მის შემდგომ პერიოდში Intel სხვა მომხმარებელსაც შესთავაზებს საკუთარ ASIC-ს. https://tinyurl.com/yxw3fvwc
  18. Steam-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მარტში გამოყენებული ცენტრალური პროცესორებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების სტატისტიკა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა გამოყენებული CPU-ების სტატისტიკაში, რადგანაც ექვსბირთვიანმა ჩიპებმა პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, ოთხბირთვიანმა პროცესორებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე, Nvidia GeForce RTX 2060 ცდილობს გრაფიკული ადაპტერების მწვერვალის დაპყრობას - ვიდეო დაფამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. Steam Hardware Survey-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ პოპულარულ პლატფორმაზე უფრო მეტი გეიმერია წარმოდგენილი ექვსბირთვიანი პროცესორებით, ვიდრე ოთხბირთვიანი პროცესორების მფლობელები. უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ექვსი ან მეტი ფიზიკური ბირთვის მქონე პროცესორები შეადგენენ მომხმარებლის ბაზის 34.22%-ს, ხოლო მომხმარებელთა 33.74% სარგებლობს ოთხი ფიზიკური ბირთვის მქონე კომპიუტერებით. ექვსბირთვიანი პროცესორების წილის ზრდა საკმაოდ სწრაფია. არქივების მიხედვით ადრე დომინირებდა ოთხბირთვიანი ჩიპები, რომლებზეც Steam-ის მომხმარებელთა 41.61%-იანი წილი მოდიოდა. მონაცემები ასევე მიუთითებს რვა ბირთვიანი პროცესორების რაოდენობის სტაბილურ ზრდაზე, ექვს ან მეტბირთვიანი პროცესორების წილი მართლაც კარგად გაიზარდა (გარდა უჩვეულო კონფიგურაციებისა, როგორიცაა 1.3- ან 5-ბირთვიანი პროცესორები). დაახლოებით ერთი თვის წინ Nvidia GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული გრაფიკული დაფა იყო Steam-ის მომხმარებლებს შორის. 2022 წლის დასაწყისში მას რამდენიმე პროცენტი დაემატა. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ GPU მოთხოვნადი გახდა მეორად ბაზარზე. მარტში ამ მოდელის წილი კვლავ გაიზარდა და შეინარჩუნა ლიდერობა ბაზარზე 8.18%-იანი წილით. რატომ ვერ დაიკავა GeForce RTX 2060-მა პირველი ადგილი მას შემდეგ, რაც Nvidia გულმოდგინედ მოამზადა იგი, როგორც GTX 1060-ის მემკვიდრე? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მდგომარეობს ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტის, Covid-19-ის, სკალპინგისა და კრიპტო მაინინგის ერთობლიობაში - ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში გრაფიკული ადაპტერები სათანადოდ ვერ მოხვდა გეიმერების ხელში. მარტში RTX 2060 მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა და უკან მოიტოვა GeForce GTX 1050 Ti. რთულია თქმა, ავა თუ არა ოდესმე RTX 2060 პირველ ადგილზე. Turing არქიტექტურაზე დამყარებული ეს ვიდეო დაფა ლიდერს დაახლოებით 2.5%-ით ჩამორჩება. Ampere GeForce RTX 3060-მა მეშვიდე ადგილი დაიკავა, ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა მისი წილი, ვიდრე RTX 2060 დაფისა მარტში. ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ლიდერი გახდება არა მოძველებული 2060, არამედ ახალი RTX 4060. ასევე არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, რომ ვიდეო დაფები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მალე ლიდერის პოზიციას უფრო ახალი მოდელი დაიკავებს. https://tinyurl.com/ycksbtfv
  19. ZOTAC-მა გამოუშვა ახალ ფლაგმან Nvidia RTX 3090 Ti-ს ორი მოდელი: AMP Extreme HoLo, რომელიც პროფილურ მედიას გაეგზავნა მიმოხილვებისთვის და მოდელი PGF OC სრულიად ინდივიდუალური დიზაინით, რომელიც მხოლოდ ჩინელი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. PGF სერია მსოფლიო ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა საკმაოდ საინტერესოა და ბევრი გეიმერი ისურვებდა მისი დეტალების ცოდნას, რადგანაც გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას ZOTAC-ის ყველა ხაზის წარმომადგენლებს შორის. GeForce RTX 3090 Ti PGF OC მოდელის მახასიათებლები AMP Extreme სერიის ვიდეო დაფების იდენტურია. მასაც აქვს 1890 მჰც ტაქტის სიხშირე და 450 ვატი TDP-ის დონე. მიმოხილვების თანახმად AMP მოდელი შესაძლოა მოდიფიცირებული იყოს 495 ვატ სიმძლავრემდე აჩქარების მეშვეობით. სამწუხაროდ, PGF ვარიანტის მაქსიმალური სიმძლავრე კომპანია ZOTAC-ს არ გამოუქვეყნებია. ის, რაც ზემოთხსენებული ორი სერიის ვიდეო დაფებს განასხვავებს, არის დაფების ზომა. AMP სისტემურ ბლოკში 3.5 სლოტს იკავებს, PGF-ის ოფიციალური ფორმატი 4 სლოტია - 7.3 სმ. ამ დროისთვის იგი შეიძლება ჩაითვალოს ბაზარზე გამოსული RTX 3090 Ti დაფის ყველაზე მსხვილი ვარიანტად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაფა 5 სანტიმეტრით მოკლეა და თითქმის 1 სმ-ით ვიწრო AMP-მოდელთან შედარებით. GeForce RTX 3090 Ti PGF OC-ს აქვს გაგრილების სისტემა Ice Storm სამი ქულერით. დაფის გარსსა და უკანა პანელზე წარმოდგენილია შუქდიოდური ARGB განათება. დაფას გააჩნია სპეციალური სამაგრი და კვების ადაპტერი 3×8 pin 16 pin-ზე. https://tinyurl.com/2p8vhybc
  20. ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ციფრული იუანის (e-CNY) საპილოტე ტესტირებას კიდევ უფრო მეტ ქალაქში გააფართოვებს. მარეგულირებელმა აღნიშნა CBDC-თან დაკავშირებული ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა და ექსპერიმენტის, როგორც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ნაწილის, წარმატება. ჩინეთი ციფრულ იუანს 2019 წლის ბოლოდან ტესტავს. 2021 წლის ბოლოს e-CNY-ით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობამ მიაღწია 87.57 მილიარდ იუანს (~ 13,68 მლრდ აშშ დოლარი), დარეგისტრირდა 261 მილიონი უნიკალური ციფრული საფულე. ტესტირებები ჩატარდა შენჟენში, სუჯოუში, სიონგანში, ჩენდუში, შანხაიში, ჰაინანში, ჩანშაში, სიანში, ცინგდაოში, დალიანსა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ტერიტორიაზე. მითითებული ქალაქები გააგრძელებენ ინსტრუმენტის გამოყენებას. ამჟამად ჩამონათვალს ემატება კიდევ თერთმეტი ქალაქი, რომელთაგან ექვსი აზიურ თამაშებს მასპინძლობს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე e-CNY იმუშავებს ინსტრუმენტის გამოყენებისას კონფიდენციალური მონაცემების დაცვაზე, ასევე კრიმინალური მიზნებისთვის მისი გამოყენების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩინეთის ეროვნული ბანკი ჩაატარებს "სიღრმისეულ კვლევას" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსურ სისტემაზე CBDC-ების გავლენის შესახებ. მიმდინარე წლის იანვარში ჩინურმა სურსათის მიწოდების კომპანია Meituan-მა პარტნიორებიდან მერჩანტებს ციფრული იუანის მიღების უფლება მისცა. https://tinyurl.com/bdfcwxzy
  21. ბევრს აინტერესებს Intel Arc Alchemist სერიის ვიდეო დაფების რეალური წარმადობა, აგრეთვე მათი შედარება კონკურენტებთან. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის Intel-ის ახალი დაფების დამოუკიდებელი მიმოხილვები, თუმცა AMD-მ უკვე გააზიარა ტესტების საკუთარი შედეგები, რომლებშიც მოხდა Intel Arc A370M-ის შედარება AMD-ის საბაზისო დონის მობილურ გრაფიკულ პროცესორთან. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A370M არის Intel Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი ვერსიის ვიდეო დაფა. AMD Radeon Technology Team-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Twitter-ის გვერდზე, რომელშიც შედარებულია Radeon RX 6500M 4GB GPU-ის წარმადობა Intel Arc A370M 4GB GPU-სთან ხუთ AAA თამაშში. AMD-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე დაყრდნობით Radeon RX 6500M აღემატება Arc A370M-ს 27-114%-ით 1920x1080 გაფართოებაზე საშუალო ხარისხის პარამეტრებში. ამავე დროს Intel Arc A370M-ს შეუძლია 60 fps-ზე მეტი წარმადობის უზრუნველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. ორი საბაზისო დონის მობილური გრაფიკული ბარათის წარმადობის შესადარებლად AMD-მ გამოიყენა ხუთი თამაში: Hitman 3, Total War Saga: Troy, F1 2021, Strange Brigade და Final Fantasy XIV. გამოყენებული ხუთი თამაშიდან სამი დაფინანსებული იყო AMD-ის მიერ (კომპანია დაეხმარა მათ განვითარებასა და პოპულარიზაციას), Hitman 3 მხარდაჭერილი იყო Intel-ის მიერ, ხოლო Final Fantasy XIV არის თამაში, რომელიცა მხარდაჭერილია Nvidia-ს მიერ. შედარებამ აჩვენა, რომ Intel Arc A370M შესაძლოა უფრო ნელი იყოს, ვიდრე Nvidia GeForce GTX 1050 Ti დაფა 3DMark-ზე. Intel Arc A370M გრაფიკული პროცესორის მქონე ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ საცალო სავაჭრო ადგილზე, ამიტომ AMD-ს არ გასჭირვებია ერთ-ერთი ასეთი ლეპტოპის შეძენა. სამწუხაროდ AMD-ს არ გაუზიარებია გამოყენებული მოწყობილობის მახასიათებლები, არც დაკავშირებული Arc A370M და Radeon RX 6500M დაფების ენერგომოხმარების დონე. AMD-ს ასევე არ დაუკონკრეტებია რომელი ვერსიის თამაშები და დრავერები გამოიყენა, რაც ხშირად იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღჭურვილობის მახასიათებლები. მოწყობილობების მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი წარმადობის მაჩვენებლები, როგორც წესი, ზუსტია, თუმცა შესაძლებელია ამ მაჩვენებლებით მანიპულირება და, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს, რადგან კომპანიები აშკარად ცდილობენ თავიანთი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ, პარალელურად კი კონკურენტების სისუსტეებს გაუსვან ხაზი. სწორი იქნება, დაველოდოთ დამოუკიდებელ მიმოხილვებს, რათა ახალი მოწყობილობების შესახებ მივიღოთ გადაწყვეტილება. https://tinyurl.com/yet29rpc
  22. Xiaomi-ს გეიმინგ განყოფილებამ დააანონსა სმარტფონები Black Shark 5, 5 Pro და 5 RS. სამივე მოდელში შენარჩუნებულია საფირმო დიზაინი, მოწყობილობებს აქვთ მძლავრი Snapdragon ჩიპები გაგრილებით, 144-ჰერციანი დისპლეები, აგრეთვე 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. Black Shark 5 Pro. ფოტოს წყარო: blackshark.com/cn ყველაზე საინტერესო დისპლეი აქვს ტოპ ვერსია Black Shark 5 Pro-ს - ეს არის 6.67-დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით 2400×1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 60/90/120/144 ჰერცი, მხარდაჭერილია HDR10+ და SGS სერტიფიკატი. Black Shark 5 და Black Shark 5 RS მოდელებს აქვთ შედარებით უბრალო დისპლეი Samsung E4 AMOLED, ხოლო ზომა, გაფართოება და კადრის განახლების სიხშირე უფროსი მოდელის იდენტურია. Black Shark 5 Pro სმარტფონი Black Shark 5 Pro მუშაობს პროცესორ Snapdragon 8 Gen1-ზე, აქვს LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, მუდმივი მეხსიერების ფუნქციას კი ასრულებს მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქვესისტემა UFS 3.1 + SSD. ასეთივე სისტემაა გამოყენებული Black Shark 5 RS მოდელში, რომელსაც აქვს LPDDR5 მეხსიერება და პროცესორი Snapdragon 888 (8+256 გბ კონფიგურაციაში) ან Snapdragon 888+ (12+256 გბ ვერსიაში). Black Shark 5 წარმოდგენილია ჩიპით Snapdragon 870, LPDDR5 მეხსიერებითა და UFS 3.1 მონაცემთა სანახი სივრცით. Black Shark 5 მაღალი წარმადობის Black Shark 5 Pro და RS მოდელებს თხევადი გაგრილების სისტემა აქვთ - ორი კომპონენტი განთავსებულია დედა დაფის ორივე მხარეს, ჯამური ფართობია 5320 მმ², მაქსიმალური ეფექტურობა კი უზრუნველყოფილია სპილენძის ბლოკის პირდაპირი კონტაქტით. სმარტფონის სამივე ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი დამუხტვა; Black Shark 5 RS მოდელის ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, Black Shark 5/Pro-ს კი აქვს 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Black Shark 5 Black Shark 5 Pro-ს უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა: ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი კამერა მაკროგადაღებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. Black Shark 5-ის შემთხვევაში კამერების კონფიგურაციაა 64/13/2-მეგაპიქსელიანი მოდულები უკანა პანელზე და 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, Black Shark 5 RS სმარტფონს კი აქვს 64/8/5 მპ უკანა კამერები და 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. Black Shark 5 RS სმარტფონები განსხვავდება ფერებითაც: Black Shark 5 Pro შემოთავაზებულია შემდეგ ვარიანტებად: meteorite black (შავი), changing white (თეთრი) და China Aerospace; Black Shark 5 გამოვა შემდეგ ვერსიებად: dark universe black (შავი), dawn white (თეთრი), exploration gray (ნაცრისფერი) და China Aerospace; Black Shark 5 RS-ის ფერებია skydome black (შავი) და flare star yellow (ყვითელი). და ბოლოს ფასები: Black Shark 5 Pro ხელმისაწვდომია 8+256, 12+256 და 16+512 გბ კონფიგურაციებში და ღირს 660, 739 და 864 აშშ დოლარი, შესაბამისად. აგრეთვე გამოვა სპეციალური ვერსია China Space Edition Supreme Package, რომლის ფასი იქნება 943 აშშ დოლარი; Black Shark 5-ის ყიდვა შესაძლებელია 8+128, 12+128 და 12+256 გბ ვერსიებად, რომელთა ღირებულებაა 440, 471 და 518 აშშ დოლარი, მისი სპეციალური გამოშვება China Aerospace-ის ფასი კი 550 აშშ დოლარია. და ბოლოს, Black Shark RS გამოვა 8+256 გბ ვერსიაში ჩიპით Snapdragon 888 - მისი ფასი შეადგენს 518 აშშ დოლარს, ხოლო 12+256 გბ ვერსია ჩიპით Snapdragon 888+ შეფასებულია 597 აშშ დოლარად. ყველა მოდელი უკვე გაყიდვაშია. https://tinyurl.com/mvhbzavx
  23. Biostar-მა დააანონსა ახალი iMiner 660MX8D2 რვა Radeon RX 6600 ვიდეო დაფით. კომპანია საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს კრიპტოვალუტების მაინინგში. მომწოდებელი გვთავაზობს ყველაფერს: მაინინგზე ორიენტირებულ დედა დაფებს, სრულფასოვან მოწყობილობებს მაინინგისთვის plug-and-play მხარდაჭერით. Biostar ადრე იყენებდა AMD-ის გრაფიკულ ბარათებს Polaris-ის ბაზაზე, მაგალითად Radeon RX 580-სა და RX 570-ს. ამჯერად კომპანიამ iMiner 660MX8D2-ისთვის აირჩია RDNA 2, კონკრეტულად კი - Radeon RX 6600M. როგორც აღვნიშნეთ, iMiner 660MX8D2-ში გამოყენებულია რვა გრაფიკული დაფა Radeon RX 6600M - Radeon RX 6600 დაფის მობილური ვარიანტი. Radeon RX 6600 და RX 6600M დაფებში მოცემულია ერთი და იგივე ჩიპი Navi 23 შეიდერების იდენტური რაოდენობით, ერთადერთი სხვაობა ტაქტის სიხშირეებშია. ამიტომ Biostar-მა, დიდი ალბათობით მობილური ვერსიების პროფილი დესკტოპად შეცვალა. თუმცა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უკვე დაფიქსირდა Nvidia GeForce RTX 3060 მობილური გრაფიკული დაფის შემთხვევაში. Biostar-ის 8-გიგაბაიტიანი Radeon RX 6600M აღჭურვილია ორი სითბური მილის და ორი ვენტილატორის მქონე ქულერით. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კვების PCIe კონექტორი, ასევე სამი DisplayPort და HDMI, რომლებიც მაინინგისთვის საჭირო არ არის. რვა ვიდეო დაფა Radeon RX 6600M დაყენებულია B360 ჩიპსეტის მქონე სპეციალურ დედა დაფა Biostar TB360-BTC D+-ზე, ჩიპსეტს აქვს Intel-ის ძველი, მე-8 და მე-9 თაობის პროცესორების მხარდაჭერა. iMiner 660MX8D-ში მოცემულია სუსტი, ორბირთვიანი ჩიპი Celeron G4900 ენერგომოხმარების მინიმიზაციის მიზნით, ასევე 120 გბ მოცულობის SSD მონაცემთა შენახვისთვის. ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი სლოტი SO-DIMM DDR4-2666 სტანდარტის 16 გბ მეხსიერებისთვის.თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ დედა დაფაზე გათვალისწინებულია გაფართოების რვა სლოტი PCIe x16 (შვიდი PCIe 2.0 x16 x1, ერთი PCIe 3.0 x16), ამიტომ გადამყვანი დაფები საჭირო არ არის. მოწყობილობას გააჩნია 2000 ვატიანი კვების ბლოკი ვიდეო დაფებისთვის. Biostar-ის განცხადებით iMiner 660MX8D2 წარმოადგენს უპრობლემო სისტემას მაინინგისთვის. მისი შეძენა და გამოყენება დამწყებებსაც კი შეუძლიათ. ETH-ის ჰეშრეითი შეადგენს 248 MH/s-ს, რაც დაახლოებით 7%-ით მეტია წინა მოდელ Biostar iMiner A588x8D2-თან შედარებით, რომელსაც აქვს რვა Radeon RX 580. მაინერით მხარდაჭერილია ყველა პოპულარული კრიპტოვალუტა, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Monero, BTG და Zcash. iMiner 660MX8D2-ის ფასი კომპანიას არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/3pntczcr
  24. კომპანია Intel-მა, როგორც ჩანს, გაასაჯაროვა სამომავლო დესკტოპ ვიდეო დაფა Arc A780-ის მახასიათებლები. Arc და Iris Xe ამაჩქარებლების მართვისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა Arc Control-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ აჩვენა ვიდეო დაფის მახასიათებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილ არც ერთი მობილურ Arc Alchemist ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება დესკტოპ მოდელს. ფოტოს წყარო: VideoCardz Arc Control-ის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აპლიკაცია, მათ შორის გრაფიკული სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე ვიდეო დაფის საბაზისო აჩქარების გარკვეული პარამეტრები. აპლიკაციების ერთ-ერთ ჩანართში გამოჩნდა ინფორმაცია ვიდეო დაფის GPU-ის სამუშაო სიხშირის, მეხსიერების სიხშირის, GPU-ისა და მეხსიერების დატვირთვის დონის შესახებ, აგრეთვე ენერგომოხმარების დონე და ამაჩქარებლის სხვა მახასიათებლები. ამ მონაცემების თანახმად GPU-ის სიხშირე შეადგენს 2200-2250 მჰც-ს 99%-ანი დატვირთვის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ფლაგმანური მობილური ვიდეო დაფა Arc A770M-ის გრაფიკული ჩიპი მუშაობს 1650 მჰც სიხშირემდე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უმცროს მობილურ ვიდეო დაფა Arc A350M-ის GPU-ის (რომლის სიხშირე 1150 მეგაჰერცია) მექანიკური აჩქარება თეორიულად შესაძლებელია 2.2 გიგაჰერცამდე. ეს ფაქტი დადასტურდა Geekbench-ის სინთეტიკური ტესტებიდან გამოჟონილი მონაცემების საფუძველზე. მობილური Intel Arc A350M GPU-ის სიხშირით 2.2 გჰც. წყარო: Geekbench ზემოთხსენებული ამაჩქარებლის დესკტოპ ბუნებაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს. Arc Control-ის აპლიკაციაში ვიდეო დაფის TDP-ის დონედ 175 ვატი ფიგურირებდა. Arc სერიის უკვე წარდგენილი მობილური ვიდეო დაფების არც ერთი მოდელი არ ფლობს ენერგომოხმარების ასეთ დონეს. მაგალითად, ფლაგმანური Arc A770M დაფის TDP-ის დონე 150 ვატს შეადგენს, თუმცა ამაჩქარებელმა შესაძლოა მიაღწიოს ენერგომოხმარების უფრო მაღალ დონეს ტექნოლოგია Intel Deep Link-ის წყალობით, რომელსაც შეუძლია სიმძლავრის განაწილება ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორს შორის საჭიროების შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს ვიდეომეხსიერების სიხშირე, რომელიც, თუკი წარმოდგენილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 1093 მჰც-ს შეადგენს. ამრიგად იგი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 17.5 გბ/წმ-ის დონეზე. შეგახსენებთ, რომ მობილური ვიდეო დაფების სერია Arс Alchemist-ის შემადგენლობაში გამოიყენება GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 16 გბ/წმ. მეხსიერების აჩქარება მობილური GPU-ების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ Intel-მა ვიდეოში აჩვენა Arc ვიდეო დაფის დესკტოპის მოდელის მახასიათებლები. https://tinyurl.com/yvc6dmp2
  25. სამომავლოდ სმარტფონებში, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებში ბატარეები შესაძლოა კვლავ გახდეს ჩანაცვლებადი, წერს Nextpit. ასეთია ევროპის პარლამენტის სურვილი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს. პრეს-რელიზის თანახმად სმარტფონებში, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებში ბატარეების შეცვლას თავად მომხმარებლებიც შეძლებენ სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. ბატარეები აღარ იქნება მყარად მიმაგრებული მოწყობილობის კორპუსზე. ამრიგად, გაიზრდება მოწყობილობების შეკეთების შესაძლებლობისა და ბატარეის კომპონენტების მეორადი გადამუშავების დონე. 2026 წლისთვის ევროპარლამენტს სურს უტილიზაციის დონის 90%-მდე გაზრდა. ამასთან, თანამედროვე, მოხსნის შესაძლებლობის არქონის ბატარეების შედეგად სმარტფონები გახდა წყალგამძლე, რაც გაცილებით რთული მისაღწევი იქნება გასახსნელი კორპუსის არსებობის შემთხვევაში. ახალმა მოთხოვნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სწრაფ დამუხტვაზეც. იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას 60, 80 და 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვა უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი ქმედითუნარიანობის შენარჩუნების პირობებში, მოწყობილობების მწარმოებლებს მოუწევთ სხვადასხვა სენსორის განთავსება და ბატარეის რამდენიმე უჯრედად გაყოფა. მონოლითური კონსტრუქციის გარეშე ამის მიღწევა ბევრად რთული იქნება. https://tinyurl.com/4d4nmaka
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.