Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Bitcoin ჩამოვა 28 ათას აშშ დოლარიან დონეზე - თვლის ტრეიდერი და Factor LLC-ის ხელმძღვანელი პიტერ ბრანდტი. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა წლის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ფასის ფორმირებასა და მისი ქვედა ზღვარის რღვევაზე. „დათვური არხის დასრულება, როგორც წესი, მისი სიგანის ტოლ შემცირებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში მკაცრი ტესტი იქნება 32 ათას აშშ დოლარიან დონეზე, თუმცა მე ვფიქრობ 28 ათას აშშ დოლარიანი დონე დაფიქსირდება“ - განაცხადა ბრანდტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგნოზით იგი არ ხდება „Bitcoin-ის მოძულე“. 1 მაისს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებმა განაახლა ლოკალური მინიმუმი 38 ათას აშშ დოლარს ქვემოთ. აპრილში BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა ივარაუდა, რომ Bitcoin 30 000 აშშ დოლარამდე დაეცემა წლის პირველი ნახევრის ბოლოს. მან ეს მიაწერა ინდექს Nasdaq 100-ის (NDX) შესაძლო ვარდნას, რომელთანაც ციფრული ოქრო დიდ კორელაციაშია. NDX/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ სტატისტიკურმა კავშირმა Bitcoin-სა და Nasdaq-ის ინდექსს შორის მიაღწია უმაღლეს დონეს 2020 წლის ივლისის შემდეგ. თუმცა წლის ბოლოსთვის Fintech-ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ Finder-ის გამოკითხვაში, წამყვანი კრიპტოვალუტის კოტირებებს ელოდებიან 65 ათას აშშ დოლარს ზემოთ. Bitcoin-ის პერსპექტივაში ეჭვი არ ეპარება არტურ ჰეიესს, რომლის პროგნოზით ათწლეულის ბოლოს მისი ფასი 1 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. ბრანდტის აზრით ციფრული ოქრო ბაზრის ხარულ ტრენდს 2024 წლის მაისში დაუბრუნდება. https://tinyurl.com/2d69etyr
  2. ჩიპების დეფიციტმა შეამცირა კონცერნ Volkswagen-ის მანქანების წარმოების მოცულობა, რის შედეგად კომპანიას მოუწია პირველობა კორპორაცია Toyota Motor-ისთვის დაეთმო. ასეა თუ ისე, ევროპული გიგანტი აქტიურად ეძებს საკუთარი ბიზნესის ოპტიმიზაციის გზებს და ფსონს დებს ელექტრომობილებსა და ავტოპილოტირების სისტემებზე. ავტოპილოტის საკითხში Volkswagen-ის მთავარი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ამერიკული კომპანია Qualcomm. ფოტოს წყარო: Qualcomm Technologies Qualcomm ძირითადად ცნობილია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებით, თუმცა არ მალავს საავტომობილო ბაზრის ათვისების ამბიციებს და Volkswagen-თან დადებული მსხვილი კონტრაქტი შესაძლოა ხსენებული გეგმის რეალიზაციის სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს. როგორც Reuters აცხადებს, აპრილის შუა რიცხვებში Volkswagen-ის გენერალურმა დირექტორმა Herbert Diess-მა მოინახულა Qualcomm-ის სან-დიეგოში მდებარე შტაბ-ბინა და კომპანიებმა მოილაპარაკეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. Qualcomm 2026 წლიდან გერმანულ კონცერნს მიაწვდის ინტეგრაციის მაღალი დონის მქონე ჩიპებს, რომლებიც მძღოლის აქტიურ დამხმარე სისტემას დაედება საფუძვლად. ხელშეკრულების პირველი ეტაპი ორ კომპანიას შორის 2031 წლამდე თანამშრომლობას გულისხმობს და თანხა, რომელსაც Volkswagen თანამშრომლობის ამ ეტაპის შედეგად გადაიხდის, 1 მილიარდ ევროს აღწევს. აღვნიშნავთ, რომ Volkswagen ამ დრომდე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს ტრანსპორტის მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით. იგი გეგმავდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას Bosch-თან ერთად, ადრეულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა გერმანული გიგანტის ინტერესი Mobileye-ს კომპონენტების მიმართ - ეს არის ისრაელში არსებული კომპანია, რომლის IPO-ზე გაყვანას ახლო მომავალში აპირებს კომპანია Intel. ასევე, Volkswagen უარს არ ამბობს Samsung LSI-ის წარმოების ჩიპების გამოყენებაზე. https://tinyurl.com/ycknpexs
  3. პოპულარულმა ბენჩმარკ AnTuTu-მ გამოაქვეყნა სმარტფონების წარმადობის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილისთვის. შედეგები წარმოდგენილია ფლაგმანური მოწყობილობების, ქვეფლაგმანების და საშუალო დონის მოწყობილობების კატეგორიებში. ფოტოს წყარო: Black Shark გასული თვის შეჯამებით ლიდერი გახდა გეიმინგ სმარტფონი Black Shark 5 Pro, რომელმაც დააფიქსირა 1 062 747 ქულა. შემდეგ მოდის Red Magic 7 Pro და Lenovo Legion Y90 შედეგებით - 1 032 494 და 1 023 934 ქულა, შესაბამისად. ფოტოს წყარო: AnTuTu აღსანიშნავია, რომ ათი უძლიერესი მოწყობილობიდან ცხრაში გამოყენებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. კიდევ ერთი მოწყობილობა - მოდელი Vivo X80 (მეოთხე პოზიცია) დამყარებულია MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე. სუბფლაგმანების კატეგორიაში პირველი ადგილი Redmi K50-მა დაიკავა Dimensity 8100 პლატფორმით: მისი შედეგი არის 814032 ქულა. ამ რეიტინგში ასევე შედის შვიდი მოდელი Snapdragon 870 პროცესორზე. ფოტოს წყარო: AnTuTu რაც შეეხება საშუალო დონის სმარტფონებს, აქ ლიდერობს iQOO Z5 ჩიპით Snapdragon 778G: მოწყობილობამ 572188 ქულა დააგროვა. ზოგადად ეს რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: https://tinyurl.com/ynav2ey6
  4. პანამის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოაქტივების მიმოქცევას, წერს Reuters. მარეგულირებელი დოკუმენტი „არეგულირებს კრიპტო აქტივების ვაჭრობას და გამოყენებას, ციფრული ღირებულების გამოშვებას, ძვირფასი ლითონებისა და სხვა აქტივების ტოკენიზაციას, გადახდის სისტემებს და სხვა სფეროებს“. კონგრესმენმა გაბრიელ სილვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ლეგალიზაცია დაეხმარება პანამას გახდეს „ლათინური ამერიკის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი“. „ახლა შემიძლია წავიდე და გამყიდველს გადავუხადო რაიმეს საფასური. და თუ მას სურს კრიპტოვალუტის მიღება - ეს ნებადართულია, კანონიერია. აქამდე ეს არ მომხდარა პანამაში, ”- განაცხადა სილვამ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი არ არის მოცული საბანკო სისტემის მიერ, მაგრამ „კრიპტო კანონი“ მათ დასახმარებლად არის შექმნილი. დოკუმენტის მიხედვით ამიერიდან პანამაში კრიპტოვალუტები არის გადახდის მისაღები ფორმა „ნებისმიერი იურიდიული სამოქალაქო თუ კომერციული ტრანზაქციისთვის“, მათ შორის სახელმწიფო და სხვა გადასახადების გადახდისთვის. Cryptolaw ასევე ოფიციალურად აღიარებს დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს (DAO), როგორც იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, რეგულირდება ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების და საქონლის გამოშვება STO-ს მეშვეობით. სილვამ კანონპროექტზე მუშაობა 2021 წლის სექტემბერში დაასრულა. მისი თქმით, ინიციატივა შექმნის „ათასობით სამუშაო ადგილს“, მოიზიდავს ინვესტიციებს და „გამჭვირვალეს გახდის ხელისუფლებას“. შეგახსენებთ, რომ სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა Bitcoin, როგორც გადახდის ლეგალური საშუალება. თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა ქვეყანაში პირველი კრიპტოვალუტის მიღების დაბალი მაჩვენებელი. https://tinyurl.com/3fwjstst
  5. ონლაინ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ პატენტი მიიღო მეტად უცნაური კონსტრუქციის მქონე სმარტფონზე. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელსაც აქვს დასაკეცი ეკრანი. დასაკეცი დისპლეის მქონე სმარტფონი Xiaomi Mi Mix Fold / ფოტოს წყარო: Xiaomi სტანდატულ მდგომარეობაში დისპლეი მოწყობილობის კორპუსზე იქნება გარშემორტყმული: ამრიგად, ინფორმაცია შეიძლება აისახოს გაჯეტის როგორც ფრონტალურ, ისე უკანა მხარეზე. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ეკრანი მოხსნას მთავარ მოდულს და გაშალოს, შედეგად მოწყობილობა პლანშეტისმაგვარ გაჯეტს ემსგავსება. ამასთან ეკრანი შეძლებს ინფორმაციის გაცვლას ბაზასთან უსადენო კომუნიკაციის საშუალებით. ფოტოს წყარო: ITHome Xiaomi-ს ჩანაფიქრის თანახმად დასაკეც ეკრანს საკუთარი ბატარეა ექნება, რაც მას ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში მუშაობისას ძირითადი გამომთვლელი დატვირთვა საბაზისო მოდულს დააწვება. უჩვეულო სმარტფონი ჯერჯერობით მხოლოდ საპატენტო დოკუმენტაციაში არსებობს. იდეის რეალურად განხორციელების შესაძლო ვადებზე ნათქვამი არაფერია. https://tinyurl.com/y2stzr6t
  6. ASUS-მა გამოუშვა კიდევ ერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია იაპონური ანიმეების მოტივებზე. ანიმე GUNDAM-ით ინსპირირებული წარმატებული პროდუქტის სერიის შემდეგ ტაივანურმა კომპანიამ წარადგინა GeForce RTX 3090 ROG Strix EVA Edition (ROG-STRIX-RTX3090-O24G-EVA) გრაფიკული დაფა, რომელშიც ნასესხებია ანიმე Evangelion-ის სტილი. ფოტოს წყარო: CoolPC ამაჩქარებლის იისფერ-მწვანე გაფორმების სქემა ასახავს ადამიანისმაგვარ საბრძოლო მანქანა Evangelion-1-ის ფერს, რომელიც ამავე დასახელების ანიმე-სერიალში ფიგურირებს. კომპანია არ აზიარებს ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, EVA Edition-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორის იგივე სიხშირე, რაც ჩვეულებრივ GeForce RTX 3090 ROG Strix ვარიანტში. სხვა სიტყვებით, საუბარია 1890 მჰც-ზე დატვირთვისას. GPU-ის ზუსტად ასეთივე სიხშირეს გვთავაზობს GeForce RTX 3090-ის ვარიანტები ROG Strix GUNDAM და ROG Strix White. ვებ-გვერდ CoolPC-ის მიხედვით EVA Edition დაფის წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება. თუმცა დაფა ძალიან შეზღუდული ტირაჟით - მხოლოდ 15 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 2173 აშშ დოლარია. GeForce RTX 3090-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 და 24 გბ GDDR6X მეხსიერება. დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დღეისათვის ASUS-მა უკვე გამოუშვა GeForce RTX 3090 ROG Strix-ის ოთხი ვერსია, მათ შორისაა ორიგინალური შავი და თეთრ-ვერცხლისფერი (White Edition) ვერსიები, GUNDAM და EVA Edition. როგორც ჩანს, ყველა დაფაში გამოყენებულია ერთი და იგივე PCB და გაგრილების სისტემას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ თემატიკასა და RGB განათებაშია. https://tinyurl.com/bddty7tw
  7. ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათწლეულის ბოლოს 1 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება აშშ-ისა და ევროკავშირის არაეფექტური მონეტარული პოლიტიკის გამო. მისი თქმით პანდემიამ დასავლეთის ქვეყნების ფინანსურ სისტემებში ბევრი ხარვეზი გამოავლინა. ფედერალური რეზერვების სისტემა ფულს ბეჭდავს COVID-19-ის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში, დააკონკრეტა ჰეიესმა. მან ასევე აღნიშნა ოქრო, როგორც ქონების შენახვის ტრადიციული საშუალება. BitMEX-ის თანადამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე კოლაფსის შემთხვევაში ძვირფასი ლითონის ფასი 20 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, განმარტა ჰეიესმა. მისი აზრით Bitcoin-ის მომხრეებმა უნდა იმუშაონ მის განაწილებაზე და გამოიყენონ აქტივი ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის. ჰეიესმა ადრე ივარაუდა კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემა 2022 წლის ივნისში. მას მიაჩნია, რომ Bitcoin და Ethereum დაიკავებენ 30 ათას და 2500 აშშ დოლარიან დონეებს Nasdaq 100 (NDX) ინდექსის შემცირების ფონზე. აპრილის დასაწყისში ჰეიესმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 10 000 აშშ დოლარზე მეტი იქნება. https://tinyurl.com/y4kp47jw
  8. გამოჩნდა ვარაუდი AMD RDNA 3 გრაფიკულ არქიტექტურაში ტაქტზე შესრულებადი ინსტრუქციების რაოდენობის გაორმაგების შესახებ და მას მოჰყვა მორიგი ინფორმაცია, რომ AMD-ის სამომავლო ფლაგმანი - სავარაუდო დასახელებით Radeon RX 7900 XT - შესაძლოა ოთხჯერ აღემატებოდეს RX 6900 XT-ს გამომთვლელი წარმადობით. ინფორმაცია გააზიარა VideoCardz-მა ცნობილ ინსაიდერ Greymon55-ის ბმულზე დაყრდნობით. რესურსი აღნიშნავს, რომ ახალ შეტყობინებებში ინფორმატორი მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახელებს ადრე გამოცხადებულ მახასიათებლებში, მაგრამ არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა შეიცვალა. თუმცა გამოჩნდა მაქსიმალური გამომთვლელი წარმადობის ახალი მაჩვენებელი - 92 Tflops FP32 ოპერაციებში. Navi 21 GPU-ზე დამყარებული სერიის ამჟამინდელ ფლაგმან RX 6900 XT-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 23 Tflops-ს უდრის. ინსაიდერმა განაცხადა, რომ ძველი შეტყობინებები აქტუალურობას კარგავს, გაურკვეველია რჩება თუ არა ძალაში განცხადება, რომ ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 15360 გამომთვლელი ბლოკი Compute Unit (CU) ან გაზრდილი წარმადობა დიდწილად მიღწეული იქნება თავად არქიტექტურაში ცვლილებით. CU-ების ამგვარი რაოდენობის შემთხვევაში 92 Tflops წარმადობა შესაძლოა მიღწეულ იქნას დაახლოებით 3 გჰც სიხშირეზე. სავარაუდოდ დადგა დრო, როდესაც ინჟინრული ნიმუშების აქტიური ტესტირება უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლო ვიდეო დაფების შესახებ ბევრად უფრო ზუსტი და დამაჯერებელი ინფორმაცია შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს თვეებში. https://tinyurl.com/2p83w9kz
  9. Intel გეგმავს დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ბარათების გამოშვებას მეორე კვარტლის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა. ეს ინფორმაცია დაადასტურა 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლო ანგარიშის კონფერენციაზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა. „AXG (განყოფილება Accelerated Computing Systems and Graphics Group, რომელიც ქმნის ვიდეო დაფებს) გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ უკვე გამოვუშვით მობილური გრაფიკული დაფები. მეორე კვარტალში გვექნება დესკტოპ გრაფიკული დაფები და მეტი გრაფიკა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ შევავსებთ პროდუქციის ხაზს“, - განაცხადა გელსინგერმა. არსებული ცნობების თანახმად Intel-მა გამოუშვა რვა სხვადასხვა დისკრეტული ვიდეო დაფა Arc Alchemist სერიაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიმდინარე ზაფხულში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, Intel-ის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის არა აპარატურული, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მხარე. დრაივერების პაკეტების შექმნა, რომლებიც სტაბილური და ოპტიმალურია თანამედროვე თამაშებისთვის, სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს და მისი შესრულება Intel-ს სწორი მიმართულებით სურს. „გეიმერი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოგ მნიშვნელოვან თამაშზე მიმდინარეობს დიდი შრომა ოპტიმიზაციისთვის და ასეთი სამუშაო სრული სვლით მიდის“ - აღნიშავს გელსინგერი. Intel მუშაობს OEM პარტნიორებთან, რათა გამოუშვას ახალი გრაფიკული დაფები და პროდუქტები. Intel-ის ხელმძღვანელმა პირველად აღნიშნა, რომ კომპანია ავითარებს Arc 9 დესკტოპ გრაფიკას: ”ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე. გვაქვს მესამე ვერსია (Arc 3). გვექნება მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ვერსიები (Arc 5, Arc 7 და Arc 9), რომელთა შემუშავებას მიმდინარე წელს ვაპირებთ“. ახალი ვიდეო დაფების გამოშვების კონკრეტული თარიღები არ სახელდება. სავარაუდოდ შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე, მეორე კვარტლის ბოლოს ვიხილავთ Intel-ის დესკტოპ გრაფიკას, თუმცა უცნობია რა ვიდეო დაფები იქნება. ჯამში Intel წლის ბოლომდე გამოუშვებს დესკტოპ ვიდეო დაფების სრულ ასორტიმენტს საწყისი დონიდან ფლაგმანებამდე. Intel აგრეთვე ეტაპობრივად გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკას - ჯერ გამოსულია მხოლოდ უმცროსი ვერსია Arc 3. https://tinyurl.com/3pt3hhcz
  10. ტეხასის შტატის ქალაქი ფორტ-უერტი პირველია აშშ-ის ქალაქებიდან, რომელმაც Bitcoin-ის მოპოვება დაიწყო ქალაქის მერ მეთი პარკერის ინიციატივით, წერს CNBC. სამ მაინერ Antminer S9-სგან შექმნილი ფერმა განთავსდა მერიის IT განყოფილებაში. უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობა კერძო ქსელთანაა დაკავშირებული. მეთი პარკერი და მაინინგ ფერმა მერიაში, წყარო: CNBC კრიპტოვალუტის მაინინგი მოითხოვს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და ტექნიკურ პერსონალს ტექნიკური მომსახურებისთვის. ამიტომ, მერის თქმით, პროექტი მცირე პილოტით დაიწყო. პარკერმა აღნიშნა, რომ ფერმა არ მოიტანს მნიშვნელოვან შემოსავალს, მაგრამ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება. ქალაქის ბალანსზე ციფრული აქტივის მიღების გარდა Bitcoin-ის გამოყენება მიზნად ისახავს ფორტ-უერტის ცნობადობის გაზრდას. „ფორტ-უერტთან დაკავშირებით ბევრმა არ იცის ვინ ვართ. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს ვითარება და გვჯერა, რომ ტექნიკური ინოვაციები, მათ შორის კრიპტოვალუტა, არის ამის საშუალება“, - განაცხადა პარკერმა. პროექტის რეალიზაციის პარტნიორები გახდნენ საწარმოო ორგანიზაცია Texas Blockchain Council და მაინინგ-პულ Luxor Technologies-ის ოპერატორი. პირველმა მათგანმა ქალაქს აჩუქა სამი S9, რომელთაგან თითოეული ღირებულება დაახლოებით 600 აშშ დოლარია. პარკერი მერის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელია იმყოფება. მისი თქმით ნაცნობ ვენჩურულ ინვესტორებთან საუბრებმა მას Bitcoin-ის მაინინგის იდეისკენ უბიძგა. მათი თქმით, კაპიტალის 80% მიდის ტექნოლოგიაში და კრიპტოვალუტები ახლა მის ეპიცენტრშია. „ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი ქვეყანაში. დიდი აქტივობაა ჩრდილოეთ ტეხასში და განსაკუთრებით ფორტ-უერტში. ამ ენერგიის შესანარჩუნებლად საჭიროა საკუთარი თავის პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით. ჩვენ გვჯერა, რომ კრიპტოვალუტა ჩვენი მომავალი ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილია“, - განაცხადა მერმა. ფორტ-უერტში მაინინგის საპილოტე პროექტის ამოქმედებიდან ექვსი თვის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ჩაიდოს თუ არა რეალური ფული ფერმის მშენებლობაში. მარტში ტეხასის კონგრესმენმა Pete Sessions-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მაინინგს შეუძლია შეასრულოს „გადამწყვეტი როლი“ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. შტატში უკვე განთავსებულია ან შენდება მონაცემთა ცენტრები მრავალი ინდუსტრიული კომპანიისთვის, მათ შორისა Compute North, Iris Energy, Core Scientific და Marathon Digital. არგენტინის პროვინცია სანტა-ფეს საროდინოს კომუნამ ფინანსური სირთულეების დასაძლევად მაინინგის გამოყენება გადაწყვიტა. სოფლის ხელისუფლება ყოველთვიურად 500-600 აშშ დოლარი შემოსავლის მიღებას ელის. https://tinyurl.com/2p97ywbz
  11. კომპანია Samsung-მა გამოუშვა პორტატული მყარი დისკის ახალი მოდელი T7 Shield. ეს პროდუქტი მიეკუთვნება პორტატული მყარი დისკების T სერიას, იგი ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან. ძირითადად ესენი არიან კონტენტის შემქმნელები და ფოტოგრაფები. ახალი მყარი დისკი გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, წყლისა და მტვრისგან დაცვით, აპარატული დაშიფვრის ფუნქციით, აგრეთვე მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით. პროდუქტის მოცულობა 2 ტერაბაიტამდეა. დამაკავშირებელი ინტერფეისია USB Type-C USB 3.2 Gen2-ის მხარდაჭერით და PCIe/NVMe-თავსებადი ინტეგრირებული SSD-ით. მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 1050 მბ/წამამდე წაკითხვისას და 1000 მბ/წმ - ჩაწერისას, რაც ამ დრომდე არსებული T7 სერიის ეკვივალენტურია. შედეგად ახალი მყარი დისკი წარმოადგენს იდეალურ მაღალი წარმადობის პორტატულ სანახ სივრცეს. სერიაში შედის ორი - 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ პორტატული SSD-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდწილად უცვლელია წინა მოდელებთან მიმართებაში, T7 Shield-ის ყველაზე გამორჩეული თვისებაა უმაღლესი გამძლეობა, რითიც წინა სერიის მოდელებს აღემატება. T7 Shield-ის კორპუსის დათვალიერებისას ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია სქელი რეზინით. შედეგად იგი უფრო გამძლეა დარტყმების მიმართ. წინა სერიის მოდელები 2 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნას უძლებს, T7 Shield-ის გამძლეობა კი 3 მეტრამდე გაიზარდა. T7 Shield-ს ასევე აქვს IP65 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერი მოწყობილობაში ვერ მოხვდება, წყლის შხეფები კი დამაზიანებელ შედეგს არ გამოიღებს. მყარი დისკი წყალში ჩაძირვას დიდად ვერ გაუძლებს, თუმცა ღია სივრცეში წვიმის დროს პრობლემები არ შეექმნება. ამრიგად, T7 Shield-ის მთავარი განსაკუთრებულობაა მკაცრ გარემო პირობებში გამოყენების შესაძლებლობა დარტყმის, წყლისა და მტვრის გამძლეობის წყალობით. შედეგად მყარი დისკი უსაფრთხოა ღია სივრცეში მუშაობისას. https://tinyurl.com/5ruah756
  12. NVIDIA-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი (Jensen Huang) ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების სისტემების ვირტუალურ გარემოში ტესტირების აქტიური მომხრეა. კომპანია Intel-იც გეგმავს მსგავსი გამოცდების გადატანას ხარისხიანი საფარის მქონე სივრციდან უგზოობაში, რომელიც მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. შედეგად დაჩქარდება რობოტიზებული ყველგანმავლების შექმნის პროცესი. ფოტოს წყარო: Intel ვებ-გვერდზე განთავსებული პრეს-რელიზის თანახმად კორპორაცია Intel-მა მიიღო ამერიკულ სააგენტო DARPA-ს მხარდაჭერა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა სახის თავდაცვით ინიციატივას, რომლებიც უკავშირდება რობოტიზებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიმულირებული გარემოს შექმნას. ასეთი ტექნოლოგიების სრულყოფა სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს საშუალებას მისცემს შექმნან რობოტიზებული მანქანები, რომელთა მართვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად და ავტომატურად. სისტემა Intel CARLA საშუალებას იძლევა შეიქმნას უხეში რელიეფის მქონე ვრცელი ვირტუალური ლანდშაფტები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, შემდეგ კი ეს სივრცე გამოყენებულ იქნას მაღალი გამავლობის თვითმავალი მანქანების ტესტების სიმულაციისთვის. ვირტუალურ სივრცეში მიღებული უნარების შემდგომ გამოყენება შესაძლებელია რეალური ტექნიკის ნიმუშების აპარატულ უზრუნველყოფაში, რაც დააჩქარებს შემუშავებას. პროექტი გათვლილია ხუთ წელზე, მის ფარგლებში Intel მოიზიდავს ტეხასის უნივერსიტეტისა და ბარსელონაში არსებული კომპიუტერული ხედვის ცენტრის რესურსებს. https://tinyurl.com/mr3fcuew
  13. MetaMask-ის დეველოპერები და კრიპტოვალუტების შესყიდვის სერვისი NFT MoonPay შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. არაკასტოდიალური საფულის მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ციფრული აქტივები ფიატით. შესაძლო ოფციებს შორისაა - საბანკო ბარათები, Apple Pay, Google Pay, SEPA და UK FP. MoonPay-ის ინტეგრაცია ჩართულია საფულე v4.4-ის მობილურ ვერსიაში. იგი მალე დაემატება დესკტოპ ვარიანტად v10.13 ვერსიაში. ნიუ-იორკის, ტეხასის, ლუიზიანას, როდ აილენდის, ჰავაის და ვირჯინიის კუნძულების შტატების მცხოვრებნი ვერ შეძლებენ ახალი ფუნქციონირების გამოყენებას. 2022 წლის იანვარში MoonPay-მ გამოუშვა სერვისი NFT-ების შესაძენად გადახდის ბარათების გამოყენებით. ერთი თვით ადრე სტარტაპმა შექმნა კონსიერჟ-სერვისი NFT-ისა და კრიპტოვალუტების შეძენისთვის. მარტში MetaMask-ის ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. https://tinyurl.com/mr234va8
  14. კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა AERO 5 XE4-73JP614SH, ლეპტოპი მე-12 თაობის Core პროცესორით, GeForce RTX 3070 Ti ვიდეო დაფით და OLED-ეკრანით. მისი ფასი დაახლოებით 3000 აშშ დოლარი იქნება. ლეპტოპი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც შთაგონებელია სპორტული ავტომობილის აეროდინამიკით. დისპლეის აქვს Samsung-ის 4K OLED პანელი 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით, თავსებადია DisplayHDR 400 TRUE BLACK-თან, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 100 000:1. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: პროცესორი Core i7-12700H, 16 გბ მეხსიერება, 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, გრაფიკული პროცესორი GeForce RTX 3070 Ti (8 გბ), Samsung-ის OLED-პანელი გაფართოებით 3840 x 2160 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 11. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია Thunderbolt 4, სამი USB 3.0, ერთი HDMI 2.1, Mini DisplayPort 1.4, UHS-II თავსებადი მოწყობილობა SD-ბარათის წაკითხვისთვის, 2,5 Gigabit Ethernet, Wi-Fi 6, Bluetooth 5.2+LE, HD-ready ვებ კამერა და ა.შ. ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, ავტონომიური მუშაობის დრო - 7 საათი. ლეპტოპის ზომაა 357 x 254 x 23.6 მმ, წონა - 2.3 კგ. https://tinyurl.com/3v7ejz4w
  15. Samsung Electronics-ის შემოსავალი პირველ კვარტალში გაიზარდა 19%-ით და 61.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. კონკურენტი SK hynix-ისგან განსხვავებით მან აღნიშნა კომპონენტებზე მუდმივი მოთხოვნის შენარჩუნება არა მხოლოდ სერვერების სეგმენტში, არამედ კომპიუტერების ბაზარზეც. სმარტფონების ბაზარი მიმდინარე კვარტალში მცირდება, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ ზრდას წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. მიმდინარე კვარტალში დაიწყება 3-ნანომეტრიანი კომპონენტების გამოშვება გარე დამკვეთებისთვის. ფოტოს წყარო: Samsung Electronics Samsung-ის საოპერაციო მოგება კვარტალში გაიზარდა 51%-ით 11.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გამოწვეულია მეხსიერების ფასების მოსალოდნელზე მცირე კლებით. მიღებული საოპერაციო მოგება ყველაზე დიდია 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. მთლიანობაში ნახევარგამტარი კომპონენტების გაყიდვიდან მიღებული მოგება გაორმაგდა და 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის წმინდა მოგებამ 8.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის საოპერაციო მოგება მობილურ და სატელეკომუნიკაციო სეგმენტში შემცირდა 14%-ით -3.0 მლრდ აშშ დოლარამდე. სმარტფონების სეგმენტში კომპანიამ გაზარდა სმარტფონების მიწოდება დაბალი და საშუალო ფასების დიაპაზონში, ამავე დროს წარადგინა ფლაგმანური Galaxy S22 სერია. Canalys-ის თანახმად ამის შედეგად ბაზრის წილი 22%-დან 24%-მდე გაზარდა. საკონტრაქტო წარმოების სეგმენტში Samsung აგრძელებს თანამედროვე ლითოგრაფიის წილისა და წლიური პროდუქციის გამოშვების მასშტაბის ზრდას, მიმდინარე კვარტალში კი აპირებს 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიული წარმოების დაწყებას GAA ტექნოლოგიით. კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებს მსოფლიო დონის მომხმარებლების მოზიდვას საკონტრაქტო სერვისებზე. Samsung-მა მინიშნება გააკეთა, რომ წლის მეორე ნახევარში მოუწევს ფასები გაზარდოს კონტრაქტულ სერვისებზე, რათა უზრუნველყოს მომავალი პროექტების დაფინანსება. წლის მეორე ნახევარში Samsung ელის კომპონენტების მუდმივ დეფიციტს და შეზღუდულ შიდა წარმოების შესაძლებლობებს. უახლესი გეოპოლიტიკური პრობლემები და ჩინეთის ლოქდაუნი უარყოფითად აისახება კომპანიის საქმიანობაზე. მენეჯმენტი ასევე შეშფოთებულია უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების მაღალი დონით - კომპანია თავისი შემოსავლის 80%-ზე მეტს სამხრეთ კორეის ფარგლებს გარედან იღებს, საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა კი ჯერჯერობით შორს არის სტაბილურისაგან. https://tinyurl.com/4m6edxkv
  16. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გააფართოვა ციფრული აქტივების „დამაბნეველი“ კომპანიების სია. ამის შესახებ ნათქვამია პრეს-რელიზში. საუბარი ეხება ჩამონათვალს სახელწოდებით „Public Alert: Unregistered Soliciting Entities“ (PAUSE). იგი საინფორმაციო ხასიათს ატარებს და არ ამტკიცებს, რომ მასში მოხვედრილმა კომპანიებმა კანონი დაარღვიეს. PAUSE-ში ხვდება ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა, მარეგულირებლის აზრით, ეჭვს იწვევს. სხვა კრიტერიუმია ცნობილი კომპანიების სახელწოდებასთან მსგავსება. მაგალითის სახით SEC-მა მოიყვანა პროექტები SuperBinance და Superfxtrading - ინვესტორებს შეიძლება ისინი აერიოთ Bitcoin-ბირჟა Binance-სა და FTX-ში. ჩამონათვალში ასევე არის კომპანია Gemini M&A, ახალბედებს შორის კი - Bittrade Capitals, 247Crypto Trade და Bitpayfxpro. კომისიამ აღნიშნა, რომ PAUSE-ში შემავალი კომპანიები ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ „საკუთრების, ადგილმდებარეობისა და რეგისტრაციის შესახებ“. თუმცა SEC არ აღიარებს, რომ ასეთი კომპანიები იმალებიან ცნობილი სახელების მიღმა და უწოდებს მათ „არალიცენზირებულ ორგანიზაციებს“, რომლებიც ამუშავებენ ტრანზაქციებს. 2020 წლის ნოემბერში ტეხასის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა სამი ექსტრემალური ბრძანება თაღლითობაში ეჭვმიტანილი 14 კრიპტო კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 2021 წლის მარტში შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეტენზია შეიტანეს სამ არარეგისტრირებულ პროექტზე. ერთ-ერთი მათგანი მუშაობდა Bitcoin-ბირჟა Binance-ის ბრენდის ქვეშ. იმავე წლის ოქტომბერში ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ ხუთი კრიპტო კომპანიის მენეჯმენტს თაღლითობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ბრძანება გაუგზავნა ოპერაციების შეჩერების შესახებ. https://tinyurl.com/56hkbjna
  17. ახალი თაობის Poco F სმარტფონები გამოსაშვებად მზადდება და მათგან პირველი არის Poco F4 GT. ეს მოწყობილობა გვთავაზობს ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 1 პროცესორს და დამუხტვის გაზრდილ სიჩქარეს, გვაცნობებს GSMArena. სმარტფონში წარმოდგენილია ტექნოლოგია LiquidCool 3.0, რაც ნიშნავს გაგრილების ორი ამაორთქლებელი კამერის არსებობას. წინა მოდელ Poco F3-ში გამოიყენებოდა ამ ტექნოლოგიის 1.0 ვერსია. ამაორთქლებელი კამერების ზომა 170%-ით გაიზარდა. გრაფიკული პროცესორი Adreno 730 გახდა 50%-ით უფრო სწრაფი და უზრუნველყოფს გამოსახულების გამოტანას 6.67-დუიმიან AMOLED ეკრანზე. ეს არის 10-ბიტიანი პანელი 1 მლრდ ფერითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. DisplayMate-ის წყალობით ეკრანს მიენიჭა A+ 15 პარამეტრში ჩანაწერების დაყენებით ან გამეორებით. ეკრანის შეხების დისკრეტიზაციაა 480 ჰერცი - F3 მოდელის შემთხვევაში 360 ჰერცია. გეიმერებისთვის განკუთვნილი ღილაკები გამოცდილია ასზე მეტ პოპულარულ თამაშში. ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა კამერის ჩართვა. მოწყობილობას აქვს 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვის სისტემა HyperCharge. 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეის დამუხტვა 100%-ზე შესაძლებელია 17 წუთში. მეორე რეჟიმის გამოყენებით სმარტფონი გეიმინგის პროცესისას იმუხტება 27 წუთში. სპეციალური USB-C სადენი გამოსაყენებლად მოსახერხებელია, თუკი მოწყობილობას ჰორიზონტალურად დაიჭერთ. სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია 64-მეგაპიქსელიანი კამერა სენსორით Sony IMX686 1/1,73 (პიქსელების ზომაა 0.8 მკმ და 1.6 მკმ გაერთიანებისას) დიაფრაგმით f/1,9. მის გვერდით მოცემულია ფართოკუთხიანი 8 მპ კამერა (120°, f/2.2) და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და აგებულია სენსორზე Sony IMX596. უკანა მხარეს მოცემულია RGB განათება შეტყობინებების, დამუხტვის ინდიკაციისა და თამაშებისთვის. Poco F4 GT გაყიდვაში გამოვა 28 აპრილს რამდენიმე რეგიონის ინტერნეტ-მაღაზიებში. იგი წარმოდგენილი იქნება შავი, ვერცხლისფერი და ყვითელი ფერების ვარიანტებად. საბაზისო 8/128 ვერსიის ფასია 600 ევრო, 12/256 ვერსია კი ღირს 700 ევრო. ორივე შემთხვევაში ესენია LPDDR5 და UFS 3.1 სტანდარტის მეხსიერება. https://tinyurl.com/7vm8bt4f
  18. Intel Arc Alchemist A სერიის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის მქონე ნოუთბუქები და ულტრაბუქები ამერიკულ მსხვილ რითეილერებთან გამოჩნდა გაყიდვაში - წერს პორტალი Tom’s Hardware. ASUS-ისა და HP-ს ორი მოდელი აღმოჩენილ იქნა საცალო ქსელ Best Buy-ზე. ორივე ლეპტოპს აქვს ვიდეო დაფა Arc A370М 4 გბ GDDR6ნ მეხსიერებით. ახალი მოწყობილობების ფასი დიდად სახარბიელო არ არის. ფოტოს წყარო: Best Buy ულტრაბუკ ASUS Zenbook Flip მოდელში წარმოდგენილია 12-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-12700H, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, 1 ტბ NVMe SSD და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. ეს ლეპტოპი იყიდება 1400 აშშ დოლარად. ლეპტოპს აქვს 360 გრადუსით მბრუნავი 15.6-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი. მოდელ HP Spectre x360-ს (16-f1023dx), რომლის ფასია 2000 აშშ დოლარი, ასევე აქვს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეი და ვიდეო დაფა Arc A370M. ლეპტოპში მოცემულია 12-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1260P, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200 და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ლეპტოპს ასევე აქვს 16-დუიმიანი სენსორული OLED-დისპლეი გვერდების შეფარდებით 8:5 და გაფართოებით 3840 × 2400 პიქსელი. ორივე ლეპტოპი აგებულია პლატფორმა Intel Evo-ზე, აქვს უსადენო კავშირის სტანდარტ Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა და კონექტორი Thunderbolt 4 (USB Type-C). კომპანიებს არ მიუთითებიათ მოწყობილობების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა პლატფორმა Evo-ს ბოლო მახასიათებლების თანახმად ლეპტოპებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ 9 საათი ავტონომიური მუშაობა და უნდა ჰქონდეთ სწრაფი გამოღვიძების ფუნქცია. Tom's Hardware-ის აზრით ზემოთაღნიშნული ლეპტოპების ღირებულება არაგონივრულად მაღალია. რესურსი აღნიშნავს, რომ იმავე 1400-2000 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ გეიმინგ ლეპტოპები იმავე ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 ან GeForce RTX 3070 გრაფიკული დაფებით. მაგალითად, ASUS ROG Zephyrus G14 მოდელის ფასი 1560 აშშ დოლარია. ამ ფასად ლეპტოპი გვთავაზობს Ryzen 9 5900HS პროცესორს და GeForce RTX 3060 ვიდეო დაფას. ამავდროულად, ეს მოწყობილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ASUS Zenbook-ისა და HP Spectre-ის მითითებული მოდელები. 1400-დან 2000 აშშ დოლარამდე ფასის დიაპაზონი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A370M დაფას ვერ ვუწოდებთ სწრაფ ვიდეო დაფას თანამედროვე სტანდარტებით. AMD-ის განცხადებით მისი საბაზისო დონის მობილური ამაჩქარებელი Radeon RX 6500M 27-დან 144%-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel-ის პროდუქტი. https://tinyurl.com/4mmppy3x
  19. კომპანია Biostar-მა წარადგინა მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2, რომლის საფუძვლად გამოყენებულია RDNA 2 არქიტექტურის მქონე რვა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6600. კომპანიის განცხადებით მასზე მხარდაჭერილია GPU-ის მეშვეობით მოპოვებადი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Ravencoin, Ergo და ა.შ. ფოტოს წყარო: Biostar ორი თვის წინ Biostar-მა ასევე გამოუშვა მაინინგ-ფერმა iMiner A588X8D2, რომელიც მოიცავს რვა Radeon RX 580 გრაფიკულ ბარათს. მისი Ethereum-მაინინგის წარმადობა 232 Mhash/s-მდეა. ახალი iMiner 660MX8D2 სისტემის წარმადობა, რომელიც დაფუძნებულია რვა Radeon RX 6600-ზე, არის 248 Mhash/s, ანუ 7%-ით მეტი. მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2-ის შემადგენლობაში შედის დედა დაფა Biostar TB360-BTC D+, რომელიც აღჭურვილია 3.1 გჰც სიხშირეზე მომუშავე ორბირთვიანი პროცესორით Intel Celeron G4900, აგრეთვე მოცემულია DDR4-2666 სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება 120 გბ მოცულობით. სისტემა აღჭურვილია გიგაბიტური ქსელის კონტროლერით Realtek RTL8111H. სისტემა იკვებება 2000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკით, თუმცა რვა Radeon RX 6600-ის ენერგომოხმარების დონე არაუმეტეს 1056 ვატია ოპტიმიზაციის გათვალისწინების გარეშეც კი. ასე რომ ხელმისაწვდომია კვების მარაგი. ფერმა იმუშავებს ოპერაციულ სისტემებზე - Windows 10, HiveOS ან Linux. iMiner 660MX8D2-ის ფასი და ხელმისაწვდომობის ვადა კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/4na6v46e
  20. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს ახალ ტექნოლოგიას DDR5 ოპერატიული მეხსიერების ავტომატური აჩქარებისთვის, სახელწოდებით AMD RAMP (Ryzen Accelerated Memory Profile) Socket AM5 პლატფორმისა და Ryzen 7000 (Raphael) პროცესორებისთვის. უახლესი ინფორმაციით ამ ტექნოლოგიას შესაძლოა სხვა სახელი ჰქონდეს - AMD EXPO. ფოტოს წყარო: AMD რესურს Videocardz-მა მოიპოვა გარკვეული დეტალები ტექნოლოგია EXPO-ს ანუ EXtended Profiles for Overclocking-ის შესახებ. იგი უნდა გახდეს პროფილ Intel XMP 3.0-ისთვის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც გამოიყენება ოპერატიული მეხსიერების აჩქარებისთვის Intel Alder Lake სისტემებში. სავაჭრო ნიშანი EXPO კომპანია AMD-მ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაარეგისტრირა. აღწერის თანახმად იგი ნამდვილად ოპერატიულ მეხსიერებასთან მუშაობას უკავშირდება. თუმცა განმარტებისას კომპანია პირდაპირ არ მიუთითებს, კონკრეტულად რა მიზნით იქნება EXPO გამოყენებული. ფოტოს წყარო: VideoCardz Videocardz-ის მონაცემებით EXPO გამოყენებული იქნება ორი ტიპის DDR5 ოპერატიული მეხსიერების აჩქარებული პროფილების შენახვისთვის. პირველი ტიპი ოპტიმიზებული იქნება მაღალი სიჩქარის მეხსიერებასთან მუშაობაზე, მეორე - უზრუნველყოფს მცირე შეყოვნებას DDR5-თან მუშაობისას. წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აღნიშნავს, რომ მეორე სახის პროფილები ძირითადი არ იქნება. ასევე აღნიშნულია, რომ AMD EXPO იმუშავებს ნებისმიერი ტიპის DDR5 მეხსიერებასთან - UDIMM, RDIMM და SO-DIMM. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპერატიული მეხსიერების პროფილების აჩქარების მხარდაჭერა გამოჩნდება არა მხოლოდ კომპიუტერებში, არამედ ამა თუ იმ ფორმით შეიძლება განხორციელდეს ლეპტოპებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ის სამომავლო მობილურ პროცესორებზე, ასევე სამუშაო სადგურებზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელ მობილურ Ryzen 6000 (Rembrandt) მოდელებზე მხარდაჭერილია მხოლოდ DDR5-4800 და LPDDR5-6400 მეხსიერების სტანდარტები. AMD-მ ადრე განაცხადა, რომ აპირებს DDR5 მეხსიერების აჩქარების აყვანას ახალ დონეზე Zen 4 არქიტექტურის მქონე Ryzen 7000 ჩიპების მეშვეობით. „ჩვენი პირველი გეიმინგ პლატფორმა DDR5-ის მხარდაჭერით იქნება Raphael. და მისი ერთ-ერთი აღსანიშნავი მახასიათებელია ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ დიდი ფურორის მოხდენას მეხსიერების აჩქარებით. სიჩქარე, რომელიც შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელი იქნება“ - განაცხადა AMD-ის მეხსიერების ტექნოლოგიების საკითხების ინჟინერმა Joseph Tao-მ. https://tinyurl.com/kj63n8kz
  21. Starlink-მა უკვე დადო კონტრაქტი JSX-ის თვითმფრინავების კარგი ინტერნეტ-კავშირით უზრუნველსაყოფად, ამჟამად კი Hawaiian Airlines შეუერთდა მათ რიცხვს, ვისაც სურს ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების გამოცდა. Starlink-ის მფლობელი კომპანია გვპირდება, რომ მომავალ წელს დაუკავშირდება ავიაკომპანიის თვითმფრინავებს, ხოლო ავიაკომპანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წვდომა გამონაკლისის გარეშე ყველასთვის უფასო იქნება რა თქმა უნდა მათთვის, ვინც Hawaiian Airlines-ს აირჩევს. SpaceX-ისთვის ეს უნდა იყოს მთავარი მიღწევა და გარღვევა ავიაკომპანიებთან მუშაობის სფეროში, რადგან ეს არის პირველი კონტრაქტი დიდ ავიაკომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ ადრე კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ჩარტერულ გადამზიდავ JSX-თან და ასევე განახორციელა ქსელის ტესტირება Delta-ს თვითმფრინავებზე. ავიაკომპანიის ასეთი მასშტაბური გეგმები შესაძლოა აიტაცონ სხვა ავიაგადამზადავებმაც, სამომავლოდ SpaceX-თან კონტრაქტები და თვითმფრინავებში ინტერნეტთან უფასო წვდომა შესაძლოა წარმოადგინონ ყველაზე მოწინავე კომპანიებმა. „ჩვენ არ დაგვიწყია Starlink-ის ქსელის ტესტირების პროცესი ჩვენს თვითმფრინავებში, გვაქვს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პროდუქტის გამოსაყენებლად“. ამის შესახებ განაცხადა Hawaiian Airlines-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა. კომპანია გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ დროისთვის Wi-Fi ქსელი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა დირექტორმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიჩქარით. კომპანიის ყველა მომავალი და ამჟამინდელი თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი. https://tinyurl.com/4tc4mc6f
  22. Bitcoin-ის მაქსიმალისტები და გარკვეული კრიპტოაქტივების მომხრეები აფერხებენ ინდუსტრიის განვითარებას. ეს აზრი გამოთქვა ბლოკჩეინ კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა, აცხადებს CNBC. მისი თქმით, ციფრული ოქროს გარშემო არსებული ტრაიბალიზმი აფერხებს მთელი ბაზრის ზრდას. როგორც Yahoo-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გარლინგჰაუსმა ინდუსტრია 2000-იანი წლების დასაწყისში dot-com-ის ეპოქას შეადარა. „მე მაქვს Bitcoin, Ethereum, მაქვს კიდევ რაღაც. […] Yahoo შეიძლება იყოს ისეთივე წარმატებული, როგორც eBay. მაგრამ ისინი სხვადასხვა პრობლემებს წყვეტენ. არსებობს სხვადასხვა გამოყენების შემთხვევები, ბაზარი და აუდიტორია“, - თქვა Ripple-ის ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ ამ პარალელებიდან ბევრი არსებობს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაშიც. Bitcoin-ის ცნობილ მაქსიმალისტებს შორის არიან Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი და MicroStrategy-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი. 2022 წლის აპრილში სეილორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გააგრძელებს ციფრული ოქროს შეძენისა და შენახვის სტრატეგიის გატარებას. კიდევ ერთი ანტრეპრენერი ილონ მასკი Dogecoin-ის აქტიური მხარდამჭერია. 2021 წლის მაისში მან განაცხადა, რომ meme-კრიპტოვალუტას შეუძლია „ადვილად“ გაუსწროს Bitcoin-ს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. გარლინგჰაუსის თქმით ერთი რომელიმე აქტივის მიმდევრები იწვევენ დაყოფას საზოგადოებაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ვაშინგტონში ინდუსტრიის ინტერესების ლობირებას. 2021 წლის შემოდგომაზე კრიპტო ფონდ BlockTower Capital-ის დამფუძნებელმა არი პოლმა ყურადღება გაამახვილა, რომ Ethereum-ის მხარდამჭერები Solana-ს კრიტიკისას აღმოჩნდნენ Bitcoin-ქომიუნითის პოზიციაში ციფრული აქტივების ოპონენტებთან კამათისას. https://tinyurl.com/5ctrf3e6
  23. კომპანია MSI-მ დააანონსა ახალი AIO Modern AM242P 11M-1441, რომელსაც 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი ექნება. სისტემის საფუძვლად გამოყენებულია მე-11 თაობის Intel Core პროცესორი. ფოტოს წყარო: MSI MSI Modern AM242P 11M-1441-ში წარმოდგენილია ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7, რომელიც მუშაობს 2.4-4.2 გჰც სიხშირის დიაპაზონში. ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Iris Xe 80 EU-ით და 1.3 გჰც სიხშირით. სისტემას გააჩნია DDR4 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ M.2 ფორმატის NVMe SSD, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. მოწყობილობაში წარმოდგენილია ვებ-კამერა ჩამკეტით, ასევე მიკროფონი და დინამიკები ხმის ჩახშობის სისტემით, რომლებიც მუშაობს საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა MSI Center-ის მეშვეობით. სისტემას აქვს გიგაბიტური ქსელის ინტერფეისი და Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი. კომპიუტერში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მონობლოკ MSI Modern AM242P 11M-1441-ის ზომაა 541.4 × 194.68 × 534.92 მმ, წონა - 6.16 კგ. გარანტიის ვადა შეადგენს 2 წელს, ფასი - 899 ევროს. https://tinyurl.com/ye226y34
  24. კომპანია ASUS-მა ZenBook სერიის ლეპტოპების ასორტიმენტი შეავსო ორი ახალი მოდელით, ესენია ZenBook S 13 OLED და ZenBook Pro 15 Flip OLED. პირველ მათგანს აქვს AMD-ის უახლესი პროცესორები და გრაფიკა, მეორეს კი - მე-12 თაობის Intel Core ჩიპები და Arc Alchemist ვიდეო დაფები. ფოტოს წყარო: ASUS მოდელ ZenBook S 13 OLED-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, გაფართოება - 2880 × 1800 პიქსელი, რეაქციის დრო 0.2 მილიწამი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი დაფარულია დამცავი საფარით Corning Gorilla Glass NBT. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Rembrandt სერიის, Zen 3+ არქიტექტურის მქონე 6-ნანომეტრიანი ჩიპი Ryzen 7 6800U. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 2.7 გჰც სიხშირით, რომელსაც შეუძლია 4.7გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ჩიპში მხარდაჭერილია DDR5 მეხსიერება და ASUS აქტიურად იყენებს ამ მახასიათებელს. ლეპტოპს აქვს LPDRR5-6400 სტანდარტის 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Radeon 680M 12 გამომთვლელი ბლოკით, რომელიც 2.2 გჰც სიხშირეზე მუშაობს. ASUS ZenBook S 13 OLED ZenBook S 13 OLED-ის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია NVMe PCIe 4.0 SSD 1 ტბ მოცულობით და 6500 მბ/წმ ჩაწერის სიჩქარით, აუდიოსისტემა Harman Kardon, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსადენო სტანდარტი Wi-Fi 6E. ლეპტოპს აქვს სამი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ყველაფერი თავმოყრილია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ კორპუსში, რომლის წონა 1 კილოგრამია. კომპანიის განცხადებით 67 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს საფუძვლად უდევს 15-ბირთვიანი და 20-ნაკადიანი Intel Core i7-12700H ჩიპი ექვსი მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით. მაღალი წარმადობის ბირთვის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 4.7 გჰც-ს, ენერგოეფექტურისა - 3.5 გჰც. მოდელ ZenBook Pro 15 Flip OLED-ს ასევე აქვს LPDDR5 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მუშაობს უფრო დაბალ, 4800 მჰც სიხშირეზე. ლეპტოპის გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია უახლესი დისკრეტული ამაჩქარებლით Intel Arc A370M, რომელსაც აქვს 6 Xe ბირთვი, 6 ბლოკი რეითრეისინგისთვის და 6 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS-ის თქმით ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Intel-ის რამდენიმე ვიდეო დაფით. სავარაუდოდ, საუბარი ეხება ნაკლები წარმადობის Arc 350M მოდელებს ან ინტეგრირებულ Iris Xe-ს, როგორც ვარიანტებს. NVMe მყარი დისკის მოცულობა იქნება 1 ტერაბაიტამდე, სიჩქარე 3200 მბ/წმ, რაც ZenBook S 13 OLED მოდელის მაჩვენებლის ნახევარია. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს აქვს 180 გრადუსით მბრუნავი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9, გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით. ლეპტოპში აგრეთვე წარმოდგენილია ინფრაწითელი ვებ-კამერა, კლავიატურა ერთზონიანი RGB-განათებით, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ორი პორტი Thunderbolt 4 (Type-C), ერთი HDMI 2.0 და Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერა. ლეპტოპი იწონის 1.8 კგ-ს და აქვს 96 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე ლეპტოპში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro, მხარდაჭერილია სტილუსი ASUS Pen 2.0. მოწყობილობების ღირებულება და გამოშვების დრო ჯერ არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/2p9dsnhp
  25. Engine Insights-მა ჩაატარა გამოკითხვა 13-დან 17 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებს შორის და დაადგინა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 39% დაინტერესებულია აქციებში ინვესტიციით, ხოლო 29% გეგმავს ინვესტირებას ციფრულ აქტივებში, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. ამ წლის მარტში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აშშ-ის ზრდასრულ მოქალაქეებს შორის აჩვენა, რომ 13% უკვე ახორციელებს ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, ხოლო კიდევ 27% გეგმავს ამის გაკეთებას. რესპონდენტთა უმეტესობამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებზე და მათში ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ვიდეოებიდან იღებენ, ნახევარზე მეტმა კი აღიარა, რომ ჯერ კიდევ არ იციან ამ სფეროს შესახებ იმდენი, რამდენის ცოდნაც სურთ და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი განპირობებულია იმით, რომ ახალი თაობები ბავშვობიდან იყენებენ სმარტფონებსა და ინტერნეტს, ინტეგრირებულნი არიან ციფრულ ცხოვრებაში და შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს უფროსებზე ადრეც კი. არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე საინფორმაციო სამყარო ბევრ ახალგაზრდაში ავტომატურად აყალიბებს კრიტიკული აზროვნების, უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავებისა და გაფილტვრის, შეჯერების და ფაქტების შემოწმების უნარებს. სწორედ ამ მიზეზით, ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ყალბი, პროპაგანდისა და ინტერნეტ თაღლითობის მიმართ, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები: ტვინის ნეიროპლასტიკურობა მაქსიმალურია ახალგაზრდა ასაკში და მცირდება ბუნებრივი დაბერების პროცესების გამო. https://tinyurl.com/yckkvz2v
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.