Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5894
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის სასამართლომ დაამტკიცა კრიპტობირჟა Binance-ის ხელმძღვანელობის მიერ ფულის გათეთრების კანონების დარღვევისა და პლატფორმის ადმინისტრაციის მიერ შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად დანაშაულის აღიარება. სასამართლომ ასევე დაამტკიცა ჯარიმა კრიპტო ბირჟისთვის 4.3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. ფოტოს წყარო: Satheesh Sankaran / pixabay.com აშშ-ის საოლქო მოსამართლე რიჩარდ ჯონსმა სიეტლში დაამტკიცა შუამდგომლობა, რომელიც მოითხოვდა Binance-ს გადაეხადა 1.81 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის სისხლის სამართლის ჯარიმა და მომხდარიყო 2.51 მლრდ აშშ დოლარის კონფისკაცია. აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე შესთავაზა Binance-ის დამფუძნებელ Changpeng Zhao-ს გათავისუფლების პირობების შეცვლა გირაოს სანაცვლოდ, რამაც გამოიწვია წინააღმდეგობა მისი დაცვის მხრიდან. Binance-ის ხელმძღვანელობის მხრიდან აღიარებამ დაასრულა მრავალწლიანი გამოძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პლატფორმამ დამალა ახლო აღმოსავლეთის ტერორისტული დაჯგუფებების მონაწილობით განხორციელებული 100 ათასზე მეტი ტრანზაქცია. Binance-მა ასევე ხელი შეუწყო ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალებით ვაჭრობას და ამუშავებდა გადახდებს გამოსასყიდი პროგრამების ოპერატორებისთვის. პლატფორმის ადმინისტრაციამ აიღო პასუხისმგებლობა ბრალდებებზე და განაცხადა, რომ გააუმჯობესა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და მომხმარებელთა შემოწმების პროტოკოლები და მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს“ საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი ცვლილებების მიმართულებით. Zhao-მ დანაშაული აღიარა და იგი 175 მლნ აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან შეასრულა მოთხოვნა, გადამდგარიყო Binance-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და გადაეხადა ჯარიმა 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროკურორების შეთავაზებით დოკუმენტურად გამყარდა მოთხოვნა, რომ Zhao-ს აეკრძალოს კონტინენტური შეერთებული შტატების დატოვება და დარჩეს სასამართლო აღმასრულებლების დაკვირვების ქვეშ განაჩენის გამოტანამდე - 30 აპრილამდე. იგი ვალდებულია სამი დღით ადრე აცნობოს ხელისუფლებას ნებისმიერი მოგზაურობის შესახებ, გადასცეს პასპორტი და შეინარჩუნოს საცხოვრებელი ადგილი, თუ ხელისუფლება არ დაამტკიცებს ცვლილებას. წინასწარი დაკავების სამსახურმა რეკომენდაცია გაუწია Zhao-ს ადგილსამყოფელზე დაკვირვებას. პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ეს ზომები ბიზნესმენის დაცვის კუთხით განიხილეს, თუმცა იგი „აპროტესტებს ამ შუამდგომლობას იმ ფორმით, რომელშიც იგი არის შედგენილი“. http://tinyurl.com/5923f3ps
  2. ჩინურ კომპანია Xiaomi-ის ხელმძღვანელობამ MWC 2024-ზე განაცხადა, რომ კომპანია აპირებს თავის პირველ ელექტრომობილ SU7-ის პოპულარიზაციას პრემიუმ ფასების სეგმენტში იმ იმედით, რომ გაამართლებს არც თუ ისე დაბალ ფასს პროგრამული ეკოსისტემის დონეზე კარგი ინტეგრაციით. მხოლოდ ჩინეთში კომპანიას ჰყავს 20 მილიონი პრემიუმ სმარტფონის მფლობელი, რომელთაგან ბევრმა შეიძლება მოისურვოს Xiaomi-ს ელექტრომობილის შეძენა. შესაბამისი განმარტებები CNBC-ის წარმომადგენლებთან MWC 2024-ის ფარგლებში გააკეთა Xiaomi Group-ის პრეზიდენტმა Weibing Lu-მ. მისი თქმით, Xiaomi SU7 ელექტრომობილის პირველი მყიდველები ამ ბრენდის სმარტფონების მფლობელები იქნებიან. თავდაპირველად კომპანია განიხილავდა თავისი ელექტრომობილების ფასების განსხვავებულ პოზიციონირებას, რომლის განვითარებაზეც 10 მლრდ აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე ფასების დაუნდობელი ომები მძვინვარებს, დაბალი ფასის სეგმენტზე ფსონის დადება უბრალოდ აზრს მოკლებულია. Xiaomi SU7-ის მიწოდება ჩინეთის ბაზარზე მომდევნო კვარტალში დაიწყება, მაგრამ კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია პირველი ელექტრომობილის საფასო დიაპაზონი. ხელოვნური ინტელექტის ელემენტების მქონე ოპერაციულ სისტემა HyperOS-ს გამოიყენებენ Xiaomi-ს ელექტრომობილები და სმარტფონები, დროთა განმავლობაში მის მხარდაჭერას მიიღებს ამ ბრენდის საოჯახო მოწყობილობებიც. ახალი პლატფორმა შეამცირებს მომხმარებლის მიერ გაცემული ბრძანებების რაოდენობას, ვინაიდან სისტემა თავად განასზღვრავს საჭირო მოქმედებებს. ელექტრომობილები გახდება Xiaomi-ის ბრენდირებული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი, ისევე როგორც სმარტფონები ან სახლის მოწყობილობები. Xiaomi Group-ის პრეზიდენტის თქმით 10-20 წელში ელექტრომობილების ბაზარი დღევანდელ სმარტფონების ბაზარს დაემსგავსება. ხუთი უმსხვილესი მოთამაშე გააკონტროლებს ბაზრის 70%-მდე წილს და მნიშვნელოვანი ინვესტიციების გარეშე Xiaomi უბრალოდ განწირულია ამ ბაზრიდან გავარდნისთვის. ამ დროისთვის კომპანია ეყრდნობა კონტრაქტორს ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს მათ დამოუკიდებელ წარმოებას, ისევე როგორც ბევრი ავტო კომპონენტისა. უცხოურ ბაზრებზე გაფართოება Xiaomi-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და გამონაკლისს არც საავტომობილო სეგმენტი წარმოადგენს. Xiaomi-ის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ბრენდის ელექტრომობილების მიწოდება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამ პროცესს, როგორც წესი, ორიდან სამ წლამდე სჭირდება. http://tinyurl.com/yecfbk2y
  3. საფოსტო სერვის Gmail-ის დახურვის შესახებ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ილონ მასკს კითხვით მიმართა პირობითი დასახელების მქონე XMail-ის გამოშვების ალბათობის შესახებ და მან ამგვარი გეგმები დაადასტურა. ფოტოს წყარო: twitter.com/elonmusk სოციალურ ქსელ X-ის უსაფრთხოების ინჟინერი ნეიტ მაკგრედი დაინტერესდა: "როდის ვაპირებთ XMail-ის შექმნას?" რაზეც მასკმა უპასუხა: „ის გამოვა“. ბიზნესმენს სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალური ქსელი X საკუთარი ელ.ფოსტის სერვისს გამოუშვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი დიდი პოპულარობით ისარგებლებს - საფოსტო სერვისების დეფიციტი დღეს ნამდვილად არ არის. პლატფორმა მუშაობს სხვადასხვა ფუნქციაზე, მათ შორის ონლაინ გადახდებსა და ვიდეო ზარებზე; გარდა ამისა, მას სჭირდება რეკლამის განმთავსებლების მოზიდვა. მაგრამ მასკი შესაძლოა ცდილობდეს Google-ის მომხმარებლების თავის მხარეს გადაყვანას - საძიებო გიგანტი ზოგჯერ ხურავს თავის სერვისებს, თუნდაც ისინი პოპულარული იყოს. გასულ ხუთშაბათს სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება, რომ Google სავარაუდოდ გეგმავს Gmail-ის დახურვას 2024 წლის 1 აგვისტოს. ფაქტობრივად, კომპანია აპირებს გამორთოს მსუბუქი HTML ვერსია, რამაც შესაძლებელი გახადა ფოსტის კომფორტულად გამოყენება ძველ კომპიუტერებზე. გასულ კვირას მასკმა გააკრიტიკა Google Gemini-ის ჩატ-ბოტში ინტეგრირებული გამოსახულების გენერატორი, რომელსაც ბრალი დასდეს ისტორიის გაყალბების მცდელობაში რასობრივი ინკლუზიურობის მიზნით. http://tinyurl.com/3vs73bw2
  4. 2017 წლიდან მოყოლებული კრიპტო- და ბლოკჩეინ-კომპანიების მიერ ვენჩურული ინვესტორებისგან მოზიდული თანხების მთლიანმა მოცულობამ 90 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, აცხადებს The Block. თებერვალში ანალიტიკოსებმა დაითვალეს 50-ზე მეტი გარიგება, სტატისტიკის წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში კი - 9500. წყარო: The Block. წლის დასაწყისიდან ექსპერტებმა დათვალეს 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 230 რაუნდი. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა DeFi პროექტები, ინფრასტრუქტურები, NFT/თამაშები და Web3. მაღალი აქტივობა დააფიქსირეს Animoca Brands-მა, Polychain Capital Framework Ventures-მა და Shima Capital-მა. "არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ დაფინანსების მნიშვნელოვან ზრდას", - განაცხადა The Block-ის კვლევების დირექტორმა ჯონ დანტონმა. მნიშვნელოვან გარიგებებს შორის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Tether-ისა და Solana-ს თანადამფუძნებლის, ანატოლი იაკოვენკოს 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია Oobit-ში. „რაუნდებში გაზრდილი აქტივობა და რისკისადმი მაღალი მადა აზიელი მოთამაშეების მხრიდან DeFi & DePIN-ის მიმართ მზარდ ინტერესთან ერთად ასახავს სურათს, რომ მზადება ხდება ახალი ციფრული აქტივების ციკლის დაწყებისთვის“, - განაცხადა დანტონმა. სტატისტიკის მიხედვით მოზიდული ინვესტიციების საშუალო მოცულობის კლებასთან ერთად გაიზარდა ტრანზაქციების რაოდენობა. პირველი ინდიკატორის დინამიკა ყოველთვიურად სტაბილური რჩება, ხოლო მეორე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2021 და 2022 წლების მნიშვნელობებს. თებერვალში Hack VC-მ შეაგროვა 150 მლნ აშშ დოლარი ფონდისთვის, სახელწოდებით Venture Fund I, რომელიც მიზნად ისახავს Web3 ეკოსისტემის პროექტების მხარდაჭერას. 2023 წელს ვენჩურულმა კაპიტალისტებმა 10.7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს ბლოკჩეინ-სტარტაპებში. http://tinyurl.com/yc4zjvnj
  5. NVIDIA-მ წარმოადგინა RTX 500 და RTX 1000 Ada გრაფიკული ბარათები მობილური სამუშაო სადგურებისთვის - ისინი შეავსებენ ადრე გამოშვებულ RTX 2000, 3000, 3500, 4000 და 5000 GPU-ებს. ფოტოს წყარო: nvidia.com პროფესიონალური ვიდეო ბარათები NVIDIA RTX 500 და RTX 1000 შეიცავს ნეიროპროცესორებს (NPU) და NVIDIA RTX გრაფიკას, მათ შორის Tensor-ბირთვებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავებისთვის. NPU ხელს შეუწყობს ცენტრალური პროცესორის დატვირთვას ხელოვნური ინტელექტის მსუბუქი ამოცანების შესრულების დროს, ხოლო გრაფიკული ქვესისტემა განკუთვნილია უფრო დიდი რესურსის დატვირთვებისთვის: ვიდეოკონფერენციისთვის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით, ნაკადური ვიდეოსთვის ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირებისთვის, აგრეთვე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებისთვის. NVIDIA RTX 500 უზრუნველყოფს 154 TOPS (INT8) წარმადობას, RTX 1000 - 193 TOPS-ს. მხოლოდ ცენტრალურ პროცესორზე მუშაობასთან შედარებით NVIDIA RTX 500 უზრუნველყოფს წარმადობის 14-მაგ ზრდას Stable Diffusion მასშტაბის მოდელების ლოკალური გაშვებისას, სამმაგ ზრდას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამოსახულების რედაქტირებისას, აგრეთვე სიჩქარის დაახლოებით 10-მაგ ზრდას სამგანზომილებიანი გრაფიკის დამუშავებისას. NVIDIA-მ მოიყვანა მრავალი მაგალითი, სადაც პროფესიონალური ვიდეო ბარათები RTX 500 და RTX 1000 ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, ესენია: ფონური ხმაურის მოშორება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეო რედაქტორში; მასშტაბირებისას სტატიკური გამოსახულების სიმკვეთრის გაზრდა; DLSS ტექნოლოგიით მუშაობა; კორპორატიულ მომხმარებლებს შეეძლებათ ლოკალურად ამუშაონ ენის დიდი მოდელები, ხოლო მკვლევარებს შეეძლებათ შეასრულონ ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავებასა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების მართვასთან. კომპანიამ აღნიშნა, რომ Ada Lovelace არქიტექტურის NVIDIA RTX 500 და RTX 1000 ვიდეო ბარათები განკუთვნილია თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. გამოყენებულია მესამე თაობის RT-ბირთვები, რომლებიც უზრუნველყოფს წინა თაობასთან შედარებით წარმადობის ორმაგ ზრდას რეითრეისინგის გამოყენებისას; აგრეთვე წარმოდგენილია მეოთხე თაობის Tensor-ბირთვები წინა თაობასთან შედარებით გაზრდილი სიჩქარით ხელოვნური ინტელექტის ამოცანების ოპტიმიზაციისთვის; ასევე NVIDIA CUDA Ada Generation ბირთვები წარადობის 30%-იანი ზრდით (FP32) გრაფიკულ და გამოთვლით დატვირთვებში; ხელმისაწვდომია 4 გბ (RTX 500) ან 6 გბ (RTX 1000) ვიდეო მეხსიერება, DLSS 3-ის მხარდაჭერა კადრების დამატებითი გენერაციით, აგრეთვე AV1 კოდეკის მხარდაჭერა. NVIDIA RTX 500 და RTX 1000 Ada Generation პროფესიონალური გრაფიკული ბარათების დებიუტი შედგება გაზაფხულზე Dell-ის, HP-ის, Lenovo-ს და MSI-ს ახალ ლეპტოპებში. http://tinyurl.com/zx4vhuz8
  6. გამოფენა MWC 2024-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს Sierra Forest სერიის ახალ სპეციალიზებულ სასერვერო Xeon პროცესორებს პერიფერიული სისტემებისთვის. მითითებულ ჩიპებს ექნება მხოლოდ ენერგოეფექტური 288 E-ბირთვი მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ 2025 წელს გამოუშვებს ანალოგიური დანიშნულების Granite Rapids-D პროცესორებს. ფოტოს წყარო: HardwareLuxx / Intel Intel-ის თქმით Xeon Sierra Forest პროცესორები უზრუნველყოფენ 2.7-ჯერ მაღალ წარმადობას სერვერის სტეკზე 2021 წლის ანალოგიურ პლატფორმებთან შედარებით. თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ პლატფორმებზეა საუბარი. Xeon Sierra Forest პროცესორებს ექნება განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა Intel Infrastructure Power Manger (IPM), რომელიც 5G ქსელებისთვისაა შემუშავებული. იგი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ინტეგრირებული ტელემეტრია ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირებისთვის წარმადობის ძირითადი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე ცალკეული ბირთვების მდგომარეობის მართვის წყალობით. ამის ხარჯზე Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას 5G ქსელების უფრო ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ნახშირორჟაგის ემიისის და ასეთი სისტემების მფლობელი მობილური ოპერატორების დანახარჯების შემცირებას. დღევანდელი მობილური ქსელების ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო შორდება სპეციალურ საკუთრებაში არსებულ აპარატურას და ეყრდნობა ვირტუალურ რადიო წვდომის ქსელებს (vRAN). vRAN არის ქსელის ფუნქციების (VFN) სისტემების უფრო მასშტაბური ვირტუალიზაციის ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ქსელის პროვაიდერებმა უფრო მოქნილი და ეფექტური მართვისთვის. იგი ასევე მოიცავს ვირტუალურ ქსელთაშორის ეკრანებს, DNS-ს, SBC/IMS-ს და vEPC-ს (Virtual Evolved Packet Cores) 4G/5G ქსელებისთვის. Sierra Forest და Granite Rapids-D პროცესორებს ექნება vRAN Boost ტექნოლოგია, რომლის მიზანია გაამარტივოს რადიოწვდომის ქსელების ვირტუალიზაციის ამოქმედება და დააჩქაროს 4G/5G მობილური ინფრასტრუქტურების შექმნა. Intel-მა ასევე წარმოადგინა vRAN AI, დეველოპერების პირველი ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას vRAN ოპტიმიზებული AI მოდელები ზოგადი დანიშნულების სერვერებზე. vRAN AI-ის მეშვეობით 5G ქსელის პროვაიდერები შეძლებენ მოარგონ თავიანთი vRAN-ის ფუნქციონირება კონკრეტული გამოყენების შემთხვევებს. Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე წარმოდგენილი სისტემების დემონსტრირებას Intel მოახდენს გამოფენა MWC-ზე ბარსელონაში. http://tinyurl.com/52nf5w7k
  7. CryptoSlam-ის მონაცემებით Solana-ს ქსელში არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გაყიდვების მოცულობამ 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აქედან 217 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა ბოლო 30 დღეზე. წყარო: CryptoSlam. 2023 წლის დეკემბერი იყო Solana-ზე NFT-ების გაყიდვებით ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი თვე 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ - 365 მლნ და 373 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. CryptoSlam-ის მონაცემებით, ქსელში დაფიქსირებულია NFT-ების 2.2 მილიონზე მეტი მყიდველი და 1.6 მილიონი გამყიდველი. NFT ტრანზაქციების საერთო რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. მაჩვენებლები გაიზარდა 2023 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა Solana-ს ფასის 118 აშშ დოლარზე მეტი ზრდის ფონზე. წერის დროს SOL ტოკენი 102 აშშ დოლარად იყიდება. CoinGecko-ს თანახმად პროექტის კაპიტალიზაცია 45 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. SOL/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 2024 წლის დასაწყისში Solana-ს ბლოკჩეინზე ტრანზაქციების ყოველდღიურმა მოცულობამ 40 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. 6 თებერვალს ქსელში მორიგი ხარვეზი დაფიქსირდა. ექსპერტებმა ბლოკჩეინის მუშაობაში პერიოდული პრობლემების მიზეზად დაასახელეს მისი უუნარობა - გამკლავებოდა ტრანზაქციების მზარდ მოცულობას. http://tinyurl.com/bduwd8ym
  8. მიკროარქიტექტურა Hopper-ზე დამყარებული ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლები NVIDIA H100, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი წარმადობის გამოთვლით სეგმენტებში გამოიყენება, ყველასთვის საკმარისი არ არის მოთხოვნის უზარმაზარი დონის გამო. ამავე დროს, NVIDIA უკვე ამზადებს მომხმარებლებს იმისთვის, რომ შემდეგი თაობის პროდუქტები Blackwell ასევე დეფიციტური იქნება. ფოტოს წყარო: BoliviaInteligente / unsplash.com „ჩვენ ველით, რომ ჩვენი შემდეგი თაობის პროდუქტების მიწოდება შეზღუდული იქნება, რადგან მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას“, - განაცხადა NVIDIA-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა ინვესტორებთან საუბრისას. არქიტექტურა Blackwell-ზე დამყარებული შემდეგი თაობის NVIDIA B100 ამაჩქარებლები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადააჭარბებენ Hopper-ზე აგებულ ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში წარმადობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ბაზარზე მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებზე დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ NVIDIA-ს მომხმარებლებმა უკვე განათავსეს წინასწარი შეკვეთები Blackwell-ის სერიის პროდუქტებზე. საკითხავია, რამდენად სწრაფად შეუძლია კომპანიას გაზარდოს SXM მოდულების და B100 PCIe ბარათების, ასევე მათზე დაფუძნებული DGX სერვერების წარმოება - ეს არის სრულიად ახალი პროდუქტები, რომლებშიც სრულიად ახალი კომპონენტები იქნება გამოყენებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, Blackwell იქნება NVIDIA-ს პირველი არქიტექტურა ჩიპლეტური განლაგებით. ერთის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს Blackwell-გრაფიკის წარმოების გამარტივებას სილიკონის დონეზე, რადგან უფრო ადვილია მცირე ზომის ჩიპების წარმოების მაქსიმალური გაზრდა; მეორე მხრივ, ჩიპლეტის კომპონენტების სტრუქტურა და შეფუთვა უფრო რთულია. ფლაგმანური B100-ის გარდა NVIDIA ამზადებს B40-ის სპეციალურ ვერსიას კორპორატიული მომხმარებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე GB200 მოდელს B100 გრაფიკული პროცესორით და Grace Arm პროცესორით, ასევე GB200 NVL-ს ენის დიდი მოდელების მომზადებისთვის. ნოემბერში NVIDIA-მ წარადგინა Hopper არქიტექტურაზე აგებული ამაჩქარებელი H200, თუმცა გაზრდილი სიჩქარითა და მეხსიერებით - და ახლა ზრდის მის საწარმოო მოცულობას. მაგრამ კომპანია ჯერჯერობით სრულად ვერ აკმაყოფილებს ახალ პროდუქტზე მოთხოვნას. http://tinyurl.com/2sprujs2
  9. ჰედსეტი Sony PlayStation VR2 თავდაპირველად შეიქმნა ექსკლუზიურად გეიმინგ კონსოლ PS5-თან მუშაობისთვის, მაგრამ ახლა Sony-მ გამოაცხადა, რომ იგი მომავალში თავსებადი გახდება Windows-ზე მოქმედ გეიმინგ კომპიუტერებთან. შესაძლოა, კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ახალი მოწყობილობის არც თუ ისე წარმატებულმა გაყიდვებმა. კომპანია ამჟამად ტესტირებას ატარებს და გვპირდება, რომ PSVR 2-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ჰედსეტი კომპიუტერთან „მიმდინარე წლის ბოლოს“. ფოტოს წყარო: Sony „მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ, რომ ამჟამად ვამოწმებთ PS VR2-ის მოთამაშეების უნარს, მიიღონ წვდომა დამატებით თამაშებზე პერსონალურ კომპიუტერზე, რათა მათ შევთავაზოთ თამაშების კიდევ უფრო დიდი მრავალფეროვნება PS5-ის საშუალებით ხელმისაწვდომი PS VR2 თამაშების გარდა“, - ნათქვამია Sony-ს ბლოგში. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა ხელმისაწვდომი გახდება 2024 წელს, ასე რომ დაელოდეთ განახლებებს.” ბევრი ცნობისმოყვარე ცდილობდა PlayStation VR2 ჰედსეტისთვის კომპიუტერებთან მუშაობის იძულებას მისი გამოშვების დღიდან. პროგრამისტების გუნდმა iVRy-მ შეძლო PSVR2-ის აპარატული ავტორიზაციის გატეხვა და მისი ვირტუალური მონიტორის სახით გამოყენება. The Verge-ის მკვლევარებმა შეძლეს PlayStation VR2-ის დაკავშირება Windows-კომპიუტერთან, მაგრამ ოპერაციული სისტემა უბრალოდ განიხილავდა მას, როგორც მეორე ეკრანს. SteamVR საერთოდ არ აღიქვამდა ჰედსეტს. ამ დრომდე Sony თავს არიდებდა კითხვაზე პასუხს, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული PlayStation VR2 ჰედსეტი კომპიუტერთან. ერთი წლის წინ, ჟურნალისტების შეკითხვაზე ასეთი კავშირის შესაძლებლობის შესახებ კომპანიამ განაცხადა: „PSVR2 შექმნილია PS5 კონსოლთან გამოსაყენებლად“. ამჟამად The Verge დაუკავშირდა Sony-ს, რათა განემარტა, თუ რას ნიშნავს „დამატებით თამაშებზე წვდომა PC-ზე“ და შემოიფარგლება თუ არა მხარდაჭერა გარკვეული თამაშებით. Sony-სგან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. http://tinyurl.com/78wphrnw
  10. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი მარეგულირებელი ორგანო, AMLA, ევროკავშირში 2025 წლის შუა რიცხვებისთვის დაიწყებს მუშაობას. შტაბ-ბინა განთავსდება ფრანკფურტში. გუნდში წარმოდგენილი იქნება 400-ზე მეტი თანამშრომელი. დაგეგმილია, რომ „მაღალი რისკის მქონე და ტრანსსასაზღვრო ფინანსური ორგანიზაციები“, მათ შორის კრიპტოვალუტების კომპანიები, მოექცევიან AMLA-ს კონტროლის ქვეშ. ზედამხედველობის ორგანომ კოორდინირება უნდა გაუწიოს თავის საქმიანობას ფინანსური დაზვერვის განყოფილებებსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან. მმართველთა აღმასრულებელი საბჭო შემდგარი იქნება თავმჯდომარისა და ხუთი დამოუკიდებელი წევრისგან. ევროკავშირში ასეთი სააგენტოს შექმნის გეგმები პირველად 2021 წლის ივლისში გახდა ცნობილი. ევროკომისიის პროექტში ნათქვამია, რომ ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და ორგანიზებული დანაშაული კვლავ სერიოზულ პრობლემებად რჩება. 2023 წლის მაისში ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულირების შესახებ. დოკუმენტი კომპანიებს ავალდებულებს ევროკავშირში ოპერირების ლიცენზიის მიღებას, ხოლო Stablecoin-ის ემიტენტებს უნდა ჰქონდეთ სარეზერვო უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ხელისუფლება წინასწარ შეთანხმდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველ ღონისძიებათა პაკეტზე, რომელიც კრიპტო ინდუსტრიისთვის მოქმედ წესებს გაამკაცრებს. http://tinyurl.com/2x52y44p
  11. Jeff Bezos-მა, Amazon-მა, NVIDIA-მ და Microsoft-მა ინვესტიცია განახორციელეს Figure AI-ში - სტარტაპში, რომელიც ქმნის ჰუმანოიდ რობოტებს. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები შეუერთდნენ ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაციების ძიებისთვის ბრძოლას. ფოტოს წყარო: figure.ai დაფინანსების ბოლო რაუნდში Figure AI-მ, რომელსაც ადრე OpenAI უჭერდა მხარს, 675 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა თავის კომპანია Explore Investments-ის მეშვეობით 100 მლნ აშშ დოლარი გამოყო; Microsoft-მა 95 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო, ხოლო NVIDIA-მ და Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ - თითოეულმა 50 მლნ აშშ დოლარი. რობოტექნიკა ხდება ახალი საზღვარი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში, რომელიც მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. სტარტაპის მიერ შემუშავებულ რობოტ Figure 01-ს შეუძლია შეასრულოს ადამიანებისთვის შეუფერებელი სახიფათო ამოცანები, ასევე მომავალში რობოტექნიკა დაეხმარება მუშახელის დეფიციტთან გამკლავებას. სხვა მსხვილმა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა Figure AI-ის დაფინანსების რაუნდში, ესენია: Intel-ის ვენჩურული კაპიტალის განყოფილება (25 მლნ აშშ დოლარი), LG Innotek (8.5 მლნ აშშ დოლარი), Samsung-ის საინვესტიციო ჯგუფი (5 მლნ აშშ დოლარი), ასევე OpenAI (5 მლნ აშშ დოლარი), რომელიც ადრე კომპანიის შეძენას განიხილავდა. მრავალი ვენჩურული ფონდიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელეს Parkway Venture Capital-მა და Align Ventures-მა - 100 მლნ აშშ დოლარი და 90 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. Figure AI თავდაპირველად ელოდა 500 მლნ აშშ დოლარის მოზიდვას, თუმცა შეაგროვა 675 მლნ აშშ დოლარი. ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების გადარიცხვა 26 თებერვალს არის დაგეგმილი და დეტალების დამუშავების შემდეგ თანხები შესაძლოა შეიცვალოს, ამბობენ წყაროები. 2 მლრდ აშშ დოლარის შეფასება წინასწარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ ითვალისწინებს დაფინანსების რაუნდში მოზიდულ თანხებს. 2022 წელს Amazon-მა მხარი დაუჭირა კომპანია Agility Robotics-ს - ახლა ისინი ერთობლივად ტესტავენ რობოტებს Amazon-ის ერთ-ერთ საწყობში. http://tinyurl.com/2yzu9uda
  12. კვლევით კომპანია Counterpoint-ის მონაცემებით 2023 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიოში გაყიდული მეხუთე თაობის (5G) საკომუნიკაციო ქსელების მხარდაჭერის მქონე სმარტფონების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. 5G სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ Apple და Samsung, რომლებმაც ერთობლივად 1 მილიარდზე მეტი ასეთი მოწყობილობა გაყიდეს. ფოტოს წყარო: ADMC / pixabay.com აღსანიშნავია, რომ 5G სმარტფონებმა გაყიდული 2 მილიარდი ერთეულის ზღვარი უფრო სწრაფად გადალახეს, ვიდრე წინა თაობის, 4G და 3G მოწყობილობებმა: მაგალითად, ექვს წელიწადში 2 მილიარდი 4G სმარტფონი გაიყიდა. 5G სმარტფონების გაყიდვების თითქმის 70% მოდიოდა სმარტფონების განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, აშშ და დასავლეთ ევროპა. მობილური მოწყობილობების მწარმოებლები აქტიურად უწყობენ ხელს 5G-ზე დამყარებულ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, ახდენენ თავიანთი შეთავაზებების დიფერენცირებას მაღალ კონკურენტულ ბაზარზე. Apple-მა 5G-მხარდაჭერის რეალიზება პირველად მოახდინა iPhone 12-ში, რომლის გამოშვებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ინდუსტრიის წამყვანი კომუნიკაციების სტანდარტის მიღება და დაეხმარა 5G სმარტფონებს - გაყიდულიყო 100 მილიონ ერთეულზე მეტი 2020 წლის მეოთხე კვარტალში. ამავდროულად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიოში გაიყიდა 200 მილიონი 5G-სმარტფონი, რაც რეკორდული მიღწევაა სამი თვის განმავლობაში. ფოტოს წყარო: Counterpoint 5G სმარტფონების ხელმისაწვდომობა გაიზარდა 5G და 4G ჩიპებს შორის ფასების სხვაობის შემცირების გამო. გარდა ამისა, ძირითადი ჩიპების მწარმოებლები, როგორიცაა Qualcomm და MediaTek, დაეხმარნენ OEM-ებს უფრო ხელმისაწვდომი 5G სმარტფონების გამოშვებაში საბაზისო დონის 5G ჩიპების შექმნით. ყოველივე ამან საშუალება მისცა მწარმოებლებს, განსაკუთრებით ჩინელებს, შესთავაზონ მომხმარებელს 5G სმარტფონების უფრო ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი საშუალო და მაღალი ფასის სეგმენტებში. ფოტოს წყარო: Counterpoint ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებული ბაზრები უახლოვდება 5G სმარტფონებით გაჯერებას, რომელთა წილმა 2023 წელს მთლიან მიწოდებაში 80%-ს გადააჭარბა ძირითადად, პრემიუმ მოწყობილობების ხარჯზე. ამიტომ მსხვილი მწარმოებლები ნერგავენ 5G მხარდაჭერას საშუალო ფასის სეგმენტის მოწყობილობებში. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში, სადაც სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ასევე აფართოებენ 5G დაფარვას, იზრდება მომხმარებელთა ინფორმირებულობა მოწინავე ტექნოლოგიის შესახებ და მოთხოვნა 5G-ზე, როგორც ფუნქციაზე. განვითარებადი ბაზრები, როგორიცაა ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობენ 5G სმარტფონების მიწოდებას დამატებით 1 მილიარდი მოწყობილობით. http://tinyurl.com/43s2fd3d
  13. პოტენციური საბირჟო ვაჭრობა კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბაზაზე, რომელიც სტეიკინგში დაბლოკავს აქტივებს, რისკებს უქმნის Ethereum-ის ეკოსისტემას. ამის შესახებ ნათქვამია S&P Global Ratings-ის ანგარიშში. ექსპერტების აზრით სპოტ ETH-ETF შეიძლება გახდეს „საკმარისად დიდი იმისთვის, რომ შეცვალოს ვალიდატორების კონცენტრაცია ქსელში უკეთესი ან უარესი მიმართულებით“. ანალიტიკოსების აზრით პოტენციური ემიტენტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ აირჩევენ დეცენტრალიზებული სტეიკინგის სერვისებს, როგორიცაა Lido. ამის ნაცვლად ისინი სავარაუდოდ უპირატესობას მიანიჭებენ კრიპტოვალუტის ინსტიტუციური შენახვის მომსახურებას. მოხსენების თანახმად გავლენა Ethereum-ის კონცენტრაციაზე განსხვავდება იმის მიხედვით, ემიტენტები გაანაწილებენ თუ არა თავიანთ წილებს რამდენიმე სამეურვეო სერვისში. „Coinbase მოქმედებს როგორც შემნახველი აშშ-ში ცოტა ხნის წინ დამტკიცებული 11 Bitcoin ETF-დან რვისთვის. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოთხი უმსხვილესი კრიპტო ფონდიდან სამ ბირჟას ეწოდა სტეიკინგ-ინსტიტუციონალი. ახალი მეურვეების გამოჩენამ შესაძლოა ემიტენტებს საშუალება მისცეს გაანაწილონ თავიანთი აქციები სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და შეამცირონ რისკები“, - განაცხადეს მათ. S&P Global-ის მკვლევარების აზრით ნებისმიერი სუბიექტის ან პროტოკოლის ცენტრალიზაცია საფრთხეს უქმნის ქსელს, რადგან ლიკვიდობის პროვაიდერების კონცენტრირებულმა რაოდენობამ ან ნოუდების ოპერატორებმა შეიძლება იმოქმედოს როგორც უარყოფის წერტილმა ან გახდეს თავდასხმის სამიზნე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) დაამტკიცებს სპოტ Ethereum ETF-ებს მიმდინარე წლის მაისში - აპლიკაციების განხილვის პირველ ვადაზე. Coinbase-ის მთავარმა იურისტმა პოლ გრევალმა მოუწოდა SEC-ს დაამტკიცოს Grayscale Ethereum Trust-ის კონვერტაცია სპოტ ETH-ETF-ად. მისი თქმით ბირჟამ უპასუხა მარეგულირებლის მოთხოვნას ინსტრუმენტზე კომენტარების შესახებ. გრევალის თქმით სავაჭრო პლატფორმის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს „სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება“, რომელიც აუცილებელია Grayscale-ის პროდუქტის დასამტკიცებლად. „ჩვენს წერილში ნათქვამია ის, რაც იცის ყველამ, ვისაც ამ თემისთვის ოდნავი ყურადღება მაინც მიუქცევია: ETH არ არის ფასიანი ქაღალდი. სინამდვილეში, The Merge SEC-ის - განახლების წინ და შემდეგ, SEC, CFTC და ბაზარი განიხილავდნენ აქტივს არა როგორც ფასიან ქაღალდს, არამედ როგორც საქონელს,” - აღნიშნა გრევალმა. Coinbase ამტკიცებდა, რომ Spot Bitcoin ETF-ის დამტკიცება „გამოიყენება თანაბარი და გარკვეულწილად უფრო დიდი სიძლიერით Grayscale-ის Spot ETH ETF-ის ლისტინგისა და ვაჭრობისთვის“. კომპანიის აზრით Ethereum ბაზრის სიღრმე, სპრედის სიმცირე და სპოტ კორელაცია მიუთითებს მიმართულებაზე, რომელიც მდგრადია თაღლითობისა და მანიპულაციის მიმართ. "ETH-ის დოლარში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება S&P 500 ინდექსში შემავალი აქციების აბსოლუტური უმრავლესობის მოცულობას, მათ შორის მთლიან საბაზრო ღირებულებაზე მორგებულს", - ხაზს უსვამენ Coinbase-ის წარმომადგენლები. 25 იანვარს SEC-მა გადადო BlackRock-ის Ethereum ETF-ის განაცხადის განხილვა 10 მარტამდე. კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა გაიხსენა, რომ Bitcoin-ის სპოტ ვაჭრობის ფონდის დამტკიცება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტით. Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ შეაფასა Ethereum-ETF-ის ადრეული დამტკიცების შანსები 50%-ზე ნაკლებად. სპეციალისტმა აღნიშნა SEC-ის მტრული დამოკიდებულება მთლიანი ინდუსტრიის მიმართ. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს JPMorgan-ის ანალიტიკოსი Nikolaos Panigirtzoglou. საინვესტიციო ბანკ TD Cowen-ის სპეციალისტებმა ასევე ეჭვი შეიტანეს ახლო მომავალში სპოტ Ethereum-ETF-ების რეგისტრაციაში. Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა ფსონად დადო 4 ETH, რომ SEC მარტში არ დაამტკიცებს სპოტ Ethereum ETF-ებს. http://tinyurl.com/bdfk6zfn
  14. Intel-სა და Arm-ს შორის თანამშრომლობა შესაბამისი არქიტექტურით ჩიპების საკონტრაქტო წარმოებისთვის ეკოსისტემის შესაქმნელად უკვე ობიექტური რეალობაა: ამას ადასტურებს მრავალი ერთობლივი განცხადება და Arm-ის ხელმძღვანელის გამოსვლა ღონისძიება Intel IFS Direct Connect-ზე. უფრო მეტიც, Intel-ის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ კომპანია მზადაა დაიწყოს AMD-ის, NVIDIA-ს და ზოგადად ნებისმიერი დამკვეთის მიერ შეკვეთილი კომპონენტების წარმოება. ფოტოს წყარო: Intel Tom's Hardware-ის რედაქტორმა პოლ ალკორნმა ჰკითხა Intel-ის აღმასრულებელ დირექტორ პატრიკ გელსინჯერს კომპანიის მზადყოფნის შესახებ - შესთავაზებს თუ არა თავისი უახლესს ტექნოლოგიას უშუალო კონკურენტებს. Intel-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს განახორციელოს რესტრუქტურიზაცია მიმდინარე წელს, რაც Intel Foundry Service-ის საკონტრაქტო განყოფილებას ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით უფრო თვითკმარს გახდის. ამ განყოფილების სპეციალისტებს დაევალებათ საწარმოო სიმძლავრის შევსება და დამკვეთების რაც შეიძლება ფართო სპექტრის მოზიდვა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჯენსენი (NVIDIA), კრიშტიანო (Qualcomm) და Sundar (Google) იქნებიან ამ სიაში. დღეს თქვენ ხედავთ, რომ Satya (Microsoft) ასევე მოხვდა მასში, მე კი იმედი მაქვს, რომ მომავალში შევა Lisa-ც (AMD)“, - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა კომპანიის საკონტრაქტო მომხმარებლების სიის გაფართოებაზე მსჯელობისას. საბოლოო ჯამში გელსინჯერმა აღნიშნა, რომ Intel-ს სურს გახდეს ჩიპების გლობალური საკონტრაქტო მწარმოებელი. კომპანია საკუთარ კომპონენტებს მომხმარებლის საჭიროებებზე მოარგებს. მოდულური განლაგება რამდენიმე ჩიპთან ერთად საშუალებას იძლევა შეიცვალოს ინდივიდუალური ჩიპების ბლოკები კონკრეტული მომხმარებლისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით - ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მან დამოუკიდებლად შეიმუშავა ან უკვე მზა - Intel-ის შეთავაზებებიდან. მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელმა გაიმეორა: „მინდა, ჩემი საკონტრაქტო წარმოება ყველამ გამოიყენოს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ NVIDIA-სა და AMD-ს ჩიპების, Google-ს Tensor-პროცესორების და Amazon-ს - ნეიროპროცესორების დამზადებაში. აშკარაა, რომ Intel-ის მოწინავე ტექნოპროცესები ხელმისაწვდომი იქნება მისი მომხმარებლებისთვის იმავე ვადაში, როგორც საკუთარი განვითარების გუნდისთვის. http://tinyurl.com/25w34mkf
  15. შედგა ფლაგმანური Xiaomi 14 Ultra-ს ოფიციალური ანონსი. მასში დიდწილად გამეორებულია გასული წლის მოდელის გარეგნული იერსახე, თუმცა წარმოდგენილია მთელი რიგი ცვლილებები: ფერის და კორპუსის მასალის სამი ვარიანტი, გაუმჯობესებული სენსორის მქონე კამერა, მოწინავე პროცესორი გაგრილების გაუმჯობესებული სისტემით და უფრო კაშკაშა ეკრანი. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 14 Ultra წარმოდგენილია სამ ვარიანტად. შავი და თეთრი ფერის მოდელებს აქვთ ხელოვნური ტყავის უკანა პანელი და 224.4 გრამი წონა - 3 გრამით მსუბუქი Xiaomi 13 Ultra-სთან შედარებით. ლურჯი მოდელი წარმოდგენილია მინის საფარით Dragon Crystal და მისი წონა 229.5 გრამია. აგრეთვე წარმოდგენილია 229.6-გრამიანი Titanium Special Edition - მასში გამოყენებულია iPhone-ის მსგავსი და Samsung Galaxy S24 Ultra-ზე მაღალი - 5 დონის ტიტანის შენადნობი. კამერების ბლოკი უკანა პანელზე მკვეთრად არ არის გამოწეული. ოთხივე კამერა 50-მეგაპიქსელიანია. ძირითად კამერაში წარმოდგენილია უახლესი 1-დუიმიანი სენსორი Sony LYT-900. წინა მოდელის მსგავსად გამოყენებულია 23-მილიმეტრიანი ორმაგი დიაფრაგმის ექვივალენტური ფოკუსური სიგრძის ობიექტივი - ეს გახლავთ f/1.63 და f/4.0 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი - იგი ატარებს 136%-ით მეტ სინათლეს გასული წლის f/1.9-f/4-0 ობიექტივთან შედარებით. Xiaomi ამ მექანიზმს უწოდებს მუდმივად ცვლადი დიაფრაგმას, რაც მიანიშნებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს f/1.63-დან f/4.0-მდე დიაპაზონში, მაგრამ ვებ-გვერდსა და პრეზენტაციაში მოცემულია სურათები მხოლოდ პირველი ან მეორე მათგანით. Xiaomi 13 Ultra-ს ლინზას ერქვა Simmicron, ხოლო ახალს - Simmilux. Leica-ს ტერმინოლოგიით Simmicron არის f/2 ობიექტივი, ხოლო Summilux - f/1.4 ობიექტივი. მთავარი კამერა მხარს უჭერს RAW-ში გადაღებას და სურათების შენახვას DNG ფორმატში მონაცემთა სრული ნაკრებით. სმარტფონს აქვს ორი კამერა ტელეობიექტივებით. ეს არის ჩვეულებრივი პერისკოპები 3.2x ზუმით, 75 მმ EGF-ით და f/1.8 დიაფრაგმით, ასევე 5x ზუმით, 120 მმ EGF-ით და f/2.5 დიაფრაგმით, რომელთაგან თითოეულში გამოყენებულია იგივე 1/2.5-დუიმიანი Sony IMX858 სენსორი, რომელიც - Xiaomi 13 Ultra-ში. ასევე წარმოდგენილია ფართოკუთხიანი 12-მილიმეტრიანი f/2.5 ობიექტივი. აღსანიშნავია ისიც, რომ 75-მმ-იანი ლინზა იღებს 10 სმ მანძილიდან, ხოლო 120-მილიმეტრიანი ფოკუსირებას ახდენს 30 სმ მანძილიდან. მწარმოებელმა Xiaomi 14 Ultra-ს შესაძლებლობები Apple iPhone 15 Pro სერიას შეადარა: 120 მმ f/2.5 ობიექტივი იჭერს 196%-ით მეტ შუქს, ვიდრე iPhone 15 Pro Max და 474%-ით მეტს, ვიდრე 15 Pro. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Xiaomi 14 Ultra-ს შეუძლია 30-მაგი მასშტაბირება, რაც, კომპანიის თქმით, კონკურენტების შესაძლებლობებს აღემატება. Xiaomi 14 Ultra-ს ვიდეოს გადაღების მახასიათებლები იგივეა, რაც Samsung Galaxy S24 Ultra-სი: 4K 60 და 120 კადრი წამში, ასევე 8K მხარდაჭერა. დისპლეიც თითქმის გასული წლის მოდელის მგავსია: 6.73-დუიმიანი LTPO AMOLED ეკრანის გაფართოებაა 1440 × 3200 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+ და 3000 კდ/მ²-მდე სიკაშკაშე (2600-ის ნაცვლად). გამოყენებულია დამცავი მინა Shield Glass - კომპანია აცხადებს, რომ იგი ათჯერ უფრო გამძლეა დაცემისას და თანაც უფრო გამჭვირვალე. ეკრანის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია - ასეთ გადაწყვეტილებას All Around Liquid უწოდეს. Xiaomi 14 Ultra მუშაობს უახლეს პროცესორ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3-ზე, აქვს 16 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება. გაგრილების ეფექტურობა გაიზარდა სამჯერ დიდი ზომის ამაორთქლებელი კამერის ხარჯზე. ბატარეის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 6%-ით 5300 მა/სთ-მდე - მასზე მხარდაჭერილია 90-ვატიანი სადენიანი და 80-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბატარეის დაცვას უზრუნველყოფს G1 და P2 ჩიპები. სმარტფონს აქვს ორმხრივი თანამგზავრული კავშირის მხარდაჭერა, ასევე T1 ჩიპი, რომელიც ზრდის ფიჭური ქსელის, Wi-Fi-ს და Bluetooth-ის კავშირის ხარისხს. Xiaomi 14 Ultra ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და ლურჯ ფერებში და სამ კონფიგურაციაში: 12/256 გბ (830 ევრო), 16/512 გბ (900 ევრო), 16 გბ/1 ტბ - (1000 ევრო). Xiaomi 14 Ultra Titanium-ის სპეციალური ვერსია 1130 ევრო ღირს. სმარტფონის გარდა 90 ევროდ შემოთავაზებულია ნაკრები Photography Kit ქეისით და მოსახსნელი სახელურით, რომელსაც აქვს ინტეგრირებული 1500 მა/სთ მოცულობის ბატარეა; ასევე 80-ვატიანი უსადენო დამტენი 64 ევროდ. http://tinyurl.com/3j5b8us4
  16. შეერთებულ შტატებში Spot ETF-ების გაშვებამ დადებითი გავლენა იქონია Bitcoin-ის შეკვეთების წიგნის ლიკვიდობასა და სტაბილური ფასებით ვაჭრობის უნარზე. ამ დასკვნამდე მივიდა Kaiko, წერს CoinDesk. 19 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობა 33 ცენტრალიზებულ ბირჟაზე 2%-ით გაიზარდა 539 მლნ აშშ დოლარამდე. ინდიკატორი აღნიშნავს Bitcoin-ის ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების მთლიან ღირებულებას საბაზრო ფასის 2%-ში. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ უმაღლეს დონემდე, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა იანვარში საბირჟო ვაჭრობის ფონდების ამოქმედების შემდეგ. წყარო: CoinDesk. ბაზრის უფრო დიდი სიღრმე ან ლიკვიდურობა იძლევა აქტივში მსხვილი ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას ფასის ვარდნის გარეშე. ამერიკული ბირჟების წილი მთლიანობაში 48%-მდე გაიზარდა ოქტომბრის 14.3%-დან. ამან საფუძველი მისცა ანალიტიკოსებს ეფიქრათ, რომ სწორედ შეერთებულ შტატებში Spot Bitcoin ETF-ების გაჩენამ შეუწყო ხელი ინდიკატორის გამყარებას. თუმცა, მათი თქმით, გასათვალისწინებელია ფასის ფაქტორიც. უახლესი აღმასვლის მიუხედავად ბაზრის სიღრმე ჯერ კიდევ 800 მლნ აშშ დოლარიანი დონის ქვემოთაა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში FTX-ის დაშლამდე დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ იანვრის BlackRock-ისა და Fidelity-ს Bitcoin-ფონდები შევიდა უმსხვილესი ამერიკული ETF-ების ათეულში თანხის შემოდინების თვალსაზრისით. ექსპერტებმა ივარაუდეს კაპიტალის ნაკადის შემოდინება ოქროს ბაზაზე ETP პროდუქტებში. CoinGecko-ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიპყრო საბირჟო Bitcoin-ფონდების გლობალური ბაზრის 83%. http://tinyurl.com/3d829b63
  17. Samsung-ის სმარტფონების გაყიდვების მოცულობა ევროპაში მკვეთრად შემცირდა გასული წლის ბოლო კვარტალში, ხოლო iPhone-ის გაყიდვები გაიზარდა. შედეგად, Apple-მა შვიდი კვარტლის განმავლობაში პირველად გაუსწრო Samsung-ს. ანალიტიკური კომპანია Canalys აცხადებს, რომ მთლიანობაში ევროპის სმარტფონების ბაზარი წელიწადში 3%-ით შემცირდა, Samsung-ის მოწყობილობების მიწოდება 12%-ით შემცირდა, ხოლო Apple-მა, პირიქით, მოახერხა სმარტფონების გაყიდვების 1%-იანი ზრდის მიღწევა. Canalys-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ სმარტფონების მიწოდება ევროპაში 2023 წლის მეოთხე კვარტალში 3%-ით შემცირდა და 37.8 მილიონი ერთეული შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Apple-მა დაიბრუნა ლიდერობა Samsung-თან შვიდი კვარტლის ჩამორჩენის შემდეგ, მისი გაყიდვები გაიზარდა 1%-ით წელიწადში 12.4 მილიონ ერთეულამდე. Samsung გადავიდა მეორე ადგილზე 10.8 მილიონი გაყიდული სმარტფონით (კლება - 12%) მიუხედავად Galaxy S და Galaxy A სერიების მოწყობილობებზე მუდმივად მაღალი მოთხოვნისა. Samsung-ი ლიდერობდა მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ iPhone 15-ის სერიაზე მძლავრმა მოთხოვნამ კომპანია მეორე ადგილზე გადაიყვანა სადღესასწაულო კვარტალში გაყიდვების გამო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, პრემიუმ მოდელებზე მოთხოვნა არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი. ფლაგმანურმა მოწყობილობებმა მოიპოვა ევროპის ბაზრის რეკორდული წილი 2023 წლის მეოთხე კვარტალში. გაყიდული სმარტფონების თითქმის 40% ღირს 800 აშშ დოლარი ან მეტი. Canalys-ის ანალიტიკოსი Runar Bjørhovde თვლის, რომ "მაღალი დონის სეგმენტის დომინირება ძირითადად განპირობებული იყო iPhone 15 Pro-ზე მაღალი მოთხოვნით, Galaxy S სერიის გაყიდვებით და Google Pixels-ის მზარდი რაოდენობით." ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Apple-მა დაიწყო უფრო კრეატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება თავის მარკეტინგში, მათ შორის სალიზინგო პარტნიორობის ტესტირება ესპანურ ბანკ Santander-თან, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება. Canalys ელის, რომ ევროპის სმარტფონების ბაზარი დაუბრუნდება ზრდას, რადგან ის ამჟამად არის ტიპიური განახლების ეტაპზე პანდემიის დროს შეძენილი მოწყობილობების მხრივ. http://tinyurl.com/35pvjwn5
  18. კომპანია Micron Technology-მ წარადგინა ორი ახალი პროდუქტი Crucial Pro სერიაში - Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition ოპერატიული მეხსიერების მოდულების სერია და PCIe 5.0 სტანდარტის მყარი დისკი Crucial T705. ადრეული მიმოხილვების თანახმად ეს არის ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო SSD მსოფლიოში. ფოტოს წყარო: Micron Crucial T705 PCIe 5.0 SSD-ები ხელმისაწვდომი იქნება 1, 2 და 4 ტბ მოდელებად. მწარმოებელი აცხადებს, რომ თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარეა 14.500 მბ/წმ-მდე, ხოლო ჩაწერის სიჩქარე - 12.700 მბ/წმ-მდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციებში ახალი მოწყობლობების წარმადობა აღწევს 1.55 მილიონ და 1.8 მილიონ IOPS-ს, შესაბამისად. ამასთან, ყველაზე სწრაფია 2 ტბ ვერსიები. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ Crucial T705 დისკებში გამოყენებულია თავად Micron-ის წარმოების 232-შრიანი TLC NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპები სიჩქარით 2400 MT/s. ახალი SSD აგებულია Phison E26 კონტროლერზე. ასევე ხელმისაწვდომია ქეში LPDDR4 მეხსიერებიდან. კომპანია ხუთწლიან გარანტიას იძლევა SSD-ის ყველა მოდელზე. Crucial T705 SSD-ები ხელმისაწვდომი იქნება შავი ალუმინის რადიატორით ან მის გარეშე. გარდა ამისა, კომპანია წარადგენს Crucial T705-ის სპეციალურ 2 ტბ ვერსიას თეთრი რადიატორით. ახალი მოწყობილობების წინასწარი გაყიდვები 12 მარტს დაიწყება. ფასი იწყება 239.99 აშშ დოლარიდან - ეს არის 1 ტბ ვერსიის ფასი რადიატორის გარეშე, ხოლო ღირებულება 729.99 აშშ დოლარს აჭარბებს 4 ტბ რადიატორიანი მოდელის შემთხვევაში. ოპერატიულ მეხსიერება Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition-ს აქვს CL36-38-38-80 შეყოვნება, რაც 25%-ით დაბალია ადრე გამოშვებულ Crucial DDR5 Pro Memory Plug and Play Edition RAM მოდულებთან შედარებით. ახალი მეხსიერების მოდულების ოპერაციული ძაბვაა 1.35 ვოლტი. Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition მეხსიერების მოდულების ეფექტური სიხშირეა 6000 მჰც. ისინი თავსებადია Intel XMP 3.0 და AMD EXPO აჩქარების პროფილებთან. Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition ოპერატიული მეხსიერება ხელმისაწვდომი იქნება ორარხიან კომპლექტებად, რომლებიც შედგება ორი 16 გბ DDR5-6000 მოდულისგან (სულ 32 გბ), ასევე ორი 24 გბ მოდულისგან შემდგარ ორარხიან კომპლექტებად (ჯამში 48 გბ). პირველი მათგანი გაყიდვაში 27 თებერვლიდან გამოვა, მეორეს კომპანია მიმიდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს. http://tinyurl.com/35j7mrp4
  19. Tether-ის USDT-ის მიმზიდველობა სხვა Stablecoin-ებთან შედარებით სავარაუდოდ შემცირდება, რადგან აშშ-ის მომავალი რეგულაციები მოითხოვს უფრო მეტ გამჭვირვალობას და შესაბამისობას ახალ KYC/AML სტანდარტებთან, განაცხადეს JPMorgan-ში. ამის შესახებ წერს CoinDesk ანალიტიკოსების მოხსენების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ Tether შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა, მარეგულირებლებმა შეიძლება განახორციელონ „გარკვეული კონტროლი“ ემიტენტის მიერ Stablecoin-ების ოფშორულ გამოყენებაზე OFAC-ის მეშვეობით, ნათქვამია დოკუმენტში. Stablecoin-ების გადახდის გამჭვირვალობის აქტი ამჟამად განიხილება აშშ-ის კონგრესში, ხოლო MiCA-ის ნაწილობრივი განხორციელება ევროკავშირში ივნისშია მოსალოდნელი. „მიუხედავად იმისა, რომ ოფშორული კომპანიებისა და დეცენტრალიზებული ფირმების წინააღმდეგ პირდაპირი სამართლებრივი მოქმედება რთულია, არაპირდაპირმა ზომებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ შესაძლოა შეაფერხოს Tether-ის გამოყენება“, - წერენ ანალიტიკოსები. JPMorgan თვლის, რომ Stablecoin-ებისთვის დადგენილი წესები კოორდინირებული იქნება გლობალურად G20-ის ფარგლებში ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მეშვეობით. ეს სიტუაცია კიდევ უფრო შეზღუდავს არარეგულირებადი Stablecoin-ების შესაძლებლობებს, როგორიცაა USDT. Tether პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას მისი აქტივების სარეზერვო უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ გამჟღავნების მოცულობა საკმარისი არ არის "შეშფოთების შესამსუბუქებლად". მანამდე JPMorgan მიუთითებდა USDT-ის მზარდ დომინირებაზე, როგორც ნეგატიურ ფაქტორზე Stablecoin-ების ბაზრისა და მთლიანად კრიპტო ეკოსისტემისთვის. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის ბოლოს Tether-მა მიიღო რეკორდული წმინდა მოგება 2.9 მლრდ აშშ დოლარი. 1 დეკემბერს ემიტენტმა დაიწყო საფულეების გაყინვა, რომლებიც უკავშირდებოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის SDN-ს. კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ დაიხმარდა იუსტიციის სამინისტროს, საიდუმლო სამსახურს და FBI-ს. http://tinyurl.com/5btbyyr2
  20. როგორც ცნობილი გახდა OpenAI-ს დამფუძნებელი სემ ოლტმენი ერთადერთი არ არის, ვისაც სურს NVIDIA-ს გაუწიოს კონკურენცია ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული გამოთვლითი ამაჩქარებლების ჩიპების შემუშავებასა და წარმოებაში. Bloomberg-ის ინფორმაცით SoftBank-ის დამფუძნებელი Masayoshi Son ამ სფეროში საკუთარი პროექტის განსახორციელებლად 100 მლრდ აშშ დოლარამდე თანხის მოზიდვას გეგმავს. ფოტოს წყარო: SoftBank როგორც წყარო განმარტავს, SoftBank Corporation-ის არსებული რესურსებიდან 30 მლრდ აშშ დოლარამდე შეიძლება გამოიყოს. ამჟამად მას დაახლოებით 41 მლრდ აშშ დოლარი აქვს, ხოლო დანარჩენი 70 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას SoftBank-ის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებისგან ეცდება. Son-ის გეგმის მიხედვით Arm-ის შვილობილი კომპანიის მონაწილეობით შეიძლება შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ახალი მწარმოებელი კომპანია. ამ პროექტს კოდური სახელიც კი აქვს - Izanagi - სიცოცხლის შემქმნელი იაპონური ღმერთის პატივსაცემად. Masayoshi Son რამდენიმე წელია საუბრობს, რომ აუცილებელია ინვესტიციების განხორციელება ე.წ. მძლავრ ხელოვნურ ინტელექტში და თვლის, რომ მსგავსი მანქანებით გაჯერებული სამყარო უფრო უსაფრთხო და ბედნიერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Son აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოლტმენთან ამ უკანასკნელის ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ, პროექტი Izanagi დამოუკიდებლად განხორციელდება - აცხადებენ წყაროები. მიმდინარეობს კონსულტაციები Arm-ის შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რადგან ამ ინიციატივის ფარგლებში მან უნდა უხელმძღვანელოს სპეციალიზებული გამოთვლითი ამაჩქარებლების შემუშავებას. SoftBank-ის აქციების ფასი ორშაბათ დილის ვაჭრობაში 3.2%-ით გაიზარდა. http://tinyurl.com/yc8ppkbb
  21. NVIDIA-მ მიანიშნა, რას მიეძღვნება წელს ყოველწლიური კონფერენცია Graphics Technology Conference (GTC). ღონისძიება 18 მარტს არის დაგეგმილი და მთლიანად ორიენტირებული იქნება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უახლეს განვითარებასა და ტექნოლოგიებზე. გრაფიკული პროცესორების დეველოპერი GTC 2024-ს უწოდებს „ნომერ პირველ კონფერენციას ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის“. ფოტოს წყარო: VideoCardz ბოლო სამი წლის განმავლობაში NVIDIA GTC კონფერენციებს ექსკლუზიურად ვირტუალურ ფორმატში ატარებს, ხოლო წელს კომპანიამ გადაწყვიტა ღონისძიების ოფლაინ ჩატარება. როგორც წესი, თითოეული GTC შედგება სხვადასხვა ლექციის, სემინარების და სხვა დეველოპერების ღონისძიებებისგან. თუმცა, კონფერენციის მთავარი მოვლენაა გახსნის კონფერენცია, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებს NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი. ყველაზე ხშირად GTC კონფერენციის თემები დაკავშირებულია მონაცემთა ცენტრებსა და სამუშაო სადგურების ტექნოლოგიებთან, მაგრამ წელს ღონისძიების მთავარი თემა იქნება ყველაფერი, რაც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, GTC 2024-ზე NVIDIA ისაუბრებს ახალ სპეციალიზებულ ზოგადი დანიშნულების ამაჩქარებლებზე (GPGPU). სავარაუდოდ, კომპანია გააზიარებს ინფორმაციას ახალ არქიტექტურა Blackwell-ისა და მასზე დამყარებული B100 და GB200 ამაჩქარებლების შესახებ. ახალი პროდუქტები ჩაანაცვლებს Hopper არქიტექტურას, რომლის საფუძველზეც მზადდება სპეციალიზებული AI ამაჩქარებლები H200 და GH200. NVIDIA-მ ადრე ახსენა ახალი თაობის B100 და GB200 ამაჩქარებლები სამომავლო პროდუქტების გეგმებში. NVIDIA-ს პროდუქტების გამოშვების გეგმა მონაცემთა ცენტრებისა და სპეციალიზებული ამაჩქარებლებისთვის სამომავლო GTC 2024-ის ოფიციალურ თიზერში NVIDIA-მ აღნიშნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ციფრული რეკლამის შესაქმნელად, ახლახანს დანერგილი Chat with RTX chatbot, საწარმოო მეტასამყარო SyncTwin-ისგან, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოსახულების შესაქმნელად Refik Anadol Studio-სგან, ასევე OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ქმნის კოდს Blender-ის ანიმაციისთვის. გასული GTC კონფერენციები თითქმის არასდროს შეხებია სამომხმარებლო გრაფიკის სეგმენტს, თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, GTC 2014-ზე შედგა TITAN Z სერიის ვიდეო ბარათების წარდგენა. http://tinyurl.com/4vs9k2zm
  22. Stablecoin-ების მთლიანი კაპიტალიზაციის დაახლოებით 99% მიბმულია აშშ დოლართან, რაც აძლიერებს მის, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსს. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა კრისტოფერ უოლერმა განაცხადა. „ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტებმა, როგორიცაა Bitcoin, შეიძლება ჩაანაცვლოს აშშ დოლარი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. მაგრამ DeFi სექტორში გარიგებების უმეტესობა იყენებს დოლართან დაკავშირებულ Stablecoin-ებს. Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 99% მიბმულია დოლართან, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტო აქტივები ფაქტობრივად დოლარში ვაჭრობენ,” - განმარტა მან. უოლერის თქმით ციფრული აქტივების ინდუსტრიის სწრაფი განვითარება აშშ-ის ვალუტას დომინანტურ როლს არ შეასუსტებს, პირიქით - გააძლიერებს მის გავლენას. „მე მჯერა, რომ აშშ დოლარი უახლოეს დროში არ დაკარგავს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსს. მე არც კი ველოდები მისი დომინირების მნიშვნელოვან შემცირებას ვაჭრობასა და ფინანსებში, ”- აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველმა. 2022 წლის შემოდგომაზე უოლერმა გააკრიტიკა ციფრული დოლარის გაშვების იდეა. მას მიაჩნია, რომ CBDC არ გააძლიერებს ამერიკული ვალუტის პოზიციას საერთაშორისო არენაზე. 2023 წლის ოქტომბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წარმომადგენელმა მიშელ ბოუმანმა ეჭვქვეშ დააყენა ციფრული დოლარის გაშვების მიზანშეწონილობა. ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაფართოება და საგადახდო სისტემაში რყევების მოგვარება შესაძლოა დამახასიათებელი იყოს არა მხოლოდ Bottom of FormCBDC-სთვის. http://tinyurl.com/4rea96ap
  23. NVIDIA-მ წარადგინა სუპერკომპიუტერი Eos, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვის. იგი აღჭურვილია 576 NVIDIA DGX H100 სისტემით, რომელთაგან თითოეული მოიცავს 8 H100 ამაჩქარებელს - სულ გამოყენებულია 4608 ერთეული. სისტემები დაკავშირებულია NVIDIA Quantum-2 InfiniBand არქიტექტურის გამოყენებით (400 გბ/წმ). სუპერკომპიუტერი ასევე შეიცავს 1152 პროცესორ Intel Xeon Platinum 8480C-ს, თითოეული მათგანი 56-ბირთვიანია. ფოტოს წყარო: nvidia.com NVIDIA Eos სუპერკომპიუტერი უზრუნელყოფს AI აპლიკაციების 18.4 Eflops (FP8) წარმადობას, დაახლოებით 9 Eflops-ს - FP16 გამოთვლებში და 275 Pflops წარმადობას - FP64-ში. კომპანიამ მის შესახებ თითქმის ერთი წლის წინ გამოაცხადა და დეტალურად ისაუბრა გასული წლის ნოემბერში გამოფენა Supercomputing 2023-ზე - სუპერკომპიუტერი ახლა მზად არის მუშაობის დასაწყებად. კომპანია აღნიშნავს, რომ Eos-ს შეუძლია გაუმკლავდეს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდ სამუშაო დატვირთვას ენის დიდი მოდელების, სარეკომენდაციო ალგორითმების, კვანტური სიმულაციების და სხვათა მომზადებისთვის. სუპერკომპიუტერი TOP500-ის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. NVIDIA Eos-ის მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს NVIDIA-ს მძლავრი ამაჩქარებლები და ინტერფეისები, ასევე მისი პროგრამული უზრუნველყოფა NVIDIA Base Command და NVIDIA AI Enterprise. „Eos-ის არქიტექტურა ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვისთვის, რომელიც მოითხოვს ულტრა დაბალ შეყოვნებას და მაღალი სიჩქარის კავშირებს ამაჩქარებლების კლასტერში, რაც მას იდეალურად აქცევს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააფართოვონ ხელოვნური ინტელექტის კომპლექსები. როდესაც საწარმოები და დეველოპერები მთელს მსოფლიოში ცდილობენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ძალა, Eos გახდება ძირითადი რესურსი, რომელიც გვპირდება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებისკენ მიმავალი გზა დააჩქაროს ყველა ორგანიზაციისთვის,” - განაცხადა NVIDIA. http://tinyurl.com/yfa6xw3n
  24. Lenovo-მ დააანონსა ტრანსფორმერი ლეპტოპი Yoga Book 9 (13IMU9), რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ორი დისპლეი. გარდა ამისა, მას აქვს Bluetooth კლავიატურა, ასევე შესაძლებელია სტაილუსის გამოყენება. ფოტოს წყარო: Lenovo Yoga 9 Book-ს აქვს ორი 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. თითოეული მათგანის გაფართოებაა 2.8K, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, 400 კდ/მ²-მდე სიკაშკაშე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. პანელებს აქვს Eyesafe Certified 2.0, Dolby Vision, VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატები და სენსორული მართვის მხარდაჭერა. ლეპტოპის აპარატული საფუძველია პროცესორი Intel Core Ultra 7 155U ინტეგრირებული გრაფიკით Intel Arc. ტრანსფორმერი ლეპტოპის მაქსიმალურ კომპლექტაციას აქვს 32 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. მოწყობილობასთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენება Bluetooth-კლავიატურა Yoga Book 9 KB და საფირმო სტაილუსი Lenovo Digital Pen 3. ლეპტოპის აუდიო ქვესისტემა შედგება Bowers & Wilkins-ის ოთხი დინამიკისაგან: ორი მათგანია დაბალი სიხშირის დინამიკი 2 ვატი სიმძლავრით და ორი - მაღალი სიხშირის დინამიკი ასევე 2 ვატი სიმძლავრით. მხარდაჭერილია Dolby Atmos და Smart Amplifier (AMP) ტექნოლოგიები. წინა მხარეს განთავსებულია ორი მიკროფონი და 5-მეგაპიქსელიანი კამერა IR სენსორით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 80 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C-ის საშუალებით 65 ვტ-მდე სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. კომპანიას Yoga Book 9-ს გაყიდვაში გამოსვლის დრო და ფასი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. http://tinyurl.com/mr2ps325
  25. Bitcoin-ის ქსელის საერთო გამოთვლითი სიმძლავრე შესაძლოა 20%-ით შემცირდეს განახევრების შემდეგ, ნათქვამია მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო საინვესტიციო კომპანია Galaxy Digital-ის მოხსენებაში Coin Metrics-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ამრიგად, ანაზღაურების განახევრების შემდეგ მაინერების ნაწილი გამორთავს ზოგიერთ მოწყობილობას, რის გამოც ექსპლუატაციაში მხოლოდ ყველაზე მომგებიანი აღჭურვილობა დარჩება, ამბობენ ექსპერტები. ექსპერტების აზრით 2023 წლის ბოლოს Bitcoin-ის ჰეშრეითის 70%-ზე მეტი ASIC მაინერების რვა მოდელის მიერ იქნა წარმოებული. ჰალვინგი - განახევრება, არის ბლოკჩეინში მოპოვებული ბლოკისთვის მაინერების ჯილდოს ორმაგი შემცირება, რომელიც ჩართულია Bitcoin-ის კოდში; ეს ხდება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ. თავდაპირველად მაინერებმა მიიღეს 50 BTC, 2012 წლის 28 ნოემბერს თანხა შემცირდა 25 BTC-მდე, 2016 წლის 9 ივლისს - 12.5 BTC-მდე, 2020 წლის 11 მაისს - 6.25 BTC-მდე. 2024 წლის აპრილში ჯილდო შემცირდება 3.125 BTC-მდე. ექსპერტების აზრით „იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მგრძნობიარეა ASIC-ის სხვადასხვა მოდელების უკუჩვენებების დონეები აქტივების ფასისა და ტრანზაქციის საკომისიოების მიმართ, ჰეშრეითის 15-20% „შესაძლოა ავტონომიურ რეჟიმში გადავიდეს“. ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მივიდნენ ელექტროენერგიის ფასების, Bitcoin-ის 45 ათასი აშშ დოლარი ღირებულების, მოპოვებული ბლოკის 3.125 BTC ჯილდოს და 15% ტრანზაქციის საკომისიოს გათვალისწინებით. Galaxy-ის უფრო კონსერვატიული შეფასებით მიიჩნევა, რომ თითქმის ყველა მოძველებული მაინინგ მოწყობილობა, კერძოდ, Bitmain-ის S9, Canaan-ის A1066 და MicroBT-ის M32 გამოოირთვება, ხოლო MicroBT M20S და Bitmain S17 მოდელების დაახლოებით ნახევარი შეძლებს ონლაინ რეჟიმში დარჩენას. ეს ხუთი მოდელი უზრუნველყოფდა Bitcoin-ის ჰეშრეითის დაახლოებით 15%-ს 2023 წლის ბოლოს. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ განახევრება არ მოახდენს ასეთ დრამატულ გავლენას Bitmain-ის Antminer S19-სა და S19J Pro-ზე, ასევე Canaan-ის A1246-ზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ გამოთვლითი სიმძლავრის ნახევარზე მეტს. მაინერებს შეუძლიათ მოწყობილობების გამორთვა მხოლოდ ელექტროენერგიის შედარებით მაღალი ღირებულების გამო, განმარტა Galaxy-მ. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ზოგიერთმა ბიზნეს გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ შეფასებებზე. ამრიგად, მაინერები, რომლებიც მუშაობენ „ძველ და არაეფექტურ მოწყობილობებზე“, სავარაუდოდ მიიღებენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ეფექტურობისა და მუშაობის გასაუმჯობესებლად, ხოლო ზოგიერთი მოდელი შეიძლება გადავიდეს ისეთ რეგიონებში, სადაც დაბალი ენერგო ხარჯებია. იანვარში Bitcoin-ის ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრე 25%-ით შემცირდა ტეხასის ცივი ამინდის გამო, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მაინერების გათიშვა ელექტროგადამცემი ქსელიდან. გათიშულ იქნა ოთხ გიგავატზე მეტი ელექტროენერგია. http://tinyurl.com/4uta3mk9
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.