Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5961
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Alienware-მა (Dell-ის გეიმინგ განყოფილება) წარადგინა ორი ახალი გეიმინგ მონიტორი: 25-დუიმიანი მოდელი Alienware AW2523HF და 27-დუიმიანი Alienware AW2723DF. ორივე მათგანში გამოყენებულია IPS მატრიცა. ფოტოს წყარო: Dell 25-დუიმიან მოდელს აქვს Full HD გაფართოება, 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 99%-იანი sRGB ფერთა გამა, მხარდაჭერილია ტექნოლოგიები VESA AdaptiveSync და HDR10. 27-დუიმიან მოდელს აქვს Quad HD ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი (280 ჰერცამდე აჩქარებისას), 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, აგრეთვე VESA DisplayHDR 600 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. უფროს მოდელში ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium Pro. უმცროს მოდელში - მხოლოდ AMD FreeSync Premium Pro. ორივე მონიტორს კონექტორების იდენტური ნაკრები აქვს, რომელშიც შედის ორი HDMI 2.0, ერთი USB 3.2 Type-B Gen1, ოთხი USB-A, ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მოწყობილობებს აქვს ერგონომიული სადგამები, აგრეთვე ყურსასმენის ჩამოსაკიდებლად განკუთვნილი კაუჭი. 25-დუიმიან მოდელს კომპანია აფასებს 450 აშშ დოლარად და იგი გაყიდვაში 7 სექტემბერს გამოვა. 27-დუიმიანი მოდელის ფასია 650 აშშ დოლარი და 6 ოქტომბრიდან გაიყიდება. https://tinyurl.com/5emfedue
  2. კომპანია Intel-მა დაიწყო მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერების - NUC 12 Pro-ს გაყიდვა, რომელთა კოდური სახელწოდებაა Wall Street Canyon. მოწყობილობებს საფუძვლად უდევს მე-12 თაობის Core პროცესორები (პლატფორმა Alder Lake-P), ოპერაციულ სისტემად კი გამოყენებულია Windows 11. ფოტოს წყარო: SimplyNUC ხელმისაწვდომია არჩევანი მოდიფიკაციებს შორის, რომლებშიც წარმოდგენილია ჩიპები Core i3-1220P (10 ბირთვი), Core i5-1240P (12 ბირთვი) და Core i7-1260P (12 ბირთვი). ყველა მათგანს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Intel Iris Xe; დისკრეტული ამაჩქარებლის დაყენების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. ფოტოს წყარო: liliputing.com კომპიუტერებს ექნება 64 გბ-მდე DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ხელმისაწვდომია ორი ინტერფეისი HDMI 2.0b და Thunderbolt 4, სამი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, USB 2.0 Type-A კონექტორი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. ფოტოს წყარო: SimplyNUC ნეტტოპების მოდელების ზომებია 117 × 112 × 37 და 117 × 112 × 54 მმ. პირველ მათგანში შესაძლებელია M.2 2280 PCIe 4.0 x4 NVMe ან SATA SSD-ის განთავსება, მეორე შემთხვევაში კი - კიდევ 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. https://tinyurl.com/3shwwb3m
  3. პირველი კრიპტოვალუტის, როგორც სარეზერვო აქტივის შეძენა გამართლდა, მომავალში Bitcoin დაადასტურებს თავის სანდოობას. ამის შესახებ MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Stansberry Research-თან ინტერვიუში განაცხადა. „სტრატეგიის მიღების შემდეგ ჩვენ ვიცოდით, რომ რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის 20%-ს დავკარგავდით წელიწადში, თუ მათ საბანკო ანგარიშზე შევინახავდით. ჩვენ ჩავჯექით პირველი კრიპტოვალუტის სამაშველო ნავში იმ გაგებით, რომ ოკეანეში ჩაგვაგდებენ, მაგრამ არ დავიხრჩობით და დროთა განმავლობაში დავაფასებთ ამ ნაბიჯს, ”- აღნიშნა სეილორმა. Bitcoin-მაქსიმალისტმა განაცხადა, რომ 250 მლნ აშშ დოლარის პირველი ინვესტიციიდან ორი წლის შემდეგ აქტივმა კონკურენტებს გადააჭარბა. „პირველი კრიპტოვალუტა 101%-ით გაიზარდა, S&P 500 - 23%-ით, Nasdaq - 15%-ით. ობლიგაციების ღირებულება 12%-ით დაეცა, ოქროსი - 15%-ით, ვერცხლის - 18%-ით. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელმაც საუკეთესო დინამიკა დააფიქსირა, იყო MicroStrategy-ს აქციები (ზრდა 166%)“, - განმარტა მან. სეილორის თქმით კრიპტოვალუტების ცვალებადობა გავლენას მოახდენს მხოლოდ მოკლევადიან ინვესტორებსა და საჯარო კომპანიებზე და რომ Bitcoin ყველასთვის არ არის განკუთვნილი. ისინი, ვინც მონეტა იყიდეს ბოლო სამიდან ექვს თვეში, ზარალში არიან და აწყდებიან ფედერალური ფედერალური პოლიტიკის გამკაცრებისა და Terra-ს დაშლის შედეგებს. „ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მინიმუმ ოთხი წლის ვადით. იდეალურ შემთხვევაში ეს არის ქონების გადაცემა თაობიდან თაობაზე. მეტრიკა, რომელიც ამას ადასტურებს, არის ოთხი წლის მოძრავი საშუალო“, - განმარტა სეილორმა. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით MicroStrategy ფლობს 129698 BTC-ს (დაახლოებით 4 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის). შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში სეილორმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა. მანამდე მან არაერთხელ უწოდა პირველ კრიპტოვალუტას ყველაზე საიმედო რამ არასტაბილურ სამყაროში და გლობალური სარეზერვო აქტივი. https://tinyurl.com/4vnu9knw
  4. YouTube არის ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰოსტინგი მსოფლიოში და მას შეუძლია შექმნას შესანიშნავი რეკლამა სტრიმინგ სერვისებისთვის. ჟურნალისტებმა გააზიარეს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში YouTube-ს ექნება ფუნქცია Channel Store - მარკეტი, სადაც გაყიდიან სტრიმინგ სერვისებზე - HBO Max, Apple TV და სხვა პლატფორმებზე გამოწერებს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით ვიდეო ჰოსტინგის დეველოპერები ინოვაციაზე 18 თვეზე მეტია მუშაობენ და ფუნქცია შემოდგომაზე ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში გამოსვლიდან მალევე ფუნქცია სხვა ქვეყნებში გახდება ხელმისაწვდომი. ამავე Wall Street Journal-ის ცნობით კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს Amazon Prime Video, Roku, Apple TV და სხვა სერვისებთან. ასე რომ, YouTube-ის მოყვარულებს შეეძლებათ გამოიწერონ საინტერესო სერვისი ერთი დაწკაპუნებით და ნახონ მისი კონტენტი პირდაპირ ვიდეო ჰოსტინგის აპლიკაციაში, რაც ძალიან მოსახერხებელია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეჩვეული ხართ და გაქვთ Premium გამოწერა. ამრიგად, ახლა შესაძლებელი იქნება კინოინდუსტრიის უახლესი ამბების კომფორტულად ნახვა. მომხმარებელი ნახავს თრეილერს - მოეწონება - შეიძენს გამოწერას - უყურებს ფილმს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა YouTube-ის მთელ მსოფლიოში პოპულარობის წყალობით და თითოეული სერვისის შემთხვევაში თანამშრომლობის პირობები უნიკალურია. https://tinyurl.com/2kdjbrvh
  5. შემოდგომაზე ოქტომბერში Apple დააანონსებს საბაზისო პლანშეტ iPad-ის და მოწინავე iPad Pro-ს განახლებულ ვერსიებს. ბოლო მათგანს ექნება ჩიპი Apple M2 და, შესაძლოა უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ წერს რესურსი MacRumors სამხრეთკორეელ ინსაიდერ yeux1122-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გამირჩევა Apple-ის შესახებ ზუსტი ცნობების გაზიარებით, რომელთა შორისაა ინფორმაცია მეხუთე თაობის iPad Air-ის შესახებ. ინსაიდერის ინფორმაციით ახალ ხელმისაწვდომ iPad-ს, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად განსხვავებული გარეგნული დიზაინი ექნება - ბრტყელი კიდეებითა და დისპლეის ირგვლივ უფრო პატარა ჩარჩოთი, ასევე მასში წარმოდგენილი იქნება ჩიპი A14 Bionic, 5G მოდემი და USB Type-C პორტი. იგი განახლებულ iPad Pro-სთან ერთად გამოვა ოქტომბერში, iPhone 14 სერიის სმარტფონების სექტემბრის ანონსის შემდეგ. გასულ კვირას Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა განაცხადა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 14 სერიის სმარტფონების და ახალი თაობის Apple Watch Series 8 სმარტ-საათების წარმოება, რომლებიც სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მისი პროგნოზის თანახმად Apple შემოდგომაზე ჩაატარებს ორ ღონისძიებას - სექტემბერსა და ოქტომბერში, ამასთან მეორე მათგანი მიეძღვნება iPad-ის ახალი მოდელების და Mac კომპიუტერების პრეზენტაციებს. https://tinyurl.com/bdenjc7d
  6. Bitcoin დიდი ალბათობით ახალ მაქსიმუმებს ვერ მიარწევს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გააგრძელებს ვარდნას 10 ათას აშშ დოლარამდე და მის ქვემოთ. ამის შესახებ განაცხადა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ბაზრის ამჟამინდელი ზრდა, მათ შორის ივლისის დასაწყისიდან Ethereum-ის ფასის 70%-იანი ზრდა, არ არის მდგრადი. მან მას "აღმასვლა გულუბრყვილოებისთვის" უწოდა. „ბაზრის ვარდნა კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა გამოიყენოს ფასების ამჟამინდელი აღმასვლა და ბაზარი დატოვონ. ბევრი ჯერ კიდევ მოგებაშია. ზოგმა Bitcoin იყიდა ოთხი, ხუთი, ექვსი წლის წინ და ეს პირები კარგ პლუსში არიან. იგივე ვითარებაა Ethereum-თანაც. ხალხმა უნდა დატოვოს ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარი მათ ამ მოგებას წაართმევს“ - განაცხადა ოქროს მომხრემ. შიფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოსაზრება, რომ კრიპტობაზარი bubble-ში იმყოფება მიუხედავად Bitcoin-ის ფასის დაახლოებით 65%-ით ვარდნისა. მოიგებენ ისინი, ვინც მისგან გასვლას მოასწრებს - აღნიშნა ინვესტორმა. მისი თქმით, წელს ბაზრის დაცემა ფართომასშტაბიანი Pump & Dump სქემის შედეგი იყო. „იყვნენ ცნობილი სახეები, როგორიცაა სპორტსმენები ან მსახიობები, რომლებმაც დაიწყეს ამა თუ იმ მონეტის პოპულარიზაცია, მაგალითად, თავიანთი Instagram-ის მიმდევრებისთვის. ეს იყო მასიური რეკლამა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ”- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში შიფმა ივარაუდა Bitcoin-ის 10 000 აშშ დოლარამდე დაცემა 30 000 დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 11 მაისს მითითებულ ნიშნულს ქვემოთ კოტირებების ვარდნის შემდეგ შიფის პროგნოზი იყო, რომ ფასი 8 ათას აშშ დოლარიან დონეს გატესტავდა. ციფრული ოქრო დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, სანამ 23 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა საკუთარი პროგნოზი Bitcoin-თან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა 5 ათას აშშ დოლარიანი მხარდაჭერის დონეზე. https://tinyurl.com/263932vt
  7. მიმდინარე ზაფხული მრავალფეროვანი აღმოჩნდა Tesla-ს ელექტრომობილების საიუბილეო ეგზემპლარების მხრივ. ილონ მასკმა განაცხადა კალიფორნიულ ქარხანაში აწყობილი ორი მილიონი ელექტრომობილის გამოსვლის შესახებ, შემდეგ აღნიშნა, რომ ყველა მოქმედმა ქარხანამ ჯამურად გადალახა სამმილიონიანი ტირაჟი, ამჟამად კი ცნობილია, რომ შანხაის კონვეირიდან გამოვიდა ადგილობრივი აწყობის მემილიონე ელექტრომობილი. ფოტოს წყარო: Tesla შესაბამისი განცხადება მასკმა ტრადიციულად გასულ კვირადღეს გააკეთა. Tesla-ს ჩინური პლატფორმისთვის, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის ფარგლებს გარეთ ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი გახდა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და პროგრესის მაჩვენებელი. ქარხანა აშენდა 2019 წლის დეკემბერში და გასული წელი დაასრულა წელიწადში ტექნიკურად 800 ათასი ელექტრომობილის წარმოებით. მიმდინარე წლის აპრილის ლოქდაუნებმა პროგრესი შეანელა, თუმცა Tesla-მ მოგვიანებით განზრახ დახურა საწარმოო ხაზი წარმადობის გაზრდის მიზნით ხაზის მოდერნიზაციისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე Tesla-ს ჩინეთის ქარხანა შეძლებს წელიწადში მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას, ასე რომ დიდი დრო აღარ დარჩა ორმილიონიანი აწყობის მომენტამდე. ჯერჯერობით ამ ქარხანაში იწარმოება მხოლოდ Model 3 და Model Y, თუმცა მომდევნო წლიდან შაინხაის კონვეირიდან ახალი მოდელიც გამოვა. კომპანია აპირებს ჩინეთში საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, რისთვისაც უკვე წარმოდგენილია შესაბამისი განაცხადი, სადაც აღწერილია Tesla-ს გეგმები მეზობელი მიწის ნაკვეთის ათვისებაზე. ათწლეულის ბოლოსთვის, ბრენდის ყველა საწარმო, რომელთა რაოდენობა თორმეტს მიაღწევს, ყოველწლიურად 20 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. ათწლეულის ბოლოს ბრენდის ყველა ქარხანა, რომელთა რიცხვი თორმეტს მიაღწევს, შეძლებს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილის გამოშვებას. https://tinyurl.com/mvx9d3kk
  8. ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6900 XT-ს რამდენიმე ვერსია ამერიკულ საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო საცალო ფასზე 30%-ით იაფად გამოჩნდა. ინტერნეტ-მაღაზოა Newegg-ის გვერდებზე მოცემულია Gigabyte-ისა და ASRock-ის მიერ დამზადებული მოდელი 699 აშშ დოლარად - გვაცნობებს Tom’s Hardware. ფასების კლება პირველ რიგში შეეხო ვიდეო დაფის საბაზისო ვერსიას - ასევე დარჩა უფრო ძვირადღირებული ვარიანტებიც - განსაკუთრებით ჰაერით ან თხევადი გაგრილების მქონე მაღალეფექტური მოდელები. ფოტოს წყარო: newegg.com როდესაც მოდელი Radeon RX 6900 XT ოფიციალურად იქნა წარდგენილი, არანაირი იმედი არ არსებობდა, რომ საცალოდ მისი ყიდვა სარეკომენდაციო 999$-ზე ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი - იმ დროს კრიპტოვალუტების მაინინგის ბუმი გაჩაღდა. ამჟამად სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - Gigabyte Gaming OC და ASRock Phantom Gaming D ვერსიები 699 აშშ დოლარად იყიდება. ოდნავ ძვირია MSI Gaming – 729$. სამივე ვიდეო დაფას სამი საბაზისო ქულერი აქვს. საინტერესო იყო მიმდინარე წელს RX 6900 XT დაფის ფასის დინამიკაზე დაკვრივება. მაისში ვიდეო დაფის საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო ფასად გამოსვლა დადებითად აღიქმებოდა. ივნისში სპეციალური გაყიდვისას პრომო კოდის მეშვეობით შესაძლებელია იყო მისი შეძენა 720 აშშ დოლარად. დღესდღეობით 730$-ად იყიდება სამი სავაჭრო პოზიცია. იაფდება NVIDIA-ს პროდუქციაც - ერთი კვირის წინ EVGA-ს მიერ დამზადებულ ფლაგმანურ GeForce RTX 3090-ს 1000$ დააკლდა. პრემიუმ-მწარმოებლის ასეთი გულუხვობა განპირობებულია GeForce RTX 40 სერიის ანონსისთვის საფუძვლიანად მომზადების სურვილით. https://tinyurl.com/2p8mzfnj
  9. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებებმა 2 ათას აშშდოლარიანი დონე გადალახა. ბოლოს Ethereum ამ ნიშნულზე მიმდინარე წლის მაისში იყიდებოდა. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. CoinGecko-ს თანახმად ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაძვირდა თითქმის 7%-ით, ხოლო კვირის განმავლობაში - 17%-ით. 11 აგვისტოს Ethereum-ის გუნდმა წარმატებით დაასრულა სატესტო ქსელ Goerli-ს გადატანა Proof-of-Stake (PoS) ალგორითმზე. ამავე დღეს დეველოპერებმა განახლება The Merge-ის აქტივაცია 15-16 სექტემბრისთვის გადაიტანეს. პოზიტიური სიახლეების ფონზე Ethereum-ის ფასმა 1900 აშშ დოლარს გადააჭარბა, აქტივის კაპიტალიზაციამ კი - 242 მლრდ აშშ დოლარს. Bitcoin-ი სტატიის წერის დროს 24800 აშშ დოლარად იყიდება. Ethereum-ის ფორკის მხარდამჭერებმა Proof-of-Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმს გარდაუვალი უწოდეს. ისინი აპირებენ EIP-1559 გააუქმონ ტრანზაქციების საკომისიოს ნაწილის დაწვაზე. CoinShares-ის ექსპერტებმა სკეპტიკურად შეაფასეს პოტენციური Ethereum PoW ფორკის პერსპექტივები. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ Stablecoin-ების ემიტენტები განსაზღვრავენ ასეთი პროექტების მომავალს. https://tinyurl.com/4tnrawbd
  10. კომპანია Lenovo-მ ასორტიმენტი გააფართოვა ახალი სამუშაო სადგურებით - ესენია დესკტოპი ThinkStation P358, აგრევე მობილური ThinkPad P15v და ThinkPad P14s. პირველ მათგანს საფუძვლად უდევს Ryzen Pro 5000 სერიის პროცესორები, მობილური სისტემები კი აღჭურვილია Ryzen Pro 6000 სერიის ჩიპებით. ფოტოს წყარო: Lenovo ThinkStation P358-ში წარმოდგენილია პროცესორები Ryzen 5 Pro 5645, Ryzen 7 Pro 5845, Ryzen 9 Pro 5945, აგრეთვე Ryzen 3 Pro 4350. პირველი სამი მიეკუთვნება Vermeer სერიას, გამოყენებულია არქიტექტურა Zen 3 და აქვს 6-დან 12-მდე ბირთვი 4.7 გჰც ტაქტის სიხშირით. Ryzen 3 Pro ოთხბირთვიანი ჩიპია Zen 2 არქიტექტურით და მუშაობს 4.0 გჰც სიხშირეზე. ThinkStation P358-ის შემთხვევაში არსებობს არჩევანი გრაფიკული ქვესისტემის რამდენიმე ვარიანტს შორის. ოფციის სახით შემოთავაზებულია პროფესიონალური ამაჩქარებელი NVIDIA RTX A2000 ან სამომხმარებლო მოდელი GeForce RTX 3080. სისტემას გააჩნია DDR4-3200 სტანდარტის 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება ECC შეცდომების კორექციით ან მის გარეშე, აგრეთვე 10 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება M.2 ფორმატის ორი SSD NVMe-ის სახით. Lenovo ThinkPad P15v Gen3 მობილური სამუშაო სადგური Lenovo ThinkPad P15v აღჭურვილია Ryzen Pro 6000H სერიის პროცესორებით (რვაბირთვიანი 4.7 გჰც სიხშირის მქონე მოდელის ჩათვლით). ThinkPad P14s მუშაობს Ryzen Pro 6000U პროცესორების ბაზაზე და გვთავაზობს რვაბირთვიან ჩიპებს სიხშირით 4.7 გჰც. Lenovo ThinkPad P14s Gen3 ლეპტოპის უმცროსი მოდელი დაკომპლექტებულია 32 გბ-მდე LPDDR5-6400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, ThinkPad P15v-ს კი აქვს 64 გბ-მდე DDR5-4800 მეხსიერება. ThinkPad P14s-ში ხელმისაწვდომია 2 ტბ-მდე M.2 PCIe 4.0 SSD. ამასთან ლეპტოპის უფროს მოდელში შესაძლებელია ამავე ფორმატის უფრო დიდი მოცულობის, 4 ტბ-მდე SSD-ის განთავსება. ThinkPad P15v-ში წარმოდგენილია პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX 2000 და 15.6-დუიმიანი 4K დისპლეი. მოდელ ThinkPad P14s-ში დისკრეტული გრაფიკა არ არის ხელმისაწვდომი - იგი ემყარება ინტეგრირებულ GPU Radeon 680M-ს. ამ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი 4K გაფართოებით. უფრო დეტალურ მახასიათებლებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ: Lenovo ThinkStation P358, ThinkPad P15v და ThinkPad P14s https://tinyurl.com/39fkfu94
  11. კომპანია Samsung-მა ჩაატარა მორიგი ღონისძიება Galaxy Unpacked, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა სამხრეთკორეული კომპანიის სიახლეები. დრეკადი დისპლეის მქონე ფლაგმანურ სმარტფონ Galaxy Z Fold 4-ის პარალელურად ნაჩვენები იყო ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip 4, რომლის ღირებულება 999 აშშ დოლარიდან იწყება. ფოტოს წყარო: Samsung Galaxy Z Flip 4 დიზაინით დიდად არ განსხვავდება წინა წლის მოდელისგან, თუმცა სმარტფონში მოცემულია თანამედროვე აპარატული უზრუნველყოფა, უფრო დიდი მოცულობის ბატარეა და მტკიცე დისპლეი. მოძრავი დამაკავშირებელი სამაგრი გახდა უფრო თხელი, გასწორდა კორპუსის მრუდე კიდეები და შედეგად დაიზოგა რამდენიმე მილიმეტრი სიგრძესა და სიგანეში. კორპუსის სისქე არ შეცვლილა: 17.1 მმ სამაგრზე და 15.9 მმ - ეკრანის კიდეებზე. ეს ნიშნავს, რომ ჭრილი დაკეცილ მდგომარეობაში იგივე ზომის რჩება. Galaxy Z Flip 4-ს აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი, რომელსაც აქვს 2640 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD+) და უზრუნველყოფილია კადრის განახლების ადაპტური სიხშირე 1-დან 130 ჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ძირითადი ეკრანი გახდა 45%-ით უფრო მტკიცე დისპლეის სტრუქტურის ცვლილებისა და უფრო მყარი, ულტრათხელი დამცავი მინის გამოყენების შედეგად. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია 1.9-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 512 × 260 პიქსელი გაფართოებით. მტვრისა და წყლისგან კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტის შესაბამისად, დამატებითი ეკრანის გვერდით განთავსდა ძირითადი კამერა. იგი დამზადებულია 12-მეგაპიქსელიანი სენსორის (f/2.2, ხედვის კუთხე 123°) და ფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი (f/1.8, ოპტიკური სტაბილიზაცია) სენსორის ბაზაზე. ფრონტალური 10-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ ჭრილში. Galaxy Z Flip 4-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen1. ხელმისაწვდომია 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 და 512 გბ მოცულობის სანახი სივრცე. კვების წყაროს წარმოადგენს 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 25-ვატამდე სწრაფი დამუხტვისა და უსადენო დამუხტვა Fast Wireless Charging 2.0-ის მხარდაჭერით. დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB Type-C. მოწყობილობაში მხარდაჭერილია მეხუთე თაობის ქსელი (5G), უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac/ax და Bluetooth 5.2 ადაპტერები. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით One UI 4.1.1. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადსხვა ფერის ვარიანტად. ღირებულება იწყება 999 აშშ დოლარიდან, მიწოდება კი 26 აგვისტოდან დაიწყება. https://tinyurl.com/52ta5k9t
  12. კრიპტო ბირჟა BitMEX-მა დაიწყო ვაჭრობა FX კონტრაქტებით - ვალუტების 50x-მდე ბერკეტის მქონე უვადო კონტრაქტებით. ამის შესახებ გამოცხადებულია პლატფორმის ოფიციალურ ბლოგზე. FX-კონტრაქტებით ვაჭრობა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. შაბათ-კვირას კონტრაქტის ფასი მერყეობს პარასკევს ბაზრის დახურვის კოტირებების დონეზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან გრძელი და მოკლე პოზიციები 22 სავალუტო წყვილზე: EURUSD, EURCHF, EURTRY, USDСHF და სხვები. მარჟის სახით ბირჟა იყენებს Bitcoin-ს ან Tether-ს (USDT ERC-20). ღია პოზიციების მფლობელები იხდიან ფინანსირების განაკვეთს. BitMEX გვთავაზობს სამი ტიპის კონტრაქტს სავალუტო სვოპებისთვის: კვანტო კონტრაქტი: სავალუტო წყვილი წარმოდგენილია ორი აქტივით, მაგალითად, დოლარი და ინდური რუპია (USDINR), ხოლო გირაო და გადახდები უზრუნველყოფილია მესამე აქტივით - Bitcoin (XBT); ინვერსიული კონტრაქტი: მარჟა და სარგებელი გამოითვლება საბაზისო ვალუტაში და არა კოტირებულში. მაგალითად, USDTMXN-ში მარჟა გამოითვლება USDT-ში და არა MXN-ში; ხაზობრივი კონტრაქტი: გირაო და გადახდები გამოითვლება stablecoin Tether-ში (USDT). BITMEX - ეს არის პლატფორმა კრიპტოვალუტებითა და საწარმოო ინსტრუმენტებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე სტეიკინგისა და პასიური გამომუშავებისთვის და შედის დერივატივებით ვაჭრობის მხრივ ტოპ-10-ში CoinMarketCap-ზე. შეგახსენებთ, რომ ადრე BitMEX-მა დააანონსა საკუთარ ტოკენ BMEX-ისა და airdrop-ის ამოქმედება. https://tinyurl.com/2u74tswt
  13. დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების ანონსის შემდეგ Intel-მა დაიწყო უფრო მძლავრი მოდელების - Arc A750-ისა და Arc A770-ის წარმადობის დემონსტრირება. ამჯერად წარდგენილ იქნა Arc A750: გრაფიკული ჩიპი ACM-G10; 3584 ნაკადური პროცესორი; 12 გბ GDDR6 მეხსიერება 16 გბ/წმ სიჩქარით; 192-ბიტიანი სალტე; TGP 200 ვატი. როგორც Intel აცხადებს, მოხდა დაფის გატესტვა რამდენიმე თამაშში, რომელთა შორისაა F1 2021, Cyberpunk 2077, Control, Borderlands 3 და Fortnite. ყოველი მათგანი გაშვებული იყო 2K (1440р) გაფართოებაზე რეითრეისინგის გარეშე. პერსონალური კომპიუტერის უფრო დეტალური მახასიათებლები, რომლითაც ტესტები ჩატარდა, არ სახელდება. შედეგების მიხედვით Arc A750 საკმაოდ კარგად უმკლავდება მომთხოვნ თამაშებს და ასევე მნიშვნელოვნად აჯობა თავის მთავარ კონკურენტ Nvidia-ს GeForce RTX 3060-ს. გრაფიკზე ჩანს, რომ ხუთიდან ვერცერთ თამაშში RTX 3060-მა ვერ შეძლო გაესწრო Intel-ის ახალი პროდუქტისთვის. კერძოდ, F1 2021-ში Arc A750-ის უპირატესობა 17%-ია, Cyberpunk 2077-ში - 15%, Control-ში - 14%, Borderlands-ში 3 - 13%, Fortnite-ში - 6%. Wccftech-ის ბოლო შეფასების თანახმად Core i9-1200K-თან ტანდემში Arc A750 მუდმივად უსწრებს RTX 3060-ს 15%-ით, ხოლო Radeon RX 6600 XT-ს - 20%-ით. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებული ობიექტური ტესტირების შედეგები სასარგებლო იქნება ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობაში A750 ეღირება დაახლოებით 330 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3jc6nu6u
  14. კომპანია NVIDIA-მ განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია მაღალი წარმადობის მოდული Jetson AGX Orin, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ახალი თაობის რობოტექნიკის, ავტონომიური ტრანსპორტისა და ჩასაშენებელი მოწყობილობების შექმნისთვის. ამჟამად შესაძლებელია 32 გბ LPDDR5 მეხსიერების მქონე ვერსიის შეძენა, ნოემბერში კი გამოვა ვარიანტი 64 გბ ოპერატიული მეხსიერებით. მოდულ Jetson AGX Orin 32 გბ-ში გამოყენებულია არქიტექტურა NVIDIA Ampere 1792 CUDA ბირთვით (939 მჰც) და 56 Tensor-ბირთვით. მოცემულია 8-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE მაქსიმალური სიხშირით 2.2 გჰც. მოწყობილობა უზრუნველყოფს 200 Tops-ამდე წარმადობას (INT8 ოპერაციებში). ზომა შეადგენს 100 × 87 მმ-ს, ენერგომოხმარების დონეა 15-დან 40 ვატამდე. მოდულის ფასი 899 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: NVIDIA აღჭურვილობაში შედის ორი ამაჩქარებელი NVDLA v2.0 ღრმა მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე კომპიუტერული ხედვის ამაჩქარებელი PVA v2.0. eMMC 5.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. ხელმისაწვდომია ქსელის პორტები 1GbE და 10GbE. მხარდაჭერილია ექვსი კამერა, სამი USB 3.2, ინტერფეისები PCIe 4.0, 4×UART, 3×SPI, 4×I2S, 8×I2C, 2×CAN, PWM, DMIC & DSPK, GPIO. 64-გიგაბაიტიანი ვერსია Jetson AGX Orin დამზადებულია Ampere არქიტექტურაზე, აქვს 2048 CUDA ბირთვი (1.3 გჰც) და 64 Tensor-ბირთვი. გამოყენებულია 12-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE (2.2 გჰც). ენერგომოხმარებაა 15-დან 60 ვატამდე, მაქსიმალური წარმადობა - 275 TOPS. აღინიშნება, რომ NVIDIA-ს თითქმის სამმა ათეულმა პარტნიორმა დაამზადა კომერციული პროდუქტები ახალი პროდუქტების ბაზაზე. https://tinyurl.com/2k5kaee5
  15. CryptoSlam-ის მონაცემებით ივლისში მეორად ბაზარზე არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ვაჭრობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 26%-ით - 647.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: CryptoSlam. სერვისის თანახმად უნიკალური მყიდველების რაოდენობა უკვე მესამე თვეა მცირდება. მაისში ეს მაჩვენებელი 694 850 იყო, ივნისში 574 133-მდე შემცირდა, ივლისში კი - 532 378-მდე. NFT-სტუდია Influxo-ს თანადამფუძნებელმა ენდი ლიანმა Forkast-თან კომენტარისას მიუთითა დათვური ტრენდის გაგრძელებაზე. CryptoSlam-ის არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების სტრატეგი Yehudah Petscher ეჭვობს, რომ ბაზარი „მიმდინარე წელს ფსკერზე ჩამოვა“. ”მე ვთვლი, რომ ეს დათვური ციკლი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი,” - დაუშვა ექსპერტმა. Petscher-მა დაამატა, რომ უნიკალური მყიდველების რაოდენობა გარკვეულ ოპტიმიზმს უნერგავს. მისივე თქმით ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით (432 317) მეტია. ”NFT–ები ახლა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ [სექტორი] ძალიან კარგ სიტუაციაშია ზრდის [ან] ტრანზაქციების თვალსაზრისით,” - განაცხადა Petscher-მა. ივლისში ყველაზე გაყიდვადი იყო Bored Ape Yacht Club-ის კოლექცია 51.4 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით, მეორე ადგილი კი CryptoPunks-ს უჭირავს 50.7 მლნ აშშ დოლარით. წყარო: CryptoSlam. ლიანის თქმით, Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლამ შეიძლება იმპულსი მისცეს NFT ბაზარს. ადრე დეველოპერებმა წინასწარ დაამტკიცეს ბლოკჩეინის მიგრაცია 2022 წლის 19 სექტემბრისთვის. სატესტო ქსელი Goerli კონსენსუსის ახალ ალგორითმზე გადავა, როდესაც ქსელის კუმულაციური სირთულე 10 790 000 ნიშნულს მიაღწევს. სპეციალისტების შეფასებით ეს მოხდება 6-დან 12 აგვისტომდე პერიოდში. https://tinyurl.com/3vytc5ab
  16. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პლატფორმების უმსხვილესი მომწოდებელი კომპანია Intel ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები, რათა ლიდერობა შეინარჩუნოს. ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სწრაფი Wi-Fi კავშირი, ამიტომ ტექნოლოგიის უახლესი ვერსიის დანერგვა გადამწყვეტია პროცესორების მწარმოებელი გიგანტისთვის. როგორც ამჟამად ირკვევა, Intel მზად არის 2024 წლისთვის უზრუნველყოს Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა საკუთარ პლატფორმებზე. „ამჟამად ვმუშაობთ Intel Wi-Fi 802.11be-ზე, რათა მივიღოთ Wi-Fi Alliance-ის სერტიფიკატი და 2024 წელს იგი განთავსებული იქნება ლეპტოპებში. ველოდებით, რომ იგი ძირითად ბაზრებზე 2025 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა Intel-ის უსადენო ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ მაკლაფლინმა სამხრეთ კორეაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. Wi-Fi 7 (IEEE 802.11be) შემოგვთავაზებს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ აგრეგირებულ სიჩქარე 40000 მბ/წმ-ს (40 გბ/წმ), რის შედეგად სადენიანი Ethernet კავშირი მოძველებული გახდება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოწყობილობებზე მხარდაჭერილი იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარე დაკავშირებისას. ასეთი მაღალი ბითრეითის მისაღებად Wi-Fi 7-ის წვდომის წერტილს დასჭირდება სამი დიაპაზონის გამოყენება: 2.4 გჰც, 5 გჰც და 6 გჰც, ასევე არხის სიგანის გაზრდა 320 მჰც-მდე, აგრეთვე 4096-QAM-ის დამატება. Wi-Fi 6/6E-სთან შედარებით Wi-Fi 7-ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმადობის გამო Intel ელის, რომ ეს ტექნოლოგია წარმატებით იქნება დანერგილი მაღალი სიჩქარის მოთხოვნის მქონე მოწყობილობებში, მაგალითად შერეული და ვირტუალური რეალობის ჰედსეტებში, რომლებშიც ტექნოლოგია Intel WiGig (Wireless Gigabit) გამოიყენება. მოსალოდნელია, რომ ორგანიზაცია IEEE სერტიფიკატ IEEE 802.11be-ს ოფიციალურად მიიღებს 2025 წელს, ამიტომ მისი გარკვეული მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. Intel ენთუზიაზმით უყურებს მომავალს და ელის, რომ მომავალი Wi-Fi 7 ტექნოლოგიის წარმადობა გაუმჯობესდება 2024 წელს მისი კომერციული გამოსვლის შემდეგ. „რადგანაც 802.11be-ს გამოსვლამდე წელიწადზე მეტი რჩება, არის შანსი, რომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ დამუშავების სიჩქარე“ - განაცხადა მაკლაფლინმა. https://tinyurl.com/yjk4xy5x
  17. კომპანია SpaceX-ის საქმიანობაში შედის არა მხოლოდ რაკეტების გაშვება და თანამგზავრული ინტერნეტის შემოთავაზება, არამედ იგი შემოსავალს იღებს კოსმოსურ ბიზნესთან დაკავშირებული წვრილი სეგმენტებიდანაც. კერძოდ, ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX გამოუშვებს 250 აშშ დოლარის ღირებულების ზურგჩანთას, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია Starlink-ის თანამგზავრული ანტენისა და შესაბამისი აღჭურვილობის გადატანისთვის. ფოტოს წყარო: Starlink Starlink Travel Case-ის ფასში შედის მიწოდებაც. კომპანია მიუთითებს, რომ ზურგჩანთა საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ მოხდეს Starlink-ის ტერმინალის ტრანსპორტირება მოგზაურობისას - ჩანთას აქვს მყარი კორპუსი ელვა-შესაკრავით, ასევე აქვს სამაგრი თასმები და სახელური გადატანისთვის. ვიზუალურად ჩანთაზე შეინიშნება Tesla Cybertruck-ის ესთეტიკის მინიშნებები, თუმცა მისი კუთხეები ძალიან მყარი არ არის. ფოტოს წყარო: Starlink კომპანიის მტკიცებით, ჩანთაში ეტევა ყველა ელემენტი, რაც შედის Starlink Kit-ში: სატელიტური ანტენა, როუტერი, ფუძე და სადენები. ზურგჩანთის ზომაა 64.8х43.2х33.7 სმ, წონა - 4.5 კგ. ზოგიერთი ცნობით, ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი ახალი პროდუქტის შეძენა - ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, პროდუქტის გვერდზე შესასვლელად აუცილებელია Starlink-ზე რეგისტრაცია. https://tinyurl.com/yrh2tzsd
  18. Glassnode-ს ეჭვი ეპარება Bitcoin-ის ფასის აღდგენაში Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების აღდგენას ბოლო დღეებში არ მოჰყოლია ჯაჭვური ინდიკატორების ფუნდამენტური გაუმჯობესება. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით ეს ვითარება არ იძლევა ნდობას ბაზრის სიტუაციის ფუნდამენტური ცვლილებისადმი. ეჭვები, რომ კოტირებით რეალიზებული ფასის დაძლევის შემდეგ აღმავალი დინამიკა გაგრძელდება, აყალიბებს onchain-მაჩვენებლების მდგომარეობას. აქტიური Bitcoin-მისამართების რიცხვი დაღმავალი ტრენდის ფარგლებში რჩება. ოქტომბერ-ნოემბრის პიკი უფრო დაბალი აღმოჩნდა 2021 წლის აპრილში მიღწეულთა შედარებით. კაპიტულაციის პერიოდებში ხანმოკლე ზრდის გამოკლებით ქსელის აქტივობა შენელებულია, რაც ახალი მოთხოვნების მცირე შემოდინებაზე მიუთითებს. წყარო: Glassnode. მსგავსი სურათი ჩამოყალიბდა ტრანზაქციების, საკომისიოებისა და ბლოკების შევსების გადახედვისას. ანალიტიკოსებმა მსგავსება აღმოაჩინეს არსებულ სიტუაციასა და 2018 და 2019 წლების მოვლენებს შორის. 2021 წლის მაისში პირველადი „გამორეცხვის“ და მოთხოვნის დარღვევის შემდეგ ტრანზაქციების აქტივობა ოდნავ შემცირდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ ჩართული ტრეიდერებისა და ინვესტორების სტაბილური ბაზა. წყარო: Glassnode. ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება Ethereum-ის ბლოკჩეინში. მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი მძლავრი მოძრაობისა, ქსელის დატვირთვა ტრანზაქციების რაოდენობის თვალსაზრისით სისტემატურად მცირდება 2021 წლის მაისიდან. ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა აქტივობის ზრდა, რასაც ანალიტიკოსები უკავშირებდნენ საფულეებში მონეტების კონსოლიდაციას. მათ განმარტეს, რომ შეიცვლიდნენ აზრს, თუ ეს ტენდენცია მდგრადი იქნებოდა. წყარო: Glassnode. გაზის ფასის საშუალო ღირებულება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაეცა 17.5 Gwei-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2020 წლის მაისის შემდეგ, რომელიც DeFi ზაფხულის დასაწყისად მიიჩნეოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მომხმარებლების შემოდინება არ მომხდარა. Ethereum-ის აქტივობის მრავალი მაჩვენებელი მრავალწლიან დაბალ დონეზე იმყოფება - აღნიშნავენ ექსპერტები. წყარო: Glassnode. გარკვეულ ოპტიმიზმს Glassnode-ის ანალიტიკოსებს უნერგავს დახარჯული გამომუშავების მოგების კოეფიციენტი (Spent Output Profit Ratio, SOPR). Bitcoin-ის ინდიკატორი ივნისის დასაწყისიდან მეორედ ცდილობს გადალახოს სასაზღვრო დონე. ანალიტიკოსებმა გამოარკვიეს, რომ ეს პირველად არ ხდება. იდეალური ხარული სცენარი იქნება ამ ნიშნის ზემოთ გარღვევა და შემდეგ მისი მხარდაჭერის სახით გამოცდა, განმარტეს მათ. წყარო: Glassnode. Ethereum-ში მსგავსი გარღვევა მხარდაჭერის სახით შემდგომი ხელახალი ტესტით უკვე მოხდა. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ იგი შესაძლოა არამყარი ფორმით აისახოს ქსელის აქტივობის სუსტ მაჩვენებლებზე. წყარო: Glassnode. ადრე Glassnode-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის ფასის შეცვლას დამატებითი დრო დასჭირდება. ანალიტიკოსების აზრით კრიპტოზამთარი 2023 წლის მარტის ბოლოს დასრულდება. https://tinyurl.com/4pkwanrn
  19. რესურს 3DCenter-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებში AMD Radeon RX 6000 და NVIDIA GeForce RTX 30 სერიის ვიდეო ბარათების საშუალო ღირებულების შესახებ. აღნიშნული სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ფასმა ამჟამად რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია. ფოტოს წყარო: digitaltrends.com ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიდეო ბარათების ღირებულება თანდათან დაუბრუნდა მწარმოებლების მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ღირებულებებს და ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც. ვითარება ბაზარზე მკვეთრად შეიცვალა კრიპტოვალუტების ბაზრის ძლიერი ვარდნისა და მიმდინარე თაობის ამაჩქარებლების მარაგების დაგროვების შედეგად, რომლებიც შესამჩნევად ნაკლებად მოთხოვნადი ხდება ახალი თაობის ვიდეო ბარათების გამოშვებამდე 2-3 თვით ადრე. ფოტოს წყარო: 3DCenter.org 3DCenter-ის მონაცემების მიხედვით Radeon RX 6000 სერიის ამაჩქარებლების საშუალო საცალო ფასი გერმანიასა და ავსტრიაში ამჟამად 14%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასებთან შედარებით. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების შემთხვევაში საცალო ფასი საშუალოდ 9%-ით დაბალია, ვიდრე სარეკომენდაციო. ფოტოს წყარო: videocardz.com ეს მაჩვენებლები ყველაზე დაბალია ამაჩქარებლების აღნიშნული სერიის ბაზარზე გამოშვების შემდეგ. ყველაზე საინტერესოა ფასების მნიშვნელოვანი შემცირება Radeon RX 6950 XT და GeForce RTX 3090 Ti ამაჩქარებლების შემთხვევაში - ეს დაფები სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ფოტოს წყარო: videocardz.com გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში საშუალო და საწყისი დონის გრაფიკული ბარათების ღირებულება, როგორიცაა მაგალითად RTX 3060, მაინც უფრო მაღალია, ვიდრე მწარმოებლის სარეკომენდაციო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მაღალი მოთხოვნით, ასევე იმით, რომ ამ ამაჩქარებლების შთამომავლები არ გამოვა, სულ მცირე, მომავალი წლის იანვრამდე. ვინაიდან NVIDIA უახლოეს მომავალში მხოლოდ მაღალი დონის RTX 40 სერიის ამაჩქარებლების გამოშვებას გეგმავს, საცალო მოვაჭრეებს არ აქვთ სტიმული, შეამცირონ ყველა მიმდინარე თაობის გრაფიკული ბარათის ფასი. https://tinyurl.com/5n736zdw
  20. კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ დისკუსიისას AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Ryzen 7000 სერიის ახალი თაობის პროცესორები მიმდინარე კვარტალში გამოვა. შედეგად გამოდის, რომ ამდრომდე გამოცხადებული ფრაზა „შემოდგომაზე“ - კიდევ უფრო ვიწროვდება და სექტემბერს გულისხმობს. გავრცელებული ცნობებით, AMD-მ პროცესორები შესაძლოა წარადგინოს 15 სექტემბერს, მზა პროდუქცია კი გაყიდვაში თვის ბოლომდე გამოვა. „ჩვენ ვუახლოვდებით სრულიად ახალი 5-ნანომეტრიანი Ryzen 7000 დესკტოპ და AM5 პლატფორმებისთვის განკუთვნილი პროცესორების გამოშვების დროს ინდუსტრიაში წამყვანი თამაშებისა და კონტენტის შექმნის ეფექტურობის შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. მიმდინარე კვირაში კომპანია აპირებს გააზიაროს უფრო დეტალური ინფორმაცია თავისი პარტნიორების X670E ჩიპსეტზე დამყარებული დედა დაფების შესახებ. ღონისძიება Meet The Expert-ს AMD ჩაატარებს ენთუზიასტებისა და პროფესიონალებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიის მთავარი, დედა დაფების მწარმოებელი პარტნიორი კომპანიები ისაუბრებენ თავიანთ პროდუქტებზე, რომლებიც დაფუძნებულია AMD 600 სერიის ჩიპსეტებზე და განკუთვნილია Ryzen 7000 პროცესორებისთვის. გარდა ამისა, ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Radeon RX 7000 სერიის ვიდეო ბარათები უნდა გამოვიდეს „მიმდინარე წელს მოგვიანებით“ და ამით დამტკიცდა გავრცელებული ხმები, რომ ხსენებული დაფები წლის ბოლოს გამოვიდოდა. https://tinyurl.com/3kt7dsw5
  21. ივლისის შედეგების შეჯამების მიხედვით კრიპტოსაინვესტიციო პროდუქტებში შემოსულმა თანხამ შეადგინა 474 მლნ აშშ დოლარი (მაქსიმუმი წლის დასაწყისიდან), ხოლო 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით კვირაში - 81 მლნ აშშ დოლარი. ასეთ მონაცემებს გვაწვდიან CoinShares-ის ანალიტიკოსები. წყარო: CoinShares. ფულის შემოდინება ზედიზედ ხუთი კვირა გაგრძელდა. ივნისში ჯამურმა გადინებამ 481 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტრადიციულ Bitcoin-ფონდებში შეინიშნებოდა 84.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მომხმარებლების ფულადი რესურსების შემოდინება. სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან მოკლევადიანი პოზიციები პირველ კრიპტოვალუტაში, 2.6 მლნ აშშ დოლარის გადინება პირველად დაფიქსირდა ხუთი კვირის მანძილზე. წყარო: CoinShares. ზედიზედ მეორე კვირაა ინვესტორების ინტერესი ბევრ აქტივზე დამყარებული პროდუქტების მიმართ შემცირდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მათ ამ აქტივებიდან 3.7 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. Ethereum-ისა და Solana-ს ფონდებში თანხის შემოდინება შემცირდა - 8.1 მლნ აშშ დოლარიდან 1.1 მილიონამდე და 1.8-დან 1.5 მლნ აშშ დოლარამდე, შესაბამისად. ექსპერტებმა აღნიშნეს დაბალი სავაჭრო აქტივობის შენარჩუნება. გასული საანგარიშო კვირის ბოლოს კრიპტოპროდუქტებთან განხორციელებული გარიგებების მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისიდან საშუალო მაჩვენებლის (2.4 მლრდ აშშ დოლარი) თითქმის ნახევარია. შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის ანალიტიკოსებმა დაუშვეს კრიპტოზამთრის დასრულება 2023 წლის მარტის ბოლოს. ადრე Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკრო ინვესტორმა რაულ პალმა ივარაუდა Bitcoin-ის მდგომარეობის შეცვლა გლობალური ლიკვიდობის ზრდის გამო. https://tinyurl.com/8xc7np8j
  22. გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია Xiaomi 12T სერიის წარდგენას მიმდინარე ან მომდევნო თვეში აპირებს. სანამ ყველას ყურადღება Xiaomi 12T Pro-ზე იყო მიპყრობილი, ინსაიდერებმა გააზიარეს ინფორმაცია Xiaomi 12T-ს შესახებ. Xiaomi 12T-ის კოდური სახელია „Plato” და მას ექნება 1220x2712 პიქსელი (FHD+ და QHD+ ფორმატებს შორის) გაფართოების დისპლეი. ეს ეკრანი ჩამოუვარდება Redmi K50 სერიის QHD+ დისპლეებს, თუმცა Xiaomi 11T-ის ეკრანზე უკეთესია. დასაშვებია მოლოდინი, რომ ეს იქნება AMOLED პანელი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. როგორც ადრე ცხადდებოდა, 12T-ში მოცემული იქნება MediaTek Dimensity 8100. წყაროები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს Dimensity 8100 Ultra ან Dimensity 8100-Max კომპანია OnePlus-ისგან. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ სმარტფონს ექნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 მეხსიერება. რაც შეეხება კამერებს, Xiaomi 12T როგორც ჩანს იქნება ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 კამერით. Xiaomi 11T აღჭურვილი იყო HM2-ით. ISOCELL HM6 საინტერესო არჩევანია, რადგან ის უფრო პატარაა, ვიდრე HM2 და აქვს პატარა პიქსელები. 108-მეგაპიქსელიან კამერასთან ერთად წარმოდგენილი იქნება 8 მპ ულტრაფართო კამერა, 2 მპ მაკრო კამერა და 20 მპ სელფი კამერა Redmi K50 Pro-ს მსგავსად. Xiaomi-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია 12T სერიის გამოსვლა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ სერიის სმარტფონები გამოვა არაუგვიანეს სექტემბრისა. მიიჩნევა, რომ Xiaomi 12T Pro გლობალურად ჩაანაცვლებს სამომავლო Redmi K50 Ultra ან Redmi K50S Pro სერიას. ﷟HYPERLINK "https://overclockers.ru/st/legacy/blog/417293/316412_O.png"https://tinyurl.com/2p9eb2dw
  23. 2022 წლის პირველ ნახევარში ევროპის ელექტრომობილების ბაზარი მძლავრ ზრდას განაგრძობდა: დარეგისტრირდა 633 200 ეკოლოგიურად სუფთა მანქანა და მოცულობის ზრდამ 31% შეადგინა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელ, 485 ათას ერთეულთან შედარებით. ანალიტიკურ კომპანია JATO Dynamics-ის ცნობებით ამჟამად ელექტრომობილების წილმა ევროკავშირის ყველა ავტომობილს შორის 11.4%-ს მიაღწია. Tesla-ს წილმა კი კლება დაიწყო. ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მწარმოებლების მიხედვით 2021 და 2022 წლებში. წყარო: motor1.com ყველა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ვერ შეძლო თანაბრად ესარგებლა მზარდი ბაზრის პოტენციალით. Tesla-ს ბერლინში არსებულმა ქარხანამ წარმოება დაიწყო, მაგრამ ჯერ არ მიუღწევია სრული სიმძლავრისთვის, ამიტომ ბრენდის ავტომობილების ევროპაში მიწოდება კვლავ შანხაის ქარხანაზეა დამოკიდებული, რომელმაც მუშაობა პანდემიასთან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო შეაჩერა. შედეგად ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე კომპანიის წილი 2021 წლის პირველ ნახევარში არსებული 13.75%-დან 2022 წლის პირველ ნახევარში 13.33%-მდე შემცირდა. ივნისში Model 3-ის რეგისტრაციების რიცხვი 76%-ით შემცირდა წლიურად და ეს თვე სასიკეთოდ ითვლება მანქანების გაყიდვის თვალსაზრისით. ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მოდელების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში Tesla Model 3-ს კონკურენციის გაწევა უწევს არა მხოლოდ სხვა კომპანიების პროდუქციისთვის, ასევე საკუთარი „თანამოძმეებისთვისაც“: ელექტრომობილის პირდაპირი კონკურენტებია BMW i4 და Polestar 2, ამასთან ევროპაში, ისევე როგორც აშშ-სა და ჩინეთში, ავტომოყვარულების ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს კროსოვერი Model Y. ეს მოდელი ევროპის მასშტაბით რეგისტრაციის რიცხვით პირველი გახდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. რეგიონში საუკეთესო დინამიკას აფიქსირებს BMW Group, რომელმაც დააფიქსირა 8.37%-იანი ზრდა წლის პირველ ნახევარში და 5.76%-იანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურებით სარგებლობენ ბავარიული ელექტრომობილები iX, iX3 და i4. აქტიურად ვითარდება Hyundai Group, რომელიც გზას იკვალავს ისეთი მოდელებით, როგორებიცაა Hyundai Ioniq 5 და Kona, აგრეთვე Kia EV6 და Niro. ევროპაში ლიდერად რჩება Volkswagen Group. ამასთან, ევროპაში ყველაზე პოპულარული მოდელებია კვლავ Tesla Model Y და Model 3, რომელთაც მოყვება Fiat 500e. https://tinyurl.com/2p926b59
  24. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა სტამბულში სამიტ Blockchain Economy-ზე გამოსვლისას The Merge-ის მოახლოების პარალელურად Ethereum-ი გააკრიტიკა. ამის შესახებ CoinMarketCap იტყობინება. მისი თქმით, შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის სტაბილიზაციას. სეილორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ნახონ პროტოკოლის მზა ვერსია, რომელიც მუშაობს დაჰაკვის გარეშე 5-10 წლის განმავლობაში. მასიური განახლებები The Merge დონეზე ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჰაკერებს, განაცხადა მან. MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაუშვა, რომ Ethereum შეიძლება არასტაბილური იყოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მან ასევე გაიხსენა, რომ კრიპტოვალუტის მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს უახლოეს წლებში, ხოლო Bitcoin-ის ემისიის და მაინინგის პრინციპები განისაზღვრება მომდევნო 1000 წლისთვის. სეილორის თქმით ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი აქტივები არ დაკარგავს ღირებულებას მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობის შესაძლო ზრდის გამო. ამიტომ ის არ დებს ინვესტიციას Dogecoin-სა და ზოგიერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის აქციებში. შეგახსენებთ, რომ ივლისში სეილორმა მოითხოვა Ethereum-ის, როგორც ფასიანი ქაღალდის, კლასიფიცირება, რადგან აქტივი თავდაპირველად განაწილდა ინვესტორებს შორის ICO-ს ფარგლები. ადრე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს Bitcoin-ის გაყიდვას ბაზრის არახელსაყრელ პირობებშიც კი. https://tinyurl.com/2p95hrdf
  25. Linux-ის დრაივერის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სპეციალიზებულ VPU-მოდულ Movidius-ის გამოყენებას სამომავლო Intel Meteor Lake პროცესორებში. დიდი ალბათობით, იგი პასუხისმგებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებული ამოცანების დაჩქარებაზე. ფოტოს წყარო: VideoCardz VPU მოდულის დრაივერი ინტეგრირებულია Linux Direct Rendering Manager ქვესისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეო დაფების გრაფიკულ პროცესორებთან ურთიერთქმედებაზე. Meteor Lake პროცესორებში VPU მოდული შედგება ხუთი კომპონენტისგან: CPU-VPU ინტეგრაციის ბლოკი, მეხსიერების მართვის ბლოკი, RISC კონტროლერი, ქსელის ბლოკი და ნეირო გამოთვლითი ქვესისტემის ბლოკი (Neural Compute Subsystem - NCS). მიიჩნევა, რომ Meteor Lake VPU მოდული შეიძლება გახდეს NVIDIA GPU-ის Tensor-ბირთვების ერთგვარი ანალოგი. GeForce RTX გრაფიკულ დაფებში Tensor-ბირთვები ასრულებენ სპეციალიზებული ამოცანების გარკვეულ კომპლექსს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობასთან. რაზე იქნება პასუხისმგებელი VPU მოდული Intel ახალ პროცესორებში, ჯერ კიდევ არ არის ნათელი. Intel-მა სპეციალიზებული VPU-ის დეველოპერი ექვსი წლის წინ შეიძინა. ამ დროის განმავლობაში პროცესორების მწარმოებელს შეეძლო რაიმე საინტერესო მოეფიქრებინა. ფოტოს წყარო: Kernel.org მე-14 თაობის Intel Core პროცესორების გამოსვლა მოსალოდნელია მომავალ წელს. ისინი ჩაანაცვლებენ Raptor Lake პროცესორებს, რომელთა დებიუტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე მთავრდება. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც Alder Lake ჩიპების მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს, Meteor Lake იქნება Intel-ის პროცესორების რეალურად ახალი სერია. ამ ჩიპებში გამოყენებული იქნება ჰიბრიდული არქიტექტურა დიდი Redwood Cove და მცირე Crestmont ბირთვებით, გარკვეული კრისტალების სამგანზომილებიან წყობა, რომლებიც დამზადდება სხვადასხვა ტექნოპროცესის გამოყენებით, აგრეთვე მათში წარმოდგენილი იქნება Xe-LPG არქიტექტურაზე დამყარებული ინტეგრირებული გრაფიკა. https://tinyurl.com/3z4hnf6y
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.