Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5936
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Tesla-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, ექსპლუატაციისთვის მზადებაში არსებული Starlink-ის მეორე თაობის თანამგზავრებს აქვს ფიჭური კავშირის ანტენები და შეძლებენ სმარტფონთან ურთიერთქმედებას, აგრეთვე თანამგზავრული ქსელი მხარდაჭერილი იქნება Tesla-ს ელექტრომობილებში. ფოტოს წყარო: Vlad Tchompalov/unsplash.com T-Mobile-თან ერთობლივი ღონისძიების დროს, რომელიც ეძღვნებოდა მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის საკითხს, მასკმა უპასუხა უამრავ კითხვას, მათ შორის Tesla-ს ელექტრომობილების დაკავშირების შესაძლებლობას. შეერთებულ შტატებში ამ ელექტრომობილებს გააჩნია მობილური კავშირი AT&T-ის LTE ქსელთან, თუმცა Starlink-ის გამოყენება ტექნოლოგიას შემდეგ დონეზე აიყვანს. ჯერჯერობით მასკს არ გაუზიარებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს Tesla-ს სატელიტური კომუნიკაციები. ცნობილია, რომ თანამგზავრი მის დაფარვის ზონაში უზრუნველყოფს მობილურ კომუნიკაციას 2-4 Mbps-მდე სიჩქარით, ხოლო არხის სიგანე უნდა გაიყოს შესაბამისი ტექნოლოგიის ყველა მომხმარებელზე. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის Tesla-ს პრემიუმ ტარიფის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ აქვთ წვდომა, მაგალითად, რეალურ დროში მანქანის კამერებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, კავშირი, რომელიც მართალია არ არუს სწრაფი, მაგრამ მუშაობს ყველაზე კარგად „ყველგან, სადაც ცა ჩანს“. დროთა განმავლობაში Tesla-მ შეამცირა კავშირის პაკეტები, რომლებიც ელექტრომობილების მოყვება. თუ 2018 წლის ივნისის ბოლომდე შეძენილი მანქანები მოიცავდა Premium Connectivity პაკეტს დამატებითი საფასურის გარეშე, Tesla Premium Connectivity პაკეტის დამატება ახლა თვეში 9.99 აშშ დოლარი ღირს ან წელიწადში 99 აშშ დოლარი. AT&T-ის 3G ქსელის ცოტა ხნის წინანდელმა გათიშვამ აჩვენა, რომ საჭირო გახდება 2015 წლის შუა პერიოდში აწყობილი, LTE მოდემის არმქონე მოდელების განახლება 200 აშშ დოლარად ქსელის ახალი სტანდარტის გამოყენებისთვის, ხოლო ძველი გამოწერის ტარიფები ვრცელდება მხოლოდ არაგანახლებულ მოდელებზე. Tesla-ს ახალი და მეორადი ელექტრომობილებისთვის შემოთავაზებულია პაკეტი Standard Connectivity რვა წლის ვადით იმავე დღის ჩათვლით, როდესაც მოხდება მფლობელისთვის ელექტრომობილის მიწოდება ან დაიწყება ელექტრომობილის გამოყენება (მაგალითად, როცა საუბარი ეხება სადემონსტრაციო ნიმუშს). https://tinyurl.com/zzyvsybx
  2. Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 100 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა რეალური ეკონომიკური აქტივობა ბლოკჩეინში გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს შეფასება. ამის შესახებ Ark Invest-ის ანალიტიკოსმა David Puell-მა ისაუბრა. Puell-მა მოიხსენია სერვის Glassnode-ის მონაცემები. ეს უკანასკნელი გაანგარიშებისას ითვალისწინებს გადარიცხვებს ერთსა და იმავე მომხმარებლების საფულეებს შორის. მისი აზრით რეალურ ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი 7.3 ტრლნ აშშ დოლარია. „კუმულაციური ეკონომიკური აქტივობის ჭეშმარიტი საზომისთვის ნიშნული არის 7.3 ტრილიონი აშშ დოლარი (მორგებული ცვლილებებისა და მოქმედი პირებისთვის)“ - წერს იგი. ამ მნიშვნელობის მისაღწევად, Puell-მა გამორიცხა ტრანზაქციები, რომლებიც არ მოიცავდა გადარიცხვებს ორ ცალკეულ სუბიექტს შორის. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს Bitcoin-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიო 1 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა - პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ. https://tinyurl.com/2jdwr3wa
  3. DigiTimes-ის თანახმად AMD შეიძლება გახდეს TSMC-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი წლის მეორე ნახევარში 5-ნანომეტრიან პროდუქტებზე შეკვეთების გაზრდის გამო, რომლებსაც გამოიყენებს როგორც სამომხმარებლო, ასევე სასერვერო სეგმენტში. ამ დრომდე TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებლის სტატუსი Apple-ს უკავია, რომელიც არა მხოლოდ მაქსიმალურ კვოტებს იღებს საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის, არამედ ერთ-ერთი პირველია, ვინც წვდომა მიიღო უახლეს ლითოგრაფიაზე. ფოტოს წყარო: DigiTimes ასეთი პოზიცია TSMC-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სტრუქტურაში საშუალებას მისცემს AMD-ს - მოითხოვოს გარკვეული პრეფერენციები - თუ არა ფასის, მაშინ შეკვეთის დამზადების პრიორიტეტის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია ბაზრის გარკვეული სეგმენტებში ჩიპების მუდმივი დეფიციტის პირობებში. გარდა ამისა, კონკურენტს პრობლემები აქვს ახალი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით, AMD უფრო აქტიურად ავიწროვებს Intel-ს ცენტრალური პროცესორების სეგმენტში და ამ პირობებში პროდუქციის მიწოდების სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი ხდება. https://tinyurl.com/5c2k58w6
  4. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა საშუალო დონის სმარტფონ Redmi Note 11 SE-ს ახალი ვერსია. როგორც ირკვევა, ეს მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება დამტენი მოწყობილობის გარეშე, რაც მთელი რიგი მომხმარებლებისთვის შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi-მ დამტენის გამორიცხვა ზოგიერთი სმარტფონიდან 2020 წელს დაიწყო ფლაგმან Mi 11-ის ანონსით. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვა კომპანიების მსგავსად, კომპანიამ განმარტა გარემოზე ზრუნვით. გარდა ამისა, დამტენის არარსებობა შეფუთვის სისქის შემცირების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, იკლებს მისი დამზადებისა და მეტიც - ლოჯისტიკის ხარჯები: ერთ კონტეინერში მეტი სმარტფონი განთავსდება. ამჟამად ცნობილია, რომ Redmi Note 11 SE იქნება Redmi სერიის პირველი სმარტფონი, რომლის ნაკრებში არ შევა დამტენი ბლოკი. შეფუთვაში თავად სმარტფონის გარდა მოცემული იქნება USB Type-C სადენი, SIM-ბარათის ამოსაღები ჩხირი, დამცავი ქეისი, მცირე ზომის სამომხმარებლო სახელმძღვანელო და საგარანტიო ტალონი. ამრიგად, დიდი ალბათობით, მომავალში Redmi სერიის სხვა სმარტფონებსაც აღარ ექნება კომპლექტში დამტენი მოწყობილობა. კომპანია Xiaomi ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. Redmi Note 11 SE სმარტფონის ახალ ვერსიას აქვს 6.43-დუიმიანი Full HD+ AMOLED ეკრანი, პროცესორი MediaTek Helio G95, 13-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, ოთხი ძირითადი კამერა კონფიგურაციით 64 + 8 + 2 + 2 მპ და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/y5b69rpk
  5. კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დააანონსა ტოკენ Coinbase Wrapped Staked ETH-ის (cbETH) გამოშვება. ეს არის წარმოებული აქტივი, რომელიც გამოდის პლატფორმაზე სტეიკინგში დაბლოკილი Ethereum-ის უზრუნველყოფით. cbETH არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი. შესაძლებელია აქტივის გამოტანა პლატფორმიდან და გამოყენება სხვადასხვა DeFi პროტოკოლებში. პლატფორმა დე-ფაქტო-დ ახდენს ლიკვიდური სტეიკინგის ფუნქციის რეალიზებას. ბოლო მათგანი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ დამატებითი შემოსავალი Proof-of-Stake ალგორითმის ბაზაზე ტოკენების ბლოკირებით. ინიციატივა 10-20 სექტემბერს დაგეგმილი ე.წ. The Merge-ის მოლოდინში ხორციელდება. „CbETH-ით Coinbase მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს უზარმაზარ კრიპტო ეკოსისტემაში“, - ნათქვამია white paper-ში. cbETH კონკურენციას გაუწევს stETH-ს Lido Finance-ისგან. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში Coinbase Prime-ის ამერიკელმა მომხმარებლებმა მიიღეს Ethereum-ის სტეიკინგის შესაძლებლობა. კომპანიამ ადრე გამოაცხადა ზოგიერთი ოპერაციების შეჩერება Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის დროს. https://tinyurl.com/26x7tady
  6. Corsair-მა დააანონსა უნიკალური მონიტორი Xeneon Flex 45WQHD240 გეიმინგ კომპიუტერებისთვის. სიახლე, როგორც აღინიშნა, შეიქმნა LG Display-ის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფოტოს წყარო: Corsair მონიტორს საფუძვლად უდევს 45-დუიმიანი ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა. პანელის გაფართოებაა 3440 × 1440 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 21:9. ტექნოლოგია Low Blue Light ხელს უწყობს ლურჯი გამოსხივების შემცირებას და ხანგრძლივი მუშაობისას ამცირებს თვალებზე დატვირთვას. მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია სიმრუდის ცვლილების შესაძლებლობა. შესაძლებელია ბრტყელი მდგომარეობიდან დისპლეის მექანიკურად ტრანსფორმირება 800R სიმრუდის მქონე რკალისებრ პოზიციაში. ამრიგად, ყოველ მომხმარებელს შეუძლია თავისთვის შესაბამისი კონფიგურაცია მოირგოს. მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 1000 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1 350 000:1, რეაგირების დრო - 0.03 მწ (GtG), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცამდე. მოწყობილობა თავსებადია ტექნოლოგიებთან NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც აღმოფხვრიან კადრის დამახინჯებას და ხელს უწყობენ გეიმინგ პროცესის დინამიურობის ამაღლებას. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI (×2) და DisplayPort, ასევე USB Type-C და USB Type-A პორტები. მონიტორის დამატებით მახასიათებლებს და ფასს კომპანია Corsair მოგვიანებით გაასაჯაროვებს. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=6_SPs3pXsLk https://tinyurl.com/247296am
  7. მიმდინარე წელს რამდენჯერმე გაიზარდა ფასები Tesla-ს ელექტრომობილებზე, თუმცა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზით კომპანია დებს გარკვეულ მარაგს მასალების ღირებულების სამომავლო მატებისთვის და თუ მათი ღირებულება დასტაბილურდება, შესაძლოა ელექტრომობილების ფასებიც შემცირდეს. ჯერჯერობით კი არაოფიციალური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ სექტემბერში Tesla-მობილების ფასები შესაძლოა კიდევ 1-2 ათასი აშშ დოლარით გაიზარდოს. ფოტოს წყარო: Tesla ამ ინფორმაციას აზიარებს ვებ-გვერდი DigiTimes და განმარტავს, რომ Tesla აქტიურად ზრდის ელექტრომობილების წარმოების მოცულობას არა მხოლოდ შანხაიში, არამედ ტეხასსა და ბერლინში. ამ ვითარებას დიდად ხელს არ უშლის უახლესი პრობლემები ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არსებულ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, სადაც საავტოომობილოკომპონენტების მრავალი მომწოდებელი მუშაობს. რაც შეეხება ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებას, Tesla-ს საკმარისი ალტერნატიული წყარო ჰქონდა კრიზისის დროს, ამიტომ იგი მოქნილად მანევრირებს ცვალებად პირობებში და აგრძელებს წარმოების გაფართოებას. ტეხასის შტატში ახლახანს გახსნილმა ობიექტმა უკვე მიაღწია აღჭურვილობის მიწოდების 70%-იან მაჩვენებელს. თუმცა, ტაივანური წყაროების თანახმად ავტო კომპონენტების შესყიდვის გაზრდილი ხარჯები მაინც აიძულებს Tesla-ს - სექტემბრის დასაწყისში იფიქროს ელექტრომობილების ფასის 1000 ან 2000 აშშ დოლარით გაზრდაზე. საავტომობილო ბაზრისთვის კარგი სიახლე არის საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მზადყოფნა - მოახდინონ იმ საწარმოო ხაზების ორიენტირის შეცვლა, რომლებიც გამოიყენებოდა სამომხმარებლო ელექტრონიკის სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩიპების დაასამზადებლად. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მეორად ბაზარზე ფასები გასული 12 თვის განმავლობაში საშუალოდ ერთნახევარჯერ გაიზარდა. კონკრეტულად Tesla-ს პროდუქციაზე კი ფასები საშუალოდ 19.2%-ით გაიზარდა, ამასთან, ფლაგმანური სედანების ღირებულებამ მოიმატა 27.5%-ით. ამ პრობლემების ნაწილი წარმოშობილია ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით, თუმცა ბატარეების წარმოებისთვის საჭირო მინერალების ბაზარზე ვითარება არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ თვითღირებულება გარდაუვლად იზრდება. https://tinyurl.com/2fr2k8w9
  8. Bitcoin გამოდის მოკლევადიანი გადაჭარბებული გაყიდვის ზონიდან. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს დღეებში ან კვირებში Active Address Sentiment Indicator-ის (AASI) on-chain მეტრიკის მიხედვით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე გამოსახულია ყვითელი ხაზი, რომელიც კვეთს აქტიური მისამართების რაოდენობის ცვლილებების დიაპაზონის ქვედა ზღვარს. წყარო: LookIntoBitcoin. ეს, ინდიკატორის აღწერილობის მიხედვით, არის ბაზრის განწყობის გაუმჯობესებისა და კრიპტოვალუტის პოტენციური ზრდის ნიშანი მოკლევადიან პერიოდში. წმინდა არარეალიზებული მოგება/ზარალის (NUPL) ინდიკატორი მიუთითებს, რომ Bitcoin ზედმეტად არის გაყიდული - ხაზი კვლავ ჩადის „კაპიტულაციის“ ზონაში. წყარო: Look Into Bitcoin. მსგავს სიგნალს დემონსტრირებს უფრო გრძელვადიანი ინდიკატორი - RHODL Ratio. წყარო: Look Into Bitcoin. „RHODL თანაფარდობა სასარგებლოა Bitcoin-ის ფასის პროგნოზირებისთვის ექსტრემალური ბაზრის პირობებში. მას შეუძლია განჭვრიტოს ის პერიოდი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა შეიძლება დაიწიოს. ამ შემთხვევაში, მეტრიკის ხაზი შედის წითლად ხაზგასმულ ზედა დიაპაზონში. ასევე, ფასმა შეიძლება დაიწყოს მატება მას შემდეგ, რაც ინდიკატორის მაჩვენებლები გარკვეული დროით დარჩება მწვანე დიაპაზონში“, - ნათქვამია ინსტრუმენტის აღწერაში. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 21400 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასი 11.4%-ით შემცირდა CoinGecko-ს მიხედვით. https://tinyurl.com/2p8nrn7s
  9. როგორც The Register განმარტავს, საწარმოო კონფერენცია Hot Chips-ზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა Patrick Gelsinger ისაუბრა არა მხოლოდ მომავალი პროცესორების აწყობის მიდგომაზე კონკრეტული მაგალითების გამოყენებით, არამედ შეეხო თემას უფრო ფართო ასპექტში. როგორც წესი, კომპანიისთვის მიძღვნილი „ მურის კანონი“ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული, როგორც აქტუალური და ეფექტის შემნარჩუნებელი, 2030 წლისთვის კი პროგნოზირებენ ჩიპების გამოჩენას ერთი ტრილიონი ტრანზისტორით ამჟამინდელ ას მილიარდთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel, The Register ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მონოლითურ კრისტალებს ხსენებული რაოდენობის ტრანზისტორით. Intel აპირებს განავითაროს ჩიპების შეფუთვის ჰეტეროგენული ტექნოლოგიები, მათ შორის მესამე მხარის პროდუქტები. მათი ურთიერთინტეგრაციისთვის გამოყენებულ იქნება UCIe ინტერფეისი (Universal Chiplet Interconnect Express), რომელიც დაფუძნებულია PCI Express სტანდარტზე. მისი დანერგვა Intel-ს დაეხმარება განავითაროს საკუთარი საკონტრაქტო ბიზნესი, რადგან კომპანია აპირებს აწარმოოს კომპლექსური პროდუქტები მესამე მხარის მომხმარებლებისთვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, განახორციელოს მათი ინტეგრირება თავის ჩიპლეტებში სუბსტრატის დონეზე. https://tinyurl.com/5am7wbr4
  10. კომპანია ASUS-მა გამოფენა Gamescom 2022-ზე დააანონსა სისტემა ROG Rapture GT6, რომელიც განკუთვნილია mesh-ქსელების ამოქმედებისთვის გეიმინგ-ტრაფიკის გადაცემაზე ოპტიმიზაციით. ფოტოს წყარო: ASUS ახალი მოწყობილობა სამდიაპაზონიანია. მხარდაჭერილია სტანდარტი Wi-Fi 6 ან IEEE 802.11ax. ცნობილია, რომ უსადენო ქსელის სიჩქარე აღწევს 10000 მბ/წმ-ს. რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია ASUS RangeBoost Plus, რომელიც Wi-Fi-ს დაფარვას აუმჯობესებს. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ცხრა ინტეგრირებული ანტენის გამოყენება, რაც მდგრად სიგნალს უზრუნველყოფს. სისტემას შეუძლია 540 მ2-დე ფართობის დაფარვა. დეველოპერები გამოყოფენ გეიმინგ ტრაფიკის გადაცემის სიჩქარის გაზრდის სამდონიან ტექნოლოგიას. მოწყობილობას აქვს ქსელის პორტი WAN სიჩქარით 2.5 გბ/წმ და სამი LAN პორტი Link Aggregation ფუნქციით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია USB კონექტორი. ROG Rapture GT6-ისთვის გათვალისწინებულია ფერის მხრივ ორი ვარიანტი - შავი და თეთრი. ხელმისაწვდომია ფერადი განათება Aura RGB ROG ლოგოტიპის სახით. კორპუსზე არსებული სავენტილაციო ჭრილები უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის კარგ ცირკულაციას. გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობების სავარაუდო ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი. https://tinyurl.com/2792bec5
  11. Capriole Investments-ის დამფუძნებელი ჩარლზ ედვარდსი „სირთულის ხაზის“ ინდიკატორის მონაცემებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ Bitcoin-ის მაინერების კაპიტულაციის პერიოდი გავიდა. მისი თქმით, ეს არის "დიდი შესყიდვის სიგნალი". მისი დაკვირვებით, კაპიტულაციის ბოლო ფაზა ისტორიაში ხანგრძლივობით მესამეა (71 დღე). იგი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე 2021 წელს, თუმცა ორი დღით მოკლე - 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. „ისტორიულად, Bitcoin-ის მაინერების კაპიტულაცია აფიქსირებდა ფასების მნიშვნელოვნად დაბალ დონეს და იყო შესანიშნავი შესყიდვის სიგნალი“, - განაცხადა ედვარდსმა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 21330 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასი 12.7%-ით შემცირდა CoinGecko-ს თანახმად. https://tinyurl.com/55twxknx
  12. ბევრი ვიდეო დაფის ფასი დიდი ხანია შემცირდა სარეკომენდაციომდე, თუმცა ჯერ კიდევ 2020 წელს წარმოდგენილი ძირითადი მოდელები, მათ შორის Radeon RX 6800XT და RX 6800, ასევე GeForce RTX 3060 Ti, RTX 3070 და RTX 3080 10 გბ - ამ დრომდე სარეკომენდაციო ფასზე ძვირად იყიდებოდა. ამჟამად მათი ფასებიც მცირდება. პორტალ 3DCenter-მა მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების ფასების უახლესი სტატისტიკა გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებიდან. ფოტოს წყარო: VideoCardz საცალო მოვაჭრეებს არ სურდათ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების ფასების სარეკომენდაციო ფასს ქვემოთ დაწევა, რადგან ეს ვიდეო დაფები ისედაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. 3DCenter სქემის მიხედვით ამ დაფების ფასები ამჟამად დაახლოებით 3%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: 3DCenter Radeon RX 6800 XT-ის მინიმალური ფასი ამჟამად 759 ევროს შეადგენს, Radeon RX 6800 მოდელის ყიდვა შესაძლებელია 639 ევროდან. ტექნიკურად, ეს ფასები ჯერ კიდევ მაღალია სარეკომენდაციოზე დოლართან მიმართებაში ევროს მიმდინარე კურსის, აგრეთვე ავსტრიასა და გერმანიაში არსებული 19%-იანი დღგ-ის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA-ს ბოლო თაობის ძირითადი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია. მაგალითად, GeForce RTX 3080 10 გბ ამჟამად 779 ევროდ იყიდება, GeForce RTX 3070 – 579 ევროდ. ორივე მათგანი ოდნავ მაღალია სარეკომენდაციო ღირებულებაზე. NVIDIA-ს ერთადერთი დაფა ამაჩქარებლების ამ სიიდან, რომელიც შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასად (გაცვლითი კურსის და დღგ-ს ჩათვლით) არის GeForce RTX 3060 Ti. მისი ღირებულება 474 ევროს შეადგენს. ფოტოს წყარო: VideoCardz 2022 წელს გამოშვებული უფრო უახლესი გრაფიკული დაფები - Radeon RX 6500 XT, Radeon RX 6400, Radeon RX 6650 XT, Radeon RX 6700, Radeon RX 6750 XT და Radeon RX 6950 XT, ასევე NVIDIA GeForce RTX 3050 და GeForce RTX 3090 Ti, ასე სწრაფად არ იაფდება. თუმცა ეს ტენდენცია მალე უნდა შეიცვალოს, რადგან ფლაგმანურ მოდელებს ამაჩქარებლების ახალი სერიები ჩაანაცვლებს, ხოლო უმცროსი მოდელები სწრაფად გაიაფდება ახალ გრაფიკულ არქიტექტურაზე დამყარებული ანალოგების გამოშვების გამო. https://tinyurl.com/yc26em4x
  13. სტუდია Porsche Design-მა და ბრენდმა Agon by AOC-მა დააანონსეს მონიტორი PD27S, რომელიც შემუშავებულია გეიმინგ კომპიუტერებისთვის. ახალ მონიტორს აქვს ბრტყელი IPS მატრიცა და სერტიფიკატი DisplayHDR 400. ფოტოს წყარო: Porsche Design პანელი 27-დუიმიანია და აქვს QHD გაფართოება - 2560 × 1440 პიქსელი. უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 და 99%-იანი sRGB ფერთა გამები. მონიტორის ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი 170 ჰერცამდე გაზრდის შესაძლებლობით. რეაქციის დრო (GtG) 1 მილიწამს უდრის. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას კადრების დამახინჯების მოგვარების ხარჯზე. აღინიშნება, რომ ახალი მონიტორის დიზაინი შთაგონებულია სპორტული ავტომობილებით. ჰაერის მიმღების იმიტაციის მქონე გვერდითა ნაწილებში ბადისებური ჩანართების უკან ჩამალულია 5-ვატიანი დინამიკები. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე და ბრუნვადობა, ასევე მაგიდის ზედაპირიდან სიმაღლე 150 მილიმეტრის ფარგლებში. გარდა ამისა, შესაძლებელია დისპლეი ალბომის ორიენტაციითან გადავიდეს პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობას აქვს ორი HDMI 2.0 კონექტორი, ორი DisplayPort, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით, სტანდარტული აუდიოკონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. მონიტორის ფასი დაახლოებით 500 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/5cvdh9wm
  14. 22 აგვისტოს მდგომარეობით Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო საკომისიოს ღირებულება 0.825 აშშ დოლარი იყო. ინდექსი დოლარზე დაბლა პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ დაეცა. წყარო: Blockchain.com. ქსელის ჰეშრეითი ივლისის შუა პერიოდში მიღწეული მაქსიმალური 231.4 EH/s-დან 206 EH/s-ამდე შემცირდა. წყარო: Blockchain.com. მაინინგის სირთულის დაცემა დაიწყო მაისიდან, როდესაც მან მიაღწია რეკორდულ 31.25 Т მაჩვენებელს. ინდიკატორი აღდგენისკენ გადავიდა აგვისტოს დასაწყისში, წერის დროს მისი მაჩვენებელია 28.35 Т. პირველი კრიპტოვალუტის ფასის კოლაფსმა გამოიწვია მაინერების შემოსავლების ვარდნა ივნისში 26%-ით, ხოლო ივლისში - კიდევ 9%-ით. ამ ფონზე Bitcoin Lightning Network მიკროგადახდების ქსელის სიმძლავრე, რომელიც შექმნილია საკომისიოების შესამცირებლად, ზრდას განაგრძობდა. ზაფხულის პირველ თვეში მაჩვენებელი 2.2%-ით, მომდევნო თვეში კი 10%-ით გაიზარდა და 4419 BTC-ს მიაღწია. Ethereum ქსელში საშუალო საბაზისო საკომისიო წერის მომენტში იყო 0.39$. წყარო: Etherscan. მეორე კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი, რომელშიც საკომისიოების წილი ტრადიციულად მნიშვნელოვანი ნაწილია, ზაფხულში უფრო მეტად დაეცა, ვიდრე Bitcoin-ის მაინერების შემოსავალი. ივნისის შედეგების მიხედვით ზარალმა 52% შეადგინა, ივლისში კი კიდევ -4%. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგის საბჭომ გამოთვალა, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა წელიწადში 46%-ით გაიზარდა. ორგანიზაცია აერთიანებს მაინერებს, რომელთა საერთო ჰეშრეითი ქსელის 50%-ზე მეტია. https://tinyurl.com/3mb67x8w
  15. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული გეიმინგ კომპიუტერი Bravo 15 B5E, რომელშიც გამოყენებულია AMD-ის აპარატული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ფოტოს წყარო: MSI მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციების 16-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.4 გჰც-ს. DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს აღწევს. გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა Cooler Boost. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500M 4 გბ GDDR6 მეხსიერებით. ლეპტოპს აქვს SSD M.2 NVMe PCIe 3.0, ორი 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკი, 720p ვებ-კამერა, Bluetooth 5.2 და Gigabit Ethernet ადაპტერები, წითელი განათების მქონე კლავიატურა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E კონტროლერი სამი სხვადასხვა - 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის მხარდაჭერით. კომპიუტერს აქვს ორი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A, USB 3.2 Gen1 Type-C კონექტორი, USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, RJ45 ჰაბი ქსელის კაბელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი. ლეპტოპის ზომაა 359 × 259 × 24.95 მმ, წონა - 2.35 კგ. განთავსებულია 53.5 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/ywce4tr9
  16. როგორც კი გაჩნდა შემაშფოთებელი ამბები კონკურენტ კომპანია Synchron-ის აქტივებით ილონ მასკის დაინტერესის შესახებ, მილიარდერის პირად Twitter-ის გვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ოქტომბრის ბოლო დღეს მოხდება Neuralink ნეიროინტერფეისის განვითარების პროგრესის შესახებ სიახლეების გაზიარება. ფოტოს წყარო: Neuralink ილონ მასკის განცხადების კონტექსტიდან თუ ვიმსჯელებთ, 31 ოქტომბერს ის არა მხოლოდ Neuralink-ის წარმატებაზე ისაუბრებს, არამედ ერთგვარ დემონსტრაციასაც გამართავს. ადრე მსგავს შემთხვევებში ნაჩვენები იყო იმპლანტების ტვინში იმპლანტაციის შედეგები, რომლებიც ღორებსა და მაიმუნებს კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. მასკი ორი წლის წინ გეგმავდა ადამიანში ასეთი იმპლანტის ჩანერგვის პირველ ექსპერიმენტს, მაგრამ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს ჯერ არ გაუციათ შესაბამისი ნებართვა ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია გულისხმობს პაციენტის თავის ქალას გახსნას და ელექტროდების ჩანერგვას თავის ტვინის ქერქში. არაოფიციალური მონაცემებით Neuralink-ის სპეციალისტების მიერ ცხოველებზე განხორციელებული ყველა ექსპერიმენტი არ იყო წარმატებული და ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა ამის შესახებ პრესაში აურზაური წამოჭრეს. ზოგადად მიიჩნევა, რომ ასეთი ინტერფეისების შემუშავება საშუალებას იძლევა დაიბრუნონ მოძრაობის უნარი ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ტრავმის ან რაიმე სახის დაავადების გამო დაკარგეს კიდურების დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობა. კონკურენტმა კომპანია Synchron-მა მიიღო აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს ნებართვა ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მაგრამ კისრის ფუძეში არტერიის მეშვეობით იმპლანტის ჩასმის მისი მეთოდები უფრო უსაფრთხოა. ეს ვითარება იწვევს შეშფოთებას და პერსონალის გადინებას Neuralink-დან, ამიტომ ილონ მასკის დაპირებები კომპანიის წარმატების გაზიარების მიზნით მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის აღდგენას. https://tinyurl.com/y5w88k6t
  17. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის წევრებმა ოთხ მაინინგ კომპანიას გაუგზავნეს მოთხოვნა გარემოზე მათი საქმიანობის გავლენის შესახებ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრებმა ოთხ მაინინგ-კომპანიას გაუგზავნეს მოთხოვნა გარემოზე მათი საქმიანობის გავლენის მონაცემების მიწოდების შესახებ. ეს კომპანიებია Core Scientific, Riot Blockchain, Marathon Digital და Stronghold Digital. ყველა მათგანს აქვს საჯარო სტატუსი. „ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები, რასაც შეუძლია ჩვენი პერსონალური ინფორმაცია გახადოს უფრო უსაფრთხო და ეკონომიკა - უფრო ეფექტური. თუმცა ენერგიის მოხმარებამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც საჭიროა [Proof-of-Work] კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გარე შედეგები მავნე გამონაბოლქვისა და ჭარბი ნარჩენების სახით“, - აცხადებენ წერილის ავტორები. ავტორები მაინერებისგან მოითხოვდნენ ეცნობებინათ, თუ როგორ ამსუბუქებს თითოეული მათგანი გარემოზე უარყოფით გავლენას. კომპანიებმა ასევე უნდა მიუთითონ ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამენ ენერგოსისტემაზე ზემოქმედების შესამცირებლად. 2021 წლის დეკემბერში ამერიკელმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა სთხოვა მაინინგ-კომპანია Greenridge Generation-ს - მიეწოდებინა დეტალური აქტივობის მონაცემები. მისი აზრით, Bitcoin-ის მაინინგში ელექტროენერგიის მოხმარება "შედარებულია დანიის, ჩილეს, არგენტინისა და ვაშინგტონის შტატის მაჩვენებლებთან". კომპანია ადრეც შეეჯახა ბრალდებებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ. 2022 წელს ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ უარყო გარემოსდამცველების პრეტენზიები Greenidge-ის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ნახშირბადის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მოპოვების მორატორიუმს. მოგვიანებით კანონპროექტმა ადგილობრივი სენატის მხარდაჭერა მიიღო. ვიტალიკ ბუტერინი, Castle Island Ventures-ის გენერალური პარტნიორი ნიკ კარტერი და საზოგადოების სხვა წევრები დოკუმენტს აკრიტიკებენ. https://tinyurl.com/yc5a78br
  18. Nicolas Thomas, Unsplash ინტერნეტში გამოჩნდა პროცესორ Intel Cannon Lake-Y-ის „სპეციალური ნიმუშის“ ინჟინრული დაფის ფოტო და ეს ნიმუში ინტერესს იწვევს იმით, რომ შედგება სამი კრისტალისგან და არა ორისგან, როგორც ამ სერიის სხვა სერიული პროცესორები - წერს VideoCardz. ფოტო გამოაქვეყნა იშვიათი სიახლეებით ცნობილმა კოლექციონერმა მეტსახელით YuuKi_AnS. ამ დროისთვის სპეციალისტს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს პროცესორის ტიპი, მაგრამ წებოვანი ლენტისა და წებოს არსებობის მიხედვით იგი ვარაუდობს, რომ პროცესორი გამოყენებულ იქნა ტესტებში სითბოს გამოყოფის დონის დასადგენად. ფოტოს წყარო: @yuuki_ans და VideoCardz როგორც Wccftech აღნიშნავს, Cannon Lake სერია გამოვიდა 2018 წელს, იგი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი პროცესორით: Core i3-8121U და M3-8114Y. მოდელები დამყარებულია 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, აქვთ 2 ბირთვი Palm Cove Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და ეს პროცესორები გამოყენებულ იქნა კომპაქტურ NUC Crimson Canyon კომპიუტერებში, აგრეთვე დაბალი სიმძლავრის ლეპტოპებში. მიიჩნევა, რომ ზემოთხსენებულ ჩიპში მოცემული მესამე კრისტალი McIVR (Multi-chip Integrated Voltage Regulator) ძაბვის მარეგულირებელია, თუმცა სერიული წარმოებისთვის არჩეულ იქნა ვარიანტი FIVR (Fully Integrated Voltage Regulator) მარეგულირებლით, რომელიც ინტეგრირებულია ორიდან ერთ-ერთ კრისტალში. https://tinyurl.com/ft565dju
  19. საბაზისო დონის ვიდეო დაფა Intel Arc A380 არ შედის საუკეთესო გრაფიკული ამაჩქარებლების რიცხვში, თუმცა ყველაფერი გააჩნია მაღალი წარმადობის თამაშ Crysis-ში აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც წარსულში ვიდეო თამაშების ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა. ფოტოს წყარო: Gunnir YouTube-არხ PCGH Benchmark & Analysis-ის ავტორმა ახლახანს შეაფასა Gunnir Arc A380 ამაჩქარებლის შესაძლებლობები Crysis-ში. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 15 წლის წინანდელ თამაშზე და არა Crysis Remastered-ზე, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გამოვიდა. Intel-ის დაბალბიუჯეტურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა შესანიშნავად შეასრულა დაკისრებული ამოცანები და მაღალი წარმადობა დააფიქსირა. ბლოგერმა შუთერის ორიგინალი ვერსია გაუშვა მაქსიმალურ პარამეტრებზე 1080p გაფართოებითა და ოთხმაგი MSAA-ს პირობებში. თამაშის პროცესში კადრების სიხშირე არ ჩამოსულა 60 კადრი/წამში სიხშირის ქვემოთ, მაქსიმუმს კი მიაღწია 80 კადრი/წამში მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ Crysis-ის ორიგინალ ვერსიაში გამოიყენება DirectX 10, Arc A380 კი არ გამოირჩევა DirectX 12-ზე ძველ API-ებთან მუშაობის კარგი ოპტიმიზაციით. ამ დროისთვის Intel-მა Arc A380 გრაფიკული დაფების გაყიდვები დაიწყო ჩინეთში, მაგრამ მალე სხვა რეგიონებშიც გამოჩნდება. მაგალითად, ASRock Arc A380 Challenger ITX მოდელი ოფიციალურად იქნა წარდგენილი მიმდინარე წლის ივლისში და მისი შეძენა შესაძლებელია ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე დაახლოებით 140 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/v4fwcj73
  20. Bitcoin-ის მომპოვებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა გასულ კვარტალში 1 მლრდ-ზე მეტი ზარალი განიცადეს. ამაში დიდიწილად დამნაშავეა კრიპტოვალუტების კურსის ვარდნა. ზოგი კომპანია კრიპტოვალუტების მარაგს თავიდან იშორებს და ყიდიან მაინინგ მოწყობილობებს. ზოგიერთი კი ბიზნესში დარჩენის სურვილით კრედიტს იღებს ხარჯების დასაფარად. Bloomberg წერს, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარზე მოვაჭრე ბაზარზე სამმა მთავარმა მომპოვებელმა კომპანიამ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ზარალი ნახა. Bitcoin-ის კურსი კვარტლის განმავლობაში თითქმის 60%-ით შემცირდა - 45 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე. სხვა კრიპტოვალუტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ვიდეო დაფებით მოპოვებადი Ethereum-ის ფასი ორი მესამედით შემცირდა. Core Scientific-მა, Marathon Digital Holdings-მა და Riot Blockchain-მა განაცხადეს 862 მლნ, 192 მლნ და 366 მლნ აშშ დოლარის წმინდა ზარალის შესახებ. ასევე დაზარალდნენ სხვა კომპანიები, მათ შორის Bitfarms და Greenidge Generation Holdings. მაინერები უფრო მეტ Bitcoin-ს ყიდიან, ვიდრე ამჟამად მოიპოვებენ. ივნისში მოხდა მიმდინარე წლისთვის Bitcoin-ების ყველაზე მსხვილი გაყიდვა. ძირითადმა საჯარო მაინერებმა გაყიდეს 14600 Bitcoin, ამავე დროის მოპოვებულ იქნა 3900 Bitcoin. ივნისში Core Scientific-მა გაყიდა აქტივების 80% ოპერაციული ხარჯების დასაფარად და ფინანსირების გაფართოების მიზნით. Bitfarms-მა გაყიდა თავისი კრიპტოვალუტების დაახლოებით ნახევარი. ეს ტენდენცია შესაძლოა მესამე კვარტალშიც შენარჩუნდეს. ივლისი გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე თვე იყო, რადგან 6200 Bitcoin გაიყიდა. კომპანიები ასევე ყიდიან მაინინგის მოწყობილობებს და იღებენ სესხებს. Marathon Digital-მა აიღო 100 მლნ აშშ დოლარის სწრაფი სესხი და გაყიდა მაინინგ მოწყობილობები 58 მლნ აშშ დოლარად. Core Scientific აპირებს 100 მლნ აშშ დოლარის ჩვეულებრივი აქციების შეძენას კერძო საინვესტიციო კომპანიებისგან. Coinbase-მა, აშშ-ში ვაჭრობის მოცულობით უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ, იზარალა დაახლოებით 1.1 მლრდ აშშ დოლარი. ივნისში მან ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და მისი აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს გრძელ კრიპტოზამთარს, წერს Techspot. https://tinyurl.com/bdhbyrnm
  21. იაპონია ამართლებს მაღალტექნოლოგიური ქვეყნის სტატუსს, რომელშიც შეუძლიათ ანიმესა და რობოტების არა მხოლოდ ხატვა, არამედ მათი დამზადება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. მანგა, რა თქმა უნდა, საინტერესოა ისევე, როგორც მისი გმირები, მაგრამ ის, რითიც ნამდვილად გვაკვირვებს ამომავალი მზის ქვეყანას, არის მისი მაღალგანვითარებული რობოტექნიკა. გასაკვირი უკვე აღარ არის უცნაური კატა რობოტები, მაგრამ მაღაზიათა ქსელისთვის განკუთვნილი რობოტი-გამყიდველები ნამდვილად პატივისცემად იწვევენ ქვეყნის შრომისმოყვარე მოსახლეობის მიმართ. აგვისტოში მაღაზიათა ქსელ FamilyMart-ში ადამიანი გამყიდველების ნაცვლად გამოჩნდებიან უცნაური სახელის მქონე რობოტები - "TX SCARA". ეს რობოტები შეასრულებენ კონტროლიორ-პროვიზორის საქმეს, განახორციელებენ თაროებზე არსებული პროდუქციის აღრიცხვასა და ჩაწერას. ტვინის მაგივრად ამ მანქანებს ექნებათ ხელოვნური ინტელექტი, ნამდვილი ტერმინატორის მსგავსად ხელმისაწვდომია „სათადარიგო დენის წყაროც“: საჭიროების შემთხვევაში მანქანების დისტანციურად მართვა შესაძლებელია ოპერატორების მიერ. დეველოპერების თქმით რობოტების შესაძლებლობები ისეთია, რომ მაღაზიაში ადამიანის შრომის თითქმის 99% აღარ იქნება საჭირო. მიზეზები, რამაც გამოიწვია ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა, ცხადი არ არის. გამოდის, რომ იაპონიაში უბრალოდ არ არის საკმარისი "მომსახურე პერსონალი". ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რობოტების „გონიერებამდე“ მიყვანაში იაპონელ ინჟინრებს Microsoft-ისა და Nvidia-ს ინჟინრები დაეხმარნენ ოღონდ არა "უფასოდ" - იაპონელების საპასუხო ნაბიჯი იქნება ვალდებულება - განათავსონ თავიანთი რობოტი გამყიდველები უკვე ამერიკულ საცალო ქსელში - 100 000 რობოტის ოდენობით. https://tinyurl.com/35y7b36b
  22. კომპანია Intel-მა მაღალი წარმადობის მობილური პროცესორები Alder Lake-HX მიმდინარე წლის მაისში გამოუშვა. თუმცა ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველა ცნობები მათი ერთ-ერთი მემკვიდრის შესახებ - ესენია სამომავლო მაღალი წარმადობის სერია Raptor Lake-HX-ის მობილური პროცესორები. ვებ-გვერდ BAPCo CrossMark-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილია ინფორმაცია 14-ბირთვიანი, 20-ნაკადიანი Core i5-13600HX-ის შესახებ. ფოტოს წყარო: Intel ტესტის მონაცემებში მითითებული იყო, რომ ჩიპი შემოწმდა დესკტოპ პლატფორმის შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტობრივად HX-სერიის პროცესორები დესკტოპ-ჩიპებია, თუმცა მობილური შეფუთვით. მობილური Alder Lake-HX სერიაში შედის 16-ბირთვიანი პროცესორები 8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვით ისევე, როგორც Alder Lake-S-ის დესკტოპ ვარიანტებში. ფოტოს წყარო: BAPCo 14-ბირთვიანი 20-ნაკადიანი Core i5-13600HX მოდელით ივარაუდება, რომ Intel-ი Raptor Lake-HX-ის საშუალო რგოლის წარმომადგენლებში ორჯერ გაზრდის მაღალი წარმადობის ბირთვების რაოდენობას. სამწუხაროდ, ბირთვების ტაქტის სიხშირისა და ენერგომოხმარების შესახებ ინფორმაცია ჯერ მიუწვდომელია. სავსებით სარწმუნოა, რომ Intel გააგრძელებს ახალი თაობის HX სერიის მოდელების გამოშვებას 55 ვატი TDP-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე Alder Lake-HX-ზე დამყარებული ლეპტოპების შეუფერხებლად გადასვლას ახალ პლატფორმაზე. წარმადობას რაც შეეხება, Core i5-13600HX ნიმუშის მაჩვენებელი უფრო დაბალია Core i7-12700H-თან (TDP 45 ვტ) შედარებით, რომელსაც ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს DDR4-3200 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემის შემადგენლობაში. თუმცა ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ საუბარი ეხება მეტად ადრეულ ინჟინრულ ნიმუშს. ფოტოს წყარო: BAPCo და მაინც, ცოტა გასაკვირია, რომ მე-13 თაობის Intel Core მობილური HX სერიის აქტიური ტესტირების ეტაპი დაიწყო მათი წინამორბედების გამოშვებიდან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში. https://tinyurl.com/4z3yeawn
  23. ევროკავშირის ხელისუფლება შექმნის ახალ მარეგულირებელ ორგანო AMLA-ს, რომელსაც დაევალება კრიპტო ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მეექვსე ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივაში (AMLD6), წერს The Block. ევროკომისიამ შესაბამისი კანონპროექტი 2022 წლის 20 ივლისს წარადგინა. მანამდე თავისი ვერსია გამოაქვეყნა ევროსაბჭომ. ევროპარლამენტი AMLD6-ს აგვისტოს არდადეგების შემდეგ განიხილავს. როგორც კი ეს უკანასკნელი დაამტკიცებს კანონპროექტის თავის ვერსიას, სამივე ორგანო შევა ე.წ. ტრილოგიში მისი დებულებების დასასრულებლად. გამოცემა თვლის, რომ AMLA-ს შექმნა, რომელიც ცენტრალურ ადგილს იკავებს AMLD6-ში, ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას გამოიწვევს. განხორციელებას, მათ შორის პერსონალის დაკომპლექტებას, წლები დასჭირდება. ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ვერსიებში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო პირდაპირ გააკონტროლებს მინიმუმ „მაღალი რისკის“ კრიპტო ფირმებს. „ევროკავშირის დონეზე არსებულ ორგანოს ექნება უფლება განახორციელოს უშუალო ზედამხედველობა გარკვეულ ფინანსურ ინსტიტუტებზე და არაპირდაპირი ზედამხედველობა/კოორდინაცია გაუწიოს სხვა მსგავს ორგანიზაციებს. ის ასევე შეასრულებს დამაკავშირებელ როლს არაფინანსური სექტორის რეგულირებაში“, - განმარტავს The Block. ხსენებული ორგანოს გაჩენა ევროკავშირისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ნათქვამია გამოცემაში. წინა AMLD-ები, განსაკუთრებით 2015 და 2018 წლების მეოთხე და მეხუთე ორგანოები, ადგენდნენ სტანდარტებს წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული მონაცემების შეგროვებისა და მოხსენებისთვის, როგორიცაა კორპორაციების ბენეფიციარული საკუთრება. ფორმირებული რეესტრები განსხვავებული რეგულაციების კარგი მაგალითია. იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც უზრუნველყოფენ კორპორატიულ ინფორმაციაზე უფასო წვდომას, მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასეთი გაუმჭვირვალობა საშუალებას აძლევდა Binance-ს რამდენიმე წლის განმავლობაში პოტენციური მომხმარებლებისთვის ეცნობებინა მალტის მარეგულირებლების მიერ კრიპტოვალუტის სერვისების მიწოდების დამტკიცების შესახებ. AMLD5-მა დაადგინა, რომ წევრმა ქვეყნებმა კრიპტო ბირჟები უნდა განიხილონ, როგორც ფინანსური ინსტიტუტები. გადაწყვეტილების მირება დაუტოვეს წევრ სახელმწიფოებს. ზოგადი ანგარიშგების მოთხოვნები არ გახდა საფუძველი ერთიანი მარეგულირებლის შექმნისთვის. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და სამეურვეო პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წამოაყენეს შეთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi საიტებსა და NFT პლატფორმებზე. https://tinyurl.com/yne3ybtj
  24. Commercial Times-ის ინფორმაციით TSMC მომავალი თვიდან დაიწყებს 3-ნანომეტრიანი (N3) ჩიპების მასობრივ წარმოებას. TSMC-ის მომხმარებლებისთვის N3 ტექნოპროცესის საფუძველზე დამზადებული პირველი პროდუქციის მიწოდება მოსალოდნელია მომავალი წლის დასაწყისში. ფოტოს წყარო: TSMC როგორც წესი, TSMC ახალი ტექნოპროცესის გამოყენებით ჩიპების მასობრივ წარმოებას გაზაფხულზე იწყებს, რათა მოასწროს საკმარისი რაოდენობის ჩიპების გამოშვება Apple-ის ახალი iPhone-ების გამოშვებამდე, რომელთა რელიზი სექტემბერში იმართება. თუმცა N3 ნოუდების შემუშავებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. სწორედ ამიტომ Apple სამომავლო სმარტფონებში სხვა ტექნოპროცესს გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, სწორედ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, ვინც მიიღებს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპებს. N3 ტექნოლოგია 5-ნანომეტრიან (N5) ტექნოპროცესთან შედარებით უზრუნველყოფს სიხშირის 10-15%-ით მატებას ენერგომოხმარების ანალოგიურ პირობებში და კრისტალების ენერგომოხმარების 25-30%-ით შემცირებას სიხშირის შენარჩუნებისთან. აგრეთვე, ახალი საწარმოო ნორმები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ტრანზისტორების განლაგების სიმჭიდროვე დაახლოებით 1.6-ჯერ. N3 ნოუდის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია FinFlex ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით გაიზრდება კომპანიის ჩიპების მიმზიდველობა მომხმარებლისთვის. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მწარმოებელი შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნას FinFET-ტრანზისტორების სხვადასხვა სახეები ერთი ნახევრადგამტარი კრისტალის ფარგლებში. ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ისეთ რთულ პროდუქტებს, როგორებიცაა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები. ამიტომ კომპანიები - Apple, AMD, Intel და NVIDIA შეძლებენ გამოუშვან უფრო მაღალი წარმადობის პროდუქტები გარკვეული გამოთვლითი ამოცანებისთვის. სამომავლოდ TSMC დაიწყებს N3E, N3P და N3S ტექნოპროცესების გამოყენებას. პირველი მათგანი წარმოადგენს N3-ის ოპტიმიზაციას, ბოლო ორი - N3E-ს ოპტიმიზაციას გამოყენების სხვადასხვა ტიპებისთვის. N3P ორიენტირებულია მაღალი წარმადობის ჩიპებზე, N3S - ტრანზისტორების გაზრდილი სიმჭიდროვის მქონე ენერგოეფექტურ ჩიპებზე. ორივე ტექნოპროცესი დაგეგმილია 2024 წლისთვის, N3E კი 2023 წელს გამოჩნდება. https://tinyurl.com/864txfxm
  25. კომპანია Apple 7 სექტემბერს ჩაატარებს ღონისძიებას, რომელზეც წარადგენს iPhone 14 სერიის სმარტფონებს - ამტკიცებს გამომცემლობა Bloomberg მოცემულ საკითში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. შენიშვნის ავტორი Mark Gurman მიუთითებს, რომ ღონისძიება შეიძლება გადაიდოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია, როგორც წესი, პრეზენტაციებს სექტემბრის პირველ ნახევარში ატარებს - გადავადება ნაკლებად მოსალოდნელია. ფოტოს წყარო: 9to5Mac ვინაიდან მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა COVID-19-ის პანდემია, Apple-ის ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია ონლაინ-ტრანსლაციის ფარგლებში გაიმართება, წერს გურმანი. ღონისძიებაზე მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max სმარტფონების ანონსი. Pro მოდელებში სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა სერიის მოდელებთან შედარებით. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია უარს იტყვის მათში ე.წ. „წინამოს“ გამოყენებაზე და ფრონტალურ კამერას ეკრანის ჭრილში გადაიტანს. თავად ეკრანს ექნება ფუნქცია Always-on Display, iPhone 14 Pro და 14 Pro Max მოდელებს საფუძვლად დაედება ახალი თაობის A-სერიის პროცესორები. სტანდარტულ iPhone 14-ში შენარჩუნებული იქნება ძველი დიზაინი „წინამოთი“ და, შესაძლოა, აქტუალური ჩიპი Apple A15 Bionic. ბოლო წლებია Apple სმარტფონებს პრეზენტაციიდან მოკლე დროშივე უშვებს. გურმანის თქმით კომპანიამ მიმართა თავისი მაღაზიების თანამშრომლებს და განუცხადა, რომ ახალი პროდუქტების რელიზისთვის დაახლოებით 16 სექტემბრისთვის მოემზადონ. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Apple ასევე დააანონსებს ახალ სმარტ-საათებს Apple Watch, რომელთა შორის იქნება მოწყობილობის პრემიალური დაცული ვერსია და განახლებულია მოდელი Apple Watch SE. გარდა ამისა, არაოფიციალური ცნობების თანახმად Apple ამზადებს ახალი თაობის უსადენო ყურსასმენ AirPods Pro-ს, რომელსაც ექნება Lossless audio-ს მხარდაჭერა, აგრეთვე საბაზისო დონის ახალ პლანშეტ iPad-ს ყურსასმენის კონექტორის გარეშე და სხვა მოწყობილობებს. https://tinyurl.com/3w6na7b8
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.