Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კრიპტო ბირჟა BitMEX-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰოპტნერმა განუცხადა Cointelegraph-ს Token2049 კონფერენციაზე, რომ იგი ვერ ხედავს ინსტიტუციური ინტერესის შემცირებას ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. მისი თქმით, მსხვილი ინვესტორები დათვური ბაზრის დროს ირჩევენ ინოვაციურ ინდუსტრიებს. აღმავალი ზრდის პერიოდები აიძულებს მათ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც სირთულეს წარმოადგენს დიდი კომპანიებისთვის. ჰოპტნერმა ასევე აღნიშნა ინსტიტუციონალების ინტერესი Ethereum-ის მიმართ მისი ქსელის Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ განახლება The Merge-ის ფარგლებში. ამჟამად მეორე კრიპტოვალუტის ბლოკჩეინი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით შეესაბამება EGS-ის პრინციპებს, აღნიშნა მან. BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით Ethereum-ის ფასი 2022 წლის ბოლოსთვის 3000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. CoinGecko-ს მიხედვით წერის დროს აქტივი 1300 აშშ დოლარად იყიდება. შეგახსენებთ, სექტემბერში State Street-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ინარჩუნებდნენ ინტერესს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართ დათვური ბაზრის მიუხედავად. https://tinyurl.com/ykvh7826
  2. ცნობები გავრცელდა Bench leaks-ის ბოტის მიერ Twitter-ზე. უცნობმა პირმა ASRock X670E Taichi Carrera-სა და Ryzen 9 7950X-ს დაუმატა GeForce RTX 4090 და გაუშვა Geekbench-ის გამოთვლითი ტესტი CUDA-ს გამოყენებით. ტესტი ჩატარდა მინიმუმ ორჯერ და ორივე შედეგი მიახლოებული იყო მაქსიმალური წარმადობით - 424 332 ქულა. Geekbench-ის მონაცემთა ბაზის სწრაფი გადახედვით ნახავთ ქვემოთ მოცემულ GeForce RTX 3090 Ti-ს შედეგს: არსებობს RTX 3090 Ti-ს უკეთესი ქულებიც, მაგრამ ეს შედეგი იმყოფება იმ დიაპაზონში, რომელზეც უმეტესად CUDA ტესტები ხვდება. თუ შევადარებთ ამ შედეგს RTX 4090-ის შედეგთან, ვიღებთ დაახლოებით 60%-იან ზრდას წინა თაობასთან შედარებით. ეს არის წარმადობის დიდი მატება და კარგი ამბავი მათთვის, ვინც იყენებს CUDA-ზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მაღალი წარმადობის სამუშაოებისთვის. ბუნებრივია, ზრდის დიდი ნაწილი მოდის იმ ფაქტზე, რომ RTX 4090-ს აქვს 50%-ით მეტი CUDA ბირთვი, ვიდრე RTX 3090 Ti-ს. თუმცა RTX 4090 ასევე მუშაობს გაცილებით მაღალი ტაქტის სიხშირზე: 2.58 გჰც წინა თაობის 1.92 გჰც-თან შედარებით. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გამოთვლითი ტესტები დამყარებულია CUDA ბირთვებზე და პრაქტიკულად არ აქვთ კავშირი გეიმინგში გრაფიკის წარმადობასთან. Ada Lovelace არქიტექტურაში არსებული ბევრი სიახლე, როგორიცაა shader-ბირთვების წარმადობის ხელახალი მოწესრიგება, ახალ ჩიპს არ მოუტანს სარგებელს ზემოთხსენებული ტიპის ტესტებში. იგივე ეხება Tensor და RT -ბირთვების გაუმჯობესებას. https://tinyurl.com/2p8xm64f
  3. Tesla-მ წარადგინა სუპერკომპიუტერ Dojo-ს უახლესი ვერსია, რომელიც კომპანიის საკუთარ ქმნილებას წარმოადგენს და ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე, კერძოდ მანქანურ სწავლებაზე იმ ვიდეომონაცემების გამოყენებით, რომლებიც მიიღება კომპანიის ელექტრომობილებიდან. სისტემა იმდენად მძლავრია, რომ პრეზენტაციის დროს პალო-ალტოში ენერგოსისტემა გაითიშა. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს უკვე აქვს დიდი სუპერკომპიუტერი NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ბაზაზე, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი კომპიუტერების რიცხვში შედის. თუმცა Dojo დამზადებულია მანქანათმშენებელი კომპანიის ინდივიდუალური დაკვეთით, მასში გამოყენებულია თავად Tesla-ს მიერ დამზადებული ჩიპები და მორგებულია მის საჭიროებებზე. მოსალოდნელია, რომ ახალი სუპრეკომპიუტერი გააფართოვებს შესაძლებლობებს ნეიროქსელების სწავლების მხრივ ვიდეომონაცემების მეშვეობით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიისთვის, რაც Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. Tesla Dojo-ს აწყობისას გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოდგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Training Tile - Tesla-ს ტერმინოლოგიით). თითოეულ ასეთ ფირფიტაზე განთავსებულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ასევე მოცემულია კვებისა და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს მონაცემების თანახმად Dojo-ს ერთ ფირფიტას შეუძლია ჩაანაცვლოს გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკი, ამასთან ერთი ასეთი ფირფიტის წარმოება უფრო იაფია გრაფიკული პროცესორების ბლოკთან შედარებით. ერთ სისტემურ უჯრაში განთავსებულია სილიკონის ექვსი ფირფიტა. Tesla-ს მონაცემებით ერთი ასეთი უჯრა „სუპერკომპიუტერის 3-4 სრულად დატვირთული სტეკის“ ეკვივალენტურია. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურის ტესტირებას, რაც აუცილებელია რამდენიმე კარადის გაერთიანებისა და Dojo ExaPOD-ის შექმნისთვის, რომელსაც ექნება 1.1 Eflops წარმადობა, 1.3 ტერაბაიტი SRAM და 13 ტერაბაიტი DRAM მაღალი სიჩქარით. Tesla გეგმავს შვიდი Dojo ExaPOD-ის აწყობას პალო-ალტოში. https://tinyurl.com/4mssrhs5
  4. CBDC-ები შეძლებენ ურთიერთქმედებას დეცენტრალისებულ ფინანსებთან (DeFi) და სექტორის მეტი სტაბილურობით უზრუნველყოფას. ეს აზრი Cointelegraph-თან ინტერვიუში შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) საბჭოს წევრმა თომას მოზერმა გამოთქვა. მისი თქმით, ციფრულ ვალუტაში ცენტრალიზაციასა და დეცენტრალიზაციას „ერთად შეუძლია მუშაობა“. მაგალითად მან მოიყვანა USDT და USDC stablecoin-ები. ”ასე რომ, ”რაღაც ცენტრალიზებული” უკვე ძალიან დაეხმარა DeFi-ს,” - განაცხადა მოზერმა. თუმცა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა აჯობებს Stablecoin-ებს, რადგან იგი „არ იწვევს კონტრაგენტის რისკს“, თქვქ SNB-ის სპიკერმა. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, არ არის შესაფერისი DeFi-ის მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად არასტაბილურობის გამო. „ალგორითმული Stablecoin-ებიც არ შეიცავს კონტრაგენტის რისკს, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებული [პროექტები] არ გვინახავს. CBDC-ს შეუძლია უზრუნველყოს მეტი სტაბილურობა და ნაკლები რისკი“, - განაცხადა მოზერმა. მანამდე წამყვანი ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებმა გამართლებული უწოდეს დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორის რეგულირების გაძლიერებას მისი განვითარების ფონზე. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ოლი რენმა გააკრიტიკა კრიპტოვალუტები და თქვა, რომ CBDC-ები იმუნურია არასტაბილურობის მიმართ და მათი უპირობოდ ნდობა შეიძლება. https://tinyurl.com/35ah7nsp
  5. Intel-მა გამოუშვა მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS. Intel Arc A7 სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, ამიტომ ახალი ტექნოლოგიის გატესტვა ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ Arc სერიის მობილურ ვერსიებზე, დაბალბიუჯეტურ A380-ზე, ასევე AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქტებზე. ტესტების სერიები ჩაატარეს Tom’s Hardware-ისა და PCGamer-ის წარმომადგენლებმა. ტესტირება განხორციელდა თამაშში - Shadow of the Tomb Raider. ფოტოს წყარო: Intel Intel XeSS ხელმისაწვდომია ორ ვერსიად: ერთი განკუთვნილია XMX ბირთვებისთვის Arc პროცესორებში, მეორე მუშაობს DP4a ინსტრუქციებთან, რომლებიც მხარდაჭერილია თანამედროვე ვიდეო დაფების უმრავლესობაში, რომელთა შორისაა მოდელები სერიებიდან NVIDIA Pascal, მე-11 თაობის Intel Graphics, აგრეთვე AMD Vega 20, Navi და უფრო ახლები. ფოტოს წყარო: pcgamer.com PCGamer-ის ჟურნალისტებმა სატესტო ნიმუშად აიღეს NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათი და წარმადობა შეადარეს სამ რეჟიმში: მასშტაბირების გათიშვისას (სტანდარტული რენდერინგი), ასევე XeSS და DLSS რეჟიმებში. 3440 × 1440 პიქსელი გაფართოების პირობებში ვიდეო დაფის საკუთარმა რესურსმა დააფიქსირა 95 კადრი წამში, ხოლო XeSS და DLSS-ში პარამეტრ Quality-ზე დაფიქსირებული მაჩვენებლების იყო შესაბამისად 112 და 119 კადრი წამში. ფოტოს წყარო: tomshardware.com რესურს Tom’s Hardware-მა ჩაატარა უფრო საფუძვლიანი ტესტირება, რომლებშიც 2560 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე გამოიყენა NVIDIA-სა და AMD-ს წინა და აქტუალური თაობების რამდენიმე ვიდეო ბარათი. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა: Intel XeSS მუშაობდა ყველა შემოწმებულ მოდელზე, მაგრამ ყოველთვის არ იძლეოდა წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა წარმადობის დაქვეითება, ზოგჯერ მნიშვნელოვანიც. მასალის ავტორებმა უარყოფითი ეფექტი ახსნეს იმით, რომ ზოგიერთ მოდელზე DP4a ინსტრუქციები მხარდაჭერილია მხოლოდ ემულატორის რეჟიმში - ეს შეეხო, კერძოდ, პირველი თაობის AMD Vega და Navi გრაფიკულ პროცესორებს. ფოტოს წყარო: tomshardware.com მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა ზოგ შემთხვევაში უკავშირდებოდა ვიდეომეხსიერების არასაკმარის მოცულობას, თუმცა 6 გბ არც ისე ცოტაა ოთხი წლის წინანდელი თამაშისთვის. თანამედროვე ვიდეო ბარათების მოდელებმა ძირითადად დაადასტურა XeSS-ის ეფექტურობა თანდაყოლილ რენდერინგთან შედარებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო დაბალბიუჯეტური Intel Arc A380-ის შედეგი, რომლის წარმადობა პარამეტრების ცვალებადობით "თანდაყოლილი" 26.5-დან გაიზარდა 58.7 კადრამდე წამში. https://tinyurl.com/bdhmu9p3
  6. კომპანია AMD-მ პარტნიორებს გაუზიარა 2022-2023 წლების დესკტოპ პროცესორებთან დაკავშირებული გეგმები. წარმოდგენილი სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია კვლავ აპირებს Ryzen 5000, 4000G და 5000G სერიის გამოშვებას Soсket AM4-ით, ხოლო მძლავრი Ryzen Threadripper 5000-ის შთამომავლები არც ისე მალე გამოვა. AMD-ს 2023 წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი ახალი თაობის მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორების წარდგენა, რომლებიც აქტუალურ Ryzen Threadripper 5000-ს ჩაანაცვლებენ. მათი დასახელება, ისევე, როგორც მახასიათებლები, ჯერ უცნობია. არაოფიციალური ხმებით მათი კოდური სახელწოდება იქნება Storm Peak და გაიყიდებიან, როგორც Ryzen Threadripper 7000. შესაძლებელია ვარაუდი, რომ ამ პროცესორებს ექნება Zen 4 ბირთვები, DDR5 და PCIe 5.0 მხარდაჭერა, აგრეთვე Ryzen 7000-ის სხვა მახასიათებლები. AMD ასევე გააგრძელებს Ryzen 5000 და 5000X3D პროცესორების გამოშვებას და გაყიდვას ახალი Ryzen 7000-ის პარალელურად მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე. სლაიდი ასევე ადასტურებს, რომ კომპანია ემზადება Ryzen 7000X3D პროცესორების გამოსაშვებად, რომლებიც აღჭურვილი იქნება დამატებითი 3D V-Cache-ით. მათი ანონსი შესაძლოა მიმდინარე წელს მოხდეს, თუმცა წინა ჯერზე არაოფიციალური ცნობები 2023 წლის პირველ კვარტალზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გაფართოებული 3D V-Cache-ის მქონე ერთადერთი დესკტოპ პროცესორი Ryzen 7 5800X3D. ეს პროცესორია ასევე კომპანიის ყველაზე სწრაფი პროცესორი თამაშებისთვის და იგი ზოგ შემთხვევაში ახლახანს გამოსულ Ryzen 7000-საც კი უსწრებს. ასე, რომ Ryzen 7000X3D პროცესორების გამოშვება AMD-ს გეიმინგ მიმართულებით პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს. დაბოლოს, 2023 წლის ბოლოსთვის AMD გეგმავს Ryzen G სერიის დესკტოპის APU-ების განახლებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება საკმაოდ ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკით. ისინი სავარაუდოდ შევა Ryzen 7000G სერიაში და მათში წარმოდგენილი იქნება Zen 4 ბირთვების და RDNA 2 ან RDNA 3 გრაფიკის კომბინაცია. ამავდროულად, AMD გააგრძელებს Ryzen 4000G და 5000G დესკტოპ APU-ების გამოშვებას ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგაც კი. ამრიგად, გამოდის, რომ სულ მცირე 2023 წლის ბოლომდე Socket AM4 პლატფორმა არ დაკარგავს აქტუალურობას. https://tinyurl.com/bb4bbv5x
  7. გარემოზე მიყენებული ზიანის გამო Bitcoin გვევლინება უფრო როგორც „ციფრული ნავთობი“, ვიდრე როგორც „ციფრული ოქრო“. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კვლევით სტატიაში. მეცნიერების მონაცემებით 2016-დან 2021 წლამდე პერიოდში Bitcoin-ის საბაზრო ღირებულების მიერ გენერირებულ ყოველ დოლარზე მოდიოდა გლობალური „კლიმატის ზარალის“ საშუალოდ 0.35 აშშ დოლარი. „ამ შკალაზე Bitcoin-ის მაინინგი იმყოფება ხორცისა და ბენზინის სახით დამწვარი ნედლი ნავთობის წარმოების დიაპაზონს შორის, და უფრო მაღლა, ვიდრე ქარისა და მზის ენერგია“ - განაცხადეს კვლევის ავტორებმა. მათ დაასკვნეს, რომ პირველი კრიპტოვალუტის მაინინგს აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე ეკონომიკის მდგრად სექტორად განხილვისთვის. მეცნიერებმა დაამატეს, რომ Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმზე ქსელის გადასვლით სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლებელია. ”თუ ინდუსტრია არ გადადის PoW-დან PoS-ზე, მაშინ ამ კლასის დეფიციტური ციფრული პროდუქტის რეგულირება შეიძლება საჭირო გახდეს. ასეთი შეფერხება, სავარაუდოდ, გაზრდის გლობალურ კლიმატზე ზიანს. CCAF-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელი ამჟამად მოიხმარს 94 ტვტ/სთ ენერგიას წელიწადში. შედარებისთვის, აშშ-ში მოქმედი ყველა მაცივრის წლიური მოხმარებაა 104 ტვტ/სთ. ამავდროულად, ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის დროს მხოლოდ შეერთებულ შტატებში აღწევს 206 ტვტ/სთ წელიწადში. ამან შეიძლება უზრუნველყოს ორჯერ მეტი კვება პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარება ივნისის შუა რიცხვებიდან 28%-ით შემცირდა. CCAF-ის თანახმად ენერგიის მწვანე წყაროების წილი მაინინგში 37.6%-ს შეადგენს. Bitcoin Mining Council-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 59.5%-ად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მან მოუწოდა მარეგულირებლებს, განეხილათ Bitcoin-ის მაინინგზე მკაცრი ზომების დაწესება მის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის დიდი მოცულობის გამო. იმავე თვეში არასამთავრობო გარემოსდაცვით სამუშაო ჯგუფმა (Environmental Working Group) გამოაცხადა Proof-of-Stake ალგორითმზე Bitcoin-ის გადასვლის აუცილებლობის შესახებ. CCAF-მა გამოთვალა, რომ Bitcoin-ის ქსელის შექმნის დღიდან 2022 წლის 21 სექტემბრამდე პირველი კრიპტოვალუტის მაინერებმა 199.65 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტი აწარმოეს. წლიური მაჩვენებელი არის 48.35 მლნ ტონა CO₂, რაც გლობალური ემისიების 0.1%-ია. https://tinyurl.com/2jzs8uhj
  8. GeForce Beyond-ის პრეზენტაციის დროს პირველი, რაც Nvidia-მ გააკეთა, იყო ახალი რეალურ დროში ღრმა სწავლების სუპერსემპლირების ტექნოლოგია DLSS 3.0-ის შესაძლებლობების დემონსტრირება და მაშინაც კი ცხადი იყო, რომ მასთან ერთად Ada Lovelace გრაფიკული ამაჩქარებლები და განსაკუთრებით GeForce RTX 4090, შეძლებდა გეიმინგ წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას. თუმცა ამ დრომდე ეს ფაქტი დადასტურებული არ იყო. პირველი კომპანია, რომელმაც ექსკლუზიური წვდომა მიიღო GeForce RTX 4090 Founders Edition-სა და DLSS3-ის შესაძლებლობებზე, არის Digital Foundry. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე საკუთარი ტესტი თამაშებში. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რელიზამდე RTX 4090-ზე მკაცრი ემბარგო მოქმედებს, რომელიც კრძალავს თამაშებში ვიდეო დაფის FPS-ის გამოქვეყნებას, Nvidia-ს წესებში პროცენტების შესახებ არაფერი იყო ნახსენები. მაშ ასე, Digital Foundry-მ წვდომა მიიღო Cyberpunk 2077-ზე (Overdrive RT ვერსია), Spider-Man Remastered-სა და Portal RTX-ზე. Spider-Man Remastered-ში Intel Core i9 12900K პროცესორითა და RTX 4090 ვიდეო დაფით 4K გაფართოებაზე DLSS-ის გარეშე თამაშმა მიაღწია პირობით 100%-იან წარმადობას. შეგახსენებთ, რომ FPS-ის კონკრეტული მაჩვენებლების წარმოდგენა არ შეიძლებოდა. ამავე დროს, ანალოგიურმა კონფიგურაციამ DLSS 2-ით დააფიქსირა 16%-იანი ზრდა. DLSS 3-ის შემთხვევაში კი წარმადობა ზუსტად 2.3-ჯერ გაიზარდა. კიდევ უფრო საინტერესო შედეგები დაფიქსირდა Portal-ში: Native 4K DLSS 2 DLSS 3 Intel Core i9 12900K/RTX 4090 100% 323% 553% რაც შეეხება Cyberpunk 2077-ს: Native 4K DLSS 2 DLSS 3 Intel Core i9 12900K/RTX 4090 100% 258% 399% https://tinyurl.com/ma5kezrd
  9. ტაივანური კომპანია TSMC კვლავ რჩება ნახევრადგამტარი პროდუქციის უმსხვილეს საკონტრაქტო მწარმოებლად. იგი თავის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მოწინავე ლითოგრაფიაზე, ამიტომ, როგორც წესი, შეუძლია ფასების კარნახი. არაოფიციალურ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Apple-მა შეძლო ამ არგუმენტს შეწინააღმდეგებოდა TSMC-ისთვის საკუთარი ბიზნესის ღირებულებით, რის შედეგად თავი აარიდა კომპანიის მომსახურების ფასების ზრდას. ფოტოს წყარო: Apple როგორც გამომცემლობა Economic Daily New განმარტავს, ეს სიახლე ეხება მომავალ წელს პროდუქციის გამოშვებას, რომელთა ფასები საკმაოდ შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ ზოგადი ინფლაციის ფონზე, არამედ თავად TSMC-ის ხარჯების ზრდის შედეგადაც. ცნობილია, რომ მომავალ წელს TSMC აპირებს საკუთარი სერვისების ფართო სპექტრზე ფასების გაზრდას. თუკი თავდაპირველად მატების დიაპაზონი 6-დან 9%-ს შეადგენდა, მოგვიანებით მომხმარებლებმა მოახერხეს ქვედა ბარიერის 3%-მდე დაწევა. თუმცა მთელი რიგი მომწიფებული ტექნიკური პროცესებისთვის ზრდა კვლავ იქნება 6%-მდე. როგორც ცნობილია, კომპანია Apple-მა შეძლო ფასების ზრდის თავიდან აცილება, რადგან იგი უზრუნველყოფს TSMC-ის მთელი შემოსავლის დაახლოებით 25%-ს და ამიტომ შეუძლია განსაკუთრებული პირობებით მოლაპარაკება. ასევე ითვლება, რომ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, რომელიც მის 3-ნანომეტრიან პროდუქციას მიიღებს და, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ლითოგრაფიის სწორედ ამ დონეს შეეხო. iPhone 14 სერიის უფროს მოდელებში გამოყენებულია 4-ნანომეტრიანი პროცესორი A16, ასე რომ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული იქნება მისი შთამომავალი A17, რომელიც წარმოდგენილი იქნება iPhone 15 სერიის უფროს მოდელებში. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული პროცესორი M2 Pro შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Mac კომპიუტერების შემადგენლობაში, ჯერ კიდევ ახალი თაობის iPhone-ების გამოსვლამდე. აშშ-სა და ჩინეთში Apple-მა შეძლო iPhone-ის სერიაზე ფასების შენარჩუნება იმავე დონეზე და, შესაბამისად, A17 პროცესორების გამოშვების ღირებულების კონტროლი ასევე მისთვის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. https://tinyurl.com/mwenam9s
  10. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 2.14%-ით შემცირდა 31.36 T-მდე. ინდიკატორმა უარყოფითი ტენდენცია პირველად დააფიქსირა 2022 წლის 21 ივლისის შემდეგ. წყარო: BTC.com. ქსელის საშუალო ჰეშრეითი ინდიკატორის ბოლო კორექტირებებს შორის პერიოდში იყო 224 EH/s. Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ბლოკჩეინის ჯამურმა გამოთვლითმა სიმძლავრემ (შვიდდღიანი მოძრავი საშუალო) 27 სექტემბრისთვის 222 EH/S-ს მიაღწია. წყარო: Glassnode. ივლისის შუა რიცხვებში პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 27.69 T-მდე შემცირდა, რაც მაქსიმალური შემცირება იყო წლის დასაწყისიდან მოყოლებული. შემდეგ მაჩვენებელმა დადებითი ტენდენცია დააფიქსირა. აგვისტოს ბოლოს სირთულე სწრაფად გაიზარდა 9.26%-ით და 14 სექტემბერს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 31.05 T. მაინინგ პულების კონტექსტში Foundry USA რჩება ლიდერად ქსელის ჰეშრეითის წილის მხრივ - 26.06%. რეიტინგში მას მოსდევს AntPool (18.24%) და F2Pool (17.06%). წყარო: BTC.com. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ საჯარო მაინინგ კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა კრიპტოზამთრის გამო. ივნისში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა 2020 წლის დონემდე დაეცა. მოგვიანებით ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბაზრის არახელსაყრელი პირობების მიუხედავად ინდუსტრიის საჯარო კომპანიები ფინანსურად სტაბილურები არიან. https://tinyurl.com/2tydu9jb
  11. კომპანია NVIDIA-მ უპასუხა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს GeForce RTX 40 სერიის კვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიამ გაასაჯაროვა მეტი დეტალი კომპლექტში შემავალი გადამყვანების შესახებ, რომლებიც ახალ ვიდეო დაფებს სჭირდება ძველ კვების ბლოკებთან დაკავშირებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათებს არ სჭირდება ახალი კვების ბლოკები, რომლებიც ATX 3.0 და PCIe 5.0 სტანდარტებს შეესაბამება. კვების ბლოკისადმი მთავარი მოთხოვნა მისი სიმძლავრეა. ფლაგმანური GeForce RTX 4090 დაფის შემთხვევაში NVIDIA-ს რეკომენდაციაა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. ამასთან, თავად ამაჩქარებლის ენერგომოხმარებამ შესაძლოა 450 ვატს მიაღწიოს. GeForce RTX 4080 16 გბ (ენერგომოხმარება 320 ვტ) და RTX 4080 12 გბ (ენერგომოხმარება 285 ვტ) ვიდეო ბარათების შემთხვევაში კომპანიის რეკომენდაციაა მინიმუმ 750 და 700 ვტ სიმძლავრის კვების ბლოკების გამოყენება. GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფებს აქვთ PCIe 5.0 სტანდარტის ახალი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ძველ კვების ბლოკებთან თავსებადობისთვის, რომელთაც არ აქვთ ახალი კონექტორის მქონე კვების სადენები, NVIDIA-მ გაითვალისწინა სპეციალური ადაპტერი ოთხი სტანდარტული 8-პინიანი კონექტორით, რომელიც მოყვება ვიდეო ბარათს. თავად გადამყვანს კომპანია „ჭკვიანად“ მოიხსენიებს. იგი თავსებადია ATX 2.0 სტანდარტთან და აღჭურვილია აქტიური გარდამქმნელით, რომელიც სიგნალებს გარდაქმნის ძველი კვების ბლოკიდან ახალი, PCIe 5.0 (ATX 3.0) სტანდარტის შესაბამის სიგნალებად. ამრიგად უზრუნველყოფილია ენერგიის ხარისხიანი გადაცემა და არ წარმოიქმნება პრობლემები ახალი ვიდეო დაფის ძველ კვების ბლოკთან დაკავშირებისას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 16 გბ ვიდეო ბარათებისთვის საჭიროა გადამყვანის დაკავშირება მინიმუმ სამ 8-პინიან კონექტორთან 450 ვატი ენერგიის გადაცემის უზრუნველყოფისთვის, თუმცა უკეთესია, თუ გადამყვანი ოთხივე სადენს დაუკავშირდება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი GPU-ის აჩქარებაა დაგეგმილი. NVIDIA მიუთითებს, რომ გადამყვანის რესურსია 30 დაკავშირება/გამორთვა, რაც სტანდარტულია PCIe/ATX კონექტორებისთვის. კომპანიის რეკომენდაციაა დარჩეს 36 მმ თავისუფალი სივრცე ვიდეო დაფის თავზე გადამყვანის მოსახერხებელი განთავსებისთვის. https://tinyurl.com/23jesk43
  12. ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა პირველად წარადგინა პარტნიორი კომპანიების, Gunnir-ისა და ASRock-ის მიერ წარმოებული Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფების არაეტალონური ვერსიები. ამ დრომდე კომპანიას წარდგენილი აქვს ამ ამაჩქარებლების მხოლოდ საკუთარი წარმოების ეტალონური ვერსიები Limited Edition შესრულებით. Arc A770 და Arc A750 Gunnir-ისა და ASRock-ისგან. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir-მა გარკვეული პერიოდის წინ დაადასტურა, რომ მუშაობდა Arc A7 ვიდეო დაფის საკუთარ ვერსიაზე. კომპანიის ასორტიმენტში შევა დაფები ორ- და სამქულერიანი გაგრილების სისტემით. თავად ვიდეო ბარათები 2.2-სლოტიანია და აქვთ ორ-ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. შედარებისთვის, ამ ვიდეო დაფების ეტალონურ ვერსიებს აქვთ ერთი 8- და 6-პინიანი კვების კონექტორები. Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Engadget ASRock-მა ასევე წარადგინა ახალი გრაფიკული ბარათების ორი ვერსია - Arc A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ASRock-ის ორივე ვიდეო ბარათს ასევე აქვს წყვილი 8-პინიანი დამხმარე კვების კონექტორი. ASRock A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ფოტოს წყარო: XFastest კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ შეცვალონ ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაეტალონური ვერსიების ვიდეო ბარათებს ექნება გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება. სამწუხაროდ პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ს არ გამოუცხადებია Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიების გაყიდვის დაწყების თარიღი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Limited Edition ვერსიის უფროსი Arc A770-ის გაყიდვები 12 ოქტომბერს დაიწყება. ვიდეო ბარათის ფასი 329 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/bdhdjjrs
  13. ფედერალური რეზერვების სისტემას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება აშშ-ში CBDC-ის გავრცელების შესახებ. ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ციფრული აქტივების ბაზრებზე ცენტრალური ბანკების როლის შესახებ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. ”ჩვენ არ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში,” - განმარტა მან. ფედერალური სარეზერვო სისტემა კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ყურადღებას გაამახვილებს პოლიტიკის შეფასებასა და ტექნოლოგიურ საკითხებზე, განაცხადა პაუელმა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ისაუბრა მრავალწლიან პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ფედერალური სარეზერვო სისტემა ყურადღებას გაამახვილებს „განხორციელებული ანალიზისა და საბოლოო დასკვნების მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გამოსამუშავებელია“. ციფრული დოლარის შესახებ ანგარიშზე დაყრდნობით პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღების შემთხვევაში CBDC-ს ექნება რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: შუამავლების მონაწილეობა; კონფიდენციალურობის დაცვა; პიროვნების ვერიფიკაცია; თავსებადობა. სიტყვით გამოსვლისას ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე მიმდინარე ვარდნამ მარეგულირებლებს მეტი დრო მისცა გამოევლინათ და მოეგვარებინათ ინდუსტრიის ზედამხედველობაში არსებული სისუსტეები. ფუნქციონერის თქმით კარგი ამბავია ტრადიციული ფინანსური და საბანკო სისტემების DeFi-ში შეღწევადობის დაბალი დონე. მან მიუთითა "მნიშვნელოვან" სტრუქტურულ პრობლემებსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. კერძოდ, საჭიროა დარეგულირდეს „არაკასტოდიალური საფულეები და ალგორითმები“, თქვა მან. პაუელმა ასევე აღნიშნა Stablecoin-ების „სათანადო ზედამხედველობის“ აუცილებლობა. შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს თეთრმა სახლმა წარადგინა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეგულირების კონცეფცია. იგი მოიცავს ბევრ ინიციატივას, მათ შორის სამართალდამცავი პრაქტიკის გამკაცრებას ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლებთან მიმართებაში. მოგვიანებით Bloomberg-მა შეიტყო, რომ მუშავდება კანონპროექტი Stablecoin-ების რეგულირებისთვის. კერძოდ, იგი დააწესებს ორწლიან აკრძალვას TerraUSD-ის მსგავს ახალ ალგორითმულ Stablecoin-ებზე. Bitcoin-ბირჟა Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ კრიპტო ინდუსტრიის ზედამხედველობის მიმართ აშშ-ის ხელისუფლების მკაცრი მიდგომა აფერხებს მის განვითარებას. https://tinyurl.com/5a6m94e2
  14. კომპანია AMD-მ წარადგინა ჩასაშენებელი სისტემებისთვის განკუთვნილი Ryzen Embedded V3000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე. V1000 სერიასთან შედარებით ახალ პროცესორებს აქვთ მეტი რაოდენობის ბირთვი, უფრო მაღალი წარმადობა, DRAM მეხსიერების მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარე, აგრეთვე გაუმჯობესებული input/output შესაძლებლობები. ფოტოს წყარო: AMD Ryzen V სერიის პროცესორების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში - კორპორატიული და მონაცემთა შესანახი ქლაუდ სისტემებისთვის, ქსელის მარშრუტიზატორებისთვის, კომუტაციისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების დაცვისთვის. მათი მაღალი წარმადობა და დაბალი ენერგომოხმარება შესაფერისია ყველაზე მომთხოვნი სამუშაო გარემოსა და 24/7-ზე რეჟიმში სამუშაო დატვირთვის. „ჩვენ შევქმენით AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები დამკვეთებისთვის, რომლებიც ეძებენ ფართო სპექტრის ამოცანებში ბალანსს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას შორის კომპაქტურ BGA კორპუსში“ - განაცხადა Rajneesh Gaur-მა, კომპანია AMD-ის ქვეგანყოფილება Embedded Solutions Group-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა. – „V3000 სერიის პროცესორები გვთავაზობენ ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია კორპორატიული და ქლაუდ შენახვის სისტემებსა და ქსელის მოწყობილობებში პროდუქტიული მუშაობისთვის." AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები ხელმისაწვდომია ოთხ-, ექვს- და რვაბირთვიან კონფიგურაციებში, დაბალი ენერგომოხმარებითა და TDP-ის დონით 10-დან 54 ვატამდე. აახალი პროცესორების დამატებითი უპირატესობებია: ოპერაციულ სისტემა Linux-ის მხარდაჭერა Ubuntu და Yocto დრაივერებით, რომლებიც შემუშავების სტადიაშია; დაგეგმვადი სასიცოცხლო ციკლი და პროდუქტების მხარდაჭერა 10 წლის განმავლობაში; ტექნოლოგია AMD Memory Guard, რომელიც განკუთვნილია მეხსიერებაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვისთვის და AMD Platform Secure Boot ტექნოლოგია თანამედროვე მუდმივი საფრთხეებისგან (APT) დაცვისთვის ფოტოს წყარო: AMD „მონაცემთა შენახვის ბაზრისა და ქსელის ტექნოლოგიებისთვის საჭიროა x86-თავსებადი პროცესორები, რომლებიც ოპტიმიზებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ქსელის ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებებზე. მონაცემთა შენახვისა და ქსელებისთვის განკუთვნილი პროცესორები დაბალანსებული უნდა იყოს წარმადობისა და სითბოს გამოყოფის მხრივ თაროებზე გამოსაყენებლად, შეზღუდული სივრცის პირობებში“ - აღნიშნა IDC-ის გამოთვლითი ნახევრადგამტარი პროდუქტების სფეროს კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Shane Rau-მ. – „ახალი AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორების სერია საშუალებას აძლევს სისტემის დიზაინერებს ისარგებლონ ერთი დაფის დიზაინით და BGA შეფუთვით, რათა შექმნან უფრო მრავალმხრივი და მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაამარტივებს სისტემის ინტეგრაციას." https://tinyurl.com/4v6a6hv7
  15. კონფერენცია Intel Innovation-ზე მოხსენებით გამოსვლისას Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა გამოაცხადა Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის გამოშვების თარიღი. იგი 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 329 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: Intel გელსინჯერის თქმით Arc A770 დაფის სატესტო ნიმუშები მიმომხილველებთან გაიგზავნა და მზადდება მიმოხილვები ბაზარზე დაფის გამოსვლის მომენტისთვის. Intel Arc A770-ის მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. მის საფუძვლად გამოყენებულია სრული ზომის გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით (4096 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 32 ბლოკით, აგრეთვე 512 მატრიცული XMX ძრავით. გრაფიკული ჩიპის სიხშირეა 2100 მჰც. როგორც Intel განმარტავს, ეს მაჩვენებელი ასახავს არა მაქსიმალურ, არამედ GPU-ის მოსალოდნელ სიხშირეს. სხვა სიტყვებით, დატვირთვის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი. ბარათს აქვს 16 ან 8 გბ GDDR6 მეხსიერების კონფიგურაციის მხარდაჭერა 17.5 გჰც (17.5 გბ/წმ) ან 16 გჰც (16 გბ/წმ) ეფექტური სიხშირით, მოცულობის შებასამისად. როგორც Intel აღნიშნავს, მეორე შემთხვევაში მეხსიერების სალტე 256-ბიტიანია, მეხსიერების სიჩქარე კი - 560 გბ/წმ. ეტალონურ ვერსიაში Arc A770 Limited Edition ვიდეო დაფა გამოვა მხოლოდ 16 გბ მეხსიერებით. https://tinyurl.com/244kv2hn
  16. Bitcoin-ის ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა და 20 ათას აშშ დოლარს ზევით დონეს დაუბრუნდა. სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 20250 აშშ დოლარად იყიდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი მიუახლოვდა 1400 აშშ დოლარს, ამ ფასად იგი ბოლოს 21 სექტემბერს იყიდებოდა. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანურმა კრიპტო აქტივებმა გააცოცხლა ბაზრის დანარჩენი ნაწილი. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 20 მონეტა ასე გამოიყურება: წყარო: CoinGecko. Uniswap-ის UNI ტოკენმა დააფიქსირა ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო დღის განმავლობაში - 18.1%. Solana-ს (SOL) და Polkadot-ის (DOT) ფასები 8.9%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს თანახმად მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.01 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. Glassnode-ის on-chain ანალიტიკოსების აზრით მოკლევადიანი ინვესტორები ამჟამად განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს. ჰოდლერები ინარჩუნებენ სიმტკიცეს, ბევრი ინდიკატორი კი მიუთითებს „ბაზრის ციკლის დეტოქსიკაციაზე“. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს Bitcoin-ი მკვეთრი კორექტირებით გამოეხმაურა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის ზრდას. https://tinyurl.com/2z7rmvbb
  17. გამოქვეყნდა სქრინი, რომელზეც NVIDIA GeForce RTX 3090 Ti და NVIDIA A100 80 გბ ვიდეო დაფებს შორის ასევე აღნიშნულია ჯერ დაუანონსებელი ამაჩქარებელი NVIDIA H100 120 გბ PCIe ინტერფეისით. ამჟამად NVIDIA-ს წარდგენილი აქვს მხოლოდ H100 ვერსიები 80 გბ მეხსიერებით, როგორც PCIe ბარათის ფორმატში, ასევე SXM მოდულის სახით. 120 გბ მეხსიერების ქვესისტემა მოიცავს ხუთ HBM3 სტეკს, რომელთაგან თითოეული 24-გიგაბაიტიანია. მოცულობასთან ერთად გაიზარდა HBM2e მეხსიერების სიჩქარე 3 ტბ/წმ-მდე. აგრეთვე ცნობილია, რომ H100 120 გბ PCIe-ს აქვს GPU-ის იგივე მახასიათებლები, რაც SXM-ფორმატის ვარიანტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამაჩქარებელს აქვს 16896 CUDA და 528 Tensor-ბირთვი. აღსანიშნავია, რომ აქტუალურ 80 გბ H100 PCIe ვერსიას ოდნავ შემცირებული GPU აქვს ნაკლები ბირთვით. აღსანიშნავია, რომ ახალ ამაჩქარებლებთან ერთად აღნიშნულია ამაჩქარებელ NVIDIA GeForce RTX ADLCE Engineering Sample-ის ტექნიკური ნიმუში. გარდა ამისა, ინტერნეტში გამოჩნდა H100 SXM ამაჩქარებლის ფოტო ასევე ხუთი HBM3 მეხსიერების სტეკით და ერთი ყალბი სტეკით, რათა გაგრილების სისტემა უფრო სტაბილური ყოფილიყო. https://tinyurl.com/bdhh8zd9
  18. Intel Raptor Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი, ამიტომ მსხვილი საცალო მოვაჭრეები უკვე იწყებენ მათ შესახებ ინფორმაციის დამატებას მონაცემთა ბაზაში. მაგალითად, ბრიტანულ Amazon-ში გამოჩნდა მე-13 თაობის Core ჩიპების ოთხი მოდელი, მათ შორის 24-ბირთვიანი ფლაგმანური მოდელი Core i9-13900KF, რომელსაც არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკა. ყველა მათგანის ფასი მითითებულია. ფოტოს წყარო: VideoCardz ფლაგმანური მოდელის ფასია 750 ბრიტანული ფუნტი (დაახლოებით 806 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით). ეს დაახლოებით 150 ფუნტით მეტია, ვიდრე Core i9-12900K-ს ფასი იყო დიდ ბრიტანეთში გამოშვების დროს. თუმცა Core i9-12900KF ამჟამად ხელმისაწვდომია დაახლოებით 609 ბრიტანულ ფუნტად. გამოშვებისას დაახლოებით 750 ფუნტ სტერლინგად ასევე ხელმისაწვდომი იყო Core i9-12900KS მოდელი, რომელსაც შეეძლო ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Amazon UK ბრიტანულ Amazon-ზე აგრეთვე მოცემულია 16-ბირთვიანი Core i7-13700K მოდელი 547 ბრიტანულ ფუნტად (590$) და „F” სუფიქსის მქონე ვარიანტი ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე 517 ბრიტანულ ფუნტად (557$). წინამორბედებთან შედარებით ახალი პროცესორები 120-137 ბრიტანული ფუნტით ძვირია. რაც შეეხება 14-ბირთვიან Core i5-13600KF-ს, იგი ბრიტანულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე 350 ფუნტადაა (დაახლოებით 377 აშშ დოლარი) შეფასებული, რაც ასევე ძვირია წინამორბედ Core i7-12600KF-თან შედარებით, რომლის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 273 ფუნტად. სავსებით სარწმუნოა, რომ ბრიტანულ სავაჭრო პლატფორმაზე მითითებული ფასები საბოლოო არ არის. Intel Core 13 პროცესორების ოფიციალური ღირებულება და ტექნიკური მახასიათებლები ღონისძიება Intel Innovation-ზე გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/3k9trbe6
  19. ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა დაადასტურა არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გაყიდვა App Store აპლიკაციებში. კომპანია მათგან იღებს სტანდარტულ საკომისიოს 30%-ის ოდენობით, წერს The Information. კრიპტოსაზოგადოებამ გააკრიტიკა ტექნოლოგიური გიგანტის მაღალი მოსაკრებელი, რადგან წამყვანი მარკეტფლეისები შუამავლობისთვის 5%-მდე იღებენ. „ახლა Apple კლავს ყველა NFT აპლიკაციას, რომლის დაბეგვრაც არ შეუძლია, ანადგურებს კიდევ ერთ ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს გადასახდო სერვისში ინტეგრირებულ მის გროტესკულად გაბერილ საკომისიოს. Apple უნდა შეჩერდეს“, - წერს Epic Games-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ სუინი. ტექნიკურმა ბლოგერმა ფლორიან მიულერმა Apple-ის საკომისიოს უწოდა "შეურაცხმყოფელი, მაგრამ თანმიმდევრული". მობილური თამაშების შემქმნელ Limit Break-ის ხელმძღვანელმა გაბრიელ ლეიდონმა მხარი დაუჭირა ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილებას და მასში ახალი შესაძლებლობები დაინახა. ”ყველა კონცენტრირებულია იმაზე, რომ Apple-ს სურს ყოველი ტრანზაქციიდან 30%, ვერ აცნობიერებენ, რომ ამან შეიძლება განაპირობოს ETH საფულის განთავსება ყველა მობილურ თამაშში, რომელთა საერთო აუდიტორია მილიარდზე მეტი ადამიანია,” - განმარტა მან. Mojang Studios-მა, Minecraft-ის შემქმნელმა სტუდიამ, ადრე განაცხადა, რომ იგი "არ უჭერს მხარს და არ დაუშვებს" NFT-ის თამაშში ინტეგრაციას. მეტასამყაროზე ორიენტირებულმა კომპანია MyMetaverse-მა დაამატა არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები საკუთარი პროექტის სერვერზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Solana-ს ბლოკჩეინზე გამოშვებული NFT-ების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და 300 000-ს გადააჭარბა. https://tinyurl.com/5mn7tm2e
  20. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მომავალ წელს Apple გაზრდის განსხვავებას iPhone-ის საბაზისო და ფლაგმანურ ვერსიებს შორის, ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელის სახელწოდება კი იქნება iPhone 15 Ultra. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გამომცემლობა Bloomberg-ის ჟურნალისტი Mark Gurman, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ iPhone 15 Ultra-ში Lightning ინტერფეისს USB Type-C ჩაანაცვლებს. ფოტოს წყარო: Apple Apple-ის სმარტფონების არსებობის წლებში მოწყობილობების დასახელებების პოლიტიკაში ცვლილებები იშვიათად შედიოდა. საწყის პერიოდში, როდესაც არსებითი ცვლილებები და ახალი ფუნქციები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ემატებოდა, შუალედურ მოდელებს ენიჭებოდათ მაჩვენებელი „S”. მაგალითად, სრულიად ახალი iPhone 5-ის გამოსვლიდან ერთ წელში გამოვიდა iPhone 5S, iPhone 6-ის გამოსვლიდან ასევე ერთ წელში კი - iPhone 6S. 2019 წელს Apple-მა სმარტფონების ხაზის დივერსიფიკაცია მოახდინა და მას შემდეგ ბაზარზე გამოვიდა მოწყობილობების საბაზისო და პრემიუმ ვერსიები, ამ უკანასკნელებს ეწოდა "Pro" და "Pro Max". წელს საბაზისო iPhone-ის უფრო დიდ ვერსიას მიენიჭა სახელი "Plus", რომელიც კომპანიას 2017 წლიდან არ გამოუყენებია. „Pro Max“-ის „Ultra“-თი ჩანაცვლება უფრო ლოგიკურია, რადგან Apple-ს ამჟამად ასორტიმენტში უკვე აქვს სმარტ-საათი Apple Watch Ultra. ადრე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ Apple ტესტავს iPhone-ს USB Type-C ინტერფეისით და მის გამოშვებას აპირებს ევროკავშირში კანონის ამოქმედებამდე, რომელიც ავალდებულებს სმარტფონების მწარმოებლებს - 2024 წლიდან წარმოადგინონ მოწყობილობები ამ კონექტორით. ასევე, მარკ გურმანის თქმით, Apple-მა შესაძლოა უარი თქვას წელს ახალი პროდუქტების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი მეორე საშემოდგომო ღონისძიების ჩატარებაზე. მიუხედავად ამისა, იგი ელის ახალი Mac mini-ს, MacBook Pro-სა და iPad Pro მოდელების წარდგენას წლის ბოლომდე, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, ამას გააკეთებს პრეს-რელიზების გამოქვეყნების გზით, რადგან წლევანდელ მოდელებში არ იქნება წარმოდგენილი რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება. https://tinyurl.com/ytbjjyj8
  21. კომპანია Tesla რეგულარულად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ამა თუ იმ თემას. შემდეგი მსგავსი ღონისძიება - ხელოვნური ინტელექტისა და მასთან დაკავშირებული თემებისადმი მიძღვნილი Tesla AI Day - 30 სექტემბერს გაიმართება. ილონ მასკის კომპანიამ მიმდინარე დღეებში დაიწყო ამ ღონისძიებაზე მოსაწვევების გაგზავნა. შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ადრე უკვე გამართა AI Day, სადაც ძირითადად ისაუბრა თავისი ელექტრომობილებისთვის ავტოპილოტირების სისტემის შემუშავების წარმატებაზე, ასევე წარადგინა სუპერკომპიუტერი Dojo და რობოტი-ჰუმანოდი Tesla Bot, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Tesla Optimus. ჯერ კიდევ მაისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო Tesla AI Day აგვისტოში გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ღონისძიება გადადო, რათა მოემზადებინა და ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა Tesla Optimus რობოტის მუშა პროტოტიპი. ღონისძიების მოსაწვევში მოცემულია: „გიწვევთ 30 სექტემბერს AI Day 2022 ღონისძიებაზე პალო-ალტოში, კალიფორნიაში. თქვენ შეიტყობთ Teslaს უახლესი მიღწევების შესახებ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელთა შორისაა Full Self-Driving, Tesla Bot, Dojo და ბევრი სხვა რამ“. ამრიგად, რობოტის გარდა, რომელიც, ცალსახაა, ღონისძიების პროგრამის მთავარი მოვლენა იქნება, კომპანია საზოგადოებას გაუზიარებს სრული ავტოპილოტირების სისტემა Tesla FSD-თან დაკავშირებულ მიღწევებსა და გეგმებს, აგრეთვე გარკვეულ დეტალებს სუპერკომპიუტერ Dojo-ს შესახებ. https://tinyurl.com/4fvncbnf
  22. MicroStrategy-ის დამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ციფრული ოქროს ფასი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 69 ათას აშშ დოლარზე მეტი გახდება. ამის შესახებ MarketWatch იტყობინება. იგი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-მა მიაღწია ფსკერს მიმდინარე ვარდნის ციკლში და მოელის, რომ მისი ფასი გაიზრდება 500 000 აშშ დოლარამდე მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. სეილორმა აღნიშნა, რომ იგი პირადად ფლობს 17.732 BTC-ს, რაც დაახლოებით 9500 აშშ დოლარად შეიძინა დაახლოებით ორი წლის წინ. ამრიგად, მისი ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ პირველ კრიპტოვალუტაში 165 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მან ასევე განაცხადა, რომ Bitcoin-ს აქვს მაღალი შანსი, ჩაანაცვლოს ოქრო, როგორც დაგროვების ღირებულების მქონე აქტივი ხელისუფლებების მიერ მისი კონტროლის შეუძლებლობის გამო. ადრე MicroStrategy-მ შეიძინა დამატებით 6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 301 BTC, საშუალო შესყიდვის ფასი იყო 19.851 აშშ დოლარი 1 BTC-ზე. შეგახსენებთ, რომ მაიკლ სეილორი Bitcoin-ის ცნობილი მხარდამჭერია. იგი პირველ კრიპტოვალუტას უწოდებს ყველაზე საიმედო მოვლენას არასტაბილურ სამყაროში და გლობალურ სარეზერვო აქტივს. 8 აგვისტოს სეილორმა დატოვა MicroStrategy-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დარჩა დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად. მისი პოსტი ფონგ ლემ დაიკავა. https://tinyurl.com/8ey38u4m
  23. გულუხვი ფასდაკლებები განპირობებულია მომავალი RX 7000 თაობის ვიდეო ბარათების გამოსვლის მოახლოებითა და მაინერების მხრიდან მოთხოვნის შემცირებით. მომავალი თაობის Radeon RX 7000 სერიის RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლა უკვე მოახლოვდა, ამიტომ AMD ამჟამად ცდილობს დაცალოს RDNA 2 GPU-ების მარაგი და მიმზიდველ ფასდაკლებებს გვთავაზობს Radeon RX 6000 სერიის ყველა მოდელზე. AMD-მ ასევე მოიყვანა ფასი/ხარისხის შეფარდების შედარება კონკურენტ NVIDIA-ს პროდუქტებთან და აღნიშნა RDNA 2 გრაფიკული პროცესორების უპირატესობა ენერგოეფექტურობის კუთხით. როგორც ჩანს, RX 6800 / XT-ის მარაგები არც ისე დიდია, რადგან AMD ფასებს საშუალოდ ამცირებს მხოლოდ 30 და 50 აშშ დოლარით, შესაბამისად. ყველაზე პატარა ფასდაკლება - 10% შემოთავაზებულია RX 6400 მოდელზე, საშუალო დონის უმეტეს ბარათებზე კი წარმოდგენილია დაახლოებით 100 აშშ დოლარიანი ფასდაკლებები. ფლაგმანურ მოდელებს რაც შეეხება, AMD-მ გამოაცხადა 300 აშშ დოლარიანი ფასდაკლება RX 6900 XT-ზე, ხოლო RX 6950 XT დაფის სარეკომენდაციო ფასი 150 აშშ დოლარით შემცირდა. რაც შეეხება წარმადობა/ვატი-ს შეფარდებას, RX 6900 XT ამჟამად NVIDIA RTX 3080 Ti-ს მეტად საუკეთესო ალტერნატივად გვევლინება. NVIDIA-ს ხსენებული ვიდეო ბარათი ამჟამად 899 აშშ დოლარად იყიდება. რაც უფრო ახლოვდება Radeon RX 7000-ის გამოშვება, საცალო მოვაჭრეები, სავარაუდოდ, ასევე შემოგვთავაზებენ საკუთარ სპეციალურ ფასდაკლებებს, ხოლო RDNA 2-ის ფასები დაიკლებს RDNA 3-ის გამოშვებასთან ერთად. RX 6900 XT ამჟამად შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ AMD-ის მომდევნო თაობის საშუალო დონის გრაფიკული პროცესორების ფასი დაახლოებით მსგავსი იქნება და შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც უფრო დაბალფასიან ფლაგმანურ ვიდეო დაფებსაც. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ RDNA 3 თაობის საშუალო კლასი შესაძლოა ფლაგმანებთან ერთად არ გამოვიდეს მიმდინარე წლის ნოემბერში. https://tinyurl.com/4wrmh7cc
  24. DigiTimes-ის თანახმად მიმდინარე წელს Apple-ის საბაზრო წილი მაღალი კლასის სმარტფონებში, რომელთა ღირებულება 500 აშშ დოლარზე მეტია, შეადგენდა 55%-ს, ხოლო გაყიდვების პიკისას 60%-მდეც კი გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ კომპანიას შეუძლია ამ პოზიციებზე ფეხის მოკიდება, თუ ახალი iPhone 14 სერიის მოდელებზე ამჟამად არსებული მაღალი მოთხოვნა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ფოტოს წყარო: DigiTimes გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა iPhone-ის მთავარ კონსტრუქტორს, Foxconn-ს სთხოვა, გადაიტანოს iPhone 14-ის საწარმოო სიმძლავრის ნაწილი iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელებზე, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა. ამავდროულად, Apple-ის მიწოდების ჯაჭვის კომპონენტების მწარმოებლებს არ მიუღიათ ცნობა შეკვეთების შეწყვეტის შესახებ არცერთი მოდელის შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ Apple-ს უბრალოდ შეუძლია შეცვალოს სხვადასხვა მოწყობილობის მოდელებისთვის განკუთვნილი კომპონენტების მიწოდების თანაფარდობა. სხვადასხვა კონფიგურაციის iPhone 14 Pro ან 14 Pro Max-ის შეკვეთისას მიწოდების სავარაუდო დრო ახლა რამდენიმე კვირაა, რაც გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს. ამავდროულად, საბაზისო iPhone 14 არც ისე მოთხოვნადია. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია Apple-ის ვებ-გვერდზე მიწოდების მოლოდინის გარეშე. საცალო სავაჭრო ობიექტებში ასევე სირთულის გარეშეა შესაძლებელი სმარტფონის საბაზისო მოდელის შეძენა. DigiTimes-ის შეფასების თანახმად Phone 14 Pro-ზე მოთხოვნის დონის რეალური მაჩვენებელი იქნება გაყიდვების შედეგები წინასწარი შეკვეთების ტალღიდან პირველ თვეში. აღინიშნება, რომ გასული წლის iPhone 13 Pro-მ დააფიქსირა "გამორჩეული" გრძელვადიანი გაყიდვები წინასწარი შეკვეთების ტალღის შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის ინტერესი უფრო უფროსი მოდელებისკენ არის მიმართული, რომლებიც წარმოდგენილია უფრო მაღალი წარმადობის აპარატული უზრუნველყოფითა და ახალი ფუნქციებით. შეგახსენებთ, რომ iPhone 14-ს აქვს ისეთივე დისპლეი, რაც iPhone 13-ს, ხოლო აპარატულ საფუძვლად უდევს იგივე პროცესორი, რაც iPhone 13 Pro-ს. რაც შეეხება iPhone 14 Plus-ს, ამ სმარტფონს აქვს დიდი, 6.7-დუიმიანი დისპლეი და უფრო დიდი მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/2pev8f6n
  25. კრიპტო ბირჟა Poloniex 30 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს ფიუჩერსებით ვაჭრობის კონკურსს „Bitcoin Heroes: Operation Skyhook“. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებლებმა: გაააქტიურონ ფიუჩერსებით ვაჭრობა, თუ ის ადრე არააქტიური იყო. შეავსონ მონაწილის Google-ფორმა. რეგისტრაცია დასრულდება 30 სექტემბერს 11:59 უნივერსალური დროით (UTC). განახორციელონ მინიმუმ 6 გარიგება 10 ოქტომბრამდე. კონკურსის დასრულების შემდეგ Poloniex ყველა მონაწილეს დაურიცხავს საცდელ USDT-ს: მათი გამოყენებით ვაჭრობა შესაძლებელია 90 დღის განმავლობაში, შემდეგ კი - მოგების მიღება. კრიპტო ბირჟა ასევე შეარჩევს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: მოგება ზარალამდე (PnL) და ვაჭრობის მოცულობა. პლატფორმა გაითვალისწინებს ტრანზაქციებს ყველა წარმოდგენილი უვადო კონტრაქტით: BTC, ETH, TRX და სხვები. ყველაზე მაღალი PnL-ის მქონე ტრეიდერები მიიღებენ: 1 ადგილი - 500 USDT; 2 ადგილი - 300 USDT; 3 ადგილი - 200 UDST; 4-10 ადგილი - 30 USDT. ათი მომხმარებელი, რომელთაც ექნებათ ყველაზე დიდი მოცულობის ვაჭრობა კონკურსის დროს, თითოეული მიიღებს 200 საცდელ USDT-ს. Poloniex არის ამერიკული კრიპტო ბირჟა, რომელიც შეიქმნა Tron-ის დამფუძნებელ ჯასტინ სანის მიერ. ბირჟა არ ატარებს KYC პროცედურებს და მხარს უჭერს სპოტ- და ფიუჩერსებით ვაჭრობას 400 კრიპტოვალუტაში. შეგახსენებთ, რომ ადრე Poloniex-მა გამართა სავაჭრო ტურნირი "Bitcoin Heroes: 7 Samurai". გამარჯვებულის PnL იყო 330 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/y4du7wrm
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.