Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) დაასახელა მთვარის მისია Artemis I-ის გაშვების მომდევნო მცდელობის თარიღი. მისია ბოლოს ქარიშხალ „იენის“ გამო გადაიდო. 4 ნოემბერს სააგენტო გეგმავს SLS რაკეტის ხომალდ Orion-თან ერთად დაბრუნებას საფრენ პლატფორმაზე, ფრენა კი უნდა შედგეს 14 ნოემბერს. ფოტოს წყარო: arstechnica.com რაკეტა და ხომალდი კენედის კოსმოსური ცენტრის ანგარ Vehicle Assembly Building-ში იმყოფებოდა, მათი გადატანა მოხდა ქარიშხლისგან დაცვის მიზნით. ამ დროის განმავლობაში NASA-ს სპეციალისტებმა დამკვეთებთან ერთად დეტალურად დაათვალიერეს აღჭურვილობა, რათა განესაზღვრათ ფრენისთვის მისი მზადყოფნა. რაკეტა და ხომალდი თითქმის ერთი წელია, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან სრულად აწყობილ კონფიგურაციაში იმყოფებიან. ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, NASA-მ თავის ბლოგში განაცხადა, რომ მინიმალური სამუშაო იქნება საჭირო რაკეტის გაშვებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის საჭიროა თერმული დაცვის სისტემის მცირე დაზიანების შეკეთება, ასევე ბატარეების დატენვა ან შეცვლა და რამდენიმე დამატებითი დატვირთვის შეცვლა. რაკეტის გაშვებისთვის გამოყოფილია 67-წუთიანი ფანჯარა. გრაფიკის თანახმად კოსმოსური ხომალდი Orion იფრენს 25.5 დღის განმავლობაში და შემდეგ წყნარ ოკეანეზე დაეშვება. NASA-მ ასევე დაასახელა ორი სარეზერვო დღე ფრენისთვის: ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 1:04 ET და შაბათი, 19 ნოემბერი 1:45 ET. ორივე შემთხვევაში გაშვებისთვის გათვალისწინებულია ორსაათიანი ფანჯარა. https://tinyurl.com/5ds584ue
  2. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Ehtereum-ის მიწოდება 0.13%-ით შემცირდა. ქსელში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ. ემისია უარყოფითი გახდა XEN Crypto-ს ამოქმედების ფონზე. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში პროექტმა დაწვა 3.780.7 ETH (~ 4.8 მლნ აშშ დოლარი). ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი სამჯერ უსწრებს Uniswap v3-ს (1250.9 ETH). წყარო: ultrasound.money მომხმარებლებმა მიუთითეს პირამიდული სქემის ნიშნების არსებობაზე პროექტში, რომლის კაპიტალიზაცია არ აღემატება 0.5 მლნ აშშ დოლარს. „პონცის ახალი სქემით შესაძლებელია ტოკენის უფასოდ გამოშვება. მომხმარებლები ამას აკეთებენ გაზის ფასის გაზრდით. ჩემთვის სულერთია, რა პროექტია, თუმცა მან გამოიწვია Ethereum-ის დეფლაცია. ამჟამად, როდესაც გადავლახეთ 15.3 gwei ბარიერი, სახეზეა მიწოდების შემცირება“, - განაცხადა EthHub-ის თანადამფუძნებელმა ენტონი სასანომ. Ethereum-ის ქსელში საშუალო საკომისიო 24 gwei-მდე გაიზარდა. წყარო: Etherscan The Merge-ის შემდეგ ემისიის ტემპები 90%-ით შემცირდა მაინერების ჯილდოსთან შედარებით ვალიდატორების ჯილდოს შემცირების გამო ალგორითმ Proof-of-Work-ის ფარგლებში. https://tinyurl.com/yethbb95
  3. სერვის Stadia-ს წარუმატებლობის შემდეგ, რომლის მხარდაჭერა რამდენიმე თვეში შეწყდება, კორპორაცია Google-მა აპარატული და პროგამული უზრუნველყოფის დეველოპერ რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააანონსა ახალი ინიციატივა, რომელსაც იგი უწოდებს „მსოფლიოში პირველ ლეპტოპებს, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად ქლაუდ-გეიმინგისთვის“. საუბარია გეიმინგ ქრომბუკებზე. Acer Chromebook 516 GE. ფოტოს წყარო: Acer ChromeOS-ლეპტოპები დიდი წარმატებით სარგებლობს განათლების სფეროსა და კორპორატიულ სექტორში. პრაქტიკულად ყველა ეს მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობს ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან. ლეპტოპები სულ ახლახანს დაანონსდა და ისინი ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქრომბუკებისგან. პირველი მოწყობილობაა Acer Chromebook 516 GE - მას აქვს 16-დუიმიანი IPS ეკრანი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე კლავიატურა RGB-განათებითა და Anti-Ghosting ტექნოლოგიით. კონფიგურაციის მიხედვით ლეპტოპს აქვს Intel Core 12 სერიის სხვადასხვა პროცესორი Core i7-ამდე. ლეპტოპს აქვს გიგაბიტური Ethernet პორტი, ორი USB-C, აგრეთვე USB-A და HDMI კონექტორები. ზედა მხარეს მიმართული ორი დინამიკის მეშვეობით რელიზებულია მოცულობითი ხმის ტექნოლოგია DTS, ასევე მოცემულია ორი დინამიკი ქვედა მხარეს. Acer შემოგვთავაზებს მოწყობილობის რამდენიმე კონფიგურაციას, პირველი მოდელი მიმდინარე თვეშივე გამოვა გაყიდვაში 650 აშშ დოლარად - მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Core i5, 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ NVMe SSD. ASUS Chromebook Vibe CX55 Flip. ფოტოს წყარო: Asus ASUS-მა წარადგინა Chromebook Vibe CX55 Flip, რომელსაც აქვს 15.6-დუიმიანი სენსორული დისპლეი გაფართოებით 1080p და კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცი. როგორც დასახელებიდან ჩანს, CX55 შესაძლოა გაიშალოს და გამოყენებულ იქნას პლანშეტის რეჟიმში. კლავიატურას არ აქვს RGB განათება, თუმცა გააჩნია საკმაოდ სახასიათო ნარინჯისფერი კანტები WASD ღილაკების ირგვლივ; ღილაკების მოძრაობის მაჩვენებელი 1.4 მილიმეტრია. CX55-ში გამოყენებულია Intel Core 11 თაობის პროცესორები: ხელმისაწვდომი კონფიგურაციებია Core i3, Core i5 ან Core i7. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს, SSD – 512 გბ-მდე. ლეპტოპს აქვს ორი USB-C და USB-A და HDMI პორტები. ქრომბუკი ASUS Chromebook Vibe CX55 Flip გაყიდვაში გამოვა მიმდინარე თვეში და Google-მა განაცხადა, რომ მისი ფასი 399 აშშ დოლარიდან დაიწყება - დიდი ალბათობით, ეს გახლავთ უმცროსი i3 მოდელი. Lenovo IdeaPad Gaming Chromebook. ფოტოს წყარო: Lenovo და ბოლოს, მესამე მოწყობილობაა IdeaPad Gaming Chromebook Lenovo-სგან - ამ ლეპტოპს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს Acer-ის მოდელთან. ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე RGB განათება 1.5 მმ მოძრავი ღილაკებით. კონფიგურაციებში წარმოდგენილია მე-12 თაობის Intel Core i3 ან Core i5 პროცესორი, 8 გბ ოპერატიული და 1280დან 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. ლეპტოპს ექნება მხოლოდ ორი USB-C პორტი, ერთი USB-A და microSD სლოტი. Lenovo IdeaPad Gaming Chromebook მიმდინარე თვიდან გაიყიდება და მისი ფასი დაიწყება 599 აშშ დოლარიდან. იმისთვის, რომ ამ ქრომბუკების ყველა მყიდველმა ყიდვისთანავე შეძლოს თამაშის დაწყება, Lenovo, Acer და ASUS უზრუნველყოფენ სერვისების, GeForce Now-სა (RTX 3080-ის დონე) და Amazon Luna+-ის სამთვიან გამოწერას. ASUS თავის ქრომბუკებს ასევე საჩუქრად მოაყოლებს გეიმინგ მაუსს SteelSeries Rival 3. თავის მხრივ Google-მა პარტნიორული შეთანხმება დადო NVIDIA-ს, Amazon-სა და Microsoft-თან, რათა უზრუნველყოს მოწყობილობების მაქსიმალურად კომფორტული მუშაობა GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისებთან. NVIDIA-სთან თანამშრომლობა ყველაზე მნშვნელოვანია, რადგან ChromeOS მოწყობილობებში პირველად გამოჩნდა GeForce Now RTX 3080-ის წარმადობა - ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშები 1600p-მდე გაფართოებაზე გაეშვება 120 FPS-ით, რეითრეისინგით (რა თქმა უნდა, თუკი თამაში მხარდაჭერილი ამ ტექნოლოგიით). გარდა ამისა, Google ახდენს ChromeOS-ის ოპტიმიზაციას ამ ლეპტოპებზე, რათა გაამარტივოს თამაშების პირდაპირი ჩართვა. ფოტოს წყარო: Google ChromeOS მოწყობილობებზე სრულფასოვანი თამაში საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია Google-ისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ხელმისაწვდომი GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისების გარდა მალე გამოვა Steam-ის ბეტა ვერსია ქრომბუკებისთვის. https://tinyurl.com/2p94vf7s
  4. ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროვაიდერი Starlink იაპონიაში ამუშავდა - ეს არის პირველი აზიური ქვეყანა, რომელშიც გაჩნდა SpaceX-ის ინტერნეტ-სერვისის დაფარვა. დაფარვის ოფიციალური რუკის თანახმად Starlink მუშაობს ქვეყნის ჩრდილოეთის უდიდეს ნაწილში, ტოკიოს ჩათვლით. ფოტოს წყარო: David Edelstein / unsplash.com ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის სამხრეთ იაპონიასა და კუნძულ ჰოკაიდოზე, სატელიტური სიგნალის მიღება გამოჩნდება მიმდინარე კვარტალში, ხოლო მომავალ წელს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება SpaceX-ისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში. კომპანია აპირებს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე შორეულ რეგიონებში, სადაც ტრადიციული საშუალებებით კავშირის ორგანიზება გაუმართლებელი, რთული ან შეუძლებელია. გასულ წელს SpaceX-მა გააფორმა ხელშეკრულება იაპონურ მობილურ ოპერატორ KDDI-სთან, რათა მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარე 1200 მობილურ ანძას. კომერციული სერვისების მიწოდების გარდა Starlink ასევე ჩართულია ჰუმანიტარულ მისიებში: მიმდინარე წელს პროვაიდერმა დაიწყო მუშაობა ტონგას კუნძულოვან სამეფოში, რომელიც დაზარალდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ასევე უკრაინაში. ეს უკანასკნელი პროექტი, ილონ მასკის თქმით, წლის ბოლომდე კომპანიას 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდება, გარდა ამისა, Starlink-ის მოქმედების სივრცე ფართოვდება სამგზავრო ავიახაზებზე. https://tinyurl.com/2mdnjmrh
  5. ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტის წევრებმა 10 ოქტომბერს უმრავლესობით მხარი დაუჭირეს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს. დოკუმენტის მომხრე იყო 28, წინააღმდეგი - 1. დეპუტატმა სტეფან ბერგერმა შედეგებს "კარგი სიახლე" უწოდა. ევროპარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცება ოქტომბრის ბოლომდეა მოსალოდნელი. დოკუმენტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მომავალი წლის დასაწყისში, სანამ იგი ძალაში შევა 2024 წლიდან. 5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ კანონპროექტს შემდგომი განხილვის გარეშე. MiCA მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივებისა და Stablecoin-ების ემიტენტებზე, სავაჭრო და კასტოდიალურ პლატფორმებზე. კრიპტო აქტივების სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას, ხოლო სავაჭრო პლატფორმებს მოეთხოვებათ white paper-ის წარდგენა. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეთანხმდნენ MiCA-ს წინასწარ ვერსიაზე. კანონპროექტი არ შეეხო NFT-ს, თუმცა შესაბამისი დებულებები შესაძლოა მოგვიანებით შემოვიდეს. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის, იტალიის და ნიდერლანდების წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ დღეში 200 მილიონი ევროს ლიმიტის შენარჩუნებას ევროს უზრუნველყოფით Stablecoin-ების ტრანზაქციებზე. https://tinyurl.com/2p952kce
  6. როდესაც 2019 წელს Apple-მა Qualcomm-თან გარიგების დადების შესახებ განაცხადა, კომპანია რთულ ვითარებაში იმყოფებოდა. Intel-ის 5G მოდემის მეშვეობით Qualcomm-ის მოდემზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გეგმა ჩაიშალა. Apple-ს მოუწია ლიცენზია Qualcomm-ისგან შეეძინა. Apple-მა და Qualcomm-მა ხელი მოაწერეს სალიცენზიო შეთანხმებას ექვსი წლის ვადით ორწლიანი ოფციონებით. ამასთან, Apple-ს არ უთქვამს უარი Qualcomm-ზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში მან დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა Intel-ისგან მობილური მოდემის ბიზნესის უმეტესი წილის შესაძენად. მიუხედავად იმისა, რომ Apple Qualcomm 5G მოდემებს ყველა iPhone-ში იყენებს 2020 წლიდან iPhone 12-ით დაწყებული - საკუთარი მოდემის შემუშავება გრძელდება. Apple იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მომავალი წლიდან iPhone 15 სმარტფონების 80%-ის საკუთარი 5G ჩიპებით აღჭურვას, Qualcomm-ს კი მხოლოდ 20% უნდა დარჩენოდა. ეს გეგმა ჯამში ვერ რეალიზდება. Qualcomm არ აპირებს შეეგუოს iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ასეთ მკვეთრ შემცირებას. მას აქვს რამდენიმე პატენტი, რაც Apple-ს საკუთარი მოდემების გამოშვების საშუალებას არ აძლევს (ეს მოდემები უნდა აწარმოოს TSMC-იმ გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რომელსაც კომპანია 4-ნანომეტრიანს უწოდებს). Apple-ს სურდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა Qualcomm-ის ეს ორი პატენტი, რომელიც მას წინ ეღობებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. Haitong International Securities-ის ანალიტიკოსი Jeff Pu წერს, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ჯერ კიდევ დაუანონსებელი Qualcomm Snapdragon X75 5G მოდემი 2024 წელს. მას TSMC აწარმოებს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. iPhone 14-ში ამჟამად გამოყენებულია Snapdragon X65 5G მოდემი. Snapdragon X70 5G უნდა შევიდეს iPhone 15-ის შემადგენლობაში მომავალ წელს და შემოგვთავაზებს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იგი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს უკეთესი დაფარვისთვის, მიღებული სიგნალების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, შეყოვნების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის 60%-ით გაზრდისთვის. დასაშვებია ვარაუდი, რომ საკუთარი მოდემების გამოშვებას Apple არ დაიწყებს 2025 წლამდე ან უფრო გვიან. ამას ხელს უწყობს Qualcomm-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები მისი მოდემების გაყიდვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, წერს Phonearena. https://tinyurl.com/42bd6wrm
  7. პორტალი VideoCardz აცხადებს აშშ-სა და ევროპაში ფლაგმანურ გრაფიკულ ამაჩქარებელ Radeon RX 6900 XT-ზე ფასების რეკორდული შემცირების შესახებ. ზოგიერთ მაღაზიაში ვიდეო დაფა შემოთავაზებულია 700 აშშ დოლარსა და 740 ევროზე ნაკლებად, რაც 1000 აშშ დოლარით/ევროთი ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Radeon RX 6900 XT-ს საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 21. დაფას აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება. ამერიკულ Amazon-ზე გრაფიკული ამაჩქარებლები XFX Radeon RX 6900 XT Speedster SWFT 319 და XFX Radeon RX 6900 XT Speedster MERC 319 შემოთავაზებულია 690 და 700 აშშ დოლარად, შესაბამისად. ჯერ კიდევ იანვარში ეს დაფები იყიდებოდა დაახლოებით 1700 აშშ დოლარით ძვირად. ფოტოს წყარო: Amazon ორივე დაფას აქვს ძალიან დიდი და ეფექტური გაგრილების სისტემა. ანალოგიური შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია ჩრდილოამერიკულ საცალო ქსელ Best Buy-ზე. Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის ფასის შემცირების დინამიკა აშშ-ში. ფოტოს წყარო: CamelCamelCamel ყველაზე მომგებიანი შემოთავაზება აქვს ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Newegg-ს. ამ პლატფორმაზე ASRock Radeon RX 6900 XT Phantom Gaming D 670 აშშ დოლარად იყიდება. ფოტოს წყარო: Newegg ევროპაში Radeon RX 6900 XT-ს ყიდვა შესაძლებელია 736 ევროდ - აცხადებს გერმანული ფასების აგრეგატორი Geizhals. გასულ სექტემბერს ვიდეო დაფა 250 ევროთი გაიაფდა. მიმდინარე წლის იანვარში იგი წარმოდგენილი იყო 1000 ევროთი უფრო ძვირად. Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის ფასის შემცირების დინამიკა ევროპაში. ფოტოს წყარო: Geizhals უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ფლაგმანური NVIDIA GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათის საერთაშორისო გაყიდვები, რომლის კონკურენტი AMD-ს ჯერ არ აქვს. Radeon გრაფიკული ბარათების ახალი სერია 3 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი. ამიტომ AMD-ის ერთადერთი გამოსავალი Radeon RX 7000 ვიდეო ბარათების გამოშვებამდე არის Radeon RX 6000-ის ჯერ კიდევ აქტუალური თაობის მოდელებზე ფასების შემცირება. https://tinyurl.com/mrxax7w7
  8. Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა უახლოეს მომავალში. იგი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ციფრული ოქრო კონკურენტებს გაუსწრებს. Bloomberg Cryptos Outlook-ის ახალი ანგარიშის მიხედვით წლის პირველ ნახევარში ძირითად აქტივებს შორის მხოლოდ ნედლეული საქონელი გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით ამას Bitcoin-ისთვის აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკურ ვარდნაში ციფრული ოქრო და Ethereum, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან აღემატებოდნენ ძირითად აქტივებს, განმარტავენ ექსპერტები. მაკგლოუნმა ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას „ძლიერი თანმხლები ქარი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ოქტომბერი იყო საუკეთესო თვე Bitcoin-ისთვის 2014 წლიდან. ანალიტიკოსი თვლის, რომ Ethereum-ის გადასვლა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე შეიძლება დაეხმაროს მას და პირველ კრიპტოვალუტას - გამყარდნენ 1000 და 20000 აშშ დოლარიან დონეებზე, შესაბამისად. მანამდე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა Bitcoin-ის ზრდის განახლების მთავარ ფაქტორად დაასახელა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უარი - აგრესიულად გაზარდოს განაკვეთები ინფლაციასთან საბრძოლველად. შეფახსენებთ, სექტემბერში ჯორჯ სოროსის ყოფილმა კოლეგამ ფონდ Quantum-ში, მილიარდერმა სტენლი დრაკენმილერმა ივარაუდა ციფრული აქტივების აღმასვლა ფიატზე დამყარებული ეკონომიკის კრახის ფონზე. https://tinyurl.com/ycxhhudn
  9. ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა გამოსულიყო RTX 4090 Ti, თუმცა NVIDIA-მ ჯერჯერობით დააანონსა მხოლოდ RTX 4090 და ორი ვერსიის RTX 4080. ინსაიდერი Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია RTX Titan სერიის ახალი წარმომადგენლის შესახებ, რომლის სახელწოდებაა RTX Titan Ada. ინსაიდერი აცხადებს, რომ RTX Titan Ada შესაძლოა იყოს RTX 4090 Ti. ამასთან, მისი თქმით, საწარმოო წყაროები ასევე მიაკუთვნებენ ჯერ გამოსასვლელ მოდელს Titan-ის სერიას და არა - RTX 4090 Ti-ს. წყაროებზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამბობს, რომ RTX Titan Ada-ს TDP-ის დონეა 600-დან 700 ვატამდე და არა - 800-100 ვატი, როგორც უფრო ადრეული ცნობები მოწმობდა. გარდა ამისა, დაფაში გამოყენებულია გრაფიკულ პროცესორ AD102-ის სრული კონფიგურაცია და აქვს ორი 16-პინიანი კვების კონექტორი. სავარაუდოდ, ახალი RTX Titan ოთხსლოტიანია, რის გამოც RTX 4090-იც კი მასთან შედარებით საკმაოდ მცირედ გამოიყურება. საყოველთაო აზრით, იგი იმდენად დიდია, რომ დეველოპერებმა ტესტირების დროს ვიდეო ბარათს დაუკავშირეს დედა დაფა და არა პირიქით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, NVIDIA-ს დრო სჭირდება, რათა დაასრულოს RTX Titan-ზე მუშაობა, ამჟამად ეს პროექტი გადავადებულია. იმავე წყაროზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ ტესტირების დროს სერიოზული პრობლემები გამოჩნდა როგორც თავად ვიდეო დაფის, ისე კვების ბლოკის გადახურებასთან დაკავშირებით. ინსაიდერი ამბობს, რომ თუ NVIDIA ნამდვილად გამოუშვებს Titan ვიდეო ბარათს, ეს მოხდება მხოლოდ GDDR6 (სიჩქარე 27 გბ/წმ) ან GDDR7 მეხსიერების გამოსვლის შემდეგ. ისევე, როგორც RTX 4070-ის შემთხვევაში, RTX Titan Ada ან RTX 4090 Ti დაფის გამოსვლის თარიღი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ AMD ახალ RDNA 3 არქიტექტურას წარადგენს. Moore's Law Is Dead ვარაუდობს, რომ NVIDIA-მ შეიძლება გამოუშვას უფრო მძლავრი ბარათი AD102-ს ბაზაზე 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში, თუკი ფლაგმანი AMD Radeon RX 7000 შეძლებს RTX 4090-სთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას. https://tinyurl.com/4brre8y7
  10. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ASUS ამზადებს კომპაქტურ კომპიუტერებს მაღალი წარმადობის AMD Ryzen 6000 პროცესორების ბაზაზე, ჯერ კიდევ სექტემბერში გავრცელდა. რესურს Liliputing-ისა და Guru3D-ის თანახმად ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანია მზადაა ახალ სერია ExpertCenter PN53-ის მოწყობილობების გამოსაშვებად. კომპიუტერები უკვე გამოჩნდა ASUS-ის კატალოგში შესაბამის მახასიათებლებთან ერთად: ExpertCenter PN53-ის ზომაა მხოლოდ 120×130×58 მმ, წონა - დაახლოებით 900 გრამი, თუმცა მინიატურულ კორპუსში დაუჯერებელი წარმადობა იმალება. წყარო: ASUS საუკეთესო კონფიგურაციაში წარმოდგენილია 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი განბლოკილი პროცესორი AMD Ryzen 9 6900HX ინტეგრირებული გრაფიკით Radeon 680M, შესაძლებელია 32 გბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების დაყენება ორი SO-DIMM მოდულით. ასევე ხელმისაწვდომია AMD Ryzen 7 6800H, რომელიც ფლაგმანისგან ძირითადად განსხვავდება დაბლოკილი მამრავლებითა და შედარებით დაბალი სიხშირეებით, აგრეთვე Ryzen 5 6600H – 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ვარიანტი Radeon 660M გრაფიკით. წყარო: ASUS ასევე ხელმისაწვდომია M.2 2280 ფორმატის ორი სლოტი 2-2 ტბ მოცულობის NVMe PCIe Gen4 x4-ის დაყენების შესაძლებლობით, მხარდაჭერილია 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენების შესაძლებლობა და USB4 Type-C პორტები DisplayPort 1.4-ის მხარდაჭერით, რომელთაგან ერთ-ერთი, სხვა ფუნქციებთან ერთად, კვების მიწოდებასაც უზრუნველყოფს. კონფიგურაციის შესაბამისად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება WiFi 6 / BT 5 ან WiFi 6E / BT 5 ქსელის ბარათი. რაც ასევე საინტერესოა, კომპიუტერებში წარმოდგენილია თვითწმენდის ფუნქციის მქონე აქტიური გაგრილების სისტემა. სარეკომენდაციო ფასები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/5fyp5dp4
  11. სექტემბერში ზოგიერთი Onchain-მეტრიკა მიუთითებდა ბაზარზე პესიმიზმის გავრცელებასა და დათვური ფაზის გაგრძელებაზე, ჩანს ForkLog-ის ანგარიშიდან. სექტემბერში ინდიკატორი Puell Multiple პერიოდულად შედიოდა და გადიოდა ჭარბი ყიდვის ზონიდან. ინდიკატორის ეს ქცევა მიუთითებს ბაზრის ვარდნის ფაზის დასრულების მკაფიო სიგნალის არარსებობაზე. ინდიკატორ Puell Multiple-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. ინდიკატორი MVRV Z-score უმეტესად მწვანე ზონაში რჩებოდა, რაც ბაზარზე პესიმიზმის შენარჩუნებას მოწმობს. ამავე დროს ტენდენცია მიუთითებს გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტების შესყიდვის პოტენციურად ხელსაყრელ პერიოდზე. ინდიკატორ MVRV Z-score-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. სექტემბერში Onchain-ინსტრუმენტ aSOPR-მა (7 MA) ვერც ერთხელ მოახერხა ნიშნული 1-ის გადალახვა, რაც მიუთითებს დათვური განწყობის არსებობასა და იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეების უმეტესობა ზარალს განიცდის. ინდიკატორ aSOPR-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. Glassnode-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს „Bitcoin-სიმდიდრის" პროპორციის შემცირება, რომელიც კონცენტრირებულია შედარებით აქტიური მოკლევადიანი ინვესტორების ხელში. მათი აზრით ჰოდლერები რჩებიან თავიანთი სტრატეგიის ერთგულნი და უარს ამბობენ რაიმე მნიშვნელოვანი მასშტაბის პოზიციებზე გასვლაზე. შეგახსენებთ, კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის ხელმძღვანელ მაიკ ნოვოგრაცის თქმით Bitcoin განაახლებს ზრდას, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა უარს იტყვის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად განაკვეთების აგრესიულად გაზრდაზე. ივლისში Grayscale Investments-ის ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ ბაზრის დაცემის ფაზა გაგრძელდება 2023 წლის მარტამდე https://tinyurl.com/2p8rb5bx
  12. როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე თვეში მოხდება კომპანია SpaceX-ის სუპერმძიმე რაკერა Falcon Heavy-ს გაშვება. Falcon Heavy-ს კოსმოსში ბოლო ფრენიდან სამ წელიწადზე მეტი გავიდა. თავდაპირველად ახალი მისია დაგეგმილი იყო 2020 წლის ბოლოსთვის, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო გაშვება რამდენჯერმე გადაიდო. ფოტოს წყარო: SpaceX მისია USSF 44, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ კლასიფიცირებულია საიდუმლოდ, 28 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. Falcon Heavy-ს გაშვება შედგება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის ძველ პლატფორმა 39-A-დან. „ხსენებული მისიისას ბორტზე წარმოდგენილი იქნება ორი სასარგებლო ტვირთი - დიდი ზომის უცნობი, დაუდასტურებელი თანამგზავრი სახელად TETRA-1, - მითითებულია პენტაგონის განცხადებაში YouTube-ის ერთ-ერთ არხზე. - TETRA-1 გეოსტაციონარული თანაგზავრების პროტოტიპების სერიიდან პირველია, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაუშვებს და იგი შეამოწმებს სისტემურ პროცედურებს მომავალი თანამგზავრებისთვის." აგვისტოში აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა Falcon Heavy-ს სერტიფიკატი მიანიჭეს ზესაიდუმლო თანამგზავრი-ჯაშუშების გაშვებისთვის. როგორც ჩანს, „უცნობი“ კოსმოსური აპარატი, რომელიც კოსმოსში გაიგზავნება Falcon Heavy-ს მეშვეობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის თანამგზავრია. Falcon Heavy-ის მეშვეობით შესაძლებელია 63.8 ტონამდე ტვირთის წაღება დედამიწის ახლო ორბიტაზე. ჯერჯერობით განხორციელებულია მხოლოდ სამი გაშვება, მათ შორის იყო სატესტო ფრენა, რომელშიც სასარგებლო ტვირთის სახით გამოიყენეს ილონ მასკის კუთვნილი ელექტრომობილი Tesla Roadster. Falcon Heavy-ის გაშვების ზუსტი დრო ჯერ არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/3sxz8wwk
  13. მწარმოებელი კომპანიები, როგორც წესი, არ აჩვენებენ თავიანთი პროდუქტების ადრეულ პროტოტიპებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. პოპულარულ YouTube-არხ Gamers Nexus-ზე NVIDIA-ს ინჟინერმა Malcom Gutenburg-მა, რომელიც ვიდეო დაფების გაგრილების სისტემებთან დაკავშირებული საკითხებითაა დაკავებული, გააზიარა რამდენიმე საინტერესო დეტალი ახალ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის შესახებ. ფოტოს წყარო: Gamers Nexus კერძოდ, გუტენბერგმა ისაუბრა GeForce RTX 4090 გრაფიკული ამაჩქარებლის გაგრილების სისტემის მახასიათებლებზე და ასევე აჩვენა გაგრილების სისტემების ადრეული პროტოტიპები, რომლებიც NVIDIA-მ დააპროექტა ამ ვიდეო ბარათისთვის. NVIDIA-ს ინჟინერმა წარადგინა ეტალონურ ვერსია GeForce RTX 4090 Founders Edition-ის დაჭრილი რადიატორი. წინა თაობის ფლაგმან GeForce RTX 3090-თან შედარებით ახალ ვიდეო დაფაში შეიცვალა ამაორთქლებელი კამერის კონსტრუქცია. იგი გახდა უფრო განიერი, რის ხარჯზე გაიზარდა გრაფიკულ პროცესორთან კონტაქტის ფართობი. ცვლილებები შეეხო ახალი ფლაგმანის გაგრილების სისტემის რადიატორსაც. კერძოდ, კომპანიის ინჟინრებმა გაზარდეს მისი ფრთების სიმაღლე სითბოს გატარების არეალის გაზრდის მიზნით. ინჟინერმა ასევე წარადგინა რადიატორის იმ ნაწილების ადრეული პროტოტიპები, რომლებშიც ქულერები მონტაჟდება. ეს პროტოტიპები გამოყენებულ იქნა ჰაერის ნაკადის და ხმაურის დონის მონაცემებზე დამყარებული გაგრილების სისტემის შესაქმნელად. ადრე NVIDIA-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა ქულერების ბევრნაირი მოდელი GeForce RTX 4090-ში გამოყენებისთვის, თუმცა საბოლოოდ შეარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ახალი ქულერი უფრო დიდია GeForce RTX 3090-თან შედარებით. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ ჰაერის ნაკადის გაზრდის მიზნით, არამედ გაგრილების სისტემის აკუსტიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად - მისი ხმაურის დონის შესამცირებლად. Gamers Nexus-ის ვიდეოში ასევე ნაჩვენებია GeForce RTX 4090-ის დაფა გრაფიკული პროცესორით Ada Lovelace AD102 და სხვა ელემენტებით. შეგახსენებთ, GeForce RTX 4090 ვიდეო დაფის გაყიდვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3up5frrf
  14. ოქროსა და მისი ციფრული ანალოგის ფასის კორელაციის კოეფიციენტმა 0.3-ს გადააჭარბა. Kaiko-ს ახალი კვლევის მიხედვით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი -0.3-დან 0.2-მდე მერყეობდა. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოქრომ ვერ დაადასტურა უსაფრთხო აქტივი-თავშესაფრის სტატუსი ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. დოლარის გამყარების გამო ძვირფასი ლითონის კორელაცია Bitcoin-თან გაიზარდა. სიტუაციის ცვლილებაზე ირიბად შეიძლება გავლენა იქონიოს გაერთიანებული სამეფოს ვალის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ. ოცდაათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ნახტომი მაქსიმუმ 2002 წლიდან 5%-მდე შეიცვალა შემცირებით ინგლისის ბანკის მიერ აქტივების ყიდვის პროგრამის დროებითი რაუნდის დაწყების ფონზე. „შედეგად ამ მომენტისთვის სიტუაცია ჩაწყნარებულია, თუმცა იზრდება „გლობალური დაინფიცირებისა“ და „რისკებისგან სამომავლო თავის არიდების“ საფრთხეები“ - განაცხადეს სპეციალისტებმა. წყარო: Kaiko. ვალის ბაზრების დესტაბილიზაციისა და ბრიტანული ფუნტისა და ევროს დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურების ფონზე მკვეთრად გაიზარდა ციფრული აქტივების შესყიდვები მითეთებული ფიატური ვალუტებით. 21 სექტემბერს Bitcoin მკვეთრი კორექტირებით გამოეხმაურა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის ზრდას. https://tinyurl.com/yc7npdue
  15. დიდი ალბათობით შემდეგი თაობის iPhone-ში წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტი დამუხტვისთვის. ამის მიზეზი ევროკავშირში მიღებული კანონი იქნება, რომელიც მოითხოვს ევროკავშირში გაყიდული სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა ელექტრონიკის ექსკლუზიურად USB Type-C პორტებით აღჭურვას. რეგიონში ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით Apple-ს მოუწევს დათმობებზე წასვლა და Lightning-ზე უარის თქმა. ფოტოს წყარო: Solen Feyissa/unsplash.com კანონი ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა და 2024 წლის ბოლომდე ერთიან დამტენზე გადასვლას მოითხოვს. CCS Insight-ის უფროს ანალიტიკოს ბენ ვუდის (Ben Wood) თქმით Apple-ს მოუწევს აუცილებლად გადასვლა USB Type-С-ზე iPhone 15-ში. ექსპერტის პროგნოზით, რადგანაც ინტერფეისი უკვე ჩანაცვლდა MacBook-სა და iPad Pro-ში, გადასვლის პროცესი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. iPhone 14-ში დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, უფრო მასშტაბური ცვლილებები, სავარაუდოდ, iPhone 15-ში იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ოპტიმალური დრო ახალი პორტის დანერგვისთვის. ჯერ კიდევ მაისში Bloomberg-მა განაცხადა, რომ დაიწყო iPhone-ის ტესტირება USB Type-C პორტით, თუმცა წყაროებმა აღნიშნეს,რომ სიახლე 2023 წელზე ადრე არ გამოჩნდება. IDC თვლის, რომ თუ 2023 წელს Apple გადავა USB Type-C-ზე ევროპისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი გადავა ახალ ტიპის დამტენზე სხვა რეგიონებში - თუ კომპანიები არ ჩათვლიან, რომ პროპრიეტარულ დამტენებსა და აქსესუარებს არ მოაქვთ მეტად დიდი შემოსავალი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Apple რეალურად უკვე ემზადება გადასვლისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ევროპული კანონი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ დამუხტვის სხვადასხვა სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს ნარჩენების დონის ზრდას და ინოვაციები საშუალებას მისცემს მომხმარებლებს -არ შეიძინონ ახალი დამტენი ყოველ ახალ სმარტფონთან ერთად. ვუდის თქმით საუბარი ეხება „საღი აზრის გამარჯვებას“. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის გულშემატკივრებს აქვთ მოწყობილობების დიდი რაოდენობა, რომლებიც Lightning კონექტორის გამოყენებით იმუხტება, USB Type-C-ის ფართო მასშტაბის გათვალისწინებით Apple-ის მიერ ამ სტანდარტის გამოყენებას დიდი აზრი აქვს. https://tinyurl.com/246ajp79
  16. გაიმართა Made by Google 2022 ღონისძიება, რომლის ფარგლებში IT გიგანტმა ახალი მოწყობილობები წარადგინა. სხვა პროდუქტებთან ერთად ფართო საზოგადოებამ გაიცნო Pixel 7 და Pixel 7 Pro, კომპანიის ახალი სმარტფონები, რომლებიც დაფუძნებულია Tensor G2 აპარატულ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: Google Pixel 7-ისა და Pixel 7 Pro-ის დიზაინი პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე გამოვლინდა, ამიტომ Google-ის ახალი სმარტფონების იერსახე მოულოდნელობა არ ყოფილა. ორივე მოწყობილობას აქვს გადამუშავებული ალუმინის კორპუსი და ნაცნობი დიზაინი მასიური მთავარი კამერით უკანა პანელზე. გარეგნულად Pixel 7 Pro გამოიყურება უფრო პრემიალურად და პრიალაა, ხოლო Pixel 7-ის შემთხვევაში ჭარბობს მქრქალი ზედაპირები. დღესღეობით Pixel 7 Pro არის Google-ის ყველაზე მოწინავე სმარტფონი. მას აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 3120 × 1140 პიქსელი და განახლების სიხშირით 120 ჰერცი. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus-ით. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია 10.8-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30fps სიჩქარით და 1080p - 60fps-ით. მოწყობილობის მთავარი კამერა აერთიანებს 50-მეგაპიქსელიან და 48-მეგაპიქსელიან სენსორებს, ასევე 12-მეგაპიქსელიან ულტრაფართოკუთხიან მოდულს. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში და 1080p - 240 კადრი წამში. Pixel 7-ს აქვს 6.3-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 2400 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. იგი ოდნავ კომპაქტურია გასული წლის Pixel 6-თან შედარებით, რომელშიც 6.4-დუიმიანი დისპლეია გამოყენებული. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეის იცავს Corning Gorilla Glass Victus. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 10.8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს და მოიცავს 50-მეგაპიქსელიან და 12-მეგაპიქსელიან სუპერფართოკუთხიან მოდულებს. Google-ის ახალ სმარტფონებს აპარატულ პლატფორმად უდევს 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Tensor G2. მასში შედის ორი ბირთვი Cortex-X1 (2.85 გჰც), ორი Cortex-A76 (2.35 გჰც) და ოთხი Cortex-A55 (1.8 გჰც). კომპანიის მონაცემებით პროცესორი მანქანური სწავლების ამოცანებს ასრულებს 60%-ით სწრაფად და 20%-ით უფრო ეფექტურად წინამორბედთან შედარებით. ახალი სმარტფონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩიპი Titan M2. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G710 MC10. უფროსი მოდელი Pixel 7 Pro ხელმისაწვდომი იქნება 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და UFS 3.1 ფორმატის 128, 256 ან 512 გბ ფლეშ-მოდულით, შედარებით ხელმისაწვდომ Pixel 7-ს აქვს 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ მუდმივი მეხსიერება. Pixel 7 Pro-ს ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 23-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Pixel 7-ის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 21-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ენერგიის შევსებისთვის ორივე მოწყობილობაში გამოიყენება ინტერფეისი USB Type-C. Pixel 7 და Pixel 7 Pro სმარტფონები მუშაობენ პროგრამულ პლატფორმა Android 13-ზე, ხელმისაწვდომი იქნება მოდელები სხვადასხვა ფერის კორპუსებით. Pixel 7-ის ფასი იწყება 600 აშშ დოლარიდან, Pixel 7 Pro ვერსიისა კი - 900 აშშ დოლარიდან. ორივე მიწოდება ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის, მიწოდება კი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3an3re65
  17. აგვისტოს შედეგების მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 551 მლნ აშშ დოლარი. წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა 19%-ით. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მილიონ აშშ დოლარში. წყარო: ForkLog. ასევე შემცირდა ტრანზაქციის საკომისიოს შემოსავალი 10 მლნ აშშ დოლარიდან 9 მლნ აშშ დოლარამდე, თუმცა მათი ჯამური წილი თვეში 1.41%-დან 1.63%-მდე გაიზარდა. შემოსავლების შემცირება მოხდა ჰეშრეითის ზომიერი ზრდის ფონზე (+3.6%) და მაინინგის შედარებით მაღალი სირთულის შენარჩუნების ფონზე. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს შემცირდა 2.14%-ით - 21 ივლისის შემდეგ პირველად დააფიქსირა უარყოფითი ტენდენცია. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა, EH/s. წყარო: ForkLog. Bitcoin-ის ფასის სტაგნაციასთან ერთად ამან გამოიწვია ჰეშის ფასის შემცირება 2020 წლის ივლისის დონემდე. იმ დროს ციფრული ოქროს ფასი 10000 აშშ დოლარზე დაბალი იყო. Bitcoin-ის ჰეშ-ფრაისის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: ForkLog. ამ ფაქტორმა ფინანსების ირაციონალურ მართვასა და ზედმეტად აგრესიულ ინვესტიციებთან ერთად ზარალი მიაყენა ბევრ საჯარო მაინინგ კომპანიას. Foundry USA-მ გაიმყარა ლიდერობა Bitcoin-ის უმსხვილეს პულებს შორის - მისმა წილმა მთლიან ჰეშრეითში 25%-ს გადააჭარბა. AntPool-მა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი პოზიციები ბაზარზე ერთი თვის განმავლობაში - 15.4%-დან 17.8%-მდე. F2Pool-ის წილი სექტემბერში 15.1%-დან 16.3%-მდე გაიზარდა, ხოლო Binance Pool-ისა - 9.8%-დან 12.1%-მდე. Poolin-ის წილი მთლიან ჰეშრეითში 10.2%-დან 5.3%-მდე დაეცა, რადგან კომპანიამ აღიარა ლიკვიდობის პრობლემები გასულ თვეში და შემდეგ გამოაქვეყნა გეგმა თანხების გატანის განახლების შესახებ. უმსხვილესი Bitcoin-პულები. წყარო: BTC.com 01.10.2022-ის მდგომარეობით Ethereum-ის Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმზე მიგრაციის შემდეგ ქსელის ჰეშრეითი, ისევე როგორც მაინერების შემოსავალი, ნულამდე დაეცა. თვის განმავლობაში Ethereum-ტრანზაქციებზე საკომისიოს საშუალო ღირებულება 40%-ით შემცირდა - 1.97 აშშ დოლარამდე. თუმცა Bitcoin-ის შესაბამისი მაჩვენებელი, რომელიც მთელი სექტემბრის განმავლობაში 1 აშშ დოლარის ნიშნულზე რჩებოდა, თითქმის ორჯერ დაბალია. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: ForkLog. Ethereum-ის PoS-ზე გადასვლასთან ერთად კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მაინერებმა დაიწყეს სხვა ქსელებზე გადასვლა. მონეტებმა, როგორებიცაა Ethereum Classic (ETC), ისევე როგორც Ravencoin (RVN), Ergo (ERGO) ან Beam (BEAM) დააფიქსირეს ჰეშრეითის მკვეთრი მატება. თვის ბოლოსთვის მათმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყო. ETC-ის გამოთვლითი სიმძლავრე დაეცა 147 TH/s-მდე, მისი მაქსიმალური მაჩვენებელი დაახლოებით 300 TH/s-მდე იყო. ყველაზე დიდი ETHW PoW ფორკის ჰეშრეითი 1 ოქტომბერს იყო 48 TH/s. Ethereum-ის ქსელში განახლების წინა დღეს სიმძლავრეებმა განაგრძო დაახლოებით 750 TH/წმ-ზე მუშაობა. https://tinyurl.com/2an2jbe4
  18. კომპანია Samsung-მა გააზიარა ნახევრადგამტარი წარმოების ახალი სამოქმედო გეგმა არსებული 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიიდან 2-ნანომეტრიანი მასობრივი წარმოების გავლით 1.4-ნანომეტრიან ტექნოპროცესამდე. სამხრეთკორეული გიგანტის განცხადებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადაიდგმება. ზაფხულში Samsung-მა დაიწყო 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოება თავის უახლეს ქარხნებში, რაც საინტერესო განვითარება იყო ნახევრადგამტარი ინდუსტრიისთვის. კონკურენტი TSMC მალე უნდა დაეწიოს, თუმცა N3-ის მასობრივი წარმოების შესახებ ჯერ არ გვსმენია. ტრანზისტორების ტექნოლოგია Gate-all-round-ზე (GAA) გადასვლა კიდევ ერთი უპირატესობაა, რომლითაც Samsung სარგებლობს, როგორც პირველი ავტორი. ითვლებოდა, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება შეეფერხებინა გადასვლა 5-ნანომეტრიანიდან 3-ნანომეტრიან მასობრივ წარმოებაზე, მაგრამ Samsung-ის ინჟინრებმა შეძლეს ამ ტექნიკური დაბრკოლების გადალახვა. TSMC-ს, Intel-ს და სხვა კომპანიებს ჯერ კიდევ მოუწევთ მუშაობა, რათა უარი თქვან FinFET ტრანზისტორებზე, მათ უნდა გამოიყენონ GAA ტექნოლოგია სიმძლავრისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. TSMC-ის მსგავსად Samsung-ს გააჩნია მომხმარებელთა ფართო ბაზა, რაც ეხმარება მას თავდაჯერებული იყოს მოთხოვნის კლების პირობებში. თუმცა ნახევრადგამტარების ქარხნები კვლავაც სარგებლობენ დიდი მოთხოვით ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა მაღალი ხარისხის გამოთვლები (HPC), ხელოვნური ინტელექტი (AI), 5/6G კომუნიკაციები და მანქანათმშენებლობა. Samsung გონივრულად უფრთხის ბიზნესის იმ მიმართულებებში ვარდნას, რის წინაშეც იმყოფებიან სხვა კომპანიები. ამიტომ განიხილა ოპერატიული გეგმა ახალი საწარმოო სიმძლავრეების მოსამზადებლად „უპირველეს ყოვლისა“. მასში ნათქვამია, რომ 2027 წლისთვის იგი გაასამმაგებს თავისი მოწინავე საწარმოო კვანძების სიმძლავრეს, ასევე გააგრძელებს დამატებითი სიმძლავრეების წინასწარ მომზადებას ცარიელი შენობების სახით, რომლებიც მზად იქნება მოთხოვნის ზრდისთვის სპეკულაციური ინვესტიციების მინიმიზაციის პირობებში. მზადება დაიწყება ტეხასის შტატში, ტეილორში, 18 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნახევრადგამტარი პროდუქციის საწარმოო ახალი ქარხნის ადგილზე. https://tinyurl.com/4da7v3z4
  19. კომპანია Intel-მა განაახლა Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათების სისტემური მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა. თავდაპირველად მითითებული იყო მხოლოდ Intel-ის პროცესორების გამოყენების აუცილებლობა, თანაც Core 10 სერიაზე (Comet Lake) ძველის არა. ამჟამად კი თავსებად პროცესორებში უკვე მითითებულია AMD Ryzen 3000 და Ryzen 5000. ფოტოს წყარო: VideoCardz ადრე Intel-მა განაცხადა, რომ მაქსიმალური წარმადობისთვის Arc Alchemist-ს სისტემისგან სჭირდება ტექნოლოგია Resizable BAR-ის მხარდაჭერა, რაც ტესტებმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ Resizable BAR (ReBAR) ცენტრალურ პროცესორს წვდომას უხსნის ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერების ყველა სტეკზე. ვიდეო დაფების ახალ სისტემურ მოთხოვნებში Intel კვლავ მოითხოვს, რომ პერსონალურ კომპიუტერს ჰქონდეს ReBAR-ის მხარდაჭერა. ახალი ვიდეო დაფები არ არის განკუთვნილი ძველ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Arc Alchemist-ის მუშაობისთვის ასევე აუცილებელია Windows 10 20H2 ან Windows 11 ოპერაციული სისტემების გამოყენება. Windows 7თან Intel-ის ვიდეო დაფები არ იმუშავებს - ამ ოპერაციული სისტემისთვის დრაივერები არ არსებობს. როგორც პორტალი VideoCardz წერს, Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს თავისი გრაფიკული ბარათების ოპტიმიზაციას ReBAR-ის მხარდაჭერის გარეშე არსებულ სისტემებში გამოსაყენებლად. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათები გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს. მათი გამოშვება დაგეგმილია 12 ოქტომბერს. https://tinyurl.com/yc4hheds
  20. საგადახდო ქსელი Mastercard აამოქმედებს ინსტრუმენტ Crypto Secure-ს. იგი ბანკებს საშუალებას მისცემს ამოიცნონ და შეაჩერონ ტრანზაქციები კრიპტობირჟებიდან, რომლებიც ექვემდებარება თაღლითურ პრაქტიკას, წერს CNBC. Crypto Secure შეიქმნა CipherTrace-ის გუნდის მიერ, რომელიც Mastercard-ის ნაწილი 2021 წელს გახდა. პროგრამული უზრუნველყოფა იყენებს ხელოვნური ინტელექტის "რთულ" ალგორითმებს, მონაცემებს ბლოკჩეინიდან და სხვა წყაროებიდან. მომხმარებლებს წარედგინებათ დაფა კონკრეტული ტრანზაქციის რისკის რეიტინგებით. დამტკიცება/უარის გადაწყვეტილებას იღებს საგადახდო ქსელის პარტნიორი. Mastercard მსგავს ტექნოლოგიას იყენებს ფიატით განხორციელებულ ოპერაციებში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად. Mastercard-ის კიბერუსაფრთხოების პრეზიდენტმა Ajay Bhalla-მ უარი თქვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ ზუსტი მონაცემების გამჟღავნებაზე. მან აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა წუთში უკვე "ათასობითაა". ადრე Visa-მ განაცხადა, რომ გადახდის სისტემაზე დამყარებული კრიპტო ბარათების მომხმარებლებმა 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 2.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქცია განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Visa-მ მონაწილეობა მიიღო პლატფორმის 51.5 მლნ აშშ დოლარიან დაფინანსების რაუნდში თაღლითობის გამოვლენის მიზნით. Chainalysis-ის მონაცემებით 2021 წელს კრიპტოვალუტებით ამ ტიპის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობამ 14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. https://tinyurl.com/t6k4jm47
  21. შედგა Xiaomi 12T და Xiaomi 12T Pro სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია. ფლაგმანური მოდელი გახდა ჩინური კომპანიის პირველი მოწყობილობა უზარმაზარი 1-დუიმიანი 200-მეგაპიქსელიანი კამერით. მასში წარმოდგენილია მაღალი წარმადობის პლატფორმა SD 8+ Gen 1 და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 12T Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 20:9. მხარდაჭერილია კადრის სიხშირის ადაპტური განახლება: პანელს შეუძლია იმუშაოს 120 ჰერც სიხშირეზე ან ავტომატურად შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი 30, 60, 90 და 120-ჰერციანი ვარიანტებიდან. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 900 კდ/მ²-ს, უზრუნველყოფილია ფერთა გადმოცემის მაღალი ხარისხი. მექანიკური დაზიანებებისგან ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass 5-ით. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია პატარა ჭრილი და მასში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებულია დისპლეიში. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს. იგი აგებულია 200-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HP1 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.22 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). კონსტრუქციაში გათვალისწინებული არ არის ტელეობიექტივი, თუმცა მაღალი გაფართოების სენსორზე მხარდაჭერილია ორმაგი ციფრული ზუმი და შესაძლებელია 8K ფორმატის ვიდეოგადაღება. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, ავტოფოკუსირება თვალების განთავსების მიხედვით და სხვა შესაძლებლობები. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა. Xiaomi 12T Pro-ს წარმადობაზე პასუხისმგებელია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. კონფიგურაციის მიხედვით წარმოდგენილია 8 ან 12 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 128 ან 256 გბ UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში (5G), აგრეთვე ორი SIM-ბარათის დაყენება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით (შესაბამისი კვების ბლოკი შედის შეფუთვაში). არსებული ცნობების თანახმად 100%-მდე დამუხტვას 19 წუთი სჭირდება. სმარტფონში წარმოდგენილია Harman Kardon-ის სტერეოდინამიკები ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები. ზოგიერთ რეგიონში სმარტფონში მოცემული იქნება NFC ჩიპი. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით MIUI 13. Xiaomi 12T Pro-ს გაყიდვა 13 ოქტომბერს დაიწყება. 8/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსია გაიყიდება 750 ევროდ, 8/256 გბ მოდელი - 800 ევროდ, ხოლო 12/256 გბ ვარიანტი - 850 ევროდ. რაც შეეხება შედარებით ხელმისაწვდომ Xiaomi 12T-ს, მას აქვს ასევე 6.67-დუიმიანი დისპლეი, თუმცა Dolby Vision-ის გარეშე, აგრეთვე აქვს ფლაგმანური მოდელის ანალოგიური ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა აგებულია 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.67 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, თუმცა სენსორს არ შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა. სმარტფონს საფუძვლად უდევს 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8100-Ultra (ოთხი Cortex-A78 ბირთვი 2.85 გჰც სიხშირით და ოთხი Cortex-A55 ბირთვი 2.0 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G6510 MC6. სმარტფონს აქვს 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მოდული 128 ან 256 გბ მოცულობით, მოდიფიკაციის შესაბამისად. Xiaomi 12T-საც აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Xiaomi 12T-ს მიწოდება დაიწყება 13 ოქტომბერს. 8/128 გბ ვერსიის ფასია 600 ევრო, 8/256 გბ ვერსიისა - 650 ევრო. https://tinyurl.com/6xthss2m
  22. Cyberpunk 2077-ისთვის განკუთვნილმა განახლება Edgerunners-მა ხელი შეუწყო ერთი შეხედვით მკვდარი franchise-ის გამოცოცხლებას. თუმცა CD Projekt Red-მა დაადასტურა, რომ ყველა პლატფორმაზე თამაშის 20 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. სტუდიამ ასევე გამოიყენა შესაძლებლობა - ესაუბრა მომავალ პროექტებზე, მათ შორის ადრე დაანონსებულ Cyberpunk 2077 Phantom Liberty DLC-ზე, Cyberpunk 2077-ის გაგრძელებაზე სახელწოდებით Project Orion, Witcher-ის ახალ თამაშებსა და სრულიად ახალ პროექტზე. Project Orion ჯერ კიდევ შემუშავების მეტად ადრეულ სტადიაზეა და უახლოეს დროში ვერ ვიხილავთ. Project Sirius - ეს არის თამაში Witcher-ის სამყაროდან. მას ქმნის The Molasses Flood და მასზე მუშაობს 60 ადამიანისგან შემდგარი გუნდი. Project Polaris იქნება Witcher 3-ის გაგრძელება Unreal Engine 5-ის ბაზაზე, რომელზეც CD Project Red-ის 150-ზე მეტი წევრი მუშაობს. იგი მოიცავს თამაშებს - Witcher 4, 5 და 6 და ისინი ექვსი წლი განმავლობაში უნდა იყოს მზად, რაც საეჭვოდ გამოიყურება. და ბოლოს, არსებობს პროექტი Canis Majoris, როლური თამაში ღია სამყაროთი, რომელშიც მოქმედება Witcher-ის სამყაროში მიმდინარეობს. მასზე მუშაობს მესამე მხარის სტუდია გუნდთან ერთად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თამაშების ამ სერიის შემუშავებაში. ასევე დამუშავების პროცესშია სრულიად ახალი Franchise სახელწოდებით Project Hadar. CD Project Red გეგმავს მის ნულიდან განვითარებას. მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, მეტი ინფორმაციის გავრცელება უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ყველა ზემოთხსენებული თამაში მოიცავს მრავალმოთამაშიან რეჟიმს. სასიამოვნოა მოსმენა, რომ CD Projekt Red ღიად საუბრობს სამომავლო პროექტებზე, თუმცა Cyberpunk 2077-ის გამოშვების ჩავარდნა კვლავ არ აძლევს მოსვენებას კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს. შესაძლოა, Witcher-ის ახალი სერიები დაეხმაროს კომპანიას რეპუტაციის აღდგენაში. კარგი იქნება, თუ Cyberpunk 2077-ის გაგრძელება გარდაიქმნება როლურ თამაშად სამზე მეტი დასასრულით და დაემატება ფუნქციები, რაც თავდაპირველ თამაშს არ გააჩნდა. https://tinyurl.com/bdhpansd
  23. აშშ-ში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ამჟამინდელი მარეგულირებელი ჩარჩო ძალიან ვრცელია და ხელს უშლის ინოვაციებს. ეს მოსაზრება Decrypt-თან ინტერვიუში CFTC-ის ყოფილმა კომისარმა ბრაიან კვინტენცმა გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ესმის ინდუსტრიის მონაწილეების უკმაყოფილება SEC-ის ზედამხედველობის გამო ისევე, როგორც მათი იმედების CFTC-ისგან განსხვავებული პოლიტიკის მიმართ. „ვფიქრობ, კრიპტო ეკოსისტემას სურს წესები, რომლებიც შესაფერისია მიზნისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციის სრული პოტენციალის გამოვლენას. ამას SEC-ისგან ვერ მიიღებთ“, - განაცხადა ყოფილმა თანამდებობის პირმა. CFTC-ში ყოფნის დროს კვინტენცი აკონტროლებდა Bitcoin-ფიუჩერსების ლისტინგს, ციფრული აქტივების შენახვას ტრადიციულ კლირინგ-ინფრასტრუქტურაში, ტოკენიზირებული საქონლის შექმნას და DeFi-ს ზრდას. იგი ამჟამად მუშაობს პარტნიორ მრჩევლად ვენჩურული კაპიტალის კომპანია Andreessen Horowitz-ში. მისი თქმით ზოგიერთმა მარეგულირებელმა კრიპტოინოვაციების მიმართ მოუქნელი მიდგომა მიიღო ნაცვლად იმისა, რომ გზა გაეხსნა მათი ფართოდ მიღებისთვის. „SEC რომ სერიოზული იყოს, ის არ დაუშვებდა, რომ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ჩარჩოს საფრთხე შეექმნა მთელი ეკოსისტემისთვის“, - აღნიშნა კვინტენცმა. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტების ფასიან ქაღალდებად მარკირება ბადებს უამრავ კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებმა შეასრულონ „შთამბეჭდავი ვალდებულებები იმ მხარეებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ“. მაგალითად, თუ ტოკენს ეწოდება ფასიანი ქაღალდი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ არსებობს ცენტრალური ემიტენტი, რომელმაც უნდა გაუგზავნოს განცხადება მინდობილობის მისაღებად მის ყველა მფლობელს, აღნიშნა კვინტენცმა. "საერთოდ როგორ მუშაობს ეს?" იკითხა მან. კვინტენცი თვლის, რომ SEC-ის მკაცრმა მიდგომამ არსებითად მისცა შესაძლებლობა კონგრესს -შეემუშავებინა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელშიც CFTC მოიპოვებდა კონტროლს კრიპტოვალუტებით სპოტ ვაჭრობაზე. ყოფილი კომისრის ძალისხმევის ერთ-ერთი მიმართულება კანონმდებლებთან მუშაობა იყო. „რაც უფრო ინფორმირებული იქნება კონგრესის წევრი ან სენატორი კრიპტოვალუტების შესახებ, მით უფრო რაციონალური, გონივრული, პროდუქტიული და პოზიტიური იქნება მარეგულირებელი ჩარჩო. იმის გამო, რომ მათ ესმით პოტენციური ინოვაციები და მომავალი სარგებელი ხალხისთვის“, - თქვა კვინტენცმა. იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ რეგულირების ნებისმიერი ფორმა ცუდია ინდუსტრიისთვის. „ზოგიერთ წრეში არსებობს მოსაზრება, რომ რეგულაცია თავისთავად ცუდია - ზღუდავს, აფერხებს, უბრალოდ ძვირი ჯდება. ზოგიერთი მათგანი მართალია, მაგრამ თუ კარგად გააზრებული, სათანადოდ დაკალიბრებული კანონმდებლობა გექნებათ, საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს დიდი ლიკვიდური ბაზრები ძალიან ძლიერი ერთიანობით“, - განაცხადა კვინტენცმა. იგი დარწმუნებულია, რომ „სწორი“ მარეგულირებელი ჩარჩოს მიერ მოტანილი სარგებელი აღემატება პოტენციურ ხარჯებს ბაზრის კეთილსინდისიერი მონაწილეებისთვის. CFTC-ის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა დაუშვა, რომ სააგენტოს მიერ ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებას მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის Bitcoin-ის ფასის პოტენციური ზრდა. SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერმა მხარდაჭერა გამოხატა კონგრესის მიერ კრიპტო ბაზრის ზედამხედველობისთვის CFTC-სთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ციფრული აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებია და მისი სააგენტოს იურისდიქციაში იმყოფება. https://tinyurl.com/byesnpx7
  24. გეიმინგ პლატფორმა Steam-ის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლები ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ საშუალო და საბაზისო დონის ვიდეო დაფებს, მათ შორის წინა თაობის მოწყობილობებს. GTX 1060-მა პირველი ადგილი შეინარჩუნა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სექტემბერში იგი მეორე ადგილას აღმოჩნდა. Pascal არქიტექტურაზე დამყარებული ბარათების მფლობელთა რიცხვი 0.34%-ით გაიზარდა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა მხოლოდ ლეპტოპებისთვის განკუთვნილმა RTX 3060 ბარათმა (+0,61%). თვის განმავლობაში მომხმარებლების რიცხვის ზრდის მხრივ ტოპ-10-ში შევიდა ძველი მოდელები GTX 1660 და RTX 2060, თანამედროვე საშუალო და დაბალბიუჯეტური RTX 3060 და RTX 3050 Ti. ზედა დონეზე (არა-ლეპტოპებს შორის) RTX 3070 Ti მოდელის მაჩვენებელი გაიზარდა 0.02%-ით. არ გაზრდილა RTX 3080 Ti-ს, Radeon RX 6900 XT-ისა და Radeon RX 6800 XT-ს მაჩვენებლები, ხოლო RTX 3080-სა და RTX 3090-ს მოაკლდა 0.01% ცოტა ხნის წინ პრემიალურ მოდელებზე ფასების შემცირების მიუხედავად. ძირითადად, ვიდეო დაფების გრაფიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. RTX 3060 და ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 3060 მე-5 და მე-6 ადგილებზეა, შესაბამისად. სექტემბერი იყო ზედიზედ მეორე თვე, როდესაც AMD-მ დაკარგა პროცესორების წილი Intel-ის სასარგებლოდ. AMD-ს მაჩვენებელი შემცირდა 0.82%-ით და ახლა მისი პროცესორების წილი 31.24%-ია, ხოლო Intel-ის - თითქმის 70%. Raptor Lake-სა და Zen 4-ის არქიტექტურაზე დამყარებული ახალი პროცესორების გაჩენამ შესაძლოა მალე გარკვეულწილად შეცვალოს ბალანსი. Windows 11 დაყენებულია კომპიუტერების რაოდენობის თითქმის მეოთხედზე. მხოლოდ მან დააფიქსირა ზრდა სექტემბერში ოპერაციულ სისტემებს შორის. ყველაზე პოპულარულია ვიდეო ბარათები 8 გბ მეხსიერებით, 1080p დარჩა ყველაზე პოპულარულ გაფართოებად (66.38%), ხოლო 1440p გაიზარდა 0.33%-ით 11.25%-მდე. ვირტუალური რეალობის ჰედსეტ Oculus Quest 2 VR-ს მოაკლდა მომხმარებლების ნაწილი. მისი წილი შემცირდა 7.86%-ით 41.39%-მდე. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია HMD Valve Index-თან შედარებით, რომლის წილია 17.21%. https://tinyurl.com/946hjrpu
  25. ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აჩქარების არმქონე, მე-13 თაობის Core პროცესორებს აქვთ DDR5-5600 სტანდარტამდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K-ს ასევე აქვს DDR5-7600 სტანდარტის მეხსიერების მხარდაჭერა, თუმცა Intel XMP 3.0 პროფილის მეშვეობით აჩქარებისას. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel XMP ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სისტემის დატვირთვისას ავტომატურად იქნას არჩეული სამუშაო რეჟიმისთვის ოპტიმალური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს მეხსიერების სიხშირესა და შეყოვნების მაჩვენებელს. აჩქარებისას მეხსიერების რეგულირებას, როგორც წესი, შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე საათი შედეგების ტესტირების აუცილებლობის გათვალისწინებით, Intel-მა კი წარმოადგინა დროის დაზოგვის საშუალება პარამეტრების უკვე მზა პროფილების მეშვეობით, რომლებიც განთავსებული იქნება ოპერატიული მეხსიერების მწარმოებლების მიერ. Intel-ს აქვს XMP 3.0 პროფილების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია გარკვეული მეხსიერების მოდულების ოპტიმალური პარამეტრები აჩქარებისას. Intel-მა ცოტა ხნის წინ განაახლა ეს სია. ყველაზე სწრაფი მეხსიერების მოდულები, რომლებიც ჩამოთვლილია XMP 3.0 პროფილებში არის გადაწყვეტილებები G.Skill-ისგან, რომლებიც გაიტესტა ASUS Z790 ROG Maximus Hero და Apex დედა დაფებზე. ჩამონათვალში მითითებულია, რომ DDR5-7466 და DDR5-7600 სტანდარტების მოდულები იმუშავებენ 1.4 ვოლტ ძაბვაზე CL36 თაიმინგით Core i9-13900K პროცესორის შემადგენლობაში. ქვემოთ წარმოდგენილია მეხსიერების მოდულების ჩამონათვალი, რომლებიც ამგვარ პარამეტრებზე მუშაობენ: G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK G-Skill DDR5-7600 CL36 – F5-7600J3648G16GX2-TZ5RK ფოტოს წყარო: Intel უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ხელმისაწვდომი DDR5 მეხსიერების ნაკრები G.Skill-ისგან არის Trident Z5 RGB DDR5-6600. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილი ოპერატიული მეხსიერების მოდულებს, ისინი ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში. https://tinyurl.com/hx2t5bu4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.