Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის პირველი გეიმინგ ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090, 16 ნოემბერს კი მოსალოდნელია მორიგი მოდელის, RTX 4080-ის გამოსვლა. დიდი ალბათობით, გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი განახლებული მობილური ხაზის გამოსვლაც არ დააყოვნებს და ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა. RTX 4090 შესაძლოა პირველი გამოჩნდეს ლეპტოპებში. რესურს VideoCardz-მა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ინფორმატორ @hw_reveal-ის ინსაიდზე, რომელმაც გამოაქვეყნა მოდელების ჩამონათვალი, ასევე გრაფიკული პროცესორების კოდური დასახელებები, რომელთა დებიუტიც სავარაუდოდ უნდა შედგეს მობილურ სეგმენტში. მობილური ვიდეო ბარათების სავარაუდო ჩამონათვალი, მობილური ჩიპების დასახელება და შესაძლო დესკტოპ ანალოგები: RTX 4090, GN21-X11 (AD103) RTX 4080 Ti, GN21-X9 (AD104) RTX 4070, GN21-X6 (AD106) RTX 4060 Ti, GN21-X4 (AD107) RTX 4060, GN21-X2 (AD107) მობილური ჩიპების დასახელებები მნიშვნელოვნად განსხვავდება დესკტოპ ვერსიებისგან, თუმცა რეალურად გამოყენებულია ერთი და იგივე გადაწყვეტილებები. ადრე Twitter-ის ცნობილმა ინსაიდერმა @kopite7kimi განაცხადა, რომელი დესკტოპ გრაფიკული პროცესორები შეიძლება შეესაბამებოდეს ამა თუ იმ მობილურ ვიდეო დაფას. მობილური RTX 4090 არ იქნება დამყარებული ფლაგმანურ დესკტოპ ჩიპ AD102-ზე, არამედ უფრო დიდი ალბათობით მასში წარმოდგენილი იქნება AD103, რომელიც დესკტოპ RTX 4080 დაფაში გამოიყენება. თუმცა ლეპტოპის ასეთი კონფიგურაციას კი წარმოუდგენლად გამოიყურება. AMD ასევე ამზადებს განახლებულ მობილურ პლატფორმას და ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია წარმადობის უზარმაზარი ზრდა, რაც გეიმინგ ლეპტოპებს ამ დრომდე არნახულ დონეზე აიყვანს. ინსაიდერი @greymon55  მიანიშნებს, რომ AMD-ს ახალი მობილური ფლაგმანი წარმადობით დაახლოებით დესკტოპ RX 6950 XT-ს მსგავსი იქნება. https://tinyurl.com/4n3tabps
  2. აშშ-ის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (SLAC) მეცნიერებმა თითქმის დაასრულეს მუშაობა Legacy Survey of Space and Time-ზე (LSST) - ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის იქნება გამოყენებული. მისი ექსპლუატაციაში შესვლა მომავალ წელს დაიწყება, პირველი ფოტოები კი 2024 წლიდანაა მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: anonymouswire.com ზომით LSST მცირე ზომის ავტომობილის ტოლია და მისი მასა სამ ტონას შეადგენს. 1.5-მეტრიან ობიექტივზე განთავსებულია 3200-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი, რომელიც ხმაურის შემცირების მიზნით მუშაობის პროცესში -100 °C-მდე გაგრილდება. კამერას განათავსებენ ტელესკოპ Simonyi-ზე - ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიაში, ჩილეში. კამერა იქ იმუშავებს ათი წელი და ასტრონომებს დაეხმარება სამყაროს, მათ შორის ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესწავლაში. დიდი დიაფრაგმის მქონე ფართოკუთხიანი კამერა მოიცავს ოპტიკურ, ასევე ახლო ინფრაწითელ და ახლო ულტრაიისფერ დიაპაზონებს - ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს 189 CCD-სენსორი, რომლებიც დაჯგუფებულია 21 მასივად - 3x3 თითოეულ მასივში. კამერას შეუძლია მოიცვას თვალთახედვის 3.5° - ე.ი. ყოველ გადაღებაზე მოიცავს სივრცეს, რომელიც ორმოცჯერ აღემატება მთვარის ფართობს. ფოტოებზე: Legacy Survey of Space and Time (LSST) სენსორის გარდა მსოფლიოში ყველაზე დიდია კამერის ობიექტივი - მისი დიამეტრია 1.57 მეტრი, მისი სტატუსი კი გინესის რეკორდების წიგნშია ჩაწერილი. ოპტიკური სისტემის ნაწილია ასევე სარკეების ნაკრები, რომელთაგან ყველაზე დიდის სიგანე 8.23 მეტრია. ათი წლის განმავლობაში კამერა მეცნიერებს დაეხმარება 37 მილიარდი ვარსკვლავისა და გალაქტიკების შესწავლაში, ღამის განმავლობაში იგი 15 ტბ მოცულობის მონაცემებს შეაგროვებს. LSST ამჟამად განთავსებულია სან-ფრანცისკოს სიახლოვეს არსებულ სახელოსნოში, სადაც მას აწყობდნენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2023 წლის მაისში კამერას ობსერვატორიაში გადაიტანენ. მანამდე კი მასზე დაამონტაჟებენ ექვს ფილტრს, რომლებიც სინათლეს გარკვეულ დიაპაზონებში ატარებენ. ეს ფილტრები დამზადდა ამერიკულ მასაჩუსეტსსა და ფრანგულ პროვანსში - ისინი უკვე გადატანილია სახელოსნოში, თუმცა ჯერ არ დამონტაჟებულა. მონტაჟის დასრულების შემდეგ კამერა გაივლის ფინალურ შემოწმებას და გაიგზავნება ჩილეში. https://tinyurl.com/yjr3mpzz
  3. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს. ეს მოხდა მაისის შემდეგ პირველად, აღნიშნეს Hashrate Index-ის ექსპერტებმა. ივნისში საჯარო მაინერებმა განახორციელეს ჯამში Bitcoin-რეზერვების 23%-ის ლიკვიდაცია, ხოლო რეალიზებული იქნა 14 600 BTC. ივლისში კომპანიებმა გაყიდეს 5767.9 BTC და ჯამში მოიპოვეს 3478 BTC. მესამე კვარტლის განმავლობაში ბაზარზე არსებული სიტუაცია აგრძელებდა მაინერების ფინანასურ მდგრადობაზე ზეწოლას, აღნიშნეს ექსპერტებმა. თუმცა მოპოვებული Bitcoin-ების რეალიზაციის ტემპები შენელდა. წყარო: Hashrate Index. შეერთებულ შტატებში, სადაც საჯარო მაინერები ყველაზე აქტიურები არიან, ზოგიერთ შტატში 1 BTC-ის წარმოების ღირებულება გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით. მიზეზი ჰეშრეითისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იყო. წყარო: Hashrate Index. ელექტროენერგიის ფასის ინფლაციამდე აღჭურვილობის ჰოსტინგზე ჩვეულებრივი კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ტარიფი 0.05-0.06 აშშ დოლარი. ბევრი პროვაიდერი გადავიდა „ყველაფერი ჩართულია“ მოდელიდან ხარჯების წილობრივ გადანაწილებაზე, აღნიშნეს ექსპერტებმა. „კვარტლის განმავლობაში საჯარო კომპანიებმა გააგრძელეს მაინინგ მოწყობილობებისა და Bitcoin-ების გაყიდვა საქმიანობის დაფინანსებისა და კრედიტის დაფარვის მიზნით. პრობლემური აქტივების გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ კი გავხდით დათვურ ბაზარზე პირველი მსხვილი გაკოტრების მოწმეები“ - განაცხადეს ანალიტიკოსებმა. Hashrate Index-მა ყურადღება გაამახვილა, რომ მესამე კვარტალში დაიწყო Antminer S19 XP-ის მიწოდება. პირველი კვარტლის შემდეგ Bitmain-ის ამ მოწყობილობების ფიუჩერსული ფასი გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მსგავსი დანადგარებისა (38 J/TH-ზე მაღალი ენერგოეფექტურობით). ექსპერტების აზრით პრემიის მქონე სიტუაცია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. წყარო: Hashrate Index. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin-ის ფასი 18300 აშშ დოლარზე დაბლა დაეცემა, მაინერების კუთვნილი 78.400 BTC შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. https://tinyurl.com/msuwytkr
  4. Asus Zenbook 17 Fold-ის ვრცელი ტესტირების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოზრდილი დასაკეცი ტრანსფორმერი ლეპტოპის კონცეფცია რეალურად მუშაობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, მთავარ პრობლემას კი წარმოადგენს ფასი - 3700 ევრო. Zenbook Fold არის 17-დუიმიანი დასაკეცი ტრანსფორმერი. ასეთივე იყო ორი წლის წინანდელი Lenovo ThinkPad X1 Fold 13-დუიმიანი ეკრანით, ხოლო ASUS იყენებს გაცილებით დიდ 17-დუიმიან OLED ეკრანს. შედეგად Zenbook Fold არის გაცილებით უნივერსალური, თუმცა 12.5-დუიმიანი დისპლეიც შესანიშნავად შეესაბამება ლეპტოპის რეჟიმში მუშაობას. რეალური უპირატესობა კი ჩანს იმ დროს, როდესაც ჩაშენებული სადგამის მქონე დიდი პლანშეტი დგას მაგიდაზე და შესაძლებელია დიდი OLED-პანელის უპირატესობების შეფასება. თუმცა დაკეცილი მდგომარეობისას უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ლეპტოპი გაცილებით სქელია ჩვეულებრივ მობილურ კომპიუტერებთან შედარებით. Bluetooth-კლავიატურასთან ერთად მოწყობილობა 1.8 კილოგრამზე მეტს იწონის. ლითონის კორპუსის და დასაკეცი მექანიზმის ხარისხი შთამბეჭდავია, თუმცა ეკრანის ირგვლივ არსებულ რეზინის ჩარჩოებში სწრაფად გროვდება მტვერი. OLED-პანელის გამოსახულების ხარისხი შთამბეჭდავია, ASUS გვთავაზობს პროგრამულ უზრუნველყოფას მომაბეზრებელი ციმციმის საწინააღმდეგოდ, რაც რეალურად ეფექტურია. დაკეცვის ადგილი მკაფიოდ ჩანს განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პანელი დეაქტივირებულია, თუმცა პრაქტიკაში დიდად შემაწუხებელი არ არის. ლეპტოპში გამოყენებულია პროცესორი Intel Alder Lake, რომელიც მეტად ეფექტურია და უზრუნველყოფს საკმარის წარმადობას ყოველდღიური ამოცანების შესრულებისთვის. ხელმისაწვდომია სწრაფი PCIe 4.0 SSD და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. Thunderbolt 4-ის გარდა დიდი ტრანსფორმერი აღჭურვილია Intel-ის თანამედროვე Wi-Fi 6E მოდულით. ლეპტოპის სუსტი წერტილია ავტონომიური მუშაობის დრო, რადგან დიდი OLED-ეკრანი ბევრ ენერგიას მოითხოვს. სიკაშკაშის დონის შესაბამისად ყოველდღიური გამოყენებისას 4-7 საათზე მეტ სამუშაო დროს არ უნდა ველოდოთ. და ბოლოს - მაღალი ფასი 3700 ევრო. რეალურად რამდენად კარგი მოდელია Zenbook 17 Fold - ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ნამდვილი კონკურენტები გამოჩნდებიან. უკვე გამოვიდა Lenovo ThinkPad X1 Fold - ეს არის 16-დუიმიანი დისპლეის მქონე დასაკეცი ლეპტოპი. https://tinyurl.com/y3kd3y3m
  5. კომპანია AMD-მ დააანონსა ონლაინ-ტრანსლაცია სახელწოდებით „Together we advance_gaming“, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება ონლაინ-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Radeon RX 7000 ვიდეო ბარათებს - ნათქვამია პრეს-რელიზში. ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიის YouTube-არხზე. ფოტოს წყარო: AMD „AMD-ის ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე არქიტექტურა AMD RDNA 3-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის, ეფექტურობისა და ფუნქციონალურობის ახალ დონეს გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. RDNA 3 არქიტეტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები იქნება კომპანიის პირველი GPU-ები, რომლებიც რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან) იქნება შემდგარი. ისინი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით TSMC-ის მიერ. AMD-მ წარადგინა გრაფიკული პროცესორი Navi 3x (სავარაუდოდ Navi 31) ჯერ კიდევ აგვისტოში, თუმცა მისი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით მიმდინარე წელს AMD გეგმავს ორი ვიდეო დაფა Radeon RX 7000-ის წარდგენას RDNA 3-ის ბაზაზე, რომელთა გაყიდვები დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ AMD-ის გრაფიკულ ამაჩქარებლებს ექნება ახალი თაობის ბუფერული მეხსიერება Infinity Cache. Ryzen 7000 სერიის პროცესორების პრეზენტაციაზე AMD-ს ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას აქტუალურ მოდელებთან - RDNA 2 არქიტექტურაზე დამაყრებულ Radeon RX 6000-თან შედარებით. https://tinyurl.com/3nbydsf4
  6. 2022 წლის მესამე კვარტალში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი წინა წელთან შედარებით 73%-ით გაიზარდა. Bitcoin Mining Council-ის (BMC) ანგარიშის მიხედვით ენერგიის მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 41%-ით. BMC შეიქმნა 2021 წლის მაისში MicroStrategy-ის იმდროინდელ აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სეილორის ინიციატივით ილონ მასკთან შეხვედრის შემდეგ. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე იყვნენ მაინინგ კომპანიები Argo Blockchain, Hive Blockchain, Hut 8, Riot Blockchain, Marathon Digital Holdings, Core Scientific და Mike Novogratz-ის კრიპტობანკი Galaxy Digital. ანგარიშის მიხედვით BMC-ის წევრებზე Bitcoin-ის გამოთვლითი სიმძლავრის 45.4% მოდის. მაჩვენებელში მწვანე ენერგიის წილი 67.9%-ია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ მთლიან ჰეშრეითში მწვანე ენერგია გენერაციის 59.4%-ს იკავებს, რაც დაახლოებით 3%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მაინინგის ეფექტურობა ამ პერიოდში გაიზარდა 23%-ით - 17.7 EH/GW-დან 21.7 EH/GW-მდე. „ქსელი 73%-ით უფრო უსაფრთხოა გასულ წელთან შედარებით, მოიხმარს მხოლოდ 41%-ით მეტ ენერგიას და ამჟამად უზრუნველყოფს ჰეშრეითის სიმძლავრის 99%-ს“, - წერს სეილორი. მეორე კვარტლის ანგარიშში ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა 46%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით Bitcoin-ს "ციფრული ნავთობი" უწოდეს. ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა მოემზადონ Proof-of-Work ალგორითმზე კრიპტოვალუტების მაინინგის შეჩერებისთვის, „თუ აუციელებლი გახდება ელექტრო სისტემებში დატვირთის შემცირება“. https://tinyurl.com/y45988vy
  7. ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა გამოაცხადა მალე ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ, რომლის სახელწოდებაა Starlink Aviation. ამ შეთავაზების ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალებით აღჭურვილი თვითმფრინავების მგზავრებს შეეძლებათ 350 მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტთან დაკავშირება. ფოტოს წყარო: SpaceX თუ Starlink Aviation სერვისი ნამდვილად უზრუნველყოფს ინტერნეტ-კავშირს მითითებული სიჩქარით, მაშინ ეს საკმარისზე მეტი იქნება ვიდეოზარებისთვის, ონლაინ თამაშებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ინტერნეტთან კავშირს საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვეულებრივ სიჩქარეებთან შედარებით, რომლებსაც ავიაკომპანიების უმეტესობა გვთავაზობს. OneZero-ს თანახმად უმეტეს შემთხვევაში თვითმფრინავები იყენებენ ჰაერ-სახმელეთო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელთან დაკავშირებას 10 მბ/წმ-მდე სიჩქარით და მუშაობენ მხოლოდ ხმელეთზე და არა ზღვაზე ფრენისას. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება თანამგზავრული სისტემები, რომლებიც გვთავაზობენ ინტერნეტ-კავშირებს 30 მბ/წმ-დან 100 მბ/წმ-მდე სიჩქარით. კავშირის სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდენს მგზავრების რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ინტერნეტს. ახალი სერვისის აღწერაში SpaceX-ის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება ასაფრენ ბილიკზე გასვლის, აფრენის, ხმელეთსა და წყალზე ფრენისას და მხოლოდ 20 მილიწამის დაგვიანებით დაშვებისას. „Starlink Aviation-ს ექნება გლობალური დაფარვა. ვინაიდან თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზეა, ყოველთვის იქნება თანამგზავრები პირდაპირ მათ თავზე ან მახლობლად, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ძლიერი სიგნალი მაღალ განედებსა და პოლარულ რეგიონებში - რაც განასხვავებს მათ გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებისგან“, - ნათქვამია SpaceX-ის შეტყობინებაში. სერვისი Starlink Aviation ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებს. აღინიშნება, რომ ბოლო სატესტო ფრენის ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალმა თვითმფრინავის ფრენის დროს უზრუნველყო ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე 100 მბ/წმ. ერთი თვითმფრინავის ინტერნეტთან დასაკავშირებელი აღჭურვილობის ნაკრები (ტერმინალი და Wi-Fi-ს ორი წვდომის წერტილი) ღირს 150 ათასი აშშ დოლარი. სააბონენტო გადასახადი მერყეობს 12500-დან 25000 აშშ დოლარამდე თვეში. ნაკრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია SpaceX-ის ვებ-გვერდზე 5000 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/4j8bfej4
  8. სმარტფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ავტონომიური მუშაობის დროა და მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებული მაჩვენებელი ხშირად არ შეესაბამება რეალობას. რესურს Tom’s Guide-მა ჩაატარა ტესტირება, რომლის ფარგლებში მოხდა Apple-ის ოთხივე ახალი სმარტფონის მუშაობის ხანგრძლივობის შედარება. ფოტოს წყარო: yahoo.com მობილური მოწყობილობების ავტონომიური მუშაობის დროის ტესტირებისთვის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზემოთხსენებულ შემთხვევაში სმარტფონები გამოყენებულ იქნა 5G ქსელში ვებ-სერფინგისთვის, ყველა სმარტფონის ეკრანის სიკაშკაშე კი წინასწარ დაყენდა 150 კმ/მ²-ზე. Apple არ მიუთითებს iPhone 14-ის ბატარეის მოცულობაზე, თუმცა ეს მონაცემები მიღებულ იქნა სმარტფონების დაშლისა და მათი დოკუმენტაციის შესწავლის დროს. iPhone 14-ის სტანდარტული ვერსია ტესტირებას საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, თუმცა საბოლოოდ დამუხტვის გარეშე იმუშავა არც ისე შთამბეჭდავი 9 საათი და 28 წუთი. 6.1-დუიმიან საბაზისო მოდელს აქვს 3279 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საინტერესოა ის, რომ iPhone 14-მა ტესტირებისას უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22-მა - მისი მუშაობის ხანგრძლივობა იყო 8 საათი და 2 წუთი. კიდევ უფრო ცუდად წარმოაჩინა თავი Google Pixel 7-მა, რომელსაც აქვს 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა და იმუშავა მხოლოდ 7 საათი და 14 წუთი. უფრო საინტერესო შედეგი დააფიქსირა iPhone 14 Plus-მა. მოწყობილობას აქვს 4325 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რამაც მას საშუალება მისცა 5G ქსელში 11 საათი და 57 წუთი ემუშავა. შედეგად ეს სმარტფონი გამოდის საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობა კარგი ავტონომიურობით. აღსანიშნავია, რომ iPhone 14 Plus მნიშვნელოვნად იტოვებს უკან 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Plus-ს, რომელმაც ტესტში 10 საათი და 26 წუთი გაძლო. ამავე დროს Pixel 7 Pro-მ 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეით ხუთ ტესტში საშუალოდ 7 საათი და 54 წუთი დააფიქსირა. 3200 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე უფრო მოწინავე ვერსია iPhone 14 Pro განიმუხტა 10 საათსა და 13 წუთში. სტანდარტულ iPhone 14-თან შედარებით დიდხანს ფუნქციონირება Pro-ვერსიამ შეძლო ახალ A16 Bionic პროცესორისა და 1-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის წყალობით. iPhone 14-ის ეკრანი მუდმივად 60 ჰერცზე მუშაობდა, ასე რომ ოდნავ უფრო დიდი ბატარეაც კი არ მისცემს საშუალებას მას უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე iPhone 14 Pro-მ. iPhone 14 Pro Max, როგორც ფლაგმანურ მოდელს შეეფერება, Apple-ის ყველაზე ავტონომიური სმარტფონია მიმდინარე წელს. მას აქვს 4323 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც სმარტფონს 13 საათი და 39 წუთი მუშაობის საშუალებას აძლევს. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Ultra-ს მაჩვენებელი აღმოჩნდა 10 საათი და 18 წუთი. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სმარტფონის ავტონომიური მუშაობის დრო, ყველაზე შესაფერისი ვარიანტებია iPhone 14 Plus და iPhone 14 Pro Max. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლაგმანური iPhone 14 Pro Max ავტონომიურობის მხრივ საგრძნობლად უსწრებს კონკურენტებს, როგორებიცაა Samsung-ისა და Google-ის ამჟამინდელი ფლაგმანები. https://tinyurl.com/yc5js87b
  9. საგადახდო გიგანტი Mastercard თანამშრომლობს Paxos-თან, რათა შუამავალი იყოს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის კრიპტო ვაჭრობის დასაწყებად. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ციფრულმა დირექტორმა Jorn Lambert-მა განაცხადა. „ბევრი მომხმარებელია, რომლებიც ნამდვილად არიან დაინტერესებულნი კრიპტოვალუტებით. ისინი ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობდნენ თავს, თუ მათი ბანკები უზრუნველყოფენ ამ მომსახურებას“, - განმარტა ტოპ მენეჯერმა კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 60% ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ბანკები არ ჩქარობდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მარეგულირებელ და ტექნიკურ სფეროებში საჭირო კომპეტენციების გამო. ინიციატივის ფარგლებში Mastercard იმოქმედებს როგორც „ხიდი“ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ციფრული აქტივების პლატფორმა Paxos-ს შორის. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების აუცილებელი დონე და შესაბამისობა მარეგულირებელ მოთხოვნებთან (AML/KYC). პროდუქტის გამოცდა იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. კონკრეტული მონაწილე ბანკების სახელები არ არის ნახსენები. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში Mastercard-მა გამოაცხადა Crypto Secure ინსტრუმენტის გამოშვება. იგი ბანკებს საშუალებას მისცემს დაადგინონ და შეაჩერონ ტრანზაქციები კრიპტო ბირჟებიდან, რომლებიც ექვემდებარება თაღლითურ პრაქტიკას. სექტემბერში კონკურენტმა Visa-მ მონაწილეობა მიიღო 51.5 მლნ აშშ დოლარიან დაფინანსებაში ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმა Sardine-სთვის. https://tinyurl.com/bs869pmn
  10. ბევრი ანალიტიკოსი ამ დრომდე თვლიდა, რომ Apple დიდხანს ვერ დააიგნორებდა დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონების გამოშვების ტენდენციას. მათი აზრით რამდენიმე წელში იგი წარადგენდა ტრანსფორმირებადი კორპუსის მქონე iPhone-ს. CCS Insight-ის ექსპერტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მიმართულებით კომპანია პირველ ნაბიჯს iPad-ისკენ გადადგავს და გამოუშვებს კეცვადი ეკრანის მქონე პლანშეტს 2024 წელს. მიღებული გამოცდილება კომპანიას ხელს შეუწყობს სამომავლოდ აწარმოოს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone. ფოტოს წყარო: Apple CCS Insight-ის ექსპერტების აზრით, რომელთა კომენტარებს ეყრდნობა CNBC, Apple-სთვის განსაკუთრებული აზრი არ აქვს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone-ის წარდგენას მომავალ წელს. ამგვარი მოწყობილობის ანონსი მეტისმეტად ბევრი რისკის მატარებელია ამჟამინდელ ვითარებაში. პირველ რიგში, ასეთი მოდელი iPhone-ების აქტუალურ მოდელებზე ძვირი იქნება - ფასი ფაქტობრივად მიუახლოვდება 2500 აშშ დოლარს, რათა არ ავნოს ტრადიციული კონსტრუქციის სმარტფონების გაყიდვებს, რომელთაგან iPhone 14 Pro Max-ის ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს. მეორე, თუ Apple-ს შეექმნა ტექნიკური სირთულეები მოქნილი დისპლეის მქონე iPhone-ის შემუშავებისას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კომპანიის იმიჯს. ასევე, Apple ვერ დააიგნორებს დრეკადი ეკრანების გამოყენებაზე გადასვლის ტენდენციას, ამიტომ უფრო უსაფრთხო ვარიანტია პლანშეტის გამოშვება. ეს მიდგომა ინტერესს გააღვიძებს პლანშეტებისადმი. Display Supply Chain-ის ადრეულ პროგნოზებში ნახსენები იყო iPhone-ის შესაძლო გადასვლა დრეკად დისპლეიზე არაუადრეს 2025 წლისა, თუმცა პარალელურად ხაზგასმული იყო Apple-ის ინტერესი დაახლოებით 20 დუიმი დიაგონალის მქონე მოწყობილობების მიმართ. თეორიულად, კომპანიას შეუძლია დრეკადი დისპლეები ლეპტოპების სეგმენტში გამოიყენოს. CCS Insight ასევე პროგნოზირებს, რომ Apple გაუმკლავდება მოდემის ინტეგრაციას iPhone-ის პროცესორებში 2025 წლისთვის და ამ სერიის მოწყობილობებს 5G ქსელის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ 2019 წელს Apple-მა Intel-ისგან შეიძინა მობილური მოდემის განვითარების ბიზნესი, მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისი სპეციალისტების შრომის ნაყოფი კომპანიის პროდუქტებში არ მატერიალიზებულა. ექსპერტების პროგნოზით Apple-ის სამომავლო სმარტფონები კვლავ Qualcomm-ის მოდემებზე იქნება დამყარებული. Apple-ის ურთიერთობას ამ უკანასკნელთან არ შეიძლება ეწოდოს დალაგებული და კუპერტინოში არსებული კომპანიის აზრით ვერტიკალური ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის ხარჯების ოპტიმიზაციას, ამიტომ Apple-ის საკუთარი მოდემის გარდაუვალი გამოჩენის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. CCS Insight-ის პროგნოზებზე დაყრდნობით კომპანიას iPhone-ების საკუთარ პროცესორებში მოდემის ინტეგრირება შეეძლება არაუადრეს 2025 წლისა. https://tinyurl.com/mww8yb2s
  11. OLED დისპლეი წლების განმალვობაში გამოიყენებოდა VR-ჰედსეტებში პიქსელების რეაგირების მცირე დროისა და ინტენსიური შავი ფერის ასახვის შესაძლებლობების გამო. ასეთ გადაწყვეტილებას იყენებს Meta, Samsung და სხვა კომპანიები. თუმცა Samsung Display-მ გადაწყვიტა შერეული რეალობის მოწყობილობა (AR) სხვა ტექნოლოგიით განავითაროს. MicroLED Display Workshop. ფოტოს წყარო: The Elec Samsung Display-ს ხელმძღვანელ Kim Min-woo-ს განცხადებით, რომელიც ღონისძიება MicroLED Display Workshop-ზე გამოვიდა, კომპანია ქმნის ახალი თაობის ტექნოლოგიას AR-დისპლეებისთვის - „MicroLED სილიკონის ფირფიტაზე“ ან უბრალოდ LEDoS. ამჟამად MicroLED პანელების ფირფიტა, როგორც წესი, არის არა სილიკონი, არამედ მინა, რომელიც არ უზრუნველყოფს პიქსელების ულტრამაღალ სიმჭიდროვეს. Kim Min-woo-ს თქმით AR-დისპლეების გაფართოება უნდა იყოს არანაკლებ 5000 ppi, პიქსელებს შორის დაშორება კი - არაუმეტეს 5 მკმ. წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის სუბპიქსელების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მკმს, თითოეული LED-ელემენტი კი ჯამში არ უნდა იყოს 10 მკმ-ზე დიდი. მიიჩნევა, რომ Samsung-ის გრძელვადიანი მიზანია განავითაროს დისპლეები პიქსელების სიმჭიდროვით მინიმუმ 6600 პიქსელი დუიმზე (ppi). შედარებისთვის, ჰედსეტს, როგორიცაა Odyssey VR, აქვს 615 ppi თითოეულ მინი ეკრანზე. LEDoS-ის პარალელურად Samsung Display მუშაობს ასევე “OLED სილიკონზე“ – OLEDoS, თუმცა LEDoS უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიკაშკაშეს და უკეთ შეეფერება AR-ელექტრონიკას, ხოლო OLEDoS – VR-სა და MR-ს (შერეული რეალობა). ჯამში LEDoS უფრო მეტ სიკაშკაშეს უზრუნველყოფს, რაც უფრო მნიშვნელოვანია დამატებითი რეალობის მოწყობილობებში გამოყენებული დისპლეებისა და არა - სრული ვირტუალური რეალობისთვის, რადგან მათ უნდა გაუწიონ კონკურენცია გარემოს განათებას. დღესდღეობით Meta - VR-ჰედსეტების უმსხვილესი მწარმოებელი, ცდილობს მიაღწიოს 10 ათას კდ/მ2 სიკაშკაშეს რეალისტური გარე სცენების რენდერინგისთვის. ეს მაჩვენებელი 5-10-ჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რისი უზრუნველყოფაც შეუძლია საუკეთესო თანამედროვე სმარტფონებს. გაზრდილი სიკაშკაშის მისაღწევად Meta Quest Pro-ს მხარდაჭერილი აქვს ე.წ. „ლოკალური ჩაბნელების ფუნქცია“ თითოეულ დისპლეიზე LED-განათების 500 ელემენტის გამოყენებით. https://tinyurl.com/2p8ywuk4
  12. დაკარგული Bitcoin-ების მთლიანმა მოცულობამ ისევე, როგორც ციფრული ოქროს მოცულობამ გრძელვადიანი კრიპტო ინვესტორების საფულეებში, მიაღწია ხუთწლიან მაქსიმუმს (7.554.982.124 BTC). მეტრიკის მნიშვნელობების ზრდა ნიშნავს, რომ Bitcoin-ის აქტიური ბაზრის მიწოდება მცირდება. ეს ვითარება იძლევა ოპტიმისტურ პერსპექტივებს პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მასზე მზარდი ან უცვლელი მოთხოვნის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, QryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს დათვური ტენდენციის გაგრძელება. მათი დაკვირვებით, ინვესტორები, რომლებმაც Bitcoin იყიდეს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, ახლა ზარალში არიან. ამიტომ, გრძელვადიანი SOPR ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს აღმავალ ტენდენციას. უკვე თვეზე მეტია, კრიპტოვალუტის შიშისა და სიხარბის ინდექსი მუდმივად მიუთითებს ბაზრის უკიდურესად შემაშფოთებელ განწყობაზე. წყარო: Alternative.me მანამდე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ბაზრის დაცემის ფაზა გაგრძელდება კიდევ ორიდან ექვს თვემდე. https://tinyurl.com/5t37xr4u
  13. TSMC და Samsung აგრძელებენ კონკურენციას მოწინავე ტექნოპროცესების შემუშავებაში ლიდერობისთვის. Samsung Foundry-მ ამჟამად დაიწყო 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩიპების მიწოდება. რაც უფრო მცირეა ტექნოპროცესი მით უფრო მცირეა ტრანზისტორების ზომა და მეტია ტრანზისტორების რაოდენობა ჩიპზე, რაც ზრდის მის წარმადობას და ენერგოეფექტურობას. TSMC-ის მთავარი მომხმარებელი არის Apple. ამერიკულ კომპანიას ტაივანური კომპანიის შემოსავლის 25% მოაქვს. 2016 წელს Apple A10 Fusion ჩიპი დამზადდა TSMC-ის 16-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და შეიცავდა 3.3 მილიარდ ტრანზისტორს. ამ ჩიპზე მუშაობდა iPhone 7 და iPhone 7 Plus. წლევანდელ iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ში წარმოდგენილია ახალი Apple A16 Bionic პროცესორი. იგი დამზადებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და შეიცავს დაახლოებით 16 მილიარდ ტრანზისტორს. Samsung Foundry უკვე ახორციელებს 3-ნანომეტრიანი ჩიპების მიწოდებას და წინ უსწრებს TSMC-ს. ტაივანური კომპანიისგან ასეთი ჩიპების გამოშვება მოსალოდნელი იყო სექტემბერში, მაგრამ მეოთხე კვარტალში გადაიტანეს. ჩიპების დიდი ნაწილი კვლავ Apple-სთვის გამოვა. TSMC 3 ტექნოპროცესი შესაძლოა გამოყენებული იყოს Apple M3 ჩიპისთვის. იგი უნდა გამოიყენონ მოწყობილობებში, რომელთა რელიზი მომავალი გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. Apple შესაძლოა აღმოჩნდეს ერთადერთი კომპანია, რომელიც მიიღებს TSMC N3 ჩიპებს 2023 წელს. Samsung Foundry-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ტექნოლოგიური გეგმები, რომლის თანახმად იგი აპირებს 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების დაწყებას 2025 წელს, 1.4-ნანომეტრიანისას - 2027 წელს. ბაზრის მესამე მოთამაშეა Intel, რომელიც 20A ტექნოპროცესით წარმოების დაწყებას 2024 წელს აპირებს. ეს არის 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ეკვივალენტი ახალი RibbonFET ტრანზისტორების გამოყენებით, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც GateAllAround (GAA). Samsung უკვე იყენებს GAA-ს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესში, TSMC კი 2-ნანომეტრიან ჩიპებში გამოიყენებს. GAA საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შეამციროს ძაბვის გაჟონვა და ამით შემცირდება ენერგიის ხარჯი. მოსალოდნელია, რომ GAA აამაღლებს წარმადობას 25%-ით ენერგომოხმარების 50%-ით შემცირების ფონზე. Intel RibbonFET Intel იყენებს კვების საპირისპირო მიწოდებას, ფუნქციას სახელად PowerVia. იგი ტრანზისტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვება სილიკონის ფირფიტის ერთი მხრიდან, მეორე მხარე კი გამოყენებული იქნება მონაცემთა მიწოდებისთვის. ეს იქნება ამგვარი სისტემის პირველი რეალიზაცია, რომელიც მოაგვარებს ტრანზისტორებში ფირფიტის წინა ნაწილის გავლით ენერგიის მიწოდების აუცილებლობას. მოსალოდნელია, რომ TSMC 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს 3 წელი და ასევე სამი წელი - 2-ნანომეტრიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ინოვაცია არ გამოვა 5 წელზე დიდი ხნის განმავლობაში. ამ ვითარებამ შესაძლოა Intel-სა და Samsung Foundry-ს საშუალება მისცეს TSMC-ს ჩამოართვას მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის წოდება. ამჟამად TSMC-ზე მოდის ჩიპების მსოფლიო წარმოების 52.9%, Samsung-ზე - 17.3%. არსებობს პროგნოზი, რომლის თანახმად 2025 წელს ლიდერი Intel გახდება - წერს Phonearena. https://tinyurl.com/3fbnjbxz
  14. კომპანია Razer-მა წარადგინა პორტატული გეიმინგ კონსოლი Edge. მოწყობილობა აგებულია Qualcomm-ის პლატფორმაზე და მუშაობს Android-ზე. იგი პირველ რიგში განკუთვნილია სტრიმინგ (ქლაუდ) გეიმინგ სერვისებში, როგორებიცაა Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now, გამოყენებისთვის. Razer Edge-ს აქვს 6.8-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით Full HD+ (2400 × 1080 პიქსელი) და კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი. თავად კონსოლი წარმოადგენს უფრო პატარა პლანშეტს ან მოზრდილ სმარტფონს - სხვა პორტატული კონსოლებისგან განსხვავებით მის შემთხვევაში ეკრანის გვერდებზე არ არის მოცემული მართვის ორგანოები. მათ ნაცვლად კონსოლთან ერთად წარმოდგენილია მობილური კონტროლერი Razer Kishi V2, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვის ყველა ორგანოთი: სტიკებით, ჯვარედინებით, ტრიგერებითა და ღილაკებით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon G3x Gen 1, რომელიც შექმნილია Qualcomm-ის მიერ სპეციალურად პორტატული გეიმინგ კონსოლებისთვის. მისი მახასიათებლები უცნობია, გამონაკლისია მაქსიმალური სიხშირე - 3 გჰც. ასევე მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E. Razer ასევე გამოუშვებს კონსოლის ვერსიას 5G მხარდაჭერით. Razer Edge-ს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, თუმცა ავტონომიური მუშაობის დრო არ გამოცხადებულა. ხელმისაწვდომია ფრონტალური კამერა სტრიმინგისა და ვიდეოზარებისთვის. მოწყობილობაში დაყენებული იქნება აპლიკაციები Xbox Cloud Gaming, NVIDIA GeForce Now, Epic Games Store და მხარდაჭერილი იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა Steam Link. კონსოლ Razer Edge-ის სტანდარტული ვერსია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაყიდვაში იანვარში გამოვა 399 აშშ დოლარად. 5G ვერსიის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ-ში იგი იმუშავებს ექსკლუზიურად Verizon-ის ქსელებში. https://tinyurl.com/yzn6t5we
  15. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის ძალაუფლების პოტენციურ ზრდას ციფრულ ვალუტაში. ამის შესახებ The Block იტყობინება. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ციფრული აქტივების ხარისხის კონფერენციაზე გამოსვლისას გენსლერმა განაცხადა, რომ SEC-ის იურისდიქციის მიღმა არსებული კრიპტო პროექტები „შეიძლება ჩამოითვალოს ერთი ან ორი ხელის თითებზე“. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნამდე გენსლერი ხელმძღვანელობდა CFTC-ს და საზოგადოებას თავი დაამახსოვრა რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომით. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გენსლერმა უკვე ისაუბრა ციფრული აქტივების ბაზარზე სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების მხარდასაჭერად. აგვისტოში FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბენკმენ-ფრიდმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს CFTC-სთვის კრიპტო ინდუსტრიის ზედამხედველობის გადაცემის შესახებ. ოქტომბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როსტინ ბენჰემმა გააფრთხილა ციფრული აქტივების მონაწილეები რეგულირების გარდაუვალობის შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ Bitcoin და Ethereum პროდუქტს წარმოადგენს. https://tinyurl.com/3mpjzxp5
  16. ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა გასული წლის ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გაგრძელებული ინფლაციისა და საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების აქტიური გაყიდვის გამო, რაც გამოწვეულია ფასის სამომავლო შემცირების შიშით. მის შედეგად განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა განვითარებადი და ტექნოლოგიური კომპანიები. ფოტოს წყარო: Tesla გასულ პარასკევს ვაჭრობის დახურვისას კომპანიის აქციების ფასი 7.6%-ით დაეცა 204.99 აშშ დოლარამდე ერთ ერთეულზე, რის შედეგადაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 642 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გასული წლის ნოემბრის Tesla-ს აქციების რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ნახევარია. Tesla-ს აქციების ღირებულების კლება ხდება საფონდო ბირჟების კოლაფსის ფონზე, რაც გამოწვეულია ინვესტორების შიშით ეკონომიკური ვარდნის გაუარესების შესახებ, რასაც თან ახლავს ინფლაციის ზრდა და მარეგულირებლების მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემოღება. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მაღალი შეფასების მქონე სარისკო ზრდის აქციები. კომპანიის აქციების ფასის კლებას ასევე ხელი შეუწყო დაგროვილმა პრობლემებმა. კერძოდ, Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდება მესამე კვარტალში ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაზარალდა. აგრეთვე, როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, კომპანიის ელექტრომობილების ფასების ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე. Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება შეფერხებულია Covid-19-თან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო. გარდა ამისა, ყველა ავტომწარმოებლის მსგავსად, Tesla-საც შეექმნა კომპონენტების დეფიციტისა და ნედლეულზე ფასების ზრდის პრობლემები. როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს პრობლემები აქვს Twitter Inc-ის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ეს საკითხიც აისახა კომპანიის აქციებზე ინვესტორების შეშფოთების გამო, რომ მასკი ძალიან არის გახლეჩილი რამდენიმე რთულ კომპანიას შორის. https://tinyurl.com/3xfjwuv9
  17. სტოკჰოლმისა და მალმიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ამატებს ვირტუალურ რეალობაში ყნოსვის შეგრძნების უნარს. სიახლის დემონსტრირებისთვის მეცნიერებმა შექმნეს VR თამაში ღვინის დეგუსტაციის შესახებ, სადაც ქულების მისაღებად საჭიროა გამოიცნოთ სხვადასხვა სასმელის არომატი. ფოტოს წყარო: interestingengineering.com შესრულებული სამუშაოს მსვლელობისას მკველვარებმა კომპაქტური მოწყობილობა დააპროექტეს არომატული სითხეებისთვის განკუთვნილი ოთხი პატარა კონტეინერით. თითოეულ მათგანს აქვს სარქველი, რომელიც იხსნება სხვადასხვა კუთხით, რათა არომატები ერთმანეთს შეერიოს სხვადასხვა პროპორციით. კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია კომპაქტური ქულერი, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ზედა ნაწილში არსებული მილისთვის მზა არომატების მისაწოდებლად. ეს მილი მომხმარებელმა ცხვირთან უნდა მიიტანოს. მოწყობილობის მართვისთვის შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენება. ტექნოლოგია შემოწმდა პატარა VR-თამაშის მეშვეობით, რომელშიც აუცილებელია მომხმარებელმა სუნით გამოიცნოს ღვინის სახეობა, რათა ქულები მიიღოს. მკვლევარებმა ყველა ნახაზი, კონსტრუქცია და პროგრამული კოდი გამოაქვეყნეს ღია წვდომაზე, რისი წყალობით სურნელის აღქმის უნარის მქონე ანალოგიური მოწყობილობის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოწყობილობის დეტალების დაბეჭდვა შესაძლებელია 3D პრინტერზე. მკვლევარების აზრით მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ, მაგალითად, დეგუსტატორების ან პარფიუმერების სწავლების მიზნით, ასევე ყნოსვის გასავარჯიშებლად იმ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს მგრძნობელობა სუნების მიმართ კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ. https://tinyurl.com/2dheh5vb
  18. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება არ გააძლიერებს აშშ დოლარის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს წევრმა კრისტოფერ უოლერმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა „CBDC-ის გამოშვების მომხრეები, როგორც წესი, ხელს უწყობენ მას, როგორც ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია შეამციროს ტრანზაქციის ხარჯები, დააჩქაროს ანგარიშსწორება და უზრუნველყოს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება. მე უკიდურესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ მხოლოდ CBDC-ს შეუძლია საკმარისად შეამსუბუქოს ტრადიციული პრობლემები, რომ თავიდან აიცილოს ისეთი რამ, როგორიცაა თაღლითობა, ქურდობა, ფულის გათეთრება ან ტერორისტული დაფინანსება“, - განაცხადა მან. უოლერის თქმით ციფრული ვალუტა საშუალებას იძლევა მოხდეს გარკვეული პროცესების ავტომატიზება, თუმცა იგი არ არის „უნიკალური“ გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ახალი ინსტრუმენტების უმეტესობა, რომელიც მიმართულია ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებების ხარისხის გაუმჯობესებაზე, არსებული სისტემების ნაწილია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პოზიციაზე უფრო მეტად პოლიტიკური და ფინანსური, ვიდრე ტექნოლოგიური მიზეზების გავლენას ახდენს. „დოლარის დომინირების მხარდამჭერი ფაქტორები არ არის ტექნოლოგიური, მაგრამ მოიცავს საკმარის მიწოდებას, ხაზინისა და სხვა ვალების ლიკვიდურ ბაზარს და მრავალწლიან სტაბილურობას აშშ-ის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაში. ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს სრულად შეესაბამებოდეს აშშ-ის ამ მაჩვენებლების მიხედვით, CBDC-ის ამოქმედება არ შეცვლის ყველაფერს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უოლერმა განაცხადა, რომ CBDC-ის კონტროლი უფრო ადვილია და, შესაბამისად, ბევრი კომპანია უარს იტყვის ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე. მან ასევე დაამატა, რომ ციფრული ვალუტა არ მიანიჭებს უცხოელ მოთამაშეებს რაიმე „მატერიალურ უპირატესობას“. მანამდე ოფიციალურმა პირმა უკვე გააკრიტიკა განაწილებული რეესტრი ტექნოლოგია და მასზე დაფუძნებული პროდუქტები. 2022 წლის მარტში მან ბლოკჩეინს უწოდა ზედმეტად შეფასებული და აღნიშნა, რომ CBDC-ის ზოგიერთი კვლევა მოგვაგონებს „სარეკლამო რგოლებს“. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა ციფრული დოლარის გაშვების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის შესახებ. https://tinyurl.com/4dbmrhz2
  19. კომპანია NVIDIA-მ, როგორც თავად გამოხატა, შეცვალა ვიდეო ბარათ GeForce RTX 4080-ის უმცროს 12 გბ ვერსიის ანონსი. უფრო მარტივად რომ ითქვას, კომპანიამ გადაიფიქრა მისი გამოშვება. ამასთან, კომპანიამ დაასახელა 16 გბ მეხსიერების მქონე უფროს ვერსია GeForce RTX 4080-ის გამოშვების თარიღი - 16 ნოემბერი. NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4080 დაფის ერთდროულად ორი ვერსია ფლაგმანურ GeForce RTX 4090-თან ერთად 20 სექტემბრის ღონისძიებაზე. იმ დროს ბევრმა აღნიშნა, რომ GeForce RTX 4080 12 გბ მოდელი GeForce RTX 4080 16 გბ-სგან განსხვავდება არა მხოლოდ ოპერატიული მეხსიერების მოცულობით. უფროსი ვერსია აგებულია 9728 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD103-300-ზე, ხოლო უმცროს ვერსიას აქვს AD104-400 ჩიპი 7680 CUDA ბირთვით. რა თქმა უნდა, ჩიპები განსხვავდებიან სხვა ფუნქციონალური ელემენტების რაოდენობითაც. განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასევე თავად NVIDIA-ს ტესტებმაც აჩვენა, რომლის შედეგები ახლახანს გამოქვეყნდა. უმცროსი მოდელი უფროსზე 24-30%-ით ნელი აღმოჩნდა. ამიტომ ბევრი მომხმარებლის აზრი დაემთხვა, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა უმცროსი მოდელის გამოშვება GeForce RTX 4070-ის სახელით. NVIDIA-მ გადაწყვიტა აუდიტორიის აზრის მოსმენა. კომპანიამ განაცხადა, რომ „RTX 4080 12 გბ „ფანტასტიკური ვიდეო ბარათია, თუმცა არასწორი დასახელება აქვს“. ასევე აღინიშნა, რომ „ორი ვიდეო დაფის არსებობა სახელწოდებაში 4080-ით დამაბნეველია“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „გამოუცხადებელი“ ვიდეო ბარათის დებიუტი საბოლოოდ შედგება, როგორც GeForce RTX 4070 მოდელისა. https://tinyurl.com/56z5k8vx
  20. Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი (Mark Gurman) აცხადებს, რომ უახლოეს დროში Apple წარადგენს განახლებულ პლანშეტ iPad Pro-ს. მან განაცხადა, რომ M2 ჩიპის მქონე 11- და 12.9-დუიმიანი ახალი iPad Pro-ების ანონსამდე რამდენიმე დღე დარჩა. პლანშეტების სახელწოდებებია J617 და J620, შესაბამისად. ფოტოს წყარო: Apple ეს არის iPad Pro პლანშეტების სერიის პირველი განახლება წელიწადნახევრის შემდეგ. ახალი მოდელების წინამორბედებისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ჩიპი M2, რომელიც M1 ჩიპთან შედარებით უზრუნველყოფს წარმადობის 20%-იან ზრდას. ახალი iPad Pro-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა ვერსიებს. უკვე მეოთხე წელია Pro სერიის პლანშეტებს იდენტური დიზაინი აქვთ ბრტყელი გვერდებით. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ადრე გავრცელებული ცნობებით 11-დუიმიან მოდელს უნდა ჰქონოდა mini-LED დისპლეი ისევე, როგორც ძველ 12.9-დუიმიან მოდელს, თუმცა უახლესი მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. გურმანის თქმით Apple ასევე მუშაობს საბაზისო დონის ახალ პლანშეტზე, რომელსაც ექნება USB-C პორტი და iPad Pro-ს მსგავსი დიზაინი. ცნობილია, რომ Apple არ ჩაატარებს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ოქტომბრის ღონისძიებას. მოსალოდნელია, რომ ახალი iPad Pro-სა და განახლებული Mac ხაზის გამოსვლის შესახებ პრეს-რელიზსა და კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაცხადებენ. ახალი iPad Pro მოდელების გამოცხადების გარდა კომპანია ასევე გამოუშვებს iPadOS 16-ს. ცნობილია, რომ Apple-მა გადადო iPadOS 16-ის გამოშვება და არ წარადგინა იგი iOS-ის განახლებასთან ერთად, რათა დეველოპერებს მეტი დრო ჰქონოდათ მისი გაუმჯობესებისთვის, ასევე მრავალი ამოცანის/მრავალფანჯრიანი Stage Manager-ის ფუნქციის შემუშავებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ არის ხარვეზები. Apple-ის კვარტალური ანგარიში 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც წესი, კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. სავარაუდოდ, იგი ამ ტრადიციას წელსაც არ შეცვლის. https://tinyurl.com/mvx6bx5j
  21. Binance Pool-მა განაცხადა, რომ შექმნა 500 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი, რათა უზრუნველყოს Bitcoin-მაინერების სასესხო დაფინანსება. ინიციატივა ორიენტირებულია როგორც საჯარო, ისე ინდუსტრიის კერძო მონაწილეებზე. კრედიტი გაიცემა 18-დან 24 თვის ვადით კრიპტოვალუტით და/ან აღჭურვილობით უზრუნველყოფით. ოქტომბერში ციფრული აქტივების მართვის კომპანია Grayscale Investments-მა გამოუშვა პროდუქტი Bitcoin-ის მაინინგის აღჭურვილობაში ერთობლივი ინვესტიციისთვის. სექტემბერში მაინინგ სერვისის პროვაიდერ Bitdeer-მა შექმნა 250 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი ინდუსტრიის „პრობლემური“ კომპანიებისგან აქტივების შესაძენად. იმავე თვეში მიანინგ-კომპანიამ და ქლაუდ სერვისებში კრიპტოვალუტების მოპოვების ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მომწოდებელმა Compute North-მა განცხადება გააკეთა გაკოტრების შესახებ. Arcane Research-ის თანახმად ინდუსტრიის საჯარო კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა თავიანთ ბალანსზე წარმატებული 2021 წლის მიუხედავად. ადრე Binance-მა აამოქმედა მაინინგ-პული, რომელიც ორიენტირებულია Ethereum PoW ტოკენების მაინინგზე. https://tinyurl.com/2s3b5v67
  22. GeForce RTX 4090-ის მისამართით ბევრი კრიტიკა არ გამოითქმის, თუკი მის ფასს არ გავითვალისწინებთ, თუმცა აქვს ერთი ნაკლი - არ აქვს უახლეს სტანდარტ DisplayPort-ის მხარდაჭერა. თუკი გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, AMD Radeon 7000 სერიის გრაფიკულ პროცესორებს ასეთი შესაძლებლობა ექნება. შესაძლოა NVIDIA-ს არ ჰქონდა დრო განეახლებინა გამოსახულების ასახვის ბლოკი გრაფიკულ პროცესორზე DP 2.x-ისთვის. თუმცა NVIDIA-ს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე მდგომარეობს შემდეგში, რომ DP 1.4a „საკმარისად კარგია“ თანამედროვე დისპლეებისთვის. ეს მიდგომა ალბათ სამართლიანია ბევრი მომხმარებლისთვის, თუმცა ბევრი არ ყიდულობს RTX 4090-ს. გაყიდვაში უკვე ხელმიასწვდომია 4K240 დისპლეი და ალბათ მალე გამოვა 8K მონიტორები კადრის განახლების მაღალი სიხშირეებით, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ აქვს DP 1.4а-ს სათანადო მხარდაჭერა. უკვე ვიცით, რომ RDNA 3-ზე დამყარებულ Radeon 7000 სერიას ექნება DisplayPort 2.0-ის მხარდაჭერა და ეს უკვე უკეთესობას ნიშნავს NVIDIA-სთან შედარებით. ინსაიდერმა @KyleBennett-მა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ აქვს „დასტური მრავალი წყაროდან“, რომ მომავალ AMD Radeon GPU-ს მხარდაჭერილი ექნება „DisplayPort 2.1 მახასიათებელი“. ცნობილმა YouTube-არხმა Moore's Law is Dead-მა Kyle-ს ციტირება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი წყაროებიც იმავეს ამბობენ: RDNA 3 გრაფიკულ პროცესორებს ექნება DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა. DisplayPort 2.0 უკვე ანიჭებს სამომავლო გრაფიკულ პროცესორებს ვიდეოს დაახლოებით 80 გბ/წმ სიჩქარეს თითოეულ DisplayPort კავშირზე, რაც საშუალებას აძლევს მართონ 8K240 და მეტი გაფართოების ეკრანები. https://tinyurl.com/3mx73zbx
  23. გადამყიდველები მიზანს დაუბრუნდნენ და რთული მისახვედრი არ არის, რომ მათი სამიზნე ახალი ფლაგმანური ვიდეო დაფა GeForce RTX 4090 გახდა. იგი სულ ახლახანს გამოვიდა გაყიდვაში და ამჟამად მისი შეძენა უკვე შეუძლებელია, სამაგიეროდ მეორად სავაჭრო პლატფორმებზე გამოჩნდა უამრავი განცხადება დაფის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოთხოვნაც არსებობს, თუმცა სპეკულანტების სიხარული ნაადრევია. ფოტოს წყარო: Computer Base საშუალოდ, GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი eBay-ზე შემოთავაზებულია 2300-დან 3200 აშშ დოლარამდე ფასებში, Amazon-ზე კი გამყიდველები ორიენტირებულნი არიან 3000 აშშ დოლარიან ნიშნულზე. რესურს HotHardware-მა შეისწავლა ამერიკულ eBay-ზე ბოლოს დასრულებული აუქციონები და აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფები გაიყიდა სარეკომენდაციო ფასზე (1599 აშშ დოლარი) ორნახევარჯერ მეტ ფასად. ყველაზე მაღალი ფსონები აღმოჩნდა ASUS ROG Strix GeForce RTX 4090 OC მოდელზე - რამდენიმე გარიგება დასრულდა 4000 აშშ დოლარზე ძვირად გაყიდვით. აბსოლუტური რეკორდსმენი კი გახდა Zotac Gaming GeForce RTX 4090 Trinity, რომელიც მომხმარებელმა 9999 აშშ დოლარად შეიძინა. სავარაუდოდ, მომხმარებლები არ აპირებენ ხსენებული გარიგებების თანხის გადახდას, არამედ უბრალოდ ამ გზით ცდილობენ ჭკუა ასწავლონ სპეკულანტებს. ასე მოხდა მიმდინარე წლის გასულ და პირველ კვარტალში არსებული აჟიოტაჟის დროს - მომხმარებლები სპეციალურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში და ბერავდნენ ფასებს, შემდეგ კი უბრალოდ არ იხდიდნენ თანხებს. Reddit-ზე სპეკულანტების საწინააღმდეგო ქომიუნითიც კი შეიქმნა. შესაძლოა, ამჟამად ანალოგიური სიტუაციაა - მომხმარებლები ცდილობენ მათ გაღიზიანებას, ვინც მეტისმეტად ზრდის ფასებს. თუკი ადრე გადამყიდველები მაინც წარმატებით ყიდიდნენ ვიდეო ბარათებს, ამჟამად სიტუაცია სრულიად სხვაა და ზედმეტის გადახდა არ ღირს. პირველ რიგში, ამჟამად აბსოლუტურად არ არსებობს მოთხოვნა მაინერების მხრიდან, რადგანაც Proof-of-Stake მოდელზე Ethereum-ის გადასვლის შემდეგ ამ კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის ვიდეო დაფები საჭირო აღარ არის. ხოლო სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში ვიდეო ბარათებზე მაინინგი უბრალოდ არამომგებიანი გახდა. მეორეც, თუ ადრე არსებობდა გრაფიკული პროცესორების დეფიციტის პრობლემა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ბარათი იწარმოებოდა, ამჯერად არ ვიცით, რამდენად მალე შემოვა მაღაზიებში ვიდეო ბარათების ახალი პარტიები. არსებობს იმედი, რომ NVIDIA არ დაუშვებს დეფიციტს. და მესამე, საკმაოდ მალე შედგება უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 4080 გრაფიკული ამაჩქარებლების, ისევე როგორც AMD Radeon RX 7000 გრაფიკული ბარათების დებიუტი. https://tinyurl.com/v4nwwd64
  24. Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფიუჩერსებისა და უვადო კონტრაქტების ღია ინტერესის (IO) შეფარდებამ მათ კაპიტალიზაციასთან რეკორდს მიაღწია. მიმდინარე კონსოლიდაციის ფონზე ეს შეიძლება იყოს არასტაბილურობის მკვეთრი ზრდის საწინდარი, აცხადებენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. ციფრული ოქროს ღია ინტერესმა 3.21%-ს მიაღწია, Ethereum-ისამ - 4.24%-ს. Bitcoin-ისა და Ethereum-ის ღია ინტერესის დინამიკა (ფიუჩერსები და უვადო კონტრაქტები ჯამურად) მათ კაპიტალიზაციასთან. წყარო: Arcane Research. ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ეს შეფარდება შენარჩუნებულია მაღალი მაჩვენებლების სიახლოვეს, განხორციელებული The Merge-ის მიუხედავად. ამ მოვლენამდე ბევრი მონაწილე ინარჩუნებდა ჰეჯირების ან მიმართულების პოზიციებს. პოტენციური „ბრუტალური“ დელევერიჯის შემსუბუქებისთვის ექსპერტების შემოთავაზებაა სტრედლის სტრატეგიის გამოყენება. იგი საშუალებას იძლევა ფსონი დაიდოს არასტაბილურობის სტრუქტურულ ცვლილებაზე. Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის პარამეტრი აპრილიდან მოყოლებული მინიმუმამდე ჩამოვიდა. Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის თვის და სამი თვის დინამიკა. წყარო: Arcane Research. შეგახსენებთ, Glassnode-ის ანალიტიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ მიმდინარე ფაზის დასრულებას შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს. ადრე ჰეჯ-ფონდ Cramer & Co.-ს ყოფილმა მმართველმა და CNBC არხზე შოუ Mad Money-ს წამყვანმა ჯიმ კრამერმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო მოხდება ციფრული აქტივების მსგავსი სპეკულაციური ინსტრუმენტების „გამორეცხვა“. https://tinyurl.com/mrnccjwt
  25. კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლეპტოპი Surface Laptop 5, რომელიც გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება წინა მოდელისგან, თუმცა აქვს უახლესი აპარატული უზრუნველყოფა. ახალი ლეპტოპი წინა თაობების მოდელების მსგავსად შემოთავაზებულია ორ ზომაში, თუმცა ახალი ლეპტოპები აგებულია მხოლოდ Intel-ის პროცესორებზე - AMD-ის ჩიპების მქონე ვერსიები არ გამოვიდა. სამაგიეროდ ხელმისაწვდომია სერტიფიკაცია Intel EVO. შედარებით კომპაქტურ Surface Laptop 5-ს აქვს 13.5-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 3:2 და გაფართოებით 2256 × 1504 პიქსელი. უფრო მოზრდილ ვერსიას აქვს 15-დუიმიანი დისპლეი გვერდების ანალოგიური შეფარდებით და 2496 × 1554 პიქსელი გაფართოებით. ორივე მათგანში გამოყენებულია სენსორული ეკრანი PixelSense ტექნოლოგიით Dolby Vision IQ. ახალი ლეპტოპები აგებულია Alder Lake-U სერიის მე-12 თაობის Intel Core პროცესორებზე. ორივე მათგანი დაკომპლექტებულია პროცესორით Core i7-1255U, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია შედარებით კომპაქტური მოდელის ვერსია Core i5-1235U ჩიპით. Surface Laptop 5-ის ბიზნეს-ვერსიაში კი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Core i5-1245U ან Core i7-1265U. ლეპტოპებს აქვთ 8-დან 32 გბ-მდე LPDDR5x სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე მოხსნადი SSD 256 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით. Microsoft-ის განცხადებით ავტონომიური მუშაობის დრო 13.5-დუიმიანი მოდელი შემთხვევაში შეადგენს 18 საათს, 15-დუიმიანი Surface Laptop 5 მოდელისა - 17 საათი. შედარებით კომპაქტური ვერსია ხელმისაწვდომია ლითონის ან ალკანტარა მოპირკეთებით, უფროსი მოდელი კი - მხოლოდ ლითონის. ლეპტოპებს აქვთ Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 მოდულები. ასევე ხელმისაწვდომია ინტერფეისი Surface Connect, 3.5 მმ აუდიოკონექტორი, USB Type-A 3.1 პორტი, აგრეთვე USB Type-C Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით. 13.5-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 308 × 223 × 14.5 მმ, წონა - 1272 ან 1297 გრამი ალკანტარა ან ლითონის ვერსიების მიხედვით, შესაბამისად. 15-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 340 × 244 × 14.7 მმ და იწონის 1545 გრამს. Surface Laptop 5-ის ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან (კომპაქტური ვერსია) და 1299 აშშ დოლარიდან - დიდი ვერსია. გაყიდვა 25 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/yc2axs7h
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.