Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5885
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია NVIDIA-მ, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცნობილია მოწინავე გრაფიკული ბარათებით, წარადგინა პატენტი ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ეკრანებსა და ჰედსეტებში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: Hammer & Tusk/unsplash.com აღწერილობის მიხედვით ტექნოლოგიაში მოიაზრება თავზე განთავსებული ჰედსეტი და განკუთვნილია ვირტუალური რეალობისთვის. განაცხადში მოცემულია ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპის განმარტება, რომელიც პოტენციურად შესაფერისია ბაზარზე ერთ-ერთ პირველ ჰოლოგრაფიულ VR ეკრანზე გამოყენებისთვის. ვიდეო ბარათების წარმოების პარალელურად NVIDIA სხვადასხვა სფეროში მუშაობს, მათ შორის ქმნის როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას. 90-იან წლებში კომპანიამ სახელი გაითქვა სწორედ ვიდეო ბარათებით, თუმცა დღეს იგი მუშაობს სხვადასხვა ნახევრადგამტარ გადაწყვეტილებაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სამომხმარებლო მოწყობილობაზე. გეიმინგ სფეროში GeForce სერიის ვიდეო დაფების პარალელურად კომპანიას შემოთავაზებული აქვს კონსოლი Shield, ასევე გააჩნია საკუთარი სტრიმინგ გეიმინგ პლატფორმა GeForce Now. NVIDIA-ს საპატენტო განაცხადში გამოგონება აღწერილია, როგორც „ვირტუალური რეალობის ჰოლოგრაფიული დისპლეი“ (Holographic Virtual Reality Display). მოკლე აღწერაში მითითებული არ არის, რომ დისპლეი შემუშავებულია კონკრეტულად ჰედსეტებში გამოყენებისთვის, უფრო დეტალურ ვარიანტში კი საუბარი ეხება სწორედ ვირტუალური რეალობის ჰედსეტებში გამოყენებას. დასაშვებია ვარაუდი, რომ საუბარია Meta Quest-ის მსგავს მოწყობილობაზე. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს არ გახლავთ პირველი ჰოლოგრაფიული დისპლეი ბაზარზე. მაგალითად, პროექტი Microsoft HoloLens წლებია მუშაობს მსგავსი მოწყობილობით. თუმცა HoloLens-ის შემთხვევაში საუბარია შერეული რეალობის მოდელებზე. როგორც ჩანს, NVIDIA არ აპირებს Microsoft-ის პროდუქტის გამეორებას, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი და შერეული რეალობის მოწყობილობებშიც. ტექნოლოგიის პოტენციურ მომხმარებლებს შორის მითითებულნი არიან გეიმერებიც - მოწყობილობის მართვა უნდა განხორციელდეს გეიმინგ კონტროლერების მეშვეობით, სიგნალის წყაროდ კი კონსოლებია მითითებული. მოკლედ, არაფერია მოხსენიებული კონკრეტულ პროდუქტებზე, რომლებშიც შესაძლებელია ამ ტექნოლოგიის გამოყენება. როგორც პატენტების სფეროში ხშირად ხდება, განაცხადის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA აუცილებლად განავითარებს პროდუქტის ხაზს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას განზრახული აქვს უბრალოდ გააძლიეროს პოზიციები ვირტუალური რეალობის გეიმინგ ბაზარზე, რადგან ეს სფერო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუმცა, განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც შეიძლება მრავალი ახალი ტიპის მოწყობილობას დაედოს საფუძვლად. https://tinyurl.com/3u4ujb7r
  2. წლის განმავლობაში საჯარო მაინინგ კომპანიების წილი Bitcoin-ის ჰეშრეითში გაიზარდა 295%-ით 58 EH/s-მდე. საერთო ჯამში, ეს არის 25% - ნათქვამია Hashrate Index-ის ანალიტიკოს ჯარან მელერუდის მოხსენებაში. 2021 წლის ოქტომბერში კერძო მაინერებმა შეადგინეს ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის 90%. გასული წლის ხარული ბაზრის დროს ინდუსტრიის მონაწილე მრავალი კომპანია გახდა საჯარო და მოიპოვა წვდომა კაპიტალზე ოპერაციების გასაფართოებლად, იხსენებს ექსპერტი. კომპანიებმა ინვესტიციები ჩადეს მაინინგ მოწყობილობებში მიმდინარე წლისა და 2023 წლის დასაწყისის პერიოდში მიწოდების პირობით. ამან უზრუნველყო მათი წილის ზრდა ჰეშრეითში. კერძო კომპანიებმა, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ფინანსური შესაძლებლობა, იგი გაზარდეს მხოლოდ 58%-ით წლის განმავლობაში, აღნიშნა მელერუდმა. კერძო მაინერების გამოთვლითი სიმძლავრის მკვეთრი ზრდა დაიწყო 2022 წლის იანვარში მას შემდეგ, რაც ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია Core Scientific საჯარო გახდა. Bitcoin-ის ჰეშრეითში საჯარო მაინერების წილის ზრდა. წყარო: Hashrate Index. ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის წილმა მთლიან ჰეშრეითში მიაღწია თითქმის 5%-ს - 13 EH/s. Core Scientific 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სიმძლავრის გაზრდას 17 EH/s-მდე. ტოპ-10 საჯარო მაინერი Bitcoin-ის ჰეშრეითის წილში. წყარო: Hashrate Index. რეიტინგში მეორე და მესამე Marathon Digital და Riot Blockchain ასევე გეგმავენ სიმძლავრეების მნიშვნელოვან გაფართოებას 2023 წლის შუა რიცხვებისთვის, 13.5 EH/s და 23 EH/s-მდე, შესაბამისად. მელერუდის თქმით ზემოთხსენებული დროისთვის საჯარო მაინერების წილმა Bitcoin-ის ჰეშრეითში შეიძლება 40%-ს მიაღწიოს. ზრდის მიზეზი იქნება წინასწარ შეკვეთილი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდება. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ კომპანიას უკვე აქვს ათასობით მოწყობილობა მარაგში, რომელიც დაკავშირებას ელოდება. თუმცა, მისი აზრით, ზრდის ტემპი შენელდება. ეს გამოწვეული იქნება საჯარო მაინერების ფინანსური სირთულეებით და შესაძლო გაკოტრებით. მელერუდმა ასევე აღნიშნა, რომ სეგმენტში მოქმედი კომპანიების უმეტესობა (გარდა Bitfarms-ისა) აწარმოებს და აფართოებს ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკაში. რეგიონში, ისევე როგორც ევროპაში, ტარიფები ყველაზე მეტად ენერგეტიკული ფასების ზრდამ დააზარალა. ანალიტიკოსის აზრით კერძო მაინერებს შეუძლიათ იყვნენ უფრო მოქნილები სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაშიც კი "იაფი დენის წყაროს" პოვნაში. ამაშია მათი უპირატესობა, განაცხდა მან. „ამიტომ, მჯერა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ, რომ საჯარო მაინერები აკონტროლებდნენ Bitcoin-ის ქსელის ნახევარზე მეტს“, - დაასკვნა მელერუდმა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ინდუსტრია პირველი დიდი გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა - განცხადება ფინანსური გადახდისუუნარობის შესახებ გააკეთა კერძო მაინინგ კომპანიამ და ჰოსტინგის პროვაიდერმა Compute North. https://tinyurl.com/5n7ccte7
  3. არაოფიციალური ცნობებით AMD-ის RDNA3 თაობის ახალი ფლაგმანური დაფის სახელწოდება არ იქნება Radeon RX 7900 XT, არამედ Radeon RX 7900 XTX. რამდენიმე თვის წინ ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ AMD სახელს შეუცვლიდა მოწინავე გრაფიკულ ამაჩქარებლებს, თუმცა ინფორმაციამ დიდი გამოხმაურება ვერ მოიპოვა, რადგან ამ დრომდე არ გამოჩენილა არც ერთი სანდო დადასტურება. ამჟამად, Benchlife-ის თანახმად, გადაწყვეტილება Radeon RX 7900 XTX-ის გამოშვების შესახებ საბოლოოდ იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ XTX ბრენდი არ ყოფილა გამოყენებული Radeon-ის არცერთ ბარათზე X1000 სერიის შემდეგ, მაგრამ ის დასახელების სქემის ნაწილია: XT, XTX, XTXH - დასახელებებია, რომლებიც თანაბრად შეეფერება უმაღლესი დონის GPU-ს. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ფლაგმანურ RDNA3 ვიდეო ბარათს ეწოდებოდა Radeon RX 7950 XT, მაგრამ პროცესორის არსებობის ან შემუშავების კვალი ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს. რაც შეეხება მთლიან RDNA3 თაობას, ჩვენ ამჟამად ვიცით მხოლოდ ორი სავარაუდო პროცესორის შესახებ: Radeon RX 7900 XT და Radeon RX 7900 XTX. სავარაუდოდ, Radeon RX 7700-სა და Radeon RX 7800-ს (Navi 33 და Navi 32) ანონსი გაურკვეველი დროით გადაიდება. Radeon RX 7900 XTX-ის მახასიათებლები, ინსაიდერების სიტყვებზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება: ტექნოპროცესი: 5-ნანომეტრიანი; ბირთვები: 12288 მეხსიერება: 24 გბ GDDR6 მეხსიერების სიჩქარე: 20 Gbps TGP: 420 ვატი. https://tinyurl.com/mtan95pc
  4. Microsoft-მა დაიწყო Mac Mini-ს საკუთარი ვერსიის გაყიდვა - ეს არის კომპაქტური პერსონალური კომპიუტერი 599 აშშ დოლარად, რომელიც განკუთვნილია დეველოპერებისთვის, ვინც ქმნიან აპლიკაციებს Windows 11-სთვის ARM-პლატფორმაზე. მოწყობილობა ადრე ცნობილი იყო, როგორც Project Volterra, მისი ოფიციალური დასახელება კი გახლავთ Windows Dev Kit 2023. ფოტოს წყარო: Microsoft Windows Dev Kit 2023 აგებულია Qualcomm Snapdragon 8cx Gen 3 პლატფორმაზე, აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ NVMe SSD. მოწყობილობას აქვს ორი პორტი USB Type-C 3.2 Gen 2 გვერდით და სამი USB Type-A 3.2 Gen 2 უკანა მხარეს, აგრეთვე Ethernet და Mini DisplayPort. მინი კომპიუტერის მთავარი მახასიათებელია ნეირონული პროცესორი (NPU), რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და მანქანური სწავლება აპარატული აჩქარებით. მსგავსი პროცესორია განთავსებული 5G მხარდაჭერის მქონე Surface Pro 9-ში. Microsoft ნეიროპროცესორის შესაძლებლობებს Windows 11-ში იყენებს ისეთ ფუნქციებთან მუშაობისას, როგორიცაა Voice Focus - ფონური ხმაურის მოშორებისთვის განკუთვნილი ალგორითმი, რომელიც გავლენას არ ახდენს CPU-ის ან GPU-ის მუშაობაზე. Windows Dev Kit 2023 იმუშავებს რამდენიმე დისპლეისთან. ფოტოს წყარო: Microsoft პროგრამული უზრუნველყოფა არის Windows Dev Kit 2023-ის მთავარი მნიშვნელოვანი ნაწილი. Microsoft დეველოპერებს სთავაზობს Native ARM-აპლიკაციების ინსტრუმენტების სრულ ნაკრებს. Visual Studio 2022 17.4 ამჟამად მუშაობს Arm-ზე გაცილებით უკეთესი წარმადობით, .NET 7-ის მუშაობის სიჩქარეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დეველოპერებს ასევე სთავაზობენ Visual C++ აპლიკაციების Arm-ვერსიის წინასწარ გამოშვებას და Windows App SDK-ს. „სულ უფრო მეტი აპლიკაცია, ინსტრუმენტი და ფრეიმვორქი გადადის Arm-ზე Windows-ის ბუნებრივ გამოყენებაზე. და კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება უახლოეს დროში“ - აცხადებს Pavan Davuluri, CVP Windows Silicon and Systems Integration გუნდის მენეჯერი. – „Windows 11-ის ემულაციის მძლავრი ტექნოლოგიის წყალობით დეველოპერებს შეეძლებათ გაუშვან მრავალი შეუცვლელი x64 და x86 აპლიკაცია და ინსტრუმენტი პირდაპირ Windows Dev Kit-ზე“. მოწყობილობას ასევე ექნება წვდომა Microsoft Teams-ზე, Office-ზე, Edge-სა და OneDrive-ის ქლაუდ სერვისის Arm ვერსიებზე. Microsoft იმედოვნებს, რომ ახალი Windows Dev Kit 2023-ის გამოშვება მნიშვნელოვნად დაასტიმულირებს Windows-ისთვის აპლიკაციების განვითარებას Arm პლატფორმაზე. ახალი Mini PC დღეიდან ხელმისაწვდომია გაყიდვაში ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. https://tinyurl.com/6crmueby
  5. როდესაც ASIC ბაზარი "გაჭედილია დეფლაციურ სპირალში", აშკარაა უფსკრული იმ ფასებს შორის, რომლებსაც გამყიდველები სთავაზობენ და რისი გადახდისთვისაც მზად არიან მყიდველები. ამას Foundry-ის მონაცემები მოწმობს. უახლესი თაობის მოწყობილობებში, როგორიცაა მაგალითად Bitmain-ის Antminer S19J Pro, მომხმარებლები მზად არიან გადაიხადონ 15 აშშ დოლარი TH-ზე, ან უფრო ნაკლები. გამყიდველების უმეტესობა კი TH-ზე 20 აშშ დოლარს ითხოვს. ”ბაზარი გარკვეულწილად დაბლოკილია, რადგან ბევრი მაინერი ფულადი რესურსების ნაკლებობას განიცდის და ჰოსტინგის შესაძლებლობები შეზღუდულია. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს გარიგებები, რომლებიც დადებულია საშუალოდ 18$/TH დიაპაზონში“ - აღნიშნეს კომპანიაში. ბოლო თვეების განმავლობაში კრიპტომაინერები განიცდიან შემოსავლის შემცირებას Bitcoin-ის ფასის კლებისა და მაინინგის სირთულის გაზრდის გამო. ამ ფონზე ASIC მაინერების ფასები 80%-ით შემცირდა მათ მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, აცხადებენ Foundry-ის ექსპერტები. სექტემბერში ინდუსტრია შეეჯახა პირველ მსხვილ ბანკროტს - ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-მა გააკეთა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ზოგიერთი კომპანია, როგორებიცაა Stronghold და Argo Blockchain, ოპტიმიზაციას უკეთებს ხარჯებს და ყიდის აღჭურვილობას. ზოგი კომპანია, მაგალითად CleanSpark და Crusoe, სარგებლობს დათვური ბაზრით აქტივების მომგებიან ფასად შეძენისთვის. Foundry-სთან აფილირებულმა, ციფრული აქტივების მმართველმა კომპანია Grayscale Investments-მა აამოქმედა მაინინგ-აღჭურვილობის ინვესტირებისთვის განკუთვნილი სტრუქტურა. კომპანიამ დაინახა შესაძლებლობა - ეყიდა Bitcoin-მაინერები „მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასებში“ კრიპტოზამთრის ფონზე. „ჩვენ კვირის განმავლობაში რამდენიმე შეტყობინებას ვიღებთ ინსტიტუციონალური ინვეტსორებისგან, რომელთაც სურთ პრობლემური მაინინგ-აქტივების შეძენა“ - განაცხადეს Foundry-ში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოსა და სექტემბერში, მაისის შემდეგ პირველად, მაინერებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს Hashrate Index-ის მონაცემების თანახმად. https://tinyurl.com/yjcjbcze
  6. დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო ახალ ვიდეო დაფა RTX 4090-ის გაყიდვა და ზოგიერთმა იღბლიანმა უკვე შეძლო მისი შეძენა. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ ვიდეო ბარათს უკვე მტკივნეულად ნაცნობი დეფიციტი ელის, რადგანაც RTX 4090-სთვის წარმოებული GPU-ების რაოდენობა დიდი ალბათობით მხოლოდ საწყისი გაყიდვებისთვის იქნება საკმარისი. რესურსი MyDrivers აცხადებს, რომ NVIDIA-მ RTX 4090-სთვის საჭირო GPU-ების საწარმოო სიმძლავრის ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის - Hopper H100-ის ჩიპების წარმოებაზე გადაიტანა. ამ გადაწყვეტილებაზე ორმა მიზეზმა იქონია გავლენა. როგორც ცნობილია, არც ისე დიდი ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა აკრძალა თავისი ხელოვნური ინტელექტის პროდუქციის გაყიდვა ჩინეთში, რადგან აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით ეს საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო მიზნებით მოხდება. ამავდროულად, ტექნოლოგიურ კომპანიებს უფლება აქვთ შეასრულონ მოქმედი შეკვეთები 2023 წლის სექტემბრამდე. ანუ, NVIDIA-ს ზუსტად ერთი წელი აქვს დარჩენილი, რათა მოახერხოს ბოლო დიდი ფულის გამომუშავება Hopper H100 და Ampere A100 გამოთვლითი ამაჩქარებლების ჩინეთში გაყიდვით. მეორე მიზეზია შეუდარებლად მაღალი მოგება Hopper H100 AI-ს გაყიდვიდან. მაგალითად, თუ RTX 4090 გაიყიდება საშუალოდ 2000-3000 აშშ დოლარად, Hopper H100 AI ამჟამად ღირს 33000 აშშ დოლარი, SXM ვერსია კი - კიდევ უფრო მეტი. ორივე მიზეზი იძლევა მეტად ლოგიკურ დასკვნას, რომ NVIDIA-ს სურს მაქსიმალურად გამოიყენოს მოგება ჩინეთის ბაზრიდან, რომელიც მისთვის იხურება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კომპანიისთვის გეიმინგ ვიდეო ბარათებზე მაინინგის კოლაფსის დროს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NVIDIA-მ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შესწიროს გეიმინგ ბაზარი და გეიმერების ინტერესები მოგებას. https://tinyurl.com/4wdua5dd
  7. ტრადიციულ საინფორმაციო დაიჯესტში Apple-ის პროდუქციაზე სპეციალიზებულმა ჟურნალისტმა Mark Gurman-მა გააზიარა თავისი წარმოდგენები კომპანიის ახალი პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ, რომლებიც აღჭურვილი იქნება M2 პროცესორის სხვადასხვა ვერსიით. Mac Pro სამუშაო სადგურებს, მისი აზრით, ექნება პროცესორები M2 Ultra და M2 Extreme, რომლებშიც მოცემული იქნება 24-დან 48-მდე გამომთვლელი და 76-დან 152-მდე გრაფიკული ბირთვი. ფოტოს წყარო: Apple ამასთან, როგორც ავტორი თვლის, Apple Mac Pro-სთვის განკუთვნილი პროცესორები უზრუნველყოფენ 256 გბ-მდე მეხსიერების მხარდაჭერას და M2 Max-თან შედარებით 2-4-ჯერ მეტ წარმადობას. ფაქტობრივად, როგორც წყარო ამტკიცებს, Apple უკვე ტესტავს ახალი პროცესორის ბაზაზე მოქმედ Mac Pro-ს ერთ-ერთ კონფიგურაციას. მას აქვს 24 გამომთვლელი ბირთვი (16 მაღალი წარმადობის და 8 ეკონომიური), ასევე 76 გრაფიკული ბირთვი და 192 გბ მეხსიერება. პროტოტიპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა macOS Ventura 13.3-ზე. აღვნიშნავთ, რომ Ventura 13.0 ვერსიის დებიუტი მიმდინარე კვირაში შედგება. 14- და 16-დუიმიანი დისპლეების მქონე MacBook Pro ლეპტოპების შემადგენლობაში შესაბამისად შევა M2 Pro და M2 Max პროცესორები. ბოლო მათგანს ექნება 8 მაღალი წარმადობის და 4 ეკონომიური, ასევე 38 გრაფიკული ბირთვი. გათვალისწინებულია 64 გბ მეხსიერება. მსგავსი მახასიათებლები ხელმისაწვდომი იქნება ორივე ზომის ეკრანის მქონე ლეპტოპების ვერსიებში. წყაროს ინფორმაციით ასევე განახლდება Mac mini. კონფიგურაციაში მას ექნება M2 პროცესორი, რომელიც უკვე ცნობილია MacBook Air-დან და 13-დუიმიანი MacBook Pro-დან და მასში წარმოდგენილი იქნება 8 გამომთვლელი და 10 გრაფიკული ბირთვი. კომპანია აგრეთვე ტესტავს Mac mini-ს ვერსიას M2 Pro პროცესორით, რომელშიც ბირთვების გაზრდილი რაოდენობა იქნება მოცემული. მარკ გურმანი მიიჩნევს, რომ M2 Ultra და M2 Extreme პროცესორების ბაზაზე მოქმედი ახალი თაობის Mac Pro გაყიდვაში 2023 წლამდე არ გამოვა, ხოლო განახლებული MacBook Pro-სა და Mac mini-ს დებიუტი შესაძლოა შედგეს ნოემბერში, იანვარში, ან მომავალი წლის გაზაფხულზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო Apple-ის წინა თაობების პროდუქტების ანონსის პერიოდულობა. https://tinyurl.com/46svkdr8
  8. ფინანსური 2022 წლის განმავლობაში CFTC-მ მიიღო 2.5 მლრდ აშშ დოლარის პრეტენზია ფინანსური სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ შეტანილი 82 სააღსრულებო მოქმედების შემდეგ. მათგან 18-ში ბრალდებულები იყვნენ კრიპტო სტარტაპები, ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში. „დოკუმენტი დემონსტრირებს CFTC-ის მუდმივ აგრესიულ კონტროლს ციფრული სასაქონლო აქტივების ახალ ბაზრებზე ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტით“, - განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როსტინ ბენამმა. ანგარიშში მოყვანილია მნიშვნელოვანი პროცესები: Tether stablecoin-ის ემიტენტი დაჯარიმდა 41 მლნ აშს დოლარით „ცრუ ან დამაბნეველი განცხადებებისთვის“ USDT-ის სრული მხარდაჭერის შესახებ; Bitcoin ბირჟა Bitfinex-მა გადაიხადა 1.5 მლნ აშშ დოლარი პლატფორმაზე ფიუჩერსული კონტრაქტების რეგისტრაციის გარეშე უზრუნველყოფისა და აშშ-ის რეზიდენტებთან საბირჟო ტრანზაქციების განხორციელებისთვის; კრიპტო დერივატივების ბირჟა Digitex Futures და მისი აღმასრულებელი დირექტორი ადამ ტოდი დაეთანხმნენ ბრალდებებს არარეგისტრირებულ პლატფორმაზე ფიუჩერსული ტრანზაქციების უკანონო შეთავაზების, ასევე საკუთარი ტოკენის ფასის მანიპულირების მცდელობისა და KYC/AML მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ; Mirror Trading International Proprietary Limited-სა (MTI) და მის აღმასრულებელ დირექტორ კორნელიუს იოჰანეს სტეინბერგს უჩივლეს ფიქტიური ბროკერის მეშვეობით აშშ-ის 23 ათასი რეზიდენტისგან თაღლითობით 1.7 მლრდ აშშ დოლარის მიღების საქმეში; Ooki DAO გახდა სარჩელის მონაწილე, რომელიც ეხებოდა საბირჟო პროდუქტების უკანონო შეთავაზებას და საბანკო საიდუმლოების აქტის დარღვევას. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ბენამმა ციფრული აქტივების სფეროს მონაწილეები გააფრთხილა რეგულირების გარდაუვალობის შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ Bitcoin და Ethereum არის საქონელი. ადრე სენატორებმა სინტია ლამისმა და კირსტენ ჯილიბრანდმა წარმოადგინეს ორპარტიული კანონპროექტი კრიპტობაზრის რეგულირებისთვის. დოკუმენტის მიხედვით მათი უმეტესობა ექვემდებარება CFTC-ის იურისდიქციას, როგორც ციფრული სასაქონლო ტოკენები. აგვისტოში FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბენკმენ-ფრიდმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კომისიას კრიპტო ბაზრის რეგულირების უფლებამოსილებას ანიჭებდა. მოგვიანებით SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის მანდატის გაფართოებას ინდუსტრიაში. https://tinyurl.com/4x4bywx4
  9. NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის პირველი გეიმინგ ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090, 16 ნოემბერს კი მოსალოდნელია მორიგი მოდელის, RTX 4080-ის გამოსვლა. დიდი ალბათობით, გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი განახლებული მობილური ხაზის გამოსვლაც არ დააყოვნებს და ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა. RTX 4090 შესაძლოა პირველი გამოჩნდეს ლეპტოპებში. რესურს VideoCardz-მა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ინფორმატორ @hw_reveal-ის ინსაიდზე, რომელმაც გამოაქვეყნა მოდელების ჩამონათვალი, ასევე გრაფიკული პროცესორების კოდური დასახელებები, რომელთა დებიუტიც სავარაუდოდ უნდა შედგეს მობილურ სეგმენტში. მობილური ვიდეო ბარათების სავარაუდო ჩამონათვალი, მობილური ჩიპების დასახელება და შესაძლო დესკტოპ ანალოგები: RTX 4090, GN21-X11 (AD103) RTX 4080 Ti, GN21-X9 (AD104) RTX 4070, GN21-X6 (AD106) RTX 4060 Ti, GN21-X4 (AD107) RTX 4060, GN21-X2 (AD107) მობილური ჩიპების დასახელებები მნიშვნელოვნად განსხვავდება დესკტოპ ვერსიებისგან, თუმცა რეალურად გამოყენებულია ერთი და იგივე გადაწყვეტილებები. ადრე Twitter-ის ცნობილმა ინსაიდერმა @kopite7kimi განაცხადა, რომელი დესკტოპ გრაფიკული პროცესორები შეიძლება შეესაბამებოდეს ამა თუ იმ მობილურ ვიდეო დაფას. მობილური RTX 4090 არ იქნება დამყარებული ფლაგმანურ დესკტოპ ჩიპ AD102-ზე, არამედ უფრო დიდი ალბათობით მასში წარმოდგენილი იქნება AD103, რომელიც დესკტოპ RTX 4080 დაფაში გამოიყენება. თუმცა ლეპტოპის ასეთი კონფიგურაციას კი წარმოუდგენლად გამოიყურება. AMD ასევე ამზადებს განახლებულ მობილურ პლატფორმას და ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია წარმადობის უზარმაზარი ზრდა, რაც გეიმინგ ლეპტოპებს ამ დრომდე არნახულ დონეზე აიყვანს. ინსაიდერი @greymon55  მიანიშნებს, რომ AMD-ს ახალი მობილური ფლაგმანი წარმადობით დაახლოებით დესკტოპ RX 6950 XT-ს მსგავსი იქნება. https://tinyurl.com/4n3tabps
  10. აშშ-ის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (SLAC) მეცნიერებმა თითქმის დაასრულეს მუშაობა Legacy Survey of Space and Time-ზე (LSST) - ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის იქნება გამოყენებული. მისი ექსპლუატაციაში შესვლა მომავალ წელს დაიწყება, პირველი ფოტოები კი 2024 წლიდანაა მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: anonymouswire.com ზომით LSST მცირე ზომის ავტომობილის ტოლია და მისი მასა სამ ტონას შეადგენს. 1.5-მეტრიან ობიექტივზე განთავსებულია 3200-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი, რომელიც ხმაურის შემცირების მიზნით მუშაობის პროცესში -100 °C-მდე გაგრილდება. კამერას განათავსებენ ტელესკოპ Simonyi-ზე - ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიაში, ჩილეში. კამერა იქ იმუშავებს ათი წელი და ასტრონომებს დაეხმარება სამყაროს, მათ შორის ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესწავლაში. დიდი დიაფრაგმის მქონე ფართოკუთხიანი კამერა მოიცავს ოპტიკურ, ასევე ახლო ინფრაწითელ და ახლო ულტრაიისფერ დიაპაზონებს - ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს 189 CCD-სენსორი, რომლებიც დაჯგუფებულია 21 მასივად - 3x3 თითოეულ მასივში. კამერას შეუძლია მოიცვას თვალთახედვის 3.5° - ე.ი. ყოველ გადაღებაზე მოიცავს სივრცეს, რომელიც ორმოცჯერ აღემატება მთვარის ფართობს. ფოტოებზე: Legacy Survey of Space and Time (LSST) სენსორის გარდა მსოფლიოში ყველაზე დიდია კამერის ობიექტივი - მისი დიამეტრია 1.57 მეტრი, მისი სტატუსი კი გინესის რეკორდების წიგნშია ჩაწერილი. ოპტიკური სისტემის ნაწილია ასევე სარკეების ნაკრები, რომელთაგან ყველაზე დიდის სიგანე 8.23 მეტრია. ათი წლის განმავლობაში კამერა მეცნიერებს დაეხმარება 37 მილიარდი ვარსკვლავისა და გალაქტიკების შესწავლაში, ღამის განმავლობაში იგი 15 ტბ მოცულობის მონაცემებს შეაგროვებს. LSST ამჟამად განთავსებულია სან-ფრანცისკოს სიახლოვეს არსებულ სახელოსნოში, სადაც მას აწყობდნენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2023 წლის მაისში კამერას ობსერვატორიაში გადაიტანენ. მანამდე კი მასზე დაამონტაჟებენ ექვს ფილტრს, რომლებიც სინათლეს გარკვეულ დიაპაზონებში ატარებენ. ეს ფილტრები დამზადდა ამერიკულ მასაჩუსეტსსა და ფრანგულ პროვანსში - ისინი უკვე გადატანილია სახელოსნოში, თუმცა ჯერ არ დამონტაჟებულა. მონტაჟის დასრულების შემდეგ კამერა გაივლის ფინალურ შემოწმებას და გაიგზავნება ჩილეში. https://tinyurl.com/yjr3mpzz
  11. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს. ეს მოხდა მაისის შემდეგ პირველად, აღნიშნეს Hashrate Index-ის ექსპერტებმა. ივნისში საჯარო მაინერებმა განახორციელეს ჯამში Bitcoin-რეზერვების 23%-ის ლიკვიდაცია, ხოლო რეალიზებული იქნა 14 600 BTC. ივლისში კომპანიებმა გაყიდეს 5767.9 BTC და ჯამში მოიპოვეს 3478 BTC. მესამე კვარტლის განმავლობაში ბაზარზე არსებული სიტუაცია აგრძელებდა მაინერების ფინანასურ მდგრადობაზე ზეწოლას, აღნიშნეს ექსპერტებმა. თუმცა მოპოვებული Bitcoin-ების რეალიზაციის ტემპები შენელდა. წყარო: Hashrate Index. შეერთებულ შტატებში, სადაც საჯარო მაინერები ყველაზე აქტიურები არიან, ზოგიერთ შტატში 1 BTC-ის წარმოების ღირებულება გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით. მიზეზი ჰეშრეითისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იყო. წყარო: Hashrate Index. ელექტროენერგიის ფასის ინფლაციამდე აღჭურვილობის ჰოსტინგზე ჩვეულებრივი კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ტარიფი 0.05-0.06 აშშ დოლარი. ბევრი პროვაიდერი გადავიდა „ყველაფერი ჩართულია“ მოდელიდან ხარჯების წილობრივ გადანაწილებაზე, აღნიშნეს ექსპერტებმა. „კვარტლის განმავლობაში საჯარო კომპანიებმა გააგრძელეს მაინინგ მოწყობილობებისა და Bitcoin-ების გაყიდვა საქმიანობის დაფინანსებისა და კრედიტის დაფარვის მიზნით. პრობლემური აქტივების გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ კი გავხდით დათვურ ბაზარზე პირველი მსხვილი გაკოტრების მოწმეები“ - განაცხადეს ანალიტიკოსებმა. Hashrate Index-მა ყურადღება გაამახვილა, რომ მესამე კვარტალში დაიწყო Antminer S19 XP-ის მიწოდება. პირველი კვარტლის შემდეგ Bitmain-ის ამ მოწყობილობების ფიუჩერსული ფასი გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მსგავსი დანადგარებისა (38 J/TH-ზე მაღალი ენერგოეფექტურობით). ექსპერტების აზრით პრემიის მქონე სიტუაცია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. წყარო: Hashrate Index. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin-ის ფასი 18300 აშშ დოლარზე დაბლა დაეცემა, მაინერების კუთვნილი 78.400 BTC შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. https://tinyurl.com/msuwytkr
  12. Asus Zenbook 17 Fold-ის ვრცელი ტესტირების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოზრდილი დასაკეცი ტრანსფორმერი ლეპტოპის კონცეფცია რეალურად მუშაობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, მთავარ პრობლემას კი წარმოადგენს ფასი - 3700 ევრო. Zenbook Fold არის 17-დუიმიანი დასაკეცი ტრანსფორმერი. ასეთივე იყო ორი წლის წინანდელი Lenovo ThinkPad X1 Fold 13-დუიმიანი ეკრანით, ხოლო ASUS იყენებს გაცილებით დიდ 17-დუიმიან OLED ეკრანს. შედეგად Zenbook Fold არის გაცილებით უნივერსალური, თუმცა 12.5-დუიმიანი დისპლეიც შესანიშნავად შეესაბამება ლეპტოპის რეჟიმში მუშაობას. რეალური უპირატესობა კი ჩანს იმ დროს, როდესაც ჩაშენებული სადგამის მქონე დიდი პლანშეტი დგას მაგიდაზე და შესაძლებელია დიდი OLED-პანელის უპირატესობების შეფასება. თუმცა დაკეცილი მდგომარეობისას უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ლეპტოპი გაცილებით სქელია ჩვეულებრივ მობილურ კომპიუტერებთან შედარებით. Bluetooth-კლავიატურასთან ერთად მოწყობილობა 1.8 კილოგრამზე მეტს იწონის. ლითონის კორპუსის და დასაკეცი მექანიზმის ხარისხი შთამბეჭდავია, თუმცა ეკრანის ირგვლივ არსებულ რეზინის ჩარჩოებში სწრაფად გროვდება მტვერი. OLED-პანელის გამოსახულების ხარისხი შთამბეჭდავია, ASUS გვთავაზობს პროგრამულ უზრუნველყოფას მომაბეზრებელი ციმციმის საწინააღმდეგოდ, რაც რეალურად ეფექტურია. დაკეცვის ადგილი მკაფიოდ ჩანს განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პანელი დეაქტივირებულია, თუმცა პრაქტიკაში დიდად შემაწუხებელი არ არის. ლეპტოპში გამოყენებულია პროცესორი Intel Alder Lake, რომელიც მეტად ეფექტურია და უზრუნველყოფს საკმარის წარმადობას ყოველდღიური ამოცანების შესრულებისთვის. ხელმისაწვდომია სწრაფი PCIe 4.0 SSD და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. Thunderbolt 4-ის გარდა დიდი ტრანსფორმერი აღჭურვილია Intel-ის თანამედროვე Wi-Fi 6E მოდულით. ლეპტოპის სუსტი წერტილია ავტონომიური მუშაობის დრო, რადგან დიდი OLED-ეკრანი ბევრ ენერგიას მოითხოვს. სიკაშკაშის დონის შესაბამისად ყოველდღიური გამოყენებისას 4-7 საათზე მეტ სამუშაო დროს არ უნდა ველოდოთ. და ბოლოს - მაღალი ფასი 3700 ევრო. რეალურად რამდენად კარგი მოდელია Zenbook 17 Fold - ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ნამდვილი კონკურენტები გამოჩნდებიან. უკვე გამოვიდა Lenovo ThinkPad X1 Fold - ეს არის 16-დუიმიანი დისპლეის მქონე დასაკეცი ლეპტოპი. https://tinyurl.com/y3kd3y3m
  13. კომპანია AMD-მ დააანონსა ონლაინ-ტრანსლაცია სახელწოდებით „Together we advance_gaming“, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება ონლაინ-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Radeon RX 7000 ვიდეო ბარათებს - ნათქვამია პრეს-რელიზში. ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიის YouTube-არხზე. ფოტოს წყარო: AMD „AMD-ის ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე არქიტექტურა AMD RDNA 3-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის, ეფექტურობისა და ფუნქციონალურობის ახალ დონეს გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. RDNA 3 არქიტეტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები იქნება კომპანიის პირველი GPU-ები, რომლებიც რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან) იქნება შემდგარი. ისინი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით TSMC-ის მიერ. AMD-მ წარადგინა გრაფიკული პროცესორი Navi 3x (სავარაუდოდ Navi 31) ჯერ კიდევ აგვისტოში, თუმცა მისი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით მიმდინარე წელს AMD გეგმავს ორი ვიდეო დაფა Radeon RX 7000-ის წარდგენას RDNA 3-ის ბაზაზე, რომელთა გაყიდვები დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ AMD-ის გრაფიკულ ამაჩქარებლებს ექნება ახალი თაობის ბუფერული მეხსიერება Infinity Cache. Ryzen 7000 სერიის პროცესორების პრეზენტაციაზე AMD-ს ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას აქტუალურ მოდელებთან - RDNA 2 არქიტექტურაზე დამაყრებულ Radeon RX 6000-თან შედარებით. https://tinyurl.com/3nbydsf4
  14. 2022 წლის მესამე კვარტალში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი წინა წელთან შედარებით 73%-ით გაიზარდა. Bitcoin Mining Council-ის (BMC) ანგარიშის მიხედვით ენერგიის მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 41%-ით. BMC შეიქმნა 2021 წლის მაისში MicroStrategy-ის იმდროინდელ აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სეილორის ინიციატივით ილონ მასკთან შეხვედრის შემდეგ. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე იყვნენ მაინინგ კომპანიები Argo Blockchain, Hive Blockchain, Hut 8, Riot Blockchain, Marathon Digital Holdings, Core Scientific და Mike Novogratz-ის კრიპტობანკი Galaxy Digital. ანგარიშის მიხედვით BMC-ის წევრებზე Bitcoin-ის გამოთვლითი სიმძლავრის 45.4% მოდის. მაჩვენებელში მწვანე ენერგიის წილი 67.9%-ია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ მთლიან ჰეშრეითში მწვანე ენერგია გენერაციის 59.4%-ს იკავებს, რაც დაახლოებით 3%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მაინინგის ეფექტურობა ამ პერიოდში გაიზარდა 23%-ით - 17.7 EH/GW-დან 21.7 EH/GW-მდე. „ქსელი 73%-ით უფრო უსაფრთხოა გასულ წელთან შედარებით, მოიხმარს მხოლოდ 41%-ით მეტ ენერგიას და ამჟამად უზრუნველყოფს ჰეშრეითის სიმძლავრის 99%-ს“, - წერს სეილორი. მეორე კვარტლის ანგარიშში ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა 46%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით Bitcoin-ს "ციფრული ნავთობი" უწოდეს. ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა მოემზადონ Proof-of-Work ალგორითმზე კრიპტოვალუტების მაინინგის შეჩერებისთვის, „თუ აუციელებლი გახდება ელექტრო სისტემებში დატვირთის შემცირება“. https://tinyurl.com/y45988vy
  15. ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა გამოაცხადა მალე ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ, რომლის სახელწოდებაა Starlink Aviation. ამ შეთავაზების ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალებით აღჭურვილი თვითმფრინავების მგზავრებს შეეძლებათ 350 მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტთან დაკავშირება. ფოტოს წყარო: SpaceX თუ Starlink Aviation სერვისი ნამდვილად უზრუნველყოფს ინტერნეტ-კავშირს მითითებული სიჩქარით, მაშინ ეს საკმარისზე მეტი იქნება ვიდეოზარებისთვის, ონლაინ თამაშებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ინტერნეტთან კავშირს საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვეულებრივ სიჩქარეებთან შედარებით, რომლებსაც ავიაკომპანიების უმეტესობა გვთავაზობს. OneZero-ს თანახმად უმეტეს შემთხვევაში თვითმფრინავები იყენებენ ჰაერ-სახმელეთო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელთან დაკავშირებას 10 მბ/წმ-მდე სიჩქარით და მუშაობენ მხოლოდ ხმელეთზე და არა ზღვაზე ფრენისას. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება თანამგზავრული სისტემები, რომლებიც გვთავაზობენ ინტერნეტ-კავშირებს 30 მბ/წმ-დან 100 მბ/წმ-მდე სიჩქარით. კავშირის სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდენს მგზავრების რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ინტერნეტს. ახალი სერვისის აღწერაში SpaceX-ის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება ასაფრენ ბილიკზე გასვლის, აფრენის, ხმელეთსა და წყალზე ფრენისას და მხოლოდ 20 მილიწამის დაგვიანებით დაშვებისას. „Starlink Aviation-ს ექნება გლობალური დაფარვა. ვინაიდან თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზეა, ყოველთვის იქნება თანამგზავრები პირდაპირ მათ თავზე ან მახლობლად, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ძლიერი სიგნალი მაღალ განედებსა და პოლარულ რეგიონებში - რაც განასხვავებს მათ გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებისგან“, - ნათქვამია SpaceX-ის შეტყობინებაში. სერვისი Starlink Aviation ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებს. აღინიშნება, რომ ბოლო სატესტო ფრენის ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალმა თვითმფრინავის ფრენის დროს უზრუნველყო ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე 100 მბ/წმ. ერთი თვითმფრინავის ინტერნეტთან დასაკავშირებელი აღჭურვილობის ნაკრები (ტერმინალი და Wi-Fi-ს ორი წვდომის წერტილი) ღირს 150 ათასი აშშ დოლარი. სააბონენტო გადასახადი მერყეობს 12500-დან 25000 აშშ დოლარამდე თვეში. ნაკრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია SpaceX-ის ვებ-გვერდზე 5000 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/4j8bfej4
  16. სმარტფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ავტონომიური მუშაობის დროა და მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებული მაჩვენებელი ხშირად არ შეესაბამება რეალობას. რესურს Tom’s Guide-მა ჩაატარა ტესტირება, რომლის ფარგლებში მოხდა Apple-ის ოთხივე ახალი სმარტფონის მუშაობის ხანგრძლივობის შედარება. ფოტოს წყარო: yahoo.com მობილური მოწყობილობების ავტონომიური მუშაობის დროის ტესტირებისთვის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზემოთხსენებულ შემთხვევაში სმარტფონები გამოყენებულ იქნა 5G ქსელში ვებ-სერფინგისთვის, ყველა სმარტფონის ეკრანის სიკაშკაშე კი წინასწარ დაყენდა 150 კმ/მ²-ზე. Apple არ მიუთითებს iPhone 14-ის ბატარეის მოცულობაზე, თუმცა ეს მონაცემები მიღებულ იქნა სმარტფონების დაშლისა და მათი დოკუმენტაციის შესწავლის დროს. iPhone 14-ის სტანდარტული ვერსია ტესტირებას საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, თუმცა საბოლოოდ დამუხტვის გარეშე იმუშავა არც ისე შთამბეჭდავი 9 საათი და 28 წუთი. 6.1-დუიმიან საბაზისო მოდელს აქვს 3279 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საინტერესოა ის, რომ iPhone 14-მა ტესტირებისას უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22-მა - მისი მუშაობის ხანგრძლივობა იყო 8 საათი და 2 წუთი. კიდევ უფრო ცუდად წარმოაჩინა თავი Google Pixel 7-მა, რომელსაც აქვს 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა და იმუშავა მხოლოდ 7 საათი და 14 წუთი. უფრო საინტერესო შედეგი დააფიქსირა iPhone 14 Plus-მა. მოწყობილობას აქვს 4325 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რამაც მას საშუალება მისცა 5G ქსელში 11 საათი და 57 წუთი ემუშავა. შედეგად ეს სმარტფონი გამოდის საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობა კარგი ავტონომიურობით. აღსანიშნავია, რომ iPhone 14 Plus მნიშვნელოვნად იტოვებს უკან 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Plus-ს, რომელმაც ტესტში 10 საათი და 26 წუთი გაძლო. ამავე დროს Pixel 7 Pro-მ 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეით ხუთ ტესტში საშუალოდ 7 საათი და 54 წუთი დააფიქსირა. 3200 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე უფრო მოწინავე ვერსია iPhone 14 Pro განიმუხტა 10 საათსა და 13 წუთში. სტანდარტულ iPhone 14-თან შედარებით დიდხანს ფუნქციონირება Pro-ვერსიამ შეძლო ახალ A16 Bionic პროცესორისა და 1-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის წყალობით. iPhone 14-ის ეკრანი მუდმივად 60 ჰერცზე მუშაობდა, ასე რომ ოდნავ უფრო დიდი ბატარეაც კი არ მისცემს საშუალებას მას უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე iPhone 14 Pro-მ. iPhone 14 Pro Max, როგორც ფლაგმანურ მოდელს შეეფერება, Apple-ის ყველაზე ავტონომიური სმარტფონია მიმდინარე წელს. მას აქვს 4323 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც სმარტფონს 13 საათი და 39 წუთი მუშაობის საშუალებას აძლევს. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Ultra-ს მაჩვენებელი აღმოჩნდა 10 საათი და 18 წუთი. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სმარტფონის ავტონომიური მუშაობის დრო, ყველაზე შესაფერისი ვარიანტებია iPhone 14 Plus და iPhone 14 Pro Max. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლაგმანური iPhone 14 Pro Max ავტონომიურობის მხრივ საგრძნობლად უსწრებს კონკურენტებს, როგორებიცაა Samsung-ისა და Google-ის ამჟამინდელი ფლაგმანები. https://tinyurl.com/yc5js87b
  17. საგადახდო გიგანტი Mastercard თანამშრომლობს Paxos-თან, რათა შუამავალი იყოს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის კრიპტო ვაჭრობის დასაწყებად. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ციფრულმა დირექტორმა Jorn Lambert-მა განაცხადა. „ბევრი მომხმარებელია, რომლებიც ნამდვილად არიან დაინტერესებულნი კრიპტოვალუტებით. ისინი ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობდნენ თავს, თუ მათი ბანკები უზრუნველყოფენ ამ მომსახურებას“, - განმარტა ტოპ მენეჯერმა კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 60% ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ბანკები არ ჩქარობდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მარეგულირებელ და ტექნიკურ სფეროებში საჭირო კომპეტენციების გამო. ინიციატივის ფარგლებში Mastercard იმოქმედებს როგორც „ხიდი“ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ციფრული აქტივების პლატფორმა Paxos-ს შორის. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების აუცილებელი დონე და შესაბამისობა მარეგულირებელ მოთხოვნებთან (AML/KYC). პროდუქტის გამოცდა იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. კონკრეტული მონაწილე ბანკების სახელები არ არის ნახსენები. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში Mastercard-მა გამოაცხადა Crypto Secure ინსტრუმენტის გამოშვება. იგი ბანკებს საშუალებას მისცემს დაადგინონ და შეაჩერონ ტრანზაქციები კრიპტო ბირჟებიდან, რომლებიც ექვემდებარება თაღლითურ პრაქტიკას. სექტემბერში კონკურენტმა Visa-მ მონაწილეობა მიიღო 51.5 მლნ აშშ დოლარიან დაფინანსებაში ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმა Sardine-სთვის. https://tinyurl.com/bs869pmn
  18. ბევრი ანალიტიკოსი ამ დრომდე თვლიდა, რომ Apple დიდხანს ვერ დააიგნორებდა დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონების გამოშვების ტენდენციას. მათი აზრით რამდენიმე წელში იგი წარადგენდა ტრანსფორმირებადი კორპუსის მქონე iPhone-ს. CCS Insight-ის ექსპერტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მიმართულებით კომპანია პირველ ნაბიჯს iPad-ისკენ გადადგავს და გამოუშვებს კეცვადი ეკრანის მქონე პლანშეტს 2024 წელს. მიღებული გამოცდილება კომპანიას ხელს შეუწყობს სამომავლოდ აწარმოოს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone. ფოტოს წყარო: Apple CCS Insight-ის ექსპერტების აზრით, რომელთა კომენტარებს ეყრდნობა CNBC, Apple-სთვის განსაკუთრებული აზრი არ აქვს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone-ის წარდგენას მომავალ წელს. ამგვარი მოწყობილობის ანონსი მეტისმეტად ბევრი რისკის მატარებელია ამჟამინდელ ვითარებაში. პირველ რიგში, ასეთი მოდელი iPhone-ების აქტუალურ მოდელებზე ძვირი იქნება - ფასი ფაქტობრივად მიუახლოვდება 2500 აშშ დოლარს, რათა არ ავნოს ტრადიციული კონსტრუქციის სმარტფონების გაყიდვებს, რომელთაგან iPhone 14 Pro Max-ის ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს. მეორე, თუ Apple-ს შეექმნა ტექნიკური სირთულეები მოქნილი დისპლეის მქონე iPhone-ის შემუშავებისას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კომპანიის იმიჯს. ასევე, Apple ვერ დააიგნორებს დრეკადი ეკრანების გამოყენებაზე გადასვლის ტენდენციას, ამიტომ უფრო უსაფრთხო ვარიანტია პლანშეტის გამოშვება. ეს მიდგომა ინტერესს გააღვიძებს პლანშეტებისადმი. Display Supply Chain-ის ადრეულ პროგნოზებში ნახსენები იყო iPhone-ის შესაძლო გადასვლა დრეკად დისპლეიზე არაუადრეს 2025 წლისა, თუმცა პარალელურად ხაზგასმული იყო Apple-ის ინტერესი დაახლოებით 20 დუიმი დიაგონალის მქონე მოწყობილობების მიმართ. თეორიულად, კომპანიას შეუძლია დრეკადი დისპლეები ლეპტოპების სეგმენტში გამოიყენოს. CCS Insight ასევე პროგნოზირებს, რომ Apple გაუმკლავდება მოდემის ინტეგრაციას iPhone-ის პროცესორებში 2025 წლისთვის და ამ სერიის მოწყობილობებს 5G ქსელის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ 2019 წელს Apple-მა Intel-ისგან შეიძინა მობილური მოდემის განვითარების ბიზნესი, მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისი სპეციალისტების შრომის ნაყოფი კომპანიის პროდუქტებში არ მატერიალიზებულა. ექსპერტების პროგნოზით Apple-ის სამომავლო სმარტფონები კვლავ Qualcomm-ის მოდემებზე იქნება დამყარებული. Apple-ის ურთიერთობას ამ უკანასკნელთან არ შეიძლება ეწოდოს დალაგებული და კუპერტინოში არსებული კომპანიის აზრით ვერტიკალური ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის ხარჯების ოპტიმიზაციას, ამიტომ Apple-ის საკუთარი მოდემის გარდაუვალი გამოჩენის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. CCS Insight-ის პროგნოზებზე დაყრდნობით კომპანიას iPhone-ების საკუთარ პროცესორებში მოდემის ინტეგრირება შეეძლება არაუადრეს 2025 წლისა. https://tinyurl.com/mww8yb2s
  19. OLED დისპლეი წლების განმალვობაში გამოიყენებოდა VR-ჰედსეტებში პიქსელების რეაგირების მცირე დროისა და ინტენსიური შავი ფერის ასახვის შესაძლებლობების გამო. ასეთ გადაწყვეტილებას იყენებს Meta, Samsung და სხვა კომპანიები. თუმცა Samsung Display-მ გადაწყვიტა შერეული რეალობის მოწყობილობა (AR) სხვა ტექნოლოგიით განავითაროს. MicroLED Display Workshop. ფოტოს წყარო: The Elec Samsung Display-ს ხელმძღვანელ Kim Min-woo-ს განცხადებით, რომელიც ღონისძიება MicroLED Display Workshop-ზე გამოვიდა, კომპანია ქმნის ახალი თაობის ტექნოლოგიას AR-დისპლეებისთვის - „MicroLED სილიკონის ფირფიტაზე“ ან უბრალოდ LEDoS. ამჟამად MicroLED პანელების ფირფიტა, როგორც წესი, არის არა სილიკონი, არამედ მინა, რომელიც არ უზრუნველყოფს პიქსელების ულტრამაღალ სიმჭიდროვეს. Kim Min-woo-ს თქმით AR-დისპლეების გაფართოება უნდა იყოს არანაკლებ 5000 ppi, პიქსელებს შორის დაშორება კი - არაუმეტეს 5 მკმ. წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის სუბპიქსელების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მკმს, თითოეული LED-ელემენტი კი ჯამში არ უნდა იყოს 10 მკმ-ზე დიდი. მიიჩნევა, რომ Samsung-ის გრძელვადიანი მიზანია განავითაროს დისპლეები პიქსელების სიმჭიდროვით მინიმუმ 6600 პიქსელი დუიმზე (ppi). შედარებისთვის, ჰედსეტს, როგორიცაა Odyssey VR, აქვს 615 ppi თითოეულ მინი ეკრანზე. LEDoS-ის პარალელურად Samsung Display მუშაობს ასევე “OLED სილიკონზე“ – OLEDoS, თუმცა LEDoS უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიკაშკაშეს და უკეთ შეეფერება AR-ელექტრონიკას, ხოლო OLEDoS – VR-სა და MR-ს (შერეული რეალობა). ჯამში LEDoS უფრო მეტ სიკაშკაშეს უზრუნველყოფს, რაც უფრო მნიშვნელოვანია დამატებითი რეალობის მოწყობილობებში გამოყენებული დისპლეებისა და არა - სრული ვირტუალური რეალობისთვის, რადგან მათ უნდა გაუწიონ კონკურენცია გარემოს განათებას. დღესდღეობით Meta - VR-ჰედსეტების უმსხვილესი მწარმოებელი, ცდილობს მიაღწიოს 10 ათას კდ/მ2 სიკაშკაშეს რეალისტური გარე სცენების რენდერინგისთვის. ეს მაჩვენებელი 5-10-ჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რისი უზრუნველყოფაც შეუძლია საუკეთესო თანამედროვე სმარტფონებს. გაზრდილი სიკაშკაშის მისაღწევად Meta Quest Pro-ს მხარდაჭერილი აქვს ე.წ. „ლოკალური ჩაბნელების ფუნქცია“ თითოეულ დისპლეიზე LED-განათების 500 ელემენტის გამოყენებით. https://tinyurl.com/2p8ywuk4
  20. დაკარგული Bitcoin-ების მთლიანმა მოცულობამ ისევე, როგორც ციფრული ოქროს მოცულობამ გრძელვადიანი კრიპტო ინვესტორების საფულეებში, მიაღწია ხუთწლიან მაქსიმუმს (7.554.982.124 BTC). მეტრიკის მნიშვნელობების ზრდა ნიშნავს, რომ Bitcoin-ის აქტიური ბაზრის მიწოდება მცირდება. ეს ვითარება იძლევა ოპტიმისტურ პერსპექტივებს პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მასზე მზარდი ან უცვლელი მოთხოვნის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, QryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს დათვური ტენდენციის გაგრძელება. მათი დაკვირვებით, ინვესტორები, რომლებმაც Bitcoin იყიდეს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, ახლა ზარალში არიან. ამიტომ, გრძელვადიანი SOPR ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს აღმავალ ტენდენციას. უკვე თვეზე მეტია, კრიპტოვალუტის შიშისა და სიხარბის ინდექსი მუდმივად მიუთითებს ბაზრის უკიდურესად შემაშფოთებელ განწყობაზე. წყარო: Alternative.me მანამდე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ბაზრის დაცემის ფაზა გაგრძელდება კიდევ ორიდან ექვს თვემდე. https://tinyurl.com/5t37xr4u
  21. TSMC და Samsung აგრძელებენ კონკურენციას მოწინავე ტექნოპროცესების შემუშავებაში ლიდერობისთვის. Samsung Foundry-მ ამჟამად დაიწყო 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩიპების მიწოდება. რაც უფრო მცირეა ტექნოპროცესი მით უფრო მცირეა ტრანზისტორების ზომა და მეტია ტრანზისტორების რაოდენობა ჩიპზე, რაც ზრდის მის წარმადობას და ენერგოეფექტურობას. TSMC-ის მთავარი მომხმარებელი არის Apple. ამერიკულ კომპანიას ტაივანური კომპანიის შემოსავლის 25% მოაქვს. 2016 წელს Apple A10 Fusion ჩიპი დამზადდა TSMC-ის 16-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და შეიცავდა 3.3 მილიარდ ტრანზისტორს. ამ ჩიპზე მუშაობდა iPhone 7 და iPhone 7 Plus. წლევანდელ iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ში წარმოდგენილია ახალი Apple A16 Bionic პროცესორი. იგი დამზადებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და შეიცავს დაახლოებით 16 მილიარდ ტრანზისტორს. Samsung Foundry უკვე ახორციელებს 3-ნანომეტრიანი ჩიპების მიწოდებას და წინ უსწრებს TSMC-ს. ტაივანური კომპანიისგან ასეთი ჩიპების გამოშვება მოსალოდნელი იყო სექტემბერში, მაგრამ მეოთხე კვარტალში გადაიტანეს. ჩიპების დიდი ნაწილი კვლავ Apple-სთვის გამოვა. TSMC 3 ტექნოპროცესი შესაძლოა გამოყენებული იყოს Apple M3 ჩიპისთვის. იგი უნდა გამოიყენონ მოწყობილობებში, რომელთა რელიზი მომავალი გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. Apple შესაძლოა აღმოჩნდეს ერთადერთი კომპანია, რომელიც მიიღებს TSMC N3 ჩიპებს 2023 წელს. Samsung Foundry-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ტექნოლოგიური გეგმები, რომლის თანახმად იგი აპირებს 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების დაწყებას 2025 წელს, 1.4-ნანომეტრიანისას - 2027 წელს. ბაზრის მესამე მოთამაშეა Intel, რომელიც 20A ტექნოპროცესით წარმოების დაწყებას 2024 წელს აპირებს. ეს არის 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ეკვივალენტი ახალი RibbonFET ტრანზისტორების გამოყენებით, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც GateAllAround (GAA). Samsung უკვე იყენებს GAA-ს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესში, TSMC კი 2-ნანომეტრიან ჩიპებში გამოიყენებს. GAA საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შეამციროს ძაბვის გაჟონვა და ამით შემცირდება ენერგიის ხარჯი. მოსალოდნელია, რომ GAA აამაღლებს წარმადობას 25%-ით ენერგომოხმარების 50%-ით შემცირების ფონზე. Intel RibbonFET Intel იყენებს კვების საპირისპირო მიწოდებას, ფუნქციას სახელად PowerVia. იგი ტრანზისტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვება სილიკონის ფირფიტის ერთი მხრიდან, მეორე მხარე კი გამოყენებული იქნება მონაცემთა მიწოდებისთვის. ეს იქნება ამგვარი სისტემის პირველი რეალიზაცია, რომელიც მოაგვარებს ტრანზისტორებში ფირფიტის წინა ნაწილის გავლით ენერგიის მიწოდების აუცილებლობას. მოსალოდნელია, რომ TSMC 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს 3 წელი და ასევე სამი წელი - 2-ნანომეტრიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ინოვაცია არ გამოვა 5 წელზე დიდი ხნის განმავლობაში. ამ ვითარებამ შესაძლოა Intel-სა და Samsung Foundry-ს საშუალება მისცეს TSMC-ს ჩამოართვას მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის წოდება. ამჟამად TSMC-ზე მოდის ჩიპების მსოფლიო წარმოების 52.9%, Samsung-ზე - 17.3%. არსებობს პროგნოზი, რომლის თანახმად 2025 წელს ლიდერი Intel გახდება - წერს Phonearena. https://tinyurl.com/3fbnjbxz
  22. კომპანია Razer-მა წარადგინა პორტატული გეიმინგ კონსოლი Edge. მოწყობილობა აგებულია Qualcomm-ის პლატფორმაზე და მუშაობს Android-ზე. იგი პირველ რიგში განკუთვნილია სტრიმინგ (ქლაუდ) გეიმინგ სერვისებში, როგორებიცაა Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now, გამოყენებისთვის. Razer Edge-ს აქვს 6.8-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით Full HD+ (2400 × 1080 პიქსელი) და კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი. თავად კონსოლი წარმოადგენს უფრო პატარა პლანშეტს ან მოზრდილ სმარტფონს - სხვა პორტატული კონსოლებისგან განსხვავებით მის შემთხვევაში ეკრანის გვერდებზე არ არის მოცემული მართვის ორგანოები. მათ ნაცვლად კონსოლთან ერთად წარმოდგენილია მობილური კონტროლერი Razer Kishi V2, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვის ყველა ორგანოთი: სტიკებით, ჯვარედინებით, ტრიგერებითა და ღილაკებით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon G3x Gen 1, რომელიც შექმნილია Qualcomm-ის მიერ სპეციალურად პორტატული გეიმინგ კონსოლებისთვის. მისი მახასიათებლები უცნობია, გამონაკლისია მაქსიმალური სიხშირე - 3 გჰც. ასევე მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E. Razer ასევე გამოუშვებს კონსოლის ვერსიას 5G მხარდაჭერით. Razer Edge-ს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, თუმცა ავტონომიური მუშაობის დრო არ გამოცხადებულა. ხელმისაწვდომია ფრონტალური კამერა სტრიმინგისა და ვიდეოზარებისთვის. მოწყობილობაში დაყენებული იქნება აპლიკაციები Xbox Cloud Gaming, NVIDIA GeForce Now, Epic Games Store და მხარდაჭერილი იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა Steam Link. კონსოლ Razer Edge-ის სტანდარტული ვერსია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაყიდვაში იანვარში გამოვა 399 აშშ დოლარად. 5G ვერსიის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ-ში იგი იმუშავებს ექსკლუზიურად Verizon-ის ქსელებში. https://tinyurl.com/yzn6t5we
  23. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის ძალაუფლების პოტენციურ ზრდას ციფრულ ვალუტაში. ამის შესახებ The Block იტყობინება. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ციფრული აქტივების ხარისხის კონფერენციაზე გამოსვლისას გენსლერმა განაცხადა, რომ SEC-ის იურისდიქციის მიღმა არსებული კრიპტო პროექტები „შეიძლება ჩამოითვალოს ერთი ან ორი ხელის თითებზე“. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნამდე გენსლერი ხელმძღვანელობდა CFTC-ს და საზოგადოებას თავი დაამახსოვრა რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომით. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გენსლერმა უკვე ისაუბრა ციფრული აქტივების ბაზარზე სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების მხარდასაჭერად. აგვისტოში FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბენკმენ-ფრიდმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს CFTC-სთვის კრიპტო ინდუსტრიის ზედამხედველობის გადაცემის შესახებ. ოქტომბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როსტინ ბენჰემმა გააფრთხილა ციფრული აქტივების მონაწილეები რეგულირების გარდაუვალობის შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ Bitcoin და Ethereum პროდუქტს წარმოადგენს. https://tinyurl.com/3mpjzxp5
  24. ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა გასული წლის ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გაგრძელებული ინფლაციისა და საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების აქტიური გაყიდვის გამო, რაც გამოწვეულია ფასის სამომავლო შემცირების შიშით. მის შედეგად განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა განვითარებადი და ტექნოლოგიური კომპანიები. ფოტოს წყარო: Tesla გასულ პარასკევს ვაჭრობის დახურვისას კომპანიის აქციების ფასი 7.6%-ით დაეცა 204.99 აშშ დოლარამდე ერთ ერთეულზე, რის შედეგადაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 642 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გასული წლის ნოემბრის Tesla-ს აქციების რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ნახევარია. Tesla-ს აქციების ღირებულების კლება ხდება საფონდო ბირჟების კოლაფსის ფონზე, რაც გამოწვეულია ინვესტორების შიშით ეკონომიკური ვარდნის გაუარესების შესახებ, რასაც თან ახლავს ინფლაციის ზრდა და მარეგულირებლების მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემოღება. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მაღალი შეფასების მქონე სარისკო ზრდის აქციები. კომპანიის აქციების ფასის კლებას ასევე ხელი შეუწყო დაგროვილმა პრობლემებმა. კერძოდ, Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდება მესამე კვარტალში ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაზარალდა. აგრეთვე, როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, კომპანიის ელექტრომობილების ფასების ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე. Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება შეფერხებულია Covid-19-თან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო. გარდა ამისა, ყველა ავტომწარმოებლის მსგავსად, Tesla-საც შეექმნა კომპონენტების დეფიციტისა და ნედლეულზე ფასების ზრდის პრობლემები. როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს პრობლემები აქვს Twitter Inc-ის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ეს საკითხიც აისახა კომპანიის აქციებზე ინვესტორების შეშფოთების გამო, რომ მასკი ძალიან არის გახლეჩილი რამდენიმე რთულ კომპანიას შორის. https://tinyurl.com/3xfjwuv9
  25. სტოკჰოლმისა და მალმიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ამატებს ვირტუალურ რეალობაში ყნოსვის შეგრძნების უნარს. სიახლის დემონსტრირებისთვის მეცნიერებმა შექმნეს VR თამაში ღვინის დეგუსტაციის შესახებ, სადაც ქულების მისაღებად საჭიროა გამოიცნოთ სხვადასხვა სასმელის არომატი. ფოტოს წყარო: interestingengineering.com შესრულებული სამუშაოს მსვლელობისას მკველვარებმა კომპაქტური მოწყობილობა დააპროექტეს არომატული სითხეებისთვის განკუთვნილი ოთხი პატარა კონტეინერით. თითოეულ მათგანს აქვს სარქველი, რომელიც იხსნება სხვადასხვა კუთხით, რათა არომატები ერთმანეთს შეერიოს სხვადასხვა პროპორციით. კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია კომპაქტური ქულერი, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ზედა ნაწილში არსებული მილისთვის მზა არომატების მისაწოდებლად. ეს მილი მომხმარებელმა ცხვირთან უნდა მიიტანოს. მოწყობილობის მართვისთვის შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენება. ტექნოლოგია შემოწმდა პატარა VR-თამაშის მეშვეობით, რომელშიც აუცილებელია მომხმარებელმა სუნით გამოიცნოს ღვინის სახეობა, რათა ქულები მიიღოს. მკვლევარებმა ყველა ნახაზი, კონსტრუქცია და პროგრამული კოდი გამოაქვეყნეს ღია წვდომაზე, რისი წყალობით სურნელის აღქმის უნარის მქონე ანალოგიური მოწყობილობის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოწყობილობის დეტალების დაბეჭდვა შესაძლებელია 3D პრინტერზე. მკვლევარების აზრით მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ, მაგალითად, დეგუსტატორების ან პარფიუმერების სწავლების მიზნით, ასევე ყნოსვის გასავარჯიშებლად იმ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს მგრძნობელობა სუნების მიმართ კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ. https://tinyurl.com/2dheh5vb
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.