Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ბოლო თვეებში ჩნდება დეტალები Ryzen 7000 პროცესორების შესახებ, რომლებიც „X” სერიას არ მიეკუთვნება. ადრე ცხადდებოდა, რომ Ryzen 5 7600 გამოჩნდა SiSoftware Sandra Benchmark-ზე, რის შედეგად ცნობილი გახდა პროცესორის აპარატული მახასიათებლები და წარმადობა. Ryzen 7 7700 მოდელი გამოჩნდა Geekbench-ის ტესტებში, სადაც ჩიპი 5%-ით ნელი აღმოჩნდა ერთნაკადიან ტესტში და 11%-ით ნელი - მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში Ryzen 7 7700X-თან შედარებით. ამჟამად მორიგი ინსაიდერის ახალი ინფორმაციით მეტი რამ გახდა ცნობილი მოსალოდნელი სამომავლო პროცესორების ტაქტის სიხშირეების, გამოშვების თარიღისა და ფასების შესახებ. chi11eddog-ის ცნობებით Ryzen 5 7600-ს ექნება Ryzen 5 7600X-თან (5.3 გჰც) შედარებით 5.1 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. თუმცა ალტერნატიული ინფორმაციით ორივე ხსენებულ პროცესორს აქვთ ბირთვების იდენტური კონფიგურაცია და ქეშის მოცულობა, ამიტომ ახალი პროცესორის წარმადობამ დიდად არ უნდა მოიკლოს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ასევე მოსალოდნელია, რომ Ryzen 5 7600-ს TDP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი - 65 ვატი უნდა ჰქონდეს. Ryzen 7 7700-ის შემთხვევაში ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5.3 გჰც და TDP-ის დონე - 65 ვატი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ მოდელს ექნება 100 მჰც-ით ნაკლები ტაქტის სიხშირე ანალოგიური მოცულობის ქეშიდა და ბირთვების რაოდენობის მქონე Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. და ბოლოს, 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი Ryzen 9 7900-ის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5,4 გჰც, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია Ryzen 9 7900X-თან შედარებით. ისევე, როგორც Ryzen 7000 სერიის სხვა პროცესორებს, რომლებიც “X”სერიას არ მიეკუთვნება, Ryzen 9 7900-ის TDP-ის დონე იქნება 65 ვატი. შედარებისთვის, Ryzen 9 7900X-ის TDP-ის დონე 170 ვატია. chi11eddog-ის ინფორმაციით Ryzen 5 7600, Ryzen 7 7700 და Ryzen 9 7900 მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მათი ფასები იქნება 229, 329 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამ სარკომენდაციო ფასების შედეგად შესაძლებელი იქნება 70, 70 და 120 აშშ დოლარის დაზოგვა Ryzen 7000 X სერიის მოდელებთან შედარებით. https://tinyurl.com/29926tfr
  2. იაპონურ კომპანია Ispace-ის მთვარის მოდულ Hakuto-R-ის გაშვება 28 ნოემბერს მოხდება. ამ მისიის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე განთავსდება კერძო კომპანიის მოდული. კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გატანისთვის გამოყენებული იქნება ამერიკულ კომპანია SpaceX-ის რაკეტა. ფოტოს წყარო: Ispace მოდული Hakuto-R კოსმოსში გაეშვება რაკეტა Falcon 9-ის მეშვეობით, რომელიც ფლოდიაში არსებული კეიპ კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან აფრინდება. მთვარემდე მოგზაურობა გაგრძელდება რამდენიმე თვე - მომავალი წლის აპრილში Hakuto-R მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვას. იაპონური მოდული მთვარეზე წაიღებს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აწყობილ მინიატურულ როვერს, სახელწოდებით Rashid. მას გამოიყენებენ გარემოს შესწავლისთვის მაღალი გაფართოების კამერების, თერმოგამომსახველის და სხვა აღჭურვილობის მეშვეობით. პარალელურად მუშავდება მთვარის კიდევ რამდენიმე პროექტი. NASA-მ კონტრაქტი დადო კომპანია Intuitive Machines-თან მთვარის აპარატ Nova-C-ს გაგზავნასთან დაკავშირებით. ამ მისიის დაწყება 2023 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი, გარდა ამისა, კომპანია Astrobotic-ის მთვარის მოდული Peregrine კოსმოსში გაიგზავნება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ამ დროისთვის უცნობია, ამ მოწყობილობებიდან პირველი რომელი მიაღწევს მთვარის ზედაპირს. https://tinyurl.com/4bddamp8
  3. Cardano-ს ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერმა კომპანია Emurgo-მ დააანონსა აშშ დოლართან დაკავშირებული Stablecoin USDA. ინსტრუმენტის გაშვება მთავარ ქსელში დაგეგმილია 2023 წლის პირველ კვარტალში. Emurgo წარმოადგენს კომერციულ ფრთას და არის პროექტ Cardano-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. USDA გახდება პლატფორმა Anzens-ის ნაწილი. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს Cardano-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებასა და პროდუქტს შესთავაზებს. კერძოდ, დეველოპერები გეგმავენ ლენდინგ სერვისის გაშვებას. პრეს-რელიზის თანახმად ინსტუმენტი არის Stablecoin, რომელიც სრულადაა უზრუნველყოფილი ფიატით და „შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს“. რეზერვებისა და დეპოზიტების შენახვას განახორციელებს Emurgo-ს პარტნიორი, "აშშ-ში დაფუძნებული რეგულირებადი ფინანსური კომპანია". მოსალოდნელია, რომ USDA მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Cardano-ს ეკოსისტემის განვითარებაში და პოტენციურად გაზრდის მის მდგრადობას. დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს, რომ Anzens "შეამცირებს უფსკრულს" ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის. შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში Input Output Global-მა წარმატებით გაააქტიურა განახლება Vasil Cardano-ს მთავარ ქსელზე. გუნდმა შეიტანა Plutus სკრიპტების მეორე ვერსია ბლოკჩეინში და შეცვალა ანგარიშგების მოდელი თითოეული პრიმიტივისთვის. https://tinyurl.com/mwupj3mk
  4. AMD Zen4 არქიტექტურაზე დამყარებული Ryzen 7000 სერიის პროცესორების საწყისი ფასები ოდნავ მაღალია, გასულ ღონისძიება Double 11-ზე კი ფასი მკვეთრად შემცირდა. ევროპის ბაზარზე Ryzen 7000 სერიამ ფასების მასიური შემცირება გამოიწვია, მსხვილმა რითეილერებმაც შეამცირეს თავიანთი ფასები. 16-ბირთვიანი ფლაგმანური Ryzen 9 7950X-ის ფასი მკვეთრად დაეცა 849 ევროდან 649 ევრომდე, რაც ორ თვეზე ნაკლებ დროში 21%-ზე მეტი კლებაა და იშვიათობას წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე პირდაპირი კონვერტაცია აშშ დოლარიდან ევროში, რაც ძნელი წარმოსადგენია. ამავე დროს, Ryzen 9 7900X-ის ფასი შემცირდა 669-დან 549 ევრომდე, ანუ დაახლოებით 18%-ით. Ryzen 7 7700X გაიაფდა 479-დან 409 ევრომდე - თითქმის 15%-ით. Ryzen 5 7600X გაიაფდა 359-დან 299 ევრომდე - თითქმის 17%-ით. https://tinyurl.com/3j8y3euw
  5. ღონისძიება Snapdragon Summit 2022-ზე კომპანია Qualcomm-მა წარადგინა ჩიპები Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2, რომლებიც განკუთვნილია პრემიუმ კლასის უსადენო ხმოვანი მოწყობილობებისთვის. პირველ რიგში საუბარი ეხება უსადენო ყურსასმენებს, თუმცა პარალელურად ჩიპების გამოყენება შესაძლებელია სხვა უსადენო აუდიო მოწყობილობებში. ფოტოს წყარო: Qualcomm კომპანიის განცხადებით ახალი პროცესორები „Bluetooth-ის მქონე ყველაზე მოწინავე აუდიოპლატფორმებია დღესდღეობით“ - მათზე მხარდაჭერილია ტექნოლოგია Snapdragon Sound და ოპტიმიზირებულნი არიან ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 2 პროცესორთან მუშაობისთვის. ხელმისაწვდომია უამრავი მოწინავე ფუნქცია, რომელთა შორისაა მოცულობითი ხმა თავის მდებარეობის გამოკვლევის მიხედვით, მუსიკის გაუმჯობესებული ნაკადური ტრანსლაცია ხარისხის კარგვის გარეშე, აგრეთვე მინიმალური შეყოვნება ტელეფონსა და ყურსასმენს შორის - იგი მხოლოდ 48 მილიწამს შეადგენს. Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 ჩიპებში მხარდაჭერულია მესამე თაობის აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია; ხელმისაწვდომია რეჟიმი Adaptive Transparency საუბრის ავტომატური განსაზღვით. და ბოლოს, ჩიპები თავსებადია ახლახანს მიღებულ სტანდარტთან - Bluetooth LE Audio. კომპანიამ უკვე დაიწყო Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 პროცესორების ნიმუშების გაგზავნა OEM პარტნიორებისთვის და ამ ჩიპებზე დამყარებული მოწყობილობები გაყიდვაში 2023 წლის მეორე ნახევარში გამოვა. https://tinyurl.com/bdfp7wxp
  6. Binance-ის როლი მისი ერთ-ერთი კონკურენტის, ბირჟა FTX-ის უეცარ კოლაფსში, აშშ-ის კონგრესის მიერ იქნა გულმოდგინე დაკვირვების სამიზნე გახდა. ამის შესახებ The Block-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა პატრიკ მაკჰენრიმ განუცხადა. რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინადან, სავარაუდოდ, ფინანსური მომსახურების კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეა. კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას იანვარში დაიწყებს. მაკჰენრიმ აღნიშნა, რომ Binance-ის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს საჯარო განცხადებების გავლენა FTX-ის ვითარებაზე დეკემბერში მოსმენების ყურადღების ცენტრში იქნება. ”ეს არის სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა”, - ხაზგასმით აღნიშნა კონგრესმენმა. FTX ბირჟის FTT ტოკენის ჩამოშლა, რასაც მოჰყვა პლატფორმაზე ლიკვიდურობის კრიზისი, მოხდა 6 ნოემბერს Binance-ის ხელმძღვანელის მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ კომპანია გამოდიოდა აქტივში პოზიციებიდან. Zhao-ს კომპანიამ უგულებელყო Alameda Research-ის შეთავაზება მისი FTT-ის გამოსყიდვის შესახებ. Binance-მა ასევე უარი თქვა კრიზისში პლატფორმის შემოთავაზებულ შთანთქმაზე. 11 ნოემბერს FTX-მა, Alameda Research-მა და დაახლოებით 130-მა სხვა შვილობილმა კომპანიამ განაცხადი გააკეთეს გაკოტრების შესახებ. მაკჰენრის თქმით, კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს მაქსინ უოტერსს აქვს ანალოგიური მოსაზრება კრიპტო ბაზრებზე ტურბულენტობის შესახებ. სხდომაზე ყველა საჭირო მოწმის გამოძახება, მათ შორის სემ ბენკმენ-ფრიდის ჩათვლით, იქნება ორპარტიული, განაცხადა კონგრესმენმა. შეგახსენებთ, რომ SEC-მა და CFTC-მა FTX-თან მიმართებაში გამოძიება დაიწყეს, იტყობინება Bloomberg. Reuters-ის ცნობით გაკოტრებული ბირჟის საქმიანობას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სწავლობს. კრიპტო ინდუსტრიაში გამოცდილების მქონე იურისტის თქმით პროკურორებს ყველაფერი გააჩნიათ, რაც საჭიროა ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის. https://tinyurl.com/4u6mxtkr
  7. სავარაუდოდ, კომპანია ცდილობს ჩიპების ბიზნესის დივერსიფიკაციას, რადგან ტაივანზე დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი, თუ ჩინეთი შეჭრას გადაწყვეტს პატარა კუნძულოვან ქვეყანაში. Apple დივერსიფიკაციას უკეთებს მიწოდების ქსელს ტაივანის ფარგლებს გარეთ და გეგმავს ჩიპების ნაწილის მიღებას არიზონაში მდებარე ქარხნიდან. ამის შესახებ განცხადება აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა გასულ თვეში გერმანიაში გამართულ შიდა შეხვედრაზე გააკეთა, ნათქვამია Bloomberg News-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. А და М სერიის პროცესორების წარმოება კომპანიის ყველა ამჟამინდელი პროცესორი ტაივანის ქარხნებიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ Apple ამჟამად აპროექტებს საკუთარ ჩიპებს, Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) პასუხისმგებელია A-სერიის და M-სერიის პროცესორების წარმოებაზე, რომლებზეც მუშაობს პოპულარული iPhone-ები და Mac-ები. თუმცა, ახლა კომპანია გეგმავს ამ წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანას. „ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება არიზონაში ქარხნის შეძენის შესახებ და ის 2024 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, ასე რომ, წინ გვაქვს დაახლოებით ორი წელი, შესაძლოა ცოტა ნაკლები“, - განაცხადა კუკმა. თუმცა TSMC-ს შეხვდება გარკვეული კონკურენცია, რადგან Intel-ს ასევე აქვს ჩიპების მწარმოებელი ქარხანა არიზონაში და განაცხადა, რომ სურს Apple-ის ბიზნესის ხელში ჩაგდება. TSMC-მ ადრე გააზიარა გეგმები 2024 წელს არიზონაში და მის ფარგლებს გარეთ ორი ქარხნის გახსნის შესახებ, რათა დააკმაყოფილოს „მომხმარებლების მაღალი მოთხოვნა“. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ჩიპების წარმოებაზე უახლესი საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, მას აქვს ამბიციური გეგმები ოჰაიოში კიდევ რამდენიმე ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით. არავინ უარყოფს, რომ მსოფლიოში ჩიპების დეფიციტია. 2021 წლის ნოემბერში იაპონიამ გამოყო 5.2 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 600 მილიარდი იენი) ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებლების დასახმარებლად, რათა ხელი შეეწყოს ჩიპების მიწოდების მიმდინარე გლობალური პრობლემების გადაჭრას. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ Apple-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ დიდი რაოდენობით კომპონენტებს ტაივანიდან, შეიძლება ქაოსი შექმნან, თუ ჩინეთი გადაწყვეტს შეჭრას პატარა ქვეყანაში. კუკის თქმით, მსოფლიოში პროცესორების 60 პროცენტი ამჟამად ტაივანში მზადდება. ამასთან, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება 2022 და 2023 წლის ბოლომდე. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა 2021 წლის დეკემბერში Nikkei-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პროგნოზით სიტუაცია გაგრძელდება 2023 წლამდე, ნაწილობრივ კოროვირუსის კრიზისის გამო. ”კორონავირუსმა შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები, რამაც გამოიწვია უარყოფითი იმპულსი. მოთხოვნა 20 პროცენტით გაიზარდა წელიწადში, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ძალიან დიდი უფსკრული გააჩინა და ეს დიდი მოთხოვნა ნარჩუნდება”, - განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ Apple თავის iPhone-ებსა და სხვა მოწყობილობებს ჩინეთში აწყობს, იგი კომპონენტებს მრავალი ქვეყნიდან იღებს. კუკი ამბობს, რომ ის ჩიპების შეძენას განიხილავს ევროპის ქარხნებიდანაც კი, რათა დააკმაყოფილოს მუდმივად მზარდი მოთხოვნა. იმავდროულად აშშ ცდილობს შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი ნახევრადგამტარების ქარხანა ქვეყნის შიგნით. მიმდინარე წლის დასაწყისში დამტკიცდა კანონი CHIPS, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 50 მლრდ აშშ დოლარის სტიმულს მსგავსი კომპანიებისთვის ამერიკის მიწაზე განვითარების მიზნით. https://tinyurl.com/4brjchs6
  8. NVIDIA-ს კვარტალური ანგარიშის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ფინანსური დირექტორი Colette Kress, რომელმაც Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორების დებიუტის განვლილ ეტაპებს განსაკუთრებულად წარმატებული უწოდა. GeForce RTX 4090 ოქტომბრის შუა პერიოდში ბევრ ბაზარზე გაიყიდა, გაყიდვაში უკვე გამოვიდა GeForce RTX 4080, ჯამში კი NVIDIA მზადაა შემოგვთავაზოს ამ გეიმინგ არქიტექტურის „უამრავი ახალი პროდუქტი“. ფოტოს წყარო: NVIDIA ბოლო დაპირება უკვე გასცა NVIDIA-ს დამფუძნებელმა და მუდმივმა ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად Ada Lovelace-ზე დამყარებული პროდუქტები ფასის ზედა სეგმენტში პოზიციონირებენ. GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათები დიდი ტირაჟით გამოვიდა - განაცხადა NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, ბაზარმა ძალიან დადებითად მიიღო GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 და ამიტომ მენეჯმენტი დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი ამ დებიუტის მიმართ. გარდა ამისა, ეს ფაქტი ადასტურებს გეიმინგ ბაზრის სეგმენტის სიძლიერეს, გამძლეობას და გამჭვირვალობას, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა. მიმდინარე ფისკალური წლის მესამე კვარტალში, როგორც NVIDIA-ს ხელმძღვანელობამ კვარტალურ ღონისძიებაზე ანალიტიკოსების კითხვის პასუხად განმარტა, პროდუქტის მარაგის ღირებულება თანმიმდევრულად გაიზარდა 560 მლნ აშშ დოლარით. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით ეს ზრდა ნაწილობრივ იყო განპირობებული აუცილებლობით - დაგროვებულიყო ახალი არქიტექტურის მქონე პროდუქციის მარაგი: Ada Lovelace - გეიმინგ სეგმენტში და Hopper - სასერვეროში. დიდწილად ზრდაზე ასევე იმოქმედა ქსელური მოწყობილობების სეგმენტმა, რომელსაც ძირითადად Mellanox-ის პროდუქტები ემსახურება. კომპანიას მოუწია 702 მლნ აშშ დოლარის ჩამოწერა სასაწყობე მარაგებიდან, ამ ზარალის დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ A100 ამაჩქარებლებზე. ეს ამაჩქარებლები, როგორც იცით, განკუთვნილი იყო ჩინელი მომხმარებლების სასერვერო სისტემებში გამოყენებისთვის, ხოლო მესამე კვარტალში აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების შემდეგ კომპანიამ ნაჩქარევად შესთავაზა მათი ჩანაცვლება A800 ჩიპით, რომლის წარმადობა შეზღუდულია აპარატულ დონეზე და, შესაბამისად, საშუალებას იძლევა თავიდან აცილებულ იქნას სანქციები. შედეგად ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნა გადავიდა ახალ „ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე“ და ძველი A100-ების მარაგის ნაწილი უნდა ჩამოწერილიყო. როგორც NVIDIA-ს ხელმძღვანელებმა კვარტალურ ღონისძიებაზე აღნიშნეს, მესამე კვარტალში სანქციების ნეგატიური ზემოქმედება დიდწილად კომპენსირდება ჩინეთის ბაზარზე A800 ამაჩქარებლების შემოტანით, რომლებიც აშკარად ადაპტირებულია აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ მოთხოვნებთან. https://tinyurl.com/32jc5yvw
  9. კრიპტო ლენდინგ პლატფორმა BlockFi ემზადება, რომ განცხადება გააკეთოს გაკოტრების შესახებ აშშ-ის გაბანკროტების კოდექსის მე-11 თავის მიხედვით. ამის შესახებ გვაცნობებს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. 11 ნოემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ვერ გააგრძელებს ბიზნესის მართვას ჩვეულ რეჟიმში და შეზღუდავს ოპერაციებს FTX-ისა და Alameda Research-ის სტატუსის სიცხადის ნაკლებობის გამო. BlockFi-მ შეაჩერა თანხის განაღდება და მომხმარებლებს ურჩია, თავი შეეკავებინათ დეპოზიტების განთავსებისგან. იმავე დღეს FTX Group-მა განცხადება გააკეთა გაკოტრების შესახებ და სემ ბენკმენ-ფრიდმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. 14 ნოემბერს BlockFi-მ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი აქტივების უმეტესობა ინახებოდა FTX-ზე. თუმცა კომპანიამ აღიარა, რომ პლატფორმას აქვს საკრედიტო ხაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ბირჟის აშშ-ის განყოფილების მიერ, ისევე როგორც Alameda Research-ის გადაუხდელი ვალდებულებები. ”ჭორები, რომ BlockFi აქტივების უმეტესობა ინახება FTX-ზე, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ ვართ FTX-ისა და მასთან დაკავშირებული კორპორატიული სტრუქტურების გამო. ეს მოიცავს Alameda-ს ვალდებულებებს, FTX.com-ზე არსებულ აქტივებს და FTX.US-ის გამოუყენებელ საკრედიტო ხაზს“, - ნათქვამია განცხადებაში. 2022 წლის ივნისში FTX-მა გახსნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი BlockFi-სთვის. შემდგომში ბირჟის აშშ-ის განყოფილებამ კომპანიას გასცა კიდევ 400 მლნ აშშ დოლარის განახლებადი სესხი, რითაც მიიღო პლატფორმის 240 მლნ აშშ დოლარად შეძენის შესაძლებლობა. WSJ-ის წყაროების თანახმად BlockFi-მ გამოიყენა „თანხის უმეტესი ნაწილი, თუ არა ყველა“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომპანიამ Alameda Research-ს მიაწოდა „მილიონობით აშშ დოლარის სესხები, რომლებიც ნაწილობრივ იყო უზრუნველყოფილი FTT ტოკენებით“. გამოცემის თანამოსაუბრეებმა დაამატეს, რომ 2021 წლის ბოლოს პლატფორმა ინახავდა 14-20 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის მომხმარებელთა დეპოზიტებს 7.5 მლრდ აშშ დოლარის ვადაგადაცილებული სესხების სახით. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს BlockFi-ს დამფუძნებელმა ფლორი მარკესმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა პროდუქტი „სრულად ფუნქციონირებს“ და ბიზნესი არ არის დამოკიდებული ბენკმენ-ფრიდის ბირჟაზე. https://tinyurl.com/3u9vd8p5
  10. Nvidia H100 გამომთვლელი გრაფიკული პროცესორების ბაზაზე დამყარებულ სუპრკომპიუტერებს ჯერ კიდევ არ დაუმყარებია აბსოლუტური წარმადობის რეკორდები, თუმცა უკვე დემონსტრირებენ სიმძლავრეს „წარმადობა ვატზე“ თვალსაზრისით. მიმდინარე კვირაში Top500 და Green500 რეიტინგებში შედგა ფლეტაირონის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერ Henri-ს დებიუტი, რომელშიც წარმოდგენილია პროცესორი Intel Xeon Platinum 8362 (Ice Lake) და აჩქარებული გამომთვლელი გრაფიკული პროცესორი Nvidia H100. სუპერკომპიუტერი Henri შექმნა Lenovo-მ და იგი ამჟამად Top500 სიაში სიმძლავრით 405-ეა მაქსიმალური წარმადობით Rmax 2,04 FP64 PFLOPS, რაც დიდად შთამბეჭდავი არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპიუტერი მოიხმარს მხოლოდ 31 კვტ ენერგიას და დემონსტრირებს ენერგეტიკულ ეფექტურობას 65.091 GFLOPS/ვატი, რაც მსოფლიო რეკორდია. რიცხობრივ კონტექსტში რომ ვთქვათ, კომპიუტერი Frontier TDS აღწევს 62.684 PFLOPS/ვატი წარმადობას. Frontier, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, აღწევს 52.227 PFLOPS/ვატს, ხოლო სისტემა Lumi – 58.021 PFLOPS/ვატს. Henri არის შედარებით მარტივი სუპერკომპიუტერი დღევანდელი სტანდარტებით: მასში გამოყენებულია წინასწარ ჩაშენებული Lenovo ThinkSystem SR670 V2 - ჰაერით გაგრილებადი სერვერები, რომლებიც აღჭურვილია 32-ბირთვიანი Intel Xeon Platinum 8362 პროცესორები (სულ 5920 ბირთვი) და 80 Nvidia H100 80 GB გრაფიკული ბარათი Hopper არქიტექტურის ბაზაზე. რა თქმა უნდა, შედარებით მცირე სისტემაში ჰაერით გაგრილების გამოყენებამ შეიძლება განსხვავებული გავლენა მოახდინოს ვატი/წარმადობაზე. ჯამში Nvidia-ს უახლესი გამოთვლითი გრაფიკული პროცესორები მთლიანობაში შთამბეჭდავ წარმადობას უზრუნველყოფს. „ეს სუპერკომპიუტერი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მეცნიერებას“ - განაცხადა იან ფისკმა, ფლეტაირონის უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოთვლების ცენტრის თანადირექტორმა. „ახალი სისტემით ჩვენს მკვლევარებს საშუალებას მივცემთ ახალი ინსტრუმენტები მოსინჯონ და გააკეთონ აღმოჩენები. კომპიუტერი გვთავაზობს ძალიან მაღალ წარმადობას და ეფექტურობას. სისტემის ჩატვირთვას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დასჭირდა. ასეთი ეფექტურობა ახლა ხელმისაწვდომია ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ჯგუფებისთვის და არა მხოლოდ უმსხვილესი სუპერგამოთვლითი ცენტრებისთვის“. Nvidia-ს სუპერკომპიუტერები (რომლებიც ხშირ შემთხვევაში შედგება სტანდარტული სერვერებისგან), გარკვეული დროის განმავლობაში ჩემპიონები იყვნენ წარმადობა/ვატით Green500-ის ჩამონათვალში, ამიტომ ლოგიკურია ველოდოთ, რომ H100 გააგრძელებს Nvidia-ს გამარჯვების სერიას. ამავე დროს, AMD EPYC-სა და Instinct MI250X-ზე დამყარებული კომპიუტერები აუტსაიდერები არ არიან წარმადობა/ვატის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ სუპერკომპიუტერების მასშტაბებს, როგორებიცაა Frontier, Lumi, AdAstra, Setonix და Dardel, რომლებიც AMD-ის ტექნოლოგიების ბაზაზე მუშაობენ. გარდა ამისა, Green500 სიის 10 საუკეთესო სუპერკომპიუტერიდან ექვსი იყენებს AMD-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, სამში გამოყენებულია Nvidia-ს გამომთვლელ გრაფიკულ პროცესორს, ხოლო ერთი მათგანი იყენებს Intel Xeon Platinum 8260M-ზე დამყარებულ ნოუდებს. https://tinyurl.com/ye24t7fu
  11. ვიდეო ბარათ GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარება რეალურ სამუშაო პირობებში აღმოჩნდა იმაზე ნაკლები, ვიდრე მის მახასიათებლებშია გამოცხადებული. ამის შესახებ გვაცნობებს კომპანია NVIDIA, აგრეთვე მოწმობს ვიდეო ბარათის დამოუკიდებელი ტესტები თამაშებში და სხვადასხვა სინთეტიკური ბენჩმარკიდან მიღებული შედეგები. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 4080-ის წინა თაობის NVIDIA გრაფიკულ ბარათებთან შედარებამ აჩვენა, რომ ახალი პროდუქტი მნიშვნელოვნად უფრო ენერგოეფექტურია Ada Lovelace-ის ახალი არქიტექტურის წყალობით, აცხადებს NVIDIA. მაგალითად, ენერგომოხმარების იდენტურ პირობებში (Total Graphics Power, TGP), რაც 320 ვატს შეადგენს, რეალურ სამუშაო სცენარში GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარება გაცილებით დაბალი აღმოჩნდა წინამორბედ GeForce RTX 3080-თან შედარებით. NVIDIA-ს ვიდეო ბარათების ენერგომოხმარების გამოცხადებული მახასიათებლები ტიპური დატვირთვის პირობებში GeForce RTX 3080-ის ენერგომოხმარება გამოცხადებულ 320 ვატს შეადგენს, GeForce RTX 4080-ისა კი - საშუალოდ 251 ვატს, ანუ გამოცხადებულის 78%-ს, აცხადებს NVIDIA. ასევე აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 4080 უფრო მაღალი წარმადობისაა და უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე ფლაგმანური GeForce RTX 3090 Ti, რომლის ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელი გეიმინგში 389 ვატს შეადგენს, გამოცხადებული მაქსიმალური მაჩვენებელი კი 450 ვატია. გამოქვეყნდა GeForce RTX 4080-ის მაღალი ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი მაჩვენებლები 22 გეიმინგ ტესტში 4K, 1440p და 1080p გაფართოებებზე, აგრეთვე ვიდეო ბარათის ტესტირებისას ვიდეოს გაშვების რეჟიმში AV1 კოდეკის გამოყენებით. GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარების ფაქტობრივი მაჩვენებლები თამაშებში თამაშების - Control, Cyberpunk 2077, Forza Horizon 5 და Guardians of the Galaxy Metro Exodus ტესტებში 4K გაფართოების, რეითრეისინგისა და DLSS მასშტაბირების გამოყენებისას GeForce RTX 4080 ამაჩქარებელი მოიხმარდა არაუმეტეს 300 ვატს. ყველაზე დაბალი ენერგომოხმარება შეინიშნება Full HD გაფართოებაზე. მსგავსი შედეგები ასახულია ახალი ვიდეო ბარათის დამოუკიდებელი მიმოხილვისას. https://tinyurl.com/4fwu9uph
  12. Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაასახელა მისი აზრით ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ცენტრალიზებული ბირჟებისთვის. ჩამონათვალში შედის: არ დააყენონ რისკის ქვეშ მომხმარებლების ფული; არასდროს გამოიყენონ native-ტოკენები უზრუნველყოფის (გირაოს) სახით; გააზიარონ ინფორმაცია აქტივების შესახებ; შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი მოცულობის რეზერვები; თავი აარიდონ ზედმეტ leverage-ს; გააძლიერონ და გამოიყენონ უსაფრთხოების პროტოკოლები. Zhao-ს თქმით, ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია თითოეული ბირჟის მიერ მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით FTX-ის კოლაფსის ფონზე. „ვერ დავუშვებთ, რომ რამდენიმე ცუდმა მოთამაშემ შელახოს ინდუსტრიის რეპუტაცია, როდესაც ის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა“, - წერს Binance-ის ხელმძღვანელი. "ჩვენი როლი უპირველეს ყოვლისა მომხმარებლების დაცვაში გამოიხატება." მანამდე Changpeng Zhao-მ გამოაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეების გაერთიანებას, რათა ერთობლივად იმუშაონ პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელებთან. 14 ნოემბერს Binance-მა გამოაცხადა ფონდის ამოქმედების შესახებ, რათა შემცირდეს FTX-ის კოლაფსის „კასკადური უარყოფითი გავლენა“ ინდუსტრიაზე. https://tinyurl.com/2p8bfhb5
  13. კომპანია Seagate-მა წარადგინა MACH.2 მყარი დისკების მეორე თაობა, რომლებიც გამოირჩევა ორი დამოუკიდებელი ბლოკის მუშაობით, რის შედეგად უზრუნველყოფილია შთამბეჭდავი სამუშაო სიჩქარე. კომპანიამ გამოუშვა მოდელი Exos 2X18 16 და 18 ტბ მოცულობის ვარიანტებად. 18 ტბ მოდელი გვევლინება, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი HDD-ის ტიტულის პრეტენდენტი. ორივე მყარი დისკი ხელმისაწვდომია ინტერფეისებით SATA (6 გბ/წმ) და SAS (12 გბ/წმ). ფოტოს წყარო: Seagate 16 და 18 ტბ მოცულობის Exos 2X18 მყარი დისკები ჰოსტით განისაზღვრება, როგორც ორი დამოუკიდებელი ლოგიკური დისკი 9 და 8 ტბ მოცულობით, შესაბამისად. ახალი დისკებში გამოიყენება ტრადიციული მაგნიტური CRM ჩაწერა, მათი ჰერმეტული კამერები კი ჰელიუმითაა გავსებული. დისკის ბრუნვის სიჩქარედ მითითებულია 7200 ბრუნი წამში. HDD-ის SAS-ვერსიის ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარეა 554 მბ/წმ, SATA-ვარიანტისა - 545 მბ/წმ, რაც მათ ბაზარზე ყველაზე სწრაფს ხდის ორივე შემთხვევაში. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციების წარმადობა 4 კბ ბლოკებში შეადგენს 304 და 560 IOPS-ს. საშუალო შეყოვნებაა 4.16 მილიწამი. მყარი დისკების ბუფერული მეხსიერების მოცულობაა 256 მბ, სექტორის ზომა - 512 ბაიტი. აღვნიშნავთ, რომ წინა თაობის მოდელი MACH.2 Exos 2X14 უზრუნველყოფდა 524 მბ/წმ სიჩქარეს. უმოქმედო რეჟიმში წარმოდგენილი მყარი დისკების SAS და SATA ვერსიების ენერგომოხმარებაა 8 და 7.8 ვატი, ხოლო შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის მონაცემებით 4 კბ ბლოკებში - 11.5 / 9.6 ვატი და 11.1 / 9.2 ვატი, შესაბამისად. მოწყობილობები გათვლილია +5-დან +60 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში მუშაობაზე. დისკებს მოყვება მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია. მწარმოებელი არ გვაწვდის ინფორმაციას Exos 2X18 მყარი დისკების ფასზე. დისკები პირველ რიგში გამიზნულია კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მონაცემთა შენახვის სისტემების გაზრდილი წარმადობა 24/7 რეჟიმში. https://tinyurl.com/yc2w2ccw
  14. ყოველწლიურ ღონისძიება Snapdragon Summit 2022-ის ფარგლებში კომპანია Qualcomm Technologies-მა ოფიციალურად წარადგინა უახლესი, ყველაზე მაღალი დონის მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2. ეს პროცესორი საფუძვლად დაედება სხვადასხვა კომპანიის ფლაგმანურ სმარტფონებს, როგორებიცაა ASUS, Honor, iQOO, Motorola, OPPO, Sony, Xiaomi და სხვები. ფოტოს წყარო: videocardz.com Snapdragon 8 Gen 2 მოიცავს რვაბირთვიან ცენტრალურ პროცესორს, რომელშიც ბირთვები სამ კლასტერადაა დაყოფილი. ყველაზე მძლავრ ბირთვ Kryo Prime-ის ტაქტის სიხშირეა 3.2 გჰც. შემდეგ სიმძლავრით მოდის ოთხი ბირთვი 2.8 გჰც სიხშირით, ბოლოს კი - სამი ენერგოეფექტური ბირთვი სიხშირით 2.0 გჰც. უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედს ჰქონდა სამი მძლავრი და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი ბოლო ორ კლასტერში. Qualcomm-ის თქმით ახალი CPU 35%-ით სწრაფი და 40%-ით უფრო ენერგოეფექტურია Snapdragon 8 Gen 1-ის პროცესორთან შედარებით. ახალ ჩიპს აქვს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Hexagon, რომელიც Snapdragon 8 Gen 2-ზე მომუშავე სმარტფონებს საშუალებას აძლევს უკეთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა ენაზე ონლაინ-თარგმნას და ხმოვანი ბრძანებების აღქმას. კომპანიის მონაცემებით ახალი პლატფორმის ხელოვნური ინტელექტის ქვესისტემა უზრუნველყოფს 4.35-ჯერ მაღალ წარმადობას წინამორბედთან შედარებით. წარმოდგენილი პლატფორმა სიგნალის პროცესორის ხარჯზე თავსებადია 200-მეგაპიქსელიან Samsung ISOCELL HP3 სენსორთან, რომელიც სპეციალურად ოპტიმიზებულია ამ პროცესორზე. მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტით ფოტოებისა და ვიდეოების ხარვეზების ავტომატური გამოსწორების ფუნქცია. აღვნიშნავთ, რომ Snapdragon 8 Gen 2-ზე მხარდაჭერილია AV1 კოდეკი 8K HDR ვიდეოს გაშვების შესაძლებლობით 60 კადრი წამში სიჩქარეზე (თუმცა იგი 8K გადაღების საშუალებას მხოლოდ 30 FPS-ზე იძლევა). განახლებული გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno უზრუნველყოფს 25%-ით მაღალ წარმადობას Snapdragon 8 Gen 1-თან შედარებით. ერთკრისტალიანი Snapdragon 8 Gen 2 პლატფორმები წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. Snapdragon 8 Gen 2 არის ყველაზე მოწინავე მობილური პლატფორმა მეხუთე თაობის (5G) საკომუნიკაციო ქსელების მხარდაჭერით. 5G ქსელებში მუშაობას უზრუნველყოფს მოდემი Snapdragon X70 5G (მონაცემების ჩამოტვირთვის სიჩქარეა 10 გბ/წმ-მდე, ატვირთვის - 3.5 გბ/წმ-მდე). დეველოპერებმა ასევე დანერგეს FastConnect 7800 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს Wi-Fi 7 კავშირს მინიმალური შეყოვნებით და 5.8 გბ/წმ-მდე სიჩქარით. „ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს მეტის კეთების შესაძლებლობა მივცეთ, ამიტომ Snapdragon-ს ვქმნით მომხმარებლების ყველა ინტერესის გათვალისწინებით. Snapdragon 8 Gen 2 რევოლუციას მოახდენს ფლაგმანურ სმარტფონებში 2023 წელს“, - განაცხადა Qualcomm-ის ვიცე-პრეზიდენტმა და კომპანიის მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა კრის პატრიკმა. https://tinyurl.com/5a4fyhxb
  15. FTX-ის ინციდენტმა აჩვენა, რომ კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება „ძალიან ფრთხილად და გულმოდგინედ რეგულირება“. ეს მოსაზრება აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოთქვა, წერს Bloomberg. ”ეს აჩვენებს მთელი სექტორის სუსტ ადგილებს,” - ხაზგასმით აღნიშნა მან. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის იმპერიის დაშლის შედეგები შეიძლება უარესი იყოს, თუ კრიპტოვალუტის ბაზარი უფრო მჭიდროდ იქნება გადაჯაჭვული ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან. ”ყოველ შემთხვევაში, ის არც ისე ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენს საბანკო სექტორთან და არ წარმოადგენს უფრო სერიოზულ საფრთხეს ფინანსური სტაბილურობისთვის ამ მომენტისთვის,” - განაცხადა იელენმა. ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრედ შერმანმა კრიპტო მილიარდერები დაადანაშაულა ვაშინგტონში მათი ინტერესების ლობირებაში ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირებისას. მან FTX-ის კრიზისის გამოძიებისკენ მოუწოდა და გაიხსენა ბენკმენ-ფრიდის სტრუქტურების მონაწილეობა პოლიტიკოსების მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს FTX Group-მა შეიტანა განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ აშშ-ის გაკოტრების კოდექსის მე-11 თავის მიხედვით. ბენკმენ-ფრიდმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. https://tinyurl.com/3jz2pfdx
  16. GeForce RTX 4080 გრაფიკული ბარათის გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე AMD-მ გადაწყვიტა პოტენციური მყიდველების ყურადღება გადაეტანა ახლახანს წარმოდგენილ Radeon RX 7900 სერიის გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც დამყარებულია ახალ RDNA 3 არქიტექტურაზე. AMD-მ აღნიშნა დეტალები, რამაც, მისი აზრით, უნდა დაარწმუნოს კომპიუტერის მფლობელები - მის ამაჩქარებლებზე გააკეთონ არჩევანი. ფოტოს წყარო: AMD AMD-მ ადრე დაადასტურა, რომ GeForce RTX 4080 იქნება Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების მთავარი კონკურენტი. ამრიგად, GeForce RTX 4090 დარჩება ყველაზე სწრაფ გეიმინგ ვიდეო ბარათად, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. Radeon RX 7900 XTX-ის, RX 7900 XT-ისა და GeForce RTX 4080-ის მახასიათებლები Radeon RX 7900 XTX-ის ეტალონურ ვერსიას აქვს ოცფაზიანი კვების ქვესისტემა VRM, რაც სამით მეტია GeForce RTX 4080 Founders Edition ეტალონურ მოდელთან შედარებით. AMD Radeon RX 7900 ვიდეო ბარათის დაფა AMD ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მისი ახალი ვიდეო ბარათები უფრო კომპაქტურია, ვიდრე კონკურენტის. ისინი უფრო მოკლე და თხელია, ვიდრე GeForce RTX 4080 Founders Edition. გარდა ამისა, GeForce RTX 40 სერიის ბარათებისგან განსხვავებით, Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ამაჩქარებლები აღჭურვილია DisplayPort 2.1 და USB Type-C კონექტორებით. AMD კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კონკურენტისგან განსხვავებით მისი ახალი ვიდეო ბარათები არ საჭიროებს რაიმე გადამყვანის და კვების ახალი კონექტორების გამოყენებას. ბარათები აღჭურვილია ორი ჩვეულებრივი 8-პინიანი PCIe კვების კონექტორით, რის შედეგად ისინი სრულად თავსებადია უმეტეს კვების წყაროსთან. ასევე სამართლიანია აღინიშნოს, რომ 900-1200 აშშ დოლარი ფასის დიაპაზონში AMD-ის ვიდეო ბარათები გვთავაზობენ მეტ ვიდეომეხსიერებას. Radeon RX 7900 XTX-ს აქვს 24 გბ GDDR6, Radeon RX 7900 XT მოდელს - 20 გბ GDDR6. ფლაგმანურ GeForce RTX 4090-ს აქვს 24 გბ უფრო სწრაფი GDDR6X მეხსიერება, თუმცა მისი სარეკომენდაციო ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. GeForce RTX 4080 მოდელში კი ხელმისაწვდომია მხოლოდ 16 გბ GDDR6X და მისი სარეკომენდაციო ფასია 1200 აშშ დოლარი. სამწუხაროდ, არც AMD და არც NVIDIA ჯერ არ არიან მზად უშუალოდ შეადარონ თავიანთი ამაჩქარებლების წარმადობა ერთმანეთს. ვინაიდან GeForce RTX 4080 გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა, AMD თავის RDNA 3 გრაფიკულ ბარათებს ადარებს თავის წინა თაობის ფლაგმანურ ამაჩქარებელს, Radeon RX 6950 XT-ს. Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების წარმადობა კომპანიამ გააზიარა ორი გრაფიკი. მათ თანახმად, ახალი თაობის ვიდეო ბარათების რასტრული წარმადობა თამაშებში 4K გაფართოებაზე 67%-ით მაღალია Radeon RX 6950 XT-თან შედარებით, ახალი ვიდეო ბარათების რეითრეისინგის წარმადობა კი 82%-ით მეტია RDNA 2 არქიტექტურის ფლაგმან Radeon-თან შედარებით. Radeon RX 7900 XTX-სა და RX 7900 XT-ის რეითრეისინგის წარმადობა Radeon RX 7900 XTX-ისა და Radeon RX 7900 XT ბარათების გაყიდვის დაწყებამდე კიდევ ერთი თვე რჩება. მათი გამოშვება 13 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. https://tinyurl.com/3mc7z5hn
  17. გასულ კვირას ცნობილი გახდა Nvidia GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის საცალო ფასი აშშ-ში. სიტუაცია არ გამოიყურება ხელსაყრელად და, როგორც ჩანს, მომხმარებლებს გაუჭირდებათ ბევრი მოდელის შეძენა სარეკომენდაციო ღირებულებასთან მიახლოებულ ფასად. ამჯერად ცნობილი გახდა ვიდეო ბარათის ევროპული ფასები და მათ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო უარესია: ყველაზე იაფი მოდელი 1166 ფუნტი სტერლინგი (1368 აშშ დოლარი) ღირს დღგ-ს გათვალისწინების გარეშე. RTX 4080-ის ფასების შემოწმების მიზნით პორტალ Tom’s Hardware-მა გადაამოწმა ტექნიკის პოპულარული მაღაზიები დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და ეს ფასები ამერიკული Microcenter-ის ფასებს შეადარა. შემოწმებულ ყველა რითეილერს შორის ყველაზე დაბალფასიანი აღმოჩნდა მოდელი Asus TUF Gaming GeForce RTX 4080, ყველაზე ძვირადღირებული კი - Asus ROG Strix RTX 4080 OC Edition. უნდა გვახსოვდეს, რომ GeForce RTX 4080-ის სარეკომენდაციო საცალო ფასი 1199 აშშ დოლარს შეადგენს, ფლაგმანური RTX 4090 ვიდეო ბარათის კი - 1599 აშშ დოლარს. Tom’s Hardware-მა გამოიყენა ევროპული ფასები გაყიდვების გადასახადის გარეშე აშშ დოლარში კონვერტაციისთვის. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აშშ-ში არსებული ფასები საუკეთესოა, მათ მოსდევს ფასები დიდ ბრიტანეთში. ევროზონის მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად აირჩიონ ყველაზე იაფი ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და არ ეშინოდეთ დამატებითი მოსაკრებლის ან იმპორტის გადასახადებისა. ამჟამად საფრანგეთს აქვს ყველაზე დაბალი ფასები ევროზონაში, თუმცა Tom's Hardware-მა ვერ შეძლო RTX 4080-ის საცალო ფასების მოძიება მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, გერმანია ან იტალია. GeForce RTX 4080-ის მახასიათებლებს და შესაძლებლობებს რაც შეეხება, როგორც უკვე ვიცით, მასში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD103, რომელსაც დაახლოებით 60%-ით ნაკლები ტრანზისტორი აქვს RTX 4090 ბარათის შემადგენლობაში არსებულ AD102-თან შედარებით. მას ასევე აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები CUDA, Tensor და RT ბირთვი. RTX 4080 16 გბ მოდელს აქვს 8 გიგაბაიტით ნაკლები ვიდეომეხსიერება და მეხსიერების უფრო ვიწრო სალტე. NVIDIA-ს წინასწარი მარკეტინგული ციფრები და გაჟონვები მიუთითებს, რომ RTX 4080 16 გბ კვლავ სტაბილურად გვთავაზობს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას წინა თაობის RTX 3090 Ti-სთან შედარებით. https://tinyurl.com/yh7afwcz
  18. Changpeng Zhao-მ, Bitcoin ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა, აქტივების დამოუკიდებელ დაცვას უწოდა „ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება“, მაგრამ საზოგადოება გააფრთხილა „ძვირადღირებული შეცდომების შესახებ“. „თანხების დამოუკიდებელი შენახვა - ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თქვენ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ სწორად აკეთებთ. ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების შესასწავლად გირჩევთ დაიწყოთ მცირე რაოდენობით. აქ დაშვებული შეცდომები შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ“, - დაწერა მან. Zhao-მ საზოგადოებას ასევე შესთავაზა ორი წლის წინ თავისი დაწერილი სტატიის წაკითხვა ციფრული აქტივების დამოუკიდებელი შენახვის შესახებ. მისი თქმით, იგი დაზოგავს ფულს და მომხმარებელს სამომავლოდ „თავის ტკივილისგან“ გაათავისუფლებს. MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Cointelegraph-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ფინანსებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ზრდის დეცენტრალიზაციას. ”სისტემებში, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებელი შენახვის საშუალება, კასტოდიანები აგროვებენ ძალიან დიდ ძალაუფლებას და შეუძლიათ დაიწყონ მისი ბოროტად გამოყენება,” - განმარტა მან. მანამდე სეილორმა დაადასტურა MicroStrategy-ის კურსი Bitcoin-ის შემდგომი შესყიდვისკენ FTX-ის გაკოტრებისა და ციფრული აქტივების ბაზარზე არასტაბილურობის მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ Zhao-მ კრიპტო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა 2008 წლის ფინანსურ კრიზისს შეადარა. მისი აზრით, უახლოეს კვირებში შესაძლოა კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ განიცადოს კრახი. https://tinyurl.com/3wf374v6
  19. Dimensity 9000 სერიის დიდი წარმატების შემდეგ ჩიპ Dimensity 9200-ის პრეზენტაცია წელს უფრო ნაადრევი ჩანს წინა წლებთან შედარებით. ნოემბერში საბოლოოდ გახდა ცნობილი ჩიპის ფლაგმანური ბირთვების შესახებ დეტალები. ახალი Cortex-X3 სუპერ ბირთვების, Immortalis-G715-სა და მრავალი სხვა ფლაგმანური აპარატურული რესურსის წყალობით ამ დროისთვის ჩიპს საუკეთესო კონფიგურაცია გააჩნია Android-ისთვის. MediaTek მიიჩნევს, რომ Dimensity 9200 პოპულარული მომავალ წელს გახდება. Dimensity 9200-ის აპარატულ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი ბირთვი განახლდა Cortex-X3-ის ბოლო ვერსიამდე სიხშირით 3.05 გჰც. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური პროცესორის მაღალი წარმადობის ყველა ბირთვს აქვს სუფთა 64-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა, ხოლო LPDDR5X მეხსიერების 8533 მბ/წმ სიჩქარითა და რვაარხიანი UFS4.0 ფლეშ-მეხსიერებით მოსალოდნელია, რომ აპლიკაციებთან მუშაობა, მობილური თამაშების უმეტესობის ჩათვლით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით Dimensity 9200-ში მოცემულია მეექვსე თაობის APU MediaTek. მაღალეფექტური ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურის დამუშავებისას ხელოვნური ინტელექტის ჯამური წარმადობა 35%-ით გაუმჯობესდა, აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირდა ენერგომოხმარება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა აპლიკაციაში, რომ აღარაფერი ვთქვათ TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც მთელ ჩიპშია გამოყენებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dimensity 9200 შესანიშნავად აერთიანებს ერთდროულად „მაღალ წარმადობას“ და „მაღალ ენერგოეფექტურობას“. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს გეიმინგზე, მოხდა Dimensity 9200-ის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია და მასში წარმოდგენილია ახალი თაობის 11-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი Immortalis-G715. წინა თაობასთან შედარებით წარმადობა გაიზარდა 32%-ით, ენერგომოხმარება კი შემცირდა 41%-ით. ინჟინრულ მანქანებთან მომუშავე ზოგიერთი ბლოგერის შეფასებით შესაძლებელია ვარაუდი, რომ Dimensity 9200 უკვე აღემატება Apple A16-ს გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური წარმადობით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Dimensity 9200-ს საკმარისი სიმძლავრე გააჩნია ბაზარზე წარმოდგენილი თამაშების ექსტრემალური სიმძლავრით უზრუნველსაყოფად. მობილური რეითრეისინგი აპარატულ დონეზე აჩქარებს ინოვაციების დანერგვას მობილურ თამაშებში რა თქმა უნდა, Immortalis-G715 არ არის ახალი ჩიპის ერთადერთი განსაკუთრებული მახასიათებელი. Dimensity 9200-ის გამოსვლასთან ერთად მობილური თამაშების მთლიანი ინდუსტრია ხელახლა დაიბადება. ეს არის რეითრეისინგის პირველი დანერგვა აპარატურულ დონეზე მობილურ ტელეფონში. მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი რეითრეისინგის უახლესი და მოწინავე ტექნოლოგია უნდა განვითარდეს ფლაგმანური ჩიპის საფუძველზე პირველ რიგში სმარტფონების მაღალი დონის ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. Dimensity ფლაგმანი ჩიპი ყველა ღონეს გამოიყენებს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის და 2023 წელს გრაფიკულ პროცესორს ექნება რეითრეისინგის მხარდაჭერა აპარატულ დონეზე. იგი გახდება ფლაგმანური ჩიპებისა და მაღალი კლასის სმარტფონების მთავარი მახასიათებელი. რეითრეისინგი სიახლეს არ წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერების სფეროში. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია რეალური სინათლის, ჩრდილის, პროექციისა და გარდატეხის იმიტირება. იგი უკვე დიდი ხანია პოპულარულია პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებში, თუმცა მისი წარდგენა პირველად მოხდა სმარტფონებში. როგორც მობილური რეითრეისინგის ტექნოლოგიის პიონერი, MediaTek-ი თანამშრომლობდა Tencent-თან, რათა განევითარებინა ტექნოლოგია თამაშებში Dimensity 9200-ის გამოშვებამდე. პირველი თამაში, რომელიც გაეშვება, იქნება Tencent-ის „Dark Zone Breakthrough“. ორივე მხარემ დაამუშავა თამაშის სპეციალური ეფექტები, როგორებიცაა მსუბუქი ჩრდილები, სარკისებრი ანარეკლები და სინათლის გარდატეხა, რათა მომხმარებლებს წარუდგინონ რეალობასთან დაახლოებული გამოსახულება. მიიჩნევა, რომ „ბნელი ზონის გარღვევის“ შემდეგ თამაშების მეტი დეველოპერი შეუერთდება MediaTek-ს, რათა ერთობლივად დააჩქარონ მობილური რეითრეისინგის ტექნოლოგიის კომერციალიზაცია. რეითრეისინგის ტექნოლოგიის გარდა Dimensity 9200-ს ასევე აქვს თამაშების ადაპტური მართვის სრულიად ახალი ტექნოლოგიის (MAGT) მხარდაჭერა, ცნობილი მობილური თამაში Honor of Kings კი გახლავთ ამ ტექნოლოგიის პირველი სტრატეგიული პარტნიორი. თამაშის კონტროლის ადაპტური ტექნოლოგიის მიხედვით ტერმინალურ მოწყობილობას შეუძლია რეალურ დროში დაარეგულიროს რენდერინგის ლოგიკა Honor of Kings-ის დატვირთვის მიხედვით, ეფექტურად მიაღწიოს გამოსახულების ხარისხის, კადრების სიჩქარისა და სიმძლავრის შესანიშნავ ბალანსს. მომხმარებლების რეალური შეგრძნებებით უზრუნველყოფისთვის კი Honor of Kings მუშაობს 1 საათის განმავლობაში სრულ კადრში, გამოსახულების ექსტრემალური ხარისხით 120 fps-ზე. პერიფერიული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს რეითრეისინგის საუკეთესო გამოცდილებას Dimensity 9200-ში მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორისაა vivo, OPPO, Xiaomi, Honor, Transsion, ROG და სხვები, MediaTek-ს მიულოცეს Dimensity 9200-ის გამოშვება. მოსალოდნელია, რომ Vivo X90 იქნება პირველი სმარტფონი Dimensity 9200-ით. https://tinyurl.com/22ycufbw
  20. Intel Xeon-თან ბრძოლისას AMD Epyc ჩიპები უკვე ზედიზედ 14 კვარტალია იპყრობს კონკურენტის წილს, თუმცა პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების სეგმენტში AMD-ს წარმომადგენლებს ნაკლებად უმართლებთ: მე-3 კვარტალში კომპანიას კონკურენტმა ჩამოართვა ბოლო წლების ყველა მიღწევა, წერს Computer Base. ფოტოს წყარო: amd.com ყველაზე სერიოზული დანაკარგები აღინიშნა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე. მესამე კვარტლის შეჯამებით AMD-ის წილმა შეადგინა 15.7% - ეს არის ვარდნა 9.1 პუნქტით მეორე კვარტალთან შედარებით, ერთი წლის წინ კი მაჩვენებელი 22% იყო. დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ჩიპების ბაზარზე კლება ასევე არასასიამოვნოა - მაჩვენებელმა 6.6 პუნქტით დაიკლო კვარტალურ ჭრილში, კომპანიის წილი კი 13.9%-მდე ჩამოვიდა, გასულ წელს კი 17%-ს შეადგენდა. და ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი AMD-სთვის 2018 წლიდან. AMD აგრძელებს პოზიტიური დინამიკის დემონსტრირებას სერვერების სეგმენტში: კვარტალში კომპანიის წილი გაიზარდა 3.6 პუნქტით და 17.5%-ს მიაღწია, ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 10.2%-ს შეადგენდა. წარმადობის მხრივ უკეთესობაც შედეგს განაპირობებს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლახანს წარმოდგენილი, Genoa სერიის პროცესორები კვარტლის ბოლომდე ვერ გამოვიდოდა, კომპანია გააგრძელებდა წილის ზრდას Milan-ის მეშვეობით, რადგან Sapphire Rapids სერია მიმდინარე წელს ნამდვილად ვერ გამოვა. საშუალო გასაყიდი ფასის (ASP) მხრივ AMD-მ წლის განმავლობაში შეიმატა 8 პუნქტი, Intel-ს კი 12 პუნქტი მოაკლდა. და ბოლოს, AMD-ს კიდევ ერთხელ სამადლობელი აქვს კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტისთვის: იყიდება მილიონობით PlayStation და Xbox, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით მატულობს. ჯამში AMD ყიდის უფრო მეტ კონსოლის ჩიპს, ვიდრე ლეპტოპის, დესკტოპის და სერვერის პროცესორებს ერთად. https://tinyurl.com/ptfybdxr
  21. MicroStrategy არ უარს ამბობს Bitcoin-ის ყიდვისა და დაგროვების სტრატეგიაზე, მიუხედავად ბაზარზე მუდმივი კლებისა. ამის შესახებ, CoinDesk-ის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ მაიკლ სეილორმა განაცხადა. ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, FTX-ის კრიზისის ფონზე, პირველი კრიპტოვალუტის ფასი 16 ათას აშშ დოლარზე დაბლა დაეცა, ორწლიან მინიმუმამდე. წერის დროს კოტირებები აღდგა 17350 აშშ დოლარის სიახლოვეს. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. სეილორმა აღნიშნა, რომ ციფრულ ოქროსთან დაკავშირებული სიტუაცია „ამერიკული მთების“ ატრაქციონს ჰგავს. თუმცა მან გაიხსენა, რომ Bitcoin-ის ფასი დაეცა იმ დონემდე, რომელიც ჯერ კიდევ 33%-ით მაღალია 2020 წელს MicroStrategy-ის მიერ პირველი შენაძენისას არსებულთან შედარებით. კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა 38%-ით ამ პერიოდის განმავლობაში და გადააჭარბა ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Apple ან Amazon, განაცხადა დამფუძნებელმა. „ჩვენი აქციონერები მოგებულნი არიან, ამიტომ ჩვენ ერთგული ვართ [Bitcoin-ის ყიდვის] სტრატეგიის მიმართ, რადგან ის მუშაობს“, - თქვა სეილორმა. სექტემბერში 6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 301 BTC-ის შეძენის შემდეგ MicroStrategy-ის რეზერვებმა 130000 BTC-ს მიაღწია. კომპანიამ დაახლოებით 3.98 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო კრიპტოვალუტაში. მიმდინარე აქტივების ღირებულება დაახლოებით 2.25 მლრდ აშშ დოლარია. სეილორმა აგვისტოში განაცხადა, რომ MicroStrategy-მ სწორი არჩევანი გააკეთა და Bitcoin-მა აჯობა კონკურენტებს. იგი გულისხმობდა ტრადიციულ აქტივებს, როგორებიცაა ოქრო, ვერცხლი, ობლიგაციები ან S&P 500 და Nasdaq ინდექსები. თუმცა, Blockchain Center-ის ექსპერტების აზრით, კომპანიას რომ პირველი კრიპტოვალუტის ნაცვლად Ethereum-ში ჩაედო ინვესტიცია, ნოემბრის დასაწყისში მას შეეძლო 1.6 მლრდ აშშ დოლარის გამომუშავება 1.3 მლრდ აშშ დოლარის ზარალის ნაცვლად. შეგახსენებთ, რომ სეილორმა Bitcoin-ს არაერთხელ უწოდა ყველაზე საიმედო რამ არასტაბილურ სამყაროში და გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბერში მან ივარაუდა, რომ ციფრული ოქრო ახალ მაქსიმუმს დააფიქსირებს ოთხი წლის განმავლობაში. https://tinyurl.com/4meuappp
  22. Intel Raptor Lake HX სერიის კიდევ ერთი სამომავლო მობილური პროცესორი გამოჩნდა Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში - ეს არის Core i7-13700HX. მოდელის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ მალე გამოვა არა მხოლოდ ძირითადი მობილური ხაზი, არამედ HX მოდელებიც, რომლებიც დამყარებულია დესკტოპ კრისტალებზე და დიდი წარმადობით გამოირჩევა. სიახლის შესახებ გვაცნობებს Wccftech. პროცესორი 16-ბირთვიანი და 24-ნაკადიანია ისევე, როგორც მისი დესკტოპ ვარიანტი Core i7-13700K. მოცემულია ორი კლასტერი - მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური, თითოეულში შედის რვა ბირთვი. პროცესორი გამოჩნდა Lenovo-ს ლეპტოპის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და დისკრეტული მობილური ვიდეო ბარათი RTX 3070 Ti. როგორც ჩანს, GeForce RTX 40-ის მობილური სერია ვერ გამოვა ისე მალე, როგორც Intel-ის ახალი მობილური პროცესორები. პროცესორის წარმადობის შესახებ მონაცემები ჯერ მიუწვდომელია, მოხდა გრაფიკის ტესტირება, თუმცა უნდა აღინიშნოს მაქსიმალური სიხშირე 5 გჰც, რომელზეც მუშაობდა Core i7-13700HX. გასულ თაობაში ასეთი სიხშირე გააჩნდა მხოლოდ Core i9-12900HX-სა და 12950HX-ს, HX სერიის Core i7 მოდელები გვთავაზობდნენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეს. მე-13 თაობის ახალი Core i7 ძალიან ჰგავს მე-12 თაობის Core i9-ს არა მხოლოდ ბირთვების რაოდენობითა და მაქსიმალური სიხშირით, არამედ მესამე დონის ქეშ-მეხსიერების 30 მბ მოცულობით. L2 ქეში კი მეტია და P-ბირთვზე 2 მბ-ს შეადგენს, რაც დაეჭვების გარეშე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ წინაშეა ახალი Raptor Lake-ის წარმომადგენელი. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა კომპანია Razer-ის ლეპტოპი: კომპანია სერია Blade-ში ამზადებს 18-დუიმიან მოდელს 24-ბირთვიანი Intel Core i9-13900HX პროცესორით. https://tinyurl.com/2p8a94s7
  23. Apple-მა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, ერთ დღეში გაზარდა საკუთარი საბაზრო ღირებულება 190.9 მლრდ აშშ დოლარით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია აშშ-ში დარეგისტრირებულ ყველა კომპანიას შორის. ფოტოს წყარო: bloomberg.com ინვესტორებში ოპტიმიზმი დანერგა ხელისუფლების ანგარიშმა ინფლაციის მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა - ამან გამოიწვია საფონდო ბირჟების ზრდა ყველა მიმართულებით. Apple-მა, რომლის ღირებულება 190.9 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, მოხსნა Amazon-ის თებერვლის რეკორდი, რომელსაც ერთ დღეში 190.8 მლრდ აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია შეემატა, აცხადებს Bloomberg. რეკორდული ნახტომის შედეგად Apple-ის კაპიტალიზაცია 8.8%-ით გაიზარდა და 2.34 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. პირველად Apple-ის ღირებულებამ 1 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა 2018 წლის აგვისტოში; კომპანიის ფასმა 2020 წლის აგვისტოში 2 ტრლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2021 წლის დეკემბერში ელექტრონული გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა უარყოფითი მაკროეკონომიკური ფაქტორების ფონზე კომპანიის აქციებმა ღირებულების დაკარგვა დაიწყო და წლის დასაწყისიდან 17%-ით გაიაფდა. გასული წლის ოქტომბერში Microsoft-მა კვარტალური ანგარიშის გაკეთების შემდეგ ცოტა ხნით უკან ჩამოიტოვა Apple საბაზრო კაპიტალიზაციით - ინვესტორები იმედგაცრუებულნი იყვნენ Apple-ის შედეგებით, მიუხედავად ინდიკატორების სტაბილური ზრდისა. https://tinyurl.com/4chten5y
  24. კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში არსებული ვითარება ეხმიანება 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და უახლოეს კვირებში შესაძლოა მეტმა კომპანიამ განიცადოს კრახი. ეს მოსაზრება გამოთქვა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng zhao-მ, წერს Financial Times. ინდონეზიაში გამართულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბაზარს ჯერ კიდევ არ უგრძვნია კრიპტო ბირჟა FTX-ისა და მასთან დაკავშირებული Alameda Research-ის კრიზისის შედეგები. „FTX-ის დაცემასთან ერთად ჩვენ დავინახავთ კასკადურ ეფექტებს. განსაკუთრებით დაზარალდებიან ისინი, ვინც ახლოს არიან ეკოსისტემასთან“, - აღნიშნა Zhao-მ. ანალოგიური აზრი გამოთქვა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ მას შემდეგ, რაც FTX Group-მა გადახდისუუნარობის შესახებ შეიტანა განცხადება. მისი თქმით, პროექტები და ტოკენები, რომლებშიც Sam Bankman-Fried-ის ბირჟამ და Alameda Research-მა ინვესტიცია მოახდინეს, რისკის ქვეშ იყო. მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, Binance-ის ხელმძღვანელმა გამოხატა რწმენა, რომ ინდუსტრია საბოლოოდ აღდგება. 6 ნოემბერს Zhao-მ განაცხადა კომპანიის სურვილი - თავიდან მოეშორებინა ბირჟა FTX-ის utility-ტოკენი FTT. აქტივები, BUSD-თან ერთად, საერთო ჯამში დაახლოებით 2.1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით, იყო კომპანიის მიერ პლატფორმის პორტფელის ინვესტიციიდან გასვლის შედეგი. 8 ნოემბერს Bankman-Fried-მა და Zhao-მ გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მაგრამ 10 ნოემბერს Binance-მა უარი თქვა FTX-ის შთანთქმაზე. კომპანიაში განაცხადეს, რომ ბირჟაში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებდნენ. ინდუსტრიის მონაწილეები სწრაფად დისტანცირდნენ Sam Bankman-Fried-ისა და Alameda Research-ისგან. FTX-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ვენჩურული კომპანია Sequoia Capital-მა აღიარა, რომ 213.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის დაბრუნება შეუძლებელი იყო. საინფორმაციო მედიის ცნობით, აშშ-ის მარეგულირებლებმა დაიწყეს FTX-ის კავშირების გამოძიება აშშ-ში არსებულ ქვეგანყოფილებასა და Alameda Research-თან. პლატფორმის საქმიანობით იუსტიციის სამინისტროც დაინტერესდა. 9 ნოემბერს Circle-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალეირმა FTX-ის პრობლემები შეადარა საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის დაშლას, რომელიც 2008 წლის კრიზისის კატალიზატორი გახდა. https://tinyurl.com/y9pjfk6j
  25. კომპანია Intel-მა დაიწყო Optane P5810X SSD-ების მიწოდება. ტექნოლოგიური გიგანტისთვის, სავარაუდოდ, ეს არის ენერგოდამოკიდებულ მეხსიერება 3D XPoint-ზე დამყარებული SSD-ების ბოლო სერია. ფოტოს წყარო: Intel მიმდინარე წლის ივლისში Intel-მა გადაწყვიტა შეეზღუდა ასეთი მოწყობილობების გამოშვება და თავი დაეღწია ბიზნესის ამ სფეროსთვის. 2020 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა 3D XPoint მეხსიერებისა და მათზე დაფუძნებული Optane SSD-ების გამოშვებით. Intel Optane P5810X SSD სერია მოიცავს 400 გბ და 800 გბ მოდელებს. ისინი იწარმოება 2.5-დუიმიანი U.2 მოწყობილობის ფორმ-ფაქტორით და აქვთ PCI Express 4.0 x4 ინტერფეისი. კომპანია აცხადებს, რომ თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარეა 7200 მბ/წმ ორივე მოდელში, ხოლო თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარე - 5400 მბ/წმ 800 გბ ვერსიის შემთხვევაში და 6000 მბ/წმ - 400 გბ მოდელში. ახალი პროდუქტების შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციების შესრულების მაჩვენებელი არის 1.5 და 1.38 მილიონი IOPS, შესაბამისად. რაც შეეხება SSD რესურსს, მათი DWPD ინდიკატორი (სრული გადაწერების რაოდენობა დღის განმავლობაში) 100-ის ტოლია. მოწყობილობას აქვს მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია. Optane P5810X SSD-ების ღირებულების შესახებ არაფერია ცნობილი. ასევე გაურკვეველია, რამდენ ხანს გეგმავს კომპანია მათ მიწოდებას. https://tinyurl.com/yfybpe7e
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.