Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ევროკავშირმა დააწესა ზუსტი ვადა, რის შემდეგაც რეგიონში გაყიდული ყველა მობილური მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი ერთიანი დამტენი პორტით - არჩეულ იქნა USB Type-C ინტერფეისი. კომპანიებს ვადა აქვთ 2024 წლის 28 დეკემბრამდე. ფოტოს წყარო: tomekwalecki / pixabay.com ამ თარიღის დაწესება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაქვეყნა შესაბამისი კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევა 20 დღეში და ამ მომენტიდან ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს ექნებათ 24 თვე, რათა გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე გააფორმონ. ვადა მეტ-ნაკლებად შეესაბამება კანონის მიღებაში ჩართული პოლიტიკოსების ოფიციალურ განცხადებებს, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობი რჩებოდა, რადგან რეგიონში სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. კანონი ვრცელდება მობილურ ტელეფონებზე, პლანშეტებზე, ციფრულ კამერებზე, ყურსასმენებსა და პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე. მსგავსი ზომები გავრცელდება ლეპტოპებზეც, მაგრამ ეს არ მოხდება 2026 წლის აპრილამდე. ნორმა ვრცელდება მხოლოდ სადენიანი დამტენების შემთხვევაში - უსადენო დატენვა შესაძლებელია USB Type-C-ის გარეშე. ამ პორტის გამოყენება მოუწევს Apple-ს, რომელიც ჯერჯერობით iPhone-ებს საფირმო Lightning ინტერფეისით აკომპლექტებს. იურიდიულად კომპანია ახალ სტანდარტზე გადასვლას მხოლოდ 2025 წლის iPhone-ის გამოშვებით შეძლებს, მაგრამ რეალურად Apple-მა შესაძლოა გადაწყვიტოს შეცვლა კიდევ უფრო ადრე - შესაძლოა 2023 წელსაც კი. https://tinyurl.com/2k4ar6sk
  2. ევროკომისია გეგმავს დაავალდებულოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერები (VASP) - მომხმარებლის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია გადასცენ ეროვნულ ფისკალურ სერვისებს. ინიციატივა ხორციელდება ადმინისტრაციული თანამშრომლობის მერვე დირექტივის (DAC8) ფარგლებში. იგი გავრცელდება Stablecoin-ებზე, კრიპტო დერივატივებსა და NFT-ებზე. ევროკომისია სწავლობს მოთხოვნის გავრცელების შესაძლებლობას ევროკავშირის გარეთ ბაზირებულ VASP-ებზე. ”ანონიმურობა ნიშნავს, რომ ციფრული აქტივების ბევრი მფლობელი, რომლებიც მნიშვნელოვან მოგებას იღებენ, ეროვნული საგადასახადო ორგანოების ყურადღების ცენტრში არ ხვდებიან. ეს მიუღებელია“, - განაცხადა ევროკავშირის საგადასახადო კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ. მისი თქმით მიღებული ზომები გააფართოვებს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს ნორმებს. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ევროკავშირიდან გახსნას ანგარიშები „უკუ მოზიდვის“ პროცედურის გამოყენებით. მანამდე საინფორმაციო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ევროკომისიის გეგმების შესახებ კრიპტო კომპანიებისგან 2.4 მლრდ ევროს გადასახადების შეგროვებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს. დოკუმენტი მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, ასევე სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. კანონპროექტის ტექსტი ევროპარლამენტმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ, იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება. https://tinyurl.com/44m5acee
  3. რამდენიმე კომპანია ამზადებს GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათებს თეთრ ფერში. Zotac-მა წარადგინა მოდელები GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition, კომპანია AXGaming-მა - თეთრი GeForce RTX 4080 X3W, Colorful კი ამზადებს GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ს. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანია Zotac-ის წარმოების GeForce RTX 4090-სა და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition-ს ზუსტად ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორც ორიგინალ AIRO ვერსიას. განსხვავებულია მხოლოდ დიზაინი. White Edition ვერსიის გაგრილების სისტემის გარეკანი და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა თეთრი შეფერილობისაა. მოდელ GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition-ის გრაფიკული ბირთვის სიხშირეა 2580 მჰც. ამავე წარმოების GeForce RTX 4080-ის GPU AD103-ის სიხშირე 2565 მჰც-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ Zotac ასევე აწარმოებს Trinity სერიის უფრო ხელმისაწვდომ მოდელებს, მაგრამ მათ არ აქვთ თეთრი ფერის დიზაინი. კომპანია AXGaming, რომელიც Innovision Multimedia-ის (Inno3D) ქვებრენდია, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გეიმინგ ვიდეო ბარათების ბაზარზე. კომპანიას ასორტიმენტში უკვე აქვს GeForce RTX 4090 X3W მოდელი თეთრ-ლურჯი დიზაინით. ახლა კომპანიამ წარმოადგინა ვიზუალურად იდენტური GeForce RTX 4080 X3W. ახალი ვიდეო დაფა გამოვიდა ქარხნული აჩქარების მქონე და მის გარეშე არსებულ მოდიფიკაციებში. AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებს აქვს გაგრილების მასიური სისტემები სამი ქულერით და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში გაფართოების სამ სლოტს იკავებენ. ვიდეო ბარათის OC ვერსიას მცირე ქარხნული აჩქარება აქვს. გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 2535 მჰც - ეტალონური მაჩვენებელი 2508 მჰც-ს შეადგენს. რადგანაც აჩქარება უმნიშვნელოა, ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება ეტალონურისგან არ განსხვავდება და შეადგენს 320 ვატს. ფოტოებზე წარმოდგენილ AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებზე ჩანს, რამდენად მოკლე PCB არის გამოყენებული მასში. მისი სიგრძე მინიმუმ 40%-ით ნაკლებია გაგრილების სისტემაზე. გამაძლიერებელი ფირფიტის დიდ ფართობზე მოცემული ჭრილები უზრუნველყოფს ვიდეო ბარათის რადიატორიდან ცხელი ჰაერის უკეთ გაბნევას. ფრანგულ გამოცემა Overclocking.com-ის ცნობით Colorful ემზადება თეთრი GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ის გამოსაშვებად. ამ ამაჩქარებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბარათში გამოყენებულია iGame Vulcan მოდელის თეთრი ფერის გაგრილების სისტემა. ფოტოს წყარო: Overclocking.com ამ დროისთვის უცნობია, რა დონის ენერგომოხმარება ექნება GeForce RTX 4090 iGame Lab Edition მოდელს. ორიგინალურ iGame Vulcan-ს აქვს სწრაფი აჩქარების ღილაკი, რომელსაც გადაყავს vBIOS-ს OC რეჟიმში და ზრდის გრაფიკული ბარათის მაქსიმალურ ენერგომოხმარებას 550 ვატამდე. ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ეს ვარიანტი iGame Lab მოდელის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. ფოტოს წყარო: Overclocking.com პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით მოდელი GeForce RTX 4090 iGame Lab შემოთავაზებული იქნება ძალიან შეზღუდული ტირაჟით. კომპანია გეგმავს ამ ვიდეო ბარათის მხოლოდ 200 ეგზემპლარის გამოშვებას, თანაც აზიის ბაზრის გარეთ ბარათი არ გაიყიდება. https://tinyurl.com/2p8jcvjv
  4. Intel მომავალ კვირას აპირებს ვებინარის გამართვას ინვესტორებისთვის, სადაც ისაუბრებს სხვადასხვა პროდუქციის გამოშვების მიმდინარე გეგმებზე. ეს ინფორმაცია ინტერნეტში ვადაზე ადრე გავრცელდა. კომპანია აპირებს მომავალ წელს წარადგინოს განახლებული სამომხმარებლო Raptor Lake, ჩიპები სამუშაო სადგურებისთვის - Sapphire Rapids-WS, ასევე სპეციალური Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის. ყველა ახალი პროცესორი მომდევნო ხუთი კვარტლის განმავლობაში გამოვა. ფოტოს წყარო: Intel გამოქვეყნებული პრეზენტაციის სლაიდების მიხედვით სამომხმარებლო პროცესორების განახლებული Raptor Lake-S Refresh სერია გამოვა მომავალი წლის მესამე კვარტალში - ერთი წელიც არ იქნება გასული პირველი მე-13 თაობის Intel Core პროცესორების გამოშვებიდან. Intel Raptor Lake-S Refresh. ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro Intel-ის სამომხმარებლო პროცესორების სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია მე-13 თაობის ყველა Core მოდელს განაახლებს TPD-ის 125, 65 და 35 ვატი მაჩვენებლებით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომპანიას ჯერ კიდევ არ გამოუშვია Raptor Lake პროცესორები TDP-ის ნომინალურ 125 ვატზე ნაკლები მაჩვენებლით. მათი ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში. Intel-ის ჩიპსეტების სამომავლო გეგმა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია არ გეგმავს დედა დაფის ახალი სერიის გამოშვებას განახლებული Raptor Lake-S Refresh პროცესორებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მომავალი განახლებული Raptor Lake მოდელი იმუშავებს Intel 700 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე. ამჟამად ამ სერიის ჩიპსეტებში წარმოდგენილია მხოლოდ უფროსი მოდელი Intel Z790. კომპანია აგრეთვე წარადგენს H770 და B760 ჩიპსეტებს, საბაზისო სეგმენტში კი დარჩება H610. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-3400) სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ Sapphire Rapids-WS პლატფორმის ფარგლებში Intel გამოუშვებს პროცესორების ორ სერიას: Xeon W-3400 და Xeon W-2400. პირველ მათგანში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი - 220-დან 350 ვატამდე. Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი Intel Xeon W-3400 სერიის პროცესორების ნაწილს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც შესაძლებელს გახდის მათ მექანიკურ აჩქარებას. ჩიპებს ექნება 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების, აგრეთვე 112 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-2400) Xeon W-2400 სერიაში შევა ჩიპები 6-დან 24-მდე ბირთვით, 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. მათ ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. პროცესორებს ექნება 2 ტბ-მდე DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერებისა და 65 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის სასერვერო დონის Sapphire Rapids-SP პროცესორებში წარმოდგენილი იქნება მე-4 თაობის Xeon Scalable სერიები მოდელებით Platinum, Gold, Silver და Bronze. Xeon Scalable Platinum სერიის ჩიპებს ექნება 36-დან 56-მდე გამომთვლელი ბირთვი 72-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ამ ჩიპებში არ იქნება წარმოდგენილი ტექნოლოგია Intel Boost Max 3.0, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Sapphire Rapids-WS სერიის სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ მოდელებში, ამიტომ ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3.8 გჰც-ს შეადგენს. ამ პლატფორმას ექნება 80 PCIe 5.0 ხაზისა და 4 ტბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა პროცესორის ერთ კონექტორზე. ჩიპების ნომინალური TDP-ის დონე იქნება 300-დან 350 ვატამდე. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Platinum 8400) Gold მოდელებს ექნება 8-დან 32-მდე ბირთვი 16-დან 64-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.1 გჰც-მდე სიხშირეზე. პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება 22.5-დან 60 მბ-მდე L3 ქეში, TDP-ის დონე კი შეადგენს 185-დან 250 ვატამდე მოდელის შესაბამისად. ოპერატიული მეხსიერების სტანდარტი და მოცულობა, აგრეთვე PCIe 5.0 ხაზების რაოდენობა Platinum მოდელების იდენტური იქნება. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Gold 6400) Silver სერია წარმოდგენილი იქნება ორი მოდელით: 12 და 20 გამომთვლელი ბირთვის მქონე პროცესორებით, რომელთაც ექნება 24 და 40 ნაკადის მხარდაჭერა, შესაბამისად. ორივე ჩიპი იმუშავებს 3.9 გჰც სიხშირეზე. პროცესორებს ექნება 30 და 37.5 მბ L3 ქეში. მათი TDP-ის მაჩვენებელი შეადგენს 150 და 165 ვატს, შესაბამისად. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Silver 4400 და Bronze 3400) Bronze სერია წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი რვაბირთვიანი მოდელით მრავანაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. პროცესორი იმუშავებს 1.8-1.9 გჰც სიხშირეზე, ექნება 22.5 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის დონე - 125 ვატი. https://tinyurl.com/3sctwwdc
  5. პირველი კრიპტოვალუტის ფასის მაქსიმალური მაჩვენებლიდან 70%-ით ვარდნა დასასრული არ არის და არსებობს კოტირებების კიდევ შემცირების მნიშვნელოვანი რისკი. ასეთი აზრი გამოთქვა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. ასე გამოეხმაურა ოქროს მხარდამჭერი Standard Chartered-ის ექსპერტებს. მათი აზრით FTX-ის კოლაფსის გავლენა კვლავ გაგრძელდება კრიპტო ბაზრის განწყობაზე, რაც 2023 წელს გამოიწვევს ციფრული ოქროს ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე შემცირებას. „ასეთი ვარდნის შემდეგ Bitcoin კვლავ გადაჭარბებულად იქნება შეფასებული, ამიტომ 5 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული ფსკერთან ახლოსაც კი არ იქნება“ - დაწერა შიფმა. Twitter-ის მორიგი შეტყობინებით მან ინვესტორებს მოუწოდა „არ დაუშვან შეცდომა“ იმის ფიქრით, რომ პირველი კრიპტოვალუტა შეძლებს 17 ათას აშშ დოლარიანი მინიმუმის ჩამოყალიბებას. „იგი მომდევნო მაქსიმუმს აყალიბებს. ამ დათვური ბაზრის პერიოდში ყოველ ჯერზე, როდესაც Bitcoin იკლებს, იგი ახდენს საკუთარი დანაკარგების კონსოლიდაციას მომდევნო შემცირებამდე“ - განაცხადა შიფმა. Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა JPMorgan-ის ხელმძღვანელ ჯეიმი დაიმონის გამოსვლაზე. ტელეარხ CNBC-ის ეთერში მან კრიპტოვალუტები გააკრიტიკა და ტოკენები Pet Rock-ებს შეადარა. (Pet Rock - საკოლექციო სათამაშო. შეიქმნა 1975 წელს. ეს იყო ჩვეულებრივი გლუვი ქვა, შეფუთული იყო მუყაოს კოლოფში სასუნთქი ნახვრეტებით და იყიდებოდა, როგორც შინაური ცხოველი. მთლიანობაში ერთ მილიონზე მეტი შინაური ცხოველის ქვა გაიყიდა თითო ოთხ დოლარად, რის წყალობითაც უჩვეულო სათამაშოს შემქმნელი აღიარეს „მილიონერად და ბრწყინვალე ანტრეპრენერად). შიფის აზრით, დაიმონმა ამ შეფასებას ციფრული აქტივისთვის გადაჭარბებულიც კი უწოდა, რადგან სათამაშო ქვას სარგებელი მაინც აქვს. „თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ქვა, როგორც ქაღალდებზე დასადები წონა, კარის დასამაგრებელი, იარაღი ან აკვარიუმის ფსკერის დეკორაცია. თუ თქვენ გაქვთ სამი მათგანი, შეგიძლიათ ჟონგლიორობა, ”- დაწერა ოქროს მხარდამჭერმა. საპასუხოდ მან კვლავ მიიღო კრიტიკა Twitter-ის მომხმარებლებისგან. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, რით განსხვავდება „Pet Rock-ის ღირებულება ოქროს ნაჭრის ღირებულებისგან“. „ქვა ვერ ატარებს ელექტროენერგიას და ვერ გამოიყენება ლამაზი სამკაულების დასამზადებლად. ოქრო ქვებზე ბევრად უფრო სასარგებლო და იშვიათია და, შესაბამისად, უფრო ღირებულიც. მაგრამ ქვები მაინც უფრო სასარგებლო და ღირებულია, ვიდრე Bitcoin“, - განმარტა შიფმა. ამ დრომდე Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა პირველი კრიპტოვალუტის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. მაისის დასაწყისში მან ივარაუდა კოტირების შემცირება 10 ათას აშშ დოლარამდე 30 ათას აშშ დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 11 მაისს განსაზღვრული ღირებულების ქვემოთ ფასის ჩამოსვლის შემდეგ მან ივარაუდა, რომ Bitcoin 8 ათას აშშ დოლარიან დონეზე ჩამოვიდოდა. ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად, სანამ 23 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა პროგნოზი ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე ჩამოსვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ნოემბერში Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი წამყვანი Stablecoin-ის - USDT-ისა და USDC-ის ჯამური კაპიტალიზაცია გადააჭარბებს პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას. https://tinyurl.com/5bvztmpv
  6. ტექნოლოგიურ კონფერენცია Arete-ზე კომპანია NVIDIA-ს ინტერესები წარადგინა ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა, რომელიც პასუხისმგებელია გამოთვლების დაჩქარებაზე. ამიტომ კანონზომიერია, რომ მისი გამოსვლისას გაჟღერებული თემები ძირითადად ეხებოდა სერვერების სეგმენტსა და სასერვერო ცენტრალურ პროცესორებს, რომლებიც მალე გამოჩნდება კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტში. ღონისძიების დასასრულს NVIDIA-ს წარმომადგენელმა გააკეთა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო. პირველ რიგში მან დაადასტურა, რომ კომპანია მზადაა ახალი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების წარდგენისთვის ყოველ ორ წელიწადში, ასევე სპეციალიზებული ამაჩქარებლები განახლდება ამავე პერიოდულობით. მეორე, მან ხაზი გაუსვა, რომ არქიტექტურა Hopper-ის შთამომავლის წარდგენა 2024 წელს შედგება. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხება გამოთვლითი ამაჩქარებლების არქიტექტურას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დასახელებულ ვადაში დაანონსდეს ახალი გეიმინგ არქიტექტურაც. NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პირობებში კომპანია არ ელის, რომ დამკვეთები ახალ ტექნოპროცესზე გადავლენ, რათა დააანონსოს ახალი არქიტექტურა საკუთარი გრაფიკული პროცესორებისთვის. ახალი პროდუქტების ანონსის სიხშირე განისაზღვრება ბაზრის მოთხოვნებით შესაბამის სფეროში კომპანიის საკუთარ შესაძლებლობებთან ერთად. https://tinyurl.com/2uuvntcu
  7. კომპანია Corsair-ის მიერ აგვისტოში წარდგენილი რევოლუციური მონიტორი Xeneon Flex მალე გამოვა გაყიდვაში. კომპანიამ განაცხადა, რომ მონიტორზე წინასწარ შეკვეთებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. მოწყობილობის ფასი 2 ათასი აშშ დოლარია და შეთავაზებების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ფოტოს წყარო: Corsair 45-დუიმიანი Corsair Xeneon Flex მონიტორის მთავარი მახასიათებელია ეკრანის სიმრუდის შეცვლის შესაძლებლობა. შესაძლებელია დისპლეი სრულიად ბრტყელი მდგომარეობიდან ხელით გადავიდეს 800R-მდე სიმრუდის რადიუსის მქონე მდგომარეობაში. ამრიგად, თითოეული მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს სასურველი კონფიგურაცია. სიმრუდის მოსახერხებლად შეცვლისთვის მონიტორს სპეციალური სახელურები აქვს. Xeneon Flex-ს საფუძვლად უდევს კომპანია LG-ის წარმოების OLED-მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი. მატრიცის რეაგირების დროა 0/03 მილიწამი (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/მ2 და კონტრასტულობის დონე - 1350000:1. მონიტორზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც უზრუნველყოფენ კადრის გაწყვეტის აღმოფხვრას და გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, Xeneon Flex-ს აქვს ტექნოლოგია Low Blue Light-ის მხარდაჭერა, რომელიც ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და თვალებზე დატვირთვას მონიტორის ხანგრძლივი გამოყენების პირობებში. მონიტორს აქვს ორი HDMI და DisplayPort, აგრეთვე USB Type-C და USB Type-A პორტები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/49p35umx https://tinyurl.com/5ykyb7w5
  8. FTX-ის კოლაფსის შემდეგ რეალიზებული დანაკარგების დინამიკამ კლება დაიწყო და დაფიქსირდა პოზიტიური ცვლილება onchain-აქტივობაში. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნები. FTX-ის კრახმა ხელი შეუწყო რეკორდულ დღიურ რეალიზებულ ზარალს 4.435 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. მომდევნო დღეებში კაპიტულაციის ხარისხი შემცირდა ყოველკვირეული მოძრავი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. ანალიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ Terra-ს ეკოსისტემის დაშლის შემდეგ რეალიზებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი ყოველდღიურად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. წყარო: Glassnode. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს შეფარდება რეალიზებულ მოგებასა და ზარალს შორის, რომელმაც მიაღწია რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს - პირველი მათგანი აღმოჩნდა 14-ჯერ ნაკლები მეორესთან შედარებით. წინა მსგავსი სიტუაციები წინ უძღოდა ბაზრის ფაზების ცვლილებას - ასეთი გაფრთხილება გამოთქვეს მათ. წყარო: Glassnode. რეალიზებული კაპიტალიზაციის მეტრიკის საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის მაისში Terra-ს დაშლის შემდეგ კაპიტალის გადინება შენარჩუნებულია - მონაწილეები ბაზრის პიკისას შესრულებულ შესყიდვებს ზარალზე ხურავენ. ინდიკატორი დაუბრუნდა ბაზრის ისტორიულ მაქსიმუმზე გადასვლამდე არსებულ დონეს (2021 წლის ნოემბერში), რაც მიუთითებს ამ ჭარბი ლიკვიდობის თითქმის სრულ „დეტოქსიკაციაზე“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. ფაქტობრივად, დაკვირვების ქვეშ არსებული გადინება ისტორიაში სიდიდით მესამეა და გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებლებს, რაც ყველაზე აქტუალურია ბაზრის ციკლის სიმწიფის კონტექსტში. წყარო: Glassnode. ფასების შემცირება გახდა კატალიზატორი on-chain-მეტრიკის გაუმჯობესებისთვის. პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც Bitcoin 48 000 დოლარად შეფასდა, აქტიური მისამართების კლასტერების რაოდენობის ყოველთვიურმა საშუალო მოძრავმა საშუალომ წლიურ მოძრავ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. მსგავსი ვითარება შეინიშნება მაინერების საკომისიოს ინდიკატორშიც, რაც მიუთითებს ბლოკის შევსების ხარისხის ზრდაზე. წყარო: Glassnode. Onchain ღირებულებაზე გადაცემული მაჩვენებლის მოცულობის დინამიკა სუსტი რჩება - ის იმყოფება მინიმუმთან ახლოს მიმდინარე ციკლის ფარგლებში. აქტიური მისამართების ზრდისა და ტრანზაქციული აქტივობის ფონზე ეს ვითარება მიუთითებს კრიპტო ვეშაპების დომინირების შემცირებასა და ბაზრის მცირე მონაწილეების მიერ ბლოკჩეინის გამოყენებაზე. წყარო: Glassnode. და ბოლოს ანალიტიკოსებმა განიხილეს მოკლე- და გრძელვადიანი ინვესტორების ფლობაში არსებული Bitcoin-ების „თვითღირებულება“. პირველმა მათგანმა შეადგინა 18700 აშშ დოლარი, მეორემ - 22900 აშშ დოლარი. ნოემბერში სპეკულანტების მიერ პირველი კრიპტოვალუტის შესყიდვის ფასის მკვეთრი ვარდნა ბოლო დროს აისახა დიდი მოცულობის მოენეტებზე, რომლებიც ხელიდან ხელში გადავიდა. მაჩვენებლების ერთმანეთთან მიახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის უფრო შეთანხმებული და თანმიმდევრული ქცევა არასტაბილურობის საპასუხოდ. „აღქმული რისკი და შესაძლებლობა ყველა მონაწილეს შორის, ძველებსა თუ ახლებში, ერთნაირი გახდა. ეს უზრუნველყოფს ბაზრის სრული „დეტოქსიკაციის“ გაგრძელებას“, - განმარტეს ანალიტიკოსებმა. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის კაპიტალიზაციასთან მიმართებაში ყველა ტიპის ინვესტორების არარეალიზებულმა ზარალმა შეადგინა 56%. წინა დათვური ფაზების უკიდურესობების ფონზე მაჩვენებელი ასევე აჭარბებდა 50%-ს. https://tinyurl.com/bdhsp8wm
  9. Intel-მა განაცხადა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 მზადაა მასობრივი წარმოებისთვის - ტექნოლოგია საფუძვლად დაედება ახალი თაობის პროცესორებს, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. ეს განცხადება გააკეთა კომპანიის ტექნოლოგიების განვითარების გენერალურმა მენეჯერმა Ann Kelleher-მა - მან გამოაქვეყნა კომპანიის „სამოქმედო გეგმის“ განახლებული ვარიანტი: Intel მზადაა გამოუშვას მე-14 თაობის Core ჩიპები (Meteor Lake). ფოტოს წყარო: spectrum.ieee.org აგვისტოში Intel-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 გამოყენებული იქნება მხოლოდ გამომთვლელი ბირთვების მქონე ჩიპლეტების (CPU) წარმოებისას, სხვა ჩიპლეტებს კი გამოუშვებს კომპანია TSMC 5-ნანომეტრიანი N5-ითა და გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი N6 ტექნოლოგიებით. ყველა კრისტალი გაერთიანდება ერთ ფირფიტაზე UCIe ინტერფეისის მეშვეობით. ახალი თაობის ჩიპებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება სპეციალიზებული კომპონენტების ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარების მიზნით - დღესდღეობით ეს უკვე სტანდარტული პრაქტიკაა, რომლის გამოყენება, მაგალითად, დაიწყო Qualcomm-მა თავის Arm-პლატფორმა Snapdragon-ში. სექტემბერში Intel-ის ხელმძღვანელმა Patrick Gelsinger-მა განაცხადა: „ერთ-ერთ სიახლეს, რასაც დავნერგავთ - მე ვუწოდებ ხელოვნური ინეტელქტის მთავარ ფუნქციებს“. მაგალითისთვის მან აღნიშნა სინქრონული თარგმნა ვიდეო სესიის დროს და კამერების სიტყვით გამომსვლელზე ადაპტირება. ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meteor Lake ჩიპებს ექნება ახალი ტიპის ბირთვი ეფექტური, შემცირებული სიმძლავრით, რომელიც შეავსებს წინა ორი თაობის პროცესორებში გამოყენებულ P- და E-ბირთვებს. ახალი პროცესორების გამოშვება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ნახევარში. https://tinyurl.com/nbzpjx4p
  10. კომპანია Cooler Master-მა განაცხადა, რომ მალე გამოუშვებს უჩვეულო კომპიუტერ Orb X-ს, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია გეიმერებზე, თუმცა ასევე გამოდგება სერიოზული სამუშაოებისა და სხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის. ახალ მოწყობილობას აქვს კაფსულის ფორმა და მასში წარმოდგენილია პერსონალური კომპიუტერი, სავარძელი, სამაგრი სამი მონიტორისთვის, აუდიოსისტემა, რამდენიმე USB-პორტი და უამრავი შუქდიოდი. ფოტოს წყარო: Cooler Master Orb X-ის კონსტრუქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს იზოლირდეს გარე სამყაროსგან, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა სამუშაოს შესრულებისას. მოწყობილობაში შესაძლებელია ერთი 34-დუიმიანი ან სამი 27-დუიმიანი მონიტორის განთავსება. ასევე ხელმისაწვდომია ადგილი ლეპტოპის ან გეიმინგ კონსოლისთვის. მოწყობილობაში წარმოდგენილია ჩაშენებული USB ჰაბი ოთხი USB Type-A და ორი USB Type-C პორტით, რომელთაგან ერთი გასცემს 60 ვატ სიმძლავრეს. მაუსის განთავსების სივრცე დაფარულია ნაჭრის ხალიჩით. ინტეგრირებული აკუსტიკური სისტემა მოიცავს ორ დინამიკსა და საბვუფერს. კაფსულაში განთავსებულია მოსახერხებელი სავარძელი წელისა და კისრის მდებარეობის რეგულირების მხარდაჭერით, აგრეთვე აქვს ფეხების საყრდენი. კომპანიის თქმით Orb X უზრუნველყოფს „პირად გარემოს“, რომელშიც მომხმარებელს ყურადღებას არ გაუფანტავს გარე ფაქტორები. თუმცა მოწყობილობის გარეგნული იერსახე ყველას ყურადღებას მიიპყრობს იმის მიუხედავად, სად იქნება განთავსებული, რასაც ხელს უწყობს არა მხოლოდ უჩვეულო დიზაინი, არამედ გარე LED განათება, რომლის კონფიგურირება შესაძლებელია მომხმარებლის სურვილის მიხედვით. Orb X-ის ზომაა 2088 × 1881 × 1810 მმ, წონა - 345 კგ. კაფსულის ზედა ნაწილში მოცემულია ელექტრო ამძრავი, მართვისთვის კი გათვალისწინებულია სპეციალური დისტანციური მართვის პულტი. ამ ეტაპზე ახალი პროდუქტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ მოლოდინის რიგში. ზუსტად როდის დაიწყება Orb X-ის მასობრივი წარმოება, ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ცხადდება კაფსულის ზუსტი ღირებულება, თუმცა ადრე მწარმოებელმა განაცხადა, რომ მისი ფასი 12-14 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. https://tinyurl.com/b943yymk
  11. FTX-ის კოლაფსის მიუხედავად ნოემბერში წამყვან სპოტ-პლატფორმებზე ვაჭრობის მოცულობა 22%-ით, 689 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ForkLog-ის ყოველთვიურ ანალიტიკურ ანგარიშში. ხსენებული ჯამური თანხიდან 495 მლრდ აშშ დოლარი (70%) მოდიოდა Binance-ზე, რომელმაც ყველაზე დიდი მოგება მიიღო FTX International-ის კრახის შედეგად. ასევე გაუმჯობესდა Coinbase-ისა და Kraken-ის პოზიციები (61 და 23 მლრდ აშშ დოლარი, შესაბამისად), რადგანაც სემ ბენკმან-ფრიდის ბირჟის ამერიკული ფილიალიც დაიხურა, ადგილობრივი მომხმარებლები კი ვერ მუშაობენ არარეგულირებად პლატფორმებთან. ვაჭრობის მოცულობა წამყვან სპოტ-ბირჟებზე, მლრდ აშშ დოლარში. წყარო: The Block. ნოემბრის შეჯამებით ცენტრალიზებული ბირჟების ანგარიშებზე (CEX) აქტივების მთლიანი მოცულობა 15%-ით შემცირდა - თვის განმავლობაში გადინებამ 3.5 მლნ ETH-ს გადააჭარბა. DeFi აპლიკაციების სმარტ-კონტრაქტებში დაბლოკილი ETH-ის წილმა მიაღწია 26.71%-ს (ოქტომბერში შეადგენდა 27.97%-ს). Ethereum-ის ბალანსები ცენტრალიზებულ ბირჟებზე და სმარტ-კონტრაქტებში ჩართული ETH-ის მიწოდების წილი. წყარო: Glassnode. ცენტრალიზებული სერვისებისადმი ნდობის კრიზისის ფონზე მომხმარებლებმა კვლავ გამოიჩინეს ინტერესი დეცენტრალიზებული ბირჟების მიმართ. ForkLog-ის მიერ გამოკვლეულმა არაკასტოდიალურმა პლატფორმებმა დააფიქსირეს ვაჭრობის ყველაზე მაღალი მოცულობა 2022 წლის ივნისის შემდეგ - თითქმის 69 მლრდ აშშ დოლარი. Uniswap-ის მაჩვენებელი გაიზარდა 58%-ით და მიაღწია 43 მლრდ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა Curve პროტოკოლმა - 3.7 მილიარდიდან 14.4 მლრდ აშშ დოლარამდე (+280%). DODO-ს მოცულობა 3.7 მილიარდიდან 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა (+40%). ვაჭრობის მოცულობა დეცენტრალიზებულ Ethereum-ბირჟებზე, მლრდ აშშ დოლარში. წყარო: Dune Analytics. TVL Ethereum-ის ქსელის L2 პროტოკოლებში, ETH-სა და აშშ დოლარში. წყარო: L2Beat. შეგახსენებთ, ნოემბერში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ CEX-ის უპირატესობა დეცენტრალიზებულ ანალოგებთან შედარებით გაგრძელდება FTX-ის კოლაფსის მიუხედავად. https://tinyurl.com/5fmshx6w
  12. კომპანია ASUS-მა გააზიარა გასულ თვეში დაანონსებული Radeon RX 7900 XTX TUF Gaming და Radeon RX 7900 XT TUF Gaming ვიდეო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები. ორივე მათგანს ექნება გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება ეტალონურ სიხშირეებთან შედარებით. ფოტოს წყარო: ASUS ASUS მიუთითებს თითოეული ვიდეო ბარათის ორ სამუშაო რეჟიმზე: „სტანდარტული“ და „OC”. ბოლო მათგანი აქტიურდება საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა ASUS GPU Tweak-ით და საშუალებას იძლევა კიდევ ოდნავ გაიზარდოს GPU-ის მაქსიმალური სიხშირე. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7900 XTX-ის გრაფიკული პროცესორის ეტალონური გეიმინგ სიხშირე 2300 მჰც-ს შეადგენს, Boost რეჟიმში კი აღწევს 2500 მჰც-ს. ფლაგმანური ამაჩქარებელი აგებულია GPU Navi 31-ის ბაზაზე 6144 ნაკადური პროცესორით. ვიდეო ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე 384-ბიტიანი სალტით. Radeon RX 7900 XT-ის ეტალონური ვერსია აგებულია 5378 ნაკადური პროცესორის მქონე GPU Navi 31-ის ბაზაზე, მისი გეიმინგ სიხშირეა 2000 მჰც, Boost სიხშირე კი 2400 მჰც-ს შეადგენს. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე და 320-ბიტიანი სალტე. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XTX OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები: „OC” რეჟიმი: 2615 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.6%-ით მაღალი; 2455 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) – ეტალონურ მაჩვენებელზე 6.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2565 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 2.6%-ით მაღალი; 2395 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) — ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XT OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები „OC” რეჟიმი: 2535 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 5.6 %-ით მაღალი; 2175 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 8.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2500 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი; 2130 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 6.5 %-ით მაღალი. ASUS-ის ორივე ვიდეო ბარათს აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. თითოეული ამაჩქარებელი 3.6-სლოტიანია. ორივეს აქვს სამი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. გარდა ამისა, ვიდეო ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 2.1. Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების გაყიდვა 13 დეკემბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/yuvaya3y
  13. NVIDIA-მ ოფიციალურად შეამცირა GeForce RTX 4090 და RTX 4080 გრაფიკული ბარათების ფასი ევროპაში. კომპანიის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში Founders Edition ეტალონური ვერსიის ამ გრაფიკული ამაჩქარებლების ღირებულებამ 5%-ით დაიკლო: ფლაგმანური GeForce RTX 4090-ის ფასი 1949-დან 1859 ევრომდე შემცირდა, ხოლო GeForce RTX 4080 ამჟამად შემოთავაზებულია 1399 ევროდ 1469 ევროს ნაცვლად. ფოტოს წყარო: NVIDIA კომპანიამ ახალი თაობის ვიდეო ბარათებზე ფასები შეამცირა აშშ დოლართან მიმართებაში ევროს გამყარების ფონზე. სხვა სიტყვებით, NVIDIA-ს გრაფიკული ბარათები არ გაუიაფებია AMD Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების რელიზის მოახლოების გამო. GeForce RTX 4090 და RTX 4080 ვიდეო ბარათების ფასები NVIDIA-ს გერმანულ მაღაზიაში როგორც გერმანული პორტალი HardwareLUXX აღნიშნავს, NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული არაეტალონური ვარიანტების ფასები 1410 ევროდან იწყება მოდელ GeForce RTX 4080-ის და 2100 ევროდან - GeForce RTX 4090-ის შემთხვევაში. მიუხედავად მნიშვნელოვნად მაღალი ფასია, ფლაგმანური ამაჩქარებელი მყიდველებს შორის უფრო დიდი ინტერესით სარგებლობს. ეს მდგომარეობა შეინიშნება არა მარტო ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც. Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები მომავალი კვირიდან დაიწყება. როგორც AMD-მ ადრე აღინიშნა, Radeon RX 7900 XTX მოდელი პოზიციონირებს, როგორც GeForce RTX 4080-ის კონკურენტი, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი ფასით. სავსებით მოსალოდნელია, რომ სამომავლო კონკურენცია NVIDIA-ს აიძულებს კიდევ უფრო შეამციროს თავისი პროდუქტების ფასები. https://tinyurl.com/m2uckz4w
  14. FTX-ის კოლაფსის შესწავლისას სერიოზული ჩავარდნები შეინიშნება მოქმედ კანონმდებლობაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის სენატის კომიტეტის წევრები (რომლებიც კურირებენ დერივატივებით ვაჭრობას) და CFTC -ის ხელმძღვანელი Rostin Behnam. Behnam-მა განაცხადა, რომ კომისიის წესები შეიცავს „ბაზრებზე ათწლეულების განმავლობაში მოქმედ ძირითად ელემენტებს“, რომლებიც არასაკმარისი აღმოჩნდა FTX-ის კრახის კონტექსტში. კერძოდ, SEC-ს, CFTC-სგან განსხვავებით, აქვს უფლებამოსილება - განახორციელოს ისეთი ძირითადი გარანტიების დაცვა, როგორებიცაა მომხმარებლების სახსრების სეგრეგაცია და გარიგებების საუკეთესო სახით შესრულება. ”ახალი სააგენტოს უფლებამოსილების გარეშე ხარვეზები იქნება ფედერალურ ნორმატიულ-უფლებრივ ჩარჩოში მაშინაც კი, როდესაც სხვა მარეგულირებლები იმოქმედებენ თავიანთი მანდატების ფარგლებში”, - მიუთითა Behnam-მა. ჩინოვნიკმა წამოჭრა თემა სააგენტოებს შორის სავარაუდო კონფლიქტების შესახებ და უპასუხა ეჭვებს "ძალაუფლების ხელში ჩაგდების" სურვილის შესახებ. მისი თქმით, SEC-სა და CFTC-ს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა მისი ხელმძღვანელობით კომისიის უფლებამოსილების გაფართოება „შეავსებს ჩავარდნებს“. „მე ვთვლი, რომ ვალდებულებები შეიძლება იდენტური ყოფილიყო კომპლექსური რეგულირების მქონე სააგენტოებს შორის. CFTC-ის რეგულირება კარგად მუშაობს, როცა მისაღებია“ - განმარტა Behnam-მა. ზედამხედველობის წარმატებულ მაგალითად მან მოიყვანა FTX-ის შემადგენლობაში შემავალი პლატფორმა LedgerX, რომელიც მომხმარებლებს მომსახურებას უწევს კრიპტოდერივატივების ბაზარზე. მან აღნიშნა, რომ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება - შეესწავლა არარეგულირებადი ორგანიზაციების არასწორი ქმედებები [FTX-ის გუნდში]. Behnam-მა ასევე ყურადღება გაამახვილა რეიტინგული სააგენტოების ზედამხედველობის სფეროში არსებულ ხარვეზებზე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს სემ ბენკმენ-ფრიდის კრიპტო ბირჟის მართვის ხარისხს. ფინანსური ინოვაციების შესაბამისი კანონების თანაავტორმა სენატორმა კრისტენ ჯილიბრანდმა მიუთითა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხოური კომპანიების გავლენა მათ ამერიკულ კონკურენტებზე, მათ შორის ოფშორებზე. მან აგრეთვე ახსენა კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის გარიგებებთან დაკავშირებული რისკები. Behnam-მა აღნიშნა, რომ CFTC-ისთვის განკუთვნილი FTX-ის დოკუმენტები LedgerX-ის შეძენის შესახებ საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენდა „შეტყობინების გაგზავნას“. მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა FTX-ის კრიზისს კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების წარუმატებლობა უწოდა. შეგახსენებთ, რომ ივლისში Behnam-მა გამოაცხადა ტექნოლოგიური ინოვაციების ოფისის შექმნის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს კრიპტო ინდუსტრიას. ოქტომბერში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ციფრული აქტივების სფეროს მონაწილეები გააფრთხილა, რომ რეგულაცია გარდაუვალი იყო. SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის მანდატის გაფართოებას ინდუსტრიაში. https://tinyurl.com/53n9az5e
  15. კომპანია Xiaomi აწარმოებს არა მხოლოდ სმარტფონებს, პლანშეტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, არამედ Windows-ზე დამყარებულ ლეპტოპებს. კომპაქტური კომპიუტერები და ნეტტოპები ჯერ არ შედის მწარმოებლის ასორტიმენტში, თუმცა რამდენიმე ჩინური წყაროს ცნობით უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ფოტოს წყარო: Weibo Xiaomi-ს 1 დეკემბერს უნდა წარედგინა ფლაგმანური Xiaomi Mi 13 სმარტფონების ახალი სერია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კომპანიამ პრეზენტაციის ვადა გადაწია. რამდენიმე ჩინური წყაროს ინფორმაციით ამავე ღონისძიებაზე კომპანია აგრეთვე აპირებს თავისი პირველი კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების წარდგენას. სავარაუდოდ, ორივე სისტემა უკვე იხილა ადამიანების შეზღუდულმა ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა. ერთ-ერთი სიახლე იქნება კომპაქტური დესკტოპ პერსონალური კომპიუტერი მთლიანად ალუმინის კორპუსით. ამ სისტემის შესახებ ცნობები ჯერ პრაქტიკულად არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპიუტერი დაკომპლექტებული იქნება 100 ვატი სიმძლავრის SFF ფორმატის კვების ბლოკით. გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად სისტემაში შესაძლებელია დისკრეტული ორსლოტიანი ვიდეო ბარათის განთავსება, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო მძლავრი კვების ბლოკი იქნება საჭირო. ინსაიდერების მონაცემებით Xiaomi ასევე გამოუშვებს კომპაქტურ ნეტტოპს რვაბირთვიან მობილურ პროცესორ AMD Ryzen 7 6800H-ის ბაზაზე, რომლის ნომინალური TDP-ის დონე 45 ვატია და ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-მდე. ამ ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 680M არქიტექტურა RDNA 2-ით. წყაროს თანახმად ნეტტოპი შემოთავაზებული იქნება ორ კონფიგურაციად. ვარიანტი ოპერატიული მეხსიერებისა და SSD-ის გარეშე გაიყიდება დაახლოებით 430 აშშ დოლარად. 16 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 570 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/ykwzanu6
  16. ჩინელი ენთუზიასტების წყალობით ინტერნეტში გამოჩნდა მე-13 თაობის ერთ-ერთი უმცროსი Core i5 პროცესორის პირველადი ტესტები. საუბარი ეხება Core i5-13500-ის ინჟინრულ ნიმუშს. ამ მოდელის სხვა უფრო ხელმისაწვდომ, „K“ სუფიქსის არმქონე Raptor Lake პროცესორების ანონსი მოსალოდნელია დაახლოებით ერთ თვეში CES 2023-ზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ რადგან საუბარი ეხება ინჟინრულ ნიმუშს და არა წინასერიულ პროდუქტს (ES2), ქვემოთ წარმოდგენილი ტესტის შედეგები გარკვეულწილად განსხვავებული იქნება CPU-ის ფინალური ვერსიის მაჩვენებლებისგან. ასეა თუ ისე, ტესტები საშუალებას იძლება მიახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნას სამომავლო ჩიპთან დაკავშირებით. Core i5-13500 - ეს არის 14-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც აგებულია Alder Lake C0 კრისტალზე, შესაბამისად გამოყენებულია წინა თაობის არქიტექტურა. ამ დრომდე ცხადდებოდა, რომ კომპანია Intel Core-პროცესორების მე-13 თაობის ფარგლებში წარადგენდა როგორც ახალ არქიტექტურა Raptor Lake-ზე, ისე წინა Alder Lake არქიტექტურაზე დამყარებულ ჩიპებს, თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ წარმადობა არ გაიზრდება. CPU-Z-ის ტესტებში ახალი Core i5-13500 წინამორბედ Core i5-12500-თან შედარებით 10%-ით სწრაფი აღმოჩნდა ერთბირთვიან ტესტში და 68%-ით უფრო სწრაფი - მრავალბირთვიან დატვირთვაში. სინთეტიკურ ტესტ Cinebench R23-ში ახალი ჩიპი წინამორბედზე 6 და 60%-ით სწრაფი აღმოჩნდა ერთ- და მრავალბირთვიან დატვირთვებში. ასევე, Core i5-13500 აღმოჩნდა 5 და 20%-ით უფრო სწრაფი, ვიდრე Core i5-13400 CPU-Z-ის ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად. როგორც ვხედავთ, Core i5-13500 წინამორბედთან შედარებით ბევრად სწრაფია მრავალბირთვიან დატვირთვაში, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პროცესორის ექვსი მაღალი წარმადობის P-ბირთვთან ერთად წარმოდგენილია რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი - Core i5-12500-ს E-ბირთვები საერთოდ არ აქვს. სხვა სიტყვებით, თორმეტის ნაცვლად ახალ ჩიპს აქვს 20 ნაკადი, რაც უზრუნველყოფს კიდეც წარმადობის ასეთ თვალშისაცემ ზრდას. ანალოგიურად აიხსნება განსხვავება Core i5-13400-თან, რომელსაც მხოლოდ ოთხი E-ბირთვი გააჩნია. Core i5-13500-მა გაიარა სტრეს-ტესტებიც. ჩიპმა დააფიქსირა 4.8 გჰც სიხშირე ერთ ბირთვზე, მრავალბირთვიან სტრეს-ტესტებში კი აჩვენა 4.4 გჰც P-ბირთვების გამოყენებისას და 3.2 გჰც - E ბირთვების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს შედეგები მიღებულ იქნა ინჟინრული ნიმუშისგან, ამიტომ საბოლოო წარმადობა და ტაქტის სიხშირეები სავარაუდოდ განსხვავებული იქნება. CPU-ის ენერგომოხმარებამ შეადგინა 165 ვატი. https://tinyurl.com/29vne4z9
  17. ნოემბერში Web3 ინდუსტრიამ დაკარგა 391.6 მლნ აშშ დოლარი 29 ოპერაციის შედეგად, მათ შორის ცხელი საფულე Deribit-ის გატეხვისა და FTX-ზე არსებული ფულის ქურდობის შედეგად, გამოთვალა PeckShield-მა. წლის დასაწყისიდან კრიპტოინდუსტრიის ზარალმა ჰაკერების შეტევების შედეგად 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, მთელი 2021 წლის განმავლობაში თანხამ 1.55 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნეს ექსპერტებმა. მიმდინარე წელს რეკორდული დანაკარგი იყო ოქტომბერში - 760.2 მლნ აშშ დოლარი. იმ დროს მაჩვენებლის უდიდესმა ნაწილმა შეადგინა BNB Chain ქსელის BSC Token Hub-ის გატეხვისგან მიყენებულმა ზარალმა 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ნოემბერში ჰაკერებისგან მიყენებული ზარალის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა გაკოტრებულ ბირჟა FTX-თან დაკავშირებულმა ინციდენტმა. დაუდგენელმა პირმა პლატფორმიდან გაიტანა დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა - 25.4% - Bitcoin და 68% - Ethereum. თვის დასაწყისში Deribit-ის გატეხვამ გამოიწვია 28 მლნ აშშ დოლარის ზარალი. PeckShield-ის ექსპერტებმა ასევე ივარაუდეს, რომ FTX-ის კრახი მოახდენს ბირჟის ნაკადების გადანაწილებას დეცენტრალიზებული პლატფორმების სასარგებლოდ. თუმცა, ადრე JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ DEX-ზე ცენტრალიზებული ბირჟების უპირატესობა გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ამ ფონზე Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა გამოაცხადა მესინჯერის გუნდის მიერ არაკასტოდიალური საფულეებისა და dapp-ების შემუშავება დეცენტრალიზებული ბირჟის ჩათვლით. https://tinyurl.com/y342yud7
  18. Nvidia-მ გამოაცხადა DLSS3-ის დანერგვის შესახებ ახლახანს გამოშვებულ თამაშებსა და ზოგიერთ სამომავლო თამაშზე. თამაშები, როგორიცაა NFS Unbound ან Warhammer Darktide უკვე გამოვიდა DLSS 3-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა, Portal RTX და Jurassic World Evolution 2 ასევე მიიღებენ DLSS3 განახლებას 8 დეკემბერს. NVIDIA DLSS-თან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნახსენები უახლესი თამაში არის Witcher 3, შემდეგი თაობის განახლებული ვერსია, რომელიც 14 დეკემბერს გამოვა. Witcher 3 და Portal RTX, სავარაუდოდ, DLSS3-ის მხარდაჭერის მქონე ყველაზე პოპულარული თამაშებია, რადგან ორივე ხელმისაწვდომი იქნება ორიგინალი თამაშების უფასო განახლების სახით. DLSS 3-ით მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Need for Speed Unbound (გამოვიდა DLSS 3-ით); Warhammer 40,000 Darktide (გამოვიდა DLSS 3-თა და რეითრეისინგით); Portal с RTX (გამოვა 8 დეკემბერს DLSS 3-ითა და სრული რეითრეისინგით); Jurassic World Evolution 2 (განახლდება DLSS 3-მდე 8 დეკემბერს); The Witcher 3: Wild Hunt (მიიღებს DLSS 3-სა და რეითრეისინგს 14 დეკემბერს). გარდა ამისა NVIDIA ადასტურებს განახლებას DLSS2-ის მხარდაჭერით რამდენიმე თამაშზე, Marvel-ის Midnight Suns-მა ასევე მიიღო გრაფიკული ოპტიმიზაცია სპეციალური დრაივერის მეშვეობით. მაშ ასე, DLSS 2-ის მხარდაჭერა ექნებათ ან უკვე აქვთ შემდეგ თამაშებს: Firefighting Simulator (უკვე ხელმისაწვდომია DLSS 2); Marvel-ის Midnight Suns (2 დეკემბრიდან აქვს DLSS 2 და რეითრეისინგი); Choo-Choo Charles (გამოვა 9 დეკემბერს DLSS 2-ით); Blacktail (გამოვა 15 დეკემბერს DLSS 2-ით). ჯამში NVIDIA ადასტურებს, რომ 250 თამაშსა და აპლიკაციას ექნება DLSS-ის მხარდაჭერა, როგორც კი ზემოთხსენებული თამაშები გამოვა ან განახლდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ DLSS3 განახლება ასევე ეხება RTX 30 და RTX 20 სერიის გრაფიკული ბარათების მფლობელებს, თუმცა DLSS3-ში გამოყენებული ტექნოლოგიები მხარდაჭერილია მხოლოდ Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ GPU-ებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DLSS3-ის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს DLSS2-ის მხარდაჭერას, მაგრამ არა პირიქით. https://tinyurl.com/bdzkzchk
  19. კომპანია Sapphire-მა გააზიარა ახალი დეტალები სამომავლო Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro სერიის გრაფიკული ბარათების შესახებ. მწარმოებელმა თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვიდეო ბარათების PCB და მისი გაგრილების სისტემის ელემენტები. ფოტოს წყარო: Sapphire Sapphire-მა დაადასტურა, რომ Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro ვიდეო ბარათებში გამოყენებული იქნება გაგრილების სისტემები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება Vapor-X ამაორთქლებელი კამერები. Nitro სერიის გარდა გაგრილების ასეთი ტექნოლოგია გამოიყენება Toxic სერიისა და Vapor-X ვიდეო ბარათებში. Vapor-X ამაჩქარებლები კომპანია უკვე დიდი ხანია არ გამოუშვია. გამოქვეყნებული ვიდეო ასევე ადასტურებს, რომ Sapphire Radeon RX 7900 XT(X) Nitro ვიდეო ბარათებს ექნება სამი 8-პინიან კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ისინი აშკარად ჩანს ვიდეოს ერთ-ერთ კადრში. გარდა ამისა, ვიდეოზე ჩანს Radeon RX 7900 სერიის PCB 20-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. Sapphire-ის PCB-ის შედარება თავად AMD-ის რეფერენსული Radeon RX 7900-ის PCB-სთან მიუთითებს, რომ Sapphire-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა კვების ქვესისტემაში, რაც დადებითად უნდა აისახოს დამატებითი აჩქარების პერსპექტივაზე. Radeon RX 7900-ის PCB-ები (Nitro ვერსია მარცხნივ, AMD-ის ვერსია მარჯვნივ). ფოტოს წყარო: Sapphire / AMD Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT გრაფიკული ამაჩქარებლების ოფიციალური გამოშვება 13 დეკემბერს შედგება. უახლესი ინფორმაციით AMD-ის ახალი თაობის ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიები ეტალონურებთან ერთად გამოვა. https://tinyurl.com/23es2rek
  20. ბირჟა FTX ბირჟის კრახი იყო "ტრაგიკული მოვლენა" ინდუსტრიისთვის, მაგრამ ასევე გააჩინა მისი გადაწყობის შესაძლებლობა ნდობაზე და შემდგომ დეცენტრალიზაციაზე. ამის შესახებ Devin Finzer-მა, OpenSea NFT ბაზრის აღმასრულებელმა დირექტორმა Decrypt-თან ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენ ყველა ვგრძნობთ ზარალს ინდუსტრიაში. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის კრიპტო ინდუსტრიის წარუმატებლობა, ”- განაცხადა მან. Finzer-ის თქმით NFT პლატფორმა არ ურთიერთობს FTX-თან და მასთან დაკავშირებულ სავაჭრო კომპანია Alameda Research-თან. თუმცა, Crypto Fund Research ექსპერტების აზრით ბირჟის გაკოტრება შეეხო ინდუსტრიის სტრუქტურების 25-40%-ს. სასამართლოს მასალების თანახმად FTX-მა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3.1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღეს 50 მსხვილი კრედიტორისგან. „ვფიქრობ, უფრო ფართო კრიპტოეკოსისტემისთვის, და კერძოდ NFT-სთვის, ეს კრიზისი რეალური შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინონ მომხმარებლების მძლავრ და მუდმივ ნდობაში“ - აღნიშნა Finzer-მა. მისი აზრით მიმდინარე კასკადური კრიზისის შემდეგ ინდუსტრიის აღდგენას შესაძლოა ორი წელი დასჭირდეს. „სავსებით ვარ დარწმუნებული ქომიუნითისა და ეკოსისტემის გამძლეობაში, აგრეთვე წინსვლისა და შექმნის სურვილის მიმართულებით“ - განაცხადა Finzer-მა. მან ასევე კომენტარი გააკეთა NFT მარკეტების მიერ ჰონორარის შეგროვებაზე უარის თქმის პრაქტიკასთან დაკავშირებით. ნოემბრის დასაწყისში OpenSea-მ წარადგინა ჰონორარის შეგროვების ახალი ინსტრუმენტი. Finzer-მა დაადასტურა, რომ პლატფორმა ვალდებულია გააგრძელოს გადახდები საკოლექციო ტოკენების შემქმნელებისთვის. მან ამას "პირველი ნაბიჯი" უწოდა ავტორებთან სანდოობის შესანარჩუნებლად. დეცენტრალიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აღნიშნა OpenSea-ს ხელმძღვანელმა. ბაზარი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის აქტივებზე ზოგიერთი სხვა ბაზრისგან განსხვავებით. ადრე Solana-ზე დამყარებული NFT პლატფორმა Magic Eden მოხვდა კრიტიკის ქვშ დეპონირების საფულეში აქტივების შენახვის გამო, რაც ზოგმა Web3-დეველოპერმა სარისკოდ მიიჩნია. NFT-ების სავაჭრო პლატფორმა FTX-მაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებლების აქტივებზე - ამჟამად ჯგუფის გაკოტრების პროცესის გამო მათ დაკარგეს მათთან მუშაობის შესაძლებლობა. „ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზებული სმარტ-კონტრაქტების სისტემის მეშვეობით და არ ვინახავთ მომხმარებლის სახსრებს ან მათ NFT-ებს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი უპირატესობა აქვს ცენტრალიზებულ ხელისუფლებასთან შედარებით, სადაც ყველაფერი გაცილებით ნაკლებად გამჭვირვალეა“, - განაცხადა ფინცერმა. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში OpenSea-მ დაამატა მხარდაჭერა BNB Chain-ის მხარდაჭერა, რომელიც გახდა მარკეტფლეისზე ინტეგრირებული მერვე ქსელი. https://tinyurl.com/4njtm6an
  21. თავდაპირველად არიზონაში ქარხნის აშენების გეგმის გამოცხადებისას ტაივანურმა კომპანია TSMC-იმ ყურადღება გაამახვილა 2024 წლიდან თვეში 20 ათასი ერთეული 300-მილიმეტრიანი სილიკონის ფირფიტის მქონე 5-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოების შესაძლებლობაზე. როგორც ჩანს, მსხვილი ამერიკელი მომხმარებლები არ დარჩნენ კმაყოფილი ასეთი შესაძლებლობებით და ახლა Bloomberg საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ TSMC აპირებს არიზონას პირველ ქარხანაში არა მხოლოდ 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის დანერგვას, არამედ ჩიპების წარმოების მოცულობის გაზრდას. ფოტოს წყარო: Financial Times წარმოებული ჩიპების მესამედი უკვე მზადაა კომპანია Apple-ის მიერ შესაძენად. აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, სავარაუდოდ, დაესწრება ცერემონიას მომავალ კვირას, რომელსაც დაესწრებიან არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ვაჭრობის მინისტრი ჯინა რაიმონდო, არამედ AMD-ისა და NVIDIA-ს ხელმძღვანელებიც. წყაროს ინფორმაციით სწორედ TSMC-ის მსხვილმა ამერიკელმა მომხმარებლებმა მოითხოვეს, რომ 2024 წლიდან კომპანიამ მათ შესთავაზოს უფრო თანამედროვე ტექნოპროცესი არიზონას ქარხნიდან, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. როგორც ცნობილია, პირველი ქარხნის გვერდით TSMC ააშენებს მეორე საწარმოს, რომელიც გამოუშვებს 3-ნანომეტრიან ჩიპებს, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება. Bloomberg-ის ცნობით ამერიკელი მომხმარებლები დაჟინებით მოითხოვდნენ TSMC-ის ყველაზე მოწინავე ტექნოპროცესების შეერთებულ შტატებში გადატანის აუცილებლობას ტაივანში მათი განვითარების პარალელურად, მაგრამ ჯერჯერობით კომპანიამ უარი თქვა ასეთ შესაძლებლობაზე. ამერიკელი დამკვეთები ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ტაივანზე საკონტრაქტო ჩიპების წარმოების მხრივ კუნძულოვანი ქვეყნის გეოპოლიტიკური გარემოს გართულებების შიშით. https://tinyurl.com/2u3kkzm6
  22. გამოფენა World Display Industry Conference 2022-ზე დისპლეების ჩინურმა მწარმოებელმა BOE-მ დამსწრეები გააოცა და წარადგინა მსოფლიოში პირველი ეკრანი ლეპტოპებისთვის 600 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ფოტოს წყარო: ITHome პანელის სრული მახასიათებლები უცნობია: მწარმოებელს ეკრანის გაფართოებაც კი არ დაუსახელებია. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ეკრანს აქვს გვერდების შეფარდება 16:10 და გამოიყენებოდა გარკვეულ ლეპტოპზე, რომელიც აღჭურვილი იყო NVIDIA GeForce RTX გრაფიკული ქვესისტემით. ამ დრომდე ლეპტოპების არც ერთ მწარმოებელს ასორტიმენტში არ ჰქონია მოდელები 500 ჰერცი ან უფრო მაღალი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანებით. ამ ფორმალურ ბარიერთან მაქსიმალურად ახლოს მიაღწია Dell-მა ლეპტოპების გეიმინგ სერია Alienware x17 R2-ის მეშვეობით. ზოგიერთ მათგანს აქვს 17-დუიმიანი ეკრანი 1080p გაფართოებით და 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. BOE-ს მიერ გამოფენა World Display Industry Conference 2022-ზე წარდგენილ სხვა სიახლეებს შორის იყო პროდუქტები Mini-LED განათებით. მაგალითად, კომპანიამ წარადგინა 34-დუიმიანი ულტრაფართო ფორმატის ეკრანი WQHD გაფართოების მხარდაჭერით, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, 1 მილიწამი რეაქციის დროით, კონტრასტულობის მაღალი, 100 000:1 მაჩვენებლითა და HDR1000 სერტიფიკატით. მასთან ერთად წარმოდგენილ იქნა 86-დუიმიანი 4K დისპლეი სიკაშკაშის მაღალი, 1500 კდ/მ2 მაჩვენებლით. არაფერია ცნობილი BOE-ს ახალი პროდუქციის გამოშვების თარიღის შესახებ, რადგან გამოფენაზე წარდგენილ იქნა კონცეფციები, რომლებიც შესაძლოა მალე არ გადავიდეს მასობრივ წარმოებაში. https://tinyurl.com/yckhakha
  23. Bitcoin-ის ფასის სტაბილურობა მისი მომხრეების მიერ განიხილება, როგორც შესვენება ფასის ხელახლა განახლებამდე, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის „ხელოვნურად გამოწვეული ბოლო ამოსუნთქვა“ საბოლოო არააქტუალურობის გზამდე. ეს აზრი გამოთქვეს ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპერტებმა. ბაზრის ინფრასტრუქტურისა და გადახდების აღმასრულებელმა დირექტორმა Ulrich Bindseil-მა და ინსტიტუტის მრჩეველმა Jürgen Schaaf-მა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის სამომავლო კრახი პროგნოზირებული იყო FTX-ის კოლაფსამდეც კი. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პირველი კრიპტოვალუტა უძლური აღმოჩნდა, როგორც გადახდის საშუალება. „ტრანზაქციები რთული, ნელი და ძვირადღირებულია. Bitcoin არასოდეს გამოუყენებიათ რაიმე მნიშვნელოვანი ზომით რეალურ სამყაროში იურიდიული ტრანზაქციებისთვის“, - აცხადებენ სტატიის ავტორები. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტის საბაზრო შეფასება მხოლოდ სპეკულაციას ეფუძნება. ამავე დროს, Bitcoin სრულიად გამოუსადეგარია ინვესტიციებისთვის, ამტკიცებენ ისინი. „იგი არ წარმოქმნის ფულად ნაკადს (როგორც უძრავი ქონება) ან დივიდენდებს (როგორიცაა აქციები), არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წარმოებაში (მაგალითად, ნედლეულის სახით) და არ იძლევა სოციალურ სარგებელს (როგორც ოქრო)“, - აცხადებენ Bindseil და Schaaf. მათ მიუთითეს, რომ კრიპტოვალუტების რეგულირება არასწორად აღქიმება კიდევ ერთი ტიპის აქტივის სახით მათ მიღებად. ექსპერტების თქმით წესების შემუშავება და განხორციელება სერიოზულად ჩამორჩება და მცდარ წარმოდგენებს ეყრდნობა. გარდა ამისა, სხვადასხვა იურისდიქციაში პროცესი სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. ევროკავშირმა ციფრული აქტივებისთვის უკვე შეიმუშავა ყოვლისმომცველი კანონპროექტი MiCA, აშშ-ში კი კანონმდებლებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას - მაგალითად მოიყვანეს ავტორებმა. Bindseil და Schaaf თვლიან, რომ Bitcoin-ის ინოვაციური პოტენციალის რწმენა სრულიად ამაოა. მათი აზრით, ბლოკჩეინს „ჯერ არ შეუქმნია მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულება“. „რადგან Bitcoin არ არის შესაფერისი როგორც გადახდის სისტემა და არც როგორც ინვესტიციის ფორმა, ის არ უნდა ჩაითვალოს ჩამოთვლილი მარეგულირებელი პერსპექტივიდან ერთ-ერთად და, შესაბამისად, არ უნდა იყოს დაკანონებული“, - განაცხადეს მათ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებულმა რეგულაციამ „მოხიბლა ტრადიციული ფინანსური ინდუსტრია მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტებზე წვდომის გაადვილებით“. თუმცა, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მისი მონაწილეები, მათ შორის ბანკები და აქტივების მენეჯერები, ფრთხილად უნდა იყვნენ Bitcoin-ში ინვესტიციების შედეგად რეპუტაციის გრძელვადიანი ზიანის გამო მოკლევადიანი მოგების შესაძლებლობის მიუხედავად. ბელგიის ფინანსური სერვისებისა და ბაზრების სამმართველომ განაცხადა, რომ Bitcoin და Ethereum არ აკმაყოფილებენ ფასიანი ქაღალდების მახასიათებლებს და, შესაბამისად, არ უნდა დაიცვან ფინანსური წესები. https://tinyurl.com/n9x6bmxb
  24. პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 6000 გამოჩნდა რამდენიმე საცალო სავაჭრო დაწესებულების მონაცემთა ბაზაში. სამუშაო სადგურებზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. იგი დამყარებულია იმავე არქიტექტურა Ada Lovelace-ზე, რაზეც GeForce RTX 40 სერიის გეიმინგ ვიდეო ბარათები. ფოტოს წყარო: VideoCardz ახალი NVIDIA RTX 6000-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD102 18176 CUDA ბირთვით, 568 Tensor- და 142 RT-ბირთვით. ეს მაჩვენებლები 11%-ით მეტია ფლაგმანურ GeForce RTX 4090 ბარათთან შედარებით. პროფესიონალური ვიდეო ბარათის GPU-ის სიხშირედ გამოცხადებულია 2.5 გჰც. ფოტოს წყარო: Leadtek ვიდეო ბარათს აქვს 48 გბ GDDR6 შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მეხსიერების სიჩქარეა 20 გბ/წმ კონტაქტზე, მეხსიერების სალტე 384-ბიტიანია და აქვს 950 გბ/წმ სიჩქარე, რაც 25%-ით მეტია Ampere არქიტექტურის NVIDIA RTX A6000 მოდელთან შედარებით. ფოტოს წყარო: NVIDIA ახალი NVIDIA RTX 6000-ის ენერგომოხმარება 300 ვატია. ბარათს აქვს აქტიური გაგრილების სისტემა და მუშაობს PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. ამაჩქარებელზე წარმოდგენილია ოთხი DisplayPort 1.4 კონექტორი. ფოტოს წყარო: VideoCardz ვიდეო ბარათი ამერიკულ მაღაზიებში იყიდება 7378 აშშ დოლარად, ზოგ ობიექტში მისი ღირებულება 8210 აშშ დოლარს აღწევს. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანიამ უკვე გამოუშვა NVIDIA RTX 6000-ის ოფიციალური დრაივერი, ამიტომ გაყიდვების ოფიციალური დაწყება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. NVIDIA-მ პირობა დადო, რომ ვიდეო ბარათის რეალიზაციას დაიწყებს დეკემბერში მთავარი პარტნიორების დახმარებით. https://tinyurl.com/mr3ntwsb
  25. Tesla კვლავ ლიდერობს აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვებში, მაგრამ მისი დომინირება ბაზარზე მცირდება, რადგან კონკურენტები გვთავაზობენ უფრო და უფრო მიმზიდველი ფასის მქონე მოდელებს, აცხადებს CNBC S&P Global Mobility-ს კვლევაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: Tesla S&P-ის მონაცემებით მესამე კვარტალში Tesla-ს წილი აშშ-ის ახალი ელექტრომობილების ბაზარზე იყო 65%, ერთი წლით ადრე - 71%, ხოლო 2020 წელს - 79%. S&P-ის პროგნოზით Tesla-ს წილი აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე 2025 წლისთვის 20%-ზე ნაკლები იქნება. ამასთან მოსალოდნელია, რომ იმ დროისთვის ბაზარზე შემოთავაზებული ელექტრომობილების მოდელების რაოდენობა დღევანდელი 48-დან 159-მდე გაიზრდება. S&P-მა განაცხადა, რომ Tesla-ს ელექტრომობილები კარგავენ ლიდერობას აშშ-ის ბაზარზე სრულიად ელექტრო მოდელების გამო, რომლებიც ხელმისაწვდომია 50 ათასი აშშ დოლარის ფასის დიაპაზონში, სადაც „Tesla-ს ჯერ ნამდვილად არ შეუძლია კონკურენციის გაწევა“. მისი საწყისი დონის Model 3 მოდელის ფასი იწყება 48200 აშშ დოლარიდან მიწოდების ჩათვლით, მაგრამ Tesla-ს ელექტრომობილები უფრო მაღალ ფასებში იყიდება დამატებითი ფუნქციების საფასურის გადახდის გათვალისწინებით. Tesla ცდილობს ამ სიტუაციის გამოსწორებას, რასაც მოწმობს მოხსენებები Model 3-ის განახლებული ვერსიის შემუშავების შესახებ, ნაკლები კომპონენტებით და ნაკლები წარმოების სირთულით, რაც შეამცირებს ხარჯებს და მის ფასს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. https://tinyurl.com/yde5ws2k
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.