Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. წლის დასაწყისი ახალი პროდუქტების ანონსით ტრადიციულად ნაყოფიერია გამოფენა CES-ის წყალობით. კომპიუტერული კომპონენტების სამმა მთავარმა მწარმოებელმა, AMD-მ, Intel-მა და NVIDIA-მ დაადასტურეს, რომ მონაწილეობას მიღებენ მომავალ CES 2023 ელექტრონიკის გამოფენაზე ამა თუ იმ ფორმატში. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA-მ მოამზადა "სპეციალური შეტყობინება" CES 2023-ისთვის. კომპანია არ აპირებს პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზებას ან გამოფენაში უშუალო მონაწილეობის მიღებას. ამის ნაცვლად მწარმოებელი გამოაქვეყნებს წინასწარ ჩაწერილ ვიდეო შეტყობინებას სოციალურ ქსელებში. CES 2022-ზე NVIDIA-ს ხელმძღვანელი Jensen Huang არ გამოცხადდა. NVIDIA არ ამბობს, ვინ გააკეთებს "სპეციალურ შეტყობინებას" მომავალ CES-ზე, მაგრამ დიდი ალბათობით ჰუანგი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ფოტოს წყარო: NVIDIA NVIDIA სავარაუდოდ გამოუშვებს ორ პროდუქტს, GeForce RTX 40 სერიის მობილურ გრაფიკული ბარათებს მძლავრი გეიმინგ ლეპტოპებისთვის და GeForce RTX 4070 Ti დესკტოპ გრაფიკულ ამაჩქარებელს. გავრცელებული ინფორმაციით GeForce RTX 4070 Ti-ს გაყიდვები 5 იანვარს, ანუ ანონსიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ დაიწყება. ფოტოს წყარო: AMD AMD-ის პრეზენტაციას CES 2023-ზე ჩაატარებს აღმასრულებელი დირექტორი Lisa Su. კომპანია სავარაუდოდ დააანონსებს საბაზისო დონის Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებს, Ryzen 7000 მობილურ პროცესორებსა და შესაძლოა RDNA 3 არქიტექტურის მქონე მობილურ გრაფიკულ ბარათებს. NVIDIA-ს გამოსვლისგან განსხვავებით AMD აპირებს მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ CES 2023-ში და თავის ღონისძიებას ასევე გადასცემს პირდაპირ ეთერში. ფოტოს წყარო: Intel Intel-მა არ დაადასტურა ელექტრონიკის მომავალ გამოფენაზე პრეს-კონფერენციის ან პირდაპირი ტრანსლაციის გამართვის გეგმა. თუმცა კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს დახურულ ღონისძიებაზე. Intel-ის მოსალოდნელ ანონსებში შედის საბაზისო დონის Raptor Lake დესკტოპ პროცესორები, მე-13 თაობის Core მობილური პროცესორების HX, HK და H სერიები. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა განაცხადოს ფლაგმანურ დესკტოპ პროცესორ Core i9-13900KS-ის ფასისა და გამოსვლის თარიღის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იქნება 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარების შესაძლებლობით. https://tinyurl.com/uhxhy4y2
  2. კომპანია SpaceX-მა ახალი მიღწევის შესახებ განაცხადა - Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სერვისის აქტიურ აბონენტთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში კომპანიის განცხადებით მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იყო. ფოტოს წყარო: Starlink Quilty-ის თანამგზავრული და კოსმოსური სექტორის უფროს ანალიტიკოს Caleb Henry-ს აზრით ასეთი ტემპებით Starlink-ს სულ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა გადაუსწროს ბაზრის ლიდერ Hughes-ს, რომელსაც დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი მომხმარებელი ჰყავს, და გახდეს მსოფლიოში თანამგზავრული ინტერნეტის უმსხვილესი პროვაიდერი. მიმდინარე წლის სექტემბერში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ Starlink-თან დასაკავშირებლად გამოშვებული სამომხმარებლო ტერმინალების რაოდენობამ სერვისის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ გადააჭარბა 1 მილიონ ერთეულს. მომხმარებელთა ბაზის ზრდასთან ერთად თანამგზავრულ ქსელში ინტერნეტის წვდომის სიჩქარე შემცირდა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება მეტი თანამგზავრის გაშვების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ SpaceX თანამგზავრებს ორბიტაზე დაჩქარებული ტემპით გაუშვებს. გასულ კვირას მასკმა მიულოცა SpaceX-ის გუნდს მიღწეული რეკორდი - სამი ორბიტალური გაშვება 36 საათში, რომლის დროსაც 110 თანამგზავრი გაუშვეს ორბიტაზე, მათ შორის Starlink-ის 108 კოსმოსური აპარატი. მიმდინარე თვეში SpaceX-მა მიმართა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას (FCC) მეორე თაობის Starlink-ის თანამგზავრების ფიჭური საკომუნიკაციო აღჭურვილობით აღჭურვის შესახებ. მანამდე, FCC-მ SpaceX-ს ნებართვა მისცა გაეშვა 7500-მდე შემდეგი თაობის Starlink v2.0 თანამგზავრი თანამგზავრული ინტერნეტ სერვისისთვის. https://tinyurl.com/yj7zmwkx
  3. SEC-მა და  CFTC-მა შესაძლოა განიხილონ კრიპტოვალუტების აკრძალვის საკითხი, თუმცა ინიციატივის რეალიზაცია მარტივი არ იქნება. ამის შესახებ NBC-ის ეთერში განაცხადა აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა. „ჩვენ [კანონმდებლებს] გვინდა, რომ მათ [მარეგულირებლებმა] გააკეთონ ის, რაც სჭირდებათ […] შესაძლოა აკრძალონ [კრიპტოვალუტები]. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი უკიდურესად რთულია, რადგან ციფრული აქტივები ოფშორში წავა და ცოტას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, რას გამოიწვევს ეს ზომები, ”- განმარტა სენატორმა. ბრაუნმა მხარი დაუჭირა ჯონ ტესტერს, რომელიც ასევე შედის საბანკო კომიტეტში. 12 დეკემბერს კანონმდებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებმა ვერ გაიარეს შემოწმება და, შესაბამისად, მათი არსებობის საფუძველი არ არსებობს. ბრაუნმა აღიარა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში იგი „ასწავლიდა“ სენატორებსა და საზოგადოებას „კრიპტოვალუტების საშიშროების შესახებ“ დაუყონებლივი და აგრესიული ქმედებებისკენ მოუწოდებდა. „მე უკვე მივმართე ხაზინას და მდივანს [ჯანეტ იელენს] და ვთხოვე ქვეყნის მასშტაბით შეფასება ყველა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით. [….] SEC იყო განსაკუთრებით აგრესიული. ჩვენ ამ და საკანონმდებლო გზით წინსვლა გვჭირდება, თუ საქმე ამაზე მიდგება“, - განმარტა მან. ბრაუნმა მაგალითისთვის მოიყვანა FTX-ის კოლაფსი, როგორც პოზიციის გამართლება და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ "პრობლემის დიდი ნაწილია". მისი თქმით, კრიპტოვალუტები "საშიშია" და წარმოადგენს "საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის". მან მოიხსენია ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მიერ ჩადენილი კიბერდანაშაულები, ნარკოტრაფიკი, ადამიანებით ვაჭრობა და ტერორიზმის დაფინანსება. 7 დეკემბერს ბრაუნმა მოიწვია FTX-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდი ბირჟის გაკოტრების მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად, რომელიც მან დააიგნორა. 13 დეკემბერს სენატორი მიესალმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსმიერ ტოპ მენეჯერის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენას. „კონგრესის ორივე პალატა გააგრძელებს მუშაობას მომხმარებლებისთვის, ფინანსური სისტემისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით“, - დაწერა მან იმ დროს. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენელმა ელიზაბეტ უორენმა კრიპტო რეგულირების გაძლიერების შესახებ გააკეთა მოწოდება და პარალელები გაავლო FTX-სა და Lehman Brothers-ს შორის. ივლისში მან მოუწოდა კონგრესს და SEC-ს, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირათ კრიპტო ინდუსტრიის მიმართ Celsius Network-სა და სხვა უამრავ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. https://tinyurl.com/2s44nruh
  4. Dell-მა გააზიარა პროექტ Concept Luna-ს ფარგლებში ბოლო მიღწევა ეკოლოგიურად სუფთა ლეპტოპის შემუშავების კუთხით. პირველი კონცეპტი წარდგენილ იქნა გასულ წელს და იმ დროს გამოცხადდა, რომ პროექტის მიზანი იყო საიმედო ლეპტოპის შექმნა, რომელიც დამზადებული იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, მინიმალური რაოდენობის ხრახნებისა და კომპონენტებისგან, რომელთა შეცვლა განახლებისა და უტილიზაციისას მარტივი იქნებოდა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს კომპანია Intel-თან თანამშრომლობით. ფოტოს წყარო: Dell Dell-მა განაცხადა, რომ ბოლო წლის განმავლობაში მისმა გუნდმა „იმუშავა Concept Luna-ს მოდულური კონსტრუქციის გაუმჯობესებაზე, აღმოფხვრეს წებოს გამოყენებისა და სადენების საჭიროება და უზრუნველყვეს ხრახნების მინიმალური რაოდენობა“. ამჟამად კონცეპტის დაშლა შესაძლებელია „სულ რამდენიმე წუთში“, თანაც სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. ამგვარი რამ მიღწეულ იქნა მოწყობილობის მოდულური კონსტრუქციის წყალობით. შედარებისთვის, Concept Luna-ს პირველი ვერსიის აწყობისთვის საათანხევარი იყო საჭირო. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/y8mwb53h ვიდეოში ნაჩვენებია, როგორც შლის Dell-ის წარმომადგენელი Concept Luna-ს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. კლავიატურის განბლოკვის შემდეგ მან ამოიღო ორი დინამიკი, ბატარეა, ცენტრალური პროცესორის ქულერი და დედა ბარათი. შესაძლებელია დისპლეის შეცვლაც ცენტრალური პანელის განბლოკვის შემდეგ. კონცეპტში ასევე გათვალისწინებულია პროცესორის მეორე ქულერის განთავსების შესაძლებლობა, რაც მასში უფრო მძლავრი პროცესორის გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, შესაძლებელია Luna სერიის მოწყობილობების აწყობისა და დაშლის ავტომატიზება და ამ პროცესის დროს მოხდება ცალკეული კომპონენტების ტესტირება ჩანაცვლების საჭიროების დასადგენად. ფოტოს წყარო: Owen Grove / The Verge Dell-ს არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდის გამოვა ეს კონცეპტი კომერციული პროდუქტის სახით. ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია მის გამოშვებას. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პროექტის ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნას კომპანიის სხვა მოწყობილობებში. აღსანიშნავია, რომ მოდულური ლეპტოპის დიზაინის იდეას ბაზარზე უამრავი მომხრე ყავს. მაგალითად, Framework-მა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოუშვა მოდულური Chromebook. https://tinyurl.com/mu39shsx
  5. კომპანია ASUS-მა წარადგინა GeForce RTX 4090 ROG Strix და GeForce RTX 4080 ROG Strix ვიდეო ბარათები თეთრ ფერში. მანამდე კომპანიამ უკვე გამოუშვა GeForce RTX 4090 და RTX 4080 ბარათების ოთხი ვერსია, თუმცა მუქი ფერის გაფორმებით. ფოტოს წყარო: ASUS თეთრ GeForce RTX 4090-სა და RTX 4080 ROG Strix-ს აქვთ ღია ფერის გაგრილების სისტემის საფარი, უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა და დამჭერი ჩარჩო, თუმცა ორივე ვიდეო ბარათის PCB შავი ფერისაა. თეთრი PCB წარმოდგენილი მხოლოდ კომპანია Galax-ის HOF სერიის ვიდეო ბარათებში. ASUS-მა ასევე შეცვალა ზემოთხსენებული ვიდეო ბარათების შეფუთვის დიზაინი, რათა მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ არჩევისას. სტანდარტული შავი GeForce RTX 4090-ისა და RTX 4080 ROG Strix-ის მსგავსად ვიდეო ბარათების თეთრი ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება ორ ვერსიად - ქარხნული აჩქარებითა და მის გარეშე. ამავდროულად, ორივე ვერსია აღჭურვილია BIOS-ის ორმაგი სამუშაო რეჟიმით - სტანდარტული (გეიმინგი) და მაღალი წარმადობის (OC რეჟიმი). ვიდეო ბარათის სამუშაო რეჟიმის არჩევა ხდება საფირმო აპლიკაცია GPU Tweak Utility-ს მეშვეობით. კომპანია აღნიშნავს, რომ აპლიკაცია საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ დამატებით აჩქარდეს ვიდეო ბარათები მწარმოებლის გარანტიის დარღვევის გარეშე. ქარხნული აჩქარების მქონე GeForce RTX 4090 ვერსია დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, რომელსაც 16384 CUDA ბირთვი აქვს. ამ ბარათის GPU-ის სიხშირეა 2610 და 2640 მჰც გეიმინგ და ოვერქლოქინგ რეჟიმებში, შესაბამისად. ქარხნული აჩქარების არმქონე მოდელის სიხშირეებია 2520 და 2550 მჰც, შესაბამისად. ქარხნული აჩქარების მქონე GeForce RTX 4080-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD103 CUDA ბირთვით. GPU-ის სიხშირეებია 2625 და 2655 მჰც, ქარხნული აჩქარების არმქონე მოდელისა კი - 2505 და 2535 მჰც. ROG Strix სერიის GeForce RTX 4090 და RTX 4080 ვიდეო ბარათები წარმოადგენს ამ ამაჩქარებლების ყველაზე დიდი არარეფერენსული მოდელები. მათი სიგრძეა 357 მმ, პერსონალური კომპიუტერის კორპუსში ბარათები იკავებენ გაფართოების 3.5 სლოტს. https://tinyurl.com/2s3p2xbh
  6. FTX-მა, რომელიც გაკოტრების პროცესს გადის, სასამართლოში საქმე აღძრა ორგანიზაციაში შემავალი რამდენიმე ერთეულის გაყიდვის შესახებ, რომელთა შორისაა LedgerX (FTX US Derivatives), FTX Japan, FTX Europe და Embed Business. „ამ კომპანიებს აქვთ გადახდისუნარიანი ბალანსი, დამოუკიდებელი მენეჯმენტი და ღირებული ფრენშიზები“, - ნათქვამია დოკუმენტში. ორგანიზაციების უმეტესობა დიდწილად მშობელი კომპანიისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. მათი აქტივები Bitcoin-ბირჟისგან სეგრეგირებულია. აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ რეი III-მ განაცხადა, რომ FTX US-საც კი არ გააჩნდა სრული დამოუკიდებლობა. ინიციატივის განხორციელება პრიორიტეტულია, რადგან ბევრ ამ იურიდიულ პირს შეუჩერდა ლიცენზია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ვითარება, მით მეტია აქტივების ღირებულების შემცირებისა და მუშაობის ნებართვის მუდმივი გაუქმების რისკი. განცხადებაში ნათქვამია, რომ FTX-მა მიიღო 100-ზე მეტი განაცხადი პოტენციური მყიდველებისგან. თუ პროცედურა დამტკიცდება, ბირჟა მზად იქნება ხელახლა განიხილოს ისინი აუქციონებში მონაწილეობისთვის 2023 წლის თებერვლიდან მარტამდე სასამართლოს შემდგომი დამტკიცებით მოსმენების დროს. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის ჟურნალისტებმა Genesis Digital Assets-ს FTX-თან დაკავშირებულ მარკეტმეიკერ Alameda Research-ის ყველაზე დიდი ინვესტიცია უწოდეს. მანამდე სააგენტომ გამოაცხადა LedgerX-ის მიმართ სულ მცირე 10 კომპანიის ინტერესის არსებობა. მათ შორისაა Blockchain.com, Gemini და Bitpanda. https://tinyurl.com/bddp73fd
  7. კომპანია Galax-მა წარადგინა ოთხქულერიანი ვიდეო ბარათები RTX 4090 და RTX 4080 Serious Gaming თეთრ ფერში - ადრე კომპანიამ უკვე დააანონსა იგივე, შავი ფერის მოდელები. გაგრილების შთამბეჭდავი სისტემისა და მასიური რადიატორის წყალობით ორივე ბარათი იკავებს გაფართოების ოთხ სლოტს, მათი სიგრძე 353 მმ-ს შეადგენს. ვიდეო ბარათების დამატებით განსაკუთრებულ მახასიათებლებში აღინიშნება BIOS-ის ორი ვერსია - „უხმაურო“ და „მაღალი წარმადობა“, თუმცა მათ შორის განსხვავება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ზოგიერთი სხვა კომპანიის პროდუქციის შემთხვევაში. როგორც კომპანია მიუთითებს, ვიდეო ბარათების ქვედა ნაწილში განთავსებული ოთხი ქულერი ოფციონალურია - მომხმარებელს შეუძლია ისინი არ დააყენოს. ბარათების მიწოდების ნაკრებში შედის 12+4-პინიან კონექტორზე გადამყვანი და თეთრი კრონშტეინი მოწყობილობის დამაგრებისთვის - RTX 4090-სა და RTX 4080-ს სოლიდური წონა აქვს, ამიტომ დროთა განმავლობაში შესაძლოა მასამ გამოიწვიოს დედა დაფის დეფორმაცია ან PCI-Express სლოტის დაზიანება, თუ დატვირთვის ნაწილი არ მოიხსნება. დამატებით ქულერსა და სადგამს აქვს წითელი ARGB განათება. https://tinyurl.com/48metzyv
  8. ჩინურმა კომპანია Oppo-მ წარადგინა დასაკეცი დისპლეების მქონე სმარტფონები Find N2 და Find N2 Flip. პირველი მათგანი - ეს არის დიდი ფორმატის მოწყობილობა 5.54-დუიმიანი დამატებითი და 7.1-დუიმიანი ძირითადი ეკრანით. მეორე მათგანს აქვს 3.2-დუიმიანი გარე და 6.8-დუიმიანი შიდა მთავარი ეკრანი. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2 წინა თაობის მოდელთან შედარებით თხელია: 14.6 მმ დახურულ და 7.4 მმ გახსნილ მდგომარეობაში (წინამორბედის ზომებია 15.9 და 8.0 მმ, შესაბამისად). „ვეგანური ტყავის“ მქონე მოდელის წონა შეადგენს 233 გრამს, მატირებული თეთრისა და პიტნისფერი მწვანე მოდელის წონაა 237 გრამი - მათ მინის უკანა პანელი აქვთ. ფოტოს წყარო: gsmarena.com გაუმჯობესდა სახსარ Flexion-ის კონსტრუქცია: დეტალების რიცხვი შემცირდა 138-დან ასამდე, გამოყენებულ იქნა ნახშირბადის ბოჭკო და მაღალი ხარისხის შენადნობი. სმარტფონი გახდა უფრო მსუბუქი, დაკეცვის ზომა 67%-ით შემცირდა. სახსარი უზრუნველყოფს ეკრანის დახრილობას 45°-დან 125°-მდე ნებისმიერ პოზიციაში. შიდა 5.54-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 1080 × 2120 პიქსელი, იგი წინამორბედთან შედარებით უფრო განიერია - გვერდების შეფარდებაა 17.7:9 – 18:9-ს ნაცვლად, წინა მხარე კი შევიწროებულია ჩარჩოს შემცირების გამო. ეკრანი დაცულია მინით Gorilla Glass Victus, მხარდაჭერილია 1350 კდ/მ² და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. ფოტოს წყარო: gsmarena.com შიდა დისპლეი 7.1 დუიმია, გვერდების შეფარდებაა 9.6:9, გაფართოება - 1920 × 1792 პიქსელი. გამოყენებულია LTPO პანელი, რომელზეც მხარდაჭერილია კადრის განახლების სიხშირის დინამიური ცვლილება 1-დან 120 ჰერცამდე. მაქსიმალური სიკაშკაშე შეადგენს 1550 კდ/მ²-ს, სენსორული პანელი ორივე ეკრანზე მუშაობს 480 ჰერც სიხშირეზე. შიდა ეკრანის კითხვადობა გაიზარდა არეკვლის საწინააღმდეგო საფარის ხარჯზე. ორივე დისპლეიზე მხარდაჭერილია HDR10+ და აქვთ ფერის სენსორები გამოსახულების გარე პირობების მიხედვით რეგულირებისთვის. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2-ს აქვს სამი უკანა და ორი სელფი კამერა. ძირითად მოდულში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი 1/1.56-დუიმიანი დიაფრაგმის მქონე სენსორი Sony IMX890 და 24-მილიმეტრიანი ობიექტივი გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. სუპერფართოკუთხიან კამერას აქვს 48-მეგაპიქსელიანი 1/2- დუიმიანი სენსორი IMX581 14-მილიმეტრიანი ობიექტივითა და f/2.2 დიაფრაგმით. ხელმისაწვდომია ტელეობიექტივი 47 მმ ფოკუსური დაშორებით და RGBW ფილტრისა და f/2.0 დიაფრაგმის მქონე 32-მეგაპიქსელიანი 1/2.74-დუიმიანი IMX709 სენსორით. და ბოლოს, მოცემულია ორი იდენტური 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. ფოტოს წყარო: gsmarena.com კამერების მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია ჩიპი MariSilicon X, რომელიც Oppo-მ შეიმუშავა Hasselblad-თან ერთად - მასში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. კომპანია მომხმარებლებს Oppo Find N2-ის განსაკუთრებული კონსტრუქციის გამოყენებას ასევე სთავაზობს გადაღებისადმი შემოქმედებითი მიდგომისთვის: შესაძლებელია მოულოდნელი რაკურსების არჩევა ან შტატივის შეცვლა ნაწილობრივ დაკეცილი პოზიციით. 67-ვატიანი დამტენი უზრუნველყოფს სრულ დამუხტვას 42 წუთში, ხოლო 37%-მდე მუხტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთში. ბატარეის მოცულობაა 4520 მა/სთ, უსადენო დამუხტვის მოდული ხელმისაწვდომი არ არის. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2 მუშაობს პლატფორმა Snapdragon 8+ Gen 1-ზე, აქვს 12 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 ან 512 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება შესაბამისად. სმარტფონი მუშაობს Android 13-ზე ColorOS 13 ინტერფეისით. კომპანია დუმს გაჯეტის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვის გეგმებზე: ცნობილია, რომ 12/256 GB კონფიგურაციის მოდელის ფასი იქნება 8000 იუანი (1145 აშშ დოლარი) და 16/512 გბ-ისა - 9000 იუანი (1290 აშშ დოლარი). ფოტოს წყარო: wccftech.com Oppo Find N2 Flip-ს რაც შეეხება, Samsung Galaxy Z Flip 4-ისა და Moto RAZR 2022-ის ფონზე იგი გვთავაზობს უფრო დიდ, 3.62-დუიმიან გარე დისპლეის (382 × 720 პიქსელი). იგი გამოიყენება სელფისთვის, შეტყობინებების წაკითხვისა და ზოგიერთი პარამეტრის ცვლილებისთვის. შიდა 6.8-დუიმიანი AMOLED პანელის გაფართოებაა 1080 × 2520 პიქსელი და LTPO მატრიცა კადრის განახლების სიხშირის 1-დან 120 ჰერცამდე განახლების შესაძლებლობით. მხარდაჭერილია HDR10+, 97%-იანი DCI-P3, სიკაშკაშის მაჩვენებელია 1600 კდ/მ². კამერების გარე ბლოკში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა 1/1.56-დუიმიანი Sony IMX890 სენსორით და სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი, 112° ხედვის კუთხის მქონე IMX355 სენსორით. შიდა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. გამოსახულების დამუშავებისთვის ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ჩიპი MariSilicon X. ფოტოს წყარო: wccftech.com სმარტფონი მუშაობს Dimensity 9000+ პლატფორმაზე და შემოთავაზებულია სამ კონფიგურაციად: 8/256, 12/256 და 16/512 გბ (LPDDR5/UFS 3.1). ბატარეის მოცულობა შეადგენს 4300 მა/სთ-ს, დამუხტვის სიმძლავრეა 44 ვატი - 34%-იანი დამუხტვა მიიღწევა 10 წუთში, 100%-ზე კი - თითქმის 1 საათში. გარე დისპლეი დაცულია Gorilla Glass 5 მინით. Oppo Find N2 Flip-ის წონაა 191 გრამი, სისქე - 16 მმ დაკეცილ მდგომარეობაში. Oppo-მ განაცხადა, რომ Find N2 Flip მოდელი გამოვა საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთის ფასებია ცნობილი: 6000 იუანი (860$) 8/256 გბ კონფიგურაციისთვის, 6400 იუანი (917$) 12/256 გბ და 7000 იუანი (1100$) - 16/512 გბ მოდელის შემთხვევაში. https://tinyurl.com/fwrtb4ve
  9. ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ კოლეგები გააფრთხილა, რომ კრიპტოზამთარი ჯერ არ დასრულებულა და მომავალი თვეები არ იქნება ადვილი. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. თანამშრომლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში ნათქვამია: ”მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ტურბულენტობის მოლოდინით ჩვენ გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს და გავძლიერდებით მისი გადალახვით“. Zhao-ს თქმით კრიპტო ინდუსტრია ახლა „ისტორიულ მომენტს“ განიცდის. ამავდროულად, Binance-ის ფინანსური სიძლიერე საკმარისია „ნებისმიერი კრიპტოზამთრის გადასატანად“. მან დაამატა, რომ FTX-ის კოლაფსმა „უამრავი დამატებითი მიმოხილვა და რთული კითხვები“ განაპირობა მისი კომპანიის მიმართ. შეგახსენებთ, რომ Binance-დან Stablecoin-ების წმინდა გადინებამ დღეში 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ადრე WSJ-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს გამაფრთხილებელი სიგნალების შესახებ Mazars-ის ანგარიშში Binance-ის Bitcoin-ის რეზერვების შესახებ. https://tinyurl.com/5eyh3szf
  10. მეხსიერებაში გამოთვლის კონცეფციას (in-memory computing) მთელი რიგი უპირატესობები აქვს HPC-სისტემების აწყობისას და კომპანია Samsung-მა ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პრაქტიკაში პირველად სამხრეთკორეულმა გიგანტმა ექსპერიმენტალურ სუპერკომპიტერში ერთად განათავსა თავისი in-memory ჩიპები და AMD Instinct ამაჩქარებლები. Samsung-ის განცხადების თანახმად ამგვარი უერთიერთშეთავსება წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს „მძიმე“ ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისას. ამასთანავე უმჯობესდება ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები. ახალ სისტემაში მოცემულია 96 ამაჩქარებელი AMD Instinct MI100, რომელთაგან თითოეულს აქვს საფირმო HBM-PIM მეხსიერება processing-in-memory ფუნქციით. სისტემის შემადგენლობაში შედის 12 გამომთვლელი ნოუდი თითოეული 8 ამაჩქარებლით. ექვსი ნოუდი დაკავშირებულია InfiniBand კომუტატორებით. გამოყენებულია 16 ლინკი 200 გბ/წმ სიჩქარით. ფოტოების წყარო: Samsung Samsung-ის კლასტერს ვერ ვუწოდებთ რეკორდსმენს, თუმცა მისი შედეგები მეტად იმედისმომცემია: Google-ის მიერ შემუშავებულ ენის მოდელ Text-to-Test Transfer Transformer-ის (T5) სწავლებისას გამომთვლელი მეხსიერების გამოყენებამ სწავლების დრო 2.5-ჯერ შეამცირა, მოხმარებული ენერგია კი - 2.7-ჯერ. ტექნოლოგია ეკოლოგიურად სუფთაა: Samsung-ის განცხადებით HBM-PIM მეხსიერების მქონე ამგვარ კლასტერს შეუძლია წელიწადში 2100 გვტ/სთ-მდე ენერგიის დაზოგვა, რაც ნახშირბადის კვალის თვალსაზრისით ნიშნავს ემისიების შემცირებას იმავე პერიოდში 960 ათასი ტონით. იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგის ათვისებას 10 წელი და 16 მილიონი ხე დასჭირდება. კომპანია დარწმუნებულია მეხსიერების გამოთვლითი ტექნოლოგიის წარმატებაში და უკვე მოამზადა მახასიათებლები SYCL-ის მეშვეობით, რათა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს საშუალება მიეცეთ ისარგებლონ HBM-PIM-ით. Samsung ასევე აქტიურად მუშაობს PNM-ის მსგავს (processing-near-memory) კონცეფციაზე, რომელიც გამოყენებული იქნება CXL მეხსიერების მოდულებში. მოწყობილობა Samsung HBM-PIM Samsung დიდი ხანია მუშაობს PIM და PNM ტექნოლოგიების დანერგვაზე და გასულ წელს Hot Chips 33 კონფერენციაზეც გამოაცხადა, რომ აპირებს ყველა ტიპის მეხსიერების აღჭურვას გამოთვლითი ამაჩქარებლებით - არა მხოლოდ HBM2 / 3-ს, არამედ DDR4. / 5-საც. ამავდროულად, პირველად იქნა დემონსტრირებული HBM-PIM-ის სამუშაო ნიმუში, რომელშიც თითოეულ ჩიპს ჰქონდა ამაჩქარებელი 1.2 Tflops FP16-წარმადობით. ამრიგად, PIM ტექნოლოგიის მქონე პირველმა HPC სისტემამ სრულად დაამტკიცა მეხსიერებაში გამოთვლების კონცეფციის ქმედითუნარიანობა. Samsung აპირებს PIM და PNM ტექნოლოგიების აქტიურად განვითარებას როგორც IT-ინდუსტრიაში, ისე აკადემიურ სფეროში, სუპერკომპიუტერებისა და კლასტერული სისტემების რესურსების მთავარ მომხმარებელში. https://tinyurl.com/2p9nk5nd
  11. მანქანათმშენებელი კომპანიები ცნობილნი არიან ხელსაყრელი ღირებულების საფირმო აქსესუარების რეალიზაციით და Tesla-ც არ არის გამონაკლისი. როგორც უკვე ვიცით, კომპანიამ გამოაცხადა Stream-ის კატალოგიდან თამაშების ხელმისაწვდომობა Model S-ისა და Model X-ის განახლებული ვერსიების მფლობელებისთვის. Tesla-მ ასევე დაიწყო შეკვეთების მიღება ბრენდირებულ 1 ტბ მყარ დისკზე, რომლის ღირებულება ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში 350 აშშ დოლარს შეადგენს. ფოტოს წყარო: Tesla ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გაკეთება, აქსესუარის მიწოდება კი თებერვლიდან დაიწყება. კომპანია აღნიშნავს, რომ მისი მოწყობილობა გათვლილია სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებაზე, ამიტომ უპრობლემოდ უძლებს რადიკალურ ტემპერატურებს, ვიბრაციებსა და დარტყმებს. აუცილებელია მისი მოთავსება სპეციალურ ყუთში. ნაკრებში გათვალისწინებულია USB Type-A (Female) და Type-C (Male) ბორტის მულტიმედია სისტემასთან დაკავშირებისთვის. მყარ დისკზე შესაძლებელია არა მხოლოდ თამაშების, არამედ ბორტის კამერის ჩანაწერების შენახვა, რომლებიც შენახვის რეჟიმში იწერენ ყველაფერს როგორც მანქანის ირგვლივ, ისე სალონში. ამგვარი ჩანაწერები შესაძლოა დიდი მოცულობის იყოს, ამიტომ მყარი დისკის მოცულობა 1 ტერაბაიტს აღწევს. ადრე ავტომობილების მფლობელები Tesla-ს ბორტ-სისტემას გარე მწარმოებლების მყარ დისკებს უკავშირებდნენ, ამჯერად შესაძლებელი გახდა ბრენდირებული მოწყობილობის შეძენა. თუმცა, გარე მწარმოებლის მყარი დისკის შეძენა 100 აშშ დოლარადაა შესაძლებელი, საფირმო კი სამნახევარჯერ ძვირი ღირს. Tesla აღნიშნავს, რომ მისი მყარი დისკი მომხმარებელს სთავაზობს ექსპლუატაციის გაზრდილ რესურსს, მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე კი თამაშებზეა ოპტიმიზებული. Model X და Model S რესტაილინგ ელექტრომობილების მფლობელებს იგი საშუალებას მისცემს შეინახონ Steam Deck-თან თავსებადი თამაშები, რადგანაც ბორტის გასართობი სისტემის მეხსიერების მოცულობა მხოლოდ 16 გბ-ით შემოიფარგლება. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ Tesla-ს მყარი დისკი თავსებადია ბრენდის ყველა ელექტრომობილთან. https://tinyurl.com/27zenma2
  12. სენატორებმა ელიზაბეტ უორენმა და როჯერ უეინ მარშალმა წარადგინეს კანონპროექტი კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების შესახებ. დოკუმენტის თანახმად KYC პროცედურები ვრცელდება საფულეების პროვაიდერებზე, მაინერების ვალიდატორებსა და ქსელის სხვა მონაწილეებზე. ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ ურთიერთქმედება ტრანზაქციების მიქშირების სერვისებთან. „კრიპტო ინდუსტრიამ უნდა დაიცვას საღი აზრის მქონე წესები ბანკების, ბროკერების ან Western Union-ის მსგავსად. ეს საკანონმდებლო ინიციატივა უზრუნველყოფს იმავე სტანდარტების გამოყენებას მსგავს ფინანსურ ტრანზაქციებზე“, - განაცხადა უორენმა. სენატორებმა ფინანსთა სამინისტროს შესთავაზეს გამოიძიოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები ისევე, როგორც მარეგულირებლები მოქმედებენ საბანკო ინსტიტუტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მოსალოდნელია SEC-ისა და CFTC-ის უფლებამოსილების გაფართოება. „2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბანკებს დაეხმარა აშშ-ის ფინანსური სისტემისგან ბოროტმოქმედების მოცილებაში. კრიპტო ბირჟებზე მსგავსი წესების გამოყენება თავიდან აგვარიდებს ციფრული აქტივების გამოყენებას უკანონო აქტივობებში კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შექმნის გარეშე“, - წერს The Block პრეს-რელიზზე დაყრდნობით. სენატორები ასევე მოითხოვენ, რომ FinCEN -მა დაასრულოს იმ ნორმებზე მუშაობა, რომლებიც ბანკებსა და საგადახდო კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშები გადასცენ მარეგულირებლებს და არაკასტოდიალურ საფულეებთან დაკავშირებული კონტრაგენტების და ტრანზაქციების, აგრეთვე სუბსანქცირებული იურისდიქციების მისამართების აღრიცხვა აწარმოონ. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები დაინერგება ოფშორული ციფრული აქტივების ტრანზაქციებზე, რომელთა მოცულობაა 10 ათასი აშშ დოლარი ან მეტი. ასევე შემოთავაზებულია კრიპტო ბანკომატების ოპერატორების იდენტიფიცირება და ფედერალური ორგანოებისთვის დამონტაჟებული მოწყობილობების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აეგახსენებთ, რომ ნოემბერში ელიზაბეტ უორენმა მოითხოვა კრიპტოვალუტების რეგულირების გაძლიერება და პარალელები გაავლო FTX-სა და Lehman Brothers-ს შორის. ადრე სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა კრიპტოვალუტები შეადარა აშშ-ის იპოთეკურ კრიზისს. ივლისში მან მოუწოდა კონგრესს და SEC-ს, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირათ ინდუსტრიის მიმართ Celsius Network-თან და უამრავ სხვა კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.  https://tinyurl.com/mpmw9nn5
  13. დაიწყო AMD Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები და გამოვიდა ახალი ბარათების პირველი საჯარო დრაივერი Adrenalin Edition 22.12.1. როგორც პრეზენტაციებიდან და პირველი მიმოხილვებიდანაა ცნობილი, RDNA 3 არქიტექტურა გვთავაზობს მედიაკონტენტის დამუშავების ორმაგ ბლოკს არამხოლოდ AV1 დეკოდირების, არამედ კოდირების მხარდაჭერით 8K@60FPS რეჟიმამდე. სხვა ფორმატებს შორის დამატებით აღსანიშნავია H.264 მხარდაჭერა ორი მიმართულების კადრებით - B-frames. ეს და სხვა მახასიათებლები აფართოებენ ვიდეო ბარათების გამოყენების შესაძლებლობებს კონტენტის შემქმნელებისა და სტრიმერებისთვის, - განაცხადა AMD-მ. ვიდეო ჩაწერისა და სტრიმინგის პარამეტრების ჩანართი Adrenalin Edition-ში. წყარო: AMD Community საზოგადოებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში AMD საუბრობს ვიდეო ბარათების პროგრამულ უზრუნველყოფა Adrenalin Edition-ის მართვის პანელში არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე, რომლებიც განკუთვნილია ვიდეოსა და ტექსტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კერძოდ ხელმისაწვდომია: გაუმჯობესებული გაფილტვრა (Enhanced Filtering) და კადრების წინასწარი ანალიზის ტექნოლოგია კოდირებამდე მიაღწევს ოპტიმალურ ხარისხს კადრების გაჭედვის გარეშე. მანქანურ სწავლებაზე დამყარებული ადაპტაციური ტექნოლოგია გამოიყენება თამაშის ინტერფეისისა და ტექსტის გადაცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაბალი ბიტრეიტით გადაცემის დროს (გაფართოება 1080p და ნაკლები). კომპანია გვახსენებს, რომ ადრე წარდგენილი ხმის ჩახშობის ტექნოლოგია AMD Noise Suppression, რომელიც მუშაობს შემავალი და გამომავალი მოწყობილობებისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. უამრავ კვლევებზე დაყრდნობით კომპანია აღნიშნავს, რომ AMD Noise Suppression-ს აქვს 4-ჯერ ნაკლები გავლენა თამაშის წარმადობაზე კონკურენტებთან შედარებით, თუმცა მაინც აფიქსირებს საერთო ხარისხის უფრო მაღალ დონეს. ენკოდერ AMD AV1-ის მხარდაჭერა RX 7000  სერიაში დაემატა პოპულარულ აპლიკაცია OBS Studio 29.0-ის ბეტა-ვერსიაში, ფინალური ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბერში მოგვიანებით. https://tinyurl.com/2p9tj8es
  14. ევროკავშირში მეორედ გადადეს ლითიუმის ტოქსიკურ ნივთიერებად აღიარება, საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის იქნა გადატანილი. ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები იმყოფებიან გარემოს დაცვისა და ბიზნესის წარმოების მნიშვნელობების ინტერესებს შორის. ლითიუმის გამკაცრებული გაყიდვები აიძულებს ბიზნესს უფრო ფრთხილად მოეკიდონ ლითიუმს, რაც გაზრდის ხარჯებს და ევროპული წარმოების ბატარეები ბევრად უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ჩინური, კორეული და თუნდაც ამერიკული ლითიუმის ბატარეები. ფოტოს წყარო: Northvolt მთელ მსოფლიოში მოქმედი მწარმოებელი კომპანიები ამჟამად მოხიბლული არიან ინფლაციის შემცირების შესახებ კანონით, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ-ში გაფორმდა. ამ დოკუმენტში რჩება საკამათო და ბოლომდე გაუგებარი ადგილები, მაგრამ ზოგადად იგი იცავს აშშ-ის წარმოებას ყველა საკვანძო პოზიციაზე - რესურსების მოპოვებიდან მაღალი ინტენსივობის ინდუსტრიებამდე. შეღავათებსა და სუბსიდიებს მიიღებენ ისინი, ვინც ან წარმოებას დაიწყებს შეერთებულ შტატებში, ან ჩაერთვება ოფიციალურ მომწოდებელთა რიცხვში. აშშ-ის სტრატეგიულმა მოკავშირეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დარჩებიან უდიდესი წარმოების, ენერგიისა და ფინანსური რესურსების გარეშე. „იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები, როგორიცაა აშშ, აღებენ კარს, ხსნიან ბარიერებს და იყენებენ გადასახადის გადამხდელთა ფულს, რათა სტრატეგიულად მოიზიდონ და ააშენონ ბატარეების მიწოდების ჯაჭვები, ევროპა ბარიერებს უწესებს ამ ბაზრის კომპანიებს, ”- განაცხადა რიჩარდ ტეილორმა, Green Lithium Refining Ltd.-ის დამფუძნებელმა დირექტორმა. ”თუ ევროპაში პირობები არ იქნება მიმზიდველი, კომპანიები არ შეეცდებიან [წარმოების იქ] დამყარებას.” ევროპაში არსებობს დოკუმენტი, რომელიც ნაწილობრივ ასტიმულირებს წარმოების შექმნას იშვიათი მიწიერი ნედლეულის გამოყენებით - ეს არის კანონი კრიტიკული ნედლეულის შესახებ. ლითიუმის, როგორც ტოქსიკური ნივთიერების კლასიფიკაცია გამოიყვანს მას ამ კანონის მოქმედებიდან და არამიმზიდველს გახდის ინვესტიციებისა და წარმოების განვითარებისთვის. უფრო მეტიც, თუნდაც ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - გადამუშავების სფეროში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეეწყოს ლითიუმის ბატარეების უსაფრთხო უტილიზაციის პრაქტიკას ევროკავშირში. შვედური კომპანია Northvolt AB შეიძლება გახდეს ევროპელი ინვესტორების განწყობის მაჩვენებელი ლითიუმის ბატარეების წარმოებასა და დამუშავებაში. კომპანიამ ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. იგი გეგმავს კიდევ რამდენიმე ქარხნის აშენებას და 2026 წლისთვის აკუმულატორების წარმოების 60 გვტ/სთ-მდე მიღწევას წელიწადში, რაც 1 მილიონი ელექტრომობილისთვის სამყოფი ბატარეების ეკვივალენტია. გარდა ამისა, Northvolt აშენებს ობიექტებს გამოყენებული ლითიუმის ბატარეების გადამუშავებისთვის იმ იმედით, რომ ღირებული ნედლეული დაუბრუნდება სამუშაო პროცესს. თუ ლითიუმი ევროკავშირში ტოქსიკურად იქნა აღიარებული, კომპანიას მოუწევს ბევრი რამ შეცვალოს ბიზნესში და წარმოქმნილი გაურკვევლობა ქმნის დაგეგმილი ინვესტიციების შეფერხების ან თუნდაც მათ გაუქმების რისკებს. https://tinyurl.com/y46u655v
  15. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს (BLS) მიერ ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნების ფონზე პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 18 000 აშშ დოლარს. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView წერის მომენტში Bitcoin დაახლოებით 17800 აშშ დოლარად იყიდება, Ethereum – 1300 აშშ დოლარზე მეტად. BLS-ის მონაცემების მიხედვით ნოემბერში აშშ-ში ინფლაცია 0.1%-ით გაიზარდა. წლიურმა CPI-მ მიაღწია 7.1%-ს (7.7% ოქტომბერში) 7.3%-იანი პროგნოზის ნაცვლად. კრიპტო ბაზარი დადებითად გამოეხმაურა BLS-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. CoinGecko-ს თანახმად ციფრული აქტივების მთლიანმა კაპიტალიზაციამ მიაღწია უმაღლეს დონეს - 913 მლრდ აშშ დოლარს, ნოემბრის დასაწყისში FTX-ის კრახის შემდეგ. წყარო: CoinGecko მოვლენას ანალოგიურად გამოეხმაურა ამერიკის საფონდო ბირჟაც. ამ დროისთვის ინდექსი Nasdaq Composite გაიზარდა 2.3%-ით, S&P 500 - 1.8%-ით, ხოლო Dow Jones - 1%-ით. შეგახსენებთ, BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა განაცხადა, რომ Bitcoin-მა ფსკერს მიაღწია, რადგან თითქმის ყველა „უპასუხისმგებლო ორგანიზაციას“ ამოეწურა გასაყიდი BTC. მანამდე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა გაიმეორა თავისი პროგნოზი, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. https://tinyurl.com/54ktwfpj
  16. NotebookCheck-ის ინფორმაციით კომპანია MSI გეგმავს Titan GT77 გეიმინგ ლეპტოპის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას - მისი მოდიფიკაციები დამყარებული იქნება CPU Intel Raptor Lake-HX-სა და NVIDIA GeForce RTX 4000 მობილურ ვიდეო ბარათებზე, რომლის ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში დაგეგმილ ღონისძიება CES 2023-ზე. ცნობილია, რომ ახალ Titan GT77-ს ექნება 17.3-დუიმიანი 4K დისპლეი 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 3 მილიწამი რეაგირების დროით. ეკრანის დამატებით უპირატესობად შეიძლება აღინიშნოს სერტიფიკაცია DisplayHDR1000 და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. შესაბამისად, sRGB 100%-ზე მეტი იქნება. ცნობილია, რომ ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციებში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Intel Core i9 Raptor Lake. სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია გაგრილების მოწინავე სისტემა - მასში მოცემული იქნება ოთხი ქულერი, დიდი რადიატორი და რვა სითბური მილი. CPU-სა და GPU-ის ჯამური TDP-ის დონე 250 ვატს მიაღწევს. ინსაიდერების ცნობით ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, მოწყობილობაში მხარდაჭერილი ექნება Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3, მექანიკური კლავიატურა Cherry MX გადამრთველებით და აუდიო სისტემა Dynaudio, რომელიც წარმოდგენილი იქნება ორი დინამიკითა და საბვუფერით. https://tinyurl.com/3e9tved3
  17. გასული წლის გაზაფხულიდან Tesla-ს ფლაგმანური ელექტრომობილები აღჭურვილია გასართობი ბორტ-სისტემით RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 23-ის ბაზაზე, რაც მათ შესაძლებლობებით გეიმინგ კონსოლების ამჟამინდელ თაობასთან აახლოებს. მიმდინარე კვირაში Tesla-მ დანერგა აპლიკაციების მაღაზია Steam-ის მხარდაჭერა, რაც განახლებული Model X-ისა და Model S-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ კატალოგში არსებულ ათასობით თამაშზე. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს არხზე მოცემულ სადემონსტრაციო ვიდეოში მაგალითის სახით მოყვანილია Cyberpunk 2077-ის თამაშის შესაძლებლობა უსადენო კონტროლერების გამოყენებით. რადგანაც Model X და Model S ელექტრომობილებს ორი დისპლეი აქვთ, რომელთაგან ერთი განთავსებულია ცენტრალურ კონსოლში უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრების ფეხებთან, თამაში ორივე რიგში მსხდომებს შეუძლიათ. Steam-ის კატალოგთან მუშაობისთვის Tesla-ს გასართობ სისტემას სჭირდება 16 გბ მეხსიერება და ფუნქცია Premium Connectivity. უკვე მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. რეალიზებულია Steam-ის ქლაუდ სერვისთან სინქრონიზაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თამაშში მიღწეული პროგრესი და შემდეგ იმავე მომენტიდან განაგრძოს თამაში სხვა მოწყობილობებიდან. პარალელურად Tesla-ს ბორტ-კომპიუტერებმა მიიღო Apple Music-ისა და ვიდეოკონფერენციის აპლიკაცია Zoom-ის მხარდაჭერა. ყველა ელექტრომობილმა განახლების შედეგად მიიღო კლიმატური მოწყობილობის „ძაღლის რეჟიმის“ მხარდაჭერა, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს შინაური ცხოველი მანქანაში დატოვოს მაღაზიაში ვიზიტისას, ცენტრალურ დისპლეიზე აისახება დაწესებული ტემპერატურა და მის დანახვას შეძლებენ გამვლელები. უშუალოდ ავტომანქანის მფლობელი კი შეძლებს მანქანის სალონისთვის თვალყურის დევნებას სალონში არსებული კამერის მეშვეობით. ადრე ამერიკელმა მარეგულირებლემა Tesla-სგან მოითხოვეს გეიმინგ რეჟიმის დაბლოკვა ტრანსპორტის მოძრაობისას, ამიტომ Steam-ის აპლიკაციიდან თამაშების გაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უმოძრაო ელექტრომობილში. თამაშები ამ ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის ადრეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მათი ჩამონათვალი შეზღუდული იყო და ამჟამად Steam-ის ინტეგრაცია გართობის მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. https://tinyurl.com/ycku2c6r
  18. Coinbase-მა Bitcoin-ბირჟის საცალო მომხმარებლებისთვის აამოქმედა Tether-დან (USDT) USD Coin-ზე (USDC) „სანდო და სტაბილური“ კონვერტაციის კამპანია. პლატფორმა გაანულებს კონვერტაციის საკომისიოს. შესაბამისი ფუნქცია ხელმისაწვდომია პლატფორმის როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ ვერსიებში. „ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენებმა გამოცდის წინაშე დააყენა ზოგიერთი Stablecoin. ჩვენ გავხდით ხარისხისკენ სწრაფვის მოწმენი“ - ნათქვამია შეტყობინებაში. Terra-ს ეკოსისტემის და FTX ბირჟის კოლაფსით გამოწვეული ბაზრის ტურბულენტობის ფონზე 12 მაისსა და 10 ნოემბერს დაფიქსირდა აშშ დოლარის მიმართ USDT-ის მიჯაჭვულობის მოკლევადიანი გადახრები. იმ დროს ფასდაკლებამ შესაბამისად 2.3 და 4.4 ცენტს მიაღწია. ბირჟის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სტაბილურობასა და ნდობას ამჟამად უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლებისთვის. ისინი მიიღწევა Stablecoin-ების რეზერვების უზრუნველყოფის ნდობით. USDC 100%-ითაა უზრუნველყოფილი ნაღდი ფულითა და აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებით, რომლებიც აშშ-ის რეგულირებად ფინანსურ დაწესებულებებში ინახება, ნათქვამია შეტყობინებაში. Coinbase, Circle-თან ერთად, ცენტრის კონსორციუმის მეშვეობით არის stablecoin-ის ემიტენტი. 42.8 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალიზაციის მქონე USDC Coin Stablecoin-ების კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს Tether-ის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაცია 65.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს CoinGecko-ს თანახმად. ვაჭრობის დღიური მოცულობა შეადგენს 1.96 და 28 მლრდ აშშ დოლარს, შესაბამისად. ადრე The Wall Street Journal-მა მიუთითა Tether-ის დაკრედიტების მზარდ მოცულობაზე USDT-ში შესაბამისი ინფორმაციის სათანადო გამჟღავნების გარეშე. Stablecoin-ის ემიტენტმა სტატიას "თვალთმაქცობა" უწოდა. აგვისტოში გამოცემამ ანალოგიური სტატია გამოაქვეყნა. მისი ავტორები ამტკიცებდნენ USDT-ის „ტექნიკურ გადახდისუუნარობას“ აქტივების ღირებულების 0.3%-ით შემცირების ფონზე. 19 აგვისტოს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე აუდიტორმა BDO Italia-მ დაადასტურა Stablecoin-ის უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის თანახმად ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა გამოძიება Tether-ის აღმასრულებლების მიერ განხორციელებული შესაძლო საბანკო თაღლითობის შესახებ. სექტემბერში USDC-ის, USDP-ისა და TUSD-ის BUSD-ში კონვერტაციის ინიციატივით გამოვიდა BUSD-ის ემიტენტი ბირჟა Binance. პლატფორმის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალში შესაძლოა შეცვალონ Stablecoin-ების სია, რომლებიც ექვემდებარება ავტომატურ კონვერტაციას. https://tinyurl.com/24ykkvxb
  19. გამოქვეყნდა ახალი AMD Radeon RX 7900 XT და Radeon RX 7900 XTX ვიდეო ბარათების ოფიციალური მიმოხილვები, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად გაართვა თავი AMD-მ ანონსის დროს დასახულ ამოცანებს. RDNA3-ის შედარება Ada Lovelace-თან ღირს მხოლოდ 4K გაფართოების პირობებში (რეითრეისინგით და მის გარეშე), რადგანაც ისინი ორიენტირებულია კონკრეტულად ბაზრის პრემიალურ სეგმენტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, AMD-ს ორივე ახალი ვიდეო ბარათი კონკურენციით ახლოსაც ვერ მიდის ფლაგმანურ RTX 4090-თან (სარეკომენდაციო ფასი 1600 აშშ დოლარი). თუმცა, რეითრეისინგის გარეშე თამაშების უმეტესობაში AMD-ის ფლაგმანი RX 7900 XTX (სარეკომენდაციო ფასი 1000 აშშ დოლარი) აღემატება RTX 4080-ს (სარეკომენდაციო ფასი 1200 აშშ დოლარი), რაც გეიმერებისთვის აღმოჩენაა. ზოგიერთ თამაშში AMD-ის ჩიპი კონკურენტზე 20%-მდე სწრაფია, თუმცა რეითრეისინგის ჩართვისას სიტუაცია რადიკალურად იცვლება: RX 7900 XTX კონკურენტს წარმადობით საშუალოდ 12-15%-ით ჩამორჩება. AMD-ის ამაჩქარებლების ენერგომოხმარება და გაცხელების დონე ტრადიციულად ოდნავ მაღალია - დაახლოებით 10%-ით. ფასს რაც შეეხება, ფლაგმანური RX 7900 XTX 10%-ით ძვირი და 20%-ით მძლავრია RX 7900 XT-სთან შედარებით. AMD-ის უმცროსი ჩიპი გეიმინგში RTX 3090 Ti-ს დონეზე იმყოფება. ამრიგად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას - მიუხედავად იმისა, რომ RTX 4080 უკეთესად მუშაობს რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში, გეიმერების უმეტესობისთვის AMD-ის ბარათი მაინც უფრო მომგებიანია: იგი 200 აშშ დოლარით იაფია და ოდნავ უფრო ძლიერი. https://tinyurl.com/2s4z2tyf
  20. კომპანია HP ემზადება რამდენი ახალ გეიმინგ ლეპტოპ Omen-ის გამოსაშვებად სხვადასხვა კონფიგურაციაში. ახალი ლეპტოპები გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული საცალო სავაჭრო პლატფორმის მონაცემთა ბაზაში. ეს ლეპტოპები დამყარებულია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 40 სერიის მობილური ვიდეო ბარათები. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთ მოდელში მოცემული იქნება მობილური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მომავალ წელს კომპანია გამოუშვებს HP Omen ლეპტოპების მინიმუმ ექვს მოდელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგ კონფიგურაციებში: Omen CM2007NQ/CM2005NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4060 8 გბ; Omen CM2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4070 8 გბ; Omen CK2007NQ/CK2004NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4080 12 გბ; Omen CK2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4090 16 გბ. როგორც ვხედავთ, ყველა ახალ ლეპტოპში მოცემული იქნება პროცესორი Core i7-13700HX. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ ჩიპს ექნება 16 ფიზიკური ბირთვი (8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური, 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის დიდი ბირთვები შეძლებს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us ხმების იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებს GeForce RTX 40-სერიის მობილური ვიდეო ბარათების გამოშვებას, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. უახლესი არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა სამომავლო მობილური ვიდეო ბარათების დასახელებები, აგრეთვე მათი ვიდეომეხსიერების მოცულობა. მოდელ GeForce RTX 4090-ს ექნება 16 გბ მეხსიერება, მობილურ GeForce RTX 4080-ს - 12 გბ, GeForce RTX 4070 და GeForce RTX 4060 მოდელებს - 8 გბ. დიდი ალბათობით, NVIDIA ასევე გამოუშვებს უმცროს მოდელ GeForce RTX 4050-ს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მომავალი მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მობილურ GeForce RTX 4090-ს საფუძვლად დაედება გრაფიკულ პროცესორ AD103-ის custom ვერსია. ვიდეო ბარათების უფროსი მოდელების ენერგომოხმარება სავარაუდოდ 175 ვატი იქნება, თუმცა მაქსიმალური TDP შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ტექნოლოგია Dynamic Boost-ის ხარჯზე, რომელიც კვების რესურსებს ანაწილებს პროცესორსა და ვიდეო ბარათს შორის გაგრილების სისტემისა და წარმადობის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz უახლესი ინფორმაციით GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათების წარდგენა შესაძლოა 3 იანვარს შედგეს. იმავე დღეს Intel-ი სავარაუდოდ წარადგენს Raptor Lake-H/HX მობილურ პროცესორებს. https://tinyurl.com/2s3zzjff
  21. კრიპტო ბირჟა Binance-მა შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალიური მოძრაობის გამო“. „ჩვენთვის ცნობილია ფასების ანომალიური მოძრაობის შესახებ Binance-ზე ზოგიერთ სავაჭრო წყვილში, მათ შორის აქტივებში, როგორიცაა SUN, ARDR, OSMO, FUN და GLM. [...] ეს აქტივობა არ არის დაკავშირებული ანგარიშების გატეხვასთან ან API გასაღებების მოპარვასთან; თანხები უსაფრთხოდაა“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. როგორც ჩანს, საუბარია 10 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად, Cosmo (OSMO) კოტირებები Binance-ზე გარკვეულ მომენტში გაიზარდა 460%-ით, შემდეგ კი დაეცა თითქმის წინა დონემდე. მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა სხვა ხსენებულ აქტივებშიც. GLM/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView OSMO/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კრიპტო ბირჟის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს თქმით, გამოძიების დროს კომპანიამ დაადგინა, რომ ფასების არანორმალური რყევები დაკავშირებულია „ბაზრის ქცევასთან“. მან დაამატა, რომ Binance-მა დროებით დაბლოკა თანხის გატანის შესაძლებლობა იმ ანგარიშებიდან, რომლებმაც „მიიღეს მოგება“ რელევანტური ტრანზაქციების შედეგად. „ჩვენ ვიცით პლატფორმის მხრიდან მეტისმეტი ჩარევის კონცეფციის, „მეტისმეტი ცენტრალიზებული“ შეტევების შესახებ და ა.შ. არსებობს ბალანსი, რა დოზით უნდა ჩავერიოთ. ზოგჯერ მსგავსი რამ აუცილებელია ტავისუფალ ბაზარზე და ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“ - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში Binance-მა ფონდ SAFU-ს მოცულობა 1 მლრდ აშშ დოლარამდე გააფართოვა. https://tinyurl.com/3jyjskyt
  22. საბაზისო Xiaomi 13-ის გარდა ოფიციალურად იქნა წარდგენილი ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi 13 Pro. მასში გამოყენებულია იგივე აპარატული პლატფორმა, რაც საბაზისო მოდელში, თუმცა აქვს უფრო დიდი ეკრანი, მოწინავე კამერა და მხარდაჭერილია უფრო სწრაფი დამუხტვა. Xiaomi 13 Pro-ს აქვს 6.73-დუიმიანი დისპლეი Samsung AMOLED E6 პანელით, გაფართოება 3200 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების დინამიური სიხშირე 1-დან 120 ჰერცამდე. ეს ეკრანი გამოირჩევა სიკაშკაშის მაღალი, 1200 კდ/მ2 მახასიათებლით, მაქსიმალურმა სიკაშკაშემ კი შესაძლოა 1900 კდ/მ2-ს მიაღწიოს. ეკრანზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები HLG, HDR10+ და Dolby Vision, დაზიანებისგან კი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. სმარტფონი აგებულია უახლეს ერთკრისტალიან პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2-ზე ისევე, როგორც სტანდარტული Xiaomi 13. თუმცა გასაკვირი ის არის, რომ Xiaomi 13 Pro-ს გაგრილებაზე პასუხისმგებელია 3400 მმ2 ფართობის მქონე კამერა, რაც 1200 მმ2-ით ნაკლებია საბაზისო მოდელთან შედარებით. მოდიფიკაციების შესაბამისად სმარტფონს აქვს 8 ან 12 გბ LPDDR5X-8533 ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 ან 512 გბ UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება სიჩქარით 3.5 გბ/წმ-მდე. ზომის გარდა Pro-ვერსიის განმასხვავებელი მახასიათებელია კამერები. უკანა პანელზე განთავსდა სამი მოდული. მთავარი კამერა აგებულია 50-მეგაპიქსელიან Sony IMX989 სენსორზე, დიაგონალი შეადგენს 1 დუიმს, პიქსელების ზომა - 1.6 მიკრომეტრს - მსგავსი სენსორია გამოყენებული Xiaomi 12S Ultra-ში. უკანაზე პანელზე ასევე მოცემულია Leica-ს ოპტიკა f/1.9 დიაფრაგმითა და Hyper OIS ოპტიკური სტაბილიზაციით. მნიშვნელოვანი განახლება შეეხო ტელეფოტო მოდულს: იგი აგებულია გამოსახულების 50-მეგაპიქსელიან სენსორზე, აქვს ობიექტივი Leica Floating Lens დიაფრაგმით f/2.0 და სამმაგი ოპტიკური ზუმი. საინტერესოა ის, რომ მინიმალური ფოკუსური დაშორება მხოლოდ 10 სმ-ს შეადგენს. მესამე მოდულია ფართოკუთხიანი კამერა, რომელიც ასევე 50-მეგაპიქსელიანია და აქვს 14 მმ ოპტიკა f/2.2 ფოტოძალით. Xiaomi 13 Pro-ს აქვს 4820 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელზეც საფირმო ჩიპ Surge G1-ის წყალობით მხარდაჭერილია 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბოლო მათგანს ასევე შეუძლია სხვა გაჯეტების დამუხტვა 10 ვატამდე სიმძლავრით. ხელმისაწვდომია Dolby Atmos სტერეოდინამიკები Dolby Head მხარდაჭერით, ასევე ინფრაწითელი მოდული. Xiaomi 13 Pro დამზადებულია ალუმინისა და კერამიკისგან და ხელმისაწვდომია შავ, მწვანე და თეთრ ფერებში. ასევე გამოვა ვერსია ღია ცისფერ ფერში, რომლის უკანა პანელი დამზადებული იქნება „ნანოტყავისგან“ და მტვრისგან დაცული იქნება სპეციალური საფარით. მოწყობილობა მტვრისა და წყლისგან დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით Xiaomi-მ სიახლე მხოლოდ შიდა ჩინეთის ბაზრისთვის წარადგინა, სადაც სმარტფონები გაყიდვაში 14 დეკემბრიდან გამოვა. ჩინეთის ფასები ასე გამოიყურება: Xiaomi 13 Pro 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერებით - 4999 იუანი (დაახლოებით 718$), Xiaomi 13 Pro 8/256 გბ - 5399 იუანი (დაახლოებით $776), Xiaomi 13 Pro 12/256 გბ - 5799 იუანი (დაახლოებით 833$), Xiaomi 13 Pro 12/512 გბ - 6299 იუანი (დაახლოებით 905$). https://tinyurl.com/5n96fff4
  23. კომპანია PowerColor-მა წარადგინა ვიდეო ბარათები Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT საფირმო შესრულებით Red Devil. ბარათებს აქვთ სამქულერიანი გაგრილების მასიური სისტემა. ფოტოს წყარო: PowerColor წარმოდგენილი ბარათების უნიკალური, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად უსარგებლო მახასიათებელია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტის უჩვეულო დიზაინის მქონე მოსახსნელი თავსახური. თავად ფირფიტისგან განსხვავებით იგი დამზადებულია არა ლითონის, არამედ პლასტმასისგან, ამიტომ არ გააჩნია რაიმე დამატებითი გაგრილების უნარი, არამედ აქვს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია და აღჭურვილია RGB განათებით. კომპანიას არ გაუზიარებია Radeon RX 7900 XTX Red Devil და RX 7900 XT Red Devil ვიდეო ბართების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები. მხოლოდ ის აღინიშნა, რომ ბარათებში გამოყენებული 14-ფენიანი ტექსტოლიტისგან დამზადებული PCB ისევე, როგორც ადრე წარმოდგენილ Hellhound დიზაინის Radeon RX 7900 XTX-სა და RX 7900 XT-ში. Red Devil განსხვავდება მხოლოდ 21-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. Hellhound მოდელებში იგი 20-ფაზიანია. კომპანიამ ასევე გააძლიერა Red Devil ვიდეო ბარათების დიზაინი ლითონის გვერდითა ფირფიტით, რომელიც დამატებით იცავს ამაჩქარებლებს PCIe სლოტში ჩავარდნისაგან. ორივე ვიდეო ბარათს აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის და ორმაგი BIOS სისტემის მხარდაჭერა. Red Devil დიზაინის მქონე ვიდეო ბარათების ყველა მოდელის დამახასიათებელი თვისებაა წითელი განათება - მწარმოებელს ამ ტრადიციისგან არ გადაუხვევია. https://tinyurl.com/2vctzh2z
  24. SEC-მა საჯარო კომპანიებს მოსთხოვა ინვესტორებს გაუზიარონ ინფორმაცია ბიზნესის რისკების ან კრიპტოვალუტების ბაზარზე ტურბულენტობის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ. სააგენტომ ეს ნაბიჯი ინდუსტრიის მონაწილეთა ბოლოდროინდელი გაკოტრებისგან გამოწვეული შეშფოთებით ახსნა. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის შესაბამისად კომპანიებს უნდა ჰქონეთ ვალდებულება ისეთი ინფორმაციის გაზიარების შესახებ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ბიზნესზე გავლენის მქონე მოვლენებთან“ - ნათქვამია დოკუმენტში. კომპანიებს სთხოვენ უპასუხონ, შეექმნათ თუ არა რაიმე რისკი მათ ბიზნესს „კრიპტო აქტივების დაფარვის ან გატანის შეჩერების გამო“. SEC-მა განმარტა, რომ წერილებში გამოგზავნილი კითხვები არ არის „ამომწურავი“ და რომ კომპანიებმა დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ საკუთარი რისკები და საფრთხეები. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში SEC-მა სხვა მარეგულირებელებთან ერთად დაიწყო გაკოტრებული FTX-ის ურთიერთობის შესწავლა მის ამერიკულ ქვეგანყოფილებასა და Alameda Research-თან. კრიპტო ბირჟის დაშლამ ზარალი მიაყენა გარე კომპანიებს, რომლებიც ურთიერთობდნენ FTX-თან. ზოგიერთ მათგანს მუშაობა მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებული აქვს. https://tinyurl.com/452r2m3u
  25. Raptor Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ანონსის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აპირებს კიდევ ერთი ფლაგმანური პროცესორის გამოშვებას, რომელიც ქარხნულად 6 გჰც-მდე იქნება აჩქარებული. კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია ამ მოდელის დასახელება, თუმცა ცხადია, რომ საუბარი ეხებოდა Core i9-13900KS-ს. Intel-ის ჩიპების შესახებ გავრცელებულმა ხმებმა დაადასტურა ეს ვარაუდი და ამასთანავე ცნობილი გახდა სამომავლო CPU-ის სრული მახასიათებლები. ფოტოს წყარო: VideoCardz Core i9-13900KS - ეს გახლავთ 24-ბირთვიანი პროცესორი, რომლის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი. მხარდაჭერილია 32 ნაკადი. ტექნოლოგია Turbo Boost Max 3.0 მის 1-2 ყველაზე მაღალი წარმადობის ბირთვს 5.8 გჰც-მდე ავტომატურად აჩქარების საშუალებას აძლევს. დამატებით 200 მჰც ავტომატურ აჩქარებას აღნიშნულ 6 გჰც-მდე უზრუნველყოფს ტექნოლოგია Thermal Velocity Boost. Core i9-13900KS-ის დიდი ბირთვების საბაზისო ტაქტის სიხშირე ასევე 200 მჰც-ით მეტია ჩვეულებრივ Core i9-13900K-სთან შედარებით და 3.2 გჰც-ს შეადგენს. ამასთან, KS-ვერსიის ენერგოეფექტური ბირთვები კვლავ ამჟამინდელ დიაპაზონში - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე მუშაობენ. ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro Core i9-13900KS-ის ნომინალური ენერგომოხმარება გაიზარდა 125-დან 150 ვატამდე, თუმცა მაქსიმალური მოხმარება არ შეცვლილა და 253 ვატს შეადგენს. ჩიპზე მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერების იგივე სტანდარტები, რაც Raptor Lake პროცესორის ყველა სხვა მოდელზე - DDR4-3200 და DDR5-5600. ასევე გაზიარდა Core i9-13900KS-ის წარმადობის მონაცემები Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტში. პროცესორი გაიტესტა სისტემის შემადგენლობაში, რომელშიც მოცემული იყო დედა დაფა ASUS ROG Z790 Maximus Hero და 32 გბ DDR5-7200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. ფოტოს წყარო: Geekbench Geekbench-ის სამი ტესტიდან მიღებული დეტალური ტელემეტრიული მონაცემები მიუთითებს, რომ Core i9-13900KS ავტომატურად აჩქარდა რამდენიმე ბირთვზე 5893 მჰც-მდე, თუმცა მისი საშუალო ტაქტის სიხშირე 5867 მჰც-ს შეადგენდა. ფოტოს წყარო: Geekbench ერთბირთვიანი წარმადობის ტესტში პროცესორმა დააფიქსირა 2319 ქულა, მრავალბირთვიანი წარმადობის ტესტში კი - 26774 ქულა. ამრიგად, მისი ერთბირთვიანი წარმადობა საშუალოდ 10%-ით აღემატება წინამორბედ Core i9-12900KS-ის (Alder Lake) მაჩვენებელს, მრავალბირთვიანი კი 39%-ით. ფოტოს წყარო: Geekbench ფოტოს წყარო: VideoCardz მოსალოდნელია, რომ Core i9-13900KS-ის ოფიციალური წარდგენა შედგება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES 2023-ზე. გაყიდვაში კი მომავალი წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. https://tinyurl.com/46kcrjpk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.