Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5935
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. NVIDIA-ს ჯერ არ გამოუშვია და არც დაუანონსებია GeForce RTX 4070. ამჟამად დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვიდეო ბარათების ხაზი წარმოდგენილია შემდეგი მოდელებით: GeForce RTX 4090 (AD102-300-A1), GeForce RTX 4080 16 გბ (AD103-300-A1) და GeForce RTX 4070 Ti (AD104-400-A1). კომპანია თავდაპირველად გეგმავდა შემოეთავაზებინა მოდელი GeForce RTX 4080 ნაკლები (12 გბ) ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით, თუმცა საბოლოოს იგი გარდაიქმნა GeForce RTX 4070 Ti-დ. თუ MEGAsizeGPU-ის (@Zed_Wang) მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტო რეალურია, გამოდის, რომ GeForce RTX 4070-ს ექნება Ti მოდელებში განთავსებულ გრაფიკულ პროცესორ AD104 Ada Lovelace-ის შემცირებული ვერსია. ქვემოთ მოცემულია ორი ვიდეო ბარათის მახასიათებლების შედარება: GeForce RTX 4070 Ti: 7680 CUDA ბირთვი, 2310 მჰც საბაზისო სიხშირე, 2610 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, 800$ საცალო ფასი; GeForce RTX 4070: 5888 CUDA ბირთვი, 1920 მჰც საბაზისო სიხშირე, 2475 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, საცალო ფასი უცნობია. თუ ეს მახასიათებლები აქტუალურია, მოსალოდნელია CUDA ბირთვების რიცხვის 23.3%-ით შემცირება და უფრო დაბალი ტაქტის სიხშირეები. GeForce RTX 4070 Ti უზრუნველყოფს 40 Tflops გრაფიკულ წარმადობას, ჩვეულებრივი GeForce RTX 4070 მუშაობს 29 Tflops-ზე. რაც არ შეცვლილა, ეს არის მეხსიერების კონფიგურაცია. როგორც სტანდარტულ, ისე Ti ვერსიას ექნება 12 გბ GDDR6X მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 504 გბ/წმ სიჩქარეს. ასევე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი იქნება AD104-250 GPU-ის ორი ვერსია: ერთი - ეტალონური ვიდეო ბარათებისთვის (PG141-SKU343), მეორე კი Founders Edition მოდელებისთვის (PG141-SKU344). გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთ ეტალონურ მოდელში (PG141-SKU345) წარმოდგენილი იქნება ვარიანტი AD104-251-A1, ე.ი. გამოვა ჯამში სამი SKU. @hkepcmedia-ს თანახმად 250 ვერსიისთვის საჭირო იქნება ძაბვის შედარების წრე, 251 ვერსიისთვის - არა. არაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4070 საცალო ვაჭრობაში აპრილში გამოვა. სავარაუდოდ, შესაბამის განცხადებას NVIDIA გააკეთებს ღონისძიება GTC-ზე 20-23 მარტს. https://tinyurl.com/457bt64a
  2. კომპანია Meta, რომელიც ქმნის და აწარმოებს ვირტუალური და შერეული რეალობის ჰედსეტებს, აპირებს ითანამშრომლოს სამხრეთკორეულ SK hynix-სა და LG Display-თან Micro-OLED დისპლეების წარმოების მიზნით, აცხადებს The Elec. LG Display არის OLED პანელების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი Samsung-თან ერთად. ფოტოს წყარო: SK hynix LG Display-მ ცოტა ხნის წინ შეთანხმება დადო მეხსიერების ჩიპებისა და სხვა ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელ SK hynix-თან Micro-OLED დისპლეების ერთობლივი შემუშავება-წარმოების მიმართულებით. LG-ს Meta-სთან ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა კიდევ უფრო ადრე, მალე კი სოციალური ქსელის გიგანტთან ამავე ხელშეკრულებას დადებს SK hynix. ახალი ალიანსი განიხილავს Meta-სთვის ახალი ეკრანის შექმნას სილიკონზე, SK hynix უშუალოდ გამოუშვებს სილიკონის ფირფიტებს, LG Display-ს კი დაეკისრება ფინალური სამუშაო - ფირფიტაზე OLED-ელემენტების დატანება და მოჭრა საჭირო ზომებზე. Micro-OLED - ეს არის OLED პანელები, რომლებშიც გამოყენებულია სილიკონის ფირფიტები მინის ან პლასტმასის ნაცვლად და უზრუნველყოფენ ულტრამაღალ გაფართოებას, რისი წყალობით ამ ტიპის დისპლეები ოპტიმალურია შერეული რეალობის ჰედსეტებში გამოყენებისთვის. შესაძლებელია უფრო თხელი და კომპაქტური დისპლეების შექმნა, ამასთან უზრუნველყოფილია უკიდურესად მაღალი გაფართოება - ამიტომ აპირებს Meta ასეთი ეკრანების გამოყენებას შერეული რეალობის ჰედსეტებში. IT გიგანტს არ აქვს საკუთარი საწარმო, ამიტომ სჭირდება სამხრეთკორეელი პარტნიორების დახმარება. ცნობილია, რომ LG Display-ს აქვს საკუთარი საწარმოო სიმძლავრე ტრადიციული პანელების გამოშვებისთვის, მაგრამ არ აწარმოებს სილიკონის ფირფიტებს, ამიტომ გახდა საჭირო SK hynix-თან თანამშრომლობა. SK hynix გეგმავს სამხრეთ კორეაში არსებული M10 ხაზის გამოყენებას, რომელიც ქვეყანაში მისი მთავარი საწარმოო ჰაბია. ადრე M10-იდან გამოდიოდა მხოლოდ DRAM-მოდულები, თუმცა ამჟამად იწარმოება CMOS-მატრიცებიც კამერებისთვის. ამავე რეგიონში ასევე არის M14 და M16 საწარმოო ხაზებიც, რომლებიც ასევე DRAM-ს უშვებენ. M10-ს შეუძლია თვეში 100 ათასი 12-დუიმიანი ფირფიტის წარმოება. The Elec-ის წყაროს მონაცემებით უახლოეს წლებში კომპანია გეგმავს ამ ხაზზე აწარმოოს 30 ათასი Micro-OLED ფირფიტა 28-45-ნანომეტრიანი ტექნოლოგიების გამოყენებით. https://tinyurl.com/3kw79d8c
  3. საინვესტიციო კრიპტო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 4-დან 10 თებერვლამდე 7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა კვირაში 23 მლნ აშშ დოლარის შემოდინებასთან შედარებით. ასეთი შეფასებები გაკეთდა CoinShares-ის ანალიტიკოსების მიერ. წყარო: CoinShares ”მაკროეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ […] ზოგიერთი ინვესტორი შეშფოთდა ფედერაური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების დამატებითი ზრდის პერსპექტივით,” - განმარტეს სპეციალისტებმა. ტრადიციულ Bitcoin-ფონდებზე შეინიშნება 10.9 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადინება, ერთი კვირის წინ მაჩვენებელი 68.5 მლნ აშშ დოლარი იყო. სტრუქტურებიდან, რომლებიც პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის შესაძლებლობას იძლევიან, გაიტანეს 3.5 მლნ აშშ დოლარი (წინა საანგარიშო პერიოდში ჩადებულ იქნა 8.2 მლნ აშშ დოლარი). სხვადასხვა Altcoin-ზე დამყარებული პროდუქტებიდან გადინებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი დინამიკა ზედიზედ მეთერთმეტე კვირაა გრძელდება. Bottom of Form Altcoin-ებზე შეინიშნებოდა თანხების შემოდინება. Ethereum-ის ბაზაზე არსებულმა პროდუქტებმა მოიზიდა 5.1 მლნ აშშ დოლარი, Cosmos-მა - 1.8 მლნ, Solana-მ - 0.8 მლნ, Polygon-მა - 0.4 მლნ აშშ დოლარი. წყარო: CoinShares შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის დღიურ გრაფიკზე მოძრავი საშუალო მაჩვენებლები ქმნიდა „ოქროს ჯვრის“ კომბინაციას, რაც დადებითი ტენდენციის საწინდარია. მანამდე Glassnode-მა განაცხადა, რომ ახლა დათვურიდან ხარულ ბაზარზე გარდამავალი ეტაპია. https://tinyurl.com/bdfkuuyy
  4. Youtube-არხ Zhongzheng Evaluation-ზე გამოჩნდა მობილურ ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 4060-ის ერთ-ერთი პირველი მიმოხილვა. ოფიციალურად, მსგავსი გრაფიკული ამაჩქარებლების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 22 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. ბლოგერმა შეძლო ლეპტოპ Thunderbolt Zero-ს მოპოვება, რომელშიც წარმოდგენილია CPU Core i9-13900HX და მობილური GPU RTX 4060. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების ლიმიტი და სითბოს გამოყოფა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი - 140 ვატი აღმოჩნდა. მობილური RTX 4060-ის მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორისაა 3072 CUDA ბირთვი 2370 მჰც-მდე სიხშირით და 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. 3DMark TimeSpy ტესტში მოდელილ აფიქსირებს 10360 ქულას, რაც 20%-თ მეტია დესკტოპ RTX 3060-თან შედარებით. მსგავსი შედეგები შეინიშნება FullHD გაფართოების თამაშებში, მაგალითად Assassin’s Creed-ისა და Tomb Raider-ის ბოლო ნაწილებში. QuadHD-ზე მობილური RTX 4060 დაახლოებით მობილური RTX 3070 Ti-ს დონეზეა. დიდი ალბათობით, ახალი ვიდეო ბარათის გამოყენების ოპტიმალური სცენარია FullHD გაფართოება გრაფიკის მაღალ ან მაქსიმალურ პარამეტრებზე რეითრეისინგის გარეშე ან მასთან ერთად, თუმცა DLSS/DLSS FG-ით. https://tinyurl.com/yh5ce7x8
  5. პორტალ Green Smartphones-მა ცნობილ ქსელურ ინფორმატორ OnLeaks-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ახალ ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 V-ის არაოფიციალური რენდერები. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მოდელი ძალიან ჰგავს წინა ვერსიის ვარიანტს. ფოტოს წყარო: OnLeaks/GreenSmartphone როგორც პორტალი Green Smartphones გვაცნობებს, Xperia 1 V-ს ექნება: დისპლეი - ბრტყელი, 6.5-დუიმიანი; უკანა კამერა - 12 მპ (ძირითადი), 48 მპ (ფართოკუთხიანი), 13 მპ (ტელეობიექტივი); ფრონტალური კამერა - 12 მპ; ბატარეა - 5000 მა/სთ (დაუდასტურებელია); ჩიპსეტი - Snapdragon 8 Gen 2 (დაუდასტურებელია); ოპერატიული მეხსიერება - 16 გბ (დაუდასტურებელია); ზომა - 161.0 × 69.3 × 8.5 მმ. სხვა სიტყვებით, Xperia 1 V გავს გასული წლის ვერსიას, თუმცა ფართოკუთხიანი კამერის გაფართოება 12-დან 16 მეგაპიქსელამდე გაიზარდა, აგრეთვე დიდი ალბათობა, რომ ახალ მოდელს ექნება 12-ის ნაცვლად 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. დისპლეი კვლავ 6.5-დუიმიანია, თუმცა, როგორც ცნობილია, მოწყობილობა ოდნავ მოკლეა და არც ისეთი განიერი, როგორც წინამორბედი, რასაც მისი წვრილი ჩარჩო მოწმობს. ამას გარდა, მოსალოდნელია ფლაგმანურ ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 8 Gen 2-ის გამოყენება. მოწყობილობაში წინა თაობის მოდელის მსგავსად შემორცენილია კამერების ვერტიკალური მოდული, კუთხოვანი დიზაინი, საკმაოდ თხელი კორპუსი და, სავარაუდოდ, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. გამოქვეყნებული მახასიათებლები მოწმობს, რომ მოდელში არ იქნება წარმოდგენილი ცვლილებები გარეგნული დიზაინის ან ელექტრონული კომპონენტების მხრივ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს გაცილებით მცირე წილი აქვს სმარტფონების ბაზარზე, ვიდრე, მაგალითად, Samsung-ს ან Xiaomi-ს, კომპანია გვთავაზობს მიმზიდველ ფუნქციებს: უწყვეტი ოპტიკური ზუმსა და სწრაფ სერიულ გადაღებას. აღსანიშნავია, რომ Sony-ს პროდუქცია ფასებით არ ჩამოუვარდება Samsung-ისა და Apple-ის ფლაგმანურ მოდელებს. მაგალითად, გასული წლის Xperia 1 IV-ის ფასი 1599 აშშ დოლარიდან იწყება. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რა იქნება ახალი სმარტფონის ფასი, თუმცა Green Smartphones აცხადებს, რომ ანონსი შესაძლოა შედგეს „მიმდინარე თვეში მოგვიანებით“, ხოლო უშუალოდ გამოშვებას ზაფხულში უნდა ველოდოთ. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი ინფორმაცია გახმაურდეს გამოფენა Mobile World Congress-ზე ბარსელონაში, რომლის ჩატარებამდე რამდენიმე კვირა რჩება. https://tinyurl.com/7t6hk4x6
  6. არაკასტოდიალური კრიპტო საფულე MetaMask-ის შემქმნელებმა გააფრთხილეს მომხმარებლები ფიშინგური შეტევების შესახებ მესამე მხარის ელექტრონული ფოსტის სერვისის საშუალებით. „MetaMask არ აგროვებს KYC ინფორმაციას და არასოდეს გამოგიგზავნით ელექტრონულ წერილს თქვენი ანგარიშის შესახებ! არასოდეს შეიყვანოთ აღდგენის პაროლი ვებ-გვერდზე. თუ თქვენ ელექტრონულ წერილს მიიღებთ MetaMask-ისგან, Namecheap-ისგან ან ვინმე სხვისგან, გთხოვთ, უგულებელყოთ და არ დააჭიროთ ბმულს“, - წერს MetaMask-ის გუნდი. ელ.ფოსტის სერვისის პროვაიდერმა Namecheap-მა დაადასტურა, რომ ზიანისმომტანი შეტყობინებები გაიგზავნა მისი სერვისით. განცხადების თანახმად ელექტრონული ფოსტის სისტემები არ გატეხილა და მომხმარებლების მონაცემები არ დაზარალებულა. გუნდები აგრძელებენ ინციდენტის გამოძიებას და მომხმარებლებს აფრთხილებენ ორჯერ შეამოწმონ ბმულები MetaMask-დან ან Namecheap-იდან. ამ უკანასკნელის დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ თაღლითური ელ.ფოსტის გაგზავნის თავიდან აცილება. მათ პრობლემით მიმართეს სერვისის ზემდგომ პროვაიდერს. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში MetaMask-ის გუნდმა დაამატა RPC პროვაიდერის აპლიკაციის პარამეტრებში შესაცვლელი ვარიანტი. https://tinyurl.com/2vyrb8xd
  7. Ada Lovelace GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების ბაზარზე გამოსვლასთან ერთად სხვადასხვა მოდელის უამრავი ტესტის შედეგები გამოჩნდა. როგორ ინსაიდერები გვპირდებოდნენ, შედეგები სასიამოვნოდ გასაოცარია, თუმცა კიდევ უფრო სასიხარულოა მობილური GeForce RTX 4050-ის, GeForce RTX 4060-ისა და GeForce RTX 4070-ის შედეგები. ComputerBase-ის მიერს ლეპტოპების, MSI Titan GT77HX V13-ისა და XMG Neo 16 E23-ის ტესტირების შედეგად შესაძლებელია რამდენიმე საინტერესო დასკვნის გაკეთება: ორივე ტოპ ბარათის ენერგომოხმარების დონე დაახლოებით 150 ვატია; TGP 150 ვატით წარმადობის სხვაობა 9%-ს არ აღემატება; წარმადობის პარიტეტი მიიღწევა, როდესაც GeForce RTX 4090-ის ენერგომოხმარება მცირდება 120 ვატამდე; მინიმალური ენერგომოხმარებისას (80 ვატი), GeForce RTX 4090 არის დაახლოებით 30%-ით ნელი GeForce RTX 4080-თან (150 ვატი) შედარებით; GeForce RTX 4080 მინიმალურ სიმძლავრეზე (60 ვატი) თითქმის 50%-ით ნელია, ვიდრე GeForce RTX 4090 150 ვატზე; 159 ვატ TGP-ზე მობილური GeForce RTX 4090-ის მაჩვენებელი შეესაბამება დესკტოპ GeForce RTX 3090-სა და Radeon RX 6900 XTXH-ს; მაქსიმალურ TGP-ზე მობილურ GeForce RTX 4090-ს შეიძლება ეწოდოს დესკტოპ RTX 4070 Ti-ს ანალოგი (±5%); დესკტოპ GeForce RTX 4080 თამაშებში მობილურ GeForce RTX 4090-ზე სწრაფია დაახლოებით 25%-ით; მაქსიმალურ TGP-ზე მობილურ GeForce RTX 4080-ს შეიძლება ეწოდოს დესკტოპ RTX 3080-ის ანალოგი; GeForce RTX 4080 მინიმალური ენერგომოხმარების ლიმიტით GeForce RTX 3060 Ti-ზე ძლიერი არ არის. ლეპტოპების მახასიათებლები: MSI Titan GT77HX V13: Core i9-13950HX, GeForce RTX 4090 XMG Neo 16 E23: Core i7-13700HX, GeForce RTX 4080 https://tinyurl.com/2p8dxkhv
  8. სამხრეთკორეული სტარტაპი Rebellions აწარმოებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპებს სამთავრობო კონტრაქტების მოგების მიზნით - სამხრეთ კორეა იმედოვნებს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ფეთქებად ზრდას. ჩიპი ATOM არის სამხრეთკორეული ბიზნესის კიდევ ერთი მცდელობა - კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროში. ფოტოს წყარო: Rebellions OpenAI-ის ჩეთ-ბოტ ChatGPT-ის გამოჩენით ხელოვნური ინტელექტი აყვავებას განიცდის მსოფლიოში. ბოტს შეუძლია სტატიების, ესეების, ხუმრობების და ლექსების გენერირებაც კი. UBS-ის თანახმად პროგრამა გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია ისტორიაში, რამდენიმე თვის წინ გამოჩენის შემდეგ. NVIDIA-ს უკავია ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზრის უმეტესი ნაწილი. მაგალითად, Jefferies-ის მიხედვით, დეკემბერში მისმა პროდუქტებმა შეადგინა ექვსი უმსხვილესი ქლაუდ სერვისის გამოთვლითი სიმძლავრის 86%. სამხრეთ კორეა აპირებს განავითაროს საკუთარი ინდუსტრია 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციით კვლევასა და განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ქვეყანა მზად არის გაზარდოს კორეული ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წილი ადგილობრივ მონაცემთა ცენტრებში პრაქტიკულად ნულიდან 80%-მდე 2030 წლისთვის. ATOM განკუთვნილია კომპიუტერული ხედვის სისტემებისა და ჩეთ-ბოტებთან გამოყენებისთვის. იმის გამო, რომ იგი ორიენტირებულია ვიწროდ სპეციალიზებული აპლიკაციებზე, მოიხმარს NVIDIA A100-ის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 20%-ს. ეს უკანასკნელი არის ყველაზე პოპულარული ამაჩქარებლები ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად. ATOM შემუშავებულია Rebellions-ის მიერ და მზადდება Samsung Electronics-ის კონტრაქტით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებსა და ქვეყნებს, როგორიცაა ტაივანი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატები, დიდი გეგმები აქვთ ნახევრადგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად, მხოლოდ სამხრეთ კორეა აქცევს ექსკლუზიურ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას. ხელოსუფლება მიიღებს პირდაპირ ზომებს შესაბამისი სეგმენტის მხარდასაჭერად და ემზადება ბაზრის შექმნისთვის, რომელიც გახდება „გამოსაცდელი სივრცე“ ჩიპების წარმოებისთვის - ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი მონაცემთა ცენტრები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ მხოლოდ NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს. ცნობილია, რომ SK Telecom-ის შვილობილი კომპანია Sapeon Korea, ისევე როგორც FuriosaAI, რომელსაც მხარს უჭერს კორეის უდიდესი საძიებო სერვისი Naver და კორეის სახელმწიფო განვითარების ბანკი, აპირებენ მონაწილეობა მიიღონ პროექტში ახალი ჩიპის შესაქმნელად. NVIDIA-სთან კონკურენციის მიზნით Rebellions აპირებს პარტნიორობა გაუწიოს კორეის სატელეკომუნიაციო, ქლაუდ და მონაცემთა ცენტრის მთავარ ოპერატორ კომპანია KT Corp.-ს. KT-ის მონაცემებით, ეს საშუალებას მისცემს გამოიყენოს როგორც აპარატული, ისე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შემუშავებული იქნება კორეაში. Rebellions-მა უარი თქვა პროექტის პერსპექტივების შესახებ პროგნოზების გაკეთებაზე. კომპანიამ უკვე შეაგროვა 96 მლნ აშშ დოლარი, რომლის თითქმის მეოთხედი ეკუთვნის KT-ს. ფული ასევე მოდის სხვა წყაროებიდან, მათ შორის სამხრეთ კორეის ხელისუფლებიდან. https://tinyurl.com/39vyjncr
  9. მომხმარებელთა მიერ PayPal-ის ბალანსზე 2022 წლის ბოლოს შეძენილი ციფრული აქტივების ღირებულება 604 მლნ აშშ დოლარი იყო. ასეთ მონაცემებს შეიცავს საგადახდო კომპანიის წლიური ანგარიში SEC-ისთვის. ამ თანხიდან 291 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა Bitcoin-ზე, 250 მლნ აშშ დოლარი - Ethereum-ზე, ხოლო დანარჩენი 63 მლნ აშშ დოლარი - Bitcoin Cash-სა და Litecoin-ზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომპანიამ არ გაასაჯაროვა კონკრეტული რიცხვები. სექტემბრის ბოლოს კრიპტოვალუტაში არსებული პოზიციების მთლიანმა მოცულობამ 690 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულო გახდა 2022 წლის მარტიდან. 2020 წლის ნოემბერში PayPal-მა კრიპტოვალუტებზე უშუალოდ ანგარიშების საშუალებით წვდომა გაუხსნა შეერთებული შტატების მომხმარებლებს. 2021 წლის აპრილში კომპანიამ დაამატა Bitcoin-ის, Ethereum-ის, Litecoin-ისა და Bitcoin Cash-ის მხარდაჭერა თავის Venmo მობილური გადახდის სერვის Venmo-ში. ამავე დროს, PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა აღნიშნა, რომ ციფრულ აქტივებზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. 2022 წლის მარტში PayPal-ის ხელმძღვანელმა გამოხატა დარწმუნება, რომ კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენენ ფინანსურ სისტემაში. აგვისტოში კომპანიამ დაამატა ციფრული აქტივების ყიდვის, გაყიდვისა და გადაცემის შესაძლებლობა მობილური აპლიკაციის საშუალებით. მიმდინარე თებერვალში ცნობილი გახდა, რომ PayPal გაათავისუფლებს დაახლოებით 2000 თანამშრომელს - შტატის დაახლოებით 7%-ს. https://tinyurl.com/2p825km7
  10. ამერიკული კომპანია Amazon კიდევ უფრო მიუახლოვდა მიზანს, დაიწყოს ორბიტაზე საკუთარი ინტერნეტ-თანამგზავრების გაშვება პროგრამა Project Kuiper-ის ფარგლებში. კომპანიამ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიისგან ორბიტაზე 3236 აპარატის გაშვების ნებართვა მიიღო, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ვრცელი დაფარვის ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ილონ მასკის SpaceX Starlink-ს შესაძლოა ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოტოს წყარო: Amazon არსებული ინფორმაციით, Amazon-მა წინასწარი თანხმობა მარეგულირებლისგან ინტერნეტ-თანამგზავრების გაშვების შესახებ 2020 წელს მიიღო. FCC-მ წინასწარი თანხმობა მისცა ათასობით თანამგზავრის გაშვებას დედამიწის ახლო ორბიტაზე იმ პირობით, რომ Amazon მოგვიანებით წარადგენს გეგმას კოსმოსური ნარჩენების შემცირების შესახებ. ამჟამად მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმა პირობებს აკმაყოფილებს. FCC-ის საბოლოო დამტკიცება კომპანიას „ Kuiper-ის თანავარსკვლავედის მოწყობის საშუალებას მისცემს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტი მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში“. დამტკიცებული კოსმოსური ნარჩენების შემცირების გეგმის ფარგლებში Amazon ყოველ ექვს თვეში ერთხელ FCC-ს მოხსენებებს მიაწვდის „გაშვებული თანამგზავრების რაოდენობისა და მათი უტილიზაციის შესახებ“. თუ Amazon-ს ერთი წლის განმავლობაში აპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, ეს ფაქტიც უნდა აცნობოს მარეგულირებელს. გარდა ამისა, FCC-მ მოითხოვა გარანტია, რომ Amazon შეძლებს ორბიტადან თავისი თანამგზავრები გაიყვანოს მას შემდეგ, როდესაც 7 წლის განმავლობაში მათი ექსპლუატაციის ვადა დასრულდება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემცირდეს კოსმოსური ნარჩენების შეჯახების ალბათობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და სხვა ორბიტალურ სადგურებთან. გასული წლის ოქტომბერში Amazon-მა განაცხადა, რომ Project Kuiper-ის ფარგლებში პირველი ორი თანამგზავრი ორბიტაზე გავა United Launch Alliance-ის ახალ რაკეტა Vulcan Centaur-ით. თავად რაკეტა ამჟამად ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი პირველი რეისი შეიძლება განხორციელდეს უახლოეს თვეებში. Amazon-ის მთავარი კონკურენტია ილონ მასკის SpaceX, რომელმაც უკვე გაუშვა 3800-ზე მეტი ინტერნეტ-თანამგზავრი Starlink ორბიტაზე და უზრუნველყოფს საკომუნიკაციო მომსახურებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე, ასევე ზღვასა და ჰაერში. https://tinyurl.com/mrx74m7b
  11. კომპანია AMD-მ გასული წლის ბოლოსთვის დაიკავა x86-თავსებადი პროცესორების გლობალური ბაზრის 30%-ზე მეტი და ამ სფეროში Intel საგრძნობლად შეავიწროვა. და რაც აღსანიშნავია, ეს მოხდა კომპიუტერებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის ძლიერი შემცირების ფონზე - ამან ხელი შეუწყო სასერვერო ჩიპების გაყიდვების სტაბილურ ზრდას. ანალიტიკურ კომპანია Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-ის წილი x86-თავსებადი პროცესორების მიწოდებაში მთელი 2022 წლის განმავლობაში შეადგენდა 29.6%-ს, ხოლო Intel-ისა - 70.4%-ს. ეს არის უდიდესი ნახტომი წინა წელთან შედარებით, როდესაც AMD-ს წილი იყო 23.3%, Intel-ის - 76.7%. AMD-მ მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: მისი წილი გაიზარდა 31.3%-მდე. ეს ნიშნავს წელიწადში 5.7 პროცენტული პუნქტით და წინა კვარტალთან შედარებით 2.8 პუნქტით ზრდას. გაითვალისწინეთ, რომ AMD-მ თითქმის გაიმეორა თავისი მაქსიმუმი - 2022 წლის მეორე კვარტალში მისი წილი 31.4% იყო. როგორც Mercury Research-ის ხელმძღვანელმა Dean McCarron-მა აღნიშნა, AMD-ისა და Intel-ის წილების დინამიკა ბოლო რამდენი კვარტლის განმავლობაში დიდწილად ასახავს ჩიპების მიწოდებას პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლებისთვის, ქლაუდ პროვაიდერებისთვის, სავაჭრო პარტნიორებისა და საცალო ქსელებისთვის, და არა მოთხოვნას საბოლოო მომხმარებლების მხრიდან. ეს განპირობებულია ჩიპებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგად იგივე OEM-მწარმოებლები პრიორიტეტს ანიჭებენ CPU-ების ჭარბი მარაგების გაყიდვას და არა Intel-ისა და AMD-ისგან მეტის შეძენას. ამის გამო არ უნდა ველოდოთ, რომ AMD-ისა და Intel-ის წილების შესახებ მონაცემები ზუსტად ასახავს მომხმარებლების მხრიდან უპირატესობის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე. „მიწოდების კლების დიდი ნაწილი განპირობებულია წინა კვარტლებში ჭარბი მარაგის დაგროვებით, რამაც გავლენა მოახდინა მიმდინარე გაყიდვებზე - CPU-ების მომწოდებლები ასევე მიზანმიმართულად ზღუდავენ მიწოდებას, რათა დააჩქარონ მარაგების შემცირების პროცესი“, - წერს McCarron. – „გარდა ამისა, კომპიუტერის პროცესორებზე მოთხოვნა შემცირდა და მაკროეკონომიკური საფრთხეები PC OEM-ებს აიძულებს, ასევე შეამცირონ მარაგები“. გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად AMD-ის წილი გაიზარდა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში - 18.6%-მდე, ხოლო Intel-ს დარჩა 81.4%. AMD-ის წილის ზრდამ შეადგინა 4.7% გასულ კვარტალთან და 2.4%-ით ზრდა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მისი წილი მაინც ნაკლებია 20.5%-თან შედარებით, რასაც AMD იკავებდა 2022 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მესამე კვარტალში კი ფლობდა 20.1%-ს. აღნიშნულია, რომ დესკტოპ კომპიუტერებისთვის პროცესორების მიწოდება მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ Intel-მაც და AMD-მაც განიცადეს დესკტოპ პროცესორების მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა, Intel-ის მიწოდება უფრო მეტად შემცირდა, რის შედეგად გაზარდა AMD-ის წილი ბაზარზე, მაგრამ ისევ და ისევ, ეს უფრო ასახავს Intel-ის სასაწყობე მარაგების ცვლილებებს, ვიდრე საბოლოო მოთხოვნას. ”, - განაცხადა McCarron-მა. ლეპტოპის პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი თანმიმდევრულად გაიზარდა 0.8 პუნქტით 16.4%-მდე, მაგრამ წლიურ შედარებაში AMD-ის პოზიცია მკვეთრად დაეცა: 5.1 პუნქტით 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. AMD-ს 2022 წლის მეორე კვარტალში მობილური x86 პროცესორების ბაზარზე მაქსიმალური 24.8% წილი ჰქონდა. AMD-ის წილის ზრდა მობილური CPU-ების ბაზარზე დიდწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ Intel-ს ჰქონდა მიწოდების უფრო მკვეთრი შემცირება კონკურენტებთან შედარებით. მეორე მხრივ AMD-ის წილის მკვეთრი ვარდნა გასულ წელთან შედარებით ასახავს კომპანიის ნაკლებ წილს Chromebook-ისთვის განკუთვნილი დაბალბიუჯეტური ჩიპების სეგმენტში. და ბოლოს, სასერვერო პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია - ბაზრის 17.6%. თუმცა ამ სეგმენტში წილმა პრაქტიკულად შეწყვიტა ზრდა - დაფიქსირდა მხოლოდ 0.1%-იანი მატება. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა AMD-ის წილის სერვერების სეგმენტში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ AMD ზედიზედ მე-15 კვარტალია განუწყვეტლივ ზრდის თავის წილს სერვერების სეგმენტში. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AMD-ის წილი 6.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. AMD-ის ზრდის შენელება გამოწვეულია Intel Xeon-ის, ასევე Xeon Max სერიის ჩიპების გაზრდილი მიწოდებით. ასევე Mercury Research-ის სპეციალისტებმა წარადგინეს მონაცემები Arm არქიტექტურის პროცესორების გაყიდვების დინამიკაზე, რომლებიც პოპულარობას იძენენ კომპიუტერების სეგმენტში როგორც Apple-ის, ასევე Qualcomm-ის ძალისხმევით. Arm-თავსებადმა მოწყობილობებმა პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში 13.3% დაიკავა. Arm-ისთვის ეს არ არის კვარტლის ყველაზე წარმატებული შედეგი. გასული წლის მესამე კვარტალში Arm-არქიტექტურის პროცესორები კომპიუტერების სეგმენტში 14.6%-ს შეადგენდა, მაგრამ მეოთხე კვარტალში მათი წილი შემცირდა. თუმცა, იგი მაინც აღემატება 10.3%-იან საბაზრო წილს, რაც Arm ჩიპებს ეკავა 2021 წლის მეოთხე კვარტალში. Counterpoint Research-ის მონაცემებით Arm-თავსებადი პროცესორების წილი 2021 წელს შეადგენდა 11%-ს და 2022 წელს - 13%-ს. ამ ორი წყაროს სტატისტიკა, როგორც ჩანს, მინიმალურად განსხვავდება. https://tinyurl.com/4b2n7tn9
  12. გაჭიანურებული კრიპტო ზამთარი ახალ მსხვერპლს იმატებს, ალგორითმულ Stablecoin Terra/Luna-ს დაშლამ და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟა FTX-ის გაკოტრებამ სიტუაცია გააუარესა. ამჯერად კიდევ ერთი ბირჟა იხურება, თანაც ძველი და კარგად ცნობილი LocalBitcoins. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა სერვისების ეტაპობრივი დახურვის გრაფიკი. დღეიდან საიტზე დარეგისტრირება შეუძლებელია და 17 თებერვლის შემდეგ მომხმარებლები მხოლოდ კრიპტოვალუტის გატანას შეძლებენ. ამისთვის მათ 12 თვე აქვთ. კრიპტო ბაზრის ექსპერტები გაკვირვებით შეხვდნენ ბირჟის დახურვის ამბავს - ჯერ კიდევ იანვარში პროექტი აქტიურად ავითარებდა და ნერგავდა ახალ ფუნქციებს. მაგალითად, გასული თვის ბოლოს დაემატა Bitcoin-ის ერთი დაწკაპუნებით ყიდვის შესაძლებლობა. ალბათ პროექტის გუნდი ბოლომდე იმედოვნებდა, რომ დახურვის თავიდან აცილება შეიძლებოდა - დეტალები და კომენტარები შეიძლება უახლოეს პერიოდში გახმაურდეს. ამავდროულად, ეჭვგარეშეა, რომ ეს არ არის კრიპტო ბაზრის ბოლო დანაკარგი - Bitcoin-ის კურსი, რა თქმა უნდა, 20 ათას აშშდოლარზე მეტია, მაგრამ მთლიანობაში ინდუსტრიის მდგომარეობა მაინც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ამას ადასტურებს აგრეთვე მაინინგსა ან კრიპტოვალუტეით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბირჟებისა და კომპანიების მიერ თანამშრომლების შემცირება. https://tinyurl.com/2p84heaz
  13. ოპერაციული სისტემა Android 13 ექვსი თვის წინ გამოვიდა და მისი ბაზრის წილი ამ დრომდე ვერ უტოლდება Android 12-ისას, თუმცა Google უკვე სამომავლო Android 14-ის საფუძველს აყალიბებს. Android-დეველოპერებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ Android 14-ის ტესტირება, რადგან Google-მა გამოუშვა პირველი წინასწარი ვერსია. სმარტფონების ტესტერებს უკვე შეუძლია სისტემის ნიმუშის ატვირთვა მოდელებში - Google Pixel 7 Pro, Pixel 7, Pixel 6a, Pixel 6 Pro, Pixel 6, Pixel 5a 5G, Pixel 5 ან Pixel 4a (5G). სხვა მოწყობილობების შესამოწმებლად, როგორიცაა პლანშეტები და დასაკეცი მოწყობილობები, კომპანია გვთავაზობს Android-ემულატორს. Google მუშაობს Android 14-ით პლანშეტებისა და დასაკეცი მოწყობილობების მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად. კომპანიამ გამოაქვეყნა რამდენიმე სახელმძღვანელო მითითება, რათა დაეხმაროს დეველოპერებს აპლიკაციების ოპტიმიზაციაში სხვადასხვა ზომის ეკრანისთვის, მათ შორის იგულისხმება დიდი ეკრანები და დასაკეცი მოწყობილობების ეკრანები. ამ ძალისხმევის ნაწილი დაკავშირებულია მრავალამოცანიან რეჟიმებთან. Google დეველოპერებს ურჩევს შეცვალონ აპლიკაციის ფანჯრების ზომა ისეთი ფუნქციების მხარდასაჭერად, როგორიცაა გაყოფილი ეკრანი და მრავალფანჯრიანი რეჟიმი. Google, სულ მცირე, გასული წლიდან აუმჯობესებს აპლიკაციების მუშაობას დიდ ეკრანებზე. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მომხმარებლებმა და დეველოპერებმა უნდა შეამჩნიონ, არის ის, რომ Android 14 არ დააინსტალირებს აპლიკაციებს, რომელთაც არ აქვთ Android 6.0 ვერსიის მხარდაჭერა. აპლიკაციები, რომლებიც არ განახლებულა 2015 წელს ამ ოპერაციული სისტემის ვერსიის დანერგვის შემდეგ, არ დაინსტალირდება მოწყობილობებზე. ეს ზომები სავარაუდოდ არ იმოქმედებს მომხმარებელთა უმეტესობაზე. გასული წლიდან Android-ის ახალ მომხმარებლებს არ შეუძლიათ მოძებნონ და ჩამოტვირთონ Google Play Store-დან ის აპლიკაციები, რომლებსაც განახლება არ მიუღიათ ორი წლის განმავლობაში. კომპანია აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის შეკავებას, რომელიც ხშირად მიმართულია SDK-ის ძველ ვერსიებზე, რათა გვერდი აუაროს კომპანიის ბოლო უსაფრთხოების პროტოკოლებს. საინტერესოა, რომ XDA-ს დეველოპერებმა აღმოაჩინეს დამალული ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება წაშალონ მავნე პროგრამები Android 14-ზე მომუშავე სმარტფონებიდან. დეველოპერის მენიუში ორი ველის გადართვა ხსნის პარამეტრების მენიუს სპეციალურ ვერსიას, რომელიც შეიცავს განყოფილებას სახელწოდებით "ფონურ რეჟიმში დაინსტალირებული აპლიკაციები". იქ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და წაშალონ პროგრამული უზრუნველყოფა. მობილური კავშირის ოპერატორები და სხვა მომწოდებლები ხშირად ახვევენ თავს მომხმარებლებს არასაჭირო აპლიკაციებს, რომლებიც მეხსიერების სივრცეს იკავებს და, როგორც წესი, მათი წაშლა შეუძლებელია. Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარმოდგენილია 60-გიგაბაიტიანი ოპერაციული სისტემით - ეს არის სამი Windows 11-ის ან ოთხი სტადარტული Android 13-ის ზომა. იმედი ვიქონიოთ, რომ Android 14 საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გაათავისუფლონ მეხსიერება უსარგებლო მასალისგან, განსაკუთრებით მათ, ვინც ყიდულობს მცირე მეხსიერების მქონე იაფ მოდელებს. https://tinyurl.com/26z4tavz
  14. დრაივერების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ NVIDIA ამზადებს მთელ რიგ Ada RTX გრაფიკულ პროცესორებს მობილური სამუშაო სადგურების სეგმენტისთვის. გრაფიკული პროცესორები NVIDIA RTX Ada Workstation გამოჩნდა MSI-ს მიერ გამოქვეყნებულ დრაივერებში, რაც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სამომავლო პროდუქტებისა და ჯერ არგამოშვებული GPU-ების იდენტიფიკატორების შესახებ. დრაივერების პაკეტში სულ ჩამოთვლილია ოთხი SKU: NVIDIA_DEV.2730 = "NVIDIA RTX 5000 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.27BB = "NVIDIA RTX 3500 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.2838 = "NVIDIA RTX 3000 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.28B8 = "NVIDIA RTX 2000 Ada Generation Laptop GPU" ეს მიუთითებს შემდეგი თაობის RTX Workstation ლეპტოპების სამომავლო სერიის გამოსვლაზე Ada Lovelace GPU არქიტექტურის გამოყენებით. ამჟამად არ არსებობს სხვა ინფორმაცია მოწყობილობების იდენტიფიკატორების გარდა, თუმცა Videocardz გვთავაზობს ამ ჩიპების მახასიათებლებს. რესურსი აცხადებს, რომ RTX 5000 Ada GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს გრაფიკული პროცესორი AD103 256-ბიტიანი ინტერფეისით და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, RTX 3500-ში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AD104 და 192-ბიტიანი ინტერფეისი 12 გბ მეხსიერებით. RTX 3000 და RTX 2000 Ada Mobility სამუშაო სადგურების GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს AD106 და AD107 გრაფიკული პროცესორები 8 გბ 128 ბიტი და 4/8 გბ 138 ბიტი კონფიგურაციებით, შესაბამისად. ასევე, მათი მახასიათებლები შესაძლოა იყოს სტანდარტული GPU RTX 40 Laptop-ის ანალოგიური, თუმცა ნაკლები ტაქტის სიხშირეებით და უფრო დაბალი ენერგომოხმარებით. გარდა ამისა, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი RTX Ada გრაფიკული პროცესორები გამოყენებენ Studio დრაივერების პაკეტის უპირატესობებს და უზრუნველყოფენ წარმადობის თვალსაჩინო ზრდას ამჟამად აქტუალურ GPU Ampere-სთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს თვეებში NVIDIA უამრავ ღონისძიებას ჩაატარებს, როგორებიცაა GDC და GTC, შესაძლებელია ერთ-ერთი ამ ღონისძიებიდან ცნობილი გახდეს სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი Ada GPU-ების შესახებ. https://tinyurl.com/yx7t2suz
  15. ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება შესაძლებელია ამ ათწლეულში, მაგრამ არა 2025 წლამდე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, წერს BBC. ოფიციალური პირის თქმით e-GBP შეიძლება გახდეს გადახდის ახალი „სანდო და ხელმისაწვდომი“ საშუალება. ამ დროისთვის ხელისუფლება ფოკუსირებულია ფინანსურ სტაბილურობაზე CBDC-ის გავლენაზე. 7 თებერვალს ინგლისის ბანკმა და ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნეს საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული ფუნტის შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომენტარებით მიმართონ 7 ივნისამდე. დოკუმენტის თანახმად ციფრული ვალუტის გაშვების მთავარი მოტივაციაა იმის უზრუნველყოფა, რომ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ფულმა შეინარჩუნოს ნდობისა და უსაფრთხოების წამყვანის სტატუსი ქვეყნის ფულად სისტემაში. საცალო e-GBP გამოყენებული იქნება მოსახლეობასა და კომპანიებში ყოველდღიური შესყიდვებისთვის და ელექტრონული კომერციისთვის. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იქნება არარეზიდენტებისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს CBDC-ის ნაშთების ლიმიტს £10.000-დან 20.000 ფუნტამდე (12 ათასი აშშ დოლარიდან 24 ათას აშშ დოლარამდე). CBDC იარსებებს ნაღდ ფულთან ერთად, შეავსებს მას და საბანკო დეპოზიტებს. ცენტრალურმა ბანკმა დაუშვა, რომ e-GBP-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბანკების ბიზნეს მოდელებზე. შენახვის მიზნით შემუშავდე შენახვის მიზნით შემუშავდება ციფრული საფულე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონებისა და საგადახდო ბარათების გამოყენებით. ციფრული ფუნტის დიზაინი გულისხმობს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის მკაცრ სტანდარტებს - ინგლისის ბანკს არ ექნება წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე. ცალკე ტექნიკურ დოკუმენტში მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ ცენტრალურად მართული განაწილებული მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიები საუკეთესო იქნება ციფრული ფუნტის შექმნისთვის. „ბანკი არ დანერგავს პროგრამირებად ფუნქციებს. მარეგულირებელს შეუძლია მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე კერძო სექტორს მიაწოდოს მათი განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ უკანასკნელის თანხმობას მოითხოვს“, - ნათქვამია დოკუმენტში. 2021 წლის აპრილში ინგლისის ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი CBDC-ის შესასწავლად. მოგვიანებით ამ პროცესს ლორდთა პალატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. ნოემბერში ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ციფრული ფუნტის გამოშვების შემდეგ ფიზიკური და კორპორაციების დეპოზიტების 20% შეიძლება გადავიდეს ინსტრუმენტზე. 2022 წლის თებერვალში ინგლისის ბანკმა CBDC-ისთვის განკუთვნილი ციფრული საფულის გამოშვების ალბათობას „ნაკლებად სარწმუნო“ უწოდა. https://tinyurl.com/3axf856u
  16. პროფილურმა მედიამ და ტექნობლოგერებმა ტესტირებისთვის მიიღეს ლეპტოპების სხვადასხვა მოდელი, რომლებშიც მოცემულია იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარდგენილი მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათები NVIDIA GeForce RTX 4080 და RTX 4090. ერთ-ერთი მიმოხილველია YouTube-არხი Hardware Unboxed, რომელმაც გატესტა ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი მობილური GeForce RTX 4090 ბარათით - MSI Titan GT77HX. ფოტოს წყარო: Hardware Unboxed ამ მოდელის მიმართ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მისი მაქსიმალური კომპლექტაციის წარმოუდგენელი ფასი 5300 აშშ დოლარი, არამედ ის ფაქტიც, რომ მასში გამოყენებულ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090-ს აქვს 150 ვატი მაქსიმალური ენერგომოხმარება, ასევე შესაძლებელია დამატებით 25 ვატი სიმძ₾ავრის გამოყენება ტექნოლოგია Dynamic Boost-ის წყალობით, რომელიც CPU-სა და GPU-ს შორის ანაწილებს სიმძლავრეს ამა თუ იმ სცენარის შესაბამისად. ამრიგად, ამაჩქარებელს შეუძლია მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაქსიმალური წარმადობის დემონსტრირება, რისი მიღწევაც შეუძლებელია, მაგალითად ვიდეო ბარათის TGP-ის შეზღუდვით 125 ან თუნდაც 80 ვატამდე. სწორედ ამიტომ, მათი არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული ვიდეო ბარათის სიმძლავრის მაჩვენებელს. მობილური GeForce RTX 4090-ის წარმადობა მცირეა დესკტოპ GeForce RTX 4090 ბარათთან შედარებით. უფრო მეტიც, მობილური ფლაგმანი ასევე ვერ შეედრება დესკტოპ GeForce RTX 4080-ს მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანში გამოყენებულია ერთი და იგივე GPU AD103 9728 CUDA ბირთვით და იდენტური, 256-ბიტიანი მეხსიერების სალტით. დესკტოპ GeForce RTX 4080-ის ჩიპი მუშაობს გაცილებით მაღალ, 2505 მჰც სიხშირეზე, მობილური GeForce RTX 4090-ის გრაფიკული ჩიპის სიხშირე 2040 მეგაჰერცია. გარდა ამისა, მობილურ ბარათში გამოყენებულია უფრო ნელი, GDDR6 (18 გბ/წმ) სტანდარტის მეხსიერება, დესკტოპ GeForce RTX 4080-ს კი აქვს უფრო სწრაფი GDDR6X (22.4 გბ/წმ). შედეგად მობილური RTX 4090-ის სიჩქარე შეადგენს 576 გბ/წმ-ს, დესკტოპისა კი - 717 გბ/წმ-ს. და მაინც, მობილური GeForce RTX 4090 ამჟამინდელი თაობის ყველაზე სწრაფი მობილური გრაფიკული ამაჩქარებელია. იგი მარტივად იტოვებს უკან გასული Ampere თაობის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ GeForce RTX 3080 Ti-ს, რომელსაც იგივე ენერგომოხმარების დონე გააჩნია. ამასთან განსხვავება GeForce RTX 4090-ის სასარგებლოდ იზრდება თამაშებში გაფართოების გაზრდის კუთხით. 4K გაფართოების პირობებში მობილური GeForce RTX 4090 საშუალოდ 58%-ით სწრაფია მობილურ GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. 1440p გაფართოებაზე ახალი ბარათი საშუალოდ 48%-ით სწრაფია GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. წარმადობაში მაქსიმალური განსხვავება 77% კი ფიქსირდება Hardware Unboxed-ის ტესტებში. 1080p გაფართოების თამაშებში თაობებს შორის სხვაობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ახალი ბარათი მაინც აფიქსირებს უპირატესობას: საშუალოდ, იგი 29%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3080 Ti. მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1440p გაფართოებაზე: მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1080p გაფართოებაზე: რეითრეისინგის ტექნოლოგიის მქონე თამაშებში მობილური RTX 4090 68%-მდე სწრაფი აღმოჩნდა GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. ახალმა ბარათმა ასეთი სხვაობა დააფიქსირა მაგალითად Cyberpunk 2077-ში, სადაც აჩვენა საშუალოდ 44 კადრი წამში 1440p გაფართოებაზე. შედარებისთვის, მობილური GeForce RTX 3080 Ti უზრუნველყოფს წამში 26 კადრს იმავე პირობებში. ამავე თამაშში 1080p გაფართოებაზე GeForce RTX 4090-ის მაჩვენებელი იყო საშუალოდ 71 fps, ხოლო GeForce RTX 3080 Ti-ს, საშუალოდ 42 fps. მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები რეითრეისინგით 1440p და 1080p გაფართოებებზე: ცხადია, 5300 აშშ დოლარი ღირებულების MSI Titan GT77HX არ არის ერთადერთი ლეპტოპი, რომელიც GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათს გვთავაზობს, გამოვა უფრო ხელმისაწვდომი მოდელებიც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ GeForce RTX 4080 და RTX 4090 გრაფიკის მქონე ლეპტოპების სარეკომენდაციო ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში 1999 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/3rav6tka
  17. Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს კომპანიის სტრატეგიულ გეგმებს, რომლებიც აღწერს ბიზნესის განვითარების ძირითად მიზნებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მან წინა ორი გეგმა გამოაქვეყნა 2006 და 2016 წლებში, ხოლო მიმდინარე წლის 1 მარტს გააზიარებს მესამეს, რომელიც მოიცავს ელექტრომობილების პლატფორმის შექმნის გეგმას არსებულ დონესთან შედარებით განახევრებულ ფასად. ფოტოს წყარო: Tesla ილონ მასკის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილია, რომ Tesla-მ 1 მარტს დაგეგმა ინვესტორების ღონისძიება, რომელიც გაიმართება ტეხასში, სადაც კომპანიას აქვს არა მხოლოდ ელექტრომობილების ქარხანა, არამედ ახალი სათავო ოფისიც. თანმხლები გამოსახულების ფონად პუბლიკაციის ავტორებმა აირჩიეს ბრენდის ელექტრომობილების ნაწილების იმპროვიზირებული კედელი, რაც აშკარად მიანიშნებს მომავალ ისტორიაზე მათი გამოშვების მასშტაბის შესახებ. შეგახსენებთ, რომ Tesla მიზნად ისახავს ყოველწლიურად გაზარდოს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა ტოველ წელს ერთნახევარჯერ და ათწლეულის ბოლოს მიაღწიოს ყოველ წელს 20 მილიონი ეგზემპლარის გამოშვების მიზანს. მიიჩნევა, რომ მარტის ღონისძიებაზე Tesla-ს მენეჯმენტი არა მხოლოდ ისაუბრებს ახალი ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებაზე ელექტრომობილების აწყობასა და ცალკეული კომპონენტების წარმოებაში, არამედ ისაუბრებს მესამე თაობის პლატფორმაზე, რომელიც მომავალში შესაძლებელს გახდის 25 ათასი აშშ დოლარი და მეტი ღირებულების ელექტრომობილების მასიურ წარმოებას. მკაცრი რეალობა, რა თქმა უნდა, ცვლის ასეთი გეგმების ეკონომიკას, რადგანაც Tesla Model 3-ის ფასი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო 35 ათასი აშშ დოლარი, ამჟამად კი მისი მინიმალური ფასი 43490 აშშ დოლარია. და მაინც, Tesla იმედოვნებს, რომ ახალი სტრატეგიული გეგმის თანახმად ამჟამინდელ დონესთან შედარებით ორჯერ შეამცირებს ელექტრომობილების წარმოების თვითღირებულებას. ამავე დროს მასკი აპირებს ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე ისაუბროს გლობალური ენერგეტიკული სისტემის მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასვლის პროგრამაზე. წინა სტრატეგიული გეგმების სხვა არარეალიზებული პუნქტები მოიცავს Tesla-ს ელექტრომობილების სრულ ავტოპილოტზე გადასვლას და მოდელების ასორტიმენტის გაფართოებას ბაზრის ყველა ძირითად სეგმენტზე. https://tinyurl.com/yc2jybmm
  18. კრიპტო აქტივები და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიები შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) 2023 წლის პრიორიტეტების სიაშია. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა განაცხადა. „ექსპერტიზების განყოფილება დაკავდება იმ ბროკერ-დილერებისა და RIA-ს შემოწმებით, რომლებიც იყენებენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს ან ახალ მეთოდებს, რომელთა შორისაა ტექნოლოგიური და ონლაინ გადაწყვეტილებები“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. დეპარტამენტის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ციფრულ აქტივებთან მომუშავე კომპანიების დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება რეკომენდაციებისა და საინვესტიციო კონსულტაციების გაწევისას. ოფიციალური პირები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ იმ სიხშირის შეფასებაზე, რა სიხშირითაც კომპანიები განიხილავენ მათ შესაბამისობას, გამჟღავნებასა და რისკის მართვის პრაქტიკას. კიდევ ერთი საკითხი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ საინვესტიციო მრჩევლებმა დაიცვან მარკეტინგის ახალი წესი, რომელიც ზღუდავს გამოხმაურებებისა და რეკომენდაციების გამოყენებას, მათ შორის ცნობილი ადამიანების მიერ ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაციისას. დღის წესრიგის სხვა საკითხები მოიცავს კრიპტო კომპანიების მიერ კიბერუსაფრთხოების პრაქტიკის განხილვას და შემოწმებას, რომ საინვესტიციო მრჩევლები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ეს უკანასკნელი მოიცავს რისკის შეფასებასთან შესაბამისობის შემოწმებას, აქტივების შენახვას და ინტერესთა კონფლიქტის მართვას. იანვარში საინფორმაციო მედიისთვის ცნობილი გახდა RIA-ს შემოწმების შესახებ ციფრული აქტივების შენახვასთან დაკავშირებით წესებსა და კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა SEC-ის ხელმძღვანელი გააკრიტიკა ციფრული აქტივების ინდუსტრიის არასათანადოდ რეგულირებისთვის, რამაც FTX-ის დაშლა გამოიწვია. გასული წლის განმავლობაში კომისიამ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით 30 საქმე აღძრა. Cornerstone Research ვარაუდობს, რომ ინდუსტრიის კონტროლი SEC-ისთვის პრიორიტეტად დარჩება გერი გენსლერის ხელმძღვანელობისას. მათ გაიხსენეს, რომ მაისში სააგენტომ შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გააორმაგა. https://tinyurl.com/3aee2rhd
  19. კომპანია MSI-მ წარადგინა თეთრი ფერის ვიდეო ბარათები GeForce RTX 4080 და RTX 4070 Ti Gaming Trio. ორივე მათგანი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორების მცირე ქარხნული აჩქარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD104-400 სიხშირით 2760 მჰც, რაც 5.7%-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარებაა 285 ვატი - რეკომენდებულია 700+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. GeForce RTX 4080 Gaming Trio White მოდელის გრაფიკულ ჩიპ AD103-300-ის სიხშირეა 2610 მჰც, რაც ამ ვიდეო ბარათის ეტალონურ ვერსიაზე 4.1%-ით მეტია. ამ მოდელის ენერგომოხმარებაა 320 ვატი და რეკომენდებულია 850+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White GeForce RTX 4080 Gaming Trio White ორივე ვიდეობარათს აქვს სამსლოტიანი გაგრილების სისტემა TRI FROZR 3, რომელშიც გამოყენებულია სამი ქულერი TORX Fan 5.0. ორივე ბარათს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. ვიდეო ბარათებზე მოცემულია RGB განათება, რომელიც იმართება საფირმო აპლიკაციებით MSI Mystic Light Sync და Ambient Link. კომპანიის განცხადებით ახალი ვიდეო ბარათები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. https://tinyurl.com/5h48vhnd
  20. კომპანია Qualcomm-მა წარადგინა Snapdragon X35 - ჩიპი, რომელსაც მწარმოებელი უწოდებს 5G Modem-RF System-ს. ეს არის კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელშიც 5G მოდემში დამატებულია რადიოსიხშირული ბლოკი. Qualcomm-ის თქმით ეს არის ახალი 5G NR Light სტანდარტის მხარდაჭერის მქონე პირველი გადაწყვეტილება. მასთან ერთად ბაზარზე 5G მხარდაჭერის სმარტ-საათები გამოჩნდება. ფოტოს წყარო: Qualcomm Snapdragon X35 დამყარებულია 3GPP Release 17 RedCap მოდემზე, რომელიც ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებითა და სამუშაო ტემპერატურით. მასზე მხარდაჭერილია 5G ქსელში მუშაობა 6 გჰც დიაპაზონში (sub-6GHz), თუმცა არ აქვს მილიმეტრული დიაპაზონის (mmWave) მხარდაჭერა. მითითებულია ერთი 20 მჰც არხის მხარდაჭერა, ჩამოტვირთვის სიჩქარე 220 მბ/წამამდე და გადაცემის სიჩქარე 100 მბ/წმ, რაც უფრო მაღალია 4G LTE მოდემებთან შედარებით. სხვათა შორის, ახალ პროდუქტებზე ასევე მხარდაჭერილია 4G LTE ქსელებში მუშაობა. Snapdragon X35 ოპტიმიზებულია ენერგიის მაქსიმალურ დაზოგვაზე, ინტეგრაციისა და გამოყენების სიმარტივეზე და ამავე დროს კომპაქტური ფორმ-ფაქტორის მოწყობილობების მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფაზე. Snapdragon X35-ის ზუსტი ზომა კომპანიას არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მოდემი Snapdragon X70-თან შედარებით უფრო პატარაა. ჯამში Snapdragon X35 მოდემი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომლის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო სექტორში, მშენებლობაში, სამთო მოპოვებით წარმოებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, საცალო ვაჭრობაში, სმარტ ქალაქების სისტემებში, ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებში. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია პლანშეტებში, ლეპტოპებში, სხვადასხვა სენსორის, უსაფრთხოების კამერებისა და როუტერების შემადგენლობაში. ორდიაპაზონიანი GPS-ის (L1+L5) წყალობით Snapdragon X35-ზე მხარდაჭერილია ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრის ფუნქცია. ამის გამო მოდემი იდეალურია სმარტ-საათებში გამოყენებისთვის. https://tinyurl.com/4mxtsupa
  21. Bitcoin-ბირჟა Binance-მა დანერგა გადასახადის გამოთვლისა და ანგარიშგების უფასო სერვისი – Binance Tax. განცხადების თანახმად პლატფორმა საშუალებას იძლევა „ერთი დაჭერით“ მოხდეს ბირჟაზე საკუთარი ტრანზაქციების იმპორტირება კალკულატორში, რათა შეფასდეს შესაძლო ფისკალური გადახდები. კომპანიაში აღნიშნეს, რომ Binance Tax ადრეულ სტადიაზეა და ჯერჯერობით არ აქვს ყველა სახის ტრანზაციის მხარდაჭერა. დამუშავებისთვის მიუწვდომელია გარიგებები მთელი რიგი პროდუქტებით, როგორებიცაა ფიუჩერსები და NFT. გუნდმა აღნიშნა, რომ ამის გამო მომხმარებლებს მოუწევთ ხელით შეცვალონ საგადასახადო ანგარიშები უახლოეს მომავალში. Binance Tax საშუალებას გაძლევთ ჩატვირთოთ 100 ათასი ტრანზაქცია კალკულატორში დამატებითი საფასურის გარეშე. დეველოპერების თქმით ეს თანხა საკმარისია „თუნდაც საკმაოდ აქტიური ტრეიდერებისთვის“. Bottom of Form თავდაპირველად სერვისი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის კანადასა და საფრანგეთში. გუნდმა განაცხადა, რომ იგი „მყარად მუშაობს მეტი რეგიონის, ქსელისა და საფულის მხარდაჭერის რეალიზაციაზე“. „ჩვენ შევქმენით Binance Tax, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა ნაკლები დრო გაატარონ გადასახადებზე ფიქრში და ამის ნაცვლად გამოიყენონ ის Web3-ის უსაზღვრო შესაძლებლობების შესასწავლად“, - ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, კვლევის შედეგების თანახმად Binance-ის მომხმარებელთა 88%-ზე მეტი გეგმავს განაგრძოს ინვესტიციების ჩადება კრიპტოვალუტებში 2023 წელს. https://tinyurl.com/yhjmvzuw
  22. Samsung-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის პირველ გეიმინგ OLED-მონიტორზე - ეს გახლავთ 34-დუიმიანი მოდელი Odyssey OLED G8 ნაკადური ტრანსლაციის ჩაშენებული ჰაბით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ითამაშოს ან ჩართოს სტრიმი პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების გარეშე. ეს არის კომპანიის პირველი გეიმინგ მონიტორი, რომელსაც აქვს ორგანულ შუქდიოდებზე აგებული დისპლეი კვანტური პიქსელებით (QD-OLED). ახალი მონიტორის ფასია 1499 აშშ დოლარი, მიწოდება 23 თებერვალს დაიწყება. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-მა პირველად წარადგინა Odyssey OLED G8 გამოფენა IFA 2022-ზე. გამოყენებულმა ტექნოლოგია QD-OLED-მა უნდა უზრუნველყოს გაჯერებული ფერის და სიკაშკაშის გაუმჯობესება, რისი დემონსტრირება უკვე მოახდინა Alienware QD-OLED მონიტორმა, რომელსაც ანალოგიური მახასიათებლები აქვს. Alienware-ის მონიტორის მსგავსად Samsung-ის დისპლეის აქვს სიმრუდის მცირე 1800R მაჩვენებელი, გაფართოება 3440 x 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირე 175 ჰერცი, მატრიცის რეაგირების დრო - 0.03 მილიწამი. მხარდაჭერილია სერტიფიკაცია True Black 400, რაც ნიშნავს იმას, რომ მონიტორი უზრუნველყოფს 400 კდ/მ² მაქსიმალურ სიკაშკაშეს. თუმცა ჟურნალისტებმა უკვე გაარკვიეს, რომ Alienware მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშე სრულიად თეთრი ეკრანის ჩვენებისას არის 280 კდ/მ² და სავსებით შესაძლებელია, რომ Odyssey OLED G8-მაც ვერ აჩვენოს უკეთესი შედეგი. მონიტორ Samsung Odyssey OLED G8-ს განსაკუთრებული მახასიათებელია თამაშის შესაძლებლობა პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების აუცილებლობის გარეშე, რადგანაც მას აქვს ფუნქცია Samsung Gaming Hub, რომელიც პირდაპირ მონიტორიდან უზრუნველყოფს წვდომას ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან, როგორებიცაა NVIDIA GeForce Now, Xbox Game Pass და Amazon Luna (აშშ-ში). აგრეთვე მხარდაჭერილია კონტენტის ნაკადური გადაცემა სტრიმინგ სერვისებიდან, როგორებიცაა Amazon Prime Video, Netflix, Twitch, YouTube TV და სხვა. სხვა სასარგებლო ფუნქციებში შედის ინტეგრირებული აპლიკაცია SmartThings, რომელიც მიაკვლევს და მართავს დაკავშირებულ ინტერნეტ-ნივთებს. მონიტორზე ხელმისაწვდომია Mini DisplayPort, HDMI და USB-C კონექტორები. აგრეთვე, მონიტორის უკანა მხარეს მოცემულია სისტემა Core Lighting Plus, რათა განათდეს მოწყობილობის უკან არსებული სივრცე ეკრანის გამოსახულების შესატყვის ფერებში. ასევე მხარდაჭერილია HDR10+ და AMD FreeSync Premium ტექნოლოგიები. მათთვის, ვინც 34-დუიმიან დისპლეის არასაკმარისად თვლის, Samsung ამზადებს განახლებულ 49-დუიმიან გეიმინგ მოდელ Odyssey G9-ს კვანტური პიქსელების მქონე ახალი, ორგანული შუქდიოდებით. ეს მოდელი გაყიდვაში „მიმდინარე წელს მოგვიანებით“ უნდა გამოვიდეს. https://tinyurl.com/3dkec9hy
  23. კომპანია Google-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტი, სახელად Bard. მოსალოდნელია, რომ იგი გახდება Open AI-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ ChatGPT-ის პირდაპირი კონკურენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. Google-ის გადაწყვეტილება მალე ხელმისაწვდომი გახდება შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის სატესტო გამოშვების ფარგლებში, მოგვიანებით კი საჯარო გახდება. ფოტოს წყარო: Google Bard-ს საფუძვლად უდევს Google-ის მიერ შემუშავებული ენის მოდელი Language Model for Dialogue Application (LaMDA). კომპანიამ განაცხადა, რომ დახურული ტესტის მონაწილეები თავდაპირველად შეძლებენ Bard-ის ჩატ-ბოტთან ინტერაქციას და მომდევნო კვირების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი საჯარო გახდება. „ჩვენ ვმუშაობთ LaMDA-ზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ სასაუბრო AI სერვისზე, რომელსაც Bard-ს ვუწოდებთ. დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს გადავგამთ წინ, მასზე წვდომას მივცემთ სწორ ტესტერებს მანამ, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის უახლოეს კვირებში. თავდაპირველად მას ვუშვებთ LaMDA მოდელის მსუბუქი ვერსიით. ამ მცირე მოდელს მნიშვნელოვნად მცირე გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მისი მასშტაბირება მომხმარებლების დიდ რაოდენობაზე და მივიღოთ მეტი გამოხმაურება. ჩვენ გავაერთიანებთ გარე გამოხმაურებას ჩვენს საკუთარ შიდა ტესტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ Bard-ის პასუხები შეესაბამება მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებასა და რეალურ ინფორმაციას. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ტესტირების ეს ეტაპი დაგვეხმარება Bard-ის ხარისხისა და სიჩქარის გაუმჯობესებაში“ - ნათქვამია Google-ის განცხადებაში. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google ატარებს ახალი ჩატ-ბოტების შიდა ტესტირებებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ჩათვლით, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს. სამომავლოდ IT გიგანტი გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ალგორითმის ინტეგრირებას საკუთარ საძიებო სისტემასა და სხვა სერვისებში. „საძიებო სისტემაში მალე იხილავთ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ ფუნქციებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადაითარგმნოს რთული მონაცემები ადვილად ასათვისებელ ფორმატებში, რათა მომხმარებლებმა სწრაფად აღიქვან საერთო სურათი და მეტი რამ ინტერნეტიდან: იქნება ეს დამატებითი თვალსაზრისით ძიება, როგორიცაა ადამიანების ბლოგები, რომლებიც უკრავენ ფორტეპიანოზე ან გიტარაზე, ან თემის შესწავლაში ჩაღრმავება, როგორიცაა სწავლება დამწყები მუსიკოსებისთვის“, - განაცხადა Google-ის გენერალურმა დირექტორმა Sundar Pichai-მ. კომპანიამ Bard-ის გამოყენების მაგალითად დაასახელა ისეთი რთული თემების გამარტივება, როგორიცაა NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპ „ჯეიმს უების“ მიერ გაკეთებული აღმოჩენების განმარტება ცხრა წლის ბავშვისთვის. https://tinyurl.com/mvjarufz
  24. საგადახდო კომპანია Visa მიზნად ისახავს შექმნას "კუნთების მეხსიერება" ანგარიშსწორებისთვის, რაც მის პლატფორმაზე შესაძლებელს გახდის ციფრული აქტივების კონვერტაციას ფიატურ ვალუტად. ინფორმაციას Cointelegraph ავრცელებს. კონფერენცია StarkWare Sessions 2023-ზე თელ-ავივში Visa-ს კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა დაადასტურა, რომ კომპანია ამოწმებს ანგარიშსწორების ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას USD Coin (USDC) Stablecoin-ში Ethereum-ზე. მან აღნიშნა, რომ საუბარი იყო დიდი ღირებულების გადახდებზე. „ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც კუნთების მეხსიერების გამომუშავება გვსურს. აგრეთვე, შეგვიძლია დოლარისა და ევროს კონვერტირება ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში, ჩვენ უნდა შევძლოთ გაცვლა ციფრულ ტოკენიზებულ ვალუტებსა და ტრადიციულ ვალუტებს შორის“, - განაცხადა შეფილდმა. მან გაიხსენა, რომ პლატფორმა Visa მთლიანად მუშაობს ბანკთაშორის სისტემა SWIFT-ზე. შეფილდმა აღნიშნა, რომ ამ სისტემაში შეზღუდვის გამო კომპანია ვერ ახორციელებს გადახდებს იმდენჯერ, რამდენიც სურს. ამიტომ, კომპანია იკვლევს ბლოკჩეინის ჩართვის შესაძლებლობას მის მოქმედ ქსელში. „რა თქმა უნდა, ჩვენ ექსპერიმენტები ჩავატარეთ და საჯაროდ გამოვაცხადეთ. ჩვენ ვამოწმებდით, თუ როგორ უნდა მიგვეღო საანგარიშსწორებო გადახდები [Stablecoin-ებში]“, - განაცხადა Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა. იანვარში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ გამოხატა რწმენა, რომ Stablecoin-ებსა და CBDC-ებს შეუძლიათ „მნიშვნელოვანი როლის შესრულება გადახდების სივრცეში“. მისი თქმით ამ მიმართულებით კომპანიას არაერთი ინიციატივა აქვს. Visa განიხილავს თუ როგორ გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები არსებული ბანკთაშორის არხების გასაუმჯობესებლად, განაცხადა შეფილდმა. ”თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სფეროში უზარმაზარი შესაძლებლობებია, ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ განვითარება,” - დაასკვნა მან. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში Visa-მ ჩაატარა ავტომატური განმეორებადი გადახდების კონცეფციის დადასტურება StarkWare-ის სტარტაპისგან Ethereum StarkNet 2-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/2jrmhaxv
  25. კომპანია MSI-ს არ წარუდგენია თავისი Radeon RX 7900 ვიდეო ბარათები გასულ წელს ოფიციალური ანონსის შემდეგ და განაცხადა, რომ საფირმო მოდელები მოგვიანებით, 2023 წლის დასაწყისში გამოვიდოდა. ეს მოდელები პირველად გამოჩნდა გამოფენა CES 2023-ზე იანვრის დასაწყისში და ამჟამად ისინი შეინიშნა ამერიკულ სავაჭრო პლატფორმებზე, აცხადებენ TechPowerUp დ VideoCardz Newegg-ის ბმულზე დაყრდნობით. წყარო: MSI მოდელი MSI Radeon RX 7900 XTX Gaming Trio Classic ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმაზე შემოთავაზებულია დაახლოებით 1100 აშშ დოლარად და ეს ფასი 22%-ით აღემატება AMD-ის სარეკომენდაციო ფასს. XT ვარიანტის შემთხვევაში გაზრდილი ფასი ნაკლებად შესამჩნევია და დაახლოებით 5.5%-ს შეადგენს - მოდელი RX 7900 XT Gaming Trio Classic ღირს დაახლოებით 950 აშშ დოლარი. RX 7900 Gaming Trio Classic სერია გამოირჩევა MSI-ს ინჟინრების მიერ გაუმჯობესებული PCB-ით, კერძოდ, გამოყენებულია სამი 8-პინიანი კვების კონექტორი ორის ნაცვლად. პრეფიქსი „Classic“ მიუთითებს, რომ გამოყენებულია GAMING გაგრილება RX 6900 სერიის სამი ქულერით, ცვლილებებია შეტანილი დიზაინში, თუმცა უმნიშვნელოდ. ანალოგიური ვარიანტების გამოჩენა ადრე შეინიშნებოდა NVIDIA GeForce RTX 40 სერიაში. ჯერჯერობით არ არსებობს სიახლეები MSI-ს გეგმებთან დაკავშირებით - გამოუშვებს თუ არა Radeon RX 7900 ბარათის უფრო თანამედროვე და მოწინავე ვარიანტებს, როგორებიცაა Gaming Trio და Suprim. https://tinyurl.com/bdcmk53m
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.