Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5920
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ვიდეო ბარათების მხოლოდ ორი ძირითადი მწარმოებელი - AMD (ყოფილი ATI) და NVIDIA. კომპანია Intel-მა 2022 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო მესამე ძალა ამ მეტად კონკურენტულ ბაზარზე და გამოუშვა Arc სერიის დესკტოპ და მობილური დისკრეტული ამაჩქარებლები. წლის ბოლოს კი კომპანია უკვე ფლობდა ბაზრის იმდენივე წილს, რამდენსაც AMD – 9%-ს. უახლესი სტატისტიკა გაავრცელეს Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა. ვიდეო ბარათების გაყიდვები შემცირდა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის პარალელურად. GPU-ების მიწოდების მოცულობა მთლიანობაში წლის განმავლობაში შემცირდა 38%-ით: დესკტოპ სეგმენტში - 24%-ით და ლეპტოპების სეგმენტში - 43%-ით. ვიდეო ბარათების ბაზარზე დომინანტური პოზიცია კვლავ NVIDIA-ს უკავია. ერთი მხრივ, დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზარზე 9% წილის დაკავება არ არის ის ფაქტი, რითიც კომპანია აქციონერების წინაშე თავს მოიწონებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთავარი კონკურენტი NVIDIA ბაზრის 82%-ს ფლობს. მეორე მხრივ, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რამდენად სწრაფად მოიპოვა Intel-მა 9%-იანი წილი. Arc ვიდეო ბარათების შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ბარათების გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ანალიტიკოსებს შორის საუბარიც კი მიმდინარეობდა, რომ Intel-ს შესაძლოა გარკვეულ მომენტში უარი ეთქვა დისკრეტული ვიდეო ბარათების გამოშვებაზე და დაეხურა პროექტი, რომელშიც იმ დროს უკვე ჩადებული იყო მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, მაგრამ გააგრძელა მუშაობა და დისკრეტული GPU-ების ბაზრის 9% უკვე მოიპოვა. ამასთან, კომპანია გაჩერებას არ აპირებს: უკვე მიმდინარეობს Arc ამაჩქარებლების მეორე და მესამე თაობაზე მუშაობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research Arc სერიის ვიდეო ბარათების პირველი თაობის გამოშვებით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ მოდელებზე გაეკეთებინა აქცენტი. მაგალითად, Arc A750 მოდელის სარეკომენდაციო ფასი გამოშვებისას 290 აშშ დოლარი იყო, თუმცა ამჟამად უკვე 250 აშშ დოლარამდეა შემცირებული. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ბარათს არავინ ყიდულობს, არამედ პირიქით. გაყიდვების დაწყებისთანავე იგი უფრო იაფი და თანაც მაღალი წარმადობის მქონე იყო, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ამჟამადაც კი საუკეთესო შემთხვევაში 299 აშშ დოლარად იყიდება, თანაც Arc A750 წარმადობის მხრივ გვევლინება უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 3060-ის კონკურენტად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Arc A750 ბევრი მომხმარებლისთვის გახდა კარგი არჩევანი 1080p გაფართოების და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში. ვიდეო ბარათების ოპტიმიზაციის პრობლემები Intel-ს ჯერ ბოლომდე არ გადაუჭრია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა წარმატებით ხდება დრაივერების მეშვეობით. ამავდროულად, ევროპული საინფორმაციო მედიის ცნობით Arc A750 გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე უფრო ძვირი და მძლავრი Arc A770. უმცროსი მოდელი გაყიდვებით აჭარბებს ხუთჯერ ან მეტად. PCWorld-თან ბოლო ინტერვიუში Intel Graphics-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა: ”თუ დაფიქრდებით, ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მოახერხეს შეღწევა ისეთ უზარმაზარ ბაზარზე, როგორიცაა დისკრეტული გრაფიკის ბაზარი... NVIDIA ალბათ გააგრძელებს ჩვენს იგნორირებას. თუმცა, AMD-ს არ შეუძლია ჩვენი იგნორირება. და მომდევნო წლებში, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულნი გავხდებით ჩვენს შესაძლებლობებში, კონკურენცია AMD-სთან მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“. აქვე აღვნიშნავთ, რომ პეტერსენი ადრე NVIDIA-ში მუშაობდა კომპანიის ტექნიკური მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. https://tinyurl.com/y4fd27x2
  2. კრიპტოვალუტების კორელაცია ამერიკული კომპანიების აქციებსა და მაკროეკონომიკურ მოვლენებთან სუსტდება Bitcoin-ის ფასის მიმდინარე ფონზე. ამის შესახებ აცხადებს The Block, Bernstein-ის მკვლევარების მოსაზრებაზე დაყრდნობით. მათი თქმით ბაზარი ბალანსდება „ხარებსა და დათვებს“ შორის "შემდგომი კატალიზატორების მოლოდინში" და მისი მგრძნობელობა ტრადიციული ფინანსების სამყაროში "მოვლენების მიმართ" არ არის იგივე, როგორც ადრე. " პირველი კრიპტოვალუტის კორელაცია NASDAQ Composite ინდექსთან თებერვლის დასაწყისში დაეცა 0.94 - დან 0.58 - მდე. წყარო: The Block Crypto Data. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ მარეგულირებლების მიერ შექმნილი დაბრკოლებები დათვური ბაზრის ფაქტორია, ასევე კრიპტოვალუტის მცირე ინსტიტუციური მიღება. მეორე მხრივ, აქციებთან კორელაციის შესუსტება ხარულ სიგნალს წარმოადგენს. ”Stablecoins-ების ემისიის მნიშვნელოვანი ნაწილი (> 50%) და ციფრული ვალუტების გლობალური ვაჭრობა შეერთებულ შტატებს ფარგლებს გარეთ რჩება”, - აღნიშნეს მკვლევარებმა. ადრე ამერიკელმა მარეგულირებლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება კომპანიის კრიპტო ქმედებებისგან წარმოქმნილი პოტენციური რისკების შესახებ. https://tinyurl.com/4r35ummw
  3. თხევადი გაგრილების სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტ-მოდელ OnePlus 11-ის ანონსის პარალელურად OnePlus -მა გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა უფრო უნივერსალური გადაწყვეტილება. საუბარი ეხება ცალკეულ გაგრილების სისტემას, რომელიც გამოყენებადია ნებისმიერ სმარტფონთან და საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დიდი რესურსის თამაშებსა და აპლიკაციებში. ფოტოს წყარო: Stuff ონლაინ-რესურს Stuff-ის ინფორმაციით სისტემა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. როგორც მოსალოდნელია, იგი მობილურ გეიმერებს უზრუნველყოფს ფრეიმრეითის მცირე ზრდით სადაც შესაძლებელი იქნება. თუ გაგრილების სისტემა Active CryoFlux OnePlus 11 სმარტფონის კონცეპტ-ვარიანტის ჩიპსეტს 1-2 გრადუსით გააგრილებს ჩველებრივ სმარტფონთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგია TEC, რომელიც 45W Liquid Cooler მოდულის დამოუკიდებლად გამოიყენება, სმარტფონის 20 გრადუსით გაგრილების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორი იმუშავებს უფრო მაღალ სიხშირეებზე გადახურებისა და trottling-ის გარეშე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფრეიმრეითს თამაშებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გეიმინგ სესიების შემთხვევებში. თავად ქულერი სმარტფონზე მაგრდება სპეციალური ზამბარით და თავსებადია OnePlus-ის გარდა ბრენდების უმრავლესობის პროდუქციასთან. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა უკავშირდება ბლოკს საკმაოდ დიდი რადიატორით - გარე მყარი დისკით ან როუტერითაც კი. გაგრილების სისტემის უდიდესი ნაწილი დამალულია კორპუსში, ამიტომ სხვა მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით მომხმარებელი ვერ იგრძნობს ჭარბი სითბოს გამოყოფას. „თერმოელექტრული“ გაგრილება იწყება ქულერის სმარტფონთან შეერთებისთანავე, ხოლო მთავარ მოდულზე არსებული ღილაკი საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ გაგრილების ინტენსივობა. სამწუხაროდ, გაგრილების სისტემა არ უზრუნველყოფს სმარტფონის დამუხტვას, ამიტომ მობილურ გეიმერებს შეიძლება დასჭირდეთ სხვა სადენის დაკავშირება სმარტფონთან გეიმინგ სესიების დროს. გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობის ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/mwtwzmek
  4. Xiaomi-ს მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა Redmi-მ დანერგა 300-ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია. გავრცელებული ინფორმაციით ახალ ტექნოლოგიას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება სმარტფონის ბატარეის ნულიდან 100%-მდე დამუხტვისთვის. სიახლის დასადასტურებლად კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს რამდენიმე დეტალს ახალი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შესახებ. ახალი დამუხტვის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის კონტროლირებად გარემოში ბრენდმა გამოიყენება მოდიფიცირებულილ სმარტფონი Redmi Note 12 Discovery ბატარეის მოცულობით 4100 მა/სთ (ამ სმარტფონის ორიგინალი ვერსიის ბატარეის მოცულობაა 4300 მა/სთ). ბატარეის 0-დან 50%-მდე დამუხტვისთვის საჭირო გახდა 2 წუთი და 11 წამი, ხუთი წუთის შემდეგ კი ბატარეა 100%-ზე იყო დამუხტული. როგორც რესურს GSMArena.com-მა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვიდეო გამოქვეყნდა ოფიციალურ Redmi ანგარიშზე სოციალურ ქსელ Weibo-ში, 300-ვატიანი დამუხტვის სიმძლავრე სიმართლეს არ შეესაბამება. სმარტფონი მხოლოდ 290 ვატს აღწევს დაახლოებით სამი წამის განმავლობაში და შემდეგ იტენება უფრო ნელი სიჩქარით. და გამოცხადებული სიმძლავრე 300 ვატი არის თეორიული მაქსიმუმი, რომლის მიღწევა შეუძლია დამტენს და ბატარეას, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. Redmi-ის თქმით, მცირე ზომის მიუხედავად კვების ადაპტერი აღჭურვილია Double GaN ტექნოლოგიით და აქვს „50-ზე მეტი დონის დაცვა“. როდის იქნება წარმოდგენილი პირველი მასობრივი წარმოების სმარტფონი 300 ვატი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/ytkzj9ny
  5. 2023 წლის 13 მარტიდან ამერიკული Bitcoin ბირჟა Coinbase შეწყვეტს ვაჭრობას stablecoin Binance USD-თი (BUSD). „ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებით აქტივებს ჩვენს ბირჟაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ლისტინგის სტანდარტებს. უახლესი მიმოხილვების საფუძველზე Coinbase შეაჩერებს BUSD ვაჭრობას 2023 წლის 13 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე (ET)“ - ნათქვამია შეტყობინებაში. CoinMarketCap-ის მიხედვით BUSD-ის კაპიტალიზაცია 10.7 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა (-5.4 მლრდ აშშ დოლარი 13 თებერვლიდან). წერის დროს აქტივი რეიტინგში მე-10 ადგილზეა. წყარო: CoinMarketCap. მანამდე, ლენდინგ პროტოკოლის საზოგადოება Aave-მ გადაწყვიტა განიხილოს წინადადება BUSD-ის გირაოს სახით გამოყენების გაყინვის შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) გამოძიება დაიწყო Binance USD-ის ემიტენტ Paxos-ის მიმართ. მოგვიანებით მისმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ახალი მონეტების გამოშვების შეჩერება და Stablecoin-თან დაკავშირებით Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტა. კომპანია გააგრძელებს შესყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების მხარდაჭერას მინიმუმ 2024 წლის თებერვლამდე. ასევე ცნობილი გახდა SEC-ის მუქარის შესახებ, რომ Paxos-ს უჩივლებს BUSD-ის გამოშვებისას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების დარღვევის გამო. Bloomberg-ის ცნობით Circle-მა საჩივარი შეიტანა NYDFS-ში 2022 წელს Stablecoin-ის რეზერვის მართვის ხარისხთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/bde4evy3
  6. ევროპელმა საცალო მოვაჭრეებმა Intel Arc A7 გრაფიკულ ბარათებზე ფასები შეამცირეს, წერს Techspot. ასევე მითითებულია, რომ Intel-ის ვიდეო ბარათები ამჟამად მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული კომპიუტერული ტექნიკის ბევრ მაღაზიაში. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა Arc A750 და Arc A770 ვიდეო ბარათები გასული წლის ოქტომბერში გამოუშვა, მათი 8 გბ მოდელების ფასები იყო 290 და 330 აშშ დოლარი შესაბამისად, ხოლო 16 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Arc A770-ის ვერსია შეფასდა 350 აშშ დოლარად. თუმცა რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ Arc A750-ის ფასი 30 აშშ დოლარით შეამცირა. ფასების ცვლილებამ ახლა უკვე ევროპამდე მიაღწია, სადაც ეს ვიდეო ბარათები ამ დრომდე მცირე რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი. Eurogamer-ის ცნობით თუ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში Arc A750-ის ღირებულება ევროპაში დაახლოებით 350-380 ევრო იყო, ახლა ვიდეო ბარათის შეძენა 300 ევროზე ნაკლებ ფასად შეიძლება. Arc A770, რომელიც ადრე შემოთავაზებული იყო საშუალოდ 450 ევროდ, ახლა იყიდება 400 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით). ფოტოს წყარო: PC21.fr გერმანულმა რითეილერ Notebooks Billiger-მა Arc A750-ის ფასი 70 ევროთი შეამცირა და 280 ევროდ ყიდის. მის მაგალითს მიყვა ფრანგული PC21 და ამაჩქარებელს იმავე ფასად გვთავაზობს. ამასთან მაღაზიამ პუბლიკაციის დროს აღნიშნა, რომ მარაგში აქვს ათასზე მეტი ერთეული. ფრანგულმა LDLC-მ და Cybertek-მა Arc A750-ზე ფასი 50 ევროთი შეამცირეს და ყიდიან 310 ევროდ. დიდ ბრიტანეთში Arc A750 70 ბრიტანული ფუნტით გაიაფდა რითეილერ Ebuyer-თან და 260 ფუნტად იყიდება. გარდა ამისა, მაღაზიამ Arc A770 მოდელზე ფასი შეამცირა 410-დან 360 ბრიტანულ ფუნტამდე. Overclockers UK ასევე 360 ფუნდად ყიდის Arc A770-ს, ადრე ვიდეო ბარათი 450 ბრიტანულ ფუნტად იყიდებოდა. პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით Overclockers UK Arc A750-ს ყიდის ბრიტანეთში მინიმალურ ფასად - 250 ფუნტად. შედარებისთვის, NVIDIA-ს ნაკლებად მძლავრი GeForce RTX 3050 იმავე მაღაზიაში 299 ბრიტანულ ფუნტად იყიდება. ამავე დროს Arc A750 კონკურენციას უწევს არა GeForce RTX 3050-ს, არამედ უფრო ძვირადღირებულ RTX 3060-ს. ფოტოს წყარო: Overclockers UK რესურსი Techspot-ის აღნიშნავს, რომ უფროსი Arc A770 მოდელი უმცროსთან შედარებით ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა და მისი გაყიდვები დაბალია GeForce RTX 3060-ის, GeForce RTX 3060 Ti-ს და ასევე RX 6800-სა და Radeon RX 6800 XT-ის მაღალი კონკურენციის ფონზე. ბოლო თვეებში ბევრად უფრო აქტიურად იყიდებოდა უმცროსი Arc A750, რომელიც, როგორც რესურსი ვარაუდობს, Arc A770-ს აჭარბებს გაყიდვებით ხუთი ერთთან შეფარდებით ან კიდევ უფრო მეტად. https://tinyurl.com/y92sawxj
  7. Jon Peddie Research-ს დაახლოებით ორი თვე დასჭირდა GPU-ების ბაზრისთვის მეოთხე კვარტლის შედეგების შესაჯამებლად. საერთო ჯამში მიწოდების მოცულობა წლიური შედარებით 38%-ით შემცირდა, ამასთან დესკტოპ სეგმენტში შემცირებამ შეადგინა 24%, ლეპტოპების სეგმენტში - 43%. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე ასეთი ვარდნა არ დაფიქსირებულა 2011 წლის შემდეგ. ფოტოს წყარო: NVIDIA როგორც წყარო განმარტავს, Intel-ის გრაფიკული პროდუქტების წილი 1.1%-ით შემცირდა 71%-მდე, NVIDIA-ს წილი კი 0.68%-ით გაიზარდა 17%-მდე, კომპანია AMD-ის პოზიცია კი 0.4%-ით 12%-მდე შემცირდა. წლიური შედარებით Intel-ის წილი 62-დან 71%-მდე გაიზარდა, NVIDIA-სი 19-დან 17%-მდე შემცირდა, AMD-ს - 18-დან 12%-მდე. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research ჯამში Jon Peddie Research-ის მიხედვით გრაფიკული პროცესორების მიწოდების მოცულობა 15.3%-ით შემცირდა. ბაზრის ლიდერ Intel-ის (ინტეგრირებული გრაფიკის გათვალისწინებით) მიწოდების მოცულობა შემცირდა 16.5%-ით, AMD-ის - 12.7%-ით, NVIDIA-სი - 11.7%-ით. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ცენტრალური პროცესორების ბაზარი, რომელიც დიდწილად გრაფიკული პროდუქტების ბაზრის დინამიკას განსაზღვრავს, შესაბამისად შემცირდა 17.4%-ით, წლიურ შედარებაში კი - 35.3%-ით. მეოთხე კვარტალში მიწოდებული 54 მილიონი ცენტრალური პროცესორიდან 63% მოდიოდა მობილურ სეგმენტზე, დანარჩენი 37% - დესკტოპ პროცესორებზე. აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში დისკრეტული ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობა დესკტოპ სეგმენტში 7.8%-ით გაიზარდა. Jon Peddie Research-ის სპეციალისტების შეფასებით მომდევნო ხუთ წელში პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში დისკრეტული გრაფიკული პროცესორების გავრცელების დონე 32%-ს მიაღწევს. 2026 წლის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება 3 მილიარდზე მეტი ყველა ტიპის გრაფიკული პროცესორი. სეზონური ტრენდის მიხედვით გრაფიკული პროდუქტების მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში რჩება მესამე კვარტლის დონეზე, თუმცა გასულ წელს შემცირებამ შეადგინა 15.3%, რაც ათწლიან ნორმასთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. კვარტლის განმავლობაში სულ მიწოდებულ იქნა 64.2 მილიონი გრაფიკული პროცესორი, რაც 38.5 მილიონით ნაკლებია 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. https://tinyurl.com/3sfymcx4
  8. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 9.95%-ით გაიზარდა. ინდიკატორმა განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმუმი 43.05 T ნიშნულით. მაინინგის სირთულე. წყარო: BTC.com. Glassnode-ის მიხედვით ქსელის 7 დღიანი მოძრავი საშუალო ჰეშრეითი იმყოფება 303 EH/s მაჩვენებლის სიახლოვეს. წყარო: Glassnode. ჰეშ-ფასის მაჩვენებელი 0.068$ TH/s-ზე დღე-ღამის განმავლობაში ბოლო თვის მინიმალურ დონემდე ჩამოვიდა. წყარო: Hashrate Index. იანვარში პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.68%-ით, რის შედეგად განახლდა ისტორიული მაქსიმუმი დაახლოებით 39.35 T-მდე. იმავე თვეში Bitcoin-ის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 604.6 მლნ აშშ დოლარი, რაც დეკემბრის მაჩვენებელს აჭარბებს 27%-ით. შეგახსენებთ, რომ თებერვალში მაინინგ კომპანია CleanSpark-მა შეიძინა 20 000 ცალი Antminer S19j Pro +, რითაც აღჭურვილობა 46 500 მოწყობილობამდე გაზარდა. https://tinyurl.com/yc5cbfv8
  9. ამჟამად Yeston ვიდეო ბარათ Radeon RX 7900 XT-ს ყიდის მხოლოდ 6499 იუანად (დაახლოებით 934 აშშ დოლარი), რაც 900 იუანით იაფია ჩინეთში კომპანიის მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ამ ვითარების საპირისპირო მდგომარეობაა აშშ-ში. იგივე მოდელის შეძენა Newegg-ზე შესაძლებელია 1199 აშშ დოლარად, რაც 300 აშშ დოლარით აღემატება კომპანიის მიერ ამ ბაზარზე დაწესებულ სარეკომენდაციო ფასს. უნდა ითქვას, რომ RX 7900 XT ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება ჩინეთში და Yeston არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელმაც ღირებულება შეამცირა. XFX და Sapphire-ც ყიდიან თავიანთი წარმოების Radeon RX 7900 XT-ს 6599 იუანად. ჩინეთის ბაზარზე ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, რაც უკავშირდება ღირებულების გადასახადის დამატებას. თუმცა, ვინაიდან ამჟამად დესკტოპ ბარათების უმეტესობა დამზადებულია აზიაში, ეს ბაზარი, როგორც წესი, ლიდერია ფასების ცვლილებების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ჩინურმა მაღაზიებმა, მაგალითად, შეამცირეს Ryzen 7000 პროცესორების ფასი 2 კვირით ადრე, ვიდრე მსგავსი ქმედება სხვა რეგიონებში განხორციელდებოდა. ჩინური ვებ-გვერდების შეტყობინებებში მოცემულია, რომ RX 7900 XT-ს შეძენა შესაძლებელია სულ რაღაც 5999 იუანად, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი, რომლის პოვნა შესაძლებელია, შეადგენს 6299 იუანს Taobao-ზე. აღსანიშნავია, რომ ფასების შედარების ცხრილში მოცემული ყველა ბარათის ყიდვა ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს შესანიშნავი სიახლეა ჩინელი გეიმერებისთვის და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გლობალურ ბაზარზეც მოახდეს გავლენას. ამასთან, NVIDIA და AMD, სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ბოლოსთვის გამოუშვებენ მომდევნო თაობის საშუალო კლასის მოდელებს. https://tinyurl.com/8u8e3dt5
  10. მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დისკრეტულ Radeon გრაფიკულ ბარათებს ჯერ კიდევ გაცილებით მცირე ბაზრის წილი აქვთ, ვიდრე NVIDIA-ს, ორივე კომპანიის უახლესი ანგარიშები აჩვენებს, რომ AMD-ის გეიმინგ განყოფილება დიდად არ ჩამორჩება კონკურენტს, როდესაც საქმე შემოსავალს ეხება. ფოტოს წყარო: AMD 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რომელიც AMD-მ იანვარში წარმოადგინა, მისი გეიმინგ ბიზნესის შემოსავალი შეადგენდა 1.644 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ეს სეგმენტი მოიცავს არა მხოლოდ Radeon გეიმინგ გრაფიკულ ბარათებს, არამედ პერსონალურ ჰიბრიდულ პროცესორებს Sony PlayStation 5, Microsoft Xbox Series S და Series X გეიმინგ კონსოლებისთვის. ფოტოს წყარო: AMD კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშზე NVIDIA-მ განაცხადა, რომ შემოსავალი მისი გეიმინგ მიმართულებიდან, რომელშიც შედის გეიმინგ კონსოლ Nintendo Switch-ისთვის განკუთვნილი პლატფორმიდან, გეიმინგ ქლაუდ სერვის GeForce NOW-დან, ასევე GeForce ვიდეო ბარათებიდან მიღებული შემოსავალი, ბოლო კვარტალში შეადგენდა 1.831 მლრდ აშშ დოლარს, რაც მხოლოდ 187 მლნ აშშ დოლარით აღემატება AMD-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს ვითარება არ აიხსნება AMD-ის ვიდეო ბარათების პოპულარობის ზრდით, წერს პორტალი Tom’s Hardware. Steam Hardware Survey-ს ბოლო 18 თვის მონაცემებით კომპანია NVIDIA-ს პროდუქტებს იყენებს გეიმინგ პლატფორმის დაახლოებით 75%, 15% იყენებს AMD-ის პროდუქტებს და 10% - დანარჩენი კომპანიების მოწყობილობებს. ამ მონაცემების საფუძველზე რესურსი ვარაუდობს, რომ AMD-ის გეიმინგ ბიზნესის შემოსავლის ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იყო გეიმინგ კონსოლების პროცესორების გაყიდვაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვარტალში NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალი 46%-ით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით. https://tinyurl.com/3sm33am5
  11. Bitcoin-ბირჟა Binance-მა და საკრედიტო ბარათების სერვისის კომპანია Ingenico-მ აამოქმედეს საპილოტე პროგრამა Binance Pay-ს მეშვეობით კრიპტო გადახდების დამუშავებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე ფუნქციის ტესტირება მოხდება Ingenico Axium-ის გადახდის ტერმინალებში საფრანგეთში კოქტეილ ბარ Le Carlie-ში და ქალთა ტანსაცმლის მაღაზია Miss Opéra-ში. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი კრიპტოვალუტა. თავდაპირველად სავაჭრო ობიექტები ანგარიშსწორების სახით მიიღებენ ციფრულ აქტივებს, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტლიდან დამატებითი გადაწყვეტილება მათ ფიატში კონვერტირების საშუალებას მისცემს. სამომავლოდ პროგრამა გაფართოვდება ევროპის ქვეყნებში, სადაც Binance-მა მოიპოვა საქმიანობის ლიცენზია, მათ შორისაა იტალია, ლიტვა, ესპანეთი, კვიპროსი, პოლონეთი და შვედეთი. იანვრის ბოლოს Binance-მა საგადახდო გიგანტ Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში განაცხადა ბრაზილიაში წინასწარი გადახდის ბარათის გამოშვების გეგმის შესახებ. https://tinyurl.com/37zjxy3j
  12. Mercedes-Benz-მა განაცხადა Google-თან ერთად ნავიგაციის სფეროში ახალი პროექტის დაწყების შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს თითოეულ მანქანაში უზრუნველყოს უამრავი სენსორით აღჭურვილი „სუპერკომპიუტერის დონის წარმადობა“, რაც აუცილებელია ავტოპილოტირების პლატფორმის მუშაობისთვის - ეს კომპანიას ხელს შეუწყობს Tesla-სა და ახალ ჩინურ ბრენდებთან კონკურენციაში - წერს Reuters. ფოტოს წყარო: mercedes-benz.com თანამედროვე მანქანათმშენებელი კომპანიები ხშირად იყენებენ მოდელს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ფუნქციების ნაკრებისა და მანქანის მახასიათებლების რეგულირების საშუალებას იძლევა - მომხმარებლის სურვილის შესაბამისად აქტიურდება ესა თუ ის შესაძლებლობა, როგორც წესი, დამატებითი თანხის ფასად. Mercedes-Benz-მა ამ მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში: მომხმარებლები ავტომობილში იღებენ მძლავრ ჩიპს, ამასთან ორი კომპანიის ხარჯები მაღალი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ჩიპის ყველა ხელმისაწვდომ ფუნქციას არ გაააქტიურებს. პროექტიდან მიღებული შემოსავალი Mercedes-Benz-სა და NVIDIA-ს შორის იყოფა. Mercedes-Benz-თან ერთობლივი პროექტი წამოიწყო ავტოპილოტირებისთვის განკუთვნილი სენსორების მწარმოებელმა Luminar Technologies-მა, რომელშიც გერმანული საავტომობილო ბრენდი მცირე წილს ფლობს. მრავალმილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში ათწლეულის შუა პერიოდისთვის ამ სენსორებით იქნება აღჭურვილი Mercedes-ის ავტომობილების ფართო სპექტრი - სიახლის გახმაურების შემდეგ Luminar-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. და ბოლოს, გერმანულმა კომპანიამ განაცხადა Google-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ: ამერიკული პარტნიორი Mercedes-Benz-ს მიაწვდის სანავიგაციო მონაცემებს, აქტუალურ ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ, მძღოლები კი შეძლებენ YouTube-ის გამოყენებას საინფორმაციო-გასართობ სისტემაში - ვიდეოზე წვდომა განიბლოკება მანქანის გაჩერებისას, ან მესამე დონის ავტოპილოტირების სისტემის გააქტიურების დროს. https://tinyurl.com/2jd3xz73
  13. უახლესმა პროცესორმა Intel Xeon W9-3495X "Sapphire Rapids" აჩქარების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 56-ბირთვიანი ჩიპის აჩქარება მოხერხდა 4.2 გჰც-მდე. ტესტირება ჩაატარა ცნობილმა ენთუზიასტმა მეტსახელად Der8auer, რომელიც ექსპერიმენტში იყენებდა სასერვერო დედა დაფას LGA 4677 სოკეტით, 192 გბ RDIMM (ECC) DDR5-5600 მეხსიერებას და 360-მილიმეტრიან AIO-ს Cooler Master-ისგან გაგრილების სახით. ტესტირებისთვის შერჩეული იყო დედა დაფა RVP (Reference Validation Platform) ჩიპსეტით W790. პროცესორის აჩქარების ტესტის დროს დაკავშირებული იყო Intel XTU utility. ჩიპის ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში შეადგენდა დაახლოებით 300-350 ვატს, მაქსიმალურ დატვირთვაზე ბენჩმარკზე კი დაფიქსირდა 1000 ვატზე მეტი. Geekbench 5 ტესტის შედეგად ჩიპმა დააგროვა შთამბეჭდავი 53817 ქულა, რის შედეგად 12%-ით უკან მოიტოვა AMD Threadripper Pro 5995WX-ის ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდი. ტესტირება ჩატარდა კონტროლირებად პირობებში Intel-ის აშშ-ის სათაო ოფისში ოვერქლოქერების გუნდთან ერთად. რეალურად საინტერესო კი ის არის, რომ Xeon W9-3495X-ს შეუძლია უზრუნველყოს კიდევ უფრო უკეთესი წარმადობა სათანადო გაგრილების პირობებში, რადგან ახალი Golden Cove ბირთვები არ მუშაობს სრული სიმძლავრით. https://tinyurl.com/596svyv4
  14. ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) გამოაცხადა თავისი ინსტრუმენტების განახლების შესახებ რეგულირებად სუბიექტებს შორის ციფრული აქტივების უკანონო საქმიანობის მონიტორინგისთვის. „ეს ინსტრუმენტები დაგვეხმარება ფინანსური დანაშაულისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეგულირებადი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ეროვნულ ლიდერობას ვირტუალური ვალუტის ზედამხედველობის მიმართულებით“, - განაცხადეს NYDFS-ში. მარეგულირებელს დეტალები არ გაუმჟღავნებია. განცხადებაში ნათქვამია, რომ განახლებები დეპარტამენტს ახალ შესაძლებლობებს მისცემს პოტენციური ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის. 10 თებერვალს NYDFS-მა დაიწყო გამოძიება Binance USD (BUSD) ემიტენტ Paxos-ის მიმართ. მოგვიანებით მარეგულირებელმა კომპანიას უბრძანა შეწყვიტოს Stablecoin-ის გამოშვება. კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტს აქტივის გამოშვებას, მაგრამ გააგრძელებს ყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების მხარდაჭერას მინიმუმ 2024 წლის თებერვლამდე. დეპარტამენტმა თავისი ქმედება ახსნა Stablecoin-ის არასაკმარისი უსაფრთხოებით. ასევე ცნობილი გახდა SEC-ის მუქარის შესახებ, რომ Paxos-ს უჩივლებს BUSD-ის გამოშვებისას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების დარღვევის გამო. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Circle-მა საჩივარი შეიტანა NYDFS-ში Binance USD-ის რეზერვების მართვის ხარისხთან დაკავშირებით, აცხადებს Bloomberg. https://tinyurl.com/nhaa6e2t
  15. კომპანია NVIDIA-მ გასული ფისკალური კვარტალი დაასრულა გეიმინგ სეგმენტში შემოსავლის 46%-იანი კლებით 1.83 მლრდ აშშ დოლარამდე წლიური შედარებით, რის მიზეზადაც დაასახელა პანდემიის პერიოდში მაღალი ბაზის თანამდევი დინამიკა, ასევე დაგროვებული ჭარბი პროდუქცია. ფოტოს წყარო: NVIDIA კომპანიის ფინანსურ დირექტორ Colette Kress-ის თქმით შემოსავალი გეიმინგიდან მეოთხე კვარტალში შეიძლება გაზრდილიყო, რომ არა გეიმინგ კონსოლების კომპონენტების გაყიდვების შემცირება. ცხადია, ამ კონტექსტში საუბარი ეხება Nintendo Switch გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილ NVIDIA პროცესორებს, რომლებიც უკვე კარგავენ პოპულარობას სასიცოცხლო ციკლის ამ ეტაპზე. მთლიანი ფისკალური წლის შეჯამებით NVIDIA-ს გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი 27%-ით 9.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა და ამ შემთხვევაშიც კომპანია ადანაშაულებს მარაგების კორექციას პანდემიის პერიოდის შემდეგ, ასევე საყოველთაო სუსტ მაკროეკონომიკას და განსაკუთრებით გამოყოფს ჩინეთში ცოტა ხნის წინ არსებულ ლოქდაუნს. შესაბამისად, მეოთხე კვარტალში გეიმინგ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა, NVIDIA-ს წარმომადგენლის თქმით, Ada Lovelace სერიის GeForce RTX გრაფიკულ პროცესორებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით. „წლიურ შედარებაში კლება ასახავს მარაგების კორექციის გავლენას, რაც დიდწილად უკვე უკან მოვიტოვეთ. მეოთხე კვარტალში მოთხოვნა ტრადიციულად სტაბილური იყო უმეტეს რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დაზარალდა COVID-თან დაკავშირებული შეფერხებებით, ჩვენ ვხედავთ ამ ბაზრის აღდგენის პირველ ნიშნებს. გეიმერები ენთუზიაზმით ხვდებიან RTX 4090, 4080, 4070 Ti დესკტოპ გრაფიკულ პროცესორებს, ბევრ საცალო და ონლაინ-მაღაზიაში სწრაფად იყიდება მარაგში არსებული ვიდეო ბარათები“ - განაცხადა კვარტალური ანგარიშის ღონისძიებაზე კოლეტ კრესმა. NVIDIA-ს ფინანსური დირექტორის თქმით GeForce RTX 4090-ის ტრიუმფალური გამოჩენა Steam-ის პოპულარული გრაფიკული ბარათების რეიტინგში ასახავს გეიმერების სურვილს, შეიძინონ მაღალი დონის გრაფიკული მოწყობილობები. კომპანიის მენეჯმენტი კმაყოფილია გეიმინგ ლეპტოპების სეგმენტში Ada Lovelace არქიტექტურის გაფართოების ტემპით. ამ არქიტექტურის ბაზაზე შეიქმნება ლეპტოპის 170-ზე მეტი მოდელი გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის. გასულ თვეში ქლაუდ სერვის GeForce Now-ს აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სატარიფო გეგმა, რომელიც გეიმერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ GeForce RTX 4080-ის რესურსები. ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სერვისს. https://tinyurl.com/mry2ws6x
  16. ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე გამოვიდა ორცხობილა Oreo-ს ლიმიტირებული ვერსია Xbox-ის სტილში, თითოეულ შეფუთვაში მოცემულია კოდები ვიდეო თამაშებში სხვადასხვა სკინის განბლოკვისთვის. Xbox-ის ბრიტანული განყოფილება კიდევ უფრო შორს წავიდა და წარადგინა Oreo-ს ფორმის გეიმინგ კონსოლი Xbox Series S. არსებული ცნობებით Oreo-ს ფორმის Xbox Series S ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა, თუმცა როგორ გავრცელდება მოწყობილობა, ჯერ უცნობია. Xbox-ის წარმომადგენლებს არ გაუზიარებით დეტალები, თუ როგორ შეიძლება უჩვეულო კონსოლის შეძენა. არ არის გამორიცხული, რომ მოწყობილობა გათამაშდეს რომელიმე კონკურსის ფარგლებში, რომელიც უახლოეს დროში ჩატარდება. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც software-გიგანტი ორცხობილების მწარმოებელთან თანამშრომლობს მარკეტინგული მიზნებით. გასული წლის შემოდგომაზე Oreo-ს სტილის სიცილაკების ნაკრები გამოჩნდა Microsoft Teams-ის სერვისში. გარდა ამისა, 2019 წელს Microsoft-ს უკვე გამოშვებული აქვს Oreo-ს სტილის Xbox One X კონსოლები. https://tinyurl.com/9s998zn2
  17. Coinbase-ის 2022 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა ზარალმა შეადგინა 557 მლნ აშშ დოლარი ანუ 2.46$ თითო აქციაზე, რაც უკეთესია ბაზრის მოლოდინთან (2.52$) შედარებით. ვაჭრობის შემდგომ სესიაზე ფასიანმა ქაღალდებმა არასტაბილურობის მაღალი დონე დააფიქსირა. წმინდა შემოსავალმა შეადგინა 604.9 მლნ აშშ დოლარი. ივლის-სექტემბერთან შედარებით მაჩვენებლის 5%-ით ზრდა შესაძლებელი გახდა შემოსავლის 34%-ით ზრდის შედეგად, რომელიც მოიცავდა ხელმოწერებისა და სერვისების კატეგორიას. ამ უკანასკნელში შემოსავლის დაახლოებით 22% მოდიოდა სტეიკინგის სერვისზე (62.4 მლნ აშშ დოლარი). გასულ წელს კომპანიამ 275.5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა. მეოთხე კვარტალში ვაჭრობის საკომისიოს მოცულობამ 12%-ით დაიკლო - 365.9 მილიონიდან 322.1 მლნ აშშ დოლარამდე, 2022 წელს მაჩვენებელი 2.9-ჯერ, 2.36 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსებთან გამართულ კონფერენციაზე ბირჟის ინვესტორებთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტმა ანილ გუპტამ გაუარესება მიაწერა საცალო ინვესტორების თავშეკავებას და არასტაბილურობის შემცირებას. წყარო: Coinbase დეკემბრის ბოლოს პლატფორმაზე არსებული ციფრული აქტივების ღირებულებამ შეადგინა 80 მლრდ აშშ დოლარი (101 მლრდ აშშ დოლარი იყო წინა კვარტალში). აქციონერებისთვის განკუთნილ დოკუმენტში Coinbase-მა განაცხადა, რომ 2022 წელს შესრულდა ყველა მაჩვენებლის პროგნოზის კორექტირება, მათ შორის წლიური საშუალო თვიური აქტიური მომხმარებლების ჩათვლით (8.8 მლნ აშშ დოლარი). „ 2023 წელს ვიწყებთ ეფექტურობის გაუმჯობესებით […]. ჩვენ გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობა, ვივარაუდოთ ტრანზაქციის შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზრო კაპიტალიზაციასადა ციფრული აქტივების არასტაბილურობასთან,” ნათქვამია დოკუმენტში. კომპანიის მოწოდებაა ბაზრის არაპროგნოზირებადობის გამო იანვარში სავაჭრო კომისიებიდან მიღებული 120 მლნ აშშ დოლარის ექსტრაპოლაცია არ მოხდეს თებერვალ-მარტამდე. ტოპ მენეჯმენტი ელოდება შემოსავლების ზრდას გამოწერებისა და სერვისების კატეგორიაში ერთად 282.8 მილიონიდან 300-350 მლნ აშშ დოლარამდე. საკადრო პოლიტიკაში Coinbase გეგმავს მნიშვნელოვნად არ გაზარდოს პერსონალი არსებულ 3650 სპეციალისტთან შედარებით. რაც შეეხება მარეგულირებელ რეჟიმს, კომპანიამ აღნიშნა კარგი პოზიცია გარდამავალი პერიოდისგან სარგებლის მიღებისთვის. ადრე ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ სავაჭრო პლატფორმის სტეიკინგის სერვისები არ შეიძლება ჩაითვალოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზებად. მისი თქმით, კომპანია მზადაა ეს მტკიცება სასამართლოში დაიცვას. გაფრთხილება უკავშირდება SEC-ის ბრალდებას, რომელიც წარდგენილ იქნა Karken-ის წინააღმდეგ 10 თებერვალს. იანვარში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰადფორკი Shanghai და FTX-ის კოლაფსი დადებითია Coinbase-ისთვის. ბირჟის აქციებით ვაჭრობა 21 თებერვალს 4.8%-იანი კლებით დასრულდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 75.4%-ით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით კი 67.7%-ით შემცირდა. Coinbase-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Nasdaq-ზე. წყარო: Finviz თებერვალში Ark Invest-მა იყიდა Coinbase-ის აქციები ~ 6.7 და 9.27 მლნ აშშ დოლარად. 2022 წლის ოქტომბერში მმართველმა კომპანიამ ივნისის შემდეგ პირველად იყიდა ბირჟის ფასიანი ქაღალდები. ნოემბერში Ark Invest-ის სტრუქტურებმა ამ მიზნებისთვის კიდევ 21.4 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, დეკემბერში კი - 3 და კიდევ 5 მლნ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/27rnhz79
  18. Microsoft-მა და NVIDIA-მ გამოაცხადეს ათწლიანი პარტნიორობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშების გადატანას ქლაუდ სერვის NVIDIA GeForce NOW-ში, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. შეთანხმება გეიმერებს საშუალებას მისცემს გადაიტანონ Xbox PC თამაშები GeForce NOW-დან კომპიუტერებზე, macOS-ზე, Chromebook-ებზე, სმარტფონებზე და სხვა. იგი ასევე საშუალებას იძლევა მოხდეს Activision Blizzard-ის თამაშების, მაგალითად Call of Duty-ს, ტრანსლირება GeForce NOW-ზე მას შემდეგ, როდესაც დასრულდება Activision Microsoft-ის შეძენის გარიგება. „Xbox აგრძელებს მცდელობას, რომ ხალხს მეტი არჩევანი მისცეს და თამაშის გამოცდილების გაფართოების გზები მოძებნოს. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს NVIDIA-ს თამაშების კატალოგის გაფართოებას, ასევე დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს მეტ ვარიანტს თამაშის სტრიმინგისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გეიმერებს შევთავაზოთ უფრო მეტი გზა, ითამაშონ საყვარელი თამაშები“ - განაცხადა Microsoft Gaming-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ სპენსერმა. „Xbox-ის საკუთარი თამაშების მდიდარი კატალოგის შერწყმა GeForce NOW-ს მაღალი წარმადობის სტრიმინგ შესაძლებლობებთან განაპირობებს ქლაუდ თამაშების მასობრივ გავრცელებას და მოეწონება ნებისმიერი დონისა და გამოცდილების მქონე გეიმერს. ამ პარტნიორობის შედეგად მსოფლიოს მრავალი ყველაზე პოპულარული თამაში ხელმისაწვდომი იქნება ქლაუდიდან ერთი დაწკაპუნებით მილიონობით გეიმერისთვის“, - განაცხადა ჯეფ ფიშერმა, GeForce-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა NVIDIA-ში. პარტნიორობა აფართოებს გეიმერებისთვის არჩევანს და ამსუბუქებს NVIDIA-ს შეშფოთებას Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის შესახებ. ამიტომ, NVIDIA-ს შეთავაზებაა სრული მხარდაჭერა მარეგულირებელი ორგანოების მიერ ნებართვის მიღებისთვის. Microsoft და NVIDIA დაიწყებენ Xbox PC თამაშების ინტეგრირებას GeForce NOW-ში, რათა GeForce NOW-ის წევრებმა შეძლონ Windows Store-დან შეძენილი თამაშების სტრიმინგი, მათში ასევე შედის გარე პარტნიორების თამაშები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სტრიმინგის უფლებები NVIDIA-ს მიერ. GeForce NOW-ს მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Xbox-თამაშების სტრიმინგი გარე მაღაზიებში, როგორებიცაა Steam და Epic Games Store. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია Microsoft-ის მიერ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი. კომპანიამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ გააფორმა ათწლიანი ხელშეკრულება Call of Duty-ის Nintendo-ზე შემოტანის შესახებ Activision-თან შერწყმის შემდეგ. https://tinyurl.com/35j7e63r
  19. გასული წლის აპრილში წარადგინეს სმარტფონი დრეკადი დისპლეით Vivo X Fold, რომელსაც აპარატულ საფუძვლად ედო მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თაობის მოდელი Vivo X Fold 2 იქნება მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Snapdragon 8 Gen 2 ჩიპით. Vivo X Fold. ფოტოს წყარო: Vivo შეგახსენებთ, მაღალი წარმადობის ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2 დამზადებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და აქვს რვა ბირთვი (ერთი ბირთვი Cortex-X3 სიხშირით 3.2 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A715 სიხშირით 2.8 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.8 გჰც-მდე და სამი ბირთვი Cortex-A510 სიხშირით 2.0 გჰც-მდე). გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Adreno 740. მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერება LPDDR5X და მეხუთე თაობის ქსელი (5G). რაც შეეხება Vivo X Fold 2-ს, წყაროს ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რაც 200 და 70 მა/სთ-ით მეტია X Fold-სა და X Fold Plus-თან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ ბატარეას ექნება 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. გასული წლის X Fold-სა და X Fold Plus-ში მხარდაჭერილია 66- და 80-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. სავარაუდოდ, Vivo X Fold 2 დასაკეცი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მოცულობის ოპერატიული და შიდა მეხსიერებით. ზუსტად როდის გეგმავს მწარმოებელი ახალი პროდუქტის ოფიციალურად წარდგენას, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/39dj36vs
  20. 1000 BTC ან მეტი (24.7 მლნ აშშ დოლარზე მეტი) ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობა 2019 წლის შუა რიცხვებში არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. Glassnode-ის მიხედვით ასეთი მისამართების რიცხვია 2024 (2023/02/20-ის მონაცემებით). მსგავსი მაჩვენებელი - 2023 - დაფიქსირდა 08/05/2019-ში. წყარო: Glassnode. ამ კატეგორიის მისამართების რაოდენობამ პიკს, დაახლოებით 2500-იან მაჩვენებელს, მიაღწია 2021 წლის თებერვალში. შემდეგ ისტორიული მაქსიმუმისკენ, 69 ათასი აშშ დოლარისკენ ციფრული ოქროს ფასის აღმასვლის მიუხედავად მაჩვენებელმა კლება დაიწყო. თუმცა 10 000 BTC და მეტი ბალანსის (>247 მლნ აშშ დოლარი) მქონე მისამართების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება მაქსიმალურ მაჩვენებლებზე, რომლებიც შეესაბამება 2022 წლის ნოემბერსა და 2018 წლის ოქტომბერს. ასეთი საფულეების რაოდენობა სულ 115-ია 20.02.2023-ის მდგომარეობით. Bottom of Form წყარო: Glassnode გაცილებით მცირე მისამართების რაოდენობა - 1 BTC-ით და მეტით - მუდმივად იზრდება და ახლდება მაქსიმუმები. წყარო: Glassnode. წლის განმავლობაში მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 982 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 24700 დოლარად იყიდება. 2023 წლის დასაწყისიდან ციფრული ოქროს ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა. https://tinyurl.com/2hrymehp
  21. კომპანია Philips-მა წარადგინა ორი მაღალი დონის გეიმინგ მონიტორი Evnia 8000 სერიაში - 42-დუიმიანი მოდელი Evnia 42M2N8900 და 34-დუიმიანი Evnia 34M2C8600. ორივე მათგანში გამოყენებულია OLED მატრიცები და საფირმო დინამიური განათება Ambiglow უკანა მხარეს. უფროს მოდელში იგი სამმხრიანია, უმცროსში - ოთხმხრიანი. ფოტოს წყარო: Philips უფროს მოდელ Evnia 42M2N8900-ს აქვს ბრტყელი 10-ბიტიანი OLED მატრიცა 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებით, 0.1 მილიწამი (GtG) რეაგირების დროით და 138 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშეა 450 კდ/კ2, მხარდაჭერილია 98.5%-იანი DCI-P3, 110.3%-იანი NTSC, 131.3%-იანი sRGB და 93.6%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. მონიტორს აქვს ორი 10-10-ვატიანი ჩაშენებული დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Evnia 42M2N8900 მოდელში ასევე ხელმისაწვდომია KVM-გადამრთველი, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს მონიტორის, მაუსის და კლავიატურის ერთი ნაკრები ორ სხვადასხვა კომპიუტერზე. მონიტორზე მოცემულია ორი HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ერთი USB Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, აგრეთვე USB Type-B და ოთხი USB Type-A (ორ მათგანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). გარდა ამისა, Evnia 42M2N8900-ს ერგონომიული სადგამი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე დახრის კუთხე და ბრუნვადობა. მონიტორის ეს მოდელი გაყიდვაში უკვე გამოვიდა და შეფასებულია 1499 ბრიტანულ ფუნტად (დაახლოებით 1812.25 აშშ დოლარი). მოდელ Evnia 34M2C8600-ს აქვს 34-დუიმიანი რკალისებრი 10-ბიტიანი OLED მატრიცა. დისპლეის სიმრუდის რადიუსი მითითებული არ არის. მხარდაჭერილია 3440 × 1440 პიქსელი გაფართოება, 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 0.1 მწ (GtG) რეაგირების დრო, 450 კდ/მ2 სიკაშკაშე HDR რეჟიმში, 99.3%-იანი DCI-P3, 121.3%-იანი NTSC. 148.8%-იანი sRGB და 97.8%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. დისპლეის აქვს DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაცია. ამ მოდელსაც აქვს KVM გადამრთველი, ორი HDMI 2.0 პორტი, ერთი DisplayPort 1.4, ერთი Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვით, ერთი USB Type-B და ოთხი USB Type-A (ერთ-ერთი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). მონიტორ Evnia 34M2C8600-ს აქვს ორი 5-5-ვატიანი დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ასევე ერგონომიული სადგამი სიმაღლის, დახრის კუთხის და ეკრანის მობრუნების რეგულირების შესაძლებლობით. მითითებული მოდელი მწარმოებელმა შეაფასა 1299 ბრიტანულ ფუნტად (1571.28 აშშ დოლარი). იგი გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვა. https://tinyurl.com/4xbv5hjp
  22. კომპანია AMD-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა David Wang და გამომთვლელი და გრაფიკული პროდუქტების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა Rick Bergman-მა იაპონურ რესურს 4Gamer-თან ისაუბრეს, რას უნდა ველოდოთ შემდეგი თაობის გრაფიკულ არქიტექტურა AMD RDNA-სგან. ფოტოს წყარო: VideoCardz ინტერვიუ, რომელიც ჩაიწერა 2022 წლის ბოლოს, თუმცა ტექსტური ფორმით ახლა გამოქვეყნდა, არ იძლევა პირობას, რომ არქიტექტურა RDNA 4 „რამდენჯერმე მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური იქნება“ ამჟამინდელ გრაფიკულ არქიტექტურა RDNA 3-თან შედარებით. ამის ნაცვლად ვანგი და ბერგმანი შეეხნენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მნიშვნელობას და საკითხს, როგორ უკავშირდება იგი AMD-ის გრაფიკული განყოფილების სამომავლო გეგმებს. RDNA 3 არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორებში უკვე მოცემულია ხელოვნური ინტელექტის ოპერაციების დაჩქარებისთვის განკუთვნილი აპარატული ბლოკები, რომელთაც ეწოდება WMMA Matrix Multiplication (NVIDIA-ს Tensor-ბირთვებისა და Intel-ის XMX ძრავების ანალოგი). 4Gamer-ის ჟურნალისტმა AMD-ის წარმომადგენლებთან საუბარში მიუთითა RDNA 3-ის ხელოვნური ინტელექტის ბლოკების შედარებით მოკრძალებულ წარმადობაზე FP16 ოპერაციებში კონკურენტებთან შედარებით. Radeon RX 7000 ვიდეო ბარათების WMMA Matrix Multiplication ბლოკები აფიქსირებს 123 Tflops-ამდე წარმადობას, ფლაგმანური GeForce RTX 4090-ის Tensor ბირთვები - 330 Tflops-ს, ხოლო Intel Arc A770-ის მატრიცული ძრავები ამავე ოპერაციებში უზრუნველყოფენ 138 Tflops წარმადობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, AMD-ს განვითარებისთვის სამუშაო აქვს. „მიზეზი, რის გამოც NVIDIA აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებას იმ აპლიკაციებშიც კი, სადაც აუცილებელი არ არის, ის გახლავთ, რომ მის გრაფიკულ პროცესორებში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური დასკვნების დიდი ბლოკი. ისინი, სავარაუდოდ, მუშაობენ იმ მიმართულებებზე, რომლებიც საჭიროებენ ამ ამაჩქარებლების გამოყენებას. ეს არის მათი GPU-ების განვითარების სტრატეგია და იგი შესანიშნავია. მაგრამ ჩვენ სხვა სტრატეგიას მივყვებით. ჩვენ ამჟამად მობილიზებულები ვართ, რაცა აქცენტი გავაკეთოთ GPU-ში მხოლოდ იმ აპარატულ ბლოკებზე, რომლებიც საჭირო და მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, რათა სამომხმარებლო ვიდეო ბარათების გამოყენებისას სიამოვნება მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლებს ზედმეტის გადახდა მოუწევთ GPU-ის იმ ფუნქციებისთვის, რომლებსაც, დიდი ალბათობით, არასდროს გამოიყენებენ. ვთვლით, რომ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური დასკვნების ამაჩქარებლები, რომელთა რეალიზება შესაძლებელია სამომხმარებლო GPU-ებში, შესაძლებელია და უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ვიდეო თამაშები გახდეს უფრო მაღალი წარმადობის და საინტერესო. კომპიუტერით კონტროლირებადი მტრის პერსონაჟების და ჩვეულებრივი NPC-ების მოძრაობა და ქცევა, ხელოვნური ინტელექტის ბლოკების GPU-ში გამოყენების უპირატესობების ალბათ ყველაზე აშკარა მაგალითებია. ხელოვნური ინტელექტის ბლოკები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგიებისთვის, ასევე პასუხისმგებელი უნდა იყოს უფრო მოწინავე გამოთვლებზე,” - განაცხადა ვანგმა. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური დასკვნების ძრავების ამჟამინდელი რეალიზაცია AMD-ის გრაფიკულ ბარათებში პასუხისმგებელია გამოსახულების დამუშავებასა და ტექნოლოგიებზე, როგორიცაა FidelityFX Super Resolution ინტელექტუალური მასშტაბირება. NVIDIA ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის ბირთვებს თავის GPU-ებში ინტელექტუალური მასშტაბირების ამოცანების შესასრულებლად, თუმცა, AMD-ის აზრით, ხელოვნური ინტელექტის ბლოკზე გამოყოფილია გრაფიკული პროცესორის მეტისმეტად დიდი ნაწილი, რაც არც ისე ეფექტურია. AMD განიხილავს ხელოვნური ინტელექტის ბირთვების გამოყენებას ამოცანებში, რომლებიც არ უკავშირდება გრაფიკის დამუშავებას. მაგალითად, მათი გამოყენებით შესაძლებელია გეიმინგ მოწინააღმდეგეების და კომპიუტერით მართვადი სხვა პერსონაჟების უფრო სმარტად ქცევა. გეიმინგ მექანიკის ფარგლებში მათთვის უფრო რთული ამოცანების სწავლების შედეგად თამაშები გახდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი. https://tinyurl.com/2zfjb3bv
  23. ბანკები კრიპტო კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტენ მარეგულირებლების მხრიდან რეპრესიების შიშის გამო. ეს ორგანოები იმუქრებიან ციფრული აქტივების ტრადიციული ფინანსური სისტემისგან გამოყოფით, წერს The Wall Street Journal. ზედამხედველმა ორგანოებმა მსგავსი დამოკიდებულების მიმართ შეშფოთება გამოხატეს FTX-ის კრახის შემდეგ. გამოცემის წყაროების მიხედვით ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეების წინააღმდეგ SEC-ის კამპანიის ფონზე საბანკო სექტორი ფიქრობს ბიზნესის შეზღუდვაზე იმ მომხმარებლებთან, რომლებიც შესაძლოა კომისიის სამიზნეს წარმოადგენდნენ. საკრედიტო დაწესებულებებმა აუდიტს დაუქვემდებარეს კრიპტოსექტორის ნებისმიერი ქმედება, როგორი უმნიშვნელოც უნდა ყოფილიყო. რამდენიმე მცირე ბანკი, რომლებმაც ფართოდ შეაღწიეს ინდუსტრიაში, ამცირებენ თავიანთ მასშტაბებს ბაზარზე ან საერთოდ წყვეტენ კავშირებს, წერს WSJ. იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც „დისტანცია შეინარჩუნეს“, დაიწყეს ანგარიშების დახურვა და კრიპტო კომპანიებთან პოტენციური კავშირების მქონე მოხმარებლების გარიყვა. მაგალითად, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა Metropolitan Commercial Bank-მა გამოაცხადა ციფრულ აქტივებზე ორიენტირებული ბიზნესის დახურვის შესახებ მარეგულირებელ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტივით. Signature Bank-მა გაწყვიტა კავშირი Binance-ის საერთაშორისო ბიზნესთან. გამომცემლობამ გაიხსენა, რომ კრიპტო კომპანიები კვლავ დიდწილად ეყრდნობიან ბანკებს, რათა დაუკავშირდნენ ფინანსურ სისტემას დოლარსა და ევროში ტრანზაქციებით. „თუ არ გაქვს საბანკო ანგარიში, ძალიან რთულია ბიზნესის კეთება“, - განაცხადა Signature-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ შეიმ. 2020 წლიდან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვალუტის კონტროლის ოფისი (OCC) ბანკებს უფლებას აძლევს უზრუნველყონ კრიპტოვალუტების სამეურვეო მომსახურება, უზრუნველყონ Stablecoin-ების უზრუნველყოფა და გამოშვება. FTX-ის დაშლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 2023 წლის იანვარში სექტორის სამმა მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ საკრედიტო ინსტიტუტები გააფრთხილა კრიპტო კომპანიებთან მათი კავშირებით შეშფოთების შესახებ „უსაფრთხოებისა და საიმედოობის“ საკითხებთან დაკავშირებით, იხსენებს გამოცემა. „ბანკოებო, თუ თქვენ აპირებთ კრიპტო ბიზნესთან მუშაობას, ჩვენ ყურადღებით მოგხედავთ. ბოლოს მოგიწევთ საკუთარ თავს ჰკითხოთ, ღირს თუ არა სიტუაციის გამწვავება“, - აღნიშნა ფინანსური ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას ვართანიანმა. გამომცემლობის განმარტებით საკრედიტო ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ ინდუსტრიის მონაწილეები „არ აიტკიებენ თავს“ მარეგულირებლების გამო და მათ გათიშავენ. Signature არის ყველაზე ცნობილი ბანკი, რომელიც კავშირს წყვეტს ინდუსტრიასთან. 2022 წლის დასაწყისში ორგანიზაციამ კრიპტო კომპანიებისგან მიიღო დეპოზიტების 27% 109 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. 2022 წლის ბოლოს ბანკმა გამოაცხადა, რომ გეგმავს ამ მაჩვენებლის 15%-მდე შემცირებას და ნებისმიერი ინდივიდუალური კრიპტო მომხმარებლისგან თანხის ოდენობის შეზღუდვას. WSJ-მ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბანკს სტრატეგია არ შეუცვლია. Silvergate-ს არ აქვს შემოსავლის სხვა წყარო Signature-ისგან განსხვავებით. კომპანიამ დაკარგა კრიპტო დეპოზიტების უმეტესი ნაწილი გასული კვარტალში საბანკო ქმედებების შედეგად. ორგანიზაცია ამცირებს სამუშაო ადგილებს და ბიზნესს ხარჯების შემცირების მიზნით. Silvergate-ში აცხადებენ, რომ იგი ინდუსტრიის ერთგული რჩება. ადრე Paxos-მა უარყო ხმები, რომ შესაძლოა OCC-დან ეროვნული ტრასტ-ბანკის ლიცენზიის მიღების განაცხადი გაიტანოს. 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ NYDFS-მა კომპანიის მიმართ ძიება დაიწყო. მოგვიანებით მარეგულირებელმა Paxos-ს აუკრძალა BUSD-ის გამოშვება. SEC-მაც გამოაცხადა მზადყოფნა, უჩივლოს Paxos-ს. შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილება იძიებს Silvergate-ის ტრანზაქციებს კრიპტო ბირჟა FTX-სა და მასთან დაკავშირებულ ჰეჯ-ფონდ Alameda Research-თან. სენატორებმა - ელიზაბეტ უორენმა, ჯონ კენედიმ და როჯერ მარშალმა მოითხოვეს, რომ Silvergate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ლეინმა მიაწოდოს დეტალები სემ ბენკმენ-ფრიდის სავაჭრო პლატფორმასთან ბანკის კავშირების შესახებ. 2022 წლის ბოლოს, საკრედიტო ორგანიზაციის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი იქნა წარდგენილი FTX-ის მომხმარებლის დეპოზიტების Alameda Research ანგარიშებზე გადაცემაში მისი სავარაუდო როლის გამო. https://tinyurl.com/yckzubzc
  24. Gigabyte-ის სამომავლო GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათები გამოჩნდა სხვადასხვა მოცულობის ვიდეომეხსიერებით, ამასთან ზოგ მათგანს 16 გბ-მდე მეხსიერება აქვს. ხსენებული გრაფიკული პროცესორები მოცემულია კომპანიის ვებ-გვერდზე და მოიცავს ხუთ მოდელს: Gigabyte RTX 4070 AORUS Master 12 გბ Gigabyte RTX 4070 EAGLE OC 12 გბ Gigabyte RTX 4070 GAMING OC 10 გბ Gigabyte RTX 4070 GAMING OC 12 გბ Gigabyte RTX 4070 GAMING OC 16 გბ თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ვიდეო ბარათი რელიზამდე არ მივა, რადგანაც ვებ-გვერდზე კვლავ ჩანს ძველად მითითებული ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080 12 გბ. ამ ვიდეო ბარათების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი მეხსიერების პარამეტრების გარდა. ერთადერთი დეტალი, რომელიც ცნობილი გახდა, არის ის, რომ კომპანია, სავარაუდოდ, მალე გამოუშვებს GeForce RTX 4070 მოდელს Ti-ს გარეშე. სავსებით დასაშვებია, რომ ზემოთხსენებულ გრაფიკულ პროცესორებს მხოლოდ პირობითი დასახელებები აქვს და საბოლოო პროდუქტებს სრულიად განსხვავებული მეხსიერების მოცულობა ჰქონდეთ. თუ ხსენებული გრაფიკული ბარათები რეალურად მოხვდება ბაზარზე, გეიმერებს შეუძლიათ ელოდონ წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას GeForce RTX 3000 სერიასთან შედარებით. ამჟამინდელ GeForce RTX 3080-ს აქვს 10 გბ GDDR6X მეხსიერება, ხოლო GeForce RTX 3090-ს - 24 გბ, თუმცა სამომავლო GeForce RTX 4070 16 გბ მოდელმა სავარაუდოდ ორივეს უკან ჩამოიტოვებს. GeForce RTX 4070-ის რელიზი მოსალოდნელია აპრილში ან მაისში. ვიდეო ბარათის შესახებ მეტი ინფორმაცია მისი გამოშვების მოახლოებისას გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/42h9xksm
  25. იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია Nissan თვლის, რომ თუ მის სამომავლო ელექტრომობილებს ნაცნობი სახელები ექნება, ეს მათ უკეთ გაყიდვას შეუწყობს ხელს. ამ მიზეზით იგი აპირებს 2025 წელს გამოუშვას Juke-ის, Rogue-ის და Rogue Sport-ის ელექტრო მოდელები. კომპანიის ევროპული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვერილება მიღებულ იქნა პოპულარულ ჰიბრიდულ სისტემა Nissan e-Power-ზე დაყრდნობით. ამ უნიკალურმა სისტემამ Nissan-ს ხელი შეუწყო Qashqai-ს (აშშ-ში ეწოდება Rogue Sport) გაყიდვების შესამჩნევ ზრდას 2022 წელს. სტანდარტული დატენვადი ჰიბრიდებისგან (plug-in) განსხვავებით ჰიბრიდ Qashqai e-Power-ში გამოყენებულია ICE ტრანსმისია აკუმულატორის კვებისთვის, რომელიც თავის მხრივ ელექტროძრავს კვებავს. ასეთივე სისტემა გამოიყენა Audi-მ თავისი ელექტრომობილის კვებისთვის დაკარში მოწყობილ რბოლაზე. მისი დანერგვა უფრო მარტივია ტრადიციულ აკუმულატორ-ელექტრო ძრავის სისტემასთან შედარებით. Nissan Europe-ის გენერალური დირექტორი Guillaume Cartier თვლის, რომ e-Power ჰიბრიდული ტრანსმისია კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ელექტრომობილებს. „გარდამავალ პროცესში ჩვენ თავდაპირველად ვიყენებთ e-Power-ს, სანამ სუფთა ელექტრო BEV-ებზე გადავალთ“, ამბობს კარტიე. „ახლა დგება e-Power-ის დრო, რომლის უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ Qashqai მოდელებში“. Nissan აპირებს X-Trail-ის (აშშ-ში Rogue) ელექტრიფიცირებასაც. 2021 წელს ევროპაში Nissan-მა გაყიდა მხოლოდ 2380 ასეთი მოდელი. შედარებისთვის, Nissan Ariya, რომელიც მთელი წელი არ იყო ხელმისაწვდომი, 3182 ერთეული გაიყიდა. Rogue და Rogue Sport EV სავარაუდოდ იმუშავებენ Renault-Nissan-Mitsubishi ალიანსის მიერ შემუშავებულ Common Module Family (CMF) პლატფორმაზე. ამ თანამშრომლობის შედეგად შეიძლება გამოვიდეს მრავალი საინტერესო ელექტრო მანქანა, ძირითადად Mitsubishi-სგან. Nissan ამჟამად ამ პლატფორმას იყენებს Nissan Ariya-ში. შესაძლოა, Rogue-სა და Rogue Sport-ზე მოთხოვნა უფრო დიდი აღმოჩნდეს. იაპონური ბრენდი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში 50%-მდე გაზარდოს, მომდევნო ათწლეულში კი - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები. Nissan-ის გლობალური დიზაინის ვიცე-პრეზიდენტმა ნიუ-იორკის ავტოსალონზე 2022 წელს განაცხადა, რომ მოხარულია უარი თქვას Leaf-ისა და Ariya-ს მსგავსი ავტონომიური ელექტრომობილების გამოშვებაზე და გამოუშვას იმ ძველი მოდელების ელექტრიფიცირებული ვერსიები, როგორებიცაა Pathfinder, Frontier და Z-იც კი. https://tinyurl.com/2p9dsvez
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.