Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5920
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა საზოგადოებას მოუწოდა ციფრული აქტივების დამოუკიდებლად შენახვისკენ და Reddit-ზე პოსტი დაწერა multisig-საფულის შერჩევის შესახებ. „Multisig-საფულეები - ეს არის კრიპტოვალუტების შენახვის მარტივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც შეუძლია თქვენი უზრუნველყოფა დამოუკიდებელი შენახვის ძირითადი უპირატესობებით“ - დაწერა მან. ამგვარი გადაწყვეტილების უპირატესობებს შორის ბუტერინმა აღნიშნა პირადი პასუხისმგებლობის არარსებობა უსაფრთხოების მთლიან სისტემასა და ფულის დაკარგვის რისკებზე ცენტრალიზებული სტრუქტურის კრახის შემთხვევაში, „რომელიც სანდო ჩანდა“. „მე პირადად ვიყენებ multisig-საფულეს ჩემი აქტივების უმეტესობის შესანახად ისევე, როგორც Ethereum Foundation-ს“, დაამატა Ethereum-ის თანადამფუძნებელმა. მან ასევე რეკომენდაცია გასცა - ჩატარდეს შემნახველი საფულეების სატესტო ოპერაცია წელიწადში ორჯერ მაინც და მოხდეს მათი არჩევა მომხმარებლის მოთხოვნების, საიმედოობისა და რესურსებზე სწრაფი წვდომის საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ FTX-ის კრახის ფონზე 2022 წლის ნოემბერში Binance-ის CEO Changpeng Zhao-მაც მოუწოდა საზოგადოებას კრიპტოაქტივების დამოუკიდებლად შენახვისკენ. მას მხარი დაუჭირა MicroStrategy -ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა. https://tinyurl.com/bdhhst9z
  2. Intel-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გასულ წელს კომპანიამ შეძლო პოზიციების გამყარება ბაზრის სამომხმარებლო სეგმენტში და არსებული და სამომავლო პროცესორების ასორტიმენტი მიმდინარე წელს მინიმუმ წარმატების გამყარების მოლოდინს იძლევა. Susquehanna-ს ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სამომხმარებლო სეგმენტში Intel-მა შეწყვიტა ადგილის დათმობა AMD-სთვის. ამ ფონზე Intel-ის აქციების რეიტინგი უარყოფითიდან ნეიტრალურამდე გაიზარდა. ფოტოს წყარო: Adobe Stock Intel-ის ამჟამინდელი პროდუქტების ხაზი პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში, ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით, საუკეთესოდ ახდენს კომპანიის პოზიციონირებას ბაზარზე. გარდა ამისა, Intel ინარჩუნებს კარგი წარმადობის დისციპლინას ახალი კომპონენტების გამოშვების სიხშირის სფეროში. პანდემიით გამოწვეული პროცესორების ჭარბი წარმოების შედეგებზე საუბრისას Susquehanna-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ Intel-ისთვის კრიზისის ყველაზე უარესი ეტაპი უკვე გავლილია. Mercury Research-ის მონაცემებით გასული წლის მეოთხე კვარტალში პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა შემცირდა როგორც Intel-ის, ისე AMD-ის შემთხვევაში, თუმცა წლიური შედარების კუთხით AMD-მ მოახერხა წილის 4.7%-ით გაზრდა 18.6%-მდე - Intel-ის წილი სამომხმარებლო სეგმენტში 81.4%-ს შეადგენს. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი წლიურ ჭრილში 5.1%-ით 16.4%-მდე შემცირდა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში Intel-ისთვის გარკვეული რისკები რჩება მონაცემთა ცენტრის სეგმენტში, განსაკუთრებით აზიის ბაზარზე, მაგრამ ბიზნესმა დასტაბილურება დაიწყო კომპიუტერების სეგმენტში. ამგვარმა კომენტარებმა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო კომპანიის აქციების ამჟამინდელ 6.23%-ით გამყარებას. საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, თუმცა 12 თვის რეტროსპექტივაში 35%-ზე მეტად დაიკლო ღირებულებამ. https://tinyurl.com/4jwekfpd
  3. ცივ ქვეყნებში ელექტრომობილების მუშაობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ლითიუმის შემცველი ბატარეების მოცულობის შემცირება დაბალ ტემპერატურაზე. ელექტრომობილების მწარმოებლები ასე თუ ისე ცდილობენ გაანეიტრალონ სიცივის ეფექტი სატრანსპორტო საშუალებებში, თუმცა ეს ბრძოლა სხვადასხვა ხარისხის წარმატებით მიმდინარეობს. კომპანია Tesla-მ, რომელიც ბევრი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის გენერალური დირექტორის, ცნობილ ამერიკელ ანტრეპრენერ და მილიარდერ ილონ მასკის წყალობითაა ცნობილი, განაახლა აპლიკაცია - ამჟამად მომხმარებელს მასში შეუძლია ნახოს, რამდენ პროცენტამდე შემცირდა ბატარეის მოცულობა სიცივის გამო. სქრინშოთზე ჩანს, როგორ აისახება ეს ინფორმაცია ვიზუალურად - „დაკარგული“ მოცულობა ლურჯი ფერითაა აღნიშნული. ამასთან, როდესაც ბატარეის გათბობისას მოცულობა კვლავ იმატებს, აპლიკაციაში ეს ცვლილებაც ხილვადია. Tesla-ს სპეციალისტების აზრით პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია ელექტრომობილის მფლობელს საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო ზუსტი და ვიზუალურად აღქმადი ინფორმაცია დამუხტვის დარჩენილი მარაგის შესახებ. https://tinyurl.com/5jb254n3
  4. კრიპტო ბირჟა Coinbase იკვლევს ახალი სავაჭრო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას შეერთებული შტატების იურისდიქციის გარეთ. ამის შესახებ წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, კომპანია კონსულტაციებს ატარებს Coinbase Global Inc-ის ინსტიტუციურ მომხმარებლებთან ალტერნატიულ ბირჟაზე დაკავშირების შესახებ. მისი ადგილმდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის. Coinbase-ის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალური კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების გლობალური მიღების მისიის შესაბამისად ისინი აფასებენ გეოგრაფიულ ვარიანტებს და ხვდებიან „იურისდიქციებში მაღალი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე სახელმწიფო მოხელეებს“. ბირჟის სერვისები ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ მომხმარებლის ყველა ორდერი მუშავდება აშშ-ში რეგისტრირებული პლატფორმის მიერ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ინდუსტრიაზე კონტროლის გამკაცრებისა და კრიპტო-მეგობრული მსხვილი ბანკების გაკოტრების სერიების ფონზე. ექსპერტების აზრით ოფშორული ბირჟის ამოქმედება Coinbase-ს საშუალებას მისცემს თავი დაიცვას აშშ-ის მტრული რეგულაციებისგან და საერთაშორისო მომხმარებლებს მიაწოდოს ახალი პროდუქტები, რომლებიც არ არის დამტკიცებული მის შიდა ბაზარზე, როგორებიცაა დაკრედიტება და ვაჭრობა დეცენტრალიზებულ ბაზრებზე. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Coinbase-მა აამოქმედა ინიციატივა Crypto435, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტების გაგებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობას პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებს შორის. ამავდროულად აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩამორჩება კრიპტოვალუტების კანონმდებლობის მომზადებაში, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო უკვე იყენებს ციფრულ აქტივებს. https://tinyurl.com/43h4xhtj
  5. გამოსაშვებად მზადდება მყარი დისკი Crucial T700 SSD PCIe 5.0 ინტერფეისით, რომელსაც შეუძლია სტანდარტის ახალი ფუნქციების დემონსტრირება - წაკითხვის სიჩქარემ მიაღწია 12.4 გბ/წმ-ს. ფოტოს წყარო: twitter.com/LinusTech PCIe 5.0 ტექნოლოგია მოსალოდნელზე გაცილებით ნელა ვრცელდება. მყარი დისკების მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ შემდეგი თაობის NVMe SSD-ები იმუშავებენ ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე PCIe 4.0-ზე დამყარებული მათი წინამორბედები, მაგრამ ამას შესაძლოა თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს. PCIe 5.0-ის მხარდაჭერის მქონე პირველი დესკტოპ პლატფორმის დებიუტი თითქმის წელიწადნახევრის წინ შედგა, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია SSD-ის პოვნა, რომელსაც შეუძლია მისი პოტენციალის სრულად გამოვლენა. PCIe 5.0 ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე ვიდეო ბარათების არარსებობის გამო, ჩინურ MTT-ებს თუ არ ჩავთვლით, მოწინავე მოწყობილობების მოყვარულებს ჯერჯერობით SSD-ებზე დაყრდნობა უწევთ. უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ასეთი მოდელი იქნება Crucial T700, რომელიც აღჭურვილია Phison E26 კონტროლერითა და რადიატორით - საბედნიეროდ, მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა არ გამოეყენება გაგრილების აქტიური სისტემა. YouTube-არხ Linus Tech Tips-ის ავტორმა Linus Gabriel Sebastian-მა განაცხადა, რომ მან ჩაატარა Crucial T700-ის ტესტირება და დისკმა ღირსეული შედეგი დააფიქსირა CrystalDiskMark პროგრამაში: თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე იყო 12.422 მბ/წმ, ხოლო ჩაწერის - 11.858 მბ/წმ. სამწუხაროდ, მას არ დაუკონკრეტებია, რომელი პლატფორმა იყო გამოყენებული ტესტში, სავარაუდოდ ეს შეიძლება ყოფილიყო Intel 600, 700 ან AMD 600 სერიის დაფები. https://tinyurl.com/4jhwvzzj
  6. კომპანია Gigabyte-მა წარადგინა GeForce RTX 4070 Ti ვიდეო ბარათის საკუთარი წარმოების მეექვსე ვერსია. ადრე კომპანიამ უკვე გამოუშვა Aorus სერიის ორი ვერსია, აგრეთვე მოდელები Eagle, Gaming და თეთრი Aero. ახალ GeForce RTX 4070 Ti WindForce მოდელში გამოყენებულია გაგრილების სისტემის სრულიად განახლებული დიზაინი, რომელიც Gigabyte-ის არც ერთ სხვა ვიდეო ბარათში არ ყოფილა გამოყენებული. ფოტოს წყარო: Gigabyte მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არ მიუთითებს ახალი ვიდეო ბარათის ფასს, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ GeForce RTX 4070 Ti WindForce მოდელი იქნება GeForce RTX 4070 Ti-ს ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია Gigabyte-ის ასორტიმენტში, რაც დამახასიათებელია ამ სერიაში შემავალი ყველა წინა თაობის ვიდეო ბარათისთვის. ვიდეო ბარათის სისქე 500 მილიმეტრია და სისტემურ ბლოკში დაიკავებს გაფართოების 2.5 სლოტს. მისი გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის სამი ქულერი. ვიდეო ბარათში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD104-400 მცირე ქარხნული აჩქარებით. კომპანია აღნიშნავს, რომ ჩიპი მუშაობს 2625 მჰც სიხშირეზე, რაც 15 მჰც-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. GeForce RTX 4070 Ti WindForce OC-ის შემადგენლობაში შედის გარე კონექტორების სტანდარტული ნაკრები - სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.1. ბარათს ასევე აქვს ერთი 12+4-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. ვიდეო ბარათის მიწოდების კომპლექტში შედის გადამყვანი ორი 8-პინიანიდან ერთ 12+4-პინიან კონექტორზე, ამრიგად ამაჩქარებლის ენერგომომხმარება 300 ვატს არ აღემატება. GeForce GeForce RTX 4070 Ti WindForce OC (GV-N407TWF3OC-12GD) მოდელები გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა. https://tinyurl.com/5n6s9rv2
  7. ევროპარლამენტმა 418 ხმით 103-ის წინააღმდეგ (24-მა თავი შეიკავა) მიიღო კანონპროექტი ციფრული იდენტიფიკაციის სისტემის შესახებ. ინიციატივის განხორციელება გულისხმობს ნულოვანი ცოდნის მტკიცებულების (ZKP) გამოყენებას ევროკავშირის მოქალაქეების კონფიდენციალურობის დასაცავად - ტექნოლოგია გადაამოწმებს მდებარეობას დამატებითი დეტალების გამოვლენის გარეშე. დოკუმენტი ითვალისწინებს ციფრული საფულის შექმნას ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეინახონ და მართონ საიდენტიფიკაციო მონაცემები, კერძოდ, საჯარო სერვისების მისაღებად. ევროპარლამენტის სოციალისტური პარტიის დეპუტატმა რომან იერკოვიჩმა გააცხადა, რომ ZKP უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციას. კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსალოდნელია ევროსაბჭოსთან მოლაპარაკებები შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით. International Association for Trusted Blockchain Applications-ის წარმომადგენლებმა ღია წერილში გამოხატეს შეშფოთება დამტკიცებული ციფრული იდენტიფიკაციის სისტემის შესახებ. ასოციაციამასოციაციამ გაასაჩივრა რეგულაციის ტექსტში ელექტრონული საბუღალტრო წიგნის განყოფილების წაშლა. ორგანიზაციის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ „იგი აუცილებელია ევროპული ციფრული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც მდგრადი იქნება კიბერშეტევების მიმართ“. შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაავალდებულებს ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს - მომხმარებელთა მონაცემები გადასცენ ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს. მანამდე საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო მთელი რიგი ახალი წესები კრიპტო კომპანიების ლიცენზირებისა და რეგისტრაციისთვის. კანონპროექტმა უფრო რბილი ფორმა მიიღო, ვიდრე ეს პირველი ცვლილებებით იყო გათვალისწინებული. ადგილობრივ კრიპტო კომპანიებს მოეთხოვებათ გაიარონ უფრო სერიოზული რეგისტრაციის პროცესი, ვიდრე ამჟამად საფრანგეთის ფინანსურ სამეთვალყურეო კომისიას აქვს შემოთავაზებული. https://tinyurl.com/mryxs343
  8. ინსაიდერ KittyYukko-ს ძალისხმევით ინტერნეტში გამოჩნდა NVIDIA-ს სამომავლო ვიდეო ბარათების ფოტოები. საუბარი ეხება GeForce RTX 4070 Ti Founders Edition და GeForce RTX 4060 Founders Edition ვიდეო ბარათების ეტალონურ ვერსიებს. ფოტოს წყარო: Twitter / @KittyYukko შეგახსენებთ, რომ NVIDIA-ს არ გამოუშვია GeForce RTX 4070 Ti ბარათის Founders Edition ვარიანტი. კომპანიამ გამოუშვა ამ ვიდეო ბარათის PCB-ის ეტალონური ვერსია, რომელზეც კომპანიის პარტნიორ მწარმოებლებს შეუძლიათ საკუთარი გაგრილების სისტემების დამონტაჟება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გამოდის ბარათები არარეფერენსულ PCB-ებზეც. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა GeForce RTX 4070 Ti Founders Edition-ის PCB-ის ფოტო, რომელი ვიდეო ბარათის გამოშვებაზეც NVIDIA-მ უარი თქვა. GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონური ვერსიის PCB. წყარო: Twitter / @KittyYukko GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონური ვერსიის გაგრილების სისტემა. წყარო: Twitter / @KittyYukko GeForce RTX 4070 Ti-ს რეფერენსული PCB. წყარო: TechPowerUp GeForce RTX 4070 Ti-ს ეტალონურ ვერსიას უნდა ჰქოდეს გაგრილების სისტემა, რომელშიც გამეორებული იქნება ძველი GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090 Founders Edition მოდელების დიზაინი. GeForce RTX 4070 Ti-ს არარეფერენსული PCB. წყარო: HKEPC გარდა ამისა, ინსაიდერმა გააზიარა GeForce RTX 4060 Founders Edition მოდელის ფოტოები. წყაროს ცნობით GeForce RTX 4060 Ti მოდელს შესაძლოა ჰქონდეს იგივე გაგრილების სისტემა. გეგმავს თუ არა NVIDIA ამ გრაფიკული ბარათების მოდელების ეტალონური ვერსიების რეალურად გამოშვებას თუ საბოლოოდ უარს იტყვის მათზე, როგორც ეს მოხდა GeForce RTX 4070 Ti-სთან დაკავშირებით, უცნობია. არაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4060 Ti მოდელში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორი AD106-350 4352 CUDA ბირთვით და აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ამაჩქარებლის ენერგომოხმარების დონე 160 ვატს შეადგენს. GeForce RTX 4060 მოდელში გამოყენებული იქნება გრაფიკული პროცესორი AD107-400, რომლის შემადგენლობაშია 3072 CUDA ბირთვი. ამ მოდელსაც ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ამ მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 115 ვატს. ორივე ვიდეობარათს ექნება PCIe 4.0 ინტერფეისი რვა PCIe არხით. https://tinyurl.com/4x4shwz7
  9. საჰაერო კოსმოსურ კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პლანეტათშორის კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გაშვების შესახებ განაცხადა. Twitter-ის საკუთარ გვერდზე მილიარდერმა დაწერა, რომ ხომალდი პირველი რეისისთვის სრულიად მზად იქნება მიმდინარე წლის აპრილში. ფოტოს წყარო: SpaceX მასკის თქმით „Starship-ის გასაშვებად კომპანია SpaceX მზად იქნება რამდენიმე კვირაში“, მაგრამ გაშვების ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ SpaceX-ს მოეთხოვება შესაბამისი ლიცენზიის მიღება აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. დიდი ალბათობით, Starship-ის გაშვება აპრილის მესამე კვირის ბოლოს განხორციელდება. მიმდინარე თვის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ ვარსკვლავური ხომალდის ორბიტაზე პირველი ფრენის წარმატების შანსი არც თუ ისე მაღალია. მას მიაჩნია, რომ ხომალდს აქვს დაახლოებით 50% შანსი - წარმატებით დაასრულოს მომავალი საცდელი ფრენა. „მე არ ვამბობ, რომ იგი შეძლებს ორბიტაზე გასვლას, მაგრამ ძლიერი შთაბეჭდილებების გარანტიას გაძლევთ. ზოგადად, ეს არ იქნება მოსაწყენი სანახაობა! ”- თქვა მილიარდერმა თვის დასაწყისში კონფერენცია Morgan Stanley-ზე გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ მრავალჯერადი კოსმოსური სატრანსპორტო სისტემა Starship შედგება 50-მეტრიანი ხომალდისა და 70-მეტრიანი Super Heavy რაკეტისგან, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ახლო ორბიტაზე გასაყვანად. SpaceX გეგმავს გამოიყენოს Starship სისტემა ადამიანებისა და ტვირთების მიწოდებისთვის მთვარესა და მარსზე, ასევე დედამიწიდან უფრო დაშორებულ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე. https://tinyurl.com/684nx273
  10. ევროპარლამენტმა მიიღო მონაცემთა დაცვის კანონპროექტი, რომელიც სმარტ-კონტრაქტებს ეხება. ამის შესახებ წერს The Block. დოკუმენტი პირდაპირ არ მიუთითებს Bitcoin-ინდუსტრიაზე და უფრო მეტად ეხება დაკავშირებულ მოწყობილობებს და ინტერნეტ-ნივთების (IoT) სექტორს. თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ კანონპროექტის დებულებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კრიპტოვალუტების სფეროზე პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომელიც ფართოდ გამოიყენება DeFi სფეროში. პროექტის ავტორ პილარ დელ კასტილიო ვერას თქმით იგი მიზნად ისახავს „არსებული ბიზნეს-მოდელებისა და პროცესების ოპტიმიზაციას, ახლის განვითარების დაჩქარებას და შედეგად ღირებულებისა და სამუშაო ადგილების შექმნას“. დოკუმენტის მიხედვით სმარტ-კონტრაქტების შემქმნელებს მოეთხოვებათ ევროკავშირში არსებული ზოგადი შესაბამისობის წესების დაცვა. „ჩვენ 30-ე მუხლს განვიხილავთ, როგორც მარგინალურ დებულებას, რომელიც გამოიყენება სმარტ-კონტრაქტებზე, რომლებიც ამარტივებს მონაცემთა გადაცემას IoT პროდუქტების გამოყენებით და არა იმ პროდუქტებით, რომლებიც DeFi აპლიკაციებშია განთავსებული“, - განაცხადა ConsenSys-ის ადვოკატმა ნატალი ლინარტმა. მან დაუშვა მოთხოვნების სამომავლო გავრცელების შესაძლებლობა Web3 ინდუსტრიის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამერიკულ კომპანია EUCI-ის ხელმძღვანელმა მარინა მარკეზიჩმა განაცხადაBottom of Form ა”ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია, რომ ამჟამინდელი სმარტ-კონტრაქტების უმეტესობა მოერგოს ამ სტატიას.” ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიღებულმა ნორმებმა შეიძლება გამოიწვიოს ინდუსტრიული პროექტების გასვლა ევროპიდან. თუმცა, ისინი აღიარებენ აქტის სამართალდამცავი პრაქტიკის აქტუალურობას. The Block-მა აღნიშნა, რომ დეპუტატებმა შეარბილეს რამდენიმე თავდაპირველად შემოთავაზებული მოთხოვნა. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების ყოვლისმომცველი რეგულირების კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში აპრილისთვის გადაიდო. https://tinyurl.com/3y262svt
  11. პორტალ VideoCardz-ის ინფორმაციით ახალი ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070 12 აპრილს იქნება წარდგენილი. იმავე დღეს გამოჩნდება ბარათის ვერსიების მიმოხილვები, რომლებიც სარეკომენდაციო ფასად იქნება შემოთავაზებული. GeForce RTX 4070-ის გაყიდვა დაიწყება 13 აპრილს. ამავე დღეს გამოვა ვიდეო ბარათის არარეფერენსული ვარიანტების მიმოხილვები, რომელთა ფასი სარეკომენდაციოზე მაღალი იქნება. ფოტოს წყარო: VideoCardz VideoCardz-ის თანახმად NVIDIA-ს პარტნიორები მიმდინარე კვირაში დაიწყებენ მომწოდებლებთან დაკავშირებას GeForce RTX 4070-ის რეგიონალურ საწყობებში გასაგზავნად დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებზე გავრცელების მიზნით. ამრიგად, ვიდეო ბარათის გამოშვებამდე მომზადებისთვის დაახლოებით ერთი თვეა გამოყოფილი. პროფილური მედია და ბლოგერები GeForce RTX 4070-ის ნიმუშებს მომდევნო თვის დასაწყისიდან მიიღებენ. მათ ექნებათ მინიმუმ ერთი კვირა თავიანთი მიმოხილვების მოსამზადებლად. საინტერესოა, რომ პუბლიკაციები ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ რიგში გამოქვეყნდება GeForce RTX 4070-ის საბაზისო ვერსიების მიმოხილვები, რომლებიც სარეკომენდაციო ფასად გაიყიდება, მომდევნო დღეს კი გამოჩნდება NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასზე ძვირადღირებული ამაჩქარებლის ვერსიების მიმოხილვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NVIDIA-ს სურს თავდაპირველად გაარეკლამოს GeForce RTX 4070-ის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები და არა ქარხნული აჩქარების მქონე ვერსიები, რომლებიც, როგორც წესი, უფრო ძვირად იყიდება. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პუბლიკაციებს შორის მხოლოდ 1 დღეა. არარეფერენსული ვარიანტების მიმოხილვები კი გამოჩნდება უშუალოდ ვიდეო ბარათის გაყიდვების დაწყების დღეს. არაოფიციალური ინფორმაციით GeForce RTX 4070-ში მოცემულია AD104-250/251 გრაფიკული პროცესორი 5888 CUDA ბირთვით. ვიდეო ბარათს ექნება 12 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით. გარდა ამისა, ეს იქნება Ada Lovelace სერიის პირველი დესკტოპ მოდელი, რომლის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 200 ვატი იქნება. https://tinyurl.com/5h482m27
  12. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Amazon-ის პროექტ Kuiper-ის საკომუნიკაციო თანამგზავრები მალე გაეშვებოდა ორბიტაზე. დაგეგმილია პირველი პროტოტიპების გამოშვება უახლოეს თვეებში, ამჯერად კი კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა თავისი განზრახვა - გამოუშვას პირველი სრულფასოვანი მოწყობილობები 2024 წლის პირველ ნახევარში. კომერციული ტესტები მალე დაიწყება. კომპანია აპირებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Starlink-ს, რომელსაც უკვე ათასობით თანამგზავრი გააჩნია დედამიწის ორბიტაზე. ფოტოს წყარო: Amazon Reuters-ის ინფორმაციით Amazon-ის განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია თანამგზავრების შექმნასა და წარმოებაზე, მასობრივ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს - ეს იქნება თანამგზავრების დაჯგუფების პირველი პარტია, რომელიც გადააჭარბებს 3000 მოწყობილობას მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ”ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ბეტა-ტესტირებას კომერციულ მომხმარებლებთან 2024 წელს,” - განაცხადა დეივ ლიმპმა, კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამერიკული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებით კომპანიამ 2026 წლისთვის ორბიტაზე 3236 თანამგზავრის ნახევარი უნდა გაუშვას. ლიმპის თქმით, კომპანია ამისთვის ყოველდღიურად სამიდან ხუთი თანამგზავრის წარმოებას და დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს Kuiper-ის ქსელში. Amazon გეგმავს რამდენიმე პროტოტიპის გაშვებას წელს ახალი United Launch Alliance (ULA) რაკეტით. კომპანიამ დამატებით ისაუბრა სახმელეთო ტერმინალების მოდელებზე, რომლებიც თანამგზავრებთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი. სტანდარტული 11-დუიმიანი კვადრატული ანტენის მქონე ვარიანტის თვითღირებულება იქნება 400 აშშ დოლარზე ნაკლები და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 400 მბ/წმ სიჩქარეს. კომპაქტური 7-დუიმიანი ტერმინალი იქნება Amazon-ის ყველაზე ხელმისაწვდომი ოფცია, თუმცა კომპანიას მისი ფასი არ გაუსაჯაროვებია. და ბოლოს, ყველაზე მძლავრი და დიდი ზომის (48 × 76 სმ) მოდელი, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული და სხვა მსხვილი მომხმარებლებისთვის, უზრუნველყოფს 1 გბ/წმ სიჩქარეს - იგი საკმარისია სრულმეტრაჟიანი მაღალი გაფართოების ფილმის დაახლოებით 30 წამში ჩამოტვირთვისთვის. ცნობილია, რომ კონკურენტი Starlink სამომხმარებლო ტერმინალები 599 აშშ დოლარი ღირს და დღეს მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს SpaceX-ის სატელიტურ კომუნიკაციებს. https://tinyurl.com/yckuxy7b
  13. ბანკების, Silvergate, SVB და SBNY, საქმიანობის შეწყვეტამ გამოიწვია დროებითი ტურბულენტობა Stablecoin-ებში და დაადასტურა სატოში ნაკამოტოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა Bitcoin-ის შექმნის შესახებ - წერს Glassnode. Stablecoin-ების სეგმენტში ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფრთხის შესახებ სიახლემდე 11-12 მარტის პერიოდში მნიშვნელოვანი გადახრა მოხდა USDC, DAI, FRAX, USDP, USDD და GUSD კოინების კურსებში აშშ დოლართან პარიტეტისგან. Circle, Coinbase-თან ერთად, არის კონსორციუმ Centre-ის ნაწილი, რომელიც USDC-ის ემიტენტია. 11 მარტს კომპანიამ განაცხადა, რომ ფლობს აქტივის სარეზერვო უზრუნველყოფის ნაწილს (3.3 მლრდ აშშ დოლარი) SVB-ში. „Depeg”-ი პირველად დაფიქსირდა 2022 წელს UST-ის კოლაფსის შემდეგ. USDC-ისა და DAI-ს კოტირებები შემცირდა 0.88 და 0.89 აშშ დოლარამდე, ხოლო BUSD-მა და USDT-მ კი შექმნეს პარიტეტული პრემია 1% და 3% მოცულობით, შესაბამისად. წყარო: Glassnode. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან USDC-მ შეინარჩუნა ბაზრის წილი 30-33%-ის ფარგლებში. 13 მარტიდან Stablecoin-ის ფიატად კონვერტირების შესაძლებლობის განახლება საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ამ მაჩვენებლის სტაბილურობა. სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს BUSD-ის წილის შემცირება 16.6%-დან ამჟამინდელ 6.8%-მდე, Binance-ის პარტნიორ Paxos-ზე მარეგულირებლების ზეწოლის ფონზე. USDT გაიზარდა 57.8%-მდე. „ირონიაა ის, რომ Tether უსაფრთხო თავშესაფრის აქტივად აღიქმება Stablecoin-ებს შორის გავრცელებული საფრთხის შიშის გამო. ეს უკანასკნელი მოდის აშშ-ის მკაცრად რეგულირებული საბანკო სექტორიდან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. წყარო: Glassnode. SVB-ის კრახის ფონზე Bitcoin-სა და Ethereum-ზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას თან ახლდა მონეტების გატანა ცენტრალიზებული პლატფორმებიდან, რამაც გაიმეორა FTX-ის კოლაფსის დროს არსებული ინვესტორების ქცევის ნიმუში. ბოლო დღეებში კაპიტალიზაციით პირველი და მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბალანსები მათი ხელმისაწვდომი მიწოდების შესაბამისად 0.144% და 0.325%-ით შემცირდა. გადინების მთლიანმა მაჩვენებელმა ყოველთვიურად 5.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Bottom of Form წყარო: Glassnode. ღირებულების თვალსაზრისით ინვესტორებმა გაიტანეს 1.8 მლრდ აშშ დოლარის Bitcoin და Ethereum. წინა მსგავს ეპიზოდებთან შედარებით ღირებულება გაცილებით მცირე აღმოჩნდა, რაც ბაზრის მონაწილეთა ნდობის ერთგვარი ნიშანია, ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. წყარო: Glassnode. ანალიტიკოსებმა ასევე დააფიქსირეს USDT-ისა და USDC-ის შემოდინება ბირჟებში ყოველთვიური ტემპით 1.5 მილიარდიდან 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ნაკლებია BUSD-ის გადინების მაჩვენებელზე (~ 6.8 მლრდ აშშ დოლარი), რაც მიუთითებს „Stablecoin-ებზე გადასვლაზე“. „ბაზარმა, როგორც ჩანს, რეაგირება მოახდინა Stablecoin-ების შემოდინებაზე და ბირჟებიდან Bitcoin-ისა და Ethereum-ის გატანაზე. ეს ასახავს ინვესტორების მხრიდან უფრო მაღალ შეფასებას სანდო კრიპტოვალუტების არაკასტოდიალურ შენახვის მიმართ“ - დაასკვნეს სპეციალისტებმა. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ 13 მარტის ღამეს Bitcoin-ის ფასმა 24 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. მანამდე CoinShares-ის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს თანხების რეკორდული გადინება კრიპტოფონდებიდან. https://tinyurl.com/my2e2sbf
  14. კომპანიის გრაფიკული ბარათების ღირებულება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მყიდველებისთვის და ასევე უფრო მომგებიანი, ვიდრე AMD-ისა და Nvidia-ს კონკურენტი მოდელებია. Intel Arc Alchemist ვიდეო ბარათებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებაა აშშ-ის საცალო სავაჭრო ქსელებში. Arc A770 და Arc A380, რომლებიც თავიანთ კლასში შესანიშნავი ვიდეო ბარათებია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა - მათი ღირებულება 18%-ით შემცირდა. ფლაგმანური მოდელი Arc A770, რომელიც ხელმისაწვდომია 16 და 8 გბ ვერსიებად, ღირდა 349 და 329 აშშ დოლარი, შესაბამისად. 16 გბ მოდელი Intel Arc A770 Limited Edition კვლავ 349 აშშ დოლარად იყიდება, თუმცა 8 გბ ვერსია, როგორიცაა ASRock Phantom Gaming Arc A770, ამჟამად ხელმისაწვდომია 269 აშშ დოლარად, რაც 18%-ით ნაკლებია ოფიციალურ სარეკომენდაციო საცალო ფასთან შედარებით. ახალი ფასის შედეგად Arc A770 8 გბ ხვდება იმავე საფასო კატეგორიაში, რომელშიც 259 აშშ დოლარი ღირებულების AMD Radeon RX 6650 XT და 269 აშშ დოლარიანი Nvidia GeForce RTX 3050. უნდა აღინიშნოს, რომ Arc A770 8 გბ არ არის მიმზიდველი ვარიანტი Radeon RX 6650 XT-სთან შედარებით, რადგან AMD-ის ბარათი უფრო სწრაფი და იაფია. თუმცა Arc A770 8 გბ უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას და მნიშვნელოვნად დაბალ ფასს GeForce RTX 3060-თან შედარებით, რომლის ღირებულება 349 აშშ დოლარიდან იწყება. Intel-მა Arc A750-ის ფასი 289-დან 249 აშშ დოლარამდე უკვე შეამცირა, თუმცა ფასი კვლავ იკლებს საცალო ვაჭრობაში. ASRock Challenger Arc A750-ის ფასი 239 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შეესაბამება იმავე ფასის კატეგორიას, რომელშიც მოცემულია Radeon RX 6600 239 აშშ დოლარად. Arc A750 ოდნავ სწრაფია Radeon RX 6600-თან შედარებით. Nvidia GeForce GTX 1660 Ti 219 აშშ დოლარით იაფია, თუმცა იგი ძალიან ჩამორჩება Arc A750-ს წარმადობის თვალსაზრისით. მათ, ვინც ეძებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტს, შეუძლიათ განიხილონ Arc A380, რომლის სადებიუტო ფასი 139 აშშ დოლარი იყო. ASRock Challenger Arc A380 ამჟამად იყიდება 119 აშშ დოლარად, რაც 14%-ით დაბალია სარეკომენდაციო საცალო ფასთან შედარებით. ამჟამინდელი ფასით Arc A380 Intel-ისთვის მნიშვნელოვან მოდელს წარმოადგენს, რათა მომხმარებლები მიიზიდოს საწყისი დონის სეგმენტში. GeForce GTX 1630 ხელმისაწვდომია 124 აშშ დოლარად, თუმცა იგი წარმადობით შორსაა Arc A380-ის დონისგან. GeForce GTX 1650 მუშაობს Arc A380-ის ანალოგიურად, თუმცა ყველაზე დაბალფასიანი GeForce GTX 1650 ღირს 169 აშშ დოლარი. AMD-ს ამჟამად არ გააჩნია Arc A380-ის პირდაპირი კონკურენტი. მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ Arc A380-თან მიახლოებულ წარმადობას, არის Radeon RX 6500 XT და Radeon RX 570. მაგრამ პირველი მათგანი უფრო ძვირია და ღირს 149 აშშ დოლარი, მეორე კი მოძველდა და მისი შეძენა ამჟამად სირთულეს წარმოადგენს. Arc Alchemist გრაფიკული ბარათების ღირებულების გაზრდის მიზნით Intel-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა განახლებულ აქცია „Intel Arc Graphics: Play & Create Bundle“-ის შესახებ, რომლის ფარგლებში მომხმარებლები ორ თამაშს და ხუთ აპლიკაციას მიიღებენ საჩუქრად. 450 აშშ დოლარზე მაღალი ღირებულების პაკეტი მომხმარებლებს უზრუნველყოფს Nightingale-ისა და The Settlers: New Allies-ის უფასო ასლებით, აგრეთვე PowerDirector 365-ის ერთწლიანი გამოწერით, XSplit Premium-ისა და D5 Render-ის სამთვიანი გამოწერით, MAGIX Video Pro X14-ის ექვსთვიანი გამოწერითა და Topaz Gigapixel AI-ის სრული ვერსიით. აქცია მოქმედებს მხოლოდ 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით განხორციელებულ შესყიდვებზე. ამის შემდეგ მყიდველებს დრო აქვთ 31 ივლისამდე გამოიყენონ ვაუჩერი მითითებული პროგრამული უზრუნველყოფის მისაღებად. https://tinyurl.com/2sahx87x
  15. ორი კვირის დაგვიანებით კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო უახლეს ფლაგმანურ მობილურ Ryzen 7045HX (Dragon Range) პროცესორებზე დამყარებული ლეპტოპების გაყიდვა. ეს პროცესორები აგებულია არქიტექტურა Zen 4-ზე და აქვთ RDNA 3 არქიტექტურის გრაფიკული ბირთვი. ფოტოს წყარო: AMD Dragon Range სერიის პროცესორების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ფაქტობრივად, Ryzen 7000 (Raphael) დესკტოპ ჩიპებია, მაგრამ მობილურ პაკეტში. მაგალითად, დესკტოპ მოდელის Ryzen 9 7950X-ის მსგავსად ფლაგმანურ მობილურ Ryzen 9 7945HX-ს აქვს 16 ფიზიკური ბირთვი ორი ჩიპლეტის სახით, თითოეულში 8 ბირთვი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის AMD Ryzen HX პროცესორების მესამე თაობა, იგი პირველია, რომელიც რვაბირთვიან მოდელებს გვთავაზობს. ახალი სერია მოიცავს მოდელებს ექვსი, რვა, თორმეტი და თექვსმეტი ბირთვით. მათი მთავარი კონკურენტებია Intel Core HX სერიის მობილური პროცესორები. გამოყენების სფეროდან გამომდინარე Dragon Range პროცესორების TDP-ის დიაპაზონია 55-75 ვატი. ამ დროისთვის როგორც თავად Ryzen 7045HX პროცესორის მოდელების, ასევე ლეპტოპის მოდელების არჩევანი, რომლებშიც ისინი გამოიყენება, ძალიან შეზღუდულია. VideoCardz-ის ცნობით გასაყიდად ხელმისაწვდომია ASUS ROG Zephyrus Duo 16, ROG Strix G17 და ROG Strix Scar 17 ლეპტოპები. ყველა მათგანში წარმოდგენილია 16-ბირთვიანი Ryzen 9 7945HX. AMD აცხადებს, რომ Dell Alienware 16, Lenovo Legion Pro 5 და Legion Pro 7 მოდელები, ისევე როგორც MSI-ის ვარიანტები, ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს კვირებში. ქვემოთ მოცემულია ლეპტოპის მოდელების სია, რომელთა შეძენა ახლავე შესაძლებელია: ASUS ROG Strix G17 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4060) — ფასი 1799.99$; ASUS ROG Strix G17 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4070) — ფასი 2199.99$; ASUS ROG Strix G17 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4070) — ფასი 2999.99$; ASUS ROG Strix Scar 17 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4080) —3499.99$; ASUS ROG Zephyrus Duo 16 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4080) —3499.99$; ASUS ROG Zephyrus Duo 16 (Ryzen 9 7945HX + GeForce RTX 4090) — 4499.99$. ყველა მითითებული ახალი ლეპტოპის შეძენა შესაძლებელია, მაგალითად, ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე - Newegg და Amazon. AMD აცხადებს, რომ მისი ფლაგმანი Ryzen 9 7945HX საშუალოდ 10%-ით სწრაფია Intel Core i9-13950HX-თან შედარებით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არ არის ფლაგმანური მოდელი - ამ როლს ასრულებს Core i9-13980HX - ორივე მათგანს აქვს 24 ფიზიკური ბირთვი. Core i9-13950HX მხოლოდ 100 მჰც-ით ნელია Core i9-13980HX-თან შედარებით. https://tinyurl.com/pfjxez9v
  16. კრიპტო საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 4 მარტიდან 10 მარტამდე პერიოდში შეადგინა ისტორიული მაქსიმუმი 255 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 17 მლნ აშშ დოლარი იყო. ასეთი შეფასებები გაკეთდა CoinShares-ის ანალიტიკოსების მიერ. წყარო: CoinShares უარყოფითი დინამიკა ზედიზედ ხუთი კვირა გაგრძელდა. მითითებული 255 მლნ აშშ დოლარი არის მართვის ქვეშ მყოფი თანხების 1%-ის ეკვივალენტური. მაჩვენებელი დაუბრუნდა წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულს. შედარებითი თვალსაზრისით AUM-ის უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა 2010 წლის მაისში. მას შემდეგ AUM გაიზარდა 861%-ით, გვახსენებენ ექსპერტები. ინვესტორებმა 244 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს ტრადიციული Bitcoin-ფონდებიდან (20.1 მლნ აშშ დოლარი ერთი კვირის წინ). გადინებამ ისეთი სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოკლევადიანი პოზიციები გახსნან პირველ კრიპტოვალუტაში, შეადგინა 1.2 მილიონი აშშ დოლარი. წინა საანგარიშო პერიოდში მოხდა 1.8 მლნ აშშ დოლარის შემოდინება. Altcoin-AlAltcoin-ებში შერეული დინამიკა ფიქსირდება. Ethereum-ზე, Litecoin-სა და Tron-ზე დამყარებული პროდუქტებიდან ინვესტორებმა გაიტანეს 11 და 0.3 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. Solana-ზე დამყარებულმა ფონდებმა მოიზიდეს 0.4 მლნ აშშ დოლარი, XRP-ის ფონდებმა - 0.3 მლნ აშშ დოლარი. წყარო: CoinShares. მანამდე, Glassnode-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ბაზრის განწყობის გაუმჯობესება და Bitcoin-ის ფასის შემდგომი ზრდის პოტენციალი onchain ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე. https://tinyurl.com/4wknpuf2
  17. კომპანია Vivo-მ წარადგინა სმარტფონი iQOO Z7i, რომელიც გახდა პირველი მოდელი MediaTek-ის ერთკრისტალიანი პლატფორმა Dimensity 6020-ით. 7-ნანომეტრიანი ჩიპი განკუთვნილია ახალი თაობის საწყისი დონის 5G სმარტფონებისთვის. ფოტოს წყარო: iQOO მობილურ პლატფორმა Dimensity 6020-ს აქვს რვაბირთვიანი CPU ორი Cortex-A76 ბირთვით (2.2 გჰც სიხშირე) და ექვსი Cortex-A55 ბირთვით (2 გჰც), აგრეთვე გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G57. ახალ ჩიპსეტს აქვს LPDDR4X ოპერატიული და UFS 2.2 ფლეშ-მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე გააჩნია ISP-პროცესორი, რომელსაც შეუძლია 64 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერებთან მუშაობა. გარდა ამისა, პლატფორმაზე მხარდაჭერილია 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანებთან ფუნქციონირება. რაც შეეხება უშუალოდ iQOO Z7i-ს, სმარტფონს აქვს 6.51-დუიმიანი LCD-დისპლეი 720p გაფართოებით, 128 გბ მუდმივი მეხსიერება (შესაძლებელია გაფართოება ბარათით), აგრეთვე 4, 6 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება ვერსიის შესაბამისად. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა - ერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორი f/2.2 დიაფრაგმით და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო-მოდული (f/2.4). სელფი-კამერა 5-მეგაპიქსელიანია. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 13-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა OriginOS Ocean-თან ერთად. ბატარეის მოცულობა შეადგენს 5000 მა/სთ-ს და აქვს 15-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: iQOO სმარტფონები ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ფერებში - Moon Shadow Black და Ice Lake Blue, შესაბამისად. 4/128 გბ ვარიანტი ღირს 137 აშშ დოლარი, 6/128 გბ ვარიანტი - 145$, ხოლო 8/128 გბ მოდელი - 160$. https://tinyurl.com/2p85tawu
  18. კომპანია SpaceX ამერიკულ მობილურ ოპერატორ T-Mobile-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს წელს სატესტო რეჟიმში აამოქმედოს ფიჭური თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისი (satellite-to-cell), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვეულებრივი სმარტფონების მომხმარებლებისთვის - აცხადებს გამომცემლობა CNBC კომპანია SpaceX-ის კორპორატიული გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტ Jonathan Hofeller-ის განცხადებაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: SpaceX ”ვფიქრობ, ჩვენ ბევრს ვისწავლით ამ სამუშაოდან,” - განაცხადა Hofeller-მა კონფერენცია Satellite 2023-ზე ვაშინგტონში. კოსმოსური სერვისების ბაზარს თანამგზავრული სიგნალების პირდაპირ სმარტფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებზე გადაცემისათვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბევრი თანამგზავრული კომპანია თანამშრომლობს ფიჭურ ოპერატორებთან, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს უზრუნველყონ დაკავშირება იმ ადგილებში, სადაც ტრადიციული ფიჭური ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია. SpaceX-მა და T-Mobile-მა პარტნიორობის შესახებ გასულ აგვისტოში გამოაცხადეს. ამ დროისთვის SpaceX-მა გაუშვა დაახლოებით 4000 Starlink თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე და გასული წლის ბოლოს დაიწყო Starlink V2 თანამგზავრების გაშვება კოსმოსში, რომლებსაც აქვთ სმარტფონების დასაკავშირებლად საჭირო აღჭურვილობა. კომპანიამ ასევე ცოტა ხნის წინ გაუშვა V2 Mini თანამგზავრების პირველი პარტია. ყველა მეორე თაობის აპარატს აქვს უფრო დიდი და ძლიერი ანტენები Starlink-ის წინა თაობის თანამგზავრებთან შედარებით. Hofeller-ის თქმით SpaceX ყოველდღიურად აწყობს ექვს თანამგზავრს და Starlink-ის „ათასობით“ დედამიწურ ტერმინალს. კომპანიამ უკვე ააწყო ახალი თაობის რამდენიმე თანამგზავრი და მათი მასიური გაშვება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც SpaceX დაასრულებს რაკეტა Starship-ის აწყობას - მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება უფრო დიდი ზომის Starlink V2 თანამგზავრების უფრო ეფექტურად გაშვება, ვიდრე ამჟამად ხორციელდება Falcon 9-ის გამოყენებით. SpaceX-ის წარმომადგენლის თქმით მის თანამგზავრულ ინტერნეტ სერვის Starlink-ს უკვე ჰყავს „მილიონზე მეტი“ აქტიური მომხმარებელი. კომპანიის უახლესი ფინანსური ანგარიშის მიხედვით Starlink-ს „დადებითი ბალანსი“ 2022 წელს ჰქონდა. 2023 წელს სერვისი აპირებს „დაიწყოს ფულის გამომუშავება“. https://tinyurl.com/mr2x6kwa
  19. კრიპტო ინდუსტრიის მომსახურე ბანკების მიმართ გამკაცრებულმა რეგულაციამ შეიძლება „დასაჯოს მთელი ინდუსტრია“. ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორების მიერ ზედამხედველობის ორგანოებისადმი მიწერილ წერილშია ნათქვამი. მიმართვას ხელს აწერდნენ უილიამ ჰეგერტი, მაიკ კრეიპო, ტომ ტილისი და სტივ დეინსი. მიმართვა გაეგზავნა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელს, OCC-ის უფროსს მაიკლ ჰსუს და FDIC-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მარტინ გრუნბერგს. ”ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ იმით, რომ საბანკო მარეგულირებლების გადამეტებული ქცევა აუცილებლად იმოქმედებს სხვა ლეგიტიმურ ინდუსტრიებზე,” - განაცხადეს სენატორებმა. მათი აზრით, ციფრული აქტივების სექტორის წინააღმდეგობამ შესაძლოა გადააჭარბოს მარეგულირებლების უფლებამოსილებას. წერილის ავტორებმა სიტუაცია შეადარეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივას, სახელწოდებით Choke Point. მისი განხორციელების დროს მოხდა ბანკებზე ზეწოლა, რათა მათ არ ეთანამშრომლათ „ლეგალურ, მაგრამ პოლიტიკურად არასასურველ ბიზნესთან“. 2022 წელს ანალოგიური პარალელი გაავლო რესპუბლიკელმა სენატორმა პეტ ტუმიმ. მან მოითხოვა, რომ FDIC-მა დაადასტუროს ან უარყოს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ არასათანადო ქმედებების შემთხვევები კრიპტო კომპანიებთან მუშაობის გამო. „ნებისმიერი ინდუსტრია შეიძლება პოტენციურად არ იყოს კეთილგანწყობილი, ეს დამოკიდებულია ზედამხედველობის ორგანოს იდეოლოგიურ თვალსაზრისზე. [...] მარეგულირებლებმა არ უნდა დასაჯონ მთელი ინდუსტრია“, - ნათქვამია წერილში. სენატორები დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან პასუხს 24 მარტამდე ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, FDIC-მ და OCC-მა შეახსენეს აშშ-ის საკრედიტო ინსტიტუტებს პოტენციური რისკების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ კრიპტო სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ კომპანიებს. https://tinyurl.com/4jtf9u6e
  20. წლის დასაწყისში AMD-მ წარადგინა Dragon Range სერიის პროცესორები Ryzen 7045HX მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებისა და მობილური სამუშაო სადგურებისთვის. „მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური პროცესორი Ryzen 9 7945HX ამჟამად შეძენისთვის ხელმისაწვდომია, განაცხადა AMD-ს წარმომადგენელმა Jason Banta-მ. Dragon Range სერიაში შედის ოთხი მოდელი, რომელთაგან Ryzen 9 7945HX ყველაზე მაღალი წარმადობისაა: აქვს 16 ბირთვი 5.4 გჰც ტაქტის სიხშირით. სხვა მოდელებს შორისაა 12-, 8- და 6-ბირთვიანი ვარიანტები - ყველა მათგანის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღემატება 5.0 გჰც-ს ან მისი ტოლია. ფოტოს წყარო: Guru3D და AMD, YouTube ზოგიერთ სავაჭრო პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა AMD Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებული, ASUS-ის პირველი ლეპტოპები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა კონფიგურაციის სახით საფირმო ხაზ ROG-ში, ასეთი მოდელებია Zephyrus Duo 16, Strix SCAR და Strix G17. ფასები 5 ათას აშშ დოლარამდე აღწევს (მობილური NVIDIA GeForce RTX 4090 ბარათის მქონე მოდელი) და ეს არ არის ზღვარი. AMD-ის მონაცემებით თამაშებში Ryzen 9 7945HX საშუალოდ 10%-ით სწრაფია 24-ბირთვიან და 32-ნაკადიან Intel Core i9-13950HX-თან შედარებით, ამასთან, მაქსიმალური უპირატესობა, რაც შეიძლება ოფიციალურ გრაფიკზე ვიხილოთ, შეადგენს 45%-ს Rainbow Six Siege-ში, ხოლო Cyberpunk 2077-ში - 32%-ია. AMD-ის მობილური ფლაგმანი აღინიშნა PassMark-ში და AMD რეიტინგში პირველ ადგილზე დააბრუნა, წერს Notebookcheck. Ryzen 9 7945HX-ის Core i9-13980HX-ზე უპირატესობამ მრავალნაკადიან დატვირთვებში 26.6% შეადგინა - 61985 ქულა კონკურენტი ფლაგმანის 48954 ქულის წინააღმდეგ. ერთნაკადიან დატვირთვებში დასაშვებია ფრეს გამოცხადება - AMD-ის პროცესორის ოდნავ მეტი ქულის უპირატესობით. წყარო: PassMark ლეპტოპ ASUS Zephyrus Duo 16-ის (GX650) მიმოხილვა გამოჩნდა YouTube-არხ 普普通通Tony大叔-ზე, რომლის ავტორმა Cinebench R23-ზე მოიპოვა 33446 ქულა მრავალნაკადიან და 1942 ქულა - ერთნაკადიან რეჟიმებში. CG Director-ის მონაცემებით დესკტოპ Ryzen 9 7950X ამ ტესტში აგროვებს დაახლოებით 38165 და 2059 ქულას, შესაბამისად. https://tinyurl.com/3fptz69
  21. AMD-ის ოფიციალური სლაიდების მიხედვით, რომლებიც Tom's Hardware-ის ხელში აღმოჩნდა, 3D V-Cache მეხსიერების მქონე Ryzen 7 7800X3D-ის გეიმინგ წარმადობა 13-24%-ით მეტია Intel Core i9-13900K-სთან შედარებით. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 7800X3D - ეს არის რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით, რაც 400 მჰც-ით ნაკლებია 3D V-Cache მეხსიერების არმქონე რვაბირთვიან Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. Ryzen 7 7800X3D-ის ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 104 მბ-ს შეადგენს (96 მბ L3). პროცესორის TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატია, რაც 15 ვატით აღემატება Ryzen 7 7700X-ის მაჩვენებელს. თავის მხრივ, Core i9-13900K - ეს არის რიგით მეორე ყველაზე მაღალი წარმადობის Intel Raptor Lake პროცესორი Core i9-13900KS-ის შემდეგ. მას აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.8 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel-ის ჩიპის მაქსიმალური TDP-ის დონე 253 ვატს შეადგენს. AMD-მ Ryzen 7 7800X3D და Core i9-13900K გატესტა DDR5-6000 ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებში. გეიმინგ ტესტები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე. მათში მონაწილეობდა ისეთი გეიმინგ პროექტები, როგორებიცაა Rainbow Six Siege, Total War: Three Kingdoms, Red Dead Redemption 2 და Horizon Zero Dawn. Ryzen 7 7800X3D-ის სასარგებლოდ სიჩქარეში სხვაობამ ამა თუ იმ თამაშის მიხედვით შეადგინა 13-დან 24%-მდე. საშუალოდ AMD-ის პროცესორი აღმოჩნდა 19.5%-თ უფრო სწრაფი Intel-ის ჩიპთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია თამაშების მცირე არჩევანი, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ტესტები ჩაატარა თავად AMD-მ და არა დამოუკიდებელმა მიმომხილველებმა. Tom's Hardware-ის მიხედვით Ryzen 7 7800X3D Horizon Zero Dawn-და და Rainbow Six Siege-ში დაახლოებით 3%-ით ნელია Ryzen 9 7950X3D-სთან შედარებით, რომელსაც აქვს ორი CCD ჩიპსეტი, რომელთაგან ერთი აღჭურვილია 3D V-Cache-ით. გასაკვირი არ იქნება, თუ რეალური სხვაობა გეიმინგ წარმადობაში Ryzen 7 7800X3D-სა და Ryzen 9 7950X3D-ს შორის დამოუკიდებელი შედარების მიმოხილვების მიხედვით არაუმეტეს 5% აღმოჩნდება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ Ryzen 7 7800X3D 250 აშშ დოლარით იაფია ძველ მოდელზე და 130 დოლარით იაფი - Intel-ის პროცესორთან შედარებით. AMD-ის იმავე ტესტების თანახმად Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი Ryzen 7 7800X3D 21-დან 30%-მდე სწრაფია თამაშებში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 7 5800X3D-სთან შედარებით. პროცესორების შედარება მოხდა ისეთ თამაშებში, როგორიცაა Warhammer Dawn of War II, CS: GO და Dota 2. https://tinyurl.com/5c6925d6
  22. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) აპირებს შექმნას ექსპერტთა გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრიპტოვალუტების ინდუსტრიაზე. ამის შესახებ ზედამხედველობის სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე მაიკლ ბარმა განაცხადა. ვაშინგტონში, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ციფრულ აქტივებს შეიძლება ჰქონდეს „ტრანსფორმაციული გავლენა“ ფინანსურ სისტემაზე. თუმცა, მან აღნიშნა, რომ „ინოვაციების სარგებლის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს შესაბამისი შეზღუდვები“. „ინოვაცია ყოველთვის სწრაფად მოდის, მაგრამ მომხმარებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ ფულის გამომუშავება და დაკარგვა ახალი ფინანსური პროდუქტებით“, - განცხადა ბარმა. მისი თქმით, ჯგუფი ფედერალურ სარეზერვო სისტემას დაეხმარება „გამოცდილება მიიღოს ახალი მოვლენებიდან“ და თვალყური ადევნოს ინდუსტრიის განვითარებას. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რეგულაცია უნდა იყოს სათათბირო პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ზედმეტ და არასაკმარის ზედამხედველობას შორის. ბარმა შეშფოთების მიზეზად Stablecoin-ები დაასახელა. მისი აზრით, მათი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება იყოს არალიკვიდური: „ღირებულებისა და ლიკვიდურობის ეს შეუსაბამობა კლასიკური საბანკო პერსპექტივის რეცეპტია“. ბარმა არ გამორიცხა, რომ რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში “Stablecoin-ების ნებისმიერმა ფართო გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთლიან ეკონომიკას. საპასუხოდ, Custodia-ს (ყოფილი Avanti) აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტლინ ლონგმა მიუთითა Silicon Valley Bank-ის (SVB) ლიკვიდურობის პრობლემებზე. მეგობრული შეხსენება იმის შესახებ, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც Silicon Valley-ში პანიკა იყო, ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედამხედველობის ვიცე-თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბანკები, რომლებსაც ჩვენ ვარეგულირებთ, პირიქით, კარგად არიან დაცული საბანკო ოპერაციებისგან საზედამხედველო მოთხოვნების ძლიერი ნაკრების წყალობით. “ 9 მარტს SVB-ის აქციების ღირებულება 60%-ზე მეტით, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 10 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც ინსტიტუტმა გამოაცხადა 1.75 მლრდ აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ. ამ ფონზე ვენჩურული კაპიტალის ხუთმა ორგანიზაციამ, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ციფრულ აქტივებზე, რეკომენდაცია მისცა თავიანთი პორტფელის კომპანიებს - თანხები გაეტანათ Silicon Valley Bank-დან. 10 მარტს კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა დახურა SVB. მანამდე არაერთი კომპანია ჩამოშორდა ბანკ SIlvergate-ს გაკოტრებასთან დაკავშირებით გავცელებული ხმების გამო. ჰოლდინგ Silvergate Capital Corporation-მა გამოაცხადა შვილობილი კომპანიის ლიკვიდაციის განზრახვა. გეგმა ითვალისწინებს დეპოზიტების სრულ დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკები გააფრთხილა კრიპტო კომპანიებთან დაკავშირებული ლიკვიდობის რისკების შესახებ. მარტში ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა მარეგულირებელთა მიმართ წერილში განაცხადა, რომ ინდუსტრიის მომსახურე ბანკების რეგულაციების გამკაცრებამ შეიძლება „დასაჯოს მთელი ინდუსტრია“. https://tinyurl.com/2ustacaz
  23. როგორც ცნობილია, ზოგიერთ მე-4 თაობის Intel Xeon პროცესორს (Sapphire Rapids), რომლებიც წარმოდგენილ იქნა გასულ თვეში, განბლოკილი მულტიპლიკატორი აქვს, რაც მათი ხელით აჩქარების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი პროცესორია ფლაგმანური 56-ბირთვიანი Intel Xeon W9-3495X. მისმა აჩქარებამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა სინთეტიკურ ტესტ Cinebench R23-ში. ფოტოს წყარო: HWBot ამ დრომდე ყველაზე მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორის წოდებას Cinebench R23 ტესტში ფლობდა 64-ბირთვიანი და 128-ნაკადიანი Ryzen Threadripper Pro 5995WX. HWBot-ის მონაცემთა ბაზის თანახმად AMD-ის პროცესორის აჩქარება მოხდა 5.4 გჰც-მდე სამხრეთკორეელ ენთუზიასტ safedisk-ის მიერ, პროცესორმა მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში დააგროვა 121215 ქულა. ბერძნულმა გუნდმა - OGS, თხევადი აზოტის გამოყენებით Intel Xeon W9-3495X ააჩქარა ყველა ბირთვზე 5.4 გჰც სიხშირემდე. ამის შემდეგ, Intel-ის პროცესორმა შეძლო 132484 ქულის დაგროვება იმავე მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში. ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო დედა დაფა ASUS Pro WS W790E-SAGE SE და 128 გბ G.Skill Zeta R5 DDR5-5800 ოპერატიული მეხსიერების ნაკრები. Intel-ის პროცესორმა არა მხოლოდ დაამყარა წარმადობის ახალი რეკორდი Cinebench R23-ში, არამედ მოხსნა რამდენიმე სხვა რეკორდი Cinebench R20-ში, Y-Cruncher-ში, 3DMark CPU-სა და Geekbench 3-ში. https://tinyurl.com/44ys9zxr
  24. ონლაინ გამომცემლობა Business Korea-ს ინფორმაციით Samsung Electronics აპირებს მესამე თაობის 4-ნანომეტრიანი ჩიპების მასიური წარმოება დაიწყოს მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე. მან არა მხოლოდ დაასტაბილურა წლიური გამოშვებული პროდუქციის პროცენტი, არამედ მიაღწია წარმატებას მზა პროდუქციის წარმადობის, ენერგომოხმარებისა და სხვა მახასიათებლების გაუმჯობესებაში. მედიის ცნობით, ეს Samsung-ს აძლევს შესაძლებლობას - მოიზიდოს ან დაიბრუნოს მსხვილი კორპორატიული მომხმარებლები. ფოტოს წყარო: Samsung კომპანიის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით იგი აპირებს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყოს მე-2 და მე-3 თაობის 4-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება. ისინი უზრუნველყოფენ უკეთეს წარმადობას 4-ნანომეტრიანი ჩიპების უფრო ადრეულ ვერსია SF4E-სთან შედარებით. ცნობილია, რომ SF4E-ის კომერციალიზაციის შემდეგაც კი Samsung Electronics-ს ყოველთვის არ შეეძლო ხარისხიანი პროდუქციის საჭირო დონეზე შენარჩუნება, რის შედეგადაც, Business Korea-ს ცნობით, კომპანიამ დაკარგა თავისი უმსხვილესი მომხმარებელი Qualcomm, რომელიც TSMC-თან თანამშრომლობაზე გადავიდა. 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შესაბამისად წარმოებული პროდუქტების მოცულობამ, მედიის ცნობით, უკვე 60%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ კიდევ შორს არის TSMC-ისგან, რომელსაც ანალოგიური მაჩვენებელი 70-80% აქვს, ექსპერტები ამბობენ, რომ სამხრეთკორეული წარმოების ხარისხი სწრაფად უმჯობესდება. პროდუქციის ხარისხის ზრდასთან ერთად ასევე გაიზრდება TSMC-სთან კონკურენცია ჩიპების ბაზარზე, სადაც გამოდის 5-ნანომეტრიანი და უფრო თანამედროვე ტექნოპროცესებით წარმოებული კომპონენტები. Business Korea-ს ინფორმაციით დღესდღეობით ყველაზე მოწინავეა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, თუმცა მოწინავე ნახევრადგამტარი პროდუქციის უმეტესობა ჯერ კიდევ 4- და 5-ნანომეტრიან ჩიპებს შეადგენს. Counterpoint Research-ის მონაცემებით გასული წლის მე-3 კვარტალში 4- და 5-ნანომეტრიან ჩიპებზე მოდიოდა მსოფლიო წარმოების 22%, 6- და 7-ნანომეტრიან ჩიპებზე - 16%, 16-, 14- და 12-ნანომეტრიან ჩიპებზე - 11%. ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Electronics აპირებს დაახლოებით 16 მლრდ აშშ დოლარის სესხის აღებას Samsung Display განყოფილებისგან ნახევრადგამტარი წარმოების განვითარების მიზნით, თუნდაც მოთხოვნის შემცირების და ინდუსტრიაში ზოგადი კრიზისის პირობებში. https://tinyurl.com/49mvry5a
  25. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ტომ ემერმა განაცხადა, რომ ციფრულ დოლარს შეუძლია ხელი შეუწყოს მოქალაქეებზე „ფინანსურ კონტროლს“. ამის შესახებ Decrypt იუწყება. პოლიტიკოსმა CBDC ტექნოლოგიას ამერიკული ღირებულებების, კონფიდენციალურობის, ინდივიდუალური სუვერენიტეტისა და თავისუფალი ბაზრის შეურაცხყოფა უწოდა. მისი აზრით, ციფრული დოლარის ირგვლივ შექმნილი ვითარება წარმოადგენს ბრძოლას ხელისუფლებასა და რიგით მოქალაქეებს შორის. ”რადგან ფედერალური ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს და გააფართოვოს ფინანსური კონტროლი, რომელსაც მას სჩვევია, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის იდეა სწრაფად იძენს ინტერესს სამთავრობო ინსტიტუტებში. დარწმუნებული ვარ, ამერიკული ღირებულებები ყოველთვის გაიმარჯვებს ბიუროკრატების ძალაუფლებისმოყვარულ ახირებებზე“, - განაცხადა ემერმა. კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ არ ღირს ჩინეთთან ჩამორჩენაზე ღელვა, რომელიც აქტიურად ნერგავს e-CNY-ს. 2021 წლიდან ემერი მხარს უჭერს პოზიციას, რომ ციფრული დოლარის დიზაინმა უნდა გამორიცხოს მოქალაქეებზე ფინანსური ზედამხედველობის შესაძლებლობა. 2023 წლის თებერვალში კონგრესმენმა წარადგინა კანონპროექტი მოქალაქეების „ფინანსური კონფიდენციალურობის“ დასაცავად CBDC-ების გამოყენებისას. დოკუმენტის მიხედვით ფედერალურ სარეზერვო სისტემას ეკრძალება ციფრული დოლარის გამოყენება მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად და ეკონომიკის გასაკონტროლებლად. BitMEX-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტურ ჰეიესმა ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებს უწოდა ხელისუფლებისთვის იდეალური ინსტრუმენტი კერძო ტრანზაქციების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის. https://tinyurl.com/mr6pk37x
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.