Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5900
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Posts posted by Magdalena

  1. კრიპტო ბირჟFTX-ის თანადამფუძნებელ და ხელმძღვანელ სემ ნკმენ-ფრიდს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების კონფისკაციით. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის შვიდ ბრალდებაში, მათ შორის თაღლითობსა და თანხის გაფლანგვაში. 

    image.jpeg 

    სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბენკმენ-ფრიდის ქმედებების გამო FTX-ის მომხმარებლებმა დაკარგეს 8 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის მიყენებული ზარალი შეფასდა 1.7 მლრდ აშშ დოლარად და 1.3 მლრდ აშშ დოლარად, შესაბამისად. ამასთან, სამმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლე ლუის კაპლანის თქმით ნკმენ-ფრიდმა ცრუ ჩვენება მისცა სულ მცირე სამჯერ. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა პროკურატურას, რომელიც 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა, ასევე დაცვის მხარე, რომელიც ბრალდებულისთვის ფსიქიკური პრობლემების მოტივით 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. სასამართლო პროცესის შეჯამებისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ ნკმენ-ფრიდმა კარგად იცოდა, რომ მომხმარებლების ფული მას არ ეკუთვნოდა, რომ არასწორად მოქმედებდა და ბირჟას მეტად სარისკო მდგომარეობაში აყენებდა. თავად ბრალდებულის თქმით, იგი იმედოვნებდა, რომ მართლმსაჯულებას თავს აარიდებდა და დაუსჯელი დარჩებოდა. 

    ბენკმენ-ფრიდი იყო 2019 წელს დაარსებულ კრიპტო ბირჟ FTX-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სწრაფად გახდა ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. სასამართლო პროცესის დროს მისმა თანამზრახველებმა დაადასტურეს, რომ მანიპულირებდნენ რიცხვებით, რათა ბირჟა უფრო უსაფრთხო გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. პრობაციის დეპარტამენტი დაჟინებით მოითხოვდა 100-წლიან თავისუფლების აღკვეთას, რომელიც, ნკმენ-ფრიდის ადვოკატების აზრით, არანაკლებ „გროტესკული“ იქნებოდა პონცის სქემის ორგანიზატორ, 71 წლის ბერნი მედოისთვის 150 წლიან სასჯელთან შედარებით. 

  2. Intel-მა გამოაცხადა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Habana Gaudi2 რჩება NVIDIA H100-ის ერთადერთ ალტერნატივად MLPerf Inference 4.0 ბენჩმარკზე. ამავე დროს, როგორც ითქვა, Gaudi2 უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას დოლარზე, თუმცა სწორედ NVIDIA ჩიპები არიან უდავო ლიდერები. 

    აღნიშნულია, რომ Gaudi2 პლატფორმისთვის Intel აგრძელებს მხარდაჭერის გაფართოებას პოპულარული ენის დიდი მოდელების (LLM) და მულტიმოდალური მოდელებისთვის. კერძოდ, MLPerf Inference v4.0-ისთვის კორპორაციამ წარმოადგინა შედეგები Stable Diffusion XL და Llama v2-70B-სთვის. 

    ტესტის შედეგების მიხედვით Stable Diffusion XL-ის შემთხვევაში H100 ამაჩქარებელი აღემატება Gaudi2-ს 2.1-ჯერ ოფლაინ რეჟიმში და 2.16-ჯერ - სასერვერო რეჟიმში. Llama v2-70B-ის დამუშავებისას აღმატება უფრო მნიშვნელოვანია - 2.76-ჯერ და 3.35-ჯერ, შესაბამისად. თუმცა, ამ ამოცანების უმეტესობაში (გარდა Llama v2-70B სერვერის რეჟიმისა), Gaudi2 აღემატება H100-ს დოლარზე გათვლილი წარმადობის თვალსაზრისით. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Intel 

    საერთო ჯამში, Gaudi2-მა Stable Diffusion XL-ში მიაღწია 6.26 და 6.25 შედეგს წამში ოფლაინ და სერვერის რეჟიმში, შესაბამისად. Llama v2-70B-ის შემთხვევაში მიღწეულია, შესაბამისად, 8035.0 და 6287.5 ტოკენი წამში. 

    image.jpeg 

    ასევე ნათქვამია, რომ Xeon Emerald Rapids სასერვერო პროცესორები MLPerf Inference v3.1 ბენჩმარკში აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების გაუმჯობესების წყალობით აფიქსირებს საშუალოდ 1.42-ჯერ უფრო მაღალ მნიშვნელობებს Xeon Sapphire Rapids ჩიპებთან შედარებით. მაგალითად, GPT-J-სთვის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციით და DLRMv2-ისთვის დაფიქსირდა წარმადობის ზრდა დაახლოებით 1.8-ჯერ. 

  3. The New York Times-ის მოხსენების თანახმად, Meta ოფიციალურად დააკავშირებს ხელოვნურ ინტელექტს თავის სმარტ სათვალე Ray-Ban Meta-სთან მომავალ თვეში. ხელოვნური ინტელექტის მულტიმოდალური ფუნქციები, როგორიცაა სინქრონული თარგმნა, ობიექტების, ცხოველებისა და ძეგლების იდენტიფიკაცია, ადრეულ წვდომაშია გასული წლის დეკემბრიდან. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Meta 

    მომხმარებლებს შეეძლებათ გაააქტიურონ AI ასისტენტი ჭკვიან სათვალეში ფრაზით „Hey Meta და შემდეგ დაუსვან შეკითხვა. პასუხი მიიღება ჩარჩოში ჩაშენებული დინამიკების მეშვეობით. The New York Times-ის ჟურნალისტებმა სმარტ სათვალის ხელოვნური ინტელექტი გამოცადეს ქუჩაში, სასურსათო მაღაზიაში, მანქანის მართვისას, მუზეუმებში და ზოოპარკშიც კი. 

    მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ძირითადად სწორად ავლენდა შინაურ ცხოველებს და ხელოვნების ნიმუშებს, თუმცა ზოგჯერ სასაცილო შეცდომებსაც უშვებდა. სათვალე უჭირდა ზოოპარკის იმ ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ღობს მიღმა იყვნენ. მათ ასევე ვერ შეძლეს ეგზოტიკური ხილის, სახელად ჩერიმოიას, იდენტიფიცირება რამდენიმე მცდელობის შემდეგაც კი. მკვლევარების აზრით სათვალე კარგად შეასრულსინქრონული თარგმანი ინგლისურს, ესპანურს, იტალიურს, ფრანგულს და გერმანულის მხარდაჭერით. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: The New York Times 

    გამოვლენილი ხარვეზები მხოლოდ ხაზს უსვამს შეზღუდვებს და კომპრომისებს ასეთი პროდუქტების შემუშავებისას. სათვალ ალბათ უკეთ შეძლებდა ობიექტების ამოცნობაკამერას რომ უფრო მაღალი გაფართოება ჰქონდა, მაგრამ ხარისხიანი ლინზის განთავსება სათვალის წონასა და ზომას გაზრდიდა. 

     

     
     

    Meta, სავარაუდოდ, გააგრძელებს სმარტ სათვალის გაუმჯობესებას დროთა განმავლობაში. ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები Ray-Ban Meta-ში ხელმისაწვდომია მხოლოდ ადრეული წვდომის ლოდინის სიის მეშვეობით აშშ- მომხმარებლებისთვის. 

  4. image.jpeg 

    ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) და Stablecoin-ები დაეხმარება წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს გააუმჯობესონ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშშია ნათქვამი. 

    ექსპერტებმა აღნიშნეს გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას წყნარი ოკეანის კუნძულების რეგიონში მდებარე „ათობით“ იურისდიქცია და მიკროსახელმწიფო: 

    „ფინანსურ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს სიღარიბეს და უთანასწორობას. ეს ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ფულადი გზავნილების ნაკადებზე, რაც მათზე არაპროპორციულ გავლენას ახდენს სახელმწიფოთაშორისი საბანკო ურთიერთქმედებების შემცირებით. 

    სეთ ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ „ციფრული ფულის რევოლუციით“ გადახდის სისტემებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარებით, რითაც საკუთარი ეკონომიკის სტიმულირებას მოახდნენ. 

    მოხსენება ფოკუსირებული იყო CBDC-ის თემაზე, თუმცა სავალუტო ფონდი უშვებს ზოგიერთი Stablecoin-ის გამოყენებას. 

    ფონდმა არ გასცა რეკომენდაცია წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვან ქვეყნებისთვის საკუთარი სუვერენული Stablecoin-ების გამოშვებაზე საზედამხედველო შესაძლებლობების ნაკლებობის გამო. თუმცა, ანგარიშის ავტორებმა რეკომენდაცია გაუწიეს Tether-ის კერძო USDT-ის გამოყენებას. 

    „უცხოურ ვალუტაზე დამყარებული Stablecoin-ები შეიძლება გახდეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვალუტა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ“, - ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. 

    დოკუმენტის თანახმად წყნარი ოკეანის არცერთი ქვეყანა არ იყენებს კერძო კრიპტოვალუტებს ან Stablecoin-ებს. მხოლოდ ფიჯი, პალაუ, სოლომონის კუნძულები და ვანუატუ იკვლევენ CBDC-ებს. ადრ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა ოკეანის ქვეყნები ციფრული აქტივების შემოღების წინააღმდეგ. თუმცა, ორგანიზაციამ აღიარა, რომ რეგიონის მრავალი მახასიათებელი კრიპტო-გადახდების გამოყენებას ძალიან ეფექტურს ხდის. 

  5. როგორც Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, არაერთმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორისაა Intel, Google, Arm, Qualcomm, Samsung და ა.შ. შექმნა ჯგუფი, სახელწოდებით The Unified Acceleration Foundation (UXL). კომპანიები გაერთიანდნენ, რათა შექმნან ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დეველოპერებს საშუალებას მისცემს არ იყვნენ დაკავშირებული Nvidia-ს ტექნოლოგიებთან. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Nvidia 

    ამჟამად მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებს Nvidia CUDA პროგრამულ პლატფორმას ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისა და სხვა პროგრამების შესაქმნელად. UXL არის კომპანიების მზარდი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ებრძვიან Nvidia-ს დომინირებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. „ჩვენ რეალურად დეველოპერებს ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩამოშორდნენ Nvidia-ს პლატფორმას“, განუცხადა Reuters-ს Qualcomm-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ხელმძღვანელმა Vinesh Sukumar-მა. 

    პროექტი ახლა მოიცავს Intel-ის მიერ შემუშავებულ ღია OneAPI სტანდარტს, რათა აღმოფხვრას კონკრეტული პროგრამირების ენების, მონაცემთა ბაზების და სხვა ხელსაწყოების საჭიროება, ყველა მოთხოვნა, რომელიც აიძულებს დეველოპერებს გამოიყენონ კონკრეტული არქიტექტურა, როგორიცაა Nvidia-ს CUDA პლატფორმა. გუნდის ლიდერების თქმით ღია კოდის პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ გენერირებულმა კომპიუტერულმა კოდმა იმუშაოს ნებისმიერ გამოთვლით მანქანაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ჩიპსა და აპარატურას იყენებს. 

    Google, როგორც UXL-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, პროექტს ეხმარება ტექნიკური მიმართულების ჩამოყალიბებაში, განაცხადა დირექტორმა და HPC-ის მთავარმა ტექნოლოგმა Bill Hugo-მ. მისი თქმით ტექნიკური მახასიათებლები 2024 წლის პირველ ნახევარში დამტკიცდება, წლის ბოლომდე კი პროექტის ტექნიკური დეტალები „მწიფე“ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს. 

    მონაწილეების გარდა UXL გეგმავს ქლაუდ კომპიუტერული პროვაიდერების მოზიდვას, მათ შორის Amazon-ისა და Microsoft Azure-ის, ასევე ჩიპების მწარმოებლები. ჯგუფის ლიდერების თქმით გასული სექტემბრის ამოქმედებიდან UXL-მა უკვე დაიწყო ტექნიკური ინფორმაციის მიღება მისი წევრებისა და მესამე მხარის კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია კოდის ტექნოლოგიის გამოყენებით. 

    UXL გეგმავს გადაჭრას ყველაზე აქტუალური გამოთვლითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩიპების რამდენიმე მწარმოებლის დომინირებასთან AI და HPC სივრცეში იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მიიზიდოს დეველოპერების კრიტიკული მასა თავის პლატფორმაზე. UXL გეგმებში ასევე შედის Nvidia-ს აპარატურის და კოდის სამომავლო მხარდაჭერა. 

    • Upvote 1
  6. პორტალ Igors LAB-მა გამოაქვეყნა Intel Lunar Lake პროცესორის ფოტო, როგორც სატესტო ეტალონური პლატფორმის ნაწილი. ამ უკანასკნელს აქვს არასტანდარტული სამონტაჟო სისტემსატესტო ჩიპების სწრაფად ჩანაცვლებისთვის. გარდა ამისა, წყარომ გააზიარა მომავალი ჩიპების სქემა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Igor’s LAB 

    მიმდინარე წლის დასაწყისში გამოფენა CES-ზე Lunar Lake სერიის პროცესორი უკვე გააზიარა Michelle Johnston Holthaus-მა, რომელიც Intel-ის სამომხმარებლო მიმართულების ბიზნესს ხელმძღვანელობს. ჩიპების ახალი სერიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ მათ აქვთ ინტეგრირებული LPDDR5X ოპერატიული მეხსიერებ. ცნობილია, რომ პროცესორები ენერგოეფექტური იქნება. ჩიპების საინჟინრო ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის ლეპტოპების მწარმოებელ პარტნიორებს. 

    Igor’s LAB-ის თანახმად სატესტო პლატფორმის ფოტოზე წარმოდგენილი Lunar Lake პროცესორი შეიცავს რვა ბირთვს: ოთხი მაღალი წარმადობის Lion Cove P-ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური Skymont E-ბირთვი. პორტალი ადასტურებს, რომ პროცესორის გამოთვლითი ჩიპლეტი ბირთვებით დამზადდება TSMC N3B ტექნოპროცესის გამოყენებით. 

    image.png 

    Lunar Lake სერიის პროცესორებს ექნება ახალი თაობის Arc Battlemage ინტეგრირებული გრაფიკ Xe2-LPG არქიტექტურით. შევა რვამდე Xe2 ბირთვ, თითოეული 64 შემსრულებელი ერთეულით (EU). ეს ნიშნავს, რომ Lunar Lake-ს ექნება 1024-მდე შეიდერ-გრაფიკულ ბირთვი, ვინაიდან Xe2 ბირთვები შეიცავს ორჯერ მეტ შემსრულებელ ერთეულს Xe-LPG არქიტექტურასთან შედარებით, რომელიც Intel Meteor Lake ჩიპების ინტეგრირებული გრაფიკის საფუძველს წარმოადგენს. Igors LAB-ის რედაქტორის თქმით Lunar Lake-ის გრაფიკა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია წინამორბედებთან შედარებით და ზოგიერთ შიდა ტესტში აფიქსირებენ წარმადობის თითქმის ორჯერ ზრდას“. ამის საფუძველზე და ასევე მათი ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით Lunar Lake ჩიპები შეიძლება გახდეს პერსპექტიული საფუძველი პორტატული კონსოლების მომავალი თაობისთვის. 

    image.jpeg 

    Intel Lunar Lake პლატფორმის ანონსი მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. ჩიპები განკუთვნილია მსუბუქ ლეპტოპებში, პლანშეტებსა და ისეთ მოწყობილობებში გამოსაყენებლად, სადაც გაზრდილი ავტონომია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმადობა. არქიტექტურულად Lunar Lake იქნება Arrow Lake სერიის პროცესორების მსგავსი, რომლის ანონსი ასევე მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. Lunar Lake-ისგან განსხვავებით ეს ჩიპები განკუთვნილი იქნება დესკტოპ კომპიუტერების და გეიმინგ ლეპტოპებისთვის, მაგრამ ექნება ძველი Xe-LPG გრაფიკული არქიტექტურა. 

    • Upvote 2
  7. image.jpeg 

    Bitcoin-ბირჟა Binance გახდა ალიანს Global Travel Rule-ის (GTR) წევრი. პლატფორმა უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას FATF-ის რეკომენდაციების შესასრულებლად. 

    „სტრატეგიული ნაბიჯი“ მიზნად ისახავს მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას და მონაცემთა უსაფრთხოების გაძლიერებას, ნათქვამია განცხადებაში. 

    Travel Rule-ად წოდებული ჯგუფის რეკომენდაცია No16 გულისხმობს მომხმარებლის ინფორმაციის გადაცემას VASP-ებისთვის კრიპტო ტრანზაქციების დამუშავების დროს გარკვეული ზღვრის მიღწევისას - 1000$/1000€. გამჟღავნებული მონაცემები მოიცავს გამგზავნისა და მიმღების სახელს და მისამართს, ასევე ანგარიშის შესახებ ინფორმაციას. 

    წესები ძალაში 2019 წელს შევიდა. 

    GTR უზრუნველყოფს გადაწყვეტას მონაცემთა გადამოწმებისა და კრიპტოგრაფიით დაცული გადაცემისთვის. 

    „GTR-ში გაწევრიანება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გლობალური შესაბამისობის მცდელობების გასაძლიერებლად. […] ეს ალიანსი აძლიერებს ნდობას, უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, რომელსაც მომხმარებლები ჩვენგან ელოდებიან“, - განაცხადა Binance-ის შესაბამისობის დაცვის დირექტორი მოადგილე სტივ კრისტიმ. 

    2023 წლის ივნისში FATF-მა უკმაყოფილება გამოხატა Travel Rule-ის განხორციელების ტემპთან დაკავშირებით. თუმცა, PwC-ის ანგარიშის მიხედვით, კვლევაში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მხოლოდ უგანდასა და თურქეთს არ მიუღიათ რაიმე ინიციატივა კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით ორგანიზაციის რეკომენდაციების განსახორციელებლად. 

    შეერთებულ შტატებში ინდუსტრიის ლიდერების კონსორციუმმა, როგორიცაა Coinbase და Gemini, წარმოადგინა გეგმა FATF-ის მოთხოვნების შესასრულებლად 2020 წელს. 

    2023 წლის ნოემბერში Binance-ის დამფუძნებელმა Changpeng Zhao-მ თავი დამნაშავედ ცნო, რომ ვერ დაუჭირა მხარი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ეფექტურ პროგრამა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების ფარგლებში ის დათანხმდა 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას. 

    შეგახსენებთ, რომ Zhao-ს საქმის მოსმენა 30 აპრილს გაიმართება. მას 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა მანამდე 10 წლიან პატიმრობაზე იყო საუბარი. 

  8. 22 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „კვანტურ პაქტს“, რომელიც აღიარებს კვანტური გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობას ბლოკის სამეცნიერო და სამრეწველო კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ევროკომისიის წარმომადგენელი თომას სკორდასი (Thomas Skordas) აღწერს კვანტურ პაქტს, როგორც პროგრამას ევროპის „მსოფლიოს კვანტურ ველად“ გარდაქმნის მიზნით. კვანტურ გამოთვლა გამოყენებული იქნება გამოყენება მრავალ სფეროში, მათ შორის მედიცინაში, ენერგეტიკასა და კლიმატის მოდელირებაში. 

    image.jpeg 

    „კვანტური გამოთვლები მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობას, გამოაცოცხლებს ინდუსტრიას და გახსნის ახალ ბაზრებს, აპლიკაციებსა და სამუშაო შესაძლებლობებს“, - განაცხადა სკორდასმა ბრიუსელში გამართულ კონფერენცია  Shaping Europe's Quantum Future-ზე. ღონისძიება მოიცავდა ძირითად გამოსვლებს, ჯგუფურ დისკუსიებს და სამუშაო შეხვედრებს ევროკავშირის კვანტური სტრატეგიის შესახებ და ჩატარდა ბელგიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტში. 

    კვანტურმა პაქტმა საფუძველი ჩაუყარა კვანტურ გამოთვლით ტექნოლოგიებში თანამშრომლობას, ინვესტიციებს და ინოვაციებს ევროკავშირში, რითაც პოზიციონირებს იგი, როგორც გლობალური ლიდერი ამ სფეროში. პაქტს ხელი მოაწერა ოცმა ევროპულმა ქვეყანამ: ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, იტალიამ, ლატვიამ, ნიდერლანდმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია ირლანდიას. 

    ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პაქტს, აპირებენ გააფართოვონ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რათა გააუმჯობესონ და დააჩქარონ კვლევები, განვითარება და ინოვაციები კვანტური გამოთვლის სფეროში, ასევე ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილების შექმნას და კვანტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებას ეკონომიკაში. 

    „მხოლოდ ჩვენს ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, ერთად მუშაობით, ამბიციების გამოვლენით, აქტივობების სრულ სპექტრზე ფოკუსირებით - კვლევა, მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ნიჭი, გარე პარტნიორობა და მრავალი სხვა - შეგვიძლია ევროპა გავხადოთ მსოფლიოს წამყვან რეგიონად კვანტური სრულყოფილებისა და ინოვაციებისთვის. კვანტური გამოთვლები დაგვეხმარება გამოწვევა ვესროლოთ შესაძლებლობების ფარგლებს“ - აღნიშნა სკორდასმა. 

    გასულ თვეში ევროკავშირმა და კანადამ განაცხადეს თავიანთი სტრატეგიული ციფრული პარტნიორობის გააქტიურების შესახებ, რათა გადაჭრას "ციფრული ტრანსფორმაციის ახალი გამოწვევები", როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური მეცნიერება, ნახევარგამტარები, ონლაინ პლატფორმებთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკა, უსაფრთხო საერთაშორისო კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება და ციფრული იდენტობა. 

     

  9. Sony-მ განაცხადა ახალი ფუნქციის, Community Game Help-ის შესახებ, რომელიც PS5-ზე მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. ეს ფუნქცია ავტომატურად ქმნის სათამაშო ვიდეოებს სხვა მოთამაშეების დასახმარებლად, დეველოპერების Game Help-თან ერთად. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Sony 

    Community Game Help საშუალებას მოგცემთ ჩაწეროთ გარკვეული აქტივობები თამაშებში, რომლებზეც მხარდაჭერილია ეს ფუნქცია. „მოდერატორი უყურებს ვიდეოს და, თუ დამტკიცდება, გამოაქვეყნებს რჩევის სახით თამაშის დახმარების განყოფილებაში. გეიმერებს შეეძლებათ უყურონ ვიდეოს და შეაფასონ იგი“, - განაცხადა PS5-ის პროდუქტები მართვის უფროსმა დირექტორმა Sabrina Meditz-მა ახალ ფუნქციის შესახებ. 

    დეველოპერების ჩანაფიქრით ეს კლიპები მოთამაშეებს დაეხმარება მიიღონ გარკვეული ჯილდოები ან იპოვონ ფარული ობიექტები YouTube-ზე გადასვლის გარეშე. Sony-ს სერვერებზე ატვირთვის შემდეგ კლიპი წაიშლება PS5-დან და გამოქვეყნების შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება Game Help-ში. პროცესი სრულიად ავტომატურია და არ საჭიროებს რედაქტირებას ან ხელით ატვირთვას. ვიდეოში ჩართული იქნება მხოლოდ გეიმპლეი; ჩაწერა ვებ-კამერიდან ან მიკროფონიდან არ განხორციელდება. თუმცა, თუ ჩაწერის პროცესში ჩატის შეტყობინებები ან ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ეკრანზე გამოჩნდება, ისინი შეიძლება მოხვდეს ვიდეოში. 

    image.jpeg 

    ნაგულისხმევად ეს ფუნქცია გამორთულია. მისი გააქტიურების შემდეგ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თვეში ჩაწერილი კლიპების რაოდენობა, ასევე წაშალოთ უკვე ჩაწერილი და გამოქვეყნებული ვიდეოები. პირველი თამაშები Community Game Help-ის მხარდაჭერით წელს გამოჩნდება. 

  10. image.jpeg 

    ევროპარლამენტის ეკონომიკურ და მონეტარულ საკითხთა კომიტეტმა და სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაცია, რომელიც ასევე ეხება კრიპტოვალუტაში გადახდებ. 

    წინა ვერსიის მიხედვით დაწესდა 1000 ევროს ლიმიტი არაკასტოდიალური საფულეების მფლობელებისთვის, რომლებზეც მათ შეეძლოთ ტრანზაქციების გაგზავნა კრიპტო აქტივების სერვისის პროვაიდერებთან (CASP). მიმდინარე ვერსიაში ის გაუქმებულია - CASP-ებმა უნდა ჩაატარონ შემოწმება „1000 ევროზე ნაკლები ერთჯერადი გადახდისას“. 

    კრიპტოაქტივების სერვისის პროვაიდერებმა უნდა განახორციელონ გამოვლენილი რისკების შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები. ეს ზომები უნდა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს: ზომების მიღება, რათა მოხდეს გადაცემის გამგზავნის ან მიმღების იდენტიფიცირება და გადამოწმება არაკასტოდიალური მისამართიდან [...]“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

    სიაში ასევე შევიდა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა კრიპტოაქტივების წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ, ამ ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგის ჩატარება და „ნებისმიერი სხვა ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესამცირებლად“. 

    გარდა ამისა, დოკუმენტი კრძალავს 10 ათას ევროზე მეტი ნაღდ ანგარიშსწორებას და 3 ათას ევროზე მეტ ანონიმურ ნაღდი ანგარიშსწორებას. 

    ევროპარლამენტის წევრმა პატრიკ ბრიერმა ეჭვი შეიტანა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში აკრძალვების ეფექტურობაში. 

    „ანონიმური გადახდების აკრძალვა საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურ გავლენას მოახდენს კრიმინალებზე, თუმცა წაართმევს უდანაშაულო მოქალაქეებს ფინანსურ თავისუფლებას. წამლები ან სექს-სათამაშოები, რომლებსაც ვყიდულობ, ჩემი საქმეა. დისიდენტები […] სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ანონიმურ შემოწირულობებს ვირტუალურ ვალუტაში მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბრეიერმა. 

    მისი აზრით, ევროკავშირის ომს ნაღდი ფულის წინააღმდეგ „მოჰყვება უსიამოვნო შედეგები“: უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებისდა ბანკების მიერ ფულის მიწოდების ნებისმიერ დროს შეწყვეტის რისკები. 

    „ბანკებზე დამოკიდებულება საგანგაშო ტემპით იზრდება. ფინანსური უფლებების ჩამორთმევა უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნაღდი ფულის საუკეთესო ატრიბუტები ციფრულ მომავალში. ჩვენ გვაქვს უფლება გადავიხადოთ და თანხები შევწიროთ ონლაინ ჩვენი პირადი ტრანზაქციების რეგისტრაციის გარეშე. თუ ევროკავშირს სჯერა, რომ შეუძლია ვირტუალური ვალუტების რეგულირება რეგიონულ დონეზე, მაშინ მას არ ესმის ინტერნეტის გლობალური ბუნება“, - თქვა ბრიერმა. 

    Cointelegraph-ის ცნობით, ახალი კანონმდებლობა ძალაში სამ წელიწადში შევა – მას შემდეგ რაც ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან დამტკიცებას მიიღებს. 

    Binance-ის ყოფილმა დირექტორმა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, გლებ კოსტარევმა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწოდა „დიდი ნაბიჯი კრიპტოვალუტის მომხმარებლების თავისუფლებების შეზღუდვისკენ“. 

    „როგორი იქნება ინდუსტრია მომავალში: ყველა საფულეს, ყველა ანგარიშს ექნება KYC. და თუ არ არსებობს KYC, თქვენ კანონგარეშე ხართ, ”- აღნიშნა მან. 

    კოსტარევის თქმით, ევროკავშირში სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ მომხმარებლის იდენტიფიცირება, სანამ მისთვის კრიპტო საფულეს გახსნიან. ის ასევე მოელის, რომ FATF-ისგან ე.წ. „მოგზაურობის წესი“ ფართოდ დაინერგება ევროპული ბირჟების მიერ. 

    „დრო, როდესაც შესაძლებელი იყო კრიპტოს ნებისმიერ საფულეზე გატანა, წარსულში დარჩება. მინიმუმ, საჭირო იქნება მიუთითოთ ვის ეკუთვნის საფულე. ბირჟიდან თანხის გამოტანისას შეიძლება გითხრან: ამ საფულეზე გადარიცხვა შეგიძლიათ, მაგრამ არა - ამ საფულეში. შემდეგ კი დამატებით მოითხოვენ ტრანსფერის მიზეზის განმარტებას“, - განაცხადა კოსტარევმა. შედეგად, მისი აზრით, ცენტრალიზებული ბირჟებიდან თანხის გატანა დაიშვება მხოლოდ იმავე პლატფორმებზე, რომლებიც რეგულირდება ევროკავშირში. 

    Circle-ის სტრატეგიისა და მარეგულირებელი პოლიტიკის დირექტორმა ევროპაში, პატრიკ ჰანსენმა აღნიშნა, რომ კანონი არ კრძალავს არაკსტოდიალურ საფულეებს და მათ გამოყენებით გადახდებს, ასევე P2P ტრანზაქციებს და აპარატულ საფულეებს. 

    მანამდე ევროპარლამენტის წევრებმა კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლით სისხლის სამართლის სასჯელი დაამტკიცეს. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს მხრიდან დამტკიცებას ელის. 

    შეგახსენებთ, რომ 2025 წლის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირში ფუნქციონირებას დაიწყებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი მარეგულირებელი ორგანო AMLA. შტაბ-ბინა განთავსდება ფრანკფურტში და მის გუნდში შევა 400-ზე მეტი თანამშრომელი. 

  11. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა შეძლეს საგრძნობლად დაეჩქარებინათ ტექსტის აღწერილობიდან სურათების შექმნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა შეიქმნას მაღალი გაფართოების სურათები არსებულთან შედარებით 30-ჯერ უფრო სწრაფად. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: pixabay.com 

    როგორც წესი, გენერაციული AI იყენებს ტექნიკას სახელწოდებითდიფუზია“, რომელიც ქმნის რაც შეიძლება ბუნდოვან სურათს და შემდეგ აუმჯობესებს მას საბოლოო შედეგის სახით, რომელიც მაქსიმალურად ემთხვევა იმას, ისი გენერირებაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ. დიფუზიას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ MIT-ის მკვლევარებმა მიზნად დაისახეს მისი დაჩქარება. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: tianweiy.github.io 

    MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევარებმა სურათის წარმოქმნა ერთჯერად სვლად შეამცირეს და ახალ მეთოდს „განაწილების შესატყვისი დისტილაცია“ ჰქვია. აშკარაა, რომ გამოსახულების გენერირება ერთი ნაბიჯით შესამჩნევად უფრო სწრაფია, ვიდრე დიფუზიური მოდელებისთვის დამახასიათებელი 30-50 ნაბიჯი. ასე რომ, თანამედროვე აღჭურვილობაზე Stable Diffusion 1.5 ქმნის სურათს 1.5 წამში, ხოლო ახალი, DMD-ზე დაფუძნებული მოდელი ამას 0.05 წამში აკეთებს. 

    image.jpeg 

    ეს არ არის პირველი მცდელობა დიფუზიური მოდელების დისტილაციის გამოსახულების გენერირების დაჩქარების მიზნით. Instaflow-მ და LCM-მა სცადეს მსგავსი მიდგომა, მაგრამ შედეგები არ იყო შთამბეჭდავი. Stability AI-მ ასევე სცადა დიფუზიური მოდელების დაჩქარება და გარკვეულ წარმატებას მიაღწია Stable Diffusion Turbo-ს გამოშვებით, რომელიც ქმნის სურათებს 1 მეგაპიქსელამდე ფართოებით ერთ სვლაზე, მაგრამ რამდენიმე სვლაში გენერირებული სურათები მაინც შესამჩნევად უკეთესი აღმოჩნდა. 

  12. მიმდინარე კვირაში ჩინეთში დაიწყება Xiaomi SU7 ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება; კომპანიის მაღაზიებში იგი უკვე გამოფენილია ვიზიტორების მიერ შესასწავლად და ჩინური აპლიკაციების მაღაზიები უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვას ამ ბრენდის პირველ მანქანასთან სმარტფონის მეშვეობით ურთიერთქმედებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი 70 ათას აშშ დოლარზე მეტი არ ეღირება. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Xiaomi 

    ყოველ შემთხვევაში, როგორც Reuters აღნიშნავს, ორშაბათს აღმასრულებელმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ Xiaomi SU7 იქნებაყველაზე მიმზიდველი, ადვილად გამოსაყენებელი და ყველაზე ჭკვიანი მანქანა 500 ათას იუანამდე ფასის დიაპაზონში“. ამჟამინდელი კურსით ეს არის 70 ათას აშშ დოლარზე ნაკლები და პირველად კომპანიის წარმომადგენელი ღიად საუბრობს ახალი პროდუქტის ფასის პოზიციონირებაზე, თუმცა მან ადრე ცალსახად მიანიშნაპრემიუმ სმარტფონების მფლობელებსა და Porsche-ს ან Tesla-ს მოდელებზე, როგორც ორიენტირზე. ამავდროულად, Lei Jun აშკარად მოერიდა Xiaomi SU7-ის შედარებას უფრო დაბალფასიან Tesla Model 3-თან, რასაც ზოგიერთი წყარო მიმართავდა. 

    Xiaomi SU7-ის ტექნიკური მახასიათებლები დეტალურად იყო აღწერილი დეკემბრის ბოლოს. ავტომობილი წარმოდგენილი იქნება უკანა ამძრავიანი და სრულამძრავიანი ვერსიებით, 668 ან 800 კმ სიმძლავრის მარაგის მქონე ვერსიებში CLTC ციკლზე, ხოლო ყველაზე ძლიერი მოდიფიკაცია 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2.78 წამში შეძლებს. ზუსტი ფასების დიაპაზონი გახდება ცნობილი მიმდინარე კვირაში, როდესაც Xiaomi SU7-ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყება. ელექტრომობილების მრავალრიცხოვანი ჩინური კომპანიები შესაძლოა დაამშვიდოს ი ფაქტმა, რომ ამ ახალ მოთამაშეს ჯერ კიდევ არ სურს ჩაერთოს ჩინეთის ბაზარზე ფასების ომში. 

  13. image.jpeg 

    SEC-ის თავმჯდომარე გრი გენსლერმა კოლუმბიის სამართლის სკოლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კრიპტო კომპანიებს ესაჭიროებათ „მცირე დეზინფექცია“. ამის შესახებ აცხადებს The Block. 

    ფინანსური კომპანიების მიერ ინფორმაციის გამჟღავნება უზრუნველყოფს ბაზრებეფექტურობას და იცავს ინვესტორებს, მაგრამ კრიპტო ინდუსტრიაში ზოგიერთი ცდილობს თავიდან აიცილოს რეგისტრაციის მოთხოვნები, განაცხადა მან. 

    „რეგისტრაცია არ ნიშნავს ინფორმაციის სავალდებულო გამჟღავნებას. ბევრი დამეთანხმება, რომ კრიპტო ბაზარს შეუძლია გამოიყენოს მცირე სადეზინფექციო საშუალება“, - აღნიშნა გენსლერმა. 

    გასული წლის განმავლობაში SEC-მა შეიტანა სარჩელი Bitcoin-ის მთავარი ბირჟების, Binance-ის, Coinbase-ისა და Kraken-ის წინააღმდეგ. პლატფორმებ სხვა საკითხებთან ერთად დაადანაშაულეს ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევაში. 

    Coinbase რამდენიმე წელია უბიძგებს მარეგულირებელს ინდუსტრიისთვის მკაფიო წესების შემუშავებისკენ. 2022 წლის ივლისში კომპანიამ შუამდგომლობა შეიტანა SEC-ში, ხოლო 2023 წლის აპრილში მიმართა სასამართლოს. გენსლერმა უარყო პრეტენზიები - მისი თქმით, არსებული კანონები ვრცელდება ციფრულ აქტივებზე. 

    შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მარტში Coinbase-ის მხარდაჭერის ჯგუფმა მოუწოდა SEC-ს - შემოეღო წესები კრიპტო ინდუსტრიისთვის. 

    ადრე გენსლერმა Bitcoin ატრაქციონ „ამერიკულ მთებს“ შეადარა. მან პირველი კრიპტოვალუტის მაღალი ცვალებადობა გაიხსენა და ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

  14. მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობა საკომუნიკაციო თანამგზავრებთან ჯერჯერობით თანდაყოლილია მხოლოდ სმარტფონების ზოგიერთ მოდელში და დიდწილად განისაზღვრება მათი დეველოპერების უნარით - მოლაპარაკება მოახდინონ შესაბამის სერვისის პროვაიდერებთან. როგორც აღინიშნა, დეველოპერებისთვის Google Android 15-ის მეორე გადახედვისას სმარტფონებისთვის თანამგზავრული როუმინგის მხარდაჭერის ფუნქცია დაფიქსირდა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Google 

    ამას მოწმობს წარმოდგენილი შეტყობინება „ავტომატური კავშირი თანამგზავრის მეშვეობით“, აც გულისხმობს სმარტფონის გადართვის შესაძლებლობას სხვადასხვა პროვაიდერების თანმგზავრულ ქსელებს შორის, რათა შენარჩუნდეს კომუნიკაცია მსოფლიოს ყველა რაიონში. ზოგიერთი სმარტფონი ამჟამად მხარს უჭერს მხოლოდ გადაუდებელი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას თანამგზავრული ქსელის საშუალებით, ზოგი კი უკვე იძლევა უფრო რთული მონაცემების გაცვლსაშუალებას გარკვეული სიჩქარის პირობებში. 

    შესაბამისად, Android-ის 15 ვერსიაზე განახლებისას მომხმარებლებს შეეძლებათ გადაერთონ იმ თანამგზავრულ ქსელებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას კონკრეტულ რეგიონში საუკეთესო პარამეტრებით. შესაძლოა, ამან დამატებით ხარჯები გამოიწვიოს, მაგრამ ამ ტიპის კომუნიკაცია, როგორც წესი, გამოიყენება საგანგებო სიტუაციებში, როდესაც მატერიალური ხარჯები უკანა პლანზე გადადის. 

    მეორეც, Android 15-მა უნდა გააფართოოს დოკუმენტებთან მუშაობის ფუნქციონალობა PDF ფორმატში. ძიება, ტექსტის ფრაგმენტების შერჩევა და ანოტაცია, რომელიც უკვე ნაცნობია ამ ფორმატთან მომუშავე აპლიკაციების დესკტოპ-ვერსიების მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომი გახდება Android 15-ზე. სხვა სიახლეებთან ერთად აღსანიშნავია სმარტფონებისთვის „გარე ეკრანმზოგების“ მხარდაჭერის გამოჩენა დასაკეცი დისპლეის მქონე სამრტფონებზე, რომლის გარე ნაწილი რჩება მომხმარებლისთვის ხილული. აქ შეიძლება განთავსდეს სპეციალური ზონა ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებების საჩვენებლად. 

  15. კომპანია Asus-მა გამოავლინა იანვარში დაანონსებულ კომპაქტურ ROG NUC სერიის კომპიუტერების ფასები და მახასიათებლები. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მოდელია წარმოდგენილი - ისინი გამოირჩევა საკმაოდ მძლავრი აპარატურით და მაღალი ფასით. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: ASUS 

    Asus ROG NUC-ის ერთ ვერსიას აქვს Intel Core 7 155H პროცესორი 16 გბ ოპერატიული და 512 გბ NVMe SSD მუდმივი მეხსიერებით, ასევე დისკრეტული GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათი. მეორე, შესამჩნევად უფრო მაღალი წარმადობის მოდელს აქვს Intel Core Ultra 9 185H 32 გბ ოპერატიული და 1 ტბ მუდმივი მეხსიერებით, ვიდეო ბარათი კი არის დისკრეტული GeForce RTX 4070. Asus ROG NUC მყიდველებს, შესაბამისად, 1629 და 2199 აშშ დოლარი დაუჯდებათ. 

    image.jpeg 

    ორივე მათგანს აქვს კომპაქტურ 2.5-ლიტრიან კორპუსი უკანა განათებით და მაგიდაზე ვერტიკალურად დაყენების შესაძლებლობით. წინა პანელზე განთავსებულია ორი USB 3.0 პორტი, აუდიო კონექტორი და ბარათის წამკითხველი. უკანა მხარეს ხელმისაწვდომია ორი USB 2.0 პორტი, ორი DisplayPort და თითო 2.5G Ethernet, USB Type-C და HDMI პორტი. რაც შეეხება უსადენო ინტერფეისებს, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. 

    image.jpeg 

    Asus ROG NUC-ს რთულია, ეწოდოს ეტალონური ფასისა და წარმადობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომხმარებლების მიერ თავად აწყობილ კომპიუტერებთან შედარებით, მაგრამ ეს არის მზა კომპაქტური პლატფორმები გეიმერებისთვის, რომელთაგან ყველაზე ძლიერ აქვს თამაშების 1440p გაფართოებასა და 60 კადრი წამში სიჩქარით გაშვების შესაძლებლობა, ასევე Ultra-პარამეტრები. 

     

  16. image.jpeg 

    ევროპარლამენტმა დაამტკიცა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს ანონიმურ ტრანზაქციების გაკეთებას კასტოდიალური საფულეებიდან. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა პატრიკ ბრიერმა ისაუბრა. 

    მისი თქმით, აკრძალვას ექვემდებარება: 

    • 10000 ევროზე მეტი თანხის ნაღდი ანგარიშსწორება; 
    • 3000 ევროზე მეტი თანხის ანონიმური ნაღდი ანგარიშსწორება; 
    • კრიპტოვალუტების ანონიმური გადახდები კასტოდიალური საფულეების მეშვეობით ყოველგვარი ზღვრის გარეშე. 

    „ანონიმური გადახდების აკრძალვა საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურ გავლენას მოახდენს კრიმინალებზე, მაგრამ წაართმევს უდანაშაულო მოქალაქეებს ფინანსურ თავისუფლებას. წამლები ან სექს-სათამაშოები, რომლებსაც ვყიდულობ, ჩემი პირადი საქმეა. დისიდენტები […] სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ანონიმურ შემოწირულობებს ვირტუალურ ვალუტაში მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ბრეიერმა. 

    ევროპარლამენტის წევრი თვლის, რომ ევროკავშირის ომი ნაღდ ფულთან დაკავშირებით "უკუშედეგს მოიტანს" უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებისდა ბანკების მიერ ფულის მიწოდების ნებისმიერ დროს შეწყვეტის რისკებით. 

    „ბანკებზე დამოკიდებულება საგანგაშო ტემპით იზრდება. ფინანსური უფლებების ჩამორთმევა უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნაღდი ფულის საუკეთესო ატრიბუტები ციფრულ მომავალში. ჩვენ გვაქვს უფლება გადავიხადოთ და შემოწირულობები შევწიროთ ონლაინ ჩვენი პირადი ტრანზაქციების რეგისტრაციის გარეშე. თუ ევროკავშირს სჯერა, რომ შეუძლია ვირტუალური ვალუტების რეგულირება რეგიონულ დონეზე, მაშინ მას არ ესმის ინტერნეტის გლობალური ბუნება“, - განაცხადა ბრიერმა. 

    Cointelegraph-ის ცნობით, ახალი კანონმდებლობა ძალაში სამ წელიწადში შევა, მაგრამ Dillon Eustace-ის იურისტები შეზღუდვების უფრო ადრე ამოქმედებას ელიან. 

    Binance-ის ყოფილმა დირექტორმა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, გლებ კოსტარევმა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწოდა „დიდი ნაბიჯი კრიპტოვალუტის მომხმარებლების თავისუფლებების შეზღუდვისკენ“. 

    „როგორი იქნება ინდუსტრია მომავალში: ყველა საფულეს, ყველა ანგარიშს ექნება KYC. და თუ არ არსებობს KYC, თქვენ კანონგარეშე ხართ, ”- აღნიშნა მან. 

    კოსტარევის თქმით, ევროკავშირში სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ მომხმარებლების იდენტიფიცირება, სანამ მისთვის კრიპტო საფულეს გახსნიან. ის ასევე მოელის, რომ FATF-ის ე.წ. „მოგზაურობის წესი“ (Travel Rule) ფართოდ დაინერგება ევროპულ ბირჟებზე. 

    „დრო, როდესაც შესაძლებელი იყო კრიპტოს ნებისმიერ საფულეზე გატანა, წარსულში დარჩება. მინიმუმ, საჭირო იქნება მიუთითოთ ვის ეკუთვნის საფულე. ბირჟიდან თანხის გამოტანისას შეიძლება გითხრან: ამ საფულეზე გადარიცხვა შეგიძლიათ, მაგრამ არა ამ საფულეზე. შემდეგ კი დამატებით მოითხოვენ ტრანსფერის მიზეზის განმარტებას“, - განმარტა კოსტარევმა. 

    შედეგად, მისი აზრით, ცენტრალიზებული ბირჟებიდან თანხის გატანა დაიშვება მხოლოდ იმავე პლატფორმებზე, რომლებიც რეგულირდება ევროკავშირში. 

    Circle-ის სტრატეგიისა და მარეგულირებელი პოლიტიკის დირექტორმა ევროპაში, პატრიკ ჰანსენმა აღნიშნა, რომ კანონი არ კრძალავს არაკასტოდიალურ საფულეებს და მათ გამოყენებით გადახდებს, ასევე P2P ტრანზაქციებს და აპარატულ საფულეებს. 

    მანამდე ევროპარლამენტის წევრებმა კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლით სისხლის სამართლის სასჯელი დაამტკიცა. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას ელის. 

    შეგახსენებთ, რომ 2025 წლის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირში ფუნქციონირებას დაიწყებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი მარეგულირებელი ორგანო AMLA. შტაბ-ბინა განთავსდება ფრანკფურტში. გუნდში შევა 400-ზე მეტი თანამშრომელი. 

  17. თამაშებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქამდე ძირითადად შემოიფარგლებოდა არსებული კონტენტის მასშტაბირებით, მაგრამ Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის თქმით, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული თამაშების გამოჩენამდე დიდი დრო არ რჩება. 

    ჰუანგმა მსგავსი რამ აღნიშნა Tom's Hardware-თან ინტერვიუში Blackwell B200 გრაფიკული პროცესორის პრეზენტაციის შემდეგ Nvidia-ს ადრინდელ GPU ტექნოლოგიების კონფერენციაზე 2024 (GTC 2024). 

    კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის სამყარო იმ წერტილთან, სადაც ყველა პიქსელი წარმოიქმნება რეალურ დროში და როგორ ხედავს იგი თამაშებს ამ სივრცეში, ჰუანგმა უპასუხა: "ვფიქრობ, ათ წელზე ნაკლები დრო დარჩა." 

    ”ჩვენ ალბათ ორი წელი ვართ [ამ 10-წლიან შუალედში]. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში ეს დიდწილად რეალობად იქცევა, ”- განაცხადა ჰუანგმა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Nvidia 

    ჟურნალისტი PC Gamer თვლის, რომ მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული თამაშები იქნება სრულიად განსხვავებული პროცესი, ვიდრე ის, რასაც ამჟამად ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კონტენტის გენერირების სფეროში და მისთვის საჭირო იქნება სერიოზულ აპარატულ უზრუნველყოფა. 

    მაგალითად, დღეისათვის ყველაზე მძლავრი გრაფიკული ბარათი, RTX 4090, არ არის შესაფერისი რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტენტის გენერირებისთვის, რადგან ერთი AI ვიდეოს შექმნაც კი მოითხოვს მრავალ GPU-ს და საათების გამოთვლას. 

    მავე დრს, Nvidia და სხვა კომპანიები განიხილავენ NPC-ებისთვის ხელოვნური ინტელექტის მინიჭებას, როგორც თამაშის სამყაროებთან ურთიერთობის ახალ გზას (მაგალითად, Ubisoft-ის Neo NPC პროექტი). 

    • Upvote 1
  18. Starship-ის მესამე სატესტო ფრენიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ SpaceX-მა მეოთხედ დაიწყო მზადება. კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაცხადა, რომ ახალი რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე განათავსა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: twitter.com/SpaceX 

    SpaceX-ის ოფიციალური ანგარიში თანახმად კომპანიამ 122-მეტრიანი რაკეტა განათავსა Starbase-ის გამშვებ პლატფორმაზემომავალი სტატიკური წვის ტესტირებისთვის“. ძრავის სტატიკური წვა არის გაშვებადელი ტესტი, რომლის დროსაც ძრავები ხანმოკლე დროით ამოქმედდება, ხოლო რაკეტა არ სცილდება დედამიწას. თუ ტესტი წარმატებული იქნება და აშშ- ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია დროულად გასცემს გაშვების ლიცენზიას, Starship-ის შემდეგი  ფრენა შეიძლება განხორციელდეს მაისის დასაწყისში, განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა და მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა გვინ შოთველმა (Gwynne Shotwell). 

    image.jpeg 

    კომპანიამ გამოაქვეყნა პლატფორმაზე განთავსებული Starship-ის ფოტო და მეორე სურათი, რომელშიც სამი რაკეტის ზედა ნაწილი ჩანს ნისლში. სავარაუდოდ, SpaceX განმარტავს, რომ აპირებს განახორციელოს Starship-ის რამდენიმე სატესტო ფრენა წელს - ექვსი ან მეტი, როგორც ადრე გამოთქვა იმედი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა. 

    SpaceX-მა გიგანტური ხომალდის ბოლო საცდელი ფრენა 14 მარტს ჩაატარა. Starship წარმატებით გავიდა ორბიტაზე, სადაც დარჩა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დაიწყო დაღმასვლა და განადგურდა დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას - მასთან კავშირი გაწყდა 65 კმ სიმაღლეზე. გამშვებმა რაკეტა Super Heavy-მ წარმატებით შეასრულა ხომალდის აჩქარების მისია, მაგრამ ვერ შეძლო მექსიკის ყურეში დაჯდომა და დაახლოებით 500 მეტრ სიმაღლეზე განადგურდა. 

     

  19. image.png 

    20 მარტს სპოტ Bitcoin ETF-ებიდან თანხის ჯამურმა წმინდა გადინებამ 261 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი ტენდენცია ზედიზედ მესამე დღე გაგრძელდა. 

    ბოლო 24 საათის განმავლობაში ინვესტორებმა 386 მლნ აშშ დოლარით შეამცირეს პოზიციები Grayscale-ის GBTC-ში. მას შემდეგ, რაც ETF იანვარში დამტკიცდა, ინსტრუმენტიდან გატანილი თანხების მთლიანმა მოცულობამ 13.27 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

    ინვესტორებმა BlackRock-ის IBIT-ში 49.28 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. გაშვების დღიდან წმინდა შემოდინება გაიზარდა 13.09 მლრდ აშშ დოლარამდე. შესაბამისი მაჩვენებლები Fidelity-ს FBTC-, ARK Invest-ის ARKB-ის და Bitwise-ის BITB-ს შემთხვევაში შეადგენს 6.93 მლრდ აშშ დოლარს, 2 მლრდ აშშ დოლარს და 1.49 მლრდ აშშ დოლარს, შესაბამისად.  

    ყველა პროდუქტის ჯამური შემოსავალი 12.1 მილიარდიდან 11.4 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

    მარტში Bitwise CIO Matt Hougan-მა ივარაუდა, რომ ძირითადი საინვესტიციო პლატფორმები დაამატებდნენ BTC-ETF-ების მხარდაჭერას „მომავალი კვირების განმავლობაში“. 

    უგანის კომენტარები შეესაბამება Bloomberg-ის ანალიტიკოს Eric Balchunas-ის მოსაზრებებს. ამ უკანასკნელმა დაასახელა ციფრული ოქროზე დაფუძნებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების დამატება ძირითადი პლატფორმების მიერ, როგორც მოთხოვნის ორი „ძლიერი კატალიზატორიდან ერთ-ერთი“. 

    იგივე აზრი გამოთქვა CoinShares-ის კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიმს ბატერფილმა. მისი თქმით, დღეისათვის მხოლოდ Сarsen Group-ს აქვს დაშვებული სპოტ Bitcoin ETF-ებით ვაჭრობა. სხვა მოთამაშეების მიერ ასეთი ვარიანტის განხორციელება, მოახლოებული განახევრების გათვალისწინებით, გამოიწვევს მოთხოვნის შოკს, აღნიშნა ექსპერტმა. 

    მარტში ცნობილი გახდა, რომ პროდუქტზე წვდომა მოთხოვნისამებრ მიეწოდებოდა Bank of America-სა და Wells Fargo-ს კლიენტებს. 

    მანამდე საინფორმაციო მედია იტყობინებოდა Morgan Stanley due diligence-ის ამოქმედების შესახებ, მის საბროკერო პლატფორმაზე Spot Bitcoin ETF-ების დამატებასთან დაკავშირებით. 

  20. Neuralink-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა ლონ მასკმა დააანონსა Neuralink-ის შემდეგი პროდუქტი, Blindsight. ეს მოწყობილობა შექმნილია მხედველობის აღსადგენად. რამდენიმე წლის წინ მასკმა განაცხადა, რომ Neuralink შეძლებდა უსინათლოებისთვის მხედველობის აღდგენა. ახლა, ტვინის იმპლანტის გამოყენებით ჭადრაკის თამაშის წარმატებული დემონსტრირების შემდეგ, როგორც ჩანს, მასკის დაპირებების შესრულება ახლო მომავლის საქმეა. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Computerra 

    პირველი გამოყენება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მიზნად მივმართოთ ადამიანებისკენ, არის მხედველობის აღდგენა და მაშინაც კი, თუ ვინმეს არასოდეს ჰქონია მხედველობა და ბრმა იყვნენ დაბადებული, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ მაინც შეგვიძლია აღვადგინოთ მხედველობა. განაცხადა მასკმა 2022 წლის Neuralink Show & Tell-ზე. 

    თქვენ გსურთ, რომ შეძლოთ ტვინის სიგნალების წაკითხვა. გსურთ, გქონდეთ სიგნალების ჩაწერის შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, თქვენ გინდათ შეძლოთ ამის გაკეთება ტვინისთვის და შემდეგ გააფართოვოთ იგი მთელ ნერვულ სისტემაზე, თუ გაქვთ ზურგის ან კისრის დაზიანება, ”- აღნიშნა მან. 

    2023 წლის ნოემბერში მასკმა გამოაცხადა, რომ Neuralink მუშაობდა კომპიუტერული ხედვის ჩიპზე, მაგრამ მის მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. იმ დროს კომპანია ორიენტირებული იყო მარეგულირებლის მხრიდან დამტკიცების მოპოვებაზე ჩიპის ადამიანებზე პირველი გამოცდებისთვის. 2024 წლის 20 მარტს მასკმა გამოაქვეყნა მოკლე შეტყობინება სოციალურ ქსელში X-ზე კომპანიის შემდეგი პროდუქტის შესახებ. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Twitter 

    მოგვიანებით მასკმა დაამატა, რომ Blindsight-ის იმპლანტის ტესტირება უკვე მიმდინარეობს მაიმუნებზე. ”[ხელოვნური ხედვის] გარჩევადობა თავდაპირველად დაბალი იქნება, როგორც ადრეული Nintendo-ს გრაფიკა, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება გადააჭარბოს ადამიანის ნორმალურ მხედველობას,” - წერს მასკი X-ში და აღნიშნავს, რომ Neuralink-ის მოწყობილობის გამოყენებისას არცერთი მაიმუნი არ მომკვდარა და სერიოზულად არ დაშავებულა. 

    მიმდინარე წლის იანვარში პირველ პარალიზებულ მოხალისეს თავის ქალაში Neuralink იმპლანტის დაყენების ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც მას საშუალება მისცა ლეპტოპზე კურსორის მართვა გონები მეშვეობით ესწავლა. კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახავს ახალ ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომელიც მოხალისემ ამ ოპერაციის შემდეგ მოიპოვა. 

  21. Microsoft-მა გამართა კორპორატიული პროდუქტებისადმი მიძღვნილი ონლაინ ღონისძიება, რომელზეც წარმოადგინა ტრანსფორმერი პლანშეტი Surface Pro 10 და ლეპტოპი Surface Laptop 6. ახალი პროდუქტების დებიუტი კორპორატიული მომხმარებლებისთვის გამიზნული ვერსიებით იყო წარმოდგენილი და ჯერჯერობით არ იქნება ხელმისაწვდომი რიგითი მომხმარებლებისთვის. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Microsoft 

    ორივე მოწყობილობას აქვს Meteor Lake არქიტექტურიIntel Core Ultra პროცესორები. წინა მოდელებთან შედარებით პროცესორის წარმატობის მატება მცირეა, მაგრამ ინტეგრირებული გრაფიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თუმცა, ახალ ჩიპებში მძლავრი NPU ნეირო ძრავის არსებობის გამო ნეიროქსელებთან მუშაობის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე ყველა ახალი პროდუქტის კლავიატურაზე გამოყოფილი ღილაკი Microsoft Copilot AI ასისტენტის გამოსაძახებლად. 

    image.jpeg 

    თანამედროვე პროცესორმა და ოდნავ გაზრდილმა ბატარეის მოცულობამ გააუმჯობესა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. Microsoft-ის თქმით პლანშეტი Surface Pro 10 იმუშავებს 19 საათს „ტიპიური დატვირთვისას“ - რაც მნიშვნელოვნად აღემატება Surface Pro 9-ის 15.5 საათს. ახალი 13.5- და 15-დუიმიანი Surface Laptop 6-ის მუშაობის დრო ასევე უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 19. საათი, რაც ოდნავ მეტია Surface Laptop 5-ის 17-18 საათთან შედარებით. ამავდროულად, Surface Laptop ლეპტოპები ოდნავ უფრო მძიმეა - 1.4 და 1.68 კგ - ძველი 13.5- და 15-დუიმიანი მოდელების წონაა 1.3 და 1.56 კგ, შესაბამისად. 

    image.jpeg 

    ორივე მოწყობილობა აქვს განახლებული კამერები, რომელთა გამოსახულებაზე შესაძლებელია ეფექტების გამოყენება ნეიროპროცესორის (NPU) მეშვეობით. Surface Pro-ს კამერის გაფართოება გაიზარდა 1080p-მდე წინა მოდელის 1440p-დან, ხოლო Surface Laptop-ის კამერის გაფართოება გაიზარდა 720p-დან 1080p-მდე. Surface Pro-ს კამერა ასევე გთავაზობთ "ულტრა ფართო გადაღებას". ბიომეტრიული შესვლა Windows Hello-ით მხარდაჭერილია, ხოლო Surface Pro 10-ს გააჩნია NFC აპარატურის უსაფრთხოების გასაღებებისთვის. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდმია TPM აპარატული მოდულები დისკის დაშიფვრისთვის და სხვა მიზნებისთვის, მათ ჩაანაცვლეს Surface Pro 9-სა და Surface Laptop 5-ში ინტეგრირებული მოდულები. Microsoft Pluton მხარდაჭერილი არ არის. 

    image.jpeg 

    ეკრანები დიდად არ შეცვლილა - Microsoft-ის თქმით, 13-დუიმიანი Surface Pro 10-ის სენსორული ეკრანი, გაფართოებით 2880 x 1920 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 120 ჰც, 33%-ით უფრო კაშკაშაა, მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/2-ს შეადგენს. აქვს მეტი კონტრასტი და არეკვლის საწინაღმდეგო საფარი. Surface Laptop 6-ის ეკრანებზეც წარმოდგენილია გაზრდილი კონტრასტი და არეკვლის საწინააღმდეგო საფარი. ორივე მოწყობილობის დისპლეი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. 

    წინასწარი შეკვეთები დაიწყება 21 მარტს, პირველი მიწოდება კი 9 აპრილს იგეგმება. ფასები ჯერჯერობით უცნობია. 

    image.jpeg 

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Microsoft უშვებს Surface-ს ექსკლუზიურად ბიზნეს მომხმარებლებისთვის - გასულ შემოდგომაზე კომპანიამ წარადგინა პლანშეტი Surface Go 3, ხოლო 2021 წლის დასაწყისში - Surface Pro 7+ for Business. თუმცა, ამჯერად მან პირველად წარმოადგინა ფლაგმანურ პლანშეტები და ლეპტოპები სამომხმარებლო ვერსიების გარეშე. 

    მოსალოდნელია, რომ მაისში Surface ხაზი შეივსება Qualcomm Snapdragon X-ზე აგებული პროდუქტებით და ისინი გახდებ სამომხმარებლო სერიის ფლაგმანები. სავარაუდოა, რომ კორპორატიული მოწყობილობები დარჩება Intel-ის გადაწყვეტილებებზე, ხოლო სამომხმარებლო მოწყობილობები ასევე ხელმისაწვდომი იქნება Qualcomm Arm პროცესორებზე დამყარებული ვერსიების სახით, თუმცა ასევე იმუშავებს Windows 11-ზე. 

  22. image.jpeg 

    CoinGecko-ს მონაცემები Solana-ზე დაფუძნებულმა დეცენტრალიზებულმა ბირჟებმა დაიკავა ბაზრის დაახლოებით ნახევარი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით. 

    image.png 

    წყარო: CoinGecko. 

    სეგმენტის ლიდერი გახდა პლატფორმა Jupiter 2.66 მლრდ აშშ დოლარით, მას მოყვება Raydium (2.4 მლრდ აშშ დოლარი). 

    DEX Uniswap-მა რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა, მას მოსდევს Solana-ს პლატფორმა Orca 1.4 მლრდ აშშ დოლარით. 

    ყველაზე პოპულარული წყვილი ორ ამჟამინდელ ლიდერს შორის არის SLERF/SOL. 

    იმის მიუხედავად, რომ meme token-ის პროექტს პრობლემები შეექმნა ლიკვიდობის პულის და airdrop მონეტების „შემთხვევით“ დაწვის სახით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მას. 

    ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივის ფასი შემცირდა დაახლოებით 25%-ით და დაალოებით 0.9 აშშ დოლარს შეადგენს. ტოკენის კაპიტალიზაცია 0.5 მლრდ აშშ დოლარს უახლოვდება. 

    image.png 

    წყარო: CoinGecko. 

    CryptoQuant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კი ინ ჯუმ გამოთქვა შეშფოთება Solana-ზე დამყარებული meme ტოკენის სეგმენტში აჟიოტაჟის გამო. მისი აზრით ასეთი პროექტები უბრალოდ აზიანებს ინდუსტრიას. 

    ამ ფონზე SOL რჩება მეხუთე ადგილზე კაპიტალიზაციის მიხედვით, ბაზარზე ყოველკვირეული 14.5%-იანი ზრდით. ტოკენის მთლიანი მარაგის ღირებულება 78.2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. 

    image.png 

    წყარო: CoinGecko. 

    Franklin Templeton-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ meme-ტოკენებს არ აქვთ „თანდაყოლილიღირებულება და ახასიათებთ ძლიერი არასტაბილურობა. 

  23. Google DeepMind-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მუსტაფა სულეიმანი (Mustafa Suleyman) უხელმძღვანელებს Microsoft-ის ახალ სამომხმარებლო პროდუქტების განყოფილებას ხელოვნური ინტელექტი- Microsoft AI-ს გამოყენებით. ამის შესახებ თავად სულეიმანმა X-ის მეშვეობით განაცხადა. 

    image.jpeg 

    „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეს ვიწყებ Microsoft-ში Microsoft AI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. მე ვხელმძღვანელებ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სამომხმარებლო პროდუქტების განვითარებას, მათ შორისაა Copilot, Bing და Edge. ჩემი დიდი ხნის თანამოაზრე კარენ სიმონიანი (Karén Simonyan) იქნება წამყვანი მეცნიერი და ასევე შემოგვიერთდებრამდენიმე შესანიშნავი კოლეგა [Inflection AI-დან]“, წერს მუსტაფა სულეიმანი. იგი ასევე გახდება Microsoft AI-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, შეუერთდება გუნდის ხელმძღვანელების რიგს და პირადად დაექვემდებარება Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას. 

    2010 წელს მუსტაფა სულეიმანმა დემის ჰასაბისსა (Demis Hassabis) და შეინ ლეგთან (Shane Legg) ერთად დააარსა კომპანია DeepMind Technologies, რომელიც ოთხი წლის შემდეგ Google-მა შეიძინა. 2019 წელს სულეიმანმა დატოვა DeepMind Technologies თანამშრომლებზე ნეგატიური ზემოქმედების სკანდალური გამოძიების ფონზე, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია Google-ში გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების მმართველსა და ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტ. 2022 წელს სულეიმანმა დატოვა Google და დააარსა Inflection AI. 

    „მე მუსტაფას რამდენიმე წელია ვიცნობ და მისით აღფრთოვანებული ვარ. იგი გახლავთ DeepMind-ისა და Inflecton-ის დამფუძნებელი, ასევე მეოცნებე, ახალი პროდუქტების, ინოვაციური გუნდების შემქმნელი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც თავის თავს თამამ მიზნებს უსახავს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი შევქმნათ ტექნოლოგია, რომელიც ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა და რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მისიას - დავეხმაროთ პლანეტის ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, ისარგებლო სანდო და უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით“, - წერს სატია ნადელა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. 

    Microsoft-მა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო გარე მხარის AI-დეველოპერებთან, მათ შორის OpenAI-სა და Mistral-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ასე რომ ახალი განყოფილების შექმნა არ ნიშნავს მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას. Microsoft-ის თქმით „კომპანია გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სამომხმარებლო სისტემებისა და აპარატული უზრუნველყოფის ჩათვლით, რაც საჭიროა პროდუქტებისთვის, რომელიც დამყარებულია OpenAI-ის განვითარებაზე“. კომპანია აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს AI-ს Office-ში, Windows 11-სა და Edge-ში, ხოლო მაისში გამართავს სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამომხმარებლო პროდუქტებს. 

  24. Blackwell არქიტექტურაზე დამყარებული მრავალი გამოთვლითი გადაწყვეტილების ტექნიკური მახასიათებლები Nvidia-მ GTC 2024-ის კონფერენციაზე გააზიარა კვირის დასაწყისში, მაგრამ კომპანიას არ უსაუბრია მათი მიწოდების დაწყების დროსა და სავარაუდო ღირებულებაზე. ამჯერად CNBC-თან ინტერვიუში Nvidia-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გრაფიკულ პროცესორ Blackwell B200-ის ფასი 30 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე დიაპაზონშია. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: Nvidia 

    როგორც წყარო განმარტავს, ასეთი პოზიციონირება დიდად არ განასხვავებს Blackwell-ს მისი წინამორბედი Hopper-ისგან, რომელიც შეფასებულია 25 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე თითო ჩიპზე. როდესაც კომპანიამ H100 გამოუშვა, გი საგრძნობლად უფრო ძვირი ღირდა, წინამორბედ A100-თან შედარებით. ახლა ასეთი ზრდა არ შეინიშნება, თუ დავეყრდნობით ჯენსენ ჰუანგის განცხადებებს CNBC-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა Blackwell-ის სერიის ჩიპების განვითარებასა და მათ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებაზე. 

    თუ ვიმსჯელებთ ჰუანგის განცხადებებით, რომლებიც Bloomberg-მა GTC 2024-ზე ანალიტიკოსებთან გამოსვლისას მოისმინა, Nvidia-ს აფასებს სასერვერო კომპონენტების ბაზრის მოცულობას წელიწადში 250 მლრდ აშშ დოლარად მისი განვითარების ამჟამინდელ დონეზე. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების კომპონენტების შესყიდვას მოხმარდება და თავად Nvidia ამ თანხების მნიშვნელოვან წილს მოელს. კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა აღნიშნა, რომ Blackwell-ის თაობის ამაჩქარებლების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ Nvidia უკეთ არის მომზადებული ამ კომპონენტებზე მაღალი მოთხოვნისთვის, მისი აზრით  მაინც ვერ მოხერხდება დეფიციტ თავიდან არიდება. 

  25. image.jpeg 

    რამდენიმე კვირაში პირველმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ შეიძლება გამოაცხადოს Spot Bitcoin ETF-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ Bitwise CIO-მ მეტ უგანმა განაცხადა, წერს The Block. 

    ექსპერტის თქმით, ხსენებული პლატფორმის ყველა კონკურენტი დროთა განმავლობაში მის გზას დაადგება. 

    ჰოგანმა გაიხსენა, რომ საცალო ბაზარი შეიძლება დაიყოს ორ კომპონენტად: დამოუკიდებელი საინვესტიციო მრჩევლები (RIA) და დიდი ეროვნული პლატფორმები. პირველს შეუძლია დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხმარებლების პორტფელების დივერსიფიკაცია, ხოლო მეორესთვის ეს ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნებ მხოლოდ სათანადო ექსპერტიზის შემდეგ. 

    ექსპერტების შეფასებით აღნიშნული პროცესის დასრულება პროდუქტზე პოტენციურ მოთხოვნას ოთხჯერ გაზრდის. 

    უგანის კომენტარები შეესაბამება Bloomberg-ის ანალიტიკოს Eric Balchunas-ის მოსაზრებებს. ამ უკანასკნელმა მოიხსენია ძირითადი პლატფორმების მიერ Spot Bitcoin ETF-ების დამატება, როგორც წლის ბოლოსთვის მოთხოვნის ორი „ძლიერი კატალიზატორიდან ერთ-ერთი“. მეორე მათგანის სახით მან აღნიშნა საბირჟო ვაჭრობის ფონდებზე დამყარებული ოფციონების დამტკიცება. 

    Balchunas-მა ივარაუდა, რომ პლატფორმები დაამატებენ პროდუქტს მხარდაჭერას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ მსხვილ დაწესებულებებს შორის ახალი ETF-ებით დაინტერესდნენ რაიმონდ ჯეიმსი და LPL. მათ მაგალითს შეიძლება სხვებმაც მიბაძონ. 

    იგივე აზრი გამოთქვა CoinShares-ის კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიმს ბატერფილმა. მისი თქმით, დღეისათვის მხოლოდ Сarsen Group-ს აქვს დაშვებული სპოტ Bitcoin ETF-ებით ვაჭრობა. სხვა მოთამაშეების მიერ ასეთი ვარიანტის განხორციელება, მოახლოებული განახევრების გათვალისწინებით, გამოიწვევს მოთხოვნის შოკს, აღნიშნა ექსპერტმა. 

    მარტში ცნობილი გახდა, რომ ბანკ of America-სა და Wells Fargo-ს მომხმარებლებისთვის პროდუქტზე წვდომას უზრუნველყოფდა მოთხოვნით. 

    მანამდე საინფორმაციო მედია იტყობინებოდა Morgan Stanley due diligence-ის საბროკერო პლატფორმაზე Spot Bitcoin ETF-ების დამატებასთან დაკავშირებით. 

    BlackRock-ის მმართველმა დირექტორმა ტონი აშრაფმა და Grayscale Investments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სონენშაინმა განაცხადეს, რომ ინსტრუმენტები აკმაყოფილებაქტივზე გადავადებულ მოთხოვნას. 

    პირველმა მათგანმა დაასახელა მაკროეკონომიკური გარემო და დემოგრაფიის ცვალებადობა, ასევე გაუმჯობესებული მარეგულირებელი გარემო და მომწიფებული ინდუსტრია, როგორც ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების შესყიდვების მამოძრავებელი ძალა. 

    ჰოგანი ასევე შეეხო Ethereum-ზე დამყარებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების პოტენციურ დამტკიცებას. სპეციალისტის თქმით, პროდუქტს უფრო მეტი აქტივის მოზიდვა შეუძლია 23 მაისის ამჟამინდელ ორენტირის უფრო გვიან ამოქმედების შემთხვევაში, რომელსაც მან „არა იდეალური“ უწოდა. 

    CIO Bitwise-მა ახსნა თავისი პოზიცია ციფრულ ოქროზე დამყარებული ინსტრუმენტების „გადახარშვისთვის“ მომზადების აუცილებლობით, რათა გადასვლა მოხდეს ალტერნატივებზე. ოპტიმალური პერიოდი იქნება BTC-ETF-ის ამოქმედებიდან რვა-ცხრა თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნა მან. 

    „უოლ სტრიტი/ TradFi ახლა იწყებს ამ გიგანტური მოვლენის შთანთქმას, რასაც Bitcoin ჰქვია“, - დაასკვნა ჰოგანმა. 

    შეგახსენებთ, რომ Standard Chartered-ის ანალიტიკოსების შეფასებით თანხების მთლიანი შემოდინება ETH-ETF-ში მომდევნო 12 თვეში იქნება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ათ კვირაზე ნაკლებ დროში 12 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა BTC-ETF-ში. 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.